Ce diaporama a bien été signalé.
Le téléchargement de votre SlideShare est en cours. ×

ვინც დედამიწაზე სიცოცხლეს აუმჯობესებს

Publicité
Publicité
Publicité
Publicité
Publicité
Publicité
Publicité
Publicité
Publicité
Publicité
Publicité
Publicité
Chargement dans…3
×

Consultez-les par la suite

1 sur 23 Publicité

ვინც დედამიწაზე სიცოცხლეს აუმჯობესებს

Télécharger pour lire hors ligne

პროექტი ეძღვნება მეცნიერების საერთაშორისო დღეს. შემუშავებულია #განათლებისეროვნულიინსტიტუტის პროექტის ფარგლებში.

პროექტი ეძღვნება მეცნიერების საერთაშორისო დღეს. შემუშავებულია #განათლებისეროვნულიინსტიტუტის პროექტის ფარგლებში.

Publicité
Publicité

Plus De Contenu Connexe

Publicité

ვინც დედამიწაზე სიცოცხლეს აუმჯობესებს

  1. 1. ვინც დედამიწაზე სიცოცხლეს აუმჯობესებს
  2. 2. ჩვენს წელთაღრიცხვამდე IV საუკუნის მიჯნაზე, ცნობილმა ბერძენმა ექიმმა ჰიპოკრატემ აღწერა დაავადება, რომელსაც „ეპიდემიური სიყვითლე“ უწოდა. თავის ნაშრომში იგი წერდა: ,,ნაღველი, რომელიც ღვიძლშია, სავსეა ლორწოთი და სისხლით და ცდილობს ამოფეთქვას, რის გამოც ავადმყოფი იწყებს ბოდვას, ღიზიანდება, ლაპარაკობს სისულელეებს და ყეფს, როგორც ძაღლი“.
  3. 3. 1960-იან წლებში მედიცინას დიდი თავსატეხი გაუჩნდა, როდესაც სისხლის გადასხმის შემდეგ უამრავ ადამიანს უცნობი ინფექციური აგენტის მოქმედების შედეგად ქრონიკული ჰეპატიტი განუვითარდა.
  4. 4. ბრიტანელმა მეცნიერმა მაიკლ ჰიუტონმა გამოყო გენომი, რომელსაც მოგვიანებით C ჰეპატიტი ეწოდა.
  5. 5. როკფელერის უნივერსიტეტის მკვლევარმა ჩარლზ რაისმა დაამტკიცა, რომ C ჰეპატიტს შეუძლია გამოიწვიოს ქრონიკული ჰეპატიტი.
  6. 6. ამერიკელმა მეცნიერმა ჰარვი ალტერმა გამოიკვლია, რომ დაინფიცირებული პაციენტების სისხლიდან დაავადებას შიმპანზეების სისხლში შეეძლო გადასვლა.
  7. 7. C ჰეპატიტს გამომწვევია თვალით უხილავი რნმ (რიბონუკლეინის მჟავა) ვირუსი (ლათ. Virus - შხამი), რომელიც ღვიძლის ქრონიკული დაავადებების - ჰეპატიტი, ღვიძლის ციროზი - განვითარების მიზეზია. ბუნებრივი მიმდინარეობისას დაავადება (20-30%) 6 თვის შემდეგ თვითგამოჯანმრთელებით მთავრდება.
  8. 8. შვედი მეცნიერის, ალფრედ ნობელის, ანდერძის თანახმად, 2020 წელს ფიზიოლოგიის და მედიცინის დარგში მნიშვნელოვანი მიღწევისათვის სამივე მეცნიერს გადაეცათ საპრიზო თანხა 10 მილიონი შვედური კრონა (956 000 ევრო).
  9. 9. C ჰეპატიტის ვირუსის აღმომჩენების გამარჯვებას მედიცინის "კონკიას ისტორია" უწოდეს
  10. 10. დღეს უკვე არსებობს ეფექტრი სამკურნალო პრეპარატები და მაღალი მგრძნობელობის მქონე სისხლის ტესტები C ჰეპატიტისთვის. მიუხედვად ამისა, ყოველწლიურად C ჰეპატიტით 400 000 ადამიანი იღუპება.
  11. 11. C ჰეპატიტის ვირუსი
  12. 12. C ჰეპატიტის ინფექციის წყაროს წარმოადგენს მწვავე და ქრონიკული C ჰეპატიტით დაავადებული ადამიანი. ვირუსი გადაეცემა სისხლითა და სისხლის პროდუქტებით, ზოგჯერ სქესობრივი გზითაც.
  13. 13. ადამიანი ინფიცირდება: ● ნემსის შემთხვევითი ჩხვლეტისას; ● სხეულის სხვადასხვა ნაწილში სამკაულის ჩამაგრების დროს; ● სისხლმდენი ღრძილების მქონე ადამიანის კბილის ჯაგრისის გამოყენებისას; ● სქესობრივი კონტაქტისას.
  14. 14. C ჰეპატიტით ავადდებიან: ● ინტრავენური ნარკომანები და მათი სქესობრივი პარტნიორები; ● შეუმოწმებელი სისხლისა და სისხლის პროდუქტების გადასხმისას; ● ცუდად გასტერილებული სამედიცინო ინსტრუმენტებით მანიპულაციებისას; ● გაუსტერილებელი ინსტრუმენტებით კოსმეტოლოგიური მანიპულაციებისას.
  15. 15. ● დედისგან პლაცენტით ბავშვისთვის დაავადების გადაცემის შანსი მცირეა. ● ვირუსი არ გადადის ძუძუთი კვების დროს. ● C ჰეპატიტს არ იწვევს კოღოს ნაკბენი; არ გადაეცემა ხველებით, დაცემინებით, ჭურჭლით, საკვებითა და წყლით. ● დაავადება არ გადადის საერთო პირსახოცით, კოცნით.
  16. 16. C ჰეპატიტით ინფიცირებულებს აღენიშნება: ● კანისა და ლორწოვანი გარსის გაყვითლება; ● არასრულფასოვანი ძილი; ● დაღლილობის შეგრძნება; ● ცხელება და ოფლიანობა; ● გულისრევა, ზოგჯერ ღებინება; ● ტკივილი მუცლის არეში; ● წონაში დაკლება; ● უმადობა, ცხიმიანი საკვების შეძულება; ● სისხლჩაქცევები.
  17. 17. C ჰეპატიტის დაიგნოსტიკა და დადასტურება ლაბორატორიული მონაცემებით ხდება.
  18. 18. C ჰეპატიტიტის ელიმინაციის სტრატეგია არის გაეროს მდგრადი განვითარების მესამე მიზნის ამოცანის: 2030 წლისათვის შიდს-ის ეპიდემიის და ტუბერკულოზის აღმოფხვრა და ჰეპატიტთან, წყლით გადამდებ და სხვა ინფექციურ დაავადებებთან ბრძოლა - მიღწევის საფუძველი.
  19. 19. საქართველოში ელიმინაციის პროგრამის მიზანია C ჰეპატიტით გამოწვეული ავადობის, სიკვდილიანობისა და ინფექციის გავრცელების შემცირება, დაავადების პრევენციაზე, დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე მოსახლეობის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფით.
  20. 20. პროგრამით მოსარგებლენი არიან: ● საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის მქონე პირები; ● პენიტენციურ დაწესებულებებში განთავსებული ბრალდებულები /მსჯავრდებულები; ● „აივ ინფექცია/შიდსის მართვის სახელმწიფო პროგრამის“ HCV კოინფექციის მქონე ბენეფიციარები. ● პირადობის ნეიტრალური მოწმობის და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირები; ● „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ დარეგისტრირებული ოჯახები და მინიჭებული სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 000 ერთეულს; ● ვეტერანები.
  21. 21. C ჰეპატიტის პროგრამა ითვალისწინებს: ● დიგნოსტიკური კვლევების ჩატარება; ● მედიკამენტებით უზრუნველყოფა. საქართველოს მასშტაბით ბენეფიციარებს ემსახურება სერვისის მიმწოდებელი 36 დაწესებულება.
  22. 22. 2019 წლის აგვისტოდან მკურნალობის მთელ კურსს 100%-ით ფარავს სახელმწიფო.
  23. 23. C ჰეპატიტი სრულად განკურნებადი დაავადებაა!

×