კვება ჩვენი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ნაწილია. მასზეა დამოკიდებული ჩვენი
ჯანმრთელობა, ხალისი და ხანგრძლივი ცხოვრება. ჯანსაღი ცხოვრების სტილი
ჯანსაღი კვების გარეშე წარმოუდგენელია, ჯანსაღი საკვები ნატურალური
პროდუქტების ბალანსია, ესენია: ხილი , ბოსტნეული მარცვლეული, მათ შორის
პურეული , თხილეული , ხორცი , თევზეული , რძის ნაწარმი .
ჯანსაღი კვება ჯანსაღი ორგანიზმის გარანტია. ტვინს სჭირდება სწორი
კვება უკეთ ფუნქციონირებისათვის. ჯანსაღი კვების პირობებში უფრო
პროდუქტიულები ვართ, ამიტომ უნდა ვიკვებოთ ჯანსაღად და
ვიცხოვროთ ჯანსაღი ცხოვრების წესით.
ჯანსაღი ცხოვრების წესი მოიცავს: რეგულარულ ფიზიკურ
აქტივობას , სწორ კვებას , დღის რეჟიმს , საჭირო რაოდენობით
ძილს, პირად ჰიგიენას, მავნე ჩვევების არქონას , სუფთა ჰაერზე
სეირნობას და ემოციების მართვას.
ვარჯიში სხეულის მოვლის საუკეთესო საშუალებაა. ცურვა
ფილტვებს და გულის კუნთებს აძლიერებს ,სხეულს
აჯანსაღებს.
მე ვირჩევ ჯანსაღ ცხოვრებას!
ზომიერი ძილი აუცილებელია ყველა ადამიანისთვის.ძილის დროს
სხეულის უჯრედები იზრდება და ახლდება.მით უფრო ბავშვებს მეტი
ძილი სჭირდებათ, რადგან მათი ორგანიზმი მუდმივად ზრდის
პროცესშია.