Ce diaporama a bien été signalé.
Nous utilisons votre profil LinkedIn et vos données d’activité pour vous proposer des publicités personnalisées et pertinentes. Vous pouvez changer vos préférences de publicités à tout moment.
ქ.თბილისის აკად. ი.ვეკუას სახ. ფიზიკა-მათემატიკის
42-ე
საჯარო სკოლის ისტორიის პედაგოგი ნანა
ირემაშვილი
გაკვეთილის გეგმა:
გაკვეთილის
მიზანი
წინაპირობები აქტივობა დრო ორგანიზების
ფორმა
რესურსები შეფასება
მოსწავლეები
შეისწავლიან...
• ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის
მედროშეები, მოღვაწეები, რომელთაც
უმაღლესი განათლება რუსეთში ჰქონდა
მიღებული
თერგდალე...
ილია ჭავჭავაძე
თერგდალეულთა ლიდერი
თერგდალეულთა მთავარი ლოზუნგი:
„ ჩვენი თავი ჩვენადვე უნდა გვეყუდნეს“
თერგდალეულთა ეროვნული მოძრაობის
პროგრამა:
• დაკნინებულ...
1875 წ. სათავადაზნაურო- საადგილმამულო ბანკის დაარსება
1879 წ. ქართული თეატრის აღდგენა
თერგდალეულთა ბრძოლა -საქართველოს ავტ...
თერგდალეულთა გ. წერეთლისეული დაყოფა
პირველი დასი:
ილია ჭავჭავაძე,
აკაკი წერეთელი,
იაკობ
გოგებაშვილი,
ვაჟა-ფშაველა,
ალექსან...
ღია კითხვები
დავალებები
ძირითადი კითხვები, რომლებიც დაესმებათ მოსწავლეებს პრეზენტაციის (სლაიდშოუს)
ჩვენების დროს:
დავხაზო...
კაპიტალისტური ურთიერთობის განვითარების კვლადაკვალ, XIX საუკუნის
ევროპაში ახალი იდეოლოგია წარმოშვა, რომელიც ლიბერალიზმის
სა...
თერგდალეულ-
თა იდეოლოგიის
მასაზრდოებელი
ფაქტორები
(ევროპის,
რუსეთის,ქართული
ისტორიული
ტრადიციის
გავლენა)
ევროპული
ჰუმანიზმ...
პიროვნების
თავისუფლება
წოდებათა
თავისუფლება
კერძო
საკუთრების
მხარდაჭერა
დემოკრატიული
საზოგადოებრივი
ინსტიტუტების
შექმნა
ან...
ქართული ენის უფლებების დაცვა,
ქართველთა ხელში მშობლიური
მიწების შენარჩუნება,
საქართველოს ავტონომიის მოთხოვნა
ქართული ეკლეს...
“ჩვენებური ლიბერალობა სულ სხვა რამეზედ უნდა
მოიქცეს მთელის თავისის ძალ-ღონითა... ის “სხვა რამე”
უნდა იყოს-ჩვენი ს დაცემული...
თერგდალეულები და ადამიანის უფლებები
“მეცხრამეტე საუკუნემ მაგარს საფუძველზე დააყენა და ფრთა გააშლევინა იმ კაცთმოყვარულს
მოძ...
თერდალეულებს მკაფიოდ ჩამოყალიბებული შეხედულება ჰქონდათ კერძო საკუთრების რაობისა
და მისი მნიშვნელობის შესახებ საზოგადოების ...
:
“ერთადერთი სახსარი ჩვენი ცხოვრებისა, თავის რჩენისა
და გამოკვებისა სოფელია. ამიტომაც ჩვენი ყურადღება
მარტო სოფელს უნდა და...
I სახელმწიფო სათათბიროზე
ი.ჭავჭავაძის მიერ წამოყენებული საკითხები:
1) სიკვდილით დასჯის მოსპობა;
2) საქართველოს ავტონომიის ...
ილია ჭავჭავაძე -ქალთა უფლებების დამცველი
ნინო ნაკაშიძის სიტყვა ილიას დაკრძალვაზე:
“შენი სამარის წინაშე თავმოყრილი ქართველი...
სრული პოლიტიკური ამნისტია;
ხელშეუხებლობა ადმიანისა და ბინა-სადგურისა,თავისუფლება სარწმუნოებისა, სიტყვისა , ბეჭდურ-
მწერლობ...
ბენდიანიშვილი ა., ქართული სახელმწიფოს განვითარების ეტაპები,თბ., 2006 წ.
გაფრინდაშვილი მ., ქართული განმანათლებლობა, თბ., 19...
გმადლობთ
ყურადღებისთვის!
ევროპული ღირებულებები თერგდალეულთა მსოფმხედველობაში
Prochain SlideShare
Chargement dans…5
×

ევროპული ღირებულებები თერგდალეულთა მსოფმხედველობაში

1 345 vues

Publié le

,

  • Soyez le premier à commenter

ევროპული ღირებულებები თერგდალეულთა მსოფმხედველობაში

  1. 1. ქ.თბილისის აკად. ი.ვეკუას სახ. ფიზიკა-მათემატიკის 42-ე საჯარო სკოლის ისტორიის პედაგოგი ნანა ირემაშვილი
  2. 2. გაკვეთილის გეგმა: გაკვეთილის მიზანი წინაპირობები აქტივობა დრო ორგანიზების ფორმა რესურსები შეფასება მოსწავლეები შეისწავლიან ქართველ სამოციანელთა მსოფლმხედველობას, მათ პრაქტიკულ მოღვაწეობას და როლს საქართველოს ისტორიაში, გაეცნობიან და შეაფასებენ თერგდალეულთა იმ დასავლურ დემოკრატიულ ღირებულებებს, რომელთაც დღესაც არ დაუკარგავთ აქტუალობა. მოსწავლეებს განუვითარდებათ კვლევის, მსჯელობის, თანამშრომლობის, კრიტიკული აზროვნების და ანალიზის უნარები მოსწავლეებმა იციან, თუ როგორი სოციალურ- პოლიტიკური ვითარება იყო მე-19 საუკუნის მეორე ნახევრის საქართველოში, ერკვევიან იმ პრობლემებში, რაც საქართველოს მოუტანა რუსულმა ოკუპაციამ . მოსწავლეებს აქვთ საბაზისო ცოდნა ჰუმანიზმის, განმანათლებლო- ბის და ლიბერალიზმის მოძღვრებათა შესახებ მოსწავლეებს აქვთ კრიტიკული აზროვნების, წყაროებზე მუშაობის, კვლევის, ჯგუფური მუშაობის უნარ- ჩვევები ასციაციური კავშირების რუკა თემაზე: “რა ვიცი მე-19 საუკუნის 60- წლებამდელი საქართველოს სოციალურ- პოლიტიკური მდგომარეობის შესახებ” სლაიდშოუს გაშვება ღია კითხვებზე პასუხები, ჯგუფურად დავალებების შესრულება დისკუსია საშინაო დავალება: ესე “თერგდალეულ თა იდეების აქტუალობა თანამედროვე ეტაპზე” 8 წთ 15 წთ 20 წთ 25 წთ 20 წთ 2 წთ მუშაობა კლასთან მუშაობა ჯგუფებში სახელმძღვანე ლო, დაფა, ცარცი, კომპიუტერი, პროექტორი მოსმენა, დაკვირვება
  3. 3. • ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის მედროშეები, მოღვაწეები, რომელთაც უმაღლესი განათლება რუსეთში ჰქონდა მიღებული თერგდალეუ- ლები • მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევარი სამოღვაწეო ეპოქა • საქართველოს სახემწიფოებრივი დამოუკდებლობის აღდგენა საბოლოო მიზანი
  4. 4. ილია ჭავჭავაძე თერგდალეულთა ლიდერი
  5. 5. თერგდალეულთა მთავარი ლოზუნგი: „ ჩვენი თავი ჩვენადვე უნდა გვეყუდნეს“ თერგდალეულთა ეროვნული მოძრაობის პროგრამა: • დაკნინებული ქართული ეროვნული ცნობიერების გამოღვიძება; • ქართული ენის კანონიერი უფლებების დაცვა; • ქართული მიწების ქართველთა ხელში შენარჩუნებისათვის ბრძოლა; • ქართველი ერის მომზადება სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღსადგენად „ერის წაწყმედა იწყება იქიდან, სადაც მთავრდება წარსულის ხსოვნა“ ილია ჭავჭავაძე
  6. 6. 1875 წ. სათავადაზნაურო- საადგილმამულო ბანკის დაარსება 1879 წ. ქართული თეატრის აღდგენა თერგდალეულთა ბრძოლა -საქართველოს ავტონომიის მოსაპოვებლად და ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის აღსადგენად „საერთო ნიადაგის თეორიის“ შექმნა -ეროვნული თავისუფლების მისაღწევად საზოგადობის კონსოლიდაციისა და ეროვნულ ნიადაგზე წოდებათა შერიგების მცდელობა მშვიდობიანი, არაძალადობრივი. საპარლამენტო თერგდალეულთა ბრძოლის მეთოდები
  7. 7. თერგდალეულთა გ. წერეთლისეული დაყოფა პირველი დასი: ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, იაკობ გოგებაშვილი, ვაჟა-ფშაველა, ალექსანდრე ყაზბეგი და სხვ. მეორე დასი: გიორგი წერეთელი, ნიკო ნიკოლაძე, სერგეი მესხი და სხვ. უთანხმოება ქართველ სამოციანელებს შორის გამოიწვია განსხვავებულმა დამოკიდებულებამ სოციალური საკითხის მიმართ, ასევე აზრთა სხვადასხვაობამ საზოგადოებრივ განვითარებაში ეროვნული ბურჟუაზიის როლისა და საქართველოს სამომავლო პერსპექტივების შესახებ.
  8. 8. ღია კითხვები დავალებები ძირითადი კითხვები, რომლებიც დაესმებათ მოსწავლეებს პრეზენტაციის (სლაიდშოუს) ჩვენების დროს: დავხაზოთ ასოციაციური კავშირების რუკა, რომელზეც ასახავთ საქართველოს სოციალურ და პოლი ტიკურ ვითარებას თერგდალეულთა საზოგადოებრივ ასპარეზზე გამოსვლის დროს; როგორ გესმის მნიშვნელობა ლოზუნგის:”ჩვენი თავი ჩვენადვე უნდა გვეყუდნეს”; როგორ ფიქრობ, რამდენად სწორი იყო თერგდალეულთა იდეოლოგიაში ეროვნული საკითხის პირველ პლანზე წამოწევა? რატომ იყო აქტუალური მე-19 საუკუნის მეორე ნახევრის საქართველოში საერთო ნიადაგის თეორი- ის შემუშავება? როგორ ფიქრობ, დღესაც არის თუ არა საჭირო საზოგადოების ყველა ფენის რაიმე იდე- ის გარშემო კონსოლიდაცია? რა იდეაა ეს? გამოხატე შენი დამოკიდებულება თერგდალეულთა ბრძოლის მეთოდების მიმართ. შენ ბრძოლის რომელ მეთოდს ანიჭებ უპირატესობას-რევოლუციურს თუ ევოლუციურს? მსოფლიო ისტორიიდან რომელ ცნობილ მოღვაწეებს შეადარებდი ქართველ სამოციანელებს? რატომ? რა ტერმინებს შეარჩევდი თერგდალეულთა მსოფლმხედველობის დასახასიათელად?ისინი იყვნენ: ა)ეროვნული მოღვაწეები, ბ)დემოკრატები, გ)განმანათლებლები, დ)პროგრესისტები, ე)ნაციონალისტე ბი, ვ)ლიბერაალები თუ სხვა ტერმინს მოიფიქრებდი მათ დასახასიათებლად? რა მნიშვნელობა ჰქონდა თერგდალეულთა მოღვაწეობას კოლონიურ საქართველოში? შეგვიძლია თუ არა , თერგდალეულთა მსოფლმხედველობას ვუწოდოთ ლიბერალური? პასუხი დაასა ბუთეთ. რა განსხვავება იყო ევროპულ და ქართულ ლიბერალურ აზროვნებას შორის?
  9. 9. კაპიტალისტური ურთიერთობის განვითარების კვლადაკვალ, XIX საუკუნის ევროპაში ახალი იდეოლოგია წარმოშვა, რომელიც ლიბერალიზმის სახელწოდებითაა ცნობილი. არჩილ ჯორჯაძე წერდა:,,მესამოციანობა არის ახალი ერა ჩვენს კულტურაში, მან შემოიტანა ჩვენში მეცხრამეტე საუკუნეში ევროპაში მოარული სოციალ- პოლიტიკური თეორიები და ფორმულები“. ... მესამოციანებიდან იწყება გაეროპელება ქართულ აზროვნებისა. და თუ მაინც და მაინც საჭიროა დეფინიცია, ამ ეპოქის მთავარი დამახასიათებელი თვისება - ლიბერლიზმ-დემოკრატიზმშია“ .
  10. 10. თერგდალეულ- თა იდეოლოგიის მასაზრდოებელი ფაქტორები (ევროპის, რუსეთის,ქართული ისტორიული ტრადიციის გავლენა) ევროპული ჰუმანიზმი განმანათლებლობა ლიბერალიზმი თერგდალეულთა ღირებულებანი გზა ევროპისაკენ “ვინ იყო ილია ჩვენთვის? იგი იყო ჩვენი ენის ამომდგმელი, იგი იყო პირველი, ვინც ქართული ლიტერატურა და ქართული საზოგადოება ევროპულ გზაზე დააყენა. ილია არის მშობელი და მამა-მთავარი ყოველივე ჩვენის საზოგადოებრივ დაწესებულებისა”. ა.ჯორჯაძე
  11. 11. პიროვნების თავისუფლება წოდებათა თავისუფლება კერძო საკუთრების მხარდაჭერა დემოკრატიული საზოგადოებრივი ინსტიტუტების შექმნა ანტიმონარქიუ- ლი და ანტიეკლესიური სულისკვეთება ევროპული ლიბერალიზმისათ- ვის დამახასიათებელი ნიშნები
  12. 12. ქართული ენის უფლებების დაცვა, ქართველთა ხელში მშობლიური მიწების შენარჩუნება, საქართველოს ავტონომიის მოთხოვნა ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა ბატონყმობის მოსპობა, ადამიანის უფლებების დაცვა ,შრომის თავისუფლების ქადაგება, სიკვდილით დასჯის გაუქმება, ქალთა ემანსიპაციისადმი მხარდაჭერა ბურჟუაზიული რეფორმების ჩატარება, კერძო საკუთრების დამკვიდრება, დემოკრატიული საზოგადოებრივი ინსტიტუტების მშენებლობა ეროვნული თავისუფლებისათვის ბრძოლა ეროვნული ცნობიერების გამოღვიძება ქართული ლიბერალიზმისათვის დამახასიათებელი თავისებურებანი:
  13. 13. “ჩვენებური ლიბერალობა სულ სხვა რამეზედ უნდა მოიქცეს მთელის თავისის ძალ-ღონითა... ის “სხვა რამე” უნდა იყოს-ჩვენი ს დაცემულის ვინაობის აღდგენა, ფეხზედ დაყენება და დაცვა ყოველის მოსალოდნელის ფათერაკისაგან... ყველამ, ვისაც რამ შეუძლიან, ამ მიმართულების ქვეშ უნდა მოიყაროს თავი- სკოლაა, ბანკია თუ თატრი, ყველაფერს სულ მაგისკენ უნდა მივუბრუნოთ თავი.” ილია ჭავჭავაძეზე წერდა პოლიცია:”ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე , საქართველოში ცნობილი პოეტი, ეკუთვნის იმ ლიბერალთა ჯგუფს, რომელთაც სურთ საქართველოს ავტონომია რუსეთის იმპერიის ფარგლებში და ოცნებობენ ქართულ პარლამენტზე”
  14. 14. თერგდალეულები და ადამიანის უფლებები “მეცხრამეტე საუკუნემ მაგარს საფუძველზე დააყენა და ფრთა გააშლევინა იმ კაცთმოყვარულს მოძღვრებას, რომ ყოველი ადამიანი , რა წოდების კიბის საფეხურზეც გინდა იდგეს, მაინც ადამიანია და ვითარცა ადამიანი -ყველასთან თანასწორი, თანასწორად შესაწყნარებელი და გულშესატკივარია. მეცხრამეტე საუკუნემ სოციალურის წყობილების იდეალად გამოსახა გაუქმება ყოველის კლასობრივი ბატონობისა და შეძლებისამებრ, ყოველის კლასობრივის სხვადასხვაობისა , ფეხზე დადაგომა და ხელშეწყობა გამრჯელ და მშრომელ კლასების წარსამატებლად.” თერგდალეულებს ყურადღების მიღმა არ დარჩენიათ ადამიანის უფლებები, რაც ლიბერალიზმის მოძღვრების პრიმატს შეადგენს. ,,რა არის მთელი პროგრესი კაცობრიობისა, თუ არა ის, რომ ადამიანის პიროვნება, ადამიანის სინდისი, ყოფა-ცხოვრება, - უსაბუთოდ, უსაფუძვლოდ არავისაგან ხელშეხებული არ იყოს, არავისაგან შემწიკვლულ, შეგინებულ, შევიწროებულ“ (ილია 1997: 45).
  15. 15. თერდალეულებს მკაფიოდ ჩამოყალიბებული შეხედულება ჰქონდათ კერძო საკუთრების რაობისა და მისი მნიშვნელობის შესახებ საზოგადოების განვითარებაში. ,,კერძო საკუთრება ჯერ კიდევ ქვაკუთხედად უდევს ... მთელს ცხოვრებას დაწინაურებულ ქვეყნებისას მთელ დედამიწის ზურგზე. ... კერძო საკუთრება, სამართლიანად თუ უსამართლოდ, ჩვენდა საუბედუროდ თუ საბედნიეროდ, ჯერ კიდევ დიდ ხანს იქნება დიდს პატივში და მის სარბიელზე ძალმომრეობა, ერთმანეთზე მისევა, ვინც გინდა იყოს, იაფად არ დაუჯდება” . ,,ხელშეუხებლობა პირადის საკუთრებისა ... მერმისის ქვაკუთხედად არის აღიარებული”. ილია ჭავჭავაძე
  16. 16. : “ერთადერთი სახსარი ჩვენი ცხოვრებისა, თავის რჩენისა და გამოკვებისა სოფელია. ამიტომაც ჩვენი ყურადღება მარტო სოფელს უნდა დასტრიალებდეს თავს”. “გუთანი, ქართველებო, გუთანი!”
  17. 17. I სახელმწიფო სათათბიროზე ი.ჭავჭავაძის მიერ წამოყენებული საკითხები: 1) სიკვდილით დასჯის მოსპობა; 2) საქართველოს ავტონომიის მოთხოვნა; 3)აგრარული საკითხის გადაწყვეტა.
  18. 18. ილია ჭავჭავაძე -ქალთა უფლებების დამცველი ნინო ნაკაშიძის სიტყვა ილიას დაკრძალვაზე: “შენი სამარის წინაშე თავმოყრილი ქართველი ქალები იმისათვის დაგტირიან, რომ ქალთა ადამიანური უფლების ერთგული ქომაგი იყავი. ამან მისცა ფასი და მნიშვნელობა შენს საუკეთესო ნაწერებს.”
  19. 19. სრული პოლიტიკური ამნისტია; ხელშეუხებლობა ადმიანისა და ბინა-სადგურისა,თავისუფლება სარწმუნოებისა, სიტყვისა , ბეჭდურ- მწერლობისა, სეკრებისა, ამხანაგობისა, კავშირისა და გაფიცვისა; ქონებრივი, მოქალაქეობრივი და პოლიტიკური თანასწორობა დედა და მამაკაცისა; დამოუკიდებლობა სამართლისა, სამსაჯულოსი და მოსამართლე-მსაჯულებისა; დაწესება ნაფიცთა მსაჯულებისა და არჩევანი მოსამართლე მსაჯულებისა... გაუქმება წოდებრივის ყოველ უპირატესობათა და მოსპობა ბატონყმობის ყოველგვარ ნაშთისა; საკუთრებად დაუმტკიცდეთ დრობით ვალდებულ გლეხთა მათი საკომლოები. ...მიწები გამოისყიდოს ხაზინამ თავისი საკუთარი სასაყიდელით გლეხთა დაუვალებლად და დაურიგდეს მარტო საქართველოს მკვიდრთა განურჩევლად წოდებისა, სარწმუნოებისა და მოდგმისა; მიეცეს საქართველოს... ავტონომიური მმართველობა მეთაურობით წარმომადგენლობითის კრებულისა. ეს კრებული უნდა არჩეულ იქმნას ყოველ საქართველოს მცხოვრებთაგან განურჩევლად წოდებისა, სქესისა, სარწმუნოებისა და მოდგმისა. ცოდნა ქართულის ენისა სავალდებულოდ იქმნას დაწესებული ყოველ კაცთათვის, რომელიც კი მსახურობს საქართველოს საზღვრებს შორის... ილია ჭავჭავაძის მიერ ეროვნულ-დემოკრატიული პარტიისათვის შექმნილი პროგრამა აგებულია დემოკრატიულ პრინციპებზე:
  20. 20. ბენდიანიშვილი ა., ქართული სახელმწიფოს განვითარების ეტაპები,თბ., 2006 წ. გაფრინდაშვილი მ., ქართული განმანათლებლობა, თბ., 1966 წ. ვაჩნაძე მ., გურული ვ., საქართველოს ისტორია ,(XIX-XX სს.), თბ., 2003 წ. ლომაშვილი ფ., საქართველოს ისტორია, 9 კლასის სახელმძღვ., თბ., 2000 წ. მასხარაშვილი ს., მატიანე ქართველთა, შტრიხები ფიქრისა და განსჯისათვის, თბ., 2006 წ. სანიკიძე ლ., მესამე დასის საქართველო, თბ., 1989 წ. დ.შველიძე, პოლიტიკური პარტიების წარმოშობა საქართველოში, ფედერალისტები, თბ., 1993 წ. ჯანელიძე ო., საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის სათავეებთან, თბ.,1997 წ. ჯანელიძე ო., თაბუაშვილი ა., თავაძე ლ., ირემაშვილი ნ.,საქართველოს ისტორია, 9 კლასის სახელმძღვ., გამომც. “კლიო”, 2012 წ. https://matiane.wordpress.com/2011/08/30/tergdaleuli/ http://liberalizmisepoqa.blogspot.com/2014/08/blog-post_53.html https://burusi.wordpress.com/2010/10/27/guram-tevzadze/ გამოყენებული წყაროები და ლიტერატურა:
  21. 21. გმადლობთ ყურადღებისთვის!

×