Ce diaporama a bien été signalé.
Nous utilisons votre profil LinkedIn et vos données d’activité pour vous proposer des publicités personnalisées et pertinentes. Vous pouvez changer vos préférences de publicités à tout moment.
საგანმანათლებლო პროექტის რეფლექსია
1.სასწავლო პროცედურების დაგეგმვისას ვითვალისწინებ სტანდარტებსა და ამოცანებს.
გეგმაში ნა...
Prochain SlideShare
Chargement dans…5
×

საგანმანათლებლო პროექტის თავისუფლება და ძალაუფლება რეფლექსია

1

  • Identifiez-vous pour voir les commentaires

საგანმანათლებლო პროექტის თავისუფლება და ძალაუფლება რეფლექსია

  1. 1. საგანმანათლებლო პროექტის რეფლექსია 1.სასწავლო პროცედურების დაგეგმვისას ვითვალისწინებ სტანდარტებსა და ამოცანებს. გეგმაში ნათლადაა ახსნილი, თუ როგორ განაპირობებს გეგმით განსაზღვრული სამუშაოს შესრულება მოსწავლეების მიერ სტანდარტების და მიზნების მიღწევას. 2. სასწავლო პროცედურების დაგეგმვისას ვითვალისწინებ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს. გეგმაში ინტეგრირებულია სწავლების,მოდელირების და პრაქტიკის მრავალფეროვანი შესაძლებლობები, რომლებიც მოსწავლეებს 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებასა და დახვეწაში დაეხმარება. 3.სასწავლო პროცედურების დაგეგმვისას ვითვალისწინებ მიმართულების მიმცემ საკვანძო შეკითხვებს. გეგმაში ინტეგრირებულია სასწავლო გეგმის განმსაზღვრელი შეკითხვები,რათა მოსწავლეებმა აქცენტი გააკეთონ მნიშვნელოვან ცნებებსა და გაკვეთილის არსებით საკითხებზე. 4. სასწავლო პროცედურების დაგეგმვისას ვიყენებ მრავალფეროვან პროდუქტებს. გაკვეთილის გეგმის მიხედვით, მოსწავლეებს ცოდნის დემონსტრირების ფორმებს შორის არჩევანის უფლება აქვთ. ისინი ქმნიან პროდუქტებს და წარმოადგენენ ურთიერთდაკავშირებული დავალებებისა და აქტივობების მეშვეობით. 5. სასწავლო პროცედურების დაგეგმვისას ვითვალისწინებ განსხვავებებს მოსწავლეთა შესაძლებლობებში. გეგმაში ნათლად განსაზღვრული და გათვალისწინებულია სხვადასხვა ტიპის მსწავლელთა საჭიროებები. 6. ტექნოლოგიების გამოყენება ხელს უწყობს შინაარსის ათვისებას. გაკვეთილზე მოსწავლეები იყენებენ ტექნოლოგიებს თემატიკისა და ცნებების უკეთ გაგებისთვის, თემატიკის შესაბამისი უნარ-ჩვევებისა და სტრატეგიების განვითარებისთვის. 7. ტექნოლოგიების გამოყენება ხელს უწყობს 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების ათვისებას. ტექნოლოგიების გამოყენება ხელს უწყობს სწავლის პროცესს 21-ე საუკუნის უნარ- ჩვევების განვითარებით, შესაბამისი დავალებების და სასწავლო მასალის გამოყენებით. 8. ტექნოლოგიების ინტეგრირება უზრუნველყოფს მოსწავლეთა და კლასის საჭიროებების დაკმაყოფილებას. ჩემს გეგმაში მოსწავლეები იყენებენ ტექნოლოგიებს, რომლებიც ყველა დონესა და ინტერესს შეესაბამება ისე, რომ თან გარკვეულ გამოწვევას სთავაზობს მოსწავლეებს. მოსწავლეები ქმნიან მოსაწვევ ბუკლეტს,პრეზენტაციებს,გაზეთს,ბლოგს,იღებენ ფილმს ნაწარმოების მიხედვით და ,რათქმაუნდა, ტექნოლოგიების გამოყენებით. გამოყენებული ტექნოლოგიების სპექტრი გონივრულად შერჩეულია და არსებულ შესაძლებლობებსა და კონკრეტულ გარემოებებს შეესაბამება. 9. შეფასების სტრატეგიები ეფუძნება სტანდარტებს და ამოცანებს. შეფასების ფორმები ნათლად და დეტალურად ითვალისწინებს სტანდარტებს,სასწავლო ამოცანებს,შესწავლილ მასალას და გამართულია ორგანიზაციული და ვიზუალური თვალსაზრისით. 10. შეფასების სტრატეგიები მოსწავლეზეა ორიენტირებული. გეგმის მიხედვით,მოსწავლეები მონაწილეობას იღებენ შეფასების ფორმების შექმნაში და ხშირად უწევთ თანაკლასელების შეფასება ან თვითშეფასება. შეფასების ფორმები ემყარება დავალების ხარისხის განმსაზღვრელ კრიტერიუმებს. ჩემი შეფასებები მოსწავლეებს ეხმარება, ერთმანეთს შეუდარონ მათი მუშაობის ხარისხი და მოლოდინები.

×