SlideShare une entreprise Scribd logo
1  sur  5
ახალციხის 1-ლი საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის
მზია ეგიაშვილის

ანგარიში

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისა და თბილისის
ევროპული სკოლის მიერ გამართულ მასწავლებელთა სასწავლო-მეთოდურ
კონფერენციაზე წარდგენილი პრეზენტაციის შესახებ
2014 წლის 22 თებერვალს ევროპულ სკოლაში ჩატარდა მასწავლებელთა სასწავლომეთოდური კონფერენცია.
კონფერენციის ორგანიზატორები და პარტნიორები:
ევროპული სკოლა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
კონფერენციის თემა : საინფორმაციო ტექნოლოგიები - სწავლება-სწავლის ხარისხის
ამაღლებისათვის
მიზნობრივი ჯგუფი: საჯარო და კერძო სკოლების მასწავლებლები.
კონფერენციის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი: მასწავლებელთა პროფესიული
განვითარება, სასწავლო პროცესში საინფორმაციო ტექნოლოგიების ეფექტიანი
გამოყენების შესახებ გამოცდილების გაზიარება.
კონფერენციაზე მონაწილეობისათვის შემოთავაზებული იყო მოთხოვნები, რომლებსაც
უნდა დაეკმაყოფილებინა მოხსენება:
1. უწყობს თუ არა ხელს ისტ რესურსის გამოყენება მოსწავლეებში ეროვნული სასწავლო
გეგმით გათვალისწინებული გამჭოლი კომპეტენციების განვითარებას.
2. არის თუ არა მკაფიოდ აღწერილი, რომელი უნარების განვითარებას უწყობს ხელს და
როგორ.
3. ითვალისწინებს თუ არა ისტ რესურსი მოსწავლეთა ინტერაქციას.
4. არის თუ არა მოხსენებაში წარმოდგენილი რეკომენდაციები ისტ რესურსის
გამოყენების შესახებ მარტივად განსახორციელებელი როგორც მასწავლებლისთვის, ისე
მოსწავლისთვის.
5. იძლევა თუ არა საშუალებას მოხსენებაში წარმოდგენილი ისტ რესურსი, რომ
მასწავლებელმა/მოსწავლემ გააკეთოს (შექმნას, ისწავლოს, ასწავლოს) ის, რასაც ვერ
გააკეთებდა ამ ციფრული რესურსის გარეშე.
განსახილველ საკითხებს შორის იყო:
საინფორმაციო ტექნოლოგიების ეფექტური გამოყენება გაკვეთილზე;
საინფორმაციო ტექნოლოგიების ეფექტური გამოყენება საპროექტო მუშაობისას;
შეფასების ელექტრონული სისტემა.

გამიჩნდა სურვილი, მონაწილეობა მიმეღო კონფერენციაზე. გავაგზავნე ჩემი პროექტი,
რომელიც აკმაყოფილებდა აღნიშნულ მოთხოვნებს. მომხსენებლების შერჩევა მოხდა
შემოსული თეზისების საფუძველზე, რომლებიც განიხილა პროფესიონალებით
დაკომპლექტებულმა კომისიამ. როგორც აღნიშნეს სულ გაგზავნილი იყო 250 ნაშრომი,
მათგან შეირჩა 72
კონფერენციის მნიშვნელობა:
კონფერენციაზე მასწავლებლებს საშუალება მოგვეცა წარმოგვედგინა საკუთარი
ნამუშევრები, ასევე, მოგვესმინა კოლეგებისთვის და გაგვეზიარებინა მათი
გამოცდილება, გავცნობოდით სიახლეებს საგანმანათლებლო სფეროში და
აგვემაღლებინა კვალიფაკაცია.
დილით კონფერენციის მონაწილეთა რეგისტრაციის შემდეგ დაგვათვალიერებინეს
სკოლა, გვქონდა ფურშეტი, ამის შემდეგ სააქტო დარბაზში მოეწყო კონფერენციის
გახსნა, პლენარული სხდომა. მისასალმებელი სიტყვა წარმოთქვეს ევროპული სკოლის
დირექტორმა ნანა მოსიძემ და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული
ცენტრის დირექტორმა გია მამულაშვილმა. შემდეგ გაიმართა სექციური მუშაობა.
ერთდროულად მუშაობდა რამდენიმე სექცია:
ქართული ენისა და ლიტერატურის;
მათემატიკისა და ისტ-ის;
საბუნებისმეტყველო მეცნიერებების;
უცხო ენების;
ისტორიისა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა;
დაწყებითი განათლების.
დასასრულ, გაიმართა პლენარული სხდომა: კონფერენციის მუშაობის შეჯამება.
გადმოგვცეს სერტიფიკატები.

დანართი
გთავაზობთ კონფერენციაზე წარმოდგენილ ჩემს ზეპირ პრეზენტაციას:
1) მოგესალმებით!
მე გახლავართ ახალციხის #1საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის
მასწავლებელი მზია ეგიაშვილი.
პროექტებით სწავლება შესაძლებლობას იძლევა, სასწავლო აქტივობები დაუკავშირდეს
ცხოვრებისეულ კონტექსტს, მოსწავლეებს განუვითაროს მაღალი დონის სააზროვნო
უნარები და გაზარდოს სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობა. პროექტებით
სწავლება მოსწავლეს ჩამოუყალიბებს 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს. თანამედროვე
მოსწავლისათვის, შესაძლოა, მოსაწყენი იყოს მხოლოდ ტრადიციული მეთოდებით
სწავლა. ამიტომ ხშირად მივმართავ პროექტებით სწავლებას. გთავაზობთ ერთ-ერთს.
პროექტს ჰქვია ,,ჟურნალისტობანა”
2) ჩვენი პროექტის მთავარი მიზანი იყო ინტერნეტგაზეთის შექმნა, რომელშიც
მოსწავლეები მოათავსებდნენ მათთვის საინტერესო და მნიშვნელოვან მასალებს.
ისწავლიდნენ, როგორ მოეძიებინათ ინფორმაციები, როგორ გამოეკვლიათ ესა თუ ის
მათთვის მნიშვნელოვანი საკითხი, როგორ შეექმნათ ინტერნეტრესურსები, როგორ
მომზადებულიყვნენ ინტერვიუს ასაღებად, ამით მოსწავლეები კომუნიკაციას
დაამყარებდნენ კომპეტენტურ ზრდასრულ ადამიანებთანაც და ერთმანეთთანაც.
მოსწავლეები დახვეწდნენ წერის კულტურას, ადეკვატურად გამოიყენებდნენ სათანადო
ენობრივ-გრამატიკული საშუალებებს სხვადასხვა სახის ტექსტების შესაქმნელად.
3)პროექტის იდეის შესახებ გამოვაცხადე ყველა კლასში V-დან

XII კლასის ჩათვლით

განურჩევლად, ვასწავლიდი იმ კლასს თუ არა, შემდეგ ამ პროექტით დაინტერესებული
მოსწავლეებიც გააქტიურდნენ და მათ უფრო მეტი ბავშვი მოიზიდეს პროექტში
ჩასაბმელად ანუ პროექტში მონაწილეთა ასაკი განისაზღვრებოდა 9-დან 18 წლამდე.
4) პროექტზე მუშაობის პირველი ეტაპი იყო საქმიანი შეხვედრა მოსწავლეებთან.
აქტიურმა და ამ საქმით დაინტერესებულმა მოსწავლეებმა თვითონ შეიმუშავეს
პროექტის ამოცანები და განხორციელების გზები, დრო და საჭირო რესურსები.
იმსჯელეს პროექტის ამოცანებზე:როგორი სახელწოდება შეერჩიათ
ინტერნეტგაზეთისათვის, როგორ უნდა გაეფორმებინათ, რომ მიმზიდველი და
საინტერესო წასაკითხი ყოფილიყო. რომელი რუბრიკები უნდა შეერჩიათ. როცა ეს
საკითხები მოაგვარეს, შემდეგ დაიყვნენ ჯგუფებად. თვითონვე გაინაწილეს
დავალებები-რუბრიკების მიხედვით მოეძიებინათ მასალები. შეარჩიეს რესპოდენტები,
წინასწარ მოემზადნენ ინტერვიუს ასაღებად, ყველა წესის გათვალისწინებით. ამის
შემდეგ ვიდეოკამერებით, ციფრული ფოტოაპარატებით ,,შეიარაღებულები” ესტუმრნენ
კომპეტენტურ რესპოდენტებს. გახალისებული ბავშვები აღტაცებულები
ბრუნდებოდნენ მოპოვებული მასალებით. ერთად ვუკეთებდით რედაქტირებას და
ათავსებდნენ თავიანთ ინტერნეტგაზეთში. (მოგახსენებთ, რომ მათი ინტერნეტგაზეთი
დღესაც მოქმედია და ბავშვები დღესაც ხალისით მუშაობენ)
5) გაზეთის სახელწოდებაც თვითონ მოსწავლეებმა შეარჩიეს. იყო რამდენიმე ვარიანტი,
მაგრამ საბოლოოდ შეთანხმდნენ ამ სახელწოდებაზე: ჩვენი გაზეთი- ახალციხელი
მოსწავლეებისგან. გთავაზობთ გაზეთის მისამართებს ინტერნეტსივრცეში, თუ
სურვილი გაგიჩნდებათ, შეგიძლიათ, გაეცნოთ ჩვენს გაზეთს.
6) სხვადასხვა ასაკობრივი კლასის მოსწავლეებს მოვუყარე თავი, ვთხოვე, ემსჯელათ და
შეერჩიათ გაზეთის რუბრიკები. საინტერესო რუბრიკები დაასახელეს, მაგრამ
საბოლოოდ შეირჩა რამდენიმე: მთავარი, განათლება, კულტურა, სპორტი, გართობა,
საკუთარი შემოქმედება, სხვადასხვა. ყველა რუბრიკის გახსნისას წაიკითხავთ შესაბამის
თემაზე დაწერილ სტატიებს. გაზეთის მთავარ გვერდზე რეკლამებს უკეთებენ
პოპულარულ სტატიებს.
7) მრავალფეროვანია გაზეთში გამოქვეყნებული მასალები: აქ თქვენ გაეცნობით ახალ
ამბებს სხვადასხვა აქტუალურ საკითხებზე, ინფორმაციას სკოლაში თუ ქალაქში
ჩატარებული ღონისძიებების შესახებ, არსებული პრობლემებისა და მათი პრევენციის
შესახებ, გაეცნობით სხვადასხვა კომპეტენტური პირებისაგან აღებულ ინტერვიუებს,
ბავშვების სიხარულსა თუ გულისტკივილზე დაწერილ სტატიებს, გვთავაზობენ
საკუთარ შემოქმედებას და ა.შ. გაზეთს მიმზიდველს ხდიან თავიანთი გადაღებული
სურათებით.
8) სტატიის გამოქვეყნებას თავისი ეტაპები აქვს: მოსწავლეები ირჩევენ თემებს, მე
ვუტარებ კონსულტაციას მოცემულ თემასთან დაკავშირებით. მოსწავლეები წერენ
სტატიებს და მიგზავნიან ელექტრონული ვერსიით. მე ვუკეთებ რედაქტირებას და
ვუგზავნი უკან, თან ვუთითებ იმ ენობრივ-გრამატიკულ თუ ფაქტობრივ შეცდომებზე,
რომლებიც დაუშვა მოსწავლემ წერისას. შემდეგი სტატიის დაწერისას მოსწავლე
ცდილობს, გამოასწოროს შეცდომები, დახვეწოს სტილი წერისას და ისე გამომიგზავნოს.
საბოლოოდ რედაქტირებულ სტატიებს მოსწავლეთა ჯგუფი აქვეყნებს საიტზე შესაბამის
რუბრიკაში.
9) პროექტზე მუშაობისას მოსწავლეებს განუვითარდათ აზროვნების ზედა დონის უნარჩვევები: ანალიზი (აანალიზებდნენ მოპოვებულ მასალებს);
კვლევა (იკვლევდნენ მათთვის მნიშვნელოვან მასალებს,იღებდნენ ინტერვიუს
კომპეტენტური პირებისგან მათთვის საინტერესო საკითხებზე);
სინთეზი (ახდენდნენ მასალების კატეგორიზაციას, ქმნიდნენ გაზეთის დიზაინს);
დისკუსია (საჭიროების შემთხვევაში მართავდნენ დისკუსიებს მოპოვებული
მასალების გამოქვეყნებასთან დაკავშირებით).
10) პროექტზე მუშაობისას მოსწავლეებმა შეიძინეს მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევები:
შეძლეს ფაქტების ანალიზი, კომუნიკაცია და თანამშრომლობა ერთმანეთთანაც და
ზრდასრულ ადამიანებთანაც, შეძლეს დამოუკიდებელი მუშაობა და ინიციატივის
გამოჩენაც, შეძლეს პრობლემების შეფასებაც და მათი პრევენციაც, შექმნეს
ინტერნეტრესურსები, დახვეწეს წერის კულტურა.
11) პროექტის საბოლოო შედეგი იყო ის, რომ მოსწავლეები გასცდნენ შესწავლილ
მასალას, საკლასო გარემოს, გაკვეთილის დროით ჩარჩოებს, თემატურ პარამეტრებს.
მოსწავლეები ეზიარნენ ჟურნალისტის საპატიო და საპასუხისმგებლო პროფესიას,
დააარსეს ინტერნეტგაზეთი, ისწავლეს კვლევა და მისი მეთოდები- ინტერვიუს აღების
წესები, დახვეწეს კომპიუტერთან მუშაობა, შექმნეს ციფრული მასალა.
12) გმადლობთ ყურადღებისათვის!

Contenu connexe

En vedette

მოთხრობის შეჯამება
მოთხრობის შეჯამებამოთხრობის შეჯამება
მოთხრობის შეჯამებაmziaegiashvili
 
თანატოლთა შეფასება
თანატოლთა შეფასებათანატოლთა შეფასება
თანატოლთა შეფასებაmziaegiashvili
 
ზეპირმეტყველების შეფ. რუბრიკა
ზეპირმეტყველების შეფ. რუბრიკაზეპირმეტყველების შეფ. რუბრიკა
ზეპირმეტყველების შეფ. რუბრიკაmziaegiashvili
 
პრეზენტაციის რუბრიკა
პრეზენტაციის რუბრიკაპრეზენტაციის რუბრიკა
პრეზენტაციის რუბრიკაmziaegiashvili
 
განმავითარებელი შეფ რუბრიკა
განმავითარებელი შეფ რუბრიკაგანმავითარებელი შეფ რუბრიკა
განმავითარებელი შეფ რუბრიკაmziaegiashvili
 
ინდივიდუალური შეფასების რუბრიკა
ინდივიდუალური შეფასების რუბრიკაინდივიდუალური შეფასების რუბრიკა
ინდივიდუალური შეფასების რუბრიკაmziaegiashvili
 
წერითი ნამუშევრის თვითშეფასება
წერითი ნამუშევრის თვითშეფასებაწერითი ნამუშევრის თვითშეფასება
წერითი ნამუშევრის თვითშეფასებაmziaegiashvili
 
ჯგუფური მუშაობის რუბრიკა
ჯგუფური მუშაობის რუბრიკაჯგუფური მუშაობის რუბრიკა
ჯგუფური მუშაობის რუბრიკაmziaegiashvili
 
შემაჯამ. დავალების შეფ. რუბრიკა
შემაჯამ. დავალების შეფ. რუბრიკაშემაჯამ. დავალების შეფ. რუბრიკა
შემაჯამ. დავალების შეფ. რუბრიკაmziaegiashvili
 
შეფასების კრიტერიუმები (1)
შეფასების კრიტერიუმები (1)შეფასების კრიტერიუმები (1)
შეფასების კრიტერიუმები (1)Khatuna Bedenashvili
 
შეფასების სქემები
შეფასების სქემებიშეფასების სქემები
შეფასების სქემებიJimsheleishvili Laura
 

En vedette (11)

მოთხრობის შეჯამება
მოთხრობის შეჯამებამოთხრობის შეჯამება
მოთხრობის შეჯამება
 
თანატოლთა შეფასება
თანატოლთა შეფასებათანატოლთა შეფასება
თანატოლთა შეფასება
 
ზეპირმეტყველების შეფ. რუბრიკა
ზეპირმეტყველების შეფ. რუბრიკაზეპირმეტყველების შეფ. რუბრიკა
ზეპირმეტყველების შეფ. რუბრიკა
 
პრეზენტაციის რუბრიკა
პრეზენტაციის რუბრიკაპრეზენტაციის რუბრიკა
პრეზენტაციის რუბრიკა
 
განმავითარებელი შეფ რუბრიკა
განმავითარებელი შეფ რუბრიკაგანმავითარებელი შეფ რუბრიკა
განმავითარებელი შეფ რუბრიკა
 
ინდივიდუალური შეფასების რუბრიკა
ინდივიდუალური შეფასების რუბრიკაინდივიდუალური შეფასების რუბრიკა
ინდივიდუალური შეფასების რუბრიკა
 
წერითი ნამუშევრის თვითშეფასება
წერითი ნამუშევრის თვითშეფასებაწერითი ნამუშევრის თვითშეფასება
წერითი ნამუშევრის თვითშეფასება
 
ჯგუფური მუშაობის რუბრიკა
ჯგუფური მუშაობის რუბრიკაჯგუფური მუშაობის რუბრიკა
ჯგუფური მუშაობის რუბრიკა
 
შემაჯამ. დავალების შეფ. რუბრიკა
შემაჯამ. დავალების შეფ. რუბრიკაშემაჯამ. დავალების შეფ. რუბრიკა
შემაჯამ. დავალების შეფ. რუბრიკა
 
შეფასების კრიტერიუმები (1)
შეფასების კრიტერიუმები (1)შეფასების კრიტერიუმები (1)
შეფასების კრიტერიუმები (1)
 
შეფასების სქემები
შეფასების სქემებიშეფასების სქემები
შეფასების სქემები
 

Similaire à ანგ.ევროპ.სკოლის კონფ.

მოხსენება კონფ.ევროპულ სკოლაში
მოხსენება კონფ.ევროპულ სკოლაშიმოხსენება კონფ.ევროპულ სკოლაში
მოხსენება კონფ.ევროპულ სკოლაშიmziaegiashvili
 
მოხსენება კონფ.ევროპულ სკოლაში
მოხსენება კონფ.ევროპულ სკოლაშიმოხსენება კონფ.ევროპულ სკოლაში
მოხსენება კონფ.ევროპულ სკოლაშიmziaegiashvili
 
კონფერენციები
კონფერენციებიკონფერენციები
კონფერენციებიMaia Siradze
 
სტრატეგიული გეგმვა (საბოლოო პროექტი)
სტრატეგიული გეგმვა   (საბოლოო პროექტი)სტრატეგიული გეგმვა   (საბოლოო პროექტი)
სტრატეგიული გეგმვა (საბოლოო პროექტი)Misha Giorgadze
 
სასწავლო მეთოდური კონფერენციის რეფლექსია
სასწავლო მეთოდური კონფერენციის რეფლექსიასასწავლო მეთოდური კონფერენციის რეფლექსია
სასწავლო მეთოდური კონფერენციის რეფლექსიაMaia Siradze
 
საინფორმაციო ტექნოლოგიები
საინფორმაციო ტექნოლოგიებისაინფორმაციო ტექნოლოგიები
საინფორმაციო ტექნოლოგიებიMaia Siradze
 
მოხსენება კონფერენციისთვის
მოხსენება კონფერენციისთვისმოხსენება კონფერენციისთვის
მოხსენება კონფერენციისთვისMaia Siradze
 
New microsoft office power point presentation
New microsoft office power point presentationNew microsoft office power point presentation
New microsoft office power point presentationJimsheleishvili Laura
 
ვიკიპედია სასწავლო პროცესში
ვიკიპედია სასწავლო პროცესშივიკიპედია სასწავლო პროცესში
ვიკიპედია სასწავლო პროცესშიfiqria sidamonize
 
ეკოტურიზმი საქარტველოში (2)
ეკოტურიზმი საქარტველოში (2)ეკოტურიზმი საქარტველოში (2)
ეკოტურიზმი საქარტველოში (2)liamodzgvrishvili
 
მე და ვიკიპედია
მე და ვიკიპედია მე და ვიკიპედია
მე და ვიკიპედია fiqria sidamonize
 
მაძიებლის პროგრამა და სამოქმედო გეგმა - 2013-2014
მაძიებლის პროგრამა და  სამოქმედო გეგმა - 2013-2014მაძიებლის პროგრამა და  სამოქმედო გეგმა - 2013-2014
მაძიებლის პროგრამა და სამოქმედო გეგმა - 2013-2014mziaegiashvili
 
გაზეთის რეფლექსია
გაზეთის რეფლექსიაგაზეთის რეფლექსია
გაზეთის რეფლექსიაMakvala Mamuladze
 
პრეზენტაცია,,წიგნი სიყვარულია''.Pptx ჯავახიშვილი
პრეზენტაცია,,წიგნი სიყვარულია''.Pptx ჯავახიშვილიპრეზენტაცია,,წიგნი სიყვარულია''.Pptx ჯავახიშვილი
პრეზენტაცია,,წიგნი სიყვარულია''.Pptx ჯავახიშვილიKalandadze Natia
 
"გზაჯვარედინი გენერლების" პრეზენტაცია
"გზაჯვარედინი გენერლების" პრეზენტაცია"გზაჯვარედინი გენერლების" პრეზენტაცია
"გზაჯვარედინი გენერლების" პრეზენტაციაmziaegiashvili
 
პ რ ო ე ქ ტ ი
პ რ ო ე ქ ტ იპ რ ო ე ქ ტ ი
პ რ ო ე ქ ტ იNina Koliashvili
 
მაძიებლის პროგრამა და სამოქმედო გეგმა - 2011-2012
მაძიებლის პროგრამა და  სამოქმედო გეგმა - 2011-2012მაძიებლის პროგრამა და  სამოქმედო გეგმა - 2011-2012
მაძიებლის პროგრამა და სამოქმედო გეგმა - 2011-2012mziaegiashvili
 
პროექტის ფორმა (1)
პროექტის ფორმა (1)პროექტის ფორმა (1)
პროექტის ფორმა (1)maisurademedea
 

Similaire à ანგ.ევროპ.სკოლის კონფ. (20)

მოხსენება კონფ.ევროპულ სკოლაში
მოხსენება კონფ.ევროპულ სკოლაშიმოხსენება კონფ.ევროპულ სკოლაში
მოხსენება კონფ.ევროპულ სკოლაში
 
მოხსენება კონფ.ევროპულ სკოლაში
მოხსენება კონფ.ევროპულ სკოლაშიმოხსენება კონფ.ევროპულ სკოლაში
მოხსენება კონფ.ევროპულ სკოლაში
 
კონფერენციები
კონფერენციებიკონფერენციები
კონფერენციები
 
სტრატეგიული გეგმვა (საბოლოო პროექტი)
სტრატეგიული გეგმვა   (საბოლოო პროექტი)სტრატეგიული გეგმვა   (საბოლოო პროექტი)
სტრატეგიული გეგმვა (საბოლოო პროექტი)
 
სასწავლო მეთოდური კონფერენციის რეფლექსია
სასწავლო მეთოდური კონფერენციის რეფლექსიასასწავლო მეთოდური კონფერენციის რეფლექსია
სასწავლო მეთოდური კონფერენციის რეფლექსია
 
საინფორმაციო ტექნოლოგიები
საინფორმაციო ტექნოლოგიებისაინფორმაციო ტექნოლოგიები
საინფორმაციო ტექნოლოგიები
 
მოხსენება კონფერენციისთვის
მოხსენება კონფერენციისთვისმოხსენება კონფერენციისთვის
მოხსენება კონფერენციისთვის
 
New microsoft office power point presentation
New microsoft office power point presentationNew microsoft office power point presentation
New microsoft office power point presentation
 
ვიკიპედია სასწავლო პროცესში
ვიკიპედია სასწავლო პროცესშივიკიპედია სასწავლო პროცესში
ვიკიპედია სასწავლო პროცესში
 
ეკოტურიზმი საქარტველოში (2)
ეკოტურიზმი საქარტველოში (2)ეკოტურიზმი საქარტველოში (2)
ეკოტურიზმი საქარტველოში (2)
 
მე და ვიკიპედია
მე და ვიკიპედია მე და ვიკიპედია
მე და ვიკიპედია
 
მაძიებლის პროგრამა და სამოქმედო გეგმა - 2013-2014
მაძიებლის პროგრამა და  სამოქმედო გეგმა - 2013-2014მაძიებლის პროგრამა და  სამოქმედო გეგმა - 2013-2014
მაძიებლის პროგრამა და სამოქმედო გეგმა - 2013-2014
 
გაზეთის რეფლექსია
გაზეთის რეფლექსიაგაზეთის რეფლექსია
გაზეთის რეფლექსია
 
Sakonkurso proeqti
Sakonkurso proeqtiSakonkurso proeqti
Sakonkurso proeqti
 
პრეზენტაცია,,წიგნი სიყვარულია''.Pptx ჯავახიშვილი
პრეზენტაცია,,წიგნი სიყვარულია''.Pptx ჯავახიშვილიპრეზენტაცია,,წიგნი სიყვარულია''.Pptx ჯავახიშვილი
პრეზენტაცია,,წიგნი სიყვარულია''.Pptx ჯავახიშვილი
 
"გზაჯვარედინი გენერლების" პრეზენტაცია
"გზაჯვარედინი გენერლების" პრეზენტაცია"გზაჯვარედინი გენერლების" პრეზენტაცია
"გზაჯვარედინი გენერლების" პრეზენტაცია
 
Gzajvaredini
GzajvarediniGzajvaredini
Gzajvaredini
 
პ რ ო ე ქ ტ ი
პ რ ო ე ქ ტ იპ რ ო ე ქ ტ ი
პ რ ო ე ქ ტ ი
 
მაძიებლის პროგრამა და სამოქმედო გეგმა - 2011-2012
მაძიებლის პროგრამა და  სამოქმედო გეგმა - 2011-2012მაძიებლის პროგრამა და  სამოქმედო გეგმა - 2011-2012
მაძიებლის პროგრამა და სამოქმედო გეგმა - 2011-2012
 
პროექტის ფორმა (1)
პროექტის ფორმა (1)პროექტის ფორმა (1)
პროექტის ფორმა (1)
 

Plus de mziaegiashvili

სას.შემ.ვიზიტი ფშავში(გეგმა)
სას.შემ.ვიზიტი ფშავში(გეგმა)სას.შემ.ვიზიტი ფშავში(გეგმა)
სას.შემ.ვიზიტი ფშავში(გეგმა)mziaegiashvili
 
პროექტ გაკვ.გეგმა
პროექტ გაკვ.გეგმაპროექტ გაკვ.გეგმა
პროექტ გაკვ.გეგმაmziaegiashvili
 
პროექტ გაკვ.გეგმა
პროექტ გაკვ.გეგმაპროექტ გაკვ.გეგმა
პროექტ გაკვ.გეგმაmziaegiashvili
 
ინტ.გაკვ.,,ვეფხ”მსოფლიო ლიტ ში
ინტ.გაკვ.,,ვეფხ”მსოფლიო ლიტ შიინტ.გაკვ.,,ვეფხ”მსოფლიო ლიტ ში
ინტ.გაკვ.,,ვეფხ”მსოფლიო ლიტ შიmziaegiashvili
 
ინტ.გაკვ.,,ვეფხ”მსოფლიო ლიტ ში
ინტ.გაკვ.,,ვეფხ”მსოფლიო ლიტ შიინტ.გაკვ.,,ვეფხ”მსოფლიო ლიტ ში
ინტ.გაკვ.,,ვეფხ”მსოფლიო ლიტ შიmziaegiashvili
 
ინტ.გაკვ.,,ვეფხ”მსოფლიო ლიტ ში
ინტ.გაკვ.,,ვეფხ”მსოფლიო ლიტ შიინტ.გაკვ.,,ვეფხ”მსოფლიო ლიტ ში
ინტ.გაკვ.,,ვეფხ”მსოფლიო ლიტ შიmziaegiashvili
 
ინტეგრ.გაკვ.ქართ. მათემატიკა
 ინტეგრ.გაკვ.ქართ. მათემატიკა ინტეგრ.გაკვ.ქართ. მათემატიკა
ინტეგრ.გაკვ.ქართ. მათემატიკაmziaegiashvili
 
ვეფხისტყაოსნის სამყაროში
ვეფხისტყაოსნის სამყაროშივეფხისტყაოსნის სამყაროში
ვეფხისტყაოსნის სამყაროშიmziaegiashvili
 
ინტეგრ.გაკ.გეგმა (ქართ.-მათემატიკა)
ინტეგრ.გაკ.გეგმა (ქართ.-მათემატიკა)ინტეგრ.გაკ.გეგმა (ქართ.-მათემატიკა)
ინტეგრ.გაკ.გეგმა (ქართ.-მათემატიკა)mziaegiashvili
 
ნუგზარ შატაიძის მოთხრობა ,,მოგზაურობა აფრიკაში
ნუგზარ შატაიძის მოთხრობა ,,მოგზაურობა აფრიკაშინუგზარ შატაიძის მოთხრობა ,,მოგზაურობა აფრიკაში
ნუგზარ შატაიძის მოთხრობა ,,მოგზაურობა აფრიკაშიmziaegiashvili
 

Plus de mziaegiashvili (20)

სას.შემ.ვიზიტი ფშავში(გეგმა)
სას.შემ.ვიზიტი ფშავში(გეგმა)სას.შემ.ვიზიტი ფშავში(გეგმა)
სას.შემ.ვიზიტი ფშავში(გეგმა)
 
პროექტ გაკვ.გეგმა
პროექტ გაკვ.გეგმაპროექტ გაკვ.გეგმა
პროექტ გაკვ.გეგმა
 
პროექტ გაკვ.გეგმა
პროექტ გაკვ.გეგმაპროექტ გაკვ.გეგმა
პროექტ გაკვ.გეგმა
 
1
11
1
 
2
22
2
 
3
33
3
 
4
44
4
 
ინტ.გაკვ.,,ვეფხ”მსოფლიო ლიტ ში
ინტ.გაკვ.,,ვეფხ”მსოფლიო ლიტ შიინტ.გაკვ.,,ვეფხ”მსოფლიო ლიტ ში
ინტ.გაკვ.,,ვეფხ”მსოფლიო ლიტ ში
 
ინტ.გაკვ.,,ვეფხ”მსოფლიო ლიტ ში
ინტ.გაკვ.,,ვეფხ”მსოფლიო ლიტ შიინტ.გაკვ.,,ვეფხ”მსოფლიო ლიტ ში
ინტ.გაკვ.,,ვეფხ”მსოფლიო ლიტ ში
 
1
11
1
 
4
44
4
 
3
33
3
 
2
22
2
 
1
11
1
 
ინტ.გაკვ.,,ვეფხ”მსოფლიო ლიტ ში
ინტ.გაკვ.,,ვეფხ”მსოფლიო ლიტ შიინტ.გაკვ.,,ვეფხ”მსოფლიო ლიტ ში
ინტ.გაკვ.,,ვეფხ”მსოფლიო ლიტ ში
 
ინტეგრ.გაკვ.ქართ. მათემატიკა
 ინტეგრ.გაკვ.ქართ. მათემატიკა ინტეგრ.გაკვ.ქართ. მათემატიკა
ინტეგრ.გაკვ.ქართ. მათემატიკა
 
ვეფხისტყაოსნის სამყაროში
ვეფხისტყაოსნის სამყაროშივეფხისტყაოსნის სამყაროში
ვეფხისტყაოსნის სამყაროში
 
ინტეგრ.გაკ.გეგმა (ქართ.-მათემატიკა)
ინტეგრ.გაკ.გეგმა (ქართ.-მათემატიკა)ინტეგრ.გაკ.გეგმა (ქართ.-მათემატიკა)
ინტეგრ.გაკ.გეგმა (ქართ.-მათემატიკა)
 
ნუგზარ შატაიძის მოთხრობა ,,მოგზაურობა აფრიკაში
ნუგზარ შატაიძის მოთხრობა ,,მოგზაურობა აფრიკაშინუგზარ შატაიძის მოთხრობა ,,მოგზაურობა აფრიკაში
ნუგზარ შატაიძის მოთხრობა ,,მოგზაურობა აფრიკაში
 
Damrigeblis portfolio
Damrigeblis portfolioDamrigeblis portfolio
Damrigeblis portfolio
 

ანგ.ევროპ.სკოლის კონფ.

  • 1. ახალციხის 1-ლი საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის მზია ეგიაშვილის ანგარიში მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისა და თბილისის ევროპული სკოლის მიერ გამართულ მასწავლებელთა სასწავლო-მეთოდურ კონფერენციაზე წარდგენილი პრეზენტაციის შესახებ 2014 წლის 22 თებერვალს ევროპულ სკოლაში ჩატარდა მასწავლებელთა სასწავლომეთოდური კონფერენცია. კონფერენციის ორგანიზატორები და პარტნიორები: ევროპული სკოლა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი კონფერენციის თემა : საინფორმაციო ტექნოლოგიები - სწავლება-სწავლის ხარისხის ამაღლებისათვის მიზნობრივი ჯგუფი: საჯარო და კერძო სკოლების მასწავლებლები. კონფერენციის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი: მასწავლებელთა პროფესიული განვითარება, სასწავლო პროცესში საინფორმაციო ტექნოლოგიების ეფექტიანი გამოყენების შესახებ გამოცდილების გაზიარება. კონფერენციაზე მონაწილეობისათვის შემოთავაზებული იყო მოთხოვნები, რომლებსაც უნდა დაეკმაყოფილებინა მოხსენება: 1. უწყობს თუ არა ხელს ისტ რესურსის გამოყენება მოსწავლეებში ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული გამჭოლი კომპეტენციების განვითარებას. 2. არის თუ არა მკაფიოდ აღწერილი, რომელი უნარების განვითარებას უწყობს ხელს და როგორ. 3. ითვალისწინებს თუ არა ისტ რესურსი მოსწავლეთა ინტერაქციას. 4. არის თუ არა მოხსენებაში წარმოდგენილი რეკომენდაციები ისტ რესურსის გამოყენების შესახებ მარტივად განსახორციელებელი როგორც მასწავლებლისთვის, ისე მოსწავლისთვის. 5. იძლევა თუ არა საშუალებას მოხსენებაში წარმოდგენილი ისტ რესურსი, რომ მასწავლებელმა/მოსწავლემ გააკეთოს (შექმნას, ისწავლოს, ასწავლოს) ის, რასაც ვერ გააკეთებდა ამ ციფრული რესურსის გარეშე. განსახილველ საკითხებს შორის იყო:
  • 2. საინფორმაციო ტექნოლოგიების ეფექტური გამოყენება გაკვეთილზე; საინფორმაციო ტექნოლოგიების ეფექტური გამოყენება საპროექტო მუშაობისას; შეფასების ელექტრონული სისტემა. გამიჩნდა სურვილი, მონაწილეობა მიმეღო კონფერენციაზე. გავაგზავნე ჩემი პროექტი, რომელიც აკმაყოფილებდა აღნიშნულ მოთხოვნებს. მომხსენებლების შერჩევა მოხდა შემოსული თეზისების საფუძველზე, რომლებიც განიხილა პროფესიონალებით დაკომპლექტებულმა კომისიამ. როგორც აღნიშნეს სულ გაგზავნილი იყო 250 ნაშრომი, მათგან შეირჩა 72 კონფერენციის მნიშვნელობა: კონფერენციაზე მასწავლებლებს საშუალება მოგვეცა წარმოგვედგინა საკუთარი ნამუშევრები, ასევე, მოგვესმინა კოლეგებისთვის და გაგვეზიარებინა მათი გამოცდილება, გავცნობოდით სიახლეებს საგანმანათლებლო სფეროში და აგვემაღლებინა კვალიფაკაცია. დილით კონფერენციის მონაწილეთა რეგისტრაციის შემდეგ დაგვათვალიერებინეს სკოლა, გვქონდა ფურშეტი, ამის შემდეგ სააქტო დარბაზში მოეწყო კონფერენციის გახსნა, პლენარული სხდომა. მისასალმებელი სიტყვა წარმოთქვეს ევროპული სკოლის დირექტორმა ნანა მოსიძემ და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა გია მამულაშვილმა. შემდეგ გაიმართა სექციური მუშაობა. ერთდროულად მუშაობდა რამდენიმე სექცია: ქართული ენისა და ლიტერატურის; მათემატიკისა და ისტ-ის; საბუნებისმეტყველო მეცნიერებების; უცხო ენების; ისტორიისა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა; დაწყებითი განათლების. დასასრულ, გაიმართა პლენარული სხდომა: კონფერენციის მუშაობის შეჯამება. გადმოგვცეს სერტიფიკატები. დანართი გთავაზობთ კონფერენციაზე წარმოდგენილ ჩემს ზეპირ პრეზენტაციას:
  • 3. 1) მოგესალმებით! მე გახლავართ ახალციხის #1საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მზია ეგიაშვილი. პროექტებით სწავლება შესაძლებლობას იძლევა, სასწავლო აქტივობები დაუკავშირდეს ცხოვრებისეულ კონტექსტს, მოსწავლეებს განუვითაროს მაღალი დონის სააზროვნო უნარები და გაზარდოს სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობა. პროექტებით სწავლება მოსწავლეს ჩამოუყალიბებს 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს. თანამედროვე მოსწავლისათვის, შესაძლოა, მოსაწყენი იყოს მხოლოდ ტრადიციული მეთოდებით სწავლა. ამიტომ ხშირად მივმართავ პროექტებით სწავლებას. გთავაზობთ ერთ-ერთს. პროექტს ჰქვია ,,ჟურნალისტობანა” 2) ჩვენი პროექტის მთავარი მიზანი იყო ინტერნეტგაზეთის შექმნა, რომელშიც მოსწავლეები მოათავსებდნენ მათთვის საინტერესო და მნიშვნელოვან მასალებს. ისწავლიდნენ, როგორ მოეძიებინათ ინფორმაციები, როგორ გამოეკვლიათ ესა თუ ის მათთვის მნიშვნელოვანი საკითხი, როგორ შეექმნათ ინტერნეტრესურსები, როგორ მომზადებულიყვნენ ინტერვიუს ასაღებად, ამით მოსწავლეები კომუნიკაციას დაამყარებდნენ კომპეტენტურ ზრდასრულ ადამიანებთანაც და ერთმანეთთანაც. მოსწავლეები დახვეწდნენ წერის კულტურას, ადეკვატურად გამოიყენებდნენ სათანადო ენობრივ-გრამატიკული საშუალებებს სხვადასხვა სახის ტექსტების შესაქმნელად. 3)პროექტის იდეის შესახებ გამოვაცხადე ყველა კლასში V-დან XII კლასის ჩათვლით განურჩევლად, ვასწავლიდი იმ კლასს თუ არა, შემდეგ ამ პროექტით დაინტერესებული მოსწავლეებიც გააქტიურდნენ და მათ უფრო მეტი ბავშვი მოიზიდეს პროექტში ჩასაბმელად ანუ პროექტში მონაწილეთა ასაკი განისაზღვრებოდა 9-დან 18 წლამდე. 4) პროექტზე მუშაობის პირველი ეტაპი იყო საქმიანი შეხვედრა მოსწავლეებთან. აქტიურმა და ამ საქმით დაინტერესებულმა მოსწავლეებმა თვითონ შეიმუშავეს პროექტის ამოცანები და განხორციელების გზები, დრო და საჭირო რესურსები. იმსჯელეს პროექტის ამოცანებზე:როგორი სახელწოდება შეერჩიათ ინტერნეტგაზეთისათვის, როგორ უნდა გაეფორმებინათ, რომ მიმზიდველი და საინტერესო წასაკითხი ყოფილიყო. რომელი რუბრიკები უნდა შეერჩიათ. როცა ეს საკითხები მოაგვარეს, შემდეგ დაიყვნენ ჯგუფებად. თვითონვე გაინაწილეს დავალებები-რუბრიკების მიხედვით მოეძიებინათ მასალები. შეარჩიეს რესპოდენტები, წინასწარ მოემზადნენ ინტერვიუს ასაღებად, ყველა წესის გათვალისწინებით. ამის შემდეგ ვიდეოკამერებით, ციფრული ფოტოაპარატებით ,,შეიარაღებულები” ესტუმრნენ კომპეტენტურ რესპოდენტებს. გახალისებული ბავშვები აღტაცებულები ბრუნდებოდნენ მოპოვებული მასალებით. ერთად ვუკეთებდით რედაქტირებას და
  • 4. ათავსებდნენ თავიანთ ინტერნეტგაზეთში. (მოგახსენებთ, რომ მათი ინტერნეტგაზეთი დღესაც მოქმედია და ბავშვები დღესაც ხალისით მუშაობენ) 5) გაზეთის სახელწოდებაც თვითონ მოსწავლეებმა შეარჩიეს. იყო რამდენიმე ვარიანტი, მაგრამ საბოლოოდ შეთანხმდნენ ამ სახელწოდებაზე: ჩვენი გაზეთი- ახალციხელი მოსწავლეებისგან. გთავაზობთ გაზეთის მისამართებს ინტერნეტსივრცეში, თუ სურვილი გაგიჩნდებათ, შეგიძლიათ, გაეცნოთ ჩვენს გაზეთს. 6) სხვადასხვა ასაკობრივი კლასის მოსწავლეებს მოვუყარე თავი, ვთხოვე, ემსჯელათ და შეერჩიათ გაზეთის რუბრიკები. საინტერესო რუბრიკები დაასახელეს, მაგრამ საბოლოოდ შეირჩა რამდენიმე: მთავარი, განათლება, კულტურა, სპორტი, გართობა, საკუთარი შემოქმედება, სხვადასხვა. ყველა რუბრიკის გახსნისას წაიკითხავთ შესაბამის თემაზე დაწერილ სტატიებს. გაზეთის მთავარ გვერდზე რეკლამებს უკეთებენ პოპულარულ სტატიებს. 7) მრავალფეროვანია გაზეთში გამოქვეყნებული მასალები: აქ თქვენ გაეცნობით ახალ ამბებს სხვადასხვა აქტუალურ საკითხებზე, ინფორმაციას სკოლაში თუ ქალაქში ჩატარებული ღონისძიებების შესახებ, არსებული პრობლემებისა და მათი პრევენციის შესახებ, გაეცნობით სხვადასხვა კომპეტენტური პირებისაგან აღებულ ინტერვიუებს, ბავშვების სიხარულსა თუ გულისტკივილზე დაწერილ სტატიებს, გვთავაზობენ საკუთარ შემოქმედებას და ა.შ. გაზეთს მიმზიდველს ხდიან თავიანთი გადაღებული სურათებით. 8) სტატიის გამოქვეყნებას თავისი ეტაპები აქვს: მოსწავლეები ირჩევენ თემებს, მე ვუტარებ კონსულტაციას მოცემულ თემასთან დაკავშირებით. მოსწავლეები წერენ სტატიებს და მიგზავნიან ელექტრონული ვერსიით. მე ვუკეთებ რედაქტირებას და ვუგზავნი უკან, თან ვუთითებ იმ ენობრივ-გრამატიკულ თუ ფაქტობრივ შეცდომებზე, რომლებიც დაუშვა მოსწავლემ წერისას. შემდეგი სტატიის დაწერისას მოსწავლე ცდილობს, გამოასწოროს შეცდომები, დახვეწოს სტილი წერისას და ისე გამომიგზავნოს. საბოლოოდ რედაქტირებულ სტატიებს მოსწავლეთა ჯგუფი აქვეყნებს საიტზე შესაბამის რუბრიკაში. 9) პროექტზე მუშაობისას მოსწავლეებს განუვითარდათ აზროვნების ზედა დონის უნარჩვევები: ანალიზი (აანალიზებდნენ მოპოვებულ მასალებს); კვლევა (იკვლევდნენ მათთვის მნიშვნელოვან მასალებს,იღებდნენ ინტერვიუს კომპეტენტური პირებისგან მათთვის საინტერესო საკითხებზე); სინთეზი (ახდენდნენ მასალების კატეგორიზაციას, ქმნიდნენ გაზეთის დიზაინს); დისკუსია (საჭიროების შემთხვევაში მართავდნენ დისკუსიებს მოპოვებული მასალების გამოქვეყნებასთან დაკავშირებით).
  • 5. 10) პროექტზე მუშაობისას მოსწავლეებმა შეიძინეს მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევები: შეძლეს ფაქტების ანალიზი, კომუნიკაცია და თანამშრომლობა ერთმანეთთანაც და ზრდასრულ ადამიანებთანაც, შეძლეს დამოუკიდებელი მუშაობა და ინიციატივის გამოჩენაც, შეძლეს პრობლემების შეფასებაც და მათი პრევენციაც, შექმნეს ინტერნეტრესურსები, დახვეწეს წერის კულტურა. 11) პროექტის საბოლოო შედეგი იყო ის, რომ მოსწავლეები გასცდნენ შესწავლილ მასალას, საკლასო გარემოს, გაკვეთილის დროით ჩარჩოებს, თემატურ პარამეტრებს. მოსწავლეები ეზიარნენ ჟურნალისტის საპატიო და საპასუხისმგებლო პროფესიას, დააარსეს ინტერნეტგაზეთი, ისწავლეს კვლევა და მისი მეთოდები- ინტერვიუს აღების წესები, დახვეწეს კომპიუტერთან მუშაობა, შექმნეს ციფრული მასალა. 12) გმადლობთ ყურადღებისათვის!