2. სასწავლო პროექტის
შინაარსი
მოსწავლეები წაიკითხავენ „აბესალომ და ეთერს“და
უკავშირებენ მათ ამბავს თანამედროვე
ცხოვრებას.მოსწავლეები გამოიკვლევენ ზღაპარში
არსებულ პრობლემას და თანამშრომლობენ გამოსავლის
მოსაძებნად.ამზადებენ პრეზენტაციას პრობლემის
გადაჭრის გზებზე.დავესწრებით ოპერისა და ბალეტის
სახელმწიფო თეატრში სპექტაკლს.
3. მიმართულების მიმცემი
საკვანძო კითხვები
ზოგადი კითხვა.
ამართლებს თუ არა მიზანი საშუალებას?
სიყვარულის სახელით შეიძლება თუ არა სულის გაყიდვა?
თემატური კითხვები.
გჯერათ სულგაყიდული ადამიანის სიყვარულის?
კვდება თუ არა სიყვარული?
შინაარსობრივი კითხვები.
აბესალომმა ეთერისთვის მიცემული ფიცი მალევე დაარღვია, რაზე
მეტყველებს ეს ფაქტი, როგორი პიროვნებაა იგი?
4. პროექტის ხედვა
მოდულის შექმნით მე მინდა გამოვცადო ზღაპრის
პრობლემის გადაჭრა მოსწავლეთა აქტივობით.
მოსწავლეებმა ისწავლონ ზღაპრის ყოველდღიურ
ცხოვრებასთან დაკავშირების გზები.
გამოიყენონ ტექნოლოგიური საშუალებები სხვადასხვა
აუდიტორიასთან კომუნიკაციისათვის.
გაეცნობიან სხვადასხვა ქვეყნის ზრაპრებს .
5. პროექტის მიდგომა
თემაზე მუსაობის პროცესში მოსწავლეები აკავშირებენ
ზრაპარს და თანამედროვე სამყაროს.
თანამშრომლობენ თანატოლებთან, ქმნიან პროდუქტს,
რომელიც წარმოაჩენს მათ ცოდნას.
ცოდნას უზიარებენ აუდიტორიას.
6. სწავლა 21-ე საუკუნეში
მიზნობრივი კითხვების ფორმულირება და დასმა სხვადასხვა
მოსაზრების გასაცნობად და უკეთესი გადაწყვეტილებების მისაღება
ინფორმაციაზე წვდომისა და მისი გამოყენების
ეთიკურ/სამართლებრივ საკითხებზე საფუძვლიანი წარმოდგენის ქონა.
●
ტექნოლოგიის გამოყენება, როგორც ინფორმაციის კვლევის,
ორგანიზების, შეფასებისა და კომუნიკაციის საშუალების. ინფორმაციის
ხელმისაწვდომობისა და გამოყენების ეთიკური/იურიდიული საკითხების
საფუძვლიანი ცოდნა.