კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა წარმოადგენს კონცეფციას, რომლის თანახმადაც კომპანია ნებაყოფლობით ითვალისწინებს საკუთარი მომხმარებლების, მომწოდებლების, თანამშრომლების, ბიზნეს პარტნიორების და ზოგადად საზოგადოების ინტერესებს ბიზნეს ოპერაციების განხორციელებისას. (დაინტერესებული მხარეები) ეს, არსებითად, არის ბიზნესის კეთილი ნება, საკუთარ თავზე აიღოს უფრო მეტი პასუხისმგებლობა, ვიდრე მას კანონით ეკისრება, შეგნებულად გასცდეს მოგების მიღების თავდაპირველ ფუნქციას და ნებაყოფლობით იზრუნოს აგრეთვე საზოგადოების კეთილდღეობაზე, დადებითი წვლილი შეიტანოს სოციალური და ეკოლოგიური პრობლემების მოგვარებაში.
კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა არ გაიაზრება როგორც ძირთადი ბიზნესის "დამატებით" საქმიანობა, ერთჯერადი აქტი ან კომპანიის მიერ დროდადრო განხორციელებული ინიციატივები (რომლებიც კომპანიის მარკეტინგულ ან PR საქმიანობის ნაწილს წარმოადგენს). არსებითად ეს არის ბიზნესის წარმოების ახალი მეთოდი, რომელიც გულისხმობს სოციალური და გარემოსდაცვითი საკითხების ჩართვას როგორც ბიზნეს სტრატეგიაში, ისე კომპანიის საქმიანობის ყველა სფეროსა და კომპონენტში.
დღევანდელი გაგებით, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა მოიცავს ისეთ კომპონენტებს, როგორიცაა: კორპორაციული მართვა და ეთიკა; ადამიანის უფლებათა და შრომითი საქმიანობის ძირითადი უფლებების დაცვა თანამშრომლებთან, მომწოდებლებსა და მომხმარებლებთან ურთიერთობისას; გარემოს დაცვა და გარემოზე მოხდენილი უარყოფითი ზეგავლენის შემცირება; საზოგადოების/თემის საჭიროებებზე ზრუნვა; მექრთამეობასთან ბრძოლა და კორუფციის დაუშვებლობა; მო
3. კორპორაციული სოციალური
პასუხისმგებლობა საქართველოში
• არ გაიაზრება როგორც ძირთადი ბიზნესის
"დამატებით" საქმიანობა.
• ეს არის ბიზნესის წარმოების ახალი
მეთოდი, რომელიც გულისხმობს სოციალური და
გარემოსდაცვითი საკითხების ჩართვას როგორც
ბიზნეს სტრატეგიაში, ისე კომპანიის საქმიანობის
ყველა სფეროსა და კომპონენტში.
4. CSR-ის განვითარების მნიშვნელობა საქართველოსათვის
• კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის როლი
ქვეყნის საერთაშორისო ურთიერთობების გაღრმავებაში
• კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის როლი
ქვეყნის საერთო განვითარებაში
• ქვეყნის ეკონომიკური კონკურენტუნარიანობის
ზრდა, ვაჭრობისა და ინვესტიციების მოზიდვის
ხელშეწყობა
5. "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და
განვითარების ცენტრი", ფრიდრიხ ებერტის ფონდის
ფინანსური მხარდაჭერით
• გაეროს ადამიანის უფლებათა საყოველთაო
დეკლარაცია;
• ILO «დეკლარაცია შრომით საქმიანობაში ძირითადი
პრინციპებისა და უფლებების შესახებ";
• ორჰუსის კონვენცია
6. კვლევის მიზანი
• არსებული სიტუაციის შესწავლა
• საქართველოში კორპორატიული სოციალური
პასუხისმგებლობის განვითარების შესაძლებლობებისა
და პოტენციალის გამოვლენა.
• მომავალი მუშაობისათვის მიმართულებების
განსაზღვრა.