1. გაკვეთილი №3
საშინაო დავალების შემოწმება
2K + 2H2O → 2KOH + H2 SO2 + H2O → H2SO3
K2O + H2O → 2KOH SO3 + H2O → H2SO4
Ba + 2H2O → Ba(OH)2 + H2
BaO + H2O → Ba(OH)2
ელემენტთა პერიოდული სისტემის VII ჯგუფის მთავარი
ქვეჯგუფის ელემენტები – ჰალოგენები
ელემენტთა პერიოდული სისტემის VII ჯგუფის მთავარი ქვეჯგუფის ელემენტები F
(ფტორი), Cl (ქლორი), Br (ბრომი), I (იოდი), At (ასტატი) ქმნიან მსგავსი ბუნების მქონე
ელემენტების ოჯახს. მათ ჰალოგენებს უწოდებენ (ჰალოგენი ბერძნული სიტყვაა და
ქართულად მარილმბადს ნიშნავს).
ჰალოგენები ყველაზე ძლიერი არამეტალებია. მათი ატომების გარე ელექტ რონულ
შრეზე 7-7 ელექტრონია. ზოგადად მათი გამოსახვა ასე შეიძლება: ns2np5. დასრულებული
შრის წარმოსაქმნელად ჰალოგენები ადვილად იერთებენ ელექტ რონს და იმუხტებიან
უარყოფითად:
x + e → x-1
ყველა ჰალოგენს, გარდა ფტორისა, რომელიც ყველა ელემენტზე უფრო ელექტრო-
უარყოფითია, შეუძლია აგრეთვე გასცეს ელექტრონები და გამოამჟღავნოს დადებითი
დაჟანგულობის ხარისხი, რომლის მაქსიმალური მნიშვნელობაა +7. დადებით
დაჟანგულობის ხარისხს ჰალოგენები ფტორ- და ჟანგბადნაერთებში ავლენენ.Aმაგ: Cl2O7,
ClF3, ClF5 და ა. შ.
ფტორის ატომს ერთი გაუწყვილებელი ელექტრონი აქვს და მხოლოდ ერთი
კოვალენტური ბმის წარმოქმნა შეუძლია. ცხადია, რომ ფტორი ერთვალენტიანია.
დანარჩენ ჰალოგენებს კი, გარდა ერთვალენტიანობისა, ახასიათებს სამ-, ხუთ- და
შვიდვალენტოვნებაც. ვაჩვენოთ ეს ქლორის მაგალითზე:
ქლორის ატომს, ისევე როგორც ფტორის ატომს, მხოლოდ ერთი გაუწყვილებელი
ელექტრონი აქვს, შეუძლია წარმოქმნას ერთი საზიარო ელექტრონული წყვილი, ანუ,
შეუძლია განახორციელოს მხოლოდ ერთი კოვალენტური ბმა. ე.ი. ერთვალენტიანია.
აღგზნებულ მდგომარეობაში p და s ელექტრონული წყვილების დაშლით და სამი
წყვილიდან თითო-თითო ელექტრონის თავისუფალ d ორბიტალზე გადატანით შეუძლიათ
ჰქონდეთ აგრეთვე ისეთი ელექტრონული გარსი, რომელიც შეიცავს 3, 5 და 7 გაუწყვილებელ
ელექტრონს. შესაბამისად მათ შეუძლიათ 3, 5 და 7 საზიარო ელექტრონული წყვილის, ანუ, 3,
5 და 7 კოვალენტური ბმის წარმოქმნა, მაშასადამე, სამ-, ხუთ- და შვიდვალენტანობის
გამოვლენა.
(ფტორის ატომს ელექტრონულ გარსში არ გააჩნია d ორბიტალები, ამიტომ ფტორი
მხოლოდ ერთვალენტიანია)
2. 2
ანალოგიურადაა ბრომისა და იოდის შემთხვევაში.
ბუნებაში ჰალოგენები, მათი მაღალი ქიმიური აქტიურობის გამო, თავისუფალი სახით არ
გვხვდებიან. ისინი ნაერთების სახითაა გავრცელებული.
მაგ:…ფტორის შემცველი ნაერთებია: CaF2 - მლღობი შპატი,
Ca3(PO4)2 . CaF2 - ფტორაპატიტი,
Na3AlF6 - კრიოლიტი.
ქლორი ბუნებაში ძირითადად NaCl-ის (სუფრის მარილი) სახითაა გავრცე ლებული. ზოგ
ადგილას ის მყარი სახით (ქვამარილი), უდიდესი ნაწილი კი, ოკეანეებში, ზღვებსა და მლაშე
ტბებში წყალხსნარების სახით გვხვდება. (ქლორის შემცველ სხვა მინერალებზე მოგვიანებით
ვისაუბრებთ).
ბრომის შემცველი ნაერთები თითქმის ყოველთვის გვხვდება ქლორის შემცველ
მინერალებში მინარევების სახით. კიდევ უფრო იშვიათად გვხვდება იოდი. იოდს შეიცავს
ნავთობის ჭაბურღილების წყლები და ზღვის წყალმცენარეები. რაც შეეხება ასტატს, ის
ხელოვნურადაა მიღებული რადიაქტიული გარდაქმნების შედეგად და ბუნებაში არ
გვხვდება. ეს ელემენტი, ქიმიური თვისებების თავლსაზრისით, პრაქტიკულად შესწავლილი
არ არის.
როგორც გვახსოვს, მთავარ ქვეჯგუფებში ზემოდან ქვემოთ თანდათან იკლებს
არამეტალური ბუნება. ანუ, ყველაზე ძლიერი ჰალოგენია (და საერთოდ ყველაზე ძლიერი
არამეტალი) ფტორი, ყველაზე სუსტი იოდი (At ამ რიგში არ განვიხილავთ).
ჰალოგენების შესაბამისი მარტივი ნივთიერებების ფორმულაა X2 (F2, Cl2, Br2 და I2).
F2 - ღია ყვითელი ფერის აირია, Cl2 - მოყვითალო მომწვანო ფერის აირია. Br2 - მურა-
წითელი ფერის სითხეა, I2- შავი ფერის კრისტალებია. ყველა მათგანს მძაფრი სუნი აქვს და
მომწავლელია.
ფტორის მიღება ხდება NaF-ის ნალღობის ელექტროლიზის შედეგად. თავისუფალი
ფტორი ძლიერ აგრესიული რეაგენტია. ის შედის რეაქციაში ყველა მეტალთან და
არამეტალთან. ფტორში იწვის წყალი და ქვიშა.
2H2O + 2F2 → 4HF + O2
SiO2 + 2F2 → SiF4 + O2
ქლორის მიღება შეიძლება ქლორიდების ელექტროლიზით ან ძლიერი მჟანგავებისა და
ქლორწყალბადის ურთიერთქმედებისას (ამ რეაქციებზე შემდეგ გაკვეთილზე ვისაუბრებთ).
თავისუფალი ქლორის საშუალებით შეიძლება მივიღოთ Br2 და I2.
2NaBr + Cl2 → 2NaCl + Br2
2NaI + Cl2 → 2NaCl + I2
ქლორი, ბრომი და იოდი აქტიურად რეაგირებენ როგორც მეტალებთან ისე
არამეტალებთან.
ჰალოგენების წყალბადნაერთების ზოგადი ფორმულაა HX. მათი წყალხსნარები მჟავებია.
HF - საშუალო სიძლიერის მჟავაა. დანარჩენები კი, (HCl, HBr, HI) ძალიან ძლიერი მჟავებია.
ამათგან ყველაზე ძლიერია HI. (როგორც გვახსოვს, რაც უფრო კარგადაა დისოცირებული
მჟავა, მით უფრო ძლიერია ის. ასე, რომ HF ყველაზე სუსტადაა დისოცირებული, HI კი
ყველაზე ძლიერად).
3. 3
ჰალოგენწყალბადმჟავები მჟავებისათვის დამახასიათებელი ყველა თვისებას ავლენენ.
კერძოდ, რეაგირებენ მეტალებთან, ფუძე და ამფოტერულ ოქსიდებთან, მეტალთა
ჰიდროქსიდებთან და მარილებთან.
HF-ის წყალხსნარს ფტორწყალბადმჟავა ჰქვია. მას მლღობ მჟავასაც უწოდებენ, რადგან
შეუძლია დაშალოს (გახსნას – გაალღოს) მინა, ქვიშა და სილიკატები.
SiO2 + 2HF → SiF4 + 2H2O
ამიტომ, მლღობი მჟავა არ შეიძლება მოვათავსოთ მინის ჭურჭელში. მას პოლიეთილენის,
ან ცვილით დაფარულ ჭურჭელში ინახავენ..
ჰალოგენიდ იონების აღმომჩენია ვერცხლის ნიტრატი. ვერცხლის კათიონი ლექავს Cl-, Br-
და I- ანიონებს შესაბამისი ხსნარებიდან.
AgNO3 + NaCl → AgCl↓ + NaNO3
ანუ Ag+ + Cl- → AgCl
რეაქციის შედეგად წარმოიქმნება თეთრი ხაჭოსებრი ნალექი, რომელიც არ იხსნებაა
აზოტმჟავაში, მაგრამ იხსნება ამიაკის წყალხსნარში
AgCl + 2NH4OH → [Ag(NH3)2]Cl + 2H2O
შემჟავებისას ისევ ილექება AgCl.
[Ag(NH3)2]Cl + 2HCl → AgCl↓ + 2NH4Cl
ანალოგიურად ილექება შესაბამისი ხსნარებიდან AgBr და AgI.
Ag+ + Br- → AgBr AgBr ბაცი ყვითელი ნალექია, არ იხსნება აზოტმჟავაში, სწრაფად
მუქდება
Ag+ + I- → AgI AgI მუქი ყვითელი ნალექია
აქვე აღვნიშნოთ, რომ ვერცხლის ფტორიდი წყალში ხსნადია.
ჰალოგენებს შორის ბუნებაში გავრცელებისა და პრაქტიკული გამოყენების
თვალსაზრისით ყველაზე მნიშვნელოვანია ქლორი. ამ ელემენტს დაწვრილებით გავეცნობით
შემდეგ გაკვეთილზე.
საშინაო დავალება:
1. როგორია ჰალოგენების აქტიურობის რიგი?
2. დაწერეთ ფტორის ურთიერთქმედების რეაქციები ნატრიუმთან, რკინასთან,
ფოსფორთან და გოგირდთან (აქ ეს ელემენტები მაქსიმალურ დაჟანგულობის ხარისხს
ავლენენ)
3. როგორია ჰალოგენწყალბადმჟავების სიძლიერის რიგი?
4. დაწერეთ ბრომწყალბადმჟავას ურთიერთქმედების რეაქციები ცინკთან, მაგნიუმის
ოქსიდთან, კალციუმის ჰიდროქსიდთან და ნატრიუმის კარბობნატთან