5. ცუნამი-წყალმოვარდნის ერთ-ერთი ფორმაა,რომლის დამანგრეველი ძალა ხშირად
გამოუცდიათ ოკეანისპირა მცხოვრებთ. ცუნამი იაპონურ ენაზე "უბის ტალღას" ნიშნავს. იგი
ოკეანეებში ძირითადად მიწისძვრების შედეგად ჩნდება.მიწისქვეშა ბიძგი იწვევს ისეთი
ტალღების განვითარებას, რომლებიც მაქსიმალურ სიჩქარეს და სიმაღლის სანაპიროსთან
მიახლოებას აღწევენ.
6. წყალდიდობა - მნიშვნელოვანი ტერიტორისს დატბორვა,განპიროვნებული მდინარის,ტბის
ან ზღვის წყლის დონის მატებით
წყალმოვარდნა - წყლის დონის უეცარი მატება,განპირობებული თავსხმა წვიმებით ან
თოვლის ინტენსიური დნობით. წყალდიდობა ძნელად პროგნოზირებადი მოვლენაა.
7. ვულკანი-კონუსებური მთა,რომელიც შექმნილია დედამიწის
ზედაპირზე დედამიწის ქერქიდან ამომფრქვეული ლავის
გადაადგილების და გაცივების შედეგად.განასხვავებენ მოქმედ და
ჩამქრალ ვულკანებს. ლათინურად "ვულკანუს" ძველი რომალების
ცეცხლისა და სამჭედლო საქმის მფარველ ღმერთს ეწოდებოდა.
ვულკანიზმი- იმ მოვლენების და პროცესების ერთობლიობა,
რომლებიც დაკავშირებულია მაგმის დედამიწის ქერქში ან მის
ზედაპირზე გადაადგილებასთან.
8. მეწყერი- სიმძიმის ძალის მოქმედებით ფერდობის
დახრილობის მიმართულებით ნიადაგის ან მთის
ქანების გადაადგილება,რაშიც მნიშვნელოვან როლს
ზედაპირული და მიწისქვეშა წყლები ასრულებს.
9. ზვავი- მთის ფერდობზე მოძრავი თოვლის
მასა. გერმანული"ლავინე" ძველი ლათინური
"ლაბინა"-დან წარმოიქმნა, რაც
დაცურებას,მეწყერს ნიშნავს.