SlideShare une entreprise Scribd logo
1  sur  9
იუმორი მუსიკაში
ხელოვნების ნებისმიერი სახეობის
არსი მდგომარეობს იმაში, რომ
ხელმისაწვდომი ხერხებითა და
საშუალებებით ასახოს ნაწარმოებით
გადმოცემული ემოციები და
გრძნობები.
მუსიკაში, ისევე როგორც ხელოვნების სხვა დარგებში, იუმორის
ძირითადი პრინციპია, ასახოს ბანალური სიტუაცია მოულოდნელი,
სახალისო რაკურსით; ოფიციოზური ფიგურები, ლოზუნგები
წარმოაჩინოს კარიკატურული ფორმით, გაზვიადებული ან ზოგჯერ
- დამახინჯებული სახითაც კი.
იმ მუსიკალური ნაწარმოებების ჟანრების მრავალფეროვნება,
რომელთაც იუმორთან აქვს კავშირი, ძალზე მდიდარია: კომიკური
ოპერა (ოპერა-ბუფა), კომიკური ბალეტი, „იუმორესკა“, „ბურლესკა“,
„სკერცო“ და სხვა.
ბურლესკა (ფრ. Burlesque, იტალიურიდან. Burla
- ხუმრობა) - ერთგვარი კომიკური პოეზიის
სახეობაა, რომელიც ჩამოყალიბდა რენესანსის
პერიოდში (XIV-XVI სს).
მოისმინეთ ჩეხი კომპოზიტორისა და
მევიოლინის - იოზეფ საკის „ბურლესკა“.
იოზეფ საკი
(1874-1935)
დააკვირდით სანოტო ჩანაწერს.
შეეცადეთ ამოიცნოთ, რა ხერხებით აქვს
კომპოზიტორს გადმოცემული სახუმარო
ხასიათი?
მოისმინეთ ჩეხი კომპოზიტორის, ანტონინ დვორჟაკის
„იუმორესკა“. მუსიკა ჭარბი სიხალისით არ გამოირჩევა. ამ
შესანიშნავი ნაწარმოების მოსმენა კარგ განწყობაზე გვაყენებს და
ღიმილს გვგვრის, ესაა და ეს.
თქვენი აზრით, რატომ დაარქვა კომპოზიტორმა ნაწარმოებს
„იუმორესკა“?
რა წარმოიდგინეთ მოსმენისას?
როგორ აქვს კომპოზიტორს მუსიკის საშუალებით ასახული
მსუბუქი, ხალისიანი განწყობა? დაახასიათეთ მუსიკა რიტმის,
ტემპის, მელოდიის, ჰარმონიის მიხედვით.
შეადარეთ ერთმანეთს ბურლესკა და იუმორესკა მუსიკალური
მახასიათებლების მიხედვით.
„იუმორესკა“ იუმორით გამსჭვალული მცირე მხატვრული
ნაწარმოებია (პატარა მოთხრობა, მუსიკალური პიესა).
ანტონინ დვორჟაკი
1841-1904
რა არის „სკერცო“, რომელიც ბევრი მუსიკალური ნაწარმოების დასათაურებაში
გვხვდება? იტალიურიდან ეს სიტყვა (shcerzo) ითარგმნება, როგორც „ხუმრობა“.
თავდაპირველად სკერცო წარმოადგენდა სიმფონიის, სონატის ერთ-ერთ ნაწილს.
დროთა განმავლობაში იგი დამოუკიდებელ მუსიკალურ ჟანრად იქცა, თუმცა,
მიუხედავად სკერცოს „სახუმარო“ დასახელებისა, მუსიკა ყოველთვის არ იწვევს
ერთგვაროვან „იუმორისტულ“ ემოციებს, მაგალითისთვის მოვისმინოთ
ფრაგმენტი პოლონელი კომპოზიტორის - ფრედერიკ შოპენის #2 სკერცოდან.
გამონაკლისს წარმოადგენს სკერცო, რომელიც გამიზნულადაა
იუმორისტულ სტილში დაწერილი.
მაგალითისთვის გავიხსენოთ ყველასათვის კარგად ნაცნობი
ანიმაციური ფილმი „კატა და თაგვი“, რომელშიც გამოყენებულია
ამერიკელი კომპოზიტორის, დირიჟორისა და პიანისტის - აარონ
კოპლენდის მუსიკა - სკერცო-იუმორესკა (The cat and mouse -
scherzo-humoristique).
რა წარმოიდგინეთ მოსმენისას?
თქვენი აზრით, რა მუსიკალური ხერხებით აქვს კომპოზიტორს
მიღწეული კატა-თაგვის თავქარიანი დევნის სახასიათო იმიტაცია?
ისაუბრეთ მუსიკალურ მახასიათებლებზე (ტემპი, რიტმი,
რეგისტრი, მელოდია, ჰარმონია).
აარონ
კოპლენდი
1900-1990
ფრედერიკ შოპენი
1810-1849
ავსტრიელი კომპოზიტორი - ვოლფგანგ ამადეუს
მოცარტი, სერიოზული მუსიკის გარდა, ქმნიდა
მსუბუქ, გასართობ მუსიკასაც დღესასწაულებისთვის
ან ღამის კონცერტებისთვის, რომლებიც დიდებულთა
სასახლეების ბაღებში ტარდებოდა ზაფხულობით.
მუსიკა, ძირითადად, მათივე შეკვეთით იწერებოდა.
სავარაუდოდ, ასე გაჩნდა „ღამის პატარა სერენადა" -
უდიდესი ხელოვანის კიდევ ერთი მუსიკალური
შედევრი.
თუ გავითვალისწინებთ, რომ ცნება „იუმორი“, ფართო გაგებით, ესაა ყველაფერი
ის, რაც მხიარულ განწყობაზე გვაყენებს, მუსიკალური ნაწარმოები, რომლის
მუსიკაც ამ განწყობას გვიქმნის, შეიძლება მივიჩნიოთ იუმორისტული იდეის
მატარებლად.
მოისმინეთ მოცარტის ეს შესანიშნავი მუსიკა და თავად
განსაზღვრეთ, შესაძლებელია თუ არა, რომ ერთ-ერთ
„იუმორისტულ“ ნაწარმოებად მოცარტის „ღამის პატარა სერენადაც“
მივიჩნიოთ. ახსენით თქვენი მოსაზრება.
დაასახელეთ, რა მუსიკალურ-გამომსახველობითი ხერხებით ქმნის
კომპოზიტორი ამ განწყობას.
ვოლფგანგ
ამადეუს მოცარტი
1856-1891
ვოლფგანგ ამადეუს მოცარტს დაწერილი აქვს ვოკალური (საგუნდო) ნაწარმოები -
„ანბანი“ (alphabet song), რომლის არსი მდგომარეობდა იმაში, რომ სწრაფ ტემპში
გაემღერათ გერმანული ანბანის ყველა ბგერა ისე, რომ არ წაბორძიკებულიყვნენ. ...
თუმცა ამას ყველა ვერ ახერხებდა.
მოვისმინოთ სიმღერა „ანბანი“.
სანოტო ჩანაწერის მიხედვით განსაზღვრეთ:
ნაწარმოების ტონალობა, ზომა, ნოტების
გრძლიობები.
მოვისმინოთ კიდევ ერთი სიმღერა - „ეი-ბი-სი“. ეს სიმღერა ინგლისური ანბანის
გამღერებაა. შეადარეთ ეს ორი სიმღერა ერთმანეთს: რომელი მათგანი მიეკუთვნება
კლასიკური მუსიკის ჟანრს? რის მიხედვით გამოიცანით?
ისაუბრეთ, რა განსხვავებაა მუსიკის ხასიათის, ტემპის, რიტმის თვალსაზრისით.
როგორ ფიქრობთ, რა ფუნქცია აქვს თითოეულ სიმღერას? რომელი სიმღერით უფრო
მარტივად შეიძლება ანბანის შესწავლა?
იუმორის არაჩვეულებრივი გრძნობით გამოირჩეოდა გამოჩენილი
იტალიელი კომპოზიტორი ჯოაკინო როსინი. თანამედროვენი
მასზე ამბობდნენ, რომ ის მუდამ მხიარული, სიცოცხლით სავსე,
გონებამახვილური და დახვეწილი იუმორის მქონე პიროვნებააო.
მოისმინეთ ჯოაკინო როსინის ვოკალურ-
ინსტრუმენტული ნაწარმოები - „კატების დუეტი“.
გახსენით ვიდეოფაილი და ისაუბრეთ, რა ხერხებითაა მიღწეული
სახუმარო, იუმორისტული განწყობა „კატების დუეტში“ (ან მოძებნეთ
ინტერნეტბმულზე: https://www.youtube.com/watch?v=O5bJJviAX0c)
 თავადაც შეგიძლიათ მოიძიოთ მუსიკალური ნაწარმოებები, რომლებსაც
იუმორისტულად მიიჩნევთ; არა აქვს მნიშვნელობა, რა ჟანრის იქნება -
კლასიკური, პოპმუსიკა თუ ხალხური.
 განმარტეთ, რატომ შეაჩერეთ მასზე არჩევანი;
 ისაუბრეთ მუსიკის გამომსახველობით ხერხებზე - როგორი მუსიკალური
ხერხებითაა მიღწეული იუმორული ინტონაცია მუსიკაში.
გისურვებთ წარმატებას!
ჯოაკინო როსინი
1792-1868

Contenu connexe

Tendances

მუსიკა, როგორც ხელოვნების ფორმა.pptx
მუსიკა,  როგორც ხელოვნების ფორმა.pptxმუსიკა,  როგორც ხელოვნების ფორმა.pptx
მუსიკა, როგორც ხელოვნების ფორმა.pptxDali Dolidze
 
musika da kosmosi
musika da kosmosimusika da kosmosi
musika da kosmositikoteona
 
ვოლფგანგ ამადეუს მოცარტი
ვოლფგანგ ამადეუს მოცარტივოლფგანგ ამადეუს მოცარტი
ვოლფგანგ ამადეუს მოცარტიDali Dolidze
 
ფორტეპიანო.ppt
ფორტეპიანო.pptფორტეპიანო.ppt
ფორტეპიანო.pptDali Dolidze
 
მუსიკალური ნოტაციის ისტორია.pptx
მუსიკალური ნოტაციის ისტორია.pptxმუსიკალური ნოტაციის ისტორია.pptx
მუსიკალური ნოტაციის ისტორია.pptxDali Dolidze
 
ჩემი საყვარელი მუსიკა2.pptx
ჩემი საყვარელი მუსიკა2.pptxჩემი საყვარელი მუსიკა2.pptx
ჩემი საყვარელი მუსიკა2.pptxTamta Gachechiladze
 
იმპრესიონიზმი მუსიკასა და ფერწერაში.pptx
იმპრესიონიზმი მუსიკასა და ფერწერაში.pptxიმპრესიონიზმი მუსიკასა და ფერწერაში.pptx
იმპრესიონიზმი მუსიკასა და ფერწერაში.pptxDali Dolidze
 
ასო ბგერა ,,შ’’
ასო   ბგერა  ,,შ’’ასო   ბგერა  ,,შ’’
ასო ბგერა ,,შ’’Lela Goginashvili
 
ფრაზეოლოგიზმები
ფრაზეოლოგიზმებიფრაზეოლოგიზმები
ფრაზეოლოგიზმებიlela64
 
კავშირი
კავშირიკავშირი
კავშირიtamarkakachia
 
ცოცხალი და არაცოცხალი ბუნება
ცოცხალი და არაცოცხალი ბუნებაცოცხალი და არაცოცხალი ბუნება
ცოცხალი და არაცოცხალი ბუნებაNatia Gvilia
 
თემა
თემათემა
თემაkhato
 
გაპიროვნება
გაპიროვნებაგაპიროვნება
გაპიროვნებაstsotniashvili
 
ზმნის რიცხვი
ზმნის რიცხვიზმნის რიცხვი
ზმნის რიცხვიLela Goginashvili
 
ბგერების სამყარო
ბგერების სამყარობგერების სამყარო
ბგერების სამყაროInga Gogaladze
 

Tendances (20)

მუსიკა, როგორც ხელოვნების ფორმა.pptx
მუსიკა,  როგორც ხელოვნების ფორმა.pptxმუსიკა,  როგორც ხელოვნების ფორმა.pptx
მუსიკა, როგორც ხელოვნების ფორმა.pptx
 
musika da kosmosi
musika da kosmosimusika da kosmosi
musika da kosmosi
 
ვოლფგანგ ამადეუს მოცარტი
ვოლფგანგ ამადეუს მოცარტივოლფგანგ ამადეუს მოცარტი
ვოლფგანგ ამადეუს მოცარტი
 
ფორტეპიანო.ppt
ფორტეპიანო.pptფორტეპიანო.ppt
ფორტეპიანო.ppt
 
მუსიკალური ნოტაციის ისტორია.pptx
მუსიკალური ნოტაციის ისტორია.pptxმუსიკალური ნოტაციის ისტორია.pptx
მუსიკალური ნოტაციის ისტორია.pptx
 
ჩემი საყვარელი მუსიკა2.pptx
ჩემი საყვარელი მუსიკა2.pptxჩემი საყვარელი მუსიკა2.pptx
ჩემი საყვარელი მუსიკა2.pptx
 
იმპრესიონიზმი მუსიკასა და ფერწერაში.pptx
იმპრესიონიზმი მუსიკასა და ფერწერაში.pptxიმპრესიონიზმი მუსიკასა და ფერწერაში.pptx
იმპრესიონიზმი მუსიკასა და ფერწერაში.pptx
 
Gegma1
Gegma1Gegma1
Gegma1
 
ასო ბგერა ,,შ’’
ასო   ბგერა  ,,შ’’ასო   ბგერა  ,,შ’’
ასო ბგერა ,,შ’’
 
ფრაზეოლოგიზმები
ფრაზეოლოგიზმებიფრაზეოლოგიზმები
ფრაზეოლოგიზმები
 
კავშირი
კავშირიკავშირი
კავშირი
 
სერიები
სერიებისერიები
სერიები
 
ცოცხალი და არაცოცხალი ბუნება
ცოცხალი და არაცოცხალი ბუნებაცოცხალი და არაცოცხალი ბუნება
ცოცხალი და არაცოცხალი ბუნება
 
ზედსართავი სახელი
 ზედსართავი სახელი ზედსართავი სახელი
ზედსართავი სახელი
 
თემა
თემათემა
თემა
 
გაპიროვნება
გაპიროვნებაგაპიროვნება
გაპიროვნება
 
ზმნის რიცხვი
ზმნის რიცხვიზმნის რიცხვი
ზმნის რიცხვი
 
ბგერების სამყარო
ბგერების სამყარობგერების სამყარო
ბგერების სამყარო
 
რიცხვითი სახელი
რიცხვითი სახელი რიცხვითი სახელი
რიცხვითი სახელი
 
ზედსართავი სახელი
ზედსართავი  სახელიზედსართავი  სახელი
ზედსართავი სახელი
 

იუმორი მუსიკაში

  • 2. ხელოვნების ნებისმიერი სახეობის არსი მდგომარეობს იმაში, რომ ხელმისაწვდომი ხერხებითა და საშუალებებით ასახოს ნაწარმოებით გადმოცემული ემოციები და გრძნობები.
  • 3. მუსიკაში, ისევე როგორც ხელოვნების სხვა დარგებში, იუმორის ძირითადი პრინციპია, ასახოს ბანალური სიტუაცია მოულოდნელი, სახალისო რაკურსით; ოფიციოზური ფიგურები, ლოზუნგები წარმოაჩინოს კარიკატურული ფორმით, გაზვიადებული ან ზოგჯერ - დამახინჯებული სახითაც კი.
  • 4. იმ მუსიკალური ნაწარმოებების ჟანრების მრავალფეროვნება, რომელთაც იუმორთან აქვს კავშირი, ძალზე მდიდარია: კომიკური ოპერა (ოპერა-ბუფა), კომიკური ბალეტი, „იუმორესკა“, „ბურლესკა“, „სკერცო“ და სხვა. ბურლესკა (ფრ. Burlesque, იტალიურიდან. Burla - ხუმრობა) - ერთგვარი კომიკური პოეზიის სახეობაა, რომელიც ჩამოყალიბდა რენესანსის პერიოდში (XIV-XVI სს). მოისმინეთ ჩეხი კომპოზიტორისა და მევიოლინის - იოზეფ საკის „ბურლესკა“. იოზეფ საკი (1874-1935) დააკვირდით სანოტო ჩანაწერს. შეეცადეთ ამოიცნოთ, რა ხერხებით აქვს კომპოზიტორს გადმოცემული სახუმარო ხასიათი?
  • 5. მოისმინეთ ჩეხი კომპოზიტორის, ანტონინ დვორჟაკის „იუმორესკა“. მუსიკა ჭარბი სიხალისით არ გამოირჩევა. ამ შესანიშნავი ნაწარმოების მოსმენა კარგ განწყობაზე გვაყენებს და ღიმილს გვგვრის, ესაა და ეს. თქვენი აზრით, რატომ დაარქვა კომპოზიტორმა ნაწარმოებს „იუმორესკა“? რა წარმოიდგინეთ მოსმენისას? როგორ აქვს კომპოზიტორს მუსიკის საშუალებით ასახული მსუბუქი, ხალისიანი განწყობა? დაახასიათეთ მუსიკა რიტმის, ტემპის, მელოდიის, ჰარმონიის მიხედვით. შეადარეთ ერთმანეთს ბურლესკა და იუმორესკა მუსიკალური მახასიათებლების მიხედვით. „იუმორესკა“ იუმორით გამსჭვალული მცირე მხატვრული ნაწარმოებია (პატარა მოთხრობა, მუსიკალური პიესა). ანტონინ დვორჟაკი 1841-1904
  • 6. რა არის „სკერცო“, რომელიც ბევრი მუსიკალური ნაწარმოების დასათაურებაში გვხვდება? იტალიურიდან ეს სიტყვა (shcerzo) ითარგმნება, როგორც „ხუმრობა“. თავდაპირველად სკერცო წარმოადგენდა სიმფონიის, სონატის ერთ-ერთ ნაწილს. დროთა განმავლობაში იგი დამოუკიდებელ მუსიკალურ ჟანრად იქცა, თუმცა, მიუხედავად სკერცოს „სახუმარო“ დასახელებისა, მუსიკა ყოველთვის არ იწვევს ერთგვაროვან „იუმორისტულ“ ემოციებს, მაგალითისთვის მოვისმინოთ ფრაგმენტი პოლონელი კომპოზიტორის - ფრედერიკ შოპენის #2 სკერცოდან. გამონაკლისს წარმოადგენს სკერცო, რომელიც გამიზნულადაა იუმორისტულ სტილში დაწერილი. მაგალითისთვის გავიხსენოთ ყველასათვის კარგად ნაცნობი ანიმაციური ფილმი „კატა და თაგვი“, რომელშიც გამოყენებულია ამერიკელი კომპოზიტორის, დირიჟორისა და პიანისტის - აარონ კოპლენდის მუსიკა - სკერცო-იუმორესკა (The cat and mouse - scherzo-humoristique). რა წარმოიდგინეთ მოსმენისას? თქვენი აზრით, რა მუსიკალური ხერხებით აქვს კომპოზიტორს მიღწეული კატა-თაგვის თავქარიანი დევნის სახასიათო იმიტაცია? ისაუბრეთ მუსიკალურ მახასიათებლებზე (ტემპი, რიტმი, რეგისტრი, მელოდია, ჰარმონია). აარონ კოპლენდი 1900-1990 ფრედერიკ შოპენი 1810-1849
  • 7. ავსტრიელი კომპოზიტორი - ვოლფგანგ ამადეუს მოცარტი, სერიოზული მუსიკის გარდა, ქმნიდა მსუბუქ, გასართობ მუსიკასაც დღესასწაულებისთვის ან ღამის კონცერტებისთვის, რომლებიც დიდებულთა სასახლეების ბაღებში ტარდებოდა ზაფხულობით. მუსიკა, ძირითადად, მათივე შეკვეთით იწერებოდა. სავარაუდოდ, ასე გაჩნდა „ღამის პატარა სერენადა" - უდიდესი ხელოვანის კიდევ ერთი მუსიკალური შედევრი. თუ გავითვალისწინებთ, რომ ცნება „იუმორი“, ფართო გაგებით, ესაა ყველაფერი ის, რაც მხიარულ განწყობაზე გვაყენებს, მუსიკალური ნაწარმოები, რომლის მუსიკაც ამ განწყობას გვიქმნის, შეიძლება მივიჩნიოთ იუმორისტული იდეის მატარებლად. მოისმინეთ მოცარტის ეს შესანიშნავი მუსიკა და თავად განსაზღვრეთ, შესაძლებელია თუ არა, რომ ერთ-ერთ „იუმორისტულ“ ნაწარმოებად მოცარტის „ღამის პატარა სერენადაც“ მივიჩნიოთ. ახსენით თქვენი მოსაზრება. დაასახელეთ, რა მუსიკალურ-გამომსახველობითი ხერხებით ქმნის კომპოზიტორი ამ განწყობას. ვოლფგანგ ამადეუს მოცარტი 1856-1891
  • 8. ვოლფგანგ ამადეუს მოცარტს დაწერილი აქვს ვოკალური (საგუნდო) ნაწარმოები - „ანბანი“ (alphabet song), რომლის არსი მდგომარეობდა იმაში, რომ სწრაფ ტემპში გაემღერათ გერმანული ანბანის ყველა ბგერა ისე, რომ არ წაბორძიკებულიყვნენ. ... თუმცა ამას ყველა ვერ ახერხებდა. მოვისმინოთ სიმღერა „ანბანი“. სანოტო ჩანაწერის მიხედვით განსაზღვრეთ: ნაწარმოების ტონალობა, ზომა, ნოტების გრძლიობები. მოვისმინოთ კიდევ ერთი სიმღერა - „ეი-ბი-სი“. ეს სიმღერა ინგლისური ანბანის გამღერებაა. შეადარეთ ეს ორი სიმღერა ერთმანეთს: რომელი მათგანი მიეკუთვნება კლასიკური მუსიკის ჟანრს? რის მიხედვით გამოიცანით? ისაუბრეთ, რა განსხვავებაა მუსიკის ხასიათის, ტემპის, რიტმის თვალსაზრისით. როგორ ფიქრობთ, რა ფუნქცია აქვს თითოეულ სიმღერას? რომელი სიმღერით უფრო მარტივად შეიძლება ანბანის შესწავლა?
  • 9. იუმორის არაჩვეულებრივი გრძნობით გამოირჩეოდა გამოჩენილი იტალიელი კომპოზიტორი ჯოაკინო როსინი. თანამედროვენი მასზე ამბობდნენ, რომ ის მუდამ მხიარული, სიცოცხლით სავსე, გონებამახვილური და დახვეწილი იუმორის მქონე პიროვნებააო. მოისმინეთ ჯოაკინო როსინის ვოკალურ- ინსტრუმენტული ნაწარმოები - „კატების დუეტი“. გახსენით ვიდეოფაილი და ისაუბრეთ, რა ხერხებითაა მიღწეული სახუმარო, იუმორისტული განწყობა „კატების დუეტში“ (ან მოძებნეთ ინტერნეტბმულზე: https://www.youtube.com/watch?v=O5bJJviAX0c)  თავადაც შეგიძლიათ მოიძიოთ მუსიკალური ნაწარმოებები, რომლებსაც იუმორისტულად მიიჩნევთ; არა აქვს მნიშვნელობა, რა ჟანრის იქნება - კლასიკური, პოპმუსიკა თუ ხალხური.  განმარტეთ, რატომ შეაჩერეთ მასზე არჩევანი;  ისაუბრეთ მუსიკის გამომსახველობით ხერხებზე - როგორი მუსიკალური ხერხებითაა მიღწეული იუმორული ინტონაცია მუსიკაში. გისურვებთ წარმატებას! ჯოაკინო როსინი 1792-1868