SlideShare a Scribd company logo
1 of 17
პრეზენტაცია მომზადებულია 
მასწავლებლის სახლის 
მასალაზე დაყრდნობით 
განათლების 
მიზნების 
ტაქსონომია 
ბლუმის ტაქსონომია 
რუსუდან გონაშვილი
1 
განათლების მიზნების (ბლუმის) ტაქსონომია 
(მოქნილი და კრეატიული სასწავლო გეგმების შედგენის ერთ-ერთი წინაპირობა) 
გადაავლეთ თვალი თქვენს პედაგოგიურ პრაქტიკას და პასუხი გაეცით შემდეგ კითხვას: 
დავალებები, რომელსაც მოსწავლეებს აძლევთ ძირითადად, რა ტიპის აზროვნებას 
მოითხოვს: 
 ფაქტებისა და ტერმინების დამახსოვრებას? 
 სიტუაციის, ამოცანის, პრობლემის გაანალიზებას? 
 ძირითადი იდეების გაგებას? 
 შეფასებების გაკეთებას ან მოსაზრებების გამოთქმას? 
 ინფორმაციის გამოყენებას პრობლემის გადასაჭრელად? 
 ახალი რაღაცის შექმნას ან ფორმირებას? 
სააზროვნო უნარ-ჩვევების განვითარება ეროვნული სასწავლო გეგმის ერთ-ერთი უმთავრესი 
მიზანია. ბოლო წლებში დასავლეთის საგანმანათლებლო სივრცეში სულ უფრო მეტად 
საუბრობენ რთული სააზროვნო უნარ-ჩვევების - კრიტიკულ, შემოქმედებით და 
რეფლექსიური აზროვნების სწავლებაზე. 
ბლუმის ტაქსონომია და მისი გამოყენება სხვადასხვა სასწავლო დისციპლინებში 
ბენჯამენ ბლუმმა და მისმა კოლეგებმა შეიმუშავეს ტაქსონომია, ანუ კლასიფიკაციის სისტემა 
განათლების მიზნებისათვის. 
ბლუმის ტაქსონომია ადამიანის აქტივობის სამ სფეროს აღწერს: 
 კოგნიტურს (შემეცნებითს): ინტელექტუალური შესაძლებლობები, ცოდნა, აზროვნება; 
 აფექტურს (ემოციურს): გრძნობები, ემოციები, განწყობები; 
 ფსიქომოტორულს : უნარ-ჩვევები. 
სამივე სფეროში კატეგორიები დაყოფილია იერარქიებად სირთულის მიხედვით. ბლუმის 
ტაქსონომიის მიხედვით ყოველ შემდეგ საფეხურზე გადასვლა შესაძლებელია მხოლოდ წინა 
კატეგორიის შესაბამისი ჩვევების დაუფლების შემდეგ.
2 
კოგნიტური სფეროს ტაქსონომია 
კატეგორია აქტივობები მაგალითი ფრაზები შედეგის 
აღსაწერად, შეკითხვები 
ცოდნა 
გახსენება ან ნასწავლის 
ცნობა ისე, რომ არ არის 
აუცილებელი მისი გაგება, 
გამოყენება 
რომელია იტალიის 
დედაქალაქი? 
ჩამოთვალე, დაასახელე, 
მოიყვანე ციტატა... ვინ? 
სად? როდის? როგორ? 
აღწერე. 
გაგება მასალის წვდომის 
დემონსტრირება, ისე რომ 
არ არის აუცილებელი 
დაუკავშირო ის სხვა რამეს 
განმარტეთ თქვენი 
სიტყვებით, 
ავტორის რა 
შეხედულება ჩანს 
ნაწარმოების ამ 
მონაკვეთში 
ახსენი შენი სიტყვებით, 
აღწერე რა დაინახე, რა 
გაიგე. აღწერე და სცადე 
ინტერპრეტაცია. 
გამოყენება ზოგადი ინფორმაციის 
გამოყენება კონკრეტული 
პრობლემის 
გადასაჭრელად ერთი 
სწორი პასუხის 
საშუალებით 
გაზომე 
სამკუთხედის 
ფართობი, 
გამოიყენე ეს 
კონკრეტული წესი. 
დაამტკიცე, დააკავშირე, 
მიუსადაგე. 
ანალიზი კრიტიკული აზროვნება, 
რაღაცის დაყოფა 
შემადგენელ ნაწილებად, 
მიზეზებისა და მოტივების 
გამოვლენა 
გაანალიზეთ 
ლექსი, ორი 
მახასიათებლის 
მიხედვით. 
რამ იქონია გავლენა--- 
ზე? ჩამოთვლილთაგან 
რომელია მოსაზრება, 
რომელი ფაქტი? 
გამოყავი, დაახარისხე, 
განაცალკევე. 
სინთეზი დივერგენტული, 
შემოქმედებითი, 
ორიგინალური 
აზროვნება, სხვადასხვა 
იდეის გამოყენებით 
ახალი თვალსაზრისის ან 
ახალი პროდუქტის შექმნა 
შექმენი ამ 
მოწყობილობის 
გაუმჯობესებული 
მოდელი 
როგორ შეიძლება 
გადაიჭრას ეს 
პრობლემა? სცადე 
სხვადასხვა იდეების 
კომბინირება, 
განაზოგადე, გადმოეცი 
მთავარი აზრი.. 
შეფასება მასალის ან მეთოდის 
ღირებულების განსჯა, 
რამდენად შეიძლება მისი 
გამოყენება რაიმე 
სიტუაციაში 
არის თუ არა 
უკეთესი 
ალტერნატიული 
გადაწყვეტილება X 
საკითხთან 
დაკავშირებით? 
რომელია უკეთესი? რას 
ანიჭებთ 
უპირატესობას? 
შეადარე, გააკრიტიკე, 
აწონ-დაწონე, შეაფასე.. 
მოგვიანებით ბლუმმა და მისმა კოლეგებმა ასეთივე ტაქსონომია შეადგინეს სხვა სფეროებშიც. 
კოგნიტური მიზნების შედეგები უფრო თვალსაჩინოა, ამიტომ ბლუმის ტაქსონომია ძირითადად ამ 
სფეროში გამოიყენება.
3 
აფექტური (ემოციურ-ღირებულებითი) სფეროს ტაქსონომია 
აქ შედის გარესამყაროს მოვლენებისადმი ემოციურ-პიროვნული დამოკიდებულებების 
ფორმირების მიზნები: აღქმა, ინტერესი, რეაგირებისადმი მზაობა, ღირებულებები, 
დამოკიდებულებები, გრძნობები, მათი გაცნობიერება, ფორმირება და ქცევაში გამოვლენა. 
სასწავლო 
მიზნების 
ძირითადი 
კატეგორიები 
ქცევის აღწერილობა ზოგადი აქტივობები 
მაგალითი 
აღქმა აქ იგულისხმება 
მოსწავლის მზაობა 
აღიქვას ესა თუ ის 
მოვლენა. 
მასწავლებლის 
მიზანია მიიზიდოს 
მოსწავლის ყურადღება 
ყურადღებით ათვალიერებს 
მხატვრობის, არქიტექტურის, 
ინტერიერის ნიმუშებს, 
ყურადღებით უსმენს სხვის 
მოსაზრებებს რაიმეს შესახებ... 
მოსწავლე ყურადღებით 
ისმენს ლექციას თემაზე: 
ბუნებრივი კატასტროფების 
რისკის შემცირება. 
რეაგირება: მოსწავლე ავლენს 
აქტივობას, ის არა 
მხოლოდ აღიქვამს, 
არამედ ავლენს 
საგნისადმი, ან 
მოვლენისადმი 
ინტერესს. 
ასრულებს საშინაო 
დავალებებს, ეხმარება, 
ექვემდებარება სკოლის 
წესებს, მონაწილეობს 
საკითხების განხილვაში, 
ინტერესს იჩენს სასწავლო 
საგნისადმი. 
მოსწავლე აღნიშნული 
საკითხის შესხებ მოიძიებს 
საჭირო ლიტერატურას, 
ამზადებს პრეზენტაციას: 
ბუნებრივი კატასტროფების 
რისკის შემცირებასთნ 
დაკავშირებით 
ღირებულე- 
ბის 
გააზრება- 
რეფლექსია: 
აქ იგულისხმება 
გარკვეული 
ღირებულებების 
გააზრება-მიღება, 
უპირატესობის 
მინიჭება 
მოსწავლე ავლენს სურვილს 
ისწავლოს მათემატიკა, 
ინგლისური, ან მუსიკა და 
სხვა. იცავს თავის იდეალებს 
და დარწმუნებულია მათში 
მოსწავლე იცავს თავის 
იდეალებს- 
დარწმუნებულია, რომ 
ტყეების გაჩეხვის პროცესის 
შეჩერებით შესაძლებელი 
იქნება რისკის შემცირება 
(მაგ მეწყერის). 
ღირებულება 
თა სისტემის 
ორგანიზება: 
ღირებულებების 
გააზრება და 
გამთლიანება, მათ 
შორის 
წინააღმდეგობე-ბის 
დაძლევა. 
ღირებულებების 
ფორმირება მათი 
მნიშვნელობისა და 
სიმყარის საფუძველზე. 
მოსწავლე იღებს საკუთარ 
ქცევაზე პასუხისმგებლობას, 
ესმის თავისი 
შესაძლებლობები და 
შეზღუდვები, აგებს გეგმებს 
ინტერესების, რწმენისა და 
შესაძლებლობების 
გათვალისწინებით. 
მოსწავლე იღებს საკუთარ 
ქცევაზე პასუხისმგებლობას, 
არ ანაგვიანებს გარემოს. 
ღირებულება 
თა სისტემის 
გათავისება 
და ქცევაში 
ასახვა: 
აქ ხდება 
ღირებულებების 
სრული 
გაშინაგნება/ინტერნალ 
იზაცია და 
მოქმედებებში 
გამოვლენა 
ავლენს დამოუკიდებლობას 
სწავლაში, თანამშრომლობაში. 
მზად არის გადახედოს თავის 
შეხედულებებს, შეცვალოს 
საჭიროების შემთხვევაში, 
ავლენს პირადი ჰიგიენისა და 
ჯანმრთელი ცხოვრების წესის 
ჩვევებს, აქვს ცხოვრებისეული 
კრედო 
მოსწავლე ავლენს 
დამოუკიდებლობას, 
თანამშრომლობს- მაგ. 
მიღებულ ცოდნასა და 
გამოცდილებაზე 
დაყრდნობით მუდამ 
ზრუნავს გარემოს დაცვაზე 
და სხვასაც მოუწოდებს.
4 
მოტორული სფეროს ტაქსონომია 
სასწავლო 
მიზნების 
ძირითადი 
კატეგორიები 
ქცევის აღწერა დასაოსტატებელ 
ი მოქმედებების 
შესაფასებელი 
შედეგების 
აღწერა 
სიტყვები, 
რომლებიც 
უკეთ აღწერენ 
სფეროს 
მაგალითები 
იმიტაცია სხვისი მოქმედების 
მიბაძვა და 
გამეორება 
მასწავლებლის 
მოქმედებაზე 
დაკვირვება და 
გამეორება 
თვალი 
მიადევნე, 
გაიმეორე 
მოსწავლე 
ხედავს თუ 
როგორ წერს 
მასწავლებელი 
ასო შ-ს დაფაზე. 
მოსწავლე ჯერ 
გაუბედავად 
ცდილობს თავის 
რვეულში მის 
ჩაწერას. 
მანიპულაცია მოქმედების აღდგენა 
მითითების 
მიხედვით ან 
მეხსიერებით 
მოქმედების 
შესრულება 
წერილობით ან 
ვერბალური 
მითითების 
მიხედვით 
შეასრულე, 
განახორციელე, 
ააგე 
მოსწავლე 
მასწავლებლის 
მითითებით 
წერს ასოს - შ. 
სიზუსტე ჩვევის 
დამოუკიდებლად 
განხორციელება 
მოქმედების 
შესრულება 
მითითებისა და 
დახმარების გარეშე 
აჩვენე, 
დაასრულე, 
შეამოწმე, 
ზუსტად 
შეასრულე 
მოსწავლე 
მითითების 
გარეშე წერს 
ასოს - შ. 
ჩვევების 
კომბინირება 
ახალი, 
არასტანდარტული 
მიზნის მისაღწევად 
ჩვევის ინტეგრირება 
სხვადასხვა 
მოქმედებების 
დაკავშირება ახალი 
მოთხოვნების 
შესაბამისი 
მეთოდის 
შესამუშავებლად 
შეიმუშავე, 
შეაჯერე, 
გადაწყვიტე, 
გააერთიანე, 
შეიტანე 
ცვლილება, 
ივარჯიშე 
მოსწავლე 
მასწავლებლის 
დავალებით 
წერს სიტყვას, 
რომელიც ასო 
შ-ს შეიცავს. 
ნატურალიზაცია ავტომატიზირება, 
ცნობიერების 
მონაწილეობის 
გარეშე 
საჭიროებისამებრ 
მოქმედების 
განხორციელება; 
უმუშავდება 
მუშაობის საკუთარი 
სტილი. 
მიზნის, 
სტრატეგიის და 
მიდგომის 
განსაზღვრა 
სტრატეგიული 
საჭიროების 
მიხედვით 
გააკეთე, 
დააზუსტე, 
შექმენი 
მოსწავლემ უკვე 
იცის წერა, მას 
საკუთარი 
ხელწერაც 
გაaჩნია.
5 
ჩვენ დაწვრილებით განვიხილავთ კოგნიტურ (შემეცნებით) სფეროს. ბლუმის 
მიხედვით, აზროვნების ან შემეცნების უნარი ექვს დონედ შეიძლება დაიყოს. ეს 
დონეებია: ცოდნა, გაგება, გამოყენება, ანალიზი, სინთეზი და შეფასება . აზროვნების ეს 
დონეები საფეხურებად არის განლაგებული, სადაც, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, 
ყოველი მომდევნო დონე უფრო რთულდება და მოიცავს ერთ ან რამდენიმე წინა დონეს. 
ცოდნა, გაგება და გამოყენება ქვედა სააზროვნო დონეში მოიაზრება, მას 
რეპროდუქციულ დონეებსაც უწოდებენ; ხოლო ანალიზი, სინთეზი და შეფასება – ზედა 
დონეებია და ავითარებს მაღალ სააზროვნო უნარებს. 
ბლუმის მიხედვით განათლების მიზანია არა მხოლოდ ცოდნის დაგროვება, არამედ 
მაღალი დონის აზროვნების ფორმების ჩამოყალიბება. 
ბლუმის სააზროვნო უნარების კლასიფიკაცია სქემატურად შემდეგი სახით შეიძლება 
წარმოვიდგინოთ; 
განვიხილოთ ეს დონეები ცალ-ცალკე: 
შეფასება 
შე 
ფფ 
ასე 
ბა 
ასე 
ბა 
სინთეზი 
ანალიზი 
გამოყენება 
გაგება 
ცოდნა
6 
ცოდნა ნიშნავს რაიმეს შესახებ ინფორმაციის ქონას და რაიმე საქმის ან მოქმედების 
შესასრულებლად საჭირო ხერხების ფლობას. ცოდნა განიხილება, როგორც აზროვნების 
ქვედა დონის უნარ-ჩვევა და მასში იგულისხმება: 
 ფაქტების, წესების, პრინციპების, თეორიების, თარიღების, პროცესების, 
ობიექტების, სტილის, მოვლენების ცნობა და დასახელება; 
 კონკრეტული მონაცემების, ტერმინოლოგიის, პროცედურების ცოდნა; 
 ინფორმაციის მოძიების პროცედურების ცოდნა; 
 კონკრეტულ მონაცემებთან მუშაობის ხერხების და საშუალებების ცოდნა: ა) 
წესების და კანონების ცოდნა; ბ) კლასიფიკაციებისა და კატეგორიების ცოდნა; გ) 
კრიტერიუმების ცოდნა; დ) მეთოდების ცოდნა; 
 სმენითი, წერილობითი და გრაფიკული ინფორმაციის დამახსოვრება და 
გახსენება მსგავსი ან ზუსტი ფორმით. 
ტიპიური ზმნები სასურველი ქმედების აღსაწერად ამ სასწავლო საფეხურზე არის: 
დასახელება, აღნიშვნა, ჩამოთვლა, ჩაწერა, მოყოლა. 
სქემა 1 - ცოდნის დონე - საკვანძო სიტყვები, შესაბამისი შეკითხვები და აქტივობები 
საკვანძო სიტყვები შეკითხვები აქტივობები 
მოყევი, თქვი, 
ჩამოთვალე 
დაასახელე, დაწერე 
ჩამოწერე. 
რა ორი მნიშვნელობა აქვს ამ 
სიტყვას? რამდენი მთავარი 
მოქმედი პირია მოთხრობაში? 
გაიხსენე, როგორ იწარმოება 
ზედსართავი სახელის ხარისხები? 
ჩამოწერე მჟავეების მიღების 
ხერხები. 
სიტყვის მნიშვნელობის 
ჩამოწერა, მთავარი 
მოვლენების 
ჩამონათვალების შედგენა, 
გრამატიკული წესის 
ჩამოყალიბება. 
აღწერე შეგიძლია ისაუბრო ავთანდილის 
რაინდულ თვისებებზე? რას 
გვეუბნება აკაკი საკუთარ 
ბავშვობაზე? 
პერსონაჟზე იმ 
ინფორმაციის ჩამოწერა, 
რაც დაგამახსოვრდა 
ნაწარმოების წაკითხვისას. 
მოვლენასთან 
დაკავშირებული ფაქტებისა თუ 
დეტალების ჩამოწერა. 
ამოიცანი, მოძებნე პოემის რომელი ნაწილიდან 
ვიგებთ საფარ- ბეგის უღირსი 
საქციელის შესახებ? 
გმირის მახასიათებლის 
მოძიება. 
გაგება განიხილება, როგორც აზროვნების ქვედა დონის უნარ-ჩვევა და, ზოგადად მასში 
იგულისხმება ნასწავლი მასალის მნიშვნელობის წვდომა. კერძოდ, 
 ფაქტების, წესების, პრინციპების, თეორიების, პროცესების, ობიექტების,
7 
სტილის, მოვლენების საკუთარი სიტყვებით აღწერა; 
 ტექსტის ძირითადი აზრის საკუთარი სიტყვებით ახსნა მშობლიურ ენაზე; 
 ტექსტის შინაარსის გაგებაზე მიმართულ კითხვაზე პასუხის გაცემა; 
 სმენითი, წერილობითი და გრაფიკული ინფორმაციის ერთი ფორმიდან 
მეორეში გადატანა; 
 შესაბამისი მაგალითის მოყვანა; 
 საგნების, მოვლენების, პროცესებისა და სტილის თვალსაჩინო ნიშნით 
დახარისხება და დაჯგუფება. 
ტიპიური ზმნები (საკვანძო სიტყვები) : ახსნა, განმარტება, განსაზღვრა, დამტკიცება, 
დახარისხება, დაჯგუფება, პერეფრაზირება. 
სქემა 2 - გაგების დონე - საკვანძო სიტყვები, შესაბამისი შეკითხვები და აქტივობები 
საკვანძო სიტყვები შესაბამისი კითხვები აქტივობები 
საკუთარი სიტყვებით 
ახსნა, შეცვლა, ახსნა, 
განმარტება, 
გადათარგმნა. 
განმარტეთ თქვენი 
სიტყვებით. შეგიძლიათ 
ახსნათ გმირის საქციელი? 
მოთხრობის ილუსტრირება, 
მოთხრობის პიესად 
გადაკეთება, შინაარსის 
საკუთარი სიტყვებით 
გადმოცემა, ნახატის 
მიხედვით მოთხრობის 
შედგენა. 
მაგალითების მოყვანა, 
მოძებნა. 
შეგიძლიათ მოიყვანოთ 
მაგალითი? 
მოიყვანე მსგავსი 
მაგალითები პირადი 
გამოცდილებიდან. 
შეჯამება, დასკვნების 
გამოტანა, განვრცობა- 
განზოგადება, 
მიმოხილვა, გამოცნობა. 
რა უნდოდა ავტორს ეთქვა ამ 
სიტყვებით? რატომ მოიქცა 
გმირი ასე? რა დასკვნებს 
გამოიტანდით? დაწერეთ 
ნაწარმოების მოკლე გეგმა. 
მთავარი აზრის ამოცნობა, 
რეზიუმეს დაწერა ან ზეპირი 
შეჯამება. 
დაჯგუფება, 
დახარისხება 
თუ შეგიძლია, ნაწარმოებიდან 
გამოყავი განსხვავებული 
სოციალური ფენის 
პერსონაჟები. დააჯგუფე 
ქვეყნები სახელმწიფო 
წყობილებების მიხედვით. 
საგნების თვალსაჩინო 
ნიშნით დახარისხება 
გამოყენება განიხილება, როგორც აზროვნების ქვედა დონის უნარ-ჩვევა და, ზოგადად, 
მასში იგულისხმება ადრე ათვისებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება. კერძოდ,
8 
 ცოდნის სხვადასხვა სიტუაციაში (კონტექსტში) მოხმარება; 
 მოდელის მიხედვით (ნასწავლი წესის მიხედვით) დავალების, სამუშაოს 
შესრულება; 
 პროცედურის განხორციელება; 
 კანონზომიერების მოქმედების ფარგლების განსაზღვრა. 
ტიპიური ზმნები: გამოყენება, მიგნება, გამოთვლა, გადამუშავება, პოვნა, აღმოჩენა 
სქემა 3 - გამოყენების დონე - საკვანძო სიტყვები, შესაბამისი შეკითხვები და აქტივობები 
საკვანძო სიტყვები შესაბამისი შეკითხვები აქტივობები 
გამოყენება, 
მართვა, 
ამოქმედება, 
შედგენა. 
მოცემული ფორმულის 
გამოყენებით გამოთვალე... 
როგორ ავამოქმედოთ 
მოწყობილობა? 
გადაიყვანე წინადადება ერთი 
გრამატიკული ფორმიდან 
მეორეში. 
საკლასო ოთახის ფართობის 
გამოთვლა, ორიენტირება 
რუკის ან სქემის გამოყენებით; 
მოწყობილობის მართვა სქემის 
მიხედვით. 
დემონსტრირება, 
ილუსტრირება, 
გამოსახვა 
ინსტრუქციის მიხედვით 
მოახდინე ცდის 
დემონსტრირება, ტექსტის 
მიხედვით მოახდინე 
გადაადგილების მარშრუტის 
ილუსტრირება. 
მონაცემთა შეგროვება, 
ორგანიზება და დიაგრამის ან 
ცხრილის საშუალებით მათი 
გამოსახვა; 
მონაცემთა ანალიზის 
ცხრილის ინტერპრეტირება. 
განხორციელება, 
შესრულება 
შეასრულე მუსიკალური 
ნაწარმოები. 
ინტერნეტის საშუალებით 
გადაიხადე კომუნალური 
გადასახადი. 
სასკოლო სპექტაკლის 
(სცენარის მიხედვით) დადგმა, 
საკრედიტო პროგრამის 
მიხედვით თანხის 
რაოდენობის გამოთვლა. 
გამოცდა, 
შემოწმება 
შეამოწმე პითაგორას თეორემის 
სამართლიანობა სფერულ 
გეომეტრიაში. 
მათემატიკური ფორმულის 
შემოწმება რეალურ 
სიტუაციაში. 
ანალიზი არის სააზროვნო უნარ-ჩვევა, რომლის დროსაც ხდება მთლიანი საგნის ცალკე 
ნაწილების, მხარეების და თვისებების გამოყოფა ადამიანის წარმოდგენაში. 
ცნობიერებაში 
ბლუმის მიხედვით, ანალიზი არის აზროვნების ზედა დონის უნარ-ჩვევა და მასში 
იგულისხმება:
9 
 მასალის (სტრუქტურის) შემადგენელ ნაწილებად დაყოფა: ნაწილების 
შედარება-შეპირისპირება, ნაწილებს შორის კავშირის ან სტრუქტურის დანახვა; 
 მოვლენის მიზეზის (დაფარული აზრის აღმოჩენა) ახსნა; 
 პროცესის კანონზომიერების გამოვლენა; 
 მიზეზებსა და შედეგებს შორის კავშირების დადგენა. 
ტიპიური ზმნები : შედარება, ანალიზირება, განსხვავება, შეპირისპირება, 
სტრუქტურირება, რეზიუმირება, გამოყოფა. 
სქემა 4 - ანალიზის დონე - საკვანძო სიტყვები, შესაბამისი შეკითხვები და აქტივობები 
საკვანძო სიტყვები შესაბამისი კითხვები აქტივობები 
გააანალიზე, ახსენი 
მიზეზი. 
რა შეიძლება იყოს ამის 
მიზეზი? თუ ეს მოხდა რა 
შედეგს მივიღებთ? 
მოპოვებული ინფორმაციის 
შეჯერება და დასკვნების 
გამოტანა. თავსატეხების 
ამოხსნა, კვლევის ანგარიშის 
მომზადება. 
ფუნქციონალური 
(არსებითი) კავშირების 
გამოყოფა, არსებითი 
ნიშნებით შედარება. 
შეადარე მსგავსი და 
განსხვავებული ნიშნების 
მიხედვით. 
შეგიძლია თუ არა 
განასხვავო... 
საკითხის განხილვა 
არსებითი ნიშნების 
მიხედვით. 
დამოკიდებულების 
ამოცნობა, ფარული აზრის 
გაგება, თვალსასზრისის 
განსაზღვრა. 
რა მოტივი ედო მის 
საქციელს საფუძვლად? 
რა არის მიზანი? 
ავტორის ჩანაფიქრის 
ამოცნობა, მთხრობელის 
მოტივის გაგება. 
ავტორის თვალსაზრისის 
განსაზღვრა. 
სინთეზი არის სააზროვნო უნარ-ჩვევა, რომელიც ანალიზის საწინააღმდეგო პროცესს 
წარმოადგენს. სინთეზი გულისხმობს ცალკე მოცემული ელემენტების (ნაწილების, 
თვისებების) გონებაში გაერთიანებას ახალი სტრუქტურული მთლიანობის სახით: 
მაგალითად, ნაწილებისგან ახალი მთელის შედგენა, ცალკე თვისებების გაერთიანება 
ახალი მთლიანი შინაარსის სახით და ა. შ. 
სინთეზური აზროვნება ეს არის დივერგენტული, შემოქმედებითი აზროვნება. 
შემოქმედებითი აზროვნება არის მოვლენათა ახლებურად ხედვის და პრობლემათა 
გადაჭრის ორიგინალური, მანამადე არარსებული გზის პოვნის უნარი. შემოქმედებითი
10 
აზროვნების განმასხვავებელ ნიშნად ითვლება იდეათა ახლებური კავშირებისა და 
შეხამებების პოვნა. მას ხშირად კრეატიულობას უწოდებენ. 
ბლუმის მიხედვით, სინთეზი არის აზროვნების ზედა დონის უნარ-ჩვევა და მასში 
იგულისხმება: 
 ნაწილების შეერთება ახალი სტრუქტურის (მაგ. ტექსტის) შესაქმნელად 
 ჰიპოთეზის წამოყენება; 
 კვლევის ან რეფერატის დაგეგმვა; 
 შემოქმედებითი პროდუქტის შექმნა; 
 პრობლემის გადაჭრის ალტერნატიული გზების წამოყენება; 
 პრობლემის გადაჭრისათვის საჭირო მოქმედებების დაგეგმვა; 
 ახალი პროდუქტის (ინტელექტუალური ან მატერიალური) შექმნა ან 
გამოგონება. 
ტიპიური ზმნები : მოხაზვა, დაგეგმვა, განვითარება, დაპროექტება, კოორდინირება, 
მიგნება. 
სქემა 4 - სინთეზის დონე - საკვანძო სიტყვები, შესაბამისი შეკითხვები და აქტივობები 
საკვანძო სიტყვები შესაბამისი კითხვები აქტივობები 
შექმენი, მოიგონე შექმენი ამ მოწყობილობის 
გაუმჯობესებელი მოდელი, 
მოდელის შექმნა 
სპეციფიკური ნიშნით. 
შეთხზე, შექმენი შეთხზე სიუჟეტი ესსეს, მოთხრობის, 
სიმღერის დაწერა 
განჭვრიტე, მოახდინე 
პროგნოზირება 
იპოვნე პრობლემის გადაჭრის 
შესაძლო გზა. 
რა მოხდებოდა თუ... 
კვლევის დაგეგმვა, 
ჰიპოთეზების წამოყენება. 
შეფასება არის აზროვნების ზედა დონის უნარ-ჩვევა და ზოგადად გულისხმობს, 
არჩეული კრიტერიუმების (მაგალითად, რაოდენობა, ხარისხი, ხანგრძლივობა, და ა. შ.) 
გარკვეული კატეგორიისადმი მიკუთვნებას, სტანდარტებზე (ამ კრიტერიუმის 
შესაბამისი სტანდარტული საზომი ერთეულები, საზოგადოებაში მიღებული ნორმები, 
ღირებულებები და წესები) და პირობებზე (კონტექსტი, საზღვრები, რესურსები, 
მოქმედების დრო და ადგილი, სხვა) დაყრდნობით რაიმეზე მსჯელობას ან დასკვნების 
გამოტანას. კერძოდ: 
 საკუთარი პოზიციის (არჩევანის) არგუმენტირებული დასაბუთება; 
 გარკვეულ კრიტერიუმებზე ან სტანდარტებზე დაყრდნობით დასკვნების 
გაკეთება; 
 პოზიციისა და მისი კონტრარგუმენტების განხილვის საფუძველზე დასკვნის 
გამოტანა;
11 
 პრობლემის გადაჭრის რამდენიმე გზიდან ერთ-ერთის არჩევის მართებულობის 
დასაბუთება; 
 მოდელის (სისტემის) მოქმედების შეფასება; 
 მტკიცებულების (თეორიის, პრეზენტაციის) ღირებულების (მნიშვნელოვნების) 
დაზუსტება; 
 რამდენად შეესაბამება მიღებული დასკვნა იმ მონაცემებს, რომელთა 
საფუძველზეც დასკვნა გაკეთდა (მონაცემებისა და დასკვნების შესაბამისობის 
დადგენა). 
ტიპიური ზმნები : განსჯა, შეფასება, დადგენა, შემოწმება, გადამოწმება, 
გადაწყვეტილების მიღება, დასკვნა 
მოსწავლეებში შეფასების სააზროვნო უნარების განვითარება ხელს უწყობს მათში 
კრიტიკული აზროვნებაის ჩამოყალიბებას. კრიტიკული აზროვნება ეს არის 
მრავალმხრივი მიზნებით განპირობებული აზროვნება, რომლის დახმარებითაც ხდება 
არსებული ფაქტების, მსჯელობათა და წარმოდგენების ხელახალი გააზრება, 
დასაბუთებული და ყოველმხრივ აწონ-დაწონილი დასკვნის გამოტანის მიზნით. 
სქემა 5 - შეფასების დონე - საკვანძო სიტყვები, შესაბამისი შეკითხვები და აქტივობები 
საკვანძო სიტყვები შესაბამისი შეკითხვები აქტივობები 
განსაზღვრე 
პრიორიტეტები, 
გააკეთე რანჯირება 
რომელი უფრო 
ღირებულია...? რა არის 
ყველაზე მნიშვნელოვანი? 
ყველაზე ეფექტური 
გადაწყვეტილების შერჩევა. 
განსაჯე, გააკრიტიკე, 
არგუმენტირებულად 
დაასაბუთე, 
დაადასტურე, 
დაასაბუთე, 
რეკომენდაცია გაუწიე. 
ეთანხმები თუ არა...? 
დაიცავი შენი პოზიცია. 
როგორ დაასაბუთებ, როგორ 
გააბათილებ. მიგაჩნია თუ 
არა მართებულად და 
რატომ? 
მოცემულ საკითხთან 
დაკავშირებით დებატებში 
მონაწილეობა; მოსაზრებების 
გამოთქმა, გადაწყვეტილებების 
განსჯა, დასკვნების გამოტანა, 
რეკომენდაციების მომზადება, 
რჩევების მიცემა საჭირო 
ცვლილებების 
განსახორციელებლად. 
დაასკვენი, მიიღე 
გადაწყვეტილება, 
შეაჯამე. 
დაასაბუთე რომელია უფრო 
ეფექტიანი და რატომ? არის 
თუ არა უკეთესი 
ალტერნატიული 
მოცემულ მიზანთან მიმართებით 
ნაწარმოების, კვლევის ანგარიშის, 
თეორიის და ა.შ. ადექვატურობის 
განსაზღვრა. ნაწარმოების შფასება
12 
გადაწყვეტილება ამ 
საკითხთან დაკავშირებით? 
მაგალითად; თემა ”ავტობიოგრაფია: 
მოსწავლემ უნდა: 
- დაასახელოს ის პუნქტები, რომლებიც აუცილებელად უნდა შედიოდეს 
ავტობიოგრაფიაში (პირველი დონე - ცოდნა ); 
- ახსნას, რატომ არის ღირებული უნაკლო ავტობიოგრაფია (მეორე დონე - გაგება); 
- მისი საკუთარი ბიოგრაფია ტაბელარულად შეადგინოს (მესამე დონე - 
გამოყენება); 
- ხელთ არესბული ბიოგრაფია გააანალიზოს შეიცავს თუ არა იგი ჭარბ მონაცემებს 
ან თუ აკლია რაიმე მონაცემი (მეოთხე დონე - ანალიზი); 
- ორი ბიოგრაფიის ერთმანეთთან შედარებით ჩამოაყალიბოს სანიმუშო საზოგადო 
მოღვაწის სახე (მეხუთე დონე - სინთეზი); 
- გადაწყვიტოს, შეიძლება თუ არა მის მიერ შედგენილი და ხელით დაწერილი 
ავტობიოგრაფია ამ სახით გაგზავნოს (მეექვსე დონე - შეფასება) 
ამრიგად, ცოდნას, გაგებას და გამოყენებას შეიძლება ვუწოდოთ აზროვნების 
ქვედა (დაბალი) დონის სააზროვნო უნარები, ხოლო ანალიზს, სინთეზს და შეფასებას - 
ზედა (მაღალი) დონის სააზროვნო უნარები. დღეს მეცნიერებში დიდი დავის საგანია, 
რომელი სააზროვნო უნარი უნდა იდგეს უფრო მაღლა - სინთეზი, თუ შეფასება. 
ერთმნიშვნელოვნად ამის მტკიცება რთულია - სინთეზი და შეფასება შესაძლოა 
გადანაცვლდეს იმისდა მიხედვით, თუ რა სახისაა შეფასება. თუ შეფასება არ არის 
სტრატეგიული და არ უკავშირდება გადაწყვეტილების მიღებას, მაშინ იგი უფრო 
ნაკლებად რთული სააზროვნო ოპერაცია იქნება, ვიდრე სინთეზი 
რაში ეხმარება პედაგოგს ბლუმის ტაქსონომიის ცოდნა . 
მისი დახმარებით შესაძლებელია; 
- სუფთა რეპროდუქტიული მიღწევები კოგნიტური მიღწევებისგან განვასხვავოთ; 
- გაკვეთილები (თემები) სირთულის მზარდი ხარისხით შეგნებულად დაგეგმოს; 
- გადაამოწმოს განსაზღვრული არსებული ცოდნა შესაბამისი მიზნებისათვის 
გამოდგება თუ არა; 
- მოსწავლეებს დააკვირდეს, აქვთ თუ არა უნარი განსაზღვრული 
ინტელექტუალური მიღწევებისთვის; 
- განსაზღვრულ ინტელექტუალურ უნარ-ჩვევებზე შეგნებულად ივარჯიშონ; 
- გაკვეთილი მარტო ცოდნის დონით არ შემოიფარგლოს; 
- საშინაო და საკლასო დავალებები და გამოცდები ისე იყოს ფორმულირებული, 
რომ შეიძლებოდეს მისი მიღწევის დონეებად დალაგება; 
- სწავლის შედეგები ობიექტურად შეფასდეს; 
- კოლეგებთან მოხდეს თანამშრომლობა მიღწევის დონეების შესახებ;
13 
- სასწავლო გეგმები გააანალიზდეს იმის მიხედვით, თუ რამდენად დაძლიეს 
ინტელექტუალურად (კოგნიტურ სფეროში) მოსწავლეებმა ის, რაც მათ 
მოეთხოვებოდათ და ა.შ. 
სწავლის სტილი და გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტის თეორია 
ინდივიდუალური განსხვავებები სწავლის პროცესში 
ყველა ადამიანი ერთნაირად არ სწავლობს; ამას არაერთი კვლევა და მეცნიერი 
ამტკიცებს. ამასვე ადასტურებს მასწავლებლებისა და მოსწავლეების, 
სტუდენტების ყოველდღიური გამოცდილება; სწავლაზე გავლენას ახდენს 
ადამიანის კოგნიტური შესაძლებლობა, გამოცდილება და ინტერესები. ადამიანები 
განსხვავებულად აღიქვამენ, გადაამუშავებენ და იმახსოვრებენ ინფორმაციას; ამას 
სწავლის სტილს უწოდებენ; ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ადამიანს მხოლოდ ამ 
სტილით შეუძლია სწავლა, არამედ იმას, რომ ამ სტილით სწავლა მისთვის ყველაზე 
ადვილია და მოსახერხებელი. 
სწავლების დროს სტანდარტული მიდგომა ყველა სტუდენტისადმი ყვე ლა 
სიტუაციაში სულ უფრო არაეფექტური ხდება; თანამედროვე სწავლება ადამიანის 
ინდივიდუალურ შესაძლებლობებზეა ორიენტირებული; სწავლების პროცესი 
იმდაგვარად უნდა დაიგეგმოს, რომ ყველა სტუდენტს ჰქონდეს საკუთარი 
პოტენციალის განვითარების საშუალება. 
ჩვენ განვიხილავთ 3 მნიშვნელოვან საკითხს, რაც სწავლის პროცესში 
ინდივიდუალური განსხვავებების გათვალისწინებაში დაგვეხმარება; ესენია: სწავლის 
სენსორული სტილი, ინფორმაციის გადამუშავება და მრავალმხრივი ინტელექტი. 
სწავლის სენსორული სტილი: 
ვიზუალური, აუდიალური და კინესთეტიკური 
ინფორმაციას სამყაროდან აღქმით ვიღებთ. ჩვენ ვხედავთ საგნებს და მოვლენებს, 
გვესმის საუბარი და სიტყვები, შევიგრძნობთ ტემპერატურას და ა.შ. საერთოდ, 
სხვადასხვა სიტუაციაში განსხვავებული ტიპის ინფორმაციის მიღებაა საჭირო, თუმცა 
როგორც ცნობილია, ადამიანები უკეთ აღიქვა- მენ და იმახსოვრებენ ერთი 
რომელიმე ტიპის ინფორმაციას ანუ ადამიანთა უმეტესობას ინფორმაციის მიღების 
ერთი დომინანტური სტილი აქვს. გამო ყოფენ ვიზუალური, აუდიალური და 
კინესთეტიკური სტილის ადამიანებს.
14 
ვიზუალური სტილის ადამიანებს უადვილდებათ ახალი ინფორმაციის ვიზუალურად 
მიღება – სურათებით, დიაგრამებით, ცხრილებით; მათ ურჩევნი- ათ სასწავლო მასალას 
ხედავდნენ, ვიდრე ისმენდნენ ან რაიმეს აკეთებდნენ. საკლასო გარემოში მათთვის 
ყველაზე ეფექტური ვიზუალური მასალების გამოყენებაა. 
აუდიალური სტილის ადამიანებს ურჩევნიათ მასალა მოისმინონ; ისინი უკეთ 
იმახსოვრებენ საუბარს, დისკუსიას, დიალოგებს; მათ ასეთი სახით მიღებული მასალის 
გახსენებაც უადვილდებათ. ასეთი ადამიანებისათვის ყველაზე ეფექტური სწავლის 
პროცესში ლექციების მოსმენა, დისკუსიებსა და სემინარებში მონაწილეობის მიღებაა. 
კინესთეტიკური სტილის ადამიანებს უადვილდებათ სწავლა, როდესაც რაიმეს 
აკეთებენ, ჭრიან, აგებენ, აწყობენ ან ასრულებენ როლებს. მათ ურჩევნიათ ინფორმაცია 
გადაამუშავონ მოძრაობითა და დემონსტრირებით. ასეთი ადამიანები საკლასო 
გარემოში ყველაზე ადვილად მაშინ სწავლობენ, როდესაც ისინი ფიზიკურად 
აქტიურები არიან. 
კვლევებმა აჩვენა, რომ კლასისა და სასწავლო კურსისაგან დამოუკიდებლად 
სტუდენტების 29%-ში ვიზუალური სტილი დომინირებს, 34%-ში – აუდიალური, 
ხოლო 37%-ში – კინესთეტიკური. 
ცხადია, ძნელია სწავლის პროცესში ყველა სტუდენტს მისთვის სასურველი სახით 
მივაწოდოთ ინფორმაცია, თუმცა მასწავლებელმა სწავლის პროცესი ისე უნდა 
დაგეგმოს, რომ სასწავლო მასალა ყველასათვის ადვილად აღქმადი იყოს. ამის გამო 
რეკომენდებულია სწავლების მრავალფეროვანი, კომბინირებული მეთოდების 
გამოყენება, რაც ყველა სტუდენტს მეტ-ნაკლებად აქტიურს გახდის – საინტერესო 
ვიზუალური მასალების გამოყენება, მულტიმედია, გასაგები და საინტერესო 
არგუმენტები, სტუდენტების ჩართვა დისკუსიაში, დემონსტრირების და 
სიმულაციების გამოყენება, როლური თამაშები და ა.შ. 
ინფორმაციის გადამუშავება 
ჩვენ არა მხოლოდ ინფორმაციას ვიღებთ სამყაროდან, არამედ ვაწესრიგებთ, 
გადავამუშავებთ და ვინახავთ მას, რათა შემდგომში საჭირო დროს და ადგილას 
გამოვიყენოთ; მეცნიერების აზრით, ადამიანები ამას განსხვავებულად აკეთებენ; ზოგი 
უფრო სისტემატურად და მოწესრიგებულად, ზოგი კი უფრო არაორგნიზებულად, 
მოუწესრიგებლად. 
გამოყოფენ ორ განზომილებას: აღქმისა და ინფორმაციის გადამუშავების. აღქმის 
მიხედვით განასხვავებენ კონკრეტული და აბსტრაქტული აღქმის სტილის ადამიანებს, 
ხოლო ინფორმაციის გადამუშავების მიხედვით – ორგანიზებული და 
არაორგანიზებული სტილის ადამიანებს.
15 
კონკრეტული აღქმის ადამიანები მეტად კონცენტრირებულები არიან ფიზიკურ 
რეალობაზე, რასაც ხედავენ, გრძნობენ, ესმით, ყნოსავენ და ეხებიან; ასეთი 
ადამიანები ობიექტურები არიან, მათ სწავლისას სჭირდებათ რაიმე ხელშესახები და 
რეალური ინფორმაცია, რასაც შეიგრძნობენ და აღიქვამენ. 
აბსტრაქტული აღქმის ადამიანებისთვის, პირიქით, უფრო მნიშვნელოვანია 
განზოგადებული აზრები, წარმოდგენები, თეორიები, პრინციპები. ისინი მეტად 
სუბიექტურები არიან, ვიდრე ობიექტურები. ისინი თეორიებისა და კონცეფციების 
სამყაროში ცხოვრობენ. მათ სწავლის პროცესში თეორიების, ზოგადი პრინციპების 
ცოდნა ესაჭიროებათ. 
ინფორმაციის გადამუშავება, როგორც სიტყვა მიუთითებს, ნიშნავს ინფორმაციის 
მოწესრიგებას, გადამუშავებას და შენახვას. ორგანიზებული სტილის ადამიანები 
ინფორმაციას სისტემატიურად და თანამიმდევრულად აწესრიგებენ; ისინი 
ლოგიკურები და ზუსტები არიან. მათ ახასიათებთ სწორხაზოვანი, კარგად 
მოწესრიგებული, ლოგიკური აზროვნება. სწავლის პროცესში მათ უყვართ სიზუსტე და 
გარკვეულობა. 
მათგან განსხვავებით, არაორგანიზებული სტილის ადამიანები მენტალურად 
ქაოტურები არიან. ისინი უფრო ინტუიტურები არიან აზროვნებაში, მასალის 
დამახსოვრებაში, ვიდრე ლოგიკურები. მათ უფრო უადვილდებათ მოვლენის 
ერთიანობაში წარმოდგენა და დანახვა, ვიდრე მოვლენის შემადგენელი ცალკეული 
ნაწილების აღქმა. სწავლის პროცესში მათ არ უყვართ ჩარჩოები და წესები. 
ამ ორი განზომილების მიხედვით გამოყოფენ 4 ტიპის ადამიანს: კონკრეტული 
არაორგანიზებული, კონკრეტული ორგანიზებული, აბსტრაქტული არაორგანიზებული 
და აბსტრაქტული ორგანიზებული. 
ყველა ადამიანს აქვს ოთხივე სტილი, თუმცა ადამიანების უმეტესობას რომელიმე 
მათგანი უფრო დომინანტური აქვს. 
ეს მოდელი ძალიან კარგად გამოხატავს ადამიანებს შორის განსხვავებას. მაგ, 
კონკრეტული და ორგანიზებული ტიპის სტუდენტებს უფრო უადვილდებათ სწავლა, 
როდესაც მასალა და სწავლის პროცესი კარგად არის სტრუქტურირებული, აქვთ 
დეტალური ინსტრუქციები, კარგად განსაზღვრული წესები, მოკლე, მაგრამ მკაფიოდ 
ფორმულირებული ამოცანები; გამოკვეთილი აბსტრაქტული და არაორგანიზებული 
ტიპის სტუდენტებს, მაგ.: სწავლა ურ ჩევნიათ არასტრუქტურირებულ ჯგუფურ 
გარემოში, უყვართ საუბარი, მსჯელობა, გონებრივი იერიშით ახალი იდეების 
შეგროვება, თავისუფლება სასწავლო სიტუაციაში. 
ცხრილში 2.1 მოცემულია ოთხივე სტილის მოკლე აღწერა. 
აბსტრაქტული ორგანიზებული კონკრეტული ორგანიზებული
16 
კითხვა, მსჯელობა, 
დისკუსიაში 
ჩართვა, ახალი 
იდეები, ცოდნის 
შეძენა, ლოგიკა, 
ტესტები, 
ჰიპოთეზების 
ჩამოყალიბება, 
გონებრივი 
სავარჯიშოები, 
კვლევა 
ანალიზი, შეფსევბა, 
ლექციების 
მოსმენა, 
აკადემუირ 
საქმიანობა, კვლევა, 
ფილოსოფია, 
ობიექტურობა, 
ინტელექტუალური 
საქმიანობა, 
წესრიგი 
მაგალითები, 
მონაცემები და 
რიცხვები, 
დიაგრამები, 
კომპიუტერი, 
რეალური 
გამოცდილება,რუკები, 
მოკლე ინსტრუქციები 
წესები, გეგმები, 
მეთოდოლოგია, 
საველე გასვლები, 
წესრიგი, 
კონკრეტიკა 
კონკრეტული არაორგანიზებული აბსტარაქტული არაორგანიზებული 
პრობლემის 
საკუთარი განრიგი, 
ჯგუფური მუშაობა, 
გადაჭრა, 
ექსპერიმენტები, 
საკუთარი 
დამოუკიდებლობა, 
შემოქმედებითობა, 
მოსაზრებების ქონა, 
არჩევანის 
გამოწვევევბი, 
ვიზუალიზაცია, 
გაკეთება, ღია– 
თამაშები, 
მოძრაობა, იუმორი, 
შეკითხვები, 
მოქნილობა. 
ინტუიცია, ემოციები 
სურათები/ არა 
თვითგამოხატვა, 
დეტალები, 
თანამშრომლობა 
ორიგინალობა, 
ნაკლები 
შეზღუდვები, 
რისკი, ბევრი 
რესურსები 
წარმოდგენა, ღია– 
შეკითხვები, 
განხილვები, 
დრამა, მედია, 
ფანტაზია, პოეზია, 
არასწორხაზოვნება, 
სპონტანურობა, 
სუბიექტურობა

More Related Content

What's hot

სასწავლო პროცესის დაგეგმვა
სასწავლო პროცესის დაგეგმვასასწავლო პროცესის დაგეგმვა
სასწავლო პროცესის დაგეგმვაRusudan Gonashvuli
 
თვითშეფასების რეფლექსია
თვითშეფასების რეფლექსიათვითშეფასების რეფლექსია
თვითშეფასების რეფლექსიაnunukailuridze60
 
პროექტის შაბლონი
პროექტის შაბლონიპროექტის შაბლონი
პროექტის შაბლონიLela Chaava
 
მასწავლებლის თვითშეფასების კითხვარი
მასწავლებლის თვითშეფასების კითხვარიმასწავლებლის თვითშეფასების კითხვარი
მასწავლებლის თვითშეფასების კითხვარიDavit Chivadze
 
პროექტის შეფასების რუბრიკა
პროექტის შეფასების რუბრიკაპროექტის შეფასების რუბრიკა
პროექტის შეფასების რუბრიკაJimsheleishvili Laura
 
საგანმანათლებლო პროექტი
საგანმანათლებლო პროექტისაგანმანათლებლო პროექტი
საგანმანათლებლო პროექტიKhatuna Tsikhelashvili
 
პროექტის დაგეგმვა
პროექტის დაგეგმვაპროექტის დაგეგმვა
პროექტის დაგეგმვაAna Meladze
 
გაკვეთილის ანალიზის სახეები
გაკვეთილის ანალიზის სახეებიგაკვეთილის ანალიზის სახეები
გაკვეთილის ანალიზის სახეებიRusudan Gonashvuli
 
პროექტის გეგმა
პროექტის გეგმაპროექტის გეგმა
პროექტის გეგმაInga Sharadze
 
გამჭოლი კომპეტენციები
გამჭოლი კომპეტენციებიგამჭოლი კომპეტენციები
გამჭოლი კომპეტენციებიNino Akhalkatsi
 
კომპლექსური დავალება კომიქსის შექმნა ფიროსმანის პერსონაჟებით.pptx
კომპლექსური დავალება კომიქსის შექმნა ფიროსმანის პერსონაჟებით.pptxკომპლექსური დავალება კომიქსის შექმნა ფიროსმანის პერსონაჟებით.pptx
კომპლექსური დავალება კომიქსის შექმნა ფიროსმანის პერსონაჟებით.pptxMarine Rekhviashvili
 
გონებრივი იერიში
გონებრივი იერიშიგონებრივი იერიში
გონებრივი იერიშიNino Akhalkatsi
 
რა არის პორტფოლიო
რა არის პორტფოლიორა არის პორტფოლიო
რა არის პორტფოლიოOlgha Bochorishvili
 
გაკვეთილის დაგეგმვის პროცესი
გაკვეთილის დაგეგმვის პროცესიგაკვეთილის დაგეგმვის პროცესი
გაკვეთილის დაგეგმვის პროცესინინო კაჟაშვილი
 

What's hot (20)

კვლევა
კვლევაკვლევა
კვლევა
 
სასწავლო პროცესის დაგეგმვა
სასწავლო პროცესის დაგეგმვასასწავლო პროცესის დაგეგმვა
სასწავლო პროცესის დაგეგმვა
 
თვითშეფასების რეფლექსია
თვითშეფასების რეფლექსიათვითშეფასების რეფლექსია
თვითშეფასების რეფლექსია
 
მეთოდები და აქტივობები
მეთოდები  და  აქტივობებიმეთოდები  და  აქტივობები
მეთოდები და აქტივობები
 
სასწავლო პროექტი
სასწავლო პროექტისასწავლო პროექტი
სასწავლო პროექტი
 
ჯიგსოუ
ჯიგსოუჯიგსოუ
ჯიგსოუ
 
პროექტის შაბლონი
პროექტის შაბლონიპროექტის შაბლონი
პროექტის შაბლონი
 
მასწავლებლის თვითშეფასების კითხვარი
მასწავლებლის თვითშეფასების კითხვარიმასწავლებლის თვითშეფასების კითხვარი
მასწავლებლის თვითშეფასების კითხვარი
 
პროექტის შეფასების რუბრიკა
პროექტის შეფასების რუბრიკაპროექტის შეფასების რუბრიკა
პროექტის შეფასების რუბრიკა
 
საგანმანათლებლო პროექტი
საგანმანათლებლო პროექტისაგანმანათლებლო პროექტი
საგანმანათლებლო პროექტი
 
შეფასება
შეფასებაშეფასება
შეფასება
 
პროექტის დაგეგმვა
პროექტის დაგეგმვაპროექტის დაგეგმვა
პროექტის დაგეგმვა
 
გაკვეთილის ანალიზის სახეები
გაკვეთილის ანალიზის სახეებიგაკვეთილის ანალიზის სახეები
გაკვეთილის ანალიზის სახეები
 
პროექტის გეგმა
პროექტის გეგმაპროექტის გეგმა
პროექტის გეგმა
 
პროექტის გეგმა სრული
პროექტის გეგმა სრულიპროექტის გეგმა სრული
პროექტის გეგმა სრული
 
გამჭოლი კომპეტენციები
გამჭოლი კომპეტენციებიგამჭოლი კომპეტენციები
გამჭოლი კომპეტენციები
 
კომპლექსური დავალება კომიქსის შექმნა ფიროსმანის პერსონაჟებით.pptx
კომპლექსური დავალება კომიქსის შექმნა ფიროსმანის პერსონაჟებით.pptxკომპლექსური დავალება კომიქსის შექმნა ფიროსმანის პერსონაჟებით.pptx
კომპლექსური დავალება კომიქსის შექმნა ფიროსმანის პერსონაჟებით.pptx
 
გონებრივი იერიში
გონებრივი იერიშიგონებრივი იერიში
გონებრივი იერიში
 
რა არის პორტფოლიო
რა არის პორტფოლიორა არის პორტფოლიო
რა არის პორტფოლიო
 
გაკვეთილის დაგეგმვის პროცესი
გაკვეთილის დაგეგმვის პროცესიგაკვეთილის დაგეგმვის პროცესი
გაკვეთილის დაგეგმვის პროცესი
 

Viewers also liked

ინფორმაცია 1კლასი
ინფორმაცია 1კლასიინფორმაცია 1კლასი
ინფორმაცია 1კლასიDato Tedeishvili
 
ჯანსაღი ცხოვრების წესი - გეგმა
ჯანსაღი ცხოვრების წესი - გეგმაჯანსაღი ცხოვრების წესი - გეგმა
ჯანსაღი ცხოვრების წესი - გეგმაninochi68
 
შეფასების სქემები
შეფასების სქემებიშეფასების სქემები
შეფასების სქემებიJimsheleishvili Laura
 
გაკვეთილის გეგმის ძირითადი კომპონენტები და მათ შორის ურთიერთკავშირი
გაკვეთილის გეგმის ძირითადი კომპონენტები და მათ შორის ურთიერთკავშირიგაკვეთილის გეგმის ძირითადი კომპონენტები და მათ შორის ურთიერთკავშირი
გაკვეთილის გეგმის ძირითადი კომპონენტები და მათ შორის ურთიერთკავშირიOlgha Bochorishvili
 

Viewers also liked (7)

ირმას ბლუმი
ირმას ბლუმიირმას ბლუმი
ირმას ბლუმი
 
ინფორმაცია 1კლასი
ინფორმაცია 1კლასიინფორმაცია 1კლასი
ინფორმაცია 1კლასი
 
ჯანსაღი ცხოვრების წესი - გეგმა
ჯანსაღი ცხოვრების წესი - გეგმაჯანსაღი ცხოვრების წესი - გეგმა
ჯანსაღი ცხოვრების წესი - გეგმა
 
Gakvetilis Gegma
Gakvetilis GegmaGakvetilis Gegma
Gakvetilis Gegma
 
შეფასების სქემები
შეფასების სქემებიშეფასების სქემები
შეფასების სქემები
 
გაკვეთილის გეგმის ძირითადი კომპონენტები და მათ შორის ურთიერთკავშირი
გაკვეთილის გეგმის ძირითადი კომპონენტები და მათ შორის ურთიერთკავშირიგაკვეთილის გეგმის ძირითადი კომპონენტები და მათ შორის ურთიერთკავშირი
გაკვეთილის გეგმის ძირითადი კომპონენტები და მათ შორის ურთიერთკავშირი
 
გეგმა კონსპექტი ბუნებაში
გეგმა კონსპექტი ბუნებაშიგეგმა კონსპექტი ბუნებაში
გეგმა კონსპექტი ბუნებაში
 

Similar to ბლუმის განათლების მიზნები

პროექტგაკვეთილი
პროექტგაკვეთილიპროექტგაკვეთილი
პროექტგაკვეთილიRusudan Gonashvuli
 
მეტაკოგნიცია-სწავლის სწავლა
მეტაკოგნიცია-სწავლის სწავლამეტაკოგნიცია-სწავლის სწავლა
მეტაკოგნიცია-სწავლის სწავლაAdelina Ahadova
 
ბლუმის ტაქსონომია
ბლუმის ტაქსონომიაბლუმის ტაქსონომია
ბლუმის ტაქსონომიაnonakapanadze
 
კომუნიკაცია
კომუნიკაციაკომუნიკაცია
კომუნიკაციაRusudan Gonashvuli
 
კვლევა
კვლევაკვლევა
კვლევაNatia Gvilia
 
სწავლების სამფაზიანი მოდელი
სწავლების სამფაზიანი მოდელისწავლების სამფაზიანი მოდელი
სწავლების სამფაზიანი მოდელინინო კაჟაშვილი
 
Fiqria vasa zis kvlevis angarisi
Fiqria vasa zis kvlevis angarisiFiqria vasa zis kvlevis angarisi
Fiqria vasa zis kvlevis angarisissuser40ab08
 
საკონფერენციო თემა 2013 prezentacia
საკონფერენციო თემა 2013 prezentaciaსაკონფერენციო თემა 2013 prezentacia
საკონფერენციო თემა 2013 prezentaciaNargiz Kiliptari
 
პროექტები
პროექტებიპროექტები
პროექტებიMaia Siradze
 
საკლასო პლაკატის დამზადება
საკლასო პლაკატის დამზადებასაკლასო პლაკატის დამზადება
საკლასო პლაკატის დამზადებაritadateshidze
 
კითხვარი 10
კითხვარი 10კითხვარი 10
კითხვარი 10daliodisharia
 
სასწავლო პროექტის შაბლონის გეგმა (2).doc(ახალი)
სასწავლო პროექტის შაბლონის გეგმა (2).doc(ახალი)სასწავლო პროექტის შაბლონის გეგმა (2).doc(ახალი)
სასწავლო პროექტის შაბლონის გეგმა (2).doc(ახალი)Maia Siradze
 
სასწავლო პროექტის შაბლონის გეგმა (2).doc(ახალი)
სასწავლო პროექტის შაბლონის გეგმა (2).doc(ახალი)სასწავლო პროექტის შაბლონის გეგმა (2).doc(ახალი)
სასწავლო პროექტის შაბლონის გეგმა (2).doc(ახალი)Maia Siradze
 
კვლევის პრეზენტაცია
კვლევის პრეზენტაციაკვლევის პრეზენტაცია
კვლევის პრეზენტაციაmarine kvaratskhelia
 
სასწავლო პროექტის შაბლონის გეგმა (2).doc(ახალი)
სასწავლო პროექტის შაბლონის გეგმა (2).doc(ახალი)სასწავლო პროექტის შაბლონის გეგმა (2).doc(ახალი)
სასწავლო პროექტის შაბლონის გეგმა (2).doc(ახალი)Maia Siradze
 
სასწავლო პროექტის შაბლონის გეგმა (2).doc(ახალი)
სასწავლო პროექტის შაბლონის გეგმა (2).doc(ახალი)სასწავლო პროექტის შაბლონის გეგმა (2).doc(ახალი)
სასწავლო პროექტის შაბლონის გეგმა (2).doc(ახალი)Maia Siradze
 
Unit plan template_overview
Unit plan template_overviewUnit plan template_overview
Unit plan template_overviewDaria Gabashvili
 
Unit plan template_overview
Unit plan template_overviewUnit plan template_overview
Unit plan template_overviewDaria Gabashvili
 

Similar to ბლუმის განათლების მიზნები (20)

პროექტგაკვეთილი
პროექტგაკვეთილიპროექტგაკვეთილი
პროექტგაკვეთილი
 
მეტაკოგნიცია-სწავლის სწავლა
მეტაკოგნიცია-სწავლის სწავლამეტაკოგნიცია-სწავლის სწავლა
მეტაკოგნიცია-სწავლის სწავლა
 
ბლუმის ტაქსონომია
ბლუმის ტაქსონომიაბლუმის ტაქსონომია
ბლუმის ტაქსონომია
 
კომუნიკაცია
კომუნიკაციაკომუნიკაცია
კომუნიკაცია
 
კვლევა
კვლევაკვლევა
კვლევა
 
სწავლების სამფაზიანი მოდელი
სწავლების სამფაზიანი მოდელისწავლების სამფაზიანი მოდელი
სწავლების სამფაზიანი მოდელი
 
Fiqria vasa zis kvlevis angarisi
Fiqria vasa zis kvlevis angarisiFiqria vasa zis kvlevis angarisi
Fiqria vasa zis kvlevis angarisi
 
საკონფერენციო თემა 2013 prezentacia
საკონფერენციო თემა 2013 prezentaciaსაკონფერენციო თემა 2013 prezentacia
საკონფერენციო თემა 2013 prezentacia
 
პროექტები
პროექტებიპროექტები
პროექტები
 
ვორქშოპი
ვორქშოპივორქშოპი
ვორქშოპი
 
საკლასო პლაკატის დამზადება
საკლასო პლაკატის დამზადებასაკლასო პლაკატის დამზადება
საკლასო პლაკატის დამზადება
 
კითხვარი 10
კითხვარი 10კითხვარი 10
კითხვარი 10
 
სასწავლო პროექტის შაბლონის გეგმა (2).doc(ახალი)
სასწავლო პროექტის შაბლონის გეგმა (2).doc(ახალი)სასწავლო პროექტის შაბლონის გეგმა (2).doc(ახალი)
სასწავლო პროექტის შაბლონის გეგმა (2).doc(ახალი)
 
სასწავლო პროექტის შაბლონის გეგმა (2).doc(ახალი)
სასწავლო პროექტის შაბლონის გეგმა (2).doc(ახალი)სასწავლო პროექტის შაბლონის გეგმა (2).doc(ახალი)
სასწავლო პროექტის შაბლონის გეგმა (2).doc(ახალი)
 
კვლევის პრეზენტაცია
კვლევის პრეზენტაციაკვლევის პრეზენტაცია
კვლევის პრეზენტაცია
 
სასწავლო პროექტის შაბლონის გეგმა (2).doc(ახალი)
სასწავლო პროექტის შაბლონის გეგმა (2).doc(ახალი)სასწავლო პროექტის შაბლონის გეგმა (2).doc(ახალი)
სასწავლო პროექტის შაბლონის გეგმა (2).doc(ახალი)
 
სასწავლო პროექტის შაბლონის გეგმა (2).doc(ახალი)
სასწავლო პროექტის შაბლონის გეგმა (2).doc(ახალი)სასწავლო პროექტის შაბლონის გეგმა (2).doc(ახალი)
სასწავლო პროექტის შაბლონის გეგმა (2).doc(ახალი)
 
gakvetilis gegma.docx
gakvetilis gegma.docxgakvetilis gegma.docx
gakvetilis gegma.docx
 
Unit plan template_overview
Unit plan template_overviewUnit plan template_overview
Unit plan template_overview
 
Unit plan template_overview
Unit plan template_overviewUnit plan template_overview
Unit plan template_overview
 

More from Rusudan Gonashvuli

სამეტყველო ბგერები
სამეტყველო ბგერებისამეტყველო ბგერები
სამეტყველო ბგერებიRusudan Gonashvuli
 
სამეტყველო ბგერები
სამეტყველო ბგერებისამეტყველო ბგერები
სამეტყველო ბგერებიRusudan Gonashvuli
 
Training on teaching with technology with for teachers in Georgia
Training on teaching with technology with for teachers in GeorgiaTraining on teaching with technology with for teachers in Georgia
Training on teaching with technology with for teachers in GeorgiaRusudan Gonashvuli
 
დაბალი აკადემიური მოსწრების პროფილაქტიკა
დაბალი აკადემიური მოსწრების პროფილაქტიკადაბალი აკადემიური მოსწრების პროფილაქტიკა
დაბალი აკადემიური მოსწრების პროფილაქტიკაRusudan Gonashvuli
 
თავსატეხების აწყობა
თავსატეხების აწყობა თავსატეხების აწყობა
თავსატეხების აწყობა Rusudan Gonashvuli
 
კომუნიკაცია,ნაწილი 2pptx
კომუნიკაცია,ნაწილი 2pptxკომუნიკაცია,ნაწილი 2pptx
კომუნიკაცია,ნაწილი 2pptxRusudan Gonashvuli
 
სასწავლო პროცესის დაგეგმვა და წარმართვა
სასწავლო პროცესის დაგეგმვა და წარმართვასასწავლო პროცესის დაგეგმვა და წარმართვა
სასწავლო პროცესის დაგეგმვა და წარმართვაRusudan Gonashvuli
 
სააზროვნო უნარების განვითარების ეფექტური სტრატეგიები
სააზროვნო უნარების განვითარების ეფექტური სტრატეგიებისააზროვნო უნარების განვითარების ეფექტური სტრატეგიები
სააზროვნო უნარების განვითარების ეფექტური სტრატეგიებიRusudan Gonashvuli
 
როგორ გავაკეთოთ კარგი პრეზენტაცია
როგორ გავაკეთოთ კარგი პრეზენტაციაროგორ გავაკეთოთ კარგი პრეზენტაცია
როგორ გავაკეთოთ კარგი პრეზენტაციაRusudan Gonashvuli
 
ეროვნული სასწავლო გეგმა
ეროვნული სასწავლო გეგმაეროვნული სასწავლო გეგმა
ეროვნული სასწავლო გეგმაRusudan Gonashvuli
 
learningapps.org პლატფორმა
 learningapps.org პლატფორმა learningapps.org პლატფორმა
learningapps.org პლატფორმაRusudan Gonashvuli
 

More from Rusudan Gonashvuli (13)

სამეტყველო ბგერები
სამეტყველო ბგერებისამეტყველო ბგერები
სამეტყველო ბგერები
 
სამეტყველო ბგერები
სამეტყველო ბგერებისამეტყველო ბგერები
სამეტყველო ბგერები
 
Training on teaching with technology with for teachers in Georgia
Training on teaching with technology with for teachers in GeorgiaTraining on teaching with technology with for teachers in Georgia
Training on teaching with technology with for teachers in Georgia
 
დაბალი აკადემიური მოსწრების პროფილაქტიკა
დაბალი აკადემიური მოსწრების პროფილაქტიკადაბალი აკადემიური მოსწრების პროფილაქტიკა
დაბალი აკადემიური მოსწრების პროფილაქტიკა
 
Photo dvd maker professional
Photo dvd maker professionalPhoto dvd maker professional
Photo dvd maker professional
 
თავსატეხების აწყობა
თავსატეხების აწყობა თავსატეხების აწყობა
თავსატეხების აწყობა
 
კომუნიკაცია,ნაწილი 2pptx
კომუნიკაცია,ნაწილი 2pptxკომუნიკაცია,ნაწილი 2pptx
კომუნიკაცია,ნაწილი 2pptx
 
სასწავლო პროცესის დაგეგმვა და წარმართვა
სასწავლო პროცესის დაგეგმვა და წარმართვასასწავლო პროცესის დაგეგმვა და წარმართვა
სასწავლო პროცესის დაგეგმვა და წარმართვა
 
ინკლუზია
ინკლუზიაინკლუზია
ინკლუზია
 
სააზროვნო უნარების განვითარების ეფექტური სტრატეგიები
სააზროვნო უნარების განვითარების ეფექტური სტრატეგიებისააზროვნო უნარების განვითარების ეფექტური სტრატეგიები
სააზროვნო უნარების განვითარების ეფექტური სტრატეგიები
 
როგორ გავაკეთოთ კარგი პრეზენტაცია
როგორ გავაკეთოთ კარგი პრეზენტაციაროგორ გავაკეთოთ კარგი პრეზენტაცია
როგორ გავაკეთოთ კარგი პრეზენტაცია
 
ეროვნული სასწავლო გეგმა
ეროვნული სასწავლო გეგმაეროვნული სასწავლო გეგმა
ეროვნული სასწავლო გეგმა
 
learningapps.org პლატფორმა
 learningapps.org პლატფორმა learningapps.org პლატფორმა
learningapps.org პლატფორმა
 

ბლუმის განათლების მიზნები

  • 1. პრეზენტაცია მომზადებულია მასწავლებლის სახლის მასალაზე დაყრდნობით განათლების მიზნების ტაქსონომია ბლუმის ტაქსონომია რუსუდან გონაშვილი
  • 2. 1 განათლების მიზნების (ბლუმის) ტაქსონომია (მოქნილი და კრეატიული სასწავლო გეგმების შედგენის ერთ-ერთი წინაპირობა) გადაავლეთ თვალი თქვენს პედაგოგიურ პრაქტიკას და პასუხი გაეცით შემდეგ კითხვას: დავალებები, რომელსაც მოსწავლეებს აძლევთ ძირითადად, რა ტიპის აზროვნებას მოითხოვს:  ფაქტებისა და ტერმინების დამახსოვრებას?  სიტუაციის, ამოცანის, პრობლემის გაანალიზებას?  ძირითადი იდეების გაგებას?  შეფასებების გაკეთებას ან მოსაზრებების გამოთქმას?  ინფორმაციის გამოყენებას პრობლემის გადასაჭრელად?  ახალი რაღაცის შექმნას ან ფორმირებას? სააზროვნო უნარ-ჩვევების განვითარება ეროვნული სასწავლო გეგმის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანია. ბოლო წლებში დასავლეთის საგანმანათლებლო სივრცეში სულ უფრო მეტად საუბრობენ რთული სააზროვნო უნარ-ჩვევების - კრიტიკულ, შემოქმედებით და რეფლექსიური აზროვნების სწავლებაზე. ბლუმის ტაქსონომია და მისი გამოყენება სხვადასხვა სასწავლო დისციპლინებში ბენჯამენ ბლუმმა და მისმა კოლეგებმა შეიმუშავეს ტაქსონომია, ანუ კლასიფიკაციის სისტემა განათლების მიზნებისათვის. ბლუმის ტაქსონომია ადამიანის აქტივობის სამ სფეროს აღწერს:  კოგნიტურს (შემეცნებითს): ინტელექტუალური შესაძლებლობები, ცოდნა, აზროვნება;  აფექტურს (ემოციურს): გრძნობები, ემოციები, განწყობები;  ფსიქომოტორულს : უნარ-ჩვევები. სამივე სფეროში კატეგორიები დაყოფილია იერარქიებად სირთულის მიხედვით. ბლუმის ტაქსონომიის მიხედვით ყოველ შემდეგ საფეხურზე გადასვლა შესაძლებელია მხოლოდ წინა კატეგორიის შესაბამისი ჩვევების დაუფლების შემდეგ.
  • 3. 2 კოგნიტური სფეროს ტაქსონომია კატეგორია აქტივობები მაგალითი ფრაზები შედეგის აღსაწერად, შეკითხვები ცოდნა გახსენება ან ნასწავლის ცნობა ისე, რომ არ არის აუცილებელი მისი გაგება, გამოყენება რომელია იტალიის დედაქალაქი? ჩამოთვალე, დაასახელე, მოიყვანე ციტატა... ვინ? სად? როდის? როგორ? აღწერე. გაგება მასალის წვდომის დემონსტრირება, ისე რომ არ არის აუცილებელი დაუკავშირო ის სხვა რამეს განმარტეთ თქვენი სიტყვებით, ავტორის რა შეხედულება ჩანს ნაწარმოების ამ მონაკვეთში ახსენი შენი სიტყვებით, აღწერე რა დაინახე, რა გაიგე. აღწერე და სცადე ინტერპრეტაცია. გამოყენება ზოგადი ინფორმაციის გამოყენება კონკრეტული პრობლემის გადასაჭრელად ერთი სწორი პასუხის საშუალებით გაზომე სამკუთხედის ფართობი, გამოიყენე ეს კონკრეტული წესი. დაამტკიცე, დააკავშირე, მიუსადაგე. ანალიზი კრიტიკული აზროვნება, რაღაცის დაყოფა შემადგენელ ნაწილებად, მიზეზებისა და მოტივების გამოვლენა გაანალიზეთ ლექსი, ორი მახასიათებლის მიხედვით. რამ იქონია გავლენა--- ზე? ჩამოთვლილთაგან რომელია მოსაზრება, რომელი ფაქტი? გამოყავი, დაახარისხე, განაცალკევე. სინთეზი დივერგენტული, შემოქმედებითი, ორიგინალური აზროვნება, სხვადასხვა იდეის გამოყენებით ახალი თვალსაზრისის ან ახალი პროდუქტის შექმნა შექმენი ამ მოწყობილობის გაუმჯობესებული მოდელი როგორ შეიძლება გადაიჭრას ეს პრობლემა? სცადე სხვადასხვა იდეების კომბინირება, განაზოგადე, გადმოეცი მთავარი აზრი.. შეფასება მასალის ან მეთოდის ღირებულების განსჯა, რამდენად შეიძლება მისი გამოყენება რაიმე სიტუაციაში არის თუ არა უკეთესი ალტერნატიული გადაწყვეტილება X საკითხთან დაკავშირებით? რომელია უკეთესი? რას ანიჭებთ უპირატესობას? შეადარე, გააკრიტიკე, აწონ-დაწონე, შეაფასე.. მოგვიანებით ბლუმმა და მისმა კოლეგებმა ასეთივე ტაქსონომია შეადგინეს სხვა სფეროებშიც. კოგნიტური მიზნების შედეგები უფრო თვალსაჩინოა, ამიტომ ბლუმის ტაქსონომია ძირითადად ამ სფეროში გამოიყენება.
  • 4. 3 აფექტური (ემოციურ-ღირებულებითი) სფეროს ტაქსონომია აქ შედის გარესამყაროს მოვლენებისადმი ემოციურ-პიროვნული დამოკიდებულებების ფორმირების მიზნები: აღქმა, ინტერესი, რეაგირებისადმი მზაობა, ღირებულებები, დამოკიდებულებები, გრძნობები, მათი გაცნობიერება, ფორმირება და ქცევაში გამოვლენა. სასწავლო მიზნების ძირითადი კატეგორიები ქცევის აღწერილობა ზოგადი აქტივობები მაგალითი აღქმა აქ იგულისხმება მოსწავლის მზაობა აღიქვას ესა თუ ის მოვლენა. მასწავლებლის მიზანია მიიზიდოს მოსწავლის ყურადღება ყურადღებით ათვალიერებს მხატვრობის, არქიტექტურის, ინტერიერის ნიმუშებს, ყურადღებით უსმენს სხვის მოსაზრებებს რაიმეს შესახებ... მოსწავლე ყურადღებით ისმენს ლექციას თემაზე: ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირება. რეაგირება: მოსწავლე ავლენს აქტივობას, ის არა მხოლოდ აღიქვამს, არამედ ავლენს საგნისადმი, ან მოვლენისადმი ინტერესს. ასრულებს საშინაო დავალებებს, ეხმარება, ექვემდებარება სკოლის წესებს, მონაწილეობს საკითხების განხილვაში, ინტერესს იჩენს სასწავლო საგნისადმი. მოსწავლე აღნიშნული საკითხის შესხებ მოიძიებს საჭირო ლიტერატურას, ამზადებს პრეზენტაციას: ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირებასთნ დაკავშირებით ღირებულე- ბის გააზრება- რეფლექსია: აქ იგულისხმება გარკვეული ღირებულებების გააზრება-მიღება, უპირატესობის მინიჭება მოსწავლე ავლენს სურვილს ისწავლოს მათემატიკა, ინგლისური, ან მუსიკა და სხვა. იცავს თავის იდეალებს და დარწმუნებულია მათში მოსწავლე იცავს თავის იდეალებს- დარწმუნებულია, რომ ტყეების გაჩეხვის პროცესის შეჩერებით შესაძლებელი იქნება რისკის შემცირება (მაგ მეწყერის). ღირებულება თა სისტემის ორგანიზება: ღირებულებების გააზრება და გამთლიანება, მათ შორის წინააღმდეგობე-ბის დაძლევა. ღირებულებების ფორმირება მათი მნიშვნელობისა და სიმყარის საფუძველზე. მოსწავლე იღებს საკუთარ ქცევაზე პასუხისმგებლობას, ესმის თავისი შესაძლებლობები და შეზღუდვები, აგებს გეგმებს ინტერესების, რწმენისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით. მოსწავლე იღებს საკუთარ ქცევაზე პასუხისმგებლობას, არ ანაგვიანებს გარემოს. ღირებულება თა სისტემის გათავისება და ქცევაში ასახვა: აქ ხდება ღირებულებების სრული გაშინაგნება/ინტერნალ იზაცია და მოქმედებებში გამოვლენა ავლენს დამოუკიდებლობას სწავლაში, თანამშრომლობაში. მზად არის გადახედოს თავის შეხედულებებს, შეცვალოს საჭიროების შემთხვევაში, ავლენს პირადი ჰიგიენისა და ჯანმრთელი ცხოვრების წესის ჩვევებს, აქვს ცხოვრებისეული კრედო მოსწავლე ავლენს დამოუკიდებლობას, თანამშრომლობს- მაგ. მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებაზე დაყრდნობით მუდამ ზრუნავს გარემოს დაცვაზე და სხვასაც მოუწოდებს.
  • 5. 4 მოტორული სფეროს ტაქსონომია სასწავლო მიზნების ძირითადი კატეგორიები ქცევის აღწერა დასაოსტატებელ ი მოქმედებების შესაფასებელი შედეგების აღწერა სიტყვები, რომლებიც უკეთ აღწერენ სფეროს მაგალითები იმიტაცია სხვისი მოქმედების მიბაძვა და გამეორება მასწავლებლის მოქმედებაზე დაკვირვება და გამეორება თვალი მიადევნე, გაიმეორე მოსწავლე ხედავს თუ როგორ წერს მასწავლებელი ასო შ-ს დაფაზე. მოსწავლე ჯერ გაუბედავად ცდილობს თავის რვეულში მის ჩაწერას. მანიპულაცია მოქმედების აღდგენა მითითების მიხედვით ან მეხსიერებით მოქმედების შესრულება წერილობით ან ვერბალური მითითების მიხედვით შეასრულე, განახორციელე, ააგე მოსწავლე მასწავლებლის მითითებით წერს ასოს - შ. სიზუსტე ჩვევის დამოუკიდებლად განხორციელება მოქმედების შესრულება მითითებისა და დახმარების გარეშე აჩვენე, დაასრულე, შეამოწმე, ზუსტად შეასრულე მოსწავლე მითითების გარეშე წერს ასოს - შ. ჩვევების კომბინირება ახალი, არასტანდარტული მიზნის მისაღწევად ჩვევის ინტეგრირება სხვადასხვა მოქმედებების დაკავშირება ახალი მოთხოვნების შესაბამისი მეთოდის შესამუშავებლად შეიმუშავე, შეაჯერე, გადაწყვიტე, გააერთიანე, შეიტანე ცვლილება, ივარჯიშე მოსწავლე მასწავლებლის დავალებით წერს სიტყვას, რომელიც ასო შ-ს შეიცავს. ნატურალიზაცია ავტომატიზირება, ცნობიერების მონაწილეობის გარეშე საჭიროებისამებრ მოქმედების განხორციელება; უმუშავდება მუშაობის საკუთარი სტილი. მიზნის, სტრატეგიის და მიდგომის განსაზღვრა სტრატეგიული საჭიროების მიხედვით გააკეთე, დააზუსტე, შექმენი მოსწავლემ უკვე იცის წერა, მას საკუთარი ხელწერაც გაaჩნია.
  • 6. 5 ჩვენ დაწვრილებით განვიხილავთ კოგნიტურ (შემეცნებით) სფეროს. ბლუმის მიხედვით, აზროვნების ან შემეცნების უნარი ექვს დონედ შეიძლება დაიყოს. ეს დონეებია: ცოდნა, გაგება, გამოყენება, ანალიზი, სინთეზი და შეფასება . აზროვნების ეს დონეები საფეხურებად არის განლაგებული, სადაც, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ყოველი მომდევნო დონე უფრო რთულდება და მოიცავს ერთ ან რამდენიმე წინა დონეს. ცოდნა, გაგება და გამოყენება ქვედა სააზროვნო დონეში მოიაზრება, მას რეპროდუქციულ დონეებსაც უწოდებენ; ხოლო ანალიზი, სინთეზი და შეფასება – ზედა დონეებია და ავითარებს მაღალ სააზროვნო უნარებს. ბლუმის მიხედვით განათლების მიზანია არა მხოლოდ ცოდნის დაგროვება, არამედ მაღალი დონის აზროვნების ფორმების ჩამოყალიბება. ბლუმის სააზროვნო უნარების კლასიფიკაცია სქემატურად შემდეგი სახით შეიძლება წარმოვიდგინოთ; განვიხილოთ ეს დონეები ცალ-ცალკე: შეფასება შე ფფ ასე ბა ასე ბა სინთეზი ანალიზი გამოყენება გაგება ცოდნა
  • 7. 6 ცოდნა ნიშნავს რაიმეს შესახებ ინფორმაციის ქონას და რაიმე საქმის ან მოქმედების შესასრულებლად საჭირო ხერხების ფლობას. ცოდნა განიხილება, როგორც აზროვნების ქვედა დონის უნარ-ჩვევა და მასში იგულისხმება:  ფაქტების, წესების, პრინციპების, თეორიების, თარიღების, პროცესების, ობიექტების, სტილის, მოვლენების ცნობა და დასახელება;  კონკრეტული მონაცემების, ტერმინოლოგიის, პროცედურების ცოდნა;  ინფორმაციის მოძიების პროცედურების ცოდნა;  კონკრეტულ მონაცემებთან მუშაობის ხერხების და საშუალებების ცოდნა: ა) წესების და კანონების ცოდნა; ბ) კლასიფიკაციებისა და კატეგორიების ცოდნა; გ) კრიტერიუმების ცოდნა; დ) მეთოდების ცოდნა;  სმენითი, წერილობითი და გრაფიკული ინფორმაციის დამახსოვრება და გახსენება მსგავსი ან ზუსტი ფორმით. ტიპიური ზმნები სასურველი ქმედების აღსაწერად ამ სასწავლო საფეხურზე არის: დასახელება, აღნიშვნა, ჩამოთვლა, ჩაწერა, მოყოლა. სქემა 1 - ცოდნის დონე - საკვანძო სიტყვები, შესაბამისი შეკითხვები და აქტივობები საკვანძო სიტყვები შეკითხვები აქტივობები მოყევი, თქვი, ჩამოთვალე დაასახელე, დაწერე ჩამოწერე. რა ორი მნიშვნელობა აქვს ამ სიტყვას? რამდენი მთავარი მოქმედი პირია მოთხრობაში? გაიხსენე, როგორ იწარმოება ზედსართავი სახელის ხარისხები? ჩამოწერე მჟავეების მიღების ხერხები. სიტყვის მნიშვნელობის ჩამოწერა, მთავარი მოვლენების ჩამონათვალების შედგენა, გრამატიკული წესის ჩამოყალიბება. აღწერე შეგიძლია ისაუბრო ავთანდილის რაინდულ თვისებებზე? რას გვეუბნება აკაკი საკუთარ ბავშვობაზე? პერსონაჟზე იმ ინფორმაციის ჩამოწერა, რაც დაგამახსოვრდა ნაწარმოების წაკითხვისას. მოვლენასთან დაკავშირებული ფაქტებისა თუ დეტალების ჩამოწერა. ამოიცანი, მოძებნე პოემის რომელი ნაწილიდან ვიგებთ საფარ- ბეგის უღირსი საქციელის შესახებ? გმირის მახასიათებლის მოძიება. გაგება განიხილება, როგორც აზროვნების ქვედა დონის უნარ-ჩვევა და, ზოგადად მასში იგულისხმება ნასწავლი მასალის მნიშვნელობის წვდომა. კერძოდ,  ფაქტების, წესების, პრინციპების, თეორიების, პროცესების, ობიექტების,
  • 8. 7 სტილის, მოვლენების საკუთარი სიტყვებით აღწერა;  ტექსტის ძირითადი აზრის საკუთარი სიტყვებით ახსნა მშობლიურ ენაზე;  ტექსტის შინაარსის გაგებაზე მიმართულ კითხვაზე პასუხის გაცემა;  სმენითი, წერილობითი და გრაფიკული ინფორმაციის ერთი ფორმიდან მეორეში გადატანა;  შესაბამისი მაგალითის მოყვანა;  საგნების, მოვლენების, პროცესებისა და სტილის თვალსაჩინო ნიშნით დახარისხება და დაჯგუფება. ტიპიური ზმნები (საკვანძო სიტყვები) : ახსნა, განმარტება, განსაზღვრა, დამტკიცება, დახარისხება, დაჯგუფება, პერეფრაზირება. სქემა 2 - გაგების დონე - საკვანძო სიტყვები, შესაბამისი შეკითხვები და აქტივობები საკვანძო სიტყვები შესაბამისი კითხვები აქტივობები საკუთარი სიტყვებით ახსნა, შეცვლა, ახსნა, განმარტება, გადათარგმნა. განმარტეთ თქვენი სიტყვებით. შეგიძლიათ ახსნათ გმირის საქციელი? მოთხრობის ილუსტრირება, მოთხრობის პიესად გადაკეთება, შინაარსის საკუთარი სიტყვებით გადმოცემა, ნახატის მიხედვით მოთხრობის შედგენა. მაგალითების მოყვანა, მოძებნა. შეგიძლიათ მოიყვანოთ მაგალითი? მოიყვანე მსგავსი მაგალითები პირადი გამოცდილებიდან. შეჯამება, დასკვნების გამოტანა, განვრცობა- განზოგადება, მიმოხილვა, გამოცნობა. რა უნდოდა ავტორს ეთქვა ამ სიტყვებით? რატომ მოიქცა გმირი ასე? რა დასკვნებს გამოიტანდით? დაწერეთ ნაწარმოების მოკლე გეგმა. მთავარი აზრის ამოცნობა, რეზიუმეს დაწერა ან ზეპირი შეჯამება. დაჯგუფება, დახარისხება თუ შეგიძლია, ნაწარმოებიდან გამოყავი განსხვავებული სოციალური ფენის პერსონაჟები. დააჯგუფე ქვეყნები სახელმწიფო წყობილებების მიხედვით. საგნების თვალსაჩინო ნიშნით დახარისხება გამოყენება განიხილება, როგორც აზროვნების ქვედა დონის უნარ-ჩვევა და, ზოგადად, მასში იგულისხმება ადრე ათვისებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება. კერძოდ,
  • 9. 8  ცოდნის სხვადასხვა სიტუაციაში (კონტექსტში) მოხმარება;  მოდელის მიხედვით (ნასწავლი წესის მიხედვით) დავალების, სამუშაოს შესრულება;  პროცედურის განხორციელება;  კანონზომიერების მოქმედების ფარგლების განსაზღვრა. ტიპიური ზმნები: გამოყენება, მიგნება, გამოთვლა, გადამუშავება, პოვნა, აღმოჩენა სქემა 3 - გამოყენების დონე - საკვანძო სიტყვები, შესაბამისი შეკითხვები და აქტივობები საკვანძო სიტყვები შესაბამისი შეკითხვები აქტივობები გამოყენება, მართვა, ამოქმედება, შედგენა. მოცემული ფორმულის გამოყენებით გამოთვალე... როგორ ავამოქმედოთ მოწყობილობა? გადაიყვანე წინადადება ერთი გრამატიკული ფორმიდან მეორეში. საკლასო ოთახის ფართობის გამოთვლა, ორიენტირება რუკის ან სქემის გამოყენებით; მოწყობილობის მართვა სქემის მიხედვით. დემონსტრირება, ილუსტრირება, გამოსახვა ინსტრუქციის მიხედვით მოახდინე ცდის დემონსტრირება, ტექსტის მიხედვით მოახდინე გადაადგილების მარშრუტის ილუსტრირება. მონაცემთა შეგროვება, ორგანიზება და დიაგრამის ან ცხრილის საშუალებით მათი გამოსახვა; მონაცემთა ანალიზის ცხრილის ინტერპრეტირება. განხორციელება, შესრულება შეასრულე მუსიკალური ნაწარმოები. ინტერნეტის საშუალებით გადაიხადე კომუნალური გადასახადი. სასკოლო სპექტაკლის (სცენარის მიხედვით) დადგმა, საკრედიტო პროგრამის მიხედვით თანხის რაოდენობის გამოთვლა. გამოცდა, შემოწმება შეამოწმე პითაგორას თეორემის სამართლიანობა სფერულ გეომეტრიაში. მათემატიკური ფორმულის შემოწმება რეალურ სიტუაციაში. ანალიზი არის სააზროვნო უნარ-ჩვევა, რომლის დროსაც ხდება მთლიანი საგნის ცალკე ნაწილების, მხარეების და თვისებების გამოყოფა ადამიანის წარმოდგენაში. ცნობიერებაში ბლუმის მიხედვით, ანალიზი არის აზროვნების ზედა დონის უნარ-ჩვევა და მასში იგულისხმება:
  • 10. 9  მასალის (სტრუქტურის) შემადგენელ ნაწილებად დაყოფა: ნაწილების შედარება-შეპირისპირება, ნაწილებს შორის კავშირის ან სტრუქტურის დანახვა;  მოვლენის მიზეზის (დაფარული აზრის აღმოჩენა) ახსნა;  პროცესის კანონზომიერების გამოვლენა;  მიზეზებსა და შედეგებს შორის კავშირების დადგენა. ტიპიური ზმნები : შედარება, ანალიზირება, განსხვავება, შეპირისპირება, სტრუქტურირება, რეზიუმირება, გამოყოფა. სქემა 4 - ანალიზის დონე - საკვანძო სიტყვები, შესაბამისი შეკითხვები და აქტივობები საკვანძო სიტყვები შესაბამისი კითხვები აქტივობები გააანალიზე, ახსენი მიზეზი. რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი? თუ ეს მოხდა რა შედეგს მივიღებთ? მოპოვებული ინფორმაციის შეჯერება და დასკვნების გამოტანა. თავსატეხების ამოხსნა, კვლევის ანგარიშის მომზადება. ფუნქციონალური (არსებითი) კავშირების გამოყოფა, არსებითი ნიშნებით შედარება. შეადარე მსგავსი და განსხვავებული ნიშნების მიხედვით. შეგიძლია თუ არა განასხვავო... საკითხის განხილვა არსებითი ნიშნების მიხედვით. დამოკიდებულების ამოცნობა, ფარული აზრის გაგება, თვალსასზრისის განსაზღვრა. რა მოტივი ედო მის საქციელს საფუძვლად? რა არის მიზანი? ავტორის ჩანაფიქრის ამოცნობა, მთხრობელის მოტივის გაგება. ავტორის თვალსაზრისის განსაზღვრა. სინთეზი არის სააზროვნო უნარ-ჩვევა, რომელიც ანალიზის საწინააღმდეგო პროცესს წარმოადგენს. სინთეზი გულისხმობს ცალკე მოცემული ელემენტების (ნაწილების, თვისებების) გონებაში გაერთიანებას ახალი სტრუქტურული მთლიანობის სახით: მაგალითად, ნაწილებისგან ახალი მთელის შედგენა, ცალკე თვისებების გაერთიანება ახალი მთლიანი შინაარსის სახით და ა. შ. სინთეზური აზროვნება ეს არის დივერგენტული, შემოქმედებითი აზროვნება. შემოქმედებითი აზროვნება არის მოვლენათა ახლებურად ხედვის და პრობლემათა გადაჭრის ორიგინალური, მანამადე არარსებული გზის პოვნის უნარი. შემოქმედებითი
  • 11. 10 აზროვნების განმასხვავებელ ნიშნად ითვლება იდეათა ახლებური კავშირებისა და შეხამებების პოვნა. მას ხშირად კრეატიულობას უწოდებენ. ბლუმის მიხედვით, სინთეზი არის აზროვნების ზედა დონის უნარ-ჩვევა და მასში იგულისხმება:  ნაწილების შეერთება ახალი სტრუქტურის (მაგ. ტექსტის) შესაქმნელად  ჰიპოთეზის წამოყენება;  კვლევის ან რეფერატის დაგეგმვა;  შემოქმედებითი პროდუქტის შექმნა;  პრობლემის გადაჭრის ალტერნატიული გზების წამოყენება;  პრობლემის გადაჭრისათვის საჭირო მოქმედებების დაგეგმვა;  ახალი პროდუქტის (ინტელექტუალური ან მატერიალური) შექმნა ან გამოგონება. ტიპიური ზმნები : მოხაზვა, დაგეგმვა, განვითარება, დაპროექტება, კოორდინირება, მიგნება. სქემა 4 - სინთეზის დონე - საკვანძო სიტყვები, შესაბამისი შეკითხვები და აქტივობები საკვანძო სიტყვები შესაბამისი კითხვები აქტივობები შექმენი, მოიგონე შექმენი ამ მოწყობილობის გაუმჯობესებელი მოდელი, მოდელის შექმნა სპეციფიკური ნიშნით. შეთხზე, შექმენი შეთხზე სიუჟეტი ესსეს, მოთხრობის, სიმღერის დაწერა განჭვრიტე, მოახდინე პროგნოზირება იპოვნე პრობლემის გადაჭრის შესაძლო გზა. რა მოხდებოდა თუ... კვლევის დაგეგმვა, ჰიპოთეზების წამოყენება. შეფასება არის აზროვნების ზედა დონის უნარ-ჩვევა და ზოგადად გულისხმობს, არჩეული კრიტერიუმების (მაგალითად, რაოდენობა, ხარისხი, ხანგრძლივობა, და ა. შ.) გარკვეული კატეგორიისადმი მიკუთვნებას, სტანდარტებზე (ამ კრიტერიუმის შესაბამისი სტანდარტული საზომი ერთეულები, საზოგადოებაში მიღებული ნორმები, ღირებულებები და წესები) და პირობებზე (კონტექსტი, საზღვრები, რესურსები, მოქმედების დრო და ადგილი, სხვა) დაყრდნობით რაიმეზე მსჯელობას ან დასკვნების გამოტანას. კერძოდ:  საკუთარი პოზიციის (არჩევანის) არგუმენტირებული დასაბუთება;  გარკვეულ კრიტერიუმებზე ან სტანდარტებზე დაყრდნობით დასკვნების გაკეთება;  პოზიციისა და მისი კონტრარგუმენტების განხილვის საფუძველზე დასკვნის გამოტანა;
  • 12. 11  პრობლემის გადაჭრის რამდენიმე გზიდან ერთ-ერთის არჩევის მართებულობის დასაბუთება;  მოდელის (სისტემის) მოქმედების შეფასება;  მტკიცებულების (თეორიის, პრეზენტაციის) ღირებულების (მნიშვნელოვნების) დაზუსტება;  რამდენად შეესაბამება მიღებული დასკვნა იმ მონაცემებს, რომელთა საფუძველზეც დასკვნა გაკეთდა (მონაცემებისა და დასკვნების შესაბამისობის დადგენა). ტიპიური ზმნები : განსჯა, შეფასება, დადგენა, შემოწმება, გადამოწმება, გადაწყვეტილების მიღება, დასკვნა მოსწავლეებში შეფასების სააზროვნო უნარების განვითარება ხელს უწყობს მათში კრიტიკული აზროვნებაის ჩამოყალიბებას. კრიტიკული აზროვნება ეს არის მრავალმხრივი მიზნებით განპირობებული აზროვნება, რომლის დახმარებითაც ხდება არსებული ფაქტების, მსჯელობათა და წარმოდგენების ხელახალი გააზრება, დასაბუთებული და ყოველმხრივ აწონ-დაწონილი დასკვნის გამოტანის მიზნით. სქემა 5 - შეფასების დონე - საკვანძო სიტყვები, შესაბამისი შეკითხვები და აქტივობები საკვანძო სიტყვები შესაბამისი შეკითხვები აქტივობები განსაზღვრე პრიორიტეტები, გააკეთე რანჯირება რომელი უფრო ღირებულია...? რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი? ყველაზე ეფექტური გადაწყვეტილების შერჩევა. განსაჯე, გააკრიტიკე, არგუმენტირებულად დაასაბუთე, დაადასტურე, დაასაბუთე, რეკომენდაცია გაუწიე. ეთანხმები თუ არა...? დაიცავი შენი პოზიცია. როგორ დაასაბუთებ, როგორ გააბათილებ. მიგაჩნია თუ არა მართებულად და რატომ? მოცემულ საკითხთან დაკავშირებით დებატებში მონაწილეობა; მოსაზრებების გამოთქმა, გადაწყვეტილებების განსჯა, დასკვნების გამოტანა, რეკომენდაციების მომზადება, რჩევების მიცემა საჭირო ცვლილებების განსახორციელებლად. დაასკვენი, მიიღე გადაწყვეტილება, შეაჯამე. დაასაბუთე რომელია უფრო ეფექტიანი და რატომ? არის თუ არა უკეთესი ალტერნატიული მოცემულ მიზანთან მიმართებით ნაწარმოების, კვლევის ანგარიშის, თეორიის და ა.შ. ადექვატურობის განსაზღვრა. ნაწარმოების შფასება
  • 13. 12 გადაწყვეტილება ამ საკითხთან დაკავშირებით? მაგალითად; თემა ”ავტობიოგრაფია: მოსწავლემ უნდა: - დაასახელოს ის პუნქტები, რომლებიც აუცილებელად უნდა შედიოდეს ავტობიოგრაფიაში (პირველი დონე - ცოდნა ); - ახსნას, რატომ არის ღირებული უნაკლო ავტობიოგრაფია (მეორე დონე - გაგება); - მისი საკუთარი ბიოგრაფია ტაბელარულად შეადგინოს (მესამე დონე - გამოყენება); - ხელთ არესბული ბიოგრაფია გააანალიზოს შეიცავს თუ არა იგი ჭარბ მონაცემებს ან თუ აკლია რაიმე მონაცემი (მეოთხე დონე - ანალიზი); - ორი ბიოგრაფიის ერთმანეთთან შედარებით ჩამოაყალიბოს სანიმუშო საზოგადო მოღვაწის სახე (მეხუთე დონე - სინთეზი); - გადაწყვიტოს, შეიძლება თუ არა მის მიერ შედგენილი და ხელით დაწერილი ავტობიოგრაფია ამ სახით გაგზავნოს (მეექვსე დონე - შეფასება) ამრიგად, ცოდნას, გაგებას და გამოყენებას შეიძლება ვუწოდოთ აზროვნების ქვედა (დაბალი) დონის სააზროვნო უნარები, ხოლო ანალიზს, სინთეზს და შეფასებას - ზედა (მაღალი) დონის სააზროვნო უნარები. დღეს მეცნიერებში დიდი დავის საგანია, რომელი სააზროვნო უნარი უნდა იდგეს უფრო მაღლა - სინთეზი, თუ შეფასება. ერთმნიშვნელოვნად ამის მტკიცება რთულია - სინთეზი და შეფასება შესაძლოა გადანაცვლდეს იმისდა მიხედვით, თუ რა სახისაა შეფასება. თუ შეფასება არ არის სტრატეგიული და არ უკავშირდება გადაწყვეტილების მიღებას, მაშინ იგი უფრო ნაკლებად რთული სააზროვნო ოპერაცია იქნება, ვიდრე სინთეზი რაში ეხმარება პედაგოგს ბლუმის ტაქსონომიის ცოდნა . მისი დახმარებით შესაძლებელია; - სუფთა რეპროდუქტიული მიღწევები კოგნიტური მიღწევებისგან განვასხვავოთ; - გაკვეთილები (თემები) სირთულის მზარდი ხარისხით შეგნებულად დაგეგმოს; - გადაამოწმოს განსაზღვრული არსებული ცოდნა შესაბამისი მიზნებისათვის გამოდგება თუ არა; - მოსწავლეებს დააკვირდეს, აქვთ თუ არა უნარი განსაზღვრული ინტელექტუალური მიღწევებისთვის; - განსაზღვრულ ინტელექტუალურ უნარ-ჩვევებზე შეგნებულად ივარჯიშონ; - გაკვეთილი მარტო ცოდნის დონით არ შემოიფარგლოს; - საშინაო და საკლასო დავალებები და გამოცდები ისე იყოს ფორმულირებული, რომ შეიძლებოდეს მისი მიღწევის დონეებად დალაგება; - სწავლის შედეგები ობიექტურად შეფასდეს; - კოლეგებთან მოხდეს თანამშრომლობა მიღწევის დონეების შესახებ;
  • 14. 13 - სასწავლო გეგმები გააანალიზდეს იმის მიხედვით, თუ რამდენად დაძლიეს ინტელექტუალურად (კოგნიტურ სფეროში) მოსწავლეებმა ის, რაც მათ მოეთხოვებოდათ და ა.შ. სწავლის სტილი და გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტის თეორია ინდივიდუალური განსხვავებები სწავლის პროცესში ყველა ადამიანი ერთნაირად არ სწავლობს; ამას არაერთი კვლევა და მეცნიერი ამტკიცებს. ამასვე ადასტურებს მასწავლებლებისა და მოსწავლეების, სტუდენტების ყოველდღიური გამოცდილება; სწავლაზე გავლენას ახდენს ადამიანის კოგნიტური შესაძლებლობა, გამოცდილება და ინტერესები. ადამიანები განსხვავებულად აღიქვამენ, გადაამუშავებენ და იმახსოვრებენ ინფორმაციას; ამას სწავლის სტილს უწოდებენ; ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ადამიანს მხოლოდ ამ სტილით შეუძლია სწავლა, არამედ იმას, რომ ამ სტილით სწავლა მისთვის ყველაზე ადვილია და მოსახერხებელი. სწავლების დროს სტანდარტული მიდგომა ყველა სტუდენტისადმი ყვე ლა სიტუაციაში სულ უფრო არაეფექტური ხდება; თანამედროვე სწავლება ადამიანის ინდივიდუალურ შესაძლებლობებზეა ორიენტირებული; სწავლების პროცესი იმდაგვარად უნდა დაიგეგმოს, რომ ყველა სტუდენტს ჰქონდეს საკუთარი პოტენციალის განვითარების საშუალება. ჩვენ განვიხილავთ 3 მნიშვნელოვან საკითხს, რაც სწავლის პროცესში ინდივიდუალური განსხვავებების გათვალისწინებაში დაგვეხმარება; ესენია: სწავლის სენსორული სტილი, ინფორმაციის გადამუშავება და მრავალმხრივი ინტელექტი. სწავლის სენსორული სტილი: ვიზუალური, აუდიალური და კინესთეტიკური ინფორმაციას სამყაროდან აღქმით ვიღებთ. ჩვენ ვხედავთ საგნებს და მოვლენებს, გვესმის საუბარი და სიტყვები, შევიგრძნობთ ტემპერატურას და ა.შ. საერთოდ, სხვადასხვა სიტუაციაში განსხვავებული ტიპის ინფორმაციის მიღებაა საჭირო, თუმცა როგორც ცნობილია, ადამიანები უკეთ აღიქვა- მენ და იმახსოვრებენ ერთი რომელიმე ტიპის ინფორმაციას ანუ ადამიანთა უმეტესობას ინფორმაციის მიღების ერთი დომინანტური სტილი აქვს. გამო ყოფენ ვიზუალური, აუდიალური და კინესთეტიკური სტილის ადამიანებს.
  • 15. 14 ვიზუალური სტილის ადამიანებს უადვილდებათ ახალი ინფორმაციის ვიზუალურად მიღება – სურათებით, დიაგრამებით, ცხრილებით; მათ ურჩევნი- ათ სასწავლო მასალას ხედავდნენ, ვიდრე ისმენდნენ ან რაიმეს აკეთებდნენ. საკლასო გარემოში მათთვის ყველაზე ეფექტური ვიზუალური მასალების გამოყენებაა. აუდიალური სტილის ადამიანებს ურჩევნიათ მასალა მოისმინონ; ისინი უკეთ იმახსოვრებენ საუბარს, დისკუსიას, დიალოგებს; მათ ასეთი სახით მიღებული მასალის გახსენებაც უადვილდებათ. ასეთი ადამიანებისათვის ყველაზე ეფექტური სწავლის პროცესში ლექციების მოსმენა, დისკუსიებსა და სემინარებში მონაწილეობის მიღებაა. კინესთეტიკური სტილის ადამიანებს უადვილდებათ სწავლა, როდესაც რაიმეს აკეთებენ, ჭრიან, აგებენ, აწყობენ ან ასრულებენ როლებს. მათ ურჩევნიათ ინფორმაცია გადაამუშავონ მოძრაობითა და დემონსტრირებით. ასეთი ადამიანები საკლასო გარემოში ყველაზე ადვილად მაშინ სწავლობენ, როდესაც ისინი ფიზიკურად აქტიურები არიან. კვლევებმა აჩვენა, რომ კლასისა და სასწავლო კურსისაგან დამოუკიდებლად სტუდენტების 29%-ში ვიზუალური სტილი დომინირებს, 34%-ში – აუდიალური, ხოლო 37%-ში – კინესთეტიკური. ცხადია, ძნელია სწავლის პროცესში ყველა სტუდენტს მისთვის სასურველი სახით მივაწოდოთ ინფორმაცია, თუმცა მასწავლებელმა სწავლის პროცესი ისე უნდა დაგეგმოს, რომ სასწავლო მასალა ყველასათვის ადვილად აღქმადი იყოს. ამის გამო რეკომენდებულია სწავლების მრავალფეროვანი, კომბინირებული მეთოდების გამოყენება, რაც ყველა სტუდენტს მეტ-ნაკლებად აქტიურს გახდის – საინტერესო ვიზუალური მასალების გამოყენება, მულტიმედია, გასაგები და საინტერესო არგუმენტები, სტუდენტების ჩართვა დისკუსიაში, დემონსტრირების და სიმულაციების გამოყენება, როლური თამაშები და ა.შ. ინფორმაციის გადამუშავება ჩვენ არა მხოლოდ ინფორმაციას ვიღებთ სამყაროდან, არამედ ვაწესრიგებთ, გადავამუშავებთ და ვინახავთ მას, რათა შემდგომში საჭირო დროს და ადგილას გამოვიყენოთ; მეცნიერების აზრით, ადამიანები ამას განსხვავებულად აკეთებენ; ზოგი უფრო სისტემატურად და მოწესრიგებულად, ზოგი კი უფრო არაორგნიზებულად, მოუწესრიგებლად. გამოყოფენ ორ განზომილებას: აღქმისა და ინფორმაციის გადამუშავების. აღქმის მიხედვით განასხვავებენ კონკრეტული და აბსტრაქტული აღქმის სტილის ადამიანებს, ხოლო ინფორმაციის გადამუშავების მიხედვით – ორგანიზებული და არაორგანიზებული სტილის ადამიანებს.
  • 16. 15 კონკრეტული აღქმის ადამიანები მეტად კონცენტრირებულები არიან ფიზიკურ რეალობაზე, რასაც ხედავენ, გრძნობენ, ესმით, ყნოსავენ და ეხებიან; ასეთი ადამიანები ობიექტურები არიან, მათ სწავლისას სჭირდებათ რაიმე ხელშესახები და რეალური ინფორმაცია, რასაც შეიგრძნობენ და აღიქვამენ. აბსტრაქტული აღქმის ადამიანებისთვის, პირიქით, უფრო მნიშვნელოვანია განზოგადებული აზრები, წარმოდგენები, თეორიები, პრინციპები. ისინი მეტად სუბიექტურები არიან, ვიდრე ობიექტურები. ისინი თეორიებისა და კონცეფციების სამყაროში ცხოვრობენ. მათ სწავლის პროცესში თეორიების, ზოგადი პრინციპების ცოდნა ესაჭიროებათ. ინფორმაციის გადამუშავება, როგორც სიტყვა მიუთითებს, ნიშნავს ინფორმაციის მოწესრიგებას, გადამუშავებას და შენახვას. ორგანიზებული სტილის ადამიანები ინფორმაციას სისტემატიურად და თანამიმდევრულად აწესრიგებენ; ისინი ლოგიკურები და ზუსტები არიან. მათ ახასიათებთ სწორხაზოვანი, კარგად მოწესრიგებული, ლოგიკური აზროვნება. სწავლის პროცესში მათ უყვართ სიზუსტე და გარკვეულობა. მათგან განსხვავებით, არაორგანიზებული სტილის ადამიანები მენტალურად ქაოტურები არიან. ისინი უფრო ინტუიტურები არიან აზროვნებაში, მასალის დამახსოვრებაში, ვიდრე ლოგიკურები. მათ უფრო უადვილდებათ მოვლენის ერთიანობაში წარმოდგენა და დანახვა, ვიდრე მოვლენის შემადგენელი ცალკეული ნაწილების აღქმა. სწავლის პროცესში მათ არ უყვართ ჩარჩოები და წესები. ამ ორი განზომილების მიხედვით გამოყოფენ 4 ტიპის ადამიანს: კონკრეტული არაორგანიზებული, კონკრეტული ორგანიზებული, აბსტრაქტული არაორგანიზებული და აბსტრაქტული ორგანიზებული. ყველა ადამიანს აქვს ოთხივე სტილი, თუმცა ადამიანების უმეტესობას რომელიმე მათგანი უფრო დომინანტური აქვს. ეს მოდელი ძალიან კარგად გამოხატავს ადამიანებს შორის განსხვავებას. მაგ, კონკრეტული და ორგანიზებული ტიპის სტუდენტებს უფრო უადვილდებათ სწავლა, როდესაც მასალა და სწავლის პროცესი კარგად არის სტრუქტურირებული, აქვთ დეტალური ინსტრუქციები, კარგად განსაზღვრული წესები, მოკლე, მაგრამ მკაფიოდ ფორმულირებული ამოცანები; გამოკვეთილი აბსტრაქტული და არაორგანიზებული ტიპის სტუდენტებს, მაგ.: სწავლა ურ ჩევნიათ არასტრუქტურირებულ ჯგუფურ გარემოში, უყვართ საუბარი, მსჯელობა, გონებრივი იერიშით ახალი იდეების შეგროვება, თავისუფლება სასწავლო სიტუაციაში. ცხრილში 2.1 მოცემულია ოთხივე სტილის მოკლე აღწერა. აბსტრაქტული ორგანიზებული კონკრეტული ორგანიზებული
  • 17. 16 კითხვა, მსჯელობა, დისკუსიაში ჩართვა, ახალი იდეები, ცოდნის შეძენა, ლოგიკა, ტესტები, ჰიპოთეზების ჩამოყალიბება, გონებრივი სავარჯიშოები, კვლევა ანალიზი, შეფსევბა, ლექციების მოსმენა, აკადემუირ საქმიანობა, კვლევა, ფილოსოფია, ობიექტურობა, ინტელექტუალური საქმიანობა, წესრიგი მაგალითები, მონაცემები და რიცხვები, დიაგრამები, კომპიუტერი, რეალური გამოცდილება,რუკები, მოკლე ინსტრუქციები წესები, გეგმები, მეთოდოლოგია, საველე გასვლები, წესრიგი, კონკრეტიკა კონკრეტული არაორგანიზებული აბსტარაქტული არაორგანიზებული პრობლემის საკუთარი განრიგი, ჯგუფური მუშაობა, გადაჭრა, ექსპერიმენტები, საკუთარი დამოუკიდებლობა, შემოქმედებითობა, მოსაზრებების ქონა, არჩევანის გამოწვევევბი, ვიზუალიზაცია, გაკეთება, ღია– თამაშები, მოძრაობა, იუმორი, შეკითხვები, მოქნილობა. ინტუიცია, ემოციები სურათები/ არა თვითგამოხატვა, დეტალები, თანამშრომლობა ორიგინალობა, ნაკლები შეზღუდვები, რისკი, ბევრი რესურსები წარმოდგენა, ღია– შეკითხვები, განხილვები, დრამა, მედია, ფანტაზია, პოეზია, არასწორხაზოვნება, სპონტანურობა, სუბიექტურობა