Contenu connexe

Dernier(20)

mari 2.pptx

  1. მოგესალმებით სსიპ ტყიბულის მუნიციპალიტეტის ჯვარისის საჯარო სკოლის მოსწავლე:მარიამ გიორგაძე
  2. თითქოს დაუშრეტელი ენერგიის მქონენი, ბავშვები უნდა წარმოადგენდნენ ფიზიკური სიჯანსაღის მოდელებს. თუმდა დღევანდელ დღეს რთულია დავარწმუნოთ ბავშვი ივარჯიშოს თუნდაც 10 წუთის განმავლობაში, რომ აღარაფერი ვთქვათ რეკომენდებული დღეში 1 საათის შესახებ. სწორედ ეს არის პრობლემა…
  3. ბავშვებში ფიზიკური აქტივობა ამცირებს სიმსუქნის განვითარების რისკს და, აგრეთვე, ზრდასრულ ასაკში გულის პათოლოგიებისა და ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის განვითარების ალბათობას. ვარჯიში განაპირობებს ძვლის, კუნთოვან და მენტალურ სიჯანსაღეს. კვლევებმა აჩვენა, აგრეთვე, რომ ფიზიკურად აქტიური ბავშვები სკოლაში უკეთ სწავლობენ.
  4. იმის გაგება, რომ ფიზიკური აქტივობა აუცილებელია ჯანმრთელობისთავის, ვერ შეუმქნის ბავშვს მოტივაციას ივარჯიშოს. ეს ნაწილობრივ განპირობებულია თანამედროვე ტექნოლოგიებით, რაც ძლიერ ყურადღების გამფანტველ ფაქტორს წარმოადგენს. „როგორც კი თქვენი ბავშვი სახლიდან გადის, მთელი მსოფლიო უკიდურესად ამარტივებს თქვენი ბავშვის სიმსუქნით დაავადებას,“ ამბობს მელინდა სოზერნი, მედიცინის დოქტორი, ვარჯიშის ფიზიოლოგი ლუიზიანას შტატის საზოგადოებრივი ჯანდაცვის უნივერსიტეტში.
  5. ასე რომ, როგორ შეგიძლიათ მოაშოროთ ბავშვი კომპიუტერულ თამაშებს და ავარჯიშოთ? გაეცანით შემდეგ რჩევებს, თუ როგორ შეუქმნათ თქვენს შვილებს მოტივაცია იყონ ფიზიკურად უფრო აქტიურები.
  6. ირბინონ სათამაშო მოედნის ირგვლივ, ატარონ ველოსიპედი სამეზობლოში. ისეთი მშვიდი აქტიურობაც კი როგორიცაა მებაღეობა ვარჯიშად ითვლება. 12 და უმცროსი ასაკის ბავშვებისთვის იდეალურია წყვეტილი თამაში (როგორიცაა მაგალითად, დაჭერობანას თამაში) და შესაძლოა მოახდინოს სიმსუქნისა და ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის პრევენცია. და მნიშვნელოვანია სიტყვა „თამაში“ – ბავშვებს არ სურთ ვარჯიში, მათ უნდათ მხიარულება.
  7. გქონდეთ გეგმა წვიმიანი დღეებისთვის – მეცნიერები გვთავაზობენ პატარა ბავშვებისთვის სახლში შევქმნათ „ფანტაზიის სადგური“, სათამაშოებით სავსე. თუნდაც ძალიან მარტივი აქტიურობებიც კი ბავშვების გულის აჩქარებას იწვევს: გააბერინეთ ბუშტები, შემდეგ უთხარით რომ ბუშტები არ შეეხოს იატაკს.
  8. აუკრძალეთ ტექნიკა ერთი დღით – მშობლებს, ვისი შვილებიც „მიწებებულნი“ არიან მობილურებსა და კომპიუტერებს, შესაძლოა დაჭირდეთ დააწესონ ტექნიკისგან თავისუფალი დრო, რომელიც მიეძღვნება ფიზიკურ აქტივობას. მაგალითად, თუ ოთხშაბათები დაწესებულია ვარჯიშის დღედ, გამოართვევინეთ ბავშვებს ელექტრონული მოწყობილობები როგორც კი შემოვლენ სახლში.
  9. ნუ იქნებით გამაღიზიანებელი არაფერი გაუფუჭებს ბავშვს ფიზიკური აქტივობისადმი დამოკიდებულებას, როგორც მშობელი, რომელიც სულ ვარჯიშისკენ მოუწოდებს. იმის გარდა რომ ეს გამაღიზიანებელია, კეთილად განწყიბილმა ლექციამაც კი შესაძლოა ბავშვი უარყოფითად განაწყოს საკუთარი თავისადმი. მეცნიერები გვთავაზობენ, მშობლები მოერიდონ ისეთი სიტყვების გამოყენებას, როგორებიცაა „მსუქანი“, „გამხდარი“, „ცხიმიანი“, და გამოიყენონ – „ჯანსაღი“ და ის სიტყვები რომლებიც დაკავშირებულია ჯანმრთელობასთან.
  10. თქვენც იყავით აქტიურები – თქვენ შეიძლება გაამხნევოთ ბავშვი იყოს აქტიური, მაგრამ თუ თქვენ გაქვთ მჯდომიარე ცხოვრების წესი, ისიც მოგბაძავთ. არსებობს უთვალავი ხერხი, რომ მშობლები დაკავდნენ ბავშვებთან ერთად: სასეირნოდ სიარული, დაჭერობანას თამაში, ველოსიპედით სეირნობა. ბავშვის აქტიურობის N1 გადამწყვეტი არის მშობლის აქტიურობა.
  11. გმადლობთ ყურადღებისთვის