SlideShare a Scribd company logo
1 of 10
Download to read offline
გაკვეთილი N 32



V ტესტი
  1. ატომის მასას ძირითადად განაპირობებენ:
    1. პროტონები                              2. ნეიტრონები
    3. პროტონები და ელექტრონები         4. პროტონები და ნეიტრონები.
  2. ერთი ელემენტის ორი იზოტოპი ერთმანეთისგან განსხვავდება:
    1. ელექტრონების რიცხვით             2. ნეიტრონების რიცხვით
    3. ატომგულის მუხტით                 4. პროტონების რიცხვით
  3. ატომში ელექტრონების რაოდენობა:
    1. პროტონებზე მეტია           2. პროტონებზე ნაკლებია
    3. პროტონების რიცხვის ტოლია
    4. პროტონების და ნეიტრონების ჯამის ტოლია
  4. პერიოდული სისტემის მთავარ ქვეჯგუფში გაერთიანებულია:
    1. მხოლოდ ლითონები       2. მხოლოდ არალითონები
    3. მხოლოდ მცირე პერიოდის ელემენტები
    4. როგორც დიდი ასევე მცირე პერიოდის ელემენტები
  5. პერიოდულ სისტემაში ელემენტის რიგობრივი ნომერი გვიჩვენებს:
    1. ელექტრონების და პროტონების ჯამს        2. პროტონების რიცხვს

    3. ნეიტრონების რიცხვს         4. ელექტრონების და ნეიტრონების ჯამს
  6. უფრო მეტი პროტონი აქვს ვიდრე ნეიტრონი:
    1. წყალბადის იზოტოპს (პროთიუმი)
    2. ნატრიუმის ატომს
    3. წყალბადის იზოტოპს (დეიტერიუმი)
    4. არცერთი პასუხი არ არის სწორი
  7. პერიოდებში მარცხნიდან მარჯვნივ:
          1. მეტალური თვისებები თანდათან გადადის არალითონურში
          2. არამეტალური თვისებები მცირდება
          3. მეტალური თვისებები ძლიერდება
          4. არაფერი არ იცვლება რიგითი ნომრის ზრდით
8. s, p და d ქვედონეებზე ელექტრონების მაქსიმალური რაოდენობა შესაბამისად
      შეიძლება იყოს:
      1. ორი, ექვსი და რვა                       2. ორი, ოთხი და ექვსი

      3. ოთხი, რვა და ათი                        4. ორი, ექვსი და ათი

  9. მაქსიმალურად რამდენი ელექტრონი შეიძლება მოთავსდეს 2d ქვედონეზე?
              1. არცერთი, რადგან 2d ქვედონე არ არსებობს

              2. ათი             3. ექვსი                  4. ორი

  10. ელემეტის რიგითი ნომერია 11. მისი ელექტრონული ფორმულა იქნება:
      1. 1s22s22p7               2. 1s2 2s2 2p6 3s1                 3. 1s22s42p3       4. 1s22s22p6



                                           თემა N 5.
                                        ქიმიური ბმები

  ნივთიერების    წარმოქმნისას    ატომები   ერთმანეთს    გარკვეული    წესით
უკავშირდებიან. ამ კავშირებს ქიმიური ბმები ეწოდებათ. ქიმიური ბმების ბუნების
დასადგენად აუცილებელია დავეყრდნოთ ატომების ელექტრული გარსის აღნაგობის
თავისებურებებს.
  ჩვეულებრივ მდგრადი, დასრულებული ელექტრული გარსი გააჩნიათ მხოლოდ
ინერტულ აირებს. მათ ატომებს გარე ელექტრონულ შრეზე 8-8 ელექტრონი აქვთ.
გამონაკლისია ჰელიუმი, რომლის ატომის ელექტრონული შრე მდგრადია და ორი
ელექტრონისგან შედგება.



                                                                                   K L M   N
      K                K L                      K L M


                                          +18     2 8 8                     +36     2 8 18 8
 +2       2      +10    2    8



      He               Ne                             Ar                              Kr

                                                                                       და ა.შ.

  ყველა დანარჩენი ელემენტის ატომს არამდგრადი გარსი აქვთ და მათ გარე შრეზე
1-დან 7 ელექტრონამდეა.
  ქიმიური ბმების წარმოქმნისას ატომების გარშემო ისეთივე ელექტრონული გარსი
უნდა წარმოიქმნას, როგორიც აქვს უახლოეს ინერტულ აირს, ანუ ამ ატომთა გარე
შრე უნდა გახდეს 8 ელექტრონიანი. ასეთი გარდაქმნა შეიძლება ელექტრონების
მიერთება-მოხლეჩის ან გაწყვილების გზით.

  იონური ბმა

   განვიხილოთ იონური ბმის წარმოქმნის ბუნება ნატრიუმის ქლორიდის
მაგალითზე.
   ნატრიუმისა და ქლორის ატომებს არამდგრადი ელექტრული გარსები აქვთ. მათ
გარე შრეზე შესაბამისად ერთი და შვიდი ელექტრონია. მდგრადი (დასრულებული)
ელექტრული გარსის წარმოსაქმნელად ნატრიუმის ატომი გასცემს გარე შრის
ელექტრონს, რომელსაც იერთებს ქლორის ატომი. ელექტრონის ასეთი გაცემა-
მიერთების შედეგად ორივე ნაწილაკს მდგრადი გარსი წარმოექმნება, მაგრამ ისინი
დადებითად (Na+) და უარყოფითად (Cl-) იქნებიან დამუხტულნი.
   დადებითად ან უარყოფითად დამუხტულ ატომებს ან ატომთა ჯგუფებს იონები
ქვია.
         K L M                    M L K


   +11    2 8 1                 7 8 2        +17



  1s2 2s2 2p6 3s1            1s2 2s2 2p6 3s2 3p5
         Na                         Cl


         K L                      M L K


   +11    2 8                    8 8 2       +17



  1s2 2s2 2p6                1s2 2s2 2p6 3s2 3p6

           +                             -
      Na                           Cl
   როგორც ვხედავთ შესაძლებელია როგორც ატომის ისე იონის ელექტრონული
ფორმულის შედგენა.
   ელექტრონების     გაცემა-მიერთების    შემდეგ ნატრიუმისა   და     ქლორის
ატომგულების გარშემო ისეთივე ელექტრული გარსებია, როგორიც აქვს შესაბამისად
ნეონისა და არგონის ატომებს. ნატრიუმის იონის ატომგულის მუხტი +11-ია,
ელექტრული გარსის მუხტი –10. ე.ი. ნატრიუმის იონის მუხტი +1-ია. ასევე კარგად
ჩანს, რომ ქლორის იონის ატომგულის მუხტი +17-ია, ხოლო ელექტრული გარსის
მუხტი –18. ე.ი. ქლორის იონის მუხტია –1.
ცხადია, რომ საწინააღმდეგოდ დამუხტული ნაწილაკები ერთმანეთს მიიზიდავენ.
ასე რომ Na+ და Cl- იონებს შორის ელექტროსტატიკური მიზიდვის შედეგად
აღიძვრება ქიმიური კავშირი, რომელსაც იონური ბმა ქვია.
   ზუსტად ასეა მაგნიუმის ფტორიდის შემთხვევაშიც:




           K L                         K L M                       L K


                                 +12    2   8 1+1                 7 2    +9
      +9    2    7


            F                           Mg                         F


                         -                   2+               -
                     F                  Mg                F

  იონური ბმა ეწოდება ქიმიურ კავშირს, რომელიც აღიძვრება საწინააღმდეგოდ
დამუხტულ იონებს შორის ელექტროსტატიკური ურთიერთქმედების ხარჯზე.
  იონური ბმები აღიძვრება ტიპიურ (ძლიერ) მეტალებსა და ტიპიურ (ძლიერ)
არამეტალებს შორის. ტიპიური მეტალების ატომებს გარე შრის ელექტრონების
ადვილად გაცემის უნარი აქვთ, ხოლო ტიპიურ არამეტალების ატომებს კი
ელექტრონების მიერთების უნარი.

  კოვალენტური ბმა

   კოვალენტური ბმის წარმოქმნის პრინციპი განვიხილოთ წყალბადის მოლეკულის
(H2) წარმოქმნის მაგალითზე. წყალბადის ორი ატომის დაახლოებისას მათ შორის
აღიძვრება ურთიერთმიზიდვა. პირველი ატომის ბირთვი იზიდავს მეორეს
ელექტრულ გარსს და პირიქით – მეორე ატომის ბირთვი პირველის ელექტრულ
გარსს. ურთიერთმიზიდვის შედეგად ხდება წყალბადის ატომების ელექტრული
ღრუბლების გადაფარვა, რასაც მოყვება ენერგიის გამოყოფა და მდგრადი სისტემის –
წყალბადის მოლეკულის წარმოქმნა.

                             -                        -
                         +                        +
წყალბადის ატომის რადიუსი 0.053ნმ-ია. წყალბადის მოლეკულაში ატომების
ცენტრებს შორის მანძილი 0,074ნმ-ია, რაც ამტკიცებს იმას, რომ ხდება წყალბადის
ატომების ელექტრული ღრუბლების გადაფარვა. ორივე ელექტრონის მუხტი
თავმოყრილია წყალბადის ატომების შუა სივრცეში ელექტრული ღრუბლების
გადაფარვის ადგილას. იგი ერთნაირად იზიდავს და იკავშირებს როგორც პირველი
ისე მეორე ატომის ატომგულებს. ამგვარად წარმოიქმნა ორივე ატომისთვის საზიარო
ელექტრონული წყვილი. ცხადია, რომ ორივე ატომის გარშემო წარმოიქმნა მდგრადი,
ორელექტრონიანი (He-ის მსგავსი) ელექტრული გარსი.
  ქიმიურ კავშირს, რომელიც აღიძვრება საზიარო ელექტრული წყვილების
წარმოქმნის ხარჯზე, კოვალენტური ბმა ეწოდება.
  საზიარო ელექტრული წყვილი წარმოიქმნება ატომთა ელექტრული გარსის იმ
ორბიტალების გადაფარვით, რომლებზეც გაუწყვილებელი ელექტრონებია
მოთავსებული. წყალბადის ატომებს მხოლოდ s ორბიტალი გააჩნიათ და
მოლეკულის წარმოქმნისას s-s ორბიტალები გადაიფარებიან. წყალბადის
მოლეკულის წარმოქმნა შეიძლება ასე გამოვსახოთ:



                                  +




     ან


                          H   x   +   H

                            H H   x




   გაუწყვილებელი           საზიარო
    ელექტრონები                  ელექტრონული წყვილი


  ამ ფორმულას მოლეკულის ელექტრონული ფორმულა ქვია.
  შესაძლებელია ყველა ელექტრონის როგორც x ისე   სიმბოლოთი გამოსახვა,
რადგან ყველა ელექტრონი ერთნაირია. ასე რომ შეიძლება ელექტრონულმა
ფორმულამ ასეთი სახე მიიღოს:
H H

                    H H
                                   კოვალენტური ბმა

  განვიხილოთ Cl2-ის მოლეკულის წარმიქმნის მექანიზმი:
  ქლორის ატომს გარე შრეზე 7 ელექტრონი აქვს.

                                   3d
                   3p
            3s



  როგორც ვხედავთ გარე შრეზე 3 წყვილი და 1 გაუწყვილებელი ელქტრონია. ეს
შეიძლება ასეც გამოვსახოთ:

                                              x x
                                          x
             Cl                           x   Cl    x
                              ან              x x


  ქლორის ორი ატომის დაახლოებისას ხდება ქლორის ატომების გაუწყვილებელი p
ელექტრონული ღრუბლების გადაფარვა, რასაც საზიარო ელექტრონული წყვილისა
და აქედენ გამომდინარე კოვალენტური ბმის წარმოქმნა მოყვება.




                                              საზიარო ელექტრონული წყვილი


  (გამუქებულ ორბიტალზე გაწყვილებული ელექტრონებია)

                         Cl        Cl

                                         კოვალენტური ბმა
ან

                                     x x
                                 x
                                 x   Cl    x     +    Cl
                                     x x




                                           x x
                                       x         x
                                       x   Cl        Cl
                                           x x


  შესაძლებელია Cl2-ის ფორმულა ასეც გამოისახოს


                                                     Cl Cl

    ცხადია, რომ x და აღნიშვნა იმიტომაა შემოტანილი, რომ გავარკვიოთ თავიდან
რომელ ატომს ეკუთვნოდა ელექტრონი, თორემ ელექტრონები რათქმაუნდა
ერთნაირებია და მათ შორის განსხვავება არ არის.
    როგორც ვხედავთ საზიარო ელექტრონების ჩათვლით თითოეული ატომის
გარშემო მდგრადი ელექტრული გარსები წარმოიქმნება, რომელთა გარე შრეზე 8-8
ელექტრონია.
    რიგ შემთხვევებში მდგრადი ელექტრული გარსების წარმოსაქმნელად 1 წყვილის
(1 კოვალენტური ბმის) წარმოქმნა საკმარისი არ არის.
    მაg: ჟანგბადს გარე შრეზე ორი გაუწყვილებელი, ხოლო აზოტს სამი
გაუწყვილებელი ელექტრონი აქვს:

                           2p                                                            2p
        2s                                                       2s

   O                                                         N

   ამიტომ მდგრადი 8 ელექტრონიანი გარე შრის წარმოსაქმნელად ორმაგი და
სამმაგი კოვალენტური ბმის წარმოქმნაა აუცილებელი:

                 x x
                                                                 x x
             x   O     x         +    O                          x   N       x       +        N
                 x x                                                 x




                       x x
                 x           x
                 x   Ox O                                                x
                                                                         x   Nx N
                                                                                 x
                       x x                                                    x

                  O                  O                           N               N
             (         ორმაგი ბმა)                               (           სამმაგი ბმა)

  კოვალენტური ბმა შეიძლება განხორციელდეს სხვადასხვა ელემენტების ატომებს
შორისაც. განვიხილოთ HCl-ის მოლეკულის წარმოქმნის მექანიზმი.
x x
                                                    x
                            H       +   x   Cl      x
                                              x x



                                        x x
                                               x
                            H       x   Cl     x                            x
                                        x x




                                               საზიარო ელექტრონული
                                                     წყვილი




                                    H         Cl

  ანალოგიურად           წარმოიქმნება                    კოვალენტური     ბმები             წყლისა   და   ამიაკის
მოლეკულაში:


                                                                                x x
                                                                H       +   x
                                                                                N
                                                                                      x    +   H
                                                                                x
                                                                                +

                  x x                                                           H
     H    +   x   O     x   +           H
                  x x

                                                                                x x

                                                                      H         N     x    H
                                                                                x
                  x x
         H    x   O     x   H                                                   H
                  x x



                                                                    H           N          H
         H        O             H                                               H

   ზემოთ მოტანილი მოლეკულების ელექტრონული ფორმულებიდან ჩანს, რომ
წყალბადის ატომებს მდგრადი 2 ელექტრონიანი გარსი აქვთ, ხოლო ჟანგბადისა და
აზოტის ატომებს კი 8-8 ელექტრონიანი.
CCl4-ის მოლეკულაში კოვალენტური ბმების წარმოქმნა ხდება ნახშირბადისა და
ქლორის ატომებს შორის. ნახშირბადის ატომს გარე შრეზე ერთი წყვილი და ორი
გაუწყვილებული ელექტრონი აქვს.

                                         2p
                          2s




  2s2 წყვილი იშლება და ერთ-ერთი ელექტრონი გადადის თავისუფალ p
ორბიტალზე, რის შედეგადაც ნახშირბადის ატომს 4 გაუწყვილებული ელექტრონი
უჩნდება:

                               2p                           2p
             2s                                   2s




  ასეთ ატომს შეუძლია ქლორის 4 ატომთან წარმოქმნას 4 კოვალენტური ბმა.

                              xx
                          x
                              Cl x                           Cl
                          x      x
                               x
                 xx                      xx
             x                                x
             x   Cl   x       C      x   Cl
                                         xx
                                              x        Cl     C       Cl
                 xx
                               x
                          x
                          x   Cl x
                                 x                               Cl
                              x x




  საშინაო დავალება:

   1.   რომელ ელემენტთა ატომების ელექტრული გარსია მდგრადი? რატომ?
   2.   რა არის იონური ბმა?
   3.   რა არის კოვალენტური ბმა?
   4.   დავწეროთ შემდეგი მოლეკულების ელექტრონული ფორმულები:



                          H

CH4           H           C              H                  PH3            H   P   H

                           H                                                   H
NCl3   Cl   N    Cl   PF3    F    P    F

            Cl                    F

            H                     F

SiH4   H    Si   H    SiF4   F    Si   F

            H                     F

H2S    H    S    H    SCl2   Cl   S    Cl

More Related Content

What's hot

გაკვეთილი № 39
გაკვეთილი № 39გაკვეთილი № 39
გაკვეთილი № 39datiko43
 
გაკვეთილი № 35
გაკვეთილი № 35გაკვეთილი № 35
გაკვეთილი № 35datiko43
 
G039 111003015711-phpapp02
G039 111003015711-phpapp02G039 111003015711-phpapp02
G039 111003015711-phpapp02barambo
 
ქიმიური ტერმინების ლექსიკონი 1-ახალი
ქიმიური ტერმინების ლექსიკონი 1-ახალიქიმიური ტერმინების ლექსიკონი 1-ახალი
ქიმიური ტერმინების ლექსიკონი 1-ახალიbarambo
 
გაკვეთილი № 27
გაკვეთილი № 27გაკვეთილი № 27
გაკვეთილი № 27datiko43
 
G031 110928022704-phpapp02
G031 110928022704-phpapp02G031 110928022704-phpapp02
G031 110928022704-phpapp02barambo
 
G027 110928022217-phpapp02
G027 110928022217-phpapp02G027 110928022217-phpapp02
G027 110928022217-phpapp02barambo
 
გაკვეთილი № 28
გაკვეთილი № 28გაკვეთილი № 28
გაკვეთილი № 28datiko43
 
G036 110928062138-phpapp02
G036 110928062138-phpapp02G036 110928062138-phpapp02
G036 110928062138-phpapp02barambo
 
G040 111031003134-phpapp02
G040 111031003134-phpapp02G040 111031003134-phpapp02
G040 111031003134-phpapp02barambo
 
G029 110928022447-phpapp01
G029 110928022447-phpapp01G029 110928022447-phpapp01
G029 110928022447-phpapp01barambo
 
გაკვეთილი № 10
გაკვეთილი № 10გაკვეთილი № 10
გაკვეთილი № 10barambo
 
გაკვეთილი № 4
გაკვეთილი № 4გაკვეთილი № 4
გაკვეთილი № 4barambo
 
გაკვეთილი № 1
გაკვეთილი № 1გაკვეთილი № 1
გაკვეთილი № 1barambo
 

What's hot (17)

გაკვეთილი № 39
გაკვეთილი № 39გაკვეთილი № 39
გაკვეთილი № 39
 
გაკვეთილი № 35
გაკვეთილი № 35გაკვეთილი № 35
გაკვეთილი № 35
 
G039 111003015711-phpapp02
G039 111003015711-phpapp02G039 111003015711-phpapp02
G039 111003015711-phpapp02
 
ქიმიური ტერმინების ლექსიკონი 1-ახალი
ქიმიური ტერმინების ლექსიკონი 1-ახალიქიმიური ტერმინების ლექსიკონი 1-ახალი
ქიმიური ტერმინების ლექსიკონი 1-ახალი
 
G033 1
G033 1G033 1
G033 1
 
გაკვეთილი № 27
გაკვეთილი № 27გაკვეთილი № 27
გაკვეთილი № 27
 
Qimia
QimiaQimia
Qimia
 
G031 110928022704-phpapp02
G031 110928022704-phpapp02G031 110928022704-phpapp02
G031 110928022704-phpapp02
 
G027 110928022217-phpapp02
G027 110928022217-phpapp02G027 110928022217-phpapp02
G027 110928022217-phpapp02
 
გაკვეთილი № 28
გაკვეთილი № 28გაკვეთილი № 28
გაკვეთილი № 28
 
G 030
G 030G 030
G 030
 
G036 110928062138-phpapp02
G036 110928062138-phpapp02G036 110928062138-phpapp02
G036 110928062138-phpapp02
 
G040 111031003134-phpapp02
G040 111031003134-phpapp02G040 111031003134-phpapp02
G040 111031003134-phpapp02
 
G029 110928022447-phpapp01
G029 110928022447-phpapp01G029 110928022447-phpapp01
G029 110928022447-phpapp01
 
გაკვეთილი № 10
გაკვეთილი № 10გაკვეთილი № 10
გაკვეთილი № 10
 
გაკვეთილი № 4
გაკვეთილი № 4გაკვეთილი № 4
გაკვეთილი № 4
 
გაკვეთილი № 1
გაკვეთილი № 1გაკვეთილი № 1
გაკვეთილი № 1
 

Viewers also liked

G035 110928060948-phpapp01
G035 110928060948-phpapp01G035 110928060948-phpapp01
G035 110928060948-phpapp01barambo
 
ამოცანა 6-10
ამოცანა 6-10ამოცანა 6-10
ამოცანა 6-10barambo
 
6 გაკვეთილი
6 გაკვეთილი6 გაკვეთილი
6 გაკვეთილიbarambo
 
გაკვეთილი № 21
გაკვეთილი № 21გაკვეთილი № 21
გაკვეთილი № 21barambo
 
გაკვეთილი № 7
გაკვეთილი № 7გაკვეთილი № 7
გაკვეთილი № 7barambo
 
გაკვეთილი № 2
გაკვეთილი № 2გაკვეთილი № 2
გაკვეთილი № 2barambo
 

Viewers also liked (8)

G035 110928060948-phpapp01
G035 110928060948-phpapp01G035 110928060948-phpapp01
G035 110928060948-phpapp01
 
ამოცანა 6-10
ამოცანა 6-10ამოცანა 6-10
ამოცანა 6-10
 
6 გაკვეთილი
6 გაკვეთილი6 გაკვეთილი
6 გაკვეთილი
 
Ara 006
Ara 006Ara 006
Ara 006
 
Ara 001
Ara 001Ara 001
Ara 001
 
გაკვეთილი № 21
გაკვეთილი № 21გაკვეთილი № 21
გაკვეთილი № 21
 
გაკვეთილი № 7
გაკვეთილი № 7გაკვეთილი № 7
გაკვეთილი № 7
 
გაკვეთილი № 2
გაკვეთილი № 2გაკვეთილი № 2
გაკვეთილი № 2
 

More from barambo

G042 111031003556-phpapp02
G042 111031003556-phpapp02G042 111031003556-phpapp02
G042 111031003556-phpapp02barambo
 
G015 110926065817-phpapp01
G015 110926065817-phpapp01G015 110926065817-phpapp01
G015 110926065817-phpapp01barambo
 

More from barambo (20)

G008 2
G008 2G008 2
G008 2
 
G007 1
G007 1G007 1
G007 1
 
G006 1
G006 1G006 1
G006 1
 
G010 1
G010 1G010 1
G010 1
 
G009 1
G009 1G009 1
G009 1
 
G042 111031003556-phpapp02
G042 111031003556-phpapp02G042 111031003556-phpapp02
G042 111031003556-phpapp02
 
G015 110926065817-phpapp01
G015 110926065817-phpapp01G015 110926065817-phpapp01
G015 110926065817-phpapp01
 
G 011 1
G 011 1G 011 1
G 011 1
 
Ara 021
Ara 021Ara 021
Ara 021
 
Ara 022
Ara 022Ara 022
Ara 022
 
Ara 018
Ara 018Ara 018
Ara 018
 
Ara 017
Ara 017Ara 017
Ara 017
 
Ara 016
Ara 016Ara 016
Ara 016
 
Ara 020
Ara 020Ara 020
Ara 020
 
Ara 019
Ara 019Ara 019
Ara 019
 
Ara 011
Ara 011Ara 011
Ara 011
 
Ara 014
Ara 014Ara 014
Ara 014
 
Ara 013
Ara 013Ara 013
Ara 013
 
Ara 012
Ara 012Ara 012
Ara 012
 
Ara 011
Ara 011Ara 011
Ara 011
 

G032 110928055858-phpapp01

  • 1. გაკვეთილი N 32 V ტესტი 1. ატომის მასას ძირითადად განაპირობებენ: 1. პროტონები 2. ნეიტრონები 3. პროტონები და ელექტრონები 4. პროტონები და ნეიტრონები. 2. ერთი ელემენტის ორი იზოტოპი ერთმანეთისგან განსხვავდება: 1. ელექტრონების რიცხვით 2. ნეიტრონების რიცხვით 3. ატომგულის მუხტით 4. პროტონების რიცხვით 3. ატომში ელექტრონების რაოდენობა: 1. პროტონებზე მეტია 2. პროტონებზე ნაკლებია 3. პროტონების რიცხვის ტოლია 4. პროტონების და ნეიტრონების ჯამის ტოლია 4. პერიოდული სისტემის მთავარ ქვეჯგუფში გაერთიანებულია: 1. მხოლოდ ლითონები 2. მხოლოდ არალითონები 3. მხოლოდ მცირე პერიოდის ელემენტები 4. როგორც დიდი ასევე მცირე პერიოდის ელემენტები 5. პერიოდულ სისტემაში ელემენტის რიგობრივი ნომერი გვიჩვენებს: 1. ელექტრონების და პროტონების ჯამს 2. პროტონების რიცხვს 3. ნეიტრონების რიცხვს 4. ელექტრონების და ნეიტრონების ჯამს 6. უფრო მეტი პროტონი აქვს ვიდრე ნეიტრონი: 1. წყალბადის იზოტოპს (პროთიუმი) 2. ნატრიუმის ატომს 3. წყალბადის იზოტოპს (დეიტერიუმი) 4. არცერთი პასუხი არ არის სწორი 7. პერიოდებში მარცხნიდან მარჯვნივ: 1. მეტალური თვისებები თანდათან გადადის არალითონურში 2. არამეტალური თვისებები მცირდება 3. მეტალური თვისებები ძლიერდება 4. არაფერი არ იცვლება რიგითი ნომრის ზრდით
  • 2. 8. s, p და d ქვედონეებზე ელექტრონების მაქსიმალური რაოდენობა შესაბამისად შეიძლება იყოს: 1. ორი, ექვსი და რვა 2. ორი, ოთხი და ექვსი 3. ოთხი, რვა და ათი 4. ორი, ექვსი და ათი 9. მაქსიმალურად რამდენი ელექტრონი შეიძლება მოთავსდეს 2d ქვედონეზე? 1. არცერთი, რადგან 2d ქვედონე არ არსებობს 2. ათი 3. ექვსი 4. ორი 10. ელემეტის რიგითი ნომერია 11. მისი ელექტრონული ფორმულა იქნება: 1. 1s22s22p7 2. 1s2 2s2 2p6 3s1 3. 1s22s42p3 4. 1s22s22p6 თემა N 5. ქიმიური ბმები ნივთიერების წარმოქმნისას ატომები ერთმანეთს გარკვეული წესით უკავშირდებიან. ამ კავშირებს ქიმიური ბმები ეწოდებათ. ქიმიური ბმების ბუნების დასადგენად აუცილებელია დავეყრდნოთ ატომების ელექტრული გარსის აღნაგობის თავისებურებებს. ჩვეულებრივ მდგრადი, დასრულებული ელექტრული გარსი გააჩნიათ მხოლოდ ინერტულ აირებს. მათ ატომებს გარე ელექტრონულ შრეზე 8-8 ელექტრონი აქვთ. გამონაკლისია ჰელიუმი, რომლის ატომის ელექტრონული შრე მდგრადია და ორი ელექტრონისგან შედგება. K L M N K K L K L M +18 2 8 8 +36 2 8 18 8 +2 2 +10 2 8 He Ne Ar Kr და ა.შ. ყველა დანარჩენი ელემენტის ატომს არამდგრადი გარსი აქვთ და მათ გარე შრეზე 1-დან 7 ელექტრონამდეა. ქიმიური ბმების წარმოქმნისას ატომების გარშემო ისეთივე ელექტრონული გარსი უნდა წარმოიქმნას, როგორიც აქვს უახლოეს ინერტულ აირს, ანუ ამ ატომთა გარე
  • 3. შრე უნდა გახდეს 8 ელექტრონიანი. ასეთი გარდაქმნა შეიძლება ელექტრონების მიერთება-მოხლეჩის ან გაწყვილების გზით. იონური ბმა განვიხილოთ იონური ბმის წარმოქმნის ბუნება ნატრიუმის ქლორიდის მაგალითზე. ნატრიუმისა და ქლორის ატომებს არამდგრადი ელექტრული გარსები აქვთ. მათ გარე შრეზე შესაბამისად ერთი და შვიდი ელექტრონია. მდგრადი (დასრულებული) ელექტრული გარსის წარმოსაქმნელად ნატრიუმის ატომი გასცემს გარე შრის ელექტრონს, რომელსაც იერთებს ქლორის ატომი. ელექტრონის ასეთი გაცემა- მიერთების შედეგად ორივე ნაწილაკს მდგრადი გარსი წარმოექმნება, მაგრამ ისინი დადებითად (Na+) და უარყოფითად (Cl-) იქნებიან დამუხტულნი. დადებითად ან უარყოფითად დამუხტულ ატომებს ან ატომთა ჯგუფებს იონები ქვია. K L M M L K +11 2 8 1 7 8 2 +17 1s2 2s2 2p6 3s1 1s2 2s2 2p6 3s2 3p5 Na Cl K L M L K +11 2 8 8 8 2 +17 1s2 2s2 2p6 1s2 2s2 2p6 3s2 3p6 + - Na Cl როგორც ვხედავთ შესაძლებელია როგორც ატომის ისე იონის ელექტრონული ფორმულის შედგენა. ელექტრონების გაცემა-მიერთების შემდეგ ნატრიუმისა და ქლორის ატომგულების გარშემო ისეთივე ელექტრული გარსებია, როგორიც აქვს შესაბამისად ნეონისა და არგონის ატომებს. ნატრიუმის იონის ატომგულის მუხტი +11-ია, ელექტრული გარსის მუხტი –10. ე.ი. ნატრიუმის იონის მუხტი +1-ია. ასევე კარგად ჩანს, რომ ქლორის იონის ატომგულის მუხტი +17-ია, ხოლო ელექტრული გარსის მუხტი –18. ე.ი. ქლორის იონის მუხტია –1.
  • 4. ცხადია, რომ საწინააღმდეგოდ დამუხტული ნაწილაკები ერთმანეთს მიიზიდავენ. ასე რომ Na+ და Cl- იონებს შორის ელექტროსტატიკური მიზიდვის შედეგად აღიძვრება ქიმიური კავშირი, რომელსაც იონური ბმა ქვია. ზუსტად ასეა მაგნიუმის ფტორიდის შემთხვევაშიც: K L K L M L K +12 2 8 1+1 7 2 +9 +9 2 7 F Mg F - 2+ - F Mg F იონური ბმა ეწოდება ქიმიურ კავშირს, რომელიც აღიძვრება საწინააღმდეგოდ დამუხტულ იონებს შორის ელექტროსტატიკური ურთიერთქმედების ხარჯზე. იონური ბმები აღიძვრება ტიპიურ (ძლიერ) მეტალებსა და ტიპიურ (ძლიერ) არამეტალებს შორის. ტიპიური მეტალების ატომებს გარე შრის ელექტრონების ადვილად გაცემის უნარი აქვთ, ხოლო ტიპიურ არამეტალების ატომებს კი ელექტრონების მიერთების უნარი. კოვალენტური ბმა კოვალენტური ბმის წარმოქმნის პრინციპი განვიხილოთ წყალბადის მოლეკულის (H2) წარმოქმნის მაგალითზე. წყალბადის ორი ატომის დაახლოებისას მათ შორის აღიძვრება ურთიერთმიზიდვა. პირველი ატომის ბირთვი იზიდავს მეორეს ელექტრულ გარსს და პირიქით – მეორე ატომის ბირთვი პირველის ელექტრულ გარსს. ურთიერთმიზიდვის შედეგად ხდება წყალბადის ატომების ელექტრული ღრუბლების გადაფარვა, რასაც მოყვება ენერგიის გამოყოფა და მდგრადი სისტემის – წყალბადის მოლეკულის წარმოქმნა. - - + +
  • 5. წყალბადის ატომის რადიუსი 0.053ნმ-ია. წყალბადის მოლეკულაში ატომების ცენტრებს შორის მანძილი 0,074ნმ-ია, რაც ამტკიცებს იმას, რომ ხდება წყალბადის ატომების ელექტრული ღრუბლების გადაფარვა. ორივე ელექტრონის მუხტი თავმოყრილია წყალბადის ატომების შუა სივრცეში ელექტრული ღრუბლების გადაფარვის ადგილას. იგი ერთნაირად იზიდავს და იკავშირებს როგორც პირველი ისე მეორე ატომის ატომგულებს. ამგვარად წარმოიქმნა ორივე ატომისთვის საზიარო ელექტრონული წყვილი. ცხადია, რომ ორივე ატომის გარშემო წარმოიქმნა მდგრადი, ორელექტრონიანი (He-ის მსგავსი) ელექტრული გარსი. ქიმიურ კავშირს, რომელიც აღიძვრება საზიარო ელექტრული წყვილების წარმოქმნის ხარჯზე, კოვალენტური ბმა ეწოდება. საზიარო ელექტრული წყვილი წარმოიქმნება ატომთა ელექტრული გარსის იმ ორბიტალების გადაფარვით, რომლებზეც გაუწყვილებელი ელექტრონებია მოთავსებული. წყალბადის ატომებს მხოლოდ s ორბიტალი გააჩნიათ და მოლეკულის წარმოქმნისას s-s ორბიტალები გადაიფარებიან. წყალბადის მოლეკულის წარმოქმნა შეიძლება ასე გამოვსახოთ: + ან H x + H H H x გაუწყვილებელი საზიარო ელექტრონები ელექტრონული წყვილი ამ ფორმულას მოლეკულის ელექტრონული ფორმულა ქვია. შესაძლებელია ყველა ელექტრონის როგორც x ისე სიმბოლოთი გამოსახვა, რადგან ყველა ელექტრონი ერთნაირია. ასე რომ შეიძლება ელექტრონულმა ფორმულამ ასეთი სახე მიიღოს:
  • 6. H H H H კოვალენტური ბმა განვიხილოთ Cl2-ის მოლეკულის წარმიქმნის მექანიზმი: ქლორის ატომს გარე შრეზე 7 ელექტრონი აქვს. 3d 3p 3s როგორც ვხედავთ გარე შრეზე 3 წყვილი და 1 გაუწყვილებელი ელქტრონია. ეს შეიძლება ასეც გამოვსახოთ: x x x Cl x Cl x ან x x ქლორის ორი ატომის დაახლოებისას ხდება ქლორის ატომების გაუწყვილებელი p ელექტრონული ღრუბლების გადაფარვა, რასაც საზიარო ელექტრონული წყვილისა და აქედენ გამომდინარე კოვალენტური ბმის წარმოქმნა მოყვება. საზიარო ელექტრონული წყვილი (გამუქებულ ორბიტალზე გაწყვილებული ელექტრონებია) Cl Cl კოვალენტური ბმა
  • 7. ან x x x x Cl x + Cl x x x x x x x Cl Cl x x შესაძლებელია Cl2-ის ფორმულა ასეც გამოისახოს Cl Cl ცხადია, რომ x და აღნიშვნა იმიტომაა შემოტანილი, რომ გავარკვიოთ თავიდან რომელ ატომს ეკუთვნოდა ელექტრონი, თორემ ელექტრონები რათქმაუნდა ერთნაირებია და მათ შორის განსხვავება არ არის. როგორც ვხედავთ საზიარო ელექტრონების ჩათვლით თითოეული ატომის გარშემო მდგრადი ელექტრული გარსები წარმოიქმნება, რომელთა გარე შრეზე 8-8 ელექტრონია. რიგ შემთხვევებში მდგრადი ელექტრული გარსების წარმოსაქმნელად 1 წყვილის (1 კოვალენტური ბმის) წარმოქმნა საკმარისი არ არის. მაg: ჟანგბადს გარე შრეზე ორი გაუწყვილებელი, ხოლო აზოტს სამი გაუწყვილებელი ელექტრონი აქვს: 2p 2p 2s 2s O N ამიტომ მდგრადი 8 ელექტრონიანი გარე შრის წარმოსაქმნელად ორმაგი და სამმაგი კოვალენტური ბმის წარმოქმნაა აუცილებელი: x x x x x O x + O x N x + N x x x x x x x x Ox O x x Nx N x x x x O O N N ( ორმაგი ბმა) ( სამმაგი ბმა) კოვალენტური ბმა შეიძლება განხორციელდეს სხვადასხვა ელემენტების ატომებს შორისაც. განვიხილოთ HCl-ის მოლეკულის წარმოქმნის მექანიზმი.
  • 8. x x x H + x Cl x x x x x x H x Cl x x x x საზიარო ელექტრონული წყვილი H Cl ანალოგიურად წარმოიქმნება კოვალენტური ბმები წყლისა და ამიაკის მოლეკულაში: x x H + x N x + H x + x x H H + x O x + H x x x x H N x H x x x H x O x H H x x H N H H O H H ზემოთ მოტანილი მოლეკულების ელექტრონული ფორმულებიდან ჩანს, რომ წყალბადის ატომებს მდგრადი 2 ელექტრონიანი გარსი აქვთ, ხოლო ჟანგბადისა და აზოტის ატომებს კი 8-8 ელექტრონიანი.
  • 9. CCl4-ის მოლეკულაში კოვალენტური ბმების წარმოქმნა ხდება ნახშირბადისა და ქლორის ატომებს შორის. ნახშირბადის ატომს გარე შრეზე ერთი წყვილი და ორი გაუწყვილებული ელექტრონი აქვს. 2p 2s 2s2 წყვილი იშლება და ერთ-ერთი ელექტრონი გადადის თავისუფალ p ორბიტალზე, რის შედეგადაც ნახშირბადის ატომს 4 გაუწყვილებული ელექტრონი უჩნდება: 2p 2p 2s 2s ასეთ ატომს შეუძლია ქლორის 4 ატომთან წარმოქმნას 4 კოვალენტური ბმა. xx x Cl x Cl x x x xx xx x x x Cl x C x Cl xx x Cl C Cl xx x x x Cl x x Cl x x საშინაო დავალება: 1. რომელ ელემენტთა ატომების ელექტრული გარსია მდგრადი? რატომ? 2. რა არის იონური ბმა? 3. რა არის კოვალენტური ბმა? 4. დავწეროთ შემდეგი მოლეკულების ელექტრონული ფორმულები: H CH4 H C H PH3 H P H H H
  • 10. NCl3 Cl N Cl PF3 F P F Cl F H F SiH4 H Si H SiF4 F Si F H F H2S H S H SCl2 Cl S Cl