2. -2-
ალდეჰიდები
ალდეჰიდები ეწოდება ნაერთებს, რომელთა ფორმულაა
ამ შემთხვევაში R არის
H ან რომელიმე ორგანული ჯგუფი
კარბონილის ჯგუფის ნახშირბადატომის გარე ელექტრონული შრის ელექტრონები
sp2-ჰიბრიდიზაციას განიცდიან. ნახშირბადისა და ჟანგბადის ატომებს შორის ერთი
და ერთი ბმაა განხორციელებული და ბმის საზიარო ელექტრონული წყვილი
მკვეთრადაა გადახრილი ჟანგბადისკენ, რაც ელექტრონული სიმკვრივის
გადანაცვლებას იწვევს
თუ კარბონილის ჯგუფთან ორი ორგანული რადიკალი გვაქვს დაკავშირებული
მიიღება კეტონები. მაგ:
ხოლო თუ კარბონილის ჯგუფთან ერთი წყალბადატომი მაინც არის
დაკავშირებული მიიღება ნაერთები, რომლებსაც ალდეჰიდები ჰქვიათ. ნაჯერი
ალდეჰიდების ზოგადი ფორმულაა:
სხვაგვარად შეიძლება ზოგადი ფორმულა ასეც ჩავწეროთ:
ნაჯერი ალდეჰიდების ჰომოლოგიური რიგია:
3. -3-
შემდეგი ალდეჰიდი ორი იზომერის სახით გვხვდება
როგორც ალბათ უკვე მიხვდით ალდეჰიდის სახელწდება სისტემატური
ნომენკლატურის მიხედვით იწარმოება შესაბამისი ნახშირწყალბადის
სახელწოდებიდან დაბოლოება ალის დამატებით. ამასთან ალდეჰიდის ჯგუფის (-
CHO) ნახშირბადი ჯაჭვის პირველი ნახშირბადია. მაგ:
მიღება:
ალდეჰიდების მიღება შეიძლება პირველადი სპირტების დაჟანგვით.
მჟანგავი შეიძლება იყოს სპილენძის (II) ოქსიდი.
მჟანგავად შეიძლება გამოვიყენოთ KMnO4, K2Cr2O7 და ა.შ. მაგრამ ამ შემთხვევაში
მიღებული ალდეჰიდი უნდა მოცილდეს სარეაქციო არეს. ამით თავიდან ავიცილებთ
ალდეჰიდის შემდგომ დაჟანგვას. ზოგადად:
[O] დაჟანგვის სიმბოლოა. მჟანგავი შეიძლება იყოს ჰაერის ჟანგბადი, სუფთა
ჟანგბადი და მრავალი სხვა რამ.
ფორმალდეჰიდი ჩვეულებრივ პირობებში მკვეთრი სუნის მქონე აირია. მომდევნო
ალდეჰიდები უფერო, სპეციფიკური სუნის მქონე სითხეებია.
ჰომოლოგიური რიგის პირველი ალდეჰიდები წყალში კარგად ხსნადებია. R
რადიკალის ზრდასთან ერთად იკლებს წყალში ხსნადობა.
ქიმიური თვისებები:
1. ალდეჰიდები ადვილად იჟანგებიან
ზოგჯერ ალდეჰიდების დაჟანგვისთვის სპეციფიკური მჟანგავი ნივთიერებები
გამოიყენება. მაგ: ვერცხლის ოქსიდის ამიაკური ხსნარი
ამ რეაქციას ვერცხლის სარკის რეაქცია ქვია. გამოყოფილი ვერცხლი თხელი
ფენის სახით ეფინება ჭურჭლის კედლებს. ყველას გვინახავს ნაძვის ხის
4. -4-
“მოვერცხლილი” სათამაშოები, რომლებიც სწორედ ასეთი გზითაა მიღებული.
ასევეა მიღებული ჩვეულებრივი სარკეებიც. “ვერცხლის სარკის” რეაქცია
ალდეჰიდების აღმომჩენი რეაქციაა. ასევე აღმომჩენია შემდეგი რეაქციაც:
2. ალდეჰიდების აღდგენისას მიიღება პირველადი სპირტები
როგორც ვხედავთ პირველადი სპირტების დაჟანგვით მიიღება ალდეჰიდები,
ხოლო ალდეჰიდების აღდგენით (წყალბადის მიერთებით) მიიღება
პირველადი სპირტები.
ალდეჰიდებიდან ყველაზე მნიშვნელოვანია ფორმალდეჰიდი (მეთანალი,
ჭიანჭველას ალდეჰიდი) და აცეტალდეჰიდი (ეთანალი, ძმრის ალდეჰიდი)
მეთანალი შეიძლება მივიღოთ შემდეგი რეაქციების საფუძველზე:
ფორმალდეჰიდი მძაფრი სუნის აირია. ადვილად პოლიმერიზდება მყარი
ნივთიერების პარაფორმის წარმოქმნით, რომელიც გაცხელებისას ისევ იშლება.
ფორმალდეჰიდის წყალხსნარს (ფორმალინი) იყენებენ ინსექტიციდად, აგრეთვე
ანტისეპტიკად (ლპობის საწინაარმდეგოდ, მაგ: ბალზამირებისთვის).
ფორმალდეჰიდი შედის პოლიკონდენსაციის რეაქციაში ფენოლთან, მაგ:
მიღებული ნაერთები კვლავ რეგირებს ფენოლთან:
შემდეგ საფეხურზე ისევ ხდება ალდეჰიდის მიერთება
და ა.შ.
ზოგადად
5. -5-
ამ რეაქციას პოლიკონდენსაციის რეაქცია ქვია. პოლიმერიზაციისგან განსხვავებით
ამ რეაქციის შედეგად პოლიმერთან ერთად გამოიყოფა დაბალმოლეკულური
ნივთიერება წყალი.
ფენოლ-ფორმალდეჰიდურ ფისს თუ შევავსებთ ხის ფქვილით, ბოჭკოებით, მინის
ბოჭკოთი, მივიღებთ სხვადასხვა პლასტმასებს, რომლების
ელექტროიზოლატორებად, აგრეთვე სხვა სამშენებლო მასალად გამოიყენება. მათგან
ყველაზე ფართოდ ცნობილია ლინოლიუმი.
ფენოლ-ფორმალდეჰიდური ფისები გამოიყენება აგრეთვე წებოების
დასამზადებლად.
ფორმალდეჰიდი ერთადერთია ალდეჰიდებს შორის, რომელიც ორ მოლეკულა
ვერცხლის ოქსიდთან შედის რეაქციაში
აცეტალდეჰიდი მიიღება ეთილენის დაჟანგვით:
და აცეტილენის ჰიდრატაციით (კუჩეროვის რეაქცია)
ძმრის ალდეჰიდის დაჟანგვით მიიღება ძმარმჟავა, ხოლო აღდგენით ეთილის
სპირტი
ალდეჰიდები შეიძლება იყოს უჯერიც და არომატულიც. მაგ:
საშინაო დავალება:
1. დაწერეთ პროპანალის დაჟანაგვის რეაქციის ტოლობები.
2. 5,8გ რომელიღაც ალდეჰიდის ვერცხლის ოქსიდთან ურთიერთქმედებისას
გამოიყო 2,16გ ვერცხლი. დაადგინეთ ალდეჰიდის ფორმულა.
3. რამდენი გრამი Cu2O გამოიყოფა 30გ აცეტალდეჰიდის გარდაქმნით?
4. დაწერეთ აკროლეინის ურთიერთქმედების რეაქციები Br2-თან და Ag2O-თან.