SlideShare une entreprise Scribd logo
1  sur  14
დიპლომატი
ბ ე ს ი კ ი
1750–1791პოეტი ვახტანგ ორბელიანი ასე ახასიათებს
ბესიკს: “მეგობარო, ტკბილად მოუბარო და
სახით მშვიდო, სიბრძნით სრულო, ბუნებითისა
მეცნიერებითა გონება-კეთილოვანო, ... ქებითა
აღმატებულო, უმშვენიერესად წარჩინებულო”
ბიოგრაფია და
პოლიტიკური
მოღვაწეობა
პოეტის შესახებ ბიოგრაფიული ცნობები მწირია. იგი ეკუთვნოდა საგვარეულოს,
რომელმაც ქართულ კულტურასა და ისტორიას რამდენიმე ღირსშესანიშნავი პიროვნება
მისცა – ტიმოთე მიტროპოლიტი, ზაქარია დეკანოზი, მისი შვილები ოსე, ნიკოლოზი,
ზაზა. პოეტის წინაპრები დმანისელები ყოფილან, ორბელიან-ყაფლანიანთა გვარიდან.
ბესიკის მამა ზაქარია დეკანოზი იყო, თავისი დროის ერთ-ერთი განათლებული და
პატივსაცემი პირი. “მშვენიერი რიტორი და უცხო მოქადაგე”, “მეფეთა მოძღვარი” .
როგორც ვიცით, აღმოსავლეთ საქართველოს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი თარიღია 1744
წელი. ამ დროს ფაქტიურად მოხდა ქართლ-კახეთის გაერთიანება. თეიმურაზისა და
განსაკუთრებით ერეკლეს ენერგიული მოქმედების შედეგად ქვეყანამ ჭრილობების
მოშუშება დაიწყო და აღორძინების გზას დაადგა. სამეფო კარზე კვლავ გაჩაღდა დიდი
კულტურული ცხოვრება. სწორედ ამ ხანებში ქართლის სამეფო კარზე მოღვაწეობდა
ბესარიონ გაბაშვილის მამა ზაქარია, რომელსაც კარის მოძღვრის საპატიო თანამდებობა
ეკავა. თანამედროვეთა გადმოცემით, იგი ფრიად განათლებული მწიგნობარი ყოფილა: მის
მაღალ ფილოსოფიურ განსწავლულობას აღიარებდა მისი მოწაფე და შემდეგ იდეური
მოწინააღმდეგე ანტონ კათალიკოსიც.
ზაქარიას მამა და თვით ზაქარიაც მანამდე მოღვაწეობდნენ სამხრეთ საქართველოში,
საორბელოში. მაშინ ლეკიანობა ძალზე მომძლავრებულა კახეთის სხვადასხვა კუთხეში,
კერძოდ, ქიზიყში. მოლები ძალით ამაჰმადიანებდნენ თურმე ხალხს და საჭირო გახდა
ენერგიული ზომების მიღება. როგორც ჩანს, ზაქარია ქიზიყში გადასულა და ბევრი
გადარჯულებული კვლავ მოუქცევია ქრისტიანობაზე.
ზაქარიას შემდგომი ცხოვრება მრავალ პერიპეტიებს შეიცავს და მჭიდროდ
უკავშირდება მისი შვილის ბესარიონის ბიოგრაფიას. ზაქარია მოძღვარი
დაუპირისპირდა ანტონ კათალიკოსს, რომელიც საქართველოს მთელ სულიერ
ცხოვრებას ხელმძღვანელობდა. მათ კონფლიქტს მრავალი მიზეზი განაპირობებდა.
გარდა წვრილმანი ოჯახური თუ სამეფო კარზე დატრიალებული ჩვეულებრივი
ინტრიგებისა, ამ ბრძოლის წამოწყებას უფრო სერიოზული საფუძვლებიც ჰქონდა.
ანტონის საგანმანათლებლო პოლიტიკას ვერ შეეგუა ძველი კონსერვატიული
საზოგადოება, რომელსაც ზაქარია მეთაურობდა. კონფლიქტის ერთგვარ საბაბად
გადაიქცა ანტონის დაახლოება საქართველოში მოღვაწე კათოლიკურ მისიონთან.
ფაქტია, რომ ანტონ I ამ დაახლოებას პრაქტიკულ მიზნებს უკავშირებდა და
საქართველოში ევროპული ცივილიზაციის გავრცელებას უწყობდა ხელს. ზაქარია
სათავეში ჩაუდგა ანტონის წინააღმდეგ მებრძოლ ბანაკს და ეს საბაბი გამოიყენა
ანტონის დასამხობად. ანტონი გადააყენეს მღვდელმთავრის მაღალი
თანამდებობიდან და კარგა ხანს პატიმრის მდგომარეობაში იმყოფებოდა სოფ.
კავთისხევს. 1756 წელს საეკლესიო კრებამ მოსთხოვა ანტონს საჯარო მონანიება.
ანტონმა შეასრულა კრების დადგენილება, მაგრამ მაინც ვერ ასცდა სასტიკ განაჩენს.
ამავე წელს იგი გაძევებულ იქნა რუსეთში.
ზაქარია ზეიმობდა გამარჯვებას და “შეუდგა ეკლესიის გამოჯანსაღებას”. უნდა ითქვას, რომ
ზაქარია, მიუხედავად მის შეხედულებათა ერთგვარი კონსერვატიზმისა, უეჭველად
ენერგიული და საქმის კაცი იყო. ამ ხანებში საქართველოში გაიხსნა რამდენიმე
სკოლა და სემინარიაც. გარდა სკოლების გახსნისა, რომლებშიც ზაქარია უშუალოდ
მონაწილეობდა, უნდა ვიფიქროთ, რომ იგი დიდად თანაუგრძნობდა 1756 წ. ტფილისში
სემინარიის დაარსებას და სხვა კულტურულ წამოწყებებს. ზაქარიას ავტორიტეტი უზომოდ
გაიზარდა. “კარის მოძღვარს” დიდ ანგარიშს უწევდნენ საერო ხელისუფალნი, მათ შორის
არა მარტო თეიმურაზ II, არამედ თვით ერეკლეც, რომელიც ამავე დროს ანტონის დიდი
მეგობარი და თანამზრახველიც იყო.
ზაქარიას ბატონობა დიდხანს არ გაგრძელებულა. მისი დიდი მფარველი მეფე თეიმურაზი
1760 წ. მოსკოვს გაემგზავრა. მეფე-პოეტი რუსეთიდან აღარ დაბრუნებულა, იგი
პეტერბურგში გარდაიცვალა 1762 წ. და გაერთიანებული ქართლ-კახეთის მეფედ ერეკლე
მეორე დაჯდა.
ერეკლემ ერთ-ერთ პირველ ღონისძიებად ანტონის საქართველოში დაბრუნება დაისახა,
რადგან იგი იმთავითვე ანტონის გაძევებაში არ თანაუგრძნობდა თავის მამას. “შენი ამ
ქვეყნიდამ დაკარგვა — სწერდა ერეკლე ანტონს — ჩვენ უნდა დაგვემძიმოს, ვისაც ჭკუა აქვს.
მე უშენოდ ვერ ვიქნებიო”. ზაქარიას მძლავრობის დღეები დათვლილი იყო. 1763 წ. ანტონი
დაბრუნდა საქართველოში და 1764 წ. 5 მარტს მან დაიბრუნა საქართველოს ეკლესიის
მესაჭის პატივი. კვლავ განახლდა ქიშპი და მეტოქეობა ზაქარიასა და ანტონს შორის.
ზაქარია არა ცხრებოდა. არის ცნობა, რომ ზაქარია იმერეთში გადავიდა, რომ იქიდან
ებრძოლა ანტონისა და ერეკლეს წინააღმდეგ
მეფე და კათალიკოსი თითქოს ცდილობდნენ კიდეც ამ უცნაური მოძღვრის შემორიგებასა
და დაზავებას, მაგრამ ზაქარია ურჩობდა. საეკლესიო კრებამ გამოიტანა განჩინება,
რომლითაც საბოლოოდ განკვეთეს იგი მღვდელობიდან. ტანჯვა-ტყვეობის შემდეგ
ზაქარიამ მოახერხა გაპარვა და 1768 წლისთვის უკვე მოსკოვსა და პეტერბურგს ჩააღწია.
თვითონ ზაქარია დეტალურად გადმოგვცემს მის დამხობასა და ოჯახის აწიოკებას.
მრავალტანჯული ზაქარია შეეფარა ვახტანგ VI-ის შთამომავლობას. თითქმის სამი წელი
დაჰყო რუსეთში, იბრძოლა, იომა, მრავალგზის მოხსენებითი ბარათი წარუდგინა უმაღლეს
სინოდს ანტონ კათალიკოსის კათოლიკობისადმი მიდრეკილების შესახებ, მაგრამ, როგორც
ჩანს, ამაოდ. ამ დროს რუსეთს თავისი ანგარიშები ჰქონდა ერეკლესთან. ამიტომ
ყურადღება არ მიაქციეს ზაქარიას მიერ ატეხილ დოგმატურ დისკუსიას. სინოდმა იგი არ
შეიწყნარა და 1770 წ. უბრძანა დანაშაული მოენანიებია ანტონის წინაშე.
იმედგაცრუებული ზაქარია გამოემგზავრა იმერეთში, სადაც მას ერეკლესა და ანტონის
მოწინააღმდეგე ბანაკი ეგულებოდა. იგი უკვე 1771 წლიდან ჩანს იმერეთში. ზაქარია აღარ
დაბრუნებულა თბილისში. იგი დაახლოებით 1780 წელს გარდაცვლილა და გელათის
მონასტერში დაუკრძალავთ
პოეტის ბიოგრაფიული ცნობები მისი დღიურების მიხედვით დგინდება. იგი
დაბადებულა 1750 წელს. ყრმა პოეტი მეფის კარზე იზრდებოდა, მიიღო
შესანიშნავი განათლება, შეისწავლა ენები, მათ შორის სპარსულიც. მის მაღალ
გაწვრთნილებაზე მეტყველებს, მაგალითად, იოანე ბატონიშვილის სიტყვები,
რომ ბესიკს მთელი ლექსიკონი ზეპირად სცოდნიაო: “მოუთხრობენ ამისათვის,
რომელ სცოდნოდეს ზეპირად მთლად ლექსიკონი ქართულიო” (“კალმასობა”).
ზაქარიას ოჯახში შემოქმედებითი შრომა, მწიგნობრობის სიყვარული დიდი
ყოფილა. ბესიკის უფროსი ძმა ოსე იყო მწიგნობარი და პოეზიის მოყვარული.
სხვა თხზულებებთან ერთად მას ეკუთვნის შესხმა, რომელიც მიძღვნილია
თეიმურაზის ქალის ელისაბედისადმი(11). ასევე მწიგნობრად ასახელებენ
ბესიკის ძმას ნიკოლოზსაც
უზრუნველი და ნებიერი ცხოვრება უნდა ჰქონოდა სიყმაწვილეში, მაგრამ მამის
კონფლიქტმა ანტონ კათალიკოსთან დაანგრია გაბაშვილების ავტორიტეტი
მეფის კარზე. 1764 წლიდან, როცა ზაქარიას ღირსებანი აჰხადეს, მისი შვილების,
და მათ შორის ბესიკის, მდგომარეობა უიმედო უნდა გამხდარიყო.
ირკვევა, რომ პირადად ბესიკის საქმე შემდგომში არც ისე ცუდად წასულა, იგი
თანდათან დაახლოებია სამეფო კარს და მალე სასახლის შინაური კაციც
გამხდარა
“თუმცა არავითარი ოფიციალური ცნობა არ მოგვეპოვება ბესიკის შემდგომი
მდგომარეობის შესახებ და ბესიკის ცხოვრების ეს ხანაც სიბნელით არის
მოცული, მაგრამ ზოგი საბუთის მიხედვით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ
შეჩვენებულ ნამოძღვრალის ოჯახიდან კერძოდ ბესიკს მფარველი გამოსჩენია.
ცხადია, ასეთი გაბედულება მხოლოდ სასახლის დიდგავლენიანსა და
დამოუკიდებელ პიროვნებას შეეძლო. ჩვენი დაკვირვება ამხელს, რომ ეს
პიროვნება ყოფილა თეიმურაზ მეორის ქვრივი დედოფალი ანა-ხანუმ, რომელიც
თავის დედოფლობით პირადად ზაქარიასგანაც იყო დავალებული”
ანა-ხანუმმა მეფე ერეკლეს აღსაზრდელად გამოართვა ლეონ ბატონიშვილი. ეს
მომენტი სხვაგვარად აყენებს ბესიკის მომავლის საკითხსაც. ახალგაზრდა
ლეონის ამალაში ამის შემდეგ ხშირად მოჩანს, ალბათ, ბავშვობაში მასთან
თანშეზრდილი, აგრეთვე ჯერეთ სრულიად ახალგაზრდა ბესარიონ გაბაშვილიც.
ყოველივე ეს მოწმობს, რომ ანა-ხანუმი და მისი ნაშვილები ლევან ბატონიშვილი
ნამდვილ მფარველად გამოსჩენიან განდევნილ ზაქარიას ოჯახის წევრებს.
ბესიკის პატრონი და პირადი მფარველი სწორედ ლევან ბატონიშვილი ყოფილა.
ლევანი დიდი სამეფო კაცის იმედებს იძლეოდა. როგორც ცნობილია, იგი ერეკლე
მეფის უსაყვარლესი შვილი და საიმედო მემკვიდრე იყო. უნდა ვიფიქროთ, რომ
ლევანის ამალაში ირიცხებოდა ბესარიონ გაბაშვილიც
ამას შესანიშნავად ნათელყოფს ბესიკის ცნობილი ოდა “სამძიმარი”. აქ
გადმოცემულია ლევანის გარდაცვალება და ის ღრმა მწუხარება, რომელსაც
მოუცავს ლევანის ახლო მეგობარი ბესიკი. მაშინ ბესიკი ლევანისგან შორს იყო
გადახვეწილი, მაგრამ იგი მოგონების სახით აღადგენს ლევანთან
მეგობრულად გატარებულ დღეებს (პოეტი ახსენებს მათ ორთა
“ერთსულობას”, “მეგობრობას”, მოიგონებს “სრა-სასახლეს”, “ძლიერ სახლს”,
სადაც ერთად ცხოვრობდნენ, ერთგულ “პატრონყმობას”)
ბესიკი საბოლოოდ მაინც ვერ ასცდა მამის ხვედრს. როგორც ახლა გარკვეულია,
დაახლოებით 1776 — 1777 წლისთვის ბესიკი ქართლიდან გაუძევებიათ. მსგავსად
მამამისისა, ისიც იმერთა მეფის, სოლომონ I-ის კარს შეჰფარებია. ამის მიზეზად
სამეცნიერო ლიტერატურაში ასახელებენ მის ტრფობას სამეფო კარის ქალბატონისადმი
(თეიმურაზის ასულ ანა ბატონიშვილისადმი, რომელიც დიმიტრი ორბელიანზე იყო
გათხოვილი (ს. გორგაძე), ან, მეორე მოსაზრებით, იმერეთის დედოფალ ანასადმი,
რომელიც დავით მეორის მეუღლე იყო (ს. გორგაძე, კ. კეკელიძე), ან, მესამე მოსაზრებით,
ანას დედა მაია, ერეკლე მეფის დისშვილის მამუკა ორბელიანის მეუღლე (გ. ლეონიძე);
სხვა თვალსაზრისით, იმერეთში მისი გაძევების მიზეზი მისი ერეკლეს საწინააღმდეგო
პოლიტიკურ დაჯგუფებაში მონაწილეობაა. კ. კეკელიძე ბატონიშვილების დავითისა და
ბაგრატის “ისტორიაზე” დაყრდნობით ბესიკის “ექსორია ქმნილობა “ ანტონ I-ის მიზეზით
მოხდა, რომელიც მტრულ დამოკიდებულებაში იმყოფებოდა ბესიკის მამასთან.
იმერეთის კარზე ბესიკს დიდი კარიერა მოელოდა. იგი ჯერ კიდევ სოლომონ I-მა
დააწინაურა და სასახლის კარზე მაღალი თანამდებობები უბოძა, ჯერ დავთარხანა ჩააბარა,
შემდეგ მდივანთ-უხუცესობა. მალე ბესიკს სოლომონის დავალებით სერიოზული
დიპლომატიური მისიის შესრულება დაეკისრა. მას სპარსეთიდან საიდუმლოდ უნდა
ჩამოეყვანა ვახტანგ VI ის შვილიშვილი ალექსანდრე ბაქარის-ძე, რომელიც იმერთა მეფეს
სოლომონს ერეკლეს საწინააღმდეგო შეთქმულებისთვის სჭირდებოდა (ალექსანდრე
ბაქარის-ძე ერეკლეს ქართლის ტახტს ეცილებოდა, რადგან ერეკლე მხოლოდ კახეთის
კანონიერ მეფედ მიაჩნდა). ასე ჩაება პოეტი-კარისკაცი მისი ძველი საყვარელი მეფე-
პატრონის საწინააღმდეგოდ მოქსოვილ ხლართებში.
ბესიკი 1778 წლის აგვისტოში მოზდოკ-ასტრახნის გზით გაეშურა სპარსეთში და ნოემბრის
ან დეკემბრის პირველი რიცხვებიდან იგი უკვე დანიშნულ ადგილზე (შირაზში) იმყოფება.
ბესიკმა შეასრულა დავალება და 1779 წ. ზაფხულისთვის ის ალექსანდრესთან ერთად უკვე
იმერეთში იმყოფება.
1784 წლიდან იმერეთში ვითარება შეიცვალა. გარდაიცვალა სოლომონ I, რომელსაც არ
დარჩენია პირდაპირი მემკვიდრე. დაიწყო ხანგრძლივი ბრძოლა იმერეთის ტახტისთვის ორ
მოქიშპეს დავით გიორგის ძესა და დავით არჩილის ძეს შორის. პირველად გაიმარჯვა ანა
დედოფლის მეუღლემ დავით გიორგის ძემ და იმავე წელს ავიდა იმერეთის ტახტზე.
დავითის კარზე ბესარიონს კიდევ უფრო დიდი გავლენა მოუპოვებია1787 დავით მეფემ
ბესიკს დააკისრა საგანგებო მისია: რუსეთისათვის მფარველობის თხოვნა, გაფორმება
ისეთივე ტრაქტატისა, როგორიც დაიდო რუსეთსა და ქართლ-კახეთის სამეფოს შორის
1783, და იმერეთში დამხმარე ლაშქარი შემოყვანა. ამ მიზნით ბესიკი ჩავიდა ქ. კრემენჩუგს,
სადაც იმყოფებოდა სამხრეთში მოქმედი რუსეთის ჯარების სარდალი ფელდმარშალი გ.
პოტიომკინი. პოტიომკინის ბანაკთან ერთად ბესიკი ჯერ კიშინიოვში, ხოლო შემდეგ იასაში
გადავიდა, სადაც გარდაიცვალა 1791 წლის 24 იანვარს, 41 წლისა.
შეუდარებელ სატრფიალო ლირიკულ ლექსებთან ერთად მან
შესანიშნავი პატრიოტული თხზულებებიც შექმნა, რომლებიც
უმნიშვნელოვანეს ისტორიულ მოვლენებს მიუძღვნა. მაგ; ასპინძასთან
ქართველთა გამარჯვების შესახებ მან შექმნა პოემა,,ასპინძისათვის”,
ასევე პოემა უძღვნა სოლომონ პირველის გამარჯვებას ,,რუხის
ბრძოლა”.
ასპინძის ბრძოლა მოხდა 1770 წ. 20 აპრილს
ოსმალეთის ლაშქართან ერეკლე II–ის (170–1798)
რუსეთ–ოსმალეთის ომის (1768–74) დროს.
1770 წ. მარტში სურამში რუსებისა და ქართველთა
ჯარები შეერთდნენ. რუსთა სამხედრო რაზმს (1200
კაციანი კორპუსით და მცირე არტილერიით)
გენერალი ტოტლებენი მეთაურობდა, ქართულ
ლაშქარს (7000 კაცითა და 3 ქვემეხით) ერეკლე
მეორე. 24 მარტს შეერთებული მხედრობა
ბორჯომის ხეობით ახალციხისაკენ დაიძრა და 14
აპრილს აიღო სადგერის ციხე. 17 აპრილს კი ალყა
შემოარტყა აწყურის ციხეს. აქ ერეკლე II–მ
ახალციხეზე გალაშქრება მოითხოვა. 19 აპრილს
ტოტლებენი თავისი რაზმით მოულოდნელად
უკან გაბრუნდა. მტერმა დრო იხელთა და თავს
დაესხა ქართველებს. ერეკლემ სწრაფი
კონტრშეტევით უკუაგდო მტერი და ასპინძისკენ
დაიძრა. 20 აპრილს ქართველები მტრის პირისპირ
საბრძოლო წყობით განლაგდნენ: მარჯვენა ფლანგს
დავით ორბელიანი სარდლობდა, მარცხენას –
გიორგი ბატონიშვილი, ცენტრს კი – ერეკლე მეფე.
ბრძოლა ქართველთა იერიშით დაიწყო. მტერმა ვერ
გაუძლო ქართველ მხედართა შეტევას და იწყო უკან
დახევა. ბრძოლის მონაწილეთა მოწმობით, ერეკლეს
თავისი ხელით მოუკლავს ლეკთა სახელგანთქმული
მეთაური კოხტა–ბელადი (მალა ჩალა).
რუხის ბრძოლა – იმერეთ–გურია–ოდიშის ლაშქრის
ბრძოლა ოსმალთა წინააღმდეგ ქუჩუკ-კაინარჯის
1774 ზავით თურქეთმა იმერეთის საქმეებში
ჩარევის უფლება დაკარგა. 1779 ოსმალეთი შეეცადა
იმერეთისათვის ჩამოეშორებინა მისი
მოკავშირე ოდიშის
სამთავრო და აფხაზეთის ტერიტორიიდან ოდიშზე
გაილაშქრა, ოსმალთა მოკავშირეებად
გამოვიდნენ აფხაზები, ჯიქები, ალანები, ჩერქეზები
, ბალყარელები და ყირიმელი თათრები. ოდიშის
მთავარი ამ დროს იყო კაცია II დადიანი. მას
სოლომონ I–თან დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა,
თუმცა ოსმალეთთან მიმართებაში მათი ინტერესები
დაემთხვა, ამიტომ იძულებულნი იყვნენ
შეენელებინათ ერთმანეთში მტრული განწყობილება
და ეზრუნათ თავიანთი სამშობლოს
შენარჩუნებისათვის. კაცია II
დადიანმა დახმარებისათვის იმერეთის მეფეს
მიმართა. 1780 წ. ზურაბ შერვაშიძე 11.000 კაცით
მოადგა მდ. ენგურს. კაციას დასახმარებლად დიდი
ჯარით წამოვიდა მეფე სოლომონი. ბრძოლა
გაიმართა რუხის ციხესთან, სადაც გაიმარჯვეს
მოკავშირეებმა. გამარჯვებულებმა ხელთ იგდეს
მრავალი ტყვე და დიდძალი ალაფი, მ. შ.
მტრის არტილერია. რუხის ბრძოლამ დიდი ხნით
შეაჩერა თურქთა ექსპანსია საქართველოში
ჩრდილო-დასავლეთიდან.
მაისის ვარდო, ნამით ცურეულო
შაშპრავ. ზამბახო, სოსან რეულო,
ზილფო კავებო, გარდათხეულო,
მწვანის კორდითა შენართეულო,
მშვილდო, ქამანდო მოზიდებულო,
ისარო, გულსა გახიდებულო,
შენის მშვენების ვინ თქვას ქებანი
ბესიკის პოეზიის შედარება მეფე–პოეტ გრიგოლ I ბაგრატიონის (1789–1830)
პოეზიასთან
ძირითად
იდეურ-
თემატიკურ
რკალს ქმნის
დაუცხრომელი
და ვნებიანი
სიყვარულის
გრძნობა.

Contenu connexe

Tendances

ხევსურეთის ადათ წესები
ხევსურეთის ადათ წესებიხევსურეთის ადათ წესები
ხევსურეთის ადათ წესებიmarine kvaratskhelia
 
ნიკო ლორთქიფანიძის "გული"
ნიკო ლორთქიფანიძის "გული"ნიკო ლორთქიფანიძის "გული"
ნიკო ლორთქიფანიძის "გული"marine
 
სულხან-საბა ორბელიანი, ბიოგრაფიული მიმოხილვა
სულხან-საბა ორბელიანი, ბიოგრაფიული მიმოხილვასულხან-საბა ორბელიანი, ბიოგრაფიული მიმოხილვა
სულხან-საბა ორბელიანი, ბიოგრაფიული მიმოხილვაNona Chabashvili
 
შოთა რუსთაველი და მისი პოემა
შოთა რუსთაველი და მისი პოემაშოთა რუსთაველი და მისი პოემა
შოთა რუსთაველი და მისი პოემაninobelqania
 
No Bulling! არა ბულინგს!
No Bulling! არა ბულინგს!No Bulling! არა ბულინგს!
No Bulling! არა ბულინგს!Inga Gogaladze
 
კონტურული რუკა
კონტურული რუკაკონტურული რუკა
კონტურული რუკაBesik Machitadze
 
კარლოს დიდი
კარლოს დიდიკარლოს დიდი
კარლოს დიდიdavitashvililali
 
შემაჯამებელი სამუშაო -ისტორია XI კლასი 2016წ
შემაჯამებელი სამუშაო -ისტორია XI კლასი  2016წ შემაჯამებელი სამუშაო -ისტორია XI კლასი  2016წ
შემაჯამებელი სამუშაო -ისტორია XI კლასი 2016წ marika rekhviashvili
 
N 2 აბრეშუმის გზა
N 2 აბრეშუმის გზაN 2 აბრეშუმის გზა
N 2 აბრეშუმის გზაMarika Pitiurishvili
 
IX კლასის შემაჯამებელი სამუშაოების კრებული ისტორიაში
IX კლასის შემაჯამებელი სამუშაოების კრებული ისტორიაშიIX კლასის შემაჯამებელი სამუშაოების კრებული ისტორიაში
IX კლასის შემაჯამებელი სამუშაოების კრებული ისტორიაშიmarika rekhviashvili
 
შაჰ აბასის ლაშქრობები აღმოსავლეთ საქართველოში
შაჰ აბასის ლაშქრობები აღმოსავლეთ საქართველოშიშაჰ აბასის ლაშქრობები აღმოსავლეთ საქართველოში
შაჰ აბასის ლაშქრობები აღმოსავლეთ საქართველოშიetodevrisashvili
 
ივანე მრისხანე
ივანე მრისხანეივანე მრისხანე
ივანე მრისხანეetodevrisashvili
 
დიდი გეოგრაფიული აღმოჩენები
დიდი გეოგრაფიული აღმოჩენებიდიდი გეოგრაფიული აღმოჩენები
დიდი გეოგრაფიული აღმოჩენებიetodevrisashvili
 
ფარნავაზი პირველი მეფე ქართლისა
ფარნავაზი პირველი მეფე ქართლისაფარნავაზი პირველი მეფე ქართლისა
ფარნავაზი პირველი მეფე ქართლისაTinatin Khutsishvili
 

Tendances (20)

ხევსურეთის ადათ წესები
ხევსურეთის ადათ წესებიხევსურეთის ადათ წესები
ხევსურეთის ადათ წესები
 
სულხან- საბა ორბელიანი
სულხან- საბა ორბელიანი სულხან- საბა ორბელიანი
სულხან- საბა ორბელიანი
 
ნიკო ლორთქიფანიძის "გული"
ნიკო ლორთქიფანიძის "გული"ნიკო ლორთქიფანიძის "გული"
ნიკო ლორთქიფანიძის "გული"
 
სულხან-საბა ორბელიანი, ბიოგრაფიული მიმოხილვა
სულხან-საბა ორბელიანი, ბიოგრაფიული მიმოხილვასულხან-საბა ორბელიანი, ბიოგრაფიული მიმოხილვა
სულხან-საბა ორბელიანი, ბიოგრაფიული მიმოხილვა
 
შუმერები
შუმერებიშუმერები
შუმერები
 
შოთა რუსთაველი და მისი პოემა
შოთა რუსთაველი და მისი პოემაშოთა რუსთაველი და მისი პოემა
შოთა რუსთაველი და მისი პოემა
 
No Bulling! არა ბულინგს!
No Bulling! არა ბულინგს!No Bulling! არა ბულინგს!
No Bulling! არა ბულინგს!
 
კონტურული რუკა
კონტურული რუკაკონტურული რუკა
კონტურული რუკა
 
კარლოს დიდი
კარლოს დიდიკარლოს დიდი
კარლოს დიდი
 
ვაჟა ფშაველა
ვაჟა ფშაველა ვაჟა ფშაველა
ვაჟა ფშაველა
 
იაკობ მანსვეტაშვილის "მოგონებანი" და გიორგი შატბერაშვილის "საუკუნო საგზალი...
იაკობ მანსვეტაშვილის "მოგონებანი"    და გიორგი შატბერაშვილის "საუკუნო საგზალი...იაკობ მანსვეტაშვილის "მოგონებანი"    და გიორგი შატბერაშვილის "საუკუნო საგზალი...
იაკობ მანსვეტაშვილის "მოგონებანი" და გიორგი შატბერაშვილის "საუკუნო საგზალი...
 
არაბები
არაბებიარაბები
არაბები
 
შემაჯამებელი სამუშაო -ისტორია XI კლასი 2016წ
შემაჯამებელი სამუშაო -ისტორია XI კლასი  2016წ შემაჯამებელი სამუშაო -ისტორია XI კლასი  2016წ
შემაჯამებელი სამუშაო -ისტორია XI კლასი 2016წ
 
N 2 აბრეშუმის გზა
N 2 აბრეშუმის გზაN 2 აბრეშუმის გზა
N 2 აბრეშუმის გზა
 
აკაკი წერეთლის "ბაში- აჩუკი" (ფაბულა და სიუჟეტი სრულად)
აკაკი წერეთლის "ბაში- აჩუკი" (ფაბულა და სიუჟეტი სრულად)აკაკი წერეთლის "ბაში- აჩუკი" (ფაბულა და სიუჟეტი სრულად)
აკაკი წერეთლის "ბაში- აჩუკი" (ფაბულა და სიუჟეტი სრულად)
 
IX კლასის შემაჯამებელი სამუშაოების კრებული ისტორიაში
IX კლასის შემაჯამებელი სამუშაოების კრებული ისტორიაშიIX კლასის შემაჯამებელი სამუშაოების კრებული ისტორიაში
IX კლასის შემაჯამებელი სამუშაოების კრებული ისტორიაში
 
შაჰ აბასის ლაშქრობები აღმოსავლეთ საქართველოში
შაჰ აბასის ლაშქრობები აღმოსავლეთ საქართველოშიშაჰ აბასის ლაშქრობები აღმოსავლეთ საქართველოში
შაჰ აბასის ლაშქრობები აღმოსავლეთ საქართველოში
 
ივანე მრისხანე
ივანე მრისხანეივანე მრისხანე
ივანე მრისხანე
 
დიდი გეოგრაფიული აღმოჩენები
დიდი გეოგრაფიული აღმოჩენებიდიდი გეოგრაფიული აღმოჩენები
დიდი გეოგრაფიული აღმოჩენები
 
ფარნავაზი პირველი მეფე ქართლისა
ფარნავაზი პირველი მეფე ქართლისაფარნავაზი პირველი მეფე ქართლისა
ფარნავაზი პირველი მეფე ქართლისა
 

En vedette (9)

საკონტროლო წერები (გრამატიკის მოდული)
საკონტროლო წერები (გრამატიკის მოდული)საკონტროლო წერები (გრამატიკის მოდული)
საკონტროლო წერები (გრამატიკის მოდული)
 
ილია ჭავჭავაძის 'სარჩობელაზედ"
ილია ჭავჭავაძის 'სარჩობელაზედ"ილია ჭავჭავაძის 'სარჩობელაზედ"
ილია ჭავჭავაძის 'სარჩობელაზედ"
 
Storyboard planning media
Storyboard planning mediaStoryboard planning media
Storyboard planning media
 
CV MG Smith
CV MG SmithCV MG Smith
CV MG Smith
 
Aulão tijucas - vestibular 2016
Aulão   tijucas - vestibular 2016Aulão   tijucas - vestibular 2016
Aulão tijucas - vestibular 2016
 
ασπόνδυλα!!!
ασπόνδυλα!!!ασπόνδυλα!!!
ασπόνδυλα!!!
 
Presentation preservation process -5
Presentation preservation process -5Presentation preservation process -5
Presentation preservation process -5
 
Предложение по реорганизации компнии
Предложение по реорганизации компнииПредложение по реорганизации компнии
Предложение по реорганизации компнии
 
Screen shots of the front cover, contents page and the double page spread
Screen shots of the front cover, contents page and the double page spreadScreen shots of the front cover, contents page and the double page spread
Screen shots of the front cover, contents page and the double page spread
 

Similaire à ბესიკ გაბაშვილის ბიოგრაფია და პოლიტიკური ცხოვრება

შოთა რუსთაველი
შოთა რუსთაველიშოთა რუსთაველი
შოთა რუსთაველიleila
 
გიორგი V ბრწყინვალე
გიორგი V ბრწყინვალეგიორგი V ბრწყინვალე
გიორგი V ბრწყინვალეmariamgognadze
 
აჭარის დედასამშობლოში დაბრუნება.
აჭარის დედასამშობლოში დაბრუნება.აჭარის დედასამშობლოში დაბრუნება.
აჭარის დედასამშობლოში დაბრუნება.ლეილა მუშამბაძე
 
ისტორიის პარალელები ქართულთან
ისტორიის პარალელები ქართულთანისტორიის პარალელები ქართულთან
ისტორიის პარალელები ქართულთანnino abuladze
 
”ლეკვი ლომისა სწორია”...
”ლეკვი ლომისა სწორია”...”ლეკვი ლომისა სწორია”...
”ლეკვი ლომისა სწორია”...nino abuladze
 
როსტომ ხანი, თეიმურაზი და ბახტრიონის აჯანყება
როსტომ ხანი, თეიმურაზი და ბახტრიონის აჯანყებაროსტომ ხანი, თეიმურაზი და ბახტრიონის აჯანყება
როსტომ ხანი, თეიმურაზი და ბახტრიონის აჯანყებაetodevrisashvili
 
აფხაზეთი
აფხაზეთიაფხაზეთი
აფხაზეთიnino abuladze
 
გაზიარებული ისტორია
გაზიარებული ისტორიაგაზიარებული ისტორია
გაზიარებული ისტორიაManana Jakeli
 
დავით აღმაშენებელი-ბაკურ გელაშვილი
დავით აღმაშენებელი-ბაკურ გელაშვილიდავით აღმაშენებელი-ბაკურ გელაშვილი
დავით აღმაშენებელი-ბაკურ გელაშვილიbakurgelashvili
 
რუსთაველი
რუსთაველირუსთაველი
რუსთაველიtreningi09
 
მასალა-I-ლექციისათვის.docx
მასალა-I-ლექციისათვის.docxმასალა-I-ლექციისათვის.docx
მასალა-I-ლექციისათვის.docxUchaArutinovi1
 
ათონის ივერთა მონასტერი
ათონის ივერთა მონასტერიათონის ივერთა მონასტერი
ათონის ივერთა მონასტერიTamuna Bostoganashvili
 
ვახტანგ გორგასალი
ვახტანგ გორგასალივახტანგ გორგასალი
ვახტანგ გორგასალიIrina Zaqareishvili
 
XVIII-XIX-საუკუნის-ევროპული-ეთნოლოგია-სამეგრელოს-შესახებ (1).pptx
XVIII-XIX-საუკუნის-ევროპული-ეთნოლოგია-სამეგრელოს-შესახებ (1).pptxXVIII-XIX-საუკუნის-ევროპული-ეთნოლოგია-სამეგრელოს-შესახებ (1).pptx
XVIII-XIX-საუკუნის-ევროპული-ეთნოლოგია-სამეგრელოს-შესახებ (1).pptxLukaKitia
 
ძველბერძნული ისტორიოგრაფია (ქსენოფონტე. პოლიბიოსი. სტრაბონი)
ძველბერძნული ისტორიოგრაფია (ქსენოფონტე. პოლიბიოსი. სტრაბონი)ძველბერძნული ისტორიოგრაფია (ქსენოფონტე. პოლიბიოსი. სტრაბონი)
ძველბერძნული ისტორიოგრაფია (ქსენოფონტე. პოლიბიოსი. სტრაბონი)fiqria sidamonize
 
მომავალი ჩვენია
მომავალი ჩვენიამომავალი ჩვენია
მომავალი ჩვენიაNona Chabashvili
 
საქართველოს მართლმადიდებლური-ეკლესიის-ავტოკეფალიის-აღდგენის-3
საქართველოს მართლმადიდებლური-ეკლესიის-ავტოკეფალიის-აღდგენის-3საქართველოს მართლმადიდებლური-ეკლესიის-ავტოკეფალიის-აღდგენის-3
საქართველოს მართლმადიდებლური-ეკლესიის-ავტოკეფალიის-აღდგენის-3Nino Bidzinashvili
 
ვახტანგ I გორგასალი
ვახტანგ I გორგასალივახტანგ I გორგასალი
ვახტანგ I გორგასალიetodevrisashvili
 

Similaire à ბესიკ გაბაშვილის ბიოგრაფია და პოლიტიკური ცხოვრება (20)

შოთა რუსთაველი
შოთა რუსთაველიშოთა რუსთაველი
შოთა რუსთაველი
 
გიორგი V ბრწყინვალე
გიორგი V ბრწყინვალეგიორგი V ბრწყინვალე
გიორგი V ბრწყინვალე
 
აჭარის დედასამშობლოში დაბრუნება.
აჭარის დედასამშობლოში დაბრუნება.აჭარის დედასამშობლოში დაბრუნება.
აჭარის დედასამშობლოში დაბრუნება.
 
ისტორიის პარალელები ქართულთან
ისტორიის პარალელები ქართულთანისტორიის პარალელები ქართულთან
ისტორიის პარალელები ქართულთან
 
”ლეკვი ლომისა სწორია”...
”ლეკვი ლომისა სწორია”...”ლეკვი ლომისა სწორია”...
”ლეკვი ლომისა სწორია”...
 
როსტომ ხანი, თეიმურაზი და ბახტრიონის აჯანყება
როსტომ ხანი, თეიმურაზი და ბახტრიონის აჯანყებაროსტომ ხანი, თეიმურაზი და ბახტრიონის აჯანყება
როსტომ ხანი, თეიმურაზი და ბახტრიონის აჯანყება
 
აფხაზეთი
აფხაზეთიაფხაზეთი
აფხაზეთი
 
გაზიარებული ისტორია
გაზიარებული ისტორიაგაზიარებული ისტორია
გაზიარებული ისტორია
 
დავით აღმაშენებელი-ბაკურ გელაშვილი
დავით აღმაშენებელი-ბაკურ გელაშვილიდავით აღმაშენებელი-ბაკურ გელაშვილი
დავით აღმაშენებელი-ბაკურ გელაშვილი
 
რუსთაველი
რუსთაველირუსთაველი
რუსთაველი
 
მასალა-I-ლექციისათვის.docx
მასალა-I-ლექციისათვის.docxმასალა-I-ლექციისათვის.docx
მასალა-I-ლექციისათვის.docx
 
ათონის ივერთა მონასტერი
ათონის ივერთა მონასტერიათონის ივერთა მონასტერი
ათონის ივერთა მონასტერი
 
ვახტანგ გორგასალი
ვახტანგ გორგასალივახტანგ გორგასალი
ვახტანგ გორგასალი
 
XVIII-XIX-საუკუნის-ევროპული-ეთნოლოგია-სამეგრელოს-შესახებ (1).pptx
XVIII-XIX-საუკუნის-ევროპული-ეთნოლოგია-სამეგრელოს-შესახებ (1).pptxXVIII-XIX-საუკუნის-ევროპული-ეთნოლოგია-სამეგრელოს-შესახებ (1).pptx
XVIII-XIX-საუკუნის-ევროპული-ეთნოლოგია-სამეგრელოს-შესახებ (1).pptx
 
ძველბერძნული ისტორიოგრაფია (ქსენოფონტე. პოლიბიოსი. სტრაბონი)
ძველბერძნული ისტორიოგრაფია (ქსენოფონტე. პოლიბიოსი. სტრაბონი)ძველბერძნული ისტორიოგრაფია (ქსენოფონტე. პოლიბიოსი. სტრაბონი)
ძველბერძნული ისტორიოგრაფია (ქსენოფონტე. პოლიბიოსი. სტრაბონი)
 
მომავალი ჩვენია
მომავალი ჩვენიამომავალი ჩვენია
მომავალი ჩვენია
 
ქრისტეფორე დე კასტელი
ქრისტეფორე დე კასტელიქრისტეფორე დე კასტელი
ქრისტეფორე დე კასტელი
 
საქართველოს მართლმადიდებლური-ეკლესიის-ავტოკეფალიის-აღდგენის-3
საქართველოს მართლმადიდებლური-ეკლესიის-ავტოკეფალიის-აღდგენის-3საქართველოს მართლმადიდებლური-ეკლესიის-ავტოკეფალიის-აღდგენის-3
საქართველოს მართლმადიდებლური-ეკლესიის-ავტოკეფალიის-აღდგენის-3
 
Eqvtime Takaishvili
Eqvtime TakaishviliEqvtime Takaishvili
Eqvtime Takaishvili
 
ვახტანგ I გორგასალი
ვახტანგ I გორგასალივახტანგ I გორგასალი
ვახტანგ I გორგასალი
 

Plus de Maia Esartia

საფრანგეთის გმირი ქალი ჟანა დ’არკი
საფრანგეთის გმირი ქალი   ჟანა დ’არკისაფრანგეთის გმირი ქალი   ჟანა დ’არკი
საფრანგეთის გმირი ქალი ჟანა დ’არკიMaia Esartia
 
ტიუდორები
ტიუდორებიტიუდორები
ტიუდორებიMaia Esartia
 
კათოლიკე მეფეები
კათოლიკე მეფეებიკათოლიკე მეფეები
კათოლიკე მეფეებიMaia Esartia
 
ალექსანდრე დიდი მაკედონელი
ალექსანდრე  დიდი  მაკედონელი ალექსანდრე  დიდი  მაკედონელი
ალექსანდრე დიდი მაკედონელი Maia Esartia
 
დავით აღმაშენებელი
დავით აღმაშენებელიდავით აღმაშენებელი
დავით აღმაშენებელიMaia Esartia
 
მსოფლიოში ცნობილი ქალები
მსოფლიოში ცნობილი ქალებიმსოფლიოში ცნობილი ქალები
მსოფლიოში ცნობილი ქალებიMaia Esartia
 
თურქ-სელჩუკები და საქართველო
თურქ-სელჩუკები და საქართველოთურქ-სელჩუკები და საქართველო
თურქ-სელჩუკები და საქართველოMaia Esartia
 
შვიდმნათობიერი
შვიდმნათობიერიშვიდმნათობიერი
შვიდმნათობიერიMaia Esartia
 
ბესიკის შემოქმედება
ბესიკის შემოქმედება    ბესიკის შემოქმედება
ბესიკის შემოქმედება Maia Esartia
 
Saqartvelos dedoflebi
Saqartvelos dedoflebiSaqartvelos dedoflebi
Saqartvelos dedoflebiMaia Esartia
 

Plus de Maia Esartia (10)

საფრანგეთის გმირი ქალი ჟანა დ’არკი
საფრანგეთის გმირი ქალი   ჟანა დ’არკისაფრანგეთის გმირი ქალი   ჟანა დ’არკი
საფრანგეთის გმირი ქალი ჟანა დ’არკი
 
ტიუდორები
ტიუდორებიტიუდორები
ტიუდორები
 
კათოლიკე მეფეები
კათოლიკე მეფეებიკათოლიკე მეფეები
კათოლიკე მეფეები
 
ალექსანდრე დიდი მაკედონელი
ალექსანდრე  დიდი  მაკედონელი ალექსანდრე  დიდი  მაკედონელი
ალექსანდრე დიდი მაკედონელი
 
დავით აღმაშენებელი
დავით აღმაშენებელიდავით აღმაშენებელი
დავით აღმაშენებელი
 
მსოფლიოში ცნობილი ქალები
მსოფლიოში ცნობილი ქალებიმსოფლიოში ცნობილი ქალები
მსოფლიოში ცნობილი ქალები
 
თურქ-სელჩუკები და საქართველო
თურქ-სელჩუკები და საქართველოთურქ-სელჩუკები და საქართველო
თურქ-სელჩუკები და საქართველო
 
შვიდმნათობიერი
შვიდმნათობიერიშვიდმნათობიერი
შვიდმნათობიერი
 
ბესიკის შემოქმედება
ბესიკის შემოქმედება    ბესიკის შემოქმედება
ბესიკის შემოქმედება
 
Saqartvelos dedoflebi
Saqartvelos dedoflebiSaqartvelos dedoflebi
Saqartvelos dedoflebi
 

ბესიკ გაბაშვილის ბიოგრაფია და პოლიტიკური ცხოვრება

  • 2. ბ ე ს ი კ ი 1750–1791პოეტი ვახტანგ ორბელიანი ასე ახასიათებს ბესიკს: “მეგობარო, ტკბილად მოუბარო და სახით მშვიდო, სიბრძნით სრულო, ბუნებითისა მეცნიერებითა გონება-კეთილოვანო, ... ქებითა აღმატებულო, უმშვენიერესად წარჩინებულო”
  • 4. პოეტის შესახებ ბიოგრაფიული ცნობები მწირია. იგი ეკუთვნოდა საგვარეულოს, რომელმაც ქართულ კულტურასა და ისტორიას რამდენიმე ღირსშესანიშნავი პიროვნება მისცა – ტიმოთე მიტროპოლიტი, ზაქარია დეკანოზი, მისი შვილები ოსე, ნიკოლოზი, ზაზა. პოეტის წინაპრები დმანისელები ყოფილან, ორბელიან-ყაფლანიანთა გვარიდან. ბესიკის მამა ზაქარია დეკანოზი იყო, თავისი დროის ერთ-ერთი განათლებული და პატივსაცემი პირი. “მშვენიერი რიტორი და უცხო მოქადაგე”, “მეფეთა მოძღვარი” . როგორც ვიცით, აღმოსავლეთ საქართველოს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი თარიღია 1744 წელი. ამ დროს ფაქტიურად მოხდა ქართლ-კახეთის გაერთიანება. თეიმურაზისა და განსაკუთრებით ერეკლეს ენერგიული მოქმედების შედეგად ქვეყანამ ჭრილობების მოშუშება დაიწყო და აღორძინების გზას დაადგა. სამეფო კარზე კვლავ გაჩაღდა დიდი კულტურული ცხოვრება. სწორედ ამ ხანებში ქართლის სამეფო კარზე მოღვაწეობდა ბესარიონ გაბაშვილის მამა ზაქარია, რომელსაც კარის მოძღვრის საპატიო თანამდებობა ეკავა. თანამედროვეთა გადმოცემით, იგი ფრიად განათლებული მწიგნობარი ყოფილა: მის მაღალ ფილოსოფიურ განსწავლულობას აღიარებდა მისი მოწაფე და შემდეგ იდეური მოწინააღმდეგე ანტონ კათალიკოსიც. ზაქარიას მამა და თვით ზაქარიაც მანამდე მოღვაწეობდნენ სამხრეთ საქართველოში, საორბელოში. მაშინ ლეკიანობა ძალზე მომძლავრებულა კახეთის სხვადასხვა კუთხეში, კერძოდ, ქიზიყში. მოლები ძალით ამაჰმადიანებდნენ თურმე ხალხს და საჭირო გახდა ენერგიული ზომების მიღება. როგორც ჩანს, ზაქარია ქიზიყში გადასულა და ბევრი გადარჯულებული კვლავ მოუქცევია ქრისტიანობაზე.
  • 5. ზაქარიას შემდგომი ცხოვრება მრავალ პერიპეტიებს შეიცავს და მჭიდროდ უკავშირდება მისი შვილის ბესარიონის ბიოგრაფიას. ზაქარია მოძღვარი დაუპირისპირდა ანტონ კათალიკოსს, რომელიც საქართველოს მთელ სულიერ ცხოვრებას ხელმძღვანელობდა. მათ კონფლიქტს მრავალი მიზეზი განაპირობებდა. გარდა წვრილმანი ოჯახური თუ სამეფო კარზე დატრიალებული ჩვეულებრივი ინტრიგებისა, ამ ბრძოლის წამოწყებას უფრო სერიოზული საფუძვლებიც ჰქონდა. ანტონის საგანმანათლებლო პოლიტიკას ვერ შეეგუა ძველი კონსერვატიული საზოგადოება, რომელსაც ზაქარია მეთაურობდა. კონფლიქტის ერთგვარ საბაბად გადაიქცა ანტონის დაახლოება საქართველოში მოღვაწე კათოლიკურ მისიონთან. ფაქტია, რომ ანტონ I ამ დაახლოებას პრაქტიკულ მიზნებს უკავშირებდა და საქართველოში ევროპული ცივილიზაციის გავრცელებას უწყობდა ხელს. ზაქარია სათავეში ჩაუდგა ანტონის წინააღმდეგ მებრძოლ ბანაკს და ეს საბაბი გამოიყენა ანტონის დასამხობად. ანტონი გადააყენეს მღვდელმთავრის მაღალი თანამდებობიდან და კარგა ხანს პატიმრის მდგომარეობაში იმყოფებოდა სოფ. კავთისხევს. 1756 წელს საეკლესიო კრებამ მოსთხოვა ანტონს საჯარო მონანიება. ანტონმა შეასრულა კრების დადგენილება, მაგრამ მაინც ვერ ასცდა სასტიკ განაჩენს. ამავე წელს იგი გაძევებულ იქნა რუსეთში.
  • 6. ზაქარია ზეიმობდა გამარჯვებას და “შეუდგა ეკლესიის გამოჯანსაღებას”. უნდა ითქვას, რომ ზაქარია, მიუხედავად მის შეხედულებათა ერთგვარი კონსერვატიზმისა, უეჭველად ენერგიული და საქმის კაცი იყო. ამ ხანებში საქართველოში გაიხსნა რამდენიმე სკოლა და სემინარიაც. გარდა სკოლების გახსნისა, რომლებშიც ზაქარია უშუალოდ მონაწილეობდა, უნდა ვიფიქროთ, რომ იგი დიდად თანაუგრძნობდა 1756 წ. ტფილისში სემინარიის დაარსებას და სხვა კულტურულ წამოწყებებს. ზაქარიას ავტორიტეტი უზომოდ გაიზარდა. “კარის მოძღვარს” დიდ ანგარიშს უწევდნენ საერო ხელისუფალნი, მათ შორის არა მარტო თეიმურაზ II, არამედ თვით ერეკლეც, რომელიც ამავე დროს ანტონის დიდი მეგობარი და თანამზრახველიც იყო. ზაქარიას ბატონობა დიდხანს არ გაგრძელებულა. მისი დიდი მფარველი მეფე თეიმურაზი 1760 წ. მოსკოვს გაემგზავრა. მეფე-პოეტი რუსეთიდან აღარ დაბრუნებულა, იგი პეტერბურგში გარდაიცვალა 1762 წ. და გაერთიანებული ქართლ-კახეთის მეფედ ერეკლე მეორე დაჯდა. ერეკლემ ერთ-ერთ პირველ ღონისძიებად ანტონის საქართველოში დაბრუნება დაისახა, რადგან იგი იმთავითვე ანტონის გაძევებაში არ თანაუგრძნობდა თავის მამას. “შენი ამ ქვეყნიდამ დაკარგვა — სწერდა ერეკლე ანტონს — ჩვენ უნდა დაგვემძიმოს, ვისაც ჭკუა აქვს. მე უშენოდ ვერ ვიქნებიო”. ზაქარიას მძლავრობის დღეები დათვლილი იყო. 1763 წ. ანტონი დაბრუნდა საქართველოში და 1764 წ. 5 მარტს მან დაიბრუნა საქართველოს ეკლესიის მესაჭის პატივი. კვლავ განახლდა ქიშპი და მეტოქეობა ზაქარიასა და ანტონს შორის. ზაქარია არა ცხრებოდა. არის ცნობა, რომ ზაქარია იმერეთში გადავიდა, რომ იქიდან ებრძოლა ანტონისა და ერეკლეს წინააღმდეგ
  • 7. მეფე და კათალიკოსი თითქოს ცდილობდნენ კიდეც ამ უცნაური მოძღვრის შემორიგებასა და დაზავებას, მაგრამ ზაქარია ურჩობდა. საეკლესიო კრებამ გამოიტანა განჩინება, რომლითაც საბოლოოდ განკვეთეს იგი მღვდელობიდან. ტანჯვა-ტყვეობის შემდეგ ზაქარიამ მოახერხა გაპარვა და 1768 წლისთვის უკვე მოსკოვსა და პეტერბურგს ჩააღწია. თვითონ ზაქარია დეტალურად გადმოგვცემს მის დამხობასა და ოჯახის აწიოკებას. მრავალტანჯული ზაქარია შეეფარა ვახტანგ VI-ის შთამომავლობას. თითქმის სამი წელი დაჰყო რუსეთში, იბრძოლა, იომა, მრავალგზის მოხსენებითი ბარათი წარუდგინა უმაღლეს სინოდს ანტონ კათალიკოსის კათოლიკობისადმი მიდრეკილების შესახებ, მაგრამ, როგორც ჩანს, ამაოდ. ამ დროს რუსეთს თავისი ანგარიშები ჰქონდა ერეკლესთან. ამიტომ ყურადღება არ მიაქციეს ზაქარიას მიერ ატეხილ დოგმატურ დისკუსიას. სინოდმა იგი არ შეიწყნარა და 1770 წ. უბრძანა დანაშაული მოენანიებია ანტონის წინაშე. იმედგაცრუებული ზაქარია გამოემგზავრა იმერეთში, სადაც მას ერეკლესა და ანტონის მოწინააღმდეგე ბანაკი ეგულებოდა. იგი უკვე 1771 წლიდან ჩანს იმერეთში. ზაქარია აღარ დაბრუნებულა თბილისში. იგი დაახლოებით 1780 წელს გარდაცვლილა და გელათის მონასტერში დაუკრძალავთ
  • 8. პოეტის ბიოგრაფიული ცნობები მისი დღიურების მიხედვით დგინდება. იგი დაბადებულა 1750 წელს. ყრმა პოეტი მეფის კარზე იზრდებოდა, მიიღო შესანიშნავი განათლება, შეისწავლა ენები, მათ შორის სპარსულიც. მის მაღალ გაწვრთნილებაზე მეტყველებს, მაგალითად, იოანე ბატონიშვილის სიტყვები, რომ ბესიკს მთელი ლექსიკონი ზეპირად სცოდნიაო: “მოუთხრობენ ამისათვის, რომელ სცოდნოდეს ზეპირად მთლად ლექსიკონი ქართულიო” (“კალმასობა”). ზაქარიას ოჯახში შემოქმედებითი შრომა, მწიგნობრობის სიყვარული დიდი ყოფილა. ბესიკის უფროსი ძმა ოსე იყო მწიგნობარი და პოეზიის მოყვარული. სხვა თხზულებებთან ერთად მას ეკუთვნის შესხმა, რომელიც მიძღვნილია თეიმურაზის ქალის ელისაბედისადმი(11). ასევე მწიგნობრად ასახელებენ ბესიკის ძმას ნიკოლოზსაც უზრუნველი და ნებიერი ცხოვრება უნდა ჰქონოდა სიყმაწვილეში, მაგრამ მამის კონფლიქტმა ანტონ კათალიკოსთან დაანგრია გაბაშვილების ავტორიტეტი მეფის კარზე. 1764 წლიდან, როცა ზაქარიას ღირსებანი აჰხადეს, მისი შვილების, და მათ შორის ბესიკის, მდგომარეობა უიმედო უნდა გამხდარიყო. ირკვევა, რომ პირადად ბესიკის საქმე შემდგომში არც ისე ცუდად წასულა, იგი თანდათან დაახლოებია სამეფო კარს და მალე სასახლის შინაური კაციც გამხდარა
  • 9. “თუმცა არავითარი ოფიციალური ცნობა არ მოგვეპოვება ბესიკის შემდგომი მდგომარეობის შესახებ და ბესიკის ცხოვრების ეს ხანაც სიბნელით არის მოცული, მაგრამ ზოგი საბუთის მიხედვით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ შეჩვენებულ ნამოძღვრალის ოჯახიდან კერძოდ ბესიკს მფარველი გამოსჩენია. ცხადია, ასეთი გაბედულება მხოლოდ სასახლის დიდგავლენიანსა და დამოუკიდებელ პიროვნებას შეეძლო. ჩვენი დაკვირვება ამხელს, რომ ეს პიროვნება ყოფილა თეიმურაზ მეორის ქვრივი დედოფალი ანა-ხანუმ, რომელიც თავის დედოფლობით პირადად ზაქარიასგანაც იყო დავალებული” ანა-ხანუმმა მეფე ერეკლეს აღსაზრდელად გამოართვა ლეონ ბატონიშვილი. ეს მომენტი სხვაგვარად აყენებს ბესიკის მომავლის საკითხსაც. ახალგაზრდა ლეონის ამალაში ამის შემდეგ ხშირად მოჩანს, ალბათ, ბავშვობაში მასთან თანშეზრდილი, აგრეთვე ჯერეთ სრულიად ახალგაზრდა ბესარიონ გაბაშვილიც. ყოველივე ეს მოწმობს, რომ ანა-ხანუმი და მისი ნაშვილები ლევან ბატონიშვილი ნამდვილ მფარველად გამოსჩენიან განდევნილ ზაქარიას ოჯახის წევრებს. ბესიკის პატრონი და პირადი მფარველი სწორედ ლევან ბატონიშვილი ყოფილა. ლევანი დიდი სამეფო კაცის იმედებს იძლეოდა. როგორც ცნობილია, იგი ერეკლე მეფის უსაყვარლესი შვილი და საიმედო მემკვიდრე იყო. უნდა ვიფიქროთ, რომ ლევანის ამალაში ირიცხებოდა ბესარიონ გაბაშვილიც
  • 10. ამას შესანიშნავად ნათელყოფს ბესიკის ცნობილი ოდა “სამძიმარი”. აქ გადმოცემულია ლევანის გარდაცვალება და ის ღრმა მწუხარება, რომელსაც მოუცავს ლევანის ახლო მეგობარი ბესიკი. მაშინ ბესიკი ლევანისგან შორს იყო გადახვეწილი, მაგრამ იგი მოგონების სახით აღადგენს ლევანთან მეგობრულად გატარებულ დღეებს (პოეტი ახსენებს მათ ორთა “ერთსულობას”, “მეგობრობას”, მოიგონებს “სრა-სასახლეს”, “ძლიერ სახლს”, სადაც ერთად ცხოვრობდნენ, ერთგულ “პატრონყმობას”) ბესიკი საბოლოოდ მაინც ვერ ასცდა მამის ხვედრს. როგორც ახლა გარკვეულია, დაახლოებით 1776 — 1777 წლისთვის ბესიკი ქართლიდან გაუძევებიათ. მსგავსად მამამისისა, ისიც იმერთა მეფის, სოლომონ I-ის კარს შეჰფარებია. ამის მიზეზად სამეცნიერო ლიტერატურაში ასახელებენ მის ტრფობას სამეფო კარის ქალბატონისადმი (თეიმურაზის ასულ ანა ბატონიშვილისადმი, რომელიც დიმიტრი ორბელიანზე იყო გათხოვილი (ს. გორგაძე), ან, მეორე მოსაზრებით, იმერეთის დედოფალ ანასადმი, რომელიც დავით მეორის მეუღლე იყო (ს. გორგაძე, კ. კეკელიძე), ან, მესამე მოსაზრებით, ანას დედა მაია, ერეკლე მეფის დისშვილის მამუკა ორბელიანის მეუღლე (გ. ლეონიძე); სხვა თვალსაზრისით, იმერეთში მისი გაძევების მიზეზი მისი ერეკლეს საწინააღმდეგო პოლიტიკურ დაჯგუფებაში მონაწილეობაა. კ. კეკელიძე ბატონიშვილების დავითისა და ბაგრატის “ისტორიაზე” დაყრდნობით ბესიკის “ექსორია ქმნილობა “ ანტონ I-ის მიზეზით მოხდა, რომელიც მტრულ დამოკიდებულებაში იმყოფებოდა ბესიკის მამასთან.
  • 11. იმერეთის კარზე ბესიკს დიდი კარიერა მოელოდა. იგი ჯერ კიდევ სოლომონ I-მა დააწინაურა და სასახლის კარზე მაღალი თანამდებობები უბოძა, ჯერ დავთარხანა ჩააბარა, შემდეგ მდივანთ-უხუცესობა. მალე ბესიკს სოლომონის დავალებით სერიოზული დიპლომატიური მისიის შესრულება დაეკისრა. მას სპარსეთიდან საიდუმლოდ უნდა ჩამოეყვანა ვახტანგ VI ის შვილიშვილი ალექსანდრე ბაქარის-ძე, რომელიც იმერთა მეფეს სოლომონს ერეკლეს საწინააღმდეგო შეთქმულებისთვის სჭირდებოდა (ალექსანდრე ბაქარის-ძე ერეკლეს ქართლის ტახტს ეცილებოდა, რადგან ერეკლე მხოლოდ კახეთის კანონიერ მეფედ მიაჩნდა). ასე ჩაება პოეტი-კარისკაცი მისი ძველი საყვარელი მეფე- პატრონის საწინააღმდეგოდ მოქსოვილ ხლართებში. ბესიკი 1778 წლის აგვისტოში მოზდოკ-ასტრახნის გზით გაეშურა სპარსეთში და ნოემბრის ან დეკემბრის პირველი რიცხვებიდან იგი უკვე დანიშნულ ადგილზე (შირაზში) იმყოფება. ბესიკმა შეასრულა დავალება და 1779 წ. ზაფხულისთვის ის ალექსანდრესთან ერთად უკვე იმერეთში იმყოფება. 1784 წლიდან იმერეთში ვითარება შეიცვალა. გარდაიცვალა სოლომონ I, რომელსაც არ დარჩენია პირდაპირი მემკვიდრე. დაიწყო ხანგრძლივი ბრძოლა იმერეთის ტახტისთვის ორ მოქიშპეს დავით გიორგის ძესა და დავით არჩილის ძეს შორის. პირველად გაიმარჯვა ანა დედოფლის მეუღლემ დავით გიორგის ძემ და იმავე წელს ავიდა იმერეთის ტახტზე. დავითის კარზე ბესარიონს კიდევ უფრო დიდი გავლენა მოუპოვებია1787 დავით მეფემ ბესიკს დააკისრა საგანგებო მისია: რუსეთისათვის მფარველობის თხოვნა, გაფორმება ისეთივე ტრაქტატისა, როგორიც დაიდო რუსეთსა და ქართლ-კახეთის სამეფოს შორის 1783, და იმერეთში დამხმარე ლაშქარი შემოყვანა. ამ მიზნით ბესიკი ჩავიდა ქ. კრემენჩუგს, სადაც იმყოფებოდა სამხრეთში მოქმედი რუსეთის ჯარების სარდალი ფელდმარშალი გ. პოტიომკინი. პოტიომკინის ბანაკთან ერთად ბესიკი ჯერ კიშინიოვში, ხოლო შემდეგ იასაში გადავიდა, სადაც გარდაიცვალა 1791 წლის 24 იანვარს, 41 წლისა.
  • 12. შეუდარებელ სატრფიალო ლირიკულ ლექსებთან ერთად მან შესანიშნავი პატრიოტული თხზულებებიც შექმნა, რომლებიც უმნიშვნელოვანეს ისტორიულ მოვლენებს მიუძღვნა. მაგ; ასპინძასთან ქართველთა გამარჯვების შესახებ მან შექმნა პოემა,,ასპინძისათვის”, ასევე პოემა უძღვნა სოლომონ პირველის გამარჯვებას ,,რუხის ბრძოლა”.
  • 13. ასპინძის ბრძოლა მოხდა 1770 წ. 20 აპრილს ოსმალეთის ლაშქართან ერეკლე II–ის (170–1798) რუსეთ–ოსმალეთის ომის (1768–74) დროს. 1770 წ. მარტში სურამში რუსებისა და ქართველთა ჯარები შეერთდნენ. რუსთა სამხედრო რაზმს (1200 კაციანი კორპუსით და მცირე არტილერიით) გენერალი ტოტლებენი მეთაურობდა, ქართულ ლაშქარს (7000 კაცითა და 3 ქვემეხით) ერეკლე მეორე. 24 მარტს შეერთებული მხედრობა ბორჯომის ხეობით ახალციხისაკენ დაიძრა და 14 აპრილს აიღო სადგერის ციხე. 17 აპრილს კი ალყა შემოარტყა აწყურის ციხეს. აქ ერეკლე II–მ ახალციხეზე გალაშქრება მოითხოვა. 19 აპრილს ტოტლებენი თავისი რაზმით მოულოდნელად უკან გაბრუნდა. მტერმა დრო იხელთა და თავს დაესხა ქართველებს. ერეკლემ სწრაფი კონტრშეტევით უკუაგდო მტერი და ასპინძისკენ დაიძრა. 20 აპრილს ქართველები მტრის პირისპირ საბრძოლო წყობით განლაგდნენ: მარჯვენა ფლანგს დავით ორბელიანი სარდლობდა, მარცხენას – გიორგი ბატონიშვილი, ცენტრს კი – ერეკლე მეფე. ბრძოლა ქართველთა იერიშით დაიწყო. მტერმა ვერ გაუძლო ქართველ მხედართა შეტევას და იწყო უკან დახევა. ბრძოლის მონაწილეთა მოწმობით, ერეკლეს თავისი ხელით მოუკლავს ლეკთა სახელგანთქმული მეთაური კოხტა–ბელადი (მალა ჩალა). რუხის ბრძოლა – იმერეთ–გურია–ოდიშის ლაშქრის ბრძოლა ოსმალთა წინააღმდეგ ქუჩუკ-კაინარჯის 1774 ზავით თურქეთმა იმერეთის საქმეებში ჩარევის უფლება დაკარგა. 1779 ოსმალეთი შეეცადა იმერეთისათვის ჩამოეშორებინა მისი მოკავშირე ოდიშის სამთავრო და აფხაზეთის ტერიტორიიდან ოდიშზე გაილაშქრა, ოსმალთა მოკავშირეებად გამოვიდნენ აფხაზები, ჯიქები, ალანები, ჩერქეზები , ბალყარელები და ყირიმელი თათრები. ოდიშის მთავარი ამ დროს იყო კაცია II დადიანი. მას სოლომონ I–თან დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა, თუმცა ოსმალეთთან მიმართებაში მათი ინტერესები დაემთხვა, ამიტომ იძულებულნი იყვნენ შეენელებინათ ერთმანეთში მტრული განწყობილება და ეზრუნათ თავიანთი სამშობლოს შენარჩუნებისათვის. კაცია II დადიანმა დახმარებისათვის იმერეთის მეფეს მიმართა. 1780 წ. ზურაბ შერვაშიძე 11.000 კაცით მოადგა მდ. ენგურს. კაციას დასახმარებლად დიდი ჯარით წამოვიდა მეფე სოლომონი. ბრძოლა გაიმართა რუხის ციხესთან, სადაც გაიმარჯვეს მოკავშირეებმა. გამარჯვებულებმა ხელთ იგდეს მრავალი ტყვე და დიდძალი ალაფი, მ. შ. მტრის არტილერია. რუხის ბრძოლამ დიდი ხნით შეაჩერა თურქთა ექსპანსია საქართველოში ჩრდილო-დასავლეთიდან.
  • 14. მაისის ვარდო, ნამით ცურეულო შაშპრავ. ზამბახო, სოსან რეულო, ზილფო კავებო, გარდათხეულო, მწვანის კორდითა შენართეულო, მშვილდო, ქამანდო მოზიდებულო, ისარო, გულსა გახიდებულო, შენის მშვენების ვინ თქვას ქებანი ბესიკის პოეზიის შედარება მეფე–პოეტ გრიგოლ I ბაგრატიონის (1789–1830) პოეზიასთან ძირითად იდეურ- თემატიკურ რკალს ქმნის დაუცხრომელი და ვნებიანი სიყვარულის გრძნობა.