SlideShare a Scribd company logo
1 of 8
1

                             გაკვეთილი N14

  საშინაო დავალების შემოწმება

  1. 4P + 5O2 → 2P2O5
     P2O5 + 3H2O → 2H3PO4

     3Ca(OH)2 + 2H3PO4 → Ca3(PO4)2 + 6H2O
     Ca3(PO4)2 + H3PO4 → 3CaHPO4
     CaHPO4 + H3PO4 → Ca(H2PO4)2

     H3PO4 + NaOH → NaH2PO4
     NaH2PO4 + NaOH → Na2HPO4
     Na2HPO4 + NaOH → Na3PO4+ H2O

  2. ω (H3PO4) = 0,3616

  3. Ca3(PO4)2 + 3H2SO4 → 3CaSO4↓ + 2H3PO4
     H3PO4 + NH3 → NH4H2PO4
     m (NH4H2PO4) = 74,2გ



      ელემენტთა პერიოდული სისტემის IV ჯგუფის
                  მთავარი ქვეჯგუფი

   ეს ქვეჯგუფი შედგება ელემენტებისგან: ნახშირბადი(C), სილიციუმი (Si),
გერმანიუმი (Ge), კალა (Sn) და ტყვია (Pb). პირველი ორი არამეტალია, დანარჩენები
მეტალებია. გარე ელექტრონულ შრეზე ამ ელემენტის ატომებს 4 - 4 ელექტრონი
აქვთ
                                     ns2 np2
  მაგ., ნახშირბადის გარე შრის აღნაგობაა:
                                         2p
                                 2s


                                   [1s2] 2s2 2p2

  რომელიც ადვილად გადადის აღგზნებულ მდგომარეობაში:
                                    2p
                                    2s
2
   ამიტომ ეს ელემენტები ძირითადად ოთხვალენტიანია. ნახშირბადი, სილიციუმი
და გერმანიუმი იშვიათად შეიძლება ორვალენტიანებიც იყვნენ, ხოლო კალა და
ტყვია საკმაოდ ბევრ ნაერთშია ორვალენტიანი.
   ეს ელემენტები წარმოქმნიან ოქსიდებს RO და RO2 და წყალბადნაერთებს RH4.
   ნახშირბადისა და სილიციუმისთვის დამახასიათებელია დაჟანგულობის
ხარისხები –4 დან +4-მდე. ხოლო დანარჩენები ყოველთვის დადებითი
დაჟანგულობის ხარისხით ხასიათდებიან.
   ნახშირბადი და სილიციუმი ბუნებაში ფართოდაა გავრცელებული. განვიხილოთ
ეს ორი ელემენტი.




                             ნახშირბადი

  ელემეტი ნახშირბადი მოთავსებულია ელემენტთა პერიოდული სისტემის II
პერიოდის IV ჯგუფში. რიგობრივი ნომერია 6. M (C ) =12გ/მოლი. მისი ატომის
აღნაგობა შეიძლება ასე გამოვსახოთ:
                   K L                           2p

                                          2s

            +6     2    4

                                               [1s2] 2s2 2p2

   ნახშირბადის დაჟანგულობის ხარისხი იცვლება –4 დან +4-მდე. ამჟღავნებს
იშვიათად ორ, ძირითადად ოთხვალენტობას (ამის მიზეზები IV ჯგუფის
ელემენტების ზოგადი მიმოხილვისას განვიხილეთ).
   ნახშირბადი მილიონობით ნაერთს წარმოქმნის. ნახშირწყალბადები და მათი
ნაწარმები ცალკეა გამოყოფილი და ამ ნივთიერებებს ორგანული ნივთიერებები
ქვიათ. ორგანულ ნაერთებს “ორგანული ქიმიის” კურსიდან გავეცნობით. ამჟამად კი
ნახშირბადის “მინერალურ”, ანუ არაორგანულ ნაერთებზე ვისაუბრებთ.
ნახშირბადის შემცველი არაორგანული ნივთიერებებია: მარტივი ნივთიერება
ნახშირბადი, მისი ოქსიდები, ნახშირმჟავა და მისი მარილები.
   ბუნებაში ხშირად გვხვდება ნახშირბადი როგორც თავისუფალი (ალმასი და
გრაფიტი), ასევე ნაერთების სახით. ნახშირბადი შედის ქვანახშირის, ნავთობის და
სხვა ბუნებრივი საწვავის შემადგენლობაში. ნახშირბადს შეიცავენ შემდეგი
მინერალები - კალციტი: CaCO3 – კირქვა, ცარცი, მარმარილო. CaCO3 ⋅ MgCO3 –
დოლომიტი. MgCO3 – მაგნეზიტი და სხვა.
   ბუნებაში გვხვდება ნახშირბადის ალოტროპიული სახეცვლილებები: ალმასი და
გრაფიტი. ალმასი გამჭვირვალე კრისტალია. ყველა მინერალზე და ხელოვნურად
მიღებულ მასალაზე უფრო მაგარია, ჭრის მინას. ძვირფასი ქვაა და გამოიყენება
საიუვილერო ნაწარმების დასამზადებლად, აგრეთვე ტექნიკური მიზნებისთვის.
   გრაფიტი შავი ფერის ძალიან რბილი მინერალია. ატარებს დენს. იყენებენ
ელექტროდების და ფანქრების დასამზადებლად.
3
  ალმასის სტრუქტურა შემდეგნაირია: წარმოვიდგინოთ, რომ ტეტრაედრის
(ტეტრაედრი პირამიდაა, რომლის ყველა წახნაგი ტოლგვერდა სამკუთხედია)
ცენტრში მოთავსებულია ნახშირბადის ატომი, ტეტრაედრის წვეროებში
მოთავსებულ ოთხ ატომთან მტკიცე, არაპოლარული კოვალენტური ბმებითაა
დაკავშირებული. ამასთან ნებისმიერი ნახშირბადატომი მსგავსი ტეტრაედრის
ცენტრად შეიძლება წარმოვიდგინოთ.




                         ალმასის სტრუქტურა


  გრაფიტი კი ფენოვანი აღნაგობისაა. ფენებს შორის მანძილი დიდია და მათ შორის
ქიმიური კავშირის განხორციელება შეუძლებელია, ამიტომ გრაფიტი ადვილად
იშლება ფენებს შუა სივრცეში.




                                  gr af i t i
4
  უფრო დაწვრილებით ამ მარტივ ნივთიერებას ორგანული ქიმიის შესწავლისას
განვიხილავთ.
  არსებობს ე.წ. “ამორფული ნახშირბადი”. სინამდვილეში ეს წვრილკრისტალური
გრაფიტია.
  ხელოვნურად იქნა მიღებული კიდევ ერთი ალოტროპიული სახეცვლილება -
კარბინი

                       C    C       C     C         C   C   C C



  ნახშირბადის მიღება
  მეთანის 10000 –ზე მაღლა გახურებისას მიიღება ნახშირბადი და წყალბადი. ამ
რეაქციას მეთანის კრეკინგი ქვია. Y

                           CH4 →C + 2H2

   ნახშირბადშემცველი საწვავის არასრული წვისას წარმოიქმნება ნახშირბადი
(ჭვარტლი, მური, ნახშირი). ქვანახშირის უჰაეროდ გახურებისას მიიღება
ნახშირბადისგან შემდგარი ფოროვანი მასა – კოქსი, რომელიც გამოიყენება
მეტალურგიაში.
   მერქანის არასრული წვის შედეგად მიიღება ხის ნახშირი. მას შეუძლია შთანთქოს
აირები, მათ შორის მომწამვლელი აირებიც. ამ თვისების გამო ხის ნახშირს იყენებენ
ე, წ. მფილტრავი აირწინაღის დასამზადებლად.
        ნახშირბადის ქიმიური თვისებები
    1. ნახშირბადი      რეაგირებს არამეტალებთან.    ჟანგბადის    ნაკლებობისას
        მიმდინარეობს არასრული წვა (წარმოიქმნება CO) , სიჭარბისას – სრული
        (წარმოიქმნება CO2):

                           2C + O2 → 2CO
                           C + O2 → CO2

     მაღალ ტემპერატურაზე რეაგირებს წყალბადთან:
                     C + 2H2 → CH4

     არ რეაგირებს ჰალოგენებთან. რეაგირებს გოგირდთან და სილიციუმთან:
                 C + 2S → CS2     C + Si → SiC

  2. მაღალ ტემპერატურაზე ნახშირბადი მეტალებთან წარმოქმნის კარბიდებს:
                                                   C
           Ca + 2C       CaC2                 Ca
                      kal c i um s kar bi d i
                                i                  C

                                                            Al       Al           Al       Al
            4Al + 3C            Al4C3
                            al um ni s kar bi d i
                                 i                               C        C            C

  3. გავარვარებული ნახშირი რეაგირებს წყლის ორთქლთან                           :
5
                           C + H2O         CO + H2
                                           wyal gaz i
     ან         C + 2H2O → CO2 + 2H2
  4. ძლიერი მჟანგავები რეაგირებენ ნახშირთან:
          C + 2H2SO4         CO2 + 2H2O + 2SO2
                (ko nc )

            C + 4HNO3           3CO2 + 2H2O + 4NO
                (ganz )
  5. ნახშირი (კოქსის სახით) აღადგენს მეტალებს და არამეტალებს მათი
     ოქსიდებიდან:
           PbO2 + C → Pb + CO2 SO2 + C → S + CO2


  CO – ნახშირჟანგი                – ნახშირბადის (II) ოქსიდი, ნახშირბადის
მონოოქსიდი – მხუთავი გაზი. მიიღება ნახშირბადის არასრული წვისას. აგრეთვე
ჭიანჭველმჟავას და მჟაუნმჟავას დაშლით:
                        t
            HCOOH             H2O + CO
                      [H2SO4]
            W anW
             i    vel
               mJava

            COOH
                             H2O + CO2 + CO
            COOH
            m nm
             Jau Java

   ნახშირჟანგი უფერო, უსუნო აირია. ჰაერზე ოდნავ მსუბუქია. მომწამვლელია.
ჩასუნთქვისას შეიწოვება სისხლში და ჟანგბადის ნაცვლად უკავშირდება
ჰემოგლობინს, სისხლს გადააქვს ნახშირჟანგი მთელ ორგანიზმში და იწვევს საერთო
მოწამვლას.
   მოლეკულის აღნაგობას გავეცანით ქიმიური ბმების შესწავლისას. ატომებს შორის
ხორციელდება 2 კოვალენტური და ერთი დონორ-აქცეპტორული ბმა. ნახშირბადის
ატომი დონორია, ჟანგბადის_აქცეპტორი.
   CO იწვის:
                 2CO + O2 → 2CO2

  რეაგირებს წყლის ორთქლთან:
                  H2O + CO      t0   CO2 + H2

  აღადგენს მეტალებს მათი ოქსიდებიდან:
                Fe2O3 + 3CO → 2Fe + 3CO2

  გამლღვალ ტუტეებთან წარმოქმნის ჭიანჭველმჟავას მარილებს (ფორმიატებს):
                                      O
                  CO + NaOH            H     C   O      Na

  ქლორთან შეერთებისას წარმოიქმნება მომწამვლელი ნივთიერება ფოსგენი:
6
                                     Cl
                  CO + Cl2                 C O
                                     Cl
                                      f o sgeni


  CO2 ნახშირორჟანგი ,               ნახშირბადის   (IV)   ოქსიდი   –   ნახშირბადის
დიოქსიდი.
                        O     C     O

  მიიღება:
   1. კირქვის თერმული დაშლით:
                             9000
                  CaCO3             CaO + CO2

   2. კარბონატების მჟავასთან ურთიერთქმედებით:
                 CaCO3 + 2HCl → CaCl2 + H2O + CO2↑
                 Na2CO3 + H2SO4 → Na2SO4 + H2O + CO2↑

   3. ნახშირბადის და ყველა ნახშირბად შემცველი სათბობის (შეშა, ტორფი,
      ქვანახშირი, ბუნებრივი აირი, ნავთობი და ნავთოპროდუქტები) სრული
      წვისას. მაგ:
                   CH4 + 2O2 → CO2 + 2H2O
                   2C2H6 + 7O2 → 4CO2 + 6H2O     და ა.შ.

   CO2 უფერო, უსუნო აირია, 1,5–ჯერ მძიმეა ჰაერზე (M(CO2) = 44გ/მოლი M(ჰაერი) =
29გ/მოლი) 00C ტემპერატურაზე 1,7 ლ CO2 იხსნება 1ლ წყალში. გაცივებისას მყარდება
_ მიიღება ე.წ. “მშრალი ყინული”.

  ქიმიური თვისებები
   CO2Mმჟავური ოქსიდია, ამიტომ ცხადია, რომ ის რეაგირებს წყალთან, ფუძე
ოქსიდებთან და ტუტეებთან.
                CO2 + CaO → CaCO3
                CO2 + 2NaOH → Na2CO3 + H2O

  ანთებული მაგნიუმი ნახშირორჟანგის არეში აგრძელებს წვას.
                CO2 + 2Mg → 2MgO + C

  CO2 გამოიყენება ხანძრის ჩასაქრობად, რადგან თვითონ არ იწვის, ჰაერზე მძიმეა,
ფარავს ცეცხლის კერას და არ უშვებს ცეცხლთან ჰაერის ჟანგბადს.. მას იყენებენ
გამაცივებლად (მშრალი ყინული), აგრეთვე “შუშხუნა” სასმელების დასამზადებლად.
ბუნებაში მიმდინარე ქიმიური რეაქციებიდან უმნიშვნელოვანესია ფოტოსინთეზის
რეაქცია, რომელიც მცენარის მწვანე ფოთლებში მიმდინარეობს მზის ენერგიის
შთანთქმით.
                  6H2O + 6CO2 → C6H12O6 + 6O2
  ამ დროს ხდება ჟანგბადის აღდგენა _ რეგენერაცია.

  ნახშირმჟავა H2CO3 -     სუსტი და არამდგრადი მჟავაა. ძალიან სუსტადაა
დისოცირებული
7

            H2O + CO2     H2CO3      H+ + HCO 3-       2H+ + CO32-
                                         hi d r o -        kar bo nat i
                                        kar bo nat i


   დისოციაციის I საფეხური მცირე რაოდენობით, ხოლო II საფეხური
პრაქტიკულად არ მიმდინარეობს. როგორც ორფუძიანი მჟავა ორი ტიპის მარილებს
(მჟავა და ნორმალური) წარმოქმნის:
                 NaOH + H2CO3 → NaHCO3 + H2O
                 2NaOH + H2CO3 → Na2CO3 + H2O


   თუ   CO32- იონის შემცველ ხსნარს დავამატებთ ბარიუმის ან კალციუმის
ქლორიდის შემცველ ხსნარს, მივიღებთ თეთრი ფერის ნალექს (BaCO3 ან CaCO3)..
მიღებული ნალექი მჟავებში იხსნება. გამოიყოფა უსუნო აირი CO2, რომელიც
ამღვრევს კირიან წყალს. გავიხსენოთ კირიანი წყალი კალციუმის ჰიდროქსიდის
წყალხსნარია. აირის ჭარბად გატარებისას სიმღვრივე გაქრება.

                 CO32- + Ba2+ → BaCO3↓
                 BaCO3 + 2HCl → BaCl2 + H2O + CO2
                 CO2 + Ca(OH)2 → CaCO3↓ + H2O
                 CaCO3 + H2O + CO2 → Ca(HCO3)2 (ხსნადია)

  ხსნადებია მხოლოდ ნატრიუმის, კალიუმის და ამონიუმის კარბონატები. ყველა
ჰიდროკარბონატები კი წყალში ხსნადებია.
  Na2CO3 – სარეცხი სოდა. შესაბამისი კრისტალჰიდრატია - Na2CO3 ⋅ 10H2O.
გამოიყენება საპნის, მინის და კიდევ მრავალი ქიმიური პროდუქტის წარმოებაში.
  NaHCO3 – სასმელი სოდა გამოიყენება კულინარიაში, მედიცინაში და სხვა
  სოდის მიღების სოლვეს ხერხი რამდენიმე საფეხურს მოიცავს:
  I ამიაკის, ნახშირორჟანგისა და წყლის ურთიერთქმედებით მიიღება ამონიუმის
ჰიდროკარბონატი:
                   NH3 + CO2 + H2O → NH4HCO3

  II ნატრიუმის ქლორიდისა და ამონიუმის ჰიდროკარბონატის ხსნარების
ურთიერთქმედებისას ილექება ცივ წყალში ცუდად ხსნადი ნატრიუმის
ჰიდროკარბონატი – სასმელი სოდა:
                NH4HCO3 + NaCl → NH4Cl + NaHCO3↓

   III ნატრიუმის ჰიდროკარბონატის გახურებისას მიიღება ნატრიუმის კარბონატი –
“სარეცხი სოდა”:
                   2NaHCO3 → Na2CO3 + H2O + CO2
   K2CO3 – პოტაში, შედის ხის ნაცრის შემადგენლობაში. გამოიყენება ძნელად
ლღობადი მინის და რბილი საპნის წარმოებაში.
   .
   CaCO3 – კირქვა, ცარცი, მარმარილო. გამოიყენება ჩაუმქრალი კირის წარმოებაში,
მშენებლობაში, ქიმიურ მრეწველობასა და ყოფაცხოვრებაში.
   საშინაო დავალება
8

1. განახორციელეთ შემდეგი გარდაქმნები

                    Na2CO3          NaHCO3
        C    CO2                               Na2SO4
                             NaCl


2. შეურიეს 1ლ CO2 და 1ლ CO. როგორი იქნება ამ აირთა ნარევის სიმკვრივე
   ჰაერის და წყალბადის მიმართ?
3. 2ლ CO2 და H2 ნარევის ტუტის ხსნარში გატარების შემდეგ გამოყოფილი აირის
   მოცულობაა 0,5ლ. როგორია საწყის ნარევში თითოეული აირის მოცულობითი
   წილი?
4. კირქვაში კალციუმის კარბონატის შემცველობა 90%-ია. რამდენი გრამი CaO
   და რამდენი ლიტრი CO2 გამოიყოფა 100გ ასეთი კირქვის გავარვარებისას?
5. 100გ ბუნებრივი კირქვიდან მჟავით დამუშავების შედეგად 18ლ CO2 გამოიყო.
   როგორია კირქვაში კალციუმის კარბონატის მასური წილი?

More Related Content

What's hot

გაკვეთილი № 20
გაკვეთილი № 20გაკვეთილი № 20
გაკვეთილი № 20datiko43
 
გაკვეთილი № 36
გაკვეთილი № 36გაკვეთილი № 36
გაკვეთილი № 36datiko43
 
გაკვეთილი № 37
გაკვეთილი № 37გაკვეთილი № 37
გაკვეთილი № 37datiko43
 
G052 120708075806-phpapp01
G052 120708075806-phpapp01G052 120708075806-phpapp01
G052 120708075806-phpapp01barambo
 
G025 110928021137-phpapp01
G025 110928021137-phpapp01G025 110928021137-phpapp01
G025 110928021137-phpapp01barambo
 
გაკვეთილი № 11
გაკვეთილი № 11გაკვეთილი № 11
გაკვეთილი № 11datiko43
 
გაკვეთილი № 12
გაკვეთილი № 12გაკვეთილი № 12
გაკვეთილი № 12datiko43
 
გაკვეთილი № 7
გაკვეთილი № 7გაკვეთილი № 7
გაკვეთილი № 7barambo
 
გაკვეთილი № 7
გაკვეთილი № 7გაკვეთილი № 7
გაკვეთილი № 7barambo
 
გაკვეთილი № 19
გაკვეთილი № 19გაკვეთილი № 19
გაკვეთილი № 19datiko43
 
ტესტები
ტესტებიტესტები
ტესტებიbarambo
 

What's hot (20)

გაკვეთილი № 20
გაკვეთილი № 20გაკვეთილი № 20
გაკვეთილი № 20
 
Ara 016
Ara 016Ara 016
Ara 016
 
გაკვეთილი № 36
გაკვეთილი № 36გაკვეთილი № 36
გაკვეთილი № 36
 
გაკვეთილი № 37
გაკვეთილი № 37გაკვეთილი № 37
გაკვეთილი № 37
 
Ara 001
Ara 001Ara 001
Ara 001
 
Ara 018
Ara 018Ara 018
Ara 018
 
G052 120708075806-phpapp01
G052 120708075806-phpapp01G052 120708075806-phpapp01
G052 120708075806-phpapp01
 
G025 110928021137-phpapp01
G025 110928021137-phpapp01G025 110928021137-phpapp01
G025 110928021137-phpapp01
 
გაკვეთილი № 11
გაკვეთილი № 11გაკვეთილი № 11
გაკვეთილი № 11
 
Ara 017
Ara 017Ara 017
Ara 017
 
გაკვეთილი № 12
გაკვეთილი № 12გაკვეთილი № 12
გაკვეთილი № 12
 
Ara 016
Ara 016Ara 016
Ara 016
 
Ara 017
Ara 017Ara 017
Ara 017
 
Ara 016
Ara 016Ara 016
Ara 016
 
Ara 001
Ara 001Ara 001
Ara 001
 
გაკვეთილი № 7
გაკვეთილი № 7გაკვეთილი № 7
გაკვეთილი № 7
 
გაკვეთილი № 7
გაკვეთილი № 7გაკვეთილი № 7
გაკვეთილი № 7
 
Ara 018
Ara 018Ara 018
Ara 018
 
გაკვეთილი № 19
გაკვეთილი № 19გაკვეთილი № 19
გაკვეთილი № 19
 
ტესტები
ტესტებიტესტები
ტესტები
 

Viewers also liked

გაკვეთილი № 2
გაკვეთილი № 2გაკვეთილი № 2
გაკვეთილი № 2barambo
 
გაკვეთილი № 1
გაკვეთილი № 1გაკვეთილი № 1
გაკვეთილი № 1barambo
 
G032 110928055858-phpapp01
G032 110928055858-phpapp01G032 110928055858-phpapp01
G032 110928055858-phpapp01barambo
 
გაკვეთილი № 21
გაკვეთილი № 21გაკვეთილი № 21
გაკვეთილი № 21barambo
 
G035 110928060948-phpapp01
G035 110928060948-phpapp01G035 110928060948-phpapp01
G035 110928060948-phpapp01barambo
 
6 გაკვეთილი
6 გაკვეთილი6 გაკვეთილი
6 გაკვეთილიbarambo
 
ამოცანა 6-10
ამოცანა 6-10ამოცანა 6-10
ამოცანა 6-10barambo
 

Viewers also liked (8)

გაკვეთილი № 2
გაკვეთილი № 2გაკვეთილი № 2
გაკვეთილი № 2
 
გაკვეთილი № 1
გაკვეთილი № 1გაკვეთილი № 1
გაკვეთილი № 1
 
G032 110928055858-phpapp01
G032 110928055858-phpapp01G032 110928055858-phpapp01
G032 110928055858-phpapp01
 
გაკვეთილი № 21
გაკვეთილი № 21გაკვეთილი № 21
გაკვეთილი № 21
 
G035 110928060948-phpapp01
G035 110928060948-phpapp01G035 110928060948-phpapp01
G035 110928060948-phpapp01
 
6 გაკვეთილი
6 გაკვეთილი6 გაკვეთილი
6 გაკვეთილი
 
Ara 006
Ara 006Ara 006
Ara 006
 
ამოცანა 6-10
ამოცანა 6-10ამოცანა 6-10
ამოცანა 6-10
 

Similar to Ara 014

გაკვეთილი № 17
გაკვეთილი № 17გაკვეთილი № 17
გაკვეთილი № 17barambo
 
G021 110926073641-phpapp02
G021 110926073641-phpapp02G021 110926073641-phpapp02
G021 110926073641-phpapp02barambo
 
G024 110926074256-phpapp02
G024 110926074256-phpapp02G024 110926074256-phpapp02
G024 110926074256-phpapp02barambo
 
გაკვეთილი № 24
გაკვეთილი № 24გაკვეთილი № 24
გაკვეთილი № 24datiko43
 
გაკვეთილი № 21
გაკვეთილი № 21გაკვეთილი № 21
გაკვეთილი № 21datiko43
 
G 013.doc
G 013.docG 013.doc
G 013.docqimia
 
გაკვეთილი № 7
გაკვეთილი № 7გაკვეთილი № 7
გაკვეთილი № 7barambo
 
G 020.doc
G 020.docG 020.doc
G 020.docqimia
 
G019 110926073413-phpapp01
G019 110926073413-phpapp01G019 110926073413-phpapp01
G019 110926073413-phpapp01barambo
 
G020 110926073539-phpapp01
G020 110926073539-phpapp01G020 110926073539-phpapp01
G020 110926073539-phpapp01barambo
 
გაკვეთილი № 1
გაკვეთილი № 1გაკვეთილი № 1
გაკვეთილი № 1barambo
 
გაკვეთილი № 1
გაკვეთილი №  1გაკვეთილი №  1
გაკვეთილი № 1barambo
 

Similar to Ara 014 (19)

Ara 021
Ara 021Ara 021
Ara 021
 
გაკვეთილი № 17
გაკვეთილი № 17გაკვეთილი № 17
გაკვეთილი № 17
 
Ara 021
Ara 021Ara 021
Ara 021
 
Ara 021
Ara 021Ara 021
Ara 021
 
G021 110926073641-phpapp02
G021 110926073641-phpapp02G021 110926073641-phpapp02
G021 110926073641-phpapp02
 
G024 110926074256-phpapp02
G024 110926074256-phpapp02G024 110926074256-phpapp02
G024 110926074256-phpapp02
 
გაკვეთილი № 24
გაკვეთილი № 24გაკვეთილი № 24
გაკვეთილი № 24
 
გაკვეთილი № 21
გაკვეთილი № 21გაკვეთილი № 21
გაკვეთილი № 21
 
Ara 017
Ara 017Ara 017
Ara 017
 
G 013.doc
G 013.docG 013.doc
G 013.doc
 
გაკვეთილი № 7
გაკვეთილი № 7გაკვეთილი № 7
გაკვეთილი № 7
 
G 020.doc
G 020.docG 020.doc
G 020.doc
 
G019 110926073413-phpapp01
G019 110926073413-phpapp01G019 110926073413-phpapp01
G019 110926073413-phpapp01
 
G020 110926073539-phpapp01
G020 110926073539-phpapp01G020 110926073539-phpapp01
G020 110926073539-phpapp01
 
გაკვეთილი № 1
გაკვეთილი № 1გაკვეთილი № 1
გაკვეთილი № 1
 
გაკვეთილი № 1
გაკვეთილი №  1გაკვეთილი №  1
გაკვეთილი № 1
 
Ara 015
Ara 015Ara 015
Ara 015
 
Ara 015
Ara 015Ara 015
Ara 015
 
Ara 004
Ara 004Ara 004
Ara 004
 

More from barambo

G042 111031003556-phpapp02
G042 111031003556-phpapp02G042 111031003556-phpapp02
G042 111031003556-phpapp02barambo
 
G015 110926065817-phpapp01
G015 110926065817-phpapp01G015 110926065817-phpapp01
G015 110926065817-phpapp01barambo
 

More from barambo (20)

G008 2
G008 2G008 2
G008 2
 
G007 1
G007 1G007 1
G007 1
 
G006 1
G006 1G006 1
G006 1
 
G010 1
G010 1G010 1
G010 1
 
G009 1
G009 1G009 1
G009 1
 
G042 111031003556-phpapp02
G042 111031003556-phpapp02G042 111031003556-phpapp02
G042 111031003556-phpapp02
 
G015 110926065817-phpapp01
G015 110926065817-phpapp01G015 110926065817-phpapp01
G015 110926065817-phpapp01
 
G 011 1
G 011 1G 011 1
G 011 1
 
Ara 022
Ara 022Ara 022
Ara 022
 
Ara 020
Ara 020Ara 020
Ara 020
 
Ara 019
Ara 019Ara 019
Ara 019
 
Ara 011
Ara 011Ara 011
Ara 011
 
Ara 013
Ara 013Ara 013
Ara 013
 
Ara 012
Ara 012Ara 012
Ara 012
 
Ara 011
Ara 011Ara 011
Ara 011
 
Ara 009
Ara 009Ara 009
Ara 009
 
Ara 006
Ara 006Ara 006
Ara 006
 
Ara 010
Ara 010Ara 010
Ara 010
 
Ara 008
Ara 008Ara 008
Ara 008
 
Ara 002
Ara 002Ara 002
Ara 002
 

Ara 014

  • 1. 1 გაკვეთილი N14 საშინაო დავალების შემოწმება 1. 4P + 5O2 → 2P2O5 P2O5 + 3H2O → 2H3PO4 3Ca(OH)2 + 2H3PO4 → Ca3(PO4)2 + 6H2O Ca3(PO4)2 + H3PO4 → 3CaHPO4 CaHPO4 + H3PO4 → Ca(H2PO4)2 H3PO4 + NaOH → NaH2PO4 NaH2PO4 + NaOH → Na2HPO4 Na2HPO4 + NaOH → Na3PO4+ H2O 2. ω (H3PO4) = 0,3616 3. Ca3(PO4)2 + 3H2SO4 → 3CaSO4↓ + 2H3PO4 H3PO4 + NH3 → NH4H2PO4 m (NH4H2PO4) = 74,2გ ელემენტთა პერიოდული სისტემის IV ჯგუფის მთავარი ქვეჯგუფი ეს ქვეჯგუფი შედგება ელემენტებისგან: ნახშირბადი(C), სილიციუმი (Si), გერმანიუმი (Ge), კალა (Sn) და ტყვია (Pb). პირველი ორი არამეტალია, დანარჩენები მეტალებია. გარე ელექტრონულ შრეზე ამ ელემენტის ატომებს 4 - 4 ელექტრონი აქვთ ns2 np2 მაგ., ნახშირბადის გარე შრის აღნაგობაა: 2p 2s [1s2] 2s2 2p2 რომელიც ადვილად გადადის აღგზნებულ მდგომარეობაში: 2p 2s
  • 2. 2 ამიტომ ეს ელემენტები ძირითადად ოთხვალენტიანია. ნახშირბადი, სილიციუმი და გერმანიუმი იშვიათად შეიძლება ორვალენტიანებიც იყვნენ, ხოლო კალა და ტყვია საკმაოდ ბევრ ნაერთშია ორვალენტიანი. ეს ელემენტები წარმოქმნიან ოქსიდებს RO და RO2 და წყალბადნაერთებს RH4. ნახშირბადისა და სილიციუმისთვის დამახასიათებელია დაჟანგულობის ხარისხები –4 დან +4-მდე. ხოლო დანარჩენები ყოველთვის დადებითი დაჟანგულობის ხარისხით ხასიათდებიან. ნახშირბადი და სილიციუმი ბუნებაში ფართოდაა გავრცელებული. განვიხილოთ ეს ორი ელემენტი. ნახშირბადი ელემეტი ნახშირბადი მოთავსებულია ელემენტთა პერიოდული სისტემის II პერიოდის IV ჯგუფში. რიგობრივი ნომერია 6. M (C ) =12გ/მოლი. მისი ატომის აღნაგობა შეიძლება ასე გამოვსახოთ: K L 2p 2s +6 2 4 [1s2] 2s2 2p2 ნახშირბადის დაჟანგულობის ხარისხი იცვლება –4 დან +4-მდე. ამჟღავნებს იშვიათად ორ, ძირითადად ოთხვალენტობას (ამის მიზეზები IV ჯგუფის ელემენტების ზოგადი მიმოხილვისას განვიხილეთ). ნახშირბადი მილიონობით ნაერთს წარმოქმნის. ნახშირწყალბადები და მათი ნაწარმები ცალკეა გამოყოფილი და ამ ნივთიერებებს ორგანული ნივთიერებები ქვიათ. ორგანულ ნაერთებს “ორგანული ქიმიის” კურსიდან გავეცნობით. ამჟამად კი ნახშირბადის “მინერალურ”, ანუ არაორგანულ ნაერთებზე ვისაუბრებთ. ნახშირბადის შემცველი არაორგანული ნივთიერებებია: მარტივი ნივთიერება ნახშირბადი, მისი ოქსიდები, ნახშირმჟავა და მისი მარილები. ბუნებაში ხშირად გვხვდება ნახშირბადი როგორც თავისუფალი (ალმასი და გრაფიტი), ასევე ნაერთების სახით. ნახშირბადი შედის ქვანახშირის, ნავთობის და სხვა ბუნებრივი საწვავის შემადგენლობაში. ნახშირბადს შეიცავენ შემდეგი მინერალები - კალციტი: CaCO3 – კირქვა, ცარცი, მარმარილო. CaCO3 ⋅ MgCO3 – დოლომიტი. MgCO3 – მაგნეზიტი და სხვა. ბუნებაში გვხვდება ნახშირბადის ალოტროპიული სახეცვლილებები: ალმასი და გრაფიტი. ალმასი გამჭვირვალე კრისტალია. ყველა მინერალზე და ხელოვნურად მიღებულ მასალაზე უფრო მაგარია, ჭრის მინას. ძვირფასი ქვაა და გამოიყენება საიუვილერო ნაწარმების დასამზადებლად, აგრეთვე ტექნიკური მიზნებისთვის. გრაფიტი შავი ფერის ძალიან რბილი მინერალია. ატარებს დენს. იყენებენ ელექტროდების და ფანქრების დასამზადებლად.
  • 3. 3 ალმასის სტრუქტურა შემდეგნაირია: წარმოვიდგინოთ, რომ ტეტრაედრის (ტეტრაედრი პირამიდაა, რომლის ყველა წახნაგი ტოლგვერდა სამკუთხედია) ცენტრში მოთავსებულია ნახშირბადის ატომი, ტეტრაედრის წვეროებში მოთავსებულ ოთხ ატომთან მტკიცე, არაპოლარული კოვალენტური ბმებითაა დაკავშირებული. ამასთან ნებისმიერი ნახშირბადატომი მსგავსი ტეტრაედრის ცენტრად შეიძლება წარმოვიდგინოთ. ალმასის სტრუქტურა გრაფიტი კი ფენოვანი აღნაგობისაა. ფენებს შორის მანძილი დიდია და მათ შორის ქიმიური კავშირის განხორციელება შეუძლებელია, ამიტომ გრაფიტი ადვილად იშლება ფენებს შუა სივრცეში. gr af i t i
  • 4. 4 უფრო დაწვრილებით ამ მარტივ ნივთიერებას ორგანული ქიმიის შესწავლისას განვიხილავთ. არსებობს ე.წ. “ამორფული ნახშირბადი”. სინამდვილეში ეს წვრილკრისტალური გრაფიტია. ხელოვნურად იქნა მიღებული კიდევ ერთი ალოტროპიული სახეცვლილება - კარბინი C C C C C C C C ნახშირბადის მიღება მეთანის 10000 –ზე მაღლა გახურებისას მიიღება ნახშირბადი და წყალბადი. ამ რეაქციას მეთანის კრეკინგი ქვია. Y CH4 →C + 2H2 ნახშირბადშემცველი საწვავის არასრული წვისას წარმოიქმნება ნახშირბადი (ჭვარტლი, მური, ნახშირი). ქვანახშირის უჰაეროდ გახურებისას მიიღება ნახშირბადისგან შემდგარი ფოროვანი მასა – კოქსი, რომელიც გამოიყენება მეტალურგიაში. მერქანის არასრული წვის შედეგად მიიღება ხის ნახშირი. მას შეუძლია შთანთქოს აირები, მათ შორის მომწამვლელი აირებიც. ამ თვისების გამო ხის ნახშირს იყენებენ ე, წ. მფილტრავი აირწინაღის დასამზადებლად. ნახშირბადის ქიმიური თვისებები 1. ნახშირბადი რეაგირებს არამეტალებთან. ჟანგბადის ნაკლებობისას მიმდინარეობს არასრული წვა (წარმოიქმნება CO) , სიჭარბისას – სრული (წარმოიქმნება CO2): 2C + O2 → 2CO C + O2 → CO2 მაღალ ტემპერატურაზე რეაგირებს წყალბადთან: C + 2H2 → CH4 არ რეაგირებს ჰალოგენებთან. რეაგირებს გოგირდთან და სილიციუმთან: C + 2S → CS2 C + Si → SiC 2. მაღალ ტემპერატურაზე ნახშირბადი მეტალებთან წარმოქმნის კარბიდებს: C Ca + 2C CaC2 Ca kal c i um s kar bi d i i C Al Al Al Al 4Al + 3C Al4C3 al um ni s kar bi d i i C C C 3. გავარვარებული ნახშირი რეაგირებს წყლის ორთქლთან :
  • 5. 5 C + H2O CO + H2 wyal gaz i ან C + 2H2O → CO2 + 2H2 4. ძლიერი მჟანგავები რეაგირებენ ნახშირთან: C + 2H2SO4 CO2 + 2H2O + 2SO2 (ko nc ) C + 4HNO3 3CO2 + 2H2O + 4NO (ganz ) 5. ნახშირი (კოქსის სახით) აღადგენს მეტალებს და არამეტალებს მათი ოქსიდებიდან: PbO2 + C → Pb + CO2 SO2 + C → S + CO2 CO – ნახშირჟანგი – ნახშირბადის (II) ოქსიდი, ნახშირბადის მონოოქსიდი – მხუთავი გაზი. მიიღება ნახშირბადის არასრული წვისას. აგრეთვე ჭიანჭველმჟავას და მჟაუნმჟავას დაშლით: t HCOOH H2O + CO [H2SO4] W anW i vel mJava COOH H2O + CO2 + CO COOH m nm Jau Java ნახშირჟანგი უფერო, უსუნო აირია. ჰაერზე ოდნავ მსუბუქია. მომწამვლელია. ჩასუნთქვისას შეიწოვება სისხლში და ჟანგბადის ნაცვლად უკავშირდება ჰემოგლობინს, სისხლს გადააქვს ნახშირჟანგი მთელ ორგანიზმში და იწვევს საერთო მოწამვლას. მოლეკულის აღნაგობას გავეცანით ქიმიური ბმების შესწავლისას. ატომებს შორის ხორციელდება 2 კოვალენტური და ერთი დონორ-აქცეპტორული ბმა. ნახშირბადის ატომი დონორია, ჟანგბადის_აქცეპტორი. CO იწვის: 2CO + O2 → 2CO2 რეაგირებს წყლის ორთქლთან: H2O + CO t0 CO2 + H2 აღადგენს მეტალებს მათი ოქსიდებიდან: Fe2O3 + 3CO → 2Fe + 3CO2 გამლღვალ ტუტეებთან წარმოქმნის ჭიანჭველმჟავას მარილებს (ფორმიატებს): O CO + NaOH H C O Na ქლორთან შეერთებისას წარმოიქმნება მომწამვლელი ნივთიერება ფოსგენი:
  • 6. 6 Cl CO + Cl2 C O Cl f o sgeni CO2 ნახშირორჟანგი , ნახშირბადის (IV) ოქსიდი – ნახშირბადის დიოქსიდი. O C O მიიღება: 1. კირქვის თერმული დაშლით: 9000 CaCO3 CaO + CO2 2. კარბონატების მჟავასთან ურთიერთქმედებით: CaCO3 + 2HCl → CaCl2 + H2O + CO2↑ Na2CO3 + H2SO4 → Na2SO4 + H2O + CO2↑ 3. ნახშირბადის და ყველა ნახშირბად შემცველი სათბობის (შეშა, ტორფი, ქვანახშირი, ბუნებრივი აირი, ნავთობი და ნავთოპროდუქტები) სრული წვისას. მაგ: CH4 + 2O2 → CO2 + 2H2O 2C2H6 + 7O2 → 4CO2 + 6H2O და ა.შ. CO2 უფერო, უსუნო აირია, 1,5–ჯერ მძიმეა ჰაერზე (M(CO2) = 44გ/მოლი M(ჰაერი) = 29გ/მოლი) 00C ტემპერატურაზე 1,7 ლ CO2 იხსნება 1ლ წყალში. გაცივებისას მყარდება _ მიიღება ე.წ. “მშრალი ყინული”. ქიმიური თვისებები CO2Mმჟავური ოქსიდია, ამიტომ ცხადია, რომ ის რეაგირებს წყალთან, ფუძე ოქსიდებთან და ტუტეებთან. CO2 + CaO → CaCO3 CO2 + 2NaOH → Na2CO3 + H2O ანთებული მაგნიუმი ნახშირორჟანგის არეში აგრძელებს წვას. CO2 + 2Mg → 2MgO + C CO2 გამოიყენება ხანძრის ჩასაქრობად, რადგან თვითონ არ იწვის, ჰაერზე მძიმეა, ფარავს ცეცხლის კერას და არ უშვებს ცეცხლთან ჰაერის ჟანგბადს.. მას იყენებენ გამაცივებლად (მშრალი ყინული), აგრეთვე “შუშხუნა” სასმელების დასამზადებლად. ბუნებაში მიმდინარე ქიმიური რეაქციებიდან უმნიშვნელოვანესია ფოტოსინთეზის რეაქცია, რომელიც მცენარის მწვანე ფოთლებში მიმდინარეობს მზის ენერგიის შთანთქმით. 6H2O + 6CO2 → C6H12O6 + 6O2 ამ დროს ხდება ჟანგბადის აღდგენა _ რეგენერაცია. ნახშირმჟავა H2CO3 - სუსტი და არამდგრადი მჟავაა. ძალიან სუსტადაა დისოცირებული
  • 7. 7 H2O + CO2 H2CO3 H+ + HCO 3- 2H+ + CO32- hi d r o - kar bo nat i kar bo nat i დისოციაციის I საფეხური მცირე რაოდენობით, ხოლო II საფეხური პრაქტიკულად არ მიმდინარეობს. როგორც ორფუძიანი მჟავა ორი ტიპის მარილებს (მჟავა და ნორმალური) წარმოქმნის: NaOH + H2CO3 → NaHCO3 + H2O 2NaOH + H2CO3 → Na2CO3 + H2O თუ CO32- იონის შემცველ ხსნარს დავამატებთ ბარიუმის ან კალციუმის ქლორიდის შემცველ ხსნარს, მივიღებთ თეთრი ფერის ნალექს (BaCO3 ან CaCO3).. მიღებული ნალექი მჟავებში იხსნება. გამოიყოფა უსუნო აირი CO2, რომელიც ამღვრევს კირიან წყალს. გავიხსენოთ კირიანი წყალი კალციუმის ჰიდროქსიდის წყალხსნარია. აირის ჭარბად გატარებისას სიმღვრივე გაქრება. CO32- + Ba2+ → BaCO3↓ BaCO3 + 2HCl → BaCl2 + H2O + CO2 CO2 + Ca(OH)2 → CaCO3↓ + H2O CaCO3 + H2O + CO2 → Ca(HCO3)2 (ხსნადია) ხსნადებია მხოლოდ ნატრიუმის, კალიუმის და ამონიუმის კარბონატები. ყველა ჰიდროკარბონატები კი წყალში ხსნადებია. Na2CO3 – სარეცხი სოდა. შესაბამისი კრისტალჰიდრატია - Na2CO3 ⋅ 10H2O. გამოიყენება საპნის, მინის და კიდევ მრავალი ქიმიური პროდუქტის წარმოებაში. NaHCO3 – სასმელი სოდა გამოიყენება კულინარიაში, მედიცინაში და სხვა სოდის მიღების სოლვეს ხერხი რამდენიმე საფეხურს მოიცავს: I ამიაკის, ნახშირორჟანგისა და წყლის ურთიერთქმედებით მიიღება ამონიუმის ჰიდროკარბონატი: NH3 + CO2 + H2O → NH4HCO3 II ნატრიუმის ქლორიდისა და ამონიუმის ჰიდროკარბონატის ხსნარების ურთიერთქმედებისას ილექება ცივ წყალში ცუდად ხსნადი ნატრიუმის ჰიდროკარბონატი – სასმელი სოდა: NH4HCO3 + NaCl → NH4Cl + NaHCO3↓ III ნატრიუმის ჰიდროკარბონატის გახურებისას მიიღება ნატრიუმის კარბონატი – “სარეცხი სოდა”: 2NaHCO3 → Na2CO3 + H2O + CO2 K2CO3 – პოტაში, შედის ხის ნაცრის შემადგენლობაში. გამოიყენება ძნელად ლღობადი მინის და რბილი საპნის წარმოებაში. . CaCO3 – კირქვა, ცარცი, მარმარილო. გამოიყენება ჩაუმქრალი კირის წარმოებაში, მშენებლობაში, ქიმიურ მრეწველობასა და ყოფაცხოვრებაში. საშინაო დავალება
  • 8. 8 1. განახორციელეთ შემდეგი გარდაქმნები Na2CO3 NaHCO3 C CO2 Na2SO4 NaCl 2. შეურიეს 1ლ CO2 და 1ლ CO. როგორი იქნება ამ აირთა ნარევის სიმკვრივე ჰაერის და წყალბადის მიმართ? 3. 2ლ CO2 და H2 ნარევის ტუტის ხსნარში გატარების შემდეგ გამოყოფილი აირის მოცულობაა 0,5ლ. როგორია საწყის ნარევში თითოეული აირის მოცულობითი წილი? 4. კირქვაში კალციუმის კარბონატის შემცველობა 90%-ია. რამდენი გრამი CaO და რამდენი ლიტრი CO2 გამოიყოფა 100გ ასეთი კირქვის გავარვარებისას? 5. 100გ ბუნებრივი კირქვიდან მჟავით დამუშავების შედეგად 18ლ CO2 გამოიყო. როგორია კირქვაში კალციუმის კარბონატის მასური წილი?