Tolerance precludes violence and aggression.
We should try to be tolerant, maybe there are a few tolerant people around us, but we should be able to see good qualities in each other; A little goodness is in the heart of all of us.
16 ნოემბერს მსოფლიო ტოლერანტობის საერთაშორისო
დღეს აღნიშნავს. ეს დღე 1995 წლიდან UNESCO-ს
ინიციატივით აღინიშნება და მისი მიზანი
არატოლერანტობისა და დისკრიმინაციის საფრთხეებზე
საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა.
ტოლერანტობა ეს არის ადამიანის უნარი, აღიაროს, პატივი სცეს
ან გაითვალისწინოს სხვა ადამიანის რწმენა, ცხოვრების წესი და
ღირებულებები. ტოლერანტული ღირებულებების მქონე
ადამიანებს შეუძლიათ არაძალადობის გზით განსხვავებული
კულტურის, რასის, სქესისა და რელიგიის მქონე ადამიანებთან
კარგი ურთიერთობის დამყარება.
ტოლერანტობა არის ადამიანის აქტიური პოზიცია, პარტნ
იორობა, თანაგრძნობა, სხვებზე ზრუნვა. ეს ზნეობრივი
და სოციალური აქტივობაა. ეს არის
როგორც საკუთარი, ასევე სხვათა ღირსების დანახ
ვა და პატივისცემა, ყველასთან ურთიერთობის სურვილი.
ტოლერანტობისა და ჰარმონიის გარეშე საზოგადოების ხანგრძლივი
მშვიდობა ვერ შენარჩუნდება. ტოლერანტობის ნაკლებობა იწვევს
ბრძოლას, ძალადობას და ბოლოს, ის ანგრევს მშვიდობასა და
უსაფრთხოებას საზოგადოებაში.
ტოლერანტი ადამიანი სულიერად მდიდარია.
ის ხედავს, რომ სამყარო მრავალფეროვანია.
,,განათლების უმთავრესი შედეგი
ტოლერანტობაა”
ჰელენ კელერი (1880-1968), ამერიკელი
პოლიტიკოსი და ლექტორი, ყრუ-მუნჯი
ქალი, რომელმაც პირველმა მიიღო
უმაღლესი განათლება და სამეცნიერო
ხარისხი.
ადამიანმა უნდა შეძლოს განსხვავებული კულტუ
რის, რასის, სქესისა და რელიგიის მქონე ადამიანებ
თან კარგი ურთიერთობის დამყარება.
თბილისში ერთ კვადრატულ კილომეტრზე უამრავი
სხვადასხვა რელიგიის საკულტო ნაგებობაა!