SlideShare a Scribd company logo
1 of 20
ბავშვობა
    • ექვთიმე სიმონი ძე
      თაყაიშვილი დაიბადა
      გურიის, მაშინდელი
      ქუთაისის გუბერნიის
      ოზურგეთის მაზრის სოფ.
      ლიხაურში. ოფიციალური
      ცნობით 1863 წლის 5 ივნისს,
      ხოლო თვით ექვთიმე
      თაყაიშვილის შენიშვნით
      ”შესაძლოა ამაზე ერთი წლით
      ადრე”. ბავშვის დაბადება
      თოფის გასროლით არ
      უზეიმიათ, რადგან ექვთიმეს
      ავადმყოფი მამა სულს
      ღაფავდა და მალევე
      გარდაიცვალა.
მამა – აზნაური სიმონ ნიკოლოზის ძე თაყაიშვილი, ჩინოსანი – კორდონის
ოფიცერი, საზღვრის მცველი ყოფილა მაშინდელი გურია–ოსმალეთის ხაზზე.
სოფელში ”ჭკვიანი, დინჯი, სამართლიანი და ნასწავლი კაცის სახელი ჰქონდა
მოხვეჭილი”, კარგი პატრიოტიც ყოფილა.
    დედა – თავად გიტული (გიტო) ნაკაშიძის ასული (სოფ. მაკვანეთიდან). ნინო
მაზრის მოწინავე ქალთა შორის იხსენიება.
    არაერთხელ აღუნიშნავს ექვთიმეს: ”ხუთი წლისა ვყოფილვარ, რომ დედის
გვერდიდან ავუყვანივარ ბებიას. დედა გარდაცვლილიყო და მე კი ისიც არ ვიცოდი,
       .
რას ნიშნავდა სიკვდილი, უფრო ის დამამახსოვრდა, რომ ტიროდნენ და ამბობდნენ:
რა ეშველება ობლებსო!...”
    ობლებს ბებია და ახლობლები უვლიდნენ... მამის გარდაცვალების გამო
ექვთიმესა და მის და-ძმებს მზრუნველად დაუნიშნეს - სიძე სიმონ გოთუა. ”აპეკუნის”
გარდა ბავშვებს მაკა ბებია და მაკა მამიდა უვლიდნენ. ბებია მაკა - სავაჯახული
შარვაშიძის ასული ”არ გვარჩევდა ბავშვებს, ყველას ერთნაირი მზრუნველობით
გვეპყრობოდა” (ევთიმე თაყაიშვილი) იგი ”მხნე და ახოვანი, წარმოსადეგი
                      შხედულებისა ... რიხიანი ხმისა, მეტად უშიშრი და
                  გაბედული ყოფილა”... ექვთიმე აღნიშნავს: ”არავისაგან ისეთი
                  მოფერება, ალერსი, და მზრუნველობა არ მახსოვს, როგორც ამ
                  ბებიისაგან. იგი ოდა სახლში ვერ ჩრდებოდა, -აქ სული მეხუთებაო
                  - და ღამეს ფაცხაში ათენებდა, უმცროსს შვილიშვილსაც აქვე
                  თავის ლოგინში იწვენდა.... ”ბებია ზოგჯერ არ მაძინებდა, წიგნი
                  იცოდა და ზღაპრებიცა. თხრობით მიქცევდა ხოლმე”.
ბებია მაზრაში საპატივცემულო ქალად ყოფილა მიჩნეული ”თავ-და-თავ-
ხელობად... ექიმობას თვლიდა.” ექვთიმესაც ახსოვდა ბებიას მიერ ზოგიერთი
ეწამლის დამზადების წესი.
    ყმაწვილ ექვთიმეს ბევრი მზრუნველი ჰყავდა, მამიდები ”ყველანი კარგნი და
განთქმულნი მეოჯახენი იყვნენ, მათ შორის მაკა იყო ყველაზე უფრო გონებამახვილი,
შეგნებული და ტონის მიმცემი ბიძაჩემთა ოჯახებში”... მიუხედავად ასეთ მზრუნველი
გარემოცვისა, მაინც გამოუსწორებელი მარცხი იწვნია ექვთიმემ - ”ბავშვობაში მე
ცელქი ვყოფილვარ. სამი წლისა ხეზე გავსულვარ, გადმოვვარდნილვარ და მარჯვენა
ფეხი მომიტეხია. მე არ მახსოვს ეს ამბავი, მახსოვს, მხოლოდ, თუ ერთ ღამეს როგორ
ამომვარდა მოტეხილი წვივის ძვალი და შემდეგ როცა ბავშვებს გავაჯავრებდი
”კოჭლაბუხას” მეძახდნენ.” პატარა ექვთიმე უმეტესად შინ იყო - ლიხაურში,
დადიოდა დასთან ძიმითში, ზოგჯერ დედის ნათესავებთან მაკვანეთში, ან კიდევ
    მამიდებს სტუმრობდა.
    ყმაწვილი ექვთიმე ოზურგეთის სასწავლებელში შეუყვანიათ, თაყაიშვილის
მოგონებებიდან ”მხოლოდ მაშინ მამიდა მაკამ შემიკერ ახალუხი და სკალატის
(მაუდის) ჩოხა; ჩოხას ჩვეულებრივი საექილეები არ გაუკეთეს და ზოგიერთები მე,
ამის ჩამცმელს, დიაკონს მეძახდნენ. ეს იყო ბავშვობაში პირველი და უკანასკნელი
ხეირიანი ჩაცმა ჩემი: შემდეგ შემდეგ ზამთარ-ზაფხულს, პარუსინის ბლუზის მეტი
არა მცმია რა”. სახელმძღვანელოებიც კი არ ჰქონია ექვთიმეს, ზეპირად იხსომებდა
მასწავლებლის მონათხრობს. მონათხრობს.”რუსული ენის სახელმძღვანელო
მხოლოდ ზოგიერთ მოწაფესა ჰქონდა - უფრო მეტად იმას ვინც წლობით დიდი
იყო. მე ამგვარებს ვეხმარებოდი გაკვეთილების სწავლაში და ამ სახით
ვსარგებლობდი მათი წიგნებით”.
869 წელის 7-8 წლის ე. თაყაიშვილი შეიყვანეს ოზურგეთის სამაზრო
სასწავლებლისმოსამზადებელკლასში.ყველაზე მეტედ მას მასწავლებელი იოსებ
თაყაიშვილი ჰყვარებია. იგი მოსკოვის უნივერსიტეტის მეოთხე კურსიდანყოფილა,
თურამეს მოსწავლეები რუსულად ვერ გაიგებდნენ, ქართულად უხსნიდა, ეს მაშინ
აკრძალული იყო, ამას სხვა არავინ აკეთებდა. საერთოდ იოსებს ექვთიმე იმ დონეზე
სცემდა პატივს, რომ კარგა ხნის შემდეგ, როდესაც იოსები გარდაიცვალა, ექვთიმე
თბილისიდან ლიხაურში ჩასულა და გამოსამშვიდობებელი სიტყვა წარმოუთქვამს
”მიცვალებულზე სიტყვის თქმა - წერს ექვთიმე - ჯერ კიდევ არ იყო გურიაში
მიღებულიდა ჩემმა სიტყვამ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა დამსწრეებზე”.
ოზურგეთის სამაზრო სასწავლებლის მოსამზადებელ კლასებში ორი წელი დაჰყვეს ნ.
მარმა და ექვთიმე თაყაიშვილმა. ექვთიმე მოსწრებით არ ბრწყინავდა, მაგრამ შემდეგ
გამოვლინდა მისი ნიჭიერება. 1874 წელს სამაზრო სასწავლებელი საქალაქოდ
გადაკეთდა, პროგარამაც გაკეთდა და ”თითო კლასში ორ-ორი განყოფილება იყო”... ამ
დროს ექვთიმე მე-3 კლასში გადადიოდა. ობოლს კვლავ ოთხი წელი რომ არ
დასჭირვებოდა მზრუნველმა სიძემ ფოთის სამაზრო სასწავლებელში ჩაარიცხვინა.
სამიკიტნოს უკანა ოთახში ცხოვრობდა 4 მოწაფე. ექვთიმეს ხშირად ხელი ეშლებოდა
მეცადინეობაში,მაგრამ აქ კვება უკეთესი იყო ,,ოზურგეთში ერტხელ მაჭმევდნენ
დღეში”, ფოთში ბინაც გაიუმჯობესა მოწაფმ,სწავლაშიც თანაკლასელებს დაეწია და
გაუსწრო. მესამე კლასი წარმატებით დაამთავრა და კვლავ ლიხაურში დაბრუნდა.
ექვთიმე აღნიშნავს ,,მე–14 წელში ვიყავი გადამდგარი, ჩემ მიერ სწავლის გაგრძელება
ბიძაჩემისა და ჩემს სიძეს არ ეპიტნავებოდა. ერჩივნათ სამსახურში მოვწყობილიყავი
მწერლად. (ისევე როგორც მისი ფოთელი თანაკლასელები მოიქცნენ).
სიძემ დაიჩემა და ბიძამაც მითხრა ,,ლეხაურელებმა მოციქული გამომიგზავნეს,
ექვთიმე სოფლის მწერლად დაგვიდგესო”. ექვთიმემ უარი განაცხადა.
პრინციპულობა და სწავლისადმი დაუოკებელი გრძნობა ექვთიმეს ვერ შეუცვალა
სოფლის კანცელარიის მოხელის შემოსავლიანი საქმის შეთავსებამ და ვერც
უსახსრობამ. ფოთში მიღებული ცოდნა არ კმაროდა გიმნაზიაში შესასვლელად.
საჭირო იყო ლათინურში მომზადება,მაგრამ რეპეტიტორი ექვთიმემ ვერ იშოვნა. 1875–
76წწ იგი ლიხაურშია. ექვთიმე უფრო ახლოს ეცნობა სოფელსა და მის ყოფას.
ყმაწვილის ყურადღებას ჯერ კიდევ მაშინ იქცევდა სოფლის ისტორიული ძეგლები.
1873 წელს ისტორიკოსი დ.ბაქრაძე ჩასულა ლიხაურში და ღამე ექვთიმეს ბიძა
ქაიხოსრო თაყაიშვილთან გაუთენებია. სტუმრის საქმიანობიტ ყმაწვილიც
დაინტერესებულა. ესეც უნდა ყოფილიყო ერთერთი საბაბი იმისა,რომ იგი
არქეოლოგიამ გაიტაცა. მოხუცებულობაში იგი წერდა: ,,მე დავიბადე სოფელ
ლეხაურში რომელიც საუკეთესოდ ითვლება გურიაში–ჰავით,მდებარეობით,ძველი
კარგად დაცული ციხით,ეკლესიებითა და მათში შემონახული სიძველით”.
თაყაიშვილების ოჯახებში პატრიოტი ადამიანები იკრიბებოდნენ.
ასევე ხდებოდა მისი დისა და მამიდების ოჯახებში.
ცნობისმოყვარე მოსწავლე ყველგან ისმენდა საინტერესო
საუბრებს პატრიოტიზმზე, ისტორიასა და ლიტერატურაზე.
,,თამამად შეიძლება ითქვას–აღნისნავს ექვთიმე–რომ ის
ოჯახები,რომლებთანაც ვიყავი დაკავშირებული,მრავალ
მასალას იძლეოდნენ ჩემი განვითარების ზნეობრივ არეზე,ჩემი
სულიერი ზრდისთვის”.
ექვთიმე ახლოს იცნობდა აგრეთვე გურულების, ქუთაისელი
წერეთლების, ლორთქიფანიძეების, წულუკიზეების და
პეტერბურგელი მოწინავე ქართველების ოჯახებს.
ყოველივე ამის გამო შეგვიძლია ვთქვათ,რომ ის გარემო სადაც ექვთიმე
იზრდებოდა, გახდა საფუძველი მისი გონებრივად და მორალურად
ჩამოყალიბებისა, და სამშობლოსადმი თავდადებისა.
გიმნაზიაში
     •   1876 წელს ექვთიმეს ძმამ ნიკომ
         შვებულება აიღო და ლიხაურში
         ჩავიდა. იგი უთაისში,სამხედრო
         სასწავლო რაზმში ,,უჩებნაია
         კომანდაში” მსახურობდა...
         ექვთიმე ატეხილა –
         ,,ქუთაისში წამიყვანე,ლათინურშ
         ი წავიმეცადინებ და გიმნაზიაში
         მოვეწყობიო..”
     •   ნიკომ ძმა წაიყვანა 1876 წლის
         ძლიერ ცივ ზამთრის დღს.
         მოხუცი ექვთიმე
         გულისტკივილით იხსენებდა
         ,,არავის გახსენებია ჩემთვის
         საზამთრო ტანისამოსის
         დამზადება”.. ექვთიმეს მხოლოდ
         წალების და პარუსინის ბლუზა
         სცმია. ორი დღის სემდეგ
         ჩაუღწევიათ ,,ტროიკით”
         ქუთაისში. პატარა ექვთიმეს
         ყაზარმაში მიუჩინეს ადგილი.
აქვე იკვებებოდა და უკვირდათ სხვებს ,რომ მუდამ წიგნს კითხულობდა. ეს
შეუმჩნევია ,,კომანდის” უფროსსაც. შესცოდებია ყმაწვილი და ნება დაურთავს
ყაზარმაში დარჩენაზე. მაშინ ქუთაისში იმყოფებოდნენ იოსებ და კოწია
თაყაიშვილები; მათი დახმარებით ექვთიმე ქუთაისის ერთ–ერთ შეძლებულ ოჯახს
აუყვანია რეპეტიტორად. ქუთაისში ექვთიმესთან დადიოდნენ ბიძაშვილი ერმილე
ნაკაშიძე, რომელიც აგრეთვე ემზადებოდა გიმნაზიაში შესასვლელად და მისი
ნათესავი ლათინურში კარგი მოწაფე – მოსე კალანდარიშვილი. ერმილეს
შუამდგომლობით და ხარჯით ექვთიმე მოსესთან უნდა მომზადებულიყო
იანვრიდან 15 ივნისამდე, მაგრამ მალე არდადეგები დაიწყო. მოსე და ერმილე
მაკვანეთში წასულან. ექვთიმეც იქ უნდა ჩასულიყო ლიხაურიდან,მაგრამ
გარკვეული მიზეზების გამო (მისი ძმა ვარლამი სტუმრობდათ,რომელსაც ქართული
აღარ ახსოვდა,ხოლო მამიდა მაკასთან რუსული არავინ იცოდა, ექვთიმე
მთარგმნელობდა). აგვისტოს დამლევს ვარლამი პეტერბურგს გაემგზავრა. ექვთიმემ
გამოცდების წინა დღეებში წაიმეცადინა ლათინურში. ლათინურის გამო ექვთიმე
მიიღეს პროგიმნაზიის II და არა III კლასში და ისევ წინააღმდეგობა – სწავლის
ნახევარი წლის, 6 მანეთი შეიქმნა გადასახდელი – ექვთიმე ატირებული მისულა
დიასახლისთან: ,, მესამე კლასში მწადდა შესვლა და ვერ შევედი, II მოვხვდი და
იქიდანაც დამითხოვეს – სწავლის ფული ვერ შემაქვსო”... გულკეთილ დიასახლისს
გაუხსნია დანაზოგების ყულაბა და შიგ 6 მანეთზე მეთი ძველი და ახალი
ქართული და რუსული ლითონის ფულები აღმოჩენილა. ექვთიმეს მიუტანია იგი
ინსპექტორისათვის,რომელიც განცვიფრებულა– სად იშოვე ნუმიზმატიკის ეს
კოლექციაო!... ,,ამგვარად, ნასესხები ფულის წყალობით დავიწყწ პროგიმნაზიაში
სიარული.
შევეცოდე ინსპექტორს, ობლობისა და სიღარიბის ცნობა მიმატანინა, სწავლის
გადასახადიდან გამათავისუფლა         და რადგან პანსიონში ადგილი აღარ
იყო,სანაცვლოდ 8 მანეთი დამინიშნა ყოველთვიურად”...
     პროგიმნაზიში ექვთიმეს სახელი გაუთქვია, როგორც ბეჯით მოწაფეს. 35
მოწაფიდან IV კლასი მხოლოდ რვას დაუმთავრებია. 1879 წელს ე.თაყაიშვილი V
კლასში ჩაირიცხა.
     ქუთაისში ექვთიმე მოხვდა ოზურგეთელ თანაკლასელ ნიკო მართან,რომლის
,,უჩვეულო ნიჭიერებასა და დიდი მომავალს” მასცავლებლები ერთხმად
აღიარებდნენ.
ახალ დირექტორს შეკითხვები მიუცია შეგირდისთვის პასუხის მოსმენის შემდეგ
ხმამაღლა განუცხადებია ,,да такайвший украшение класса!”.. ქუთაისში ეზიარა
ექვთიმე მაშინდელ თანადროულობას. იგი იხსენებს: ,,აქაურმა თეატრმა
თბილისიდან ჩამოსული მსახიობებით აიდგა ფეხი.ვასო აბაშიძე,კოტე მესხი,ლადო
მესხიშვილი და სხვები აქ მართავდნენ სპექტაკლებს აკაკი წერეთლის რეჟისორობით
და ჩვენ გიმნაზიელები – დავდიოდით თეატრში.
ექვთიმე თაყაიშვილი და ნიკო მარი თანამოაზრენი იყვნენ. მათ გადაწყვეტილი
ჰქონდათ,პეტერბურგსი ისეთი ფაკულტეტი შეერჩიათ,რომელიც ,,უფრო იყო საჭირო
საქართველოსთვის”... ექვთიმე თაყაიშვილმა 1883 წელს ქუთაისის გიმნაზია
ვერცხლის მედალზე დაამთავრა. წარჩინებული დიპლომის მფლობელს ეკუთვნოდა
კავკასიის სასწავლო ოლქის სტიპენდია და მოსკოვის უნივერსიტეტში აგზავნიდნენ...
მაგრამექვთიმეს სწავლის გაგრძელება პეტერბურგში სურდა ,რადგან ისტორიას იქ
უკეთ ასწავლიდნენ, თან დიდი სურვილი ჰქონდა დასწრებოდა
აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის ლექციებს.
გიმნაზიის დირექტორის ა.სტოიანოვის
შუამდგომლობით ექვთიმე თავისი სტიპენდიით
პეტერბურგში ხვდება.
1883წ. სექტემბერში ექვთიმე ჩაირიცხა
პეტერბურგის ისტორიულ–ფილოლოგიურ
ფაკულტეტზე, მას სულ ჰქონდა 700 მანეთი და
სტიპენდია. ეს თანხა უნდა გამოეზოგა მას
სტუდენტობის წლებში და სამსახურის
ჯამაგირამდე.
ექვთიმე პეტერბურგში გაემგზავრა თანაგიმნაზიელ
ვანო გურულთან ერთად . ეს უკანასკნელი უზრუნველყოფილი იყო ხარჯებით,
                         თუმცა ერთი კურსის გავლას 2 წელი ანდომებდა,რაც
                         შეეხება ექვთიმეს იგი წარმატებით გადადიოდა კურსიდან
                         კურსზე, ვერც არდადეგებზე ჩამოდიოდა სამშობლოში,
                         მხოლოდ ერთი ზაფხული გაუტარებია თბილისში. მეორე
                         კურსზე იყო ექვთიმე,როცა 1884 წ.
. ნიკო მარი მოეწყო აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე. სიყრმის
მეგობრები, მართალია ერთ ფაკულტეტზე არ იყვნენ,მაგრამ ერთად აღამებდნენ
ბიბლიოთეკაში, იკრიბებოდნენ ნიკო მარის ბინაზე და იმეორებდნენ დადებულ
პირობას – უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე ჩამოსულიყვნენ
საქართველოში და ემსახურონ მშობელ ხალხს.
ლიხაურელი ახალგაზრდისთვის რუსეთის იმპერიის სატახტო ქალაქში
ცხოვრება ბევრს ნიშნავდა, ექვთიმე იხსენებდა ”მე იმთავითვე უსათუოდ მინდოდა
პეტერბურგის უნივერსიტეტში შესვლა, რადგან პეტერბურგი უფრო
ევროპულიქალაქი იყო, ვიდრე მაგალითად, მოსკოვი.” აქ მიიღო აკადემიური
განათლება, გაეცნო ჩვენ დიდ მამულიშვილებს – ი. ჭაჭავაძეს, ვაჟა–ფშაველას...
პეტერბურგის სახელმწიფო ისტორიულ არქივში დაცულია სტუდენტ ექვთიმე
თაყაიშვილის პირადი საქმე, რომელშიც დევს განცხადებები პეტერბურგში
ცხოვრების ნებართვისა და საზაფხულო არდადეგებზე პავლოვსკში, ერთხელ
თბილისში და ერთხელაც სხვაგან საზაფხულო არდადეგების დროს გასვლის შესახებ.
1887 წ–ს ექვთიმე თაყაიშვილმა წარმატებით ჩააბარა სახელმწიფო გამოცდები, იმავე
წელს , ზაფხულში კანდიდატის ხარისხი დაიმსახურა. ექვთიმე წერს: ” კანდიდატის
ხარისხი რომ მიეცათ ყველა საგანში ხუთიანი უნდა მიგეღო სახელმწიფო
გამოცდებზე.” მან წარმატებით შეისრულა მიზანი.
ნ. მარი პეტერბურგში დარჩა. მან ერთი წლის შემდეგ დაასრულა სწავლა, თბილისში
გადმოსვლას რომ აპირებდა, თაყაიშვილმა მისწერა: ”ფეხი არ მოიცვალო
პეტერბურგიდან, შენი ადგილი მინდაა, აქ მე დამიპირეს გაფუჭება, და შენ სიფიცხეს
უფრო არ აიტანო!..”
    მოგვიანებით ექვთიმე თავის სიყრმის დროინდელ
            მეგობარზე სიამაყით წერს...
       ” ნიკო, მართლა, მსოფლიო მნიშვნელობის
მეცნიერად გამოიზარდა და გააცნო საზღვარგარეთს
ქართველი ერის კულტურა, რასაც, რაღა თქმა უნდა,
 თბილისში მოღვაწეობით ნაკლებად შეძლებდა...”
არქეოლოგიური მოგზაურობა
      საქართველოში
ორჯერ იმოგზაურა ექვთიმე თაყაიშვილმა ტაოში.
                                         “
                                                  1902 წელს არტაანიდან
მოყოლებული კოლამდ. კოლამდ ე.აღწერა ბანა ახლომდებარე ეკლესიებით და
ჩანგლთან შეჩერდა. მეორედ 1907 წელს შეწყვეტილი გზა გააგრძელა,კოლა-ოლთისის
მიდამოები შემოიარა. 1917 წელს მესამედ გაემგზავრა თურქეთის ტერიტორიაზე
არსებული ძეგლების მოსანახულებლად.ექსპედიციაში მონაწილეობდნენ: ლადო
გუდიაშვილი, მიხეილ ჭიაურელი, ე. ერმაკოვი, [ ფოტოგრაფი] გიორგი
შევარდნაძე, ანატოლი კალგინი, ანატოლი ზანდევიჩი, რომელიც შემდგომ ახალ
დარსებულ თბილისის სახ-ფო მუზეუმში მოღვაწეობდა.
1917 წლის არქელოგიური ექსპედიცის მოგზაურობის შესახებ ექვთიმე თაყაიშვილი
წერს                           “ ხელ-ფეხს მიკოცნიდა კოლა- ოლთის ჩინგლის
                           ქართველობა, მშვიიდათ ბრძანდებოდეთ, მამა-
                           პაპათა ნამგარს არავის დავანგრევინებთ და
                                                             დავიცავთო,
                                                             ბევრ    მათგანს
                                                             ქართული ენა
                                                             დავიწყებოდა,
                                                             მაგრამ შეგნება
                                                             რომ       ისინი
                                                             ქართველი
                                                             ერია, თითქოს
                                                             ყველას ჰქონდა“
მოგზაურობას თვალი გადავავლოთ ლადო გუდიაშვილის მოგონებებით,
რომელიც საქართთველოს მეჭურჭლეთუხუცეს წერდა „ექვთიმე თაყაიშვილი მთელი
თავისი ცხოვრების მანძილზე უანგროდ ემსახურებოდა ეროვნულ საქმეს... არც
დაღლა იცოდა , არც დასვენება ... ამნაირ ადამიანებს ძველად ხატავდნენ ტაძრის
კედლებზე “ეექსპედიციის ძირითადი არსი მდგომარეობს იმაში, რომ არა მეცნიერის
ასეთი    თავგამოდევბა,         დღეს    ისტორიას     არ    ექნებოდა    ზუსტი
დათარიღება,ყოველმხრივი აღწერილობა, დეტალური მსალა ისეთი ქართული
ძეგლებისა. როგორიც არის ოშკი, იშხარი, ხარული, ბანა. ექსპედიიამ სუსტად
გარკვია, დადგინა ტაძრების, ეკლესიების, ციხების სახელწოდებებიდა ადგილ
მდებარეობა, რაც ამ მოგზაურობამდე უცნობი და შეომოწმებელი იყო მეცნიერული
ლიტერატურისთვის. ექვთიმეს თაოსნობით შესწავლილი იქნა ყველა წარწერა,
ქრონიკონი-თარიღის აღმნიშვნელი ასოები, „ მას საოცარი მეცნიერული წვდომა
ჰქონდა, ძველი წაეწრების წაკითხვის საოცარი უნარი. უმრავლესობას იქვე
გადმოღების თანავე კიხულობდა, ზოგს, უფრო რთულს, სადგომში მისვლისას, ჩვენ
ახალგაზრდები ვისვენებდით,იგი კი უჯდა საქმეს, ფოტოებ, კალკებს ნახატებს და
არც დარჩენია რამ ამოუკიხავი. თუ რაიმე ახლოს ,, მნიშვნელოვანს ამოიკითხავდა
ახალგაზრდულად       წამოხტებოდა       ქაღალდის      დროშასავი    აფრიალებდა
და    აღფრთოვანებით      შესძახებდა   აღმოჩენა.. !!    ახალი აღმოჩენა! დიდ
მეცნიერს ხელოვნებაში განსაკუთრებით ჩაეჩენია მეხსიერებაში ხახულში ნანახი
ქვაში ტვიფრული სიმბოლო- ქართული ფასკუნჯი მუდმივი აღორძინების იდეა! ეს
კლასიკური ნიმუში ნოტარ-დამის ქიმერების შემოქმედებასაც შეხამება! წერდა ლადო
გუდიაშვილი. უმშვენიერესი ბუნების გარემოცვაში დგანან ეს ბუმბერაზი
ძეგლები თითქოს უპატრონო, თითქოს ძილსაც მისცემიან..
მაგრამ მაინც ალერსა და სითბოს იხოვენ ჩვენგან. ელიან მფარველსა და
მცველს.ექვთიმეს ექსპედიციამ დროულად შეაღო ამ ტაძრის საუკუნეთა მანძილზე
დახშული კარები.. იმედია ჩვენი თაობაც, გავხდებით „
ექვთიმოსნები“ მოვეფერებით და მივუალერსებთ შორს საქართველოს მიწიდა
მოწყვეტილ ტაძრებს.... ე. თაყაიშშვილი 1895 წელს
შეირთო თბილის ივანე პოლტორრაცკის ასული ნინო.პოლტარცკები პოლონელები
იყვნენ. მეფის რუსეთის დროს გრაფი პოლტარიცკი გამოზავნეს პეტერბურგში ,
ამიტომ მისი ოჯახი პეტერბუგგში ცხოვრობდა. იგი აქტიურად იყო ჩაბმული
დეკარისტულ მოძრაიბაშ ი. რის გამოც გრაფის ოჯახში კავკასიაში
გადმოასახლეს., კერძოდ ქუთაისი გუბერნიაში. მოგვიანებით ცოლად
შეირთო ზედგენიძის ასული, როიმლისგანაც არი ვაჟიშვილი შძინა. ორივე შვილი
მიბარებული ჰყავდათ თბისის სათავად ანაურო გიმნაზიაში., სადაც საფუძველი
ჩაეყარა ივანე პოლტარიცკის და ილია ჭავჭავაძის მეგობრობას. პოლონელი გრაფის
შვილი კარგად ფლობდა ქართულს , ცნობილია მისი თარგმანები ქართულიდან
რუსულ ენაზე კერძოდ შოთა რუსთაველი „ ვეფვის ტყაოსანი“ ილია ჭავჭავაის „
გლეხის ნამობი“ „კაცია-ადამიანი“     ივანე მატერიალურად ეხმარებოდა ქართულ
წერა- კითხვას გამავრცებელ საზოგადეოებას, ილია ჭავჭავაძემ თავისი პოემა „
ჩრდილი “ ნიშნად პატივისცემისა სწორედ უძღვნა ივანეს. დიდ ქაეთველი გახლდათ
ივანეს მეჯვარე, მისი ვაჟიშვილი ილია [ილიკო დარქვეს]        რაც შეხება ივანეს ძმას
სიმონს , იგი იურისტად მუშაობდა პეტერბურგში.სწორედ რუსეთში მისი
მოღვაწწეობის დროს საქართველოს სათვისტომო რომელშიც გაერთიანებული იყვნენ
– ილია ჭავჭავაძე, ნიკო-მარი, ივანე ჯავახიშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი, ვანო
მაჩაბელი, სიმონ ავალიშვილი,ივანე ნიჟარაძე და სხვა.
ივანე პოლტორიცკი მატერიალურად ეხმარებოდა
ქართველ სტუდენტებს. იქაური ქართველობაკვირაში
ერთხელ გრტაფთან სადილიზე იკრიბებიდნენ- სადაც
მთავარი და ძირითადი         თემა საქართველო იყო.
სიმონს ხშირად უთქვამს “ ჩემს ქართველობაზე ჩემი
სახელი მეტყველებსო. „ივანე პოლტორიცკიმ მეუღლის
გარდაცვალების        შემდეგ              იქორწინა
ნადეჟდა        გაბაშვილზე.    მათ ი მეჯვარე ილია
წინამძღვრიშვილი იყო.        ნადის მზი9თებში ერგო
ოქროყანის მამულები.გაბაშვილის ოჯახი ზენელზე
ცხოვრობდა, სწორედ იმ შენობაში სადაც მეცნიერთა
აკადემია მდებარეობს. ოქროყანაში მათ ორი სახლი
ჰქონდათ , ზემო და ქვემო აგარაკი. ზემო აგარაკზე
ორსართულინი სახლი იდგა რომელიც თავდ გადსცეს
მოსახლეობას სკოლის გასახსნელად.         ოქროყანის
ნაწილი             დღევანდელი      ფუნუკუილორის
ნაწილი      1890წელს ბელგიელებმა იჯარით აიღეს
პოლონელი გრაფის ოჯახისგან.       ილია   ჭავჭავაძის
მეშვეობით ილიკო პოლტორიცკიმ თანხა გამოაგზავა
ტრამვაის ხაზის გასაყვანად. ილიკომ განათლება
საფრანგეთში მიიღო, მუშაობდა პარიზის ბანკში       ,
მუდმივი კავშირი ჰქონდა თავის ნათლიასთან ილია
ჭავჭავაძესგან.
გარდაიცვალა საქ-ში, მემკვიდრე არ დარჩენია. ივანე პოლტარცკი განათლებით
იურისტი იყო. ჯერ პირველი განყოფილების მომრიგებლად               მოსამართლედ
მუშაობდა , ბოლო 20 წელი კი თბილისი ნორტარიუსის თანამდებობა ეკავა. ივანე
1892    წელს გარდაიცვალა . იმ დროს ექვთიმე თაყაიშილი თბილისში არ ყოფილა.
დაკრძალვას ესწრებოდა ი. ჭავჭავაძე . მოგვიანებით ეკატერინე გაბაშვილის უთქვამს
ექვთიმესთვის „ ილიას თვალებიდან კურცხალ კურცხალიცრემლი სდიოდაო“
ივანეს დანადო გაბაშვილს ექვსი შვილი ჰყავდათ_ნინო, ელენე,ანა, სოფიო, ეკატერინე
და ალექსანდრე. ელენე პოლტარიცკი ფრანგულის მასწავლებელი იყო, იგი ერთ-ერთი
დამარსებელი გახლდათ უცხო ენათა ინსტიტუტეს. ნინო, ელენე და ანა ილიკოსთან
სწავლობდნენ პარიზში. სოფიო პიანისტი იყო, ეკატერინე კონსევატორიაში
მუშაობდა, მოგვიანებით კი ამერიკის საელჩოს ატაშე გახლდათ, ალექსანდრე
პროფესით იურისტი იყო. პეტ-იდან დაბრონებულ ექვთიმეს ბინა არ ჰქონდა, ამიტომ
იაკობ გოგებაშვილთან ცხოვრობდა. იმ პერიოდში ხუთშაბათობით ქართველი
ინტელინგცის წარმომადგენლობა იკრიბებოდნენ ოქრიყანაში , პოლტორაცკებთან.
Mმაშინ მარტო ოქროყანა კი არა მთაწმინდაც პოლონელი გრაფის საკუთრება ყოფილა.
1905 წელს ექვთიმემ ცოლად შეირთო ივანეს და ნინო პოლტარიცკი.მათ ჯვარი
დაიწერეს სამების ტაძარში, მათი მეჯვარები იყნვნენ ოლღა გურამიშვილი და ილია
წინაძღმრიშვილი. ვინაიდან მათ შვილი არ ჰყავდათ, იშვილეს თავიანთი მოგვარე
ლიდია თაყაიშვილი, რომელიც შემდეგ
ნინო პოლტარიცსკის საშას მეუღლე გახლდათ. ი. პოლტარიცსკი მეორე ქალიშვილის,
ანას მეუღლე იყო ივანე ნიჟარაძე.
ნიჟარაძე. ი. ნიჟარაძემ განათლება მიღო პეტერბურგში.იგი ივანე ჯავახიშვილთან
ერთად სწავლობდა ისტორია-ფილოლოგის ფაკუტეტზე. ექვთიმე ხელს უწყობდა ი.
ნიჟარაძეს განათლებაში, დაჰყავდა ერთნოგრაფიულ ექსპედიციებზე, სწორედ
ექვთიმეს დახმარებით გაიცნეს ერთამანეთი და დახლოვდნენ ივანე ნიჟარაძე და ანა
თაყაიშვილი. ივანე და ანამ ჯვარი დაიწერეს სამების ტაძარში, მათი მეჯვარები იყვნენ
ი. ჟავახიშვილი და ეკატერინე გაბაშვილი. ქორწილს ესტრებოდნენ ოლღა და ილია
ჭავჭავაძე. ილიას ივანესთვის უჩუქებია ოქროს სათი ბუდით და წარწერით. ეს სათი
ოჯახში ინახებოდა 1966 წლამდე შემდეგ კი გაუყიდიათ რადგან ლიდიას დაკრძალვა
მოეხერხებინათ.
ივანეს და ანას ორი შვილი _ ალექსანდრე და ნინო შეძინათ.ნინო ექვთიმე
თაყაიშვილმა მონათლა. სანამ ექვთიმე ახალ ბინაში გადავიდოდა, მთელი
პოლტარიცკების ოჯახი ეკატერინე გაბაშვილის სახლში ცხოვრობდა.
1910 წელს ექვთიმე და ნინო ახალ აშენებულ კერძო სახლში ოლღას ქუჩაზე
დასახლდნენ. Mმათი რჩევით ივანე ნიჟარაძეც თავისი ოჯახით აქ გადვიდა. ქვთიმეს
7ოთახი ეკავა მესამე სართულზე.
ნინო პოლტარიცკია გარეგნობით ძალიან ლამაზი ყოფილა, კარგად იცოდა რუსული
და ფრანგული. Pპარიზში ჰქონდა დამთავრებული კონსევატორია და კარგად
უკრავდა. იგი ბევრს ეხმარებოდა ექვთიმეს მუშაობაში.
ექ. თაყაიშვილის ოჯახში 14 იანვარს, წმ. ნინოს ხსენების დღეს დიდი წვეულობა
იმართებოდა. საღამოს ოთახები ივსებოდა სტუმრებით. ექვთიმე ამ დღეს ყველაზე
კარგ ხასიათზე იყო
. ასე გადიოდა წლები. . . 1921 წელს ნინომ და ექვთიმემ უხმაუროდ დატოვეს
თბილისი,. ამის შესახებ ნინო ნიჟარაძე {დისშვილი} იხსენებს: 1921 წლის 25
თებერვალი, ამ დღეს თბილისში დიდი თოვლი მოვიდა ბავშვები გახარებულები
ვიყავით, დედამ ეზოში გაგვიშვა, მერე ავედი დეიდასთან, მაგრამ არც ექვთიმე და არც
ნინო აღარ დაგვხვდნენ. მაგიდასთან ჭურჭელი კი არ იყო ალაგებული, სარეცხი კი
თოკზე ეკიდა, ყველას გაუკვირდა,ორივე წესრიგი და სიუფთავე უყვარდა. დედას
ცრემლები მოადგა თვალებზე, ლაპარაკს ვერ ახერხებდა. ასე რომ 1921 წლიდან 1945 წ-
მდე მოლოდინისა და მონატრების გზა გაიჭიმა.” ნინოს გარდაცვალება იყო
ექვთიმესთვის _` ნინო გარდაიცვალა 1931წლის 8 ივლის ლევილში,ხანგრძლივი
ავადმყოფობის შემდგომ.~ ექვთიმე მაინც გამაგრდა, მეუღლის დაბადებისა და
გარდაცვალების თარიღბს უსახსრობის პირობებშიც აღნიშნავდა.
ე. თაყაიშვილი, 1945 წელს პატიზიდან თბილისში რომ ჩამოფრინდა დიდ
სიხარულთან ერთად აწუხებდა მეუღლის ნეშთის იქ დარჩენა. ამის გამო დაწერა მან:
`82 წლის მოხოცს ამიხდა დიდ ხნის ნატვრა, დავბრუნებოდი სამშობლიოს და
დავუბრუნე მას მისი კუთვნილი განძეულობა. საშვალება მომეცა ჩემს უნივერსტეტში
და ახალშობილ აკადემიაში დამეწყო მუშაობა. Oოღონდ ჩემი ხანგრძლივი
სიცოცხლის ერთგული თანამგზავრი, საფრანგეთის მიწაში დამრჩა დამარხული~.
ექვთიმე ამას ვერ მოესწრო , მაგრამ ეს აღსრულდა 1987 წლის 22 თებვერვალს დღის 2
სათზე ქართველ მწერალთა და მოღვაწეთა პანთეონში შედაგა სამოქალაქო პანაშვიდი
და ლევილიდან კუბოთი ჩამოსვენებული ნინოს ნეშთი დიკრძალა ქმრის საფლავის
გვერდით.

მარიამ ბებერაშვილი
VI კლასი

More Related Content

What's hot

ი.ნიკოლაძე
ი.ნიკოლაძეი.ნიკოლაძე
ი.ნიკოლაძეirinagusha
 
ელექტრონული სასწავლო რესურსი
ელექტრონული სასწავლო რესურსიელექტრონული სასწავლო რესურსი
ელექტრონული სასწავლო რესურსიIzolda Chitadze
 
ექვთიმე თაყაიშვილი-bakur gelashvili
ექვთიმე თაყაიშვილი-bakur gelashviliექვთიმე თაყაიშვილი-bakur gelashvili
ექვთიმე თაყაიშვილი-bakur gelashvilibakurgelashvili
 
ექვთიმე თაყაიშვილი
ექვთიმე  თაყაიშვილიექვთიმე  თაყაიშვილი
ექვთიმე თაყაიშვილი111beqqa111
 
გაზიარებული ისტორია
გაზიარებული ისტორიაგაზიარებული ისტორია
გაზიარებული ისტორიაManana Jakeli
 
რევაზ ინანიშვილი
რევაზ ინანიშვილირევაზ ინანიშვილი
რევაზ ინანიშვილიNino Chkhetia
 
რეზო ჭეიშვილი
რეზო ჭეიშვილირეზო ჭეიშვილი
რეზო ჭეიშვილიNino Chkhetia
 
გიორგი ლეონიძე
გიორგი ლეონიძეგიორგი ლეონიძე
გიორგი ლეონიძეNino Chkhetia
 
მირზა გელოვანი
მირზა გელოვანიმირზა გელოვანი
მირზა გელოვანიNino Chkhetia
 
ექვთიმე თაყაიშვილი
ექვთიმე თაყაიშვილიექვთიმე თაყაიშვილი
ექვთიმე თაყაიშვილიVeko Ichkiti
 
ილია და საქართველო(გაზეთი)
ილია და საქართველო(გაზეთი)ილია და საქართველო(გაზეთი)
ილია და საქართველო(გაზეთი)lomadze70
 
ილიას გაზეთი#2
ილიას გაზეთი#2ილიას გაზეთი#2
ილიას გაზეთი#2lomadze70
 
ილია და საქართველო(გაზეთი)
ილია და საქართველო(გაზეთი)ილია და საქართველო(გაზეთი)
ილია და საქართველო(გაზეთი)lomadze70
 
ილიას გაზეთი#2
ილიას გაზეთი#2ილიას გაზეთი#2
ილიას გაზეთი#2lomadze70
 
ილია და საქართველო(გაზეთი)
ილია და საქართველო(გაზეთი)ილია და საქართველო(გაზეთი)
ილია და საქართველო(გაზეთი)lomadze70
 

What's hot (19)

ი.ნიკოლაძე
ი.ნიკოლაძეი.ნიკოლაძე
ი.ნიკოლაძე
 
ელექტრონული სასწავლო რესურსი
ელექტრონული სასწავლო რესურსიელექტრონული სასწავლო რესურსი
ელექტრონული სასწავლო რესურსი
 
ექვთიმე თაყაიშვილი-bakur gelashvili
ექვთიმე თაყაიშვილი-bakur gelashviliექვთიმე თაყაიშვილი-bakur gelashvili
ექვთიმე თაყაიშვილი-bakur gelashvili
 
ექვთიმე თაყაიშვილი
ექვთიმე  თაყაიშვილიექვთიმე  თაყაიშვილი
ექვთიმე თაყაიშვილი
 
გაზიარებული ისტორია
გაზიარებული ისტორიაგაზიარებული ისტორია
გაზიარებული ისტორია
 
რევაზ ინანიშვილი
რევაზ ინანიშვილირევაზ ინანიშვილი
რევაზ ინანიშვილი
 
აკაკი წერეთელი
აკაკი წერეთელიაკაკი წერეთელი
აკაკი წერეთელი
 
Mikheil Javakhishvili
Mikheil JavakhishviliMikheil Javakhishvili
Mikheil Javakhishvili
 
რეზო ჭეიშვილი
რეზო ჭეიშვილირეზო ჭეიშვილი
რეზო ჭეიშვილი
 
აკაკი წერეთელი
აკაკი წერეთელიაკაკი წერეთელი
აკაკი წერეთელი
 
გიორგი ლეონიძე
გიორგი ლეონიძეგიორგი ლეონიძე
გიორგი ლეონიძე
 
მირზა გელოვანი
მირზა გელოვანიმირზა გელოვანი
მირზა გელოვანი
 
Cnobili gurulebi
Cnobili gurulebiCnobili gurulebi
Cnobili gurulebi
 
ექვთიმე თაყაიშვილი
ექვთიმე თაყაიშვილიექვთიმე თაყაიშვილი
ექვთიმე თაყაიშვილი
 
ილია და საქართველო(გაზეთი)
ილია და საქართველო(გაზეთი)ილია და საქართველო(გაზეთი)
ილია და საქართველო(გაზეთი)
 
ილიას გაზეთი#2
ილიას გაზეთი#2ილიას გაზეთი#2
ილიას გაზეთი#2
 
ილია და საქართველო(გაზეთი)
ილია და საქართველო(გაზეთი)ილია და საქართველო(გაზეთი)
ილია და საქართველო(გაზეთი)
 
ილიას გაზეთი#2
ილიას გაზეთი#2ილიას გაზეთი#2
ილიას გაზეთი#2
 
ილია და საქართველო(გაზეთი)
ილია და საქართველო(გაზეთი)ილია და საქართველო(გაზეთი)
ილია და საქართველო(გაზეთი)
 

Viewers also liked

თსუ სტუდენტური თვითმმართველობა წესდება
თსუ სტუდენტური თვითმმართველობა წესდებათსუ სტუდენტური თვითმმართველობა წესდება
თსუ სტუდენტური თვითმმართველობა წესდებაTSU
 
ივანე ჯავახიშვი ლის სახელობის1
ივანე ჯავახიშვი ლის სახელობის1ივანე ჯავახიშვი ლის სახელობის1
ივანე ჯავახიშვი ლის სახელობის1tamuna01
 
კომენტარები Ms word 2010 ში
კომენტარები Ms word 2010 შიკომენტარები Ms word 2010 ში
კომენტარები Ms word 2010 შიekashioshvili
 
ო’ჰენრი
ო’ჰენრიო’ჰენრი
ო’ჰენრიmarina 77
 
შეფასების სქემები
შეფასების სქემებიშეფასების სქემები
შეფასების სქემებიJimsheleishvili Laura
 
ღია სამოდელო ინტეგრირებული გაკვეთილი ქართულ ენასა და ლიტერატურაში
ღია სამოდელო ინტეგრირებული გაკვეთილი ქართულ ენასა და ლიტერატურაშიღია სამოდელო ინტეგრირებული გაკვეთილი ქართულ ენასა და ლიტერატურაში
ღია სამოდელო ინტეგრირებული გაკვეთილი ქართულ ენასა და ლიტერატურაშიmzekabani2013
 
გამარჯვებული გაკვეთილები
გამარჯვებული გაკვეთილებიგამარჯვებული გაკვეთილები
გამარჯვებული გაკვეთილებიniniko71
 
გაკვეთილის+გეგმა
გაკვეთილის+გეგმაგაკვეთილის+გეგმა
გაკვეთილის+გეგმაlikako
 

Viewers also liked (9)

თსუ სტუდენტური თვითმმართველობა წესდება
თსუ სტუდენტური თვითმმართველობა წესდებათსუ სტუდენტური თვითმმართველობა წესდება
თსუ სტუდენტური თვითმმართველობა წესდება
 
ივანე ჯავახიშვი ლის სახელობის1
ივანე ჯავახიშვი ლის სახელობის1ივანე ჯავახიშვი ლის სახელობის1
ივანე ჯავახიშვი ლის სახელობის1
 
კომენტარები Ms word 2010 ში
კომენტარები Ms word 2010 შიკომენტარები Ms word 2010 ში
კომენტარები Ms word 2010 ში
 
ო’ჰენრი
ო’ჰენრიო’ჰენრი
ო’ჰენრი
 
შეფასების სქემები
შეფასების სქემებიშეფასების სქემები
შეფასების სქემები
 
ღია სამოდელო ინტეგრირებული გაკვეთილი ქართულ ენასა და ლიტერატურაში
ღია სამოდელო ინტეგრირებული გაკვეთილი ქართულ ენასა და ლიტერატურაშიღია სამოდელო ინტეგრირებული გაკვეთილი ქართულ ენასა და ლიტერატურაში
ღია სამოდელო ინტეგრირებული გაკვეთილი ქართულ ენასა და ლიტერატურაში
 
მეთოდები და აქტივობები
მეთოდები  და  აქტივობებიმეთოდები  და  აქტივობები
მეთოდები და აქტივობები
 
გამარჯვებული გაკვეთილები
გამარჯვებული გაკვეთილებიგამარჯვებული გაკვეთილები
გამარჯვებული გაკვეთილები
 
გაკვეთილის+გეგმა
გაკვეთილის+გეგმაგაკვეთილის+გეგმა
გაკვეთილის+გეგმა
 

Similar to ექვთიმე თაყაიშვილი (8)

ვაჟა ფშაველა
ვაჟა ფშაველა ვაჟა ფშაველა
ვაჟა ფშაველა
 
კონსტანტინე გამსახურდიას "დიდი იოსები" (შინაარსი კომენტირებით)
კონსტანტინე გამსახურდიას "დიდი იოსები" (შინაარსი კომენტირებით)კონსტანტინე გამსახურდიას "დიდი იოსები" (შინაარსი კომენტირებით)
კონსტანტინე გამსახურდიას "დიდი იოსები" (შინაარსი კომენტირებით)
 
აკაკი წერეთელი Pdf
აკაკი წერეთელი Pdfაკაკი წერეთელი Pdf
აკაკი წერეთელი Pdf
 
ჭაბუა ამირეჯიბის "დათა თუთაშხია"
ჭაბუა ამირეჯიბის "დათა თუთაშხია"ჭაბუა ამირეჯიბის "დათა თუთაშხია"
ჭაბუა ამირეჯიბის "დათა თუთაშხია"
 
Vaja fshavela
Vaja fshavelaVaja fshavela
Vaja fshavela
 
Zura Kavtaria
Zura KavtariaZura Kavtaria
Zura Kavtaria
 
ფიროსმანის ბიოგრაფია
ფიროსმანის ბიოგრაფიაფიროსმანის ბიოგრაფია
ფიროსმანის ბიოგრაფია
 
1 130222083330-phpapp02
1 130222083330-phpapp021 130222083330-phpapp02
1 130222083330-phpapp02
 

More from ekashioshvili

ბუნებრივი კატასტროფები (1)
ბუნებრივი კატასტროფები (1)ბუნებრივი კატასტროფები (1)
ბუნებრივი კატასტროფები (1)ekashioshvili
 
თემატურ კალენდარული გეგმა ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში Vკლასი
თემატურ კალენდარული გეგმა ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში Vკლასითემატურ კალენდარული გეგმა ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში Vკლასი
თემატურ კალენდარული გეგმა ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში Vკლასიekashioshvili
 
თემატურ კალენდარული გეგმა ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში Viკლასი
თემატურ კალენდარული გეგმა ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში Viკლასითემატურ კალენდარული გეგმა ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში Viკლასი
თემატურ კალენდარული გეგმა ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში Viკლასიekashioshvili
 
წიგნი თუ კომპიუტერი
წიგნი თუ კომპიუტერიწიგნი თუ კომპიუტერი
წიგნი თუ კომპიუტერიekashioshvili
 
კომპიუტერის გარე მეხსიერება
კომპიუტერის გარე მეხსიერებაკომპიუტერის გარე მეხსიერება
კომპიუტერის გარე მეხსიერებაekashioshvili
 
დენის ძალა.
დენის ძალა.დენის ძალა.
დენის ძალა.ekashioshvili
 

More from ekashioshvili (6)

ბუნებრივი კატასტროფები (1)
ბუნებრივი კატასტროფები (1)ბუნებრივი კატასტროფები (1)
ბუნებრივი კატასტროფები (1)
 
თემატურ კალენდარული გეგმა ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში Vკლასი
თემატურ კალენდარული გეგმა ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში Vკლასითემატურ კალენდარული გეგმა ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში Vკლასი
თემატურ კალენდარული გეგმა ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში Vკლასი
 
თემატურ კალენდარული გეგმა ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში Viკლასი
თემატურ კალენდარული გეგმა ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში Viკლასითემატურ კალენდარული გეგმა ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში Viკლასი
თემატურ კალენდარული გეგმა ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში Viკლასი
 
წიგნი თუ კომპიუტერი
წიგნი თუ კომპიუტერიწიგნი თუ კომპიუტერი
წიგნი თუ კომპიუტერი
 
კომპიუტერის გარე მეხსიერება
კომპიუტერის გარე მეხსიერებაკომპიუტერის გარე მეხსიერება
კომპიუტერის გარე მეხსიერება
 
დენის ძალა.
დენის ძალა.დენის ძალა.
დენის ძალა.
 

ექვთიმე თაყაიშვილი

  • 1.
  • 2. ბავშვობა • ექვთიმე სიმონი ძე თაყაიშვილი დაიბადა გურიის, მაშინდელი ქუთაისის გუბერნიის ოზურგეთის მაზრის სოფ. ლიხაურში. ოფიციალური ცნობით 1863 წლის 5 ივნისს, ხოლო თვით ექვთიმე თაყაიშვილის შენიშვნით ”შესაძლოა ამაზე ერთი წლით ადრე”. ბავშვის დაბადება თოფის გასროლით არ უზეიმიათ, რადგან ექვთიმეს ავადმყოფი მამა სულს ღაფავდა და მალევე გარდაიცვალა.
  • 3. მამა – აზნაური სიმონ ნიკოლოზის ძე თაყაიშვილი, ჩინოსანი – კორდონის ოფიცერი, საზღვრის მცველი ყოფილა მაშინდელი გურია–ოსმალეთის ხაზზე. სოფელში ”ჭკვიანი, დინჯი, სამართლიანი და ნასწავლი კაცის სახელი ჰქონდა მოხვეჭილი”, კარგი პატრიოტიც ყოფილა. დედა – თავად გიტული (გიტო) ნაკაშიძის ასული (სოფ. მაკვანეთიდან). ნინო მაზრის მოწინავე ქალთა შორის იხსენიება. არაერთხელ აღუნიშნავს ექვთიმეს: ”ხუთი წლისა ვყოფილვარ, რომ დედის გვერდიდან ავუყვანივარ ბებიას. დედა გარდაცვლილიყო და მე კი ისიც არ ვიცოდი, . რას ნიშნავდა სიკვდილი, უფრო ის დამამახსოვრდა, რომ ტიროდნენ და ამბობდნენ: რა ეშველება ობლებსო!...” ობლებს ბებია და ახლობლები უვლიდნენ... მამის გარდაცვალების გამო ექვთიმესა და მის და-ძმებს მზრუნველად დაუნიშნეს - სიძე სიმონ გოთუა. ”აპეკუნის” გარდა ბავშვებს მაკა ბებია და მაკა მამიდა უვლიდნენ. ბებია მაკა - სავაჯახული შარვაშიძის ასული ”არ გვარჩევდა ბავშვებს, ყველას ერთნაირი მზრუნველობით გვეპყრობოდა” (ევთიმე თაყაიშვილი) იგი ”მხნე და ახოვანი, წარმოსადეგი შხედულებისა ... რიხიანი ხმისა, მეტად უშიშრი და გაბედული ყოფილა”... ექვთიმე აღნიშნავს: ”არავისაგან ისეთი მოფერება, ალერსი, და მზრუნველობა არ მახსოვს, როგორც ამ ბებიისაგან. იგი ოდა სახლში ვერ ჩრდებოდა, -აქ სული მეხუთებაო - და ღამეს ფაცხაში ათენებდა, უმცროსს შვილიშვილსაც აქვე თავის ლოგინში იწვენდა.... ”ბებია ზოგჯერ არ მაძინებდა, წიგნი იცოდა და ზღაპრებიცა. თხრობით მიქცევდა ხოლმე”.
  • 4. ბებია მაზრაში საპატივცემულო ქალად ყოფილა მიჩნეული ”თავ-და-თავ- ხელობად... ექიმობას თვლიდა.” ექვთიმესაც ახსოვდა ბებიას მიერ ზოგიერთი ეწამლის დამზადების წესი. ყმაწვილ ექვთიმეს ბევრი მზრუნველი ჰყავდა, მამიდები ”ყველანი კარგნი და განთქმულნი მეოჯახენი იყვნენ, მათ შორის მაკა იყო ყველაზე უფრო გონებამახვილი, შეგნებული და ტონის მიმცემი ბიძაჩემთა ოჯახებში”... მიუხედავად ასეთ მზრუნველი გარემოცვისა, მაინც გამოუსწორებელი მარცხი იწვნია ექვთიმემ - ”ბავშვობაში მე ცელქი ვყოფილვარ. სამი წლისა ხეზე გავსულვარ, გადმოვვარდნილვარ და მარჯვენა ფეხი მომიტეხია. მე არ მახსოვს ეს ამბავი, მახსოვს, მხოლოდ, თუ ერთ ღამეს როგორ ამომვარდა მოტეხილი წვივის ძვალი და შემდეგ როცა ბავშვებს გავაჯავრებდი ”კოჭლაბუხას” მეძახდნენ.” პატარა ექვთიმე უმეტესად შინ იყო - ლიხაურში, დადიოდა დასთან ძიმითში, ზოგჯერ დედის ნათესავებთან მაკვანეთში, ან კიდევ მამიდებს სტუმრობდა. ყმაწვილი ექვთიმე ოზურგეთის სასწავლებელში შეუყვანიათ, თაყაიშვილის მოგონებებიდან ”მხოლოდ მაშინ მამიდა მაკამ შემიკერ ახალუხი და სკალატის (მაუდის) ჩოხა; ჩოხას ჩვეულებრივი საექილეები არ გაუკეთეს და ზოგიერთები მე, ამის ჩამცმელს, დიაკონს მეძახდნენ. ეს იყო ბავშვობაში პირველი და უკანასკნელი ხეირიანი ჩაცმა ჩემი: შემდეგ შემდეგ ზამთარ-ზაფხულს, პარუსინის ბლუზის მეტი არა მცმია რა”. სახელმძღვანელოებიც კი არ ჰქონია ექვთიმეს, ზეპირად იხსომებდა მასწავლებლის მონათხრობს. მონათხრობს.”რუსული ენის სახელმძღვანელო მხოლოდ ზოგიერთ მოწაფესა ჰქონდა - უფრო მეტად იმას ვინც წლობით დიდი იყო. მე ამგვარებს ვეხმარებოდი გაკვეთილების სწავლაში და ამ სახით ვსარგებლობდი მათი წიგნებით”.
  • 5. 869 წელის 7-8 წლის ე. თაყაიშვილი შეიყვანეს ოზურგეთის სამაზრო სასწავლებლისმოსამზადებელკლასში.ყველაზე მეტედ მას მასწავლებელი იოსებ თაყაიშვილი ჰყვარებია. იგი მოსკოვის უნივერსიტეტის მეოთხე კურსიდანყოფილა, თურამეს მოსწავლეები რუსულად ვერ გაიგებდნენ, ქართულად უხსნიდა, ეს მაშინ აკრძალული იყო, ამას სხვა არავინ აკეთებდა. საერთოდ იოსებს ექვთიმე იმ დონეზე სცემდა პატივს, რომ კარგა ხნის შემდეგ, როდესაც იოსები გარდაიცვალა, ექვთიმე თბილისიდან ლიხაურში ჩასულა და გამოსამშვიდობებელი სიტყვა წარმოუთქვამს ”მიცვალებულზე სიტყვის თქმა - წერს ექვთიმე - ჯერ კიდევ არ იყო გურიაში მიღებულიდა ჩემმა სიტყვამ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა დამსწრეებზე”. ოზურგეთის სამაზრო სასწავლებლის მოსამზადებელ კლასებში ორი წელი დაჰყვეს ნ. მარმა და ექვთიმე თაყაიშვილმა. ექვთიმე მოსწრებით არ ბრწყინავდა, მაგრამ შემდეგ გამოვლინდა მისი ნიჭიერება. 1874 წელს სამაზრო სასწავლებელი საქალაქოდ გადაკეთდა, პროგარამაც გაკეთდა და ”თითო კლასში ორ-ორი განყოფილება იყო”... ამ დროს ექვთიმე მე-3 კლასში გადადიოდა. ობოლს კვლავ ოთხი წელი რომ არ დასჭირვებოდა მზრუნველმა სიძემ ფოთის სამაზრო სასწავლებელში ჩაარიცხვინა. სამიკიტნოს უკანა ოთახში ცხოვრობდა 4 მოწაფე. ექვთიმეს ხშირად ხელი ეშლებოდა მეცადინეობაში,მაგრამ აქ კვება უკეთესი იყო ,,ოზურგეთში ერტხელ მაჭმევდნენ დღეში”, ფოთში ბინაც გაიუმჯობესა მოწაფმ,სწავლაშიც თანაკლასელებს დაეწია და გაუსწრო. მესამე კლასი წარმატებით დაამთავრა და კვლავ ლიხაურში დაბრუნდა. ექვთიმე აღნიშნავს ,,მე–14 წელში ვიყავი გადამდგარი, ჩემ მიერ სწავლის გაგრძელება ბიძაჩემისა და ჩემს სიძეს არ ეპიტნავებოდა. ერჩივნათ სამსახურში მოვწყობილიყავი მწერლად. (ისევე როგორც მისი ფოთელი თანაკლასელები მოიქცნენ). სიძემ დაიჩემა და ბიძამაც მითხრა ,,ლეხაურელებმა მოციქული გამომიგზავნეს, ექვთიმე სოფლის მწერლად დაგვიდგესო”. ექვთიმემ უარი განაცხადა.
  • 6. პრინციპულობა და სწავლისადმი დაუოკებელი გრძნობა ექვთიმეს ვერ შეუცვალა სოფლის კანცელარიის მოხელის შემოსავლიანი საქმის შეთავსებამ და ვერც უსახსრობამ. ფოთში მიღებული ცოდნა არ კმაროდა გიმნაზიაში შესასვლელად. საჭირო იყო ლათინურში მომზადება,მაგრამ რეპეტიტორი ექვთიმემ ვერ იშოვნა. 1875– 76წწ იგი ლიხაურშია. ექვთიმე უფრო ახლოს ეცნობა სოფელსა და მის ყოფას. ყმაწვილის ყურადღებას ჯერ კიდევ მაშინ იქცევდა სოფლის ისტორიული ძეგლები. 1873 წელს ისტორიკოსი დ.ბაქრაძე ჩასულა ლიხაურში და ღამე ექვთიმეს ბიძა ქაიხოსრო თაყაიშვილთან გაუთენებია. სტუმრის საქმიანობიტ ყმაწვილიც დაინტერესებულა. ესეც უნდა ყოფილიყო ერთერთი საბაბი იმისა,რომ იგი არქეოლოგიამ გაიტაცა. მოხუცებულობაში იგი წერდა: ,,მე დავიბადე სოფელ ლეხაურში რომელიც საუკეთესოდ ითვლება გურიაში–ჰავით,მდებარეობით,ძველი კარგად დაცული ციხით,ეკლესიებითა და მათში შემონახული სიძველით”. თაყაიშვილების ოჯახებში პატრიოტი ადამიანები იკრიბებოდნენ. ასევე ხდებოდა მისი დისა და მამიდების ოჯახებში. ცნობისმოყვარე მოსწავლე ყველგან ისმენდა საინტერესო საუბრებს პატრიოტიზმზე, ისტორიასა და ლიტერატურაზე. ,,თამამად შეიძლება ითქვას–აღნისნავს ექვთიმე–რომ ის ოჯახები,რომლებთანაც ვიყავი დაკავშირებული,მრავალ მასალას იძლეოდნენ ჩემი განვითარების ზნეობრივ არეზე,ჩემი სულიერი ზრდისთვის”. ექვთიმე ახლოს იცნობდა აგრეთვე გურულების, ქუთაისელი წერეთლების, ლორთქიფანიძეების, წულუკიზეების და პეტერბურგელი მოწინავე ქართველების ოჯახებს.
  • 7. ყოველივე ამის გამო შეგვიძლია ვთქვათ,რომ ის გარემო სადაც ექვთიმე იზრდებოდა, გახდა საფუძველი მისი გონებრივად და მორალურად ჩამოყალიბებისა, და სამშობლოსადმი თავდადებისა.
  • 8. გიმნაზიაში • 1876 წელს ექვთიმეს ძმამ ნიკომ შვებულება აიღო და ლიხაურში ჩავიდა. იგი უთაისში,სამხედრო სასწავლო რაზმში ,,უჩებნაია კომანდაში” მსახურობდა... ექვთიმე ატეხილა – ,,ქუთაისში წამიყვანე,ლათინურშ ი წავიმეცადინებ და გიმნაზიაში მოვეწყობიო..” • ნიკომ ძმა წაიყვანა 1876 წლის ძლიერ ცივ ზამთრის დღს. მოხუცი ექვთიმე გულისტკივილით იხსენებდა ,,არავის გახსენებია ჩემთვის საზამთრო ტანისამოსის დამზადება”.. ექვთიმეს მხოლოდ წალების და პარუსინის ბლუზა სცმია. ორი დღის სემდეგ ჩაუღწევიათ ,,ტროიკით” ქუთაისში. პატარა ექვთიმეს ყაზარმაში მიუჩინეს ადგილი.
  • 9. აქვე იკვებებოდა და უკვირდათ სხვებს ,რომ მუდამ წიგნს კითხულობდა. ეს შეუმჩნევია ,,კომანდის” უფროსსაც. შესცოდებია ყმაწვილი და ნება დაურთავს ყაზარმაში დარჩენაზე. მაშინ ქუთაისში იმყოფებოდნენ იოსებ და კოწია თაყაიშვილები; მათი დახმარებით ექვთიმე ქუთაისის ერთ–ერთ შეძლებულ ოჯახს აუყვანია რეპეტიტორად. ქუთაისში ექვთიმესთან დადიოდნენ ბიძაშვილი ერმილე ნაკაშიძე, რომელიც აგრეთვე ემზადებოდა გიმნაზიაში შესასვლელად და მისი ნათესავი ლათინურში კარგი მოწაფე – მოსე კალანდარიშვილი. ერმილეს შუამდგომლობით და ხარჯით ექვთიმე მოსესთან უნდა მომზადებულიყო იანვრიდან 15 ივნისამდე, მაგრამ მალე არდადეგები დაიწყო. მოსე და ერმილე მაკვანეთში წასულან. ექვთიმეც იქ უნდა ჩასულიყო ლიხაურიდან,მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო (მისი ძმა ვარლამი სტუმრობდათ,რომელსაც ქართული აღარ ახსოვდა,ხოლო მამიდა მაკასთან რუსული არავინ იცოდა, ექვთიმე მთარგმნელობდა). აგვისტოს დამლევს ვარლამი პეტერბურგს გაემგზავრა. ექვთიმემ გამოცდების წინა დღეებში წაიმეცადინა ლათინურში. ლათინურის გამო ექვთიმე მიიღეს პროგიმნაზიის II და არა III კლასში და ისევ წინააღმდეგობა – სწავლის ნახევარი წლის, 6 მანეთი შეიქმნა გადასახდელი – ექვთიმე ატირებული მისულა დიასახლისთან: ,, მესამე კლასში მწადდა შესვლა და ვერ შევედი, II მოვხვდი და იქიდანაც დამითხოვეს – სწავლის ფული ვერ შემაქვსო”... გულკეთილ დიასახლისს გაუხსნია დანაზოგების ყულაბა და შიგ 6 მანეთზე მეთი ძველი და ახალი ქართული და რუსული ლითონის ფულები აღმოჩენილა. ექვთიმეს მიუტანია იგი ინსპექტორისათვის,რომელიც განცვიფრებულა– სად იშოვე ნუმიზმატიკის ეს კოლექციაო!... ,,ამგვარად, ნასესხები ფულის წყალობით დავიწყწ პროგიმნაზიაში სიარული.
  • 10. შევეცოდე ინსპექტორს, ობლობისა და სიღარიბის ცნობა მიმატანინა, სწავლის გადასახადიდან გამათავისუფლა და რადგან პანსიონში ადგილი აღარ იყო,სანაცვლოდ 8 მანეთი დამინიშნა ყოველთვიურად”... პროგიმნაზიში ექვთიმეს სახელი გაუთქვია, როგორც ბეჯით მოწაფეს. 35 მოწაფიდან IV კლასი მხოლოდ რვას დაუმთავრებია. 1879 წელს ე.თაყაიშვილი V კლასში ჩაირიცხა. ქუთაისში ექვთიმე მოხვდა ოზურგეთელ თანაკლასელ ნიკო მართან,რომლის ,,უჩვეულო ნიჭიერებასა და დიდი მომავალს” მასცავლებლები ერთხმად აღიარებდნენ. ახალ დირექტორს შეკითხვები მიუცია შეგირდისთვის პასუხის მოსმენის შემდეგ ხმამაღლა განუცხადებია ,,да такайвший украшение класса!”.. ქუთაისში ეზიარა ექვთიმე მაშინდელ თანადროულობას. იგი იხსენებს: ,,აქაურმა თეატრმა თბილისიდან ჩამოსული მსახიობებით აიდგა ფეხი.ვასო აბაშიძე,კოტე მესხი,ლადო მესხიშვილი და სხვები აქ მართავდნენ სპექტაკლებს აკაკი წერეთლის რეჟისორობით და ჩვენ გიმნაზიელები – დავდიოდით თეატრში. ექვთიმე თაყაიშვილი და ნიკო მარი თანამოაზრენი იყვნენ. მათ გადაწყვეტილი ჰქონდათ,პეტერბურგსი ისეთი ფაკულტეტი შეერჩიათ,რომელიც ,,უფრო იყო საჭირო საქართველოსთვის”... ექვთიმე თაყაიშვილმა 1883 წელს ქუთაისის გიმნაზია ვერცხლის მედალზე დაამთავრა. წარჩინებული დიპლომის მფლობელს ეკუთვნოდა კავკასიის სასწავლო ოლქის სტიპენდია და მოსკოვის უნივერსიტეტში აგზავნიდნენ...
  • 11. მაგრამექვთიმეს სწავლის გაგრძელება პეტერბურგში სურდა ,რადგან ისტორიას იქ უკეთ ასწავლიდნენ, თან დიდი სურვილი ჰქონდა დასწრებოდა აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის ლექციებს. გიმნაზიის დირექტორის ა.სტოიანოვის შუამდგომლობით ექვთიმე თავისი სტიპენდიით პეტერბურგში ხვდება. 1883წ. სექტემბერში ექვთიმე ჩაირიცხა პეტერბურგის ისტორიულ–ფილოლოგიურ ფაკულტეტზე, მას სულ ჰქონდა 700 მანეთი და სტიპენდია. ეს თანხა უნდა გამოეზოგა მას სტუდენტობის წლებში და სამსახურის ჯამაგირამდე. ექვთიმე პეტერბურგში გაემგზავრა თანაგიმნაზიელ ვანო გურულთან ერთად . ეს უკანასკნელი უზრუნველყოფილი იყო ხარჯებით, თუმცა ერთი კურსის გავლას 2 წელი ანდომებდა,რაც შეეხება ექვთიმეს იგი წარმატებით გადადიოდა კურსიდან კურსზე, ვერც არდადეგებზე ჩამოდიოდა სამშობლოში, მხოლოდ ერთი ზაფხული გაუტარებია თბილისში. მეორე კურსზე იყო ექვთიმე,როცა 1884 წ. . ნიკო მარი მოეწყო აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე. სიყრმის მეგობრები, მართალია ერთ ფაკულტეტზე არ იყვნენ,მაგრამ ერთად აღამებდნენ ბიბლიოთეკაში, იკრიბებოდნენ ნიკო მარის ბინაზე და იმეორებდნენ დადებულ პირობას – უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე ჩამოსულიყვნენ საქართველოში და ემსახურონ მშობელ ხალხს.
  • 12. ლიხაურელი ახალგაზრდისთვის რუსეთის იმპერიის სატახტო ქალაქში ცხოვრება ბევრს ნიშნავდა, ექვთიმე იხსენებდა ”მე იმთავითვე უსათუოდ მინდოდა პეტერბურგის უნივერსიტეტში შესვლა, რადგან პეტერბურგი უფრო ევროპულიქალაქი იყო, ვიდრე მაგალითად, მოსკოვი.” აქ მიიღო აკადემიური განათლება, გაეცნო ჩვენ დიდ მამულიშვილებს – ი. ჭაჭავაძეს, ვაჟა–ფშაველას... პეტერბურგის სახელმწიფო ისტორიულ არქივში დაცულია სტუდენტ ექვთიმე თაყაიშვილის პირადი საქმე, რომელშიც დევს განცხადებები პეტერბურგში ცხოვრების ნებართვისა და საზაფხულო არდადეგებზე პავლოვსკში, ერთხელ თბილისში და ერთხელაც სხვაგან საზაფხულო არდადეგების დროს გასვლის შესახებ. 1887 წ–ს ექვთიმე თაყაიშვილმა წარმატებით ჩააბარა სახელმწიფო გამოცდები, იმავე წელს , ზაფხულში კანდიდატის ხარისხი დაიმსახურა. ექვთიმე წერს: ” კანდიდატის ხარისხი რომ მიეცათ ყველა საგანში ხუთიანი უნდა მიგეღო სახელმწიფო გამოცდებზე.” მან წარმატებით შეისრულა მიზანი. ნ. მარი პეტერბურგში დარჩა. მან ერთი წლის შემდეგ დაასრულა სწავლა, თბილისში გადმოსვლას რომ აპირებდა, თაყაიშვილმა მისწერა: ”ფეხი არ მოიცვალო პეტერბურგიდან, შენი ადგილი მინდაა, აქ მე დამიპირეს გაფუჭება, და შენ სიფიცხეს უფრო არ აიტანო!..” მოგვიანებით ექვთიმე თავის სიყრმის დროინდელ მეგობარზე სიამაყით წერს... ” ნიკო, მართლა, მსოფლიო მნიშვნელობის მეცნიერად გამოიზარდა და გააცნო საზღვარგარეთს ქართველი ერის კულტურა, რასაც, რაღა თქმა უნდა, თბილისში მოღვაწეობით ნაკლებად შეძლებდა...”
  • 14. ორჯერ იმოგზაურა ექვთიმე თაყაიშვილმა ტაოში. “ 1902 წელს არტაანიდან მოყოლებული კოლამდ. კოლამდ ე.აღწერა ბანა ახლომდებარე ეკლესიებით და ჩანგლთან შეჩერდა. მეორედ 1907 წელს შეწყვეტილი გზა გააგრძელა,კოლა-ოლთისის მიდამოები შემოიარა. 1917 წელს მესამედ გაემგზავრა თურქეთის ტერიტორიაზე არსებული ძეგლების მოსანახულებლად.ექსპედიციაში მონაწილეობდნენ: ლადო გუდიაშვილი, მიხეილ ჭიაურელი, ე. ერმაკოვი, [ ფოტოგრაფი] გიორგი შევარდნაძე, ანატოლი კალგინი, ანატოლი ზანდევიჩი, რომელიც შემდგომ ახალ დარსებულ თბილისის სახ-ფო მუზეუმში მოღვაწეობდა. 1917 წლის არქელოგიური ექსპედიცის მოგზაურობის შესახებ ექვთიმე თაყაიშვილი წერს “ ხელ-ფეხს მიკოცნიდა კოლა- ოლთის ჩინგლის ქართველობა, მშვიიდათ ბრძანდებოდეთ, მამა- პაპათა ნამგარს არავის დავანგრევინებთ და დავიცავთო, ბევრ მათგანს ქართული ენა დავიწყებოდა, მაგრამ შეგნება რომ ისინი ქართველი ერია, თითქოს ყველას ჰქონდა“
  • 15. მოგზაურობას თვალი გადავავლოთ ლადო გუდიაშვილის მოგონებებით, რომელიც საქართთველოს მეჭურჭლეთუხუცეს წერდა „ექვთიმე თაყაიშვილი მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე უანგროდ ემსახურებოდა ეროვნულ საქმეს... არც დაღლა იცოდა , არც დასვენება ... ამნაირ ადამიანებს ძველად ხატავდნენ ტაძრის კედლებზე “ეექსპედიციის ძირითადი არსი მდგომარეობს იმაში, რომ არა მეცნიერის ასეთი თავგამოდევბა, დღეს ისტორიას არ ექნებოდა ზუსტი დათარიღება,ყოველმხრივი აღწერილობა, დეტალური მსალა ისეთი ქართული ძეგლებისა. როგორიც არის ოშკი, იშხარი, ხარული, ბანა. ექსპედიიამ სუსტად გარკვია, დადგინა ტაძრების, ეკლესიების, ციხების სახელწოდებებიდა ადგილ მდებარეობა, რაც ამ მოგზაურობამდე უცნობი და შეომოწმებელი იყო მეცნიერული ლიტერატურისთვის. ექვთიმეს თაოსნობით შესწავლილი იქნა ყველა წარწერა, ქრონიკონი-თარიღის აღმნიშვნელი ასოები, „ მას საოცარი მეცნიერული წვდომა ჰქონდა, ძველი წაეწრების წაკითხვის საოცარი უნარი. უმრავლესობას იქვე გადმოღების თანავე კიხულობდა, ზოგს, უფრო რთულს, სადგომში მისვლისას, ჩვენ ახალგაზრდები ვისვენებდით,იგი კი უჯდა საქმეს, ფოტოებ, კალკებს ნახატებს და არც დარჩენია რამ ამოუკიხავი. თუ რაიმე ახლოს ,, მნიშვნელოვანს ამოიკითხავდა ახალგაზრდულად წამოხტებოდა ქაღალდის დროშასავი აფრიალებდა და აღფრთოვანებით შესძახებდა აღმოჩენა.. !! ახალი აღმოჩენა! დიდ მეცნიერს ხელოვნებაში განსაკუთრებით ჩაეჩენია მეხსიერებაში ხახულში ნანახი ქვაში ტვიფრული სიმბოლო- ქართული ფასკუნჯი მუდმივი აღორძინების იდეა! ეს კლასიკური ნიმუში ნოტარ-დამის ქიმერების შემოქმედებასაც შეხამება! წერდა ლადო გუდიაშვილი. უმშვენიერესი ბუნების გარემოცვაში დგანან ეს ბუმბერაზი ძეგლები თითქოს უპატრონო, თითქოს ძილსაც მისცემიან..
  • 16. მაგრამ მაინც ალერსა და სითბოს იხოვენ ჩვენგან. ელიან მფარველსა და მცველს.ექვთიმეს ექსპედიციამ დროულად შეაღო ამ ტაძრის საუკუნეთა მანძილზე დახშული კარები.. იმედია ჩვენი თაობაც, გავხდებით „ ექვთიმოსნები“ მოვეფერებით და მივუალერსებთ შორს საქართველოს მიწიდა მოწყვეტილ ტაძრებს.... ე. თაყაიშშვილი 1895 წელს შეირთო თბილის ივანე პოლტორრაცკის ასული ნინო.პოლტარცკები პოლონელები იყვნენ. მეფის რუსეთის დროს გრაფი პოლტარიცკი გამოზავნეს პეტერბურგში , ამიტომ მისი ოჯახი პეტერბუგგში ცხოვრობდა. იგი აქტიურად იყო ჩაბმული დეკარისტულ მოძრაიბაშ ი. რის გამოც გრაფის ოჯახში კავკასიაში გადმოასახლეს., კერძოდ ქუთაისი გუბერნიაში. მოგვიანებით ცოლად შეირთო ზედგენიძის ასული, როიმლისგანაც არი ვაჟიშვილი შძინა. ორივე შვილი მიბარებული ჰყავდათ თბისის სათავად ანაურო გიმნაზიაში., სადაც საფუძველი ჩაეყარა ივანე პოლტარიცკის და ილია ჭავჭავაძის მეგობრობას. პოლონელი გრაფის შვილი კარგად ფლობდა ქართულს , ცნობილია მისი თარგმანები ქართულიდან რუსულ ენაზე კერძოდ შოთა რუსთაველი „ ვეფვის ტყაოსანი“ ილია ჭავჭავაის „ გლეხის ნამობი“ „კაცია-ადამიანი“ ივანე მატერიალურად ეხმარებოდა ქართულ წერა- კითხვას გამავრცებელ საზოგადეოებას, ილია ჭავჭავაძემ თავისი პოემა „ ჩრდილი “ ნიშნად პატივისცემისა სწორედ უძღვნა ივანეს. დიდ ქაეთველი გახლდათ ივანეს მეჯვარე, მისი ვაჟიშვილი ილია [ილიკო დარქვეს] რაც შეხება ივანეს ძმას სიმონს , იგი იურისტად მუშაობდა პეტერბურგში.სწორედ რუსეთში მისი მოღვაწწეობის დროს საქართველოს სათვისტომო რომელშიც გაერთიანებული იყვნენ – ილია ჭავჭავაძე, ნიკო-მარი, ივანე ჯავახიშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი, ვანო მაჩაბელი, სიმონ ავალიშვილი,ივანე ნიჟარაძე და სხვა.
  • 17. ივანე პოლტორიცკი მატერიალურად ეხმარებოდა ქართველ სტუდენტებს. იქაური ქართველობაკვირაში ერთხელ გრტაფთან სადილიზე იკრიბებიდნენ- სადაც მთავარი და ძირითადი თემა საქართველო იყო. სიმონს ხშირად უთქვამს “ ჩემს ქართველობაზე ჩემი სახელი მეტყველებსო. „ივანე პოლტორიცკიმ მეუღლის გარდაცვალების შემდეგ იქორწინა ნადეჟდა გაბაშვილზე. მათ ი მეჯვარე ილია წინამძღვრიშვილი იყო. ნადის მზი9თებში ერგო ოქროყანის მამულები.გაბაშვილის ოჯახი ზენელზე ცხოვრობდა, სწორედ იმ შენობაში სადაც მეცნიერთა აკადემია მდებარეობს. ოქროყანაში მათ ორი სახლი ჰქონდათ , ზემო და ქვემო აგარაკი. ზემო აგარაკზე ორსართულინი სახლი იდგა რომელიც თავდ გადსცეს მოსახლეობას სკოლის გასახსნელად. ოქროყანის ნაწილი დღევანდელი ფუნუკუილორის ნაწილი 1890წელს ბელგიელებმა იჯარით აიღეს პოლონელი გრაფის ოჯახისგან. ილია ჭავჭავაძის მეშვეობით ილიკო პოლტორიცკიმ თანხა გამოაგზავა ტრამვაის ხაზის გასაყვანად. ილიკომ განათლება საფრანგეთში მიიღო, მუშაობდა პარიზის ბანკში , მუდმივი კავშირი ჰქონდა თავის ნათლიასთან ილია ჭავჭავაძესგან.
  • 18. გარდაიცვალა საქ-ში, მემკვიდრე არ დარჩენია. ივანე პოლტარცკი განათლებით იურისტი იყო. ჯერ პირველი განყოფილების მომრიგებლად მოსამართლედ მუშაობდა , ბოლო 20 წელი კი თბილისი ნორტარიუსის თანამდებობა ეკავა. ივანე 1892 წელს გარდაიცვალა . იმ დროს ექვთიმე თაყაიშილი თბილისში არ ყოფილა. დაკრძალვას ესწრებოდა ი. ჭავჭავაძე . მოგვიანებით ეკატერინე გაბაშვილის უთქვამს ექვთიმესთვის „ ილიას თვალებიდან კურცხალ კურცხალიცრემლი სდიოდაო“ ივანეს დანადო გაბაშვილს ექვსი შვილი ჰყავდათ_ნინო, ელენე,ანა, სოფიო, ეკატერინე და ალექსანდრე. ელენე პოლტარიცკი ფრანგულის მასწავლებელი იყო, იგი ერთ-ერთი დამარსებელი გახლდათ უცხო ენათა ინსტიტუტეს. ნინო, ელენე და ანა ილიკოსთან სწავლობდნენ პარიზში. სოფიო პიანისტი იყო, ეკატერინე კონსევატორიაში მუშაობდა, მოგვიანებით კი ამერიკის საელჩოს ატაშე გახლდათ, ალექსანდრე პროფესით იურისტი იყო. პეტ-იდან დაბრონებულ ექვთიმეს ბინა არ ჰქონდა, ამიტომ იაკობ გოგებაშვილთან ცხოვრობდა. იმ პერიოდში ხუთშაბათობით ქართველი ინტელინგცის წარმომადგენლობა იკრიბებოდნენ ოქრიყანაში , პოლტორაცკებთან. Mმაშინ მარტო ოქროყანა კი არა მთაწმინდაც პოლონელი გრაფის საკუთრება ყოფილა. 1905 წელს ექვთიმემ ცოლად შეირთო ივანეს და ნინო პოლტარიცკი.მათ ჯვარი დაიწერეს სამების ტაძარში, მათი მეჯვარები იყნვნენ ოლღა გურამიშვილი და ილია წინაძღმრიშვილი. ვინაიდან მათ შვილი არ ჰყავდათ, იშვილეს თავიანთი მოგვარე ლიდია თაყაიშვილი, რომელიც შემდეგ ნინო პოლტარიცსკის საშას მეუღლე გახლდათ. ი. პოლტარიცსკი მეორე ქალიშვილის, ანას მეუღლე იყო ივანე ნიჟარაძე.
  • 19. ნიჟარაძე. ი. ნიჟარაძემ განათლება მიღო პეტერბურგში.იგი ივანე ჯავახიშვილთან ერთად სწავლობდა ისტორია-ფილოლოგის ფაკუტეტზე. ექვთიმე ხელს უწყობდა ი. ნიჟარაძეს განათლებაში, დაჰყავდა ერთნოგრაფიულ ექსპედიციებზე, სწორედ ექვთიმეს დახმარებით გაიცნეს ერთამანეთი და დახლოვდნენ ივანე ნიჟარაძე და ანა თაყაიშვილი. ივანე და ანამ ჯვარი დაიწერეს სამების ტაძარში, მათი მეჯვარები იყვნენ ი. ჟავახიშვილი და ეკატერინე გაბაშვილი. ქორწილს ესტრებოდნენ ოლღა და ილია ჭავჭავაძე. ილიას ივანესთვის უჩუქებია ოქროს სათი ბუდით და წარწერით. ეს სათი ოჯახში ინახებოდა 1966 წლამდე შემდეგ კი გაუყიდიათ რადგან ლიდიას დაკრძალვა მოეხერხებინათ. ივანეს და ანას ორი შვილი _ ალექსანდრე და ნინო შეძინათ.ნინო ექვთიმე თაყაიშვილმა მონათლა. სანამ ექვთიმე ახალ ბინაში გადავიდოდა, მთელი პოლტარიცკების ოჯახი ეკატერინე გაბაშვილის სახლში ცხოვრობდა. 1910 წელს ექვთიმე და ნინო ახალ აშენებულ კერძო სახლში ოლღას ქუჩაზე დასახლდნენ. Mმათი რჩევით ივანე ნიჟარაძეც თავისი ოჯახით აქ გადვიდა. ქვთიმეს 7ოთახი ეკავა მესამე სართულზე. ნინო პოლტარიცკია გარეგნობით ძალიან ლამაზი ყოფილა, კარგად იცოდა რუსული და ფრანგული. Pპარიზში ჰქონდა დამთავრებული კონსევატორია და კარგად უკრავდა. იგი ბევრს ეხმარებოდა ექვთიმეს მუშაობაში. ექ. თაყაიშვილის ოჯახში 14 იანვარს, წმ. ნინოს ხსენების დღეს დიდი წვეულობა იმართებოდა. საღამოს ოთახები ივსებოდა სტუმრებით. ექვთიმე ამ დღეს ყველაზე კარგ ხასიათზე იყო
  • 20. . ასე გადიოდა წლები. . . 1921 წელს ნინომ და ექვთიმემ უხმაუროდ დატოვეს თბილისი,. ამის შესახებ ნინო ნიჟარაძე {დისშვილი} იხსენებს: 1921 წლის 25 თებერვალი, ამ დღეს თბილისში დიდი თოვლი მოვიდა ბავშვები გახარებულები ვიყავით, დედამ ეზოში გაგვიშვა, მერე ავედი დეიდასთან, მაგრამ არც ექვთიმე და არც ნინო აღარ დაგვხვდნენ. მაგიდასთან ჭურჭელი კი არ იყო ალაგებული, სარეცხი კი თოკზე ეკიდა, ყველას გაუკვირდა,ორივე წესრიგი და სიუფთავე უყვარდა. დედას ცრემლები მოადგა თვალებზე, ლაპარაკს ვერ ახერხებდა. ასე რომ 1921 წლიდან 1945 წ- მდე მოლოდინისა და მონატრების გზა გაიჭიმა.” ნინოს გარდაცვალება იყო ექვთიმესთვის _` ნინო გარდაიცვალა 1931წლის 8 ივლის ლევილში,ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდგომ.~ ექვთიმე მაინც გამაგრდა, მეუღლის დაბადებისა და გარდაცვალების თარიღბს უსახსრობის პირობებშიც აღნიშნავდა. ე. თაყაიშვილი, 1945 წელს პატიზიდან თბილისში რომ ჩამოფრინდა დიდ სიხარულთან ერთად აწუხებდა მეუღლის ნეშთის იქ დარჩენა. ამის გამო დაწერა მან: `82 წლის მოხოცს ამიხდა დიდ ხნის ნატვრა, დავბრუნებოდი სამშობლიოს და დავუბრუნე მას მისი კუთვნილი განძეულობა. საშვალება მომეცა ჩემს უნივერსტეტში და ახალშობილ აკადემიაში დამეწყო მუშაობა. Oოღონდ ჩემი ხანგრძლივი სიცოცხლის ერთგული თანამგზავრი, საფრანგეთის მიწაში დამრჩა დამარხული~. ექვთიმე ამას ვერ მოესწრო , მაგრამ ეს აღსრულდა 1987 წლის 22 თებვერვალს დღის 2 სათზე ქართველ მწერალთა და მოღვაწეთა პანთეონში შედაგა სამოქალაქო პანაშვიდი და ლევილიდან კუბოთი ჩამოსვენებული ნინოს ნეშთი დიკრძალა ქმრის საფლავის გვერდით. მარიამ ბებერაშვილი VI კლასი