SlideShare une entreprise Scribd logo
1  sur  23
მსოფლიოში ცნობილი ქალები
ანუ ქალების როლი როგორც
პოლიტიკურ ცხოვრებაში, ისე
სხვადასხვა სფეროში
მიზანი:
ქალის როლის უკეთ წარმოჩენა, მათი მიღწევების და
შესაძლებლობების აღიარება, მათი დამსახურებით
მომხდარი მნიშვნელოვანი ცვლილებების უკეთ
გაცნობიერება.
მარიამ დედოფალი
მარიამი — ერთიანი საქართველოს დედოფალი, საქართველოს
მეფის გიორგი I-ის მეუღლე, ვასპურაკანის მეფის სენაქერი
მარწრუნის ასული, ბაგრატ IV-ის დედა, XI საუკუნის პოლიტიკური მოღვაწე.
მარიამი მცირეწლოვანი ბაგრატის მეფობის დროს აქტიურად
მონაწილეობდა ქვეყნის მართვაში. შეეცადა ბოლო მოეღო დაუცხრომელი
შინაფეოდალური ბრძოლებისათვის, რითაც სარგებლობდა ბიზანტია და
ცდილობდა მიწები წაეგლიჯა საქართველოსათვის. 1030
წელს კონსტანტინოპოლში საზავო მოლაპარაკებას აწარმოებდა
იმპერატორ რომანოზ III არგირთან. იმპერატორმა მას აღუთქვა საქართველოში
მშვიდობის დამყარება, ბაგრატ IV-ს უბოძა კურაპალატის წოდება და თავისი
ძმის, ბასილის, ქალი ელენე მიათხოვა.
მარიამი 1031-1032 წლებში შეეცადა შემოერიგებინა
ბაგრატ IV-ის ნახევარძმა დემეტრე, რომლის გამეფება მეფის
მოწინააღმდეგე დიდაზნაურებს სურდათ. 1045 წელს
უმეფოდ დარჩენილი ქ. ანისი ქალაქის ბერებმა ბაგრატ IV-სა
და მარიამს გადასცეს. მარიამმა ანისში ერისთავი აბუსერი
დააყენა გამგებლად. 1052 წელს ბიზანტიაში გაჰყვა თავის
შვილს, ბაგრატ IV-ს, რომელიც ლიპარიტ IV-მ შეავიწროვა.
მარიამი კონსტანტინოპოლში ყოფნისას დიდ დახმარებას
უწევდა ათონის ივერთა მონასტერს. იგი განსაკუთრებული
ღვაწლისათვის მონასტრის აღაპებში გათანაბრებულია
ათონის ივერთა მონასტრის მაშენებლებთან.
ბიზანტიაში ყოფნისას მარიამი დაემოწაფა გიორგი
მთაწმიდელს, რომელმაც იგი მონაზვნად აღკვეცა. მარიამის
დახმარებით, გიორგი მთაწმიდელმა იმპერატორისაგან
მიიღო შავმთასა და იერუსალიმში წასვლის ნებართვა.
მარიამმა მას გაატანა მდიდრული შესაწირავი, რომელიც
იერუსალიმის მონასტრის წინამძღვარმა პროხორემ ჯვრის
მონასტრის აგებას მოახმარა. 1057 წელს
მარიამი საქართველოში დაბრუნდა. იგი ფიქრობდა ქვეყნის
კულტურის აღორძინებაზე, გიორგი მთაწმინდელს იწვევდა
საქართველოში საეკლესიო საქმეების მოსაწესრიგებლად.
მარიამი ცოცხალი იყო ბაგრატ IV-ის გარდაცვალების (1072)
შემდეგაც. 1103 წლის რუის-ურბნისის საეკლესიო
კრების ძეგლისწერაში იგი მიცვალებულად იხსენიება.
თამარ მეფე იყო ერთიანი საქართველის მონარქი.
იწოდებოდა როგორც „მეფეთ მეფე და დედოფალთ
დედოფალი აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და
სომეხთა, შირვანთა და შაჰანშათა და მბრძანებელი ყოვლისა
აღმოსავლეთისა და დასავლეთისა, დიდება ამა სამყაროსა
და სარწმუნოებისა, მესიის მოვლენილი". მისი
მმართველობის პერიოდს ქართველები „ოქროს ხანას“
უწოდებენ. ამ დროს შენდება ქალაქები, ციხეები,
ეკლესიები, მონასტრები, ხიდები.... ითარგმნება წიგნები,
იხატება ეკლესიები, იჭედება ხატები.
ქართველები წარმატებით იგერიებენ ყველა
დამპყრობელს, მეტიც, შეტევაზე გადადიან და იკავებენ
თურქეთისა და სომხეთის დიდ ნაწილს. შავი ზღვის
სამხრეთ–აღმოსავლეთით ქმნიან საქართველოს გავლენის
ქვეშ მყოფ ტრაპიზონის იმპერიას.
თამარის ფრესკა ყინწვისში გიორგი III და თამარის ფრესკა ვარძიაში
საქართველო თამარ მეფის დროს
ხუაშაქ ცოქალი — XII საუკუნის II ნახევრის საქართველოს
პოლიტიკური მოღვაწე. დიდგვაროვანი აზნაურის რატი I
სურამელის, ერისთავთ ერისთავის დედა. თამარ
მეფემ ხუაშაქ ცოქალი კრავაი ჯაყელთან ერთად მოციქულად
მიუგზავნა აჯანყებულ ყუთლუ-არსლანს. მანდილოსანთა
მისია წარმატებით დამთავრდა.
კრავაი ჯაყელი, — XII საუკუნის II
ნახევრის საქართველოს პოლიტიკური მოღვაწე,
დიდგვაროვანი ფეოდალის სამძივრის დედა. ყუთლუ-
არსლანის პოლიტიკური დასის
გამოსვლის დროს თამარმა ჯაყელი
და ხუაშაქცოქალი გაგზავნა აჯანყებულებთან
მოსალაპარაკებლად. საპატიო მანდილოსნებმა დავალება
წარმატებით შეასრულეს.
ინდირა განდი
ინდოეთის პირველი პრემიერ-მინისტრის
ჯავაჰარლალ ნერუს ქალიშვილი
1966 წელს, როდესაც ის პირველად
დაინიშნა ინდოეთის პრემიერ-მინისტრად,
მეტოქეებმა "სულელი თოჯინა" შეარქვეს.
აღმოჩნდა, რომ მწარედ ცდებოდნენ. გოგონა
სახელად "მთვარის ქვეყანა" (სწორედ ამას
ნიშნავს მისი სახელი) 1917 წელს ინდოეთის
ერთ მდიდარ და გავლენიან ოჯახში
დაიბადა. როგორც ნამდვილ ინდოელ ქალს
შეშვენის, ინდირამაც ოჯახი შექმნა და ორი
ვაჟი გააჩინა.
როგორც მისი მემატიანეები აღწერენ, ეს წლები
ინდირას ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერი იყო. თუმცა
ბედნიერება დიდხანს არ გაგრძელებულა. ინდირა
განდიმ ჯერ ქმარი დაკარგა, შემდეგ მამა და უმცროსი
შვილი. ძნელია წარმოდგენა რა ხდებოდა მის გულში,
თუმცა გარეგნულად მალევე დაიბრუნა ჩვეული
შემართება. ძალიან მალე, ეს დაბალი ტანის, ნაადრევად
ჭაღარით შევერცხლილი თმითა და სარიზე
დამაგრებული ვარდისფერი ყვავილით, გამძლეობასა და
სიბრძნესთან ასოცირდებოდა. თანამემამულეებმა მასში
თვით შაქტის (გონიერების ქალღმერთის) განსახიერება
დაინახეს.
ინდირა განდი გახდა პირველი ქალი, ვისაც
ქვეყნის პოლიტიკური ბედის გადაწყვეტა ანდეს.
სიცოცხლის ბოლო წუთებამდე ძლიერი, მტკიცე
ხასიათისა და ძალაუფლების მოყვარე ინდირა განდი
პირველ რიგში მაინც ქალი იყო, რასაც მას
საბედისწერო შეცდომად უთვლიან - 1984 წლის 31
ოქტომბერს, ჟურნალისტებთან შეხვედრამდე, განდი
დიდხანს არჩევდა სამოსს და ვერც კი იფიქრებდა, რომ
ეს უკანასკნელი დღე აღმოჩნდებოდა მის ცხოვრებაში.
ზაფრანისფერი კაბის შერჩევისას ინდირა განდიმ
ტყვია გაუმტარი ჟილეტი მოიხსნა, ჩათვალა, რომ ცოტა
ასუქებდა..
სიცოცხლეშივე წმინდანი
მას მთელი მსოფლიო დედა ტერეზას სახელით
იცნობს, ნამდვილი სახელია აგნეს გონჯა ბოიაჯუ.
ალბანელი მემწვანილის ოჯახში დაბადებულ დედა
ტერეზას სიცოცხლეშივე უწოდეს წმინდანი, მაგრამ
თვითონ ამბობდა, რომ მხოლოდ "ფანქარი იყო ღმერთის
ხელში".
18 წლისა მშობლების სახლიდან წამოვიდა და
მონაზვნად აღიკვეცა მისიონერულ ორდენ "ლორეტის
დებში", რათა სიცოცხლე გაჭირვებულთა დახმარებისთვის
მიეძღვნა. 36 წლის იყო, როცა მოწყალების საზოგადოება
შექმნა, რომელიც ღატაკებისა და გაჭირვებულთათვის
სკოლების, თავშესაფრების და
საავადმყოფოების დაარსებით იყო დაკავებული. მისი
სახე სიკეთის, იმედისა და მოწყალების სიმბოლოდ იქცა. ის
ყველა "ცხელი წერტილის" სტუმარი იყო და
სისხლისმღვრელი ომის შეჩერებას ცდილობდა. 87 წლის
მომაკვდავი დედა ტერეზასთვის უკითხავთ: “ოდესმე
დღესასწაულზე ან უქმეებზე თუ დაგისვენიათო”. რაზეც მას
უთქვამს: “ჩემთვის ყოველი დღე დღესასწაულიაო!”
"რკინის ლედი" თუ "მოუსვენარი
კუდიანი"
რას აღარ უწოდებდნენ, ზოგი "ნატოში
ყველაზე ძლიერ კაცს ეძახდა", ზოგიც
"მოუსვენარ კუდიანს". დილის ხუთი-ექვსი
საათიდან ღამის პირველ საათამდე
სამსახურში იყო. "არასდროს მძინავს დღე-
ღამეში ოთხ-ხუთ საათზე მეტი. ჩემი
ცხოვრება - ჩემი სამსახურია. ზოგი მუშაობს
იმისთვის, რომ იცხოვროს, მე კი ვცხოვრობ
იმისთვის, რომ ვიმუშაო", - უთქვამს
მარგარეტ ტეტჩერს. ცოტა სამკაული,
ნაცრისფერი ან მუქი ლურჯი კოსტიუმები,
მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი და
ძალაუფლებით სავსე მზერა - სწორედ
ასეთი დაამახსოვრდა მსოფლიოს "რკინის
ლედი".
1979 წელს, როდესაც ის ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი გახდა,
შეძლო ქვეყანის ღრმა ეკონომიკური კრიზისიდან გამოყვანა. ბევრი
ლანძღავდა, ბევრსაც სძულდა და ამის მიუხედავად, ხელისუფლების
სადავეები მას XX საუკუნის ყველა პოლიტიკურ ლიდერზე მეტხანს
ეჭირა. მაგრამ "რკინის ლედის" ერთი საიდუმლოც ჰქონდა და ქმრის
გარდაცვალების შემდეგ მან თავის მემუარებში დაწერა: "ვერასდროს
ვიქნებოდი პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე 11 წლის
განმავლობაში, რომ არა დენისი". მათ ერთად ნახევარ საუკუნეზე
მეტხანს იცხოვრეს. მართალია ზურგს უკან დენის ტეტჩერს ცოლის
თვინიერას ეძახდნენ, მაგრამ ფაქტია, რომ მას უყვარდა ცოლი და
მხარში ედგა. ტეტჩერი 85 წლის არის და "რკინის ლედის"
ჯანმრთელობასაც ჟანგი შეეპარა, მაგრამ საზოგადოებაში ისევ ჩვეული
სიდარბაისლით და უნაკლოდ ჩნდება.
გარდაიცვალა 2013 წლის 8 აპრილს.
ჰილარი კლინტონი
ამერიკის შეერთებული
შტატების 67-ე სახელმწიფო
მდივანი
(დ. 26 ოქტომბერი 1947, ჩიკაგო) — ამერიკელი პოლიტიკოსი, 2009-2013
წლებში იყო აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ბარაკ
ობამას ადმინისტრაციაში. აშშ-ის სენატორი ნიუ-იორკიდან 2001-09 წლებში,
იყო პრეზიდენტობის კანდიდატი დემოკრატიული პარტიიდან 2008 წლის
არჩევნებში. აშშ-ის პირველი ლედი 1993-2001 წლებში ბილ
კლინტონის პრეზიდენტობის დროს.
წარმოშობით ილინოისელმა ჰილარიმ ქვეყნის
ყურადღება 1969 წელს მიიპყრო კრიტიკული გამოსვლით უელესლის
კოლეჯში წლის დასაწყისის მიმართვაში. კარიერა დაიწყო, როგორც
ადვოკატმა 1973 წელს იელის იურიდიული სკოლის დასრულების
შემდეგ. 1975 წელს არკანზასში გადავიდა, სადაც ბილ კლინტონს გაყვა
ცოლად და კარიერას კონგრესის იურიდიულ კონსულტანტად
აგრძელებს. 1979 წელს ის პირველი ქალი პარტნიორი გახდა როუზის
ადვოკატთა ფირმაში, ხოლო 1988-1991 წლებში ქვეყნისას ყველაზე
გავლენიან იურისტთა სიაში მოხვდა. 1979-81 და 1983-92 წლებში
არკანზასის პირველი ლედი იყო, აქტიურობდა რამდენიმე
ორგანიზციაში, რომელთა მიზანი ბავშვების კეთილდღეობის ამაღლება
იყო.
აშშ-ის პირველი ლედის პერიოდში ის მნიშვნელოვან როლს
ასრულებს პოლიტიკის საკითხებში. მისი მთავარი ინიციატივა,
კლინტონის ჯანდაცვის გეგმა, 1994 წელს კონგრესის მიერ არ
დამტკიცდა, თუმცა 1997 წელს მისი დახმარებით დაფუძნდა
სახელმწიფო ბავშვთა ჯანმრთელობის დაზღვევის პროგრამა და
შვილად აყვანისა და უსაფრთხო ოჯახის აქტი. მისი ქორწინების
სტატუსი ბილ კლინტონთან საზოგადოების განხილვის საგანი
გახდა 1998 წელს ლევინსკის სკანდალის შემდეგ.
ნიუ-იორკში გადასვლის შემდეგ კლინტონი აირჩიეს აშშ-ის
სენატში 2000 წელს — პირველი შემთხვევა, როდესაც ამერიკელი
პირველი ლედი საზოგადოებრივ სამსახურში ჩადგა და პირველი
სენატორი ქალი ამ შტატიდან. აქ ის თავდაპირველად მხარს
უჭერდა ჯორჯ ბუშის საგარეო პოლიტიკას, რომელიც ასევე
მოიცავდა ერაყის ომის რეზოლუციაზე თანხმობას. შემდგომში ის
განუდგა ბუშის ადმინისტრაციას ერაყის ომის მსვლელობის გამო და
ასევე მრავალი საშინაო საკითხების ირგვლივ. 2006 წელს ხელახლა
აირჩიეს სენატში.
ჰილარი კლინტონი პირველი ქალია აშშ-ის ისტორიაში,
რომელსაც პრეზიდენტად არჩევის დიდი შანსი ჰქონდა. 2007 წლის
განმავლობაში სამოქალაქო გამოკითხვებში ის მუდამ წინ იყო
დემოკრატთა ნომინანტთა შორის. მაგრამ 2008 წლის პრაიმერებში
დაამარცხა ბარაკ ობამამ.
"გულების დედოფალი"
ლედი დაიანას "მსოფლიო პრინცესასაც"
უწოდებდნენ, რადგან სიკეთისა და
ქველმოქმედების სიმბოლოდ ქცეული ქალი
ყველგან უყვარდათ. მისი ცხოვრება
ზღაპარივით აეწყო -
საბავშვო ბაღის აღმზრდელი ბრიტანეთის
სამეფო ოჯახის
წევრი გახდა. მათი ქორწილი ბრიტანული დღე
სასწაულის ფარგლებს გაცდა,რადგან ცერემონი
ალს სხვადასხვა ქვეყნებში ტელეეკრანიდან 750
მილიონი
მაყურებელი ადევნებდა თვალს. ამბობენ, რომ
დაიანას ხალხის მოსმენისა და მათი
გაგების განსაკუთრებული ნიჭი ჰქონდა. მას
შეეძლო ესაუბრა, როგორც
თანასწორთან, ყველა რასისა და სოციალური
სტატუსის წარმომადგენელთან.
მონაწილეობდა შიდსით ინფიცირებულთა დასახმარებლად გამართულ
თუ სხვა საქველმოქმედო აქციებში. ერთ-
ერთი უკანასკნელი მისიის დროს, მან შემოიარა
ბევრი ქვეყანა ანგოლიდან ბოსნიამდე, რათა თავად ენახა ქვეით საწინააღმდეგო
ნაღმების აფეთქების შედეგები და მოუწოდებდა მსოფლიოს უარი ეთქვა ამ
იარაღის გამოყენებაზე.
პრინც ჩარლზს დაიანამ სამეფო გვირგვინის ორი მემკვიდრე,
უილიამი და ჰარი გაუჩინა, მაგრამ ქორწინებაში უიღბლო გამოდგა.
ჩარლზმა კამილა პარკერის
დავიწყება ვერ შეძლო და მსოფლიოში ყველაზე ცნობილი წყვილის
ცხოვრებაში
ბზარი გაჩნდა. დაიანა დეპრესიაში იყო და ბულიმიაც კი აწუხებდა...
ჩარლზთან
დაშორების შემდეგ ლედი დაიანას ცხოვრებაში არაბი მილიონერის,
მუხამედ ალ-
ფაიედის შვილი დოდი ალფაიედი გამოჩნდა. მათი ურთიერთობა
ხანმოკლე გამოდგა,
36 წლის დაიანას სიკვდილის მიზეზი ავტოკატასტროფა გახდა,
რომლის მიზეზები დღემდე ამოუხსნელია.

Contenu connexe

En vedette

2024 State of Marketing Report – by Hubspot
2024 State of Marketing Report – by Hubspot2024 State of Marketing Report – by Hubspot
2024 State of Marketing Report – by HubspotMarius Sescu
 
Everything You Need To Know About ChatGPT
Everything You Need To Know About ChatGPTEverything You Need To Know About ChatGPT
Everything You Need To Know About ChatGPTExpeed Software
 
Product Design Trends in 2024 | Teenage Engineerings
Product Design Trends in 2024 | Teenage EngineeringsProduct Design Trends in 2024 | Teenage Engineerings
Product Design Trends in 2024 | Teenage EngineeringsPixeldarts
 
How Race, Age and Gender Shape Attitudes Towards Mental Health
How Race, Age and Gender Shape Attitudes Towards Mental HealthHow Race, Age and Gender Shape Attitudes Towards Mental Health
How Race, Age and Gender Shape Attitudes Towards Mental HealthThinkNow
 
AI Trends in Creative Operations 2024 by Artwork Flow.pdf
AI Trends in Creative Operations 2024 by Artwork Flow.pdfAI Trends in Creative Operations 2024 by Artwork Flow.pdf
AI Trends in Creative Operations 2024 by Artwork Flow.pdfmarketingartwork
 
PEPSICO Presentation to CAGNY Conference Feb 2024
PEPSICO Presentation to CAGNY Conference Feb 2024PEPSICO Presentation to CAGNY Conference Feb 2024
PEPSICO Presentation to CAGNY Conference Feb 2024Neil Kimberley
 
Content Methodology: A Best Practices Report (Webinar)
Content Methodology: A Best Practices Report (Webinar)Content Methodology: A Best Practices Report (Webinar)
Content Methodology: A Best Practices Report (Webinar)contently
 
How to Prepare For a Successful Job Search for 2024
How to Prepare For a Successful Job Search for 2024How to Prepare For a Successful Job Search for 2024
How to Prepare For a Successful Job Search for 2024Albert Qian
 
Social Media Marketing Trends 2024 // The Global Indie Insights
Social Media Marketing Trends 2024 // The Global Indie InsightsSocial Media Marketing Trends 2024 // The Global Indie Insights
Social Media Marketing Trends 2024 // The Global Indie InsightsKurio // The Social Media Age(ncy)
 
Trends In Paid Search: Navigating The Digital Landscape In 2024
Trends In Paid Search: Navigating The Digital Landscape In 2024Trends In Paid Search: Navigating The Digital Landscape In 2024
Trends In Paid Search: Navigating The Digital Landscape In 2024Search Engine Journal
 
5 Public speaking tips from TED - Visualized summary
5 Public speaking tips from TED - Visualized summary5 Public speaking tips from TED - Visualized summary
5 Public speaking tips from TED - Visualized summarySpeakerHub
 
ChatGPT and the Future of Work - Clark Boyd
ChatGPT and the Future of Work - Clark Boyd ChatGPT and the Future of Work - Clark Boyd
ChatGPT and the Future of Work - Clark Boyd Clark Boyd
 
Getting into the tech field. what next
Getting into the tech field. what next Getting into the tech field. what next
Getting into the tech field. what next Tessa Mero
 
Google's Just Not That Into You: Understanding Core Updates & Search Intent
Google's Just Not That Into You: Understanding Core Updates & Search IntentGoogle's Just Not That Into You: Understanding Core Updates & Search Intent
Google's Just Not That Into You: Understanding Core Updates & Search IntentLily Ray
 
Time Management & Productivity - Best Practices
Time Management & Productivity -  Best PracticesTime Management & Productivity -  Best Practices
Time Management & Productivity - Best PracticesVit Horky
 
The six step guide to practical project management
The six step guide to practical project managementThe six step guide to practical project management
The six step guide to practical project managementMindGenius
 
Beginners Guide to TikTok for Search - Rachel Pearson - We are Tilt __ Bright...
Beginners Guide to TikTok for Search - Rachel Pearson - We are Tilt __ Bright...Beginners Guide to TikTok for Search - Rachel Pearson - We are Tilt __ Bright...
Beginners Guide to TikTok for Search - Rachel Pearson - We are Tilt __ Bright...RachelPearson36
 

En vedette (20)

2024 State of Marketing Report – by Hubspot
2024 State of Marketing Report – by Hubspot2024 State of Marketing Report – by Hubspot
2024 State of Marketing Report – by Hubspot
 
Everything You Need To Know About ChatGPT
Everything You Need To Know About ChatGPTEverything You Need To Know About ChatGPT
Everything You Need To Know About ChatGPT
 
Product Design Trends in 2024 | Teenage Engineerings
Product Design Trends in 2024 | Teenage EngineeringsProduct Design Trends in 2024 | Teenage Engineerings
Product Design Trends in 2024 | Teenage Engineerings
 
How Race, Age and Gender Shape Attitudes Towards Mental Health
How Race, Age and Gender Shape Attitudes Towards Mental HealthHow Race, Age and Gender Shape Attitudes Towards Mental Health
How Race, Age and Gender Shape Attitudes Towards Mental Health
 
AI Trends in Creative Operations 2024 by Artwork Flow.pdf
AI Trends in Creative Operations 2024 by Artwork Flow.pdfAI Trends in Creative Operations 2024 by Artwork Flow.pdf
AI Trends in Creative Operations 2024 by Artwork Flow.pdf
 
Skeleton Culture Code
Skeleton Culture CodeSkeleton Culture Code
Skeleton Culture Code
 
PEPSICO Presentation to CAGNY Conference Feb 2024
PEPSICO Presentation to CAGNY Conference Feb 2024PEPSICO Presentation to CAGNY Conference Feb 2024
PEPSICO Presentation to CAGNY Conference Feb 2024
 
Content Methodology: A Best Practices Report (Webinar)
Content Methodology: A Best Practices Report (Webinar)Content Methodology: A Best Practices Report (Webinar)
Content Methodology: A Best Practices Report (Webinar)
 
How to Prepare For a Successful Job Search for 2024
How to Prepare For a Successful Job Search for 2024How to Prepare For a Successful Job Search for 2024
How to Prepare For a Successful Job Search for 2024
 
Social Media Marketing Trends 2024 // The Global Indie Insights
Social Media Marketing Trends 2024 // The Global Indie InsightsSocial Media Marketing Trends 2024 // The Global Indie Insights
Social Media Marketing Trends 2024 // The Global Indie Insights
 
Trends In Paid Search: Navigating The Digital Landscape In 2024
Trends In Paid Search: Navigating The Digital Landscape In 2024Trends In Paid Search: Navigating The Digital Landscape In 2024
Trends In Paid Search: Navigating The Digital Landscape In 2024
 
5 Public speaking tips from TED - Visualized summary
5 Public speaking tips from TED - Visualized summary5 Public speaking tips from TED - Visualized summary
5 Public speaking tips from TED - Visualized summary
 
ChatGPT and the Future of Work - Clark Boyd
ChatGPT and the Future of Work - Clark Boyd ChatGPT and the Future of Work - Clark Boyd
ChatGPT and the Future of Work - Clark Boyd
 
Getting into the tech field. what next
Getting into the tech field. what next Getting into the tech field. what next
Getting into the tech field. what next
 
Google's Just Not That Into You: Understanding Core Updates & Search Intent
Google's Just Not That Into You: Understanding Core Updates & Search IntentGoogle's Just Not That Into You: Understanding Core Updates & Search Intent
Google's Just Not That Into You: Understanding Core Updates & Search Intent
 
How to have difficult conversations
How to have difficult conversations How to have difficult conversations
How to have difficult conversations
 
Introduction to Data Science
Introduction to Data ScienceIntroduction to Data Science
Introduction to Data Science
 
Time Management & Productivity - Best Practices
Time Management & Productivity -  Best PracticesTime Management & Productivity -  Best Practices
Time Management & Productivity - Best Practices
 
The six step guide to practical project management
The six step guide to practical project managementThe six step guide to practical project management
The six step guide to practical project management
 
Beginners Guide to TikTok for Search - Rachel Pearson - We are Tilt __ Bright...
Beginners Guide to TikTok for Search - Rachel Pearson - We are Tilt __ Bright...Beginners Guide to TikTok for Search - Rachel Pearson - We are Tilt __ Bright...
Beginners Guide to TikTok for Search - Rachel Pearson - We are Tilt __ Bright...
 

მსოფლიოში ცნობილი ქალები

  • 1. მსოფლიოში ცნობილი ქალები ანუ ქალების როლი როგორც პოლიტიკურ ცხოვრებაში, ისე სხვადასხვა სფეროში
  • 2. მიზანი: ქალის როლის უკეთ წარმოჩენა, მათი მიღწევების და შესაძლებლობების აღიარება, მათი დამსახურებით მომხდარი მნიშვნელოვანი ცვლილებების უკეთ გაცნობიერება.
  • 3. მარიამ დედოფალი მარიამი — ერთიანი საქართველოს დედოფალი, საქართველოს მეფის გიორგი I-ის მეუღლე, ვასპურაკანის მეფის სენაქერი მარწრუნის ასული, ბაგრატ IV-ის დედა, XI საუკუნის პოლიტიკური მოღვაწე. მარიამი მცირეწლოვანი ბაგრატის მეფობის დროს აქტიურად მონაწილეობდა ქვეყნის მართვაში. შეეცადა ბოლო მოეღო დაუცხრომელი შინაფეოდალური ბრძოლებისათვის, რითაც სარგებლობდა ბიზანტია და ცდილობდა მიწები წაეგლიჯა საქართველოსათვის. 1030 წელს კონსტანტინოპოლში საზავო მოლაპარაკებას აწარმოებდა იმპერატორ რომანოზ III არგირთან. იმპერატორმა მას აღუთქვა საქართველოში მშვიდობის დამყარება, ბაგრატ IV-ს უბოძა კურაპალატის წოდება და თავისი ძმის, ბასილის, ქალი ელენე მიათხოვა.
  • 4. მარიამი 1031-1032 წლებში შეეცადა შემოერიგებინა ბაგრატ IV-ის ნახევარძმა დემეტრე, რომლის გამეფება მეფის მოწინააღმდეგე დიდაზნაურებს სურდათ. 1045 წელს უმეფოდ დარჩენილი ქ. ანისი ქალაქის ბერებმა ბაგრატ IV-სა და მარიამს გადასცეს. მარიამმა ანისში ერისთავი აბუსერი დააყენა გამგებლად. 1052 წელს ბიზანტიაში გაჰყვა თავის შვილს, ბაგრატ IV-ს, რომელიც ლიპარიტ IV-მ შეავიწროვა. მარიამი კონსტანტინოპოლში ყოფნისას დიდ დახმარებას უწევდა ათონის ივერთა მონასტერს. იგი განსაკუთრებული ღვაწლისათვის მონასტრის აღაპებში გათანაბრებულია ათონის ივერთა მონასტრის მაშენებლებთან.
  • 5. ბიზანტიაში ყოფნისას მარიამი დაემოწაფა გიორგი მთაწმიდელს, რომელმაც იგი მონაზვნად აღკვეცა. მარიამის დახმარებით, გიორგი მთაწმიდელმა იმპერატორისაგან მიიღო შავმთასა და იერუსალიმში წასვლის ნებართვა. მარიამმა მას გაატანა მდიდრული შესაწირავი, რომელიც იერუსალიმის მონასტრის წინამძღვარმა პროხორემ ჯვრის მონასტრის აგებას მოახმარა. 1057 წელს მარიამი საქართველოში დაბრუნდა. იგი ფიქრობდა ქვეყნის კულტურის აღორძინებაზე, გიორგი მთაწმინდელს იწვევდა საქართველოში საეკლესიო საქმეების მოსაწესრიგებლად. მარიამი ცოცხალი იყო ბაგრატ IV-ის გარდაცვალების (1072) შემდეგაც. 1103 წლის რუის-ურბნისის საეკლესიო კრების ძეგლისწერაში იგი მიცვალებულად იხსენიება.
  • 6.
  • 7. თამარ მეფე იყო ერთიანი საქართველის მონარქი. იწოდებოდა როგორც „მეფეთ მეფე და დედოფალთ დედოფალი აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა, შირვანთა და შაჰანშათა და მბრძანებელი ყოვლისა აღმოსავლეთისა და დასავლეთისა, დიდება ამა სამყაროსა და სარწმუნოებისა, მესიის მოვლენილი". მისი მმართველობის პერიოდს ქართველები „ოქროს ხანას“ უწოდებენ. ამ დროს შენდება ქალაქები, ციხეები, ეკლესიები, მონასტრები, ხიდები.... ითარგმნება წიგნები, იხატება ეკლესიები, იჭედება ხატები. ქართველები წარმატებით იგერიებენ ყველა დამპყრობელს, მეტიც, შეტევაზე გადადიან და იკავებენ თურქეთისა და სომხეთის დიდ ნაწილს. შავი ზღვის სამხრეთ–აღმოსავლეთით ქმნიან საქართველოს გავლენის ქვეშ მყოფ ტრაპიზონის იმპერიას.
  • 8. თამარის ფრესკა ყინწვისში გიორგი III და თამარის ფრესკა ვარძიაში
  • 10. ხუაშაქ ცოქალი — XII საუკუნის II ნახევრის საქართველოს პოლიტიკური მოღვაწე. დიდგვაროვანი აზნაურის რატი I სურამელის, ერისთავთ ერისთავის დედა. თამარ მეფემ ხუაშაქ ცოქალი კრავაი ჯაყელთან ერთად მოციქულად მიუგზავნა აჯანყებულ ყუთლუ-არსლანს. მანდილოსანთა მისია წარმატებით დამთავრდა. კრავაი ჯაყელი, — XII საუკუნის II ნახევრის საქართველოს პოლიტიკური მოღვაწე, დიდგვაროვანი ფეოდალის სამძივრის დედა. ყუთლუ- არსლანის პოლიტიკური დასის გამოსვლის დროს თამარმა ჯაყელი და ხუაშაქცოქალი გაგზავნა აჯანყებულებთან მოსალაპარაკებლად. საპატიო მანდილოსნებმა დავალება წარმატებით შეასრულეს.
  • 11. ინდირა განდი ინდოეთის პირველი პრემიერ-მინისტრის ჯავაჰარლალ ნერუს ქალიშვილი 1966 წელს, როდესაც ის პირველად დაინიშნა ინდოეთის პრემიერ-მინისტრად, მეტოქეებმა "სულელი თოჯინა" შეარქვეს. აღმოჩნდა, რომ მწარედ ცდებოდნენ. გოგონა სახელად "მთვარის ქვეყანა" (სწორედ ამას ნიშნავს მისი სახელი) 1917 წელს ინდოეთის ერთ მდიდარ და გავლენიან ოჯახში დაიბადა. როგორც ნამდვილ ინდოელ ქალს შეშვენის, ინდირამაც ოჯახი შექმნა და ორი ვაჟი გააჩინა.
  • 12. როგორც მისი მემატიანეები აღწერენ, ეს წლები ინდირას ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერი იყო. თუმცა ბედნიერება დიდხანს არ გაგრძელებულა. ინდირა განდიმ ჯერ ქმარი დაკარგა, შემდეგ მამა და უმცროსი შვილი. ძნელია წარმოდგენა რა ხდებოდა მის გულში, თუმცა გარეგნულად მალევე დაიბრუნა ჩვეული შემართება. ძალიან მალე, ეს დაბალი ტანის, ნაადრევად ჭაღარით შევერცხლილი თმითა და სარიზე დამაგრებული ვარდისფერი ყვავილით, გამძლეობასა და სიბრძნესთან ასოცირდებოდა. თანამემამულეებმა მასში თვით შაქტის (გონიერების ქალღმერთის) განსახიერება დაინახეს.
  • 13. ინდირა განდი გახდა პირველი ქალი, ვისაც ქვეყნის პოლიტიკური ბედის გადაწყვეტა ანდეს. სიცოცხლის ბოლო წუთებამდე ძლიერი, მტკიცე ხასიათისა და ძალაუფლების მოყვარე ინდირა განდი პირველ რიგში მაინც ქალი იყო, რასაც მას საბედისწერო შეცდომად უთვლიან - 1984 წლის 31 ოქტომბერს, ჟურნალისტებთან შეხვედრამდე, განდი დიდხანს არჩევდა სამოსს და ვერც კი იფიქრებდა, რომ ეს უკანასკნელი დღე აღმოჩნდებოდა მის ცხოვრებაში. ზაფრანისფერი კაბის შერჩევისას ინდირა განდიმ ტყვია გაუმტარი ჟილეტი მოიხსნა, ჩათვალა, რომ ცოტა ასუქებდა..
  • 14. სიცოცხლეშივე წმინდანი მას მთელი მსოფლიო დედა ტერეზას სახელით იცნობს, ნამდვილი სახელია აგნეს გონჯა ბოიაჯუ. ალბანელი მემწვანილის ოჯახში დაბადებულ დედა ტერეზას სიცოცხლეშივე უწოდეს წმინდანი, მაგრამ თვითონ ამბობდა, რომ მხოლოდ "ფანქარი იყო ღმერთის ხელში".
  • 15. 18 წლისა მშობლების სახლიდან წამოვიდა და მონაზვნად აღიკვეცა მისიონერულ ორდენ "ლორეტის დებში", რათა სიცოცხლე გაჭირვებულთა დახმარებისთვის მიეძღვნა. 36 წლის იყო, როცა მოწყალების საზოგადოება შექმნა, რომელიც ღატაკებისა და გაჭირვებულთათვის სკოლების, თავშესაფრების და საავადმყოფოების დაარსებით იყო დაკავებული. მისი სახე სიკეთის, იმედისა და მოწყალების სიმბოლოდ იქცა. ის ყველა "ცხელი წერტილის" სტუმარი იყო და სისხლისმღვრელი ომის შეჩერებას ცდილობდა. 87 წლის მომაკვდავი დედა ტერეზასთვის უკითხავთ: “ოდესმე დღესასწაულზე ან უქმეებზე თუ დაგისვენიათო”. რაზეც მას უთქვამს: “ჩემთვის ყოველი დღე დღესასწაულიაო!”
  • 16. "რკინის ლედი" თუ "მოუსვენარი კუდიანი" რას აღარ უწოდებდნენ, ზოგი "ნატოში ყველაზე ძლიერ კაცს ეძახდა", ზოგიც "მოუსვენარ კუდიანს". დილის ხუთი-ექვსი საათიდან ღამის პირველ საათამდე სამსახურში იყო. "არასდროს მძინავს დღე- ღამეში ოთხ-ხუთ საათზე მეტი. ჩემი ცხოვრება - ჩემი სამსახურია. ზოგი მუშაობს იმისთვის, რომ იცხოვროს, მე კი ვცხოვრობ იმისთვის, რომ ვიმუშაო", - უთქვამს მარგარეტ ტეტჩერს. ცოტა სამკაული, ნაცრისფერი ან მუქი ლურჯი კოსტიუმები, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი და ძალაუფლებით სავსე მზერა - სწორედ ასეთი დაამახსოვრდა მსოფლიოს "რკინის ლედი".
  • 17. 1979 წელს, როდესაც ის ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი გახდა, შეძლო ქვეყანის ღრმა ეკონომიკური კრიზისიდან გამოყვანა. ბევრი ლანძღავდა, ბევრსაც სძულდა და ამის მიუხედავად, ხელისუფლების სადავეები მას XX საუკუნის ყველა პოლიტიკურ ლიდერზე მეტხანს ეჭირა. მაგრამ "რკინის ლედის" ერთი საიდუმლოც ჰქონდა და ქმრის გარდაცვალების შემდეგ მან თავის მემუარებში დაწერა: "ვერასდროს ვიქნებოდი პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე 11 წლის განმავლობაში, რომ არა დენისი". მათ ერთად ნახევარ საუკუნეზე მეტხანს იცხოვრეს. მართალია ზურგს უკან დენის ტეტჩერს ცოლის თვინიერას ეძახდნენ, მაგრამ ფაქტია, რომ მას უყვარდა ცოლი და მხარში ედგა. ტეტჩერი 85 წლის არის და "რკინის ლედის" ჯანმრთელობასაც ჟანგი შეეპარა, მაგრამ საზოგადოებაში ისევ ჩვეული სიდარბაისლით და უნაკლოდ ჩნდება. გარდაიცვალა 2013 წლის 8 აპრილს.
  • 19. (დ. 26 ოქტომბერი 1947, ჩიკაგო) — ამერიკელი პოლიტიკოსი, 2009-2013 წლებში იყო აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ბარაკ ობამას ადმინისტრაციაში. აშშ-ის სენატორი ნიუ-იორკიდან 2001-09 წლებში, იყო პრეზიდენტობის კანდიდატი დემოკრატიული პარტიიდან 2008 წლის არჩევნებში. აშშ-ის პირველი ლედი 1993-2001 წლებში ბილ კლინტონის პრეზიდენტობის დროს. წარმოშობით ილინოისელმა ჰილარიმ ქვეყნის ყურადღება 1969 წელს მიიპყრო კრიტიკული გამოსვლით უელესლის კოლეჯში წლის დასაწყისის მიმართვაში. კარიერა დაიწყო, როგორც ადვოკატმა 1973 წელს იელის იურიდიული სკოლის დასრულების შემდეგ. 1975 წელს არკანზასში გადავიდა, სადაც ბილ კლინტონს გაყვა ცოლად და კარიერას კონგრესის იურიდიულ კონსულტანტად აგრძელებს. 1979 წელს ის პირველი ქალი პარტნიორი გახდა როუზის ადვოკატთა ფირმაში, ხოლო 1988-1991 წლებში ქვეყნისას ყველაზე გავლენიან იურისტთა სიაში მოხვდა. 1979-81 და 1983-92 წლებში არკანზასის პირველი ლედი იყო, აქტიურობდა რამდენიმე ორგანიზციაში, რომელთა მიზანი ბავშვების კეთილდღეობის ამაღლება იყო.
  • 20. აშშ-ის პირველი ლედის პერიოდში ის მნიშვნელოვან როლს ასრულებს პოლიტიკის საკითხებში. მისი მთავარი ინიციატივა, კლინტონის ჯანდაცვის გეგმა, 1994 წელს კონგრესის მიერ არ დამტკიცდა, თუმცა 1997 წელს მისი დახმარებით დაფუძნდა სახელმწიფო ბავშვთა ჯანმრთელობის დაზღვევის პროგრამა და შვილად აყვანისა და უსაფრთხო ოჯახის აქტი. მისი ქორწინების სტატუსი ბილ კლინტონთან საზოგადოების განხილვის საგანი გახდა 1998 წელს ლევინსკის სკანდალის შემდეგ.
  • 21. ნიუ-იორკში გადასვლის შემდეგ კლინტონი აირჩიეს აშშ-ის სენატში 2000 წელს — პირველი შემთხვევა, როდესაც ამერიკელი პირველი ლედი საზოგადოებრივ სამსახურში ჩადგა და პირველი სენატორი ქალი ამ შტატიდან. აქ ის თავდაპირველად მხარს უჭერდა ჯორჯ ბუშის საგარეო პოლიტიკას, რომელიც ასევე მოიცავდა ერაყის ომის რეზოლუციაზე თანხმობას. შემდგომში ის განუდგა ბუშის ადმინისტრაციას ერაყის ომის მსვლელობის გამო და ასევე მრავალი საშინაო საკითხების ირგვლივ. 2006 წელს ხელახლა აირჩიეს სენატში. ჰილარი კლინტონი პირველი ქალია აშშ-ის ისტორიაში, რომელსაც პრეზიდენტად არჩევის დიდი შანსი ჰქონდა. 2007 წლის განმავლობაში სამოქალაქო გამოკითხვებში ის მუდამ წინ იყო დემოკრატთა ნომინანტთა შორის. მაგრამ 2008 წლის პრაიმერებში დაამარცხა ბარაკ ობამამ.
  • 22. "გულების დედოფალი" ლედი დაიანას "მსოფლიო პრინცესასაც" უწოდებდნენ, რადგან სიკეთისა და ქველმოქმედების სიმბოლოდ ქცეული ქალი ყველგან უყვარდათ. მისი ცხოვრება ზღაპარივით აეწყო - საბავშვო ბაღის აღმზრდელი ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრი გახდა. მათი ქორწილი ბრიტანული დღე სასწაულის ფარგლებს გაცდა,რადგან ცერემონი ალს სხვადასხვა ქვეყნებში ტელეეკრანიდან 750 მილიონი მაყურებელი ადევნებდა თვალს. ამბობენ, რომ დაიანას ხალხის მოსმენისა და მათი გაგების განსაკუთრებული ნიჭი ჰქონდა. მას შეეძლო ესაუბრა, როგორც თანასწორთან, ყველა რასისა და სოციალური სტატუსის წარმომადგენელთან.
  • 23. მონაწილეობდა შიდსით ინფიცირებულთა დასახმარებლად გამართულ თუ სხვა საქველმოქმედო აქციებში. ერთ- ერთი უკანასკნელი მისიის დროს, მან შემოიარა ბევრი ქვეყანა ანგოლიდან ბოსნიამდე, რათა თავად ენახა ქვეით საწინააღმდეგო ნაღმების აფეთქების შედეგები და მოუწოდებდა მსოფლიოს უარი ეთქვა ამ იარაღის გამოყენებაზე. პრინც ჩარლზს დაიანამ სამეფო გვირგვინის ორი მემკვიდრე, უილიამი და ჰარი გაუჩინა, მაგრამ ქორწინებაში უიღბლო გამოდგა. ჩარლზმა კამილა პარკერის დავიწყება ვერ შეძლო და მსოფლიოში ყველაზე ცნობილი წყვილის ცხოვრებაში ბზარი გაჩნდა. დაიანა დეპრესიაში იყო და ბულიმიაც კი აწუხებდა... ჩარლზთან დაშორების შემდეგ ლედი დაიანას ცხოვრებაში არაბი მილიონერის, მუხამედ ალ- ფაიედის შვილი დოდი ალფაიედი გამოჩნდა. მათი ურთიერთობა ხანმოკლე გამოდგა, 36 წლის დაიანას სიკვდილის მიზეზი ავტოკატასტროფა გახდა, რომლის მიზეზები დღემდე ამოუხსნელია.