SlideShare une entreprise Scribd logo
1  sur  20
იოსებ არჩვაძე
      საქართველოში სამუშაო ძალის გამოყენების (დასაქმების ,
    უმუშევრობის , შრომის მწარმოებლურობისა და ანაზღაურების )
                     რეალური დონის შესახებ

შესავალი
დასაქმება და უმუშევრობა ის ინდიკატორებია, რომელთა მიმართაც
ხელისუფლების, საზოგადოებისა და მედიის მუდმივად მაღალი ინტერესი
არსებობს. მათი დონის მიხედვით შეიძლება ვიმსჯელოთ ქვეყნის განვითარებაში
არსებულ პროგრესსა თუ პრობლემებზე, მოსახლეობის სოციალურ და
ეკონომიკურ მდგომარეობასა და მათი მიმდინარე და მომავალი ქცევის
მოქმედების მოდელებზე.
აღნიშნული პრობლემის სიმწვავე კარგად ვლინდება პრობლემისადმი
საზოგადოების დამოკიდებულებაშიც, როდესაც სხვადასხვა სოციოლოგიური
გამოკითხვებით რესპონდენტთა დიდი ნაწილი ქვეყნისა და მოსახლეობის წინაშე
მდგარი სოციალურ–ეკონომიკური პრობლემებიდან უმწვავესად უმუშევრობის
პრობლემას ასახელებენ.
ფაქტობრივად, უმუშევრობა ის პრობლემაა, რომლის მოგვარება 2003 წელს
ქვეყნის სათავეში მოსულმა ძალამ დღემდე ვერ შეძლო. ამ ხნის განმავლობაში
დასაქმებულთა საერთო რაოდენობა 151 ათასით შემცირდა (ქვეყნის
მთელი მოსახლეობის 182 ათასით ზრდის პირობებში ), ხოლო
უმუშევრობის დონე 11.5%–დან 15.1%–მდე გაიზარდა .
არსებული პრობლემისა და წინასარჩევნო რეჟიმში ქვეყნისა და ყველა
პოლიტიკური ძალის გადასვლის გათვალისწინებით, ახლახანს შეიქმნა
დასაქმების სამინისტრო, ხოლო ქვეყნის ახალ პრემიერს მიღებული აქვს
პირდაპირი დირექტივა „ბეჭებზე დასცეს უმუშევრობა“.
ქვემორე    მიმოხილვა    განხორციელებულია     ოფიციალური      მონაცემების
გამოყენებით, მათი შეფასებისა და კრიტიკულ ანალიზის, აგრეთვე სხვა ქვეყნების
ანალოგიურ მაჩვენებლებთან შედარებისა და ამის საფუძველზე ალტერნატიული
შეფასებებისა და გათვლების საფუძველზე. მისი მიზანია წარმოაჩინოს
დასაქმებისა        და   უმუშევრობის     რეალური     მასშტაბები,   შრომის
მწარმოებლურობისა და ანაზღაურების დონეეები საქართველოში – მოქმედი
მეთოდიკა დასახელებული ინდიკატორების მიხედვით მდგომარეობის ერთგვარი
„კამუფლირების“,     არსებულზე      გაცილებით    უკეთესად      წარმოჩენის
შესაძლებლობას იძლევა და შესაბამისად, არასწორი დასკვნებისა და აქცენტების
პირობებს ქმნის.

ოფიციალური სტატისტიკით ...
საქართველოს 4.5 მილიონიანი მოსახლეობიდან 3.0 მილიონზე მეტი, ანუ
მოსახლეობის 2/3 არაინსტიტუციურ მოსახლეობას1 მიეკუთვნება. სტატისტიკის
1
  არაინსტიტუციური მოსახლეობა - 16 და მეტი წლის მოსახლეობა, რომელიც არაა
იდენტიფიცირებული სასჯელის მოხდის, ფსიქიკური, ასაკთან ან მზრუნველობასთან
დაკავშირებული პრობლემების, რელიგიური ფუნქციების აღსრულების, აგრეთვე ძალოვან
სტრუქტურებში სამსახურის გამო სპეციფიკურ დაწესებულებებში (ციხეები და კოლონიები,
სავადმყოფოები, სკოლებისა და უმაღლესი სასწავლებლების ინტერნატები, საერთო
საცხოვრებლები, ყაზარმები, მოხუცებულებისა და ინვალიდების სახლები, საბავშვო სახლები,
რელიგიური დაწესებულებები) ცხოვრებასთან.

                                                                                1
ეროვნული სამსახურის მომაცემებით, საქართველოში 2011 წლის ბოლოს
დაახლოებით 2.0 მლნ. ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობა (სამუშაო ძალა)
იყო, საიდანაც თითქმის 1.7 მლნ. კაცი დასაქმებული, ხოლო 0.3 მლნ. კაცი –
უმუშევარი იყო. ამის გარდა, 15 წელზე უხნესი 1.0 მლნ.–ზე მეტი ადამიანი არ
ითვლებოდა ეკონომიკურ აქტიურ მოსახლეობად. დღეისათვის ქვეყანაში,
რომლის მოსახლეობა, ოფიციალური მონაცემებით, დაახლოებით 4.5 მლნ. კაცია,
300 ათასზე მეტი უმუშევარია, შრომისუნარიანი ასაკის (15–64 წელი)
მოსახლეობიდან კი თითო მილიონი ადამიანი ან თვითდასაქმებულია,          ან
ეკონომიკურად არააქტიურ მოსახლეობას მიეკუთვნება.
სამუშაო   ძალის გამოყენების     დასახასიათებლად    იყენებენ რამდენიმე
ინდიკატორს, მათ შორის მოსახლეობის ეკონომიკური აქტიურობის დონეს,
მოსახლეობის დასაქმების დონეს, ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის
დასაქმებისა და უმუშევრობის დონეებს2.
                                                              გრაფიკი 1

              საქართველოს ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის
            გამოყენების მდგომარეობა 2003–2011 წლებში (პროცენტი )
    80



            66.2      64.9                                                                           65.2
                                 64.0                   63.3                  63.6        64.2
                                             62.2                  62.6
    60      58.6
                      56.7                                                                           55.4
                                 55.2        53.8       54.9                              53.8
                                                                   52.3       52.9



    40

                   უმუშევრ ო ბი ს დო ნე             აქტი ურ ო ბი ს დო ნე             დასაქმები ს დო ნე



    20
                                                                   16.5       16.9        16.3
                                 13.8                                                                15.1
                      12.6                   13.6       13.3
            11.5


     0
         2003      2004      2005         2006      2007        2007       2008        2010       2011




როგორც მოტანილი გრაფიკიდან ჩანს, ბოლო წლებში ეკონომიკური აქტიურობისა
და დასაქმების დონეების რამდენადმე შემცირების პირობებში ადგილი ჰქონდა
უმუშევრობის დონის თვალსაჩინო ზრდას.


2
  მოსახლეობის აქტიურობის დონე : ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობა (სამუშაო ძალა)/
[ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობა + ეკონომიკურად არააქტიური მოსახლეობა (მოსახლეობა
სამუშაო ძალის გარეთ)].
მოსახლეობის დასაქმების დონე = დასაქმებული მოსახლეობა/[ეკონომიკურად აქტიური
მოსახლეობა(სამუშაო ძალა) + მოსახლეობა სამუშაო ძალის გარეთ];
ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის დასაქმების დონე = დასაქმებული
მოსახლეობა/ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობა.
უმუშევრობის დონე – უმუშევარი მოსახლეობა/ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობა.


                                                                                                            2
დასაქმების ოფიციალური დონე საქართველოში
მართალია, ბოლო ერთი, 2011 წლის მანძილზე, საქართველოში გაიზარდა
ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის რიცხოვნობა და დასაქმებულთა
რაოდენობა (მათ შორის, დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა), შემცირდა
უმუშევრობა, მაგრამ 2003 წლის დონესთან შედარებით აღნიშნული
პარამეტრებით უკუსვლა თვალშისაცემია, რაზეც ქვემორე ცხრილი და გრაფიკი
იძლევა წარმოდგენას.

                                                                ცხრილი 1
     საქართველოს მოსახლეობა და მისი ეკონომიკური აქტიურობა
                    2003–2011 წლებში (ათასი კაცი )
                  2003 2004 2005 2006 2007 2007 2008 2010 2011
მოსახლეობა,           4   431 4321 4401 4394 4382 4385 4436 4469
ათასი კაცი        342.6 5.2   .5    .3    .7     .1    .4    .4     .2
15 და მეტი წლის
არაინსტიტუციურ 3099. 3146. 3159. 3249. 3103. 3062. 3131. 3028. 3005.
ი მოსახლეობა          2     9     9     8      8     9     1     3     2
ეკონომიკურად
აქტიური           2050. 2041. 2023. 2021. 1965. 1917. 1991. 1944. 1959.
მოსახლეობა            8     0     9     8      3     8     8     9     3
დასაქმებულები     1814. 1783. 1744. 1747. 1704. 1601. 1656. 1628. 1664.
                      9     3     6     3      3     9     1     1     2
             მ.შ.
დაქირავებულები    618.5 600.9 600.5 603.9 625.4 572.4 596.0 618.6 632.0
თვითდასაქმებუ     1195. 1180. 1143. 1141. 1078. 1028. 1059. 1007. 1025.
ლები                  2     8     3     6      8     5     0     1     4
უმუშევრები        235.9 257.6 279.3 274.5 261.0 315.8 335.6 316.9 295.1
ეკონომიკურად
არააქტიური        1048. 1105.              1138. 1145. 1139. 1083. 1045.
მოსახლეობა            4     9 1136 1228        5     1     3     4     9


                                                              გრაფიკი 2




                                                                       3
საქართველოს მოსა ხლეობა და მისი ეკონომიკური აქტიურობის
                           დინამიკა 2003–2011 წლებში (2003 = 100)

               მო სახლეო ბა, ათასი კაც ი
  140          15 და მეტი წლი ს არ აი ნსტი ტუცი ურ ი მო სახლეო ბა
               ეკო ნო მი კურ ად აქტი ურ ი მო სახლეო ბა
               დასაქმებულები
  130           მ.შ. დაქი რ ავებულები
               თვი თდასაქმებულები
               უმუშევრ ები
  120



  110



  100



   90



   80
        2003          2004          2005         2006         2007   2007   2008   2010   2011




ქვემოთ მოტანილ ცხრილსა და გრაფიკზე ასახულია სამუშაო ძალის
მდგომარეობის მახასიათებელი ძირითადი ინდიკატორების თანაფარდობა
მოსახლეობის რიცხოვნობის მაჩვენებელთან.

                                                              ცხრილი 2
 საქართველოს ეკონომიკურად აქტიური და არააქტიური მოსახლეობის
    თანაფარდობა საქართველოს მთელ მოსახლეობასთან 2003–2011
                                 წლებში
                    (პროცენტი; მთელი მოსახლეობა = 100)
                     200 2004 2005 2006 2007 2007 2008 2010 2011
                     3
15 და მეტი წლის
არაინსტიტუციური
მოსახლეობა            71.4 72.9   73.1 73.8 70.6 69.9   71.4 68.3  67.2
ეკონომიკურად
აქტიური
მოსახლეობა            47.2 47.3   46.8 45.9 44.7 43.8   45.4 43.8  43.8
დასაქმებულები         41.8 41.3   40.4 39.7 38.8 36.6   37.8 36.7  37.2
               მ.შ.
დაქირავებულები        14.2 13.9   13.9 13.7 14.2 13.1   13.6 13.9  14.1
თვითდასაქმებულებ
ი                     27.5 27.4   26.5 25.9 24.5 23.5   24.1 22.7  22.9
უმუშევრები             5.4  6.0    6.5  6.2  5.9    7.2  7.7  7.1   6.6
ეკონომიკურად
არააქტიური
მოსახლეობა            24.2 25.6   26.3 27.9 25.9 26.1     26 24.5  23.4

                                                                                                 4
2003 წელთან შედარებით 2011 წლისთვის საქართველოს ეკონომიკურად აქტიური
მოსახლეობის წილი შემცირდა ქვეყნის მოსახლეობაში 47.2 პროცენტიდან 43.8
პროცენტამდე, დასაქმებულთა წილი – 41.8 პროცენტიდან 37.2 პროცენტამდე
(შემცირება შეეხო როგორც დაქირავებით დასაქმებულებს – 0.1 პუნქტით, ისე
თვითდასაქმებულებს – 4.6 პუნქტით). აღნიშნულ პერიოდში გაზრდილია
უმუშევართა წილიც მთელ მოსახლეობაში – 5.4 პროცენტიდან 6.6 პროცენტამდე,
ამჟამად ქვეყნის ყოველი მეთხუთმეტე მცხოვრები უმუშევარია , მაშინ
როდესაც 2003 წელს ასეთებად მხოლოდ ყოველი მეცხრამეტე
ითვლებოდა . თვითდასაქმებულთა რაოდენობა, მიუხედავად ბოლო წლებში
საგრძნობი    შემცირებისა, ჯერაც  მნიშვნელოვნად    (1.6–ჯერ)  აღემატება
დაქირავებით დასაქმებულების რაოდენობას და ფაქტობრივად, უტოლდება
ეკონომიკურად არააქტიური მოსახლეობის რიცხოვნობას.
ამჟამად    მოსახლეობის      ყოველ     ათას   სულზე       დაქირავებით
დასაქმებულითა რაოდენობა საქართველოში 141–ს არ აღემატება , რაც ,
მაგალითად , აშშ–ის ანალოგიურ მაჩვენებელს 3–ჯერ ჩამორჩება .

                                                                             გრაფიკი 3

                   საქართველოს ეკონომიკურად აქტიური და არააქტიური
              მოსახლეობის თანაფარდობა საქართველოს მთელ მოსა ხლეობასთან
                  2003–2011 წლებში (პროცენტი ; მთელი მოსახლეობა = 100)
  80


  70

                                                                        15 და მეტი წლი ს
  60                                                                    არ აი ნსტი ტუც ი უ
                                                                        რ ი მო სახლეო ბა

                                                                        ეკო ნო მი კურ ად
  50
                                                                        აქტი ურ ი
                                                                        მო სახლეო ბა
  40                                                                    დასაქმებულები


  30
                                                                         მ.შ.
                                                                        დაქი რ ავებულები
  20

                                                                        თვი თდასაქმებუ
  10                                                                    ლები


                                                                        უმუშევრ ები
   0
       2003     2004   2005   2006   2007   2007   2008   2010   2011




2003 წელთან შედარებით 2011 წლისთვის საქართველოში უმუშევრობის
ოფიციალური დონე გაზრდასა და დასაქმებისა და ეკონომიკური აქტიურობის
დონეების საგრძნობ შემცირებაზე მკაფიო წარმოდგენას იძლევა ქვემორე ცხრილი.

                                                                              ცხრილი 3



                                                                                             5
საქართველოს ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის გამოყენების
           მდგომარეობა 2003–2011 წლებში (პროცენტი )
              2003 2004 2005  2006 2007   2007 2008 2010 2011
უმუშევრობის    11.
დონე             5 12.6 13.8 13.6 13.3 16.5 16.9 16.3 15.1
აქტიურობის     66.
დონე             2 64.9 64.0 62.2 63.3 62.6 63.6 64.2 65.2
დასაქმების     58.
დონე             6 56.7 55.2 53.8 54.9 52.3 52.9 53.8 55.4

საქართველოში განსაკუთრებით მწვავედ დგას ახალგაზრდების დასაქმების
პრობლემა. მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკურად აქტიური და არააქტიური
მოსახლეობის    თანაფარდობა    15–24–წლიან  მოსახლეობასა    და      მთელ
მოსახლეობაში აბსოლუტურად ურთიერთსაპირისპიროა – არაინსტიტუციურ
მოსახლეობაში ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობა 64 პროცენტია, მაშინ
როდესაც ახალგაზრდებში – მხოლოდ 38 პროცენტი3. დასაქმების დონე 25
წლამდე ასაკის მოსახლეობაში მხოლოდ 25.9 პროცენტია , რაც საშუალო
მაჩვენებელზე (55.4%) 2.1–ჯერ დაბალია . თუ ქვეყანაში საშუალოდ 15
წელზე უფროსი ასაკის მოსახლეობაში დაქირავებით დასაქმებულია ყოველი
მეხუთე, 15–24 წლიან არაინსტიტუციურ მოსახლეობაში – მხოლოდ ყოველი
მეათე. კიდევ უფრო დაბალია დაქირავებით დასაქმების დონე მთელ
მოსახლეობასთან მიმართებაში: 2011 წლის ბოლოს ყოველი ათასი 15–24
წლის ახალგაზრდიდან დაქირავებითი , ანაზღაურებადი სამუშაო
ჰქონდა მხოლოდ 76–ს , მაშინ როდესაც მთელი მოსახლეობის მიხედვით – 180
ადამიანს.    „სამაგიეროდ“, უმუშევრობის დონემ     15–24–წლიანებში 35.7%
შეადგინა – დანარჩენ მოსახლეობაში უმუშევრობის დონეზე (12.5%) 2.9–ჯერ
უფრო მაღალი მაჩვენებელი.
15–24–წლიან მოსახლეობაში დასაქმების დონე, მათ შორის დაქირავებით
დასაქმების დონე, მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება დანარჩენი ასაკობრივი
ჯგუფების ანალოგიურ მაჩვენებლებს.
ქვემოთ მოტანილი ცხრილი ახასიათებს დასაქმების ხარისხობრივ მდგომარეობას
საქართველოში 2011 წელს.
                                                               ცხრილი 4
        დასაქმებისა და უმუშევრობის დონეები საქართველოში
             ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით 2011 წელს 4
                              (პროცენტი)
                                 საშუალოდ        15–24   მოსახლეობაში
                                               წლიანებშ      , 15–24–
                                                   ი       წლიანების
                                                              გარდა
3
  ყოველ 100 ეკონომიკურად აქტიურ მოსახლეზე ქვეყანაში საშუალოდ 56 არააქტიური მცხოვრები
მოდის, მაშინ როდესაც 15–24–წლიანებში – 162, ანუ 2.9–ჯერ მეტი.
4
  დასაქმებისა და დაქირავებით დასაქმების დონეები გაიანგარიშება, შესაბამისად, დასაქმებულთა
და მათ შორის დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობის თანაფარდობით შესაბამისი ასაკის
ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობისა და არააქტიური მოსახლეობის ჯამთან, ხოლო
უმუშევრობის დონე – უმუშევართა რიცხოვნობის თანაფარდობით ეკონომიკურად აქტიურ
მოსახლეობასთან.

                                                                                      6
არაინსტიტუციური მოსახლეობის                65.2            40.2           70.6
აქტიურობის დონე
არაინსტიტუციური მოსახლეობის                55.4            25.9           61.8
დასაქმების დონე
არაინსტიტუციური მოსახლეობის                21.0             9.6           23.5
დაქირავებით დასაქმების დონე
ეკონომიკურად აქტიური                       84.9            64.3           87.5
მოსახლეობის დასაქმების დონე
ეკონომიკურად აქტიური                       32.3            23.8           33.3
მოსახლეობის დაქირავებით
დასაქმების დონე
უმუშევრობის დონე                           15.1            35.7           12.5
დაქირავებით დასაქმებულთა                   14.1            15.2            7.6
წილი შესაბამისი ასაკის
მოსახლეობაში



დასაქმებისა და უმუშევრობის მდგომარეობა
აგრარულ სექტორში
დასაქმების  არარაციონალური    სტრუქტურა,    დარღვეული      პროპორციები
დაქირავებით დასაქმებულებსა და თვითდასაქმებულებს შორის საქართველოში
მნიშვნელოვანწილად განპირობებულია აგრარულ სექტორში დასაქმებულთა
მაღალი წილით – 2011 წელს ოფიციალურად სოფლის მეურნეობაზე მოდიოდა
დასაქმებულთა 53 პროცენტი, მაშინ როდესაც ქვეყანაში შექმნილ დამატებულ
ღირებულებაში ამ დარგის წილი მხოლოდ 9.6 პროცენტია. ინდუსტრიული
სექტორის დარგებს (მრეწველობა + ენერგეტიკა + მშენებლობა), აგრეთვე
ეროვნული ეკონომიკის დანარჩენ დარგებს წილი ქვეყანაში შექმნილ დამატებულ
ღირებულებაში გაცილებით უფრო მაღალი ჰქონდათ, დასაქმებულთა საერთო
რიცხოვნობაში მათივე წილთან შედარებით.

                                                              ცხრილი 5
     საქართველოს ეკონომიკის სექტორების წილი დასაქმებულთა
                         რიცხოვნობასა
              და დამატებულ ღირებულებაში 2011 წელს *
                                 დასაქმება            მთლიანი შიდა
                                                   პროდუქტი საბაზისო
                                                         ფასებში*
                             ათასი     პროცენტ       მლნ.     პროცენტ
                              კაცი         ი         ლარი         ი
სულ                            1664.2         100     20194.6        100
         მათ შორის:
აგრარული სექტორი                882.0        53.0      1946.7         9.6
მრეწველობა                      111.2          6.7     2925.8       14.5
დანარჩენი                       671.0        40.3     15581.6       77.2
*“საკუთარი საცხოვრისის გამოყენების პირობითი რენტისა“ და „ფინანსური შუამავლობის
მომსახურების არაპირდაპირი შეფასების“ გარეშე.




                                                                                 7
სოფლის მეურნეობაში დასაქმების ოფიციალური დონე, ერთი მხრივ, „ფუშავს“
ეროვნულ ეკონომიკაში უმუშევრობის ფაქტობრივად მაღალ დონეს, მეორეს
მხრივ კი ამცირებს შრომის მწარმოებლურობის მაჩვენებელს. – ამჟამად
აგრარულ სექტორში შრომის მწარმოებლურობა სოფლის მეურნეობაში
შეადგენს დანარჩენი ეკონომიკის ანალოგიური მაჩვენებლის მხოლოდ
9.6%–ს და ეროვნული მეურნეობის საშუალო მაჩვენებლის 18.2%–ს .

                                                                        ცხრილი 6
         შრომის მწარმოებლურობა საქართველოში 2011 წელს
            საქმიანობის ძირითადი სექტორების მიხედვით
                           შრომის ნაყოფიერება,  პროცენტი საშუალო
                               (დამატებული          დონესთან
                              ღირებულება 1
                           დასაქმებულზე), ათასი
                                   ლარი
სულ ეროვნულ მეურნეობაში             12.1               100
ეროვნულ მეურნეობაში                 23.3              192.3
სოფლის მეურნეობის გარეშე
სოფლის მეურნეობა                     2.2               18.2
მრეწველობა + მშენებლობა             26.3              216.8
დანარჩენი დარგები                   23.2              191.4

შრომის მწარმოებლურობა აგრარულ სექტორში, პროცენტობით ეროვნული
მეურნეობის საშუალო მაჩვენებელთან, შემცირდა 2000 წლის 44 პროცენტიდან
2011 წლის 18 პროცენტამდე, ხოლო თავად დარგის წილი – 23–დან 9.5
პროცენტამდე.
სოფლის მეურნეობაში შრომის მწარმოებლურობა ეროვნული მეურნეობის
დანარჩენ დარგებში არსებული შრომის მწარმოებლურობის საშუალო დონის ¼–
ის დონეზე მაინც რომ იყოს, იმავე ოდენობის პროდუქციის შესაქმნელად
აგრარულ სექტორს სულ ცოტა 0.5 მლნ.–ით ნაკლები დასაქმებულის შრომა
დასჭირდებოდა.    შრომის    მწარმოებლურობა        სოფლად    ეროვნული
მეურნეობის დონეზე რომ ყოფილიყო , მაშინ ამ დარგის დამატებული
ღირებულების შექმნას 0.9 მლნ . კაცის ნაცვლად დასჭირდებოდა
მხოლოდ 160 ათასი ადამიანის შრომა , მრეწველობის დონის შრომის
მწარმოებლურობის პირობებში , შესაბამისად – მხოლოდ 74 ათასი
ადამიანის შრომა , ხოლო საფინანსო შუამავლობის სფეროში არსებული
შრომის მწარმოებლურობის პირობებში – მხოლოდ 60 ათასი ადამიანის
შრომა .
აგრარულ სექტორში შრომის მწარმოებლურობისა და საარსებო მინიმუმის
შედარებით შეიძლება დავასკვნათ, რომ ამ დარგში ფაქტობრივად დასაქმებულთა
რაოდენობა სტატისტიკურად დეკლარირებულთან შედარებით არანაკლებ 0.5
მლნ. კაცით ნაკლები უნდა იყოს5. აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით,
5
  სოფლის მეურნეობაში საქმიანობა ეკონომიკურად გამართლებულია , თუკი ერთი
დასაქმებულის მიერ შექმნილი დამატებული ღირებულება სულ ცოტა 2.5–3.0–ჯერ
აღემატება საარსებო მინიმუმს . აღნიშნულის გათვალისწინებით, 2011 წლის მიხედვით
სოფლის   მეურნეობის   დამატებული    ღირებულების   წარმოებისათვის   ეკონომიკურად
გამართლებული და საკმარისი იქნებოდა ფაქტობრივზე დაახლოებით 2.2–2.6–ჯერ, ანუ 480–540

                                                                                8
უმუშევრობის რეალური დონე სოფლად იქნება არანაკლებ 52
პროცენტი (ნაცვლად დეკლარირებული 6.5 პროცენტისა ), ხოლო
დასაქმების დონე – არაუმეტეს 35 პროცენტისა , ნაცვლად ოფიციალური
67.6 პროცენტისა .
თუ ამ მოცემულობებით ვიხელმძღვანელებთ მთლიანად ეროვნული ეკონომიკის
დონეზე, ცვლილებები უნდა შევიდეს დასაქმებისა და უმუშევრობის საერთო–
ეროვნულ      ინდიკარტორებშიც:       დეკლარირებულთან       შედარებით
საქართველოში დასაქმების რეალური დონე სულ               ცოტა , 1.4–ჯერ
დაბალია (38%, ნაცვლად 55.4%–სა ), ხოლო უმუშევრობის დონე – 2.7–
ჯერ მაღალი (არანაკლებ 41%, ნაცვლად 15.1%–სა ).
აგრარული სექტორი შრომის მწარმოებლურობით ჩამორჩება ეროვნულ
ეკონომიკას როგორც ზოგადად, ისე ბიზნეს სექტორის ანალოგიური
მაჩვენებლებით. – ბიზნეს სექტორში შრომის საშუალო მწარმოებლურობა
7.6–ჯერ აღემატება აგრარული სექტორის ანალოგიურ მაჩვენებელს. ამის
გათვალისწინებით, სოფლის მეურნეობაში დასაქმებულთა რაოდენობის ყოველი
თითო ათასით შემცირებისა და მათგან ბიზნეს სექტორში მხოლოდ ნახევარის
დასაქმების შემთხვევაშიც კი ქვეყანაში შექმნილი დამატებული ღირებულების
მოცულობა მაინც, სულ ცოტა, 3.0 მლნ. ლარით გაიზრდებოდა.



შრომითი მიგრანტების
რიცხოვნობის შესახებ
ოფიციალური მონაცემები საქართველოს ფარგლებს გარეთ მყოფი შრომითი
მიგრანტების რაოდენობის შესახებ არ არსებობს, თუმცა მოიპოვება რამდენიმე
ინდიკატორი, რომლებიც დაგვეხმარება დასახელებული კონტინგენტის
მიახლოებითი პარამეტრების დადგენაში.
   1. მოსახლეობის რიცხოვნობა 1990–იანი წლების დასაწყისში (5460 ათასი);
   2. მოსახლეობის სამომხმარებლო ქცევის თაობაზე მსოფლიო ბანკის
      დაფინანსებით ჩატარებული ბარომეტრული კვლევებით (1998–2002 წწ.),
      ქვეყნიდან გასულთა 75–80 პროცენტისათვის მიგრაციის მიზეზი
      ეკონომიკური ფაქტორებით იყო გამოწვეული.
აღნიშნულის გათვალისწინებით, ამჟამად ქვეყნის ფარგლებს გარეთ
საქართველოდან ეკონომიკური მიზეზით გასულთა რაოდენობა ,
უცხოეთში მყოფი ქართული             (საქართველოდან ) წარმომავლობის
სამუშაო ძალის მთლიანი რიცხოვნობა დაახლოებით 750–800 ათასი
უნდა იყოს , საიდანაც 700–750 ათასი – დასაქმებულია , 50–დან 100
ათასამდე ადამიანი კი – უმუშევარი .
ამავე დროს, საქართველო მიეკუთვნება იმ იშვიათ ქვეყანათა რიცხვს ,
რომელსაც ქვეყნის ფარგლებს გარეთ გაცილებით მეტი დაქირავებით
დასაქმებული ყავს , ვიდრე საკუთარ ტერიტორიაზე . საქართველოს
მთლიანი (ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ მყოფი) ეკონომიკურად აქტიური
ადამიანების ჯამური რიცხოვნობიდან, საქართველოს თვითდასაქმებულთა
მთლიანი რიცხოვნობის 3 პროცენტი , უმუშევართა - 25 პროცენტი ,

ათასი კაცით ნაკლები დასაქმებული.

                                                                     9
მთლიანი სამუშაო ძალის 29 პროცენტი , დასაქმებულების 31 პროცენტი
და დაქირავებით დასაქმებულთა 54 პროცენტი საზღვარგარეთ
იმყოფება .
საქართველოს ფარგლებს გარეთ მყოფი დიდი ოდენობით სამუშაო ძალის
არსებობას მნიშვნელოვანი კორექტივები შეაქვს საქართველოს მთლიანი
(ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ მყოფი) სამუშაო ძალის რიცხოვნობისა და
გამოყენების, მათ შორის უმუშევრობის დონის პარამეტრების ჩამოყალიბებაში.



საერთაშორისო შედარებები :
ა ) უმუშევრობის დონე
საქართველო მსოფლიოში უმუშევრობის დონით 196 სახელმწიფოდან 57–ე
ადგილზე (56 ქვეყანას საქართველოზე მაღალი უმუშევრობის დონე აქვთ).
ევროგაერთიანებაშიც კი, სადაც უმუშევრობა საქართველოზე თითქმის 1.5–ჯერ
დაბალია (10.0% – 2011 წლის ბოლოს; 10.3% – 2012 წლის მაისის მდგომარეობით),
რამდენიმე    ქვეყანაში  მისი     დონე   (ესპანეთი,  საბერძნეთი,   ლატვია)
საქართველოსას აღემატება .6

უმუშევრობის მაღალი დონე ვლინდება არა მარტო მთლიანად, არამედ
მოსახლეობის ცალკეული ასაკობრივი ჯგუფების მიხედვითაც. ასე მაგალითად,
მიუხედავად იმისა, რომ ევროგაერთიანებაში ამჟამად დასაქმების მხრივ
არც    თუ    საუკეთესო       მდგომარეობაა , უმუშევრობის         დონე   აქ
საქართველოსთან შედარებით თითქმის 5 პროცენტული პუნქტით , მათ
შორის ახალგაზრდებში – 13, ხოლო დანარჩენ მოსახლეობაში – 3.6
პროცენტული პუნქტით უფრო დაბალია . ამასთან, ასაკობრივი სხვაობა
უმუშევრობის      მხრივ     საქართველოში    რამდენადმე    უფრო     მაღალია
ევროგაერთიანებასთან შედარებით. – ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით
უმუშევრობის დონეთა შორის სხვაობა საქართველოშიც რომ ევროგაერთიანების
დონეზე ყოფილიყო, მაშინ უმუშევრობის დონე ახალგაზრდებში, სულ ცოტა, 3–4
პროცენტული პუნქტით უფრო დაბალი იქნებოდა.



ბ) პროპორციები თვითდასაქმებულებსა
და დაქირავებით დასაქმებულებსა შორის
საქართველოში უმუშევრობის ოფიციალური , შედარებით ასატანი დონე
ძირითადად თვითდასაქმების მაღალი დონის „დამსახურებაა“. –
საქართველოში მათი წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობაში 2–ჯერ
აღემატება ევროგაერთიანების ქვეყნებს შორის ყველაზე მაღალი მაჩვენებლის –
საბერძნეთის მაჩვენებელს და 4–ჯერ – ევროგაერთიანების წევრი ქვეყნების
6
  თუმცა ამ ქვეყნებში დასაქმების სტრუქტურა, დაქირავებით დასაქმებულთა მაღალი
წილისა და თვითდასაქმებულთა დაბალი წილის გამო, საქართველოზე გაცილებით
უკეთესია. – ეკონომიკურად აქტიურ მოსახლეობაში საქართველოსთან შედარებით დაქირავებით
დასაქმებულთა რაოდენობა საბერძნეთში 1.7–ჯერ, ესპანეთში – 2.0–ჯერ, ევროგაერთიანებაში
საშუალოდ – 2.4–ჯერ, ხოლო აშშ–ში – 2.7ჯერ უფრო მაღალია. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ყოველ
1000 ეკონომიკურად აქტიურ მოსახლეობაზე საქართველოსთან შედარებით ესპანეთს
323–ით    მეტი    დაქირავებით     დასაქმებული     ყავს ,   საბერძნეთს    –  228–ით ,
ევროგაერთიანებას – 441–ით მეტი , ხოლო აშშ–ს – 533–ით მეტი .

                                                                                 10
საშუალო მაჩვენებელს. – საქართველოში თვითდასაქმებულთა წილი
დასაქმებულთა საერთო რიცხოვნობაში 61.6 პროცენტია , საბერძნეთში –
30.2 პროცენტი , ხოლო საშუალოდ EU27-ში – მხოლოდ 15.1 პროცენტი.
                                                         ცხრილი 7
             თვითდასაქმებულთა წილი სამუშაო ძალაში
                ევროგაერთიანებასა და საქართველოში
                              (პროცენტი)
                  2005   2006       2007  2008    2009     2010
ევროგაერთიანებ
                  15.1   15.1       15.0  14.7    14.9     15.1
ა
საქართველო         65.5   65.3       63.3  64.2    63.9     61.6

მოსახლეობის საერთო რიცხოვნობაში თვითდასაქმებულთა რაოდენობა
საქართველოში 26.5 პროცენტია , მაშინ როდესაც ევროგაერთიანებაში –
მხოლოდ 6.5 პროცენტი (ევროგაერთიანებაში აღნიშნული ინდიკატორი
ორნიშნა რიცხვით გამოიხატება მხოლოდ საბერძნეთსა – 11.8% და პორტუგალიაში
– 11.0%).    სამაგიეროდ, დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა
მოსახლეობის      თანაბარ     რაოდენობაზე    საქართველოში        2.6–ჯერ
ჩამორჩება საშუალო ევროპულ მაჩვენებელს (შესაბამისად, 13.9% და 36.4%).
კიდევ უფრო შთამბეჭდავია დასაქმებულთა რიცხოვნობით საქართველოს
ჩამორჩენა ევროგაერთიანების ზოგიერთ სხვა ქვეყანასთან. მაგალითად ,
მოსახლეობის ყოველ ათას სულზე დაქირავებით დასაქმებულთა
რაოდენობა საქართველოს ნაკლები აქვს , ვიდრე : დანიას – 327 კაცით ,
ნორვეგიას – 325 კაცით , ნიდერლანდებს – 298 კაცით .
დასაქმებულთა      საერთო     რაოდენობის    უცვლელობის        პირობებში
თვითდასაქმებულების წილი საქართველოშიც რომ ევროგაერთიანების
დონეზე ყოფილიყო (15.1%, ნაცვლად ფაქტობრივი 61.6%–სა ), მაშინ
უმუშევართა რაოდენობა ჩვენს ქვეყანაში ამჟამინდელი 0.3 მლნ . კაცის
ნაცვლად დაახლოებით 1.1 მლნ . კაცი იქნებოდა , ეკონომიკურად
აქტიურ     მოსახლეობაში      უმუშევრობის     დონე      ამჟამინდელთან
შედარებით თითქმის 3.7–ჯერ გაიზრდებოდა (55.4% – ნაცვლად
ოფიციალური 15.1%–სა ), ხოლო ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის
განაწილება შემდეგ სახეს მიიღებდა :
                                                               ცხრილი 8
 საქართველოს ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის ფაქტობრივი და
    ჰიპოთეტური (თვითდასაქმების ევროგაერთიანებაში შესაბამისი
     წილის (15.1%) მიხედვით ) სტრუქტურა 2011 წლის მიხედვით

                            ათასი კაცი          პროცენტი
                     ფაქტობრივ ჰიპოთეტურ ფაქტობრივ ჰიპოთეტურ
                     ი           ი            ი      ი
ეკონომიკურად              1959.3       1959.3    100      100
აქტიური მოსახლეობა
 მათ შორის:
დაქირავებით
დასაქმებულები               632.4        632.4        32.3         32.3

                                                                     11
თვითდასაქმებულები            1030.8          251.3          52.7           12.8
უმუშევრები                    295.1         1084.6          15.1           55.4

სწორედ თვითდასაქმების მაღალი დონე ქმნის               საქართველოში
უმუშევრობის მეტ–ნაკლებად ასატანი დონის სტატისტიკურ ილუზიურ
ეფექტს , თუმცა იმავდროულად , ხსნის იმ გარემოებასაც , თუ რატომ
მიილტვიან ქართველი შრომითი მიგრანტები საკუთარი ქვეყნიდან იმ
სახელმწიფოებშიც კი , სადაც უმუშევრობის           დონე საქართველოს
უმუშევრობის ოფიციალურ დონეს მნიშვნელოვნად აღემატება . – ამ
ქვეყნებში უმუშევრობის რამდენადმე მაღალი დონე მთლიანად „კომპენსირდება“
ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის დაქირავებით დასაქმების მაღალი
დონით. –        ფაქტობრივად, დაქირავებით       დასაქმებულთა     წილი
ეკონომიკურად აქტიურ მოსახლეობაში ევროგაერთიანებაში – 2.4–ჯერ
(მათ შორის ესპანეთში – 2.0–ჯერ , საბერძნეთში კი – 1.7–ჯერ ), ხოლო
აშშ–ში – 2.7–ჯერ უფრო მაღალია საქართველოსთან შედარებით .
აღნიშნული ფაქტორის გათვალისწინებით საფუძველი ეცლება ხელისუფლების
ადეპტების    მტკიცებას    საქართველოში     უმუშევრობის    „გასაძლისი“
მდგომარეობისა და სამხრეთ ევროპის სახელმწიფოებთან შედარებით შრომის
ბაზრის გაცილებით უკეთესი მდგომარეობის შესახებ.
                                                            გრაფიკი 4

              დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა
           საქართველოში ყოველ 1000 თვითდასაქმებულზე
                     2003–2011 წლებში (კაცი )

    650


                                                               614   616



                                      580
                                                      563
                                                557
    550
                                529
                       525
          517
                509




    450
მართალია, 2003
           ბოლო 2004
                  წლებში (2003–2011 წწ.) ყოველ 10002008
                       2005    2006  2007    2007    თვითდასაქმებულზე
                                                         2010   2011
დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა საქართველოში რამდენადმე გაიზარდა
(517–დან 616–მდე), მაგრამ მაინც ჯერჯერობით აღნიშნული მაჩვენებლით
საქართველო მნიშვნელოვნად ჩამორჩება ევროგაერთიანების საშუალო დონეს. –
დღეისათვის საქართველოსთან შედარებით ევროგაერთიანებას ყოველ
ათას თვითდასაქმებულზე ხუთი ათასი კაცით (!) მეტი დაქირავებით

                                                                            12
დასაქმებულები ყავს , მათ შორის ესპანეთს – 4444 კაცით , საბერძნეთს –
1714 კაცით მეტი . ამ მაჩვენებლით აშშ საქართველოს ასტრონომიულად
უსწრებს :   ამ     ქვეყანას   ყოველ     ათას   თვითდასაქმებულზე
საქართველოსთან შედარებით დაქირავებით 12670–ით მეტი კაცი ყავს
დასაქმებული .
ყოველ 1000 თვითდასაქმებულზე საქართველოში საბერძნეთთან
შედარებით 3.5–ჯერ , ესპანეთთან – 7.8–ჯერ , ლატვიასთან – 14.5–ჯერ ,
ევროგაერთიანებასთან – 9.7–ჯერ , ხოლო აშშ–სთან – 25.7–ჯერ ნაკლები
დაქირავებით დასაქმებული მოდის .
თუ სტატისტიკურად „გამოყვანილი“ უმუშევრობის დონის ნაცვლად
უმუშევრობის რეალური დონით ვიხელმძღვანელებთ, აღმოჩნდება, რომ
უმუშევრობის დონე საქართველოში ევროგაერთიანების დონეზე 4–
ჯერ , მათ შორის ესპანეთთან         – 1.8–ჯერ , ხოლო ავსტრიასთან
შედარებით – 10–ჯერ მაღალია .



გ) შრომის მწარმოებლურობის შედარება სხვა ქვეყნებთან
საქართველოში შრომის მწარმოებლურობა (დამატებული ღირებულების
წარმოება       ეროვნულ       მეურნეობაში     ერთ    დასაქმებულზე)    წელზე
გადაანგარიშებით შეადგენს 8.7 ათას დოლარს. შედარებისათვის: ეს აშშ–ის
დონის მხოლოდ 8.8 პროცენტია. შრომის მწარმოებლურობის დონით საქართველო
ჩამორჩება აშშ–ს – 11.4–ჯერ, ნორვეგიას – 12.2–ჯერ, ხოლო ლუქსემბურგს – 13.9–
ჯერ. ევროგაერთიანებაში საქართველოსთან შედარებით შრომის საშუალო
მწარმოებლურობა თითქმის 9–ჯერ, ხოლო თურქეთში – 5.7–ჯერ უფრო მაღალია.
იმავე რიგისაა ჩამორჩენა მსოფლიოს სხვა ქვეყნებისა თუ გაერთიანებებთან
შედარებით.
                                                                  გრაფიკი 5




                                                                         13
შრომის მწარმოებლურობა საქართველოში ზოგიერთ სხვა ქვეყანასთან
         შედა რებით (საქართველოს თანა ფარდობა შესა ბამისი ქვეყნის შრომის
                         მწარმოებლურობასთან : პროცენტი )




    22        21.4




                         17.5        17.3

    16


                                                 12.9
                                                          11.5     11.2           11

    10




     4
          რ უსეთი    თურ ქეთი   ესტო ნეთი   ი სრ აელი   OECD     EU27     შვეი ც არ ი ა




თუ შედარებისათვის გამოვიყენებთ შრომის მწარმოებლურობას, საიდანაც
საქართველოს მხრიდან გამორიცხული იქნება სოფლის მეურნეობა (როგორც
დამატებული ღირებულების წარმოებით, ისე დასაქმებულთა რიცხოვნობით),
მაშინ საქართველოს დანარჩენი ეკონომიკის შრომის მწარმოებლურობა მიაღწევს
აშშ ეკონომიკის შრომის მწარმოებლურობის საშუალო დონის 16.9 პროცენტს,
თურქეთის დონის 33.7 პროცენტს და რუსეთის დონის – 41.1 პროცენტს.



დ ) საქართველოს შედარება სხვა ქვეყნებთან
სამუშაო დროის ხანგრძლივობის მიხედვით
შრომის მწარმოებლურობა, წელზე გაანგარიშებით, დიდწილად დამოკიდებულია
სამუშაო დროის ხანგრძლივობაზეც. საქართველოში ერთი დასაქმებულის
სამუშაო დროის ხანგრძლივობა , წელზე გაანგარიშებით , ექსპერტული
შეფასებით , დაახლოებით 1626 საათია , რაც მცირედით განსხვავდება
ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) (94.6%)
და ევროგაერთიანების (EU27) (104.0%) მაჩვენებლებისაგან. სამუშაო საათები
საქართველოში ნაკლებია, ვიდრე ავსტრალიაში, კანადაში, ჩეხეთში, უნგრეთში,
პოლონეთში, ისრაელში, აშშ–ში; ჩვენზე ნაკლებს მუშაობენ ბელგიაში,
საფრანგეთში, გერმანიაში, ნორვეგიაში, ირლანდიაში, ლუქსემბურგში….
განსაკუთრებით აღსანიშნავია ჩვენი მეზობელი თურქეთი – საქართველოზე 5.7–




                                                                                          14
ჯერ მაღალი შრომის წლიური მწარმოებლურობით. წელზე გაანგარიშებით ,
თითოეული თურქი დასაქმებული ჩვენს დასაქმებულზე 251 საათით
მეტს    შრომობს .     თავად   განვითარებული    ქვეყნები   მნიშვნელოვნად
განსხვადებიან      ერთმანეთისაგან    დასაქმებულთა      სამუშაო     დროის
ხანგრძლივობის მიხედვით. – მაგალითად, სამხრეთ კორეაში საქართველოსთან
შედარებით 35 პროცენტით მეტს შრომობენ, ნიდერლანდებში კი პირიქით – 15
პროცენტით ნაკლებს.
საქართველოში განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით უმუშევრობის მაღალი
(საშუალოდ 1.5–ჯერ) დონის გამო მოსახლეობის ერთ სულზე გაანგარიშებით
სამუშაო საათების რაოდენობა ჩვენს ქვეყანაში გაცილებით ნაკლებია.
საქართველოში ყოველი მცხოვრები წელიწადში საშუალოდ 605 საათს შრომობს,
მაშინ როდესაც ევროგაერთიანებაში საშუალოდ – 692 საათს შრომობენ.
საშუალოდ ერთ დასაქმებულზე საქართველოსნაირი სამუშაო დროის
ხანგრძლივობის          მქონე    ქვეყნებში     (შვედეთი ,      შვეიცარია ,
გაერთიანებული სამეფო და სხვ .) სამუშაო დროის ხანგრძლივობა ,
გაანგარიშებული მოსახლეობის ერთ სულზე , საქართველოს ანალოგიურ
მაჩვენებელს აღემატება 200 და მეტი საათით . ამასთან, აღნიშნულ
სურათში ვერ ეწერება საქართველო–თურქეთის შედარება: მიუხედავად იმისა,
რომ უმუშევრობის დონე თურქეთში საქართველოსთან შედარებით 1.5–ჯერ
დაბალია, ამ ქვეყანაში უკეთესი დემოგრაფიული სიტუაციის გამო, პირველ რიგში
ბავშვთა მაღალი წილით მოსახლეობაში7, ერთ სულზე გაანგარიშებით ,
თურქეთში        საქართველოსთან შედარებით 10 საათით ნაკლებს
მუშაობენ .8


                                                                გრაფიკი 6




7
 0–14 წლიანი ბავშვების წილი მთელ მოსახლეობაში: თურქეთი – 27.2%, საქართველო – 16.1%.
8
  ბუნებრივია, მოტანილი მონაცემები ახასიათებენ თითოეული სახელმწიფოს ტერიტორიაზე
დასაქმებულთა მიერ ფაქტობრივად ნამუშევარი საათების რაოდენობას. ქვეყნის რეზიდენტების
საზღვარგარეთ ნამუშევარი სამუშაო დროის გათვალისწინების შემთხვევაში ქართველების
სამუშაო დროის ხანგრძლივობის წლიური მაჩვენებლები გაცილებით მაღალი იქნებოდა...


                                                                                15
ნამუშევარი საათების რაოდენობა საშუალოდ ერთ დასაქმებულსა და
            მოსახლეობის ერთ სულზე საქართველოსა და ზოგიერთ სხვა სახელმწიფოში
         1973
  2000            1929
                           1880     1877                                    ერ თ დასაქმებულზ ე

                                                                            მო სახლეო ბი ს ერ თ სულზ ე
                                               1718       1695
                                                                   1636       1626
                                                                                          1564

  1500                                                                                                   1439




  1000      966                                                       964


                     813                                     790
                              773                   773
                                                                                               692

                                       595                                        605                       592


   500




                                                                                          27
                                                D
                                              EC




                                                                                        EU
                                             O




ე ) შრომის ანაზღაურების მდგომარეობა
შრომის შედარებით დაბალი მწარმოებლურობა განაპირობებს ადექვატურ
პროპორციებს მის ანაზღაურებაშიც. შრომის საათობრივი ანაზღაურება
საქართველოში ევროზონის მხოლოდ 9.1 პროცენტია . თითოეული
ქართველი დასაქმებული ბელგიელ დასაქმებულზე, რომელსაც ევროზონაში
ყველაზე მაღალი საათობრივი ანაზღაურება აქვს, შედარებით 75 საათით მეტს
შრომობს წელიწადში, თუმცა მისი საშუალო საათობრივი ანაზღაურება
ბელგიელის ანაზღაურების მხოლოდ 6.4 პროცენტია. სხვაგვარად რომ ვთქვათ, იმ
თანხის გამომუშავებას , რასაც საქართველოში წელიწადში 1626
საათიანი შრომა სჭირდება , ბელგიაში 103–საათიანი შრომით ახერხებენ .
კიდევ უფრო ნაკლები დრო სჭირდება ამას ნორვეგიაში – მხოლოდ 92 საათი.
ამასთან, შრომის ანაზღაურების მაჩვენებელთან ერთად სულ უფრო აქტუალური
ხდება შედარება მოსახლეობის თანაბარ რაოდენობაზე დარიცხული ხელფასის
სიდიდის მიხედვით. იმის გამო, რომ საქართველოში მოსახლეობის რიცხოვნობაში
დაქირავებით დასაქმებულთა წილი განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით 2.5–
ჯერ და მეტად დაბალია, ჩამორჩენა კიდევ უფრო თვალშისაცემი იქნება, თუ
შედარებას განვახორციელებთ საშუალო ხელფასის ჯამური სიდიდის მიხედვით,
სხვაგვარად რომ ვთქვათ, მოვახდენთ საშუალო ხელფასების სიდიდეთა
მოსწორებას მოსახლეობის თანაბარ რიცხოვნობაში დასაქმებულთა წილით.
ფორმულის სახით მაგალითად, საქართველო-აშშ-ის ამგვარმა შედარებამ
შეიძლება შემდეგი სახე მიიღოს:
                     Sp(Geo/USA) = Sgeo/SUSA * Lgeo/LUSA,
სადაც


                                                                                                                  16
Sp(Geo/USA) – ხელფასის პარიტეტი საქართველოში აშშ-თან შედარებით
მოსახლეობის ყოველ 1000 სულზე;
Sgeo – საშუალო ხელფასი საქართველოში;
SUSA – საშუალო ხელფასი აშშ-ში;
Lgeo – დაქირავებით დასაქმებულთა წილი საქართველოს მთელ მოსახლეობაში;
LUSA – დაქირავებით დასაქმებულთა წილი აშშ-ის მთელ მოსახლეობაში.
აღნიშნული ფორმულის მიხედვით, საქართველოსა და აშშ–ის ბოლო
მონაცემებით,
                  Sp(Geo/USA) = 342/3320 * 14.1/41.8 = 3.5 (%).
სხვაგვარად რომ ვთქვათ, მოსახლეობის ერთსა და იმავე რაოდენობაზე,
საქართველოში ხელფასების ჯამური სიდიდე აშშ-ის მხოლოდ 3.5
პროცენტი ა .
ანალოგიურად იანგარიშება ნებისმიერი სხვა ქვეყნის მიხედვითაც. მაგალითად,
საბერძნეთთან      მიმართებაში,     სადაც       დაქირავებით      დასაქმებულთა
ევროგაერთიანების საშუალო დონეზე 1/3–ით დაბალი წილი (საბერძნეთი – 27.5%,
ევროგაერთიანება – 36.4%), საქართველოს მაჩვენებელზე მაინც თითქმის 2–ჯერ
მაღალია. მოსახლეობის ყოველ 1000 სულზე ხელფასის ჯამური მაჩვენებელი
საქართველოში საბერძნეთის მხოლოდ 5.3 პროცენტია. საქართველოში საშუალო
ხელფასი აშშ–ის ანალოგიური მაჩენებლის მხოლოდ 10.3 პროცენტია, ხოლო
მოსახლეობის ერთ სულზე – მხოლოდ 3.5 პროცენტი9.



ვ ) დასაქმების მდგომარეობა
მცირე და საშუალო ბიზნესში
არსებითია განსხვავება საქართველოსა და ევროგაერთიანებას შორის მცირე,
საშუალო და მსხვილი ბიზნესის მონაწილეობით.
მცირე ბიზნესის წილი საქართველოში ევროგაერთიანების მაჩვენებელს
ჩამორჩება: დასაქმების მიხედვით 2.2–ჯერ (23.0% და 50.2%) და დამატებულ
ღირებულების შექმნაში შეტანილი წვლილით კი – 5.0–ჯერ (8.1% და 40%).
                                                                ცხრილი 9
         მცირე , საშუალო და მსხვილი ბიზნესი საქართველოსა და
                           ევროგაერთიანებაში
                         (პროცენტი მთელ ჯამთან)
               დასაქმებულთა რაოდენობა       დამატებული ღირებულება
             საქართველო ევროგაერთიანებ საქართველო ევროგაერთიანებ
                                  ა                               ა
   მცირე          23.0          50.2            8.1            40.0
  ბიზნესი
 საშუალო          15.3          16.8            6.3            18.0
 მსხვილი          61.7           33            85.6            42.0
9
  ჩვენ აქ შეგნებულად ვიყენებთ ტერმინს „ხელფასის პარიტეტი საქართველოში აშშ-თან
შედარებით მოსახლეობის ყოველ 1000 სულზე“, რადგანაც აქცენტს ვაკეთებთ ხელფასის ჯამურ
სიდიდეზე მოსახლეობის თანაბარ რაოდენობაზე. რაც შეეხება ხელფასის მსყიდველობითი
უნარიანობის პარიტეტს, იგი ითვალისწინებს     ხელფასების აბსოლუტური სიდიდეების
შედარების პარალელურად ფასთა თანაფარდობასაც. კერძოდ, თუ ყოველ 1000 მოსახლეზე
ხელფასის ფონდის ჯამური სიდიდე საქართველოში აშშ დონის 3.5%–ია, ხოლო ფასების დონე
საქართველოში შეადგენს აშშ დონის დაახლოებით 60%–ს, მაშინ ხელფასის ჯამური ფონდის
მსყიდველობითი უნარიანობის პარიტეტი საქართველოში იქნება აშშ დონის 5.8% (= 3.5% : 0.6).

                                                                                  17
აღსანიშნავია, რომ მცირე ბიზნესი საქართველოში, ევროგაერთიანებასთან
შედარებით, საკმაოდ დაკნინებულია როგორც რაოდენობრივი (დასაქმებულთა
რაოდენობა, დამატებული ღირებულება), ისე ხარისხობრივი კუთხით. – მსხვილი
ბიზნესის შრომის მწარმოებლურობა ერთ დასაქმებულზე ევროგაერთიანებაში
მხოლოდ 1.7–ჯერ აღემატება მცირე ბიზნესის ანალოგიურ მაჩვენებელს, მაშინ
როდესაც საქართველოში – 3.9–ჯერ. დაბალია მცირე ბიზნესის შრომის
ფონდშეიარაღება, ხოლო დასაქმებულთა რიცხვი ყოველ 10 მცირე საწარმოზე
საქართველოში შეადგენს 24–ს, მაშინ როდესაც ევროგაერთიანებაში – 44–ს.
მთლიანად, მცირე და საშუალო ბიზნესის წილად საქართველოში მოდის ბიზნეს
სექტორში დასაქმებულთა მხოლოდ 38 პროცენტი (ევროგაერთიანებაში – 67
პროცენტი). გაცილებით მოკრძალებულია მცირე და საშუალო ბიზნესის წვლილი
საქართველოში დამატებული ღირებულების შექმნაში – მხოლოდ 14.4 პროცენტი,
რაც ევროგაერთიანების ანალოგიურ მაჩვენებელზე (68.0%) 4.7–ჯერ ნაკლებია.
მცირე და საშუალო ზომის საწარმოთა რაოდენობა მოსახლეობის ყოველ
1000 სულზე საქართველოში დაახლოებით სამჯერ უფრო დაბალია
ევროგაერთიანებასთან შედარებით (ევროგაერთიანება – 40, მ.შ. გერმანია –
20, იტალია – 65, საბერძნეთი – 74, ჩეხეთი – 86, საქართველო – 13). შესაბამისად,
5.4–ჯერ მცირეა საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესით დაკავებული
პირების რაოდენობა მოსახლეობის ერთ სულზე ევროგაერთიანებასთან
შედარებით. ყოველივე ეს საქართველოში ევროგაერთიანებასთან შედარებით
საბაზრო    ინფრასტრუქტურების,          თავად      საბაზრო   ურთიერთობების
განვითარების შედარებით დაბალ დონეზე მიუთითებს.



დასკვნა
დასაქმების პრობლემა ერთერთი უმწვავესია საქართველოში, რომელიც
სერიოზულად აფერმკრთალებს იმ რეალურ შედეგებსაც კი, რომლებსაც
საქართველოს ეკონომიკამ ბოლო წლებში მიაღწია. ბოლო წლებში ქვეყნის
მოსახლეობის    ზრდის    პარალელურად    მიმდინარეობდა  დასაქმებულთა
რიცხოვნობის შემცირება. უფრო მეტიც, საქართველოს მოსახლეობა ბოლო
წლებში უფრო დაბერებული , ეკონომიკურად უფრო ნაკლებად
აქტიური და ნაკლებად დასაქმებული გახდა . განსაკუთრებით მძიმე
მდგომარეობა დასაქმების მხრივ ახალგაზრდებშია, რომლებშიც უმუშევრობის
დონე რამდენჯერმე აღემატება დანარჩენი მოსახლეობის ანალოგიურ
მაჩვენებელს. დღეისათვის 25 წლამდე ასაკის ახალგაზრდებში ყოველი
მესამე   უმუშევარია , მაშინ როდესაც ანაზღაურებადი           სამუშაო
მოეპოვება ყოველი 13 ახალგაზრდიდან მხოლოდ ერთს .
სოფლის მეურნეობაში დასაქმების ფორმალურად მაღალი დონე მნიშვნელოვნად
ამახინჯებს მდგომარეობის რეალურ სურათს, გაცილებით უკეთესად წარმოაჩენს
რა მას. კერძოდ, დასაქმებისა და უმუშევრობის მოქმედი       მეთოდიკით
საქართველოში უმუშევრობის რეალური დონე რამდენჯერმეა შემცირებული, რის
გამოც ხელისუფლებაც, ბიზნეს–სექტორიც, ინვესტორებიც არასწორ სიგნალებს
ღებულობენ. – სხვადასხვა ალტერნატიული მეთოდიკით გაანგარიშებით ,


                                                                           18
Analizi samu sao zalis gamoyenebis mdgomareobaze saqartvelosi
Analizi samu sao zalis gamoyenebis mdgomareobaze saqartvelosi

Contenu connexe

En vedette

სტატისტიკა – ქართული რეფორმების სუსტი რგოლი
სტატისტიკა – ქართული რეფორმების სუსტი რგოლისტატისტიკა – ქართული რეფორმების სუსტი რგოლი
სტატისტიკა – ქართული რეფორმების სუსტი რგოლიGeorgian National Communications Commission, GNCC
 
მოკლე ანალიზი პარტიების შესახებ კანონში ცვლილებებზე, 26.01.12
მოკლე ანალიზი პარტიების შესახებ კანონში ცვლილებებზე, 26.01.12მოკლე ანალიზი პარტიების შესახებ კანონში ცვლილებებზე, 26.01.12
მოკლე ანალიზი პარტიების შესახებ კანონში ცვლილებებზე, 26.01.12Georgian National Communications Commission, GNCC
 
მოსაზრებები სოფლის მეურნეობის პროდუქციის მიწოდების დღგ-სგან განთავისუფლებაზე
მოსაზრებები სოფლის მეურნეობის პროდუქციის მიწოდების დღგ-სგან განთავისუფლებაზემოსაზრებები სოფლის მეურნეობის პროდუქციის მიწოდების დღგ-სგან განთავისუფლებაზე
მოსაზრებები სოფლის მეურნეობის პროდუქციის მიწოდების დღგ-სგან განთავისუფლებაზეGeorgian National Communications Commission, GNCC
 

En vedette (20)

Keti konf-qart 2
Keti konf-qart 2Keti konf-qart 2
Keti konf-qart 2
 
Prezentation davit narmania mspa_12.05.2012
Prezentation davit narmania mspa_12.05.2012Prezentation davit narmania mspa_12.05.2012
Prezentation davit narmania mspa_12.05.2012
 
Skema[2]
Skema[2]Skema[2]
Skema[2]
 
Research on public service full text (eng)
Research on public service full text (eng)Research on public service full text (eng)
Research on public service full text (eng)
 
2004 2012-vachroba-v.k
2004 2012-vachroba-v.k2004 2012-vachroba-v.k
2004 2012-vachroba-v.k
 
Skema1[1](2)
Skema1[1](2)Skema1[1](2)
Skema1[1](2)
 
სტატისტიკა – ქართული რეფორმების სუსტი რგოლი
სტატისტიკა – ქართული რეფორმების სუსტი რგოლისტატისტიკა – ქართული რეფორმების სუსტი რგოლი
სტატისტიკა – ქართული რეფორმების სუსტი რგოლი
 
Koncefcia 2
Koncefcia 2Koncefcia 2
Koncefcia 2
 
Keti konf-qart%203[1]
Keti konf-qart%203[1]Keti konf-qart%203[1]
Keti konf-qart%203[1]
 
Keti conf (2)
Keti conf (2)Keti conf (2)
Keti conf (2)
 
Gdri competition laws and institutions
Gdri competition laws and institutionsGdri competition laws and institutions
Gdri competition laws and institutions
 
Qartuli sqema 2
Qartuli sqema 2Qartuli sqema 2
Qartuli sqema 2
 
Analytical Report: Study of the political preferences of the voters and attit...
Analytical Report: Study of the political preferences of the voters and attit...Analytical Report: Study of the political preferences of the voters and attit...
Analytical Report: Study of the political preferences of the voters and attit...
 
Competition policy in georgia 1992-2012
Competition policy in georgia 1992-2012Competition policy in georgia 1992-2012
Competition policy in georgia 1992-2012
 
მოკლე ანალიზი პარტიების შესახებ კანონში ცვლილებებზე, 26.01.12
მოკლე ანალიზი პარტიების შესახებ კანონში ცვლილებებზე, 26.01.12მოკლე ანალიზი პარტიების შესახებ კანონში ცვლილებებზე, 26.01.12
მოკლე ანალიზი პარტიების შესახებ კანონში ცვლილებებზე, 26.01.12
 
მოსაზრებები სოფლის მეურნეობის პროდუქციის მიწოდების დღგ-სგან განთავისუფლებაზე
მოსაზრებები სოფლის მეურნეობის პროდუქციის მიწოდების დღგ-სგან განთავისუფლებაზემოსაზრებები სოფლის მეურნეობის პროდუქციის მიწოდების დღგ-სგან განთავისუფლებაზე
მოსაზრებები სოფლის მეურნეობის პროდუქციის მიწოდების დღგ-სგან განთავისუფლებაზე
 
Skema1[1]
Skema1[1]Skema1[1]
Skema1[1]
 
Business environment for 22.05.2012-en
Business environment for 22.05.2012-enBusiness environment for 22.05.2012-en
Business environment for 22.05.2012-en
 
Keti konf-qart 3
Keti konf-qart 3Keti konf-qart 3
Keti konf-qart 3
 
Keti konf-qart 2
Keti konf-qart 2Keti konf-qart 2
Keti konf-qart 2
 

Plus de Georgian National Communications Commission, GNCC

საქართველოს ეკონომიკის პრობლემები და განვითარების მიმართულებები
საქართველოს ეკონომიკის პრობლემები და განვითარების მიმართულებებისაქართველოს ეკონომიკის პრობლემები და განვითარების მიმართულებები
საქართველოს ეკონომიკის პრობლემები და განვითარების მიმართულებებიGeorgian National Communications Commission, GNCC
 

Plus de Georgian National Communications Commission, GNCC (12)

ეკონომიკა და სოფლის მეურნეობა
ეკონომიკა და სოფლის მეურნეობაეკონომიკა და სოფლის მეურნეობა
ეკონომიკა და სოფლის მეურნეობა
 
ეკონომიკა და სოფლის მეურნეობა
ეკონომიკა და სოფლის მეურნეობაეკონომიკა და სოფლის მეურნეობა
ეკონომიკა და სოფლის მეურნეობა
 
ეკონომიკა და სოფლის მეურნეობა
ეკონომიკა და სოფლის მეურნეობაეკონომიკა და სოფლის მეურნეობა
ეკონომიკა და სოფლის მეურნეობა
 
ეკონომიკა და სოფლის მეურნეობა
ეკონომიკა და სოფლის მეურნეობაეკონომიკა და სოფლის მეურნეობა
ეკონომიკა და სოფლის მეურნეობა
 
Mosaxleobis raodenoba
Mosaxleobis raodenobaMosaxleobis raodenoba
Mosaxleobis raodenoba
 
Skema[2]
Skema[2]Skema[2]
Skema[2]
 
Research on public service full text (eng)
Research on public service full text (eng)Research on public service full text (eng)
Research on public service full text (eng)
 
Business environment for 22.05.2012
Business environment for 22.05.2012Business environment for 22.05.2012
Business environment for 22.05.2012
 
Business environment for 22.05.2012
Business environment for 22.05.2012Business environment for 22.05.2012
Business environment for 22.05.2012
 
პრეზენტაცია
პრეზენტაციაპრეზენტაცია
პრეზენტაცია
 
თვითმმართველობის კონცეფცია
თვითმმართველობის კონცეფციათვითმმართველობის კონცეფცია
თვითმმართველობის კონცეფცია
 
საქართველოს ეკონომიკის პრობლემები და განვითარების მიმართულებები
საქართველოს ეკონომიკის პრობლემები და განვითარების მიმართულებებისაქართველოს ეკონომიკის პრობლემები და განვითარების მიმართულებები
საქართველოს ეკონომიკის პრობლემები და განვითარების მიმართულებები
 

Analizi samu sao zalis gamoyenebis mdgomareobaze saqartvelosi

  • 1. იოსებ არჩვაძე საქართველოში სამუშაო ძალის გამოყენების (დასაქმების , უმუშევრობის , შრომის მწარმოებლურობისა და ანაზღაურების ) რეალური დონის შესახებ შესავალი დასაქმება და უმუშევრობა ის ინდიკატორებია, რომელთა მიმართაც ხელისუფლების, საზოგადოებისა და მედიის მუდმივად მაღალი ინტერესი არსებობს. მათი დონის მიხედვით შეიძლება ვიმსჯელოთ ქვეყნის განვითარებაში არსებულ პროგრესსა თუ პრობლემებზე, მოსახლეობის სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობასა და მათი მიმდინარე და მომავალი ქცევის მოქმედების მოდელებზე. აღნიშნული პრობლემის სიმწვავე კარგად ვლინდება პრობლემისადმი საზოგადოების დამოკიდებულებაშიც, როდესაც სხვადასხვა სოციოლოგიური გამოკითხვებით რესპონდენტთა დიდი ნაწილი ქვეყნისა და მოსახლეობის წინაშე მდგარი სოციალურ–ეკონომიკური პრობლემებიდან უმწვავესად უმუშევრობის პრობლემას ასახელებენ. ფაქტობრივად, უმუშევრობა ის პრობლემაა, რომლის მოგვარება 2003 წელს ქვეყნის სათავეში მოსულმა ძალამ დღემდე ვერ შეძლო. ამ ხნის განმავლობაში დასაქმებულთა საერთო რაოდენობა 151 ათასით შემცირდა (ქვეყნის მთელი მოსახლეობის 182 ათასით ზრდის პირობებში ), ხოლო უმუშევრობის დონე 11.5%–დან 15.1%–მდე გაიზარდა . არსებული პრობლემისა და წინასარჩევნო რეჟიმში ქვეყნისა და ყველა პოლიტიკური ძალის გადასვლის გათვალისწინებით, ახლახანს შეიქმნა დასაქმების სამინისტრო, ხოლო ქვეყნის ახალ პრემიერს მიღებული აქვს პირდაპირი დირექტივა „ბეჭებზე დასცეს უმუშევრობა“. ქვემორე მიმოხილვა განხორციელებულია ოფიციალური მონაცემების გამოყენებით, მათი შეფასებისა და კრიტიკულ ანალიზის, აგრეთვე სხვა ქვეყნების ანალოგიურ მაჩვენებლებთან შედარებისა და ამის საფუძველზე ალტერნატიული შეფასებებისა და გათვლების საფუძველზე. მისი მიზანია წარმოაჩინოს დასაქმებისა და უმუშევრობის რეალური მასშტაბები, შრომის მწარმოებლურობისა და ანაზღაურების დონეეები საქართველოში – მოქმედი მეთოდიკა დასახელებული ინდიკატორების მიხედვით მდგომარეობის ერთგვარი „კამუფლირების“, არსებულზე გაცილებით უკეთესად წარმოჩენის შესაძლებლობას იძლევა და შესაბამისად, არასწორი დასკვნებისა და აქცენტების პირობებს ქმნის. ოფიციალური სტატისტიკით ... საქართველოს 4.5 მილიონიანი მოსახლეობიდან 3.0 მილიონზე მეტი, ანუ მოსახლეობის 2/3 არაინსტიტუციურ მოსახლეობას1 მიეკუთვნება. სტატისტიკის 1 არაინსტიტუციური მოსახლეობა - 16 და მეტი წლის მოსახლეობა, რომელიც არაა იდენტიფიცირებული სასჯელის მოხდის, ფსიქიკური, ასაკთან ან მზრუნველობასთან დაკავშირებული პრობლემების, რელიგიური ფუნქციების აღსრულების, აგრეთვე ძალოვან სტრუქტურებში სამსახურის გამო სპეციფიკურ დაწესებულებებში (ციხეები და კოლონიები, სავადმყოფოები, სკოლებისა და უმაღლესი სასწავლებლების ინტერნატები, საერთო საცხოვრებლები, ყაზარმები, მოხუცებულებისა და ინვალიდების სახლები, საბავშვო სახლები, რელიგიური დაწესებულებები) ცხოვრებასთან. 1
  • 2. ეროვნული სამსახურის მომაცემებით, საქართველოში 2011 წლის ბოლოს დაახლოებით 2.0 მლნ. ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობა (სამუშაო ძალა) იყო, საიდანაც თითქმის 1.7 მლნ. კაცი დასაქმებული, ხოლო 0.3 მლნ. კაცი – უმუშევარი იყო. ამის გარდა, 15 წელზე უხნესი 1.0 მლნ.–ზე მეტი ადამიანი არ ითვლებოდა ეკონომიკურ აქტიურ მოსახლეობად. დღეისათვის ქვეყანაში, რომლის მოსახლეობა, ოფიციალური მონაცემებით, დაახლოებით 4.5 მლნ. კაცია, 300 ათასზე მეტი უმუშევარია, შრომისუნარიანი ასაკის (15–64 წელი) მოსახლეობიდან კი თითო მილიონი ადამიანი ან თვითდასაქმებულია, ან ეკონომიკურად არააქტიურ მოსახლეობას მიეკუთვნება. სამუშაო ძალის გამოყენების დასახასიათებლად იყენებენ რამდენიმე ინდიკატორს, მათ შორის მოსახლეობის ეკონომიკური აქტიურობის დონეს, მოსახლეობის დასაქმების დონეს, ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის დასაქმებისა და უმუშევრობის დონეებს2. გრაფიკი 1 საქართველოს ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის გამოყენების მდგომარეობა 2003–2011 წლებში (პროცენტი ) 80 66.2 64.9 65.2 64.0 63.3 63.6 64.2 62.2 62.6 60 58.6 56.7 55.4 55.2 53.8 54.9 53.8 52.3 52.9 40 უმუშევრ ო ბი ს დო ნე აქტი ურ ო ბი ს დო ნე დასაქმები ს დო ნე 20 16.5 16.9 16.3 13.8 15.1 12.6 13.6 13.3 11.5 0 2003 2004 2005 2006 2007 2007 2008 2010 2011 როგორც მოტანილი გრაფიკიდან ჩანს, ბოლო წლებში ეკონომიკური აქტიურობისა და დასაქმების დონეების რამდენადმე შემცირების პირობებში ადგილი ჰქონდა უმუშევრობის დონის თვალსაჩინო ზრდას. 2 მოსახლეობის აქტიურობის დონე : ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობა (სამუშაო ძალა)/ [ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობა + ეკონომიკურად არააქტიური მოსახლეობა (მოსახლეობა სამუშაო ძალის გარეთ)]. მოსახლეობის დასაქმების დონე = დასაქმებული მოსახლეობა/[ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობა(სამუშაო ძალა) + მოსახლეობა სამუშაო ძალის გარეთ]; ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის დასაქმების დონე = დასაქმებული მოსახლეობა/ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობა. უმუშევრობის დონე – უმუშევარი მოსახლეობა/ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობა. 2
  • 3. დასაქმების ოფიციალური დონე საქართველოში მართალია, ბოლო ერთი, 2011 წლის მანძილზე, საქართველოში გაიზარდა ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის რიცხოვნობა და დასაქმებულთა რაოდენობა (მათ შორის, დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა), შემცირდა უმუშევრობა, მაგრამ 2003 წლის დონესთან შედარებით აღნიშნული პარამეტრებით უკუსვლა თვალშისაცემია, რაზეც ქვემორე ცხრილი და გრაფიკი იძლევა წარმოდგენას. ცხრილი 1 საქართველოს მოსახლეობა და მისი ეკონომიკური აქტიურობა 2003–2011 წლებში (ათასი კაცი ) 2003 2004 2005 2006 2007 2007 2008 2010 2011 მოსახლეობა, 4 431 4321 4401 4394 4382 4385 4436 4469 ათასი კაცი 342.6 5.2 .5 .3 .7 .1 .4 .4 .2 15 და მეტი წლის არაინსტიტუციურ 3099. 3146. 3159. 3249. 3103. 3062. 3131. 3028. 3005. ი მოსახლეობა 2 9 9 8 8 9 1 3 2 ეკონომიკურად აქტიური 2050. 2041. 2023. 2021. 1965. 1917. 1991. 1944. 1959. მოსახლეობა 8 0 9 8 3 8 8 9 3 დასაქმებულები 1814. 1783. 1744. 1747. 1704. 1601. 1656. 1628. 1664. 9 3 6 3 3 9 1 1 2 მ.შ. დაქირავებულები 618.5 600.9 600.5 603.9 625.4 572.4 596.0 618.6 632.0 თვითდასაქმებუ 1195. 1180. 1143. 1141. 1078. 1028. 1059. 1007. 1025. ლები 2 8 3 6 8 5 0 1 4 უმუშევრები 235.9 257.6 279.3 274.5 261.0 315.8 335.6 316.9 295.1 ეკონომიკურად არააქტიური 1048. 1105. 1138. 1145. 1139. 1083. 1045. მოსახლეობა 4 9 1136 1228 5 1 3 4 9 გრაფიკი 2 3
  • 4. საქართველოს მოსა ხლეობა და მისი ეკონომიკური აქტიურობის დინამიკა 2003–2011 წლებში (2003 = 100) მო სახლეო ბა, ათასი კაც ი 140 15 და მეტი წლი ს არ აი ნსტი ტუცი ურ ი მო სახლეო ბა ეკო ნო მი კურ ად აქტი ურ ი მო სახლეო ბა დასაქმებულები 130 მ.შ. დაქი რ ავებულები თვი თდასაქმებულები უმუშევრ ები 120 110 100 90 80 2003 2004 2005 2006 2007 2007 2008 2010 2011 ქვემოთ მოტანილ ცხრილსა და გრაფიკზე ასახულია სამუშაო ძალის მდგომარეობის მახასიათებელი ძირითადი ინდიკატორების თანაფარდობა მოსახლეობის რიცხოვნობის მაჩვენებელთან. ცხრილი 2 საქართველოს ეკონომიკურად აქტიური და არააქტიური მოსახლეობის თანაფარდობა საქართველოს მთელ მოსახლეობასთან 2003–2011 წლებში (პროცენტი; მთელი მოსახლეობა = 100) 200 2004 2005 2006 2007 2007 2008 2010 2011 3 15 და მეტი წლის არაინსტიტუციური მოსახლეობა 71.4 72.9 73.1 73.8 70.6 69.9 71.4 68.3 67.2 ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობა 47.2 47.3 46.8 45.9 44.7 43.8 45.4 43.8 43.8 დასაქმებულები 41.8 41.3 40.4 39.7 38.8 36.6 37.8 36.7 37.2 მ.შ. დაქირავებულები 14.2 13.9 13.9 13.7 14.2 13.1 13.6 13.9 14.1 თვითდასაქმებულებ ი 27.5 27.4 26.5 25.9 24.5 23.5 24.1 22.7 22.9 უმუშევრები 5.4 6.0 6.5 6.2 5.9 7.2 7.7 7.1 6.6 ეკონომიკურად არააქტიური მოსახლეობა 24.2 25.6 26.3 27.9 25.9 26.1 26 24.5 23.4 4
  • 5. 2003 წელთან შედარებით 2011 წლისთვის საქართველოს ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის წილი შემცირდა ქვეყნის მოსახლეობაში 47.2 პროცენტიდან 43.8 პროცენტამდე, დასაქმებულთა წილი – 41.8 პროცენტიდან 37.2 პროცენტამდე (შემცირება შეეხო როგორც დაქირავებით დასაქმებულებს – 0.1 პუნქტით, ისე თვითდასაქმებულებს – 4.6 პუნქტით). აღნიშნულ პერიოდში გაზრდილია უმუშევართა წილიც მთელ მოსახლეობაში – 5.4 პროცენტიდან 6.6 პროცენტამდე, ამჟამად ქვეყნის ყოველი მეთხუთმეტე მცხოვრები უმუშევარია , მაშინ როდესაც 2003 წელს ასეთებად მხოლოდ ყოველი მეცხრამეტე ითვლებოდა . თვითდასაქმებულთა რაოდენობა, მიუხედავად ბოლო წლებში საგრძნობი შემცირებისა, ჯერაც მნიშვნელოვნად (1.6–ჯერ) აღემატება დაქირავებით დასაქმებულების რაოდენობას და ფაქტობრივად, უტოლდება ეკონომიკურად არააქტიური მოსახლეობის რიცხოვნობას. ამჟამად მოსახლეობის ყოველ ათას სულზე დაქირავებით დასაქმებულითა რაოდენობა საქართველოში 141–ს არ აღემატება , რაც , მაგალითად , აშშ–ის ანალოგიურ მაჩვენებელს 3–ჯერ ჩამორჩება . გრაფიკი 3 საქართველოს ეკონომიკურად აქტიური და არააქტიური მოსახლეობის თანაფარდობა საქართველოს მთელ მოსა ხლეობასთან 2003–2011 წლებში (პროცენტი ; მთელი მოსახლეობა = 100) 80 70 15 და მეტი წლი ს 60 არ აი ნსტი ტუც ი უ რ ი მო სახლეო ბა ეკო ნო მი კურ ად 50 აქტი ურ ი მო სახლეო ბა 40 დასაქმებულები 30 მ.შ. დაქი რ ავებულები 20 თვი თდასაქმებუ 10 ლები უმუშევრ ები 0 2003 2004 2005 2006 2007 2007 2008 2010 2011 2003 წელთან შედარებით 2011 წლისთვის საქართველოში უმუშევრობის ოფიციალური დონე გაზრდასა და დასაქმებისა და ეკონომიკური აქტიურობის დონეების საგრძნობ შემცირებაზე მკაფიო წარმოდგენას იძლევა ქვემორე ცხრილი. ცხრილი 3 5
  • 6. საქართველოს ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის გამოყენების მდგომარეობა 2003–2011 წლებში (პროცენტი ) 2003 2004 2005 2006 2007 2007 2008 2010 2011 უმუშევრობის 11. დონე 5 12.6 13.8 13.6 13.3 16.5 16.9 16.3 15.1 აქტიურობის 66. დონე 2 64.9 64.0 62.2 63.3 62.6 63.6 64.2 65.2 დასაქმების 58. დონე 6 56.7 55.2 53.8 54.9 52.3 52.9 53.8 55.4 საქართველოში განსაკუთრებით მწვავედ დგას ახალგაზრდების დასაქმების პრობლემა. მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკურად აქტიური და არააქტიური მოსახლეობის თანაფარდობა 15–24–წლიან მოსახლეობასა და მთელ მოსახლეობაში აბსოლუტურად ურთიერთსაპირისპიროა – არაინსტიტუციურ მოსახლეობაში ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობა 64 პროცენტია, მაშინ როდესაც ახალგაზრდებში – მხოლოდ 38 პროცენტი3. დასაქმების დონე 25 წლამდე ასაკის მოსახლეობაში მხოლოდ 25.9 პროცენტია , რაც საშუალო მაჩვენებელზე (55.4%) 2.1–ჯერ დაბალია . თუ ქვეყანაში საშუალოდ 15 წელზე უფროსი ასაკის მოსახლეობაში დაქირავებით დასაქმებულია ყოველი მეხუთე, 15–24 წლიან არაინსტიტუციურ მოსახლეობაში – მხოლოდ ყოველი მეათე. კიდევ უფრო დაბალია დაქირავებით დასაქმების დონე მთელ მოსახლეობასთან მიმართებაში: 2011 წლის ბოლოს ყოველი ათასი 15–24 წლის ახალგაზრდიდან დაქირავებითი , ანაზღაურებადი სამუშაო ჰქონდა მხოლოდ 76–ს , მაშინ როდესაც მთელი მოსახლეობის მიხედვით – 180 ადამიანს. „სამაგიეროდ“, უმუშევრობის დონემ 15–24–წლიანებში 35.7% შეადგინა – დანარჩენ მოსახლეობაში უმუშევრობის დონეზე (12.5%) 2.9–ჯერ უფრო მაღალი მაჩვენებელი. 15–24–წლიან მოსახლეობაში დასაქმების დონე, მათ შორის დაქირავებით დასაქმების დონე, მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება დანარჩენი ასაკობრივი ჯგუფების ანალოგიურ მაჩვენებლებს. ქვემოთ მოტანილი ცხრილი ახასიათებს დასაქმების ხარისხობრივ მდგომარეობას საქართველოში 2011 წელს. ცხრილი 4 დასაქმებისა და უმუშევრობის დონეები საქართველოში ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით 2011 წელს 4 (პროცენტი) საშუალოდ 15–24 მოსახლეობაში წლიანებშ , 15–24– ი წლიანების გარდა 3 ყოველ 100 ეკონომიკურად აქტიურ მოსახლეზე ქვეყანაში საშუალოდ 56 არააქტიური მცხოვრები მოდის, მაშინ როდესაც 15–24–წლიანებში – 162, ანუ 2.9–ჯერ მეტი. 4 დასაქმებისა და დაქირავებით დასაქმების დონეები გაიანგარიშება, შესაბამისად, დასაქმებულთა და მათ შორის დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობის თანაფარდობით შესაბამისი ასაკის ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობისა და არააქტიური მოსახლეობის ჯამთან, ხოლო უმუშევრობის დონე – უმუშევართა რიცხოვნობის თანაფარდობით ეკონომიკურად აქტიურ მოსახლეობასთან. 6
  • 7. არაინსტიტუციური მოსახლეობის 65.2 40.2 70.6 აქტიურობის დონე არაინსტიტუციური მოსახლეობის 55.4 25.9 61.8 დასაქმების დონე არაინსტიტუციური მოსახლეობის 21.0 9.6 23.5 დაქირავებით დასაქმების დონე ეკონომიკურად აქტიური 84.9 64.3 87.5 მოსახლეობის დასაქმების დონე ეკონომიკურად აქტიური 32.3 23.8 33.3 მოსახლეობის დაქირავებით დასაქმების დონე უმუშევრობის დონე 15.1 35.7 12.5 დაქირავებით დასაქმებულთა 14.1 15.2 7.6 წილი შესაბამისი ასაკის მოსახლეობაში დასაქმებისა და უმუშევრობის მდგომარეობა აგრარულ სექტორში დასაქმების არარაციონალური სტრუქტურა, დარღვეული პროპორციები დაქირავებით დასაქმებულებსა და თვითდასაქმებულებს შორის საქართველოში მნიშვნელოვანწილად განპირობებულია აგრარულ სექტორში დასაქმებულთა მაღალი წილით – 2011 წელს ოფიციალურად სოფლის მეურნეობაზე მოდიოდა დასაქმებულთა 53 პროცენტი, მაშინ როდესაც ქვეყანაში შექმნილ დამატებულ ღირებულებაში ამ დარგის წილი მხოლოდ 9.6 პროცენტია. ინდუსტრიული სექტორის დარგებს (მრეწველობა + ენერგეტიკა + მშენებლობა), აგრეთვე ეროვნული ეკონომიკის დანარჩენ დარგებს წილი ქვეყანაში შექმნილ დამატებულ ღირებულებაში გაცილებით უფრო მაღალი ჰქონდათ, დასაქმებულთა საერთო რიცხოვნობაში მათივე წილთან შედარებით. ცხრილი 5 საქართველოს ეკონომიკის სექტორების წილი დასაქმებულთა რიცხოვნობასა და დამატებულ ღირებულებაში 2011 წელს * დასაქმება მთლიანი შიდა პროდუქტი საბაზისო ფასებში* ათასი პროცენტ მლნ. პროცენტ კაცი ი ლარი ი სულ 1664.2 100 20194.6 100 მათ შორის: აგრარული სექტორი 882.0 53.0 1946.7 9.6 მრეწველობა 111.2 6.7 2925.8 14.5 დანარჩენი 671.0 40.3 15581.6 77.2 *“საკუთარი საცხოვრისის გამოყენების პირობითი რენტისა“ და „ფინანსური შუამავლობის მომსახურების არაპირდაპირი შეფასების“ გარეშე. 7
  • 8. სოფლის მეურნეობაში დასაქმების ოფიციალური დონე, ერთი მხრივ, „ფუშავს“ ეროვნულ ეკონომიკაში უმუშევრობის ფაქტობრივად მაღალ დონეს, მეორეს მხრივ კი ამცირებს შრომის მწარმოებლურობის მაჩვენებელს. – ამჟამად აგრარულ სექტორში შრომის მწარმოებლურობა სოფლის მეურნეობაში შეადგენს დანარჩენი ეკონომიკის ანალოგიური მაჩვენებლის მხოლოდ 9.6%–ს და ეროვნული მეურნეობის საშუალო მაჩვენებლის 18.2%–ს . ცხრილი 6 შრომის მწარმოებლურობა საქართველოში 2011 წელს საქმიანობის ძირითადი სექტორების მიხედვით შრომის ნაყოფიერება, პროცენტი საშუალო (დამატებული დონესთან ღირებულება 1 დასაქმებულზე), ათასი ლარი სულ ეროვნულ მეურნეობაში 12.1 100 ეროვნულ მეურნეობაში 23.3 192.3 სოფლის მეურნეობის გარეშე სოფლის მეურნეობა 2.2 18.2 მრეწველობა + მშენებლობა 26.3 216.8 დანარჩენი დარგები 23.2 191.4 შრომის მწარმოებლურობა აგრარულ სექტორში, პროცენტობით ეროვნული მეურნეობის საშუალო მაჩვენებელთან, შემცირდა 2000 წლის 44 პროცენტიდან 2011 წლის 18 პროცენტამდე, ხოლო თავად დარგის წილი – 23–დან 9.5 პროცენტამდე. სოფლის მეურნეობაში შრომის მწარმოებლურობა ეროვნული მეურნეობის დანარჩენ დარგებში არსებული შრომის მწარმოებლურობის საშუალო დონის ¼– ის დონეზე მაინც რომ იყოს, იმავე ოდენობის პროდუქციის შესაქმნელად აგრარულ სექტორს სულ ცოტა 0.5 მლნ.–ით ნაკლები დასაქმებულის შრომა დასჭირდებოდა. შრომის მწარმოებლურობა სოფლად ეროვნული მეურნეობის დონეზე რომ ყოფილიყო , მაშინ ამ დარგის დამატებული ღირებულების შექმნას 0.9 მლნ . კაცის ნაცვლად დასჭირდებოდა მხოლოდ 160 ათასი ადამიანის შრომა , მრეწველობის დონის შრომის მწარმოებლურობის პირობებში , შესაბამისად – მხოლოდ 74 ათასი ადამიანის შრომა , ხოლო საფინანსო შუამავლობის სფეროში არსებული შრომის მწარმოებლურობის პირობებში – მხოლოდ 60 ათასი ადამიანის შრომა . აგრარულ სექტორში შრომის მწარმოებლურობისა და საარსებო მინიმუმის შედარებით შეიძლება დავასკვნათ, რომ ამ დარგში ფაქტობრივად დასაქმებულთა რაოდენობა სტატისტიკურად დეკლარირებულთან შედარებით არანაკლებ 0.5 მლნ. კაცით ნაკლები უნდა იყოს5. აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, 5 სოფლის მეურნეობაში საქმიანობა ეკონომიკურად გამართლებულია , თუკი ერთი დასაქმებულის მიერ შექმნილი დამატებული ღირებულება სულ ცოტა 2.5–3.0–ჯერ აღემატება საარსებო მინიმუმს . აღნიშნულის გათვალისწინებით, 2011 წლის მიხედვით სოფლის მეურნეობის დამატებული ღირებულების წარმოებისათვის ეკონომიკურად გამართლებული და საკმარისი იქნებოდა ფაქტობრივზე დაახლოებით 2.2–2.6–ჯერ, ანუ 480–540 8
  • 9. უმუშევრობის რეალური დონე სოფლად იქნება არანაკლებ 52 პროცენტი (ნაცვლად დეკლარირებული 6.5 პროცენტისა ), ხოლო დასაქმების დონე – არაუმეტეს 35 პროცენტისა , ნაცვლად ოფიციალური 67.6 პროცენტისა . თუ ამ მოცემულობებით ვიხელმძღვანელებთ მთლიანად ეროვნული ეკონომიკის დონეზე, ცვლილებები უნდა შევიდეს დასაქმებისა და უმუშევრობის საერთო– ეროვნულ ინდიკარტორებშიც: დეკლარირებულთან შედარებით საქართველოში დასაქმების რეალური დონე სულ ცოტა , 1.4–ჯერ დაბალია (38%, ნაცვლად 55.4%–სა ), ხოლო უმუშევრობის დონე – 2.7– ჯერ მაღალი (არანაკლებ 41%, ნაცვლად 15.1%–სა ). აგრარული სექტორი შრომის მწარმოებლურობით ჩამორჩება ეროვნულ ეკონომიკას როგორც ზოგადად, ისე ბიზნეს სექტორის ანალოგიური მაჩვენებლებით. – ბიზნეს სექტორში შრომის საშუალო მწარმოებლურობა 7.6–ჯერ აღემატება აგრარული სექტორის ანალოგიურ მაჩვენებელს. ამის გათვალისწინებით, სოფლის მეურნეობაში დასაქმებულთა რაოდენობის ყოველი თითო ათასით შემცირებისა და მათგან ბიზნეს სექტორში მხოლოდ ნახევარის დასაქმების შემთხვევაშიც კი ქვეყანაში შექმნილი დამატებული ღირებულების მოცულობა მაინც, სულ ცოტა, 3.0 მლნ. ლარით გაიზრდებოდა. შრომითი მიგრანტების რიცხოვნობის შესახებ ოფიციალური მონაცემები საქართველოს ფარგლებს გარეთ მყოფი შრომითი მიგრანტების რაოდენობის შესახებ არ არსებობს, თუმცა მოიპოვება რამდენიმე ინდიკატორი, რომლებიც დაგვეხმარება დასახელებული კონტინგენტის მიახლოებითი პარამეტრების დადგენაში. 1. მოსახლეობის რიცხოვნობა 1990–იანი წლების დასაწყისში (5460 ათასი); 2. მოსახლეობის სამომხმარებლო ქცევის თაობაზე მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ჩატარებული ბარომეტრული კვლევებით (1998–2002 წწ.), ქვეყნიდან გასულთა 75–80 პროცენტისათვის მიგრაციის მიზეზი ეკონომიკური ფაქტორებით იყო გამოწვეული. აღნიშნულის გათვალისწინებით, ამჟამად ქვეყნის ფარგლებს გარეთ საქართველოდან ეკონომიკური მიზეზით გასულთა რაოდენობა , უცხოეთში მყოფი ქართული (საქართველოდან ) წარმომავლობის სამუშაო ძალის მთლიანი რიცხოვნობა დაახლოებით 750–800 ათასი უნდა იყოს , საიდანაც 700–750 ათასი – დასაქმებულია , 50–დან 100 ათასამდე ადამიანი კი – უმუშევარი . ამავე დროს, საქართველო მიეკუთვნება იმ იშვიათ ქვეყანათა რიცხვს , რომელსაც ქვეყნის ფარგლებს გარეთ გაცილებით მეტი დაქირავებით დასაქმებული ყავს , ვიდრე საკუთარ ტერიტორიაზე . საქართველოს მთლიანი (ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ მყოფი) ეკონომიკურად აქტიური ადამიანების ჯამური რიცხოვნობიდან, საქართველოს თვითდასაქმებულთა მთლიანი რიცხოვნობის 3 პროცენტი , უმუშევართა - 25 პროცენტი , ათასი კაცით ნაკლები დასაქმებული. 9
  • 10. მთლიანი სამუშაო ძალის 29 პროცენტი , დასაქმებულების 31 პროცენტი და დაქირავებით დასაქმებულთა 54 პროცენტი საზღვარგარეთ იმყოფება . საქართველოს ფარგლებს გარეთ მყოფი დიდი ოდენობით სამუშაო ძალის არსებობას მნიშვნელოვანი კორექტივები შეაქვს საქართველოს მთლიანი (ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ მყოფი) სამუშაო ძალის რიცხოვნობისა და გამოყენების, მათ შორის უმუშევრობის დონის პარამეტრების ჩამოყალიბებაში. საერთაშორისო შედარებები : ა ) უმუშევრობის დონე საქართველო მსოფლიოში უმუშევრობის დონით 196 სახელმწიფოდან 57–ე ადგილზე (56 ქვეყანას საქართველოზე მაღალი უმუშევრობის დონე აქვთ). ევროგაერთიანებაშიც კი, სადაც უმუშევრობა საქართველოზე თითქმის 1.5–ჯერ დაბალია (10.0% – 2011 წლის ბოლოს; 10.3% – 2012 წლის მაისის მდგომარეობით), რამდენიმე ქვეყანაში მისი დონე (ესპანეთი, საბერძნეთი, ლატვია) საქართველოსას აღემატება .6 უმუშევრობის მაღალი დონე ვლინდება არა მარტო მთლიანად, არამედ მოსახლეობის ცალკეული ასაკობრივი ჯგუფების მიხედვითაც. ასე მაგალითად, მიუხედავად იმისა, რომ ევროგაერთიანებაში ამჟამად დასაქმების მხრივ არც თუ საუკეთესო მდგომარეობაა , უმუშევრობის დონე აქ საქართველოსთან შედარებით თითქმის 5 პროცენტული პუნქტით , მათ შორის ახალგაზრდებში – 13, ხოლო დანარჩენ მოსახლეობაში – 3.6 პროცენტული პუნქტით უფრო დაბალია . ამასთან, ასაკობრივი სხვაობა უმუშევრობის მხრივ საქართველოში რამდენადმე უფრო მაღალია ევროგაერთიანებასთან შედარებით. – ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით უმუშევრობის დონეთა შორის სხვაობა საქართველოშიც რომ ევროგაერთიანების დონეზე ყოფილიყო, მაშინ უმუშევრობის დონე ახალგაზრდებში, სულ ცოტა, 3–4 პროცენტული პუნქტით უფრო დაბალი იქნებოდა. ბ) პროპორციები თვითდასაქმებულებსა და დაქირავებით დასაქმებულებსა შორის საქართველოში უმუშევრობის ოფიციალური , შედარებით ასატანი დონე ძირითადად თვითდასაქმების მაღალი დონის „დამსახურებაა“. – საქართველოში მათი წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობაში 2–ჯერ აღემატება ევროგაერთიანების ქვეყნებს შორის ყველაზე მაღალი მაჩვენებლის – საბერძნეთის მაჩვენებელს და 4–ჯერ – ევროგაერთიანების წევრი ქვეყნების 6 თუმცა ამ ქვეყნებში დასაქმების სტრუქტურა, დაქირავებით დასაქმებულთა მაღალი წილისა და თვითდასაქმებულთა დაბალი წილის გამო, საქართველოზე გაცილებით უკეთესია. – ეკონომიკურად აქტიურ მოსახლეობაში საქართველოსთან შედარებით დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა საბერძნეთში 1.7–ჯერ, ესპანეთში – 2.0–ჯერ, ევროგაერთიანებაში საშუალოდ – 2.4–ჯერ, ხოლო აშშ–ში – 2.7ჯერ უფრო მაღალია. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ყოველ 1000 ეკონომიკურად აქტიურ მოსახლეობაზე საქართველოსთან შედარებით ესპანეთს 323–ით მეტი დაქირავებით დასაქმებული ყავს , საბერძნეთს – 228–ით , ევროგაერთიანებას – 441–ით მეტი , ხოლო აშშ–ს – 533–ით მეტი . 10
  • 11. საშუალო მაჩვენებელს. – საქართველოში თვითდასაქმებულთა წილი დასაქმებულთა საერთო რიცხოვნობაში 61.6 პროცენტია , საბერძნეთში – 30.2 პროცენტი , ხოლო საშუალოდ EU27-ში – მხოლოდ 15.1 პროცენტი. ცხრილი 7 თვითდასაქმებულთა წილი სამუშაო ძალაში ევროგაერთიანებასა და საქართველოში (პროცენტი) 2005 2006 2007 2008 2009 2010 ევროგაერთიანებ 15.1 15.1 15.0 14.7 14.9 15.1 ა საქართველო 65.5 65.3 63.3 64.2 63.9 61.6 მოსახლეობის საერთო რიცხოვნობაში თვითდასაქმებულთა რაოდენობა საქართველოში 26.5 პროცენტია , მაშინ როდესაც ევროგაერთიანებაში – მხოლოდ 6.5 პროცენტი (ევროგაერთიანებაში აღნიშნული ინდიკატორი ორნიშნა რიცხვით გამოიხატება მხოლოდ საბერძნეთსა – 11.8% და პორტუგალიაში – 11.0%). სამაგიეროდ, დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა მოსახლეობის თანაბარ რაოდენობაზე საქართველოში 2.6–ჯერ ჩამორჩება საშუალო ევროპულ მაჩვენებელს (შესაბამისად, 13.9% და 36.4%). კიდევ უფრო შთამბეჭდავია დასაქმებულთა რიცხოვნობით საქართველოს ჩამორჩენა ევროგაერთიანების ზოგიერთ სხვა ქვეყანასთან. მაგალითად , მოსახლეობის ყოველ ათას სულზე დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა საქართველოს ნაკლები აქვს , ვიდრე : დანიას – 327 კაცით , ნორვეგიას – 325 კაცით , ნიდერლანდებს – 298 კაცით . დასაქმებულთა საერთო რაოდენობის უცვლელობის პირობებში თვითდასაქმებულების წილი საქართველოშიც რომ ევროგაერთიანების დონეზე ყოფილიყო (15.1%, ნაცვლად ფაქტობრივი 61.6%–სა ), მაშინ უმუშევართა რაოდენობა ჩვენს ქვეყანაში ამჟამინდელი 0.3 მლნ . კაცის ნაცვლად დაახლოებით 1.1 მლნ . კაცი იქნებოდა , ეკონომიკურად აქტიურ მოსახლეობაში უმუშევრობის დონე ამჟამინდელთან შედარებით თითქმის 3.7–ჯერ გაიზრდებოდა (55.4% – ნაცვლად ოფიციალური 15.1%–სა ), ხოლო ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის განაწილება შემდეგ სახეს მიიღებდა : ცხრილი 8 საქართველოს ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის ფაქტობრივი და ჰიპოთეტური (თვითდასაქმების ევროგაერთიანებაში შესაბამისი წილის (15.1%) მიხედვით ) სტრუქტურა 2011 წლის მიხედვით ათასი კაცი პროცენტი ფაქტობრივ ჰიპოთეტურ ფაქტობრივ ჰიპოთეტურ ი ი ი ი ეკონომიკურად 1959.3 1959.3 100 100 აქტიური მოსახლეობა მათ შორის: დაქირავებით დასაქმებულები 632.4 632.4 32.3 32.3 11
  • 12. თვითდასაქმებულები 1030.8 251.3 52.7 12.8 უმუშევრები 295.1 1084.6 15.1 55.4 სწორედ თვითდასაქმების მაღალი დონე ქმნის საქართველოში უმუშევრობის მეტ–ნაკლებად ასატანი დონის სტატისტიკურ ილუზიურ ეფექტს , თუმცა იმავდროულად , ხსნის იმ გარემოებასაც , თუ რატომ მიილტვიან ქართველი შრომითი მიგრანტები საკუთარი ქვეყნიდან იმ სახელმწიფოებშიც კი , სადაც უმუშევრობის დონე საქართველოს უმუშევრობის ოფიციალურ დონეს მნიშვნელოვნად აღემატება . – ამ ქვეყნებში უმუშევრობის რამდენადმე მაღალი დონე მთლიანად „კომპენსირდება“ ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის დაქირავებით დასაქმების მაღალი დონით. – ფაქტობრივად, დაქირავებით დასაქმებულთა წილი ეკონომიკურად აქტიურ მოსახლეობაში ევროგაერთიანებაში – 2.4–ჯერ (მათ შორის ესპანეთში – 2.0–ჯერ , საბერძნეთში კი – 1.7–ჯერ ), ხოლო აშშ–ში – 2.7–ჯერ უფრო მაღალია საქართველოსთან შედარებით . აღნიშნული ფაქტორის გათვალისწინებით საფუძველი ეცლება ხელისუფლების ადეპტების მტკიცებას საქართველოში უმუშევრობის „გასაძლისი“ მდგომარეობისა და სამხრეთ ევროპის სახელმწიფოებთან შედარებით შრომის ბაზრის გაცილებით უკეთესი მდგომარეობის შესახებ. გრაფიკი 4 დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა საქართველოში ყოველ 1000 თვითდასაქმებულზე 2003–2011 წლებში (კაცი ) 650 614 616 580 563 557 550 529 525 517 509 450 მართალია, 2003 ბოლო 2004 წლებში (2003–2011 წწ.) ყოველ 10002008 2005 2006 2007 2007 თვითდასაქმებულზე 2010 2011 დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა საქართველოში რამდენადმე გაიზარდა (517–დან 616–მდე), მაგრამ მაინც ჯერჯერობით აღნიშნული მაჩვენებლით საქართველო მნიშვნელოვნად ჩამორჩება ევროგაერთიანების საშუალო დონეს. – დღეისათვის საქართველოსთან შედარებით ევროგაერთიანებას ყოველ ათას თვითდასაქმებულზე ხუთი ათასი კაცით (!) მეტი დაქირავებით 12
  • 13. დასაქმებულები ყავს , მათ შორის ესპანეთს – 4444 კაცით , საბერძნეთს – 1714 კაცით მეტი . ამ მაჩვენებლით აშშ საქართველოს ასტრონომიულად უსწრებს : ამ ქვეყანას ყოველ ათას თვითდასაქმებულზე საქართველოსთან შედარებით დაქირავებით 12670–ით მეტი კაცი ყავს დასაქმებული . ყოველ 1000 თვითდასაქმებულზე საქართველოში საბერძნეთთან შედარებით 3.5–ჯერ , ესპანეთთან – 7.8–ჯერ , ლატვიასთან – 14.5–ჯერ , ევროგაერთიანებასთან – 9.7–ჯერ , ხოლო აშშ–სთან – 25.7–ჯერ ნაკლები დაქირავებით დასაქმებული მოდის . თუ სტატისტიკურად „გამოყვანილი“ უმუშევრობის დონის ნაცვლად უმუშევრობის რეალური დონით ვიხელმძღვანელებთ, აღმოჩნდება, რომ უმუშევრობის დონე საქართველოში ევროგაერთიანების დონეზე 4– ჯერ , მათ შორის ესპანეთთან – 1.8–ჯერ , ხოლო ავსტრიასთან შედარებით – 10–ჯერ მაღალია . გ) შრომის მწარმოებლურობის შედარება სხვა ქვეყნებთან საქართველოში შრომის მწარმოებლურობა (დამატებული ღირებულების წარმოება ეროვნულ მეურნეობაში ერთ დასაქმებულზე) წელზე გადაანგარიშებით შეადგენს 8.7 ათას დოლარს. შედარებისათვის: ეს აშშ–ის დონის მხოლოდ 8.8 პროცენტია. შრომის მწარმოებლურობის დონით საქართველო ჩამორჩება აშშ–ს – 11.4–ჯერ, ნორვეგიას – 12.2–ჯერ, ხოლო ლუქსემბურგს – 13.9– ჯერ. ევროგაერთიანებაში საქართველოსთან შედარებით შრომის საშუალო მწარმოებლურობა თითქმის 9–ჯერ, ხოლო თურქეთში – 5.7–ჯერ უფრო მაღალია. იმავე რიგისაა ჩამორჩენა მსოფლიოს სხვა ქვეყნებისა თუ გაერთიანებებთან შედარებით. გრაფიკი 5 13
  • 14. შრომის მწარმოებლურობა საქართველოში ზოგიერთ სხვა ქვეყანასთან შედა რებით (საქართველოს თანა ფარდობა შესა ბამისი ქვეყნის შრომის მწარმოებლურობასთან : პროცენტი ) 22 21.4 17.5 17.3 16 12.9 11.5 11.2 11 10 4 რ უსეთი თურ ქეთი ესტო ნეთი ი სრ აელი OECD EU27 შვეი ც არ ი ა თუ შედარებისათვის გამოვიყენებთ შრომის მწარმოებლურობას, საიდანაც საქართველოს მხრიდან გამორიცხული იქნება სოფლის მეურნეობა (როგორც დამატებული ღირებულების წარმოებით, ისე დასაქმებულთა რიცხოვნობით), მაშინ საქართველოს დანარჩენი ეკონომიკის შრომის მწარმოებლურობა მიაღწევს აშშ ეკონომიკის შრომის მწარმოებლურობის საშუალო დონის 16.9 პროცენტს, თურქეთის დონის 33.7 პროცენტს და რუსეთის დონის – 41.1 პროცენტს. დ ) საქართველოს შედარება სხვა ქვეყნებთან სამუშაო დროის ხანგრძლივობის მიხედვით შრომის მწარმოებლურობა, წელზე გაანგარიშებით, დიდწილად დამოკიდებულია სამუშაო დროის ხანგრძლივობაზეც. საქართველოში ერთი დასაქმებულის სამუშაო დროის ხანგრძლივობა , წელზე გაანგარიშებით , ექსპერტული შეფასებით , დაახლოებით 1626 საათია , რაც მცირედით განსხვავდება ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) (94.6%) და ევროგაერთიანების (EU27) (104.0%) მაჩვენებლებისაგან. სამუშაო საათები საქართველოში ნაკლებია, ვიდრე ავსტრალიაში, კანადაში, ჩეხეთში, უნგრეთში, პოლონეთში, ისრაელში, აშშ–ში; ჩვენზე ნაკლებს მუშაობენ ბელგიაში, საფრანგეთში, გერმანიაში, ნორვეგიაში, ირლანდიაში, ლუქსემბურგში…. განსაკუთრებით აღსანიშნავია ჩვენი მეზობელი თურქეთი – საქართველოზე 5.7– 14
  • 15. ჯერ მაღალი შრომის წლიური მწარმოებლურობით. წელზე გაანგარიშებით , თითოეული თურქი დასაქმებული ჩვენს დასაქმებულზე 251 საათით მეტს შრომობს . თავად განვითარებული ქვეყნები მნიშვნელოვნად განსხვადებიან ერთმანეთისაგან დასაქმებულთა სამუშაო დროის ხანგრძლივობის მიხედვით. – მაგალითად, სამხრეთ კორეაში საქართველოსთან შედარებით 35 პროცენტით მეტს შრომობენ, ნიდერლანდებში კი პირიქით – 15 პროცენტით ნაკლებს. საქართველოში განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით უმუშევრობის მაღალი (საშუალოდ 1.5–ჯერ) დონის გამო მოსახლეობის ერთ სულზე გაანგარიშებით სამუშაო საათების რაოდენობა ჩვენს ქვეყანაში გაცილებით ნაკლებია. საქართველოში ყოველი მცხოვრები წელიწადში საშუალოდ 605 საათს შრომობს, მაშინ როდესაც ევროგაერთიანებაში საშუალოდ – 692 საათს შრომობენ. საშუალოდ ერთ დასაქმებულზე საქართველოსნაირი სამუშაო დროის ხანგრძლივობის მქონე ქვეყნებში (შვედეთი , შვეიცარია , გაერთიანებული სამეფო და სხვ .) სამუშაო დროის ხანგრძლივობა , გაანგარიშებული მოსახლეობის ერთ სულზე , საქართველოს ანალოგიურ მაჩვენებელს აღემატება 200 და მეტი საათით . ამასთან, აღნიშნულ სურათში ვერ ეწერება საქართველო–თურქეთის შედარება: მიუხედავად იმისა, რომ უმუშევრობის დონე თურქეთში საქართველოსთან შედარებით 1.5–ჯერ დაბალია, ამ ქვეყანაში უკეთესი დემოგრაფიული სიტუაციის გამო, პირველ რიგში ბავშვთა მაღალი წილით მოსახლეობაში7, ერთ სულზე გაანგარიშებით , თურქეთში საქართველოსთან შედარებით 10 საათით ნაკლებს მუშაობენ .8 გრაფიკი 6 7 0–14 წლიანი ბავშვების წილი მთელ მოსახლეობაში: თურქეთი – 27.2%, საქართველო – 16.1%. 8 ბუნებრივია, მოტანილი მონაცემები ახასიათებენ თითოეული სახელმწიფოს ტერიტორიაზე დასაქმებულთა მიერ ფაქტობრივად ნამუშევარი საათების რაოდენობას. ქვეყნის რეზიდენტების საზღვარგარეთ ნამუშევარი სამუშაო დროის გათვალისწინების შემთხვევაში ქართველების სამუშაო დროის ხანგრძლივობის წლიური მაჩვენებლები გაცილებით მაღალი იქნებოდა... 15
  • 16. ნამუშევარი საათების რაოდენობა საშუალოდ ერთ დასაქმებულსა და მოსახლეობის ერთ სულზე საქართველოსა და ზოგიერთ სხვა სახელმწიფოში 1973 2000 1929 1880 1877 ერ თ დასაქმებულზ ე მო სახლეო ბი ს ერ თ სულზ ე 1718 1695 1636 1626 1564 1500 1439 1000 966 964 813 790 773 773 692 595 605 592 500 27 D EC EU O ე ) შრომის ანაზღაურების მდგომარეობა შრომის შედარებით დაბალი მწარმოებლურობა განაპირობებს ადექვატურ პროპორციებს მის ანაზღაურებაშიც. შრომის საათობრივი ანაზღაურება საქართველოში ევროზონის მხოლოდ 9.1 პროცენტია . თითოეული ქართველი დასაქმებული ბელგიელ დასაქმებულზე, რომელსაც ევროზონაში ყველაზე მაღალი საათობრივი ანაზღაურება აქვს, შედარებით 75 საათით მეტს შრომობს წელიწადში, თუმცა მისი საშუალო საათობრივი ანაზღაურება ბელგიელის ანაზღაურების მხოლოდ 6.4 პროცენტია. სხვაგვარად რომ ვთქვათ, იმ თანხის გამომუშავებას , რასაც საქართველოში წელიწადში 1626 საათიანი შრომა სჭირდება , ბელგიაში 103–საათიანი შრომით ახერხებენ . კიდევ უფრო ნაკლები დრო სჭირდება ამას ნორვეგიაში – მხოლოდ 92 საათი. ამასთან, შრომის ანაზღაურების მაჩვენებელთან ერთად სულ უფრო აქტუალური ხდება შედარება მოსახლეობის თანაბარ რაოდენობაზე დარიცხული ხელფასის სიდიდის მიხედვით. იმის გამო, რომ საქართველოში მოსახლეობის რიცხოვნობაში დაქირავებით დასაქმებულთა წილი განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით 2.5– ჯერ და მეტად დაბალია, ჩამორჩენა კიდევ უფრო თვალშისაცემი იქნება, თუ შედარებას განვახორციელებთ საშუალო ხელფასის ჯამური სიდიდის მიხედვით, სხვაგვარად რომ ვთქვათ, მოვახდენთ საშუალო ხელფასების სიდიდეთა მოსწორებას მოსახლეობის თანაბარ რიცხოვნობაში დასაქმებულთა წილით. ფორმულის სახით მაგალითად, საქართველო-აშშ-ის ამგვარმა შედარებამ შეიძლება შემდეგი სახე მიიღოს: Sp(Geo/USA) = Sgeo/SUSA * Lgeo/LUSA, სადაც 16
  • 17. Sp(Geo/USA) – ხელფასის პარიტეტი საქართველოში აშშ-თან შედარებით მოსახლეობის ყოველ 1000 სულზე; Sgeo – საშუალო ხელფასი საქართველოში; SUSA – საშუალო ხელფასი აშშ-ში; Lgeo – დაქირავებით დასაქმებულთა წილი საქართველოს მთელ მოსახლეობაში; LUSA – დაქირავებით დასაქმებულთა წილი აშშ-ის მთელ მოსახლეობაში. აღნიშნული ფორმულის მიხედვით, საქართველოსა და აშშ–ის ბოლო მონაცემებით, Sp(Geo/USA) = 342/3320 * 14.1/41.8 = 3.5 (%). სხვაგვარად რომ ვთქვათ, მოსახლეობის ერთსა და იმავე რაოდენობაზე, საქართველოში ხელფასების ჯამური სიდიდე აშშ-ის მხოლოდ 3.5 პროცენტი ა . ანალოგიურად იანგარიშება ნებისმიერი სხვა ქვეყნის მიხედვითაც. მაგალითად, საბერძნეთთან მიმართებაში, სადაც დაქირავებით დასაქმებულთა ევროგაერთიანების საშუალო დონეზე 1/3–ით დაბალი წილი (საბერძნეთი – 27.5%, ევროგაერთიანება – 36.4%), საქართველოს მაჩვენებელზე მაინც თითქმის 2–ჯერ მაღალია. მოსახლეობის ყოველ 1000 სულზე ხელფასის ჯამური მაჩვენებელი საქართველოში საბერძნეთის მხოლოდ 5.3 პროცენტია. საქართველოში საშუალო ხელფასი აშშ–ის ანალოგიური მაჩენებლის მხოლოდ 10.3 პროცენტია, ხოლო მოსახლეობის ერთ სულზე – მხოლოდ 3.5 პროცენტი9. ვ ) დასაქმების მდგომარეობა მცირე და საშუალო ბიზნესში არსებითია განსხვავება საქართველოსა და ევროგაერთიანებას შორის მცირე, საშუალო და მსხვილი ბიზნესის მონაწილეობით. მცირე ბიზნესის წილი საქართველოში ევროგაერთიანების მაჩვენებელს ჩამორჩება: დასაქმების მიხედვით 2.2–ჯერ (23.0% და 50.2%) და დამატებულ ღირებულების შექმნაში შეტანილი წვლილით კი – 5.0–ჯერ (8.1% და 40%). ცხრილი 9 მცირე , საშუალო და მსხვილი ბიზნესი საქართველოსა და ევროგაერთიანებაში (პროცენტი მთელ ჯამთან) დასაქმებულთა რაოდენობა დამატებული ღირებულება საქართველო ევროგაერთიანებ საქართველო ევროგაერთიანებ ა ა მცირე 23.0 50.2 8.1 40.0 ბიზნესი საშუალო 15.3 16.8 6.3 18.0 მსხვილი 61.7 33 85.6 42.0 9 ჩვენ აქ შეგნებულად ვიყენებთ ტერმინს „ხელფასის პარიტეტი საქართველოში აშშ-თან შედარებით მოსახლეობის ყოველ 1000 სულზე“, რადგანაც აქცენტს ვაკეთებთ ხელფასის ჯამურ სიდიდეზე მოსახლეობის თანაბარ რაოდენობაზე. რაც შეეხება ხელფასის მსყიდველობითი უნარიანობის პარიტეტს, იგი ითვალისწინებს ხელფასების აბსოლუტური სიდიდეების შედარების პარალელურად ფასთა თანაფარდობასაც. კერძოდ, თუ ყოველ 1000 მოსახლეზე ხელფასის ფონდის ჯამური სიდიდე საქართველოში აშშ დონის 3.5%–ია, ხოლო ფასების დონე საქართველოში შეადგენს აშშ დონის დაახლოებით 60%–ს, მაშინ ხელფასის ჯამური ფონდის მსყიდველობითი უნარიანობის პარიტეტი საქართველოში იქნება აშშ დონის 5.8% (= 3.5% : 0.6). 17
  • 18. აღსანიშნავია, რომ მცირე ბიზნესი საქართველოში, ევროგაერთიანებასთან შედარებით, საკმაოდ დაკნინებულია როგორც რაოდენობრივი (დასაქმებულთა რაოდენობა, დამატებული ღირებულება), ისე ხარისხობრივი კუთხით. – მსხვილი ბიზნესის შრომის მწარმოებლურობა ერთ დასაქმებულზე ევროგაერთიანებაში მხოლოდ 1.7–ჯერ აღემატება მცირე ბიზნესის ანალოგიურ მაჩვენებელს, მაშინ როდესაც საქართველოში – 3.9–ჯერ. დაბალია მცირე ბიზნესის შრომის ფონდშეიარაღება, ხოლო დასაქმებულთა რიცხვი ყოველ 10 მცირე საწარმოზე საქართველოში შეადგენს 24–ს, მაშინ როდესაც ევროგაერთიანებაში – 44–ს. მთლიანად, მცირე და საშუალო ბიზნესის წილად საქართველოში მოდის ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა მხოლოდ 38 პროცენტი (ევროგაერთიანებაში – 67 პროცენტი). გაცილებით მოკრძალებულია მცირე და საშუალო ბიზნესის წვლილი საქართველოში დამატებული ღირებულების შექმნაში – მხოლოდ 14.4 პროცენტი, რაც ევროგაერთიანების ანალოგიურ მაჩვენებელზე (68.0%) 4.7–ჯერ ნაკლებია. მცირე და საშუალო ზომის საწარმოთა რაოდენობა მოსახლეობის ყოველ 1000 სულზე საქართველოში დაახლოებით სამჯერ უფრო დაბალია ევროგაერთიანებასთან შედარებით (ევროგაერთიანება – 40, მ.შ. გერმანია – 20, იტალია – 65, საბერძნეთი – 74, ჩეხეთი – 86, საქართველო – 13). შესაბამისად, 5.4–ჯერ მცირეა საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესით დაკავებული პირების რაოდენობა მოსახლეობის ერთ სულზე ევროგაერთიანებასთან შედარებით. ყოველივე ეს საქართველოში ევროგაერთიანებასთან შედარებით საბაზრო ინფრასტრუქტურების, თავად საბაზრო ურთიერთობების განვითარების შედარებით დაბალ დონეზე მიუთითებს. დასკვნა დასაქმების პრობლემა ერთერთი უმწვავესია საქართველოში, რომელიც სერიოზულად აფერმკრთალებს იმ რეალურ შედეგებსაც კი, რომლებსაც საქართველოს ეკონომიკამ ბოლო წლებში მიაღწია. ბოლო წლებში ქვეყნის მოსახლეობის ზრდის პარალელურად მიმდინარეობდა დასაქმებულთა რიცხოვნობის შემცირება. უფრო მეტიც, საქართველოს მოსახლეობა ბოლო წლებში უფრო დაბერებული , ეკონომიკურად უფრო ნაკლებად აქტიური და ნაკლებად დასაქმებული გახდა . განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა დასაქმების მხრივ ახალგაზრდებშია, რომლებშიც უმუშევრობის დონე რამდენჯერმე აღემატება დანარჩენი მოსახლეობის ანალოგიურ მაჩვენებელს. დღეისათვის 25 წლამდე ასაკის ახალგაზრდებში ყოველი მესამე უმუშევარია , მაშინ როდესაც ანაზღაურებადი სამუშაო მოეპოვება ყოველი 13 ახალგაზრდიდან მხოლოდ ერთს . სოფლის მეურნეობაში დასაქმების ფორმალურად მაღალი დონე მნიშვნელოვნად ამახინჯებს მდგომარეობის რეალურ სურათს, გაცილებით უკეთესად წარმოაჩენს რა მას. კერძოდ, დასაქმებისა და უმუშევრობის მოქმედი მეთოდიკით საქართველოში უმუშევრობის რეალური დონე რამდენჯერმეა შემცირებული, რის გამოც ხელისუფლებაც, ბიზნეს–სექტორიც, ინვესტორებიც არასწორ სიგნალებს ღებულობენ. – სხვადასხვა ალტერნატიული მეთოდიკით გაანგარიშებით , 18