Ce diaporama a bien été signalé.
Nous utilisons votre profil LinkedIn et vos données d’activité pour vous proposer des publicités personnalisées et pertinentes. Vous pouvez changer vos préférences de publicités à tout moment.

თამბაქოს ზეგავლენა ადამიანის ორგანიზმზე

4 524 vues

Publié le

თამბაქოს ზეგავლენა ადამიანის ორგანიზმზე

Publié dans : Santé & Médecine
  • Dating direct: ♥♥♥ http://bit.ly/39mQKz3 ♥♥♥
       Répondre 
    Voulez-vous vraiment ?  Oui  Non
    Votre message apparaîtra ici
  • Follow the link, new dating source: ❤❤❤ http://bit.ly/39mQKz3 ❤❤❤
       Répondre 
    Voulez-vous vraiment ?  Oui  Non
    Votre message apparaîtra ici

თამბაქოს ზეგავლენა ადამიანის ორგანიზმზე

  1. 1. თამბაქოს ზეგავლენა ადამიანის ორგანიზმზე ნატალი აფციაური
  2. 2. “თამბაქო ადუნებს სულს, ამრავლებს და აძლიერებს ვნებებს, აბნელებს გონებას და ანგრევს ჯანმრთელობას ნელი სიკვდილით. გაღიზიანებადობა და სევდა – ეს შედეგია თამბაქოს წევისაგან ავადმყოფურად განმცდელი სულისა.” ღირსი ამბროსი ოპტინელი.
  3. 3. მსოფლიოში ყველასთვის ცნობილია, რომ თამბაქოს წევის პროცესში წარმოქმნილი ნივთიერებები უარყოფით ზეგავლენას ახდენს ადამიანის ორგანიზმზე და, შესაბამისად, ყველა სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებაზე. თამბაქოს კვამლის შესუნთქვისას ზიანდება კბილის მინანქარი, რაც იწვევს კარიესის გაჩენას, კბილები ყვითლდება, ხშირად ვითარდება სტომატიტი.
  4. 4. თამბაქოს მოწევა იწვევს ცვლილებებს ორგანიზმში. ნიკოტინის მოქმედების შედეგად სისხლძარღვები ვიწროვდება, ეს კი ხელს უწყობს ათეროსკლეროზისა და სისხლძარღვთა სისტემური დაავადების განვითარებას. ნიკოტინი ერთ-ერთი ფაქტორია, რომელიც ადიდებს მიოკარდიუმის ინფარქტის რისკს. კარდიოლოგთა მონაცემებით, თამბაქოს მწეველთა შორის მიოკარდიუმის ინფარქტით სიკვდილიანობა ორჯერ მეტია, ვიდრე არამწეველთა შორის.
  5. 5. მწეველებში მომატებულია სასუნთქი გზების დაავადებების –ბრონქიტის, ბრონქული ასთმის, ბრონქოექტაზიისა და ემფიზემის სიხშირე; ბრონქების ლორწოვანი გარსის სისტემატური გაღიზიანება იწვევს მათ ქრონიკულ დაავადებებს, რაც ზოგჯერ მთავრდება ბრონქული ასთმის ჩამოყალიბებით.
  6. 6. მწეველთა შორის ტუბერკულოზით დაავადებულთა რიცხვი თითქმის ორჯერ მეტია. მოზრდილთა შორის ტუბერკულოზით დაავადებულთა 95% მწეველია.
  7. 7. ნიკოტინის შხამი მოქმედებს ვეგეტატიურ ნერვულ სისტემაზე. ნიკოტინის სულ მცირე დოზა იწვევს არტერიული სისხლის წნევის დონის მომატებას, ხოლო დიდი დოზა კი გულ-სისხლძარღვთა მუშაობის დაქვეითებას. სწორედ ამით შეიძლება აიხსნას ნიკოტინით მწვავე მოწამვლის დროს, სისხლძარღვებში წნევის მკვეთრი დაწევა, რაც იწვევს თავბრუსხვევას, გონების დაკარგვას და სიკვდილს.
  8. 8. თამბაქოს წევის ნიადაგზე ავთვისებიანი სიმსივნე შეიძლება წარმოიქმნას პირის ღრუში, ხახაში, ხორხში, საყლაპავ მილში, თირკმელსა და შარდის ბუშტში.
  9. 9. ნიკოტინი ადამიანს ნაადრევად უკარგავს მადას, ხელს უწყობს საჭმლის მონელების მოშლას, ძლიერდება კუჭის სეკრეცია, თამბაქოს მწეველებში კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება 2-3-ჯერ უფრო ხშირია.
  10. 10. მოწევა ასუსტებს იმუნურ სისტემას,რის გამოც ორგანიზმი უფრო მგრძნობიარეა ისეთი დაავადების მიმართ, როგორიცაა წითელი მგლურა, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს თმის ცვენა, პირის ღრუს დაწყლულება და გამონაყარი სახეზე, თავის ქალასა და ხელებზე.
  11. 11. მოწევა იწვევს ან აუარესებს თვალის პრობლემებს. მწეველებში 40% - ით მეტია რისკი კატარაქტის განვითარებისა - თვალის ბროლი შემღვრევა, რომელიც ბლოკირებას უკეთებს სინათლის სხივებს და შეიძლება მიგვიყვანოს სიბრმავემდე. მოწევა კატარაქტას იწვევს 2 გზით: თვალის გარეგანი გაღიზიანებით და ფილტვებში ქიმიური ნივთიერებების გამოყოფით, რომელიც სისხლის ნაკადით მიედინება თვალისკენ.
  12. 12. მოწევა ნაადრევად აბერებს კანს ცილების გამოცლით, A- ვიტამინის დაშლის და სისხლის მიმოქცევის შემცირების ხარჯზე. მწეველთა კანი არის მშრალი, უხეში და დანაოჭებული განსაკუთრებით ტუჩებისა და თვალის მიდამოებში.
  13. 13. მოწევა იწვევს ფოლაქების ჩალაგებას სისხლძარღვების კედლებში. ქვეითდება შიდა ყურის სისხლით მომარაგება, რის შედეგადაც მწეველებმა არამწეველებთან შედარებით შესაძლოა სმენა უფრო ადრე დაკარგონ. ისინი უფრო მგრძნობიარენი ხდებიან ინფექციებისადმი. მწეველებში 3-ჯერ ხშირია სმენის დაქვეითების შემთხვევები, გამოწვეული შუა ყურის ინფექციური დაზიანებით, რომელსაც შემდგომში შეუძლია გამოიწვიოს ისეთი დაავადებები, როგორიცაა მენინგიტი და სახის დამბლა.
  14. 14. ბერგერის დაავადება, ასევე ცნობილია როგორც მაობლიტირებელი თრომბოანგიიტი, ფეხის ვენების, არტერიების და ნერვების ანთება, ანუ სისხლის დინების შეზღუდვა . იგი განუკურნებელია. ამ დაავადებას მივყავართ განგრენამდე (ქსოვილის სიკვდილი) და დაზიანებული მიდამოს ამპუტაციამდე.
  15. 15. თამბაქოს წევის ერთ-ერთი საშიში შედეგია ფილტვის კიბოთი დაავადება. ფილტვის კიბოს დაავადების საშიშროება თამბაქოს მწეველთა შორის ოცჯერ მეტია, ვიდრე არამწეველებში. ფილტვის კიბოს გამომწვევ მიზეზად მიჩნეულია ნიკოტინის ფისში კიბოს გამომწვევი ნივთიერებისა და რადიაქტიური ელემენტის – პოლონიუმის შემცველობა.
  16. 16. მოწევა არ იწვევს მელანომას, მაგრამ ზრდის მისგან სიკვდილის შანსს . მწეველებს 2 - ჯერ მეტი შანსი აქვთ დაემართოთ კანის კიბო, რომელიც ტოვებს წითელ, ქერცლოვან ნაწიბურს კანზე.
  17. 17. გამოყენებული მასალა:  http://old.janmrtelobainfo.ge/index.php?cmd=news&vm=1155  https://www.google.ge/imghp?hl=ka&tab=wi  პირადი ფოტო მასალა.

×