SlideShare a Scribd company logo
1 of 3
31
ვარსკვლავთმრიცხველი გლეხი
(იტალიური ზღაპარი)
ხელმწიფემ ძვირფასი ბეჭედი დაკარგა. ეძება, ეძება,
მაგრამ ცამ ჩაყლაპა, თუ მიწამ, ბეჭედი ვერსად ნახა.
ბრძანა ხელმწიფემ: აუწყეთ ყველას, რომ ოქროში ჩავსვამ
იმ ვარსკვლავთმრიცხველს, ვინც ბეჭედს მიპოვისო. ერთ
ღარიბ-ღატაკ გლეხსაც მოესმა გზირის ხმა. გლეხს გამბეროს
ეძახდნენ, რაც იტალიურ ენაზე კიბოს ნიშნავს. გამბერომ
წერა-კითხვა არ იცოდა და ისეთი ღატაკი იყო, სულს იქით
არა ებადა რა.
- ვითომ ასე ძნელია ვარსკვლავთმრიცხველობა? - გაი­
ფიქრა გამბერომ. - რა იქნება, მეც ვცადო ბედიო? - ადგა და
ხელმწიფეს ეახლა.
ხელმწიფის ბრძანებით გამბერო ერთ ოთახში ჩაკეტეს.
ოთახში საწოლი, მაგიდა და სკამი იდგა. მაგიდაზე ეწყო
სამელნე, კალამი, ქაღალდი და ვარსკვლავთმრიცხველობის
წიგნი.
მიუჯდა გამბერო მაგიდას და იმ სქელ წიგნს დაუწყო
ფურცვლა. მართალია, არაფერი ესმოდა, მაგრამ მაინც
აიღო კალამი და აქა-იქ რაღაც ჩანიშნა. გამბეროს კალამი
თავის დღეში არ სჭერია ხელში და ისეთი უცნაური ნიშნები
გამოუვიდა, რომ მსახურებმა, დღეში ორჯერ რომ შეჰქონდათ
მისთვის კერძი, გაიფიქრეს, ეს კაცი მართლაც დიდი ვარ­
სკვლავთმრიცხველიაო. საქმე ის იყო, რომ ხელმწიფის
ბეჭედი სწორედ იმ მსახურებმა მოიპარეს და სინდისი
სუფ­თა არა ჰქონდათ. გამბერო კი, როგორც ნამდვილ ვარ­
სკვლავთმრიცხველს შეფერება, კუშტად გადახედავდა ხოლ­
მე მსახურებს. მათაც შიშით ფერფური მისდიოდათ - ალბათ,
ყველაფერი იცის ამ ვარსკვლავთმრიცხველმაო.
მსახურებმა აღარ იცოდნენ, როგორ მილაქუ­ცებოდნენ,
როგორ შემოვლებოდნენ თავს გამბეროს: - გისმენთ სინიორ
32
ვარსკვლავთმრიცხველო! რას გვიბრძანებთ, სინიორ ვარსკვ­
ლავთ­მრიცხველო!
მართალია, გამბერო ვარსკვლავთმრიცხველი არ იყო, მაგ­
რამ გლეხი გახლდათ და ეშმაკობას ვე­რავინ ასწავლიდა.
ხელად აუღო ალღო, ასე რატომ ელაქუცებოდნენ მსახურები
და გადაწყვიტა, მახეში უნდა გავაბა სამივეო.
ერთხელ, სადილობა რომ მოახლოვდა, გამბერო საწოლქვეშ
შეძვრა. შევიდა მსახური, მიიხედ-მოი­ხედა და ვერავინ
დაინახა.
- აი, პირველი! - დაიძახა ამ დროს საწოლქვეშ შემძვრალმა
გამბერომ.
მსახურსელდაეცა,თეფშიხელიდანგაუვარდადაგიჟივით
გაენთო ოთახიდან.
შევიდამეორემსახურიდათითქოსქვესკნელი­დანგაისმაო:
- ეს კი მეორე!
მეორე მსახურიც გავარდა ოთახიდან.
შევიდა მესამე მსახური...
- ესეც მესამე! - დაიძახა გამბერომ.
შეიყარნენ მსახურები და მოითათბირეს:
- რა ვქნათ? ვარსკვლავთმრიცხველმა ყველაფერი გაიგო.
ხელმწიფეს რომ მოახსენოს, ცხენის კუდზე გამოგვაბამენ.
მოდი, ვეახლოთ და ყველაფერი გუ­ლახდილად ვუთხრათ.
ადგნენ და ეახლნენ გამბეროს.
- შეგვიბრალე, ბრძენთა ბრძენო. საწყალი ხალხი ვართ,
ყელს ნუ გამოგვჭრი, ნუ მოახსენებ ხელმწიფეს და აი, ეს ქისა
ინებეო.
გამოართვა გამბერომ ოქროთი სავსე ქისა და უთხრა:
- კარგი, რა გაეწყობა, არ გაგცემთ. ოღონდ ისე მოიქეცით,
როგორც დაგარიგებთ. აი, იმ ინ­დაურს ხომ ხედავთ ეზოში?
ადექით და ბეჭედი გადააყლაპეთ, დანარჩენი ჩემზე იყოსო...
ადგა მეორე დღეს გამბერო, ეახლა ხელმწიფეს და მოახსენა:
- დიდი ფიქრის და ანგარიშის შემდეგ გავიგე, სად არის
თქვენი ბეჭედიო.
33
- სად არისო? - ჰკითხა ხელმწიფემ.
- თქვენო უდიდებულესობავ, ბეჭედი ინდაურს გადა­
უყლაპავსო.
დაკლეს ინდაური, გამო­შიგნეს და იპოვეს ­ბე­­ჭე­დი.
ხელმწიფემ ­უხ­ვად დაასაჩუქ­რა ვარ­სკვ­ლავ­თ­­მრიც­ხველი,
მერე მის პატივსაცემად დიდი ნადიმი გამართა.
მოიწვია, რაც კი იმ ქვეყანაში ბარონები, გრაფები, მარკიზე­
ბი და გრანდები იყვნენ.
ათასნაირ კერძთან ერთად სუფრაზე კიბორ­ჩხალებიც
მოიტანეს. თურმე იმ ქვეყანაში კიბორ­ჩხალა თვალით არავის
ენახა - სხვა ქვეყნის ხელ­მწიფეს გამოეგზავნა ძღვნად.
- შენ ხომ დიდი ვარსკვლავთმრიცხველი ხარ. აბა, მითხარი,
ეს რა არისო? - მიმართა ხელმწიფემ გამბეროს.
იმ საცოდავ გამბეროს თვალით არ ენახა კიბორ­
ჩხალები, რა იყო, არ იცოდა და თავისთვის ჩაი­­
ლაპარაკა:
- ეჰ, გამბერო, გამბერო, შენი აღსასრულის წუთი
დადგაო.
ხელმწიფემ არ იცოდა, რომ გლეხს გამბერო ერქვა
და ვაშა, ვაშაო, წამოიძახა.
- გამოიცანი, ჩემო კარგო, მართლა კიბორჩხალე­ბია. შენ ხარ
უდიდესი ვარ­სკვლავთ­მრიცხველი დე­დამიწის ზურგზეო.

More Related Content

Viewers also liked

Presentacion Libros Bachillerato Angahuan
Presentacion Libros Bachillerato  AngahuanPresentacion Libros Bachillerato  Angahuan
Presentacion Libros Bachillerato Angahuan
kogallegos
 

Viewers also liked (13)

Manual normatização apartir pag. 19)
Manual normatização apartir pag. 19)Manual normatização apartir pag. 19)
Manual normatização apartir pag. 19)
 
Ortec plandag-2016
Ortec plandag-2016Ortec plandag-2016
Ortec plandag-2016
 
Toma básica con réflex (ii)
Toma básica con réflex (ii)Toma básica con réflex (ii)
Toma básica con réflex (ii)
 
Daycare & Preschool Daily Schedule
Daycare & Preschool Daily ScheduleDaycare & Preschool Daily Schedule
Daycare & Preschool Daily Schedule
 
Benefits of being bilingual. For teenagers.
Benefits of being bilingual. For teenagers.Benefits of being bilingual. For teenagers.
Benefits of being bilingual. For teenagers.
 
An Improvement and Practice of Bilingual Sentence Flashcard Maker
An Improvement and Practice of Bilingual Sentence Flashcard MakerAn Improvement and Practice of Bilingual Sentence Flashcard Maker
An Improvement and Practice of Bilingual Sentence Flashcard Maker
 
Summer Reading List: Kindergarten 2016
Summer Reading List: Kindergarten 2016Summer Reading List: Kindergarten 2016
Summer Reading List: Kindergarten 2016
 
Abortion
AbortionAbortion
Abortion
 
Out With The Old, In With The New Media?
Out With The Old, In With The New Media?Out With The Old, In With The New Media?
Out With The Old, In With The New Media?
 
Pengasuhan Positif (Positif Parenting)
Pengasuhan Positif (Positif Parenting)Pengasuhan Positif (Positif Parenting)
Pengasuhan Positif (Positif Parenting)
 
Presentacion Libros Bachillerato Angahuan
Presentacion Libros Bachillerato  AngahuanPresentacion Libros Bachillerato  Angahuan
Presentacion Libros Bachillerato Angahuan
 
Types of sentences
Types of sentencesTypes of sentences
Types of sentences
 
Case estágio - Proposta de interface para um módulo de estratégia do sistema ...
Case estágio - Proposta de interface para um módulo de estratégia do sistema ...Case estágio - Proposta de interface para um módulo de estratégia do sistema ...
Case estágio - Proposta de interface para um módulo de estratégia do sistema ...
 

More from nino mania

More from nino mania (14)

კესანე
კესანეკესანე
კესანე
 
ფერადი ბარათები
ფერადი ბარათებიფერადი ბარათები
ფერადი ბარათები
 
"მეგობრები"
"მეგობრები""მეგობრები"
"მეგობრები"
 
პირამიდა
პირამიდაპირამიდა
პირამიდა
 
მელა და-ცხენის-სურათები
მელა და-ცხენის-სურათებიმელა და-ცხენის-სურათები
მელა და-ცხენის-სურათები
 
ზღაპრის ამბის-რუკა
ზღაპრის ამბის-რუკაზღაპრის ამბის-რუკა
ზღაპრის ამბის-რუკა
 
ვენის დიაგრამები
ვენის დიაგრამებივენის დიაგრამები
ვენის დიაგრამები
 
მეჩონგურე
მეჩონგურემეჩონგურე
მეჩონგურე
 
მელია და თხა
მელია და თხამელია და თხა
მელია და თხა
 
მელა და ცხენი
მელა და ცხენიმელა და ცხენი
მელა და ცხენი
 
კესანე
კესანეკესანე
კესანე
 
თავის გაწირვა
თავის გაწირვათავის გაწირვა
თავის გაწირვა
 
დედა
დედადედა
დედა
 
გაკვეთილის გეგმები
გაკვეთილის გეგმებიგაკვეთილის გეგმები
გაკვეთილის გეგმები
 

ვარსკვლავთმრიცხველი გლეხი

  • 1. 31 ვარსკვლავთმრიცხველი გლეხი (იტალიური ზღაპარი) ხელმწიფემ ძვირფასი ბეჭედი დაკარგა. ეძება, ეძება, მაგრამ ცამ ჩაყლაპა, თუ მიწამ, ბეჭედი ვერსად ნახა. ბრძანა ხელმწიფემ: აუწყეთ ყველას, რომ ოქროში ჩავსვამ იმ ვარსკვლავთმრიცხველს, ვინც ბეჭედს მიპოვისო. ერთ ღარიბ-ღატაკ გლეხსაც მოესმა გზირის ხმა. გლეხს გამბეროს ეძახდნენ, რაც იტალიურ ენაზე კიბოს ნიშნავს. გამბერომ წერა-კითხვა არ იცოდა და ისეთი ღატაკი იყო, სულს იქით არა ებადა რა. - ვითომ ასე ძნელია ვარსკვლავთმრიცხველობა? - გაი­ ფიქრა გამბერომ. - რა იქნება, მეც ვცადო ბედიო? - ადგა და ხელმწიფეს ეახლა. ხელმწიფის ბრძანებით გამბერო ერთ ოთახში ჩაკეტეს. ოთახში საწოლი, მაგიდა და სკამი იდგა. მაგიდაზე ეწყო სამელნე, კალამი, ქაღალდი და ვარსკვლავთმრიცხველობის წიგნი. მიუჯდა გამბერო მაგიდას და იმ სქელ წიგნს დაუწყო ფურცვლა. მართალია, არაფერი ესმოდა, მაგრამ მაინც აიღო კალამი და აქა-იქ რაღაც ჩანიშნა. გამბეროს კალამი თავის დღეში არ სჭერია ხელში და ისეთი უცნაური ნიშნები გამოუვიდა, რომ მსახურებმა, დღეში ორჯერ რომ შეჰქონდათ მისთვის კერძი, გაიფიქრეს, ეს კაცი მართლაც დიდი ვარ­ სკვლავთმრიცხველიაო. საქმე ის იყო, რომ ხელმწიფის ბეჭედი სწორედ იმ მსახურებმა მოიპარეს და სინდისი სუფ­თა არა ჰქონდათ. გამბერო კი, როგორც ნამდვილ ვარ­ სკვლავთმრიცხველს შეფერება, კუშტად გადახედავდა ხოლ­ მე მსახურებს. მათაც შიშით ფერფური მისდიოდათ - ალბათ, ყველაფერი იცის ამ ვარსკვლავთმრიცხველმაო. მსახურებმა აღარ იცოდნენ, როგორ მილაქუ­ცებოდნენ, როგორ შემოვლებოდნენ თავს გამბეროს: - გისმენთ სინიორ
  • 2. 32 ვარსკვლავთმრიცხველო! რას გვიბრძანებთ, სინიორ ვარსკვ­ ლავთ­მრიცხველო! მართალია, გამბერო ვარსკვლავთმრიცხველი არ იყო, მაგ­ რამ გლეხი გახლდათ და ეშმაკობას ვე­რავინ ასწავლიდა. ხელად აუღო ალღო, ასე რატომ ელაქუცებოდნენ მსახურები და გადაწყვიტა, მახეში უნდა გავაბა სამივეო. ერთხელ, სადილობა რომ მოახლოვდა, გამბერო საწოლქვეშ შეძვრა. შევიდა მსახური, მიიხედ-მოი­ხედა და ვერავინ დაინახა. - აი, პირველი! - დაიძახა ამ დროს საწოლქვეშ შემძვრალმა გამბერომ. მსახურსელდაეცა,თეფშიხელიდანგაუვარდადაგიჟივით გაენთო ოთახიდან. შევიდამეორემსახურიდათითქოსქვესკნელი­დანგაისმაო: - ეს კი მეორე! მეორე მსახურიც გავარდა ოთახიდან. შევიდა მესამე მსახური... - ესეც მესამე! - დაიძახა გამბერომ. შეიყარნენ მსახურები და მოითათბირეს: - რა ვქნათ? ვარსკვლავთმრიცხველმა ყველაფერი გაიგო. ხელმწიფეს რომ მოახსენოს, ცხენის კუდზე გამოგვაბამენ. მოდი, ვეახლოთ და ყველაფერი გუ­ლახდილად ვუთხრათ. ადგნენ და ეახლნენ გამბეროს. - შეგვიბრალე, ბრძენთა ბრძენო. საწყალი ხალხი ვართ, ყელს ნუ გამოგვჭრი, ნუ მოახსენებ ხელმწიფეს და აი, ეს ქისა ინებეო. გამოართვა გამბერომ ოქროთი სავსე ქისა და უთხრა: - კარგი, რა გაეწყობა, არ გაგცემთ. ოღონდ ისე მოიქეცით, როგორც დაგარიგებთ. აი, იმ ინ­დაურს ხომ ხედავთ ეზოში? ადექით და ბეჭედი გადააყლაპეთ, დანარჩენი ჩემზე იყოსო... ადგა მეორე დღეს გამბერო, ეახლა ხელმწიფეს და მოახსენა: - დიდი ფიქრის და ანგარიშის შემდეგ გავიგე, სად არის თქვენი ბეჭედიო.
  • 3. 33 - სად არისო? - ჰკითხა ხელმწიფემ. - თქვენო უდიდებულესობავ, ბეჭედი ინდაურს გადა­ უყლაპავსო. დაკლეს ინდაური, გამო­შიგნეს და იპოვეს ­ბე­­ჭე­დი. ხელმწიფემ ­უხ­ვად დაასაჩუქ­რა ვარ­სკვ­ლავ­თ­­მრიც­ხველი, მერე მის პატივსაცემად დიდი ნადიმი გამართა. მოიწვია, რაც კი იმ ქვეყანაში ბარონები, გრაფები, მარკიზე­ ბი და გრანდები იყვნენ. ათასნაირ კერძთან ერთად სუფრაზე კიბორ­ჩხალებიც მოიტანეს. თურმე იმ ქვეყანაში კიბორ­ჩხალა თვალით არავის ენახა - სხვა ქვეყნის ხელ­მწიფეს გამოეგზავნა ძღვნად. - შენ ხომ დიდი ვარსკვლავთმრიცხველი ხარ. აბა, მითხარი, ეს რა არისო? - მიმართა ხელმწიფემ გამბეროს. იმ საცოდავ გამბეროს თვალით არ ენახა კიბორ­ ჩხალები, რა იყო, არ იცოდა და თავისთვის ჩაი­­ ლაპარაკა: - ეჰ, გამბერო, გამბერო, შენი აღსასრულის წუთი დადგაო. ხელმწიფემ არ იცოდა, რომ გლეხს გამბერო ერქვა და ვაშა, ვაშაო, წამოიძახა. - გამოიცანი, ჩემო კარგო, მართლა კიბორჩხალე­ბია. შენ ხარ უდიდესი ვარ­სკვლავთ­მრიცხველი დე­დამიწის ზურგზეო.