Publicité
Publicité

Contenu connexe

Dernier(20)

Publicité

მ.ადეიშვილი 10 (1).pptx

  1. ჩემი ქალაქის გიდი თბილისი პროექტის წარმდგენი: მათე ადეიშვილი
  2. სარჩევი  თბილისი  ძველი თბილისი  გოგირდის აბანოები  სიონის საკათედრო ტაძარი  ნარიყალას ციხე, ნარიყალას ეკლესია
  3. თბილისი თბილისი გახლავთ საქართველოს დედაქალაქი,რომელიც აღმოსავლეთ საქართველოში მდებარეობს, ის გაშენებულია მდინარე მტკვრის ორივე ნაპირზე. მისი დაარსება ლეგენდასთანაა დაკავშირებული, ასევე ცნობილი ფაქტია,რომ მას ძველად “ტიფლისს” უწოდებდნენ. 2003 წელს მოსახლეობა შეადგენდა 1078600 ხოლო 2014 წელს ის 1175200ს შეაგენს.
  4. ძველი თბილისი ძველი თბილისი ქალაქ თბილისის ისტორიულ ნაწილს წარმოადგენს, ის იმ უძველეს უბნებს მოიცავს,რომელსაც ,,ტიფლისს’’ უწოდებდნენ. ძველი თბილისის ღირშესანიშნაობებია:აბანოთ უბანი, მრავალი ტაძრები, ციხეები,ქუჩები და სხვა, რომლებიც ტურისტულ ცენტრებს წარმოადგენენ,გამოირჩევიან ძველი იერითა და საოცარი სილამაზით.
  5. გოგირდის აბანოები გოგირდის აბანოები მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მდებარეობ. ადგილს სადაც ეს ცხელი აბანოებია „აბანოთ უბანს“ უწოდებენ. ის განთქმულია მისი სამკურნალო თვისებებით, მაგრამ ის საქართველოში ერთადერთი არ არის, გოგირდის წყლები გვხვდება იმერეთშიც, კერძოდ ვანში, ასევე ჩვენთვის კარგად ცნობილი ,,დედამოკას ჩანჩქერი’’ რომელზეც ცხელი წყლები მოედინება.
  6. სიონის საკათედრო ტაძარი სიონის საკათედრო ტაძარი- სრული სახელი ,,თბილისის სიონის ღვთისმშობლის მიძინების საპატრიარქო ტაძარი’’.სიონის ტაძარი ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლია, გუმბათოვანი ტაძარია, რომელიც მდებარეობს თბილისში მტკვრის მარჯვენა ნაპირზე. სიონის ტაძარი ერთ–ერთი უძველესია საქართველოში,აგებულია მეხუთე–მეშვიდე საუკუნეებში და სახელი იერუსალიმის ცნობილი სიონის ტაძრის გამო ეწოდა. სიონის ტაძარი აგებიდანვე იქცა ქრისტიანობისა და ქართველობის სიმბოლოდ და ამბობენ, რომ სანამ დგას სიონი, იქნება თბილისიც.
  7. ნარიყალას ციხე და ნარიყალას ეკლესია ნარიყალას ციხე უძველესი დროის ციხე სიმაგრე გახლავთ, ზემოდან გადაჰყურებს თბილისს ციხე სიმაგრეს, წყაროების მიხედვით, შურის ციხესაც უწოდებდნენ. ნარიყალას ციხეს იდეალური გეოგრაფიული მდებარეობა აქვს,ციხიდან ხელის გულივითაა გადაშლილი თბილისი და როდესაც მტერი შემოიჭრებოდა მათი შემჩნევა და თავდაცვა მატრივიი იყო. ნარიყალას ციხის ეზოშია ნარიყალას ეკლესია, იგივე“ წმინდა ნიკოლოზის მართლმადიდებლური ეკლესია“, ის ნარიყალას ციხეზე აშენდა XIII საუკუნეში. საქართველოს რუსეთთან შეერთების შემდეგ, 1818 წელს,გენერალმა არმოლოვმა ტაძარი დენთის საწყობად აქცია.
  8. მადლობა ყურადღებისთვის ფოტოები:ჩემი ტექსტი:მოვიძიე გავიაზრე და დავწერე.
Publicité