SlideShare une entreprise Scribd logo
1  sur  3
Télécharger pour lire hors ligne
თეონა ბაბუნაშვილი                                                                    1




    ცხოვრება რეალურსა და ვირტუალურ სამყაროს შორის

                       ( შთაგონება - Facebook_ი)


დღეს, მსოფლიო ორ სამყაროს შორის ცხოვრობს. უფრო უპრიანი იქნებოდა გვეთქვა, ორ
სამყაროში ცხოვრობს. ეს არის - რეალური და ვირტუალური სამყარო, რომლებიც, რაც არ უნდა
გასაკვირი იყოს, ერთმანეთს სულაც არ გამორიცხავენ. მათში ერთდროულად შეგიძლია
იმყოფებოდე და მოქმედებდე. ერთი შეხედვით, ისინი ერთმანეთისგან არ განსხვავდებიან -
იგივე ადამიანები, იგივე მოსაზრებებით, იგივე შეხედულებებითა და გემოვნებით, იგივე
გარეგნობით, ოჯახური მდგომარეობითა, თუ ურთიერთობებით. იმავე წარსულითა და
აწყმყოთი, იმავე კულტურითა და მენტალიტეტით. მოვლენებიც ერთი და იმავე, დროის
განზომილებაც იდენტური. გარდა იმისა, რომ რეალურ სამყაროში ადამიანები დედამიწაზე,
გალაქტიკის ფარგლებში, ცხოვრობენ, ვირტუალურ სამყაროში კი, ყველა მათგანი სოციალურ
ქსელში, ინტერნეტ ქსელის ფარგლებში, არსებობს გარემოებათა რამოდენიმე ფაქტორი, რაც
კიდევ უფრო რადიკალურად განასხვავებს ერთს მეორესაგან.
თეონა ბაბუნაშვილი                                                                     2




რეალურ სამყაროში, არსებობს საზღვრები. ყოველ საზღვარს იქით განსხვავებული კანონები და
წესები, თითოეული საზღვრის გადაკვეთის ინდივიდუალური ბარიერები,          განსხახებულ
პოლიტიკურ სისტემას მორჩილება და აქ, მმართველობის საუკეთესო ფორმად,         ყველაზე
უარესებს შორის საუკეთესოს - დემოკრატიის - მიჩნევა. ანუ, როგორც ჩერჩილი იტყოდა,
ყველაზე ცუდი მმართველობა, თუ არ ჩავთვლით ყველა დანარჩენს. რეალური სამყარო
დღემდე მიილტვის ანარქიისკენ, აგრეთვე, ცხოვრებისაკენ საზღვრების გარეშე, მაგრამ ამ
ყველაფერთან ერთად დემოკრატიის იდელური ფორმის დაწესებისკენ, ძალადობისგან თავის
დაღწევისა და ომის პრევენციისკენ. მიუხედავად ამ ყველაფრისა, აქ დღემდე ძალა, ძლიერება
დომინანტურ როლს თამაშობს პრესტიჟისა და საკუთარი ადგილის დამკვიდრებისათვის
მსოფლიოში. აქ, სოციალური, ბევრგან გენდერული უთანასწორობა და შოვინიზმი სუფევს,
რომელთაც მსოფლიომ დღემდე საბოლოოდ ვერ მოუღო ბოლო. აქ არსებობს, ფართობის
გათვალისწინებით, ყველაზე დიდი სახელმწიფო - რუსეთი, მოსახლეობით ყველაზე დიდი -
ჩინეთი და ყველაზე მდიდარი აშშ, მმართველობის საუკეთესო ფორმით მსოფლიოში (ყოველ
შემთხვევაში ასეა მიჩნეული).




ვირტუალური სამყარო - საზღვრებს გარეშე, „გადაადგილება“ თავისუფალი, მოქმედება და
არეალი თავისუფალი. მმართველობა ანარქია, სისტემა იდეალურად დემოკრატიული, რომლის
მსგავსი რეალურ მსოფლიოში არ არსებობს. ფიზიკური ძალადობა გამორიცხული, შეიარაღება -
0. სოციალური უთანასწორობა არ არსებული, აქ რეალურად ვერავინ გაიგებს “Armani” გაცვია
თუ “Second Hand”_ი, „Chanel“_ის სურნელი აგდის თუ იაფფასიანი ოდეკოლონის, Apple_ის
ბოლო მოდელ კომპიუტერთან ხარ მიმჯდარი თუ პენტიუმ 1_თან, iPhone გიჭირავს თუ
უბრალოდ ხაზის ტელეფონი, ტელევიზორს უყურებ 3D-ში თუ შავ-თეთრი გამოსახულებით.
ლამაზი ხარ თუ მახინჯი, ქალი თუ კაცი, შავკანიანი თუ თეთრკანიანი, რომელი რელიგიის
მიმდევარი ხარ და საერთოდ, საშიში დამნაშავე ხარ თუ უბრალო ადამიანი. ინფორმაციას შენს
შესახებ კი, რომელსაც საკუთარი სურვილისამებრ ანთავსებ, რეალურ არავინ იცის, მართალია
თუ, უბრალოდ, შენი ფანტაზიის ნაყოფი. სოციალურ ქსელში დომინანტურად, სიდიდითა თუ
“მოსახლეობის“   რაოდენობით,   შესაძლებლობებითა   თუ   მოქმედების   თავისუფლებით   -
Facebook_ია აღიარებული.რეალურ სამყარში, მისი მსგავსი სახელმწიფო იქნებოდა იდეალური,
ყველა აქამდე და ამ დორისთვის არსებულთა შორის. ეს უკანასკნელი, სოციალურ ქსელში
არსებული ვირტუალური ქვეყანა-წარმოანაქმნია, რომელიც რეზიდენტების სიმრავლეს არ
უჩივის და ყოველდღიურად აფართოვებს საკუთარ რიგებს. ეს ყველაფერი იმის შედეგია, რომ
„მოქალაქეობა“ აქ უფასოა, მოქმედების არეალიც იდეალურად თავისუფალი და ულიმიტო,
თეონა ბაბუნაშვილი                                                                                 3




 სალაპარაკო ენაც ყველასათვის ინდივიდუალური არჩევანი საგანი. ადამიანები, თავიანთი
 რეალური ცხოვრების 700 მილიარდ წუთს თვეში, თავიანთი ვირტუალური სამყაროს ზემოთ
 ხსენებულ „ქვეყანაში“ ატარებენ. იღებენ მათთვის საინტერესო ინფორმაციას მსოფლიოს
 ნებისმიერი   კუთხიდან,     ნებისმიერ   ადამიანზე,   ყავთ   მეგობრები,   აგრეთვე,    მსოფლიოს
 ნებისმიერი კუთხიდან, სხვებსაც უზიარებენ, ინფორმაციას, რჩევასა, თუ გამოცდილებას. ეს
 არის, ყველაზე დიდი სამეგობრი წრე მსოფლიოში, რომლის მსგავსი არც არსებულა, არც
 არსებობს და მომავალშიც შეუძლებელია იარსებოს.




 ერთი შეხედვით, ეს ის იდეალური სამყაროა, რომლისკენაც რეალური მსოფლიო მიიღწვის.
 თავისუფალი     საზღვრები     ყველასთვის,    სიტყვის   იდეალური     თავისუფლება,       ანარქია,
 ანულირებული        შეიარაღება,   შესაბამიასად,   თითქმის   არარსებული     ომის     საშიშროება,
 არარსებული ძალადობა და იდეალური თანასწორობა. აქამდე კი, ჯერ კიდევ ბევრი აქვს სავალი
 იმ მსოფლიოს, სადაც რეალურად ვცხოვრობთ, ისიც არავინ იცის, მივა კი ოდესმე
 „დანიშნულების ადგილამდე“ და საერთოდ არსებობს კი გზა იქამდე??? მიუხედავად ამისა,
 ვირტუალური სამყარო საკმაოდ იოლად ახერხებს მსგავსი მიზნების მიღწევას და აქედან
 გამომდიინარე, თითქოს იდეალურიც კია, მაგრამ ის ასევე ნიღბავს ყველა იმ ნაკლს, რომელიც
 თითოეულ ადამიანს ახასიათებს და აძლევს მათ შეუზღუდავი ინტერაქციისა და მოქმედების
 საშუალებას სრულიად თავისუფლად და შეუზღუდავად. ერთის მხრივ, მოგვწონს საკუთარი
 ნაკლოვანებების შენიღბვა, მაგრამ მეორეს მხრივ, გვინდა კი სხვისი ნაკლის შესახებ
 წარმოდგენაც არ გვქონდეს???




 გუშინ, Facebook_ში ვიყავი, გამოვედი, იმიტომ რომ, კინოში მივდიოდი. ფილმს ვუყურე,
 სახელწოდებით - „სოციალური ქსელი“.           სახლში მოვედი, Facebook_ზე შევედი, გამოვედი
 მომეტებული ძილიანობის გამო. გავიღვიძე, ავტომატურად ჩართვის ღილაკს დავაჭირე ხელი
 და სანამ კომპიუტერი ჩაიტვირთებოდა ყავა ავადუღე. შევედი Facebook_ზე, ეხლა ყავას ვსვამ,
 თან Facebook_ის შესახებ ვწერ. ბოლოს კი, კითხვა არ მასვენებს - რა ხდება ჩემს თავს?

Contenu connexe

En vedette

2024 State of Marketing Report – by Hubspot
2024 State of Marketing Report – by Hubspot2024 State of Marketing Report – by Hubspot
2024 State of Marketing Report – by HubspotMarius Sescu
 
Everything You Need To Know About ChatGPT
Everything You Need To Know About ChatGPTEverything You Need To Know About ChatGPT
Everything You Need To Know About ChatGPTExpeed Software
 
Product Design Trends in 2024 | Teenage Engineerings
Product Design Trends in 2024 | Teenage EngineeringsProduct Design Trends in 2024 | Teenage Engineerings
Product Design Trends in 2024 | Teenage EngineeringsPixeldarts
 
How Race, Age and Gender Shape Attitudes Towards Mental Health
How Race, Age and Gender Shape Attitudes Towards Mental HealthHow Race, Age and Gender Shape Attitudes Towards Mental Health
How Race, Age and Gender Shape Attitudes Towards Mental HealthThinkNow
 
AI Trends in Creative Operations 2024 by Artwork Flow.pdf
AI Trends in Creative Operations 2024 by Artwork Flow.pdfAI Trends in Creative Operations 2024 by Artwork Flow.pdf
AI Trends in Creative Operations 2024 by Artwork Flow.pdfmarketingartwork
 
PEPSICO Presentation to CAGNY Conference Feb 2024
PEPSICO Presentation to CAGNY Conference Feb 2024PEPSICO Presentation to CAGNY Conference Feb 2024
PEPSICO Presentation to CAGNY Conference Feb 2024Neil Kimberley
 
Content Methodology: A Best Practices Report (Webinar)
Content Methodology: A Best Practices Report (Webinar)Content Methodology: A Best Practices Report (Webinar)
Content Methodology: A Best Practices Report (Webinar)contently
 
How to Prepare For a Successful Job Search for 2024
How to Prepare For a Successful Job Search for 2024How to Prepare For a Successful Job Search for 2024
How to Prepare For a Successful Job Search for 2024Albert Qian
 
Social Media Marketing Trends 2024 // The Global Indie Insights
Social Media Marketing Trends 2024 // The Global Indie InsightsSocial Media Marketing Trends 2024 // The Global Indie Insights
Social Media Marketing Trends 2024 // The Global Indie InsightsKurio // The Social Media Age(ncy)
 
Trends In Paid Search: Navigating The Digital Landscape In 2024
Trends In Paid Search: Navigating The Digital Landscape In 2024Trends In Paid Search: Navigating The Digital Landscape In 2024
Trends In Paid Search: Navigating The Digital Landscape In 2024Search Engine Journal
 
5 Public speaking tips from TED - Visualized summary
5 Public speaking tips from TED - Visualized summary5 Public speaking tips from TED - Visualized summary
5 Public speaking tips from TED - Visualized summarySpeakerHub
 
ChatGPT and the Future of Work - Clark Boyd
ChatGPT and the Future of Work - Clark Boyd ChatGPT and the Future of Work - Clark Boyd
ChatGPT and the Future of Work - Clark Boyd Clark Boyd
 
Getting into the tech field. what next
Getting into the tech field. what next Getting into the tech field. what next
Getting into the tech field. what next Tessa Mero
 
Google's Just Not That Into You: Understanding Core Updates & Search Intent
Google's Just Not That Into You: Understanding Core Updates & Search IntentGoogle's Just Not That Into You: Understanding Core Updates & Search Intent
Google's Just Not That Into You: Understanding Core Updates & Search IntentLily Ray
 
Time Management & Productivity - Best Practices
Time Management & Productivity -  Best PracticesTime Management & Productivity -  Best Practices
Time Management & Productivity - Best PracticesVit Horky
 
The six step guide to practical project management
The six step guide to practical project managementThe six step guide to practical project management
The six step guide to practical project managementMindGenius
 
Beginners Guide to TikTok for Search - Rachel Pearson - We are Tilt __ Bright...
Beginners Guide to TikTok for Search - Rachel Pearson - We are Tilt __ Bright...Beginners Guide to TikTok for Search - Rachel Pearson - We are Tilt __ Bright...
Beginners Guide to TikTok for Search - Rachel Pearson - We are Tilt __ Bright...RachelPearson36
 

En vedette (20)

2024 State of Marketing Report – by Hubspot
2024 State of Marketing Report – by Hubspot2024 State of Marketing Report – by Hubspot
2024 State of Marketing Report – by Hubspot
 
Everything You Need To Know About ChatGPT
Everything You Need To Know About ChatGPTEverything You Need To Know About ChatGPT
Everything You Need To Know About ChatGPT
 
Product Design Trends in 2024 | Teenage Engineerings
Product Design Trends in 2024 | Teenage EngineeringsProduct Design Trends in 2024 | Teenage Engineerings
Product Design Trends in 2024 | Teenage Engineerings
 
How Race, Age and Gender Shape Attitudes Towards Mental Health
How Race, Age and Gender Shape Attitudes Towards Mental HealthHow Race, Age and Gender Shape Attitudes Towards Mental Health
How Race, Age and Gender Shape Attitudes Towards Mental Health
 
AI Trends in Creative Operations 2024 by Artwork Flow.pdf
AI Trends in Creative Operations 2024 by Artwork Flow.pdfAI Trends in Creative Operations 2024 by Artwork Flow.pdf
AI Trends in Creative Operations 2024 by Artwork Flow.pdf
 
Skeleton Culture Code
Skeleton Culture CodeSkeleton Culture Code
Skeleton Culture Code
 
PEPSICO Presentation to CAGNY Conference Feb 2024
PEPSICO Presentation to CAGNY Conference Feb 2024PEPSICO Presentation to CAGNY Conference Feb 2024
PEPSICO Presentation to CAGNY Conference Feb 2024
 
Content Methodology: A Best Practices Report (Webinar)
Content Methodology: A Best Practices Report (Webinar)Content Methodology: A Best Practices Report (Webinar)
Content Methodology: A Best Practices Report (Webinar)
 
How to Prepare For a Successful Job Search for 2024
How to Prepare For a Successful Job Search for 2024How to Prepare For a Successful Job Search for 2024
How to Prepare For a Successful Job Search for 2024
 
Social Media Marketing Trends 2024 // The Global Indie Insights
Social Media Marketing Trends 2024 // The Global Indie InsightsSocial Media Marketing Trends 2024 // The Global Indie Insights
Social Media Marketing Trends 2024 // The Global Indie Insights
 
Trends In Paid Search: Navigating The Digital Landscape In 2024
Trends In Paid Search: Navigating The Digital Landscape In 2024Trends In Paid Search: Navigating The Digital Landscape In 2024
Trends In Paid Search: Navigating The Digital Landscape In 2024
 
5 Public speaking tips from TED - Visualized summary
5 Public speaking tips from TED - Visualized summary5 Public speaking tips from TED - Visualized summary
5 Public speaking tips from TED - Visualized summary
 
ChatGPT and the Future of Work - Clark Boyd
ChatGPT and the Future of Work - Clark Boyd ChatGPT and the Future of Work - Clark Boyd
ChatGPT and the Future of Work - Clark Boyd
 
Getting into the tech field. what next
Getting into the tech field. what next Getting into the tech field. what next
Getting into the tech field. what next
 
Google's Just Not That Into You: Understanding Core Updates & Search Intent
Google's Just Not That Into You: Understanding Core Updates & Search IntentGoogle's Just Not That Into You: Understanding Core Updates & Search Intent
Google's Just Not That Into You: Understanding Core Updates & Search Intent
 
How to have difficult conversations
How to have difficult conversations How to have difficult conversations
How to have difficult conversations
 
Introduction to Data Science
Introduction to Data ScienceIntroduction to Data Science
Introduction to Data Science
 
Time Management & Productivity - Best Practices
Time Management & Productivity -  Best PracticesTime Management & Productivity -  Best Practices
Time Management & Productivity - Best Practices
 
The six step guide to practical project management
The six step guide to practical project managementThe six step guide to practical project management
The six step guide to practical project management
 
Beginners Guide to TikTok for Search - Rachel Pearson - We are Tilt __ Bright...
Beginners Guide to TikTok for Search - Rachel Pearson - We are Tilt __ Bright...Beginners Guide to TikTok for Search - Rachel Pearson - We are Tilt __ Bright...
Beginners Guide to TikTok for Search - Rachel Pearson - We are Tilt __ Bright...
 

Social Meedia

  • 1. თეონა ბაბუნაშვილი 1 ცხოვრება რეალურსა და ვირტუალურ სამყაროს შორის ( შთაგონება - Facebook_ი) დღეს, მსოფლიო ორ სამყაროს შორის ცხოვრობს. უფრო უპრიანი იქნებოდა გვეთქვა, ორ სამყაროში ცხოვრობს. ეს არის - რეალური და ვირტუალური სამყარო, რომლებიც, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ერთმანეთს სულაც არ გამორიცხავენ. მათში ერთდროულად შეგიძლია იმყოფებოდე და მოქმედებდე. ერთი შეხედვით, ისინი ერთმანეთისგან არ განსხვავდებიან - იგივე ადამიანები, იგივე მოსაზრებებით, იგივე შეხედულებებითა და გემოვნებით, იგივე გარეგნობით, ოჯახური მდგომარეობითა, თუ ურთიერთობებით. იმავე წარსულითა და აწყმყოთი, იმავე კულტურითა და მენტალიტეტით. მოვლენებიც ერთი და იმავე, დროის განზომილებაც იდენტური. გარდა იმისა, რომ რეალურ სამყაროში ადამიანები დედამიწაზე, გალაქტიკის ფარგლებში, ცხოვრობენ, ვირტუალურ სამყაროში კი, ყველა მათგანი სოციალურ ქსელში, ინტერნეტ ქსელის ფარგლებში, არსებობს გარემოებათა რამოდენიმე ფაქტორი, რაც კიდევ უფრო რადიკალურად განასხვავებს ერთს მეორესაგან.
  • 2. თეონა ბაბუნაშვილი 2 რეალურ სამყაროში, არსებობს საზღვრები. ყოველ საზღვარს იქით განსხვავებული კანონები და წესები, თითოეული საზღვრის გადაკვეთის ინდივიდუალური ბარიერები, განსხახებულ პოლიტიკურ სისტემას მორჩილება და აქ, მმართველობის საუკეთესო ფორმად, ყველაზე უარესებს შორის საუკეთესოს - დემოკრატიის - მიჩნევა. ანუ, როგორც ჩერჩილი იტყოდა, ყველაზე ცუდი მმართველობა, თუ არ ჩავთვლით ყველა დანარჩენს. რეალური სამყარო დღემდე მიილტვის ანარქიისკენ, აგრეთვე, ცხოვრებისაკენ საზღვრების გარეშე, მაგრამ ამ ყველაფერთან ერთად დემოკრატიის იდელური ფორმის დაწესებისკენ, ძალადობისგან თავის დაღწევისა და ომის პრევენციისკენ. მიუხედავად ამ ყველაფრისა, აქ დღემდე ძალა, ძლიერება დომინანტურ როლს თამაშობს პრესტიჟისა და საკუთარი ადგილის დამკვიდრებისათვის მსოფლიოში. აქ, სოციალური, ბევრგან გენდერული უთანასწორობა და შოვინიზმი სუფევს, რომელთაც მსოფლიომ დღემდე საბოლოოდ ვერ მოუღო ბოლო. აქ არსებობს, ფართობის გათვალისწინებით, ყველაზე დიდი სახელმწიფო - რუსეთი, მოსახლეობით ყველაზე დიდი - ჩინეთი და ყველაზე მდიდარი აშშ, მმართველობის საუკეთესო ფორმით მსოფლიოში (ყოველ შემთხვევაში ასეა მიჩნეული). ვირტუალური სამყარო - საზღვრებს გარეშე, „გადაადგილება“ თავისუფალი, მოქმედება და არეალი თავისუფალი. მმართველობა ანარქია, სისტემა იდეალურად დემოკრატიული, რომლის მსგავსი რეალურ მსოფლიოში არ არსებობს. ფიზიკური ძალადობა გამორიცხული, შეიარაღება - 0. სოციალური უთანასწორობა არ არსებული, აქ რეალურად ვერავინ გაიგებს “Armani” გაცვია თუ “Second Hand”_ი, „Chanel“_ის სურნელი აგდის თუ იაფფასიანი ოდეკოლონის, Apple_ის ბოლო მოდელ კომპიუტერთან ხარ მიმჯდარი თუ პენტიუმ 1_თან, iPhone გიჭირავს თუ უბრალოდ ხაზის ტელეფონი, ტელევიზორს უყურებ 3D-ში თუ შავ-თეთრი გამოსახულებით. ლამაზი ხარ თუ მახინჯი, ქალი თუ კაცი, შავკანიანი თუ თეთრკანიანი, რომელი რელიგიის მიმდევარი ხარ და საერთოდ, საშიში დამნაშავე ხარ თუ უბრალო ადამიანი. ინფორმაციას შენს შესახებ კი, რომელსაც საკუთარი სურვილისამებრ ანთავსებ, რეალურ არავინ იცის, მართალია თუ, უბრალოდ, შენი ფანტაზიის ნაყოფი. სოციალურ ქსელში დომინანტურად, სიდიდითა თუ “მოსახლეობის“ რაოდენობით, შესაძლებლობებითა თუ მოქმედების თავისუფლებით - Facebook_ია აღიარებული.რეალურ სამყარში, მისი მსგავსი სახელმწიფო იქნებოდა იდეალური, ყველა აქამდე და ამ დორისთვის არსებულთა შორის. ეს უკანასკნელი, სოციალურ ქსელში არსებული ვირტუალური ქვეყანა-წარმოანაქმნია, რომელიც რეზიდენტების სიმრავლეს არ უჩივის და ყოველდღიურად აფართოვებს საკუთარ რიგებს. ეს ყველაფერი იმის შედეგია, რომ „მოქალაქეობა“ აქ უფასოა, მოქმედების არეალიც იდეალურად თავისუფალი და ულიმიტო,
  • 3. თეონა ბაბუნაშვილი 3 სალაპარაკო ენაც ყველასათვის ინდივიდუალური არჩევანი საგანი. ადამიანები, თავიანთი რეალური ცხოვრების 700 მილიარდ წუთს თვეში, თავიანთი ვირტუალური სამყაროს ზემოთ ხსენებულ „ქვეყანაში“ ატარებენ. იღებენ მათთვის საინტერესო ინფორმაციას მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან, ნებისმიერ ადამიანზე, ყავთ მეგობრები, აგრეთვე, მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან, სხვებსაც უზიარებენ, ინფორმაციას, რჩევასა, თუ გამოცდილებას. ეს არის, ყველაზე დიდი სამეგობრი წრე მსოფლიოში, რომლის მსგავსი არც არსებულა, არც არსებობს და მომავალშიც შეუძლებელია იარსებოს. ერთი შეხედვით, ეს ის იდეალური სამყაროა, რომლისკენაც რეალური მსოფლიო მიიღწვის. თავისუფალი საზღვრები ყველასთვის, სიტყვის იდეალური თავისუფლება, ანარქია, ანულირებული შეიარაღება, შესაბამიასად, თითქმის არარსებული ომის საშიშროება, არარსებული ძალადობა და იდეალური თანასწორობა. აქამდე კი, ჯერ კიდევ ბევრი აქვს სავალი იმ მსოფლიოს, სადაც რეალურად ვცხოვრობთ, ისიც არავინ იცის, მივა კი ოდესმე „დანიშნულების ადგილამდე“ და საერთოდ არსებობს კი გზა იქამდე??? მიუხედავად ამისა, ვირტუალური სამყარო საკმაოდ იოლად ახერხებს მსგავსი მიზნების მიღწევას და აქედან გამომდიინარე, თითქოს იდეალურიც კია, მაგრამ ის ასევე ნიღბავს ყველა იმ ნაკლს, რომელიც თითოეულ ადამიანს ახასიათებს და აძლევს მათ შეუზღუდავი ინტერაქციისა და მოქმედების საშუალებას სრულიად თავისუფლად და შეუზღუდავად. ერთის მხრივ, მოგვწონს საკუთარი ნაკლოვანებების შენიღბვა, მაგრამ მეორეს მხრივ, გვინდა კი სხვისი ნაკლის შესახებ წარმოდგენაც არ გვქონდეს??? გუშინ, Facebook_ში ვიყავი, გამოვედი, იმიტომ რომ, კინოში მივდიოდი. ფილმს ვუყურე, სახელწოდებით - „სოციალური ქსელი“. სახლში მოვედი, Facebook_ზე შევედი, გამოვედი მომეტებული ძილიანობის გამო. გავიღვიძე, ავტომატურად ჩართვის ღილაკს დავაჭირე ხელი და სანამ კომპიუტერი ჩაიტვირთებოდა ყავა ავადუღე. შევედი Facebook_ზე, ეხლა ყავას ვსვამ, თან Facebook_ის შესახებ ვწერ. ბოლოს კი, კითხვა არ მასვენებს - რა ხდება ჩემს თავს?