SlideShare une entreprise Scribd logo
1  sur  23
ისტორიული
ღირშესანიშნაობები და
თანამედროვე არქიტექტურა
შესავალი
 ამ თემაში თქვენ გაეცნობით ქართული
ხუროთმოძღვრების თვისებურებებს, თავსი
საერთო აგებულების სიმკაცრით და სიცხადით,
სრული წონასწორობით და სიმეტრიულობით,
რომლებიც საფეხურებად იზრდებიან
საუკუნეებთან ერთად; ქართული
არქიტექტურული ორნამენტიკის მიერ განვლილ
გზას. გზას კლასიკიდან-მოდერნიზმამდე და მის
გავლენას დღევანდელ არქიტექტურაზე.
საქართველოს ისტორიული ძეგლები და
თანამედროვე არქიტექტურა
 მცხეთის ისტორიული ძეგლები:
სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი, ჯვრის და
სამთავროს მონასტრები და არმაზციხე-
ბაგინეთი, III და IV კრიტერიუმის თანახმად
მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში
შეტანილია 1994 წელს. "საქართველოს ძველი
დედაქალაქის მცხეთის ისტორიული ძეგლები
წარმოადგენენ კავკასიაში შუა საუკუნეების
რელიგიური არქიტექტურის განსაკუთრებულ
ნიმუშებს და ამ უძველესი სამეფოს
კულტურის მაღალ დონეს წარმოაჩენენ‖.
მცხეთის ჯვარი 586/7 – 604/5წწ.
 მცხეთის ჯვარი – ქართული ხუროთმოძღვრების უმნიშვნელოვანესი ძეგლი,
კავკასიის ქრისტიან ერთა ერთ-ერთი უდიდესი სალოცავი და პილიგრიმობის
ცენტრი იყო.
მცხეთის წმ. ჯვრის გუმბათიანი ტაძარი იმ ადგილასაა აგებული, სადაც
ბათუმის იუსტიციის სახლი
 ს-ის დასაწყისში ქართველთა განმანათლებელმა წმ. ნინომ და პირველმა
ქართველმა ქრისტიანმა მეფემ მირიანმა ხის დიდი ჯვარი აღმართეს. ჯვრის
რვაწახნაგა კვარცხლბეკი დღემდე შემორჩენილია ეკლესიის შუაგულში.
მცხეთის ჯვარი – დამატებითი სათავსებით გართულებული ტეტრაკონქის
ტიპის ტაძარი – VI-VII სს-ის მიჯნაზე ააგო ქართლის ერისმთავარმა სტეფანოზ
პატრიკიოსმა.
 ეს პირველი ქართული ეკლესიაა, რომლის ფასადთა გაფორმებაში ქანდაკოვან
რელიეფს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. სტეფანოზისა და მისი ოჯახის
წევრთა (დემეტრე და ადარნასე ვიპატოსების) გამოსახულებები ქტიტორთა
სავედრებელი წარწერებით ტაძრის აღმოსავლეთ ფასადზეა მოთავსებული.
სამხრეთი ფასადის ტიმპანში ჯვრის ამაღლების კომპოზიციაა, გუმბათის
ყელის წახნაგზე კი უცნობი პირის _ შესაძლოა ხუროთმოძღვრის – ფიგურა.
 ჯვრის ტაძრის ჩრდილოეთით მდებარე სამლოცველო, წმ. ჯვრის მცირე
ტაძარი, VI საუკუნის II ნახევარშია აგებული.
მცხეთის ჯვრის კომპლექსს სამი მხრიდან გალავანი ჰქონდა შემოვლებული.
სვეტიცხოველი XI საუკუნე
სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი, XI საუკუნის ქართული
ხუროთმოძღვრების ძეგლი, ერთ-ერთი ოთხ დიდ
კათედრალთაგან მდებარეობს თბილისიდან 20 კმ.
დაშორებით, ქ. მცხეთაში. სვეტიცხოველში
დაკრძალულია უფლის კვართი და წმინდა ელია
წინასწარმეტყველის მოსასხამი.
სვეტიცხოველი ყველაზე დიდი ისტორიული საეკლესიო
ნაგებობაა საქართველოში დღემდე გადარჩენილთა შორის.
იგი საუკუნეთა მანძილზე ქრისტიანული საქართველოს
სარწმუნოებრივ ცენტრს წარმოადგენდა. ჯერ კიდევ IV
საუკუნეში გაქრისტიანებულ მირიან მეფეს წმინდა ნინოს
რჩევით აქ პირველი ეკლესია აუშენებია, რომელსაც ჩვენამდე
არ მოუღწევია.
ვარძია XII - XIII საუკუნეები
 ვარძია — კლდეში ნაკვეთი სამონასტრო ანსამბლი, XII - XIII საუკუნეების ქართული
მხატვრული კულტურის ძეგლი. მდებარეობს ისტორიულ ჯავახეთში, ასპინძის
რაიონში (ასპინძინდან 30 კმ). მდ. მტკვრის მარცხენა ნაპირზე.
 სამონასტრო კომპლექსი ძირითადად 1156-1203 წლებში იქმნებოდა.
დასახლება 1185 წლის 15 აგვისტოს თამარის მეფობის ხანაში (1184-1213) აკურთხეს.
სამეფო მონასტერი დიდ როლს თამაშობდა ქვეყნის პოლიტიკურ და კულტურულ
ცხოვრებაში. ერთხანს ვარძიაში მოღვაწეობდა იოანე შავთელი, რომელმაც იქ შექმნა
"გალობანი ვარძიისა ღვთისმშობლისანი". ვარძიის წიგნთსაცავიდან
შემორჩენილია ვარძიის ოთხთავის დასურათებული ხელნაწერი (XII ს.). ვარძიის
მონასტრის წინამძღვრის სახელი ტრადიციულად საწოლის მწიგნობარი იყო, იგი
ეკლესია-მონასტრების საქმიანობას ხელმძღვანელობდა და ქვეყნის პოლიტიკურ
ცხოვრებაში თვალსაჩინო როლს ასრულებდა.
 მონღოლთა ბატონობის ხანაში (XIII საუკუნის II ნახევარი) ვარძიელი ბერ-მონაზვნები
აქტიურად იბრძოდნენ სარწმუნოებისა და ეროვნული კულტურის
გადასარჩენად. 1551 წელს მონასტერი სპარსთა ჯარმა დაარბია და დაანგრია. ვარძიის
ცნობილი ღვთისმშობლის ხატი, ოქროსა და ფოლადის კარები და კულტურის სხვა
მრავალი განძი მტერმა გაიტაცა. 1578 წელს, როდესაც ეს მხარე ოსმალეთმა დაიპყრო,
მონასტერი საბოლოოდ გაუკაცრიელდა. რუსეთ-ოსმალეთის ომის (1828-1829) შემდეგ
ვარძია კვლავ საქართველოს შემადგენლობაშია.
ბაგრატის ტაძარი XVII-XVIII საუკუნე
 ჩრდილოეთი კედლის წარწერის თანახმად, „ქ. ოდეს განმტკიცნა იატაკი, ქორონიკონი
იყო 223― (1003). თავისი ხუროთმოძღვრული და მხატვრული ღირსებით ბაგრატის
ტაძარს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ქართული არქიტექტურის ისტორიაში,
როგორც განვითარებული შუა საუკუნეების დროინდელი სტილის საბოლოოდ
დამამკვიდრებელ ნაწარმოებს. XVII საუკუნის დასასრულამდე ძეგლი უვნებლად იდგა.
1692, როგორც ვახუშტი მოგვითხრობს, „შემუსრეს ოსმალთა―. XIX საუკუნის 30-იან
წლებამდე შემორჩენილი იყო ტაძრის სამხრეთი და დასავლეთი კარიბჭეებიც, რასაც
მოწმობს მხატვარ ნ. ჩერნეცოვის ჩანახატები.
 არქიტექტურა
 ბაგრატის ტაძარი ტრიკონქის ტიპის ჯვარგუმბათოვანი ნაგებობაა. გუმბათი ოთხ
მძლავრ ბურჯს ეყრდნობოდა, ჯვრის შვერილი მკლავები გარედან სწორკუთხა, შიგნით
კი (აღმოსავლეთ, სამხრეთ და ჩრდილოეთ მხარეს) - ნახევარწრიული აფსიდებით იყო
დასრულებული. შიგნითვე დასავლეთის მკლავს შემოუყვებოდა პატრონიკე - გალერეა,
სადაც წირვა-ლოცვისა და დღესასწაულების დროს მეფე-დედოფალი და დიდებულები
იდგნენ. საკურთხევლის ორსავ მხარეს სამკვეთლო და სადიაკვნე იყო. მშენებლობის
დამთავრებამდე ძეგლს ჩრდილოეთ-დასავლეთიდან სამსართულიანი საცხოვრებელი
კოშკი, ხოლო XI საუკუნის I ნახევარში სამხრეთიდან და დასავლეთიდან მდიდრულად
მოჩუქურთმებული კარიბჭები მიაშენეს.
 მდიდარია ტაძრის მორთულობა. ფასადების გასაფორმებლად გამოყენებული
დეკორატიული თაღების სისტემა ფასადებს ერთმანეთთან აკავშირებდა.
განსაკუთრებით აღსანიშნავია აღმოსავლეთი ფასადი - ხუთი დეკორატიული თაღითა
და ორი ღრმა ნიშით. სავსებით დასრულებული სახე აქვს სარკმელთა მოჩუქურთმებულ
საპირეებსა და „სათაურებს―. უხვადაა მოჩუქურთმებული კარიბჭეები. ძირითადი
ნაგებობის ორნამეტს გრაფიკულობა, ხოლო კარიბჭეთა შემკულობას ღრმა, პლასტიკური
კვეთა ახასიათებს. შიგნით ბაზისები და სვეტისთავები რელიეფური
გამოსახულებებითა და ჩუქურთმებით იყო შემკული, კედელ-კამარებსა და იატაკს
მოზაიკა ამკობდა (იატაკზე დღესაც მოჩანს მისი ფრაგმენტები). სამხრეთ კარიბჭეში
შემორჩენილია ფრესკის კვალი - ღვთისმშობლის გამოსახულება. ტაძრის ინტერიერსა
და ეზოში აწყვია ქვაზე ნაკვეთი, რელიეფებითა და ორნამენტით შემკული დეტალები
და ფრაგმენტები, რომლებიც ტაძრის შიდა კედლებსა და ფასადებს ამშვენებდა.
 ბაგრატის ტაძრის დახვეწილი პროპორციები, გარე მასების ჰარმონიულობა,
გრანდიოზული შიდა სივრცე, ფასადების კომპოზიცია, მრავალფეროვანი მორთულობა,
რთულ ტექნიკურ ამოცანათა დაძლევა მოწმობს არქიტექტორის შესანიშნავ მხატვრულ
ნიჭს, დიდ პრაქტიკულ გამოცდილებასა და ოსტატობას.
XXსაუკუნის არქიტექტურა
1900-1920-იანი წლების ქართული
არქიტექტურა
 ნინო ასათიანი

მეოცე საუკუნის პირველ ათწლეულებში გრძელდება ის უაღრესად საინტერესო პროცესი არქიტექტურის
განვითარებისა და ქალაქების ფორმირებისა, რომელიც მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისიდან ქვეყნის მშვიდობიან,
მაგრამ საზოგადოებრივ-პოლიტიკური თვალსაზრისით ძალზე რთულ პერიოდში იღებს სათავეს და რომელიც
სრულიად ახლებურ იერს ანიჭებს ამ დროისთვის მნიშვნელოვნად დაკნინებულ ქალაქებს. შემოტანილი
დასავლური თუ აღმოსავლური არქიტექტურა თავიდანვე ისე სწრაფად განიცდის ასიმილაციას და ქართული
გემოვნებისა და ბუნების შესაბამისად ისე სწრაფად მკვიდრდება ყოფაში, რომ შიდა ეზოები, სათავსოების
„ანფილადური“ განლაგება, დაკიდული რიკულებიანი აივნები და სხვა მრავალი მეტად თუ ნაკლებად
მნიშვნელოვანი ელემენტი, წმინდა ქართულ მოვლენად აღიქმება, ისევე, როგორც დასავლეთ საქართველოში
მეცხრამეტე საუკუნის პირველ ნახევარში გავრცელებული „ოდა“ სახლები. მიუხედავად ამისა, უნდა ითქვას, რომ
ხსენებული მოვლენების ქართული არქიტექტურის ორგანულ, შინაგანად განპირობებულ მოვლენად შეფასება, რაც
არაერთხელ გვხვდება ლიტერატურაში, საკმარის საბუთიანობას და დამაჯერებლობას არის მოკლებული, ქართული
არქიტექტურის ისტორიის ჯაჭვს აქ ნამდვილად აკლია რგოლი.
მეოცე საუკუნის დასაწყისში, წინამორბედ წლებთან შედარებით, იზრდება მშენებლობისა და კეთილმოწყობის
მასშტაბები, რაც მთავარია, უმჯობესდება ნაგებობის არქიტექტურის ხარისხი. ამ პერიოდში აგებული მრავალი
შენობა დღესაც ქალაქების უკეთეს სამკაულთა შორისაა.
არქიტექტურული შემოქმედება კი კვლავ ეკლექტიზმის და სტილიზაციის გზით მიდის, უმთავრესად - კლასიკური
არქიტექტურის ფორმების ვარიაციებით, უფრო იშვიათად კი - გუთური, ისლამური, ბიზანტიურ-რუსული
ტრადიციული არქიტექტურის ელემენტებით. საყურადღებოა, რომ ამავე დროს ჩნდება ინტერესი ქართული
ხუროთმოძღვრების მემკვიდრეობის მიმართ, რაც პრაქტიკულ მოღვაწეობაში ცალკეული არქიტექტურული,
უმთავრესად, საეკლესიო არქიტექტურული ფორმების თუ დეკორატიული ელემენტების გამოყენებაში ვლინდება.
მიუხედავად იმისა, რომ ეს საკმაოდ იშვიათი მოვლენაა და სტილიზაციის ფარგლებს ვერ სცილდება, ფაქტი მაინც
მნიშვნელოვანია, რადგან მიმდინარეობს ამ მიმართულებით ინტერესის გაღრმავება და ცოდნის დაგროვება.
საუკუნის დასაწყისში გამეფებული სტილისტური სიჭრელის ფონზე უნდა აღინიშნოს მნიშვნელოვანი ფაქტი ჩვენში
ახალი სტილის შემოსვლისა, რომელიც რუსეთის იმპერიაში მიღებული სახელწოდებით - „მოდერნი“ გახდა
ცნობილი საქართველოში.
XXI ქართული არქიტექტურა
იუსტიციის სახლი
ყველაფერი ერთი სივრცეში. 300-ზე მეტი სერვისი
თბილისის იუსტიციის სახლი
ბათუმის იუსტიციის სახლი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
მოდულის შენობა
ძირითადი გამოყენედული მასალა
 ძირითადი მასალა რაც გამოყენებულია IV-VII სს-ში
მონასტრების ასაგებად არის ქვა და კირი
IX-XIII სს-ში მასალა უცვლელია ძირიტადი მასალა არი
ქვადა კირი მცირე რაოდენობით ხე.
XVII-XVIII ს-ში ქვა კირთან ერთად გხვდება ხე,
კარიბჭები, გუმბათები ძვირფასი ლითონების
გამოყენებით.
XIX-XX სა-ში შემოდის აგური ,ცემენტი,ხრეშს, მინა
მცირე რაოდენობით, ხე და ქვა (მარმარილო,
ბაზილიკა)
XIX-XX ს-ის არქიტექტირა ინარჩუნებს აგურს და მის
სახეცვლილებას „ბლოკს―, არეთვე ცემენტს და ხრეშს.
სხვამხრივ ის აგებულია ძირითადად მინისა და
„მეტალოპლასმასის― კონსტრუქციებზე.
მონაცემთა ცხრილი საუკუნეები მიხედვით
საუკუ
ნეები
გამოყენებული მასალები
IV-VII ქვა კირი
IX-XIII ქვა კირი ხე
XVII-
XVIII
ქვა კირი ხე ძვ
ლითო
ნი
XIX-XX გრანი
ტი,
მარმა
რილო
ცემენტ
ი
ხე
ლითო
ნი
აგური მინა
XXI გრანი
რი,
მარმა
რილო
ცემენტ
ი
ხე მეტალ
ო-
პლასმა
სა
აგური მინა ლამინა
ტი
საკუთარი აზრი კითხვაზე ცვლის თუ არა ეპოქა
არქიტექტურას?
 რამდენადაც IV-VII საუკუნეთა ქართული ხუროთმოძღვრება არის თვისებური, საერთო აგებულების სიმკაცრე და
სიცხადე, სრული წონასწორობა და სიმეტრიულობაც კი მასებისა, რომლებიც საფეხურებად იზრდება საფუძვლიდან
გუმბათამდე; შენობათა აღქმის ფრონტალობა; დიდებულება. ეს `წმინდა წყლის~ არქიტექტურის ხანაა,
კლასიკურობის სულით გამსჭვალული ხანა. VI საუკუნის დასასრულს და VII საუკუნის პირველ ნახევარში, სტილის
მომწიფების პერიოდში, მიღწეულია ნაგებობის ყველა ნაწილის, მთელისა და ნაწილთა სრული ჰარმონია, სრული
ურთიერთშეპირობება, კანონზომიერება.
V საუკუნის მეორე ნახევრიდან და VIII საუკუნეში ქართულ ხუროთმოძღვრებაში განვითარების ახალი საფეხური
იწყება.
 ქართული არქიტექტურული ორნამენტიკის მიერ განვლილი გზა, უპირველეს ყოვლისა, უნდა გავიხსენოთ XII
საუკუნის დამლევისა და XIII საუკუნის პირველი ნახევრის ძეგლებშიც. ამ ხანის ხუროთმოძღვრება არ უარყოფს
ფასადის გაცხოველებას კედლის წყობაში ლამაზად შეფერადებული და მოჩუქურთმებული ფილის ოსტატურად
გააზრებული ჩართვით (მაგალითად: იკორთის თბილ მოოქროსფერო-ყვითელ ტონებში შესრულებულ აღმოსავლეთ
ფასადზე მწვანე ჯვარი და ამავე ფერის კოპები) და ცალკე შემთხევევებში გვაძლევს მთელი ფასადების უფრო თამამ
გადაწყვეტას. ამავე დროს თავს იჩენს მისწრაფება ნაგებობის კედლების ფერადოვნებაში ფერადი ქვების ჭადრაკული
მონაცვლეობისადმი, ან მათი ერთი ფასადიდან მეორეში გარდამავალ ზოლებათ დაწყობისადმი. ხმარებაშია აგრეთვე
ცალკეული მუქი ფერის ფილების ჩასმა. გუდარეხის მონასტრის სამრეკლოზე და მცირე ეკლესიაზე (XIII საუკუნის
მეორე ნახევარი), მესხეთის ტაძრებზე – საფარასა და ზარზმაში (XIII საუკუნის დამლევი), ჭულეში (XIV საუკუნის
პირველი ნახევარი) ეს ეფექტი მოფიქრებული და ხალისით განმეორებული დეკორატიული ხერხის ხასიათს
ატარებს. ფასადსა და ინტერიერში სხვადასხვა დროს.
 ქართული არქიტექტურული ორნამენტიკის მიერ განვლილი გზა, უპირველეს ყოვლისა, უნდა გავიხსენოთ XII
საუკუნის დამლევისა და XIII საუკუნის პირველი ნახევრის ძეგლებშიც. ამ ხანის ხუროთმოძღვრება არ უარყოფს
ფასადის გაცხოველებას კედლის წყობაში ლამაზად შეფერადებული და მოჩუქურთმებული ფილის ოსტატურად
გააზრებული ჩართვით (მაგალითად: იკორთის თბილ მოოქროსფერო-ყვითელ ტონებში შესრულებულ აღმოსავლეთ
ფასადზე მწვანე ჯვარი და ამავე ფერის კოპები) და ცალკე შემთხევევებში გვაძლევს მთელი ფასადების უფრო თამამ
გადაწყვეტას. ამავე დროს თავს იჩენს მისწრაფება ნაგებობის კედლების ფერადოვნებაში ფერადი ქვების ჭადრაკული
მონაცვლეობისადმი, ან მათი ერთი ფასადიდან მეორეში გარდამავალ ზოლებათ დაწყობისადმი. ხმარებაშია აგრეთვე
ცალკეული მუქი ფერის ფილების ჩასმა. გუდარეხის მონასტრის სამრეკლოზე და მცირე ეკლესიაზე (XIII საუკუნის
მეორე ნახევარი), მესხეთის ტაძრებზე – საფარასა და ზარზმაში (XIII საუკუნის დამლევი), ჭულეში (XIV საუკუნის
პირველი ნახევარი) ეს ეფექტი მოფიქრებული და ხალისით განმეორებული დეკორატიული ხერხის ხასიათს
ატარებს. ფასადსა და ინტერიერში სხვადასხვა დროს.
 მეოცე საუკუნის პირველ ათწლეულებში გრძელდება ის უაღრესად საინტერესო პროცესი
არქიტექტურის განვითარებისა და ქალაქების ფორმირებისა, რომელიც მეცხრამეტე საუკუნის
დასაწყისიდან ქვეყნის მშვიდობიან, მაგრამ საზოგადოებრივ-პოლიტიკური თვალსაზრისით
ძალზე რთულ პერიოდში იღებს სათავეს და რომელიც სრულიად ახლებურ იერს ანიჭებს ამ
დროისთვის მნიშვნელოვნად დაკნინებულ ქალაქებს. შემოტანილი დასავლური თუ
აღმოსავლური არქიტექტურა თავიდანვე ისე სწრაფად განიცდის ასიმილაციას და ქართული
გემოვნებისა და ბუნების შესაბამისად ისე სწრაფად მკვიდრდება ყოფაში, რომ შიდა ეზოები,
სათავსოების „ანფილადური― განლაგება, დაკიდული რიკულებიანი აივნები და სხვა მრავალი
მეტად თუ ნაკლებად მნიშვნელოვანი ელემენტი, წმინდა ქართულ მოვლენად აღიქმება, ისევე,
როგორც დასავლეთ საქართველოში მეცხრამეტე საუკუნის პირველ ნახევარში
გავრცელებული „ოდა― სახლები. მიუხედავად ამისა, უნდა ითქვას, რომ ხსენებული
მოვლენების ქართული არქიტექტურის ორგანულ, შინაგანად განპირობებულ მოვლენად
შეფასება, რაც არაერთხელ გვხვდება ლიტერატურაში, საკმარის საბუთიანობას და
დამაჯერებლობას
 არის მოკლებული, ქართული არქიტექტურის ისტორიის ჯაჭვს აქ ნამდვილად აკლია რგოლი.
მეოცე საუკუნის დასაწყისში, წინამორბედ წლებთან შედარებით, იზრდება მშენებლობისა და
კეთილმოწყობის მასშტაბები, რაც მთავარია, უმჯობესდება ნაგბობის არქიტექტურის
ხარისხი. ამ პერიოდში აგებული მრავალი შენობა დღესაც ქალაქების უკეთეს სამკაულთა
შორისაა.
არქიტექტურული შემოქმედება კი კვლავ ეკლექტიზმის და სტილიზაციის გზით მიდის,
უმთავრესად - კლასიკური არქიტექტურის ფორმების ვარიაციებით, უფრო იშვიათად კი -
გუთური, ისლამური, ბიზანტიურ-რუსული ტრადიციული არქიტექტურის ელემენტებით.
 XXI საუკუნის არქიტექტურა ბიონიური არქიტექტურა, ასევე ბიო-ტექ არქიტექტურა —
მიმდინარეობა არქიტექტურასა და დიზაინში, რომელიც იდეებს ბუნებრივი (ანუ
ბიოლოგიური) ფორმებისგან სესხულობს. მიმდინარეობამ ჩამოყალიბება XXI საუკუნის
დასაწყისში დაიწყო და, შესაბამისად, ადრეულ პროექტებში ფორმის ძიება პრაქტიკულობას
უსწრებს წინ. ბიონიური არქიტექტურა ეწინააღმდეგება ტრადიციულ მართკუთხა
განლაგებასა და პროექტირების სქემებს, იყენებს რა მრუდ ფორმებსა და ზედაპირებს,
რომელიც ბიოლოგიური და ფრაქტალური მათემატიკის კონესტრუქციებისთვისაა
დამახასიათებელი.
 ამრიგად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყოველ ეპოქას გააჩნია თავისი სტილი -დაწყებული
ბაზილეკებით, გუმბათებით, ციხეგალაავნებით და დამთავრებული მოდერნიზმითა და
ბიონური არქიტექტურით.
 ნეტავ რას გვიმზადებს მომავალი??
გისურვებთ ნათელ და ლამაზ მომავალს!

Contenu connexe

Similaire à ისტორიის გავლება არქიტექტურქზე

ბორჯომის კულტურის ძეგლები-ლაშა ლაშხი
ბორჯომის კულტურის ძეგლები-ლაშა ლაშხიბორჯომის კულტურის ძეგლები-ლაშა ლაშხი
ბორჯომის კულტურის ძეგლები-ლაშა ლაშხიbakurgelashvili
 
რ.ფუთურიძე.pptx
რ.ფუთურიძე.pptxრ.ფუთურიძე.pptx
რ.ფუთურიძე.pptxBesik Machitadze
 
მემლექეთი
მემლექეთიმემლექეთი
მემლექეთიAna Meladze
 
ს.ქარქაშაძე ქუთაისი
ს.ქარქაშაძე ქუთაისის.ქარქაშაძე ქუთაისი
ს.ქარქაშაძე ქუთაისიBesik Machitadze
 
ნოქალაქევის ციხე-გოჯი
ნოქალაქევის ციხე-გოჯინოქალაქევის ციხე-გოჯი
ნოქალაქევის ციხე-გოჯიekamkheidze18
 
ლუკა ვერულაშვილი.pptx
ლუკა ვერულაშვილი.pptxლუკა ვერულაშვილი.pptx
ლუკა ვერულაშვილი.pptxBesik Machitadze
 
რ.ბერიძე.pptx
რ.ბერიძე.pptxრ.ბერიძე.pptx
რ.ბერიძე.pptxBesik Machitadze
 
არქეოლოგია
არქეოლოგია არქეოლოგია
არქეოლოგია fiqria sidamonize
 
კ.შამათავა 10-5.pptx
კ.შამათავა 10-5.pptxკ.შამათავა 10-5.pptx
კ.შამათავა 10-5.pptxBesik Machitadze
 
ნეკრესიდან სამებამდე
ნეკრესიდან  სამებამდენეკრესიდან  სამებამდე
ნეკრესიდან სამებამდეekachexani
 
მარიამ-ცინცაძე-10-5.pptx
მარიამ-ცინცაძე-10-5.pptxმარიამ-ცინცაძე-10-5.pptx
მარიამ-ცინცაძე-10-5.pptxBesik Machitadze
 
გავიცნოთ საქართველო 2011
გავიცნოთ საქართველო 2011გავიცნოთ საქართველო 2011
გავიცნოთ საქართველო 2011Tamar Parchukashvili
 

Similaire à ისტორიის გავლება არქიტექტურქზე (15)

ბორჯომის კულტურის ძეგლები-ლაშა ლაშხი
ბორჯომის კულტურის ძეგლები-ლაშა ლაშხიბორჯომის კულტურის ძეგლები-ლაშა ლაშხი
ბორჯომის კულტურის ძეგლები-ლაშა ლაშხი
 
რ.ფუთურიძე.pptx
რ.ფუთურიძე.pptxრ.ფუთურიძე.pptx
რ.ფუთურიძე.pptx
 
მემლექეთი
მემლექეთიმემლექეთი
მემლექეთი
 
ვარძია
ვარძიავარძია
ვარძია
 
Kaxeti1
Kaxeti1Kaxeti1
Kaxeti1
 
ს.ქარქაშაძე ქუთაისი
ს.ქარქაშაძე ქუთაისის.ქარქაშაძე ქუთაისი
ს.ქარქაშაძე ქუთაისი
 
ნოქალაქევის ციხე-გოჯი
ნოქალაქევის ციხე-გოჯინოქალაქევის ციხე-გოჯი
ნოქალაქევის ციხე-გოჯი
 
ლუკა ვერულაშვილი.pptx
ლუკა ვერულაშვილი.pptxლუკა ვერულაშვილი.pptx
ლუკა ვერულაშვილი.pptx
 
Levani razmadze
Levani razmadzeLevani razmadze
Levani razmadze
 
რ.ბერიძე.pptx
რ.ბერიძე.pptxრ.ბერიძე.pptx
რ.ბერიძე.pptx
 
არქეოლოგია
არქეოლოგია არქეოლოგია
არქეოლოგია
 
კ.შამათავა 10-5.pptx
კ.შამათავა 10-5.pptxკ.შამათავა 10-5.pptx
კ.შამათავა 10-5.pptx
 
ნეკრესიდან სამებამდე
ნეკრესიდან  სამებამდენეკრესიდან  სამებამდე
ნეკრესიდან სამებამდე
 
მარიამ-ცინცაძე-10-5.pptx
მარიამ-ცინცაძე-10-5.pptxმარიამ-ცინცაძე-10-5.pptx
მარიამ-ცინცაძე-10-5.pptx
 
გავიცნოთ საქართველო 2011
გავიცნოთ საქართველო 2011გავიცნოთ საქართველო 2011
გავიცნოთ საქართველო 2011
 

ისტორიის გავლება არქიტექტურქზე

  • 2. შესავალი  ამ თემაში თქვენ გაეცნობით ქართული ხუროთმოძღვრების თვისებურებებს, თავსი საერთო აგებულების სიმკაცრით და სიცხადით, სრული წონასწორობით და სიმეტრიულობით, რომლებიც საფეხურებად იზრდებიან საუკუნეებთან ერთად; ქართული არქიტექტურული ორნამენტიკის მიერ განვლილ გზას. გზას კლასიკიდან-მოდერნიზმამდე და მის გავლენას დღევანდელ არქიტექტურაზე.
  • 3. საქართველოს ისტორიული ძეგლები და თანამედროვე არქიტექტურა  მცხეთის ისტორიული ძეგლები: სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი, ჯვრის და სამთავროს მონასტრები და არმაზციხე- ბაგინეთი, III და IV კრიტერიუმის თანახმად მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილია 1994 წელს. "საქართველოს ძველი დედაქალაქის მცხეთის ისტორიული ძეგლები წარმოადგენენ კავკასიაში შუა საუკუნეების რელიგიური არქიტექტურის განსაკუთრებულ ნიმუშებს და ამ უძველესი სამეფოს კულტურის მაღალ დონეს წარმოაჩენენ‖.
  • 5.  მცხეთის ჯვარი – ქართული ხუროთმოძღვრების უმნიშვნელოვანესი ძეგლი, კავკასიის ქრისტიან ერთა ერთ-ერთი უდიდესი სალოცავი და პილიგრიმობის ცენტრი იყო. მცხეთის წმ. ჯვრის გუმბათიანი ტაძარი იმ ადგილასაა აგებული, სადაც ბათუმის იუსტიციის სახლი  ს-ის დასაწყისში ქართველთა განმანათლებელმა წმ. ნინომ და პირველმა ქართველმა ქრისტიანმა მეფემ მირიანმა ხის დიდი ჯვარი აღმართეს. ჯვრის რვაწახნაგა კვარცხლბეკი დღემდე შემორჩენილია ეკლესიის შუაგულში. მცხეთის ჯვარი – დამატებითი სათავსებით გართულებული ტეტრაკონქის ტიპის ტაძარი – VI-VII სს-ის მიჯნაზე ააგო ქართლის ერისმთავარმა სტეფანოზ პატრიკიოსმა.  ეს პირველი ქართული ეკლესიაა, რომლის ფასადთა გაფორმებაში ქანდაკოვან რელიეფს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. სტეფანოზისა და მისი ოჯახის წევრთა (დემეტრე და ადარნასე ვიპატოსების) გამოსახულებები ქტიტორთა სავედრებელი წარწერებით ტაძრის აღმოსავლეთ ფასადზეა მოთავსებული. სამხრეთი ფასადის ტიმპანში ჯვრის ამაღლების კომპოზიციაა, გუმბათის ყელის წახნაგზე კი უცნობი პირის _ შესაძლოა ხუროთმოძღვრის – ფიგურა.  ჯვრის ტაძრის ჩრდილოეთით მდებარე სამლოცველო, წმ. ჯვრის მცირე ტაძარი, VI საუკუნის II ნახევარშია აგებული. მცხეთის ჯვრის კომპლექსს სამი მხრიდან გალავანი ჰქონდა შემოვლებული.
  • 7. სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი, XI საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, ერთ-ერთი ოთხ დიდ კათედრალთაგან მდებარეობს თბილისიდან 20 კმ. დაშორებით, ქ. მცხეთაში. სვეტიცხოველში დაკრძალულია უფლის კვართი და წმინდა ელია წინასწარმეტყველის მოსასხამი. სვეტიცხოველი ყველაზე დიდი ისტორიული საეკლესიო ნაგებობაა საქართველოში დღემდე გადარჩენილთა შორის. იგი საუკუნეთა მანძილზე ქრისტიანული საქართველოს სარწმუნოებრივ ცენტრს წარმოადგენდა. ჯერ კიდევ IV საუკუნეში გაქრისტიანებულ მირიან მეფეს წმინდა ნინოს რჩევით აქ პირველი ეკლესია აუშენებია, რომელსაც ჩვენამდე არ მოუღწევია.
  • 8. ვარძია XII - XIII საუკუნეები
  • 9.  ვარძია — კლდეში ნაკვეთი სამონასტრო ანსამბლი, XII - XIII საუკუნეების ქართული მხატვრული კულტურის ძეგლი. მდებარეობს ისტორიულ ჯავახეთში, ასპინძის რაიონში (ასპინძინდან 30 კმ). მდ. მტკვრის მარცხენა ნაპირზე.  სამონასტრო კომპლექსი ძირითადად 1156-1203 წლებში იქმნებოდა. დასახლება 1185 წლის 15 აგვისტოს თამარის მეფობის ხანაში (1184-1213) აკურთხეს. სამეფო მონასტერი დიდ როლს თამაშობდა ქვეყნის პოლიტიკურ და კულტურულ ცხოვრებაში. ერთხანს ვარძიაში მოღვაწეობდა იოანე შავთელი, რომელმაც იქ შექმნა "გალობანი ვარძიისა ღვთისმშობლისანი". ვარძიის წიგნთსაცავიდან შემორჩენილია ვარძიის ოთხთავის დასურათებული ხელნაწერი (XII ს.). ვარძიის მონასტრის წინამძღვრის სახელი ტრადიციულად საწოლის მწიგნობარი იყო, იგი ეკლესია-მონასტრების საქმიანობას ხელმძღვანელობდა და ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში თვალსაჩინო როლს ასრულებდა.  მონღოლთა ბატონობის ხანაში (XIII საუკუნის II ნახევარი) ვარძიელი ბერ-მონაზვნები აქტიურად იბრძოდნენ სარწმუნოებისა და ეროვნული კულტურის გადასარჩენად. 1551 წელს მონასტერი სპარსთა ჯარმა დაარბია და დაანგრია. ვარძიის ცნობილი ღვთისმშობლის ხატი, ოქროსა და ფოლადის კარები და კულტურის სხვა მრავალი განძი მტერმა გაიტაცა. 1578 წელს, როდესაც ეს მხარე ოსმალეთმა დაიპყრო, მონასტერი საბოლოოდ გაუკაცრიელდა. რუსეთ-ოსმალეთის ომის (1828-1829) შემდეგ ვარძია კვლავ საქართველოს შემადგენლობაშია.
  • 11.  ჩრდილოეთი კედლის წარწერის თანახმად, „ქ. ოდეს განმტკიცნა იატაკი, ქორონიკონი იყო 223― (1003). თავისი ხუროთმოძღვრული და მხატვრული ღირსებით ბაგრატის ტაძარს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ქართული არქიტექტურის ისტორიაში, როგორც განვითარებული შუა საუკუნეების დროინდელი სტილის საბოლოოდ დამამკვიდრებელ ნაწარმოებს. XVII საუკუნის დასასრულამდე ძეგლი უვნებლად იდგა. 1692, როგორც ვახუშტი მოგვითხრობს, „შემუსრეს ოსმალთა―. XIX საუკუნის 30-იან წლებამდე შემორჩენილი იყო ტაძრის სამხრეთი და დასავლეთი კარიბჭეებიც, რასაც მოწმობს მხატვარ ნ. ჩერნეცოვის ჩანახატები.  არქიტექტურა  ბაგრატის ტაძარი ტრიკონქის ტიპის ჯვარგუმბათოვანი ნაგებობაა. გუმბათი ოთხ მძლავრ ბურჯს ეყრდნობოდა, ჯვრის შვერილი მკლავები გარედან სწორკუთხა, შიგნით კი (აღმოსავლეთ, სამხრეთ და ჩრდილოეთ მხარეს) - ნახევარწრიული აფსიდებით იყო დასრულებული. შიგნითვე დასავლეთის მკლავს შემოუყვებოდა პატრონიკე - გალერეა, სადაც წირვა-ლოცვისა და დღესასწაულების დროს მეფე-დედოფალი და დიდებულები იდგნენ. საკურთხევლის ორსავ მხარეს სამკვეთლო და სადიაკვნე იყო. მშენებლობის დამთავრებამდე ძეგლს ჩრდილოეთ-დასავლეთიდან სამსართულიანი საცხოვრებელი კოშკი, ხოლო XI საუკუნის I ნახევარში სამხრეთიდან და დასავლეთიდან მდიდრულად მოჩუქურთმებული კარიბჭები მიაშენეს.  მდიდარია ტაძრის მორთულობა. ფასადების გასაფორმებლად გამოყენებული დეკორატიული თაღების სისტემა ფასადებს ერთმანეთთან აკავშირებდა. განსაკუთრებით აღსანიშნავია აღმოსავლეთი ფასადი - ხუთი დეკორატიული თაღითა და ორი ღრმა ნიშით. სავსებით დასრულებული სახე აქვს სარკმელთა მოჩუქურთმებულ საპირეებსა და „სათაურებს―. უხვადაა მოჩუქურთმებული კარიბჭეები. ძირითადი ნაგებობის ორნამეტს გრაფიკულობა, ხოლო კარიბჭეთა შემკულობას ღრმა, პლასტიკური კვეთა ახასიათებს. შიგნით ბაზისები და სვეტისთავები რელიეფური გამოსახულებებითა და ჩუქურთმებით იყო შემკული, კედელ-კამარებსა და იატაკს მოზაიკა ამკობდა (იატაკზე დღესაც მოჩანს მისი ფრაგმენტები). სამხრეთ კარიბჭეში შემორჩენილია ფრესკის კვალი - ღვთისმშობლის გამოსახულება. ტაძრის ინტერიერსა და ეზოში აწყვია ქვაზე ნაკვეთი, რელიეფებითა და ორნამენტით შემკული დეტალები და ფრაგმენტები, რომლებიც ტაძრის შიდა კედლებსა და ფასადებს ამშვენებდა.  ბაგრატის ტაძრის დახვეწილი პროპორციები, გარე მასების ჰარმონიულობა, გრანდიოზული შიდა სივრცე, ფასადების კომპოზიცია, მრავალფეროვანი მორთულობა, რთულ ტექნიკურ ამოცანათა დაძლევა მოწმობს არქიტექტორის შესანიშნავ მხატვრულ ნიჭს, დიდ პრაქტიკულ გამოცდილებასა და ოსტატობას.
  • 13. 1900-1920-იანი წლების ქართული არქიტექტურა  ნინო ასათიანი  მეოცე საუკუნის პირველ ათწლეულებში გრძელდება ის უაღრესად საინტერესო პროცესი არქიტექტურის განვითარებისა და ქალაქების ფორმირებისა, რომელიც მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისიდან ქვეყნის მშვიდობიან, მაგრამ საზოგადოებრივ-პოლიტიკური თვალსაზრისით ძალზე რთულ პერიოდში იღებს სათავეს და რომელიც სრულიად ახლებურ იერს ანიჭებს ამ დროისთვის მნიშვნელოვნად დაკნინებულ ქალაქებს. შემოტანილი დასავლური თუ აღმოსავლური არქიტექტურა თავიდანვე ისე სწრაფად განიცდის ასიმილაციას და ქართული გემოვნებისა და ბუნების შესაბამისად ისე სწრაფად მკვიდრდება ყოფაში, რომ შიდა ეზოები, სათავსოების „ანფილადური“ განლაგება, დაკიდული რიკულებიანი აივნები და სხვა მრავალი მეტად თუ ნაკლებად მნიშვნელოვანი ელემენტი, წმინდა ქართულ მოვლენად აღიქმება, ისევე, როგორც დასავლეთ საქართველოში მეცხრამეტე საუკუნის პირველ ნახევარში გავრცელებული „ოდა“ სახლები. მიუხედავად ამისა, უნდა ითქვას, რომ ხსენებული მოვლენების ქართული არქიტექტურის ორგანულ, შინაგანად განპირობებულ მოვლენად შეფასება, რაც არაერთხელ გვხვდება ლიტერატურაში, საკმარის საბუთიანობას და დამაჯერებლობას არის მოკლებული, ქართული არქიტექტურის ისტორიის ჯაჭვს აქ ნამდვილად აკლია რგოლი. მეოცე საუკუნის დასაწყისში, წინამორბედ წლებთან შედარებით, იზრდება მშენებლობისა და კეთილმოწყობის მასშტაბები, რაც მთავარია, უმჯობესდება ნაგებობის არქიტექტურის ხარისხი. ამ პერიოდში აგებული მრავალი შენობა დღესაც ქალაქების უკეთეს სამკაულთა შორისაა. არქიტექტურული შემოქმედება კი კვლავ ეკლექტიზმის და სტილიზაციის გზით მიდის, უმთავრესად - კლასიკური არქიტექტურის ფორმების ვარიაციებით, უფრო იშვიათად კი - გუთური, ისლამური, ბიზანტიურ-რუსული ტრადიციული არქიტექტურის ელემენტებით. საყურადღებოა, რომ ამავე დროს ჩნდება ინტერესი ქართული ხუროთმოძღვრების მემკვიდრეობის მიმართ, რაც პრაქტიკულ მოღვაწეობაში ცალკეული არქიტექტურული, უმთავრესად, საეკლესიო არქიტექტურული ფორმების თუ დეკორატიული ელემენტების გამოყენებაში ვლინდება. მიუხედავად იმისა, რომ ეს საკმაოდ იშვიათი მოვლენაა და სტილიზაციის ფარგლებს ვერ სცილდება, ფაქტი მაინც მნიშვნელოვანია, რადგან მიმდინარეობს ამ მიმართულებით ინტერესის გაღრმავება და ცოდნის დაგროვება. საუკუნის დასაწყისში გამეფებული სტილისტური სიჭრელის ფონზე უნდა აღინიშნოს მნიშვნელოვანი ფაქტი ჩვენში ახალი სტილის შემოსვლისა, რომელიც რუსეთის იმპერიაში მიღებული სახელწოდებით - „მოდერნი“ გახდა ცნობილი საქართველოში.
  • 15. იუსტიციის სახლი ყველაფერი ერთი სივრცეში. 300-ზე მეტი სერვისი თბილისის იუსტიციის სახლი
  • 19. ძირითადი გამოყენედული მასალა  ძირითადი მასალა რაც გამოყენებულია IV-VII სს-ში მონასტრების ასაგებად არის ქვა და კირი IX-XIII სს-ში მასალა უცვლელია ძირიტადი მასალა არი ქვადა კირი მცირე რაოდენობით ხე. XVII-XVIII ს-ში ქვა კირთან ერთად გხვდება ხე, კარიბჭები, გუმბათები ძვირფასი ლითონების გამოყენებით. XIX-XX სა-ში შემოდის აგური ,ცემენტი,ხრეშს, მინა მცირე რაოდენობით, ხე და ქვა (მარმარილო, ბაზილიკა) XIX-XX ს-ის არქიტექტირა ინარჩუნებს აგურს და მის სახეცვლილებას „ბლოკს―, არეთვე ცემენტს და ხრეშს. სხვამხრივ ის აგებულია ძირითადად მინისა და „მეტალოპლასმასის― კონსტრუქციებზე.
  • 20. მონაცემთა ცხრილი საუკუნეები მიხედვით საუკუ ნეები გამოყენებული მასალები IV-VII ქვა კირი IX-XIII ქვა კირი ხე XVII- XVIII ქვა კირი ხე ძვ ლითო ნი XIX-XX გრანი ტი, მარმა რილო ცემენტ ი ხე ლითო ნი აგური მინა XXI გრანი რი, მარმა რილო ცემენტ ი ხე მეტალ ო- პლასმა სა აგური მინა ლამინა ტი
  • 21. საკუთარი აზრი კითხვაზე ცვლის თუ არა ეპოქა არქიტექტურას?  რამდენადაც IV-VII საუკუნეთა ქართული ხუროთმოძღვრება არის თვისებური, საერთო აგებულების სიმკაცრე და სიცხადე, სრული წონასწორობა და სიმეტრიულობაც კი მასებისა, რომლებიც საფეხურებად იზრდება საფუძვლიდან გუმბათამდე; შენობათა აღქმის ფრონტალობა; დიდებულება. ეს `წმინდა წყლის~ არქიტექტურის ხანაა, კლასიკურობის სულით გამსჭვალული ხანა. VI საუკუნის დასასრულს და VII საუკუნის პირველ ნახევარში, სტილის მომწიფების პერიოდში, მიღწეულია ნაგებობის ყველა ნაწილის, მთელისა და ნაწილთა სრული ჰარმონია, სრული ურთიერთშეპირობება, კანონზომიერება. V საუკუნის მეორე ნახევრიდან და VIII საუკუნეში ქართულ ხუროთმოძღვრებაში განვითარების ახალი საფეხური იწყება.  ქართული არქიტექტურული ორნამენტიკის მიერ განვლილი გზა, უპირველეს ყოვლისა, უნდა გავიხსენოთ XII საუკუნის დამლევისა და XIII საუკუნის პირველი ნახევრის ძეგლებშიც. ამ ხანის ხუროთმოძღვრება არ უარყოფს ფასადის გაცხოველებას კედლის წყობაში ლამაზად შეფერადებული და მოჩუქურთმებული ფილის ოსტატურად გააზრებული ჩართვით (მაგალითად: იკორთის თბილ მოოქროსფერო-ყვითელ ტონებში შესრულებულ აღმოსავლეთ ფასადზე მწვანე ჯვარი და ამავე ფერის კოპები) და ცალკე შემთხევევებში გვაძლევს მთელი ფასადების უფრო თამამ გადაწყვეტას. ამავე დროს თავს იჩენს მისწრაფება ნაგებობის კედლების ფერადოვნებაში ფერადი ქვების ჭადრაკული მონაცვლეობისადმი, ან მათი ერთი ფასადიდან მეორეში გარდამავალ ზოლებათ დაწყობისადმი. ხმარებაშია აგრეთვე ცალკეული მუქი ფერის ფილების ჩასმა. გუდარეხის მონასტრის სამრეკლოზე და მცირე ეკლესიაზე (XIII საუკუნის მეორე ნახევარი), მესხეთის ტაძრებზე – საფარასა და ზარზმაში (XIII საუკუნის დამლევი), ჭულეში (XIV საუკუნის პირველი ნახევარი) ეს ეფექტი მოფიქრებული და ხალისით განმეორებული დეკორატიული ხერხის ხასიათს ატარებს. ფასადსა და ინტერიერში სხვადასხვა დროს.  ქართული არქიტექტურული ორნამენტიკის მიერ განვლილი გზა, უპირველეს ყოვლისა, უნდა გავიხსენოთ XII საუკუნის დამლევისა და XIII საუკუნის პირველი ნახევრის ძეგლებშიც. ამ ხანის ხუროთმოძღვრება არ უარყოფს ფასადის გაცხოველებას კედლის წყობაში ლამაზად შეფერადებული და მოჩუქურთმებული ფილის ოსტატურად გააზრებული ჩართვით (მაგალითად: იკორთის თბილ მოოქროსფერო-ყვითელ ტონებში შესრულებულ აღმოსავლეთ ფასადზე მწვანე ჯვარი და ამავე ფერის კოპები) და ცალკე შემთხევევებში გვაძლევს მთელი ფასადების უფრო თამამ გადაწყვეტას. ამავე დროს თავს იჩენს მისწრაფება ნაგებობის კედლების ფერადოვნებაში ფერადი ქვების ჭადრაკული მონაცვლეობისადმი, ან მათი ერთი ფასადიდან მეორეში გარდამავალ ზოლებათ დაწყობისადმი. ხმარებაშია აგრეთვე ცალკეული მუქი ფერის ფილების ჩასმა. გუდარეხის მონასტრის სამრეკლოზე და მცირე ეკლესიაზე (XIII საუკუნის მეორე ნახევარი), მესხეთის ტაძრებზე – საფარასა და ზარზმაში (XIII საუკუნის დამლევი), ჭულეში (XIV საუკუნის პირველი ნახევარი) ეს ეფექტი მოფიქრებული და ხალისით განმეორებული დეკორატიული ხერხის ხასიათს ატარებს. ფასადსა და ინტერიერში სხვადასხვა დროს.
  • 22.  მეოცე საუკუნის პირველ ათწლეულებში გრძელდება ის უაღრესად საინტერესო პროცესი არქიტექტურის განვითარებისა და ქალაქების ფორმირებისა, რომელიც მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისიდან ქვეყნის მშვიდობიან, მაგრამ საზოგადოებრივ-პოლიტიკური თვალსაზრისით ძალზე რთულ პერიოდში იღებს სათავეს და რომელიც სრულიად ახლებურ იერს ანიჭებს ამ დროისთვის მნიშვნელოვნად დაკნინებულ ქალაქებს. შემოტანილი დასავლური თუ აღმოსავლური არქიტექტურა თავიდანვე ისე სწრაფად განიცდის ასიმილაციას და ქართული გემოვნებისა და ბუნების შესაბამისად ისე სწრაფად მკვიდრდება ყოფაში, რომ შიდა ეზოები, სათავსოების „ანფილადური― განლაგება, დაკიდული რიკულებიანი აივნები და სხვა მრავალი მეტად თუ ნაკლებად მნიშვნელოვანი ელემენტი, წმინდა ქართულ მოვლენად აღიქმება, ისევე, როგორც დასავლეთ საქართველოში მეცხრამეტე საუკუნის პირველ ნახევარში გავრცელებული „ოდა― სახლები. მიუხედავად ამისა, უნდა ითქვას, რომ ხსენებული მოვლენების ქართული არქიტექტურის ორგანულ, შინაგანად განპირობებულ მოვლენად შეფასება, რაც არაერთხელ გვხვდება ლიტერატურაში, საკმარის საბუთიანობას და დამაჯერებლობას  არის მოკლებული, ქართული არქიტექტურის ისტორიის ჯაჭვს აქ ნამდვილად აკლია რგოლი. მეოცე საუკუნის დასაწყისში, წინამორბედ წლებთან შედარებით, იზრდება მშენებლობისა და კეთილმოწყობის მასშტაბები, რაც მთავარია, უმჯობესდება ნაგბობის არქიტექტურის ხარისხი. ამ პერიოდში აგებული მრავალი შენობა დღესაც ქალაქების უკეთეს სამკაულთა შორისაა. არქიტექტურული შემოქმედება კი კვლავ ეკლექტიზმის და სტილიზაციის გზით მიდის, უმთავრესად - კლასიკური არქიტექტურის ფორმების ვარიაციებით, უფრო იშვიათად კი - გუთური, ისლამური, ბიზანტიურ-რუსული ტრადიციული არქიტექტურის ელემენტებით.  XXI საუკუნის არქიტექტურა ბიონიური არქიტექტურა, ასევე ბიო-ტექ არქიტექტურა — მიმდინარეობა არქიტექტურასა და დიზაინში, რომელიც იდეებს ბუნებრივი (ანუ ბიოლოგიური) ფორმებისგან სესხულობს. მიმდინარეობამ ჩამოყალიბება XXI საუკუნის დასაწყისში დაიწყო და, შესაბამისად, ადრეულ პროექტებში ფორმის ძიება პრაქტიკულობას უსწრებს წინ. ბიონიური არქიტექტურა ეწინააღმდეგება ტრადიციულ მართკუთხა განლაგებასა და პროექტირების სქემებს, იყენებს რა მრუდ ფორმებსა და ზედაპირებს, რომელიც ბიოლოგიური და ფრაქტალური მათემატიკის კონესტრუქციებისთვისაა დამახასიათებელი.  ამრიგად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყოველ ეპოქას გააჩნია თავისი სტილი -დაწყებული ბაზილეკებით, გუმბათებით, ციხეგალაავნებით და დამთავრებული მოდერნიზმითა და ბიონური არქიტექტურით.  ნეტავ რას გვიმზადებს მომავალი??
  • 23. გისურვებთ ნათელ და ლამაზ მომავალს!