Ce diaporama a bien été signalé.
Nous utilisons votre profil LinkedIn et vos données d’activité pour vous proposer des publicités personnalisées et pertinentes. Vous pouvez changer vos préférences de publicités à tout moment.

ფუტკარი და მტრედი

2 198 vues

Publié le

  • Soyez le premier à commenter

  • Soyez le premier à aimer ceci

ფუტკარი და მტრედი

  1. 1. ფუტკარი და მტრედი
  2. 2. ჯაფისაგან დაღლილი ფუტკარი წყალში ჩავარდა და იხრჩობოდა.ახლო ხეზე დედა მტრედი იჯდა.
  3. 3. თვალი შეასწრო ფუტკრის გაჭირვებას,აფრინდა,მოგლიჯა ნეკერჩხლის დიდი ფოთოლი და ჩაუგდო წყალში.
  4. 4. ფუტკარი ზედ შეჯდა და წყალმა ნაპირზე გამორიყა.
  5. 5. ფუტკარმა გაიშრო მზეზე სველი ფრთები,აფრინდა და მხიარული ბზუილით გასწია თავისი სკისაკენ.
  6. 6. გავიდა რამდენიმე დღე.ბარტყებისათვის საჭმლის ზიდვით დაღლილი მტრედი ხეზე იჯდა და თვლემდა. ამ დროს მონადირე მიეპარა,ამოეფარა ჩირგვსა და დაუმიზნა თოფი.
  7. 7. ამას თვალი მოჰკრა ახლო ყვავილზე მჯდომმა ფუტკარმა,აფრინდა,სწრაფად მოუარა მონადირეს უკნიდან და მარჯვენა ხელზე უკბინა სწორედ იმ დროს,როცა ჩახმახს აცემინებდა .მონადირეს სიმწრისაგან ხელი აუკანკალდა და მტრედს ტყვია ასცდა. დასასრული
  8. 8. როგორ გადაარჩინა მტრედმა ფუტკარი? როგორ გადაუხადა ფუტკარმა სამაგიერო? რა ჩანს იგავში,რისი თქმა სურს ამით მწერალს?
  9. 9. ერთი მუშა მწერი არის, სასარგებლო მეტად, მის გემრიელ და ტკბილ ნობათს გაჭმევს ხშირად დედა; თუკი ახლოს მიეკარე, გიჩხვლეტს მწარე ნესტარს.
  10. 10. დაწყებითი კლასის თამუნა ფიფია მასწავლებელი 2015 წელი

×