SlideShare une entreprise Scribd logo
1  sur  18
ინფლაციური პროცესები და ფულის მსყიდველობითი უნარიანობა
                 თანამედროვე საქართველოში: 2000–2011 წლები

თემის აქტუალობა საქართველოსათვის
ინფლაცია (ლათ. inflatio – გაბერვა)      რთული, მრავალფაქტორული სოციალურ-
ეკონომიკური მოვლენაა, ამ სიტყვის ფართო გაგებით იგი ფულის გაუფასურებაა,
რომელიც გამოვლინებას პოულობს ფასების ზრდაში. იგი ასევე მოიაზრება, როგორც
ფულის მსყიდველობითუნარიანობის კლება. ფაქტობრივად, ინფლაცია და ქვეყანაში
ფულის მსყიდველობითი უნარიანობა უკუპროპორციული სიდიდეებია. - რაც უფრო
იზრდება ერთი, მცირდება მეორე, და პირიქით. ამასთან, რადგანაც ქვეყანაში
მიუხედავად იმისა, რომ ერთადერთი საგადამხდელო საშუალება არის ლარი,
ფულადი ტრანზაქციების, კრედიტებისა და დეპოზიტების დიდი მასა სხვა
ვალუტაში (აშშ დოლარებში, ევროებში და ა.შ.) ხორციელდება. შესაბამისად, მათი
მსყიდველობითი უნარიანობაც იცვლება უკვე არა მხოლოდ ინფლაციის, არამედ
სავალუტო კურსის ცვლილების-და მიხედვით.
საქართველოში       1990-იანი   წლების    პირველ   ნახევარში     ადგილი     ჰქონდა
ჰიპერინფლაციას - ფასები 1995 წელს 1990 წელთან შედარებით თითქმის 400 ათასით
გაიზარდა, და მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს არ ეკუთვნის რეკორდი
ინფლაციური პროცესების დინამიზმის მიხედვით, მან იმდენად ღრმა და ნეგატიური
კვალი     დატოვა    საქართველოს   მოსახლეობის     ცნობიერებაში,   რომ     დღემდე
ინფლაციისადმი დამოკიდებულება წარმოადგენს იმ იშვიათ (თუ არა ერთადერთ)
მოვლენას, რომლისადმიც ხელისუფლებისა და საზოგადოების, „პოზიციისა“ და
ოპოზიციის      დამოკიდებულება       ფაქტობრივად      იდენტურია.       შესაბამისად,
ხელისუფლების,        მედიის,    სამეცნიერო      საზოგადოებისა     და      რიგითი
მოქალაქეებისთვის      აბსოლუტურად       არაა   სულერთი   პროცესები,     რომლებიც
მიმდინარეობს ქვეყანაში და რომლებიც მნიშვნელოვნად განსაზღვრავენ არა მარტო
ქვეყნის ფულად–საკრედიტო სისტემის მდგრადობას, არამედ მთელი ეკონომიკის
ეფექტურობას და განვითარების პერსპექტივებს, თითოეული მოქალაქისა თუ
შინამეურნეობის მსყიდველობით უნარიანობას და კეთილდღეობას. აღნიშნული
გარემოება ასახულია საქართველოს ორგანულ კანონშიც „ეროვნული ბანკის შესახებ“,
სადაც აღნიშნული ინსტიტუტის ამოცანებისა და ფუნქციების ჩამონათვალი იწყება
შემდეგი    დებულებით:„ეროვნული ბანკის ძირითადი                ამოცანაა    ფასების
სტაბილურობის უზრუნველყოფა“ (მუხლი 3, პ. 1).


1990-იანი წლების პირველ ნახევარში ჰიპერინფლაციიის ფონზე ერთი შეხედვით
შედარებით ნაკლებად აქტუალური ჩანს ინფლაციური პროცესები ლარის შემოღების
შემდგომდროინდელ პერიოდში, ისევე როგორც ერთგვარად მიჩქმალულია 1991




                                                                                1
წლამდე, საბჭოთა დროინდელი საქართველოს ინფლაცია1. ლარის შემოღებიდან
დღემდე შედარებით მკაცრი მონეტარული პოლიტიკის წყალობით ინფლაციური
პროცესების     დათრგუნვა       ეროვნული        ბანკისა   და       1994      წლიდან      მისი
ყველადროინდელი ხელმძღვანელობის დამსახურებად შეიძლება ჩაითვალოს.
საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლა, ფასების ლიბერალიზაცია გავდა დახურულ
ჭურჭლიდან სარქველის აგლეჯას შიდა წნევის მატების გამო. შედეგად, სულ რაღაც
რამდენიმე წელიწადში საქართველოს მოსახლეობა კეთილდღეობის საკმაოდ მაღალი
დონიდან გადაიქცა საზოგადოებად, სადაც სიღარიბემ მასობრივი ხასიათი მიიღო.
ინფლაციური პროცესები გეომეტრიული პროგრესიით ვითარდებოდნენ. - თუ 1980-
1989 წლებში საშუალო წლიური ინფლაცია 0.6 პროცენტი იყო, 1990 წელს საშუალო
თვიურმა ინფლაციამ 1.7 პროცენტი შეადგინა, 1991 წელს, ასევე საშუალო თვიურმა
ინფლაციამ - 4.9%, 1992 წ. – 21.3%, 1993 წ. – 34.6%, ხოლო 1994 წელს 56.3% შეადგინა.
მთლიანად, 1995 წელს 1990 წელთან შედარებით ფასები საქართველოში 356.9
ათასჯერ გაიზარდა2, მაშინ როდესაც მთლიანი შიდა პროდუქტი შემცირდა თითქმის
4-ჯერ.
                                                                                  ცხრილი N 1
         სამომხმარებლო ფასებისა და მთლიანი შიდა პროდუქტის ინდექსები
                        საქართველოში 1991-1995 წლებში
                                      (1990 წ. = 1)
                                    1991        1992      1993            1994        1995
სამომხმარებლო ფასების               1.78        18.1      638.7          135717.2    356936.1
ინდექსი
მთლიანი შიდა პროდუქტის             0.728       0.401      0.283           0.254       0.261
ინდექსი



1
    1980–იანი წლების ბოლომდე სსრკ–ის ერთიან არასაბაზრო სისტემაში ინკორპორირებულ
საქართველოში ოფიციალური ინფლაციის პარალელურად ადგილი ჰქონდა დათრგუნულ, ფარულ
ინფლაციას, რომელიც რამდენჯერმე უფრო მაღალი იყო ოფიციალურ ინფლაციასთან შედარებით.
მაგალითად, 1981–1989 წლებში თუ ფასების საშუალო წლიური მატება შეადგენდა მხოლოდ 0.6
პროცენტს, ინფლაციის რეალური მაჩვენებელი – ოფიციალური, ღია და დათრგუნული ინფლაციის
ჯამური მაჩვენებელი შეადგენდა 4.1 პროცენტს, ანუ თითქმის 7–ჯერ მეტს. აღნიშნული გარემოების
გათვალისწინებით, ფასები 1961-1990 წლებში 265%-ით გაიზარდა, ხოლო 1990 წლის 1 მანეთი 1961
წლის მხოლოდ 26 კაპიკის ექვივალენტური იყო. 1990 წლისთვის ოჯახების ფულადი შემოსავლების
თითქმის 15 პროცენტი ინფლაციური ემისიის დასაფარავად მიემართებოდა. - დაწვრილებით
იხილეთ: იოსებ არჩვაძე. „რა ღირს მანეთი?“. – „რესპუბლიკა“, 6 ოქტომბერი, 1990.
2
  სსრკ–ის დაშლის შემდეგ ფასები იზრდებოდა ყველა პოსტსოციალისტურ ქვეყანაში, თუმცა ამ მხრივ
საქართველომ თავისებური რეკორდი დაამყარა. 1995 წელს 1990 წელთან შედარებით თუ
საქართველოში ფასები გაიზარდა 356.9 ათასჯერ, რუსეთის ფედერაციაში – „მხოლოდ“ 4653.6–ჯერ,
ანუ საქართველოსთან შედარებით 76.7–ჯერ ნაკლებად.

                                                                                              2
მომდევნო     პერიოდში      ინფლაცია      თანდათანობით        კლებადი     ტენდენციით
ხასიათდება, რაზეც წარმოდგენას ქვემორე ცხრილი იძლევა3.


                                                                             ცხრილი N2
                        ინფლაციური პროცესების დინამიკა
                                 1996-2011 წლებში
                          (საშუალო წლიური; პროცენტი)
                              1996-2000     2001-2005 2006-2010                2011
ინფლაციის         საშუალო        13.8          5.8       9.2                    8.5
წლიური ტემპი

2000 წლის შემდეგდროინდელ პერიოდში, 2011 წლის ჩათვლით, საქართველოში 12-
თვიანი პერიოდის მიხედვით ყოველი მეხუთე თვე ორნიშნა ინფლაციური, ხოლო
ყოველი მესამე თვე წინა თვესთან დეფლაციური იყო4.
მიუხედავად      ინფლაციის       დაბალი       ტემპებისა,     ცალკეული         სასაქონლო
ჯგუფებისათვის დამახასიათებელია ფასების დინამიური ცვლილება, რის გამოც
მათი მასშტაბი და თანაფარდობა მნიშვნელოვნად განსხვავდება 10-15 წლის
წინანდელი თანაფარდობისაგან, მით უფრო – 1980-იანი წლების                  დროინდელი
თანაფარდობისაგან.
სტაბილური,     მდგრადი      ეკონომიკის    მქონე    ქვეყნებისათვის,     როგორც     წესი,
დამახასიათებელია ინფლაციის საშუალო წლიური და დეკემბრის თვის 12–თვიანი
ინფლაციის     ტემპების   მაქსიმალური      დაახლოება.      ასეთ   ქვეყნებში   ეკონომიკა
სტაბილურად ვითარდება, არ ახასიათებს შოკები და ჩავარდნები, მაშინ როცა
არამდგრად ეკონომიკაში პროცესები არასტაბილურად ვითარდება და სხვაობაც
ზემოხსენებული პერიოდების მიხედვით გაანგარიშებულ ინფლაციის მაჩვენებლებს
შორის საკმაოდ დიდია.
ასე მაგალითად, 1996–2011 წლებში აშშ–ში ყოველწლიური საშუალო სხვაობა
ინფლაციის საშუალო წლიურ და დეკემბრის ინფლაციას (12–თვიან) ინფლაციას
შორის შეადგენდა მხოლოდ 0.86 პროცენტს, მაშინ როდესაც საქართველოში – 4.28
პროცენტულ პუნქტს, ანუ თითქმის ხუთჯერ მეტს.


3
  2011 წელს საშუალო წლიური ინფლაციის 8.5-პროცენტიანი დონის პირობებში დეკემბრის ინფლაცია
წინა წლის დეკემბერთან შეადგენდა მხოლოდ 2.0 პროცენტს.
4
  2001-2011 წლების 132 თვიდან ორნიშნა ინფლაცია 12-თვიანი პერიოდისათვის დაფიქსირდა 28
თვეში, დეფლაციური თვე წინა თვესთან შედარებით - 38 თვის განმავლობაში, ხოლო 2009 წლის
აგვისტოში დაფიქსირდა დეფლაცია 12-თვიანი პერიოდისათვის.

                                                                                      3
საქართველოში სხვაობა დეკემბრის 12–თვიან ინფლაციასა და საშუალო წლიურ
ინფლაციას შორის ლარის შემოღებიდან განვლილ პერიოდში მხოლოდ 4 წლის
მანძილზე (1997, 2000, 2002, 2006 წწ.) იყო ერთ პროცენტზე ნაკლები, კიდევ 4 წლის
მანძილზე ეს სხვაობა იყო 1–2 პროცენტის ფარგლებში, ხოლო 4 წლის (1996, 1998,
1999, 2011) ეს სხვაობა 6 პროცენტს აღემატებოდა.
ბოლო წლებში ინფლაციურ პროცესებში ზოგადად, მათ შორის საქართველოში,
გამოიკვეთა   სასურსათო     საქონელზე    ფასების   წინმსწრები    ზრდა    ინფლაციის
მაჩვენებელთან შედარებით. საქართველოში 2000 წელთან შედარებით საშუალო
წლიური ინფლაცია 6.42 პროცენტი იყო, მათ შორის სასურსათო საქონელზე - 8.3
პროცენტი, ხოლო დანარჩენ საქონელსა და მომსახურებაზე - 4.5 პროცენტი, ანუ
სასურსათო საქონელზე ფასები ბოლო წლებში 1.8-ჯერ უფრო სწრაფად იზრდებოდა
დანარჩენი სამომხმარებლო დოვლათის ფასებთან შედარებით. ბოლო 11 წლის
მანძილზე (2001-2011 წწ.) სურსათზე ფასების მატებაზე მოდიოდა ინფლაციის 4/5-ზე
მეტი (82%). აღნიშნული გარემოება განსაკუთრებით ნეგატიურად მოქმედებს
ფიქსირებულ- და დაბალშემოსავლიან ოჯახების კეთილდღეობაზე, რომელთა
ფულადი სახსრების დიდი ნაწილი პირველ რიგში სურსათზე მოთხოვნილების
დასაკმაყოფილებლად მიემართება. იმის გათვალისწინებით კი, რომ ბოლო წლებში
განსაკუთრებით გაიზარდა ცალკეული კომუნალური მომსახურების ტარიფებიც,
აღნიშნული კატეგორიის შინამეურნეობების მდგომარეობა კიდევ უფრო მძიმე
იქნება.


ინფლაციის ასახვა მონეტარული
აგრეგატების პროპორციებში
ინფლაციური პროცესებმა გავლენა მოახდინა ფულის ძირითადი აგრეგატების
პროპორციებზე, მათ შორის მთლიანი შიდა პროდუქტის მონეტიზაციის დონეზე.
2011 წლის ბოლოს 1995 წლის დეკემბერთან შედარებით მონეტიზაციის დონე (M3
აგრეგატის მიხედვით)5 გაიზარდა 6.3-ჯერ, 2000 წელთან შედარებით კი - 3.1-ჯერ;
შესაბამისად, იმავე პროპორციით შემცირდა ფულის ბრუნვის სიჩქარე (ფულის იმავე
აგრეგატის მიხედვით). მთლიანი შიდა პროდუქტის ერთსა და იმავე მასას

5
  მონეტიზაციის დონე M3 აგრეგატის მიხედვით - ბანკებს გარეთ არსებული ფულის მასისა და
ეროვნულ და უცხოურ ვალუტაში დეპოზიტების ჯამი, გაყოფილი მთლიანი შიდა პროდუქტის
მასაზე. მონეტიზაციის დონე წარმოადგენს ფულის ბრუნვის სიჩქარის შებრუნებულ მაჩვენებელს.

                                                                                  4
მიმოქცევაში წლიდან წლამდე ფულის სულ უფრო მზარდი მასა სჭირდება, ანუ
ფულის მასის ერთეულზე სულ უფრო ნაკლები მთლიანი შიდა პროდუქტი მოდის6.
აღნიშნული პროცესი, ერთი მხრივ, ინფლაციისა და, მეორე მხრივ, ლარის
მსყიდველობითი უნარიანობის შემცირების მგრძნობიარე ინდიკატორია.
                                                                         ცხრილი N 3
                          მთლიანი შიდა პროდუქტი და
                        ფულის აგრეგატები საქართველოში
                           (წლის ბოლოს მდგომარეობით)
                         მშპ.            ეროვნული         მონეტიზაციის ფულის
                         მიმდინარე       ვალუტა           კოეფიციენტი ბრუნვის
                         ფასებში, მლნ.   მიმოქცევაში,     (M3-ით)      სიჩქარე
                         ლარი            მლნ. ლარი                     (M3-ით)

1995                         3442.0            131.365          4.12          24.27
2000                         6043.0            329.137          8.40          11.91
2005                        11621.0            811.400         14.78           6.77
2010                        20743.0           1618.180         25.92           3.86
2011                        24229.0           1753.584         25.90           3.86
2011 წელი %-ით:
1995 წელთან                   703.9            1334.9          628.6          15.9
2000 წელთან                   400.9             532.8          308.3          32.4




ინფლაცია და ლარის მსყიდველობითი უნარიანობა
ინფლაცია უშუალო კავშირშია ეროვნული ვალუტის - ლარის მსყიდველობით
უნარიანობასთან. ეს უკანასკნელი წარმოადგენს იმ საქონლის რაოდენობას, რომლის
შეძენაც შესაძლებელია მოცემული ფულადი ერთეულით. ბუნებრივია, საქონლის
ფასის მატებისას ფულის ერთეულით სულ უფრო ნაკლები რაოდენობის საქონლის
შეძენაა შესაძლებელი. ინფლაცია და ვალუტის მსყიდველობითი უნარიანობა
უკუპროპორციულ დამოკიდებულებაში არიან, რის გამოც ლარის მსყიდველობითი
უნარიანობა სამომხმარებლო ფასების ინდექსის შებრუნებული მაჩვენებელია.
აღნიშნულის     გათვალისწინებით        ლარის    მსყიდველობითი      უნარიანობა     მისი
შემოღების დღიდან (1995 წ.) 2011 წლის ბოლოსათვის თითქმის 4–ჯერ შემცირდა,
ხოლო 2000 წელთან შედარებით – 2–ჯერ და მეტად. სხვაგვარად რომ ვთქვათ,

6
  2011 წელს 1995 წელთან შედარებით მიმოქცევაში ფულის მასა გაიზარდა 13.3-ჯერ, ხოლო მშპ -
მხოლოდ 7.0-ჯერ, 2000 წელთან შედარებით, შესაბამისად, 5.3-ჯერ და 4.0-ჯერ.

                                                                                      5
საქართველოში ლარის მსყიდველობითი უნარიანობა მისი შემოღებიდან განვლილი
16 წლის მანძილზე ოთხჯერ შემცირდა (შედარებისათვის: აშშ–ში აშშ დოლარის
მსყიდველობითი უნარიანობის 4–ჯერად შემცირებას 41 წელი „დასჭირდა” (1976–
2011 წწ.), ხოლო 2011 წლისთვის 1995 წელთან შედარებით აშშ–ში დოლარის
მსყიდველობითი უნარიანობა შემცირდა მხოლოდ 30.1 პროცენტით).
                                                                         ცხრილი N4
                 ქართული ლარის მსყიდველობითი უნარიანობა
                            1995-2011 წლებში
                               (პროცენტი)
                           1995 წ.    2000 წ.   2005 წ.   2010 წ.    2011 წ.
1995 წელთან                      100       52.3      39.4      27.6       25.4
2000 წელთან                    191.3        100      75.5      52.8       48.7
2005 წელთან                    253.5      132.5       100         70      64.5
2010 წელთან                    362.3      189.4     142.9       100       92.2
2011 წელთან                    393.1      205.5     155.1     108.5        100

ინფლაცია      სამომხმარებლო     საქონლის    არათანაბარი       ზრდის      პირობებში
ყალიბდებოდა. იმ ძირითად საქონლისა და მომსახურეობათა სახეობებიდან,
რომელთა ფასებზეც დაკვირვებას სისტემატურად აწარმოებს ქვეყნის ეროვნული
სტატისტიკური სამსახური, 2000 წელთან შედარებით ფასები გაიზარდა საქონლის
ხორცზე თითქმის 3–ჯერ, პურზე და კარტოფილზე – დაახლოებით 2–2–ჯერ
თითოეულზე,      ბრინჯზე     –   დაახლოებით        1.2–ჯერ.   შესაბამისად,   ლარის
მსყიდველობითი უნარიანობა თითოეული მათგანის მიმართ სხვადასხვანაირად
დაეცა: 2011 წელს ლარის მსყიდველობითი უნარიანობა 2000 წელთან შედარებით
შეადგენდა: საქონლის ხორცზე – 33.9 პროცენტს, პურზე – 47.6 პროცენტს, შაქარზე –
50 პროცენტს, კარაქზე – 70.6 პროცენტს, ბრინჯზე – 87.6 პროცენტს...
მთლიანად, საქართველოში ლარის მასა მისი შემოღებიდან (1995 წ. ოქტომბერი) 2012
წლის დასაწყისისათვის 18.5–ჯერაა გაზრდილი, თუმცა ლარის მსყიდველობითი
უნარიანობის    ზემოხსენებული     დაცემის   გამო     აღნიშნული    მასის    რეალური
მსყიდველობითი უნარიანობა მხოლოდ 4.7–ჯერაა მომატებული.
2000 წელთან შედარებით მიმოქცევაში ფულის მასა 5.2–ჯერ გაიზარდა, ფულის
აღნიშნული მასის მსყიდველობითი უნარიანობა კი – მხოლოდ 2.5–ჯერ.




                                                                                 6
ქვემოთ მოტანილია ინფორმაცია საქართველოში მიმოქცევაში არსებული ლარის
ფულის მასაზე და ამ უკანასკნელის მსყიდველობითი უნარიანობა ინფლაციის
გათვალისწინებით
                                                                       ცხრილი N 5
                მიმოქცევაში არსებული ქართული ლარი და მისი
                მსყიდველობითი უნარიანობა 1995–2011 წლებში
                            (წლის ბოლოს; მლნ ლარი)
                              1995      2000      2005       2010        2011
მიმოქცევაში არსებული
ქართული ლარი
– სულ                           131.4     329.2      811.4    1618.2       1753.6
– პროცენტობით 1995 წელთან        100      250.6      617.7    1231.8       1334.9
მიმოქცევაში არსებული
ქართული ლარის
მსყიდველობითი უნარიანობა:
– 1995 წლის ფასებში             131.4     172.1      320.1     446.5       446.1
– პროცენტობით 1995 წელთან        100      131.0      243.7     339.9       339.6


რეალურ განზომილებაში მიმოქცევაში ფულის მასის ზრდა დაახლოებით 3/5–ით
უკავშირდება ქვეყნის ეკონომიკის ზრდას, ხოლო 2/5–ით – ფულის ბრუნვის სიჩქარის
შემცირებას.


ინფლაცია საწვავის, ბინისა და ოქროს
ფასების მიხედვით
საწვავი, ბინა და საიუველირო საქონელი (ოქრო), მიუხედავად იმისა, რომ              მათ
ჯამური წონით საქონელ–წარმომადგენელთა კალათაში 5%–ზე ნაკლები უკავიათ,
ფასების ცვლილებების საკმაოდ მგრძნობიარე ინდიკატორებს წარმოადგენენ. უფრო
მეტიც, მათზე ფასების ნებისმიერი მიმართულებით ცვლილება მაღალ დადებით
კორელაციაშია სხვა საქონელთა ფასების ცვლილებებთან.
ერთი ლიტრი საწვავის ფასი საქართველოში 2011 წელს 2000 წელთან შედარებით
თითქმის 2.1–ჯერ გაიზარდა, თუმცა ცალკეულ პერიოდებში (2008 წლის ივლისში)
აღნიშნული თანაფარდობა მეტიც იყო. აღნიშნული ცვლილება ძალიან ახლოსაა
ინფლაციის საერთო ეროვნული მაჩვენებლის დინამიკასთან. ამჟამად ბენზინით
მსუბუქი ავტომობილის 60–ლიტრიანი ავზის გავსებას 2000 წელთან შედარებით 65.4
ლარით მეტი თანხა სჭირდება.



                                                                                    7
ამასთან, მიუხედავად საწვავის ფასების ზრდისა, საშუალო ხელფასით ბენზინის
ყიდვის შესაძლებლობა განვლილ პერიოდში 4.6–ჯერ გაიზარდა. – 2011 წლის ბოლო
საშუალო ხელფასით შესაძლებელი იყო „რეგულარის“ მარკის 366 ლ ბენზინის შეძენა,
ნაცვლად 2000 წლის 80 ლიტრისა.
საყურადღებოა. რომ ბოლო 6 წლის მანძილზე საქართველოში ფასები სურსათზე
ორჯერ და უფრო მეტად გაიზარდა, ვიდრე ბინებზე. რადგანაც ფასები უძრავ
ქონებაზე (ბინებზე) როგორც წესი, ფიქსირდება მყარ, კონვერტირებად ვალუტაში
(დოლარი, ევრო), ბინის ფასების აშშ დოლარებში დენომინირებით ეს სხვაობა
რამდენადმე ნაკლებია (2011 წელს 2006 წელთან შედარებით ბინების ფასი
საქართველოში გაიზარდა: ლარებში – 26 პროცენტით,             აშშ დოლარებში 33
პროცენტით, მაშინ როდესაც იმავე პერიოდში სურსათზე ფასები ქართულ ვალუტაში
– 53.2%–ით).
საქართველოში ერთი საშუალო (70 მ2) ბინის შესაძენად საჭიროა 11.6 წლის
ნომინალური ხელფასის ექვივალენტი თანხა. ეს თითქმის 1.5–ჯერ ნაკლებია 2006
წლის მაჩვენებელთან შედარებით (17.2 წელი), თუმცა მაინც საგრძნობლად აღემატება
ამ მხრივ მოწინავე ქვეყნების მაჩვენებლებს. მაგალითად, აშშ–ში იმავე ფართობის
ერთი ბინის შესაძენად საჭიროა 2.7 წლის საშუალო ხელფასი (2006 წ. – 3.4 წლის
ხელფასი), ჩილეში – 4.1 წელის ხელფასი, შვეციაში – 4.3 წლის, ხოლო ბელგიაში – 4.3
წლის ხელფასი.
საიუველირო ნაწარმის ფასმა 2011 წელს 2006 წელთან შედარებით მოიმატა 123%–ით,
მათ შორის თბილისში 158.4 პროცენტით, რაც 3–ჯერ აღემატება იმავე პერიოდში
სურსათზე ფასების ზრდას.
ლარის მსყიდველობითი უნარიანობის დინამიკა 2006–2011 წლებში მთლიანად,
აგრეთვე სურსათზე, საწვავზე, ბინებსა და საიუველირო ნაწარმზე მოტანილია
ქვემორე ცხრილში.


                                                                  ცხრილი N 6
                   ლარის მსყიდველობითი უნარიანობა სულ და
                   საქონელთა ცალკეული სახეობების მიხედვით
                               2006–2011 წლებში
                           (პროცენტი: 20006 წ. = 100)
                            2006     2007      2008     2009   2010     2011
სულ                         100      91.5      83.2     81.8   76.4     70.4
                                                                               8
მათ შორის:
სურსათის მიხედვით                       88.6      84.0       80.9       65.9   65.3
ბენზინის მიხედვით              100      91.3      97.4       87.5       77.3   70.7
საიუველირო ნაწარმის
მიხედვით                       100       87.3     87.4       65.1       50.6   44.8
     მათ შორის თბილისში        100       87.0     85.1       58.0       45.1   38.7
ბინების მიხედვით               100      110.0     67.2       75.4       74.1   79.0
    მათ შორის თბილისში         100       87.9     59.0       94.7       96.9   75.3



საშუალო ხელფასისა და მოსახლეობის ფულადი სახსრების
მსყიდველობითი უნარიანობა
ინფლაციური      პროცესებისადმი       განსაკუთრებით       მგრძნობიარეა    მოსახლეობის
მიმდინარე შემოსავლები, პირველ რიგში, ხელფასი.
საქართველოს ეროვნულ მეურნეობაში დასაქმებულთა საშუალო თვიურმა ხელფასმა
2011 წლის ბოლოს 761 ლარი შეადგინა, რაც 11 წლის წინანდელ ანალოგიურ
მაჩვენებელს თითქმის 10–ჯერ აღემატება. ამასთან, ინფლაციის გამო ხელფასის
მსყიდველობითი უნარიანობა აღნიშნულ პერიოდში მხოლოდ 4.7–ჯერ გაიზარდა. –
2011 წლის მეოთხე კვარტალის საშუალო თვიური ხელფასი 2000 წლის ფასებით,
დაახლოებით 370 ლარის ექვივალენტურია.
რეალურ განზომილებაში საშუალო ხელფასი აღნიშნულ პერიოდში (2001–2011 წწ.)
ყოველწლიურად 15.1 პროცენტით იზრდებოდა - 22.9-პროცენტიანი ნომინალური
ზრდის პირობებში.
მოსახლეობის მთლიანი ფულადი სახსრები7 2011 წელს 2000 წელთან შედარებით 4.3–
ჯერ გაიზარდა – 1.8 მლრდ ლარიდან 7.8 მლრდ. ლარამდე. მოსახლეობის ფულადი
სახსრების ზრდა საგრძნობლად ჩამორჩება საშუალო ხელფასის ზრდას. - რეალურ
განზომილებაში, ინფლაციის გათვალისწინებით, 11 წლის მანძილზე მოსახლეობის
ფულადი სახსრები მხოლოდ 2.1–ჯერ გაიზარდა.




7
  მოსახლეობის ფულადი სახსრები ყალიბდება, გარდა ხელფასისა (დაქირავებიდან მიღებული
შრომითი შემოსავლებისა), შემდეგი შემოსავლებით: თვითდასაქმებიდან, სოფლის მეურნეობის
პროდუქციის გაყიდვიდან, საკუთრების უფლების რეალიზაციიდან (შემოსავლები ქონების
ელემენტების გაქირავებიდან და პროცენტი ან დივიდენდი ანაბარზე ან ფასიან ქაღალდებზე),
პენსიები, სტიპენდიები, დახმარებები, უცხოეთიდან მიღებული გზავნილები, საჩუქრად მიღებული
ფული, შემოსავლები ქონების გაყიდვიდან. აღნიშნულ ფულად სახსრებში ხელფასის სახით
მიღებული შემოსავლების წილი გაიზარდა 2000 წლის 35.4%–დან 2011 წლის 42.4%–მდე.

                                                                                      9
აღნიშნულ პერიოდში მოსახლეობის ფულადი სახსრების ზრდის საშუალო წლიური
ტემპი    ხელფასის ზრდის საშუალო ტემპს დაახლოებით 1.6–ჯერ ჩამორჩებოდა
(შესაბამისად, 14.3% და 22.9%).


ფიზიკური პირების დეპოზიტების
მსყიდველობითი უნარიანობა
საქართველოს საბანკო სისტემაში ფიზიკური პირების დეპოზიტების მოცულობამ
2012 წლის დასაწყისისათვის 3.2 მლრდ. ლარი შეადგინა, რაც 10 წლის წინანდელ
დონზე 17.7–ჯერ მეტია. ფიზიკურ პირთა დეპოზიტების თანაფარდობა მშპ–სთან 13.4
პროცენტია8.
ინფლაციის      გათვალისწინებით,       2012   წლის     დასაწყისის       მდგომარეობით,
საქართველოს     საბანკო   სისტემაში     ფიზიკური    პირების     მიერ   განთავსებული
დეპოზიტების მსყიდველობითი უნარიანობა 2000 წლის ფასებში მხოლოდ 1.7 მლრდ.
ლარია.


ფულადი ტრანზაქციების მსყიდველობითი უნარიანობა
საქართველოს შიდა სამომხმარებლო ბაზარზე
მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად ერთადერთი საგადამხდელო საშუალებად
საქართველოში გამოცხადებულია ქართული ლარი, სხვა ქვეყნის ვალუტები
აქტიურად გამოიყენება არა მარტო შიდა ბაზრის ფასების ფორმირებასა და
მასშტაბების    დადგენაში,   არამედ      ანგარიშწორებაშიც.      საქართველოს     საბანკო
სისტემაში     დოლარიზაციის       დონე    საკმაოდ    მაღალია:    ფიზიკური       პირების
დეპოზიტების 80.3 პროცენტი, აგრეთვე ბანკების მიერ გაცემული სესხების 68
პროცენტი უცხოურ ვალუტაში (ძირითადად აშშ დოლარებში) ხორციელდება.
საქართველოში 1990–იანი წლების პირველი ნახევრიდან ახალი სოციალურ–
ეკონომიკური ჟღერადობა შეიძინა ტერმინმა შრომითი მიგრაცია. – საქართველოს
ასეულობით ათასი მოქალაქე ეკონომიკური პირობების გამო იძულებული გახდა
სამშობლო დაეტოვებინა და შემოსავლის წყარო უცხოეთში ეძია. აღნიშნული
კონტინგენტის     მოსახლეობის      საქართველოდან      გასვლის      მასშტაბები    ჯერაც
საგრძნობლად სჭარბობს საქართველოში ჩამოსულთა (დაბრუნებულთა) მასშტაბებს.

8
 თავისი მსყიდველობითი უნარიანობით ფიზიკურ პირთა დეპოზიტები ქვეყანაში დაქირავებით
დასაქმებულთა მხოლოდ 9 თვის ნეტო–ხელფასის (ხელზე აღებული ხელფასის) ექვივალენტურია.

                                                                                    10
აღნიშნული      გარემოება     განაპირობებს      საზღვარგარეთიდან        საქართველოში
განხორციელებული ფულადი გზავნილების ყველაზე სწრაფ ზრდას ჩვენი ქვეყნის
ეკონომიკურ ინდიკატორთა შორის. – 2003 წელთან შედარებით 2011 წელს ასეთი
გზავნილების მოცულობა 6.5-ჯერ გაიზარდა - 196.6 მლნ. აშშ დოლარიდან 1268.1
მლნ. დოლარამდე. ეს 2.2-2.2-ჯერ აღემატება იმავე პერიოდში ქვეყნის ნომინალური
მთლიანი შიდა პროდუქტისა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების, ხოლო 1.2-
1.2-ჯერ - საშუალო ნომინალური ხელფასისა და საგარეო სავაჭრო ბრუნვის
მოცულობის ზრდას.
ასეთ პირობებში ფულადი გზავნილების მსყიდველობითი უნარიანობის ინდექსი
დამოკიდებული ხდება ორ ფაქტორზე: ფასების ინდექსზე, ინფლაციაზე, ერთი მხრივ
და   ლარი/დოლარის        ოფიციალურ       კურსზე.    ბოლო     წლების     განმავლობაში,
აღნიშნული      კომპონენტების       ტრენდის      გათვალისწინებით        საქართველოში
საზღვარგარეთიდან განხორციელებული ფულადი ტრანზაქციები მსყიდველობით
უნარიანობას კარგავდნენ ორივე ფაქტორის გამო: ინფლაციის პარალელურად
ადგილი ჰქონდა (განსაკუთრებით 2003 წლის შემდეგ) ეროვნული ვალუტის
გამყარებას აშშ დოლართან (2011 წელს 2000 წელთან ლარი დოლართან გამყარდა 14.6
პროცენტით, ხოლო 2003 წელთან შედარებით – 21.4 პროცენტით). შედეგად, თუ
ნომინალურად 2000 წელთან შედარებით 2011 წლისთვის ფულადი ტრანზაქციები
საქართველოში აშშ დოლარებში გაიზარდა 20.0–ჯერ, ლარებში დენომინირებული
იგივე    რესურსები      გაიზარდა       მხოლოდ      17.1–ჯერ,     ხოლო      ინფლაციის
გათვალისწინებით რეალურად – მხოლოდ 8.3–ჯერ. ეს ნიშნავს, რომ ფულადი
ტრანზაქციების     ერთეულის      (აშშ   დოლარის)       მსყიდველობითი       უნარიანობა
საქართველოში 2011 წლისთვის თითქმის 2.4–ჯერ შემცირდა              და 2000 წლის დონის
მხოლოდ 40.7 პროცენტი შეადგინა. სხვაგვარად რომ ვთქვათ, 2011 წლის 1268.6 მლნ.
აშშ დოლარის ფულადი ტრანზაქციები უცხოეთიდან საქართველოში თავისი
მსყიდველობითი უნარიანობით 2000 წლის ფასებში 516.3 მლნ. აშშ დოლარის
ექვივალენტურია9, ანუ ნომინალზე 750 მლნ. აშშ დოლარით ნაკლები.




9
 სხვაგვარად რომ ვთქვათ, საქართველოს შიდა სამომხმარებლო ბაზარზე 2000 წელს 100 დოლარად
შეძენილი საქონლის ექვივალენტი საქონელი 2011 წლისათვის უკვე თითქმის 246 აშშ დოლარი
ღირდა.

                                                                                       11
აშშ დოლარზე საქართველოს შიდა სამომხმარებლო ბაზარზე ზემოხსენებულმა
     „ორმაგმა პრესინგმა“ ის შედეგი გამოიღო, რომ მიუხედავად იმისა, რომ ინფლაციის
     საშუალო წლიური ტემპი საქართველოში 2.7–ჯერ უფრო მაღალია აშშ–სთან
     შედარებით     (შესაბამისად,    6.8%   და     2.5%),   ხოლო     ლარის       მსყიდველობითი
     უნარიანობის დაკარგვის ტენდენცია საქართველოში 2.2–ჯერ უსწრებდა დოლარის
     ანალოგიურ პროცესს აშშ–ში, ლარის ოფიციალური კურსის გამყარების წყალობით,
     საქართველოში აშშ დოლარის გაუფასურების (მსყიდველობითი უნარიანობის
     დაკარგვის) პროცესმა გადაუსწრო ლარის გაუფასურების პროცესს. – 2011 წლისათვის
     საქართველოს შიდა სამომხმარებლო ბაზარზე 2000 წელთან შედარებით ლარი
     გაუფასურებული იყო 51.3 პროცენტული პუნქტით, ხოლო აშშ დოლარი 8
     პროცენტული პუნქტით უფრო მეტად – 59.3 პროცენტული პუნქტით.
                                                                                       ცხრილი N 7
               ლარისა და აშშ დოლარის მსყიდველობითი უნარიანობის ინდექსები
                                    2000–2011 წლებში
                                    (პროცენტი; 2000 წ. = 100)
                2000   2001 2002 2003 2004 2005 2006 2007 2008 2009 2010 2011
ლარის            100    95.5 90.4 86.4 81.7 75.5 69.2 63.3 57.5 56.6 52.8 48.7
აშშ დოლარის:
–
საქართველოში     100 100.9   97.1   90.1   73.7    68.2    59.9   50.1   49.8   48.9    46.2   40.7
–აშშ–ში          100 97.7    96.2   94.0   91.6    88.6    85.8   83.4   80.4   80.6    79.3   76.9

     აშშ დოლარის საქართველოს შიდა სამომხმარებლო ბაზარზე მსყიდველობითი
     უნარიანობის დაცემის საგრძნობი ინდიკატორია აგრეთვე ფასების საშუალო დონის
     დაახლოება მსოფლიო დონესთან. - საქართველოს ჩამორჩენა აშშ-სთან აღნიშნული
     ინდიკატორით შემცირდა 2000 წლის 70 პროცენტული პუნქტიდან 2011 წლის 43
     პროცენტამდე10. ცალკეული საქონლის მიხედვით ფასების თანაფარდობა კიდევ
     უფრო მეტია11.


     საქონელ–წარმომადგენელთა წონების როლი
     ინფლაციის გაანგარიშებისას

     10
        ბიგ-მაკის ინდექსით საქართველოს ჩამორჩენა აშშ-სთან კიდევ უფრო ნაკლებია - მხოლოდ 18.4
     პროცენტი.
     11
        მაგალითად, ბენზინის ფასი საქართველოში, 1.5-ჯერ უფრო მაღალია აშშ დონესთან შედარებით,
     „სამაგიეროდ“ ბუნებრივი აირის ტარიფი საქართველოში დაახლოებით 3-ჯერ უფრო ნაკლებია
     ევროკავშირთან შედარებით, საშუალო ხელფასით ამ საქონლის 1.5-ჯერ ნაკლები მსყიდველობითი
     უნარიანობის პირობებში.

                                                                                                12
ინფლაციის დონეს განსაზღვრავს ორი გარემოება: ინფლაციის გასაანგარიშებელ
     კალათაში მოხვედრილი საქონლის (ე.წ. საქონელ-წარმომადგენელის) ფასის ინდექსი
     (1) და ამ საქონლის (საქონელ-წარმომადგენლის) წონა, გავლენა ფასების საერთო
     დონის ცვლილებაზე (2). საქართველოში დიდი ხნის განმავლობაში სურსათის წილი
     საკმაოდ მაღალი იყო და 1990-იანი წლების შუა ხანებში „ინფლაციური კალათის“ 60
     პროცენტს აღწევდა (შედარებისათვის: 2012 წლის კალათაში სურსათის წილი უკვე
     მხოლოდ 30 პროცენტია). ფაქტობრივად, მოცემული საქონლის ფასის ცვლილების
     გავლენა ფასების საერთო ინდექსის ფორმირებაზე დამოკიდებულია ამ საქონლის
     ფასის ინდექსზე, გამრავლებული მის წონაზე. მაგალითად, 2001-2011 წლებში
     სურსათის წონის 2000 წლის დონეზე დატოვება მოგვცემდა              დაახლოებით ერთი
     პროცენტული პუნქტით მაღალ საშუალო წლიურ ინფლაციას ოფიციალურად
     დეკლარირებულთან შედარებით, ხოლო 2012 წელს 2011 წელთან შედარებით
     სურსათის წილის 40-დან 30 პროცენტამდე შემცირების გამო წლიური ინფლაციის
     მაჩვენებელი დაახლოებით 0.4 პროცენტული პუნქტით დაბალი იქნება12.
     ქვემოთ მოტანილია ინფლაციის საშუალო წლიური მაჩვენებლები – მთლიანად და
     სასურსათო სასაქონლო ჯგუფის მიხედვით 2000–2011 წლებზე, აგრეთვე შესაბამისი
     წლების მიხედვით სურსათის წილი ინფლაციის გასაანგარიშებელ საქონელ–
     წარმომადგენელთა კალათაში.
                                                                              ცხრილი N8
                         ინფლაცია სასურსათო საქონლის სხვადასხვა
                                   წონების შემთხვევაში
                                  (წლის ბოლოს; პროცენტი)
              2000 2001 2002 2003 2004 2005 2006 2007 2008 2009 2010 2011
ინფლაცია    –  4.6  3.4  5.4    7  7.5  6.2  8.8   11  5.5    3 11.2    2

     12
        სხვადასხვა საქონელზე ზრდადი ან კლებადი ფასების ინფლაციაზე გავლენის საილუსტრაციოდ
     მოვიტანთ წიწიბურასა და თვითმფრინავით მგზავრობის ფასების ცვლილებას.
     მიუხედავად იმისა, რომ თვითმფრინავით ერთი მგზავრობის ღირებულება ერთ კილო წიწიბურას
     ფასს აღემატება 116–ჯერ, თვითმფრინავით მგზავრობის ღირებულების წვლილი ინფლაციის
     გასაანგარიშებელ კალათაში დაახლოებით 120–ჯერ ნაკლებია 1 კგ წიწიბურას ფასზე. – მიზეზი
     მარტივია: დღეისათვის თვითმფრინავით გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა წელიწადში
     საქართველოს მთელი მოსახლეობის 7-8 პროცენტს არ აღემატება, მაშინ როდესაც წიწიბურას
     მომხმარებელი ფაქტობრივად მთელი მოსახლეობაა. ბოლო ორ წელიწადში თვითმფრინავით
     მგზავრობის ფასმა მოიმატა 18 ლარით, ხოლო წიწიბურას ფასმა – მხოლოდ 2.44 ლარით, თუმცა ამ
     უკანასკნელის ფასის მატება მოსახლეობის მატერიალურ მდგომარეობასა და ფულადი რესურსების
     მსყიდველობით უნარიანობაზე უფრო მეტად აისახება, ვიდრე თვითმფრინავით მგზავრობის ფასის
     მატება.



                                                                                       13
სულ
ინფლაცია
სურსათის 2000
წლის წონებით    4.6           3.4   5.4           7     8.1    5.9     8.9 11.4     5.5    3.2 14.5        1.7
ინფლაცია
სურსათის 2012
წლის წონებით    2.8           3.2   3.7      6.0       5.7     7.0     8.6 10.5     5.5    2.8     9.3     2.2

     განსაკუთრებით თვალსაჩინოდ სურსათის წონის გავლენა ინფლაციის საერთო
     დონეზე ჩანს საქართველოსა და ევროზონის 2010 წლის ინფლაციების შედარებისას,
     როდესაც განსაკუთრებით საგრძნობი იყო სხვაობა სურსათისა და დანარჩენი
     საქონლის ფასების. ინდექსებს შორის. ინფლაციის გასაანგარიშებელ კალათაში
     სურსათის წილი საქართველოში 40 პროცენტი იყო, ევროზონაში კი - მხოლოდ 15.2
     პროცენტი, ფასებმა იმ წელს სურსათზე მოიმატა: საქართველოში – 23.1 პროცენტით,
     ევროზონაში       -       მხოლოდ        1.8       პროცენტით.       იმ   შემთხვევაში,    თუ         სურსათს
     საქართველოში             ექნებოდა      ევროზონის          წონა,    ხოლო      ევროზონაში,      პირიქით,
     საქართველოს          წონა,     მაშინ     საქართველოში             იმ   წლის    ინფლაცია       იქნებოდა
     ოფიციალურზე მნიშვნელოვნად ნაკლები (11.2 პროცენტის ნაცვლად 6.3 პროცენტი),
     ხოლო ევროზონაში, პირიქით, ოფიციალურზე საგრძნობლად მეტი ( 2.4 პროცენტი
     ნაცვლად 2.2 პროცენტისა).
     შესაბამისად,     განსხვავებული               იქნება      ვალუტის       მსყიდველობითი        უნარიანობა
     სამომხმარებლო კალათის წონების მიხედვითაც. მაგალითად, 2010 წელს 2009
     წელთან შედარებით ლარის მსყიდველობითი უნარიანობა ოფიციალურად შემცირდა
     10.1 პროცენტით (= 89.9%). თუ სურსათის წონა იქნებოდა 2000 წლის დონეზე, მაშინ
     ლარის მსყიდველობითი უნარიანობა იქნებოდა წინა წლის მხოლოდ 87.3 პროცენტი,
     ხოლო თუ ევროზონისა – 94.1 პროცენტი.


     პენსიონერთა ფულადი რესურსების
     ინფლაცია და მსყიდველობითი უნარიანობა
     ინფლაციისა და ლარის მსყიდველობითი უნარიანობის დონეთა და ინდექსების
     ანალიზს    არა       აქვს      მხოლოდ            მაკროეკონომიკური         და    ზოგად–შემეცნებითი
     მნიშვნელობა.         –     დიდია       მათი        გამოყენებითი        ღირებულებაც,         მათ     შორის
     შინამეურნეობების დონეზეც. – რაც უფრო დაბალია შინამეურნეობათა შემოსავლები,
     მით უფრო მაღალია მათში სურსათის წილი და პირიქით. ასე მაგალითად,

                                                                                                            14
მოსახლეობის ყველაზე დაბალ შემოსავლიანი 5 პროცენტის ფულადი ხარჯების 55
პროცენტი მოდის სურსათზე, მაშინ როდესაც ყველაზე მაღალშემოსავლიანებში – 20
პროცენტზე     ნაკლები.   აღნიშნულის    გათვალისწინებით,       პენსიონერებისათვის,
შემოსავლებით    მოსახლეობის      ყველაზე   მარგინალური,   დაბალ     შემოსავლიანი
კატეგორიისათვის,      ინფლაციის    მაჩვენებელი    გაცილებით      მაღალი,   ხოლო
შემოსვლების მსყიდველობითი უნარიანობის ინდექსი – გაცილებით დაბალია
შესაბამის საშუალო მაჩვენებლებთან შედარებით. შედეგად, თუ საშუალო პენსია 2011
წელს 2000 წელთან შედარებით 7.1–ჯერ გაიზარდა, რეალურად, მსყიდველობითი
უნარიანობის გათვალისწინებით, პენსია მხოლოდ 218 პროცენტითაა (დაახლოებით
3.2–ჯერ) გაზრდილი, რის გამოც 2011 წლის პენსია თავისი მსყიდველობითი
უნარიანობით 2000 წლის 44.5 ლარის ექვივალენტურია. ფასები პენსიონერთათვის
2000 წლის შემდეგ გაიზარდა 123.6 პროცენტით, მაშინ როდესაც დანარჩენი
კატეგორიის მოსახლეობისათვის        – მხოლოდ 91.9 პროცენტით.          შესაბამისად,
პენსიონერებისათვის ინფლაცია უფრო მაღალი ნიშნულით, ხოლო მსყიდველობითი
უნარიანობის    ინდექსი    –   გაცილებით      სწრაფად   კლებადი     იყო   დანარჩენ
მოსახლეობასთან შედარებით. – 2011 წლის ბოლოსათვის 2000 წლის ანალოგიურ
პერიოდთან შედარებით პენსიონერთა ფულადი მასის ერთეულის მსყიდველობითი
უნარიანობა დანარჩენი კატეგორიის მოსახლეობის ფულადი მასის ერთეულთან
შედარებით თითქმის 9       პროცენტული პუნქტით უფრო მეტად იყო დაცემული
(შესაბამისად, 44.7% და 50.5%).
                                                                      ცხრილი N 9
ლარის მსყიდველობითი უნარიანობის ინდექსი 2011 წელს 2000 წელთან შედარებით
    სულ, პენსიონერებისა და დანარჩენი მოსახლეობის ფულადი რესურსების
                           ერთეულის მიხედვით
                      (წლის ბოლოს მიხედვით; 2000 წ. = 100)
                                      სულ          პენსიონერთა       დანარჩენი
                                                    მიხედვით        მოსახლეობის
                                                                     მიხედვით
            ინდექსი                   48.7             44.7             50.5




                                                                               15
დასკვნა
ლარის შემოღების შემდეგ საქართველომ თავი დაღწია ფასების ჭენებით ზრდას13,
თუმცა ინფლაციის ტემპი საქართველოში ჯერადად მაღალია განვითარებული
საბაზრო ეკონომიკის მქონე ქვეყნებთან შედარებით. 1990–იანი წლების შუა ხანებთან
შედარებით 2011 წლის ბოლოსათვის ფასები საქართველოში საშუალოდ თითქმის 4–
ჯერ გაიზარდა, ხოლო ქართული ლარის მსყიდველობითი უნარიანობა შესაბამისად,
იმავე   პროპორციით        დაეცა.    ლარის    შემოღების      დროინდელი        100    ლარის
მსყიდველობითი უნარიანობა 2011 წლის ბოლოს გააჩნდა მხოლოდ 394 ლარს (2012
წლის აპრილში - უკვე 396 ლარს).
ამავე დროს, ფასების მეტ–ნაკლებად სტაბილური ზრდის პირობებში ჩამოყალიბდა
ფასების ახალი პროპორცია. ფასები განსაკუთრებით გაიზარდა იმ საქონელსა და
მომსახურებაზე, რომლებზეც ადრე მოქმედებდა სუბსიდირების სისტემა და
ნარჩუნდებოდა        დაბალი,        თვითღირებულებაზე        ფასები.     ამჟამად      საფასო
სუბსიდირების       ნაცვლად      სამომხმარებლო       დოვლათის       მიწოდება        თითქმის
მთლიანად საბაზრო (ზოგჯერ – მონოპოლიური) ფასებით ხორციელდება14.
საქართველოს მსოფლიო მეურნეობაში მაღალი ჩართულობის გამო (საგარეო–
სავაჭრო    ბრუნვის    თანაფარდობა       მთლიან     შიდა    პროდუქტთან       თითქმის 70
პროცენტია), მსოფლიო ეკონომიკაში მიმდინარე პროცესები, ფასების ცვლილება
მაღალი კორელაციით აისახება ქვეყნის შიდა სამომხმარებლო და საინვესტიციო
ბაზარზე. აღნიშნულის გამო 2000 წლის შემდგომ დროინდელ პერიოდში (132 თვე) 38
თვე წინა თვესთან დეფლაციური იყო, ხოლო 94 თვე – ინფლაციური. ამასთან, 51
თვეში წინა თვესთან ერთ პროცენტზე ნაკლები დონის ინფლაცია იყო, ხოლო 15
თვეში – 2–პროცენტზე მაღალი ინფლაცია15. ფაქტობრივად, ბოლო 11 წლის მანძილზე
წინა თვესთან მხოლოდ ყოველი მესამე თვეში იყო ინფლაცია ერთპროცენტიან


13
   1995 წლის შემდეგ საქართველოს აღარასოდეს ჰქონია 3.8 პროცენტზე მაღალი საშუალო თვიური
ინფლაცია.
14
   თუ ფასების ახლანდელ დონეს 20-30 წლის წინანდელს შევუდარებთ, შეიძლება ხატოვნად ვთქვათ,
რომ გამოიკვეთა ფასების "დიდი მიგრაცია". - როგორც ოდესღაც, ხალხთა დიდი მიგრაციისას ერთი
ხალხი მეორის სამოსახლო ადგილს, სასიცოცხლო სივრცეს იკავებდა, ახლა, ერთი საქონლის ფასების
მასშტაბმა მეორის, მანამდე (20-30 წლის წინანდელი) ჯერადად ძვირი საქონლის ფასების მასშტაბი
"მოირგო" და "გაითავისა"... ასე მაგალითად, "ეხლანდელ" ასანთს "მაშინდელი" მარილის ფასი დაედო,
მარილს - ფქვილის, ფქვილს - შაქრის, შაქარს - ხორცის, ხორცს - სათალის, სათალს - ხიზილალის...
15
   შედარებისათვის: წინა თვესთან შედარებით 2–პროცენტზე მაღალი დეფლაცია 2000 წლის შემდეგ
მხოლოდ ორჯერ დაფიქსირდა: 2009 წლის ივლისსა და 2011 წლის ივნისში.

                                                                                        16
ნიშნულზე მაღალი ინფლაცია. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, 2011
წლის ფასების საშუალო წლიურმა ინდექსმა 2000 წელთან 205.5 პროცენტი, ხოლო
იმავე წლის დეკემბრის ინდექსმა, შესაბამისად, 198.6 პროცენტი შეადგინა.
განსაკუთრებთ      მძიმე   დარტყმა    ფასების     მატებამ     ფიქსირებულ–         და
დაბალშემოსავლიან     მოსახლეობას,    მათ    შორის     პენსიონერებს    მიაყენა.   ამ
უკანასკნელთა ფულადი რესურსების მსყიდველობითი უნარიანობა ერთეულ ლარზე
გაანგარიშებით     გაცილებით      მეტად     შემცირდა     დანარჩენი     კატეგორიის
მოსახლეობასთან      შედარებით.    ფაქტობრივად,      მოსახლეობის      ამ     ნაწილის
კეთილდღეობა „ორმაგ დეფლირებას“ განიცდის – ჯერ ერთი, მათი შემოსავლები
ნაკლებია მოსახლეობის სხვა ჯგუფებთან შედარებით და მეორე, ინფლაცია მათი
შემოსავლების ერთეულს უფრო მძიმედ ურტყამს. აშშ–საგან განსხვავებით, სადაც
მოხუც მოსახლეობაში სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფთა რაოდენობა 1.7–ჯერ
ნაკლებია სიღარიბის საერთო ეროვნულ მაჩვენებელთან შედარებით, საქართველოში
სიღარიბის დონე 65 წელს გადაცილებულ მოსახლეობაში საშუალო ეროვნული
დონეზე თითქმის 2–ჯერ უფრო მაღალია.
მიუხედავად      ზრდისა,   მოსახლეობის    ფულადი       სახსრების   მატების     ტემპი
საგრძნობლად ჩამორჩება საშუალო ხელფასის, საგარეო სავაჭრო ბრუნვისა და
განსაკუთრებით, უცხოეთიდან საქართველოში განხორციელებული ტრანზაქციების
მატების ტემპს. ამ უკანასკნელთან შედარებით ფულადი სახსრების ტემპი თითქმის
2.2–ჯერ უფრო დაბალია. ამასთან, ქვეყნის მოსახლეობის ფულად სახსრებში
საქართველოში განხორციელებული ფულადი ტრანზაქციებიც მონაწილეობენ, ხოლო
ამ უკანასკნელთა თანაფარდობა მოსახლეობის მთელ განკარგვად სახსრებთან 2000
წლის 7.4 პროცენტიდან 2011 წლის 27.6 პროცენტამდე გაიზარდა. ფაქტობრივად, თუ
ქვეყნის ფარგლებს გარედან მიღებულ სახსრებს გამოვაკლებთ, ქვეყნის შიდა
წყაროებიდან მიღებული ფულადი სახსრების ზრდის ტემპი კიდევ უფრო ნაკლები
იქნება (ზრდაა დაახლოებით 3.4–ჯერ). ფაქტობრივად, ქვეყნის მოსახლეობის
კეთილდღეობისა და მოხმარების მასშტაბები სულ უფრო მეტად ხდება გარე
ფაქტორებზე (ამ კუთხით – უცხოეთიდან საქართველოში განხორციელებულ ფულად
გზავნილებზე) დამოკიდებული.
ბოლო წლებში საქართველოში ინფლაციის შედარებით მაღალი ტემპის გამო აშშ–ის
ინფლაციასთან შედარებით, აგრეთვე ქართული ლარის აშშ დოლართან კურსის
                                                                                 17
გამყარების გამო ამჟამად ფასების დონე საქართველოში ჩამორჩება აშშ–ისას მხოლოდ
1.7–ჯერ   (2000    წელს     –   3.3–ჯერ).   თუმცა    მსოფლიო   მეურნეობაში    მაღალი
ჩართულობის, აგრეთვე მოსახლეობის დეპოზიტებისა და გაცემული კრედიტების
დოლარიზაციის მაღალი დონის გამო ინფლაციისაგან მოსახლეობის კეთილდღეობის
დაცვის მთავარი ბერკეტი არა ფასების რეგულირება და ინფლაციის „დათრგუნვაა“
(ამის რესურსი საქართველოს ნაკლებად აქვს), არამედ შემოსავლების ზრდაა. სწორედ
ეკონომიკური        აქტიურობის       გაუმჯობესების,     დასაქმების   ზრდის     ხარჯზე
შემოსავლების მატებამ უნდა გადაფაროს ინფლაციის გამო ეროვნული ვალუტის
ერთეულის მსყიდველობითი უნარიანობის პერმანენტული შემცირების ნეგატიური
ეფექტი    და      შექმნას   პირობა     მოსახლეობის     კეთილდღეობის          რეალური
ამაღლებისათვის.


იოსებ არჩვაძე
2012 წლის აპრილი




                                                                                  18

Contenu connexe

Plus de Georgian National Communications Commission, GNCC

Plus de Georgian National Communications Commission, GNCC (20)

ეკონომიკა და სოფლის მეურნეობა
ეკონომიკა და სოფლის მეურნეობაეკონომიკა და სოფლის მეურნეობა
ეკონომიკა და სოფლის მეურნეობა
 
Cxrili
CxriliCxrili
Cxrili
 
Mosaxleobis raodenoba
Mosaxleobis raodenobaMosaxleobis raodenoba
Mosaxleobis raodenoba
 
Analizi samu sao zalis gamoyenebis mdgomareobaze saqartvelosi
Analizi samu sao zalis gamoyenebis mdgomareobaze saqartvelosiAnalizi samu sao zalis gamoyenebis mdgomareobaze saqartvelosi
Analizi samu sao zalis gamoyenebis mdgomareobaze saqartvelosi
 
2004 2012-vachroba-saboloo
2004 2012-vachroba-saboloo2004 2012-vachroba-saboloo
2004 2012-vachroba-saboloo
 
2004 2012-vachroba-v.k
2004 2012-vachroba-v.k2004 2012-vachroba-v.k
2004 2012-vachroba-v.k
 
Keti konf-qart%203[1]
Keti konf-qart%203[1]Keti konf-qart%203[1]
Keti konf-qart%203[1]
 
Qartuli sqema
Qartuli sqemaQartuli sqema
Qartuli sqema
 
Qartuli sqema 2
Qartuli sqema 2Qartuli sqema 2
Qartuli sqema 2
 
Skema[2]
Skema[2]Skema[2]
Skema[2]
 
Skema1[1](2)
Skema1[1](2)Skema1[1](2)
Skema1[1](2)
 
Skema[2]
Skema[2]Skema[2]
Skema[2]
 
Skema1[1]
Skema1[1]Skema1[1]
Skema1[1]
 
Business environment for 22.05.2012-en
Business environment for 22.05.2012-enBusiness environment for 22.05.2012-en
Business environment for 22.05.2012-en
 
Keti konf-qart 3
Keti konf-qart 3Keti konf-qart 3
Keti konf-qart 3
 
Keti konf-qart 2
Keti konf-qart 2Keti konf-qart 2
Keti konf-qart 2
 
Keti konf-qart 2
Keti konf-qart 2Keti konf-qart 2
Keti konf-qart 2
 
Keti conf (2)
Keti conf (2)Keti conf (2)
Keti conf (2)
 
Research on public service full text (eng)
Research on public service full text (eng)Research on public service full text (eng)
Research on public service full text (eng)
 
Research on public service full text (eng)
Research on public service full text (eng)Research on public service full text (eng)
Research on public service full text (eng)
 

ინფლაციური პროცესები და ფულის მსყიდველობითი უნარიანობა

  • 1. ინფლაციური პროცესები და ფულის მსყიდველობითი უნარიანობა თანამედროვე საქართველოში: 2000–2011 წლები თემის აქტუალობა საქართველოსათვის ინფლაცია (ლათ. inflatio – გაბერვა) რთული, მრავალფაქტორული სოციალურ- ეკონომიკური მოვლენაა, ამ სიტყვის ფართო გაგებით იგი ფულის გაუფასურებაა, რომელიც გამოვლინებას პოულობს ფასების ზრდაში. იგი ასევე მოიაზრება, როგორც ფულის მსყიდველობითუნარიანობის კლება. ფაქტობრივად, ინფლაცია და ქვეყანაში ფულის მსყიდველობითი უნარიანობა უკუპროპორციული სიდიდეებია. - რაც უფრო იზრდება ერთი, მცირდება მეორე, და პირიქით. ამასთან, რადგანაც ქვეყანაში მიუხედავად იმისა, რომ ერთადერთი საგადამხდელო საშუალება არის ლარი, ფულადი ტრანზაქციების, კრედიტებისა და დეპოზიტების დიდი მასა სხვა ვალუტაში (აშშ დოლარებში, ევროებში და ა.შ.) ხორციელდება. შესაბამისად, მათი მსყიდველობითი უნარიანობაც იცვლება უკვე არა მხოლოდ ინფლაციის, არამედ სავალუტო კურსის ცვლილების-და მიხედვით. საქართველოში 1990-იანი წლების პირველ ნახევარში ადგილი ჰქონდა ჰიპერინფლაციას - ფასები 1995 წელს 1990 წელთან შედარებით თითქმის 400 ათასით გაიზარდა, და მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს არ ეკუთვნის რეკორდი ინფლაციური პროცესების დინამიზმის მიხედვით, მან იმდენად ღრმა და ნეგატიური კვალი დატოვა საქართველოს მოსახლეობის ცნობიერებაში, რომ დღემდე ინფლაციისადმი დამოკიდებულება წარმოადგენს იმ იშვიათ (თუ არა ერთადერთ) მოვლენას, რომლისადმიც ხელისუფლებისა და საზოგადოების, „პოზიციისა“ და ოპოზიციის დამოკიდებულება ფაქტობრივად იდენტურია. შესაბამისად, ხელისუფლების, მედიის, სამეცნიერო საზოგადოებისა და რიგითი მოქალაქეებისთვის აბსოლუტურად არაა სულერთი პროცესები, რომლებიც მიმდინარეობს ქვეყანაში და რომლებიც მნიშვნელოვნად განსაზღვრავენ არა მარტო ქვეყნის ფულად–საკრედიტო სისტემის მდგრადობას, არამედ მთელი ეკონომიკის ეფექტურობას და განვითარების პერსპექტივებს, თითოეული მოქალაქისა თუ შინამეურნეობის მსყიდველობით უნარიანობას და კეთილდღეობას. აღნიშნული გარემოება ასახულია საქართველოს ორგანულ კანონშიც „ეროვნული ბანკის შესახებ“, სადაც აღნიშნული ინსტიტუტის ამოცანებისა და ფუნქციების ჩამონათვალი იწყება შემდეგი დებულებით:„ეროვნული ბანკის ძირითადი ამოცანაა ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა“ (მუხლი 3, პ. 1). 1990-იანი წლების პირველ ნახევარში ჰიპერინფლაციიის ფონზე ერთი შეხედვით შედარებით ნაკლებად აქტუალური ჩანს ინფლაციური პროცესები ლარის შემოღების შემდგომდროინდელ პერიოდში, ისევე როგორც ერთგვარად მიჩქმალულია 1991 1
  • 2. წლამდე, საბჭოთა დროინდელი საქართველოს ინფლაცია1. ლარის შემოღებიდან დღემდე შედარებით მკაცრი მონეტარული პოლიტიკის წყალობით ინფლაციური პროცესების დათრგუნვა ეროვნული ბანკისა და 1994 წლიდან მისი ყველადროინდელი ხელმძღვანელობის დამსახურებად შეიძლება ჩაითვალოს. საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლა, ფასების ლიბერალიზაცია გავდა დახურულ ჭურჭლიდან სარქველის აგლეჯას შიდა წნევის მატების გამო. შედეგად, სულ რაღაც რამდენიმე წელიწადში საქართველოს მოსახლეობა კეთილდღეობის საკმაოდ მაღალი დონიდან გადაიქცა საზოგადოებად, სადაც სიღარიბემ მასობრივი ხასიათი მიიღო. ინფლაციური პროცესები გეომეტრიული პროგრესიით ვითარდებოდნენ. - თუ 1980- 1989 წლებში საშუალო წლიური ინფლაცია 0.6 პროცენტი იყო, 1990 წელს საშუალო თვიურმა ინფლაციამ 1.7 პროცენტი შეადგინა, 1991 წელს, ასევე საშუალო თვიურმა ინფლაციამ - 4.9%, 1992 წ. – 21.3%, 1993 წ. – 34.6%, ხოლო 1994 წელს 56.3% შეადგინა. მთლიანად, 1995 წელს 1990 წელთან შედარებით ფასები საქართველოში 356.9 ათასჯერ გაიზარდა2, მაშინ როდესაც მთლიანი შიდა პროდუქტი შემცირდა თითქმის 4-ჯერ. ცხრილი N 1 სამომხმარებლო ფასებისა და მთლიანი შიდა პროდუქტის ინდექსები საქართველოში 1991-1995 წლებში (1990 წ. = 1) 1991 1992 1993 1994 1995 სამომხმარებლო ფასების 1.78 18.1 638.7 135717.2 356936.1 ინდექსი მთლიანი შიდა პროდუქტის 0.728 0.401 0.283 0.254 0.261 ინდექსი 1 1980–იანი წლების ბოლომდე სსრკ–ის ერთიან არასაბაზრო სისტემაში ინკორპორირებულ საქართველოში ოფიციალური ინფლაციის პარალელურად ადგილი ჰქონდა დათრგუნულ, ფარულ ინფლაციას, რომელიც რამდენჯერმე უფრო მაღალი იყო ოფიციალურ ინფლაციასთან შედარებით. მაგალითად, 1981–1989 წლებში თუ ფასების საშუალო წლიური მატება შეადგენდა მხოლოდ 0.6 პროცენტს, ინფლაციის რეალური მაჩვენებელი – ოფიციალური, ღია და დათრგუნული ინფლაციის ჯამური მაჩვენებელი შეადგენდა 4.1 პროცენტს, ანუ თითქმის 7–ჯერ მეტს. აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, ფასები 1961-1990 წლებში 265%-ით გაიზარდა, ხოლო 1990 წლის 1 მანეთი 1961 წლის მხოლოდ 26 კაპიკის ექვივალენტური იყო. 1990 წლისთვის ოჯახების ფულადი შემოსავლების თითქმის 15 პროცენტი ინფლაციური ემისიის დასაფარავად მიემართებოდა. - დაწვრილებით იხილეთ: იოსებ არჩვაძე. „რა ღირს მანეთი?“. – „რესპუბლიკა“, 6 ოქტომბერი, 1990. 2 სსრკ–ის დაშლის შემდეგ ფასები იზრდებოდა ყველა პოსტსოციალისტურ ქვეყანაში, თუმცა ამ მხრივ საქართველომ თავისებური რეკორდი დაამყარა. 1995 წელს 1990 წელთან შედარებით თუ საქართველოში ფასები გაიზარდა 356.9 ათასჯერ, რუსეთის ფედერაციაში – „მხოლოდ“ 4653.6–ჯერ, ანუ საქართველოსთან შედარებით 76.7–ჯერ ნაკლებად. 2
  • 3. მომდევნო პერიოდში ინფლაცია თანდათანობით კლებადი ტენდენციით ხასიათდება, რაზეც წარმოდგენას ქვემორე ცხრილი იძლევა3. ცხრილი N2 ინფლაციური პროცესების დინამიკა 1996-2011 წლებში (საშუალო წლიური; პროცენტი) 1996-2000 2001-2005 2006-2010 2011 ინფლაციის საშუალო 13.8 5.8 9.2 8.5 წლიური ტემპი 2000 წლის შემდეგდროინდელ პერიოდში, 2011 წლის ჩათვლით, საქართველოში 12- თვიანი პერიოდის მიხედვით ყოველი მეხუთე თვე ორნიშნა ინფლაციური, ხოლო ყოველი მესამე თვე წინა თვესთან დეფლაციური იყო4. მიუხედავად ინფლაციის დაბალი ტემპებისა, ცალკეული სასაქონლო ჯგუფებისათვის დამახასიათებელია ფასების დინამიური ცვლილება, რის გამოც მათი მასშტაბი და თანაფარდობა მნიშვნელოვნად განსხვავდება 10-15 წლის წინანდელი თანაფარდობისაგან, მით უფრო – 1980-იანი წლების დროინდელი თანაფარდობისაგან. სტაბილური, მდგრადი ეკონომიკის მქონე ქვეყნებისათვის, როგორც წესი, დამახასიათებელია ინფლაციის საშუალო წლიური და დეკემბრის თვის 12–თვიანი ინფლაციის ტემპების მაქსიმალური დაახლოება. ასეთ ქვეყნებში ეკონომიკა სტაბილურად ვითარდება, არ ახასიათებს შოკები და ჩავარდნები, მაშინ როცა არამდგრად ეკონომიკაში პროცესები არასტაბილურად ვითარდება და სხვაობაც ზემოხსენებული პერიოდების მიხედვით გაანგარიშებულ ინფლაციის მაჩვენებლებს შორის საკმაოდ დიდია. ასე მაგალითად, 1996–2011 წლებში აშშ–ში ყოველწლიური საშუალო სხვაობა ინფლაციის საშუალო წლიურ და დეკემბრის ინფლაციას (12–თვიან) ინფლაციას შორის შეადგენდა მხოლოდ 0.86 პროცენტს, მაშინ როდესაც საქართველოში – 4.28 პროცენტულ პუნქტს, ანუ თითქმის ხუთჯერ მეტს. 3 2011 წელს საშუალო წლიური ინფლაციის 8.5-პროცენტიანი დონის პირობებში დეკემბრის ინფლაცია წინა წლის დეკემბერთან შეადგენდა მხოლოდ 2.0 პროცენტს. 4 2001-2011 წლების 132 თვიდან ორნიშნა ინფლაცია 12-თვიანი პერიოდისათვის დაფიქსირდა 28 თვეში, დეფლაციური თვე წინა თვესთან შედარებით - 38 თვის განმავლობაში, ხოლო 2009 წლის აგვისტოში დაფიქსირდა დეფლაცია 12-თვიანი პერიოდისათვის. 3
  • 4. საქართველოში სხვაობა დეკემბრის 12–თვიან ინფლაციასა და საშუალო წლიურ ინფლაციას შორის ლარის შემოღებიდან განვლილ პერიოდში მხოლოდ 4 წლის მანძილზე (1997, 2000, 2002, 2006 წწ.) იყო ერთ პროცენტზე ნაკლები, კიდევ 4 წლის მანძილზე ეს სხვაობა იყო 1–2 პროცენტის ფარგლებში, ხოლო 4 წლის (1996, 1998, 1999, 2011) ეს სხვაობა 6 პროცენტს აღემატებოდა. ბოლო წლებში ინფლაციურ პროცესებში ზოგადად, მათ შორის საქართველოში, გამოიკვეთა სასურსათო საქონელზე ფასების წინმსწრები ზრდა ინფლაციის მაჩვენებელთან შედარებით. საქართველოში 2000 წელთან შედარებით საშუალო წლიური ინფლაცია 6.42 პროცენტი იყო, მათ შორის სასურსათო საქონელზე - 8.3 პროცენტი, ხოლო დანარჩენ საქონელსა და მომსახურებაზე - 4.5 პროცენტი, ანუ სასურსათო საქონელზე ფასები ბოლო წლებში 1.8-ჯერ უფრო სწრაფად იზრდებოდა დანარჩენი სამომხმარებლო დოვლათის ფასებთან შედარებით. ბოლო 11 წლის მანძილზე (2001-2011 წწ.) სურსათზე ფასების მატებაზე მოდიოდა ინფლაციის 4/5-ზე მეტი (82%). აღნიშნული გარემოება განსაკუთრებით ნეგატიურად მოქმედებს ფიქსირებულ- და დაბალშემოსავლიან ოჯახების კეთილდღეობაზე, რომელთა ფულადი სახსრების დიდი ნაწილი პირველ რიგში სურსათზე მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად მიემართება. იმის გათვალისწინებით კი, რომ ბოლო წლებში განსაკუთრებით გაიზარდა ცალკეული კომუნალური მომსახურების ტარიფებიც, აღნიშნული კატეგორიის შინამეურნეობების მდგომარეობა კიდევ უფრო მძიმე იქნება. ინფლაციის ასახვა მონეტარული აგრეგატების პროპორციებში ინფლაციური პროცესებმა გავლენა მოახდინა ფულის ძირითადი აგრეგატების პროპორციებზე, მათ შორის მთლიანი შიდა პროდუქტის მონეტიზაციის დონეზე. 2011 წლის ბოლოს 1995 წლის დეკემბერთან შედარებით მონეტიზაციის დონე (M3 აგრეგატის მიხედვით)5 გაიზარდა 6.3-ჯერ, 2000 წელთან შედარებით კი - 3.1-ჯერ; შესაბამისად, იმავე პროპორციით შემცირდა ფულის ბრუნვის სიჩქარე (ფულის იმავე აგრეგატის მიხედვით). მთლიანი შიდა პროდუქტის ერთსა და იმავე მასას 5 მონეტიზაციის დონე M3 აგრეგატის მიხედვით - ბანკებს გარეთ არსებული ფულის მასისა და ეროვნულ და უცხოურ ვალუტაში დეპოზიტების ჯამი, გაყოფილი მთლიანი შიდა პროდუქტის მასაზე. მონეტიზაციის დონე წარმოადგენს ფულის ბრუნვის სიჩქარის შებრუნებულ მაჩვენებელს. 4
  • 5. მიმოქცევაში წლიდან წლამდე ფულის სულ უფრო მზარდი მასა სჭირდება, ანუ ფულის მასის ერთეულზე სულ უფრო ნაკლები მთლიანი შიდა პროდუქტი მოდის6. აღნიშნული პროცესი, ერთი მხრივ, ინფლაციისა და, მეორე მხრივ, ლარის მსყიდველობითი უნარიანობის შემცირების მგრძნობიარე ინდიკატორია. ცხრილი N 3 მთლიანი შიდა პროდუქტი და ფულის აგრეგატები საქართველოში (წლის ბოლოს მდგომარეობით) მშპ. ეროვნული მონეტიზაციის ფულის მიმდინარე ვალუტა კოეფიციენტი ბრუნვის ფასებში, მლნ. მიმოქცევაში, (M3-ით) სიჩქარე ლარი მლნ. ლარი (M3-ით) 1995 3442.0 131.365 4.12 24.27 2000 6043.0 329.137 8.40 11.91 2005 11621.0 811.400 14.78 6.77 2010 20743.0 1618.180 25.92 3.86 2011 24229.0 1753.584 25.90 3.86 2011 წელი %-ით: 1995 წელთან 703.9 1334.9 628.6 15.9 2000 წელთან 400.9 532.8 308.3 32.4 ინფლაცია და ლარის მსყიდველობითი უნარიანობა ინფლაცია უშუალო კავშირშია ეროვნული ვალუტის - ლარის მსყიდველობით უნარიანობასთან. ეს უკანასკნელი წარმოადგენს იმ საქონლის რაოდენობას, რომლის შეძენაც შესაძლებელია მოცემული ფულადი ერთეულით. ბუნებრივია, საქონლის ფასის მატებისას ფულის ერთეულით სულ უფრო ნაკლები რაოდენობის საქონლის შეძენაა შესაძლებელი. ინფლაცია და ვალუტის მსყიდველობითი უნარიანობა უკუპროპორციულ დამოკიდებულებაში არიან, რის გამოც ლარის მსყიდველობითი უნარიანობა სამომხმარებლო ფასების ინდექსის შებრუნებული მაჩვენებელია. აღნიშნულის გათვალისწინებით ლარის მსყიდველობითი უნარიანობა მისი შემოღების დღიდან (1995 წ.) 2011 წლის ბოლოსათვის თითქმის 4–ჯერ შემცირდა, ხოლო 2000 წელთან შედარებით – 2–ჯერ და მეტად. სხვაგვარად რომ ვთქვათ, 6 2011 წელს 1995 წელთან შედარებით მიმოქცევაში ფულის მასა გაიზარდა 13.3-ჯერ, ხოლო მშპ - მხოლოდ 7.0-ჯერ, 2000 წელთან შედარებით, შესაბამისად, 5.3-ჯერ და 4.0-ჯერ. 5
  • 6. საქართველოში ლარის მსყიდველობითი უნარიანობა მისი შემოღებიდან განვლილი 16 წლის მანძილზე ოთხჯერ შემცირდა (შედარებისათვის: აშშ–ში აშშ დოლარის მსყიდველობითი უნარიანობის 4–ჯერად შემცირებას 41 წელი „დასჭირდა” (1976– 2011 წწ.), ხოლო 2011 წლისთვის 1995 წელთან შედარებით აშშ–ში დოლარის მსყიდველობითი უნარიანობა შემცირდა მხოლოდ 30.1 პროცენტით). ცხრილი N4 ქართული ლარის მსყიდველობითი უნარიანობა 1995-2011 წლებში (პროცენტი) 1995 წ. 2000 წ. 2005 წ. 2010 წ. 2011 წ. 1995 წელთან 100 52.3 39.4 27.6 25.4 2000 წელთან 191.3 100 75.5 52.8 48.7 2005 წელთან 253.5 132.5 100 70 64.5 2010 წელთან 362.3 189.4 142.9 100 92.2 2011 წელთან 393.1 205.5 155.1 108.5 100 ინფლაცია სამომხმარებლო საქონლის არათანაბარი ზრდის პირობებში ყალიბდებოდა. იმ ძირითად საქონლისა და მომსახურეობათა სახეობებიდან, რომელთა ფასებზეც დაკვირვებას სისტემატურად აწარმოებს ქვეყნის ეროვნული სტატისტიკური სამსახური, 2000 წელთან შედარებით ფასები გაიზარდა საქონლის ხორცზე თითქმის 3–ჯერ, პურზე და კარტოფილზე – დაახლოებით 2–2–ჯერ თითოეულზე, ბრინჯზე – დაახლოებით 1.2–ჯერ. შესაბამისად, ლარის მსყიდველობითი უნარიანობა თითოეული მათგანის მიმართ სხვადასხვანაირად დაეცა: 2011 წელს ლარის მსყიდველობითი უნარიანობა 2000 წელთან შედარებით შეადგენდა: საქონლის ხორცზე – 33.9 პროცენტს, პურზე – 47.6 პროცენტს, შაქარზე – 50 პროცენტს, კარაქზე – 70.6 პროცენტს, ბრინჯზე – 87.6 პროცენტს... მთლიანად, საქართველოში ლარის მასა მისი შემოღებიდან (1995 წ. ოქტომბერი) 2012 წლის დასაწყისისათვის 18.5–ჯერაა გაზრდილი, თუმცა ლარის მსყიდველობითი უნარიანობის ზემოხსენებული დაცემის გამო აღნიშნული მასის რეალური მსყიდველობითი უნარიანობა მხოლოდ 4.7–ჯერაა მომატებული. 2000 წელთან შედარებით მიმოქცევაში ფულის მასა 5.2–ჯერ გაიზარდა, ფულის აღნიშნული მასის მსყიდველობითი უნარიანობა კი – მხოლოდ 2.5–ჯერ. 6
  • 7. ქვემოთ მოტანილია ინფორმაცია საქართველოში მიმოქცევაში არსებული ლარის ფულის მასაზე და ამ უკანასკნელის მსყიდველობითი უნარიანობა ინფლაციის გათვალისწინებით ცხრილი N 5 მიმოქცევაში არსებული ქართული ლარი და მისი მსყიდველობითი უნარიანობა 1995–2011 წლებში (წლის ბოლოს; მლნ ლარი) 1995 2000 2005 2010 2011 მიმოქცევაში არსებული ქართული ლარი – სულ 131.4 329.2 811.4 1618.2 1753.6 – პროცენტობით 1995 წელთან 100 250.6 617.7 1231.8 1334.9 მიმოქცევაში არსებული ქართული ლარის მსყიდველობითი უნარიანობა: – 1995 წლის ფასებში 131.4 172.1 320.1 446.5 446.1 – პროცენტობით 1995 წელთან 100 131.0 243.7 339.9 339.6 რეალურ განზომილებაში მიმოქცევაში ფულის მასის ზრდა დაახლოებით 3/5–ით უკავშირდება ქვეყნის ეკონომიკის ზრდას, ხოლო 2/5–ით – ფულის ბრუნვის სიჩქარის შემცირებას. ინფლაცია საწვავის, ბინისა და ოქროს ფასების მიხედვით საწვავი, ბინა და საიუველირო საქონელი (ოქრო), მიუხედავად იმისა, რომ მათ ჯამური წონით საქონელ–წარმომადგენელთა კალათაში 5%–ზე ნაკლები უკავიათ, ფასების ცვლილებების საკმაოდ მგრძნობიარე ინდიკატორებს წარმოადგენენ. უფრო მეტიც, მათზე ფასების ნებისმიერი მიმართულებით ცვლილება მაღალ დადებით კორელაციაშია სხვა საქონელთა ფასების ცვლილებებთან. ერთი ლიტრი საწვავის ფასი საქართველოში 2011 წელს 2000 წელთან შედარებით თითქმის 2.1–ჯერ გაიზარდა, თუმცა ცალკეულ პერიოდებში (2008 წლის ივლისში) აღნიშნული თანაფარდობა მეტიც იყო. აღნიშნული ცვლილება ძალიან ახლოსაა ინფლაციის საერთო ეროვნული მაჩვენებლის დინამიკასთან. ამჟამად ბენზინით მსუბუქი ავტომობილის 60–ლიტრიანი ავზის გავსებას 2000 წელთან შედარებით 65.4 ლარით მეტი თანხა სჭირდება. 7
  • 8. ამასთან, მიუხედავად საწვავის ფასების ზრდისა, საშუალო ხელფასით ბენზინის ყიდვის შესაძლებლობა განვლილ პერიოდში 4.6–ჯერ გაიზარდა. – 2011 წლის ბოლო საშუალო ხელფასით შესაძლებელი იყო „რეგულარის“ მარკის 366 ლ ბენზინის შეძენა, ნაცვლად 2000 წლის 80 ლიტრისა. საყურადღებოა. რომ ბოლო 6 წლის მანძილზე საქართველოში ფასები სურსათზე ორჯერ და უფრო მეტად გაიზარდა, ვიდრე ბინებზე. რადგანაც ფასები უძრავ ქონებაზე (ბინებზე) როგორც წესი, ფიქსირდება მყარ, კონვერტირებად ვალუტაში (დოლარი, ევრო), ბინის ფასების აშშ დოლარებში დენომინირებით ეს სხვაობა რამდენადმე ნაკლებია (2011 წელს 2006 წელთან შედარებით ბინების ფასი საქართველოში გაიზარდა: ლარებში – 26 პროცენტით, აშშ დოლარებში 33 პროცენტით, მაშინ როდესაც იმავე პერიოდში სურსათზე ფასები ქართულ ვალუტაში – 53.2%–ით). საქართველოში ერთი საშუალო (70 მ2) ბინის შესაძენად საჭიროა 11.6 წლის ნომინალური ხელფასის ექვივალენტი თანხა. ეს თითქმის 1.5–ჯერ ნაკლებია 2006 წლის მაჩვენებელთან შედარებით (17.2 წელი), თუმცა მაინც საგრძნობლად აღემატება ამ მხრივ მოწინავე ქვეყნების მაჩვენებლებს. მაგალითად, აშშ–ში იმავე ფართობის ერთი ბინის შესაძენად საჭიროა 2.7 წლის საშუალო ხელფასი (2006 წ. – 3.4 წლის ხელფასი), ჩილეში – 4.1 წელის ხელფასი, შვეციაში – 4.3 წლის, ხოლო ბელგიაში – 4.3 წლის ხელფასი. საიუველირო ნაწარმის ფასმა 2011 წელს 2006 წელთან შედარებით მოიმატა 123%–ით, მათ შორის თბილისში 158.4 პროცენტით, რაც 3–ჯერ აღემატება იმავე პერიოდში სურსათზე ფასების ზრდას. ლარის მსყიდველობითი უნარიანობის დინამიკა 2006–2011 წლებში მთლიანად, აგრეთვე სურსათზე, საწვავზე, ბინებსა და საიუველირო ნაწარმზე მოტანილია ქვემორე ცხრილში. ცხრილი N 6 ლარის მსყიდველობითი უნარიანობა სულ და საქონელთა ცალკეული სახეობების მიხედვით 2006–2011 წლებში (პროცენტი: 20006 წ. = 100) 2006 2007 2008 2009 2010 2011 სულ 100 91.5 83.2 81.8 76.4 70.4 8
  • 9. მათ შორის: სურსათის მიხედვით 88.6 84.0 80.9 65.9 65.3 ბენზინის მიხედვით 100 91.3 97.4 87.5 77.3 70.7 საიუველირო ნაწარმის მიხედვით 100 87.3 87.4 65.1 50.6 44.8 მათ შორის თბილისში 100 87.0 85.1 58.0 45.1 38.7 ბინების მიხედვით 100 110.0 67.2 75.4 74.1 79.0 მათ შორის თბილისში 100 87.9 59.0 94.7 96.9 75.3 საშუალო ხელფასისა და მოსახლეობის ფულადი სახსრების მსყიდველობითი უნარიანობა ინფლაციური პროცესებისადმი განსაკუთრებით მგრძნობიარეა მოსახლეობის მიმდინარე შემოსავლები, პირველ რიგში, ხელფასი. საქართველოს ეროვნულ მეურნეობაში დასაქმებულთა საშუალო თვიურმა ხელფასმა 2011 წლის ბოლოს 761 ლარი შეადგინა, რაც 11 წლის წინანდელ ანალოგიურ მაჩვენებელს თითქმის 10–ჯერ აღემატება. ამასთან, ინფლაციის გამო ხელფასის მსყიდველობითი უნარიანობა აღნიშნულ პერიოდში მხოლოდ 4.7–ჯერ გაიზარდა. – 2011 წლის მეოთხე კვარტალის საშუალო თვიური ხელფასი 2000 წლის ფასებით, დაახლოებით 370 ლარის ექვივალენტურია. რეალურ განზომილებაში საშუალო ხელფასი აღნიშნულ პერიოდში (2001–2011 წწ.) ყოველწლიურად 15.1 პროცენტით იზრდებოდა - 22.9-პროცენტიანი ნომინალური ზრდის პირობებში. მოსახლეობის მთლიანი ფულადი სახსრები7 2011 წელს 2000 წელთან შედარებით 4.3– ჯერ გაიზარდა – 1.8 მლრდ ლარიდან 7.8 მლრდ. ლარამდე. მოსახლეობის ფულადი სახსრების ზრდა საგრძნობლად ჩამორჩება საშუალო ხელფასის ზრდას. - რეალურ განზომილებაში, ინფლაციის გათვალისწინებით, 11 წლის მანძილზე მოსახლეობის ფულადი სახსრები მხოლოდ 2.1–ჯერ გაიზარდა. 7 მოსახლეობის ფულადი სახსრები ყალიბდება, გარდა ხელფასისა (დაქირავებიდან მიღებული შრომითი შემოსავლებისა), შემდეგი შემოსავლებით: თვითდასაქმებიდან, სოფლის მეურნეობის პროდუქციის გაყიდვიდან, საკუთრების უფლების რეალიზაციიდან (შემოსავლები ქონების ელემენტების გაქირავებიდან და პროცენტი ან დივიდენდი ანაბარზე ან ფასიან ქაღალდებზე), პენსიები, სტიპენდიები, დახმარებები, უცხოეთიდან მიღებული გზავნილები, საჩუქრად მიღებული ფული, შემოსავლები ქონების გაყიდვიდან. აღნიშნულ ფულად სახსრებში ხელფასის სახით მიღებული შემოსავლების წილი გაიზარდა 2000 წლის 35.4%–დან 2011 წლის 42.4%–მდე. 9
  • 10. აღნიშნულ პერიოდში მოსახლეობის ფულადი სახსრების ზრდის საშუალო წლიური ტემპი ხელფასის ზრდის საშუალო ტემპს დაახლოებით 1.6–ჯერ ჩამორჩებოდა (შესაბამისად, 14.3% და 22.9%). ფიზიკური პირების დეპოზიტების მსყიდველობითი უნარიანობა საქართველოს საბანკო სისტემაში ფიზიკური პირების დეპოზიტების მოცულობამ 2012 წლის დასაწყისისათვის 3.2 მლრდ. ლარი შეადგინა, რაც 10 წლის წინანდელ დონზე 17.7–ჯერ მეტია. ფიზიკურ პირთა დეპოზიტების თანაფარდობა მშპ–სთან 13.4 პროცენტია8. ინფლაციის გათვალისწინებით, 2012 წლის დასაწყისის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სისტემაში ფიზიკური პირების მიერ განთავსებული დეპოზიტების მსყიდველობითი უნარიანობა 2000 წლის ფასებში მხოლოდ 1.7 მლრდ. ლარია. ფულადი ტრანზაქციების მსყიდველობითი უნარიანობა საქართველოს შიდა სამომხმარებლო ბაზარზე მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად ერთადერთი საგადამხდელო საშუალებად საქართველოში გამოცხადებულია ქართული ლარი, სხვა ქვეყნის ვალუტები აქტიურად გამოიყენება არა მარტო შიდა ბაზრის ფასების ფორმირებასა და მასშტაბების დადგენაში, არამედ ანგარიშწორებაშიც. საქართველოს საბანკო სისტემაში დოლარიზაციის დონე საკმაოდ მაღალია: ფიზიკური პირების დეპოზიტების 80.3 პროცენტი, აგრეთვე ბანკების მიერ გაცემული სესხების 68 პროცენტი უცხოურ ვალუტაში (ძირითადად აშშ დოლარებში) ხორციელდება. საქართველოში 1990–იანი წლების პირველი ნახევრიდან ახალი სოციალურ– ეკონომიკური ჟღერადობა შეიძინა ტერმინმა შრომითი მიგრაცია. – საქართველოს ასეულობით ათასი მოქალაქე ეკონომიკური პირობების გამო იძულებული გახდა სამშობლო დაეტოვებინა და შემოსავლის წყარო უცხოეთში ეძია. აღნიშნული კონტინგენტის მოსახლეობის საქართველოდან გასვლის მასშტაბები ჯერაც საგრძნობლად სჭარბობს საქართველოში ჩამოსულთა (დაბრუნებულთა) მასშტაბებს. 8 თავისი მსყიდველობითი უნარიანობით ფიზიკურ პირთა დეპოზიტები ქვეყანაში დაქირავებით დასაქმებულთა მხოლოდ 9 თვის ნეტო–ხელფასის (ხელზე აღებული ხელფასის) ექვივალენტურია. 10
  • 11. აღნიშნული გარემოება განაპირობებს საზღვარგარეთიდან საქართველოში განხორციელებული ფულადი გზავნილების ყველაზე სწრაფ ზრდას ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ ინდიკატორთა შორის. – 2003 წელთან შედარებით 2011 წელს ასეთი გზავნილების მოცულობა 6.5-ჯერ გაიზარდა - 196.6 მლნ. აშშ დოლარიდან 1268.1 მლნ. დოლარამდე. ეს 2.2-2.2-ჯერ აღემატება იმავე პერიოდში ქვეყნის ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტისა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების, ხოლო 1.2- 1.2-ჯერ - საშუალო ნომინალური ხელფასისა და საგარეო სავაჭრო ბრუნვის მოცულობის ზრდას. ასეთ პირობებში ფულადი გზავნილების მსყიდველობითი უნარიანობის ინდექსი დამოკიდებული ხდება ორ ფაქტორზე: ფასების ინდექსზე, ინფლაციაზე, ერთი მხრივ და ლარი/დოლარის ოფიციალურ კურსზე. ბოლო წლების განმავლობაში, აღნიშნული კომპონენტების ტრენდის გათვალისწინებით საქართველოში საზღვარგარეთიდან განხორციელებული ფულადი ტრანზაქციები მსყიდველობით უნარიანობას კარგავდნენ ორივე ფაქტორის გამო: ინფლაციის პარალელურად ადგილი ჰქონდა (განსაკუთრებით 2003 წლის შემდეგ) ეროვნული ვალუტის გამყარებას აშშ დოლართან (2011 წელს 2000 წელთან ლარი დოლართან გამყარდა 14.6 პროცენტით, ხოლო 2003 წელთან შედარებით – 21.4 პროცენტით). შედეგად, თუ ნომინალურად 2000 წელთან შედარებით 2011 წლისთვის ფულადი ტრანზაქციები საქართველოში აშშ დოლარებში გაიზარდა 20.0–ჯერ, ლარებში დენომინირებული იგივე რესურსები გაიზარდა მხოლოდ 17.1–ჯერ, ხოლო ინფლაციის გათვალისწინებით რეალურად – მხოლოდ 8.3–ჯერ. ეს ნიშნავს, რომ ფულადი ტრანზაქციების ერთეულის (აშშ დოლარის) მსყიდველობითი უნარიანობა საქართველოში 2011 წლისთვის თითქმის 2.4–ჯერ შემცირდა და 2000 წლის დონის მხოლოდ 40.7 პროცენტი შეადგინა. სხვაგვარად რომ ვთქვათ, 2011 წლის 1268.6 მლნ. აშშ დოლარის ფულადი ტრანზაქციები უცხოეთიდან საქართველოში თავისი მსყიდველობითი უნარიანობით 2000 წლის ფასებში 516.3 მლნ. აშშ დოლარის ექვივალენტურია9, ანუ ნომინალზე 750 მლნ. აშშ დოლარით ნაკლები. 9 სხვაგვარად რომ ვთქვათ, საქართველოს შიდა სამომხმარებლო ბაზარზე 2000 წელს 100 დოლარად შეძენილი საქონლის ექვივალენტი საქონელი 2011 წლისათვის უკვე თითქმის 246 აშშ დოლარი ღირდა. 11
  • 12. აშშ დოლარზე საქართველოს შიდა სამომხმარებლო ბაზარზე ზემოხსენებულმა „ორმაგმა პრესინგმა“ ის შედეგი გამოიღო, რომ მიუხედავად იმისა, რომ ინფლაციის საშუალო წლიური ტემპი საქართველოში 2.7–ჯერ უფრო მაღალია აშშ–სთან შედარებით (შესაბამისად, 6.8% და 2.5%), ხოლო ლარის მსყიდველობითი უნარიანობის დაკარგვის ტენდენცია საქართველოში 2.2–ჯერ უსწრებდა დოლარის ანალოგიურ პროცესს აშშ–ში, ლარის ოფიციალური კურსის გამყარების წყალობით, საქართველოში აშშ დოლარის გაუფასურების (მსყიდველობითი უნარიანობის დაკარგვის) პროცესმა გადაუსწრო ლარის გაუფასურების პროცესს. – 2011 წლისათვის საქართველოს შიდა სამომხმარებლო ბაზარზე 2000 წელთან შედარებით ლარი გაუფასურებული იყო 51.3 პროცენტული პუნქტით, ხოლო აშშ დოლარი 8 პროცენტული პუნქტით უფრო მეტად – 59.3 პროცენტული პუნქტით. ცხრილი N 7 ლარისა და აშშ დოლარის მსყიდველობითი უნარიანობის ინდექსები 2000–2011 წლებში (პროცენტი; 2000 წ. = 100) 2000 2001 2002 2003 2004 2005 2006 2007 2008 2009 2010 2011 ლარის 100 95.5 90.4 86.4 81.7 75.5 69.2 63.3 57.5 56.6 52.8 48.7 აშშ დოლარის: – საქართველოში 100 100.9 97.1 90.1 73.7 68.2 59.9 50.1 49.8 48.9 46.2 40.7 –აშშ–ში 100 97.7 96.2 94.0 91.6 88.6 85.8 83.4 80.4 80.6 79.3 76.9 აშშ დოლარის საქართველოს შიდა სამომხმარებლო ბაზარზე მსყიდველობითი უნარიანობის დაცემის საგრძნობი ინდიკატორია აგრეთვე ფასების საშუალო დონის დაახლოება მსოფლიო დონესთან. - საქართველოს ჩამორჩენა აშშ-სთან აღნიშნული ინდიკატორით შემცირდა 2000 წლის 70 პროცენტული პუნქტიდან 2011 წლის 43 პროცენტამდე10. ცალკეული საქონლის მიხედვით ფასების თანაფარდობა კიდევ უფრო მეტია11. საქონელ–წარმომადგენელთა წონების როლი ინფლაციის გაანგარიშებისას 10 ბიგ-მაკის ინდექსით საქართველოს ჩამორჩენა აშშ-სთან კიდევ უფრო ნაკლებია - მხოლოდ 18.4 პროცენტი. 11 მაგალითად, ბენზინის ფასი საქართველოში, 1.5-ჯერ უფრო მაღალია აშშ დონესთან შედარებით, „სამაგიეროდ“ ბუნებრივი აირის ტარიფი საქართველოში დაახლოებით 3-ჯერ უფრო ნაკლებია ევროკავშირთან შედარებით, საშუალო ხელფასით ამ საქონლის 1.5-ჯერ ნაკლები მსყიდველობითი უნარიანობის პირობებში. 12
  • 13. ინფლაციის დონეს განსაზღვრავს ორი გარემოება: ინფლაციის გასაანგარიშებელ კალათაში მოხვედრილი საქონლის (ე.წ. საქონელ-წარმომადგენელის) ფასის ინდექსი (1) და ამ საქონლის (საქონელ-წარმომადგენლის) წონა, გავლენა ფასების საერთო დონის ცვლილებაზე (2). საქართველოში დიდი ხნის განმავლობაში სურსათის წილი საკმაოდ მაღალი იყო და 1990-იანი წლების შუა ხანებში „ინფლაციური კალათის“ 60 პროცენტს აღწევდა (შედარებისათვის: 2012 წლის კალათაში სურსათის წილი უკვე მხოლოდ 30 პროცენტია). ფაქტობრივად, მოცემული საქონლის ფასის ცვლილების გავლენა ფასების საერთო ინდექსის ფორმირებაზე დამოკიდებულია ამ საქონლის ფასის ინდექსზე, გამრავლებული მის წონაზე. მაგალითად, 2001-2011 წლებში სურსათის წონის 2000 წლის დონეზე დატოვება მოგვცემდა დაახლოებით ერთი პროცენტული პუნქტით მაღალ საშუალო წლიურ ინფლაციას ოფიციალურად დეკლარირებულთან შედარებით, ხოლო 2012 წელს 2011 წელთან შედარებით სურსათის წილის 40-დან 30 პროცენტამდე შემცირების გამო წლიური ინფლაციის მაჩვენებელი დაახლოებით 0.4 პროცენტული პუნქტით დაბალი იქნება12. ქვემოთ მოტანილია ინფლაციის საშუალო წლიური მაჩვენებლები – მთლიანად და სასურსათო სასაქონლო ჯგუფის მიხედვით 2000–2011 წლებზე, აგრეთვე შესაბამისი წლების მიხედვით სურსათის წილი ინფლაციის გასაანგარიშებელ საქონელ– წარმომადგენელთა კალათაში. ცხრილი N8 ინფლაცია სასურსათო საქონლის სხვადასხვა წონების შემთხვევაში (წლის ბოლოს; პროცენტი) 2000 2001 2002 2003 2004 2005 2006 2007 2008 2009 2010 2011 ინფლაცია – 4.6 3.4 5.4 7 7.5 6.2 8.8 11 5.5 3 11.2 2 12 სხვადასხვა საქონელზე ზრდადი ან კლებადი ფასების ინფლაციაზე გავლენის საილუსტრაციოდ მოვიტანთ წიწიბურასა და თვითმფრინავით მგზავრობის ფასების ცვლილებას. მიუხედავად იმისა, რომ თვითმფრინავით ერთი მგზავრობის ღირებულება ერთ კილო წიწიბურას ფასს აღემატება 116–ჯერ, თვითმფრინავით მგზავრობის ღირებულების წვლილი ინფლაციის გასაანგარიშებელ კალათაში დაახლოებით 120–ჯერ ნაკლებია 1 კგ წიწიბურას ფასზე. – მიზეზი მარტივია: დღეისათვის თვითმფრინავით გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა წელიწადში საქართველოს მთელი მოსახლეობის 7-8 პროცენტს არ აღემატება, მაშინ როდესაც წიწიბურას მომხმარებელი ფაქტობრივად მთელი მოსახლეობაა. ბოლო ორ წელიწადში თვითმფრინავით მგზავრობის ფასმა მოიმატა 18 ლარით, ხოლო წიწიბურას ფასმა – მხოლოდ 2.44 ლარით, თუმცა ამ უკანასკნელის ფასის მატება მოსახლეობის მატერიალურ მდგომარეობასა და ფულადი რესურსების მსყიდველობით უნარიანობაზე უფრო მეტად აისახება, ვიდრე თვითმფრინავით მგზავრობის ფასის მატება. 13
  • 14. სულ ინფლაცია სურსათის 2000 წლის წონებით 4.6 3.4 5.4 7 8.1 5.9 8.9 11.4 5.5 3.2 14.5 1.7 ინფლაცია სურსათის 2012 წლის წონებით 2.8 3.2 3.7 6.0 5.7 7.0 8.6 10.5 5.5 2.8 9.3 2.2 განსაკუთრებით თვალსაჩინოდ სურსათის წონის გავლენა ინფლაციის საერთო დონეზე ჩანს საქართველოსა და ევროზონის 2010 წლის ინფლაციების შედარებისას, როდესაც განსაკუთრებით საგრძნობი იყო სხვაობა სურსათისა და დანარჩენი საქონლის ფასების. ინდექსებს შორის. ინფლაციის გასაანგარიშებელ კალათაში სურსათის წილი საქართველოში 40 პროცენტი იყო, ევროზონაში კი - მხოლოდ 15.2 პროცენტი, ფასებმა იმ წელს სურსათზე მოიმატა: საქართველოში – 23.1 პროცენტით, ევროზონაში - მხოლოდ 1.8 პროცენტით. იმ შემთხვევაში, თუ სურსათს საქართველოში ექნებოდა ევროზონის წონა, ხოლო ევროზონაში, პირიქით, საქართველოს წონა, მაშინ საქართველოში იმ წლის ინფლაცია იქნებოდა ოფიციალურზე მნიშვნელოვნად ნაკლები (11.2 პროცენტის ნაცვლად 6.3 პროცენტი), ხოლო ევროზონაში, პირიქით, ოფიციალურზე საგრძნობლად მეტი ( 2.4 პროცენტი ნაცვლად 2.2 პროცენტისა). შესაბამისად, განსხვავებული იქნება ვალუტის მსყიდველობითი უნარიანობა სამომხმარებლო კალათის წონების მიხედვითაც. მაგალითად, 2010 წელს 2009 წელთან შედარებით ლარის მსყიდველობითი უნარიანობა ოფიციალურად შემცირდა 10.1 პროცენტით (= 89.9%). თუ სურსათის წონა იქნებოდა 2000 წლის დონეზე, მაშინ ლარის მსყიდველობითი უნარიანობა იქნებოდა წინა წლის მხოლოდ 87.3 პროცენტი, ხოლო თუ ევროზონისა – 94.1 პროცენტი. პენსიონერთა ფულადი რესურსების ინფლაცია და მსყიდველობითი უნარიანობა ინფლაციისა და ლარის მსყიდველობითი უნარიანობის დონეთა და ინდექსების ანალიზს არა აქვს მხოლოდ მაკროეკონომიკური და ზოგად–შემეცნებითი მნიშვნელობა. – დიდია მათი გამოყენებითი ღირებულებაც, მათ შორის შინამეურნეობების დონეზეც. – რაც უფრო დაბალია შინამეურნეობათა შემოსავლები, მით უფრო მაღალია მათში სურსათის წილი და პირიქით. ასე მაგალითად, 14
  • 15. მოსახლეობის ყველაზე დაბალ შემოსავლიანი 5 პროცენტის ფულადი ხარჯების 55 პროცენტი მოდის სურსათზე, მაშინ როდესაც ყველაზე მაღალშემოსავლიანებში – 20 პროცენტზე ნაკლები. აღნიშნულის გათვალისწინებით, პენსიონერებისათვის, შემოსავლებით მოსახლეობის ყველაზე მარგინალური, დაბალ შემოსავლიანი კატეგორიისათვის, ინფლაციის მაჩვენებელი გაცილებით მაღალი, ხოლო შემოსვლების მსყიდველობითი უნარიანობის ინდექსი – გაცილებით დაბალია შესაბამის საშუალო მაჩვენებლებთან შედარებით. შედეგად, თუ საშუალო პენსია 2011 წელს 2000 წელთან შედარებით 7.1–ჯერ გაიზარდა, რეალურად, მსყიდველობითი უნარიანობის გათვალისწინებით, პენსია მხოლოდ 218 პროცენტითაა (დაახლოებით 3.2–ჯერ) გაზრდილი, რის გამოც 2011 წლის პენსია თავისი მსყიდველობითი უნარიანობით 2000 წლის 44.5 ლარის ექვივალენტურია. ფასები პენსიონერთათვის 2000 წლის შემდეგ გაიზარდა 123.6 პროცენტით, მაშინ როდესაც დანარჩენი კატეგორიის მოსახლეობისათვის – მხოლოდ 91.9 პროცენტით. შესაბამისად, პენსიონერებისათვის ინფლაცია უფრო მაღალი ნიშნულით, ხოლო მსყიდველობითი უნარიანობის ინდექსი – გაცილებით სწრაფად კლებადი იყო დანარჩენ მოსახლეობასთან შედარებით. – 2011 წლის ბოლოსათვის 2000 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით პენსიონერთა ფულადი მასის ერთეულის მსყიდველობითი უნარიანობა დანარჩენი კატეგორიის მოსახლეობის ფულადი მასის ერთეულთან შედარებით თითქმის 9 პროცენტული პუნქტით უფრო მეტად იყო დაცემული (შესაბამისად, 44.7% და 50.5%). ცხრილი N 9 ლარის მსყიდველობითი უნარიანობის ინდექსი 2011 წელს 2000 წელთან შედარებით სულ, პენსიონერებისა და დანარჩენი მოსახლეობის ფულადი რესურსების ერთეულის მიხედვით (წლის ბოლოს მიხედვით; 2000 წ. = 100) სულ პენსიონერთა დანარჩენი მიხედვით მოსახლეობის მიხედვით ინდექსი 48.7 44.7 50.5 15
  • 16. დასკვნა ლარის შემოღების შემდეგ საქართველომ თავი დაღწია ფასების ჭენებით ზრდას13, თუმცა ინფლაციის ტემპი საქართველოში ჯერადად მაღალია განვითარებული საბაზრო ეკონომიკის მქონე ქვეყნებთან შედარებით. 1990–იანი წლების შუა ხანებთან შედარებით 2011 წლის ბოლოსათვის ფასები საქართველოში საშუალოდ თითქმის 4– ჯერ გაიზარდა, ხოლო ქართული ლარის მსყიდველობითი უნარიანობა შესაბამისად, იმავე პროპორციით დაეცა. ლარის შემოღების დროინდელი 100 ლარის მსყიდველობითი უნარიანობა 2011 წლის ბოლოს გააჩნდა მხოლოდ 394 ლარს (2012 წლის აპრილში - უკვე 396 ლარს). ამავე დროს, ფასების მეტ–ნაკლებად სტაბილური ზრდის პირობებში ჩამოყალიბდა ფასების ახალი პროპორცია. ფასები განსაკუთრებით გაიზარდა იმ საქონელსა და მომსახურებაზე, რომლებზეც ადრე მოქმედებდა სუბსიდირების სისტემა და ნარჩუნდებოდა დაბალი, თვითღირებულებაზე ფასები. ამჟამად საფასო სუბსიდირების ნაცვლად სამომხმარებლო დოვლათის მიწოდება თითქმის მთლიანად საბაზრო (ზოგჯერ – მონოპოლიური) ფასებით ხორციელდება14. საქართველოს მსოფლიო მეურნეობაში მაღალი ჩართულობის გამო (საგარეო– სავაჭრო ბრუნვის თანაფარდობა მთლიან შიდა პროდუქტთან თითქმის 70 პროცენტია), მსოფლიო ეკონომიკაში მიმდინარე პროცესები, ფასების ცვლილება მაღალი კორელაციით აისახება ქვეყნის შიდა სამომხმარებლო და საინვესტიციო ბაზარზე. აღნიშნულის გამო 2000 წლის შემდგომ დროინდელ პერიოდში (132 თვე) 38 თვე წინა თვესთან დეფლაციური იყო, ხოლო 94 თვე – ინფლაციური. ამასთან, 51 თვეში წინა თვესთან ერთ პროცენტზე ნაკლები დონის ინფლაცია იყო, ხოლო 15 თვეში – 2–პროცენტზე მაღალი ინფლაცია15. ფაქტობრივად, ბოლო 11 წლის მანძილზე წინა თვესთან მხოლოდ ყოველი მესამე თვეში იყო ინფლაცია ერთპროცენტიან 13 1995 წლის შემდეგ საქართველოს აღარასოდეს ჰქონია 3.8 პროცენტზე მაღალი საშუალო თვიური ინფლაცია. 14 თუ ფასების ახლანდელ დონეს 20-30 წლის წინანდელს შევუდარებთ, შეიძლება ხატოვნად ვთქვათ, რომ გამოიკვეთა ფასების "დიდი მიგრაცია". - როგორც ოდესღაც, ხალხთა დიდი მიგრაციისას ერთი ხალხი მეორის სამოსახლო ადგილს, სასიცოცხლო სივრცეს იკავებდა, ახლა, ერთი საქონლის ფასების მასშტაბმა მეორის, მანამდე (20-30 წლის წინანდელი) ჯერადად ძვირი საქონლის ფასების მასშტაბი "მოირგო" და "გაითავისა"... ასე მაგალითად, "ეხლანდელ" ასანთს "მაშინდელი" მარილის ფასი დაედო, მარილს - ფქვილის, ფქვილს - შაქრის, შაქარს - ხორცის, ხორცს - სათალის, სათალს - ხიზილალის... 15 შედარებისათვის: წინა თვესთან შედარებით 2–პროცენტზე მაღალი დეფლაცია 2000 წლის შემდეგ მხოლოდ ორჯერ დაფიქსირდა: 2009 წლის ივლისსა და 2011 წლის ივნისში. 16
  • 17. ნიშნულზე მაღალი ინფლაცია. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, 2011 წლის ფასების საშუალო წლიურმა ინდექსმა 2000 წელთან 205.5 პროცენტი, ხოლო იმავე წლის დეკემბრის ინდექსმა, შესაბამისად, 198.6 პროცენტი შეადგინა. განსაკუთრებთ მძიმე დარტყმა ფასების მატებამ ფიქსირებულ– და დაბალშემოსავლიან მოსახლეობას, მათ შორის პენსიონერებს მიაყენა. ამ უკანასკნელთა ფულადი რესურსების მსყიდველობითი უნარიანობა ერთეულ ლარზე გაანგარიშებით გაცილებით მეტად შემცირდა დანარჩენი კატეგორიის მოსახლეობასთან შედარებით. ფაქტობრივად, მოსახლეობის ამ ნაწილის კეთილდღეობა „ორმაგ დეფლირებას“ განიცდის – ჯერ ერთი, მათი შემოსავლები ნაკლებია მოსახლეობის სხვა ჯგუფებთან შედარებით და მეორე, ინფლაცია მათი შემოსავლების ერთეულს უფრო მძიმედ ურტყამს. აშშ–საგან განსხვავებით, სადაც მოხუც მოსახლეობაში სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფთა რაოდენობა 1.7–ჯერ ნაკლებია სიღარიბის საერთო ეროვნულ მაჩვენებელთან შედარებით, საქართველოში სიღარიბის დონე 65 წელს გადაცილებულ მოსახლეობაში საშუალო ეროვნული დონეზე თითქმის 2–ჯერ უფრო მაღალია. მიუხედავად ზრდისა, მოსახლეობის ფულადი სახსრების მატების ტემპი საგრძნობლად ჩამორჩება საშუალო ხელფასის, საგარეო სავაჭრო ბრუნვისა და განსაკუთრებით, უცხოეთიდან საქართველოში განხორციელებული ტრანზაქციების მატების ტემპს. ამ უკანასკნელთან შედარებით ფულადი სახსრების ტემპი თითქმის 2.2–ჯერ უფრო დაბალია. ამასთან, ქვეყნის მოსახლეობის ფულად სახსრებში საქართველოში განხორციელებული ფულადი ტრანზაქციებიც მონაწილეობენ, ხოლო ამ უკანასკნელთა თანაფარდობა მოსახლეობის მთელ განკარგვად სახსრებთან 2000 წლის 7.4 პროცენტიდან 2011 წლის 27.6 პროცენტამდე გაიზარდა. ფაქტობრივად, თუ ქვეყნის ფარგლებს გარედან მიღებულ სახსრებს გამოვაკლებთ, ქვეყნის შიდა წყაროებიდან მიღებული ფულადი სახსრების ზრდის ტემპი კიდევ უფრო ნაკლები იქნება (ზრდაა დაახლოებით 3.4–ჯერ). ფაქტობრივად, ქვეყნის მოსახლეობის კეთილდღეობისა და მოხმარების მასშტაბები სულ უფრო მეტად ხდება გარე ფაქტორებზე (ამ კუთხით – უცხოეთიდან საქართველოში განხორციელებულ ფულად გზავნილებზე) დამოკიდებული. ბოლო წლებში საქართველოში ინფლაციის შედარებით მაღალი ტემპის გამო აშშ–ის ინფლაციასთან შედარებით, აგრეთვე ქართული ლარის აშშ დოლართან კურსის 17
  • 18. გამყარების გამო ამჟამად ფასების დონე საქართველოში ჩამორჩება აშშ–ისას მხოლოდ 1.7–ჯერ (2000 წელს – 3.3–ჯერ). თუმცა მსოფლიო მეურნეობაში მაღალი ჩართულობის, აგრეთვე მოსახლეობის დეპოზიტებისა და გაცემული კრედიტების დოლარიზაციის მაღალი დონის გამო ინფლაციისაგან მოსახლეობის კეთილდღეობის დაცვის მთავარი ბერკეტი არა ფასების რეგულირება და ინფლაციის „დათრგუნვაა“ (ამის რესურსი საქართველოს ნაკლებად აქვს), არამედ შემოსავლების ზრდაა. სწორედ ეკონომიკური აქტიურობის გაუმჯობესების, დასაქმების ზრდის ხარჯზე შემოსავლების მატებამ უნდა გადაფაროს ინფლაციის გამო ეროვნული ვალუტის ერთეულის მსყიდველობითი უნარიანობის პერმანენტული შემცირების ნეგატიური ეფექტი და შექმნას პირობა მოსახლეობის კეთილდღეობის რეალური ამაღლებისათვის. იოსებ არჩვაძე 2012 წლის აპრილი 18