7. აბრაჰამ ორტელიუსი (Abraham Ortelius; 2 აპრილი, 1527 - 28
ივნისი, 1598), კარტოგრაფი და გეოგრაფი, საზოგადოდ აღიარებული, როგორც
პირველი თანამედროვე ატლასის შემქმნელი.
დაიბადა ანტვერპენში, ამჟამად ბელგიაში. აუგსბურგში გავლენიანი ორტელიუსების
ოჯახის წევრი, ის ბევრს მოგზაურობდა ევროპაში. განსაკუთრებით ცნობილია ჩვიდმეტ
პროვინციაში მოგზაურობით; სამხრეთ, დასავლეთ, ჩრდილო და აღმოსავლეთ
გერმანიაში (1560, 1575-76), საფრანგეთში (1559-60), ინგლისსა და ირლანდიაში (1576)
და იტალიაში (1578 და სავარაუდოდ 1550 და 1558).
დამწყებმა რუკის გრავიორმა ანტვერპენის წმ. ლუკას გილდიაში დაიწყო
მუშაობა, როგორც აფსეტერ ვან კარტენმა. მისი ადრეული კარიერა მეწარმეობასთან იყო
დაკავშირებული და მის მოგზაურობათა უმრავლესობა 1560 წლამდე კომერციულ
მიზნებს ემსახურებოდა. თუმცა 1560 წელს მერკატორთან ტრიერში, ლორნსა და
პუატიეში მგზავრობისას მას ცნობისმოყვარეობა გაუღვივდა, მერკატორის
ზეგავლენით, მეცნიერული გეოგრაფიისადმი. სწორედ ამის შემდეგ მიუძღვნა მან
თავი, მისი მეგობრის რჩევით, ატლასის ან "მსოფლიოს თეატრის" (Theatrum Orbis
Terrarum) შექმნას, რითაც მან შემდეგ სახელი გაითქვა.
1564 წელს ორტელიუსმა დაასრულა ე. წ. "mappemonde", რვაფურცლიანი მსოფლიოს
რუკა, რომელიც შემდგომში გამოჩნდა შეკვეცილი ფორმით "თეატრშიც". ამ უნიკალური
რუკის ერთადერთი დღემდე შემორჩენილი ასლი დაცულია ბაზლის უნივერსიტეტის
ბიბლიოთეკაში (cf. Bernoulli, Ein Karteninkunabelnband, Basle, 1905, გვ. 5). მან ასევე
გამოაქვეყნა ეგვიპტის ორგვერდიანი რუკა 1565 წელს, ნიდერლანდის სანაპიროზე
ბრიტენბურგის ციხესიმაგრის გეგმა 1568 წელს, აზიის რვაფურცლიანი რუკა 1567 წელს
და ესპანეთის ექვსფურცლიანი რუკა მისი განთქმული მსოფლიოს ატლასის
გამოცემამდე.