ბაგრატის ტაძარი
ბაგრატის ტაძარი იმერეთის
მხარეში, ქალაქ ქუთაისში
მდებარეობს, უქიმერიონის
გორაზე. იგი აგებულია 1003
წელს, ბაგრატ III-ის მეფობის
ხანაში. ბაგრატის ტაძარი
ქართული კულტურის
მნიშვნელოვანი ძეგლია, როგორც
არქიტექტურული გადაწყვეტით
ასევე სიმბოლური
მნიშვნელობით. ის ჩვენი ქვეყნის
ერთიანობისა და ძლიერების
სიმბოლოა.
საბაგირო
ქუთაისის საბაგირო
იმერეთის მხარეში, ქალაქ
ქუთაისში მდებარეობს,
თეთრ ხიდთან ახლოს. იგი
1961 წელს აშენდა და
ქალაქის ერთ-ერთი
ტურისტული ადგილია.
საბაგირო გზა რიონის
მარცხენა სანაპიროს
მდინარის მარჯვენა მხარეს
მდებარე გორაკთან
აკავშირებს.
თეთრი ხიდი
თეთრი ხიდი - მდებარეობს ქუთაისის ცენტრალურ
ნაწილში, ქალაქის ძველ უბანში, მდინარე რიონზე.
იგი ქუთაისის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ხიდია,
მისი მშენებლობა 1850 წელს დაიწყო, ხოლო
დამთავრდა 1852 წელს, პროექტის ავტორი იყო
სამხედრო ინჟინერი ვიტე. 1860 წელს იგი ჩაინგრა
და 1870 წლისათვის მოხერხდა ხიდის აღდგენითი
პროექტის შედგენა. ხიდის ლითონის ნაწილები,
ისევე როგორც მოაჯირი, თეთრად შეღებეს და
ახლად აღდგენილ ხიდს „თეთრი ხიდი“ უწოდეს.
დღესდღეობით იგი საფეხმავლო ხიდს
წარმოადგენს.
მდინარის თეთრი ქვები ხიდის სითეთრეს კარგად
შეხამებია. ეს ადგილი ოდითგან ქუთაისელ
შეყვარებულთა პაემნის, შეხვედრის ადგილი
გახლავთ. ყმაწვილთ ეწადათ შეყვარებულთათვის
ვაჟკაცობის დამტკიცება, რასაც ხიდის საკმაო
სიმაღლიდან მდინარეში ხტომით გამოხატავდნენ,
ჭაბუკის სიმკვირცხლე მოაჯირიდან ხტომით
იზომებოდა.