Ce diaporama a bien été signalé.
Nous utilisons votre profil LinkedIn et vos données d’activité pour vous proposer des publicités personnalisées et pertinentes. Vous pouvez changer vos préférences de publicités à tout moment.

პროფესიული განვითარების გეგმის რეფლექსია

3 336 vues

Publié le

1

Publié dans : Internet
  • Soyez le premier à commenter

პროფესიული განვითარების გეგმის რეფლექსია

  1. 1. ქალაქ ბათუმის № 14 საჯარო სკოლის რუსული ენის მასწავლებლის მაია სირაძის პროფესიული განვითარების გეგმის რეფლექსია. 1. სამინისტროსა და ცენტრის ორგანიზებით განხორციელებული ტრენინგები 1) ტრენინგის დასახელება: II დონის პროექტი-„ისტ-ს გამოყენება სასწავლო პროცეში“ ტრენინგის ჩატარების ადგილი: ქ.ბათუმის #15 საჯარო სკოლა ტრენინგის ჩატარების დრო: 25/11 დან-22/12, 5 საათი კვირაში სამი დღე. ტრენერი: გვანცა სალია ტრენინგის საჭიროება: სტანდარტის მოთხოვნის შესაბამისი ჯგუფური სამუშაოს დაგეგმვა(მას.:პროექტი,აქტივობები ინფორმაციულ - საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით,ინტერდისციპლინური აქტივობები/პროექტები): მიზნების განსაზღვრა,სხვა საგნებთან კავშირის დადგენა,მიზნების შესაბამისი იდეის/თემის,დავალების შერჩევა,მონაწილეთა რაოდენობისა და ფუნქციების განსაზღვრა,განხორციელების ეტაპების,გზებისა და საშუალებების განსაზღვრა;
  2. 2. ამ ტრენინგმა საშუალება მომცა დავგეგმო გაკვეთილი,შევადგინო გაკვეთილის გეგმა და შევქმნა პროექტი ინტერნეტ ტექნოლოგიების გამოყენებით,რაც გაცილებით შთამბეჭდავი, დასამახსოვრებელი და შემეცნებითი თვალსაზრისით მეტის მიმცემი იქნება მოსწავლეებისათვის,გარდა ამისა ისე დავგეგმო სასწავლო პროცესი ,რომ თავად მოსწავლეები იყვნენ ჩართულები ამ პროცესებში, თანამედროვე ინტერნეტ ტექნოლოგიების გამოყენებით თავად ქმნიდნენ პროექტებს,ათავსებდნენ მათ ნაშრომებს ბლოგებზე . 1) შევადგინეთ გაკვეთილის გეგმის ნიმუში. 2) PowerPoint-ის გამოყენებით გავაკეთეთ გაკვეთილის გეგმის პრეზენტაცია , განვათავსეთ ბლოგზე. 3) შევქმენი პროექტი „21- საუკუნის ეპიდემია- ნარკომანია“ 4) ასევე განვათავსეთ ბლოგზე და მოვაწყვეთ პრეზენტაცია. იხილეთ : http://maiasiradze.blogspot.com 2) ტრენინგის დასახელება: პროექტებით სწავლება ტრენინგის ჩატარების ადგილი: ქ.ბათუმის #15 საჯარო სკოლა
  3. 3. ტრენინგის ჩატარების დრო: 19/10-დან 16/11 ჩათვლით,5 საათი ყოველ შაბათ-კვირას. ტრენერი: გვანცა სალია ტრენინგის საჭიროება: გრძელვადიანი სასწავლო პროცესის დაგეგმვა კომუნიკაციური უნარ - ჩვევების განსავითარებლად:სტანდარტის მოთხოვნების გათვალისწინებით გრძელვადიანი მიზნების განსაზღვრა,ამ მიზნების შესაბამისი დავალებების შერჩევა თუ შედგენა,მოსალოდნელი შედეგის შინაარსისა და მიზნების რუკის შედგენა,რომელშიც აისახება პროდუქტის შექმნისთვის საჭირო ენობრივი თუ საკომუნიკაციო უნარები. სტანდარტის მოთხოვნის შესაბამისი ჯგუფური სამუშაოს დაგეგმვა(მას.:პროექტი,აქტივობები ინფორმაციულ - საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით,ინტერდისციპლინური აქტივობები/პროექტები): მიზნების განსაზღვრა,სხვა საგნებთან კავშირის დადგენა,მიზნების შესაბამისი იდეის/თემის,დავალების შერჩევა,მონაწილეთა რაოდენობისა და ფუნქციების განსაზღვრა,განხორციელებისეტაპების,გზებისა და საშუალებების განსაზღვრა; გაკვეთილისთვის შერჩეული სავარჯიშოების /დავალებების განსახორციელებლად საჭირო დროის განსაზღვრა,თითოეული აქტივობის მსვლელობის ეტაპების დაგეგმვა და სწავლების ორგანიზების სათანადო ფორმების შერჩევა:ჯგუფური,წყვილური,ინდივიდუალური,მთელი კლასის მონაწილეობით მუშაობა;შეფასების მიზნებისა და სტრატეგიების განსაზღვრა. ამ ტრენინგმა შესაძლებლობა მომცა მოსწავლეები მეტად დავაინტერესოთ ,ჩავრთოდ სასწავლო პროცესში,გავხადოდ ის მრავალფეროვანი და მიმზიდველი. ამით მოსწავლეებს უვითარდებათ აზროვნება,ინფორმაციის მოძიების,ანალიზის და სინთეზის უნარი.არიან შემოქმედებითნი,კომუნიკაბელური,საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებული და ახლის ძიებისთვის მოტივირებული ადამიანები. ტრენინგის პირველ დღე: 1) გავიცანი ტრენერი,გვანცა სალია,და კოლეგები. 2)დავსახეთ საერთო მიზანი:თუ როგორ შეიძლება ტექნოლოგიების გამოყენებით განვახორციელოთ პროექტი და ამით გავხადოთ სასწავლო პროცესი მეტად ეფექტური. 3)ტრენერმა აგვიხსნა Viewer-ში მუშაობის პრინციპი,გავეცანით პროგრამის შინაარსს,შევქმენით საკუთარი პორტფოლიო. 4)გავეცანით პორტფოლიოს Checklist. 5) გავეცანით 21-ე საუკუნის უნარ -ჩვევების ჩამონათვალს,რომელსაც უნდა შეუსაბამოთ ჩვენი
  4. 4. პროექტი. 6) გავიგეთ,როგორ უნდა დავგეგმოთ ჩვენი პროექტი,შევავსეთ სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონი ,სადაც დავაფიქსირე სავარაუდო საპროექტო იდეის მონახაზი. 7)გავეცანით როგორ შეიძლება გამოვცეთ პროექტისთვის ბუკლეტი ,განვიხილეთ სხვადასხვა შაბლონები. 8)შევქმენით საკუთარი ბლოგი შემდეგ ტრენინგის მონაწილეებმა ტრენერთან ერთად შევაჯერეთ საპროექტო იდეები. 1) განვსაზღვრეთ რა არის თითოეული პროექტის არსი,რა კავშირს ვხედავთ თითოეულ პროექტსა და ყოველდღიურობას შორის,როგორ შეიძლება გავაკეთოთ ტექნოლოგიების ინტეგრირება. 2) გავაკეთეთ პროექტის ზოგადი მონახაზი. 3) მოვამზადეთ პროექტისთვის ბუკლეტი და ნაწილობრივ პროექტის გეგმის შაბლონი,რომელიც გადაუგზავნეთ ტრენერს. მას შემდეგ რაც შევარჩიეთ პროექტის თემა დავიწყეთ პროექტის დაგეგმვა. 1) თემას შეუსაბამეთ სტანდარტის რომელი ინდიკატორის მიღწევა გვსურს. 2) დაუკავშირეთ 21-ე საუკუნის უნარ -ჩვევები. 3) ჩამოვაყალიბეთ საკვანძო კითხვები. 4) სტანდარტისა და საკვანძო კითხვების გაანალიზების შემდეგ გავარკიეთ სასწავლო მიზნები,თუ რა გვსურს,რომ გაიგონ მოსწავლეებმა. 5)განვიხილეთ შეფასების სხვადასხვა ფორმა და მოვიფიქრეთ,როგორ გამოვიყენებთ ამ მეთოდებს ჩვენ თემაში. 6) განვიხილეთ განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასების ფორმები. 7)სასწავლო პროექტის შეფასების შაბლონში შევავსეთ შეფასების დროის სქემა. 8)PowerPoint-ში გავაკეთეთ სასწავლო პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაცია. 9)გავიგეთ როგორ გამოვიყენოთ ფოტო,ვიდეო აუდიო რესურსები. 10)განვიხილეთ ინტერნეტ სწავლების შესაძლებლობები. 11) გავაანალიზეთ რამდენად ეფექტური იქნება ინტერნეტ სწავლება სასწავლო პროცესის
  5. 5. ხელშესაწყობად. 12)განვიხილეთ ძიების სისტემის ეფექტურად გამოყენების გზები. 13)ელფოსტა, ონლაინჩატი, სწრაფი შეტყობინების სისტემა და ინტერნეტზარის ტექნოლოგიები მოსწავლეებს სასწავლო კავშირების დამყარების შესაძლებლობას აძლევს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. 14)ბლოგები, ვიკი და ინტერნეტ თანამშრომლობითი დოკუმენტები მოსწავლეებს პროექტებზე ერთობლივად მუშაობის და ონლაინ რეჟიმში მათი ნამუშევრის გაზიარების შესაძლებლობას აძლევს და ბოლოს, შევქმენით სასწავლო პროექტის პორტფოლიო ,გადავიტანეთ ფაილები მუდმივი შენახვისთვის,ავტვირთეთ ბლოგზე .პროექტის „თავისუფლება თუ ძალაუფლება“ პრეზენტაციის შემდეგ,მოვისმინე ტრენერისა და კოლეგების შეფასებები და დავასრულე პროექტზე მუშაობა !!! იხილეთ ბლოგი: http://intel-maiasiradze.blogspot.com 2.კანონმდებლობით განსაზღვრული წესით აკრედიტებული ტრენინგ–პროგრამებში მონაწილეობის მიღება მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის ძირითად და საგნობრივი ნაწილით გათვალისწინებული კომპეტენციების განვითარება 1)დასახელება:აჭარის განათლების ფონდის მიერ ორგანიზებული ინგლისური ენის შემსწავლელი კურსები ჩატარების ადგილი: ა.(ა).ი.პ.განათლების ფონდი ქ.ბათუმის №10 საჯარო სკოლა ჩატარების დრო:დამწყები საფეხური- 52 საათი,ელემენტარული საფეხური- 52 საათი, საშუალო საფეხური- 52 საათი.2 საათიდან - 4 საათამდე.13.12.2011 დან-25.02.2013 წლის ჩათვლით. კურსების საჭიროება:.სოციალურ-კულტურული და კულტურული თვალსაზრისით მდიდარი რესურსების შერჩევა და მათზე დაფუძნებული ისეთი აქტივობების აგება,რომლებიც მოსწავლეთა ინტერესს გამოიწვევს;
  6. 6. ისეთი აქტივობების შერჩევა ან შედგენა,რომლებიცმოსწავლეებს საშუალებას აძლევს,გაავლონ პარალელი უცხოურ და მშობლიურ სოციოკულტურულ სამყაროებს შორის,ამოიცნონ და გაანალიზონ მსგავსებები და განსხვავებები,დამკვიდრებული სტერეოტიპული შეხედულებები. ტრენერი : ია ბერაძე სერთიფიკატის ნომრები :დამწყები საფეხური №3535, ელემენტარული საფეხური №10144,საშუალო საფეხური №000591. დამწყები საფეხური მოიცავდა სწავლების სამ თვეს.ყოველი თვის ბოლოს ტარდებოდა გამოცდა,რომლის ვერ დაძლევის შემთხვევაში არ გვქონდა უფლება სწავლის გაგრძელების დამწყები საფეხურის პირველ დღეებში შევისწავლეთ ინგლისური ენის ანბანი,გავეცანით ბგერების შეთანხმების წესებს,დავეუფლეთ სწორი კითხვის,წერის და თარგმნის წესებს,აგრეთვე შევისწავლეთ აუცილებელი გრამატიკული მასალა,საჭირო სიტყვების რაოდენობა. მოცემული კონსტრუქციების გამოყენებით ვსაუბრობდით.სწავლის ამ მეთოდების გამოყენებამ საშუალება მომცა წარმატებით ჩამებარებინა სამივე გამოცდა და გადავსულიყავი სწავლის შემდეგ საფეხურზე. ელემენტარული საფეხური ასევე მოიცავდა სწავლების სამ თვეს .ყოველი თვის ბოლოს ტარდებოდა გამოცდა,რომლის ჩაბარების შემთხვევაში უფლება გვეძლეოდა გაგვეგრძელებია სწავლა.შესასწავლი ტექსტები შედარებით გართულდა,ასევე გრამატიკული მასალის შესწავლასა და პრაქტიკაში გამოყენებას ექცეოდა დიდი ყურადღება.ვეუფლებოდითლექსიკურ მასალას და ვცდილობდით გამოგვეყენებინა საუბრისას.ვწერდით თემებს და განვიხილავდით მათ.ყოველთვიური გამოცდები წარმატებით ჩავაბარე და გადავედი სწავლების შემდგომ საფეხურზე. საშუალო საფეხური მოიცავდა სწავლების ასევე სამ თვეს. სწავლა სამივე საფეხურზე მიმდინარეობდა განათლების ფონდის მიერ დარიგებული სახელმძღვანელოებით,რომლებსაცთან ახლდა დისკები და სამუშაო რვეულები. საშუალო საფეხურზე სასწავლო პროცესი საკმაოდ რთული იყო.მოითხოვებოდა ენის კარგად ფლობას.სასწავლო ტექსტები , გრამატიკული მასალა,ლექსიკური კონსტრუქციების და სიტყვების ცოდნამ,ასევე პრქტიკაში ნასწავლის გამოყენებამ,წერითი და ზეპირი დავალებების შესრულებამ საშუალება მომცა ჩამებარებინა სამივე გამოცდა მაღალი ქულებით და წარმატებით დამესრულებინა კურსი. ტრენერი,ია ბერაძე ,გვასწავლიდა ძალიან გასაგებად,იყო მომთმენი და მომთხოვნი,უმაღლესი დონის პროფესიონალი,კეთილგანწყობილი და თბილი ადამიანი. აჭარის განათლების ფონდგა მომცა შანსი შემესწავლა ინგლისური ენა,რისთვისა ძალიან ვემადლიერები მათ. 2) ტრენინგის დასახელება-საგნობრივი ტრენინგი ,რუსული ენა მე-2 მოდული „კითხვა- მოსმენა“,მე-3 მოდული გრამატიკა რუსული ენის გაკვეთილებზე „წერა-ლაპარაკი“ მე-4 მოდული- დაწყებითი საფეხურისთვის ენის სწავლების მეთოდები
  7. 7. ტრენინგის ჩატარების ადგილი: ქ.ბათუმის №4 საჯარო სკოლა ტრენინგის ჩატარების დრო: დეკემბრის თვის ყველა შაბათი-კვირა. ტრენერი : ვალერიან ვოლჩანსკი ტრენინგის საჭიროება: მოსწავლის სტანდარტის მოთხოვნების გათვალისწინებით ტექსტების შერჩევა საგაკვეთილო მიზნების განსაღვრა: მოსმენის/ კითხვის უნარ- ჩვევის განსავითარებლად; დასახული მიზნის შესაბამისი დაძლევადი სხვადასხვა ტიპისა და სირთულის მოსასმენი/ საკითხავი დავალებების შერჩევა ან შდგენა, რაც ხელს შეუწყობს მოსწავლეთა მიერ ინფორმაციის ეტაპობრივად ამოცნობას; მოსწავლის სტანდარტის მოთხოვნების გათვალისწინებით საგაკვეთილო მიზნების განსაზღვრა ენობრივი, ზეპირი, წერითი უნარ-ჩვევის გასანვითარებლად;დასახელებული მიზნების შესაბამმისი, განსხვავებული სირთულის სავარჯიშოების შერჩევა ან შედგენა ცოდნის ათვისების პირველი (წვდომა-გაგება), მეორე (დაუფლების) ფაზისათვის; დაწყებითი საფეხურისათვის-კითხვის ორი უნარ-ჩვევის_ხმამაღალი კითხვის და კითხვა გაგების ერთმანეთისაგან გარჩევა და ორივე უნარის წარმატებით განსავითარებლად სწავლების სათანადო სტრატეგიების გამოყენება,ასევე კითხვის ჩუმი და ხმამაღალი ტექნიკის დანიშნულებისამებრ გამოყენება;წერის სამი უნარ-ჩვევის -მოტორიკის,კოდირების ანუ ბგერების ასოებად ქცევისა და შექმნა-შედგენის ერთმანეთისაგან გარჩევა და სამივე უნარის განსავითარებლად სათანადო აქტივობების გამოყენება;მოზარდების კომუნიკაციური უნარ-ჩვევის დაუფლებისათვის მომზადება:განსავითარებელი უნარების(მოსმენა-გაგება,სმენითი დისკრიმინაცია ანუ ბგერების სმენით გარჩევა,ხედვითი დისკრიმინაცია ანუ თვალით ასოების/მარცვლების/სიტყვების/მინიტექსტის გაგება კითხვის ჩუმი ტექნიკის გაცნობიერება და დაწყებითი საფეხურის ამა თუ იმ ეტაპზე პრიორიტეტული უნარებისა და მათი განვითარებისათვის სწავლების განსაზღვრა. მე-2 მოდული „კითხვა-მოსმენა“. გავარჩიეთ კითხვის სახეები, სტრატეგიები.გავერკვიეთ რა უნარ- ჩვევები უნდა ჩამოუყალიბოთ მოსწავლეებს კითხვის სხვადასხვა სტრატეგიების გამოყენების შემთხვევაში.შევასრულეთ სავარჯიშოები,პრაქტიკული დავალებები. ასევე გავეცანით მოსმენის დავალებების ეფექტურად გამოყენებას.ვნახეთ საინტერესო სამოდელო გაკვეთილი,გავარჩიეთ და გავაანალიზეთ ის.შევასრულეთ სავარჯიშოები. მე-3 მოდული.გრამატიკის შესწავლა რუსულის გაკვეთილებზე.ვიმსჯელეთ რუსულ ენაზე,როგორც მშობლიურ და უცხოურ ენაზე.გავეცანით გრამატიკულ აუცილებელ მინიმუმს,რაც აუცილებელია რუსული ენის ასათვისებლად.რამდენად რთულია გრამატიკული მასალის შერჩევა ენის სწავლების სხვადასხვა საფეხურზე და როგორ უნდა შევარჩიოთ დავალებები.რა სირთულეებს შეიძლება წავაწყდეთ გრამატიკის შესწავლის სხვადასხვა საფეხურზე დაროგორ ავირიდოთ მსგავსი სირთულეები.შეიძლება თუ არა მოსწავლეებს ნება დავრთოთ დაუშვან გრამატიკული შეცდომები,რა ადგილი უნდა ეჭიროს გრამატიკის შესწავლას გაკვეთილზე ,განვიხილეთ სავარჯიშოები.
  8. 8. გამოვიტანეთ დასკვნა:შეცდომების წყაროს ცოდნა საშუალებას გვაძლევს მათი კლასიფიკაციისა და მათი გამოსწორების . თითოეულ შეცდომას უნდა მოვეკიდოთ სხვადასხვანაირად. გრამატიკული და ლექსიკური დავალებები უნდა შესწორდეს მაშინვე,ხოლო ლაპარაკის დროს დაშვებული შენიშვნები უნდა ჩავინიშნოთ და შევასწოროთ საუბრის დასრულების შემდგომ. მე-3 მოდული -წერა. განვიხილეთ წერის სტრატეგიები,წერითი დავალებების მიზნები.წერის სწავლების მიდგომები,წერისა და საუბრის ურთიერთკავშირი.წერითი დავალებების სახეები.მეთოდი „კლასტერი“.დავესწარით და გავარჩიეთ სამოდელო გაკვეთილი. გავეცანით ოფიციალურ საქმიან წერილების სახეებს და პირადი საქმიანი წერილების სახეებს. შევასრულეთ შემაჯამებელი ტესტი. მე-3 მოდული- ლაპარაკი. გავარკვიეთ თუ რატომ არის ლაპარაკი გამჭოლი კომპეტენცია. განვიხილეთ ლაპარაკის სტრატეგიები,სირთულეები ლაპარაკის სწავლებისას.ვისწავლეთ სხვადასხვა თამაშები,რომლებიც დაგვეხმარება მოსწავლეებისთვის ლაპარაკის სწავლებაში.მაგალითად,სინკვეინი, მოთხრობის პირამიდის აწყობა.დიალოდზე მუშაობის მეთოდები.გავეცანით,როგორ წარვმართოდ დისკუსია სწორად. მე-4 მოდული-დაბალ საფეხურზე რუსული ენის შესწავლის მეთოდიკა. განვიხილეთ სასწავლო გეგმის სტრუქტურა.დაწყებით საფეხურზე მისაღწევი შედეგები და ინდიკატორები.დაწყებითი საფეხურის მოსწავლეების ფსიქო- ფიზიოლოგიური თავისებურებები ენის სწავლების ორი გზა დაწყებით საფეხურზე.(ზემოდან -ქვემოთ და ქვემოდან- ზემოთ).თამაშები.თამაშების კლასიფიკაცია( მოსამზადებელი და შემეცნებითი).ვისაუბრეთ პორტფოლიოზე,რომელის დაწყებით საფეხურზე მოსწავლეების შეფასების საუკეთესო საშუალებაა.შევასრულეთ სავარჯიშოები და დავალებები.დავწერეთ შემაჯამებელი ტესტი. ეს ტრენინგი ძალიან საინტერესო და ბევრის მომცემი იყო.რუსული ენის სწავლების თითოეული მიმართულებით მიღებული გამოცდილება ძალიან მნიშვნელოვანია სწავლების პროცესში,გაკვეთილების დაგეგმვაში,დავალებების შერჩევაში,შეფასებებაში. 2.საგანმანათლებლო კონფერენციებში, სემინარებში მონაწილეობის მიღება
  9. 9. 1.კონფერენციის დასახელება _მასწავლებელთა სასწავლო-მეთოდური კონფერენცია „საინფორმაციო ტექნოლოგიები სწავლება-სწავლის ხარისხის ამაღლებისთვის.“ თემა: „ინფორმაციის გაუთვითცნობიერებლად აღქმა უცხოური ენის შესწავლის პროცესში.“ კონფერენციაში მონაწილეობის საჭიროება: სტანდარტის მოთხოვნის შესაბამისი ჯგუფური სამუშაოს დაგეგმვა(მას.:პროექტი,აქტივობები ინფორმაციულ - საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით,ინტერდისციპლინური აქტივობები/პროექტები): მიზნების განსაზღვრა,სხვა საგნებთან კავშირის დადგენა,მიზნების შესაბამისი იდეის/თემის,დავალების შერჩევა,მონაწილეთა რაოდენობისა და ფუნქციების განსაზღვრა,განხორციელების ეტაპების,გზებისა და საშუალებების განსაზღვრა; კონფერენციის ორგანიზატორი ორგანიზაცია —ქ.თბილისი ,ევროპული სკოლა კონფერენციის ჩატარების თარიღი —22 თებერვალი 2014 წელი კონფერენციის მონაწილე მასწავლებელი --- მაია სირაძე კონფერენციის მიზანი —საინფორმაციო ტექნოლოგიები სწავლება-სწავლის ხარისხის ამაღლებისთვის. კონფერენციის ძირითადი საკითხები --სიახლეების წარმოჩენა, კვლევა,ანალიზი,გამოცდილების გაზიარება. რა მომცა ამ კონფერენციამ? —გავეცანი უამრავ სიახლეს,რომელსაც აუცილებლად გამოვიყენებ პრაქტიკაში.
  10. 10. რას გამოვიყენებ პრაქტიკაში? —ტექნოლოგიების გამოყენებით ტესტური დავალებების მომზადება,თემატური ანიმაციური ხასიათის ფილმებისა და ვიდეო მასალების ჩვენება,ონლაინ ლექსიკონების და უცხოური ენის შესასწავლი მასალების გამოყენება. წარმოდგენილი თემის მოკლე მონახაზი - ცნობილია,რომ საგაკვეთილო პროცესის ცენტრში დგას მოსწავლე და მიღწეული შედეგი (მნიშვნელოვანია,არა იმდენად ის,თუ რის სწავლებას ცდილობს მასწავლებელი,არამედ ის,თუ რა ისწავლა მოსწავლემ,და არა მარტო ის თუ რა ისწავლა მოსწავლემ,არამედ როგორ ისწავლა და როგორ შეუძლია ამ ცოდნის გამოყენება). ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით უცხოური ენის სწავლება 6 მიმართულებით მიმდინარეობს: მოსმენა,წერა,ლაპარაკი,კულტურათა დიალოგი,უცხოური ენის პრაქტიკული გამოყენება (მედიტაცია).თითოეული მიმართულებით უკეთესი შედეგის მიღწევაში გვეხმარაბა ინფორმაციის-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება,რადგან მოსწავლე შეძლებს ინფორმაციის დამოუკიდებლად მოპოვებას,მართვას,დამუშავებას,შეფასებას,ანალიზს;უვითარდებათ დამოუკიდებელი აზროვნება,შემოქმედებითი უნარი,ცდილობს ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას,თავად შექმნის ღირებულებებს და საკუთარ წვლილს შეიტანს საზოგადოების წინსვლაში. მოგეხსენებათ,ენის შესწავლის პროცესში მოსწავლეები იყენებენ ინფორმაციის აღქმის ყველა საშუალებას,ეს შეიძლება იყოს სმენა,მხედველობა,შეხება,ყნოსვა,გემოვნება,საკუთარი გამოცდილება.იმისთვის რომ წარმატებით შევისწავლოთ უცხოური ენა შესაძლებელია გამოვიყენოთ არამხოლოდ ტრადიციული მეთოდები,არამედ თანამედროვე ტექნოლოგიები. სასურველია,მოსწავლეებმა თავისით მოიძიონ მათთვის საინტერესო ინფორმაცია,გაეცნონ სახელმძღვანელოში მოცემული ნაწარმოების სრულ ვერსიას,მოუსმინონ აუდიო ჩანაწერებს,გააკეთონ პრეზენტაციები (Microsoft Office - PowerPoint),გამოუშვან გაზეთი,ბუკლეტი (Microsoft Office - Publisher) თემატური შაბლონების გამოყენებით,ფილმიც კი გადაიღონ ნასწავლი ნაწარმოების მიხედვით.ეს პროცესი იმდენად საინტერესოა მათთვის,რომ ისინი ვერც კი ამჩნევენ როგორ ეხვეწებათ მეტყველება,რადგან სწავლობენ როლებს ზეპირად,იაზრებენ ნასწავლს.ანაწილებენ დავალებებს ინდივიდუალური შესაძლებლობებიდან გამომდინარე,ამასთანავე ინარჩუნებენ გუნდურობას,იკერავენ კოსტიუმებს,აწყობენ ინტერიერს,და ასე იღებენ ფილმს.ავითარებენ წერის კულტურას გაზეთების,ბუკლეტების გამოშვებით.იწყებენ აზროვნებას უცხოურ ენაზე პრეზენტაციების და დისკუსიების მოწყობით,ასევე ქმნიან საკუთარ ბლოგს (http://14skola11klasi.blogspot.com) ,სადაც განათავსებენ მათთვის მნიშვნელოვან მასალებს,აფიქსირებენ საკუთარ მოსაზრებებს,აფასებენ ერთმანეთს,წერენ ესეებს და უგზავნიან მასწავლებელს (Skupe), და ასე თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით გატაცებულები,ასევე მათთვის შეუმჩნევლად სწავლობენ ენას. ყოველივეს განვიხილავ ერთი პროექტის მაგალითზე. ს-VII დონის რუსული ენის სახელმძღვანელოში( ავტორები-მ.ლორდქიფანიძე,ი. ჩხეიძე,ტ.ჩიმაკაძე,2013 წელი)ისწავლება ნაწყვეტი „ფსკერამდე“,ვლადიმერ ტენდრიაკოვის ნაწარმოების „ბანკეტის“ მიხედვით.მწერლის შემოქმედების და ნაწარმოების გაცნობის შემდეგ,ვთხოვე მოსწავლეებს მოეძიებინათ და გაცნობოდნენ ნაწარმოების სრულ ვერსიას ინტერნეტ ტექნოლოგიების გამოყენებით.ეს მეთოდი ეხმარება მათ ციფრული წიგნიერების ამაღლებაში.შევთავაზე ნაწარმოების მიხედვით ფილმის გადაღება.ფილმზე მუშაობის პროცესი იმდენად საინტერესო დარჩა მათთვის,რომ ისინი ვერცკი ამჩნევენ,როგორ ეხვეწებოდათ მეტყველება,რადგან სწავლობდნენ როლებს ზეპირად,იაზრებდნენ წაკითხულს,აწყობდნენ ინტერიერს,არჩევდნენ კოსტიუმებს,ეხმარებოდნენ ერთმანეთს,ასწავლიდნენ,უსწორებდნენ,რადგან
  11. 11. თვლიდნენ,რომ ქმნიდნენ რაღაც მნიშვნელოვანს,ღირებულს,ხედავდნენ შედეგს,რომელსაც აუცილებლად სხვებიც მომავალში იხილავდნენ და შეაფასებდნენ. ყოველივე ეს მათ დაეხმარება ნაწარმოების ვიზუალურად აღქმაში,მონოლოგური და დიალოგური მეტყველების განვითარებაში. მოსწავლეებს მოეწონათ ნაწარმოების თემა,რომელიც მათთვისაც აქტუალურია,გაუჩნდათ კითხვები და მთავარი გმირების მსგავსად ცდილობენ გაარკვიონ რამდენად იცნობენ საკუთარ თავს და ერთმანეთს.ემთხვევა თუ არა მათი წარმოდგენები.როგორ იმკვიდრებს ადგილს თავისუფალი ადამიანი საზოგადოებაში,რომელიც ემორჩილება ტრადიციებს,სტერეოტიპებს,რელიგიურ დოგმებს,კომპლექსებს,სად იწყება პიროვნული თავისუფლება და სად მთავრდება ის,ძალაუფლება- ეს არის მორჩილება თუ მორგება საკუთარ ეგოზე.მოსწავლეები მოიპოვებენ უამრავ ინფორმაციას არსებულ თემასთან დაკავშირებით,ეძებენ პრობლემის გადაჭრის გზებს, სკოლაში მოსწავლეებს შორის ატარებენ გამოკითხვებს,რომლებიც ასახვას ჰპოვებენ დიაგრამებში,უკავშირებენ თემებს სხვადასხვა საგნებს,მაგალითად ეძებენ სამართლებრივ საფუძვლებს სამოქალააქო განათლებაში,ისტორიაში,იყენებენ საკუთარ გამოცდილებას, მონაწილეობდნენ ძალადობის წინააღმდეგ აქციაში,რომელიც მოეწყო ბათუმში და მოითხოვდნენ ძალადობრივად დაღუპული გოგონას მარი კოჩალიძის მკვლელების დასჯას და ასე,მოპოვებული მასალების საფუძველზე ამზადებენ პრეზენტაციებს(Microsoft Office - PowerPoint). პრეზენტაციისთვის ქმნიან ბუკლეტებს(Microsoft Office - Publisher) და უგზავნიან მოწვეულ სტუმრებს. სიამოვნებით წარმოადგენენ პრეზენტაციებს,რადგან იციან თითოეული პრეზენტაცია სათანადოდ შეფასდება. მსგავსი დავალებების შესრულება დაეხმარება მათ მომავლისთვის კრიტიკული აზროვნების ჩამოყალიბებაში,რეალურ ცხოვრებაში პრობლემების მოგვარებაში,ისტ-თან დაკავშირებული გამჭოლი კომპეტენციების განვითარებაში. პრეზენტაციის შემდეგ ვთავაზობ ესეს თემაზე: „როგორ უნდა მოვიქცეთ თუ მეგობარი შეცდა?“, ან „როგორ ფიქრობთ,სიმართლე ყოველთვის უნდა ითქვას?“საუკეთესო ესეგამოქვეყნდება გაზეთში,რომელიც ეძღვნება ამ თემას და რომელიც ასევე ინტერნეტ ტექნოლოგიების გამოყენებით გამოიცემა(Microsoft Office - Publisher). მოსწავლეები წერის პროცესში მუდმივად აკვირდებიან ნაწერს,ახდენენ რედაქტირებას,განსჯიან,რამდენად ახერხებენ სათქმელის გასაგებად და თანმიმდევრულას გადმოცემას,საჭიროების შემთხვევაში,შეაქვთ ცვლილება,ახდენენ გეგმის თავისებურ რეორგანიზებას,ამატებენ ან აკლებენ ინფორმაციას,აფასებენ მოვლენებს,ფაქტებს,ქცევებს საკუთარი პოზიციიდან,უკავშირდებიან და უგზავნიან მასწავლებელს თავიანთ თემებს (Skype). არსებულ თემასთან დაკავშირებულ მსჯელობას აგრძელებენ ბლოგზე http://14skola11klasi.blogspot.com ,რაცაზრებისა და იდეების გაცვლისა და გაზიარების საუკეთესო საშუალებაა. ასეთი გაკვეთილების შედეგად შექმნილი გაზეთი,ბუკლეტი,ბლოგი,ფილმი,პრეზენტაციები,ესსეები,შეგვიძლია წარმოვადგინოთ საპრეზენტაციო ფორმატში, და ამით ვაჩვენოთ,რომ ტექნოლოგიების გამოყენება ხელს უწყობს უცხოური ენის შესწავლის პროცესს. საინფორმაციო ტექნოლოგიები შესაძლებლობას იძლევა მოსწავლეები მეტად დავაინტერესოთ, ჩავრთოდ სასწავლო პროცესში,გავხადოთ ის მრავალფეროვანი და მიმზიდველი. ამით მოსწავლეებს უვითარდებათ აზროვნება,ინფორმაციის მოძიების,ანალიზის და სინთეზის უნარი.არიან შემოქმედებითნი,კომუნიკაბელური,საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებული და ახლის ძიებისთვის მოტივირებული ადამიანები.
  12. 12. საკუთარი პრაქტიკა საშუალებას მაძლევს,ვურჩიო მასწავლებლებსა და მოსწავლეებს,რომ ისტ-ის გამოყენება საგაკვეთილო პროცესში ხელს უწყობს უცხოური ენის შესწავლას, ზემოთ ჩამოთვლილი უნარებისა და პრიორიტეტული გამჭოლი კომპეტენციების განვითარებას მოსწავლეებში , ასევე 21-ე საუკუნის უნარ - ჩვევების ჩამოყალიბებას: სწავლისა და გამომგონებლობის უნარ-ჩვევები  შემოქმედებითობასა და გამომგონებლობას  კრიტიკულ აზროვნებასა და პრობლემის გადაჭრას  კომუნიკაციასა და თანამშრომლობას საინფორმაციო , მედია და ტექნოლოგიური უნარ ჩვევები  საინფორმაციო წიგნიერებას  მედიაწიგნიერებას  ისტ(ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების)წიგნიერება სასიცოცხლო და კარიერული უნარ-ჩვევები  მოქნილობა და ადაპტაცია  ინიციატივა და დამოუკიდებელი მუშაობა  სოციალური და კულტურული უნარ-ჩვევები  პროდუქტიულობა და ანგარიშვალდებულება  ლიდერობა და პასუხისმგებლობა. ინფორმაციის გაუთვითცნობიერებლად აღქმა უცხოური ენის შესწავლის პროცესში ქ.ბათუმის №14 საჯარო სკოლის რუსული ენის მასწავლებელი მაია სირაძე Умеющий любить Защитник друзей Преданный Смелый Спроведливый Чёрствый Себялюбивый трус Предатель Жалкий Подлец Кто Я? Кто мои друзья? Как представишься незнакомому человеку,что можешь сказать о себе?  Сомораскрытие  Взаимодействие  Схожесть интересов  Территориальная близость Sales საერთო ინტერესები 14% გულახდილობა 40% ტერიტორ. სიახლოვე 11% თანადგომა 35% Опрсили учеников XI класса №14 школы Что нужно для дружбы ? მოსწავლეების მიერ შექმნილი ნაწარმოების სქემები
  13. 13. Свобода или Власть Ассоциации к слову «СВОБОДА» ЛишениеРавенствоБорец Независимость Передвижение Демократия Обретение КонституцияБратство Творчество ИндивидуумОтечество ИдеалБлагосостояние Неограниченный Демократический Абсолютный Вырваться Отстаивать Обретать Дорожить Предоставить Ассоциации к слову «ВЛАСТЬ» Династия Повиновение МогуществоТирания Подчинение Диктатура Полномочие Богатство Репрессия Захват ЗаконодательныйВерховный Абсолютный Уполномоченный ПравящийДолжностной ОблечьСвергнуть Злоупотреблять Упиваться Подчинять გაზეთი ბუკლეტი ძვირფასომეგობრებო! ყველას ,ვისაცსურვილი გაქვთ მიიღოთპასუხი კითხვებზე: იცნობთთუ არა საკუთარ თავს? შესაძლებელია ადამიანიგაიცნო ბოლომდე? თავისუფლება ყოველთვის შესაძლებელია? სად იწყებაპიროვნული თავისუფლება და სად მთავრდება ის? რამდენადიზღუდება პიროვნული თავისუფლება საზოგადოებვის ნორმების დაცვის დროს და არის თუ არა ეს ძალადობა? ცხოვრებაშიშენ უნდა ემორჩილებოდე თუ შენ გემორჩილებოდნენ?ან-ან! თუ შუალედური დამოკიდებულება შეიძლებაარსებობდეს ?! შემოგთავაზებთ! ვლადიმერტენდრიაკოვის ნაწარმოების“ბანკეტის“ გარჩევას ინსცენირებას თვითშეფასების და ურთიერთშეფასების სქემებს დისკუსიას პრობლემებზემსჯელობას და გადაჭრის გზებს მსურველებს,გთხოვთ დაგვესწროთ!!! ესსე Ученица X класса Батумской публичнойшколы№14 БеридзеАнна Эссе Как вы думаете правду нужно всегда говорить? Лично я считаю, чтоправдуне всегда нужноговорить, так как не всегда правда уместна.Иногда приходиться врать, чтобыне сделать другому больно, ведь бывает когда правда причиняетболь. Как говорится:«Лучшегорькая правда, чемсладкая ложь».И я с этим с одной стороны согласна.Ведьи вправду ложьсладкая,а вот правда чащевсегогорькая,но если это касается близкого человека,маму, подруги,брата, то нужновсегда им говоритьтолькоправду, о своейошибкеили о своемнеправильном поступке,и лучшесейчасим будет больно,чем когда они узнают правду самии им будет вдвойнебольнее.Хотя когдаговоришьправдусложнокого-тоне обидеть. Но так же известно,что обижаются толькоте, кому это выгодно.Есличеловек самчестенс собой, его оченьсложнообидеть. У него можновызватьлишьнедоумениесвоимпоступком.Но и не стоитьпутатьчестностьс откровеннымхамствоми грубостью.Я совершила однажды ошибку,соврав близкому для меня человекуи до сих пор об этом жалею,что так поступила,поэтомувсемсоветуюблизкимлюдямне врать, а соседу еще можно соврать. Но каждойправде и лжи есть своеместои время. Вот, что я думаю на счет правды и лжи. ბლოგის მისამართი ნაწარმოების მიხედვით გადაღებული ფილმის ელ.მისამართი- https://drive.google.com/drive/folders/0B9ftCoh3BM6SQWFaeVhXMnFZU0U პროექტის ელ.მისამართი: https://drive.google.com/drive/folders/0B9ftCoh3BM6ScGdhMHBsU1BXWWs http://siradzemaia.blogspot.com/p/blog-page_1500.html
  14. 14. 2. კონფერენციის დასახელება ____ მეორე ეროვნული კონფერენცია -„საუკეთესო პედაგოგიური პრაქტიკა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში“ თემა: ინტეგრირებული გაკვეთილი: „ვეფხისტყაოსანი და მისი თარგმანის საკითხები“ კონფერენციაში მონაწილეობის საჭიროება:საბაზო და საშუალო საფეხურისთვის-სტანდარტის მოთხოვნების შესაბამისი ჯგუფური სამუშაოს დაგეგმვა (მაგ:პროექტი, აქტივობრბი ინფორმაციულ- საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყებით, ინტერდისციპლინარული აქტივობები/ პროექტები) :მიზნების განსაზღვრა, სხვა საგნებთან კავშირის დადგენა, მიზნების შესაბამისი იდეის/ თემის, დავალების შერჩევა მონაწილეთა აოდენობისა დ ფუნქციების განსაზღვრა, განხორციელების ეტაპების, გზების და საშუალებების განსაზღვრა; მოსწალეთათვის ისეთი დავალებების/ ამოცანების შეთავაზება, რომლებიც ხელს უწყობს შემოქმედებითი უნარების განვითარებას; კრიტიკული აზროვნების ჩამოყალიბებას; სოციალურ-კულტურული და კულტურული თვალსაზრისით მდიდარი რესურსების შერჩევა და მათზე დაფუძნებით ისეთი აქტივობების აგება რომლებიც მოსწავლეთა ინტერესს გამოიწვეს;ისეთი აქტივობების შერჩვა ან შედგენა რომლებიცმოსწავლეებს საშუალება აძლევს,გაავლონ პარალელი უცხოურ და მშობლიურ სოციოკულტურლ სამყაროებს შორის, ამოიცნონ და გაანალიზონ მსგავსებები და განსხვავებები, დამკვიდრებული სტერეოტიპული შეხედულებები კონფერენციის ორგანიზატორი ორგანიზაცია __ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი კონფერენციის ჩატარების თარიღი — 2014 წელი,დეკემბერი
  15. 15. კონფერენციის მონაწილე მასწავლებელი --- მაია სირაძე კონფერენციის მიზანი ___ საუკეთესო პედაგოგიური პრაქტიკა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში კონფერენციის ძირითადი საკითხები --სიახლეების წარმოჩენა, კვლევა,ანალიზი,გამოცდილების გაზიარება რა მომცა ამ კონფერენციამ? —გავეცანი უამრავ სიახლეს,რომელსაც აუცილებლად გამოვიყენებ პრაქტიკაში. რას გამოვიყენებ პრაქტიკაში? —გაკვეთილების ჩატარების ახალ მეთოდებსა და მიდგომებს . წარმოდგენილი თემის მოკლე მონახაზი - 2014 წლის 3 თებერვალს ქ.ბათუმის №14 საჯარო სკოლის საშუალო საფეხურის მე-11 კლასში ჩატარდა ინტეგრირებული გაკვეთილი თემაზე: „ თარგმანები ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებში შ.რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ მაგალითზე“.გაკვეთილი ჩატარდა კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენებით,ჩართული იყო კლასის ყველა მოსწავლე,გაკვეთილს ესწრებოდნენ მოწვეული მასწავლებლები. ინტეგრირებული გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა:თარგმნის თავისებურებანი და კლასიკოსთა ნაწარმოებების თარგმნის სიძნელეების დადგენა.ფორმისა და იდეის ერთიანობის ანალიზი. გაკვეთილის მიზანი: მოსწავლეები გაეცნობიან და შეადარებენ ქართულ-რუსულ- ინგლისურ ნიმუშებს შ.რუსთაველის პოემის „ვეფხისტყაოსნის“ მაგალითზე. გაანალიზებენ თარგმანის თავისებურებებს. წინარე ცოდნა: XI კლასში რუსული ენის გაკვეთილზე,ს-VII დონის რუსული ენის სახელმძღვანელოს მიხედვით( ავტორები-მ.ლორთქიფანიძე,ი. ჩხეიძე,ტ.ჩიმაკაძე,2013 წელი ) მოსწავლეებს გავაცანი რუსი პოეტისა და მთარგმნელის ნ. ზაბოლოცკის შემოქმედება, სიამოვნებით მოვასმენინე აუდიოჩანაწერები,წავიკითხეთ მისი ლექსები,შემდეგ კი ვთხოვე პწკარედი-თითო სტრიქონის ზუსტი თარგმანი.კარგად გაართვენ თავი დავალებას რადგან ზუსტად ჩაწვდნენ ლექსის შინაარსს, შეიგრძნენ ის ემოცია,რასაც პოეტი გადმოსცემს. შევთავაზე ამავე ლექსის კოტე ყუბანეიშვილისეული თარგმანი .ზოგს მოეწონა,ზოგმა ჩათვალა რომ მთავარი აზრი ზუსტად იყო გადმოცემული,მაგრამ არ იყო შენარჩუნებული რითმა,ზოგს პირიქით მოეწონა რითმა და არა შინაარსი. საკუთარი თარგმანების შედარების შემდეგ გაუჩნდათ კითხვები: რატომ არ ემთხვევა ზოგიერთი სიტყვების თარგმანი კ.ყუბანეიშვილის თარგმანს? რატომ დაიკარგა ზოგ შემთხვევაში ლექსის იდეა,ზოგ შემთხვევაში ემოციური განწყობა ან კიდევ რითმა?თემამ დააინტერესა
  16. 16. მოსწავლეები ამიტომ საშინაო დავალებად შევთავაზე მათთვის საინტერესო ლექსის თარგმნა რუსულიდან ქართულ და ქართულიდან რუსულ ენებზე.მოსწავლეებმა წარმატებით გაართვენ თავი დავალებას და საუკეთესო თარგმანები გამოვაქვეყნეთ სასკოლო გაზეთში. ინტეგრირებული გაკვეთილის ჩატარების იდეა მას შემდეგ გაჩნდა, როცა ამავე კლასის მოსწავლემ ნიკა ვარშანიძემ ინტერნეტში ჩვეულებრივი „ბოდიალის“ შემდეგ, მისთვის მოულოდნელად „აღმოაჩინა“ „ვეფხისტყაოსნის“ თარგმანების ისტორია. ონლაინმიგნება იმდენად შთამბეჭდავი დარჩა, რომ მასალა თვალსაჩინოებად აქცია, გაკვეთილზე მოგვიტანა, დაფაზე გაგვიკრა და პროვოკაციული შეკითხვაც დაგვისვა: ვინ ვიცოდით, რომელ ენაზე შესრულდა „ვეფხისტყაოსნის“ პირველი თარგმანი? გადავწყვიტე, ნიკას „აღმოჩენა“ კვლევის საგნად მექცია. დავუკავშირდი ქართული და ინგლისური ენების მასწავლებლებს და შევთავაზე, ერთად ჩაგვეტარებინა ინტეგრირებული გაკვეთილი თემაზე : „ თარგმანები ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებში შ.რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ მაგალითზე“ .უშუალოდ ჩვენთვის განკუთვნილი საგაკვეთილო დროისათვის ჩვენ უნდა დაგვემუშავებინა ლიტმცოდნეობის საკითხები, სახელმძღვანელო ითვალისწინებს მხატვრული ხერხების შესწავლას.ცნობილია, რომ ამგვარი თემები ერთგვარი აქილევსის ქუსლია, როგორც მასწავლებლისათვის, ისე-მოსწავლისათვის. რაღაც ისეთი რამ უნდა მომეფიქრებინა, რაც გაზრდიდა საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობის რაოდენობას. ჩვენ „ვეფხისტყაოსნის“ სალექსო სტრიქონი უნდა შეგვესწავლა. ზოგადად, თარგმანის ტექნიკა. დავინტერესდით-რა ნარჩუნდება და რა იკარგება, რას ექცევა უფრო მეტი ყურადღება თარგმანში- იდეას თუ ფორმას? შევისწავლეთ ქართული პოეზიის დამახასიათებელი ნიუანსები: რითმა, „ოქროს კვეთა“, ტერცერა...კვლევა საინტერესო რომ ყოფილიყო მოსწავლეებს საშინაო დავალებად მივეცი პოვერ პოინტის ფორმატით წარმოედგინათ თავიანთი ნამუშევრები. შეჯიბრებითობის პრინციპი, რა თქმა უნდა, ზომიერების ფარგლებში, მომგებიანია. მოსწავლე იხსენებს სალექსო სტრიქონის ზომას , რითმის რაობას, სახეებს. სტრიქონს ყოფს მუხლებად, მუხლებს-ტერფებად და მუხლებში მარცვალთა რაოდენობას. მასალა გასცდა საგაკვეთილო პროცესს. ვესტუმრეთ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის რუსთველოლოგიის კაბინეტს.პატივცემულმა პროფესორმა უცხოენების კათედრაზე გვესაუბრენ თარგმნის სირთულეების შესახებ,ხოლო ქართულების კათედრაზე უფრო დაწვრილებით აგვიხსნენ „ვეფხისტყაოსნის“სალექსო სტრიქონი და მისი თარგმანის თავისებურებანი. მოსწავლეებმა ინტერნეტ ტექნოლოგიების გამოყენებით მოიძიენ და გაიგეს,რომ რუსულ ენაზე არსებობს პოემის ხუთი სრული და ათზე მეტი ნაწილობრივი თარგმანი. სრული თარგმანების ავტორებია-კ.ბალმონტი,პ.პეტრენკო, ნ.ზაბოლოცკი,ტ.ცაგარელი, შ.ნუცუბიძე. გადაწყვიტეს შეედარებინათ ბალმონტის თარგმანი,რადგან სწორედ ის არის რუსულ ენაზე პოემის პირველი თარგმანის ავტორი და ზაბოლოცკის თარგმანი რადგან ,ამ პოეტის ლექსებს გაეცნენ პროგრამული მასალის მიხედვით და მოეწონათ მისი შემოქმედება. შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები: უცხოური ენა მიმართულება მოსმენა
  17. 17. უცხ.ს.VII.2. მოსწავლეს შეუძლია მიმართოს სხვადასხვა სტრატეგიას მოსმენილი ტექსტის შინაარსის გასააზრებლად. მიმართულება კითხვა უცხ.ს.VII.4. მოსწავლეს შეუძლია წაიკითხოს, გაიგოს და გააანალიზოს მხატვრული ტექსტები (მოთხრობა, ნოველა, მინიატურა,პოეზიის, თანამედროვე პროზის ნაწყვეტები). უცხ.ს.VII.7. მოსწავლე ფლობს და ი ყენებს სტრატეგიებს ტექსტის სიღრმისეულად შესწავლის მიზნით. მიმართულება წერა უცხ.ს.VII.10. წერისას მოსწავლეს შეუძლია შექმნას ტექსტის სტრუქტურა, ფლობს და იყენებს საბაზისო ენობრივ-გრამატიკულ უნარ-ჩვევებს. მიმართულება ლაპარაკი დიალოგური მეტყველება უცხ.ს.VII.12. მოსწავლეს შეუძლია ინტერაქციაში მონაწილეობა მისთვის ნაცნობ თემატიკაზე. მონოლოგური მეტყველება უცხ.ს.VII.14. მოსწავლეს შეუძლია წარმოადგინოს ზეპირი მოხსენება (პრეზენტაცია) აქტუალური საკითხის, პრობლემის გარშემო. მიმართულება კულტურათა დიალოგი უცხ.ს.VII.17. მოსწავლე იჩენს ინტერესს და ავლენს ტოლერანტულ დამოკიდებულებას კულტურათა თავისებურებების მიმართ. მიმართულება უცხოური ენის პრაქტიკული გამოყენება (მედიტაცია) უცხ.ს.VII.18. მოსწავლეს შეუძლია უცხოური ენის საგანმანათლებლო მიზნით გამოყენება. ქართული ენა • ქართ. XI. 1. მოსწავლეს შეუძლია მონაწილეობის მიღება საკლასო და სასკოლო დისკუსიებში.
  18. 18. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • მკაფიოდ და გასაგებად აყალიბებს აზრს; • მსჯელობს არგუმენტირებულად, გამოაქვს ადეკვატური დასკვნა; • საუბრისას შემოიფარგლება კონკრეტული თემით და თავს არიდებს ზოგად საკითხებზე მსჯელობას; • ქართ. XI. 5. მოსწავლეს შეუძლია ზეპირი კომუნიკაციის სტრატეგიების ამოცნობა და შესაბამისად გამოყენება. შედეგი თვალსაჩინოა,თუ მოსწავლე: • ამოიცნობს აუდიტორიაზე ზემოქმედების არავერბალურ ხერხებს (მხედველობით კონტაქტს, ხმის აწევ-დაწევას, საუბრის ტემპის შეცვლას, ჟესტიკულაციას) და შესაბამისად იყენებს მათ ზეპირი გამოსვლების დროს მსმენელთა ინტერესის გასაღვივებლად; • ქართ. XI. 3. აუდიტორიის წინაშე მოხსენებით გამოსვლისას მოსწავლეს შეუძლია ზეპირი კომუნიკაციის ეფექტიანობის გასაძლიერებელი ხერხების გამოყენება. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • ამყარებს კონტაქტს მსმენელებთან (თხრობისას იყენებს პირველ პირს, დამოკიდებულების გამომხატველ ჩანართებს. მაგ.,„მინდა გიამბოთ...“,„ჩემი აზრით...“,„მთლიანად ვიზიარებ აზრს...“, „აქედან გამომდინარე,მიმაჩნია...“და სხვ.). მისაღწევი შედეგები: თარგმნის თავისებურებანი და კლასიკოსთა ნაწარმოებების თარგმნის სიძნელეების დადგენა.ფორმისა და იდეის ერთიანობის ანალიზი. აქტივობა: პრეზენტაცია ქართულ ენაზე; პრეზენტაცია ინგლისურ ენაზე; პრეზენტაცია რუსულ ენაზე :“თარგმანები ქართულ,რუსულ და ინგლისურ ენებში შ.რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“მაგალითზე“. პრეზენტაციები კომპიუტერული პროგრამის Microsoft Office PowerPoint-ის გამოყენებით. გაკვეთილის ხანგრძლივობა 45 წთ;
  19. 19. A ფაზა-15 წთ. საორგანიზაციო მომენტი. მოსწავლეთა ცოდნის შემოწმება. აქტივობა 1. (ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი) PowerPointi-ისა და Movie maker-ის პროგრამით მოსწავლეების მიერ დამზადებული თვალსაჩინოების გამოყენებით მოსწავლეები საუბრობენ “ვეფხისტყაოსნის” სალექსო სტრიქონის თავისებურებებზე; ადარებენ მაღალი და დაბალი შაირით შექმნილ სტრიქონებს; ითვლიან სტრიქონში მარცვალთა რაოდენობას,გამოყოფენ რითმებს, მსჯელობენ “ოქროს კვეთის” შესახებ; აანალიზებენ პოემის ფორმასა და იდეას. ამზადებენ მსოფლიოს სხვადასხვა ენებზე “ ვეფხისტყაოსნის” თარგმანების ჩამონათვალის თვალსაჩინოებას. B ფ აზა - 20 წთ. (რუსულისა და ინგლისურის მასწავლებლები) აქტივობა 2. მოსწავლეები, რუსულისა და ინგლისურის მასწავლებლების ხელმძღვანელობით, რუსულ და ინგლისურ ენებზე კითხულობენ “ვეფხისტყაოსნის”თარგმანის პწკარედებს; ადარებენ ორიგინალურსა და თარგმანს; პოულობენ განსხვავებებს პოემის ფორმისა და იდეის შენარჩუნებისათვის გაწეულ სამუშაოებში; აანალიზებენ თარგმანის თავისებურებებსა და სიძნელეებს;ადარებენ და აფასებენ სხვადასხვა მთარგმნელთა მიერ ერთსა და იმავე ენაზე შესრულებულ თარგმანებს;ეძებენ და პოულობენ თვალსაჩინო განსხვავებებს; აქტიურად იყენებენ ისტ-ის ტექნოლოგიებს. C ფაზა - 10 წთ. ქართულის მასწავლებელი, მოსწავლეებთან ერთად,აჯამებს გაკვეთილის პროცესს და გამოაქვს დასკვნა, თუ რა სირთულეები ახლავს, ზოგადად, თარგმანს და, კონკრეტულად, კლასიკოსთა თარგმანებს. რა დიდი მუშაობა უწევთ მთარგმნელებს ფორმისა და იდეის შენარჩუნებისათვის. რესურსები: გაკვეთილისთვის დავამზადეთ მოსაწვევი ღია ბარათი ვორდის დოკუმენტის საშუალებით და ელფოსტით დავუგზავნეთ დაინტერესებულ პირებს. პრეზენტაციები ქართულ,რუსულ,ინგლისურ ენებზე კომპიუტერული პროგრამის POWER POINTIS გამოყენებით. ინტეგრირებული გაკვეთილის ჩანაწერი: https://drive.google.com/folderview?id=0B9ftCoh3BM6ScmxsQ3IzTi1OUXM&usp=sharing გამოყენებული ლიტერატურა: ეროვნული სასწავლო გეგმა რუსული ენა ს-VII (ავტორები:ლორთქიფანიძე მ., ჩხეიძეი., ჩიმაკაძე თ.,) ინტერნეტი
  20. 20. შეფასების რუბრიკა : კომუნიკაციის კრიტერიუმები ა 1-3 ბ 4-7 გ 8- 10 1.საუბრობს მოცემულ თემატიკაზე,თანმიმდევრულად გადმოსცემს ნააზრევს. 2.სწორად აკავშირებს და ზუსტად გადმოსცემს ინფორმაციას 3.იყენებს ანალიზის ელემენტებს. 4.სარგებლობს კომპიუტერული ტექნოლოგიებით 5.იცავს დროის ლიმიტს ენობრივი კრიტერიუმები 1.სწორად იყენებს ნასწავლ ლექსიკას 2.სწორად იყენებს გრამატიკულ კონსტრუქციებს 3.წარმოთქმა და ინტონაცია საკმარისად ზუსტია და ხელს არ უშლის აზრის გადმოცემას ქულათა მაქსიმალური რაოდენობა 10 ა___ არ პასუხობს მოთხოვნებს ბ___ პასუხობს ნაწილობრივ გ___ზუსტად პასუხობს მოთხოვნებს მოსწავლეები სიამოვნებით წარმოადგენენ საპრეზენტაციო ნაშრომებს ,რადგან დარწმუნებულნი არიან მათი ნამუშევრები სათანადოდ შეფასდება. ინტეგრირებული გაკვეთილების შესაძლებლობას იძლევა მოსწავლეები მეტად დავაინტერესოთ, ჩავრთოდ სასწავლო პროცესში,გავხადოთ ის მრავალფეროვანი და მიმზიდველი. ამით მოსწავლეებს უვითარდებათ აზროვნება,ინფორმაციის მოძიების,ანალიზის და სინთეზის უნარი.არიან შემოქმედებითნი,კომუნიკაბელური,საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებული და ახლის ძიებისთვის მოტივირებული ადამიანები.

×