SlideShare une entreprise Scribd logo
1  sur  3
Télécharger pour lire hors ligne
გაკვეთილი N 43

 საშინაო დავალების შემოწმება:

    4.      მოც: m (გახსნილი ნივთიერება) = 25გ
                  m (H2O) = 200 გ
            ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
            უ.გ.        ხსნადობის კოეფიციენტი


     ამოცანის პირობის თანახმად

     200გ H2O ხსნის 25გ ნივთიერებას
     100გ “–––––––––“ x “ –––––––––––“

                 100 5
            X=           = 12,5
                  200

      პასუხი: ნივთიერების ხსნადობის კოეფიციენტია 12,5გ/100გ წყალში.




  მყარ ნივთიერებათა ხსნადობის დამოკიდებულება ტემპერატურაზე


  წყალში მყარი ნივთიერებების უდიდესი ნაწილის ხსნადობის კოეფიციენტი
ტემპერატურის გადიდებით იზრდება. ნივთიერების ხსნადობის კოეფიციენტის
სიდიდის დამოკიდებულებას ტემპერატურაზე გამოსახავენ ხსნადობის მრუდებით.
ეს მრუდები ინდივიდუალურია ყველა ნივთიერებისათვის. ზოგიერთი ნივთიერე-
ბისთვის ხსნადობის მრუდები მოცემულია ნახაზზე. აბსცისთა ღერძზე გადაზომილია
ტემპერატურა, ორდინატთა ღერძზე კი ხსნადობის კოეფიციენტი.
  ამ მრუდების საშუალებით შეიძლება მოვნახოთ როგორია ხსნადობის კოეფიციენტი
ამა თუ იმ ტემპერატურაზე მოცემული ნივთიერებისთვის.
  მაგ: რომ მოვძებნოთ რამდენია ხსნადობის კოეფიციენტი კალიუმის ნიტრატისთვის
600 ტემპერატურაზე, ამისათვის საჭიროა ჯერ მოვძებნოთ 60 გრადუსის ნიშნული
აბსცისთა ღერძზე (ჰორიზონტალურ ღერძზე), შემდეგ ავყვეთ ამ წერტილს
ვერტიკალურად ზემოთ KNO3-ის ხსნადობის მრუდთან გადაკვეთის წერტილამდე. ამ
წერტილიდან დავუშვათ გეგმილი ორდინატთა ღერძზე (ვერტიკალურ ღერძზე) და
ავთვალოთ ამ წერტილის მნიშვნელობა. ვნახავთ, რომ ეს მნიშვნელობა 110-ია. ე.ი. 60 0
ტემპერატურაზე 100გ წყალში მაქსიმუმ 110გ KNO3 იხსნება.
თხევად ნივთიერებათა წყალში ხსნადობა.

  ზოგი თხევადი ნივთიერება წყალს ერევა წყლის და თხევადი ნივთიერების
ნებისმიერი თანაფარდობით. მაგ: შეიძლება 1 გრ თხევადი ნივთიერება ეთილის
სპირტი (C2 H5-OH) შევურიოთ 100 გრ წყალს, ან 100 გრ სპირტი და 1 გრ წყალი
შევურიოთ ერთმანეთს, ან 50 გრ სპირტი და 50 გრ წყალი შევურიოთ ერთმანეთს,
ყველა შემთხვევაში ერთგვაროვანი ნარევი – ხსნარი წარმოიქმნება.
  ამ შემთხვევაში ამბობენ რომ წყალი და ეთილის სპირტი “ერევა” ერთმანეთს.
ასეთივე ბუნებას ამჟღავნებს მაგალითად გოგირდმჟავა, აცეტონი (CH3)2CO, ძმარმჟავა
CH3COOH და ა.შ. ამ შემთხვევაში პირობითია გამხსნელისა და გასახსნელი
ნივთიერების ცნება. საერთოდ გამხსნელად ითვლება ის ნივთიერება, რომლის
აგრეგატულ მდგომარეობაშია მიღებული ხსნარი. ორი თხევადი ნივთიერებისგან ამ
შემთხვევაში პირობითად გამხსნელია ის კომპონენტი, რომელიც უფრო მეტია
ხსნარში.
  არსებობენ ისეთი თხევადი ნივთიერებებიც, რომლებსაც წყალში შეზღუდული
ხსნადობა ახასიათებთ. მაგ: 1 ლიტრ წყალში მხოლოდ რამდენიმე გრამი ბრომი (Br2)
ან დიეთილის ეთერი (C2H5-O-C2H5) იხსნება. უფრო ჭარბი რაოდენობა კი ცალკე
ფენად გამოიყოფა. კერძოდ Br2, რომელიც წყალზე მძიმეა ჭურჭლის ფსკერზე
დაეშვება, ხოლო ეთერი, რომელიც წყალზე მსუბუქია წყლის ზედაპირზე მოექცევა.
  არსებობენ ისეთი თხევადი ნივთიერებები და ნარევები, რომლებიც პრაქტიკულად
არ იხსნებიან წყალში. ასეთებია: ჰექსანი, ბენზინი, ნავთობი და სხვა.
ე.ი. თხევადი ნივთიერებები, ისევე როგორც მყარი ნივთიერებები წყალში გახსნის
სხვადასხვა უნარით ხასიათდებიან.




 აირად ნივთიერებათა წყალში ხსნადობა

   აირადი ნივთიერებებიდან წყალში ყველაზე უკეთ ამიაკი (NH3) იხსნება. 0 0
ტემპერატურასა და 1 ატმ წნევაზე 1 ლიტრი წყალი 1150 ლიტრ ამიაკს ხსნის. კარგად
იხსნებიან წყალში ისეთი აირები როგორიცაა: HCl, HBr, HI.
   ზოგიერთი აირი წყალში შედარებით ნაკლები რაოდენობით იხსნება. მაგ: იმავე
პირობებში 1 ლიტრი წყალი ხსნის 4,61 ლიტრ ქლორს (Cl2) ან 1,71 ლიტრ
ნახშირორჟანგს (CO2).
   აღნიშნულ შემთხვევებში ადგილი აქვს გასახსნელი ნივთიერების (აირის) და
წყლის ქიმიურ ურთიერთქმედებას. ხოლო ისეთი ნივთიერებების წყალში გახსნისას,
როგორიცაა N2 და O2 ხდება აირების მოლეკულების მექანიკური განაწილება წყლის
მოცულობაში. ამიტომაა ამ აირების ხსნადობა წყალში ძალიან მცირე. მაგ: 00C
ტემპერატურაზე 1ლ წყალი ხსნის მხოლოდ 49 მლ ჟანგბადს (O2).
   აირად ნივთიერებათა წყალში ხსნადობა იზრდება წნევის გაზრდით და ტემპერა-
ტურის შემცირებით.


 საშინაო დავალება

  1. როგორია K2SO4-ის ხსნადობის კოეფიციენტი 200, 50 0 და 600 ტემპერატურაზე?
     (გამოიყენეთ ხსნადობის მრუდების ნახაზი)
  2. მაქსიმუმ რამდენი ლიტრი ქლორი შეიძლება გაიხსნას ნ.პ.-ში 3ლ წყალში?
     რამდენი გრამია Cl2-ის ეს რაოდენობა? (ქლორის წყალში ხსნადობა იხ. ამავე
     გაკვეთილში)

Contenu connexe

En vedette

გაკვეთილი № 52
გაკვეთილი № 52გაკვეთილი № 52
გაკვეთილი № 52
barambo
 
გაკვეთილი № 13
გაკვეთილი № 13გაკვეთილი № 13
გაკვეთილი № 13
barambo
 
გაკვეთილი № 23
გაკვეთილი № 23გაკვეთილი № 23
გაკვეთილი № 23
barambo
 
გაკვეთილი № 22
გაკვეთილი № 22გაკვეთილი № 22
გაკვეთილი № 22
barambo
 
G010 110926064001-phpapp02
G010 110926064001-phpapp02G010 110926064001-phpapp02
G010 110926064001-phpapp02
barambo
 
გაკვეთილი № 5
გაკვეთილი № 5გაკვეთილი № 5
გაკვეთილი № 5
barambo
 
Documentation cms e-sidocv1.1
Documentation cms e-sidocv1.1Documentation cms e-sidocv1.1
Documentation cms e-sidocv1.1
cdisf
 

En vedette (10)

გაკვეთილი № 52
გაკვეთილი № 52გაკვეთილი № 52
გაკვეთილი № 52
 
გაკვეთილი № 13
გაკვეთილი № 13გაკვეთილი № 13
გაკვეთილი № 13
 
Ara 006
Ara 006Ara 006
Ara 006
 
გაკვეთილი № 23
გაკვეთილი № 23გაკვეთილი № 23
გაკვეთილი № 23
 
G033 1
G033 1G033 1
G033 1
 
გაკვეთილი № 22
გაკვეთილი № 22გაკვეთილი № 22
გაკვეთილი № 22
 
G010 110926064001-phpapp02
G010 110926064001-phpapp02G010 110926064001-phpapp02
G010 110926064001-phpapp02
 
გაკვეთილი № 5
გაკვეთილი № 5გაკვეთილი № 5
გაკვეთილი № 5
 
G010 1
G010 1G010 1
G010 1
 
Documentation cms e-sidocv1.1
Documentation cms e-sidocv1.1Documentation cms e-sidocv1.1
Documentation cms e-sidocv1.1
 

Plus de barambo

G042 111031003556-phpapp02
G042 111031003556-phpapp02G042 111031003556-phpapp02
G042 111031003556-phpapp02
barambo
 
G015 110926065817-phpapp01
G015 110926065817-phpapp01G015 110926065817-phpapp01
G015 110926065817-phpapp01
barambo
 

Plus de barambo (20)

G008 2
G008 2G008 2
G008 2
 
G007 1
G007 1G007 1
G007 1
 
G006 1
G006 1G006 1
G006 1
 
G009 1
G009 1G009 1
G009 1
 
G042 111031003556-phpapp02
G042 111031003556-phpapp02G042 111031003556-phpapp02
G042 111031003556-phpapp02
 
G015 110926065817-phpapp01
G015 110926065817-phpapp01G015 110926065817-phpapp01
G015 110926065817-phpapp01
 
Ara 021
Ara 021Ara 021
Ara 021
 
Ara 022
Ara 022Ara 022
Ara 022
 
Ara 018
Ara 018Ara 018
Ara 018
 
Ara 017
Ara 017Ara 017
Ara 017
 
Ara 016
Ara 016Ara 016
Ara 016
 
Ara 020
Ara 020Ara 020
Ara 020
 
Ara 019
Ara 019Ara 019
Ara 019
 
Ara 011
Ara 011Ara 011
Ara 011
 
Ara 014
Ara 014Ara 014
Ara 014
 
Ara 013
Ara 013Ara 013
Ara 013
 
Ara 012
Ara 012Ara 012
Ara 012
 
Ara 011
Ara 011Ara 011
Ara 011
 
Ara 015
Ara 015Ara 015
Ara 015
 
Ara 009
Ara 009Ara 009
Ara 009
 

G043 111031003749-phpapp01

  • 1. გაკვეთილი N 43 საშინაო დავალების შემოწმება: 4. მოც: m (გახსნილი ნივთიერება) = 25გ m (H2O) = 200 გ –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– უ.გ. ხსნადობის კოეფიციენტი ამოცანის პირობის თანახმად 200გ H2O ხსნის 25გ ნივთიერებას 100გ “–––––––––“ x “ –––––––––––“ 100 5 X= = 12,5 200 პასუხი: ნივთიერების ხსნადობის კოეფიციენტია 12,5გ/100გ წყალში. მყარ ნივთიერებათა ხსნადობის დამოკიდებულება ტემპერატურაზე წყალში მყარი ნივთიერებების უდიდესი ნაწილის ხსნადობის კოეფიციენტი ტემპერატურის გადიდებით იზრდება. ნივთიერების ხსნადობის კოეფიციენტის სიდიდის დამოკიდებულებას ტემპერატურაზე გამოსახავენ ხსნადობის მრუდებით. ეს მრუდები ინდივიდუალურია ყველა ნივთიერებისათვის. ზოგიერთი ნივთიერე- ბისთვის ხსნადობის მრუდები მოცემულია ნახაზზე. აბსცისთა ღერძზე გადაზომილია ტემპერატურა, ორდინატთა ღერძზე კი ხსნადობის კოეფიციენტი. ამ მრუდების საშუალებით შეიძლება მოვნახოთ როგორია ხსნადობის კოეფიციენტი ამა თუ იმ ტემპერატურაზე მოცემული ნივთიერებისთვის. მაგ: რომ მოვძებნოთ რამდენია ხსნადობის კოეფიციენტი კალიუმის ნიტრატისთვის 600 ტემპერატურაზე, ამისათვის საჭიროა ჯერ მოვძებნოთ 60 გრადუსის ნიშნული აბსცისთა ღერძზე (ჰორიზონტალურ ღერძზე), შემდეგ ავყვეთ ამ წერტილს ვერტიკალურად ზემოთ KNO3-ის ხსნადობის მრუდთან გადაკვეთის წერტილამდე. ამ წერტილიდან დავუშვათ გეგმილი ორდინატთა ღერძზე (ვერტიკალურ ღერძზე) და ავთვალოთ ამ წერტილის მნიშვნელობა. ვნახავთ, რომ ეს მნიშვნელობა 110-ია. ე.ი. 60 0 ტემპერატურაზე 100გ წყალში მაქსიმუმ 110გ KNO3 იხსნება.
  • 2. თხევად ნივთიერებათა წყალში ხსნადობა. ზოგი თხევადი ნივთიერება წყალს ერევა წყლის და თხევადი ნივთიერების ნებისმიერი თანაფარდობით. მაგ: შეიძლება 1 გრ თხევადი ნივთიერება ეთილის სპირტი (C2 H5-OH) შევურიოთ 100 გრ წყალს, ან 100 გრ სპირტი და 1 გრ წყალი შევურიოთ ერთმანეთს, ან 50 გრ სპირტი და 50 გრ წყალი შევურიოთ ერთმანეთს, ყველა შემთხვევაში ერთგვაროვანი ნარევი – ხსნარი წარმოიქმნება. ამ შემთხვევაში ამბობენ რომ წყალი და ეთილის სპირტი “ერევა” ერთმანეთს. ასეთივე ბუნებას ამჟღავნებს მაგალითად გოგირდმჟავა, აცეტონი (CH3)2CO, ძმარმჟავა CH3COOH და ა.შ. ამ შემთხვევაში პირობითია გამხსნელისა და გასახსნელი ნივთიერების ცნება. საერთოდ გამხსნელად ითვლება ის ნივთიერება, რომლის აგრეგატულ მდგომარეობაშია მიღებული ხსნარი. ორი თხევადი ნივთიერებისგან ამ შემთხვევაში პირობითად გამხსნელია ის კომპონენტი, რომელიც უფრო მეტია ხსნარში. არსებობენ ისეთი თხევადი ნივთიერებებიც, რომლებსაც წყალში შეზღუდული ხსნადობა ახასიათებთ. მაგ: 1 ლიტრ წყალში მხოლოდ რამდენიმე გრამი ბრომი (Br2) ან დიეთილის ეთერი (C2H5-O-C2H5) იხსნება. უფრო ჭარბი რაოდენობა კი ცალკე ფენად გამოიყოფა. კერძოდ Br2, რომელიც წყალზე მძიმეა ჭურჭლის ფსკერზე დაეშვება, ხოლო ეთერი, რომელიც წყალზე მსუბუქია წყლის ზედაპირზე მოექცევა. არსებობენ ისეთი თხევადი ნივთიერებები და ნარევები, რომლებიც პრაქტიკულად არ იხსნებიან წყალში. ასეთებია: ჰექსანი, ბენზინი, ნავთობი და სხვა.
  • 3. ე.ი. თხევადი ნივთიერებები, ისევე როგორც მყარი ნივთიერებები წყალში გახსნის სხვადასხვა უნარით ხასიათდებიან. აირად ნივთიერებათა წყალში ხსნადობა აირადი ნივთიერებებიდან წყალში ყველაზე უკეთ ამიაკი (NH3) იხსნება. 0 0 ტემპერატურასა და 1 ატმ წნევაზე 1 ლიტრი წყალი 1150 ლიტრ ამიაკს ხსნის. კარგად იხსნებიან წყალში ისეთი აირები როგორიცაა: HCl, HBr, HI. ზოგიერთი აირი წყალში შედარებით ნაკლები რაოდენობით იხსნება. მაგ: იმავე პირობებში 1 ლიტრი წყალი ხსნის 4,61 ლიტრ ქლორს (Cl2) ან 1,71 ლიტრ ნახშირორჟანგს (CO2). აღნიშნულ შემთხვევებში ადგილი აქვს გასახსნელი ნივთიერების (აირის) და წყლის ქიმიურ ურთიერთქმედებას. ხოლო ისეთი ნივთიერებების წყალში გახსნისას, როგორიცაა N2 და O2 ხდება აირების მოლეკულების მექანიკური განაწილება წყლის მოცულობაში. ამიტომაა ამ აირების ხსნადობა წყალში ძალიან მცირე. მაგ: 00C ტემპერატურაზე 1ლ წყალი ხსნის მხოლოდ 49 მლ ჟანგბადს (O2). აირად ნივთიერებათა წყალში ხსნადობა იზრდება წნევის გაზრდით და ტემპერა- ტურის შემცირებით. საშინაო დავალება 1. როგორია K2SO4-ის ხსნადობის კოეფიციენტი 200, 50 0 და 600 ტემპერატურაზე? (გამოიყენეთ ხსნადობის მრუდების ნახაზი) 2. მაქსიმუმ რამდენი ლიტრი ქლორი შეიძლება გაიხსნას ნ.პ.-ში 3ლ წყალში? რამდენი გრამია Cl2-ის ეს რაოდენობა? (ქლორის წყალში ხსნადობა იხ. ამავე გაკვეთილში)