SlideShare a Scribd company logo
1 of 4
გაკვეთილი № 21

საშინაო დავალების შემოწმება

1.   1 (Fe) = 0,49        ( (FeO) = 0,51
2.   2 (FeCl2) = 0,077    ) (HCl) = 0,1472
3.



4.   m(Al) : m(Fe2O3) = 1 : 2,96
5.   m(Al) : m(Fe3O4) = 1 : 3,22




XI ტესტი

1.   ნატრიუმი შეიძლება მივიღოთ:
        1.   ნატრიუმის მარილის წყალხსნარში რკინის ღეროს ჩაშვებით
        2.   ნატრიუმის ქლორიდის წყალხსნარის ელექტროლიზით
        3.   ნარიუმის ქლორიდის ნალღობის ელექტროლიზით
        4.   ნატრიუმის ტუტის წყალხსნარის ელექტროლიზით
2.   რომელი დებულებაა ამომწურავი - წყლის სიხისტე გამოწვეულია:
        1.   ტუტე მეტალების კარბონატების და ჰიდროკარბონატების არსებობით
        2.   მხოლოდ მაგნიუმის და კალციუმის ჰიდროკარბონატების არსებობით
        3.   მაგნიუმის და კალციუმის კარბონატების არსებობით
        4.   მაგნიუმის და კალციუმის ხსნადი მარილების არსებობით
3.   ნებისმიერ პირობებში რომელი რეაქციაა მცდარი?


        1.   3TiO2 + 4Al = 2Al2O3 + 3Ti
        2.   2PbO + C = 2Pb + CO
        3.   Hg + FeCl2 = HgCl2 + Fe
        4.   3Fe + 4H2O = Fe3O4 + 4H2


4.   რომელი დებულებაა სწორი?
        1.   ალუმინი       ჩვეულებრივ        პირობებში   ადვილად   შედის   რეაქციაში
             კონცენტრირებულ მინერალურ მჟავებთან (HCl, HNO3, H2SO4)
        2.   ალუმინოთერმიით მეტალების მიღებას საფუძვლად უდევს აღმდგენლად
             ალუმინის გამოყენება
        3.   ალუმინის ოქსიდი ფუძე ოქსიდია, ამიტომ ის ტუტეებთან არ რეაგირებს
2

          4.    ალუმინოთერმიით მეტალების მიღებას საფუძვლად უდევს დამჟანგველად
                ალუმინის გამოყენება
  5.   ნებისმიერ პირობებში რომელი რეაქციაა შეუძლებელი?


  6.   ჩვეულებრივ პირობებში არ მიმდინარეობს:


  7.   რომელი ნივთიერების წყალხსნარია კირიანი წყალი?
       1. CaO           2. CaCO3        3. CaCl2              4. Ca(OH)2

  8.   რომელი რეაქციაა მცდარი?


  9.   ნებისმიერ პირობებში რომელი რეაქციაა მცდარი?


  10. თუჯის ბრძმედში გამოდნობის პროცესში:

          1.    CO აღადგენს რკინის მადანში შემავალ ოქსიდებს, მაგრამ ვერ აღადგენს
                მადანში შემავალ SiO2 და MnO2
          2.    რკინის და კოქსის ურთიერთქმედებით მიიღება ცემენტიტი Fe3C, რომელიც
                გამლღვალ რკინაში აღარ იხსნება
          3.    კაზმი     შეიცავს   ფლუსებს,       რომლებიც    კალციუმის   და   მაგნიუმის
                სულფატებია
          4.    არცერთი პასუხი არ არის სწორი
შენიშვნა! ჯერ ვისწავლოთ XXI გაკვეთილი დაშემდეგ ვუპასუხოთ ტესტის კითხვებს.




                          თუჯის და ფოლადის წარმოება

  როგორც უკვე აღვნიშნეთ, სუფთა რკინა რბილი, პლასტიკური, ჭედადი და გლინვადი
მეტალია. რკინის შენადნობები – თუჯი და ფოლადი ფართოდ გამოიყენება ტექნიკასა და
ყოფაცხოვრებაში.
3

  თუჯს იღებენ სპეციალურ ღუმელებში, რომლებსაც ბრძმედი ქვიათ. ბრძმედში
იტვირთება “კაზმი”, რომელიც რკინის მადნის, კოქსის და ფლუსებისგან შედგება. კოქსი
მიიღება ქვანახშირის გადამუშავებით. ის ნახშირბადისგან შედგება. კარგად იწვის და
წვისას ძალიან მაღალ ტემპერატურას იძლევა. სპეციალური ხვრელიდან შეუშვებენ
ჟანგბადით გამდიდრებულ ჰაერს.
  კოქსის წვისას:
                      C + O2 → CO2↑
                       CO2 + C → 2CO↑

  CO აღადგენს რკინის მადანში შემავალ რკინის ოქსიდებს
     450-5000           3Fe2O3 + CO → 2Fe3O4 + CO2
         0
     600                Fe3O4 + CO → 3FeO + CO2
     7000               FeO + CO → Fe + CO2
  CO აღადგენს არამარტო რკინას, არამედ მადნის შემადგენლობაში შემავალ
მინარევებსაც, მაგ:
            SiO2 + 2CO → Si + 2CO2
            MnO2 + 2CO → Mn + 2CO2
  გამლღვალი რკინა ბრძმედის ფსკერზე ჩამოედინება (აქ ტემპერატურა 18000-ს აღწევს).
რკინაში იხსნება Si, Mn და მინარევების აღდგენის სხვა პროდუქტები. ამასთანავე
რკინისა და კოქსის ურთიერთქმედებით მიიღება ცემენტიტი

                 3Fe + C → Fe3C      (რკინის კარბიდი, ცემენტიტი)

  რომელიც აგრეთვე იხსნება გამლღვალ რკინაში.
  მინარევების დიდი რაოდენობა შეიძლება ასე ავიცილოთ ნადნობში: კაზმი შეიცავს
ფლუსებს. ფლუსები კალციუმის და მაგნიუმის კარბონატებია. გახურებისას ისინი
იშლებიან

       CaCO3 → CaO + CO2               MgCO3 → MgO + CO2

  ეს ფუძე ოქსიდები რეაგირებენ სილიციუმის ორჟანგთან და წარმოქმნიან რკინაში
უხსნად სილიკატებს, რომლებიც წიდის სახით რკინის ნადნობს ზემოდან მოექცევა.
  სპეციალური ხვრელიდან ჯერ გამოუშვებენ წიდას, მეორე ხვრელიდან კი ნადნობს.
ღუმელის მთელი შემცველობა იწევს ქვემოთ. ზემოდან ემატება ახალი ულუფა კაზმი და
ასე განუწყვეტლივ მიმდინარეობს პროცესი.
  მიღებული ნადნობი შეიცავს არანაკლებ 92% რკინას. 4%-მდეა ნახშირბადი, 4%-მდეა
სილიციუმი და 1% მანგანუმი და მცირე რაოდენობით სხვა კომპონენტები. ასეთ
შენადნობს თუჯი ქვია. თუჯი მაგარი შენადნობია, მყიფეა, არ იჭედება და არ იგლინება.
ძნელად მუშავდება სახარატო და საზეინკლო ინსტრუმენტებით. მაგრამ თუჯს კარგი
სამსხმელო თვისებები აქვს. ე.ი. წინასწარ გამზადებულ ყალიბში თუ ჩავასხამთ
გამლღვალ თუჯს ის ბოლომდე ავსებს ამ ფორმას, გაცივებისა და გამყარების შემდეგ
შემოეცლება ყალიბი და მიიღება მზა დეტალი.
  მიღებული თუჯის უდიდესი ნაწილი გამოიყენება ფოლადის მისაღებად. ფოლადის
მიღების ერთ-ერთი მეთოდია მარტენის ღუმელის მეთოდი. საჭიროა რკინის
შენადნობიდან მოვაცილოთ სილიციუმი, მანგანუმი და სხვა მინარევები, ხოლო
ნახშირბადის შემცველობა უნდა გახდეს 1,7%-ზე ნაკლები. მარტენის ღუმელში თავსდება
გამლღვალი თუჯი, ჯართი და ამ ნარევში სპეციალური მილებით ჩაუშვებენ ჟანგბადით
გამდიდრებულ ჰაერს.
   მიმდინარეობს რეაქციები:

         2Fe + O2 → FeO
     მიღებული რკინის ოქსიდი ჟანგავს არასასურველ მინარევებს
4

              2FeO + Si → 2Fe + SiO2
               FeO + Mn → Fe + MnO
               FeO + C → Fe + CO

  CO აირის სახით მოცილდება, SiO2 და MnO რკინაში არ იხსნება და წიდის სახით
ზემოდან მოადგება ნალღობს, რომლის მოცილების შემდეგ გადმოღვრიან გამლღვალ
ფოლადს.
  ფოლადი მაგარი, ჭედადი, გლინვადი შენადნობია. ადვილად მუშავდება და ერთად
აღებულ ყველა მეტალზე და შენადნობზე ბევრად უფრო მეტი იწარმოება
მეტალურგიულ      კომბინატებში.     გამოიყენება  მშენებლობაში   (არმატურა),
მანქანათმშენებლობაში, ყოფაცხოვრებაში და .ა.შ.

More Related Content

What's hot

გაკვეთილი № 12
გაკვეთილი № 12გაკვეთილი № 12
გაკვეთილი № 12barambo
 
გაკვეთილი № 14
გაკვეთილი № 14გაკვეთილი № 14
გაკვეთილი № 14barambo
 
გაკვეთილი № 9
გაკვეთილი № 9გაკვეთილი № 9
გაკვეთილი № 9barambo
 
გაკვეთილი № 4
გაკვეთილი № 4გაკვეთილი № 4
გაკვეთილი № 4barambo
 
გაკვეთილი № 16
გაკვეთილი № 16გაკვეთილი № 16
გაკვეთილი № 16barambo
 
გაკვეთილი № 10
გაკვეთილი № 10გაკვეთილი № 10
გაკვეთილი № 10barambo
 
გაკვეთილი № 7
გაკვეთილი № 7გაკვეთილი № 7
გაკვეთილი № 7barambo
 
გაკვეთილი № 15
გაკვეთილი № 15გაკვეთილი № 15
გაკვეთილი № 15barambo
 

What's hot (17)

Ara 020
Ara 020Ara 020
Ara 020
 
გაკვეთილი № 12
გაკვეთილი № 12გაკვეთილი № 12
გაკვეთილი № 12
 
გაკვეთილი № 14
გაკვეთილი № 14გაკვეთილი № 14
გაკვეთილი № 14
 
გაკვეთილი № 9
გაკვეთილი № 9გაკვეთილი № 9
გაკვეთილი № 9
 
Ara 015
Ara 015Ara 015
Ara 015
 
Ara 022
Ara 022Ara 022
Ara 022
 
Ara 014
Ara 014Ara 014
Ara 014
 
გაკვეთილი № 4
გაკვეთილი № 4გაკვეთილი № 4
გაკვეთილი № 4
 
გაკვეთილი № 16
გაკვეთილი № 16გაკვეთილი № 16
გაკვეთილი № 16
 
Ara 020
Ara 020Ara 020
Ara 020
 
გაკვეთილი № 10
გაკვეთილი № 10გაკვეთილი № 10
გაკვეთილი № 10
 
Ara 014
Ara 014Ara 014
Ara 014
 
გაკვეთილი № 7
გაკვეთილი № 7გაკვეთილი № 7
გაკვეთილი № 7
 
G 001
G 001G 001
G 001
 
Ara 014
Ara 014Ara 014
Ara 014
 
Ara 015
Ara 015Ara 015
Ara 015
 
გაკვეთილი № 15
გაკვეთილი № 15გაკვეთილი № 15
გაკვეთილი № 15
 

Viewers also liked

G032 110928055858-phpapp01
G032 110928055858-phpapp01G032 110928055858-phpapp01
G032 110928055858-phpapp01barambo
 
6 გაკვეთილი
6 გაკვეთილი6 გაკვეთილი
6 გაკვეთილიbarambo
 
ამოცანა 6-10
ამოცანა 6-10ამოცანა 6-10
ამოცანა 6-10barambo
 
G035 110928060948-phpapp01
G035 110928060948-phpapp01G035 110928060948-phpapp01
G035 110928060948-phpapp01barambo
 
გაკვეთილი № 1
გაკვეთილი № 1გაკვეთილი № 1
გაკვეთილი № 1barambo
 
გაკვეთილი № 2
გაკვეთილი № 2გაკვეთილი № 2
გაკვეთილი № 2barambo
 

Viewers also liked (8)

Ara 006
Ara 006Ara 006
Ara 006
 
G032 110928055858-phpapp01
G032 110928055858-phpapp01G032 110928055858-phpapp01
G032 110928055858-phpapp01
 
6 გაკვეთილი
6 გაკვეთილი6 გაკვეთილი
6 გაკვეთილი
 
ამოცანა 6-10
ამოცანა 6-10ამოცანა 6-10
ამოცანა 6-10
 
G035 110928060948-phpapp01
G035 110928060948-phpapp01G035 110928060948-phpapp01
G035 110928060948-phpapp01
 
გაკვეთილი № 1
გაკვეთილი № 1გაკვეთილი № 1
გაკვეთილი № 1
 
Ara 001
Ara 001Ara 001
Ara 001
 
გაკვეთილი № 2
გაკვეთილი № 2გაკვეთილი № 2
გაკვეთილი № 2
 

Similar to გაკვეთილი № 21

G 013.doc
G 013.docG 013.doc
G 013.docqimia
 
G021 110926073641-phpapp02
G021 110926073641-phpapp02G021 110926073641-phpapp02
G021 110926073641-phpapp02barambo
 
გაკვეთილი № 21
გაკვეთილი № 21გაკვეთილი № 21
გაკვეთილი № 21datiko43
 
G024 110926074256-phpapp02
G024 110926074256-phpapp02G024 110926074256-phpapp02
G024 110926074256-phpapp02barambo
 
გაკვეთილი № 24
გაკვეთილი № 24გაკვეთილი № 24
გაკვეთილი № 24datiko43
 
გაკვეთილი № 25
გაკვეთილი № 25გაკვეთილი № 25
გაკვეთილი № 25datiko43
 
გაკვეთილი № 1
გაკვეთილი № 1გაკვეთილი № 1
გაკვეთილი № 1barambo
 
გაკვეთილი № 1
გაკვეთილი №  1გაკვეთილი №  1
გაკვეთილი № 1barambo
 
G025 110928021137-phpapp01
G025 110928021137-phpapp01G025 110928021137-phpapp01
G025 110928021137-phpapp01barambo
 
G 014.doc
G 014.docG 014.doc
G 014.docqimia
 
G 020.doc
G 020.docG 020.doc
G 020.docqimia
 
გაკვეთილი № 4
გაკვეთილი № 4გაკვეთილი № 4
გაკვეთილი № 4barambo
 
გაკვეთილი № 53
გაკვეთილი № 53გაკვეთილი № 53
გაკვეთილი № 53barambo
 
გაკვეთილი № 53
გაკვეთილი № 53გაკვეთილი № 53
გაკვეთილი № 53barambo
 

Similar to გაკვეთილი № 21 (20)

Ara 019
Ara 019Ara 019
Ara 019
 
Ara 016
Ara 016Ara 016
Ara 016
 
Ara 016
Ara 016Ara 016
Ara 016
 
Ara 016
Ara 016Ara 016
Ara 016
 
Ara 015
Ara 015Ara 015
Ara 015
 
G 013.doc
G 013.docG 013.doc
G 013.doc
 
G021 110926073641-phpapp02
G021 110926073641-phpapp02G021 110926073641-phpapp02
G021 110926073641-phpapp02
 
გაკვეთილი № 21
გაკვეთილი № 21გაკვეთილი № 21
გაკვეთილი № 21
 
G024 110926074256-phpapp02
G024 110926074256-phpapp02G024 110926074256-phpapp02
G024 110926074256-phpapp02
 
გაკვეთილი № 24
გაკვეთილი № 24გაკვეთილი № 24
გაკვეთილი № 24
 
გაკვეთილი № 25
გაკვეთილი № 25გაკვეთილი № 25
გაკვეთილი № 25
 
გაკვეთილი № 1
გაკვეთილი № 1გაკვეთილი № 1
გაკვეთილი № 1
 
გაკვეთილი № 1
გაკვეთილი №  1გაკვეთილი №  1
გაკვეთილი № 1
 
G025 110928021137-phpapp01
G025 110928021137-phpapp01G025 110928021137-phpapp01
G025 110928021137-phpapp01
 
G 014.doc
G 014.docG 014.doc
G 014.doc
 
G 020.doc
G 020.docG 020.doc
G 020.doc
 
გაკვეთილი № 4
გაკვეთილი № 4გაკვეთილი № 4
გაკვეთილი № 4
 
Ara 010
Ara 010Ara 010
Ara 010
 
გაკვეთილი № 53
გაკვეთილი № 53გაკვეთილი № 53
გაკვეთილი № 53
 
გაკვეთილი № 53
გაკვეთილი № 53გაკვეთილი № 53
გაკვეთილი № 53
 

More from barambo

G042 111031003556-phpapp02
G042 111031003556-phpapp02G042 111031003556-phpapp02
G042 111031003556-phpapp02barambo
 
G015 110926065817-phpapp01
G015 110926065817-phpapp01G015 110926065817-phpapp01
G015 110926065817-phpapp01barambo
 

More from barambo (20)

G008 2
G008 2G008 2
G008 2
 
G007 1
G007 1G007 1
G007 1
 
G006 1
G006 1G006 1
G006 1
 
G010 1
G010 1G010 1
G010 1
 
G009 1
G009 1G009 1
G009 1
 
G042 111031003556-phpapp02
G042 111031003556-phpapp02G042 111031003556-phpapp02
G042 111031003556-phpapp02
 
G015 110926065817-phpapp01
G015 110926065817-phpapp01G015 110926065817-phpapp01
G015 110926065817-phpapp01
 
G 011 1
G 011 1G 011 1
G 011 1
 
Ara 018
Ara 018Ara 018
Ara 018
 
Ara 017
Ara 017Ara 017
Ara 017
 
Ara 011
Ara 011Ara 011
Ara 011
 
Ara 013
Ara 013Ara 013
Ara 013
 
Ara 012
Ara 012Ara 012
Ara 012
 
Ara 011
Ara 011Ara 011
Ara 011
 
Ara 009
Ara 009Ara 009
Ara 009
 
Ara 007
Ara 007Ara 007
Ara 007
 
Ara 006
Ara 006Ara 006
Ara 006
 
Ara 008
Ara 008Ara 008
Ara 008
 
Ara 004
Ara 004Ara 004
Ara 004
 
Ara 002
Ara 002Ara 002
Ara 002
 

გაკვეთილი № 21

  • 1. გაკვეთილი № 21 საშინაო დავალების შემოწმება 1. 1 (Fe) = 0,49 ( (FeO) = 0,51 2. 2 (FeCl2) = 0,077 ) (HCl) = 0,1472 3. 4. m(Al) : m(Fe2O3) = 1 : 2,96 5. m(Al) : m(Fe3O4) = 1 : 3,22 XI ტესტი 1. ნატრიუმი შეიძლება მივიღოთ: 1. ნატრიუმის მარილის წყალხსნარში რკინის ღეროს ჩაშვებით 2. ნატრიუმის ქლორიდის წყალხსნარის ელექტროლიზით 3. ნარიუმის ქლორიდის ნალღობის ელექტროლიზით 4. ნატრიუმის ტუტის წყალხსნარის ელექტროლიზით 2. რომელი დებულებაა ამომწურავი - წყლის სიხისტე გამოწვეულია: 1. ტუტე მეტალების კარბონატების და ჰიდროკარბონატების არსებობით 2. მხოლოდ მაგნიუმის და კალციუმის ჰიდროკარბონატების არსებობით 3. მაგნიუმის და კალციუმის კარბონატების არსებობით 4. მაგნიუმის და კალციუმის ხსნადი მარილების არსებობით 3. ნებისმიერ პირობებში რომელი რეაქციაა მცდარი? 1. 3TiO2 + 4Al = 2Al2O3 + 3Ti 2. 2PbO + C = 2Pb + CO 3. Hg + FeCl2 = HgCl2 + Fe 4. 3Fe + 4H2O = Fe3O4 + 4H2 4. რომელი დებულებაა სწორი? 1. ალუმინი ჩვეულებრივ პირობებში ადვილად შედის რეაქციაში კონცენტრირებულ მინერალურ მჟავებთან (HCl, HNO3, H2SO4) 2. ალუმინოთერმიით მეტალების მიღებას საფუძვლად უდევს აღმდგენლად ალუმინის გამოყენება 3. ალუმინის ოქსიდი ფუძე ოქსიდია, ამიტომ ის ტუტეებთან არ რეაგირებს
  • 2. 2 4. ალუმინოთერმიით მეტალების მიღებას საფუძვლად უდევს დამჟანგველად ალუმინის გამოყენება 5. ნებისმიერ პირობებში რომელი რეაქციაა შეუძლებელი? 6. ჩვეულებრივ პირობებში არ მიმდინარეობს: 7. რომელი ნივთიერების წყალხსნარია კირიანი წყალი? 1. CaO 2. CaCO3 3. CaCl2 4. Ca(OH)2 8. რომელი რეაქციაა მცდარი? 9. ნებისმიერ პირობებში რომელი რეაქციაა მცდარი? 10. თუჯის ბრძმედში გამოდნობის პროცესში: 1. CO აღადგენს რკინის მადანში შემავალ ოქსიდებს, მაგრამ ვერ აღადგენს მადანში შემავალ SiO2 და MnO2 2. რკინის და კოქსის ურთიერთქმედებით მიიღება ცემენტიტი Fe3C, რომელიც გამლღვალ რკინაში აღარ იხსნება 3. კაზმი შეიცავს ფლუსებს, რომლებიც კალციუმის და მაგნიუმის სულფატებია 4. არცერთი პასუხი არ არის სწორი შენიშვნა! ჯერ ვისწავლოთ XXI გაკვეთილი დაშემდეგ ვუპასუხოთ ტესტის კითხვებს. თუჯის და ფოლადის წარმოება როგორც უკვე აღვნიშნეთ, სუფთა რკინა რბილი, პლასტიკური, ჭედადი და გლინვადი მეტალია. რკინის შენადნობები – თუჯი და ფოლადი ფართოდ გამოიყენება ტექნიკასა და ყოფაცხოვრებაში.
  • 3. 3 თუჯს იღებენ სპეციალურ ღუმელებში, რომლებსაც ბრძმედი ქვიათ. ბრძმედში იტვირთება “კაზმი”, რომელიც რკინის მადნის, კოქსის და ფლუსებისგან შედგება. კოქსი მიიღება ქვანახშირის გადამუშავებით. ის ნახშირბადისგან შედგება. კარგად იწვის და წვისას ძალიან მაღალ ტემპერატურას იძლევა. სპეციალური ხვრელიდან შეუშვებენ ჟანგბადით გამდიდრებულ ჰაერს. კოქსის წვისას: C + O2 → CO2↑ CO2 + C → 2CO↑ CO აღადგენს რკინის მადანში შემავალ რკინის ოქსიდებს 450-5000 3Fe2O3 + CO → 2Fe3O4 + CO2 0 600 Fe3O4 + CO → 3FeO + CO2 7000 FeO + CO → Fe + CO2 CO აღადგენს არამარტო რკინას, არამედ მადნის შემადგენლობაში შემავალ მინარევებსაც, მაგ: SiO2 + 2CO → Si + 2CO2 MnO2 + 2CO → Mn + 2CO2 გამლღვალი რკინა ბრძმედის ფსკერზე ჩამოედინება (აქ ტემპერატურა 18000-ს აღწევს). რკინაში იხსნება Si, Mn და მინარევების აღდგენის სხვა პროდუქტები. ამასთანავე რკინისა და კოქსის ურთიერთქმედებით მიიღება ცემენტიტი 3Fe + C → Fe3C (რკინის კარბიდი, ცემენტიტი) რომელიც აგრეთვე იხსნება გამლღვალ რკინაში. მინარევების დიდი რაოდენობა შეიძლება ასე ავიცილოთ ნადნობში: კაზმი შეიცავს ფლუსებს. ფლუსები კალციუმის და მაგნიუმის კარბონატებია. გახურებისას ისინი იშლებიან CaCO3 → CaO + CO2 MgCO3 → MgO + CO2 ეს ფუძე ოქსიდები რეაგირებენ სილიციუმის ორჟანგთან და წარმოქმნიან რკინაში უხსნად სილიკატებს, რომლებიც წიდის სახით რკინის ნადნობს ზემოდან მოექცევა. სპეციალური ხვრელიდან ჯერ გამოუშვებენ წიდას, მეორე ხვრელიდან კი ნადნობს. ღუმელის მთელი შემცველობა იწევს ქვემოთ. ზემოდან ემატება ახალი ულუფა კაზმი და ასე განუწყვეტლივ მიმდინარეობს პროცესი. მიღებული ნადნობი შეიცავს არანაკლებ 92% რკინას. 4%-მდეა ნახშირბადი, 4%-მდეა სილიციუმი და 1% მანგანუმი და მცირე რაოდენობით სხვა კომპონენტები. ასეთ შენადნობს თუჯი ქვია. თუჯი მაგარი შენადნობია, მყიფეა, არ იჭედება და არ იგლინება. ძნელად მუშავდება სახარატო და საზეინკლო ინსტრუმენტებით. მაგრამ თუჯს კარგი სამსხმელო თვისებები აქვს. ე.ი. წინასწარ გამზადებულ ყალიბში თუ ჩავასხამთ გამლღვალ თუჯს ის ბოლომდე ავსებს ამ ფორმას, გაცივებისა და გამყარების შემდეგ შემოეცლება ყალიბი და მიიღება მზა დეტალი. მიღებული თუჯის უდიდესი ნაწილი გამოიყენება ფოლადის მისაღებად. ფოლადის მიღების ერთ-ერთი მეთოდია მარტენის ღუმელის მეთოდი. საჭიროა რკინის შენადნობიდან მოვაცილოთ სილიციუმი, მანგანუმი და სხვა მინარევები, ხოლო ნახშირბადის შემცველობა უნდა გახდეს 1,7%-ზე ნაკლები. მარტენის ღუმელში თავსდება გამლღვალი თუჯი, ჯართი და ამ ნარევში სპეციალური მილებით ჩაუშვებენ ჟანგბადით გამდიდრებულ ჰაერს. მიმდინარეობს რეაქციები: 2Fe + O2 → FeO მიღებული რკინის ოქსიდი ჟანგავს არასასურველ მინარევებს
  • 4. 4 2FeO + Si → 2Fe + SiO2 FeO + Mn → Fe + MnO FeO + C → Fe + CO CO აირის სახით მოცილდება, SiO2 და MnO რკინაში არ იხსნება და წიდის სახით ზემოდან მოადგება ნალღობს, რომლის მოცილების შემდეგ გადმოღვრიან გამლღვალ ფოლადს. ფოლადი მაგარი, ჭედადი, გლინვადი შენადნობია. ადვილად მუშავდება და ერთად აღებულ ყველა მეტალზე და შენადნობზე ბევრად უფრო მეტი იწარმოება მეტალურგიულ კომბინატებში. გამოიყენება მშენებლობაში (არმატურა), მანქანათმშენებლობაში, ყოფაცხოვრებაში და .ა.შ.