SlideShare une entreprise Scribd logo
1  sur  3
Télécharger pour lire hors ligne
1
გიორგი ლეონიძის „მარიტა“
(შინაარსი კომენტირებით)
.-------------.
ნაწარმოების მთავარი პერსონაჟი მშვენიერი მარიტაა,რომლის სილამაზეც მწერალმა
„მზიანეთის სხივმფენარა ალნაკადი ოქრომდინარა, სეფესანთელივით ბრდღვიალა“
ბროწეულის ყვავილს შეადარა... „მარიტა თითქოს მზეს ჩამოვარდნოდა“, ან „მთვარის
გამოახლება“ იყო, „ნაზი,როგორც ნიავი ვერხვში შეხიზნული“...
სოფელ მუხათწყაროში , ჩაჩიკას ქოხში , დიდედა ლელაურის თვალის სინათლედ მარიტა
იზრდებოდა. დედით ობოლს, სიღატაკესა და შრომაში გამოწრთობილ ოჯახში გაზრდილს
მთელი სოფელი შეჰხაროდა...
მწერალი სიტყვას ვერ წყვეტს მარიტას მშვენიერების აღწერისას. საშური უფრო ის იყო,რომ მის
გარეგნობას სულიერი მშვენიერება სჯაბნიდა, „თვითონვე გრძნობდა მარიტა ბუნების მიერ
მომადლებულ ნიჭს, გულში მადლიერობდა, რომ მშვენიერების ღირსი გახადა ბუნებამ და ამ
ნაჩუქარ დიდებულ განძს თავისი ზნეობითაც უვლიდა... უნაზესი ხმა... კდემამოსილი სახე,
თანაც უჩვეულო, ქალწულებრივი სიმშვიდე“... სოფლის ბიჭები შესტრფოდნენ ამ სილამაზეს,
მაგრამ ბევრი ვერ ბედავდა თავის გატოლებას. როცა ცეკვავდა თანატოლებში, ყველა ამჩნევდა,
„როგორ უხდებოდა ქალწულს თვალთა ნარნარება! თითქოს ნიავი ცეკვავს ლერწმის წვერზეო!“
მშვენიერი ქალწულის გულს არჩევანი გაუკეთებია, შეჰყვარებია თანასოფლელი ხათუთას
თვრამეტიოდე წლის შვილი-გედია ნათელიძე, რომელსაც დავიწყებია მთელი სამყარო, მის
თვალისჩინადაც მარიტა ქმნილა. „შესამჩნევი ბიჭი იყო მეძროხე გედიაც-რჩეულებში
ამორჩეული,მაგრამ მარიტასავით ღარიბი, უქონელი, უყოლელი, უმამულო!“..
დიდედას არ ემეტებოდა თავისი ერთადერთი მარიტასათვის გედია მეუღლედ, არც ხასიათს
სწუნობდა, არც გარეგნობას, მაგრამ ვაჟის ოჯახის ხელმოკლეობა იყო მიზეზი ლელაურის
უარისა: “ ცუდი ბიჭი როდია, მაგრამ უარსებოა,ღარიბი! ჩემ ერთადერთ შვილიშვილს ვერ
დავაჩაგვრინებ, ისიც გვეყოფა, რაც გვწეწა სიღარიბემ“... ამ მხრივ საწუნარი ნამდვილად
არაფერი ჰქონდა შეთეს, დიდედამ ასე დაახასიათა სასიძო:“ ცხვრის პატრონი, სიმდიდრით
დამტკბარი! მისი ცხვრის ფარები თურმე თრიალეთის მთებს ღრუბელივით აშავებს და
წვიმასავით იწველება... ჩემი მარიტაც გაიხარებს; სიღარიბის პატარძლობა არ უწერიაო.“
ასე გადაწყვიტა სიმდიდრემ მშვენიერი ქალწულის ბედი, შერთეს მარიტას „უნდომო,უნდო,
უსიყვარულო ქმარი შეთე,-მლაშე,ზვიადი,ნამშრალი,გოროზი, ყველასაგან უყვარული და
ყველას უარისმყოფელი“...
2
შეელია მშვენიერი მარიტა ფარფატა ბავშვობას,რომლისგანაც ბევრი მოგონებანი რჩებოდა:
„არიფანასა“ და „სიონობას“ გახსენება რად უღირდა მარტო?! თუმცა წამოიზარდა თუ არა,
ბოლო თამაშობებისას „ოდნავ სევდა უკრთოდა თვალებში,ალბათ იმიტომ,რომ სამუდამოდ
ეთხოვებოდა ბავშვობას უკვე მოზარდობის ასაკში გადასული“. მისი გული ყველას სიყვარულს
იტევდა, არასდროს არავინ გაურჩევია თანასოფლელთაგან სიღარიბე-სიმდიდრის მიხედვით,
გულმაც უქონელი გედია ამიტომ შეიყვარა, მაგრამ მარიტას ღირსება მხოლოდ გარეგნობა
როდი იყო,სოფლის სიყვარულს იმავე სითბოთი პასუხობდა. რა იცოდა სავრალო
ქალწულმა,რომ ეს სიყვარულით სავსე საბუდარი,ეს ხალხი მისი მესაფლავე გახდებოდა...
როგორ წარმოიდგენდა,რომ მათ შეხედულებებს შეეწირებოდა თანასოფლელთაგან
ნანებივრებიბროწეულის ყვავილი?! მალევე დასამარდა ყველასაგან ნაწინასწარმეტყველები
ბედნიერება, შეთემ მეჯვარედ გედია წაიყვანა, ვაჟი რომ შეეძინათ, გედიასვე მოანათლინა
წესისამებრ... დედა გულიზარი რომ გარდაეცვალა, შეთე თრიალეთში წასულა, გედია კი
სამძიმრის სათქმელად მივიდა ოჯახში. მისი სტუმრობა არ გამორჩენია შინაბერა მეზობელ
ბალბალუკას და მთელ სოფელს მოსდო ეს ამბავი. ხევისბერ ციციკორემდეც მიუღწევია ჭორებს
და ამით დასრულდა მარიტას ცხოვრება. გამხეცებული ციციკორე გმინავდა :“ მირონი
დააქციეს, ტალახში შარიეს,ქვეყანა შეგვიგინეს.“
განაჩენმაც არ დააგვიანა, საბრალო მარიტა სახედარზე უკუღმა შესვეს, უკან პროცესიად ბრბო
მიჰყვებოდა და ლაფს ესროდა. „მარიტა იმ წამს ათჯერ მოკვდა, და ისევ ათჯერ აცოცხლებდნენ,
ბრბო კი ჩუმად, უჩინრად მიჰქუხდა,როგორც ღვარცოფი,და მის წინაშე უძლური იყო თვით
ღმერთი!“
სოფელმა აღიკვეთა მისი მიწიდან,მისი სახელის ხსენებას უფრთხოდნენ დიდნი და პატარანი...
გადაიხვეწა მარიტა,სოფელიც დაშოშმინდა და თავის დანაშაულს მიხვდა, მაგრამ გვიანღა იყო,
ხევისბერი არ ტყდებოდა მხოლოდ; მალევე მარიტას გარდაცვალების შესახებ შეიტყვეს,თვალს
ცრემლი არ უშრებოდა ბრბოს, მარიტას სიცოცხლის ხელმყოფელი ციციკორე არ იტანჯებოდა ,
„მან ხომ სოფლის ძველთაძველი ზნეობა დაიცვა, სირცხვილი არავის შეარჩინა“.
მიწამ ჩაიკრა ღირსებააყრილი მშვენიერება,“მიწას არ შერცხვა,მაგრამ ხალხი მიწაში ჩაძვრა
სირცხვილით“.
ასე მიილია ღვთიური სილამაზე,შთანთქა ბრბომ სიმართლე,სიყვარული და მშვენიერება, მის
ნაქოხარზე „ახლად აყვავებული ბროწეულის ყვავილი“ იღიმოდა...
ავტორი ორაზროვნად ამთავრებს ნაწარმოებს:“ არც ის მჯეროდა, რომ ამ მტვერსა და ნაგავში
ასეთი ბრწყინვალე ყვავილიანი ხე ამოსულიყო თავისით!“ იქნებ მთხრობელისათვის უცნაური
ის იყო, ამ ბრბოში მარიტა რომ დაიბადა და გაიზარდა, იყლორტა, იკვირტა და იყვავილა,
სულიერად და სხეულებრივად უზადოდ მშვენიერი „ ბროწეულის ყვავილი?!“
------------------------------.
გიორგი ლეონიძის „მარიტა“

Contenu connexe

Tendances

ერეკლე მეფე და ინგილო ქალი
ერეკლე მეფე და ინგილო ქალიერეკლე მეფე და ინგილო ქალი
ერეკლე მეფე და ინგილო ქალიmmchedlishvili
 
ბრინჯაოს ხანა საქართველოში..
ბრინჯაოს ხანა საქართველოში..ბრინჯაოს ხანა საქართველოში..
ბრინჯაოს ხანა საქართველოში..fiqria sidamonize
 
ბახტრიონის აღება
ბახტრიონის აღებაბახტრიონის აღება
ბახტრიონის აღებაdemiraeliashvili
 
გაპიროვნება
გაპიროვნებაგაპიროვნება
გაპიროვნებაstsotniashvili
 
ისტორიის პარალელები ქართულთან
ისტორიის პარალელები ქართულთანისტორიის პარალელები ქართულთან
ისტორიის პარალელები ქართულთანnino abuladze
 
პრეზენტაცია (2)
პრეზენტაცია (2)პრეზენტაცია (2)
პრეზენტაცია (2)ekanadiradze84
 
სულხან–საბა ორბელიანი
სულხან–საბა ორბელიანისულხან–საბა ორბელიანი
სულხან–საბა ორბელიანიirma
 
ნიკო ლორთქიფანიძე ,,შელოცვა რადიოთი"
ნიკო ლორთქიფანიძე ,,შელოცვა რადიოთი"ნიკო ლორთქიფანიძე ,,შელოცვა რადიოთი"
ნიკო ლორთქიფანიძე ,,შელოცვა რადიოთი"tamarkakachia
 
ეზოპე .იგავები
ეზოპე .იგავებიეზოპე .იგავები
ეზოპე .იგავებიIrina Zaqareishvili
 
არჩილ სულაკაურის ,,ბიჭი და ძაღლი''
არჩილ სულაკაურის ,,ბიჭი და ძაღლი''არჩილ სულაკაურის ,,ბიჭი და ძაღლი''
არჩილ სულაკაურის ,,ბიჭი და ძაღლი''Manana Svanadze
 
გრიგოლ ხანძთელის სახე-სიმბოლოები
გრიგოლ ხანძთელის სახე-სიმბოლოებიგრიგოლ ხანძთელის სახე-სიმბოლოები
გრიგოლ ხანძთელის სახე-სიმბოლოებიsophikojanashia
 
ტრაპეცია
ტრაპეციატრაპეცია
ტრაპეცია23shcool
 

Tendances (20)

ერეკლე მეფე და ინგილო ქალი
ერეკლე მეფე და ინგილო ქალიერეკლე მეფე და ინგილო ქალი
ერეკლე მეფე და ინგილო ქალი
 
ბრინჯაოს ხანა საქართველოში..
ბრინჯაოს ხანა საქართველოში..ბრინჯაოს ხანა საქართველოში..
ბრინჯაოს ხანა საქართველოში..
 
იაკობ მანსვეტაშვილის "მოგონებანი" და გიორგი შატბერაშვილის "საუკუნო საგზალი...
იაკობ მანსვეტაშვილის "მოგონებანი"    და გიორგი შატბერაშვილის "საუკუნო საგზალი...იაკობ მანსვეტაშვილის "მოგონებანი"    და გიორგი შატბერაშვილის "საუკუნო საგზალი...
იაკობ მანსვეტაშვილის "მოგონებანი" და გიორგი შატბერაშვილის "საუკუნო საგზალი...
 
ბახტრიონის აღება
ბახტრიონის აღებაბახტრიონის აღება
ბახტრიონის აღება
 
გაპიროვნება
გაპიროვნებაგაპიროვნება
გაპიროვნება
 
ისტორიის პარალელები ქართულთან
ისტორიის პარალელები ქართულთანისტორიის პარალელები ქართულთან
ისტორიის პარალელები ქართულთან
 
ნიკოლოზ ბარათაშვილის ბიოგრაფია და "ფიქრნი მტკვრის პირას"
ნიკოლოზ ბარათაშვილის ბიოგრაფია და "ფიქრნი მტკვრის პირას"ნიკოლოზ ბარათაშვილის ბიოგრაფია და "ფიქრნი მტკვრის პირას"
ნიკოლოზ ბარათაშვილის ბიოგრაფია და "ფიქრნი მტკვრის პირას"
 
ზმნა
ზმნა ზმნა
ზმნა
 
ბედი ქართლისა (განხილვა) Pdf
ბედი ქართლისა (განხილვა) Pdfბედი ქართლისა (განხილვა) Pdf
ბედი ქართლისა (განხილვა) Pdf
 
ავთანდილის ანდერძი
ავთანდილის ანდერძიავთანდილის ანდერძი
ავთანდილის ანდერძი
 
პოეტისა და პოეზიის დანიშნულების საკითხი ილიასთან,აკაკისთან და ვაჟასთან
პოეტისა და პოეზიის დანიშნულების საკითხი ილიასთან,აკაკისთან და ვაჟასთანპოეტისა და პოეზიის დანიშნულების საკითხი ილიასთან,აკაკისთან და ვაჟასთან
პოეტისა და პოეზიის დანიშნულების საკითხი ილიასთან,აკაკისთან და ვაჟასთან
 
პრეზენტაცია (2)
პრეზენტაცია (2)პრეზენტაცია (2)
პრეზენტაცია (2)
 
ვაჟა -ფშაველას "ჩემი ვედრება"
ვაჟა -ფშაველას "ჩემი ვედრება"ვაჟა -ფშაველას "ჩემი ვედრება"
ვაჟა -ფშაველას "ჩემი ვედრება"
 
"ამბავი როსტევან არაბთა მეფისა" (V კლასი)
"ამბავი როსტევან არაბთა მეფისა" (V კლასი)"ამბავი როსტევან არაბთა მეფისა" (V კლასი)
"ამბავი როსტევან არაბთა მეფისა" (V კლასი)
 
სულხან–საბა ორბელიანი
სულხან–საბა ორბელიანისულხან–საბა ორბელიანი
სულხან–საბა ორბელიანი
 
ნიკო ლორთქიფანიძე ,,შელოცვა რადიოთი"
ნიკო ლორთქიფანიძე ,,შელოცვა რადიოთი"ნიკო ლორთქიფანიძე ,,შელოცვა რადიოთი"
ნიკო ლორთქიფანიძე ,,შელოცვა რადიოთი"
 
ეზოპე .იგავები
ეზოპე .იგავებიეზოპე .იგავები
ეზოპე .იგავები
 
არჩილ სულაკაურის ,,ბიჭი და ძაღლი''
არჩილ სულაკაურის ,,ბიჭი და ძაღლი''არჩილ სულაკაურის ,,ბიჭი და ძაღლი''
არჩილ სულაკაურის ,,ბიჭი და ძაღლი''
 
გრიგოლ ხანძთელის სახე-სიმბოლოები
გრიგოლ ხანძთელის სახე-სიმბოლოებიგრიგოლ ხანძთელის სახე-სიმბოლოები
გრიგოლ ხანძთელის სახე-სიმბოლოები
 
ტრაპეცია
ტრაპეციატრაპეცია
ტრაპეცია
 

Plus de ნიტა მაისურაძე (98-საჯარო სკოლა) https://nitamaisuradze.blogspot.com/

Plus de ნიტა მაისურაძე (98-საჯარო სკოლა) https://nitamaisuradze.blogspot.com/ (20)

ილუსტრირებული ლექსიკონი
ილუსტრირებული ლექსიკონიილუსტრირებული ლექსიკონი
ილუსტრირებული ლექსიკონი
 
გაკვეთილები (გრამატიკის მოდული)
გაკვეთილები (გრამატიკის მოდული)გაკვეთილები (გრამატიკის მოდული)
გაკვეთილები (გრამატიკის მოდული)
 
რიცხვითი სახელი
რიცხვითი სახელი რიცხვითი სახელი
რიცხვითი სახელი
 
პრეტესტი მორფოლოგიაში (არსებითი სახელი)
პრეტესტი მორფოლოგიაში (არსებითი სახელი)პრეტესტი მორფოლოგიაში (არსებითი სახელი)
პრეტესტი მორფოლოგიაში (არსებითი სახელი)
 
ნაცვალსახელი
ნაცვალსახელი ნაცვალსახელი
ნაცვალსახელი
 
მეტყველების დამხმარე ნაწილები
მეტყველების დამხმარე ნაწილები მეტყველების დამხმარე ნაწილები
მეტყველების დამხმარე ნაწილები
 
ზმნიზედა
ზმნიზედა ზმნიზედა
ზმნიზედა
 
ზედსართავი სახელი
ზედსართავი სახელიზედსართავი სახელი
ზედსართავი სახელი
 
არსებითი სახელი
არსებითი სახელი არსებითი სახელი
არსებითი სახელი
 
სულხან- საბა ორბელიანი
სულხან- საბა ორბელიანი სულხან- საბა ორბელიანი
სულხან- საბა ორბელიანი
 
აკაკი წერეთელი ("ჩემი თავგადასავალი")
აკაკი წერეთელი ("ჩემი თავგადასავალი")აკაკი წერეთელი ("ჩემი თავგადასავალი")
აკაკი წერეთელი ("ჩემი თავგადასავალი")
 
თედო რაზიკაშვილის "მონადირე"
თედო რაზიკაშვილის "მონადირე" თედო რაზიკაშვილის "მონადირე"
თედო რაზიკაშვილის "მონადირე"
 
ნოდარ დუმბაძის " კორიდა"
ნოდარ დუმბაძის " კორიდა" ნოდარ დუმბაძის " კორიდა"
ნოდარ დუმბაძის " კორიდა"
 
კითხვარი (ილია ჭავჭავაძის "აჩრდილი")
კითხვარი (ილია ჭავჭავაძის "აჩრდილი")კითხვარი (ილია ჭავჭავაძის "აჩრდილი")
კითხვარი (ილია ჭავჭავაძის "აჩრდილი")
 
ილია ჭავჭავაძის პოემა "აჩრდილი"
ილია ჭავჭავაძის პოემა "აჩრდილი"ილია ჭავჭავაძის პოემა "აჩრდილი"
ილია ჭავჭავაძის პოემა "აჩრდილი"
 
დავით კლდიაშვილის "დარისპანის გასაჭირი"
დავით კლდიაშვილის "დარისპანის გასაჭირი" დავით კლდიაშვილის "დარისპანის გასაჭირი"
დავით კლდიაშვილის "დარისპანის გასაჭირი"
 
პრეტესტი ("ანდერძი")
პრეტესტი ("ანდერძი")პრეტესტი ("ანდერძი")
პრეტესტი ("ანდერძი")
 
კონსტანტინე გამსახურდიას "დიდი იოსები" (შინაარსი კომენტირებით)
კონსტანტინე გამსახურდიას "დიდი იოსები" (შინაარსი კომენტირებით)კონსტანტინე გამსახურდიას "დიდი იოსები" (შინაარსი კომენტირებით)
კონსტანტინე გამსახურდიას "დიდი იოსები" (შინაარსი კომენტირებით)
 
"დიდი იოსები" (თემები)
"დიდი იოსები" (თემები) "დიდი იოსები" (თემები)
"დიდი იოსები" (თემები)
 
ჭაბუა ამირეჯიბის "დათა თუთაშხია"
ჭაბუა ამირეჯიბის "დათა თუთაშხია"ჭაბუა ამირეჯიბის "დათა თუთაშხია"
ჭაბუა ამირეჯიბის "დათა თუთაშხია"
 

გიორგი ლეონიძის „მარიტა“

  • 1. 1 გიორგი ლეონიძის „მარიტა“ (შინაარსი კომენტირებით) .-------------. ნაწარმოების მთავარი პერსონაჟი მშვენიერი მარიტაა,რომლის სილამაზეც მწერალმა „მზიანეთის სხივმფენარა ალნაკადი ოქრომდინარა, სეფესანთელივით ბრდღვიალა“ ბროწეულის ყვავილს შეადარა... „მარიტა თითქოს მზეს ჩამოვარდნოდა“, ან „მთვარის გამოახლება“ იყო, „ნაზი,როგორც ნიავი ვერხვში შეხიზნული“... სოფელ მუხათწყაროში , ჩაჩიკას ქოხში , დიდედა ლელაურის თვალის სინათლედ მარიტა იზრდებოდა. დედით ობოლს, სიღატაკესა და შრომაში გამოწრთობილ ოჯახში გაზრდილს მთელი სოფელი შეჰხაროდა... მწერალი სიტყვას ვერ წყვეტს მარიტას მშვენიერების აღწერისას. საშური უფრო ის იყო,რომ მის გარეგნობას სულიერი მშვენიერება სჯაბნიდა, „თვითონვე გრძნობდა მარიტა ბუნების მიერ მომადლებულ ნიჭს, გულში მადლიერობდა, რომ მშვენიერების ღირსი გახადა ბუნებამ და ამ ნაჩუქარ დიდებულ განძს თავისი ზნეობითაც უვლიდა... უნაზესი ხმა... კდემამოსილი სახე, თანაც უჩვეულო, ქალწულებრივი სიმშვიდე“... სოფლის ბიჭები შესტრფოდნენ ამ სილამაზეს, მაგრამ ბევრი ვერ ბედავდა თავის გატოლებას. როცა ცეკვავდა თანატოლებში, ყველა ამჩნევდა, „როგორ უხდებოდა ქალწულს თვალთა ნარნარება! თითქოს ნიავი ცეკვავს ლერწმის წვერზეო!“ მშვენიერი ქალწულის გულს არჩევანი გაუკეთებია, შეჰყვარებია თანასოფლელი ხათუთას თვრამეტიოდე წლის შვილი-გედია ნათელიძე, რომელსაც დავიწყებია მთელი სამყარო, მის თვალისჩინადაც მარიტა ქმნილა. „შესამჩნევი ბიჭი იყო მეძროხე გედიაც-რჩეულებში ამორჩეული,მაგრამ მარიტასავით ღარიბი, უქონელი, უყოლელი, უმამულო!“.. დიდედას არ ემეტებოდა თავისი ერთადერთი მარიტასათვის გედია მეუღლედ, არც ხასიათს სწუნობდა, არც გარეგნობას, მაგრამ ვაჟის ოჯახის ხელმოკლეობა იყო მიზეზი ლელაურის უარისა: “ ცუდი ბიჭი როდია, მაგრამ უარსებოა,ღარიბი! ჩემ ერთადერთ შვილიშვილს ვერ დავაჩაგვრინებ, ისიც გვეყოფა, რაც გვწეწა სიღარიბემ“... ამ მხრივ საწუნარი ნამდვილად არაფერი ჰქონდა შეთეს, დიდედამ ასე დაახასიათა სასიძო:“ ცხვრის პატრონი, სიმდიდრით დამტკბარი! მისი ცხვრის ფარები თურმე თრიალეთის მთებს ღრუბელივით აშავებს და წვიმასავით იწველება... ჩემი მარიტაც გაიხარებს; სიღარიბის პატარძლობა არ უწერიაო.“ ასე გადაწყვიტა სიმდიდრემ მშვენიერი ქალწულის ბედი, შერთეს მარიტას „უნდომო,უნდო, უსიყვარულო ქმარი შეთე,-მლაშე,ზვიადი,ნამშრალი,გოროზი, ყველასაგან უყვარული და ყველას უარისმყოფელი“...
  • 2. 2 შეელია მშვენიერი მარიტა ფარფატა ბავშვობას,რომლისგანაც ბევრი მოგონებანი რჩებოდა: „არიფანასა“ და „სიონობას“ გახსენება რად უღირდა მარტო?! თუმცა წამოიზარდა თუ არა, ბოლო თამაშობებისას „ოდნავ სევდა უკრთოდა თვალებში,ალბათ იმიტომ,რომ სამუდამოდ ეთხოვებოდა ბავშვობას უკვე მოზარდობის ასაკში გადასული“. მისი გული ყველას სიყვარულს იტევდა, არასდროს არავინ გაურჩევია თანასოფლელთაგან სიღარიბე-სიმდიდრის მიხედვით, გულმაც უქონელი გედია ამიტომ შეიყვარა, მაგრამ მარიტას ღირსება მხოლოდ გარეგნობა როდი იყო,სოფლის სიყვარულს იმავე სითბოთი პასუხობდა. რა იცოდა სავრალო ქალწულმა,რომ ეს სიყვარულით სავსე საბუდარი,ეს ხალხი მისი მესაფლავე გახდებოდა... როგორ წარმოიდგენდა,რომ მათ შეხედულებებს შეეწირებოდა თანასოფლელთაგან ნანებივრებიბროწეულის ყვავილი?! მალევე დასამარდა ყველასაგან ნაწინასწარმეტყველები ბედნიერება, შეთემ მეჯვარედ გედია წაიყვანა, ვაჟი რომ შეეძინათ, გედიასვე მოანათლინა წესისამებრ... დედა გულიზარი რომ გარდაეცვალა, შეთე თრიალეთში წასულა, გედია კი სამძიმრის სათქმელად მივიდა ოჯახში. მისი სტუმრობა არ გამორჩენია შინაბერა მეზობელ ბალბალუკას და მთელ სოფელს მოსდო ეს ამბავი. ხევისბერ ციციკორემდეც მიუღწევია ჭორებს და ამით დასრულდა მარიტას ცხოვრება. გამხეცებული ციციკორე გმინავდა :“ მირონი დააქციეს, ტალახში შარიეს,ქვეყანა შეგვიგინეს.“ განაჩენმაც არ დააგვიანა, საბრალო მარიტა სახედარზე უკუღმა შესვეს, უკან პროცესიად ბრბო მიჰყვებოდა და ლაფს ესროდა. „მარიტა იმ წამს ათჯერ მოკვდა, და ისევ ათჯერ აცოცხლებდნენ, ბრბო კი ჩუმად, უჩინრად მიჰქუხდა,როგორც ღვარცოფი,და მის წინაშე უძლური იყო თვით ღმერთი!“ სოფელმა აღიკვეთა მისი მიწიდან,მისი სახელის ხსენებას უფრთხოდნენ დიდნი და პატარანი... გადაიხვეწა მარიტა,სოფელიც დაშოშმინდა და თავის დანაშაულს მიხვდა, მაგრამ გვიანღა იყო, ხევისბერი არ ტყდებოდა მხოლოდ; მალევე მარიტას გარდაცვალების შესახებ შეიტყვეს,თვალს ცრემლი არ უშრებოდა ბრბოს, მარიტას სიცოცხლის ხელმყოფელი ციციკორე არ იტანჯებოდა , „მან ხომ სოფლის ძველთაძველი ზნეობა დაიცვა, სირცხვილი არავის შეარჩინა“. მიწამ ჩაიკრა ღირსებააყრილი მშვენიერება,“მიწას არ შერცხვა,მაგრამ ხალხი მიწაში ჩაძვრა სირცხვილით“. ასე მიილია ღვთიური სილამაზე,შთანთქა ბრბომ სიმართლე,სიყვარული და მშვენიერება, მის ნაქოხარზე „ახლად აყვავებული ბროწეულის ყვავილი“ იღიმოდა... ავტორი ორაზროვნად ამთავრებს ნაწარმოებს:“ არც ის მჯეროდა, რომ ამ მტვერსა და ნაგავში ასეთი ბრწყინვალე ყვავილიანი ხე ამოსულიყო თავისით!“ იქნებ მთხრობელისათვის უცნაური ის იყო, ამ ბრბოში მარიტა რომ დაიბადა და გაიზარდა, იყლორტა, იკვირტა და იყვავილა, სულიერად და სხეულებრივად უზადოდ მშვენიერი „ ბროწეულის ყვავილი?!“ ------------------------------.