Ce diaporama a bien été signalé.
Le téléchargement de votre SlideShare est en cours. ×

თბილისის ტერიტორიაზე სტიქიური მოვლენების საშიშროების ზოგადი ანალიზი და 2015 წლის 13 14 ივნისს მდ. ვე

Ad

გარემოს ეროვნული სააგენტო
თბილისის ტერიტორიაზე სტიქიური მოვლენების საშიშროების ზოგადი ანალიზი და
2015 წლის 13-14 ივნისს მდ...

Ad

ახალდაბა,
ვერეს ხეობა
ვერტმფრენით
სტიქიის ზონაში
შემოფრენა
ვერეს ხეობა
მთლიანი
ხეობის
დათვალიერება,
მათ შორის
ახალდაბის
დი...

Ad

1. დიდი თბილისის ტერიტორიაზე გეოდინამიკური საშიშროების ზოგადი სურათი;
2. მდ. ვერეს აუზის ჰიდრომეტეოროლოგიური პირობები;
3. ...

Ad

Ad

Ad

Ad

Ad

Ad

Ad

Ad

Ad

Ad

Ad

Ad

Ad

Ad

Ad

Ad

Ad

Ad

Ad

Ad

Ad

Ad

Ad

Ad

Ad

Ad

Ad

Ad

Ad

Ad

Ad

Ad

Ad

Ad

Ad

Ad

Prochain SlideShare
მეწყერი
მეწყერი
Chargement dans…3
×

Consultez-les par la suite

1 sur 39 Publicité
1 sur 39 Publicité

თბილისის ტერიტორიაზე სტიქიური მოვლენების საშიშროების ზოგადი ანალიზი და 2015 წლის 13 14 ივნისს მდ. ვე

Télécharger pour lire hors ligne

პრეზენტაციაში წარმოდგენილია ინფორმაცია თბილისის ტერიტორიაზე სტიქიური მოვლენების საშიშროების ზოგადი ანალიზი და 2015 წლის 13 14 ივნისს მდ. ვერეს აუზში განვითარებული კატასტროფით გამოწვეული მდგომარეობის წინასწარი შეფასების შესახებ

პრეზენტაციაში წარმოდგენილია ინფორმაცია თბილისის ტერიტორიაზე სტიქიური მოვლენების საშიშროების ზოგადი ანალიზი და 2015 წლის 13 14 ივნისს მდ. ვერეს აუზში განვითარებული კატასტროფით გამოწვეული მდგომარეობის წინასწარი შეფასების შესახებ

Plus De Contenu Connexe

თბილისის ტერიტორიაზე სტიქიური მოვლენების საშიშროების ზოგადი ანალიზი და 2015 წლის 13 14 ივნისს მდ. ვე

  1. 1. გარემოს ეროვნული სააგენტო თბილისის ტერიტორიაზე სტიქიური მოვლენების საშიშროების ზოგადი ანალიზი და 2015 წლის 13-14 ივნისს მდ. ვერეს აუზში განვითარებული კატასტროფით გამოწვეული მდგომარეობის წინასწარი შეფასება მომზადებულია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ 2015 გარემოს ეროვნული სააგენტო
  2. 2. ახალდაბა, ვერეს ხეობა ვერტმფრენით სტიქიის ზონაში შემოფრენა ვერეს ხეობა მთლიანი ხეობის დათვალიერება, მათ შორის ახალდაბის დიდი მეწყრის მოწყვეტის კედელთან არსებული მასშტაბური ნაპრალების შეფასება თბილისი 3 გეოლოგიური ჯგუფის 24 საათიან რეჟიმში მონიტორინგი. ცალკეული უწყებებისათვის რეკომენდაციების ოპერატიული გაცემა თბილისი კონსულტაცია მაღალი საშიშროების სივრცეში მოხვედრილ მოსახლეობას თბილისი შეფასდა მოსალოდნელი რისკები, სტიქიის განმეორების შესახებ თბილისი განივი პროფილების გადაღება 14 ივნისი 15 ივნისი თბილისი შექმნილი მდგომარეობის დოკუმენტირება თბილისი გეოლოგთა 7 ჯგუფის ოპერირება, საცხოვრებელი სახლების მდგრადობის შეფასება 16 ივნისი ახალდაბა დეტალური შეფასებისთვის 3 გეოლოგიური ჯგუფი - საველე კვლევები წყნეთი-კიკეთი საველე კვლევები: 3 გეოლოგიური ჯგუფი მუშაობდა წყნეთი- კიკეთის მონაკვეთში ბაგები გეოლოგების და ჰიდროლოგების მორიგეობა 17 ივნისი თბილისი გეოლოგების 6 ჯგუფის მორიგეობა ქალაქის სხვადასხვა ნაწილებში ბაგები 1 გეოლოგიური ჯგუფი ბეთანია 1 გეოლოგიური ჯგუფი გარემოს ეროვნული სააგენტო
  3. 3. 1. დიდი თბილისის ტერიტორიაზე გეოდინამიკური საშიშროების ზოგადი სურათი; 2. მდ. ვერეს აუზის ჰიდრომეტეოროლოგიური პირობები; 3. მდ. ვერეს აუზის გეომორფოლოგიური თავისებურებები; 4. მდ. ვერეს აუზის ტექტონიკა, გეოლოგიური აგებულება და ჰიდროგეოლოგიური პირობები; 5. მდ. ვერეს აუზში სტიქიური პროცესების გასული პერიოდის სტატისტიკა და 2015 წლის ივნისის კატასტროფების მიზეზები და მათგან გამოწვეული უარყოფითი შედეგების ანალიზი; 6. გეოლოგიურად უკიდურესად გართულებული ცალკეული უბნების შეფასება; 6.1 წყნეთი-ბეთანიის საავტომობილო გზის მონაკვეთზე განვითარებული მეწყრის გეოდინამიკური მდგომარეობის შეფასება; 6.2 დაბა წყნეთსა და სოფ. ახალდაბას შორის არსებული ღვარცოფული ხევების და მეწყრული უბნების გეოდინამიკური მდგომარეობის შეფასება; 7. დასკვნები და რეკომენდაციები; დოკუმენტის სტრუქტურა გარემოს ეროვნული სააგენტო
  4. 4. დოკუმენტის სტრუქტურა გარემოს ეროვნული სააგენტო • ამ თავში მოცემულია, ქ. თბილისში მიმდინარე ურბანიზაციის პროცესი, ურთულესი გეოლოგიური გარემოს პირობებში და გეოლოგიური სივრცის ოპტიმალური ათვისების/მართვისთვის საჭირო ღონისძიებები; 1. დიდი თბილისის ტერიტორიაზე გეოდინამიკური საშიშროების ზოგადი სურათი; • ამ თავში მოცემულია მდ. ვერეს წყალშემკრები აუზის შეფასება, მდინარის ჭალა-კალაპოტის ზონის დახასიათება და 13-14 ივნისის სტიქიის დროს განვითარებული ჰიდრომეტეოროლოგიური პროცესები; 2. მდ. ვერეს აუზის ჰიდრომეტეოროლოგიური პირობები; • ამ თავში მოცემულია მდ. ვერეს აუზის რელიეფის თავისებურება. განხილულია ხეობის ასიმეტრიული აღნაგობა და განსაზღვრულია მეწყრულ-კლდეზვავური , ღვარცოფული და ეროზიული პროცესების განვითარების მიზეზები; 3. დაბა წყნეთსა და სოფ. გეოდინამიკური მდგომარეობის შეფასება; • ამ თავში მოცემულია ინფორმაცია მდ. ვერეს აუზის ტექტონიკური მრავალფეროვნების, სენსიტიური გეოლოგიური აგებულების და ჰიდროგეოლოგიური პირობების შესახებ, ასევე თუ რამ ითამაშა გადამწყვეტი როლი მდ.ვერეს აუზში 13-14 ივნისს განვითარებულ კატასტროფულ მოვლენებში. 4. მდ. ვერეს აუზის ტექტონიკა, გეოლოგიური აგებულება და ჰიდროგეოლოგიური პირობები;
  5. 5. • ამ თავში განხილულია მდ.ვერეს აუზში ტრანსფორმირებული ღვარცოფების განმაპირობებელი მიზეზები და გეოლოგიური კერების ფორმირება. გაანალიზებულია ისტორიულ-სტატისტიკურ მონაცემები მდ. ვერეს ხეობაში მოსული ღვარცოფების, წყალმოვარდნების და წყალდიდობების შესახებ. 5. მდ. ვერეს აუზში სტიქიური პროცესების გასული პერიოდის სტატისტიკა და 2015 წლის ივნისის კატასტროფების მიზეზები და მათგან გამოწვეული უარყოფითი შედეგების ანალიზი; 6. გეოლოგიურად უკიდურესად გართულებული ცალკეული უბნების შეფასება; • ამ თავში მოცემულია მეწყრის განვითარების დინამიკა, გავრცელების და მოძრაობის არეალის აღწერილობა; ასევე განხილულია მეწყრული ნაპრალების არსებული მდგომარეობა და მათი შემდგომი განვითარების შესაძლებლობები. იდენტიფიცირებულია გააქტიურებული ან ახლადწარმოქმნილი მეწყრული სხეულების რაოდენობა; 6.1 . წყნეთი-ბეთანიის საავტომობილო გზის მონაკვეთზე განვითარებული მეწყრის გეოდინამიკური მდგომარეობის შეფასება; • ამ თავში აღწერილია რაოდენიმე ხევის ზემოქმედება გარემოზე და ინფრასტურქტურულ ობიექტებზე , ასევე მეწყრული პროცესების მასშტაბები; 6.2 დაბა წყნეთსა და სოფ. ახალდაბას შორის არსებული ღვარცოფული ხევების და მეწყრული უბნების გეოდინამიკური მდგომარეობის შეფასება;
  6. 6.  დღეისათვის მშენებლობის გაზრდილი მოთხოვნილების პირობებში ქალაქ თბილისის ტერიტორიის ათვისება მიმდინარეობს ურთულესი გეოლოგიური გარემოს პირობებში, რასაც ხშირად თან ახლავს საშიში გეოლოგიური პროცესების ფართო მასშტაბით განვითარება- რეაქტივაცია და გეოეკოლოგიური სიტუაციის უკიდურესი გართულებები. აღსანიშნავია:  მეწყრულ-გრავიტაციული მოვლენები;  მიწისქვეშა წყლებით გამოწვეული შეტბორვები;  თბილისის ქვაბულის შემომსაზღვრელი ქედების კალთებიდან თავსხმა წვიმებისა და მეწყრების გააქტიურების პირობებში, ხევებში ტრანსფორმირებული ღვარცოფების, ქვა-ტალახოვანი ნაკადები და დატბორვები; დიდი თბილისის ტერიტორიაზე, გეოდინამიკური საშიშროების ზოგადი სურათი გარემოს ეროვნული სააგენტო
  7. 7.  მდ. ვერე სათავეს იღებს თრიალეთის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე (დიდგორის მთის მიდამოებში) 1670 მეტრ სიმაღლეზე და უერთდება მდინარე მტკვარს მარჯვენა ნაპირიდან 0,5 კმ-ით ქვემოთ თამარ მეფის ხიდიდან, 390მ სიმაღლეზე ზღვის დონიდან;  მდინარეს გააჩნია 41 შენაკადი საერთო სიგრძით 95 კმ;  მდინარის მახასიათებლებია:  სიგრძე - 38 კმ; საერთო ვარდნა - 1280 მ; საშუალო დახრილობა - 0,034%; აუზის ფართობი - 194 კმ2;  აუზის საშუალო სიმაღლე - 1060 მ.  საშუალო მრავალწლიური ხარჯი მერყეობს 0,26-დან 1,22 მ3/წმ-მდე;  მაქსიმალური ხარჯი ახასიათებს გაზაფხულზე, ხოლო ცალკეულ წლებში ზაფხულში და შემოდგომაზე;  მაქსიმალური ხარჯი შეადგენს 48,3 მ3/წმ.  მინიმალური ხარჯი ზაფხულში და ზამთარში და მერყეობს 0,001 მ3/წმ-დან 0,16 მ3/წმ-მდე.  1%-იანი უზრუნველყოფის, ანუ 100 წლიანი განმეორებადობის წყლის ხარჯი თბილისისთვის შეადგენს 240 მ3/წმ. მდ. ვერეს აუზის ჰიდრომეტეოროლოგიური პირობები გარემოს ეროვნული სააგენტო
  8. 8. მდ.ვერეს წყალშემკრები აუზი
  9. 9. მდ. ვერეს აუზის რელიეფი და მისი მთავარი მორფოლოგიური ერთეულის, საკუთრივ ვერეს ხეობის განვითარება ბევრად ხანგრძლივი ისტორიის მატარებელია, ვიდრე თბილისის არეალის ფარგლებში არსებული მდ. მტკვრის სხვა შენაკადები. იქ სადაც მდინარეთა ხეობების ფერდობებზე ან მთების კალთებზე შრეების დაქანება თანხვედრილია რელიეფის ზედაპირის დახრილობის, დომინირებს გრავიტაციულ- მეწყრული პროცესები;  ხოლო შრეების საწინააღმდეგო მიმართულ უბნების გადამკვეთ მდინარეებსა და ხევებში მკვეთრად გამოკვეთილი სიღრმითი ეროზიული პროცესები; მდ. ვერეს აუზის გეომორფოლოგიური თავისებურებები გარემოს ეროვნული სააგენტო
  10. 10. წყნეთი- ახალდაბის ტერიტორია
  11. 11. მდ. ვერეს აუზის ტექტონიკა და გეოლოგიური აგებულება
  12. 12. ამ სახის სტიქიურ მოლენებს არაერთხელ ჰქონია ადგილი, რომელსაც მოჰყვა ადამინთა მსხვერპლი და ინფრასტრუქტურამ განიცადა უდიდესი ზარალი  თუ გავაანალიზებთ არასრულ ისტორიულ-სტატისტიკურ მონაცემებს, მდ. ვერეს ხეობაში მოსული წყალმოვარდნების და წყალდიდობების შესახებ, უმეტეს შემთხვევაში, გეოლოგიური პროცესების გააქტიურებისას გადადის კატასტროფული ხასიათის ღვარცოფებში; 1924 წლის 12 ივნისს 8 საათზე ძლიერი წვიმების შედეგად, რომელიც გაგრძელდა 1 საათი, მოვარდნილმა ღვარცოფულმა ნიაღვარმა გაიტაცა ვერეს ხობაში დროებით დაბანაკებული გლეხები; 1940 წლის 10 მაისს თბილისის ტერიტორიაზე არსებულ ყველა მდინარეში და ხევში ადგილი ჰქონდა წყალმოვარდნებს და ღვარცოფებს.  მდ. ვერეს აუზში განვითარებულმა წყალმოვარდნებმა და ღვარცოფებმა ჩამოიტანა ქალაქის ტერიტორიაზე დიდი რაოდენობის ლამი და ხრეში, დაიტბორა ეზოები, სარდაფები, ქუჩები;  ხოლო ვარაზის ხევიდან წამოსულმა ნიაღვარმა წალეკა უნივერსიტეტის ქუჩა და ტრამვაის ლიანდაგი. ამ დღეს დაფიქსირდა 109-მმ ნალექი. გარემოს ეროვნული სააგენტო მდ. ვერეს აუზში სტიქიური პროცესების გასული პერიოდის სტატისტიკა და 2015 წლის ივნისის კატასტროფების მიზეზები და მათგან გამოწვეული უარყოფითი შედეგების ანალიზი
  13. 13.  1960 წლის 4 ივლისი - ასეთივე სიძლიერის კატასტროფული წყალმოვარდნა-ღვარცოფები დაფიქსირდა, დაიტბორა ზოოპარკის მნიშვნელოვანი ტერიტორია, წყლის ხარჯი იყო 259მ3/წმ.;  1961 წელს - წყალმოვარდნა-ღვარცოფების გავლას ადგილი ჰქონდა ამავე ხეობაში, რამაც დიდი ზარალი მიაყენა ზოოპარკის ინფრასტრუქტურას;  1972 წელს - წყალმოვარდნა-ნიღვრები;  1980 წლის 13 მაისი - კატასტროფული ხასიათის ღვარცოფული წყალმოვარდნები დაფიქსირდა, როდესაც კოკისპირული წვიმების შედეგად გაირღვა წყნეთში არსებული ხელოვნური წყალსაცავის მიწაყრილის ჯებირი, რომელმაც იმსხვერპლა 8 ადამიანი, დაანგრია სახლები, დაიღუპა დიდი რაოდენობის პირუტყვი და კოლოსალური ზარალი მიაყენა ზოოპარკის ინფრასტრუქტურას;  1999 წლის 28 აგვისტოს - ადგილი ჰქონდა წყალმოვარდნებს და ღავრცოფული ხასიათის წყალნატანი მასალის ქალაქში გამოტანას;  2002 წლის 15 ოქტომბერს - მსგავსი ხასითის მოვლენებს ჰოქნდა ადგილი;  2015 წლის 3 ივნისისა და13-14 ივნისის - კატასტროფები მდ. ვერეს აუზში; როგორც სტატისტიკური ანალიზით ირკვევა, მდ. ვერეს აუზში წყალმოვარდნების, ღვარცოფების და მეწყრების მთავარი გამომწვევი ფაქტორია უხვი ატმოსფერული ნალექები და ზედ დართული გეოლოგიური გარემოს მაღალი მგრძნობიარობა ამ ხასიათის მოვლენებისადმი გარემოს ეროვნული სააგენტო მდ. ვერეს აუზში სტიქიური პროცესების გასული პერიოდის სტატისტიკა და 2015 წლის ივნისის კატასტროფების მიზეზები და მათგან გამოწვეული უარყოფითი შედეგების ანალიზი
  14. 14. მიმდინარე წლის 13-14 ივნისს, მდ. ვერეს აუზში მოსულმა ძლიერმა ნალექმა მდინარე ვერესა და მის შენაკადებზე გამოიწვია წყლის დონის მკვეთრი მატება და მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების მასშტაბური ჩასახვა/გააქტიურება.  რასაც მოჰყვა:  წყნეთი-ბეთანიის, წყნეთი-ახალდაბის და კოჯორი-მანგლისის საავტომობილო გზების მწყობრიდან გამოყვანა.  ქ. თბილისში, მდ. ვერეს ხეობის დაბალ ნიშნულებზე განლაგებული საცხოვრისების, სხვადასხვა დანიშნულების ინფრასტრუქტურული ობიექტები, შენობა-ნაგებობების დაზიანება. წყალმოვარდნა-ღვარცოფების მაპროვოცირებელი ატმოსფერული ნალექების რაოდენობა, ბევრად აღემატებოდა ქალაქში დაბალ ნიშნულზე განლაგებულ მეტეოსადგურიდან მიღებულ მაჩვენებლებს; ამასთან ამ სახის კატასტროფული ღვარცოფული ხასიათის წყალმოვარდნები, გარკვეულწილად განაპირობა მდ. ვერეს აუზის მარჯვენა შენაკადის სათავეში წარმოქმნილმა გრავიტაციული ხასიათის ერთ-ერთმა მეწყერმა (ე.წ. ახალდაბის დიდი მეწყერი):  ფართობი შეადგენს 32ჰა-ს;  გრავიტაციული მოწყვეტის კედლის სიმაღლე 6-7მ;  ახალდაბის დიდი მეწყრის მყარი მასის მოცულობა 1 მლნ-მდე კუბ. მეტრია;  მეწყრის სიგრძე 1კმ;  მეწყრის საშუალო სიგანე 300-350მ;  მეწყრულ-ღვარცოფული ნაკადის საერთო სიგრძე მოწყვეტის არედან მდ. ვერეს კალაპოტამდე შეადგენს 3.8კმ; გარემოს ეროვნული სააგენტო 2015 წლის ივნისის კატასტროფების მიზეზები და მათგან გამოწვეული უარყოფითი შედეგების ანალიზი
  15. 15. 1კმ 3,8კმ დიდი მეწყრის სიგრძე - 1კმ ფართობი - 32ჰა გააქტიურებული ან ახლად წარმოქმნილი 75 მეწყერი
  16. 16. მდ. ვერეს კალაპოტში მოხდა ღვარცოფული ნაკადის ოთხჯერადი შეტბორვა ქ. თბილისის ტერიტორიაზე, რომელიც გამოწვეული იყო:  დიდძალი ღვარცოფულ-ეროზიული ნატანი მასალით;  განსაკუთრებით, ხე-მცენარეული ატივნარებული მასით წყალგამტარ გვირაბებში დროებითი ბარიერების შექმნით;  რის დროსაც მდინარის კალაპოტის და ჭალის გარკვეულ უბნებზე მდინარის წყლის დონემ 9-10 მ-ით, ზოგან კი 18-20 მეტრით აიწია. 2015 წლის 13 ივნისს გავლილმა წყლის ხარჯმა (გავლილი კვალის მიხედვით) დაანგარიშებული სხვადასხვა ემპირიული ფორმულით შეადგინა 468 მ3/წმ-ში. გარემოს ეროვნული სააგენტო 2015 წლის ივნისის კატასტროფების მიზეზები და მათგან გამოწვეული უარყოფითი შედეგების ანალიზი  1958 წელს აშენებული მდ. ვერეს გვირაბი , მდინარის შეგუბების ადგილი
  17. 17. გარემოს ეროვნული სააგენტო გამომწვევი მიზეზები  ყველაესფაქტორი ქმნისხელსაყრელპირობებს,ეგზოგენური გეოლოგიურიპროცესების (მეწყერი,ღვარცოფი,კლდეზვავი, ქვათაცვენა და სხვა)ჩასახვა-გააქტიურებისათვის. >< რელიეფის ენერგეტიკული პოტენციალი; >< რთული ტექტონიკა; >< ამგები ქანების ლითოლოგიური შემადგენლობა; >< ატმოსფერული ნალექები; >< ზედაპირული წყლები; >< მიწისქვეშა წყლები;
  18. 18. შედეგები: მოწყვეტის უბანი: oგანვითარების პროცესი
  19. 19. შედეგები: მოწყვეტის უბანი: oგანვითარების პროცესი
  20. 20. დაღუპულია 19, დაკარგულად მიიჩნევა 3 ადამიანი შედეგებიშედეგები: 1. დაზიანებულია საავტომობილო გზა: წყნეთი- მანგლისი; წყნეთი- ახალდაბა 2. ქ. თბილისში მდ. ვერეს დაბალ ნიშნულებზე განლაგებული საცხოვრისები, სხვადასხვა დანიშნულების ობიექტები, შენობა- ნაგებობები, თბილისის ზოოპარკი წყნეთი-ახალდაბის საავტომობილო გზის მონაკვეთი წყნეთი-სამადლოს საავტომობილო გზაზე განვითარებული მეწყერი ე.წ. ახალდაბის დიდი მეწყერი გადაღებული წყნეთი-ახალდაბის საავტომობილო გზიდან მდ.ვერეს ჭალა-კალაპოტის ზონა ქალაქის ფარგლებში- სვანიძის ქუჩა მდ.ვერეს ჭალა-კალაპოტის ზონა ქალაქის ფარგლებში- წყნეთის ქუჩა სოფ. ახალდაბა
  21. 21. შედეგები:  ბაგები  მდ.ვერეს მარჯვენა ნაპირი წყნეთის ქუჩის მიმდებარედ ახალი გზის მიმდებარე ტერიტორია წყნეთის ქუჩა
  22. 22. შედეგები:  მდ. ვერეს ჭალა- კალაპოტის ზონა ქალაქის ფარგლებში  წყნეთი-ახალდაბის საავტომობილო გზის მონაკვეთი
  23. 23. შედეგები:  ახალდაბის დიდი მეწყერი და მიმდებარე ტერიტორიები
  24. 24. შედეგები:  ახალდაბის დიდი მეწყერი და მიმდებარე ტერიტორიები
  25. 25. შედეგები: მდ. ვერესა და მდ. ჯოხანისხევის შეერთების უბანი
  26. 26.  სოფელი ახალდაბა  ახალდაბის დიდი მეწყერი შედეგები:  მდ.ჯოხანისხევი
  27. 27. გარემოს ეროვნული სააგენტო უკიდურესად გართულებული უბნების ჩამონათვალი > სოფ. კოჯრის მიდამოებში არსებული მაღალი ძაბვის ელ-გადამცემი ხაზის დერეფანი მიმდებარე გზით (დიდი მეწყრული სხეულის მოწვეტის არეალი და მისი აღმოსავლეთი და დასავლეთი უბნები); > დაბა წყნეთის, სოფ. ახალდაბის, ბაგების, სოფ. წვერის და კვესეთის დასახლებული უბნები და მიმდებარე ტერიტორიები; > მდ. ვერეს ჭალა-კალაპოტის ზონა ქალაქის ფარგლებში (სვანიძის ქუჩა, წყნეთის ქუჩა, მზიურის და ზოოპარკის ტერიტორია, გმირთა მოედანი); > წყნეთი-ბეთანიის და წყნეთი-ახალდაბის საავტომობილო გზა; ახალდაბის დიდი მეწყრის მოწყვეტის უბანი წაქცეული მაღალი ძაბვის ანძით სოფელი ახალდაბა
  28. 28. ნეა • დასკვნები ნეა • რეკომენდაციები • სასწრაფო ღონისძიებები; • საშუალო პერიოდის ღონისძიებები; გარემოს ეროვნული სააგენტო
  29. 29. 1. 2015 წლის 13-14 ივნისს მდ. ვერეს წყალშემკრებ აუზში წარმოქმნილი კატასტროფული მოვლენა გამოწვეული იქნა გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენების თანხვედრით. კერძოდ: მეწყერები, ღვარცოფები, კლდეზვავები, ატმოსფერული ნალექები წვიმისა და სეტყვის სახით, არსებულ წყალსადინარებზე გვერდითი და სირღმული ეროზია, წყალმოვარდნა და დატბორვა და რაც ყველაზე მთავარია მდ. ვერეს აუზის რთული მორფოლოგიური, გეოლოგიური და ტექტონიკური პირობებით. კვლევების პროცესში გამოვლინდა სუბგანედური მიმართულების (ჩრდილო აღმოსავლეთიდან სამხრეთ-დასავლეთით) რღვევა, რომელიც ვრცელდება მამა დავითის ანტიკლინიდან სოფ. კიკეთის მიმართულებით და გაუყვება წყნეთისა და კოჯორის წყალგამყოფის თხემს. სწორედ აღნიშნულ ზონაში დაფიქსირდა დიდი მეწყრული სხეულის მოწყვეტა. ამასთანავე სტიქიით მიყენებული ზარალი და ზიანი გაზარდა ქალაქის ფარგლებში მდ. ვერეს ჭალა-კალაპოტის ზონაში გასული საუკუნის 50-იანი წლებიდან დაწყებულმა სხვადასხვა სახის საინჟინრო საქმიანობამ. მათ შორის: საცხოვრებელი სახლების, ავტოფარეხების, გზების და სხვა სახის ინფრასტრუქტურული ნაგებობების მშენებლობამ; 2. კატასტროფის ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ხანგრძლივმა, ინტენსიურმა ნალექებმა (ბოლო 2,5 თვის მანძილზე მოსულმა მრავალწლიურ საშუალოზე 60%-ით მეტმა ნალექებმა), რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი ჩაიჟონა ტერიტორიის ამგებ გრუნტებში, ტერიტორიაზე არსებული ხშირი ტყის გავლენით, რამაც საბოლოო ჯამში მოახდინა მასშტაბური მეწყრულ-გრავიტაციული პროცესების ჩამოყალიბება, გადასული ღვარცოფულ ნაკადებში; დასკვნები: გარემოს ეროვნული სააგენტო
  30. 30. 3. ქალაქის ფარგლებში არსებულმა გვირაბებმა სრულად ვერ უზრუნველყვეს წყალტალახოვანი ნაკადების დროული გატარება, ვინაიდან მათი ჩახერგვა ძირითადად გამოიწვია ხეობის ფერდობებზე მეწყრების მიერ ტყის საფარის მოწყვეტამ და გადატანამ მთავარ არტერიაში (მდ. ვერე). მხოლოდ ე.წ. დიდი მეწყრის ფარგლებში და მიმდებარე ტერიტორიაზე პროცესებმა წაიტაცა 4000-ზე მეტი კუბ. მეტრი მერქნიანი ხე-მცენარეები; 4. კატასტროფული მოვლენების შედეგად მწყობრიდან გამოვიდა მაღალი ძაბვის ანძები, გაზსადენები, საავტომობილო გზები, წყალსადენები, წყალგამტარი კოლექტორები, დაინგრა საცხოვრებელი სახლები და დამხმარე ნაგებობები, განადგურდა ზოოლოგიური პარკის ნაწილი (დაიღუპა ცხოველთა და ფრინველთა მნიშვნელოვანი ნაწილი) და რაც ყველაზე სავალალოა ადგილია ჰქონდა ადამიანთა მსხვერპლს – დაღუპულია 19 ადამიანი, ხოლო უგზოუკვლოდ დაკარგულია 3 ადამიანი; დასკვნები: გარემოს ეროვნული სააგენტო
  31. 31. 5. მდ. ვერეს ბუნებიდან გამომდინარე, რომელზედაც მეტყველებენ ისტორიული ფაქტები, მსგავს კატაკლიზმებს შემდგომში არაერთხელ ექნება ადგილი. შესაბამისად საჭირო გახდება რეკომენდაციების შემუშავება შესაბამისი დამცავი ღონისძიებები გასატარებლად. თუმცა აღნიშნული უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად. დასკვნები: გარემოს ეროვნული სააგენტო
  32. 32. რეკომენდაციები: სასწრაფო ღონისძიებები: დაინერგოს სწრაფი შეტყობინებების თანამედროვე სისტემები: •<> მანამდე ხეობის ვერტიკალური ზონალობის გათვალისწინებით, ღვარცოფებზე და წყალმოვარდნებზე დასაკვირვებლად ნალექმზომებისა და ჰიდროლოგიური საგუშაგოების მოწყობა (სამუშაოები მიმდინარეობს); •<> რაც შეეხება მეწყრულ სხეულებზე ადრეული შეტყობინების სისტემის ინსტალაციას, მათი გენეზისიდან გამომდინარე აღნიშნული არსებული სტიქიის ზონაში არაეფექტური იქნება; <> ქალაქის ფარგლებში მდ. ვერეს ჭალა-კალაპოტის ზონა უნდა გათავისუფლდეს წყლის ნაკადების გატარების დამაბრკოლებელი სხვადასხვა დანიშნულების შენობა-ნაგებობებისაგან; <> მაღალი საშიშროების რისკის ზონიდან საჭიროა მოსახლეობის გასახლება; გარემოს ეროვნული სააგენტო
  33. 33. რეკომენდაციები: სასწრაფო ღონისძიებები : <> უმოკლეს პერიოდში უნდა განხორციელდეს, მდ. ვერეს აუზის აერო-გადაღება, რათა მოვიპოვოთ დეტალური ტოპოგრაფიული (LIDAR) და აეროფოტოსურათი დინამიური ანალიზის განსახორციელებლად; <> გაგრძელდეს მონიტორინგული დაკვირვებები გეოდინამიკური თვალსაზრისით უკიდურესად დაძაბულ უბნებზე; <> შესაძლებლობის ფარგლებში განხორციელდეს მთავარი მეწყრული სხეულის გაწმენდა; დაწესდეს სპეციალური რეჟიმი წყნეთი-ახალდაბის საავტომობილო გზაზე, სადაც არსებობს მეწყრულ-ღვარცოფული მოვლენების განმეორების რეალური საშიშროება; პრაქტიკულად შეუძლებელია წყნეთი-სამადლოს გზის აღდგენა დიდი მეწყრის არეალში. შესაბამისად, დროულად უნდა დაიწყოს გზის ალტერნატიული ვარიანტის შერჩევა. გარემოს ეროვნული სააგენტო
  34. 34. რეკომენდაციები: სასწრაფო ღონისძიებები: <> მდინარის კალაპოტის განივი კვეთის პარამეტრები გაანგარიშდეს კატასტროფულ ხარჯზე და გაგანიერდეს, ნაპირები მოეწყოს ლანდშაფტური დაგეგმარების ხედვით; <> ქალაქის ფარგლებში საავტომობილო გზა მაქსიმალურად გაუყვეს მდინარის ერთ ნაპირს პერსპექტიული განვითარების ტრასის გათვალისწინებით; <> ქალაქის ფარგლებში მდინარე ვერეს კალაპოტის მეანდრირების მკვეთრი ცვლილების/გასწორხაზოვნების შემთხვევაში, ნაკადის სიჩქარის დარეგულირების მიზნით, მოეწყოს ბარაჟები; გარემოს ეროვნული სააგენტო
  35. 35. რეკომენდაციები: საშუალო პერიოდის ღონისძიებები: ტოპო-გეოდეზიურ გადაღება (საველე) კვლევები; დეტალური გეოლოგიური კვლევები; ჰიდროგეოლოგიური კვლევები; გეოფიზიკური კვლევები; ჰიდროლოგიური და მეტეოროლოგიური კვლევები; სპეციალიზირებული რუკები; ტერიტორიის დარაიონება საშიშროების რისკის მიხედვით მსხვილ მასშტაბში; დასკვნები და რეკომენდაციები; გარემოს ეროვნული სააგენტო
  36. 36. რეკომენდაციები: საშუალო პერიოდის ღონისძიებები - განსახორციელებელია შემდეგი სახის საინჟინრო ღონისძიებები: • სათანადო კვლევებზე დაყრდნობით უნდა შეირჩეს ის უბნები, სადაც შესაძლებელი გახდება ეფექტური ღვარცოფშემაკავებელი საინჟინრო ნაგებობების მოწყობა. საჭიროა, აშენდეს ცხაურის ტიპის რკინა-ბეტონის კონსტრუქცია მსგავსი ღვარცოფის განვითარების დროს მსხვილი (ხე- მცენარეების) მასალის დასაკავებლად; • მოეწყოს არამასშტაბურ- დაბალზღურბლიანი ნაგებობები, საიდანაც შესაძლებელი გახდება ჩახერგილი ღვარცოფული ნატანი მასალის პერიოდული ამოღება; • ვინაიდან ქ. თბილისი გეოდინამიკური თვალსაზრისით იმყოფება უკიდურესად რთულ მდგომარეობაში და არის რეალური საშიშროება იმისა, რომ მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდება, ყოველივე ამის ფონზე, საჭიროდ მიგვაჩნია სპეციალიზირებული სამსახურის შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს საშიში გეოლოგიური და ჰიდროლოგიური მოვლენებისაგან ქალაქის დაცვას, არა მარტო მდ. ვერეს აუზში, არამედ დიდი თბილისის სხვა დაძაბულ უბნებზე. გარემოს ეროვნული სააგენტო
  37. 37. რეკომენდაციები: საშუალო პერიოდის ღონისძიებები - განსახორციელებელია შემდეგი სახის საინჟინრო ღონისძიებები: • საქართველოში სტიქიური კატაკლიზმების მნიშვნელოვანი გააქტიურების ფონზე, აუცილებელია არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართების განკარგვა განხორციელდეს მხოლოდ წინმსწრები საიჟინრო- გეოდინამიკური შეფასების შემდეგ. აქედან გამომდიანრე საქართველოს პრეზიდენტის ბრაძენებულება, რომელიც ამ მიმართულებით 2007 წელს გაუქმდა, აუცილებლად უნდა ამოქმედდეს. • განხორციელდეს მდ. ვერეს ხეობის ბუნებრივი პროცესების მოდელირება, როგორიცაა: ჰიდრავლიკური (წყალდიდოების და წყალმოვარდნების შემთხვევაში) და საშიში გეოლოგიური პროცესების (მეწყერები, ღვარცოფები); გარემოს ეროვნული სააგენტო
  38. 38. რეკომენდაციები: საშუალო პერიოდის ღონისძიებები - განსახორციელებელია შემდეგი სახის საინჟინრო ღონისძიებები: • <> თამარაშვილისა და გმირთა მოედნის გვირაბებს დაემატოს წყალსადინარები პარალელური გვირაბების სახით; • <> ყველა ნაგებობა - გზა, სანაპირო კედლები და მიმდებარე ინფრასტრუქტურა უნდა გაითვალოს კატასტროფული/მაქსიმალური შეტბორვისა და წარეცხვის სიღრმის გათვალისწინებით; გარემოს ეროვნული სააგენტო
  39. 39. დოკუმენტის შემუშავებაში მონაწილეობა მიიღეს:  გეოლოგიის დეპარტამენტი: მ. გაფრინდაშვილმა, ემ. წერეთელმა, მ. ჩალათაშვილმა, ლ. ქებულაძემ, შ. ლობჟანიძემ, ზ. მაისურაძემ, თ. გერკეულმა, გ. კუნჭულიამ, ვ. გვაძაბიამ, გ. გაფრინდაშვილმა, ო. ქურციკიძემ, თ. თოღუზაშვილმა, გ. ჭოტაშვილმა, გ. უნაფქოშვილმა, გრაფიკული მასალა (რუკები) დაამუშავა გ. გაფრინდაშვილმა.  ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტი: რ. ჭითანავამ, ტ. ბერიძემ, ი. მეგრელიძემ, მ. ძაძამიამ, თ. ტბელიშვილმა, ვ. გელაძემ, ი. ქინქლაძემ, ი. ჯებირაშვილმა, გ. გელაძემ. გარემოს ეროვნული სააგენტო

×