1. 1
გაკვეთილი N15
საშინაო დავალების შემოწმება
1. C + O2 → CO2
CO2 + 2NaOH→ Na2CO3
Na2CO3+H2O + CO2→2NaHCO3
Na2CO3 + 2HCl → 2NaCl + H2O + CO2↑
2NaHCO3 + H2SO4 → Na2SO4+ H2O + CO2↑
2NaCl + H2SO4 → Na2SO4 +2HCl↑
2. Dჰაერ = 1,24
D H2= 18
3. ϕ(CO2) = 0,75 ϕ(H2) = 0,25
4. m(CaO) = 50,4გ V0(CO2) = 20,16ლ
5.ω(CaCO3) = 80,36%
სილიციუმი
ელემენტი სილიციუმი მოთავსებულია ელემენტთა პერიოდული სისტემის III
პერიოდის IV ჯგუფში. რიგობრივი ნომერია 14. M(Si) = 28გ/მოლი. ატომის აღნაგობა
ასე შეიძლება გამოვსახოთ
K L M 3d
3p
3s
+14 2 8 4
[1s2 2s2 2p6] 3s2 3p2
-4 +4
ახასიათებს დაჟანგულობის ხარისხები Si
და Si .
იშვიათად ავლენს
ორვალენტიანობას, ძირითადად ოთხვალენტიანია (ამის მიზეზებზე უკვე
ვისაუბრეთ IV ჯგუფის ელემენტების ზოგადი დახასიათებისას).
სილიციუმზე მოდის დედამიწის ქერქის მასის დაახლოებით მეოთხედი. ის
გვხვდება ოქსიდის (SiO2) სახით, რომლის კრისტალური ფორმებია მთის ბროლი და
კვარცი. ქვიშაც სილიციუმის ოქსიდია, რომელიც შეფერილია სხვადასხვა
მინარევებით. მთის ქანები ალუმინოსილიკატებია. ბუნებრივი სილიკატები
სილიციუმის მჟავას მარილებია. სილიკატებს და ალუმინოსილიკატებს რთული
შედგენილობა აქვთ და მათ ფორმულებს როგორც წესი ერთმანეთთან
დაკავშირებული ოქსიდების სახით წერენ.
მაგ: K2O ⋅ Al2O3 ⋅ 6SiO2 – მინდვრის შპატი
Al2O3 ⋅ 2SiO2 ⋅ 2H2O – თეთრი თიხა (კაოლინი)
Na2O ⋅ Al2O3 ⋅ 6SiO2 – ნეფელინი და ა.შ.
სილიციუმის მიღება ხდება SiO2–ის აღდგენით:
SiO2 + C → Si + CO2
2. 2
SiO2 + 2Mg → Si + 2MgO
3SiO2 + 4Al → 3Si + 2Al2O3
განსაკუთრებით სუფთა სილიციუმს სილიციუმის ქლორიდის აღდგენით იღებენ.
SiCl4 + 2Zn → Si + ZnCl2
სილიციუმი მუქი ნაცრისფერი, მეტალური ბზინვარების მქონე მყარი
ნივთიერებაა.
ქიმიური თვისებები
1. ფტორთან სილიციუმი რეაგირებს ჩვეულებრივ პირობებში, გაცხელებისას
კი ჟანგბადთან და ქლორთან:
Si + 2F2 → SiF4
Si + 2Cl2 → SiCl4
Si + O2 → SiO2
ნახშირბადთან შელღობისას კარბორუნდი მიიღება:
Si + C → SiC
მას ალმასის მსგავსი აღნაგობა აქვს, მაგარია და გამოიყენება სალესი ქვების
დასამზადებლად.
2. სილიციუმი აქტიურ მეტალებთან გაცხელებისას წარმოქმნის
სილიციდებს:
2Mg + Si → Mg2Si
მაგნიუმის სილიციდზე მარილმჟავას მოქმედებით სილანი მიიღება:
Mg2Si + 4HCl → 2MgCl2 + SiH4↑ (სილანი)
3. მჟავებიდან მხოლოდ მლღობი მჟავა რეაგირებს სილიციუმთან:
Si + 4HF → SiF4 + 2H2
4. გავარვარებული სილიციუმი რეაქციაში შედის წყლის ორთქლთან:
Si + 2H2O → SiO2 + 2H2
5. სილიციუმი რეაგირებს ტუტეებთან:
Si + H2O + 2NaOH → Na2SiO3 + 2H2
SiO2 – სილიციუმის ორჟანგი, სილიციუმის მჟავა – H2SiO3
SiO2–ის შესაბამისი მოლეკულა O=Si=O არ არსებობს, რადგან სილიციუმის ატომს
არ შეუძლია ორმაგი ბმის წარმოქმნა.
3. 3
O O
O Si O Si O
O O
O Si O Si O
O O
ამ სტრუქტურის შესაბამისი ფორმულაა (SiO2)n. სიმარტივისთვის იყენებენ SiO2-ს
SiO2 წყალში არ იხსნება. რეაგირებს ტუტეებთან, მლღობ მჟავასან და ზოგიერთ
მარილთან შელღობისას
SiO2 + 2NaOH → Na2SiO3 + H2O
SiO2 + 4HF → SiF4 + 2H2O
შელღ
Sel R
SiO2 + Na2CO3 Na2SiO3 + CO2
შელღ
Sel R
3SiO2 + Ca3(PO4)2 3CaSiO3 + P2O5
H2SiO3 H O Si O H
O
ამ ფორმულის შესაბამისი ნივთიერება არ არსებობს (როგორც ავღნიშნეთ
სილიციუმი ვერ წარმოქმნის ორმაგ ბმას).
სილიციუმის მჟავას ჭეშმარიტი ფორმულაა
OH
H O Si O H
OH n
და რადგან რამდენიმეჯერ მეორდება H2SiO3 ფრაგმენტი, სიმარტივისთვის მას
H2SiO3 ფორმულა მიეკუთვნება.
მიღება
Na2SiO3 + 2HCl H2SiO3 + 2NaCl
ნატრიუმის
nat r i um s
i სილიციუმის
სილიკატი
si l iმჟავა i s
c i um
si l i kat i mJava
გახურებით იშლება
H2SiO3 → H2O + SiO2
სილიკატებიდან წყალში ხსნადებია Na2SiO3 და K2SiO3. მათ ხსნად მინებს
უწოდებენ.
თუ შევურევთ სოდას, ცარცს და ქვიშას მოლური თანაფარდობით 1:1:6 და
მიღებულ ნარევს გავაცხელებთ მანამ სანამ არ შეწყდება აირის გამოყოფა, მივიღებთ
4. 4
უფერო გამჭვირვალე მასას, რომელიც მაღალ ტემპერატურაზე პლასტიკურია,
დაბალზე კი – მყიფე. ეს მასალა მინაა.
Na2CO3 + CaCO3 + 6SiO2 Na2O ⋅ ⋅ 2 + 2CO2
CaO 6SiO
მინაm na
i
თუ სოდის ნაცვლად ავიღებთ პოტაშს - K2CO3 – მივიღებთ ძნელად ლღობად მინას.
ხოლო თუ ცარცის ნაცვლად ავიღებთ ტყვიის ორჟანგს, მივიღებთ ბროლის მინას.
თუ შევურევთ თიხას და კირქვას და გავაცხელებთ, დავფქვავთ მიღებულ მასას,
რომელსაც კლინკერს ეძახიან, მივიღებთ ფხვნილს, რომელსაც ცემენტი ქვია. ზოგჯერ
თიხის (Al2O3 ⋅ SiO2 ⋅ 2H2O) და კირქვის (CaCO3) ნაცვლად იღებენ მინერალ მერგელს,
რომელიც ბუნებრივად შეიცავს ამ ორ კომპონენტს. ცემენტი კალციუმის
ალუმინატებისა და კალციუმის სილიკატებისგან შედგება. თუ ცემენტს შევურევთ
ქვიშას და წყალს მიიღება ცემენტის დუღაბი. ხრეშის (ქვისა და ქვიშის ნარევი),
ცემენტის და წყლის ნარევი გაშრობის შემდეგ წარმოქმნის მონოლითს (ხელოვნურ
ქვას), რომელსაც ბეტონი ქვია. თუ ბეტონის ნარევს მოვათავსებთ ყალიბში,
რომელსაც ფოლადის არმატურის კარკასი აქვს, გამყარების შემდეგ მივიღებთ
რკინაბეტონს.
საშინაო დავალება
1. დაწერეთ შემდეგი გარდაქმნის შესაბამისი რეაქციების ტოლობები
SiO2 X Y SiO2
kr i st al ur i
კრისტალური am r f ul i
o
ამორფული
f or m a f or ma
ფორმა ფორმა
(kvar c i )
(კვარცი)
2. რამდენი ლიტრი წყალბადი გამოიყოფა 100გ სილიციუმის (რომელიც შეიცავს
15% მინარევს) და ნატრიუმის ტუტის ურთიერთქმედებისას?
3. რამდენი გრამი Mg არის საჭირო 20გ SiO2_თან ურთიერთქმედებისათვის?
რამდენი გრამი სილიციუმი შეიძლება მივიღოთ ამ დროს?