1. 1921 წ. 16-25 თებერვალი
• ტფილისის ბრძოლა, საბჭოთა რუსეთსა და
საქართველოს დემოკრატ./რესპუბლიკის
შორის ომის გადამწყვეტი ბრძოლა 1921 წ.
16-25 თებ. საბჭოთა ისტორიოგრაფიაში
ცნობილია, როგორც „ტფილისის ოპერაცია“
(რუს. Тифлисская операция); საქართველოში
ხშირად კოჯორ-ტაბახმელას ბრძოლების
სახელით მოიხსენიებენ იმ ორის სიმაღლის
მიხედვით, რომელიც ცენტრალურ როლს
თამაშობდა ტფილისის დაცვაში.
6. შედეგები
• საქართველოს შეიარაღებული ძალები
გიორგი კვინიტაძის მეთაურობით ერთი
კვირის მანძილზე იცავდნენ ტფილისის
მისადგომებს, მაგრამ იძულებული გახდნენ
ქალაქი დაეტოვებინათ მე-11 წითელი
არმიის რიცხობრივი და ტექნიკური
უპირატესობის გამო. ტფილისში საბჭოთა
ხელისუფლება გამოცხადდა და მარტის
მიწურულისთვის საქართველოს თითქმის
მთელ ტერიტორიაზე გავრცელდა.
7. საბჭოთა რუსეთმა საბრძოლო მოქმედებები საქართველოს
წინააღმდეგ ფაქტიურად 1921 წ. 12 თებერვალს
დაიწყო, როდესაც რუსეთის კომუნისტური პარტიის კავკასიის
ბიუროს მითითებით ადგილობრივმა ბოლშევიკებმა ამბოხება
მოაწყეს ლორეს ზონაში, რომელიც საბჭოთა სომხეთს
ესაზღვრებოდა. სამხრეთ საქართველო იყო უმოკლესი გზა
ტფილისისკენ, რომლის აღებას ბოლშევიკები ელვისებური
დარტყმით ვარაუდობდნენ. გარდა ამისა, ე.წ. ლორეს
ნეიტრალური ზონა სადავო ტერიტორია იყო სომხეთსა და
საქართველოს შორის; მის სრულ კონტროლს საქართველო 1920
წ. დეკემბრიდან ახორციელებდა. ამბოხებული ბოლშევიკების
დასახმარებლად საბჭოთა კომისარმა კავკასიაში სერგო
ორჯონიკიძემ წითელი არმიის ნაწილები გაგზავნა, თუმცა
მოსკოვიდან ინტერვენციის დაწყების ოფიციალური ნებართვა
ჯერ არ იყო მოსული. გარკვეული ორჭოფობის შემდეგ ლენინმა
წითელ არმიას საქართველოში შესვლისა და ტფილისის აღების
მითითება მისცა.
11. მე-11 არმიის ძირითადი ძალები თბილისს სამი
მიმართულებით უტევდნენ:
1. მარცხენა საბრძოლო დაჯგუფება (მე-20 და 32-ე
მსროლელი დივიზიების ნაწილები, სომხური წითელი
ცხენოსანი ბრიგადა, ბოლშევიკ მეამბოხეთა რაზმი)
ლორეს ზონიდან მოქმედებდა;
2. ცენტრალური დაჯგუფება (მე-18 და მე-20 მსროლელი
დივიზიების ნაწილები, მე-12 ცხენოსანი დივიზია, 55-ე
ჯავშნოსანი რაზმი) უფრო ჩრდილო-აღმოსავლეთით, 30
კმ-ის დაშორებით, მოძრაობდა მდ. ხრამზე წითელი
ხიდის მიმართულებით;
3. მარჯვენა დაჯგუფება (მე-9 მსროლელი
დივიზია, ჯავშნოსანი მატარებლები და მე-2 სატანკო
რაზმი) კიდევ უფრო აღმოსავლეთით, 35 კმ დაშორებით
მოქმედებდა, მდ. ალგეთზე ფოილოს სარკინიგზო ხიდის
მიმართულებით.
12. 1921 წელს 16
თებერვალს, გამთენიისას, მე-
11 არმიის ნაწილები
საქართველოს
ტერიტორიაზე შემოიჭრნენ.
ბოლშევიკების ცენტრ./და–
ჯგუფებამ იერიშით აიღო
„წითელი ხიდი“
13. 16-17 თებერვალს რუსებმა დაიკავეს
სოფლები
• შულავერი,
• ეკატერინფელდი,
• მარნეული,
• კეშალო,
• კოდი,
• ელიზაბეტალი,
რკ./სადგურები
• სალოღლი
• ბეიუქ-ქიასიკი
და ტფილისს 40 კმ-ზე მიუახლოვდნენ.
14. 18 თებერვლის საღამოს
სოღანლუღში წითელი არმიის
ნაწილები გამოჩნდნენ და მ.
ველიკანოვის სარდლობით
მოახერხეს ქართველების
პოზიციებზე შეღწევა
კოჯორისა და იაღლუჯის
სიმაღლეებზე.
15. 19 თებერვალს წითლებმა
ახალი შეტევა
წამოიწყეს, ამჯერად, ტაბახმელ
ას მიმართულებით, რომელსაც
იუნკრები იცავდნენ.
16. იუნკერთა გმირობაზე ლეგენდები დადის.
ხალხში გავრცელებული აზრის მიხედვით, მათი დიდი
ნაწილი ტაბახმელას პოზიციებზე დაიღუპა და ცოცხლად
მხოლოდ ერთეულები გადარჩნეს. თუმცა ეს
სინამდვილეს არ შეესაბამება. იუნკერთა
ასეულმა, რომელიც 132 კურსანტს და 15-მდე ოფიცერს
ითვლიდა დაღუპულების სახით სულ 12 ადამიანი
დაკარგა. მათ წინააღმდეგ XI არმიის მთელი დივიზია
იბრძოდა, თუმცა რუსებმა იუნკერების დამარცხება მაინც
ვერ მოახერხეს. 1921 წელს თბილისის დაცვისას ქართულ
არმიაში იუნკერები თითქმის ერთადერთი ნაწილი
იყო, ვინც ბრძოლის დროს უკან არ დაიხია. იუნკერთა
ასეთ გასაოცარ შედეგს მხოლოდ ერთი მიზეზი აქვს - სხვა
ქართული ნაწილებისგან, სამხედრო სასწავლებელი
რკინის დისციპლინით, უდიდესი თავდადებით და
მაღალი სამხედრო მომზადების დონით გამოირჩეოდა.
22. 25 თებერვალი
• 25 თებერვლისათვის ქალაქის
დამცველთა მდგომარეობა კრიტიკული
იყო. შეიქმნა სრული გარემოცვის
საშიშროება. ამ ვითარებაში
საქართველოს სარდლობამ მიიღო
თბილისის დატოვებისა და მცხეთისკენ
უკანდახევის გადაწყვეტილება.
24. წითელი არმია ტფილისში შევიდა.
ქალაქში მარადიორობა, ძარცვა და
რეპრესიები დაიწყო. მოგვიანებით
ქალაქში საქართველოს რევკომი
გადმოვიდა ფილიპე მახარაძის
მეთაურობით და საქართველოში
საბჭ./ხელისუფლება გამოაცხადა.