1. 1
გაკვეთილი N7
საშინაო დავალების შემოწმება:
2. Na2O Na2S Na2Se
CaO CaS CaSe
Al2O3 Al2S3 Al2Se3
3. H2SeO4 + 2KOH → K2SeO4 + 2H2O
3H2SeO4 + 2Fe(OH)3 → Fe2(SeO4)3 + 6H2O
MgO + H2SeO4 → MgSeO4 + H2O
Na2CO3 + H2SeO4 Na2SeO4 + H2CO3
H2O + CO2
-2
4. H2Te K2Te Na2Te ( Te )
0
Te (მარტივი ნივთიერება)
+4
TeO2 H2TeO3 Na2TeO3 ( Te )
+6
TeO3 H6TeO6 ( Te )
ჟანგბადი
ელემენტი ჟანგბადი მოთავსებულია ელემენტთა პერიოდულ სისტემის II
პერიოდის VI ჯგუფში. მისი რიგობრივი ნომერია 8. M(O) = 16გ/მოლი. ჟანგბადის
ატომის აღნაგობა შეიძლება ასე გამოვსახოთ
K L s p
n=2
+8 2 6
n=1
მას ორი გაუწყვილებელი ელექტრონი აქვს გარე შრეზე და ამიტომ შეუძლია ორი
კოვალენტური ბმის წარმოქმნა ანუ ჟანგბადი ორვალენტიანია.
ნაერთების უმრავლესობაში ჟანგბადის დაჟანგულობის ხარისხია -2.
+1 -1 -1 +1
გამონაკლისებია პეროქსიდები. მაგ: H O O H წყალბადის პეროქსიდი (წყალბა-
დის ზეჟანგი).
მხოლოდ ფტორთან წარმოქმნილ ნაერთებში ამჟღავნებს ჟანგბადი დადებით
დაჟანგულობის ხარისხს. გავიხსენოთ ჟანგბადის ელექტროუარყოფითობაა 3,5. მასზე
მაღალი ელექტროუარყოფითობა მხოლოდ ფტორს ახასიათებს (4,0).
ელემენტი ჟანგბადი ბუნებაში სამი იზოტოპის სახითაა გავრცელებული:
2. 2
16 17 18
8O 8O 8O
ჟანგბადი ბუნებაში გვხვდება როგორც თავისუფალი ისე ნაერთების სახით.
თავისუფალი ჟანგბადი O2 შედის ჰაერის შემადგენლობაში. ჰაერში ω(O2) = 23%
(ჰაერში N2-ის შემცველობა 76%-ია, დანარჩენი აირების შემცველობა ჰაერში
დაახლოებით 1%-ია). ხოლო მოცულობითი წილი ϕ (O2) = 20,9% (ϕ (N2) = 78%).
უფრო მარტივად ყოველი 100გ ჰაერი შეიცავს 23გ ჟანგბადს, ხოლო ყოველი 100ლ
ჰაერი შეიცავს 20,9ლ ჟანგბადს.
ჟანგბადი მრავალი მინერალის შემადგენლობაში შედის. დედამიწის ქერქის და
ჰიდროსფეროს მასის დაახლოებით ნახევარი მასზე მოდის. ასე რომ ჟანგბადი
ყველაზე გავრცელებული ელემენტია დედამიწაზე.
ჟანგბადის მიღება
წარმოებაში ჟანგბადს ჰაერის გათხევადებით იღებენ. ჰაერის გათხევადება
შეიძლება დაბალ ტემპერატურაზე და მაღალ წნევაზე. თხევადი ჰაერიდან ჯერ
ორთქლდება აზოტი tდუღ = -195,80 და რჩება თხევადი ჟანგბადი tდუღ = -1830. ჟანგბადის
მიღების ლაბორატორიული ხერხებია:
1. წყლის ელექტროლიზი:
2H2O → 2H2 + O2
2. ბერთოლეს მარილის დაშლა:
2KClO3 → 2KCl + 3O2
ეს რეაქცია დაახლოებით 4500C ტემპერატურაზე მიმდინარეობს. თუ
გამოვიყენებთ კატალიზატორს – MnO2, მაშინ რეაქცია 200-2500C-ზე
წარიმართება
3. კალიუმის პერმანგანატის (KMnO4) გახურებით მიიღება ჟანგბადი:
2KMnO4 → K2MnO4 + MnO2 + O2
(კალიუმის პერმანგანატს შეესაბამება მჟავა HMnO4 – მანგანუმის მჟავა.
კალიუმის მანგანატს შეესაბამება მჟავა H2MnO4 – ქვემანგანუმის მჟავა).
4. კალიუმის ან ნატრიუმის ნიტრატის გახურებით მიიღება ჟანგბადი:
2KNO3 → 2KNO2 + O2
5. ჟანგბადის მიღება შეიძლება აგრეთვე ვერცხლისწყლის ოქსიდის დაშლით:
2HgO → 2Hg + O2
(ამ რეაქციის ჩატარებისას უნდა გვახსოვდეს, რომ O2-თან ერთად გამოიყოფა
ვერცხლისწყლის ორთქლი, რომელიც ძლიერი საწამლავია)
ბუნებაში ჟანგბადი მიიღება მცენარის მწვანე ფოთლებში ფოტოსინთეზის
გზით:
6CO2 + 6H2O C6H12O 6 + 6O 2
გლუკოზა a
gl uko z
3. 3
ფიზიკური თვისებები
მარტივი ნივთიერება ჟანგბადი O2 – უფერო, უსუნო და უგემო აირია. მისი
სიმკვრივეა 1,42გ/ლ (შეეცადეთ ახსნათ როგორ შეიძლება გამოვთვალოთ ეს სიდიდე).
ჟანგბადი ჰაერზე მძიმეა Dჰაერი = 1,1 ( გავიხსენოთ რას ნიშნავს ეს სიდიდე და
შევეცადოთ გამოვთვალოთ ეს რიცხვი). ჟანგბადი წყალში მცირე რაოდენობით
იხსნება: 1ლ წყალი 00C ხსნის დაახლოებით 50მლ O2–ს. მაგრამ ეს რაოდენობა
საკმარისია იმისთვის, რომ წყალში იყოს სიცოცხლე.
ქიმიური თვისებები
1. ჟანგბადი რეაგირებს ყველა არამეტალთან ჰალოგენების გარდა
C + O2 → CO 4P + 5O2 → 2P2O5
S + O2 → SO2 2B + 3O2 → B2O3
2H2 + O2 → 2H2O
ჟანგბადთან აზოტის გარდა ყველა მარტივი ნივთიერების ურთიერთქმედების
რეაქცია ეგზოთერმულია
N2+ O2 → 2NO - Q
ჟანგბადთან ურთიერთქმედების ყველა რეაქციას, რომელიც სითბოსა და
სინათლის ინტენსიური გამოყოფით მიმდინარეობს, წვა ეწოდება.
წვისგან განსხვავებით ნელი ჟანგვის პროცესი დაბალი სიჩქარით
მიმდინარეობს, ხოლო ჟანგვის რეაქციებს, რომლებიც ცოცხალ ორგანიზმებში
მიმდინარეობს სუნთქვა ეწოდება.
2. ჟანგბადი რეაგირებს თითქმის ყველა მეტალთან (გამონაკლისია Ag, Au, Pt)
ტუტე მეტალები ჟანგბადთან მაღალ ტემპერატურაზე წარმოქმნიან
პეროქსიდებს:
2Na + O2 → Na2O2 Na O O Na
დაბალ ტემპერატურაზე შესაძლებელია მივიღოთ ოქსიდიც:
4Na + O2 → 2Na2O
სხვა მეტალებთან მაღალ ტემპერატურაზე ოქსიდები მიიღება:
2Zn + O2 → 2ZnO
2Cu + O2 → 2CuO
რკინასთან ქვეჟანგჟანგი მიიღება:
3Fe + 2O2 → Fe3O4 O = Fe – O – Fe – O – Fe = O
3. ჟანგბადში იწვის ყველა ორგანული და ზოგიერთი არაორგანული ნივთიერება
2CuS + 3O2 → 2CuO + 2SO2
CH4 + 2O2 → CO2 + 2H2O
ჟანგბადი აუცილებელია სიცოცხლისთვის. ადამიანი დღე-ღამის განმავლობაში
20-30მ3 ჰაერს ჩაისუნთქავს.
ჟანგბადი ფართოდ გამოიყენება ქიმიურ მრეწველობაში. მრავალი ქიმიური
პროცესი სუფთა ჟანგბადის გამოყენებით მიმდინარეობს (აზოტმჟავას, გოგირდმჟავას
4. 4
სინთეზი, ორგანული სინთეზები, მადნების გამოწვა და ა.შ.). სუფთა ჟანგბადს
იყენებენ მედიცინაშიც.
თავისუფალი ჟანგბადის აღმოჩენა შეიძლება შემდეგი გზით: ჟანგბადით სავსე
ჭურჭელში მბჟუტავი კვარი აინთება.
ელემენტი ჟანგბადი წარმოქმნის მეორე მარტივ ნივთიერებასაც. ამ ნივთიერების
ფორმულაა O3. მას ოზონს უწოდებენ. ოზონი წარმოიქმნება ჟანგბადისგან
ჭექაქუხილის დროს ან ულტრაიისფერი სხივებით დასხივებისას:
3O2 → 2O3
ოზონის გრაფიკული ფორმულაა
O
O O
ოზონი მოლეკულურ ჟანგბადზე (O2) უფრო ძლიერი მჟანგავია, რადგან ადვილად
იშლება ატომური ჟანგბადის გამოყოფით
O3 → O2 + O
ამის გამო ოზონი შედის ისეთ რეაქციებში, რომლებშიც ვერ შედის ჟანგბადი. მაგ:
2Ag + O3 → Ag2O + O2
როგორც გვახსოვს ვერცხლს ჟანგბადი ვერ ჟანგავს. ანალოგიურად:
0 -1 0 -2 0
O3 + 2KI + H2O O2 + 2KOH + I2
0 0 -2
1 2 O3 + 2e O2 + O
-1 0
1 2 2I - 2e I2
როგორც ვხედავთ ელემენტ ჟანგბადს შეუძლია ორი მარტივი ნივთიერების
წარმოქმნა. ეს ნივთიერებებია O2 - ჟანგბადი და O3 – ოზონი. ასეთ მარტივ
ნივთიერებებს ალოტროპიული სახეცვლილებები ქვიათ.
ელემენტის უნარს წარმოქმნას რამოდენიმე მარტივი ნივთიერება ალოტროპია
ეწოდება.
საშინაო დავალება:
1. დაწერეთ ჟანგბადის და ნატრიუმის, ბერილიუმის, ალუმინის, დარიშხანის,
გერმანიუმის, სილიციუმის ურთიერთქმედების რეაქციები.
2. რამდენი ლიტრი (ნ.პ.) O2 მიიღება 200გ ბერთოლეს მარილის დაშლისას?
3. რამდენი ლიტრი ჟანგბადია საჭირო 10ლ მეთანის და 20ლ (C2H6) ეთანის
ნარევის დაწვისას?