SlideShare une entreprise Scribd logo
1  sur  5
Télécharger pour lire hors ligne
ახალ წელს, ახალი რეგულაციებით ამოქმედებული საფრთხეები
                      საზოგადოებისა და ბიზნესისათვის

      გასული წლის 28 დეკემბერს საქართველოს უმაღლესმა საკანონმდებლო
ორგანომ მიიღო ორი კანონი, რომლებიც ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებასა და
ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობაზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს.
ერთი მათგანი, კანონი ”პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” არის მცდელობა
(რადგანაც ამოქმედდება მხოლოდ 3 თვის შემდგომ) ტექნოლოგიების განვითარების
ტემპების კვალობაზე დაიცვას ადამიანის ფუნდამენტური უფლება და პერსონალური
მონაცემები, მეორე კანონი „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“
საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” (შემდგომში
მოკლედ მოხსენიებულია როგორც ახალი კანონი)1 კი წარმოადგენს მცდელობას
ქვეყნის პოლიტიკური გაერთიანებების საქმიანობა, გადაწყვეტილებების მიღების
პროცესი და ფინანსები გახდეს უფრო გამჭვირვალე, მაგრამ მეორე მხრივ,
მნიშვნელოვან საფრთხეებს შეიცავს, რომლებმაც, შესაძლოა, არათუ ხელი შეუწყონ
დემოკრატიის განვითარებას, არამედ საზოგადოების არასტაბილურობის წყაროდ და
შესაბამისად, დემოკრატიის საფრთხედ იქცნენ.

     ახალი კანონის დეტალური განხილვა სიღრმისეულ კვლევის და ვრცელი
დისკუსიის საგანია, ჩვენ შევეცდებით მაგალითებზე2 დაყრდნობით წარმოვაჩინოთ
საფრთხეები და შეუსაბამობები.
     შესავლისთვის აღვნიშნავთ, რომ ახალი კანონი ვრცელდება არა მხოლოდ
პოლიტიკურ გაერთიანებებზე, არამედ კერძო კომპანიებსა და არასამთავრობო
ორგანიზაციებზეც - ასეთია ახალი კანონის 261 მუხლის დანაწესი. მეტი
სიცხადისათვის მოვახდენთ მუხლის ციტირებას:
                      მუხლი 261
                         1. ამ თავით პარტიისთვის დადგენილი შეზღუდვები ასევე
                   ვრცელდება:
                         ა) იურიდიულ პირზე, თუ ის პირდაპირ ან არაპირდაპირ
                   არის დაკავშირებული პარტიასთან, სხვაგვარად იმყოფება
                   პარტიის კონტროლის ქვეშ ან აქვს განცხადებული პოლიტიკური
                   მიზნები და ამოცანები;
                         ბ) იურიდიულ პირზე, რომელიც წარმომადგენლის ან სხვა
                   პირის მეშვეობით მოუწოდებს ამომრჩეველს რომელიმე
                   პოლიტიკური ძალის მხარდაჭერისკენ ან მხარდაჭერისაგან თავის
                   შეკავებისკენ;

1
      https://www.matsne.gov.ge/index.php?option=com_ldmssearch&view=docView&id=1542609#
(ბოლო წვდომა/Accessed 24.01.2012)
2
 მაგალითები, ისევე როგორც სახელები თუ დასახელებები ჰიპოთეტურია და მიზნად არ ისახავს
ფაქტების არასწორად ან დაკნინებულად წარმოჩენას, პიროვნებისა თუ ორგანიზაციის
დისკრედიტაციას.
                                                                                      1
გ) პირზე, რომელსაც აქვს განცხადებული პოლიტიკური და
                 საარჩევნო მიზნები და ამოცანები, მასთან დაკავშირებულ პირზე,
                 აგრეთვე მასთან საქმიანი ურთიერთობის მქონე პირზე,
                 რომელსაც აქვს პოლიტიკური და საარჩევნო მიზნები, ან
                 ახორციელებს ისეთ საქმიანობას, რომელიც გავლენას ახდენს
                 არჩევნებში, პლებისციტსა და რეფერენდუმში საქართველოს
                 მოქალაქეთა პოლიტიკური ნების გამოვლენაზე და ეს ქმედებები
                 ხორციელდება ამ კანონის რეგულაციებისთვის გვერდის ავლის
                 მიზნით.
                       2. იურიდიული პირი პირდაპირ ან არაპირდაპირ არის
                 დაკავშირებული პარტიასთან, როცა მისი ხარჯები პირდაპირ ან
                 არაპირდაპირ უკავშირდება პარტიის საქმიანობასა და მიზნებს.
                       3. ამ მუხლით გათვალისწინებული შეზღუდვები არ
                 შეიძლება გამოყენებულ იქნეს გამოხატვის თავისუფლებისა და
                 სამოქალაქო აქტივობის განხორციელების წინააღმდეგ.

ერთი შეხედვით. კანონმდებელმა ახალი კანონის მე-3 თავით (იხ.: ”ამ თავით”)
განსაზღვრული შეზღუდვები (ლიმიტები, აკრძალვები, ვალდებულებები) გაავრცელა
მხოლოდ იურიდიულ პირებზე, თუმცა, პირველი პუნქტის ”გ” ქვეპუნქტის
გათვალისწინებით, რეალობა არსებითად განსხვავებულია და კანონის მოქმედების
არეალში, შესაძლოა, მოხვდნენ არა მხოლოდ საქართველოს, არამედ უცხოეთის
მოქალაქეები, კომპანიები თუ არასამთავრობო ორგანიზაციები.


უპირველეს ყოვლისა, უნდა შევჩერდეთ ერთი შეხედვით იმ ”პატარა და უმნიშვნელო
ხარვეზზე”, რომელიც განსხვავებული ინტერპრეტირების, ან თუნდაც შეცდომის
შემთხვევაში, შესაძლოა, არა ჰიპოთეტურ, არამედ რეალურ საფრთხედ იქცეს.
მხედველობაში გვაქვს ახალი კანონის 251 მუხლის პირველ პუნქტსა და 342 მუხლის
პირველ და მე-4 პუნქტებში მოცემული მითითებები არა თვით ამავე ახალ კანონზე
(კანონი „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“), არამედ ერთ
შემთხვევაში ”კანონზე” (ზოგადად), ხოლო მეორე შემთხვევაში ”კანონმდებლობა”-ზე.
უფრო მარტივად რომ ვთქვათ, შესაძლოა შეზღუდვები დაწესებული იყოს არა
მხოლოდ ამ ახალი კანონით, არამედ სხვა კანონებითაც თუ კანონქვემდებარე
ნორმატიული    აქტებითაც   (მაგ.:   მთავრობის   დადგენილებით,   ან   მინისტრის
ბრძანებით), რადგანაც ”ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის
შესაბამისად ტერმინი ”კანონმდებლობა” მოიცავს როგორც საკანონმდებლო (კანონი),
ასევე   კანონქვემდებარე   (მთავრობის,    მინისტრის,   სახელმწიფო      უწყების
ხელმძღვანელის) აქტებს.

ახალი კანონით სესხის/კრედიტის აღების უფლება აეკრძალა როგორც პოლიტიკურ
პარტიას (ახალი კანონის 25-ე მუხლის მე-3 პუნქტი), ასევე მის რიგით წევრსაც
(”საქმიანი ურთიერთობის მქონე პირი” - ახალი კანონის 261მუხლის პირველი
                                                                            2
პუნქტის ”გ” ქვეპუნქტი), რომელიც, შესაძლებელია, იყოს დაქირავებული მუშაკი,
მაგრამ ამავე დროს შეიძლება, კომპანიის მფლობელი და ხელმძღვანელიც იყოს.
საგულისხმოა, რომ ეს პრობლემა არანაკლები სიმწვავით შეეხება საბანკო
დაწესებულებებსაც, რადგანაც მათ (ისევე როგორც სახელმწიფო დაწესებულებებს)
არ აქვთ სრული მონაცემთა ბაზა მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების
წევრობის შესახებ.

ანალოგიური ხასიათის პრობლემად ან გაგრძელებად შეიძლება მივიჩნიოთ
შემთხვევა, როდესაც საბანკო, სადაზღვევო, ნავთობმიმწოდებელი თუ კომუნიკაციის
კომპანიები განსხვავებული პირობებით აწვდიან პროდუქტს თუ მომსახურებას
დაწესებულების (თუნდაც პოლიტიკური პარტიის) თანამშრომლებს - ამ შემთხვევას
ახალი კანონის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტი შეღავათიანი პირობებით მიწოდებად
განიხილავს - შემოწირულობად თვლის, რასაც შესაბამისი ვალდებულებები მოჰყვება
როგორც პარტიისთვის, ასევე ორგანიზაციისა თუ პარტიის წევრისთვის.

განსაკუთრებულად საფრთხილოა საერთაშორისო ორგანიზაციებისაგან მიღებული
გრანტების გაცემის საკითხი. მეტი სიცხადისათვის შეგვიძლია აღვნიშნოთ
შემთხვევა, როდესაც საერთაშორისო ან რეგიონული პოლიტიკური ხასიათის
გაერთიანება (მაგ.: კონსერვატორები), რომლის წევრებიც არიან ქართული პარტიები
მატერიალურად ეხმარებიან ქართველ კოლეგებს. არანაკლები სიმწვავით დადგება
საკითხი იმ შემთხვევისთვის, როდესაც ეს საერთაშორისო ორგანიზაცია
მატერიალურად ეხმარება მხოლოდ ერთ, კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიას
საქართველოში.

ახალი კანონის სხვადასხვა ნორმების ბუნდოვანებისა და წინააღმდეგობრიობის
მიუხედავად (მხედველობაში გვაქვს 261 მუხლის პირველი პუნქტიდან გამომდინარე
ორაზროვნებები),    ვიმედოვნებთ, ახალი კანონის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტით
განსაზღვრულ შემოწირულობად არ განიხილება საქართველოში მოქმედი უცხოეთის
(მაგ.: შვედეთი, ნიდერლანდები, აშშ) თუ საერთაშორისო (გაერო) დონორების მიერ
გაცემული გრანტები, რადგანაც საკითხზე მსჯელობისას გადაწყვეტილება მიიღება
25-ე მუხლის მე-2 პუნქტის იმ დანაწესიდან, რომ შემოწირულობად განიხილება
მხოლოდ საქართველოს მოქალაქის მიერ პარტიისთვის (და არა ე.წ. დაკავშირებული
პირისათვის) ჩარიცხული ფულადი სახსრები. ამდენად, ამ შემთხვევას მხოლოდ
მცირე მნიშვნელობის საფრთხედ განვიხილავთ და მასზე დეტალურად არ
ვიმსჯელებთ.

ახალი კანონიდან გამომდინარე, არსებითი ხასიათის საფრთხედ რჩება ე.წ.
„დაკავშირებული პირების“ ცნება, რადგანაც ახალი კანონი არ იძლევა დეტალურ
განმარტებას. ახალი კანონის სხვადასხვა მუხლში (მაგ.:51; 251) მოცემული ეს
ტერმინები ტოვებს არა მხოლოდ სუბიექტური და განსხვავებული ინტერპრეტაციის
საშუალებას, არამედ, შესაძლოა, მანიპულაციის იარაღად იქცეს, რადგანაც, როგორც
ზემოთ აღვნიშნეთ, პოლიტიკური პარტიების წევრთა სრული, გადამოწმებადი სია არ
არსებობს (ახალი კანონის 22-ე მუხლით განსაზღვრული მინიმალური, 1000 წევრის

                                                                         3
სიის არსებობა ამის უზრუნველყოფის გარანტია ვერ იქნება, რადგანაც, შესაძლოა,
რეგისტრაციის შემდგომ პირმა დატოვა პარტია, ანდა გაიზარდა წევრთა რიცხოვნობა,
მაგრამ შეტყობინების ვალდებულება პარტიას აღარ აქვს). შესაძლოა, პოლიტიკურმა
ოპონენტებმა კონკურენტის ჩამოსაშორებლად თავისი წევრების მეშვეობით და
კონკურენტის მაიდენტიფიცირებელი ატრიბუტიკის (მაგ.: ლოგო, სლოგანი)
გამოყენებით სცადონ ამა თუ იმ ღონისძიების (ახალი კანონით აკრძალულის ან
შეზღუდულის) ინიცირება - განსახილველი შემთხვევისათვის ობიექტური და
დამოუკიდებელი არბიტრირების საშუალებას კანონი აღარ იძლევა.
ბოლოს კი, საგანგებოდ უნდა აღინიშნოს კონტროლის პალატისათვის ახალი
კანონით (342 მუხლის მე-8 პუნქტი) მინიჭებული ქონებაზე ყადაღის დადების
უფლებამოსილება. ახალი კანონის 261 მუხლის პირველი პუნქტის გათვალისწინებით
(რომ კანონის მოქმედება ვრცელდება ”ყველაზე და ყველაფერზე რაც
საქართველოშია”), ყველაზე დიდი საფრთხის მატარებელია ის გარემოება, რომ
ყადაღის დადება სასამართლო კონტროლის გარეშე ხორციელდება. თვით
სისხლისსამართლებრივი დევნისას ეს უფლება გამომძიებელსაც კი მაქსიმალურად
აქვს შეზღუდული (იხ.: სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 123; 151-158
მუხლები) - გადაუდებელი აუცილებლობისას პროკურორმა, თუკი ამ
გადაწყვეტილებას მიიღებს, სასამართლოს 12 საათში უნდა წარუდგინოს
არგუმენტაცია, ხოლო სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას ყადაღის კანონიერად
ცნობის ან უარის შესახებ. თვით სამოქალაქო საპროცესო კოდექსით, რეკეტირის,
ქურდული სამყაროს წევრის ან ოკუპირებულ ტერიტორიაზე ეკონომიკური
საქმიანობის განმახორციელებელი პირის ქონებაზე ყადაღის დადების საკითხიც კი
სასამართლოს მიერ, სასამართლოს მონაწილეობით განიხილება (იხ.: საქართველოს
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3564 და 35610 მუხლები). ყველაზე მნიშვნელოვანი
ის გახლავთ, რომ არ არსებობს კანონით განსაზღვრული მექანიზმი ამ
გადაწყვეტილების გასაჩივრებისა თუ განხილვისთვის, რადგანაც 342 მუხლის მე-8
პუნქტი არ განსაზღვრავს ყადაღის დადების მიზანს, ხოლო მე-9 პუნქტით მოცემული
ჩანაწერი, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება განიხილება ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული წესებით, ყადაღას არ შეეხება
(შეუძლებელია მისი ცალკე გასაჩივრება, ამასთან, გაუგებარია ყადაღის შესახებ
გამოიცემა თუ არა ცალკე რაიმე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი). გარდა
ამისა, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილი ცვლილებები
ამ საკითხს არ შეხებია (ანუ განხილვის მექანიზმი არ შექმნილა, არ არსებობს)3.
ამდენად, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გარანტირებული და
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ პრაქტიკით დამკვიდრებული,
უფლება, რომ ადამიანის დარღვეულ თუ შეზღუდულ უფლებათა აღსადგენად
გარანტირებული უნდა იყოს სასამართლოს კონტროლის ეფექტური მექანიზმები და
საქმის განხილვა მინიმუმ ორი ინსტანციის სასამართლოში - განსახილველი
შემთხვევისათვის უგულებელყოფილია.


3
    https://matsne.gov.ge/index.php?option=com_ldmssearch&view=docView&id=1542623 (ბოლო
წვდომა/Accessed 24.01.2012)

                                                                                          4
ახალი კანონით მოცემული ამ და სხვა საფრთხის შემცველი რეგულაციების
შემოღება თუკი დროში ნაკლებად შეზღუდული, ფართო საზოგადოებრივი
დისკუსიის ფონზე წარიმართებოდა და გადაწყვეტილება კანონის სახეს მხოლოდ
შემდგომ მიიღებდა, ეს ქვეყანაში თანამონაწილეობითი დემოკრატიის განვითარებას
ხელს შეუწყობდა. დღეს და უახლოესი პერიოდისთვის კი ეს საფრთხეები არა
კანონის, არამედ საზოგადოების მღელვარებისა თუ წუხილის საგნადღა არის
დარჩენილი.




                                                                        5

Contenu connexe

En vedette

2024 State of Marketing Report – by Hubspot
2024 State of Marketing Report – by Hubspot2024 State of Marketing Report – by Hubspot
2024 State of Marketing Report – by HubspotMarius Sescu
 
Everything You Need To Know About ChatGPT
Everything You Need To Know About ChatGPTEverything You Need To Know About ChatGPT
Everything You Need To Know About ChatGPTExpeed Software
 
Product Design Trends in 2024 | Teenage Engineerings
Product Design Trends in 2024 | Teenage EngineeringsProduct Design Trends in 2024 | Teenage Engineerings
Product Design Trends in 2024 | Teenage EngineeringsPixeldarts
 
How Race, Age and Gender Shape Attitudes Towards Mental Health
How Race, Age and Gender Shape Attitudes Towards Mental HealthHow Race, Age and Gender Shape Attitudes Towards Mental Health
How Race, Age and Gender Shape Attitudes Towards Mental HealthThinkNow
 
AI Trends in Creative Operations 2024 by Artwork Flow.pdf
AI Trends in Creative Operations 2024 by Artwork Flow.pdfAI Trends in Creative Operations 2024 by Artwork Flow.pdf
AI Trends in Creative Operations 2024 by Artwork Flow.pdfmarketingartwork
 
PEPSICO Presentation to CAGNY Conference Feb 2024
PEPSICO Presentation to CAGNY Conference Feb 2024PEPSICO Presentation to CAGNY Conference Feb 2024
PEPSICO Presentation to CAGNY Conference Feb 2024Neil Kimberley
 
Content Methodology: A Best Practices Report (Webinar)
Content Methodology: A Best Practices Report (Webinar)Content Methodology: A Best Practices Report (Webinar)
Content Methodology: A Best Practices Report (Webinar)contently
 
How to Prepare For a Successful Job Search for 2024
How to Prepare For a Successful Job Search for 2024How to Prepare For a Successful Job Search for 2024
How to Prepare For a Successful Job Search for 2024Albert Qian
 
Social Media Marketing Trends 2024 // The Global Indie Insights
Social Media Marketing Trends 2024 // The Global Indie InsightsSocial Media Marketing Trends 2024 // The Global Indie Insights
Social Media Marketing Trends 2024 // The Global Indie InsightsKurio // The Social Media Age(ncy)
 
Trends In Paid Search: Navigating The Digital Landscape In 2024
Trends In Paid Search: Navigating The Digital Landscape In 2024Trends In Paid Search: Navigating The Digital Landscape In 2024
Trends In Paid Search: Navigating The Digital Landscape In 2024Search Engine Journal
 
5 Public speaking tips from TED - Visualized summary
5 Public speaking tips from TED - Visualized summary5 Public speaking tips from TED - Visualized summary
5 Public speaking tips from TED - Visualized summarySpeakerHub
 
ChatGPT and the Future of Work - Clark Boyd
ChatGPT and the Future of Work - Clark Boyd ChatGPT and the Future of Work - Clark Boyd
ChatGPT and the Future of Work - Clark Boyd Clark Boyd
 
Getting into the tech field. what next
Getting into the tech field. what next Getting into the tech field. what next
Getting into the tech field. what next Tessa Mero
 
Google's Just Not That Into You: Understanding Core Updates & Search Intent
Google's Just Not That Into You: Understanding Core Updates & Search IntentGoogle's Just Not That Into You: Understanding Core Updates & Search Intent
Google's Just Not That Into You: Understanding Core Updates & Search IntentLily Ray
 
Time Management & Productivity - Best Practices
Time Management & Productivity -  Best PracticesTime Management & Productivity -  Best Practices
Time Management & Productivity - Best PracticesVit Horky
 
The six step guide to practical project management
The six step guide to practical project managementThe six step guide to practical project management
The six step guide to practical project managementMindGenius
 
Beginners Guide to TikTok for Search - Rachel Pearson - We are Tilt __ Bright...
Beginners Guide to TikTok for Search - Rachel Pearson - We are Tilt __ Bright...Beginners Guide to TikTok for Search - Rachel Pearson - We are Tilt __ Bright...
Beginners Guide to TikTok for Search - Rachel Pearson - We are Tilt __ Bright...RachelPearson36
 

En vedette (20)

2024 State of Marketing Report – by Hubspot
2024 State of Marketing Report – by Hubspot2024 State of Marketing Report – by Hubspot
2024 State of Marketing Report – by Hubspot
 
Everything You Need To Know About ChatGPT
Everything You Need To Know About ChatGPTEverything You Need To Know About ChatGPT
Everything You Need To Know About ChatGPT
 
Product Design Trends in 2024 | Teenage Engineerings
Product Design Trends in 2024 | Teenage EngineeringsProduct Design Trends in 2024 | Teenage Engineerings
Product Design Trends in 2024 | Teenage Engineerings
 
How Race, Age and Gender Shape Attitudes Towards Mental Health
How Race, Age and Gender Shape Attitudes Towards Mental HealthHow Race, Age and Gender Shape Attitudes Towards Mental Health
How Race, Age and Gender Shape Attitudes Towards Mental Health
 
AI Trends in Creative Operations 2024 by Artwork Flow.pdf
AI Trends in Creative Operations 2024 by Artwork Flow.pdfAI Trends in Creative Operations 2024 by Artwork Flow.pdf
AI Trends in Creative Operations 2024 by Artwork Flow.pdf
 
Skeleton Culture Code
Skeleton Culture CodeSkeleton Culture Code
Skeleton Culture Code
 
PEPSICO Presentation to CAGNY Conference Feb 2024
PEPSICO Presentation to CAGNY Conference Feb 2024PEPSICO Presentation to CAGNY Conference Feb 2024
PEPSICO Presentation to CAGNY Conference Feb 2024
 
Content Methodology: A Best Practices Report (Webinar)
Content Methodology: A Best Practices Report (Webinar)Content Methodology: A Best Practices Report (Webinar)
Content Methodology: A Best Practices Report (Webinar)
 
How to Prepare For a Successful Job Search for 2024
How to Prepare For a Successful Job Search for 2024How to Prepare For a Successful Job Search for 2024
How to Prepare For a Successful Job Search for 2024
 
Social Media Marketing Trends 2024 // The Global Indie Insights
Social Media Marketing Trends 2024 // The Global Indie InsightsSocial Media Marketing Trends 2024 // The Global Indie Insights
Social Media Marketing Trends 2024 // The Global Indie Insights
 
Trends In Paid Search: Navigating The Digital Landscape In 2024
Trends In Paid Search: Navigating The Digital Landscape In 2024Trends In Paid Search: Navigating The Digital Landscape In 2024
Trends In Paid Search: Navigating The Digital Landscape In 2024
 
5 Public speaking tips from TED - Visualized summary
5 Public speaking tips from TED - Visualized summary5 Public speaking tips from TED - Visualized summary
5 Public speaking tips from TED - Visualized summary
 
ChatGPT and the Future of Work - Clark Boyd
ChatGPT and the Future of Work - Clark Boyd ChatGPT and the Future of Work - Clark Boyd
ChatGPT and the Future of Work - Clark Boyd
 
Getting into the tech field. what next
Getting into the tech field. what next Getting into the tech field. what next
Getting into the tech field. what next
 
Google's Just Not That Into You: Understanding Core Updates & Search Intent
Google's Just Not That Into You: Understanding Core Updates & Search IntentGoogle's Just Not That Into You: Understanding Core Updates & Search Intent
Google's Just Not That Into You: Understanding Core Updates & Search Intent
 
How to have difficult conversations
How to have difficult conversations How to have difficult conversations
How to have difficult conversations
 
Introduction to Data Science
Introduction to Data ScienceIntroduction to Data Science
Introduction to Data Science
 
Time Management & Productivity - Best Practices
Time Management & Productivity -  Best PracticesTime Management & Productivity -  Best Practices
Time Management & Productivity - Best Practices
 
The six step guide to practical project management
The six step guide to practical project managementThe six step guide to practical project management
The six step guide to practical project management
 
Beginners Guide to TikTok for Search - Rachel Pearson - We are Tilt __ Bright...
Beginners Guide to TikTok for Search - Rachel Pearson - We are Tilt __ Bright...Beginners Guide to TikTok for Search - Rachel Pearson - We are Tilt __ Bright...
Beginners Guide to TikTok for Search - Rachel Pearson - We are Tilt __ Bright...
 

Political Finance Monitoring in Georgia

  • 1. ახალ წელს, ახალი რეგულაციებით ამოქმედებული საფრთხეები საზოგადოებისა და ბიზნესისათვის გასული წლის 28 დეკემბერს საქართველოს უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ მიიღო ორი კანონი, რომლებიც ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებასა და ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობაზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს. ერთი მათგანი, კანონი ”პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” არის მცდელობა (რადგანაც ამოქმედდება მხოლოდ 3 თვის შემდგომ) ტექნოლოგიების განვითარების ტემპების კვალობაზე დაიცვას ადამიანის ფუნდამენტური უფლება და პერსონალური მონაცემები, მეორე კანონი „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” (შემდგომში მოკლედ მოხსენიებულია როგორც ახალი კანონი)1 კი წარმოადგენს მცდელობას ქვეყნის პოლიტიკური გაერთიანებების საქმიანობა, გადაწყვეტილებების მიღების პროცესი და ფინანსები გახდეს უფრო გამჭვირვალე, მაგრამ მეორე მხრივ, მნიშვნელოვან საფრთხეებს შეიცავს, რომლებმაც, შესაძლოა, არათუ ხელი შეუწყონ დემოკრატიის განვითარებას, არამედ საზოგადოების არასტაბილურობის წყაროდ და შესაბამისად, დემოკრატიის საფრთხედ იქცნენ. ახალი კანონის დეტალური განხილვა სიღრმისეულ კვლევის და ვრცელი დისკუსიის საგანია, ჩვენ შევეცდებით მაგალითებზე2 დაყრდნობით წარმოვაჩინოთ საფრთხეები და შეუსაბამობები. შესავლისთვის აღვნიშნავთ, რომ ახალი კანონი ვრცელდება არა მხოლოდ პოლიტიკურ გაერთიანებებზე, არამედ კერძო კომპანიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებზეც - ასეთია ახალი კანონის 261 მუხლის დანაწესი. მეტი სიცხადისათვის მოვახდენთ მუხლის ციტირებას: მუხლი 261 1. ამ თავით პარტიისთვის დადგენილი შეზღუდვები ასევე ვრცელდება: ა) იურიდიულ პირზე, თუ ის პირდაპირ ან არაპირდაპირ არის დაკავშირებული პარტიასთან, სხვაგვარად იმყოფება პარტიის კონტროლის ქვეშ ან აქვს განცხადებული პოლიტიკური მიზნები და ამოცანები; ბ) იურიდიულ პირზე, რომელიც წარმომადგენლის ან სხვა პირის მეშვეობით მოუწოდებს ამომრჩეველს რომელიმე პოლიტიკური ძალის მხარდაჭერისკენ ან მხარდაჭერისაგან თავის შეკავებისკენ; 1 https://www.matsne.gov.ge/index.php?option=com_ldmssearch&view=docView&id=1542609# (ბოლო წვდომა/Accessed 24.01.2012) 2 მაგალითები, ისევე როგორც სახელები თუ დასახელებები ჰიპოთეტურია და მიზნად არ ისახავს ფაქტების არასწორად ან დაკნინებულად წარმოჩენას, პიროვნებისა თუ ორგანიზაციის დისკრედიტაციას. 1
  • 2. გ) პირზე, რომელსაც აქვს განცხადებული პოლიტიკური და საარჩევნო მიზნები და ამოცანები, მასთან დაკავშირებულ პირზე, აგრეთვე მასთან საქმიანი ურთიერთობის მქონე პირზე, რომელსაც აქვს პოლიტიკური და საარჩევნო მიზნები, ან ახორციელებს ისეთ საქმიანობას, რომელიც გავლენას ახდენს არჩევნებში, პლებისციტსა და რეფერენდუმში საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური ნების გამოვლენაზე და ეს ქმედებები ხორციელდება ამ კანონის რეგულაციებისთვის გვერდის ავლის მიზნით. 2. იურიდიული პირი პირდაპირ ან არაპირდაპირ არის დაკავშირებული პარტიასთან, როცა მისი ხარჯები პირდაპირ ან არაპირდაპირ უკავშირდება პარტიის საქმიანობასა და მიზნებს. 3. ამ მუხლით გათვალისწინებული შეზღუდვები არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს გამოხატვის თავისუფლებისა და სამოქალაქო აქტივობის განხორციელების წინააღმდეგ. ერთი შეხედვით. კანონმდებელმა ახალი კანონის მე-3 თავით (იხ.: ”ამ თავით”) განსაზღვრული შეზღუდვები (ლიმიტები, აკრძალვები, ვალდებულებები) გაავრცელა მხოლოდ იურიდიულ პირებზე, თუმცა, პირველი პუნქტის ”გ” ქვეპუნქტის გათვალისწინებით, რეალობა არსებითად განსხვავებულია და კანონის მოქმედების არეალში, შესაძლოა, მოხვდნენ არა მხოლოდ საქართველოს, არამედ უცხოეთის მოქალაქეები, კომპანიები თუ არასამთავრობო ორგანიზაციები. უპირველეს ყოვლისა, უნდა შევჩერდეთ ერთი შეხედვით იმ ”პატარა და უმნიშვნელო ხარვეზზე”, რომელიც განსხვავებული ინტერპრეტირების, ან თუნდაც შეცდომის შემთხვევაში, შესაძლოა, არა ჰიპოთეტურ, არამედ რეალურ საფრთხედ იქცეს. მხედველობაში გვაქვს ახალი კანონის 251 მუხლის პირველ პუნქტსა და 342 მუხლის პირველ და მე-4 პუნქტებში მოცემული მითითებები არა თვით ამავე ახალ კანონზე (კანონი „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“), არამედ ერთ შემთხვევაში ”კანონზე” (ზოგადად), ხოლო მეორე შემთხვევაში ”კანონმდებლობა”-ზე. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, შესაძლოა შეზღუდვები დაწესებული იყოს არა მხოლოდ ამ ახალი კანონით, არამედ სხვა კანონებითაც თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებითაც (მაგ.: მთავრობის დადგენილებით, ან მინისტრის ბრძანებით), რადგანაც ”ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად ტერმინი ”კანონმდებლობა” მოიცავს როგორც საკანონმდებლო (კანონი), ასევე კანონქვემდებარე (მთავრობის, მინისტრის, სახელმწიფო უწყების ხელმძღვანელის) აქტებს. ახალი კანონით სესხის/კრედიტის აღების უფლება აეკრძალა როგორც პოლიტიკურ პარტიას (ახალი კანონის 25-ე მუხლის მე-3 პუნქტი), ასევე მის რიგით წევრსაც (”საქმიანი ურთიერთობის მქონე პირი” - ახალი კანონის 261მუხლის პირველი 2
  • 3. პუნქტის ”გ” ქვეპუნქტი), რომელიც, შესაძლებელია, იყოს დაქირავებული მუშაკი, მაგრამ ამავე დროს შეიძლება, კომპანიის მფლობელი და ხელმძღვანელიც იყოს. საგულისხმოა, რომ ეს პრობლემა არანაკლები სიმწვავით შეეხება საბანკო დაწესებულებებსაც, რადგანაც მათ (ისევე როგორც სახელმწიფო დაწესებულებებს) არ აქვთ სრული მონაცემთა ბაზა მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების წევრობის შესახებ. ანალოგიური ხასიათის პრობლემად ან გაგრძელებად შეიძლება მივიჩნიოთ შემთხვევა, როდესაც საბანკო, სადაზღვევო, ნავთობმიმწოდებელი თუ კომუნიკაციის კომპანიები განსხვავებული პირობებით აწვდიან პროდუქტს თუ მომსახურებას დაწესებულების (თუნდაც პოლიტიკური პარტიის) თანამშრომლებს - ამ შემთხვევას ახალი კანონის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტი შეღავათიანი პირობებით მიწოდებად განიხილავს - შემოწირულობად თვლის, რასაც შესაბამისი ვალდებულებები მოჰყვება როგორც პარტიისთვის, ასევე ორგანიზაციისა თუ პარტიის წევრისთვის. განსაკუთრებულად საფრთხილოა საერთაშორისო ორგანიზაციებისაგან მიღებული გრანტების გაცემის საკითხი. მეტი სიცხადისათვის შეგვიძლია აღვნიშნოთ შემთხვევა, როდესაც საერთაშორისო ან რეგიონული პოლიტიკური ხასიათის გაერთიანება (მაგ.: კონსერვატორები), რომლის წევრებიც არიან ქართული პარტიები მატერიალურად ეხმარებიან ქართველ კოლეგებს. არანაკლები სიმწვავით დადგება საკითხი იმ შემთხვევისთვის, როდესაც ეს საერთაშორისო ორგანიზაცია მატერიალურად ეხმარება მხოლოდ ერთ, კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიას საქართველოში. ახალი კანონის სხვადასხვა ნორმების ბუნდოვანებისა და წინააღმდეგობრიობის მიუხედავად (მხედველობაში გვაქვს 261 მუხლის პირველი პუნქტიდან გამომდინარე ორაზროვნებები), ვიმედოვნებთ, ახალი კანონის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ შემოწირულობად არ განიხილება საქართველოში მოქმედი უცხოეთის (მაგ.: შვედეთი, ნიდერლანდები, აშშ) თუ საერთაშორისო (გაერო) დონორების მიერ გაცემული გრანტები, რადგანაც საკითხზე მსჯელობისას გადაწყვეტილება მიიღება 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის იმ დანაწესიდან, რომ შემოწირულობად განიხილება მხოლოდ საქართველოს მოქალაქის მიერ პარტიისთვის (და არა ე.წ. დაკავშირებული პირისათვის) ჩარიცხული ფულადი სახსრები. ამდენად, ამ შემთხვევას მხოლოდ მცირე მნიშვნელობის საფრთხედ განვიხილავთ და მასზე დეტალურად არ ვიმსჯელებთ. ახალი კანონიდან გამომდინარე, არსებითი ხასიათის საფრთხედ რჩება ე.წ. „დაკავშირებული პირების“ ცნება, რადგანაც ახალი კანონი არ იძლევა დეტალურ განმარტებას. ახალი კანონის სხვადასხვა მუხლში (მაგ.:51; 251) მოცემული ეს ტერმინები ტოვებს არა მხოლოდ სუბიექტური და განსხვავებული ინტერპრეტაციის საშუალებას, არამედ, შესაძლოა, მანიპულაციის იარაღად იქცეს, რადგანაც, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, პოლიტიკური პარტიების წევრთა სრული, გადამოწმებადი სია არ არსებობს (ახალი კანონის 22-ე მუხლით განსაზღვრული მინიმალური, 1000 წევრის 3
  • 4. სიის არსებობა ამის უზრუნველყოფის გარანტია ვერ იქნება, რადგანაც, შესაძლოა, რეგისტრაციის შემდგომ პირმა დატოვა პარტია, ანდა გაიზარდა წევრთა რიცხოვნობა, მაგრამ შეტყობინების ვალდებულება პარტიას აღარ აქვს). შესაძლოა, პოლიტიკურმა ოპონენტებმა კონკურენტის ჩამოსაშორებლად თავისი წევრების მეშვეობით და კონკურენტის მაიდენტიფიცირებელი ატრიბუტიკის (მაგ.: ლოგო, სლოგანი) გამოყენებით სცადონ ამა თუ იმ ღონისძიების (ახალი კანონით აკრძალულის ან შეზღუდულის) ინიცირება - განსახილველი შემთხვევისათვის ობიექტური და დამოუკიდებელი არბიტრირების საშუალებას კანონი აღარ იძლევა. ბოლოს კი, საგანგებოდ უნდა აღინიშნოს კონტროლის პალატისათვის ახალი კანონით (342 მუხლის მე-8 პუნქტი) მინიჭებული ქონებაზე ყადაღის დადების უფლებამოსილება. ახალი კანონის 261 მუხლის პირველი პუნქტის გათვალისწინებით (რომ კანონის მოქმედება ვრცელდება ”ყველაზე და ყველაფერზე რაც საქართველოშია”), ყველაზე დიდი საფრთხის მატარებელია ის გარემოება, რომ ყადაღის დადება სასამართლო კონტროლის გარეშე ხორციელდება. თვით სისხლისსამართლებრივი დევნისას ეს უფლება გამომძიებელსაც კი მაქსიმალურად აქვს შეზღუდული (იხ.: სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 123; 151-158 მუხლები) - გადაუდებელი აუცილებლობისას პროკურორმა, თუკი ამ გადაწყვეტილებას მიიღებს, სასამართლოს 12 საათში უნდა წარუდგინოს არგუმენტაცია, ხოლო სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას ყადაღის კანონიერად ცნობის ან უარის შესახებ. თვით სამოქალაქო საპროცესო კოდექსით, რეკეტირის, ქურდული სამყაროს წევრის ან ოკუპირებულ ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი პირის ქონებაზე ყადაღის დადების საკითხიც კი სასამართლოს მიერ, სასამართლოს მონაწილეობით განიხილება (იხ.: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3564 და 35610 მუხლები). ყველაზე მნიშვნელოვანი ის გახლავთ, რომ არ არსებობს კანონით განსაზღვრული მექანიზმი ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებისა თუ განხილვისთვის, რადგანაც 342 მუხლის მე-8 პუნქტი არ განსაზღვრავს ყადაღის დადების მიზანს, ხოლო მე-9 პუნქტით მოცემული ჩანაწერი, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება განიხილება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული წესებით, ყადაღას არ შეეხება (შეუძლებელია მისი ცალკე გასაჩივრება, ამასთან, გაუგებარია ყადაღის შესახებ გამოიცემა თუ არა ცალკე რაიმე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი). გარდა ამისა, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილი ცვლილებები ამ საკითხს არ შეხებია (ანუ განხილვის მექანიზმი არ შექმნილა, არ არსებობს)3. ამდენად, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გარანტირებული და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ პრაქტიკით დამკვიდრებული, უფლება, რომ ადამიანის დარღვეულ თუ შეზღუდულ უფლებათა აღსადგენად გარანტირებული უნდა იყოს სასამართლოს კონტროლის ეფექტური მექანიზმები და საქმის განხილვა მინიმუმ ორი ინსტანციის სასამართლოში - განსახილველი შემთხვევისათვის უგულებელყოფილია. 3 https://matsne.gov.ge/index.php?option=com_ldmssearch&view=docView&id=1542623 (ბოლო წვდომა/Accessed 24.01.2012) 4
  • 5. ახალი კანონით მოცემული ამ და სხვა საფრთხის შემცველი რეგულაციების შემოღება თუკი დროში ნაკლებად შეზღუდული, ფართო საზოგადოებრივი დისკუსიის ფონზე წარიმართებოდა და გადაწყვეტილება კანონის სახეს მხოლოდ შემდგომ მიიღებდა, ეს ქვეყანაში თანამონაწილეობითი დემოკრატიის განვითარებას ხელს შეუწყობდა. დღეს და უახლოესი პერიოდისთვის კი ეს საფრთხეები არა კანონის, არამედ საზოგადოების მღელვარებისა თუ წუხილის საგნადღა არის დარჩენილი. 5