SlideShare une entreprise Scribd logo
1  sur  25
ვიზუალური ანთროპოლოგიის სამეცნიერო დარგად ჩამოყალიბა და
საზღვარგარეთის ცენტრები - ამერიკა , საფრანგეთი , ინგლისი , კანადა
                            მოკლე კონსპექტური ვარიანტი




                                 მანუჩარ ლორია ©
ვიზუალური ანთროპოლოგიის ჩამოყალიბებასა და
განვითარებას ხელი შეუწყო რობერტ ფლაერტის, გრეგორი.
ბეიტსონის, მარგარეტ მიდის ნამუშევრებმა. მოგვიანებით
ეთნოგრაფიული კინოს სკოლებმა: ჰარვარდის სკოლა (ჯონ
მარშალი, რობერტ გარდნერი, ტიმოთი ეში), ფრანგული
სკოლა (ჟან რუში), კალიფორნიული სკოლა, კანადური
პროექტი, ავსტრალიური სკოლა და სხვ.
XX       საუკუნის        ამერიკულ
ანთროპოლოგიაში       მარგარეტ      მიდს
სამართლიანად      უკავია   გამორჩეული
ადგილი
    მარგარეტ       მიდი        დაიბადა
ფილადელფიაში 1901 წლის 16 დეკემბერს,
სიმსივნის დაავადებით გარდაიცვალა
ნიუ-იორკში, 1978 წლის 15 ნოემბერს.
    მარგარეტ მიდის კვლევის საველე-
ეთნოგრაფიული არეალი საკმაოდ ფართო
იყო, ხოლო გამოკვლევათა დიაპაზონი _
მრავალფეროვანი. მისი თითქმის ყველა
ნაშრომი სიახლით გამოირჩეოდა და
სწორედ     ნოვატორულმა        მიდგომამ
გახადა იგი ესოდენ პოპულარული.
მეცნიერის სამეცნიერო მემკვიდრეობის
დიდი ნაწილი დაფუძნებული იყო
ვიზუალურ დაკვირვებებსა და საკუთარ საველე კვლევებზე, რასაც იგი
საველე ანთროპოლოგიურ კვლევებად მიიჩნევდა. სწორედ ასეთი საველე
სამუშაოების საფუძველზე შეიქმნა დიდი თემატიკა, რომელიც ბავშვობის
ანთროპოლოგიას ეხება, რაც წარმოადგენდა ბავშვებისა და მოზარდების
განვითარებისა და აღზრდის იმ პრობლემატიკას, რომლებიც ხალხის
ცხოვრების წესის ეთნოგრაფიული და სოციალური თავისებურებებიდან
გამომდინარეობდა.     ემპირიული   წყაროების    საფუძველზე    იგი
ფუნდამენტურად სწავლობდა სამხრეთ ოკეანიისა და სამხრეთ-
აღმოსავლეთ     აზიის   მოსახლეობის   ტრადიციულ     კულტურებში
საყმაწვილო ეთნოგრაფიას _ ბავშვის აღზრდასა და ინდივიდთა
სოციალიზაციას, ოჯახისა და ქორწინების სოციოლოგიას, საქორწინო
წყვილის ურთიერთობების, შობადობისა და აბორტების კონტროლის,
სექსისა და სექსუალური როლების, უფრო ზუსტად, მამაკაცისა და ქალის
სოციალური როლების დიფერენციაციის კანონზომიერებებს, შრომის
სქესობრივ დაყოფას, ფემინურობის სტერეოტიპებს და მათთან
დაკავშირებულ ფსიქოლოგიურ თუ ქცევით ნიშნებს, მათ შორის,
მამაკაცისა და ქალის სექსუალურ ქცევებს, ზოგადად, გენდერულ,
განათლების, რასისა და ეთნიკური ჯგუფების რელიგიის, დემოგრაფიისა
და ჭარბმოსახლეობის, სოციალური დაგეგმარების, დაბერებისა და
სიკვდილის პრობლემებს. არ ყოფილა რამდენადმე მოზარდებთან
დაკავშირებული სერიოზული პრობლემა მარგარეტ მიდს რომ არ
განეხილოს.
მაგალითად,        იგი     არასრულწლოვანებში       დანაშაულებრივი
მოქმედებებების       მოტივაციებითაც     ინტერესდებოდა.    ეხებოდა
მომწიფების ხანაში ადამიანის ემოციურ ბადეში სექსუალურ გადახრათა
თუ სექსუალური დარღვევების გამომწვევ მიზეზებს, რაც იმდროინდელ,
უფრო კონკრეტულად, გასული საუკუნის 20-იან და 30-იან წლებში
სამეცნიერო წრეებში განსაკუთრებულად პოპულარული და სადისკუსიო
თემა გახდა. იყვნენ ისეთები, რომლებიც ფიქრობდნენ საქმე ჰქონდათ
ბიოლოგიურ ფენომენთან, რომ სქესობრივი მომწიფების ეტაპზე
სოციალური       და     ემოციური     ფაქტორები    უწესრიგოდ     და
არათანმიმდევრულად წარმოიქმნებიან, მაგრამ სხვები დარწმუნებულნი
იყვნენ, რომ ყმაწვილობაში წამოჭრილი ეს პრობლემები კულტურული
იყო და ადამიანის ამდაგვარი ნატურა მომდინარეობდა დასავლეთის
არეალებიდან.
1936-1938 წლებში ახალ ქმართან _ გრეგორ ბეიტსონთან ერთად, რომელიც,
ასევე, განსწავლული იყო ანთროპოლოგიაში, მარგარეტ მიდი ატარებს
რთულ საველე სამუშაოებს ინდონეზიაში _ ბალის კუნძულებზე.
მოგვიანებით, 1953 წელს მანუს კუნძულზე იგი ანხორციელებს მეორე
ექსპედიციას, სადაც შემდეგშიც პერიოდულად (1965-1967 წლებში)
ახდენდა ანთროპოლოგიურ პილოტირებას. აქვე ავღნიშნავთ იმ ფაქტს,
რომ ამ ორი პიროვნების ერთობლივმა ნამუშევრებმა დიდი წვლილი
შეიტანა ვიზუალური ანთროპოლოგიის განვითარებაში. 1936-1939 წლებში
გრეგორ ბეიტსონი და მარგარეტ მიდი ატარებდა საერთო გამოკვლევებს
ბალის სოფელში. ბალის ამ პროექტმა მნიშვნელოვანი შედეგი მოუტანა
ანთროპოლოგიას. ერთ-ერთი მათგანი კი არის კინოსა და ფოტოგრაფიის
რეალური შესვლა ანთროპოლოგიურ გამოკვლევებში.
მაგალითად, იგი არასრულწლოვანებში დანაშაულებრივი მოქმედებებების
მოტივაციებითაც ინტერესდებოდა. ეხებოდა მომწიფების ხანაში ადამიანის
ემოციურ ბადეში სექსუალურ გადახრათა თუ სექსუალური დარღვევების
გამომწვევ მიზეზებს, რაც იმდროინდელ, უფრო კონკრეტულად, გასული
საუკუნის     20-იან    და   30-იან  წლებში   სამეცნიერო     წრეებში
განსაკუთრებულად პოპულარული და სადისკუსიო თემა გახდა. იყვნენ
ისეთები, რომლებიც ფიქრობდნენ საქმე ჰქონდათ ბიოლოგიურ
ფენომენთან, რომ სქესობრივი მომწიფების ეტაპზე სოციალური და
ემოციური      ფაქტორები    უწესრიგოდ     და   არათანმიმდევრულად
წარმოიქმნებიან,     მაგრამ  სხვები  დარწმუნებულნი    იყვნენ,   რომ
ყმაწვილობაში წამოჭრილი ეს პრობლემები კულტურული იყო და
ადამიანის     ამდაგვარი    ნატურა    მომდინარეობდა    დასავლეთის
არეალებიდან.
1936-1938 წლებში ახალ ქმართან _ გრეგორ ბეიტსონთან ერთად, რომელიც,
ასევე, განსწავლული იყო ანთროპოლოგიაში, მარგარეტ მიდი ატარებს
რთულ საველე სამუშაოებს ინდონეზიაში _ ბალის კუნძულებზე.
მოგვიანებით, 1953 წელს მანუს კუნძულზე იგი ანხორციელებს მეორე
ექსპედიციას, სადაც შემდეგშიც პერიოდულად (1965-1967 წლებში) ახდენდა
ანთროპოლოგიურ პილოტირებას. აქვე ავღნიშნავთ იმ ფაქტს, რომ ამ ორი
პიროვნების ერთობლივმა ნამუშევრებმა დიდი წვლილი შეიტანა
ვიზუალური ანთროპოლოგიის განვითარებაში. 1936-1939 წლებში გრეგორ
ბეიტსონი და მარგარეტ მიდი ატარებდა საერთო გამოკვლევებს ბალის
სოფელში. ბალის ამ პროექტმა მნიშვნელოვანი შედეგი მოუტანა
ანთროპოლოგიას. ერთ-ერთი მათგანი კი არის კინოსა და ფოტოგრაფიის
თავდაპირველად გრეგორ ბეიტსონი და მარგარეტ მიდი
ფოტოსურათებს იყენებდნენ როგორც კვლევებზე ვიზუალურ
დამატებას და მარგარეტ მიდის საქმიანობის დამადასტურებელ
დოკუმენტაციას. პირველი ერთობლივი წიგნი გამოქვეყნდა 1942
წელს - „ბალიური ხასიათი’’. ტექსტი და ფოტოსურათები მასში ისე
კარგად იყო გამოყენებული და კომბინირებული, რომ იგი დღესაც
თავის სფეროში ერთადერთ თუ არა ერთ-ერთ საუკეთესო
ნაშრომად რჩება. იმ დროისათვის კინოგადაღება მათთვის
ნაკლებად მნიშვნელოვანი იყო. კინოგადაღება უბრალოდ
მოითხოვდა მეტ დროსა და ძალას. მონოგრაფიაში დაბეჭდილი
იყო მხოლოდ ფოტოსურათები, ფილმები კი დამთავრებული იყო.
მარგარეტ მიდის ხელმძღვანელობით, წიგნის გამოქვეყნებიდან 10
წლის შემდეგ, 25000 ფოტოსურათი იყო არჩეული ორი
მონოგრაფიისათვის. ამასთან, გრეგორ ბეიტსონმა დამატებით
გადაიღო 22000 ფუტი კინოფირი. ამ მასალებით ექვსი კინოფილმი
მომზადდა, ყველა 1950 წელს. ეს ფილმები ეთნოგრაფიულია _
სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. ისე, როგორც მონოგრაფიები,
ფილმებიც აღწერენ ადამიანურ ქცევას და წარმოადგენენ
ეთნოგრაფიული გამოკვლევების შედეგს. მეტწილად ისინი
ეძღვნება ბავშვების ურთიერთობას ერთმანეთთან და უფროსების
მიმართ. მაგალითად, ავტორები ცდილობენ აჩვენონ თუ რას
აკეთებენ    ბავშვები  კუნძულ      ბალიზე.  ეს  მონოგრაფია
წარმოადგენს, აგრეთვე, ვიზუალურ სიუჟეტს, რომლის ლამაზად
ჩვენება შესაძლებელია ფილმში.
უნდა ითქვას გრეგორ ბეიტსონისა და მარგარეტ მიდის ორი ფილმის
შესახებაც. პირველი წარმოადგენს ერთი კონკრეტული ბავშვის _ კარბას
ხანგძლივ გამოკვლევას, კერძოდ კი _ ბავშვის განვითარების კრიტიკულ
მომენტებს 7-დან 34 თვემდე. ფილმში _ „ბავშვური მეტოქეობა ახალ გვინეასა
და ბალში" _ ერთმანეთის პარალელურად ნაჩვენებია კუნძულ ბალისა და
მდინარე სეპიკზე მცხოვრები ლატმულების კულტურული მოდელი. სწორედ
ამით იყო დაკავებული გრეგორ ბეიტსონი 1929-1933 წლებში. ცოლ-ქმარი
პირველად შეეცადა გამოეყენებინათ კინო ანთროპოლოგიურ გამოკვლევებში.
მარგარეტ მიდისა და გრეგორ ბეიტსონის მონოგრაფიებში ადვილად და
გასაგებადაა გამოცემული მნიშვნელოვანი მომენტები, როგორიცაა ბავშვის
განვითარების სხვადასხვა ციკლი. ფილმში ცხოვრების ის ეპიზოდებია
ასახული, რომლის გადმოცემა უკეთესად და უფრო ლამაზად სწორედ
ვიზუალურად შეიძლებოდა, ვიდრე ვერბალურად. მიუხედავად ამისა, მაინც
ფილმი წარმოადგენდა მონოგრაფიის შემადგენელ ნაწილს.
  გრეგორ ბეიტსონისა და მარგარეტ მიდის სხვა მნიშვნელოვანი წვლილი
მეცნიერებაში არის ის, რომ მათ დაწვრილებით აღწერეს, თუ როგორ
პირობებში უწევდათ გადაღებები. სწორედ ამის აღწერას დაუთმო გრეგორ
ბეიტსონმა მთელი ერთი თავი წიგნში „კუნძულ ბალის ხასიათი". იგი
ერთმანეთისაგან განასხვავებს სურათს, რომლის ობიექტი პოზირებს
მისთვის და სურათს, რომელიც აღბეჭდავს ანთროპოლოგის მიერ შექმნილ
სიტუაციას _ მაგალითად, როდესაც ისინი იხდიან ფულს ცეკვისთვის.
ბეიტსონი აგრეთვე აღწერს მასალის გადარჩევისა და ბეჭდვის სხვადასხვა
ხერხებს.
ბალის ფილმებში იყო აგრეთვე თავისებური პრობლემები. ზოგიერთი
მათგანი ტექნიკური ხასიათის იყო. გრეგორ ბეიტსონის განკარგულებაში
იმყოფებოდა კინოკამერა შტატივზე, რომელიც მოკლე დუბლს იღებდა. ამის
გარდა ფულის უკმარისობის გამო იგი იძულებული იყო გადაეღო მასალები
ფირზე _ 16 კადრი წამში. დამონტაჟებული ფილმი მარგარეტ მიდის
კომენტარით გადაყვანილი უნდა ყოფილიყო 24 კადრიან რეჟიმში. ეს კი იმას
ნიშნავდა, რომ ეთნოგრაფიულ რეპორტაჟში, რომელიც გვიამბობს
ცხოვრებისეული ციკლის განვითარების შესახებ, ბალის მოსახლეობის ყოფა
იქნებოდა ნაჩვენები ორჯერ უფრო სწრაფად, ვიდრე ცხოვრების ბუნებრივი
სვლაა. საბედნიეროდ მასალის უმეტესი ნაწილი, რომელიც გამოყენებულია
„ტრანსი და ცეკვა ბალში", იყო 24 კადრიან ფირზე გადაღებული. მეორე უფრო
სერიოზული პრობლემა ამ ფილმებთან დაკავშირებით იმაში მდგომარეობდა,
რომ ეკრანზე ნაჩვენები მოქმედება ყოველთვის არ ედრებოდა კომენტატორის
მიერ ნათქვამს. გრეგორ ბეიტსონს მიაჩნდა, რომ მათ გამოიყენეს კამერა
როგორც „ინსტრუმენტი მოვლენის ფიქსირებისათვის და არა, როგორც მათი
თეზისის ილუსტრაცია’’.
  გრეგორ ბეიტსონისა და მარგარეტ მიდის ფილმები მნიშვნელოვანი იყო
უპირველეს ყოვლისა თავისი კონცეფციით და საველე კვლევის პროცესში
ვიზუალური მასალების მოპოვების მეთოდიკის შემუშავებით, რაც შემდგომ
პერიოდში აქტიურად გამოიყენეს ვიზუალურ ანთროპოლოგიაში მოღვაწე
ცნობილმა მეცნიერებმა. ამის საილუსტრაციოდ მოვიყვანთ ასენ ბალიქსის
მოგონებებს. ასენ ბალიქსმა 1957-1961 კანადაში        საველე სამუშაოები
განახორციელა და არაერთი საინტერესო ფილმი ანთროპოლოგიური ფილმი
გადაიღო. მას მუშაობის დროს საგრძნობლად გამოადგა 1950 წელს კოლუმბიის
უნივერსიტეტში საველე სამუშაოებისადმი მარგარეტ მიდის მიერ
ჩატარებული     სემინარის    ანგარიშები.   ამ   სემინარზე   ძირითადად
განიხილებოდა       აუდიო-ვიზუალური          ფიქსაციის     მეთოდებთან
დაკავშირებული საკითხები. ეს მეთოდი, მარგარეტ მიდის მიერ პირველად
ფილმის   ანთროპოლოგიურ ტრადიციას ვიზუალური მეცნიერებისათვის აქვს
უპირველესი მნიშვნელობა. სუფთა კინემატოგრაფიული მოსაზრებები გადადის
მეორე პლანზე.
  ნებისმიერი სცენარიზაცია, თუნდაც სცენარიზაციის მცდელობა , ეთნოგრაფ -
ოპერატორის მიერ სრულიად უნდა გამოირიცხოს.
  გადაღება თავიდან ბოლომდე უნდა მიმდინარეობდეს რეალურ დროში . ველზე
ანთროპოლოგი უნდა იღებდეს ყველა მიმდინარე მოვლენას , მან უნდა
დააფიქსიროს ყველა მოქმედი პირი გადაღებების მთელ პერიოდში . ეს უნდა იყოს
ფილმი, როგორც ჩანაწერი, დოკუმენტი შემდგომი ანთროპოლოგიური
ანალიზისათვის. მასალები, რომლებიც ინარჩუნებენ დროის რეალობას არის
აღუწერელი წყარო ახალი ჰიპოთეზისა.
  ვიზუალურ ანთროპოლოგიაში ძალიან მნიშვნელოვანია კონტექსტი . იგი
შეიძლება იყოს ვიზუალური, ვერბალური და წერილობითი. ოპერატორმა კამერის
საშუალებით უნდა აღნიშნოს და დააფიქსიროს ყველა მთავარი ელემენტი .
  ანთროპოლოგისათვის      მთავარი პრიორიტეტია მთლიანობა . ზოგადად
ვიზუალური ანთროპოლოგიის მთავარი მიზანი კი უნდა იყოს კულტურის
ილუსტრაცია და ანალიზი. ვიდეოკამერას აქვს დიდი მნიშვნელობა. იგი ერთბაშად
აფიქსირებს ეთნოგრაფიულ ინფორმაციას დიდი ოდენობით.
  ფილმის შექმნის ყველა ეტაპზე უნდა მონაწილეობდეს ანთროპოლოგი _
საველე გამოკვლევებზე, კონცეპციის გამომუშავებაზე , გადაღებებზე , მონტაჟზე .
  ეთნოგრაფიული ფილმის ძირითადი მოვლენები და ცენტრალური თემატიკა
დაკავშირებული უნდა იყოს ანთროპოლოგიურ კონცეფციასთან, რომელსაც აქვს
დიდი მეცნიერული ღირებულება. საერთოდ ეთნოგრაფიულ ფილმს ყოველთვის
უნდა ახლდეს დაბეჭდილი ეთნოგრაფიული მასალა. ეს ფილმს ანიჭებს მაღალ
ღირებულებას      და     წარმოადგენს     თვალსაჩინო       სახელმძღვანელოს
უნივერსიტეტისათვის.
ასენ ბალიქსის ანთროპოლოგიური
    ფილმები ნეთსილიკელი
       ესკიმოსების შესახებ
ასენ ბალიქსი 1969–1994 წლებში იყო მონრეალის უნივერსიტეტის
ანთროპოლოგიის ფა­კულ­ტეტის პროფესორი. კითხულობს ლექციებს
სოფიისა და ახალ ბულგარეთის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში. არის ბალკანეთის
ქვეყნების ანთროპოლოგთა ასოციაციის თავმჯდომარე. 1998 წლიდან ახალ
ბულგარეთის უნივერსიტეტთან არსებული რეგიონალური კვლევის
ინსტიტუტის საპატიო დირექტორი და ანთროპოლოგთა და ეთნოლოგთა
კავშირთან     არსებულ       ვიზუალური     ანთროპოლოგიის     კომისიის
ხელმძღვანელი. 1983-1993 წლებში იყო ჟურნალ «Visual Anthropology»-ის
რედაქტორ-კორესპოდენტი, ხოლო 1986 – 1993 წლებში რედაქტორობდა
ჟურნალ «CVA Review»-ს. მის მიერ გადაღებულია არაერთი მნიშვნელოვანი
ანთროპოლოგიური სამეცნიერო და საგანმანათლებლო ფილმი: 9 სერიანი
ფილმი „ნეთსილიკელი ესკიმოსების შესახებ“, „ნეთსილიკელი ესკიმოსები
დღეს“, „ხაჯი ომარის შვილები“, „ციმბირელთა თვალით დანახული ციმბირი“,
„ბალკანელთა პორ­ტ­რე­ტი“ (1996), „ბოშათა პორტრეტი“, „მუსლიმანური
ლაბირინთი“ და სხვა.
  ფილმთა სერია ნეტსილიკელი ესკიმოსების შესახებ _ 11 საათიანი
დეტალური თხრობაა ესკიმოსების ტრადიციულ კულტურაზე, რომლებიც
ბინადრობენ     კანადის    არქ­ტი­კულ   სანაპიროზე.  სანამ  უშუალოდ
მიმოვიხილავდეთ ფილმს, მანამდე მოკლედ დავახასიათებთ ეს­კიმოსებს.
ისინი ცხოვრობენ ა.შ.შ.-ში (ალასკაზე), ჩრდილოეთ კანადაში, დანიაში
(კუნძულ გრერალდიაზე) და რუსეთში (ჩუკოტკაზე). ესკიმოსების ეთნიკური
ერთობა ჩამოყალიბდა ძვ. წ. II ათასწლეულის დასასრულამდე, ბერინგის
ზღვის მიდამოში. ახ. წ. I ათასწლეულში ესკიმოსების წინაპრები ჩუკოტკასა
და ამერიკის არქტიკული სანაპიროს გასწვრივ გა­დასახლდნენ.
ესკიმოსები 15 ეთნოგრაფიულ ჯგუფად იყოფიან. ესკიმოსთა ყოფისა და
კულტურის        ფორმები     არქტიკის    საცხოვრებელი       პირობებითაა
განპირობებული. მათთვის სატომო ორგანიზაციის გაუფორმებლობა, XIX
საუკუნეში გვარების არსებობა იყო დამახასიათებელი. თუმცა XVIII სა­
უკუნეში ზოგიერთი ჯგუფი უკვე გაქრისტიანებული იყო. ესკიმოსებში იყო
ანიმისტური რწმენა-წარმოდგენები, შამანიზმი. მათთან ხუთი სამეურნეო-
კულტურული კომპლექსი გამოიყოფა. ესენია: ზღვის დიდ ცხოველებზე –
ლომ-ვეშაპებსა და ვეშაპებზე ნადირობა, სელაპებზე ნადირობა, მეთევზეობა,
მოხეტიალე ნადირობა ირემ-კარიბუზე და კარიბუზე ნადირობა, რომელიც
ზღვის ცხოველებზე ნადირობასთანაა შეხამებული.
  XX საუკუნის შუა ხანებისათვის ესკიმოსებისათვის ოთხი დამოუკიდებელი
ეთნოპოლიტიკური ერთობა ჩამოყალიბდა: 1. გრელანდიიდ ესკიმისები, 2.
კანადის ესკიმოსები (თვითსახელწოდება – ინუიტ), 3. ალასკის ესკიმოსები და
4. აზიელი ესკიმოსები. კანადის ესკიმოსებში საკუთარ ენასთან ერთად
გავრცელებულია ინგლისური და ფრანგული ენები. მათ XIX ს-ის და­საწ­ყი­
სიდან შექმნეს დამწერლობა სირაბიული ანბანის საფუძველზე. ალასკის
ესკიმოსები უმეტესად ინგლისურენოვანნი არიან. მათ ახასიათებთ
ნაციონალურ-კულტურული კონსოლიდაციის ძლი­ე­რი ტენდენცია. აზიელ
ესკიმოსებში გავრცელებულია რუსული ენა.
  ესკიმოსებს ემოსათ ბეწვიანი ტყავის ორფენოვანი ტანსაცმელი, ტყავის
მაღალი ფეხ­საც­მე­ლი, თევზის ტყავის ლაბადები. ბუნება ესკიმოსებისათვის
მძიმე იყო, მაგრამ ცხოვრებასთან ბრძო­ლის პარალელურად, ისინი მხატრულ
შემოქმედებასაც არ ივიწყებდნენ, რაც თავი გამოხატულებას პოვლობდა
სიმღერებსა და ცეკვებში, ხეზე, ქვასა და რქაზე კვეთაში, ტანსაცმლის
ორნამეტირებაში, ტატუირებაში, გადაადგილების ორიგინალურ საშვალებათა
გამოგონებაში (ციგები, რომლებშიც ძაღლები და ირმები იყვნენ შებმული).
ასენ ბალიქსმა 1957-1961 ჩაატარა საველე სამუშაოები კანადაში. იგი იხსენებს
ფილმზე მუშაობის დეტალებს და აღნიშნავს მისთვის საინტერესო, 1950 წელს
კოლუმბიის უნივერსიტეტში მარგარეტ მიდის საველე სამუშაოებზე
ჩატარებული      სემინარის     მნიშვნელობას,    სადაც        განიხილებოდა
აუდიოვიზუალური ფიქსაციის მეთოდებთან დაკავშირებული საკითხები. ეს
მეთოდი მარგარეტ მიდის მიერ პირველად 1936 წელს, ბალიზე საველე ექს­
პედიციის დროს იქნა გამოყენებული და იგი დღესაც არ კარგავს აქტუალობას.
  მარგარეტ მიდი აღნიშნავდა, რომ: ფილმის ეთ­ნოგ­რა­ფი­ულ ტრა­­დიციებს
ვიზუალური ანთროპოლოგიისათვის აქვს უპირველესი მნიშვნელობა. სუფთა
კინემატოგრაფიული მოსაზრებები გადადის მეორე ადგილზე; ნებისმიერი
ხელოვნური დადგმები ან მისი მცდელობა გამორიცხული უნდა იქნეს
შეოქმედებითი ჯგუფის მი­ერ; გადაღება თავიდან ბოლომდე უნდა
მიმდინარეობდეს რეალურ დრო­ში და ველზე უნდა ხდებოდეს ყველა
მიმდინარე მოვლენის გადაღება; ანთროპოლოგი უნდა ინიშნავდეს მოქმედი
პირების შესახებ ინფორმაციას. ეს უნდა იყოს ფილმი, რო­გორც ჩანაწერი,
დოკუმენტი შემდგომი ანთროპოლოგიური ანალიზისა; ფილმის შექმნის ყველა
ეტაპზე უნდა მონაწილეობდეს ანთროპოლოგი - საველე გამოკვლევების,
კონცეპციის შემუშავების, გადაღებებისა და მონტაჟის დროს.
  ფილმს ნეთსილიკელი ესკიმოსების შესახებ ააქვს საგანმანათლებლო
ფუნკცია და განკუთვნილია მოსწავლეთათვის. აქ დეტალურადაა ასახული
ერთი წლის განმავლობაში ესკიმოსების ერთი ჟგუფის ცხოვრება. ფილმი იყოფა
სერიებად: ზამთრის ბანაკში, სელაპზე ნადირობა, ჟგუფური ნადირობა
გაზაფხულის ყინულზე, შემოდგომის ბანაკში, ციგების მომზადება და ა.შ. აქ არ
არის კომენტარი და სუბტიტრები, მხოლოდ გვხდება ბუნებრივი ხმები. ამ
ფილმებში დეტალურად არის ნაჩვენები (საკვების მოპოვება, თამაშები).
მასწავლებლებისთვის ფილმს დართული ააქვს მეთოდური სახელმძღვანელო.
ეს სერიალი შეიქმნა ეთნოგრაფიული ინფორმაციის ბაზაზე და არის
მკაცრად    `ანთროპოლოგური~.      იგი   გადის   ტელევიზიებით,
გამოიყენებოდა და გამოიყენება სასწავლო მიზნებისათვის -
დაწყებით და საშუალო სკოლებში, კოლეჯებსა და უნივერსიტეტებში,
მუზეუმებში და ა.შ.
  არქტიკული     ჯგუფი    იძლევა   ბრწყინვალე   შესაძლებლობას
კულტურულ-ეკოლოგიური თეორიის შესასწავლად. დამკვირვებელს
უჩნდება რწმენა, რომ ნეტსილიკების კულტურა დაკავშირებულია
ეკოლოგიურ ადაფტაციასთან. მთლიანობაში ფილმი ნეთსილიკელ
ესკიმოსებზე გახდა ეთნოგრაფიული ვიდეო მონიტორინგი.
    ფილმის გადაღების დროს ნეტსილიკელ ესკიმოსებს უკვე
მიღებული ჰქონდა კატოლიციზმი 1940წ. გადაღებებისათვის გაკეთდა
სპეციალური შამანური სიანსის რეკონსტრუირება. საცდელი
ჩვენებების დროს აუდიტორიაში მოსწავლეები ვერ მიხვდნენ
ვერაფერს შამანების ქცევაში. მუშაობის დროს გახდა ნათელი, რომ
მარგარეტ მიდის პრონციპები შეიძლება გამოყენებული იქნას საველე
გამოკვლევების დროს და არა ფილმების მონტაჟისათვის.
  ოთხი     რეჟისორ-ოპერატორი,      რომლებიც     ღებულობდნენ
მონაწილეობას 1963-1965 წწ. იყვნენ დოკუმეტალისტები. პრობლემა
წარმოიშვა კინომატოგრაფისტების მხრიდან, ისინი ცდილობდნენ
გაეკონტროლებინათ       მოქმედ გმირთა ქმედებები, ზეგავლენა
მოეხდინათ გარემოებაზე. მთლიანად ველზე გადაღება წარიმართა 13
თვე და გადაღებული იქნა 25 მლნ ფუნტი 16მმ ფირი.
აღმოსავლეთის ნეტსილი ესკიმოსები წარმოადგენენ            მონადირე-
თევზმჭერთა ჯგუფს, რომლებიც სეზონის მიხედვით განიცდიან მიგრაციას,
ანუ ზამთრის მიგრაცია (ყინულოვანი დგომა) შემოდგომა (თევზჭერა),
მომთაბარეობა სანადირო ადგილებში, საგაზაფხულო თევზჭერის პერიოდი და
ა.შ. ყველა ეს პერიოდი გადაღებული იქნა სერიებად. სერიალი ნეტსილიკელ
ესკიმოსებზე გახდა წლიური მიგრაციის ილუსტრირება, რომელიც
წარმოდგენილი იქნა ცხრა ფილმად. ანთროპოლოგი ადგენდა წინასწარ
ფილმის გეგმას. გადაღება დაიწყო ცხოვრების წესი აღწერით, შემდეგ შეივსო
სიუჯეტებით ოჯახის, ქალის როლის, მოხუცების და ბავშვების შესახებ.
გადამღები ჯგუფი ცდილობდა თხრობითი სტრუქტურა მაქსიმალურად
დაკავშირებული ყოფილიყო რეალურ ქრონოლოგიასთან. კოლექტიური
მუშაობის შედეგად გადაღებული მასალა ზუსტად ედრებოდა მარგარეტ
მიდის ეთნოგრაფიულ ხედვას.
   როგორც გადაღებების, ასევე მონტაჟის დროს ყურადღება განსაკუთრებით
მახვილდებოდა ფილმის მთავარი გმირზე 50 წლის ინტიმან გნერგისზე და მის
ოჯახზე (ცოლი კინგნუკი და მათი ექვსი წლის ვაჟი უმიალიკი). ის ძლიერი,
გამოცდილი მონადირე და ტრადიციული კულტურის მცოდნე პიროვნება იყო.
დანარჩენ მოქმედ გმირებს განიხილავდნენ როგორც მეორეხარისხოვანს
გმირებს.
   ასენ ბალიქსი არ ახდენდა სოციალური ურთიერთობების რეკონსტრუქციას.
მისი თქმით „ეს იქნებოდა აბსურდული, რადგან          მონადირეობისა და
თევზჭერის საქმე ჯერ კიდევ ნეტსილიკელი ესკიმოსებისათვის იყო კარგად
ცნობილი და არ საჭიროებდა რეკონსტრუქციას”. საველე მუშაობისას
სინამდვილეზე.
გამოჩენილი ანთროპოლოგებისა და
რეჟისორების მოკლე ფილმოგრაფია
The American   Indian Sehes (მრავალსერიანი ფილმი ინდიელებზე) (1961-1965)
  Acorns: Stahe Food of California Indians (Желуди:კალიფორნიის ინდიელების
კვების ძირითადი პროდუქტი)
  Basketry of the Pomo(პომოს კალათის დაბწნა)3 ფილმი
  Bcautiful Tree_Chishkale (შესანიშნავი ხე)
  Buckeyes: Food of California Indians(წაბლი: კალიფორნიის ინდიელების კვება)
  Game of steves(~ჯოხებით თამაში~)
  Kashia Men`s Dances(კაშიას მამაკაცების ცეკვა)
  Pine Nuts (კედარის თხილი)
  Pomo shaman (შამანი პომო)
  Sucking Doctor (მკურნალი, ავადმყოფობის გამომწოვი)
  Wooden Box;Made by steaming and Bending( ხის ყუთი, გაკეთებული ორთქლის
ზემოქმედებისა და დაბწნის გზით)
  ანთროპოლოგ სამუელ ა . ბერრეტას ხელმძღვანელობით გადაღებულია
ფილმები, პროექტი დაწყებულია 50-იან წლებში, ფილმები გამოშვებულია 60-
იანი წლების დასაწყისში. დამზადებულია კალიფორ-ნიის შტატში Extencion
Media    Center     უნივერსიტეტში.          ფილმების    შექმნაში  მონაწილეობას
ღებულობდნენ კლაიდ სმიტი , უილიამ ხეიკი , ერნესტ რიუზი , ოლ
ფერინგი , კამერონ მაკოლი , რობერტ ურტონი და დევიდ პერი .
  ფილმთა უმრავლესობაში ნაჩვენებია კალიფორნიის ინდიელები. ფილმების
სიუჟეტად გვევლინება რეკონსტრუირებული მოვლენები. ზოგი ფილმი
გვაძლევს მომხდარის შეფასებას, მაგალითად `შესანიშნავი ხე~. ოთხ ფილმში
ნაჩვენებია პომოს რიტუელები. ბერეტმა ვერ იცოცხლა ამ პროექტის
დასრულებამდე, ამიტომ ეთნოგრაფიული დოკუმენტაცია მიუწვდომელია.
An  argument about a Marriage (დავა ქორწინებაზე) (1968) 18 წუთიანი
ფილმი, გაკეთებულია მასალებით, რომელიც გადაიღო ჯონ
მარშალმა 50-იან წლებში, დისტრიბიუტორი __ DER.
  ფილმი შეიცავს ძალიან დიდი მოცულობით ინფორმაციას. მასში
არის მცდელობა კალახარის ბუშმენთა ორ ჯგუფს შორის არსებული
კონფლიქტისათვის        თვალყურის       დევნებისა.   პირველ     თავში
გამოიყენება ფოტოები და ინგლისურენოვანი კომენტარები, დავის
არსისა       და         ისტორიულ-კულტურული               კონტექსტის
განმარტებისათვის. მეორე თავში ნაჩვენებია თვით დავა და
გახმოვანების მიზნით გამოყენებულია ბუშმენთა დიალოგი,
თარგმნილი ინგლისურენოვანი სუბტიტრებისგან.
  BBBitter Melons (მწარე ნესვები) (1968). 30 წუთიანი ფილმი,
გაკეთებულია მასალებით, რომელიც გადაიღო ჯონ მარშალმა 1955
წელს, კალახარის უდაბნოში. შეიძლება ითქვას, რომ ეს პირველი
ფილმია სინქრონული გახმოვანებით გაკეთებული ველზე. მონტაჟი
ეკუთვნის _ ფრენკ გელვინს . ფილმში ნაჩვენებია კალახარელი
ბუშმენი, რომელიც ქმნის სიმღერებს და მელოდიებს მუსიკალური
ინსტრუმენტისათვის, რომელსაც აქვს ერთი სიმი. კინოში ბუშმენთა
ცხოვრების სხვადასხვა ასპექტს უკავშირდება განსაზღვრული
მელოდიები. ყოველი ეპიზოდი იწყება სინქრონულად ჩაწერილი
მუსიკით, შემდეგ კი შერჩეული ვიზუალური განსახიერების
შესატყვისი. ასეთი გზით, ფილმში ფართო სპექტრით არის ნაჩვენები
ეპიზოდები ბუშმენთა კულტურასთან დაკავში-რებული.
Cildhood  Rivalry in Bali and Nev Guinea ( ბავშვური მეტოქეობა ბალსა და
ახალ გვინეაში)(1952). 17 წუთიანი ფილმი გადაღებულია გრეგორი
ბეიტსონის და მარგარეტ მიდის მიერ 1936-1938 წლებში. ეს არის
პირველი მცდელობა კონოში შედარებითი ანალიზისა. ფილმში
ნაჩვენებია ბუნებრივად მომხდარი ან სპეციალურად წარმოქ-მნილი
მსგავსი რიტუალები, რათა მოახდინონ პროვოცირება შეჯიბ-
რებითი(მეტოქეობრივი) რეაქციებისა.
  Chronicle of a summer (ერთი ზაფხულის ქრონიკა)(1961). 90 წუთიანი
ფილმი. რეჟისორები _ ჟან რუში და ედგარ მორენი .
  პირველი ფილმი,             Cinema verite, გადაღებულია სინქრონული
გახმოვანებით. ფილმში, ანთროპოლოგი (ჟან რუში) და სოციოლოგი
(ედგარ მორენი), ცდილობენ აჩვენონ პარიზელების ხასიათი 1960 წლის
ზაფხულში. Fფილმში მოქმედება ცოტაა, ის ძირითადად საუბრებს
შეიცავს. რეჟისორები სვამენ კითხვებს, გავლენას ახდენენ
მოვლენებზე. ბოლო ეპიზოდში რუში და მორენი მსჯელობენ
საკუთარი კვლევების რეზულტატებზე.
  Dany Hauses (დანის საცხოვრებელი) (1974). 19 წუთიანი ფილ-მი,
რეჟისორი _ კ .გ . ხაიდერი . ფილმში ნაჩვენებია დანის საცხოვრებელის
ორი ტიპის:მრგვალის და პირდაპირკუთხოვანის მშენებლობა.
Dany   Sweet Potatoes (დანის ტკბილი კარტოფილი) (1974). 19 წუთიანი
ფილმი, რეჟისორი_ კ .გ . ხაიდერი. ფილმში ნაჩვენებია ციკლი ტკბილი
კარტოფილის მოყვანის პროცესიდან მისი საკვებად გამოყენების
ჩათვლით. ფილმი გადაღებულია 1963 წელს. მთავარი ყურადღება
ექცევა ტექნოლოგიას. არის რამდენიმე ეპიზოდი, რომელიც აღწერს
ბავშვების აღზრდას.
  Dead Birds (მკვდარი ფრინველები) (1963). 83 წუთიანი ფილმი,
რეჟისორი_ რობერტ გარდნერი. ფილმის მთავარი გმირები არიან _
მამა-კაცი weyak და ბიჭი პუა. Fფილმში ნაჩვენებია ომის მოვლენები და
რიტუალები, რომლებიც მიმდინარეობდა ფილმის გადაღების დროს.
Dანის სიმბოლო _ ადამიანი როგორც ფრინველი _ გამოიყენება
როგორც მეტაფორული განსახიერება სიკვდილისა.
  Desert Peple (უდაბნოს ხალხი)(1960), 51 წუთი. რეჟისორი _ იან
დანლოპი,           ანთროპოლოგ        რობერტ        ტონკინსონთან
თანამშრომლობით. მეოთხე სერია ამ მრავალსერიანი ფილმისა არის
დასავლეთ ავსტრალიის უდაბნოს ხალხების შესახებ.
  The Feast (დღესასწაული) (1970), 29 წუთიანი, რეჟისორი _ ტიმოთი
ეში, ფილმის გადაღების დროს თანამშრომლბდა ანთროპოლოგ
ნაპოლეონ შანიონთან .           ფილმი არის აქამდე მეომარ ინდიელ
იანომამას სოფლებს შორის კავშირზე, ნიჭთაგაცვლასა და საერთო
დღესას-წაულებზე. ისინი ცხოვრობდნენ ჩრდილოეთ ვენესუელაში.
Gum Preparation, stone Flaking; Djagamara leaves Barjar ( რეზინებისა და
დამუშავებული ქვების დამზადება; ჯაგამარა ტოვებს ბადჯარას)(1969).
19 წუთიანი, რეჟისორი _ იან დანლოპი , ის თანა-მშრომლობდა
ანთროპოლოგ რობერტ ტონკინსონთან . ფილმი არის მეორე სერია
სერიალიდან დასავლეთ ავსტრალიის უდაბნოს ხალხების შესახებ .
  The Hunters (მონადირე) (1956). 73 წუთიანი, რეჟისორი _ ჯონ
მარშალი .        ფილმში მოთხრობილია           ოთხი ბუშმენის შესახებ
კალახარის უდაბნოდან, რომლებიც ეძიებენ საკვებს თავიანთი
ოჯახისათვის. ისინი დაჭრიან მოწამლული ისრით ჟირაფს და
მისდევენ მის კვალს ოთხი დღის მანძილზე. შემდეგ მას კლავენ და
მიაქვთ ხორცი, რომ გაანაწილონ ის დარჩენილ ხალხთან ერთად.
ფილმი არის ბუშმენთა სანადირო უნარ-ჩვევებზე.
  Karba`s first Years (კარბას პირველი წლები)(1952). 19 წუთი. რეჟისორი _
გრეგორი ბეიტსონი და მარგარეტ მიდი , ფილმი გვიჩვენებს
ბალიის ბიჭის განვითარებას ბავშვობის ძირითად სტადიებში.
  The lion Hunters (მონადირეები ლომებზე) (1970). 68 წუთი, რეჟისორი _
ანთროპოლოგი ჟან რუში. ფილმი გადაღებულია ზემო ნიგერიაში,
სადაც ცხოვრობენ მიწათმოქმედნი და მესაქონლეები. სოფლის
რამდენიმე მცხოვრები პროფესიონალი მონადირეა ლომებზე. უნდა
მოკლან ლომი, რომელიც თავს ესხმის საქონელს. მაგრამ ეს ნადირობა
არ არის ყოველდღიური სამუშაო და ყველა სანადირო რიტუალი
ნაჩვენებია ძალიან დეტალურად.
Louisiana stori (ლუიზიანას ისტორია) (1948). რეჟისორი _ რობერტ
ფლაერტი , ოპერატორი _ რიჩარდ ლიკოკი . ეს არის ლირიული
სურათი ჯაკუნის ინდიელების ცხოვრებისა ლუიზიანას დაჭაობებულ
მიწებზე.
  Les Maitres foux (უგუნური მასწავლებლები) (1953). 30 წუთი,
რეჟისორი _ ანთროპოლოგო ჟან რუში.
  ფილმში ნაჩვენებია ზემო ნიგერიაში მცხოვრები ტომების
ადამიანები, რომლებიც სამუშაოდ გაემგზავრნენ აკრაში. Yყოველწლი-
ურად ასრულებენ ხაუკის რიტუალებს, რომლებშიც ახდენენ
ბრიტანული კოლონიალური ხელისუფლების იმიტაციას. ჯერ
ნაჩვენებია ხალხი, რომლებიც ასრულებენ თავიანთ სამუშაოს, შემდეგ
_ თვით რიტუალი, ბოლოს ისევ ეს ხალხი, რომლებიც მეორე დღეს
აკეთებენ ისევ თავის საქმეს, ამ რიტუალების საშუალებით ნაჩვენებია
თუ როგორი მოთმი-ნებით იტანს ეს ხალხი სირთულებს და
ერთგვაროვან შრომას.
  Margaret Mesd`s New Guinea Journal ( მარგარეტ მიდის სამგზავრო
შენიშვნები, გაკეთებული ახალ გვინეაში) (1968). 90 წუთი, რეჟისორი _
კრეიტ გილბერტი . ფილმში ნაჩვენებია მარგარეტ მიდის დაბრუნება
1968 წელს მანუას კუნძულზე, სადაც მან ჩაატარა ეთნოგრაფიული
კვლევები 20-იან, 50-იან და 60-იან წლებში. ფილმში გამოყენებულია
ასევე ძველი ფოტო და კინომასალები, რომლებშიც ასახულია
კუნძულის ისტორია მეორე მსოფლიო ომამდე (როდესაც მანუა იყო
გერმანიის კოლონია) და ომის შემდგომ, მოძრაობა აბორიგენთა
პალიაუს      ხელმძღვანელობით,     სახელმწიფოებრიობის      მიღების
მომზადებამდე.
Moana:   A Romance of the Golden Age (მოანა: ოქროს ხანის რომანტიკა)
(1926). 85 წუთი, რეჟისორი _ რობერტ ფლაერტი. ფილმში ასახულია
ცხოვრება და კულტურა სავაიის ხალხისა (დასავლეთ სამოა). ფილმის
კულმინაციაა _ ტატუირების რიტუალი ერთ-ერთი ახალგაზრდა
კაცისა სახელად მოანა.
  Nook from the Nort (ჩრდილოელი ნანუკი) (1922). 55 წუთი, რეჟისორი _
რობერტ ფლაერტი. ეს არის კადრები ესკიმოსი მინადირე ნანუკის
ცხოვრებიდან.
  Netsilic Escimo Series ( ფილმები ნეტსილიკის ესკიმოსებზე) (1960).
დახლოებით ათწუთიანი ფილმია, გადაღებულია: პროდიუსერი _
განათლებისა და განვითარების კორპორაცია, ანთროპოლოგების:
ასენი ბალიჩკისა და გაი მარი -რუსელერის თანამშრომლობით. ეს
ფილმები მომზადებულია საშუალო სკოლების საგანმანათლებლო
პროგრამის ფარგლებში და მათში ნაჩვენებია რეკონსტრუქცია
მეცადინეობისა ნეტსილიკის ესკიმოსებისა, რომლებიც ცხოვრობდნენ
პელის შესარ-თავთან.
  N| um Tchai: The Ceremonial Dances of the ! Kung Bushmen (N| um chai:
რიტუალური ცეკვები ბუშმენებისა! Kung) (1966). 25 წუთი, რეჟისორი _
ჯონ მარშალი . ფილმში ასახულია რიტუალი კალახარის ბუშმენთა
განკურნებისა, რომლის დროსაც მკურნალები შედიან ტრანს-
მდგომარეობაში.
Rivers  of Sand (ქვიშის მდინარეები)(1974). 85 წუთი, რეჟისორი _
რობერტ გარდნერი . ფილმი არის მესაქონლეობაზე ხამარის
ხალხებში. მთელი ფილმის განმავლობაში ავტორი უბრუნდება ერთი
და იგივე ხამარელ ქალს, რომელიც მოგვითხრობს თავის ცხოვრებაზე.
ამგვარად კეთდება განსაკუთრებული აქცენტი ქალების ცხოვრებასა
და მათ როლზე ხამართა საზოგადოების ცხოვრებაში.
  Trance and Dance in Bali (ტრანსი და ცეკვები ბალი-ში) (1952). 20 წუთი,
რეჟისორი _ გრეგორი ბეიტსონი და მარგარეტ მიდი , ფილმში
ნაჩვენებია რიტუალი გადაღებული ბალი-ში 1936 წელს. რიტუალი
შემდეგი სახისაა: ორი გმირი, ჯადოქარი და დრაკონი, განასახიერებენ
ბრძოლას სიკეთესა და ბოროტს შორის, სიცოცხლისა და სიკვდილის.
Mმრავალი ხალხი შედის ტრანსში, მამაკაცები ხმლებით საკუთარ
სხეულზე იკეთებენ ჭრილობებს.
  Yanomamo:     A           Multi  _    disciplinary study   ( იანომამო
:მულტიდისციპლინური გამოკვლევა) (1971). 45 წუთი, რეჟისორი _
ტიმოთი ეში , თანამშრომლობდა ანთროპოლოგ ნაპოლეონ
შანიონთან და გენე-ტიკოს ჯეიმსონთან . ფილმში მოთხრობილია
სამეცნიერო-სამედიცინო ექსპედიციებზე, რომელიც შეისწავლიდა
იანომამოს ინდიელებს სერიოზული ეთნოგრაფიული საფუძვლებით.

Contenu connexe

Plus de Manuchar Loria

1მოკლე კონსპექტური ვარიანტი(1)
1მოკლე კონსპექტური ვარიანტი(1)1მოკლე კონსპექტური ვარიანტი(1)
1მოკლე კონსპექტური ვარიანტი(1)Manuchar Loria
 
1მოკლე კონსპექტური ვარიანტი(1)
1მოკლე კონსპექტური ვარიანტი(1)1მოკლე კონსპექტური ვარიანტი(1)
1მოკლე კონსპექტური ვარიანტი(1)Manuchar Loria
 
1მოკლე კონსპექტური ვარიანტი(1)
1მოკლე კონსპექტური ვარიანტი(1)1მოკლე კონსპექტური ვარიანტი(1)
1მოკლე კონსპექტური ვარიანტი(1)Manuchar Loria
 
1მოკლე კონსპექტური ვარიანტი
1მოკლე კონსპექტური ვარიანტი1მოკლე კონსპექტური ვარიანტი
1მოკლე კონსპექტური ვარიანტიManuchar Loria
 
1მოკლე კონსპექტური ვარიანტი
1მოკლე კონსპექტური ვარიანტი1მოკლე კონსპექტური ვარიანტი
1მოკლე კონსპექტური ვარიანტიManuchar Loria
 

Plus de Manuchar Loria (11)

Asen baliqsi
Asen baliqsiAsen baliqsi
Asen baliqsi
 
Asen baliqsi
Asen baliqsiAsen baliqsi
Asen baliqsi
 
Ba tumi ruse
Ba tumi ruseBa tumi ruse
Ba tumi ruse
 
Tanamedrovei
TanamedroveiTanamedrovei
Tanamedrovei
 
1მოკლე კონსპექტური ვარიანტი(1)
1მოკლე კონსპექტური ვარიანტი(1)1მოკლე კონსპექტური ვარიანტი(1)
1მოკლე კონსპექტური ვარიანტი(1)
 
1მოკლე კონსპექტური ვარიანტი(1)
1მოკლე კონსპექტური ვარიანტი(1)1მოკლე კონსპექტური ვარიანტი(1)
1მოკლე კონსპექტური ვარიანტი(1)
 
1მოკლე კონსპექტური ვარიანტი(1)
1მოკლე კონსპექტური ვარიანტი(1)1მოკლე კონსპექტური ვარიანტი(1)
1მოკლე კონსპექტური ვარიანტი(1)
 
1მოკლე კონსპექტური ვარიანტი
1მოკლე კონსპექტური ვარიანტი1მოკლე კონსპექტური ვარიანტი
1მოკლე კონსპექტური ვარიანტი
 
1მოკლე კონსპექტური ვარიანტი
1მოკლე კონსპექტური ვარიანტი1მოკლე კონსპექტური ვარიანტი
1მოკლე კონსპექტური ვარიანტი
 
Tanamedrovei
TanamedroveiTanamedrovei
Tanamedrovei
 
S esavali
S esavaliS esavali
S esavali
 

Skolebi1

  • 1. ვიზუალური ანთროპოლოგიის სამეცნიერო დარგად ჩამოყალიბა და საზღვარგარეთის ცენტრები - ამერიკა , საფრანგეთი , ინგლისი , კანადა მოკლე კონსპექტური ვარიანტი მანუჩარ ლორია ©
  • 2. ვიზუალური ანთროპოლოგიის ჩამოყალიბებასა და განვითარებას ხელი შეუწყო რობერტ ფლაერტის, გრეგორი. ბეიტსონის, მარგარეტ მიდის ნამუშევრებმა. მოგვიანებით ეთნოგრაფიული კინოს სკოლებმა: ჰარვარდის სკოლა (ჯონ მარშალი, რობერტ გარდნერი, ტიმოთი ეში), ფრანგული სკოლა (ჟან რუში), კალიფორნიული სკოლა, კანადური პროექტი, ავსტრალიური სკოლა და სხვ.
  • 3. XX საუკუნის ამერიკულ ანთროპოლოგიაში მარგარეტ მიდს სამართლიანად უკავია გამორჩეული ადგილი მარგარეტ მიდი დაიბადა ფილადელფიაში 1901 წლის 16 დეკემბერს, სიმსივნის დაავადებით გარდაიცვალა ნიუ-იორკში, 1978 წლის 15 ნოემბერს. მარგარეტ მიდის კვლევის საველე- ეთნოგრაფიული არეალი საკმაოდ ფართო იყო, ხოლო გამოკვლევათა დიაპაზონი _ მრავალფეროვანი. მისი თითქმის ყველა ნაშრომი სიახლით გამოირჩეოდა და სწორედ ნოვატორულმა მიდგომამ გახადა იგი ესოდენ პოპულარული. მეცნიერის სამეცნიერო მემკვიდრეობის დიდი ნაწილი დაფუძნებული იყო
  • 4. ვიზუალურ დაკვირვებებსა და საკუთარ საველე კვლევებზე, რასაც იგი საველე ანთროპოლოგიურ კვლევებად მიიჩნევდა. სწორედ ასეთი საველე სამუშაოების საფუძველზე შეიქმნა დიდი თემატიკა, რომელიც ბავშვობის ანთროპოლოგიას ეხება, რაც წარმოადგენდა ბავშვებისა და მოზარდების განვითარებისა და აღზრდის იმ პრობლემატიკას, რომლებიც ხალხის ცხოვრების წესის ეთნოგრაფიული და სოციალური თავისებურებებიდან გამომდინარეობდა. ემპირიული წყაროების საფუძველზე იგი ფუნდამენტურად სწავლობდა სამხრეთ ოკეანიისა და სამხრეთ- აღმოსავლეთ აზიის მოსახლეობის ტრადიციულ კულტურებში საყმაწვილო ეთნოგრაფიას _ ბავშვის აღზრდასა და ინდივიდთა სოციალიზაციას, ოჯახისა და ქორწინების სოციოლოგიას, საქორწინო წყვილის ურთიერთობების, შობადობისა და აბორტების კონტროლის, სექსისა და სექსუალური როლების, უფრო ზუსტად, მამაკაცისა და ქალის სოციალური როლების დიფერენციაციის კანონზომიერებებს, შრომის სქესობრივ დაყოფას, ფემინურობის სტერეოტიპებს და მათთან დაკავშირებულ ფსიქოლოგიურ თუ ქცევით ნიშნებს, მათ შორის, მამაკაცისა და ქალის სექსუალურ ქცევებს, ზოგადად, გენდერულ, განათლების, რასისა და ეთნიკური ჯგუფების რელიგიის, დემოგრაფიისა და ჭარბმოსახლეობის, სოციალური დაგეგმარების, დაბერებისა და სიკვდილის პრობლემებს. არ ყოფილა რამდენადმე მოზარდებთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემა მარგარეტ მიდს რომ არ განეხილოს.
  • 5. მაგალითად, იგი არასრულწლოვანებში დანაშაულებრივი მოქმედებებების მოტივაციებითაც ინტერესდებოდა. ეხებოდა მომწიფების ხანაში ადამიანის ემოციურ ბადეში სექსუალურ გადახრათა თუ სექსუალური დარღვევების გამომწვევ მიზეზებს, რაც იმდროინდელ, უფრო კონკრეტულად, გასული საუკუნის 20-იან და 30-იან წლებში სამეცნიერო წრეებში განსაკუთრებულად პოპულარული და სადისკუსიო თემა გახდა. იყვნენ ისეთები, რომლებიც ფიქრობდნენ საქმე ჰქონდათ ბიოლოგიურ ფენომენთან, რომ სქესობრივი მომწიფების ეტაპზე სოციალური და ემოციური ფაქტორები უწესრიგოდ და არათანმიმდევრულად წარმოიქმნებიან, მაგრამ სხვები დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ყმაწვილობაში წამოჭრილი ეს პრობლემები კულტურული იყო და ადამიანის ამდაგვარი ნატურა მომდინარეობდა დასავლეთის არეალებიდან. 1936-1938 წლებში ახალ ქმართან _ გრეგორ ბეიტსონთან ერთად, რომელიც, ასევე, განსწავლული იყო ანთროპოლოგიაში, მარგარეტ მიდი ატარებს რთულ საველე სამუშაოებს ინდონეზიაში _ ბალის კუნძულებზე. მოგვიანებით, 1953 წელს მანუს კუნძულზე იგი ანხორციელებს მეორე ექსპედიციას, სადაც შემდეგშიც პერიოდულად (1965-1967 წლებში) ახდენდა ანთროპოლოგიურ პილოტირებას. აქვე ავღნიშნავთ იმ ფაქტს, რომ ამ ორი პიროვნების ერთობლივმა ნამუშევრებმა დიდი წვლილი შეიტანა ვიზუალური ანთროპოლოგიის განვითარებაში. 1936-1939 წლებში გრეგორ ბეიტსონი და მარგარეტ მიდი ატარებდა საერთო გამოკვლევებს ბალის სოფელში. ბალის ამ პროექტმა მნიშვნელოვანი შედეგი მოუტანა ანთროპოლოგიას. ერთ-ერთი მათგანი კი არის კინოსა და ფოტოგრაფიის რეალური შესვლა ანთროპოლოგიურ გამოკვლევებში.
  • 6. მაგალითად, იგი არასრულწლოვანებში დანაშაულებრივი მოქმედებებების მოტივაციებითაც ინტერესდებოდა. ეხებოდა მომწიფების ხანაში ადამიანის ემოციურ ბადეში სექსუალურ გადახრათა თუ სექსუალური დარღვევების გამომწვევ მიზეზებს, რაც იმდროინდელ, უფრო კონკრეტულად, გასული საუკუნის 20-იან და 30-იან წლებში სამეცნიერო წრეებში განსაკუთრებულად პოპულარული და სადისკუსიო თემა გახდა. იყვნენ ისეთები, რომლებიც ფიქრობდნენ საქმე ჰქონდათ ბიოლოგიურ ფენომენთან, რომ სქესობრივი მომწიფების ეტაპზე სოციალური და ემოციური ფაქტორები უწესრიგოდ და არათანმიმდევრულად წარმოიქმნებიან, მაგრამ სხვები დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ყმაწვილობაში წამოჭრილი ეს პრობლემები კულტურული იყო და ადამიანის ამდაგვარი ნატურა მომდინარეობდა დასავლეთის არეალებიდან. 1936-1938 წლებში ახალ ქმართან _ გრეგორ ბეიტსონთან ერთად, რომელიც, ასევე, განსწავლული იყო ანთროპოლოგიაში, მარგარეტ მიდი ატარებს რთულ საველე სამუშაოებს ინდონეზიაში _ ბალის კუნძულებზე. მოგვიანებით, 1953 წელს მანუს კუნძულზე იგი ანხორციელებს მეორე ექსპედიციას, სადაც შემდეგშიც პერიოდულად (1965-1967 წლებში) ახდენდა ანთროპოლოგიურ პილოტირებას. აქვე ავღნიშნავთ იმ ფაქტს, რომ ამ ორი პიროვნების ერთობლივმა ნამუშევრებმა დიდი წვლილი შეიტანა ვიზუალური ანთროპოლოგიის განვითარებაში. 1936-1939 წლებში გრეგორ ბეიტსონი და მარგარეტ მიდი ატარებდა საერთო გამოკვლევებს ბალის სოფელში. ბალის ამ პროექტმა მნიშვნელოვანი შედეგი მოუტანა ანთროპოლოგიას. ერთ-ერთი მათგანი კი არის კინოსა და ფოტოგრაფიის
  • 7. თავდაპირველად გრეგორ ბეიტსონი და მარგარეტ მიდი ფოტოსურათებს იყენებდნენ როგორც კვლევებზე ვიზუალურ დამატებას და მარგარეტ მიდის საქმიანობის დამადასტურებელ დოკუმენტაციას. პირველი ერთობლივი წიგნი გამოქვეყნდა 1942 წელს - „ბალიური ხასიათი’’. ტექსტი და ფოტოსურათები მასში ისე კარგად იყო გამოყენებული და კომბინირებული, რომ იგი დღესაც თავის სფეროში ერთადერთ თუ არა ერთ-ერთ საუკეთესო ნაშრომად რჩება. იმ დროისათვის კინოგადაღება მათთვის ნაკლებად მნიშვნელოვანი იყო. კინოგადაღება უბრალოდ მოითხოვდა მეტ დროსა და ძალას. მონოგრაფიაში დაბეჭდილი იყო მხოლოდ ფოტოსურათები, ფილმები კი დამთავრებული იყო. მარგარეტ მიდის ხელმძღვანელობით, წიგნის გამოქვეყნებიდან 10 წლის შემდეგ, 25000 ფოტოსურათი იყო არჩეული ორი მონოგრაფიისათვის. ამასთან, გრეგორ ბეიტსონმა დამატებით გადაიღო 22000 ფუტი კინოფირი. ამ მასალებით ექვსი კინოფილმი მომზადდა, ყველა 1950 წელს. ეს ფილმები ეთნოგრაფიულია _ სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. ისე, როგორც მონოგრაფიები, ფილმებიც აღწერენ ადამიანურ ქცევას და წარმოადგენენ ეთნოგრაფიული გამოკვლევების შედეგს. მეტწილად ისინი ეძღვნება ბავშვების ურთიერთობას ერთმანეთთან და უფროსების მიმართ. მაგალითად, ავტორები ცდილობენ აჩვენონ თუ რას აკეთებენ ბავშვები კუნძულ ბალიზე. ეს მონოგრაფია წარმოადგენს, აგრეთვე, ვიზუალურ სიუჟეტს, რომლის ლამაზად ჩვენება შესაძლებელია ფილმში.
  • 8. უნდა ითქვას გრეგორ ბეიტსონისა და მარგარეტ მიდის ორი ფილმის შესახებაც. პირველი წარმოადგენს ერთი კონკრეტული ბავშვის _ კარბას ხანგძლივ გამოკვლევას, კერძოდ კი _ ბავშვის განვითარების კრიტიკულ მომენტებს 7-დან 34 თვემდე. ფილმში _ „ბავშვური მეტოქეობა ახალ გვინეასა და ბალში" _ ერთმანეთის პარალელურად ნაჩვენებია კუნძულ ბალისა და მდინარე სეპიკზე მცხოვრები ლატმულების კულტურული მოდელი. სწორედ ამით იყო დაკავებული გრეგორ ბეიტსონი 1929-1933 წლებში. ცოლ-ქმარი პირველად შეეცადა გამოეყენებინათ კინო ანთროპოლოგიურ გამოკვლევებში. მარგარეტ მიდისა და გრეგორ ბეიტსონის მონოგრაფიებში ადვილად და გასაგებადაა გამოცემული მნიშვნელოვანი მომენტები, როგორიცაა ბავშვის განვითარების სხვადასხვა ციკლი. ფილმში ცხოვრების ის ეპიზოდებია ასახული, რომლის გადმოცემა უკეთესად და უფრო ლამაზად სწორედ ვიზუალურად შეიძლებოდა, ვიდრე ვერბალურად. მიუხედავად ამისა, მაინც ფილმი წარმოადგენდა მონოგრაფიის შემადგენელ ნაწილს. გრეგორ ბეიტსონისა და მარგარეტ მიდის სხვა მნიშვნელოვანი წვლილი მეცნიერებაში არის ის, რომ მათ დაწვრილებით აღწერეს, თუ როგორ პირობებში უწევდათ გადაღებები. სწორედ ამის აღწერას დაუთმო გრეგორ ბეიტსონმა მთელი ერთი თავი წიგნში „კუნძულ ბალის ხასიათი". იგი ერთმანეთისაგან განასხვავებს სურათს, რომლის ობიექტი პოზირებს მისთვის და სურათს, რომელიც აღბეჭდავს ანთროპოლოგის მიერ შექმნილ სიტუაციას _ მაგალითად, როდესაც ისინი იხდიან ფულს ცეკვისთვის. ბეიტსონი აგრეთვე აღწერს მასალის გადარჩევისა და ბეჭდვის სხვადასხვა ხერხებს.
  • 9. ბალის ფილმებში იყო აგრეთვე თავისებური პრობლემები. ზოგიერთი მათგანი ტექნიკური ხასიათის იყო. გრეგორ ბეიტსონის განკარგულებაში იმყოფებოდა კინოკამერა შტატივზე, რომელიც მოკლე დუბლს იღებდა. ამის გარდა ფულის უკმარისობის გამო იგი იძულებული იყო გადაეღო მასალები ფირზე _ 16 კადრი წამში. დამონტაჟებული ფილმი მარგარეტ მიდის კომენტარით გადაყვანილი უნდა ყოფილიყო 24 კადრიან რეჟიმში. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ ეთნოგრაფიულ რეპორტაჟში, რომელიც გვიამბობს ცხოვრებისეული ციკლის განვითარების შესახებ, ბალის მოსახლეობის ყოფა იქნებოდა ნაჩვენები ორჯერ უფრო სწრაფად, ვიდრე ცხოვრების ბუნებრივი სვლაა. საბედნიეროდ მასალის უმეტესი ნაწილი, რომელიც გამოყენებულია „ტრანსი და ცეკვა ბალში", იყო 24 კადრიან ფირზე გადაღებული. მეორე უფრო სერიოზული პრობლემა ამ ფილმებთან დაკავშირებით იმაში მდგომარეობდა, რომ ეკრანზე ნაჩვენები მოქმედება ყოველთვის არ ედრებოდა კომენტატორის მიერ ნათქვამს. გრეგორ ბეიტსონს მიაჩნდა, რომ მათ გამოიყენეს კამერა როგორც „ინსტრუმენტი მოვლენის ფიქსირებისათვის და არა, როგორც მათი თეზისის ილუსტრაცია’’. გრეგორ ბეიტსონისა და მარგარეტ მიდის ფილმები მნიშვნელოვანი იყო უპირველეს ყოვლისა თავისი კონცეფციით და საველე კვლევის პროცესში ვიზუალური მასალების მოპოვების მეთოდიკის შემუშავებით, რაც შემდგომ პერიოდში აქტიურად გამოიყენეს ვიზუალურ ანთროპოლოგიაში მოღვაწე ცნობილმა მეცნიერებმა. ამის საილუსტრაციოდ მოვიყვანთ ასენ ბალიქსის მოგონებებს. ასენ ბალიქსმა 1957-1961 კანადაში საველე სამუშაოები განახორციელა და არაერთი საინტერესო ფილმი ანთროპოლოგიური ფილმი გადაიღო. მას მუშაობის დროს საგრძნობლად გამოადგა 1950 წელს კოლუმბიის უნივერსიტეტში საველე სამუშაოებისადმი მარგარეტ მიდის მიერ ჩატარებული სემინარის ანგარიშები. ამ სემინარზე ძირითადად განიხილებოდა აუდიო-ვიზუალური ფიქსაციის მეთოდებთან დაკავშირებული საკითხები. ეს მეთოდი, მარგარეტ მიდის მიერ პირველად
  • 10. ფილმის ანთროპოლოგიურ ტრადიციას ვიზუალური მეცნიერებისათვის აქვს უპირველესი მნიშვნელობა. სუფთა კინემატოგრაფიული მოსაზრებები გადადის მეორე პლანზე. ნებისმიერი სცენარიზაცია, თუნდაც სცენარიზაციის მცდელობა , ეთნოგრაფ - ოპერატორის მიერ სრულიად უნდა გამოირიცხოს. გადაღება თავიდან ბოლომდე უნდა მიმდინარეობდეს რეალურ დროში . ველზე ანთროპოლოგი უნდა იღებდეს ყველა მიმდინარე მოვლენას , მან უნდა დააფიქსიროს ყველა მოქმედი პირი გადაღებების მთელ პერიოდში . ეს უნდა იყოს ფილმი, როგორც ჩანაწერი, დოკუმენტი შემდგომი ანთროპოლოგიური ანალიზისათვის. მასალები, რომლებიც ინარჩუნებენ დროის რეალობას არის აღუწერელი წყარო ახალი ჰიპოთეზისა. ვიზუალურ ანთროპოლოგიაში ძალიან მნიშვნელოვანია კონტექსტი . იგი შეიძლება იყოს ვიზუალური, ვერბალური და წერილობითი. ოპერატორმა კამერის საშუალებით უნდა აღნიშნოს და დააფიქსიროს ყველა მთავარი ელემენტი . ანთროპოლოგისათვის მთავარი პრიორიტეტია მთლიანობა . ზოგადად ვიზუალური ანთროპოლოგიის მთავარი მიზანი კი უნდა იყოს კულტურის ილუსტრაცია და ანალიზი. ვიდეოკამერას აქვს დიდი მნიშვნელობა. იგი ერთბაშად აფიქსირებს ეთნოგრაფიულ ინფორმაციას დიდი ოდენობით. ფილმის შექმნის ყველა ეტაპზე უნდა მონაწილეობდეს ანთროპოლოგი _ საველე გამოკვლევებზე, კონცეპციის გამომუშავებაზე , გადაღებებზე , მონტაჟზე . ეთნოგრაფიული ფილმის ძირითადი მოვლენები და ცენტრალური თემატიკა დაკავშირებული უნდა იყოს ანთროპოლოგიურ კონცეფციასთან, რომელსაც აქვს დიდი მეცნიერული ღირებულება. საერთოდ ეთნოგრაფიულ ფილმს ყოველთვის უნდა ახლდეს დაბეჭდილი ეთნოგრაფიული მასალა. ეს ფილმს ანიჭებს მაღალ ღირებულებას და წარმოადგენს თვალსაჩინო სახელმძღვანელოს უნივერსიტეტისათვის.
  • 11. ასენ ბალიქსის ანთროპოლოგიური ფილმები ნეთსილიკელი ესკიმოსების შესახებ
  • 12. ასენ ბალიქსი 1969–1994 წლებში იყო მონრეალის უნივერსიტეტის ანთროპოლოგიის ფა­კულ­ტეტის პროფესორი. კითხულობს ლექციებს სოფიისა და ახალ ბულგარეთის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში. არის ბალკანეთის ქვეყნების ანთროპოლოგთა ასოციაციის თავმჯდომარე. 1998 წლიდან ახალ ბულგარეთის უნივერსიტეტთან არსებული რეგიონალური კვლევის ინსტიტუტის საპატიო დირექტორი და ანთროპოლოგთა და ეთნოლოგთა კავშირთან არსებულ ვიზუალური ანთროპოლოგიის კომისიის ხელმძღვანელი. 1983-1993 წლებში იყო ჟურნალ «Visual Anthropology»-ის რედაქტორ-კორესპოდენტი, ხოლო 1986 – 1993 წლებში რედაქტორობდა ჟურნალ «CVA Review»-ს. მის მიერ გადაღებულია არაერთი მნიშვნელოვანი ანთროპოლოგიური სამეცნიერო და საგანმანათლებლო ფილმი: 9 სერიანი ფილმი „ნეთსილიკელი ესკიმოსების შესახებ“, „ნეთსილიკელი ესკიმოსები დღეს“, „ხაჯი ომარის შვილები“, „ციმბირელთა თვალით დანახული ციმბირი“, „ბალკანელთა პორ­ტ­რე­ტი“ (1996), „ბოშათა პორტრეტი“, „მუსლიმანური ლაბირინთი“ და სხვა. ფილმთა სერია ნეტსილიკელი ესკიმოსების შესახებ _ 11 საათიანი დეტალური თხრობაა ესკიმოსების ტრადიციულ კულტურაზე, რომლებიც ბინადრობენ კანადის არქ­ტი­კულ სანაპიროზე. სანამ უშუალოდ მიმოვიხილავდეთ ფილმს, მანამდე მოკლედ დავახასიათებთ ეს­კიმოსებს. ისინი ცხოვრობენ ა.შ.შ.-ში (ალასკაზე), ჩრდილოეთ კანადაში, დანიაში (კუნძულ გრერალდიაზე) და რუსეთში (ჩუკოტკაზე). ესკიმოსების ეთნიკური ერთობა ჩამოყალიბდა ძვ. წ. II ათასწლეულის დასასრულამდე, ბერინგის ზღვის მიდამოში. ახ. წ. I ათასწლეულში ესკიმოსების წინაპრები ჩუკოტკასა და ამერიკის არქტიკული სანაპიროს გასწვრივ გა­დასახლდნენ.
  • 13. ესკიმოსები 15 ეთნოგრაფიულ ჯგუფად იყოფიან. ესკიმოსთა ყოფისა და კულტურის ფორმები არქტიკის საცხოვრებელი პირობებითაა განპირობებული. მათთვის სატომო ორგანიზაციის გაუფორმებლობა, XIX საუკუნეში გვარების არსებობა იყო დამახასიათებელი. თუმცა XVIII სა­ უკუნეში ზოგიერთი ჯგუფი უკვე გაქრისტიანებული იყო. ესკიმოსებში იყო ანიმისტური რწმენა-წარმოდგენები, შამანიზმი. მათთან ხუთი სამეურნეო- კულტურული კომპლექსი გამოიყოფა. ესენია: ზღვის დიდ ცხოველებზე – ლომ-ვეშაპებსა და ვეშაპებზე ნადირობა, სელაპებზე ნადირობა, მეთევზეობა, მოხეტიალე ნადირობა ირემ-კარიბუზე და კარიბუზე ნადირობა, რომელიც ზღვის ცხოველებზე ნადირობასთანაა შეხამებული. XX საუკუნის შუა ხანებისათვის ესკიმოსებისათვის ოთხი დამოუკიდებელი ეთნოპოლიტიკური ერთობა ჩამოყალიბდა: 1. გრელანდიიდ ესკიმისები, 2. კანადის ესკიმოსები (თვითსახელწოდება – ინუიტ), 3. ალასკის ესკიმოსები და 4. აზიელი ესკიმოსები. კანადის ესკიმოსებში საკუთარ ენასთან ერთად გავრცელებულია ინგლისური და ფრანგული ენები. მათ XIX ს-ის და­საწ­ყი­ სიდან შექმნეს დამწერლობა სირაბიული ანბანის საფუძველზე. ალასკის ესკიმოსები უმეტესად ინგლისურენოვანნი არიან. მათ ახასიათებთ ნაციონალურ-კულტურული კონსოლიდაციის ძლი­ე­რი ტენდენცია. აზიელ ესკიმოსებში გავრცელებულია რუსული ენა. ესკიმოსებს ემოსათ ბეწვიანი ტყავის ორფენოვანი ტანსაცმელი, ტყავის მაღალი ფეხ­საც­მე­ლი, თევზის ტყავის ლაბადები. ბუნება ესკიმოსებისათვის მძიმე იყო, მაგრამ ცხოვრებასთან ბრძო­ლის პარალელურად, ისინი მხატრულ შემოქმედებასაც არ ივიწყებდნენ, რაც თავი გამოხატულებას პოვლობდა სიმღერებსა და ცეკვებში, ხეზე, ქვასა და რქაზე კვეთაში, ტანსაცმლის ორნამეტირებაში, ტატუირებაში, გადაადგილების ორიგინალურ საშვალებათა გამოგონებაში (ციგები, რომლებშიც ძაღლები და ირმები იყვნენ შებმული).
  • 14. ასენ ბალიქსმა 1957-1961 ჩაატარა საველე სამუშაოები კანადაში. იგი იხსენებს ფილმზე მუშაობის დეტალებს და აღნიშნავს მისთვის საინტერესო, 1950 წელს კოლუმბიის უნივერსიტეტში მარგარეტ მიდის საველე სამუშაოებზე ჩატარებული სემინარის მნიშვნელობას, სადაც განიხილებოდა აუდიოვიზუალური ფიქსაციის მეთოდებთან დაკავშირებული საკითხები. ეს მეთოდი მარგარეტ მიდის მიერ პირველად 1936 წელს, ბალიზე საველე ექს­ პედიციის დროს იქნა გამოყენებული და იგი დღესაც არ კარგავს აქტუალობას. მარგარეტ მიდი აღნიშნავდა, რომ: ფილმის ეთ­ნოგ­რა­ფი­ულ ტრა­­დიციებს ვიზუალური ანთროპოლოგიისათვის აქვს უპირველესი მნიშვნელობა. სუფთა კინემატოგრაფიული მოსაზრებები გადადის მეორე ადგილზე; ნებისმიერი ხელოვნური დადგმები ან მისი მცდელობა გამორიცხული უნდა იქნეს შეოქმედებითი ჯგუფის მი­ერ; გადაღება თავიდან ბოლომდე უნდა მიმდინარეობდეს რეალურ დრო­ში და ველზე უნდა ხდებოდეს ყველა მიმდინარე მოვლენის გადაღება; ანთროპოლოგი უნდა ინიშნავდეს მოქმედი პირების შესახებ ინფორმაციას. ეს უნდა იყოს ფილმი, რო­გორც ჩანაწერი, დოკუმენტი შემდგომი ანთროპოლოგიური ანალიზისა; ფილმის შექმნის ყველა ეტაპზე უნდა მონაწილეობდეს ანთროპოლოგი - საველე გამოკვლევების, კონცეპციის შემუშავების, გადაღებებისა და მონტაჟის დროს. ფილმს ნეთსილიკელი ესკიმოსების შესახებ ააქვს საგანმანათლებლო ფუნკცია და განკუთვნილია მოსწავლეთათვის. აქ დეტალურადაა ასახული ერთი წლის განმავლობაში ესკიმოსების ერთი ჟგუფის ცხოვრება. ფილმი იყოფა სერიებად: ზამთრის ბანაკში, სელაპზე ნადირობა, ჟგუფური ნადირობა გაზაფხულის ყინულზე, შემოდგომის ბანაკში, ციგების მომზადება და ა.შ. აქ არ არის კომენტარი და სუბტიტრები, მხოლოდ გვხდება ბუნებრივი ხმები. ამ ფილმებში დეტალურად არის ნაჩვენები (საკვების მოპოვება, თამაშები). მასწავლებლებისთვის ფილმს დართული ააქვს მეთოდური სახელმძღვანელო.
  • 15. ეს სერიალი შეიქმნა ეთნოგრაფიული ინფორმაციის ბაზაზე და არის მკაცრად `ანთროპოლოგური~. იგი გადის ტელევიზიებით, გამოიყენებოდა და გამოიყენება სასწავლო მიზნებისათვის - დაწყებით და საშუალო სკოლებში, კოლეჯებსა და უნივერსიტეტებში, მუზეუმებში და ა.შ. არქტიკული ჯგუფი იძლევა ბრწყინვალე შესაძლებლობას კულტურულ-ეკოლოგიური თეორიის შესასწავლად. დამკვირვებელს უჩნდება რწმენა, რომ ნეტსილიკების კულტურა დაკავშირებულია ეკოლოგიურ ადაფტაციასთან. მთლიანობაში ფილმი ნეთსილიკელ ესკიმოსებზე გახდა ეთნოგრაფიული ვიდეო მონიტორინგი. ფილმის გადაღების დროს ნეტსილიკელ ესკიმოსებს უკვე მიღებული ჰქონდა კატოლიციზმი 1940წ. გადაღებებისათვის გაკეთდა სპეციალური შამანური სიანსის რეკონსტრუირება. საცდელი ჩვენებების დროს აუდიტორიაში მოსწავლეები ვერ მიხვდნენ ვერაფერს შამანების ქცევაში. მუშაობის დროს გახდა ნათელი, რომ მარგარეტ მიდის პრონციპები შეიძლება გამოყენებული იქნას საველე გამოკვლევების დროს და არა ფილმების მონტაჟისათვის. ოთხი რეჟისორ-ოპერატორი, რომლებიც ღებულობდნენ მონაწილეობას 1963-1965 წწ. იყვნენ დოკუმეტალისტები. პრობლემა წარმოიშვა კინომატოგრაფისტების მხრიდან, ისინი ცდილობდნენ გაეკონტროლებინათ მოქმედ გმირთა ქმედებები, ზეგავლენა მოეხდინათ გარემოებაზე. მთლიანად ველზე გადაღება წარიმართა 13 თვე და გადაღებული იქნა 25 მლნ ფუნტი 16მმ ფირი.
  • 16. აღმოსავლეთის ნეტსილი ესკიმოსები წარმოადგენენ მონადირე- თევზმჭერთა ჯგუფს, რომლებიც სეზონის მიხედვით განიცდიან მიგრაციას, ანუ ზამთრის მიგრაცია (ყინულოვანი დგომა) შემოდგომა (თევზჭერა), მომთაბარეობა სანადირო ადგილებში, საგაზაფხულო თევზჭერის პერიოდი და ა.შ. ყველა ეს პერიოდი გადაღებული იქნა სერიებად. სერიალი ნეტსილიკელ ესკიმოსებზე გახდა წლიური მიგრაციის ილუსტრირება, რომელიც წარმოდგენილი იქნა ცხრა ფილმად. ანთროპოლოგი ადგენდა წინასწარ ფილმის გეგმას. გადაღება დაიწყო ცხოვრების წესი აღწერით, შემდეგ შეივსო სიუჯეტებით ოჯახის, ქალის როლის, მოხუცების და ბავშვების შესახებ. გადამღები ჯგუფი ცდილობდა თხრობითი სტრუქტურა მაქსიმალურად დაკავშირებული ყოფილიყო რეალურ ქრონოლოგიასთან. კოლექტიური მუშაობის შედეგად გადაღებული მასალა ზუსტად ედრებოდა მარგარეტ მიდის ეთნოგრაფიულ ხედვას. როგორც გადაღებების, ასევე მონტაჟის დროს ყურადღება განსაკუთრებით მახვილდებოდა ფილმის მთავარი გმირზე 50 წლის ინტიმან გნერგისზე და მის ოჯახზე (ცოლი კინგნუკი და მათი ექვსი წლის ვაჟი უმიალიკი). ის ძლიერი, გამოცდილი მონადირე და ტრადიციული კულტურის მცოდნე პიროვნება იყო. დანარჩენ მოქმედ გმირებს განიხილავდნენ როგორც მეორეხარისხოვანს გმირებს. ასენ ბალიქსი არ ახდენდა სოციალური ურთიერთობების რეკონსტრუქციას. მისი თქმით „ეს იქნებოდა აბსურდული, რადგან მონადირეობისა და თევზჭერის საქმე ჯერ კიდევ ნეტსილიკელი ესკიმოსებისათვის იყო კარგად ცნობილი და არ საჭიროებდა რეკონსტრუქციას”. საველე მუშაობისას სინამდვილეზე.
  • 18. The American Indian Sehes (მრავალსერიანი ფილმი ინდიელებზე) (1961-1965) Acorns: Stahe Food of California Indians (Желуди:კალიფორნიის ინდიელების კვების ძირითადი პროდუქტი) Basketry of the Pomo(პომოს კალათის დაბწნა)3 ფილმი Bcautiful Tree_Chishkale (შესანიშნავი ხე) Buckeyes: Food of California Indians(წაბლი: კალიფორნიის ინდიელების კვება) Game of steves(~ჯოხებით თამაში~) Kashia Men`s Dances(კაშიას მამაკაცების ცეკვა) Pine Nuts (კედარის თხილი) Pomo shaman (შამანი პომო) Sucking Doctor (მკურნალი, ავადმყოფობის გამომწოვი) Wooden Box;Made by steaming and Bending( ხის ყუთი, გაკეთებული ორთქლის ზემოქმედებისა და დაბწნის გზით) ანთროპოლოგ სამუელ ა . ბერრეტას ხელმძღვანელობით გადაღებულია ფილმები, პროექტი დაწყებულია 50-იან წლებში, ფილმები გამოშვებულია 60- იანი წლების დასაწყისში. დამზადებულია კალიფორ-ნიის შტატში Extencion Media Center უნივერსიტეტში. ფილმების შექმნაში მონაწილეობას ღებულობდნენ კლაიდ სმიტი , უილიამ ხეიკი , ერნესტ რიუზი , ოლ ფერინგი , კამერონ მაკოლი , რობერტ ურტონი და დევიდ პერი . ფილმთა უმრავლესობაში ნაჩვენებია კალიფორნიის ინდიელები. ფილმების სიუჟეტად გვევლინება რეკონსტრუირებული მოვლენები. ზოგი ფილმი გვაძლევს მომხდარის შეფასებას, მაგალითად `შესანიშნავი ხე~. ოთხ ფილმში ნაჩვენებია პომოს რიტუელები. ბერეტმა ვერ იცოცხლა ამ პროექტის დასრულებამდე, ამიტომ ეთნოგრაფიული დოკუმენტაცია მიუწვდომელია.
  • 19. An argument about a Marriage (დავა ქორწინებაზე) (1968) 18 წუთიანი ფილმი, გაკეთებულია მასალებით, რომელიც გადაიღო ჯონ მარშალმა 50-იან წლებში, დისტრიბიუტორი __ DER. ფილმი შეიცავს ძალიან დიდი მოცულობით ინფორმაციას. მასში არის მცდელობა კალახარის ბუშმენთა ორ ჯგუფს შორის არსებული კონფლიქტისათვის თვალყურის დევნებისა. პირველ თავში გამოიყენება ფოტოები და ინგლისურენოვანი კომენტარები, დავის არსისა და ისტორიულ-კულტურული კონტექსტის განმარტებისათვის. მეორე თავში ნაჩვენებია თვით დავა და გახმოვანების მიზნით გამოყენებულია ბუშმენთა დიალოგი, თარგმნილი ინგლისურენოვანი სუბტიტრებისგან. BBBitter Melons (მწარე ნესვები) (1968). 30 წუთიანი ფილმი, გაკეთებულია მასალებით, რომელიც გადაიღო ჯონ მარშალმა 1955 წელს, კალახარის უდაბნოში. შეიძლება ითქვას, რომ ეს პირველი ფილმია სინქრონული გახმოვანებით გაკეთებული ველზე. მონტაჟი ეკუთვნის _ ფრენკ გელვინს . ფილმში ნაჩვენებია კალახარელი ბუშმენი, რომელიც ქმნის სიმღერებს და მელოდიებს მუსიკალური ინსტრუმენტისათვის, რომელსაც აქვს ერთი სიმი. კინოში ბუშმენთა ცხოვრების სხვადასხვა ასპექტს უკავშირდება განსაზღვრული მელოდიები. ყოველი ეპიზოდი იწყება სინქრონულად ჩაწერილი მუსიკით, შემდეგ კი შერჩეული ვიზუალური განსახიერების შესატყვისი. ასეთი გზით, ფილმში ფართო სპექტრით არის ნაჩვენები ეპიზოდები ბუშმენთა კულტურასთან დაკავში-რებული.
  • 20. Cildhood Rivalry in Bali and Nev Guinea ( ბავშვური მეტოქეობა ბალსა და ახალ გვინეაში)(1952). 17 წუთიანი ფილმი გადაღებულია გრეგორი ბეიტსონის და მარგარეტ მიდის მიერ 1936-1938 წლებში. ეს არის პირველი მცდელობა კონოში შედარებითი ანალიზისა. ფილმში ნაჩვენებია ბუნებრივად მომხდარი ან სპეციალურად წარმოქ-მნილი მსგავსი რიტუალები, რათა მოახდინონ პროვოცირება შეჯიბ- რებითი(მეტოქეობრივი) რეაქციებისა. Chronicle of a summer (ერთი ზაფხულის ქრონიკა)(1961). 90 წუთიანი ფილმი. რეჟისორები _ ჟან რუში და ედგარ მორენი . პირველი ფილმი, Cinema verite, გადაღებულია სინქრონული გახმოვანებით. ფილმში, ანთროპოლოგი (ჟან რუში) და სოციოლოგი (ედგარ მორენი), ცდილობენ აჩვენონ პარიზელების ხასიათი 1960 წლის ზაფხულში. Fფილმში მოქმედება ცოტაა, ის ძირითადად საუბრებს შეიცავს. რეჟისორები სვამენ კითხვებს, გავლენას ახდენენ მოვლენებზე. ბოლო ეპიზოდში რუში და მორენი მსჯელობენ საკუთარი კვლევების რეზულტატებზე. Dany Hauses (დანის საცხოვრებელი) (1974). 19 წუთიანი ფილ-მი, რეჟისორი _ კ .გ . ხაიდერი . ფილმში ნაჩვენებია დანის საცხოვრებელის ორი ტიპის:მრგვალის და პირდაპირკუთხოვანის მშენებლობა.
  • 21. Dany Sweet Potatoes (დანის ტკბილი კარტოფილი) (1974). 19 წუთიანი ფილმი, რეჟისორი_ კ .გ . ხაიდერი. ფილმში ნაჩვენებია ციკლი ტკბილი კარტოფილის მოყვანის პროცესიდან მისი საკვებად გამოყენების ჩათვლით. ფილმი გადაღებულია 1963 წელს. მთავარი ყურადღება ექცევა ტექნოლოგიას. არის რამდენიმე ეპიზოდი, რომელიც აღწერს ბავშვების აღზრდას. Dead Birds (მკვდარი ფრინველები) (1963). 83 წუთიანი ფილმი, რეჟისორი_ რობერტ გარდნერი. ფილმის მთავარი გმირები არიან _ მამა-კაცი weyak და ბიჭი პუა. Fფილმში ნაჩვენებია ომის მოვლენები და რიტუალები, რომლებიც მიმდინარეობდა ფილმის გადაღების დროს. Dანის სიმბოლო _ ადამიანი როგორც ფრინველი _ გამოიყენება როგორც მეტაფორული განსახიერება სიკვდილისა. Desert Peple (უდაბნოს ხალხი)(1960), 51 წუთი. რეჟისორი _ იან დანლოპი, ანთროპოლოგ რობერტ ტონკინსონთან თანამშრომლობით. მეოთხე სერია ამ მრავალსერიანი ფილმისა არის დასავლეთ ავსტრალიის უდაბნოს ხალხების შესახებ. The Feast (დღესასწაული) (1970), 29 წუთიანი, რეჟისორი _ ტიმოთი ეში, ფილმის გადაღების დროს თანამშრომლბდა ანთროპოლოგ ნაპოლეონ შანიონთან . ფილმი არის აქამდე მეომარ ინდიელ იანომამას სოფლებს შორის კავშირზე, ნიჭთაგაცვლასა და საერთო დღესას-წაულებზე. ისინი ცხოვრობდნენ ჩრდილოეთ ვენესუელაში.
  • 22. Gum Preparation, stone Flaking; Djagamara leaves Barjar ( რეზინებისა და დამუშავებული ქვების დამზადება; ჯაგამარა ტოვებს ბადჯარას)(1969). 19 წუთიანი, რეჟისორი _ იან დანლოპი , ის თანა-მშრომლობდა ანთროპოლოგ რობერტ ტონკინსონთან . ფილმი არის მეორე სერია სერიალიდან დასავლეთ ავსტრალიის უდაბნოს ხალხების შესახებ . The Hunters (მონადირე) (1956). 73 წუთიანი, რეჟისორი _ ჯონ მარშალი . ფილმში მოთხრობილია ოთხი ბუშმენის შესახებ კალახარის უდაბნოდან, რომლებიც ეძიებენ საკვებს თავიანთი ოჯახისათვის. ისინი დაჭრიან მოწამლული ისრით ჟირაფს და მისდევენ მის კვალს ოთხი დღის მანძილზე. შემდეგ მას კლავენ და მიაქვთ ხორცი, რომ გაანაწილონ ის დარჩენილ ხალხთან ერთად. ფილმი არის ბუშმენთა სანადირო უნარ-ჩვევებზე. Karba`s first Years (კარბას პირველი წლები)(1952). 19 წუთი. რეჟისორი _ გრეგორი ბეიტსონი და მარგარეტ მიდი , ფილმი გვიჩვენებს ბალიის ბიჭის განვითარებას ბავშვობის ძირითად სტადიებში. The lion Hunters (მონადირეები ლომებზე) (1970). 68 წუთი, რეჟისორი _ ანთროპოლოგი ჟან რუში. ფილმი გადაღებულია ზემო ნიგერიაში, სადაც ცხოვრობენ მიწათმოქმედნი და მესაქონლეები. სოფლის რამდენიმე მცხოვრები პროფესიონალი მონადირეა ლომებზე. უნდა მოკლან ლომი, რომელიც თავს ესხმის საქონელს. მაგრამ ეს ნადირობა არ არის ყოველდღიური სამუშაო და ყველა სანადირო რიტუალი ნაჩვენებია ძალიან დეტალურად.
  • 23. Louisiana stori (ლუიზიანას ისტორია) (1948). რეჟისორი _ რობერტ ფლაერტი , ოპერატორი _ რიჩარდ ლიკოკი . ეს არის ლირიული სურათი ჯაკუნის ინდიელების ცხოვრებისა ლუიზიანას დაჭაობებულ მიწებზე. Les Maitres foux (უგუნური მასწავლებლები) (1953). 30 წუთი, რეჟისორი _ ანთროპოლოგო ჟან რუში. ფილმში ნაჩვენებია ზემო ნიგერიაში მცხოვრები ტომების ადამიანები, რომლებიც სამუშაოდ გაემგზავრნენ აკრაში. Yყოველწლი- ურად ასრულებენ ხაუკის რიტუალებს, რომლებშიც ახდენენ ბრიტანული კოლონიალური ხელისუფლების იმიტაციას. ჯერ ნაჩვენებია ხალხი, რომლებიც ასრულებენ თავიანთ სამუშაოს, შემდეგ _ თვით რიტუალი, ბოლოს ისევ ეს ხალხი, რომლებიც მეორე დღეს აკეთებენ ისევ თავის საქმეს, ამ რიტუალების საშუალებით ნაჩვენებია თუ როგორი მოთმი-ნებით იტანს ეს ხალხი სირთულებს და ერთგვაროვან შრომას. Margaret Mesd`s New Guinea Journal ( მარგარეტ მიდის სამგზავრო შენიშვნები, გაკეთებული ახალ გვინეაში) (1968). 90 წუთი, რეჟისორი _ კრეიტ გილბერტი . ფილმში ნაჩვენებია მარგარეტ მიდის დაბრუნება 1968 წელს მანუას კუნძულზე, სადაც მან ჩაატარა ეთნოგრაფიული კვლევები 20-იან, 50-იან და 60-იან წლებში. ფილმში გამოყენებულია ასევე ძველი ფოტო და კინომასალები, რომლებშიც ასახულია კუნძულის ისტორია მეორე მსოფლიო ომამდე (როდესაც მანუა იყო გერმანიის კოლონია) და ომის შემდგომ, მოძრაობა აბორიგენთა პალიაუს ხელმძღვანელობით, სახელმწიფოებრიობის მიღების მომზადებამდე.
  • 24. Moana: A Romance of the Golden Age (მოანა: ოქროს ხანის რომანტიკა) (1926). 85 წუთი, რეჟისორი _ რობერტ ფლაერტი. ფილმში ასახულია ცხოვრება და კულტურა სავაიის ხალხისა (დასავლეთ სამოა). ფილმის კულმინაციაა _ ტატუირების რიტუალი ერთ-ერთი ახალგაზრდა კაცისა სახელად მოანა. Nook from the Nort (ჩრდილოელი ნანუკი) (1922). 55 წუთი, რეჟისორი _ რობერტ ფლაერტი. ეს არის კადრები ესკიმოსი მინადირე ნანუკის ცხოვრებიდან. Netsilic Escimo Series ( ფილმები ნეტსილიკის ესკიმოსებზე) (1960). დახლოებით ათწუთიანი ფილმია, გადაღებულია: პროდიუსერი _ განათლებისა და განვითარების კორპორაცია, ანთროპოლოგების: ასენი ბალიჩკისა და გაი მარი -რუსელერის თანამშრომლობით. ეს ფილმები მომზადებულია საშუალო სკოლების საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში და მათში ნაჩვენებია რეკონსტრუქცია მეცადინეობისა ნეტსილიკის ესკიმოსებისა, რომლებიც ცხოვრობდნენ პელის შესარ-თავთან. N| um Tchai: The Ceremonial Dances of the ! Kung Bushmen (N| um chai: რიტუალური ცეკვები ბუშმენებისა! Kung) (1966). 25 წუთი, რეჟისორი _ ჯონ მარშალი . ფილმში ასახულია რიტუალი კალახარის ბუშმენთა განკურნებისა, რომლის დროსაც მკურნალები შედიან ტრანს- მდგომარეობაში.
  • 25. Rivers of Sand (ქვიშის მდინარეები)(1974). 85 წუთი, რეჟისორი _ რობერტ გარდნერი . ფილმი არის მესაქონლეობაზე ხამარის ხალხებში. მთელი ფილმის განმავლობაში ავტორი უბრუნდება ერთი და იგივე ხამარელ ქალს, რომელიც მოგვითხრობს თავის ცხოვრებაზე. ამგვარად კეთდება განსაკუთრებული აქცენტი ქალების ცხოვრებასა და მათ როლზე ხამართა საზოგადოების ცხოვრებაში. Trance and Dance in Bali (ტრანსი და ცეკვები ბალი-ში) (1952). 20 წუთი, რეჟისორი _ გრეგორი ბეიტსონი და მარგარეტ მიდი , ფილმში ნაჩვენებია რიტუალი გადაღებული ბალი-ში 1936 წელს. რიტუალი შემდეგი სახისაა: ორი გმირი, ჯადოქარი და დრაკონი, განასახიერებენ ბრძოლას სიკეთესა და ბოროტს შორის, სიცოცხლისა და სიკვდილის. Mმრავალი ხალხი შედის ტრანსში, მამაკაცები ხმლებით საკუთარ სხეულზე იკეთებენ ჭრილობებს. Yanomamo: A Multi _ disciplinary study ( იანომამო :მულტიდისციპლინური გამოკვლევა) (1971). 45 წუთი, რეჟისორი _ ტიმოთი ეში , თანამშრომლობდა ანთროპოლოგ ნაპოლეონ შანიონთან და გენე-ტიკოს ჯეიმსონთან . ფილმში მოთხრობილია სამეცნიერო-სამედიცინო ექსპედიციებზე, რომელიც შეისწავლიდა იანომამოს ინდიელებს სერიოზული ეთნოგრაფიული საფუძვლებით.