SlideShare une entreprise Scribd logo
1  sur  186
saqarTvelos ganviTarebis kvleviTi instituti

  GEORGIAN DEVELOPMENT RESEARCH INSTITUTE




საქართველოს სოციალურ-
ეკონომიკური განვითარების
       მიმართულებები
     ეკონომიკური და სოციალური განვითარება
         სოფლის მეურნეობის განვითარება




                     თბილისი, 2012

                                                      1
საქართველოსგანვითარებისკვლევითიინსტიტუტი                        (GDRI)-დამოუკიდებელი,
არაკომერციულიორგანიზაცია,                 დაფუძნდა             2011             წელს.
ინსტიტუტისამოცანაადემოკრატიისგანვითარების,            პოლიტიკური,        ეკონომიკური,
სოციალურიდასხვარეფორმებისხელშეწყობასათანადოკვლევებისადადისკუსიებისმეშვეობით.


ვებ-გვერდი: www.gdri.ge

ელ.ფოსტა:gdri@gdri.ge



                                                                       უფასო გამოცემა.




ექსპერთა ჯგუფი:    თენგიზ შერგელაშვილი
                   დავით ნარმანია
                   თემურ მურღულია
                   შოთა მურღულია
                   ელგუჯა ხოკრიშვილი
                   რევაზ გიგილაშვილი
                   შალვა მექვაბიშვილი
                   მიხეილ თოქმაზიშვილი
                   ვინმე ხომ არ გვრჩება?ან საერთოდ გვინდა?




©   საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტი, 2012
გამომცემლობა „ნეკერი“, 2012

ISBN


                                                                                     2
შინაარსი


ნაწილი I.ეკონომიკური და სოციალურ სფეროს პრობლემები და განვითარების ძირითადი
მიმართულებები
1. ძირითადი მიდგომები და კონცეპტუალური საკითხები                                             7
   1.1. ახალი ეკონომიკური პოლიტიკის უპირატესობები არსებულთან შედარებით                       7
   1.2. რეალური სექტორი, სტიმულირების პოლიტიკა და განვითარების მდგრადი წყაროები 15


2. ოჯახის და ინდივიდის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა                                      25
   2.1. ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური პრობლემატიკა                                   25
   2.2. უმუშევრობა, თვითდასაქმება და დასაქმება                                               25
   2.3. კომუნალური პრობლემები და ტარიფები                                                    27
   2.4. საპენსიო უზრუნველყოფა და სოციალურად დაუცველ ოჯახთა ფულადი დახმარება                  29
       2.4.1. საპენსიო სისტემები შედარებითი ანალიზი                                     29
       2.4.2. რეკომენდაციები საქართველოში საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებით             39
       2.4.3. სოციალურად დაცუველ ოჯახთა ფულადი დახმარების სისტემა                       42
   2.5. ჯანმრთელობის დაცვა                                                              43


3. ბიზნეს-გარემო და კონკურენციის პოლიტიკა                                               49
   3.1. მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება                                 49
   3.2. საინვესტიციო პოლიტიკა                                                           51
       3.1.2. საინვესტიციო ნაკადები საქართველოში                                        51
       3.2.2. საქართველოში განხორციელებული ინვესტიციების გეოგრაფია                      51
       3.2.3. პირდაპირი უცხოური ინვესტიციები სექტორების მიხედვით                        55
       3.2.4. სახელმწიფო საინვესტიციო პოლიტიკა                                          57
   3.3. გადასახადების ადმინიტრირების წესები და საგადასახადო სისტემის სირთულეები         58
   3.4. საკრედიტო რესურსების ხელმისაწვდომობა                                            62
   3.5. საკუთრების და გარიგების დაცულობა                                                     66
   3.6. გაკოტრების სისტემა                                                                   68
   3.7. რეალური სექტორის განვითარება                                                         69
   3.8. კონკურენცია და მომხმარებელთა ინტერესების დაცვა                                       71
       3.8.1. კონკურენციის პოლიტიკის არსი                                               71
       3.8.2. კონკურენციის პოლიტიკა საქართველოში                                        72
       3.8.3. მომხმარებელთა უფლებების დაცვა                                             73


4. მაკროეკონომიკური პოლიტიკა                                                              75
   4.1. უცხოური ინვესტიციები და საგადასახდელო ბალანსი                                        75


                                                                                                  3
4.2. გაცვლითი კურსი და ინფლაცია                                          79
   4.3. ფისკალური პოლიტიკა                                                  82
       4.3.1. ფისკალური პოლიტიკის პრინციპები და ამოცანები                  82
       4.3.2. ბიუჯეტის გამჭვირვალობადა ანგარიშვალდებულება                  84
       4.3.3. ბიუჯეტის დაგეგმვა და მოსახლეობის ჩართვა საბიუჯეტო პროცესში   86
       4.3.4. ბიუჯეტის შესრულების პროცესი                                  88
       4.3.5. ანტიციკლური პოლიტიკა                                         90
       4.3.6. ფისკალური დეცენტრალიზაცია                                    91
       4.3.7. სახელმწიფო ვალის მართვა                                      92
       4.3.8. საბიუჯეტო ფონდები                                            94




ნაწილი II.სოფლის მეურნეობის სფეროში არსებული პრობლემები და განვითარების
ძირითადი მიმართულებები                                                     95
1. სოფლის მეურნეობაში არსებული მდგომარეობა და პრობლემები
2. აგროსასურსათოპროდუქციისექსპორტ–იმპორტი
3. სოფლის მეურნეობის განვითარების ძირითადი მიმართულებები
4. მექანიზაცია (აგროსაინჟინრო სერვისი)
5. მელიორაცია (ირიგაცია და დრენაჟი)
6. სოფლის მეურნეობის დაფინანსება და დაზღვევა

დანართები




                                                                                 4
წინასიტყვაობა

მიუხედავად „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ საქართველოში გატარებული რეფორმებისა, ქვეყნის
ეკონომიკაში კვლავაც არამდგრადი ვითარება და ბევრი გამოწვევაა. ერთის მხრივ, 2005 წლიდან
საგადასახადო გარემოს გაუმჯობესებამ და ბიუროკრატიის შემცირებამ საინვესტიციო ნაკადების და
მშპ-ს ზრდა გამოიწვია, მაგრამ მეორეს მხრივ, საკუთრების უფლების დაცვის და სხვა პრობლემებმა,
შემდგომ 2008 წლის რუსულმა აგრესიამ, მსოფლიო კრიზისის გავლენამ და ბიზნეს-გარემოში
ხელისუფლების ნეგატიურმა ჩარევამ ეკონომიკის მდგრადობა მნიშვნელოვნად შეასუსტა. გაიზარდა
ქვეყნის საგარეო ვალი, გაუარესდა საგადამხდელო ბალანსის მდგომარეობა და შემცირდა
საინვესტიციო ნაკადები. ნომინალური მშპ-ს ფორმალური ზრდა ეკონომიკური განვითარების
წინაპირობად     ვერ   იქცა,    რის   გამოც   საზოგადოების   კეთილდღეობა      ბოლო      წლებში   არ
გაუმჯობესებულა. პირიქით, გაიზარდა უმუშევრობა და სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი
ადამიანების რაოდენობა, ქვეყნის მოსახლეობის 40%-ზე მეტი კვლავ სოციალურად დაუცველია. ეს
მხოლოდ პრობლემების არასრული ჩამონათვალია და მხოლოდ ზოგადად ასახავს ქვეყნის
ეკონომიკაში არსებულ მდგომარეობასა თუ ტენდენციებს.

ასეთ   პირობებში      მნიშვნელოვანია,    შესწავლილი   იქნას    ქვეყნის    სოციალურ-ეკონომიკური
მდგომარეობა და ტენდენციები, მიღწევები და ხელისუფლების მიერ დაშვებული შეცდომები, რათა
დაისვას სწორი დიაგნოზი სამომავლოდ ეკონომიკის მდგრადი განვითარების უზრუნველსაყოფად
და საზოგადოების კეთილდღეობის შესამჩნევად გასაუმჯობესებლად.

ამიტომაც, საქართველოს განვითარების კვლევითმა ინსტიტუტმა, მკვლევარ ეკონომისტთა
ჯგუფთან ერთად გადაწყვიტა ჩაეტარებინა საქართველოს ეკონომიკაში არსებული მდგომარეობის
სამაგიდო   კვლევა     და      მოემზადებინა   მოკრძალებული     კონცეფცია    ქვეყანაში   სოციალურ-
ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის.

ნაშრომში მოცემულია საქართველოს ეკონომიკაში არსებული პრობლემები და მათი სიღრმე (მ.შ.
იდეოლოგიური პრობლემები), ასევე ხელისუფლების ეკონომიკური პოლიტიკის ნაკლოვანებები და
ჩვენეული რეკომენდაციები მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. ნაშრომში ცალკეა გამოყოფილი
ბიზნეს-გარემოში არსებული მდგომარეობა და ხელისუფლების საინვესტიციო პოლიტიკა,
კონკურენციის სფერო და მომხმარებლის უფლებების დაცვის საკითხები. ოჯახის და ინდივიდის
პრობლემატიკა, მათი მდგომარეობის გაუმჯობესების გზები და საშუალებები ნაშრომში ასევე ცალკე
თავად არის გამოყოფილი. ამ ყველაფერთან ერთად, მოყვანილია ასევე მაკროეკონომიკური
სტაბილიზაციის მიმართულებები როგორც ფისკალური, ასევე მონეტარული თვალსაზრისით
(საბიუჯეტო სისტემა და საგარეო ვალის პრობლემატიკა, გაცვლითი კურსი და ინფლაცია).
თითეულ თემატიკას თან ახლავს რეკომენდაციები, თუ როგორ უნდა გაუმჯობესდეს მდგომარეობა
ამა თუ იმ მიმართულებით.

ქვეყნის მოსახლეობის ნახერზე მეტი აგრარულ სექტორშია დაკავებული და ამ სექტორის წილი მშპ-
ში მეათედსაც ვერ აღწევს, ის განსაკუთრებული შესწავლის საგანი უნდა იყოს. ამიტომაც, ჩვენი


                                                                                                 5
სამუშაო ჯგუფის მიერ შესწავლილი იქნა ასევე საქართველოს სოფლის მეურნეობის მდგომარეობა
და ტენდენციები. დეტალური ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციები ამ გამოცემის მეორე
ნაწილშია წარმოდგენილი. აგრარულ სექტორში პრობლემების გამოკვეთის გარდა, შედარებით
ღრმადაა მომზადებული რეკომენდაციები სამ უმნიშნელოვანეს თემაზე. ესენია: სასოფლო-
სამეურნეო ტექნიკით უზრუნველყოფა; მელიორაცია; სოფლის მეურნეობის დაფინანსება და
დაზღვევა.

საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტი და მკვლევართა ჯგუფი მადლიერებით
მიიღებენ ყველა საქმიან შენიშვნას და მოსაზრებას, რაც ემსახურება წინამდებარე დოკუმენტის
სრულყოფას და საქართველოს ეკონომიკაში არსებული მდგომარეობის გაუმჯობესებას.



საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტი,
მკვლევართა ჯგუფი.




                                                                                    6
1.ძირითადი მიდგომები და კონცეპტუალური საკითხები

1.1. ახალი ეკონომიკური პოლიტიკის უპირატესობები არსებულთან შედარებით

საბჭოთა       კავშირის   დაშლიდან      დღემდე,    გონივრული   და   თანმიმდევრული    ეკონომიკური
პოლიტიკის დეფიციტი ქართული სახელმწიფოს მუდმივი თანამგზავრია. შედეგად, მსოფლიო
ბანკის მონაცემებით, საქართველო პოსტსაბჭოთა სივრცეშიც კი ქვეყნების იმ მცირერიცხოვან ჯგუფს
მიეკუთვნება, რომლებმაც 2010 წლისათვის ერთ მოსახლეზე გათვლილი მთლიანი შიდა
პროდუქტის რეალური მოცულობით არა თუ ვერ გადაასწრო 1990 წლის საკუთარ მაჩვენებელს,
არამედ მნიშვნელოვნად ჩამორჩა (ნაკლებია 25%-ით). მაშინ, როცა, ამავე პერიოდში ესტონეთში
ზრდამ შეადგინა 63%, ლატვიაში - 28%, ლიტვაში - 24%, სომხეთში - 66%, აზერბაიჯანში - 87%. რა
თქმა უნდა, აზერბაიჯანის გამორჩეული წარმატება შეიძლება „ნავთობის ეფექტად“ იქნეს
შეფასებული, მაგრამ ნავთობის მწარმოებლები არ არიან არც ირლანდია, რომელმაც კრიზისის
ფონზეც კი შესძლო ერთ მოსახლეზე გადათვლით მშპ-ს გაორმაგება და არც სამხრეთ კორეა, ზრდის
137%-იანი მაჩვენებლით. ორივე ამ ქვეყანამ წარმატებას გააზრებული ეკონომიკური პოლიტიკით
მიაღწია. აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ საქართველოში ამ მაჩვენებლის აბსოლუტური მნიშვნელობა
1997 წლიდან 2003 წლის ჩათვლით გაიზარდა 70%-ით, ხოლო ანალოგიურ პერიოდში, 2004 დან 2010
წლის ჩათვლით, მხოლოდ 36%-ით1.

2004 წლის არჩევნებში „ნაციონალურმა მოძრაობის” დაპირებები არსებითად ეყრდნობოდა
ეკონომიკის სწრაფი მოდერნიზაციისა და მნიშვნელოვანი სოციალური პაკეტის თემატიკას,თუმცა
ხელისუფლებაში მოსვლიდან მოკლე ხანში, „ლიბერტარიანული კურსი“-ს ეგიდით დაიწყო
ეკონომიკური ექსპერიმენტის განხორციელება, რომელიც საბოლოოდ საკმაოდ შორს აღმოჩნდა
როგოც ძირეული მოდერნიზაციის და სოციალური პასუხისმგებლობის, ასევე ლიბერტარიანული
მოდელისაგან.

ამ ექსპერიმენტის ძირითადი და ფართოდ აფიშირებული იდეა მდგომარეობდა იმაში, რომ ე.წ.
„გარღვევის“ სტრატეგიით ქვეყანა შესძლებდა განვითარების მაღალი ტემპის მიღწევას, რაც
საბოლოოდ საზოგადოებრივი კეთილდღეობის საფუძველი გახდებოდა. თუ რევოლუციურ
ხელისუფლებას მართლაც ჰქონდა გარკვეული ლიბერტარიანული შემართება, ფაქტია რომ იგი
ძალიან მალე გაუფერულდა, რადგან ნათელი გახდა რომ „ლიბერტარიანული სასწაული“
საქართველოში ვერ შედგებოდა. ჯერ ერთი იმიტომ, რომ მსოფლიოში ასეთი პრეცედენტი არ
არსებობს. თუმცა მთავარი მიზეზი ისაა, რომ 2003 წლიდან დღემდე სრუფლასოვნად და
თანმიმდევრულად არანაირი ეკონომიკური პოლიტიკა არ განხორციელებულა. შესაბამისად,
მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის მიღმა, რეალური „გარღვევა“ არ შედგა. ეკონომიკა
სტრუქტურულად კვლავაც პრობლემურ ფაზაში დარჩა - დაუმუშავებელი ან პირველადი
დამუშავების ნედლეულის ექსპორტის ამარა2, დარჩა, ხოლო გლობალური კონკურენტუნარიანობის
კუთხით არა თუ დაწინაურდა, არამედ საგრძნობლად ჩამორჩა საერთაშორისო თანამეგობრობას,
მაკროეკონომიკური          სტაბილურობის,          ბიზნეს   განათლების,   ბიზნესის   „მოქნილობის“,

1
    World Development Indicators,The World Bank.
2
    საქსტატი, სექცია „საქართველოს საგარეო ვაჭრობა“.

                                                                                               7
ტექნოლოგიური მზადყოფნის და ინოვაციების დარგში, რის გამოც, საბოლოოდ არა თუ
ინოვაციური, ეფექტიანობაზე ორიენტირებული ქვეყნების სიაშიც კი ვერ მოხვდა3.

საზოგადოებრივი ნდობის კრედიტის ამოწურვის ფონზე ხელისუფლებამ სულ უფრო ხშირად
დაიწყო ძალადობრივი ზომების გამოყენება და დასავლელ პარტნიორებთან ამ ქმედებების
გამართლების მიზნით დაიწყო პროპაგანდა, რომ ქართული საზოგადოება არ არის მომწიფებული
დემოკრატიისათვის და სწორედ ამიტომ ხელისუფლება იძულებულია იმოქმედოს „ლის თეზისის“
თანახმად. აღნიშნული თეზისი, რომლის სახელი სინგაპურის ყოფილი პრემიერის, ლი კვან იუ-
სთანაა დაკავშირებული, გულისხმობს, რომ რეფორმების წარმატებას არ სჭირდება დემოკრატია და
იგი ხელის შემშლელიც კი არის. შესაბამისად, ჩნდება ლოგიკური ეჭვი, რომ დეკლარირებული
ევროინტეგრაციის    მიღმა   ხელისუფლების      პერმანენტული    სწრაფვა   „სინგაპურიზაციისაკენ“
ძირითადად ავტოკრატიის ხიბლით არის განპირობებული და არა ეკონომიკური მოდელის, რადგან
სინგაპურს, რომელიც ქალაქ-სახელმწიფოს წარმოადგენს, ეკონომიკის სრულიად განსხვავებული
სტრუქტურა აქვს და იგი ვერანაირად ვერ გახდებოდა ქართული ეკონომიკის განვითარების სამიზნე
მოდელი.

საბოლოოდ, ხელისუფლებამ, ადმინისტრირების სიადვილით, ყველაზე კომფორტულად მიიჩნია
ოლიგოპოლიური ეკონომიკური მოდელი, რაც გულისხმობს მონოპოლისტთა ვიწრო წრის
დომინირებას ბაზარზე და პრაქტიკულად შეუძლებელია რიგ სახელისუფლებო წრეებთან მჭირდო
აფილაციის გარეშე. ამ მოდელის „წარმატებას“ ყველაზე კარგად ჩანს არაელასტიური მოთხოვნის
პროდუქტების (მაგ. მედიკამენტების) ფასებში, რომლებიც ვერც რენტაბელობის ანალიზს უძლებს
და ვერც სხვა ქვეყნებთან შედარებას4.

შედეგად, „ნაციონალური მოძრაობის“ ეკონომიკური პოლიტიკა საერთოდ შეუთავსებელი გახდა არა
თუ ლიბერალურ, საერთოდ ნებისმიერ თანმიმდევრულ ეკონომიკურ მოდელთან.

იმისთვის, რომ არაეფექტური ეკონომიკური პოლტიკა ფართო განხილვისა და დისკუსიის საგანი არ
გამხდარიყო, ხელისუფლებამ, რომელმაც მშვენივრად იცოდა მედიის როლი საზოგადოებრივი
აზრის     ფორმირებაში,     შექმნა     საკუთარი,   ვირტუალური      ეკონომიკური      მოძღვრება
„ულტრალიბერალიზმის“ აბრით და დაიწყო იმის აქტიური პროპაგანდირება, რომ ეს მოძღვრება
ყველაზე თანამედროვე და ცივილიზებულია, ხოლო ვინც ამას არ ეთანხმება, „ბნელი“ და
„ჩასარეცხი“. სინამდვილეში, „საბაზრო ფუნდამენტალიზმმა“, რომელიც საერთაშორისო წრეებში,
2003 წელსაც საკმაოდ არაერთგვაროვან შეფასებებს იმსახურებდა, 2008-ში დაწყებული კრიზისის
ფონზე სრული კრახი განიცადა, მაგრამ სახელწმიფოს ტოტალური მედია დომინირების ფონზე,
საზოგადოების დიდმა ნაწილმა მაინც დაიჯერა, რომ ქვეყანაში მართლაც ეკონომიკური ბუმია და
მას ეს ბუმი თუ არ ეხება, თავად არის დამნაშავე.

სინამდვილეში, ოლიგოპოლიურმა მოდელმა, ბუნებრივად გამოიწვია მოსახლეობის მნიშვნელოვანი
ნაწილის რეალური მსყიდველუნარიანობის მნიშვნელოვანი შემცირება (რაც, პარალელურად,

3
 Global Competitiveness Index, World Economic Forum.
4
 მედიკამენტების ხელმისაწვდომობის ცვლილება 2009-2011 წლებში საქართველოში, საერთაშორისო ფონდი
„კურაციო“.

                                                                                              8
წლების მანძილზე ეროვნული დანაზოგების კლებით და საბოლოოდ უარყოფით ნიშნულში
გადასვლითაც          დადატურდა).       ამიტომ       სოციალური   უკმაყოფილების   ნიველირების   მიზნით
მთავრობა იძულებული გახდა „სიღარიბის დაძლევის“, „დასაქმების“, „ბიზნესის ხელშეწყობის“ და
სხვა მსგავსი პროგრამებზე მოეხდინა საზოგადოების ყურადღების ფოკუსირება.

მსოფლიოს საზოგადოების ემპირიული გამოცდილება ერთმნიშვნელოვნად გვკარნახობს, რომ
სიღარიბე არ დაიძლევა მხოლოდ მასთან ბრძოლით, ისევე როგორც უმუშევრობა - დასაქმების
პროგრამებით. ამ პრობლემების სათავე ყოველთვის ეკონომიკურ პოლტიკაშია, ამიტომ მხოლოდ
ძირეული გარდაქმნები და რეალური განვითარება შეიძლება გახდეს სიღარიბის, უმუშევრობის და
მრავალი სხვა პრობლემის გადაჭრის წინაპირობა.

დღეს მთავრობა აცხადებს რომ ეკონომიკა ვითარდება, მაგრამ რაში გამოიხატება ეს განვითარება?
ხელისუფლება, საკუთარ წარმატებას,                მსოფლიოში აღიარებული ვერც ერთი მაჩვენებლით ვერ
ადასტურებს:

          იზრდება მთლიანი შიდა პროდუქტი, მაგრამ არანაირი „გარღვევა“ არ შედგა, ამ მაჩვენებლით
          საქართველო კვლავაც ბოლო ადგილებზეა მსოფლიო თანამეგობრობაში5, მიუხედავად იმისა,
          რომ „სწრაფი გარღვევის“ ეგიდით აღებული იქნა დიდი რაოდენობით კრედიტი და გაიყიდა
          სტრატეგიული მნიშვნელობის სახელმწიფო ქონება;
          პერმანენტულად უარესდება უმუშევრობის დონე. იმისთვის, რომ 2011 წელს წინა წელზე
          უკეთესი მაჩვენებელი ჰქონოდა, ხელისუფლებამ სტატისტიკის სამსახურის მეშვეობით ისევ
          სოფლის მაცხოვრებლები „დაასაქმა“, თუმცა ადვილი მისახვედრია, რამდენად აბსურდულია
          სოფლად უმუშევრობის 6.5 პროცენტიანი მაჩვენებელი, მაშინ როცა ქალაქებში იგი 27
          პროცენტამდეა6. მხოლოდ მიწის ქონა, თუ იგი მინიმალურ შემოსავალსაც კი არ აძლევს მის
          მფლობელს, ავტომატურად არ ნიშნავს დასაქმებას;
          ეროვნული დანაზოგები, რომელიც ეკონომიკის განვოთარების ერთ-ერთ უმთავრეს წყაროს
          წარმოადგენს, პერმანენტულად გამოფიტა იმპორტზე ორიენტაციამ. წლების მანძილზე
          საქართველოს მოსახლეობა იძულებული იყო უფრო მეტი დაეხარჯა, ვიდრე
          გამოუმუშავებდა, რამაც დანაზოგების უარყოფით მნიშვნელობებზე გასვლა განაპირობა;
          საზოგადოების დაბალშემოსავლიანი ფენებისათვის სერიოზულ პრობლემად იქცა ინფლაცია,
          რომელსაც ოლიგოპოლიურ ბაზარზე მიზანმიმართული სახე მიეცა.

ამ ფონზე მთავრობის მიერ დეკლარირებული წარმატებები ბევრ ეჭვსა და ლოკიკურ კითხვას
ბადებს: რამდენად ადექვატურია მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპი იმ რესურსთან
მიმართებაში, რომელიც ამისათვის დაიხარჯა; რამდენად მდგრადია განვითარების დინამიკა
მნიშვნელოვანი მაკროეკონომიკური რისკების ფონზე; რატომ არ ასახელებს მთავრობა მისი
წარმატებების შეფასებისათის აუცილებელ სამიზნე ინდიკატორებს და მხოლოდ პროცესების
დეკლარირებით შემოიფარგლება.



5
    World Development Indicators, The World Bank.
6
    საქსტატი, სექცია „დასაქმება“.

                                                                                                   9
რიგ შემთხვევებში მთავრობის წარმატებები ციფრებით მანიპულირების პირდაპირი შედეგია:
მაგალითად, ფართოდ იქნა აფიშირებული 2012 წლის აპრილში სურსათის ფასების 8 პროცენტიანი
შემცირება, თუმცა ყურადღების მიღმა დარჩა ის ფაქტი, რომ 2011 წელს, წინა წელთან შედარებით
იგივე პროდუქტები 28 პროცენტით გაძვირდა და 2012-შიც რეალურად ფასები კვლავაც 18
პროცენტით უფრო ძვირი დარჩა ვიდრე 2010 წელს იყო.

მოქმედი ეკონომიკური პოლიტიკის მთავარი პრობლემა გახდა ის, რომ სახელმწიფომ საერთოდ
უარი განაცხადა საზოგადოების ინტერესებზე ორიენტირებულ მთელ რიგ ორგანულ ფუნქციებზე:

              ჯანსაღი და კონკურენტული ბიზნეს გარემოს ფორმირებაზე;
              სოციალურ პასუხისმგებლობაზე;
              საზოგადოებრივი ინტერესების დაცვაზე - სამომხმარებლო უფლებების, სურსათის
              უსაფრთხოების, საზოგადოებრივ რესურსებთან თავისუფალი წვდომისა და რიგი სხვა
              საყოველთაოდ აღიარებული ფუნქციების იგნორირებით.

ეკონომიკური პოლიტიკის არსებითმა ხარვეზებმა, რაც ხშირად არაკომპეტენტურობით, ზოგჯერ კი
მიზანმიმართული           ქმედებებით      იყო    განპირობებული,    გამოიწვია       სისტემური    რესურსების
ირაციონალური გახარჯვა ისე, რომ ქვეყანამ არა თუ ვერ შესძლო ეკონომიკის სტრუქტურაში
ძირეული გარდატეხის შეტანა, არამედ, რეალურად დადგა „სიღარიბის ხაფანგის“ საფრთხის წინაშე.
შესაბამისად, შექმნილი მდგომარეობა საჭიროებს ძალიან სწრაფ და გადამჭრელ ზომებს ამ ხაფანგის
თავიდან აცილების მიზნით.

თეორიული თვალსაზრისით სწრაფი „გარღვევის“ არაერთი მეთოდოლოგია არსებობს და როგორც
ზემოთ ავღნიშნეთ, სხვადასხვა ქვეყნებმა წარმატებას სხვადასხვა გზებით მიაღწიეს, მაგრამ
დღევანდელ ქართულ რეალობაში, ყველა იმ მოცემულობის გათვალისწინებით, რომელთა
გათვალისწინება ახალ მთავრობას მოუწევს, არჩევანი არც ისე დიდია.

კერძოდ, რიგი ქვეყნების სწრაფი წარმატება დაკავშირებულია გარკვეული „ბონუსების“ გონივრულ
და ეფექტიან გამოყენებასთან. ზოგჯერ ასეთი ბონუსს ბუნებრივი რესურსები წარმოდგენდა, რიგ
შემთხვევაში        ხელსაყრელი        გეოპოლიტიკური         მდებარეობა    ან       ისტორიულ-კულტურული
ფაქტორები.

საქართველოში, გეოპოლიტიკური, აკადემიური, ეკონომიკური, ეკოლოგიური და მრავალი სხვა
პოლიტიკის უხეში ხარვეზების გამო, მხოლოდ ამგვარ „ბონუსებზე“ აქცენტი არა თუ შეცდომა,
არამედ დამღუპველიც კი იქნება. ჩვენს შემთხვევაში, რეალური გარღვევა მაღალი დონის
განათლებისა         და    რაციონალური          ინოვაციის   სინთეზის     გარეშე     ვერ   შედგება,   თუმცა
გასათვალისწინებელია ისიც, რომ „გლობალური კონკურენტურნარიანობის ინდექსი“ ორივე
აღინშნული         კომპონენტის       მიხედვით      ძალიან    საგანგაშო   მდგომარეობაზე         მიგვითითებს,
განსაკუთრებით, სწორედ „ვარდების რევოლუციის“ შემდგომ პერიოდში .                7


ახალი ეკონომიკური პოლიტიკის ჩვენეული ხედვა ცალსახად აღიარებს ლიბერალიზმის
საყოველთაო პრინციპებს და მნიშვნელოვანწილად იზიარებს „ახალი სტრუქტრული ეკონომიკის“

7
    Global Competitiveness Index, World Economic Forum.

                                                                                                        10
კონცეფციას8 საკვანძო პრიორიტეტების ფორმირების ნაწილში.აღნიშნული თეორია ფართო
გამოხმაურებას9 ჰპოვებს დასავლეთის აკადემიურ და პოლიტიკურ წრეებში იმ ფონზე, რომ 2008
წელს     დაწყებულმა         გლობალურამ          კრიზისმა      ნათლად        აჩვენა     მსოფლიოს         საბაზრო
ფუნდამენტალიზმის „შედეგები“, რაც განსაკუთრებით მკაფიოდ მცირე ქვეყნებში გამოჩნდა. ამიტომ
მიგვაჩნია,     რომ     ქვეყანაში     განვითარების        გრძელვადიანი         და     სტაბილური        პროცესის
უზრუნველსაყოფად აუცილებელია შემდეგი პრინციპების დაცვა:

        სისტემური ტრანსფორმაციის საწყის ეტაპზე, სახელმწიფოს საკვანძო როლი ენიჭება. ამიტომ,
        საზოგადოებრივი კონსესუსის საფუძველზე ყალიბდება განვითარების სტრატეგია, რომელიც
        მოიცავს განვითარების საკვანძო მიზნებს, ამ მიზნების შესაბამის ობიექტურ ინდიკატორებს
        და რეფორმების ჩარჩოს. ყველა შემდგომი საკანონმდებლო ინიციატივა განიხილება
        განვითარების სტრატეგიასთან შესაბამისობის კონტექსტში. ასევე, განვითარების
        სტრატეგიის ფარგლებში განისაზღვრება ყველა იმ ფუნქცია, რომელთა არსებობა
        აუცილებელია სტაბილური განვითარების ან საზოგადოებრივი კეთილდღეობისათვის.
        ტრანსფორმაციის სხვადასხვა ეტაპზე, აღნიშნული ფუნქციები შეიძლება დინამიურად
        გადანაწილდეს სახელმწიფოს, კერძო ბიზნესსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის;
        ეკონომიკის სტრუქტურული მოდერნიზაცია, რომლის მიზანია ქვეყნის გლობალური
        კონკურენტუნარიანობის უზრუნველყოფა, ემყარება ქვეყნის შედარებითი უპირატესობების
        გონივრულ გამოყენებას პრიორიტეტების სუბიექტური და დირექტიული განსაზღვრის
        ნაცვლად. გრძელვადიან პერსპექტივაში, ასეთმა მიდგომამ, გრძელვადიან პერსპექტივაში,
        ობიეტურად უნდა განაპირობოს რიგ სტრატეგიულ დარგებშიიმპორტის ჩანაცვლებაც;
        სახელმწიფო ახორციელებს გლობალური რისკების მართვას საკუთარი აქტივების
        ოპტიმალური განკარგვისა და რეზერვების ფორმირების საშუალებით. ანიჭებს რა
        უპირატესობას პროფილაქტიკას და პრევენციას რეაგირებასთან მიმართებაში, არ უარყოფს
        საკუთარ როლს როგორც გარე, ასე შიდა შოკებთან გამკლავების საქმეში. ამ პოლიტიკის
        ნაწილია ფისკალური სტიმულირება ეკონომიკური ციკლების დაღმავალ ეტაპებზე;
        სახელმწიფო უზრუნველყოფს სამართლიანი, თავისუფალი და კონკურენტული საბაზრო
        გარემოს ფორმირებას. ხელს უწყობს თანამედროვე და მოქნილი ინფრასტრუქტურის
        ჩამოყალიბებას, რომელიც თანაბრად ხელმისაწვდომია ყველა ეკონომიკური აგენტისათვის;
        ეკონომიკური პოლიტიკა ეფუძნება მდგრადი განვითარების პრაგმატულ მოდელს.
        შესაბამისად, პრინციპული მნიშვნელობა ენიჭება ადამიანური, ფინანსური და რეალური
        კაპიტალის აკუმულაციას, ასევე, ამოწურვადი რესურსების ადექვატურ რეგენერაციას.

ამ პრინციპების ფაქტიური რეალიზაცია გულისხმობს ღონისძიებათა ფართომასშტაბიან გეგმას,
რომელიც      თავისი     არსით      განსხვავდება     დამოუკიდებლობის           პერიოდში       შექმნილი      ყველა
სამთავრობო       პროგრამისაგან,        რადგან      მიზნად      ისახავს     ეკონომიკის        ფართომასშტაბიან


8
  Justin Yifu Lin, 2011. "New Structural Economics: A Framework for Rethinking Development," World Bank Research
Observer, Oxford University Press, vol. 26(2), pages 193-221.
9
  Robert Wade, 2011. "Why Justin Lin's Door-Opening Argument Matters for Development Economics". LSE Global
Policy Journal Vol 2, No 1. p115-116.

                                                                                                               11
რესტრუქტურიზაციას და მოიცავს ამ პროცესისათვის აუცილებელი რესურსების რეალურ
შეფასებას. ასევე, ეკონომიკური და მართვის დისციპლინების ყველაზე მოწინავე მიღწევებზე
დაყრდნობით იქმნება სამიზნე ინდიკატორების დინამიური სისტემა, რომელიც საშუალებას იძლევა
განსხვავებულ ჭრილში და ამასთან, ძალიან ზუსტად იქნას შეფასებული რეფორმის შედეგიანობა და
მთლიანად განვითარების პროცესის წარმატებები.

დღევანდელი ეკონომიკური პოლიტიკის იდეოლოგიებისაგან განსხვავებით, ჩვენ არ ვთვლით, რომ
ერთ მოსახლეზე გათვლილი მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა არის განვითარების მიზანიც და
ინდიკატორიც10. ჩვენ სრულად ვაცნობიერებთ, რომ მშპ-ს ზრდა ავტომატურად არ განაპირობებს
საზოგადოების        კეთილდღეობის           გაუმჯობესებას11       თუ     არ    მოხდა      მისი    სარგებლიანობის
„ინტენსიფიცირება“12 - თუ არ დაიძლია შემოსავლების განაწილების მაღალი უთანაბრობა და
ეკონომიკის      წარმატება       ყველა     ოჯახში      არ    შევიდა;     თუ     ბაზარი      არ    განთავისუფლდა
მონოპოლისტებისაგან ,      13   რომლებიც       ერთი      მხრივ    ხელს     უშლიან       თავისუფალ        სამეწარმეო
ინიციატივას      და    ამავდროულად,         პირველადი        მოხმარების      საქონელსა       და მომსახურებაზე
არარეალური ფასების დაწესებით ითვისებენ შინამეურნეობების შემოსავლების მნიშვნელოვან
ნაწილს; თუ საჯარო ფინანსების მართვაში არ დამკვიდრდა ეფექტიანობისა და გამჭვირვალობის
თანამედროვე სტანდარტები და საზოგადოების მიერ გადახდილი გადასახადები მაქსიმალურად
ოპტიმალური სახით არ დაიხარჯა; თუ სახელმწიფო აქტივები, რომლებიც საზოგადოებრივ ქონებას
წარმოადგენს, კვლავ არ ჩადგა საზოგადოებისავე სამსახურში ისედაც მძიმე სოციალური ტვირთის
შემსუბუქების მიზნით; თუ ოჯახი, ხარისხიანი დასაქმება, განათლება და ჯანდაცვა არ გახდება
განვითარების სტრატეგიის პრიორიტეტები.

მსოფლიოს ყველა წამყვანი ქვეყანა, რომელიც დღისათვის გაერთიანებულია ეკონომიკური
განვითარებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში (OECD), არ ინტერესდება მხოლოდ მთლიანი
შიდა პროდუქტის მაჩვენებლით. ამ ქვეყნებში მთავრობა მოსახლეობას ეკითხება, თუ რამდენად
კმაყოფილია საბინაო პირობებით14, შემოსავლების დონით, სამსახურით, საცხოვრებელი
ინფრასტრუქტურით, განათლებისა და ჯანმრთელობის ხარისხით, მმართველობის ეფექტურობით
და იმასაც კი, თუ რამდენად ახერხებს მოქალაქე თანაბრად გაანაწილოს საკუთარი დრო სამსახურსა
და პირად ცხოვრებას შორის. გასაკვირი არაა, რომ დღეისათვის, განვითარებული ქვეყნები, 1000-მდე
ობიექტური და სუბიექტური ინდიკატორის მონიტორინგით ცდილობენ რეალური განვითარების
ხარისხის დადგენას15.


10
   „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ფორმირებული ყველა მთავრობის პროგრამებში მშპ წარმოადგენს
ეკონომიკური პროგრესის მთავარ და უმეტეს შემთხვევაში, ერთადერთ საზომს.
11
   Commission on the Measurement of Economic Performance and Social Progress. 2009. Report by the Commission.
http://www.stiglitz-sen-fitoussi.fr/
12
   მნიშვნელოვანწილად დაკავშირებულია ამარტია სენის „შესაძლებლობათა“ კონცეფციასთან. Amartya Sen,
1985. Commodities and Capabilities. Oxford: Oxford University Press.
13
   UNCTAD, 2008. "The effects of anti-competitive business practices on developing countries and their development
prospects". UN Press.
14
   Better Life Index, OECD.
15
   World Development Indicators, The World Bank. აგრეთვე, EU Beyond GDP project.

                                                                                                                     12
შესაბამისად,    განვითარების     სტრატეგია         წარმოუდგენელია     მისი    სამიზნე    ინდიკატორებში
სრულფასოვანი        აღწერის    გარეშე.    ამასთან    ინდიკატორების      როგორც     სტრუქტურა,        ასევე
ოპტიმალური      მაჩვენებლები,        დინამიურ      კავშირში   უნდა    იყოს    მიმდინარე     ეკონომიკურ
გამოწვევებთან და საზოგადოებრივი კეთილდღეობის რეალურ სურათს უნდა ასახავდეს.

ცხადია, რომ სამიზნე პარამეტრების სიმრავლე გულისხმობს ამ პარამეტრებისაკენ სწრაფვის
ფუნქციის არსებობასაც. თუმცა ახალი ეკონომიკური პოლიტიკის მიზანი არაა ყველა ამ ფუნქციის
შესრულება სახელმწიფომ აიღოს საკუთარ თავზე. პირიქით, ჩვენი ურყევი რწმენით, ყველა ის
ფუნქცია, სადაც კერძო ინიციატივა უფრო მეტ ეფექტიანობას, ენერგიას და ინიციატივას
განაპირობებს, ცალსახად უნდა გაიმიჯნოს საჯარო ადმინისტრირების სივრცისაგან. მეორე მხრივ,
მიგვაჩნია,   რომ    უარის     თქმა   თავისუფალი       კონკურენციის     ხელშეწყობის,      მომხმარებელთა
უფლებების დაცვის, სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფის და მით უმეტეს სოციალური
პასუხისმგებლობის       ფუნქციებზე        პირდაპირ     მიუთითებს      მთავრობის    მიერ    საზოგადოების
ინტერესების იგნორირებაზე.

მოქმედი ეკონომიკური პოლიტიკის მიერ გაუქმებული ფუნქციების აღდგენა, ისევე როგორც
არსებული       და    დამახინჯებული          ფუნქციების    ოპტიმიზაცია        შეუძლებელია          ძირეული
ინსტიტუციონალური         რეფორმის        გარეშე.   პროსახელისუფლო        პროპაგანდა      მოქმედ    საჯარო
მოხელეებს უმტკიცებს, რომ ინსტიტუციონალური რეფორმა ყველა მათგანის უსაფუძვლო
დათხოვნას ნიშნავს. მართლაც, ასეთი ქმედება ხშირად ჰქონდა ადგილი იყო „ვარდების
რევოლუციის“ შემდგომ პერიოდში, მაგრამ ჩვენ პრინციპულად მიგვაჩნია საჯარო სამსახურში
კომპეტენტური გადაწყვეტილების უფლებამოსილების დაბრუნება, თანაც ისე, რომ მოხელე
მუდმივად შიშის ქვეშ არ იყოს კანონიერი ქმედებების გამო. საჯარო სამსახურის საზოგადოებრივი
სარგებლიანობის ამაღლების აუცილებლობასთან დაკავშირებული ჩვენი პოზიცია, უპირველეს
ყოვლისა სწორედ საჯარო მოხელეთა მიერ ინფორმირებული, კომპეტენტური და დამოუკიდებელი
გადაწყვეტილებების მიღების სტიმულირებაში გამოიხატება.

დღეს არსებული საგანგაშო რეალობისაგან განსხვავებით, ინსტიტუციონალური რეფორმის ჩვენი
ხედვა ნიშნავს ევროპული ტიპის ინსტიტუტებისაკენ სწრაფვას. რა თქმა უნდა ჩვენი მიზანი არ არის
ევროკავშირთან       სრული      სისტემური       იდენტურობა      (რადგან       ტოტალური      უნიფიცირება
ევროკავშირშიც არ არსებობს), მაგრამ ევროინტეგრაცია გრანტების მისაღებად განხორციელებული
ფასადური ცვლილებები არ და ვერ იქნება - ჩვენი მიზანია საქართველო ევროპული ოჯახის
სრულფასოვანი წევრი გახდეს.

განვითარების სტრატეგიის ფორმირებისას ჩვენ სრულად ვაცნობიერებთ იმ ორგანულ რისკებს,
რომლებიც გეოპოლიტიკური თუ გლობალური ეკონომიკური რეალიებით არის გამოწვეული,
მაგრამ მოქმედმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ შექმნა პრობლემები, რომლებიც არის ორგანული
ხასიათის. პირველ რიგში, იმპორტზე ორიენტირებულმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ განაპირობა
დანაზოგების საგანგაშო გამოფიტვა და ხანგრძლივი დროით უარყოფით ნიშნულში გადასვლაც კი,
რაც იმას ნიშნავდა, რომ საზოგადოება იმაზე მეტს ხარჯავდა ვიდრე გამოიმუშავებდა. ფაქტიურად
მთავრობამ მიზანმიმართულად შეუწყო ხელი „სამომხმარებლო საზოგადოების“ შექმნას. ჩვენი
პრინციპული ამოცანაა მოზმარებაზე ორიენტაცია (კონსუმერიზმი), შეიცვალოს დაგროვებაზე

                                                                                                       13
ორიენტაციით.           ცხადია,      რომ     ამისათვის      პრინციპულად       მნიშვნელოვანია   დაიძლიოს
არასტაბილურობის განცდა საზოგადოებაში და შეიქმნას ერთმნიშვნელოვანი გარანტიები.

ასევე, პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ მოწინავე კომპეტენციის და სამეცნიერო კვლევების
დეფიციტი, რაც განათლების სისტემის არათანმიმდევრულმა რეფორმირებამ და განსაკუთრებით,
სამეცნიერო ინსტიტუტებზე მიზანმიმართულმა შეტევამ განაპირობა, სწრაფად და ეფექტურად
იქნეს დაძლეული. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ყოველწლიური კვლევა - „გლობალური
კონკურენტუნარიანობის ინდექსი“, უკვე რამდენიმე წელია საქართველოს უმთავრეს პრობლემად
სამუშაო ძალის დაბალ კომპეტენციას ასახელებს, ხოლო უმაღლესი განათლების, ინოვაციების,
სამეცნიერო კვლევებისა და „ინტელექტის გადინების“ კუთხით, ტრადიციულად არასახარბიელო
რეიტინგი გვაქვს16.

ყველაფერი ეს გაცილებით უფრო მეტად აფერხებს რეალურ ინვესტორებს, ვიდრე ბიზნესის
გასახსნელად საჭირო დღეების რაოდენობა. ამ პრობლემების შეძლებისამებრ სრაფად მოგვარების
ღონისძიებები მოიცავს როგორც საზღვარგარეთ მყოფი ინტელექტუალებისათვის დაბრუნების
პირობების შექმნას, ასევე, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ფართომასშტაბიანი გადამზადების
პროცესებს.

მიუხედავად იმისა, რომ საკვანძო რისკები და პრობლემები უკვე ცნობილია და გააზრებული,
ცხადია, რომ ყველა შესაძლო რისკის იდენტიფიცირება დაგეგმვის ეტაპზე შეუძლებელია. მაგრამ
არსებული ეკონომიკური პოლიტიკისაგან განსხვავებით, რომელიც „ხანძრების ჩაქრობის“
უსასრულო ციკლში გაიჭედა, ჩვენი სტრატეგია გულისხმობს რისკების მართვის სრულფასოვან
მექანიზმს,       რომელიც       ეფუძნება     ინდიკატორთა      სისტემას   და    რომლის   მიზანია   შოკების
პროფილაქტიკა და პრევენცია. თუმცა ისეთ შემთხვევებშიც კი, როდესაც პროგნოზირების სისტემა
ვერ შესძლებს რისკის წინასწარ იდენტიფიცირებას, რეზერვების სისტემა საშუალებას მოგვცემს თუ
მთლიანად ვერა, ნაწილობრივ მაინც გავანეიტრალოთ, როგორც შიდა, ასევე გარე შოკები.

მიგვაჩნია, რომ მოქალაქისათვის, რომელიც ბოლო 20 წლის მანძილზე დაუსრულებელი
ეკონომიკური რეფორმებისა და ექსპერიმენტების მძევლად იქცა, უმთავრესი მნიშვნელობა აქვს თუ
რამდენად სწრაფად განხორციელდება შეთავაზებული ცვლილებები და რაც მთავარია, რა შედეგებს
მოიტანს ისინი. „რა იქნება პირველი ნაბიჯი“ საკმაოდ რთული კითხვაა ნებისმიერი სამოქმედო
გეგმის შემუშავებისას, თუმცა პრობლემები რომლებიც დღეისათვის ქვეყანაში დაგროვდა,
პირდაპირ მიგვითითებს სტრუქტურული რეფორმის გადაუდებელ ამოცანებზე:

           რეფორმების კოორდინაციის ცენტრის ჩამოყალიბება, რომელიც საზოგადოების აქტიური
           ჩართულობით განახორციელებს განვითარების სტრატეგიის სრულყოფას, ინდიკატორების
           სისტემის ჩამოყალიბებას და დარგობრივი რეფორმების განვითარების სტრატეგიასთან
           შესაბამისობის მონიტორინგს;
           ბიზნეს-გარემოს გაჯანსაღების ღონისძიებათა კომპლექსი, რომელიც მოხსნის ყველაზე
           აქტუალურ პრობლემებს. ამ კუთხით ორი უმთავრესი ინიციციატივა იქნება სასამართლოში
           ბიზნეს-დავების პალატის შექმნა, სადაც მოსამართლეები თემატურ მომზადებას გაივლიან

16
     Global Competitiveness Index, World Economic Forum.

                                                                                                      14
და პარლამენტში დეპუტატთა „სწრაფი რეაგირების“ ჯგუფის შექმნა, რომლიც დაჩქარებული
      წესით გაიტანს სესიაზე განსახილველად სადაო დეფინიციებს და ძალიან მჭირდო ვადებში
      უზრუნველყოფს ორმაგი და არაცხადი მნიშვნელობის მქონე მუხლების გასწორებას;
      სახელმწიფოს ხელთ არსებული ინფორმაციის კონსოლიდაციისა და დახვეწის მიზნით
      საჯარო მონაცემთა ცენტრალური საცავის შექმნა. ასევე სტატისტიკური მონაცემების
      რეალობასთან მიახლოების მიზნით, საყოველთაო აღწერისათვის მზადება, მათ შორის მცირე
      ჯგუფებში ტესტირების გზით. (ორივე შემთხვევაში ვითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ამ
      კუთხით გარკვეული სამუშაოები უკვე გაწეულია);
      შემდეგი სპეციალური ჯგუფების დაუყოვნებლივ ამოქმედება:
      o   ფუნქციონალური და ინსტიტუციონალური ცვლილებების მოსამზადებელი ჯგუფები
          რომლთა მიზანი იქნება 4 წლიანი სამოქმედო გეგმის ჩამოყალიბება;
      o   სახელმწიფო აქტივების მართვის ჯგუფი, რომელიც უზრუნველყოფს სახელმწიფო
          აქტივების იდენტიფიკაციას და მათი ოპტიმალური მართვის პროცესს;
      o   ფისკალური ოპტიმიზაციის ჯგუფი, რომელიც იმუშავებს რეზერვების მოძიებაზე,
          ბიუჯეტის როგოც შემოსულობების, ასევე გადასახდელების ნაწილში;
      o   ინტელექტუალური რესურსების ჯგუფი, რომელიც იმუშავებს პროფესიონალური
          გადამხზადების საკითხებზე და ასევე, მოახდენს უცხოეთში მყოფი ქართველი
          პროფესიონალების მოძიებას;
      რისკების მართვის სისტემის შექმნა, რომელიც რეფორმების კოორდინაციის ცენტრთან
      კავშირში მოახდენს მიმდინარე პროცესების რისკების ანალიზს და უზრუნველყოფს
      რეფორმების პროცესის ოპტიმიზაციას.

პირველ წელს გაწეული მოსამზადებელი სამუშაოებიმნიშვნელოვანწილად წარმოაჩენს პრობლემის
რეალურ სიღრმეს, რომელიც რეალური სტატისტიკის არარსებობისა და მთავრობის მიერ საკუთარი
აქტივობების უკანონო გასაიდუმლოების გამო ჯერაც არ არის სრულად გამოვლენილი. მომდევნო
პერიოდში უზრუნველყოფილი უნდა იქნას რეფორმის გააზრებული და თანმიმდევრული
მიმდინარეობა, რომლის ფარგლებშიც უნდა მოხდესუკეთესი ეკონომიკური განვითარების მიღწევა.




1.2. რეალური სექტორი, სტიმულირების პოლიტიკა და განვითარების მდგრადი წყაროები
„ვარდების რევოლუციის“ შემდგომ პერიოდში, სახელმწიფომ ერთის მხრივ მნიშვნელოვნად
გააუმჯობესა საგადასახადო ადმინისტრირება და, აგრეთვე, გაცილებით მეტი უცხოური კრედიტი
და გრანტი ასახა ბიუჯეტში, ვიდრე წინა პერიოდში. ამან გამოიწვია ბიუჯეტის მრავალჯერადი
ზრდა და ასევე საგარეო დავალიანებების მნიშვნელოვანი ზრდა. მეორეს მხრივ, სახელმწიფოს მიერ
ჩატარებულმა პრივატიზაციის პროცესმა და ასევე უცხოური კაპიტალის შემოსვლამ, რომელიც
უმეტეს წილად წარმოადგენდა აქტივების ერთი ხელიდან მეორე ხელში გადანაცვლებას და
ფოკუსირებული იყო ეკონომიკის ორ, სამ სექტორზე (მშენებლობა, ვაჭრობა, ფინანსური სექტორი)
იყო კიდეც გარკვეული ზრდის მასტიმულირებელი ფაქტორი. ასევე, კომერციული ბანკების მიერ,
თითქმის, ათჯერ გაიზარდა ამ წლების განმავლობაში ეკონომიკის დაკრედიტება, ძირითადად,


                                                                                       15
უცხოეთიდან შემოსული საკრედიტო რესურსების საშუალებით. ეს ნიშნავს იმას, რომ ეკონომიკური
ზრდის ყველა ფაქტორის აბსოლუტური უმრავლესობა იყო საგარეო, უმეტეს წილად, ატარებდა
ფინანსური ინექციების როლს და მოწყვეტილი იყო ეკონომიკის რეალურ სექტორს. ფინანსური
ინექციების ძალზედ მცირე ნაწილი იქნა მიმართული ისეთ სფეროებში, რომელიც წარმოების
მოცულობის     გაფართოვებაზე/წარმოების ზრდაზე იქნებოდა ორიენტირებული და ძირითადად
განაპირობა მოხმარების ტემპების ზრდა გაცილებით მეტად, ვიდრე ეკონომიკის წარმოების უნარის
ზრდა. თუ მოხმარებას უფორო მკვეთრად ვზრდით, ვიდრე საწარმოო შესაძლებლობებს,
აუცილებელ კანონზომიერებას წარმოადგენს, რომ ეს პოლიტიკა მიგვიყვანს ჩიხამდე და, ასევე,
სხვადასხვა ტიპის კრედიტორულ დავალიანებებამდე, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის
ფარგლებს გარეთ, რადგან თვითონ ეს მოხმარება უმეტესწილად უზრუნველყოფილია ქვეყნის
დავალიანებების ზრდით, და არა მწარმოებლურობის. კიდევ ერთი მახასიათებელი ჩვენი
ეკონომიკისა არის ის, რომ მნიშვნელოვნად გაიზარდა იმპორტის მოცულობა ექსპორტთან
შედარებით, რის გამოც უცხოური ინექციების და შემოსული სახსრების შემოსული ნაწილი ისევ
უცხოეთში გაიწოვა იმპორტის გზით ისე, რომ ქვეყნის რეალურ სექტორზე მნიშვნელოვანი კვალი არ
დაუტოვებია. ეს განსაკუთრებით შეეხება ვაჭრობის, მშენებლობის, ფინანსური სექტორის და
სახელმწიფო სექტორის ხარჯების ცალკეულ მსხვილ მიმართულებებს.

როდესაც ეკონომიკური განვითარებაზე ვსაუბრობთ, უპირველეს ყოვლისა, მნიშვნელოვანია, თუ
რამდენად გაიზარდა ქვეყნის უნარი აწარმოოს მეტი სასოფლო-სამეურნეო, სამრეწველო საქონელი
და მომსახურება. არც სახელმწიფო პოლიტიკა, არც უცხოური ინვესტიციები და არც კომერციული
ბანკების მიერ გამართული საკრედიტო დაფინანსება არ ითვალისწინებდა სოფლის მეურნეობის
განვითარებას. შესაბამისად, საქართველოს რეგიონების აბსოლუტურ უმრავლესობაში, სადაც
მოსახლეობის 47% ცხოვრობს და სამუშაო ძალის 54%, რომლებიც დაკავშირებულნი არიან
უშუალოდ სოფლის მეურნეობასთან, მდგომარეობა გაუარესდა. დღეს დამუშავებულია გაცილებით
ნაკლები სასოფლო სამეურნეო სავარგულები (1990 წელს ნათესი კულტურების ფართობი შეადგენდა
701.9 ათ. ჰა-ს, 2000 წელს - 610.8 ათ. ჰა-ს და 2008 წელს - 329.3 ათ ჰა-ს), ვიდრე რამდენიმე წლის წინ
და დღეს იწარმეობა გაცილებით ნაკლები სოფლის მეურნეობის პროდუქცია (2011 წელს 2003
წელთან შედარებით ფულად გამოხატულებაში (ოფციალური ინფლაციის გათვალისწინებით) 20 %
ით ნაკლები პროდუქცია იქნა წარმოებული სოფლის მეურნეობაში და ეს კლებადი ტენდენცია
გრძელდება ყოველწლიურად და ამასთან ინფლაციის უფრო ადექვატური ასახვის შემთხვევაში
შემცირება სავარაუდოდ უფრო მეტია), ვიდრე რამდენიმე წლის წინ, ხოლო სურსათის მოხმარებაში
მნიშვნელოვნად გაზრდილია იმპორტირებული პროდუქციის წილი სამამულო პროდუქციასთან
შედარებით. მხოლოდ ეს ფაქტორიც კი საკმარისია, ითქვას, რომ, სულ მცირე, მოსახლეობის
ნახევრისთვის „ეკონომიკურ ზრდას“ მდგომარეობა არ გაუმჯობესებია და, პირიქით, გააუარესა. ამის
თქმის საფუძველს იძლევა, აგრეთვე, ის გარემოება, რომ ეკონომიკის სხვა სექტორებში, კერძოდ,
მრეწველობაში არ დაფიქსირებულა მნიშვნელოვანი განვითარება (რეალურად ქართული
მრეწველობა ისევ რამდენიმე საბჭოთა პერიოდიდან შემორჩენილ საწარმოს მოიცავს მათ შორის
ფეროშენადნობები ზესტაფონში, ოქროს და სპილენძის წარმოება ბოლნისში, „აზოტის“ ქარხნის
პროდუქცია რუსთავში და ა.შ.). ასევე მნიშვნელოვანია შრომის ბაზარზე                ჩამოყალიბებული
ტენდენცია, რომელიც უმუშევრობის ზრდას, თვითდასაქმებულების და დაქირავებულების


                                                                                               16
ეკონომიკა და სოფლის მეურნეობა
ეკონომიკა და სოფლის მეურნეობა
ეკონომიკა და სოფლის მეურნეობა
ეკონომიკა და სოფლის მეურნეობა
ეკონომიკა და სოფლის მეურნეობა
ეკონომიკა და სოფლის მეურნეობა
ეკონომიკა და სოფლის მეურნეობა
ეკონომიკა და სოფლის მეურნეობა
ეკონომიკა და სოფლის მეურნეობა
ეკონომიკა და სოფლის მეურნეობა
ეკონომიკა და სოფლის მეურნეობა
ეკონომიკა და სოფლის მეურნეობა
ეკონომიკა და სოფლის მეურნეობა
ეკონომიკა და სოფლის მეურნეობა
ეკონომიკა და სოფლის მეურნეობა
ეკონომიკა და სოფლის მეურნეობა
ეკონომიკა და სოფლის მეურნეობა
ეკონომიკა და სოფლის მეურნეობა
ეკონომიკა და სოფლის მეურნეობა
ეკონომიკა და სოფლის მეურნეობა
ეკონომიკა და სოფლის მეურნეობა
ეკონომიკა და სოფლის მეურნეობა
ეკონომიკა და სოფლის მეურნეობა
ეკონომიკა და სოფლის მეურნეობა
ეკონომიკა და სოფლის მეურნეობა
ეკონომიკა და სოფლის მეურნეობა
ეკონომიკა და სოფლის მეურნეობა
ეკონომიკა და სოფლის მეურნეობა
ეკონომიკა და სოფლის მეურნეობა
ეკონომიკა და სოფლის მეურნეობა
ეკონომიკა და სოფლის მეურნეობა
ეკონომიკა და სოფლის მეურნეობა
ეკონომიკა და სოფლის მეურნეობა
ეკონომიკა და სოფლის მეურნეობა
ეკონომიკა და სოფლის მეურნეობა
ეკონომიკა და სოფლის მეურნეობა
ეკონომიკა და სოფლის მეურნეობა
ეკონომიკა და სოფლის მეურნეობა
ეკონომიკა და სოფლის მეურნეობა
ეკონომიკა და სოფლის მეურნეობა
ეკონომიკა და სოფლის მეურნეობა
ეკონომიკა და სოფლის მეურნეობა
ეკონომიკა და სოფლის მეურნეობა
ეკონომიკა და სოფლის მეურნეობა
ეკონომიკა და სოფლის მეურნეობა
ეკონომიკა და სოფლის მეურნეობა
ეკონომიკა და სოფლის მეურნეობა
ეკონომიკა და სოფლის მეურნეობა
ეკონომიკა და სოფლის მეურნეობა
ეკონომიკა და სოფლის მეურნეობა
ეკონომიკა და სოფლის მეურნეობა
ეკონომიკა და სოფლის მეურნეობა
ეკონომიკა და სოფლის მეურნეობა
ეკონომიკა და სოფლის მეურნეობა
ეკონომიკა და სოფლის მეურნეობა
ეკონომიკა და სოფლის მეურნეობა
ეკონომიკა და სოფლის მეურნეობა
ეკონომიკა და სოფლის მეურნეობა
ეკონომიკა და სოფლის მეურნეობა
ეკონომიკა და სოფლის მეურნეობა
ეკონომიკა და სოფლის მეურნეობა
ეკონომიკა და სოფლის მეურნეობა
ეკონომიკა და სოფლის მეურნეობა
ეკონომიკა და სოფლის მეურნეობა
ეკონომიკა და სოფლის მეურნეობა
ეკონომიკა და სოფლის მეურნეობა
ეკონომიკა და სოფლის მეურნეობა
ეკონომიკა და სოფლის მეურნეობა
ეკონომიკა და სოფლის მეურნეობა
ეკონომიკა და სოფლის მეურნეობა
ეკონომიკა და სოფლის მეურნეობა
ეკონომიკა და სოფლის მეურნეობა
ეკონომიკა და სოფლის მეურნეობა
ეკონომიკა და სოფლის მეურნეობა
ეკონომიკა და სოფლის მეურნეობა
ეკონომიკა და სოფლის მეურნეობა
ეკონომიკა და სოფლის მეურნეობა
ეკონომიკა და სოფლის მეურნეობა
ეკონომიკა და სოფლის მეურნეობა
ეკონომიკა და სოფლის მეურნეობა
ეკონომიკა და სოფლის მეურნეობა
ეკონომიკა და სოფლის მეურნეობა
ეკონომიკა და სოფლის მეურნეობა
ეკონომიკა და სოფლის მეურნეობა
ეკონომიკა და სოფლის მეურნეობა
ეკონომიკა და სოფლის მეურნეობა
ეკონომიკა და სოფლის მეურნეობა
ეკონომიკა და სოფლის მეურნეობა
ეკონომიკა და სოფლის მეურნეობა
ეკონომიკა და სოფლის მეურნეობა
ეკონომიკა და სოფლის მეურნეობა
ეკონომიკა და სოფლის მეურნეობა
ეკონომიკა და სოფლის მეურნეობა
ეკონომიკა და სოფლის მეურნეობა
ეკონომიკა და სოფლის მეურნეობა
ეკონომიკა და სოფლის მეურნეობა
ეკონომიკა და სოფლის მეურნეობა
ეკონომიკა და სოფლის მეურნეობა
ეკონომიკა და სოფლის მეურნეობა
ეკონომიკა და სოფლის მეურნეობა
ეკონომიკა და სოფლის მეურნეობა
ეკონომიკა და სოფლის მეურნეობა
ეკონომიკა და სოფლის მეურნეობა
ეკონომიკა და სოფლის მეურნეობა
ეკონომიკა და სოფლის მეურნეობა
ეკონომიკა და სოფლის მეურნეობა
ეკონომიკა და სოფლის მეურნეობა
ეკონომიკა და სოფლის მეურნეობა
ეკონომიკა და სოფლის მეურნეობა
ეკონომიკა და სოფლის მეურნეობა
ეკონომიკა და სოფლის მეურნეობა
ეკონომიკა და სოფლის მეურნეობა
ეკონომიკა და სოფლის მეურნეობა
ეკონომიკა და სოფლის მეურნეობა
ეკონომიკა და სოფლის მეურნეობა
ეკონომიკა და სოფლის მეურნეობა
ეკონომიკა და სოფლის მეურნეობა
ეკონომიკა და სოფლის მეურნეობა
ეკონომიკა და სოფლის მეურნეობა
ეკონომიკა და სოფლის მეურნეობა
ეკონომიკა და სოფლის მეურნეობა
ეკონომიკა და სოფლის მეურნეობა
ეკონომიკა და სოფლის მეურნეობა
ეკონომიკა და სოფლის მეურნეობა
ეკონომიკა და სოფლის მეურნეობა
ეკონომიკა და სოფლის მეურნეობა
ეკონომიკა და სოფლის მეურნეობა
ეკონომიკა და სოფლის მეურნეობა
ეკონომიკა და სოფლის მეურნეობა
ეკონომიკა და სოფლის მეურნეობა
ეკონომიკა და სოფლის მეურნეობა
ეკონომიკა და სოფლის მეურნეობა
ეკონომიკა და სოფლის მეურნეობა
ეკონომიკა და სოფლის მეურნეობა
ეკონომიკა და სოფლის მეურნეობა
ეკონომიკა და სოფლის მეურნეობა
ეკონომიკა და სოფლის მეურნეობა
ეკონომიკა და სოფლის მეურნეობა
ეკონომიკა და სოფლის მეურნეობა
ეკონომიკა და სოფლის მეურნეობა
ეკონომიკა და სოფლის მეურნეობა
ეკონომიკა და სოფლის მეურნეობა
ეკონომიკა და სოფლის მეურნეობა
ეკონომიკა და სოფლის მეურნეობა
ეკონომიკა და სოფლის მეურნეობა
ეკონომიკა და სოფლის მეურნეობა
ეკონომიკა და სოფლის მეურნეობა
ეკონომიკა და სოფლის მეურნეობა
ეკონომიკა და სოფლის მეურნეობა
ეკონომიკა და სოფლის მეურნეობა
ეკონომიკა და სოფლის მეურნეობა
ეკონომიკა და სოფლის მეურნეობა
ეკონომიკა და სოფლის მეურნეობა
ეკონომიკა და სოფლის მეურნეობა
ეკონომიკა და სოფლის მეურნეობა
ეკონომიკა და სოფლის მეურნეობა
ეკონომიკა და სოფლის მეურნეობა
ეკონომიკა და სოფლის მეურნეობა
ეკონომიკა და სოფლის მეურნეობა
ეკონომიკა და სოფლის მეურნეობა
ეკონომიკა და სოფლის მეურნეობა
ეკონომიკა და სოფლის მეურნეობა
ეკონომიკა და სოფლის მეურნეობა
ეკონომიკა და სოფლის მეურნეობა
ეკონომიკა და სოფლის მეურნეობა
ეკონომიკა და სოფლის მეურნეობა
ეკონომიკა და სოფლის მეურნეობა
ეკონომიკა და სოფლის მეურნეობა
ეკონომიკა და სოფლის მეურნეობა
ეკონომიკა და სოფლის მეურნეობა

Contenu connexe

Plus de Georgian National Communications Commission, GNCC

Plus de Georgian National Communications Commission, GNCC (20)

Analizi samu sao zalis gamoyenebis mdgomareobaze saqartvelosi
Analizi samu sao zalis gamoyenebis mdgomareobaze saqartvelosiAnalizi samu sao zalis gamoyenebis mdgomareobaze saqartvelosi
Analizi samu sao zalis gamoyenebis mdgomareobaze saqartvelosi
 
2004 2012-vachroba-saboloo
2004 2012-vachroba-saboloo2004 2012-vachroba-saboloo
2004 2012-vachroba-saboloo
 
2004 2012-vachroba-v.k
2004 2012-vachroba-v.k2004 2012-vachroba-v.k
2004 2012-vachroba-v.k
 
Keti konf-qart%203[1]
Keti konf-qart%203[1]Keti konf-qart%203[1]
Keti konf-qart%203[1]
 
Qartuli sqema
Qartuli sqemaQartuli sqema
Qartuli sqema
 
Qartuli sqema 2
Qartuli sqema 2Qartuli sqema 2
Qartuli sqema 2
 
Skema[2]
Skema[2]Skema[2]
Skema[2]
 
Skema1[1](2)
Skema1[1](2)Skema1[1](2)
Skema1[1](2)
 
Skema[2]
Skema[2]Skema[2]
Skema[2]
 
Skema1[1]
Skema1[1]Skema1[1]
Skema1[1]
 
Business environment for 22.05.2012-en
Business environment for 22.05.2012-enBusiness environment for 22.05.2012-en
Business environment for 22.05.2012-en
 
Keti konf-qart 3
Keti konf-qart 3Keti konf-qart 3
Keti konf-qart 3
 
Keti konf-qart 2
Keti konf-qart 2Keti konf-qart 2
Keti konf-qart 2
 
Keti konf-qart 2
Keti konf-qart 2Keti konf-qart 2
Keti konf-qart 2
 
Keti conf (2)
Keti conf (2)Keti conf (2)
Keti conf (2)
 
Research on public service full text (eng)
Research on public service full text (eng)Research on public service full text (eng)
Research on public service full text (eng)
 
Research on public service full text (eng)
Research on public service full text (eng)Research on public service full text (eng)
Research on public service full text (eng)
 
Business environment for 22.05.2012-en
Business environment for 22.05.2012-enBusiness environment for 22.05.2012-en
Business environment for 22.05.2012-en
 
Business environment for 22.05.2012
Business environment for 22.05.2012Business environment for 22.05.2012
Business environment for 22.05.2012
 
Business environment for 22.05.2012
Business environment for 22.05.2012Business environment for 22.05.2012
Business environment for 22.05.2012
 

ეკონომიკა და სოფლის მეურნეობა

  • 1. saqarTvelos ganviTarebis kvleviTi instituti GEORGIAN DEVELOPMENT RESEARCH INSTITUTE საქართველოს სოციალურ- ეკონომიკური განვითარების მიმართულებები ეკონომიკური და სოციალური განვითარება სოფლის მეურნეობის განვითარება თბილისი, 2012 1
  • 2. საქართველოსგანვითარებისკვლევითიინსტიტუტი (GDRI)-დამოუკიდებელი, არაკომერციულიორგანიზაცია, დაფუძნდა 2011 წელს. ინსტიტუტისამოცანაადემოკრატიისგანვითარების, პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალურიდასხვარეფორმებისხელშეწყობასათანადოკვლევებისადადისკუსიებისმეშვეობით. ვებ-გვერდი: www.gdri.ge ელ.ფოსტა:gdri@gdri.ge უფასო გამოცემა. ექსპერთა ჯგუფი: თენგიზ შერგელაშვილი დავით ნარმანია თემურ მურღულია შოთა მურღულია ელგუჯა ხოკრიშვილი რევაზ გიგილაშვილი შალვა მექვაბიშვილი მიხეილ თოქმაზიშვილი ვინმე ხომ არ გვრჩება?ან საერთოდ გვინდა? © საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტი, 2012 გამომცემლობა „ნეკერი“, 2012 ISBN 2
  • 3. შინაარსი ნაწილი I.ეკონომიკური და სოციალურ სფეროს პრობლემები და განვითარების ძირითადი მიმართულებები 1. ძირითადი მიდგომები და კონცეპტუალური საკითხები 7 1.1. ახალი ეკონომიკური პოლიტიკის უპირატესობები არსებულთან შედარებით 7 1.2. რეალური სექტორი, სტიმულირების პოლიტიკა და განვითარების მდგრადი წყაროები 15 2. ოჯახის და ინდივიდის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა 25 2.1. ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური პრობლემატიკა 25 2.2. უმუშევრობა, თვითდასაქმება და დასაქმება 25 2.3. კომუნალური პრობლემები და ტარიფები 27 2.4. საპენსიო უზრუნველყოფა და სოციალურად დაუცველ ოჯახთა ფულადი დახმარება 29 2.4.1. საპენსიო სისტემები შედარებითი ანალიზი 29 2.4.2. რეკომენდაციები საქართველოში საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებით 39 2.4.3. სოციალურად დაცუველ ოჯახთა ფულადი დახმარების სისტემა 42 2.5. ჯანმრთელობის დაცვა 43 3. ბიზნეს-გარემო და კონკურენციის პოლიტიკა 49 3.1. მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება 49 3.2. საინვესტიციო პოლიტიკა 51 3.1.2. საინვესტიციო ნაკადები საქართველოში 51 3.2.2. საქართველოში განხორციელებული ინვესტიციების გეოგრაფია 51 3.2.3. პირდაპირი უცხოური ინვესტიციები სექტორების მიხედვით 55 3.2.4. სახელმწიფო საინვესტიციო პოლიტიკა 57 3.3. გადასახადების ადმინიტრირების წესები და საგადასახადო სისტემის სირთულეები 58 3.4. საკრედიტო რესურსების ხელმისაწვდომობა 62 3.5. საკუთრების და გარიგების დაცულობა 66 3.6. გაკოტრების სისტემა 68 3.7. რეალური სექტორის განვითარება 69 3.8. კონკურენცია და მომხმარებელთა ინტერესების დაცვა 71 3.8.1. კონკურენციის პოლიტიკის არსი 71 3.8.2. კონკურენციის პოლიტიკა საქართველოში 72 3.8.3. მომხმარებელთა უფლებების დაცვა 73 4. მაკროეკონომიკური პოლიტიკა 75 4.1. უცხოური ინვესტიციები და საგადასახდელო ბალანსი 75 3
  • 4. 4.2. გაცვლითი კურსი და ინფლაცია 79 4.3. ფისკალური პოლიტიკა 82 4.3.1. ფისკალური პოლიტიკის პრინციპები და ამოცანები 82 4.3.2. ბიუჯეტის გამჭვირვალობადა ანგარიშვალდებულება 84 4.3.3. ბიუჯეტის დაგეგმვა და მოსახლეობის ჩართვა საბიუჯეტო პროცესში 86 4.3.4. ბიუჯეტის შესრულების პროცესი 88 4.3.5. ანტიციკლური პოლიტიკა 90 4.3.6. ფისკალური დეცენტრალიზაცია 91 4.3.7. სახელმწიფო ვალის მართვა 92 4.3.8. საბიუჯეტო ფონდები 94 ნაწილი II.სოფლის მეურნეობის სფეროში არსებული პრობლემები და განვითარების ძირითადი მიმართულებები 95 1. სოფლის მეურნეობაში არსებული მდგომარეობა და პრობლემები 2. აგროსასურსათოპროდუქციისექსპორტ–იმპორტი 3. სოფლის მეურნეობის განვითარების ძირითადი მიმართულებები 4. მექანიზაცია (აგროსაინჟინრო სერვისი) 5. მელიორაცია (ირიგაცია და დრენაჟი) 6. სოფლის მეურნეობის დაფინანსება და დაზღვევა დანართები 4
  • 5. წინასიტყვაობა მიუხედავად „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ საქართველოში გატარებული რეფორმებისა, ქვეყნის ეკონომიკაში კვლავაც არამდგრადი ვითარება და ბევრი გამოწვევაა. ერთის მხრივ, 2005 წლიდან საგადასახადო გარემოს გაუმჯობესებამ და ბიუროკრატიის შემცირებამ საინვესტიციო ნაკადების და მშპ-ს ზრდა გამოიწვია, მაგრამ მეორეს მხრივ, საკუთრების უფლების დაცვის და სხვა პრობლემებმა, შემდგომ 2008 წლის რუსულმა აგრესიამ, მსოფლიო კრიზისის გავლენამ და ბიზნეს-გარემოში ხელისუფლების ნეგატიურმა ჩარევამ ეკონომიკის მდგრადობა მნიშვნელოვნად შეასუსტა. გაიზარდა ქვეყნის საგარეო ვალი, გაუარესდა საგადამხდელო ბალანსის მდგომარეობა და შემცირდა საინვესტიციო ნაკადები. ნომინალური მშპ-ს ფორმალური ზრდა ეკონომიკური განვითარების წინაპირობად ვერ იქცა, რის გამოც საზოგადოების კეთილდღეობა ბოლო წლებში არ გაუმჯობესებულა. პირიქით, გაიზარდა უმუშევრობა და სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ადამიანების რაოდენობა, ქვეყნის მოსახლეობის 40%-ზე მეტი კვლავ სოციალურად დაუცველია. ეს მხოლოდ პრობლემების არასრული ჩამონათვალია და მხოლოდ ზოგადად ასახავს ქვეყნის ეკონომიკაში არსებულ მდგომარეობასა თუ ტენდენციებს. ასეთ პირობებში მნიშვნელოვანია, შესწავლილი იქნას ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და ტენდენციები, მიღწევები და ხელისუფლების მიერ დაშვებული შეცდომები, რათა დაისვას სწორი დიაგნოზი სამომავლოდ ეკონომიკის მდგრადი განვითარების უზრუნველსაყოფად და საზოგადოების კეთილდღეობის შესამჩნევად გასაუმჯობესებლად. ამიტომაც, საქართველოს განვითარების კვლევითმა ინსტიტუტმა, მკვლევარ ეკონომისტთა ჯგუფთან ერთად გადაწყვიტა ჩაეტარებინა საქართველოს ეკონომიკაში არსებული მდგომარეობის სამაგიდო კვლევა და მოემზადებინა მოკრძალებული კონცეფცია ქვეყანაში სოციალურ- ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის. ნაშრომში მოცემულია საქართველოს ეკონომიკაში არსებული პრობლემები და მათი სიღრმე (მ.შ. იდეოლოგიური პრობლემები), ასევე ხელისუფლების ეკონომიკური პოლიტიკის ნაკლოვანებები და ჩვენეული რეკომენდაციები მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. ნაშრომში ცალკეა გამოყოფილი ბიზნეს-გარემოში არსებული მდგომარეობა და ხელისუფლების საინვესტიციო პოლიტიკა, კონკურენციის სფერო და მომხმარებლის უფლებების დაცვის საკითხები. ოჯახის და ინდივიდის პრობლემატიკა, მათი მდგომარეობის გაუმჯობესების გზები და საშუალებები ნაშრომში ასევე ცალკე თავად არის გამოყოფილი. ამ ყველაფერთან ერთად, მოყვანილია ასევე მაკროეკონომიკური სტაბილიზაციის მიმართულებები როგორც ფისკალური, ასევე მონეტარული თვალსაზრისით (საბიუჯეტო სისტემა და საგარეო ვალის პრობლემატიკა, გაცვლითი კურსი და ინფლაცია). თითეულ თემატიკას თან ახლავს რეკომენდაციები, თუ როგორ უნდა გაუმჯობესდეს მდგომარეობა ამა თუ იმ მიმართულებით. ქვეყნის მოსახლეობის ნახერზე მეტი აგრარულ სექტორშია დაკავებული და ამ სექტორის წილი მშპ- ში მეათედსაც ვერ აღწევს, ის განსაკუთრებული შესწავლის საგანი უნდა იყოს. ამიტომაც, ჩვენი 5
  • 6. სამუშაო ჯგუფის მიერ შესწავლილი იქნა ასევე საქართველოს სოფლის მეურნეობის მდგომარეობა და ტენდენციები. დეტალური ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციები ამ გამოცემის მეორე ნაწილშია წარმოდგენილი. აგრარულ სექტორში პრობლემების გამოკვეთის გარდა, შედარებით ღრმადაა მომზადებული რეკომენდაციები სამ უმნიშნელოვანეს თემაზე. ესენია: სასოფლო- სამეურნეო ტექნიკით უზრუნველყოფა; მელიორაცია; სოფლის მეურნეობის დაფინანსება და დაზღვევა. საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტი და მკვლევართა ჯგუფი მადლიერებით მიიღებენ ყველა საქმიან შენიშვნას და მოსაზრებას, რაც ემსახურება წინამდებარე დოკუმენტის სრულყოფას და საქართველოს ეკონომიკაში არსებული მდგომარეობის გაუმჯობესებას. საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტი, მკვლევართა ჯგუფი. 6
  • 7. 1.ძირითადი მიდგომები და კონცეპტუალური საკითხები 1.1. ახალი ეკონომიკური პოლიტიკის უპირატესობები არსებულთან შედარებით საბჭოთა კავშირის დაშლიდან დღემდე, გონივრული და თანმიმდევრული ეკონომიკური პოლიტიკის დეფიციტი ქართული სახელმწიფოს მუდმივი თანამგზავრია. შედეგად, მსოფლიო ბანკის მონაცემებით, საქართველო პოსტსაბჭოთა სივრცეშიც კი ქვეყნების იმ მცირერიცხოვან ჯგუფს მიეკუთვნება, რომლებმაც 2010 წლისათვის ერთ მოსახლეზე გათვლილი მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური მოცულობით არა თუ ვერ გადაასწრო 1990 წლის საკუთარ მაჩვენებელს, არამედ მნიშვნელოვნად ჩამორჩა (ნაკლებია 25%-ით). მაშინ, როცა, ამავე პერიოდში ესტონეთში ზრდამ შეადგინა 63%, ლატვიაში - 28%, ლიტვაში - 24%, სომხეთში - 66%, აზერბაიჯანში - 87%. რა თქმა უნდა, აზერბაიჯანის გამორჩეული წარმატება შეიძლება „ნავთობის ეფექტად“ იქნეს შეფასებული, მაგრამ ნავთობის მწარმოებლები არ არიან არც ირლანდია, რომელმაც კრიზისის ფონზეც კი შესძლო ერთ მოსახლეზე გადათვლით მშპ-ს გაორმაგება და არც სამხრეთ კორეა, ზრდის 137%-იანი მაჩვენებლით. ორივე ამ ქვეყანამ წარმატებას გააზრებული ეკონომიკური პოლიტიკით მიაღწია. აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ საქართველოში ამ მაჩვენებლის აბსოლუტური მნიშვნელობა 1997 წლიდან 2003 წლის ჩათვლით გაიზარდა 70%-ით, ხოლო ანალოგიურ პერიოდში, 2004 დან 2010 წლის ჩათვლით, მხოლოდ 36%-ით1. 2004 წლის არჩევნებში „ნაციონალურმა მოძრაობის” დაპირებები არსებითად ეყრდნობოდა ეკონომიკის სწრაფი მოდერნიზაციისა და მნიშვნელოვანი სოციალური პაკეტის თემატიკას,თუმცა ხელისუფლებაში მოსვლიდან მოკლე ხანში, „ლიბერტარიანული კურსი“-ს ეგიდით დაიწყო ეკონომიკური ექსპერიმენტის განხორციელება, რომელიც საბოლოოდ საკმაოდ შორს აღმოჩნდა როგოც ძირეული მოდერნიზაციის და სოციალური პასუხისმგებლობის, ასევე ლიბერტარიანული მოდელისაგან. ამ ექსპერიმენტის ძირითადი და ფართოდ აფიშირებული იდეა მდგომარეობდა იმაში, რომ ე.წ. „გარღვევის“ სტრატეგიით ქვეყანა შესძლებდა განვითარების მაღალი ტემპის მიღწევას, რაც საბოლოოდ საზოგადოებრივი კეთილდღეობის საფუძველი გახდებოდა. თუ რევოლუციურ ხელისუფლებას მართლაც ჰქონდა გარკვეული ლიბერტარიანული შემართება, ფაქტია რომ იგი ძალიან მალე გაუფერულდა, რადგან ნათელი გახდა რომ „ლიბერტარიანული სასწაული“ საქართველოში ვერ შედგებოდა. ჯერ ერთი იმიტომ, რომ მსოფლიოში ასეთი პრეცედენტი არ არსებობს. თუმცა მთავარი მიზეზი ისაა, რომ 2003 წლიდან დღემდე სრუფლასოვნად და თანმიმდევრულად არანაირი ეკონომიკური პოლიტიკა არ განხორციელებულა. შესაბამისად, მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის მიღმა, რეალური „გარღვევა“ არ შედგა. ეკონომიკა სტრუქტურულად კვლავაც პრობლემურ ფაზაში დარჩა - დაუმუშავებელი ან პირველადი დამუშავების ნედლეულის ექსპორტის ამარა2, დარჩა, ხოლო გლობალური კონკურენტუნარიანობის კუთხით არა თუ დაწინაურდა, არამედ საგრძნობლად ჩამორჩა საერთაშორისო თანამეგობრობას, მაკროეკონომიკური სტაბილურობის, ბიზნეს განათლების, ბიზნესის „მოქნილობის“, 1 World Development Indicators,The World Bank. 2 საქსტატი, სექცია „საქართველოს საგარეო ვაჭრობა“. 7
  • 8. ტექნოლოგიური მზადყოფნის და ინოვაციების დარგში, რის გამოც, საბოლოოდ არა თუ ინოვაციური, ეფექტიანობაზე ორიენტირებული ქვეყნების სიაშიც კი ვერ მოხვდა3. საზოგადოებრივი ნდობის კრედიტის ამოწურვის ფონზე ხელისუფლებამ სულ უფრო ხშირად დაიწყო ძალადობრივი ზომების გამოყენება და დასავლელ პარტნიორებთან ამ ქმედებების გამართლების მიზნით დაიწყო პროპაგანდა, რომ ქართული საზოგადოება არ არის მომწიფებული დემოკრატიისათვის და სწორედ ამიტომ ხელისუფლება იძულებულია იმოქმედოს „ლის თეზისის“ თანახმად. აღნიშნული თეზისი, რომლის სახელი სინგაპურის ყოფილი პრემიერის, ლი კვან იუ- სთანაა დაკავშირებული, გულისხმობს, რომ რეფორმების წარმატებას არ სჭირდება დემოკრატია და იგი ხელის შემშლელიც კი არის. შესაბამისად, ჩნდება ლოგიკური ეჭვი, რომ დეკლარირებული ევროინტეგრაციის მიღმა ხელისუფლების პერმანენტული სწრაფვა „სინგაპურიზაციისაკენ“ ძირითადად ავტოკრატიის ხიბლით არის განპირობებული და არა ეკონომიკური მოდელის, რადგან სინგაპურს, რომელიც ქალაქ-სახელმწიფოს წარმოადგენს, ეკონომიკის სრულიად განსხვავებული სტრუქტურა აქვს და იგი ვერანაირად ვერ გახდებოდა ქართული ეკონომიკის განვითარების სამიზნე მოდელი. საბოლოოდ, ხელისუფლებამ, ადმინისტრირების სიადვილით, ყველაზე კომფორტულად მიიჩნია ოლიგოპოლიური ეკონომიკური მოდელი, რაც გულისხმობს მონოპოლისტთა ვიწრო წრის დომინირებას ბაზარზე და პრაქტიკულად შეუძლებელია რიგ სახელისუფლებო წრეებთან მჭირდო აფილაციის გარეშე. ამ მოდელის „წარმატებას“ ყველაზე კარგად ჩანს არაელასტიური მოთხოვნის პროდუქტების (მაგ. მედიკამენტების) ფასებში, რომლებიც ვერც რენტაბელობის ანალიზს უძლებს და ვერც სხვა ქვეყნებთან შედარებას4. შედეგად, „ნაციონალური მოძრაობის“ ეკონომიკური პოლიტიკა საერთოდ შეუთავსებელი გახდა არა თუ ლიბერალურ, საერთოდ ნებისმიერ თანმიმდევრულ ეკონომიკურ მოდელთან. იმისთვის, რომ არაეფექტური ეკონომიკური პოლტიკა ფართო განხილვისა და დისკუსიის საგანი არ გამხდარიყო, ხელისუფლებამ, რომელმაც მშვენივრად იცოდა მედიის როლი საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაში, შექმნა საკუთარი, ვირტუალური ეკონომიკური მოძღვრება „ულტრალიბერალიზმის“ აბრით და დაიწყო იმის აქტიური პროპაგანდირება, რომ ეს მოძღვრება ყველაზე თანამედროვე და ცივილიზებულია, ხოლო ვინც ამას არ ეთანხმება, „ბნელი“ და „ჩასარეცხი“. სინამდვილეში, „საბაზრო ფუნდამენტალიზმმა“, რომელიც საერთაშორისო წრეებში, 2003 წელსაც საკმაოდ არაერთგვაროვან შეფასებებს იმსახურებდა, 2008-ში დაწყებული კრიზისის ფონზე სრული კრახი განიცადა, მაგრამ სახელწმიფოს ტოტალური მედია დომინირების ფონზე, საზოგადოების დიდმა ნაწილმა მაინც დაიჯერა, რომ ქვეყანაში მართლაც ეკონომიკური ბუმია და მას ეს ბუმი თუ არ ეხება, თავად არის დამნაშავე. სინამდვილეში, ოლიგოპოლიურმა მოდელმა, ბუნებრივად გამოიწვია მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის რეალური მსყიდველუნარიანობის მნიშვნელოვანი შემცირება (რაც, პარალელურად, 3 Global Competitiveness Index, World Economic Forum. 4 მედიკამენტების ხელმისაწვდომობის ცვლილება 2009-2011 წლებში საქართველოში, საერთაშორისო ფონდი „კურაციო“. 8
  • 9. წლების მანძილზე ეროვნული დანაზოგების კლებით და საბოლოოდ უარყოფით ნიშნულში გადასვლითაც დადატურდა). ამიტომ სოციალური უკმაყოფილების ნიველირების მიზნით მთავრობა იძულებული გახდა „სიღარიბის დაძლევის“, „დასაქმების“, „ბიზნესის ხელშეწყობის“ და სხვა მსგავსი პროგრამებზე მოეხდინა საზოგადოების ყურადღების ფოკუსირება. მსოფლიოს საზოგადოების ემპირიული გამოცდილება ერთმნიშვნელოვნად გვკარნახობს, რომ სიღარიბე არ დაიძლევა მხოლოდ მასთან ბრძოლით, ისევე როგორც უმუშევრობა - დასაქმების პროგრამებით. ამ პრობლემების სათავე ყოველთვის ეკონომიკურ პოლტიკაშია, ამიტომ მხოლოდ ძირეული გარდაქმნები და რეალური განვითარება შეიძლება გახდეს სიღარიბის, უმუშევრობის და მრავალი სხვა პრობლემის გადაჭრის წინაპირობა. დღეს მთავრობა აცხადებს რომ ეკონომიკა ვითარდება, მაგრამ რაში გამოიხატება ეს განვითარება? ხელისუფლება, საკუთარ წარმატებას, მსოფლიოში აღიარებული ვერც ერთი მაჩვენებლით ვერ ადასტურებს: იზრდება მთლიანი შიდა პროდუქტი, მაგრამ არანაირი „გარღვევა“ არ შედგა, ამ მაჩვენებლით საქართველო კვლავაც ბოლო ადგილებზეა მსოფლიო თანამეგობრობაში5, მიუხედავად იმისა, რომ „სწრაფი გარღვევის“ ეგიდით აღებული იქნა დიდი რაოდენობით კრედიტი და გაიყიდა სტრატეგიული მნიშვნელობის სახელმწიფო ქონება; პერმანენტულად უარესდება უმუშევრობის დონე. იმისთვის, რომ 2011 წელს წინა წელზე უკეთესი მაჩვენებელი ჰქონოდა, ხელისუფლებამ სტატისტიკის სამსახურის მეშვეობით ისევ სოფლის მაცხოვრებლები „დაასაქმა“, თუმცა ადვილი მისახვედრია, რამდენად აბსურდულია სოფლად უმუშევრობის 6.5 პროცენტიანი მაჩვენებელი, მაშინ როცა ქალაქებში იგი 27 პროცენტამდეა6. მხოლოდ მიწის ქონა, თუ იგი მინიმალურ შემოსავალსაც კი არ აძლევს მის მფლობელს, ავტომატურად არ ნიშნავს დასაქმებას; ეროვნული დანაზოგები, რომელიც ეკონომიკის განვოთარების ერთ-ერთ უმთავრეს წყაროს წარმოადგენს, პერმანენტულად გამოფიტა იმპორტზე ორიენტაციამ. წლების მანძილზე საქართველოს მოსახლეობა იძულებული იყო უფრო მეტი დაეხარჯა, ვიდრე გამოუმუშავებდა, რამაც დანაზოგების უარყოფით მნიშვნელობებზე გასვლა განაპირობა; საზოგადოების დაბალშემოსავლიანი ფენებისათვის სერიოზულ პრობლემად იქცა ინფლაცია, რომელსაც ოლიგოპოლიურ ბაზარზე მიზანმიმართული სახე მიეცა. ამ ფონზე მთავრობის მიერ დეკლარირებული წარმატებები ბევრ ეჭვსა და ლოკიკურ კითხვას ბადებს: რამდენად ადექვატურია მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპი იმ რესურსთან მიმართებაში, რომელიც ამისათვის დაიხარჯა; რამდენად მდგრადია განვითარების დინამიკა მნიშვნელოვანი მაკროეკონომიკური რისკების ფონზე; რატომ არ ასახელებს მთავრობა მისი წარმატებების შეფასებისათის აუცილებელ სამიზნე ინდიკატორებს და მხოლოდ პროცესების დეკლარირებით შემოიფარგლება. 5 World Development Indicators, The World Bank. 6 საქსტატი, სექცია „დასაქმება“. 9
  • 10. რიგ შემთხვევებში მთავრობის წარმატებები ციფრებით მანიპულირების პირდაპირი შედეგია: მაგალითად, ფართოდ იქნა აფიშირებული 2012 წლის აპრილში სურსათის ფასების 8 პროცენტიანი შემცირება, თუმცა ყურადღების მიღმა დარჩა ის ფაქტი, რომ 2011 წელს, წინა წელთან შედარებით იგივე პროდუქტები 28 პროცენტით გაძვირდა და 2012-შიც რეალურად ფასები კვლავაც 18 პროცენტით უფრო ძვირი დარჩა ვიდრე 2010 წელს იყო. მოქმედი ეკონომიკური პოლიტიკის მთავარი პრობლემა გახდა ის, რომ სახელმწიფომ საერთოდ უარი განაცხადა საზოგადოების ინტერესებზე ორიენტირებულ მთელ რიგ ორგანულ ფუნქციებზე: ჯანსაღი და კონკურენტული ბიზნეს გარემოს ფორმირებაზე; სოციალურ პასუხისმგებლობაზე; საზოგადოებრივი ინტერესების დაცვაზე - სამომხმარებლო უფლებების, სურსათის უსაფრთხოების, საზოგადოებრივ რესურსებთან თავისუფალი წვდომისა და რიგი სხვა საყოველთაოდ აღიარებული ფუნქციების იგნორირებით. ეკონომიკური პოლიტიკის არსებითმა ხარვეზებმა, რაც ხშირად არაკომპეტენტურობით, ზოგჯერ კი მიზანმიმართული ქმედებებით იყო განპირობებული, გამოიწვია სისტემური რესურსების ირაციონალური გახარჯვა ისე, რომ ქვეყანამ არა თუ ვერ შესძლო ეკონომიკის სტრუქტურაში ძირეული გარდატეხის შეტანა, არამედ, რეალურად დადგა „სიღარიბის ხაფანგის“ საფრთხის წინაშე. შესაბამისად, შექმნილი მდგომარეობა საჭიროებს ძალიან სწრაფ და გადამჭრელ ზომებს ამ ხაფანგის თავიდან აცილების მიზნით. თეორიული თვალსაზრისით სწრაფი „გარღვევის“ არაერთი მეთოდოლოგია არსებობს და როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, სხვადასხვა ქვეყნებმა წარმატებას სხვადასხვა გზებით მიაღწიეს, მაგრამ დღევანდელ ქართულ რეალობაში, ყველა იმ მოცემულობის გათვალისწინებით, რომელთა გათვალისწინება ახალ მთავრობას მოუწევს, არჩევანი არც ისე დიდია. კერძოდ, რიგი ქვეყნების სწრაფი წარმატება დაკავშირებულია გარკვეული „ბონუსების“ გონივრულ და ეფექტიან გამოყენებასთან. ზოგჯერ ასეთი ბონუსს ბუნებრივი რესურსები წარმოდგენდა, რიგ შემთხვევაში ხელსაყრელი გეოპოლიტიკური მდებარეობა ან ისტორიულ-კულტურული ფაქტორები. საქართველოში, გეოპოლიტიკური, აკადემიური, ეკონომიკური, ეკოლოგიური და მრავალი სხვა პოლიტიკის უხეში ხარვეზების გამო, მხოლოდ ამგვარ „ბონუსებზე“ აქცენტი არა თუ შეცდომა, არამედ დამღუპველიც კი იქნება. ჩვენს შემთხვევაში, რეალური გარღვევა მაღალი დონის განათლებისა და რაციონალური ინოვაციის სინთეზის გარეშე ვერ შედგება, თუმცა გასათვალისწინებელია ისიც, რომ „გლობალური კონკურენტურნარიანობის ინდექსი“ ორივე აღინშნული კომპონენტის მიხედვით ძალიან საგანგაშო მდგომარეობაზე მიგვითითებს, განსაკუთრებით, სწორედ „ვარდების რევოლუციის“ შემდგომ პერიოდში . 7 ახალი ეკონომიკური პოლიტიკის ჩვენეული ხედვა ცალსახად აღიარებს ლიბერალიზმის საყოველთაო პრინციპებს და მნიშვნელოვანწილად იზიარებს „ახალი სტრუქტრული ეკონომიკის“ 7 Global Competitiveness Index, World Economic Forum. 10
  • 11. კონცეფციას8 საკვანძო პრიორიტეტების ფორმირების ნაწილში.აღნიშნული თეორია ფართო გამოხმაურებას9 ჰპოვებს დასავლეთის აკადემიურ და პოლიტიკურ წრეებში იმ ფონზე, რომ 2008 წელს დაწყებულმა გლობალურამ კრიზისმა ნათლად აჩვენა მსოფლიოს საბაზრო ფუნდამენტალიზმის „შედეგები“, რაც განსაკუთრებით მკაფიოდ მცირე ქვეყნებში გამოჩნდა. ამიტომ მიგვაჩნია, რომ ქვეყანაში განვითარების გრძელვადიანი და სტაბილური პროცესის უზრუნველსაყოფად აუცილებელია შემდეგი პრინციპების დაცვა: სისტემური ტრანსფორმაციის საწყის ეტაპზე, სახელმწიფოს საკვანძო როლი ენიჭება. ამიტომ, საზოგადოებრივი კონსესუსის საფუძველზე ყალიბდება განვითარების სტრატეგია, რომელიც მოიცავს განვითარების საკვანძო მიზნებს, ამ მიზნების შესაბამის ობიექტურ ინდიკატორებს და რეფორმების ჩარჩოს. ყველა შემდგომი საკანონმდებლო ინიციატივა განიხილება განვითარების სტრატეგიასთან შესაბამისობის კონტექსტში. ასევე, განვითარების სტრატეგიის ფარგლებში განისაზღვრება ყველა იმ ფუნქცია, რომელთა არსებობა აუცილებელია სტაბილური განვითარების ან საზოგადოებრივი კეთილდღეობისათვის. ტრანსფორმაციის სხვადასხვა ეტაპზე, აღნიშნული ფუნქციები შეიძლება დინამიურად გადანაწილდეს სახელმწიფოს, კერძო ბიზნესსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის; ეკონომიკის სტრუქტურული მოდერნიზაცია, რომლის მიზანია ქვეყნის გლობალური კონკურენტუნარიანობის უზრუნველყოფა, ემყარება ქვეყნის შედარებითი უპირატესობების გონივრულ გამოყენებას პრიორიტეტების სუბიექტური და დირექტიული განსაზღვრის ნაცვლად. გრძელვადიან პერსპექტივაში, ასეთმა მიდგომამ, გრძელვადიან პერსპექტივაში, ობიეტურად უნდა განაპირობოს რიგ სტრატეგიულ დარგებშიიმპორტის ჩანაცვლებაც; სახელმწიფო ახორციელებს გლობალური რისკების მართვას საკუთარი აქტივების ოპტიმალური განკარგვისა და რეზერვების ფორმირების საშუალებით. ანიჭებს რა უპირატესობას პროფილაქტიკას და პრევენციას რეაგირებასთან მიმართებაში, არ უარყოფს საკუთარ როლს როგორც გარე, ასე შიდა შოკებთან გამკლავების საქმეში. ამ პოლიტიკის ნაწილია ფისკალური სტიმულირება ეკონომიკური ციკლების დაღმავალ ეტაპებზე; სახელმწიფო უზრუნველყოფს სამართლიანი, თავისუფალი და კონკურენტული საბაზრო გარემოს ფორმირებას. ხელს უწყობს თანამედროვე და მოქნილი ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბებას, რომელიც თანაბრად ხელმისაწვდომია ყველა ეკონომიკური აგენტისათვის; ეკონომიკური პოლიტიკა ეფუძნება მდგრადი განვითარების პრაგმატულ მოდელს. შესაბამისად, პრინციპული მნიშვნელობა ენიჭება ადამიანური, ფინანსური და რეალური კაპიტალის აკუმულაციას, ასევე, ამოწურვადი რესურსების ადექვატურ რეგენერაციას. ამ პრინციპების ფაქტიური რეალიზაცია გულისხმობს ღონისძიებათა ფართომასშტაბიან გეგმას, რომელიც თავისი არსით განსხვავდება დამოუკიდებლობის პერიოდში შექმნილი ყველა სამთავრობო პროგრამისაგან, რადგან მიზნად ისახავს ეკონომიკის ფართომასშტაბიან 8 Justin Yifu Lin, 2011. "New Structural Economics: A Framework for Rethinking Development," World Bank Research Observer, Oxford University Press, vol. 26(2), pages 193-221. 9 Robert Wade, 2011. "Why Justin Lin's Door-Opening Argument Matters for Development Economics". LSE Global Policy Journal Vol 2, No 1. p115-116. 11
  • 12. რესტრუქტურიზაციას და მოიცავს ამ პროცესისათვის აუცილებელი რესურსების რეალურ შეფასებას. ასევე, ეკონომიკური და მართვის დისციპლინების ყველაზე მოწინავე მიღწევებზე დაყრდნობით იქმნება სამიზნე ინდიკატორების დინამიური სისტემა, რომელიც საშუალებას იძლევა განსხვავებულ ჭრილში და ამასთან, ძალიან ზუსტად იქნას შეფასებული რეფორმის შედეგიანობა და მთლიანად განვითარების პროცესის წარმატებები. დღევანდელი ეკონომიკური პოლიტიკის იდეოლოგიებისაგან განსხვავებით, ჩვენ არ ვთვლით, რომ ერთ მოსახლეზე გათვლილი მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა არის განვითარების მიზანიც და ინდიკატორიც10. ჩვენ სრულად ვაცნობიერებთ, რომ მშპ-ს ზრდა ავტომატურად არ განაპირობებს საზოგადოების კეთილდღეობის გაუმჯობესებას11 თუ არ მოხდა მისი სარგებლიანობის „ინტენსიფიცირება“12 - თუ არ დაიძლია შემოსავლების განაწილების მაღალი უთანაბრობა და ეკონომიკის წარმატება ყველა ოჯახში არ შევიდა; თუ ბაზარი არ განთავისუფლდა მონოპოლისტებისაგან , 13 რომლებიც ერთი მხრივ ხელს უშლიან თავისუფალ სამეწარმეო ინიციატივას და ამავდროულად, პირველადი მოხმარების საქონელსა და მომსახურებაზე არარეალური ფასების დაწესებით ითვისებენ შინამეურნეობების შემოსავლების მნიშვნელოვან ნაწილს; თუ საჯარო ფინანსების მართვაში არ დამკვიდრდა ეფექტიანობისა და გამჭვირვალობის თანამედროვე სტანდარტები და საზოგადოების მიერ გადახდილი გადასახადები მაქსიმალურად ოპტიმალური სახით არ დაიხარჯა; თუ სახელმწიფო აქტივები, რომლებიც საზოგადოებრივ ქონებას წარმოადგენს, კვლავ არ ჩადგა საზოგადოებისავე სამსახურში ისედაც მძიმე სოციალური ტვირთის შემსუბუქების მიზნით; თუ ოჯახი, ხარისხიანი დასაქმება, განათლება და ჯანდაცვა არ გახდება განვითარების სტრატეგიის პრიორიტეტები. მსოფლიოს ყველა წამყვანი ქვეყანა, რომელიც დღისათვის გაერთიანებულია ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში (OECD), არ ინტერესდება მხოლოდ მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებლით. ამ ქვეყნებში მთავრობა მოსახლეობას ეკითხება, თუ რამდენად კმაყოფილია საბინაო პირობებით14, შემოსავლების დონით, სამსახურით, საცხოვრებელი ინფრასტრუქტურით, განათლებისა და ჯანმრთელობის ხარისხით, მმართველობის ეფექტურობით და იმასაც კი, თუ რამდენად ახერხებს მოქალაქე თანაბრად გაანაწილოს საკუთარი დრო სამსახურსა და პირად ცხოვრებას შორის. გასაკვირი არაა, რომ დღეისათვის, განვითარებული ქვეყნები, 1000-მდე ობიექტური და სუბიექტური ინდიკატორის მონიტორინგით ცდილობენ რეალური განვითარების ხარისხის დადგენას15. 10 „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ფორმირებული ყველა მთავრობის პროგრამებში მშპ წარმოადგენს ეკონომიკური პროგრესის მთავარ და უმეტეს შემთხვევაში, ერთადერთ საზომს. 11 Commission on the Measurement of Economic Performance and Social Progress. 2009. Report by the Commission. http://www.stiglitz-sen-fitoussi.fr/ 12 მნიშვნელოვანწილად დაკავშირებულია ამარტია სენის „შესაძლებლობათა“ კონცეფციასთან. Amartya Sen, 1985. Commodities and Capabilities. Oxford: Oxford University Press. 13 UNCTAD, 2008. "The effects of anti-competitive business practices on developing countries and their development prospects". UN Press. 14 Better Life Index, OECD. 15 World Development Indicators, The World Bank. აგრეთვე, EU Beyond GDP project. 12
  • 13. შესაბამისად, განვითარების სტრატეგია წარმოუდგენელია მისი სამიზნე ინდიკატორებში სრულფასოვანი აღწერის გარეშე. ამასთან ინდიკატორების როგორც სტრუქტურა, ასევე ოპტიმალური მაჩვენებლები, დინამიურ კავშირში უნდა იყოს მიმდინარე ეკონომიკურ გამოწვევებთან და საზოგადოებრივი კეთილდღეობის რეალურ სურათს უნდა ასახავდეს. ცხადია, რომ სამიზნე პარამეტრების სიმრავლე გულისხმობს ამ პარამეტრებისაკენ სწრაფვის ფუნქციის არსებობასაც. თუმცა ახალი ეკონომიკური პოლიტიკის მიზანი არაა ყველა ამ ფუნქციის შესრულება სახელმწიფომ აიღოს საკუთარ თავზე. პირიქით, ჩვენი ურყევი რწმენით, ყველა ის ფუნქცია, სადაც კერძო ინიციატივა უფრო მეტ ეფექტიანობას, ენერგიას და ინიციატივას განაპირობებს, ცალსახად უნდა გაიმიჯნოს საჯარო ადმინისტრირების სივრცისაგან. მეორე მხრივ, მიგვაჩნია, რომ უარის თქმა თავისუფალი კონკურენციის ხელშეწყობის, მომხმარებელთა უფლებების დაცვის, სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფის და მით უმეტეს სოციალური პასუხისმგებლობის ფუნქციებზე პირდაპირ მიუთითებს მთავრობის მიერ საზოგადოების ინტერესების იგნორირებაზე. მოქმედი ეკონომიკური პოლიტიკის მიერ გაუქმებული ფუნქციების აღდგენა, ისევე როგორც არსებული და დამახინჯებული ფუნქციების ოპტიმიზაცია შეუძლებელია ძირეული ინსტიტუციონალური რეფორმის გარეშე. პროსახელისუფლო პროპაგანდა მოქმედ საჯარო მოხელეებს უმტკიცებს, რომ ინსტიტუციონალური რეფორმა ყველა მათგანის უსაფუძვლო დათხოვნას ნიშნავს. მართლაც, ასეთი ქმედება ხშირად ჰქონდა ადგილი იყო „ვარდების რევოლუციის“ შემდგომ პერიოდში, მაგრამ ჩვენ პრინციპულად მიგვაჩნია საჯარო სამსახურში კომპეტენტური გადაწყვეტილების უფლებამოსილების დაბრუნება, თანაც ისე, რომ მოხელე მუდმივად შიშის ქვეშ არ იყოს კანონიერი ქმედებების გამო. საჯარო სამსახურის საზოგადოებრივი სარგებლიანობის ამაღლების აუცილებლობასთან დაკავშირებული ჩვენი პოზიცია, უპირველეს ყოვლისა სწორედ საჯარო მოხელეთა მიერ ინფორმირებული, კომპეტენტური და დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღების სტიმულირებაში გამოიხატება. დღეს არსებული საგანგაშო რეალობისაგან განსხვავებით, ინსტიტუციონალური რეფორმის ჩვენი ხედვა ნიშნავს ევროპული ტიპის ინსტიტუტებისაკენ სწრაფვას. რა თქმა უნდა ჩვენი მიზანი არ არის ევროკავშირთან სრული სისტემური იდენტურობა (რადგან ტოტალური უნიფიცირება ევროკავშირშიც არ არსებობს), მაგრამ ევროინტეგრაცია გრანტების მისაღებად განხორციელებული ფასადური ცვლილებები არ და ვერ იქნება - ჩვენი მიზანია საქართველო ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი გახდეს. განვითარების სტრატეგიის ფორმირებისას ჩვენ სრულად ვაცნობიერებთ იმ ორგანულ რისკებს, რომლებიც გეოპოლიტიკური თუ გლობალური ეკონომიკური რეალიებით არის გამოწვეული, მაგრამ მოქმედმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ შექმნა პრობლემები, რომლებიც არის ორგანული ხასიათის. პირველ რიგში, იმპორტზე ორიენტირებულმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ განაპირობა დანაზოგების საგანგაშო გამოფიტვა და ხანგრძლივი დროით უარყოფით ნიშნულში გადასვლაც კი, რაც იმას ნიშნავდა, რომ საზოგადოება იმაზე მეტს ხარჯავდა ვიდრე გამოიმუშავებდა. ფაქტიურად მთავრობამ მიზანმიმართულად შეუწყო ხელი „სამომხმარებლო საზოგადოების“ შექმნას. ჩვენი პრინციპული ამოცანაა მოზმარებაზე ორიენტაცია (კონსუმერიზმი), შეიცვალოს დაგროვებაზე 13
  • 14. ორიენტაციით. ცხადია, რომ ამისათვის პრინციპულად მნიშვნელოვანია დაიძლიოს არასტაბილურობის განცდა საზოგადოებაში და შეიქმნას ერთმნიშვნელოვანი გარანტიები. ასევე, პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ მოწინავე კომპეტენციის და სამეცნიერო კვლევების დეფიციტი, რაც განათლების სისტემის არათანმიმდევრულმა რეფორმირებამ და განსაკუთრებით, სამეცნიერო ინსტიტუტებზე მიზანმიმართულმა შეტევამ განაპირობა, სწრაფად და ეფექტურად იქნეს დაძლეული. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ყოველწლიური კვლევა - „გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსი“, უკვე რამდენიმე წელია საქართველოს უმთავრეს პრობლემად სამუშაო ძალის დაბალ კომპეტენციას ასახელებს, ხოლო უმაღლესი განათლების, ინოვაციების, სამეცნიერო კვლევებისა და „ინტელექტის გადინების“ კუთხით, ტრადიციულად არასახარბიელო რეიტინგი გვაქვს16. ყველაფერი ეს გაცილებით უფრო მეტად აფერხებს რეალურ ინვესტორებს, ვიდრე ბიზნესის გასახსნელად საჭირო დღეების რაოდენობა. ამ პრობლემების შეძლებისამებრ სრაფად მოგვარების ღონისძიებები მოიცავს როგორც საზღვარგარეთ მყოფი ინტელექტუალებისათვის დაბრუნების პირობების შექმნას, ასევე, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ფართომასშტაბიანი გადამზადების პროცესებს. მიუხედავად იმისა, რომ საკვანძო რისკები და პრობლემები უკვე ცნობილია და გააზრებული, ცხადია, რომ ყველა შესაძლო რისკის იდენტიფიცირება დაგეგმვის ეტაპზე შეუძლებელია. მაგრამ არსებული ეკონომიკური პოლიტიკისაგან განსხვავებით, რომელიც „ხანძრების ჩაქრობის“ უსასრულო ციკლში გაიჭედა, ჩვენი სტრატეგია გულისხმობს რისკების მართვის სრულფასოვან მექანიზმს, რომელიც ეფუძნება ინდიკატორთა სისტემას და რომლის მიზანია შოკების პროფილაქტიკა და პრევენცია. თუმცა ისეთ შემთხვევებშიც კი, როდესაც პროგნოზირების სისტემა ვერ შესძლებს რისკის წინასწარ იდენტიფიცირებას, რეზერვების სისტემა საშუალებას მოგვცემს თუ მთლიანად ვერა, ნაწილობრივ მაინც გავანეიტრალოთ, როგორც შიდა, ასევე გარე შოკები. მიგვაჩნია, რომ მოქალაქისათვის, რომელიც ბოლო 20 წლის მანძილზე დაუსრულებელი ეკონომიკური რეფორმებისა და ექსპერიმენტების მძევლად იქცა, უმთავრესი მნიშვნელობა აქვს თუ რამდენად სწრაფად განხორციელდება შეთავაზებული ცვლილებები და რაც მთავარია, რა შედეგებს მოიტანს ისინი. „რა იქნება პირველი ნაბიჯი“ საკმაოდ რთული კითხვაა ნებისმიერი სამოქმედო გეგმის შემუშავებისას, თუმცა პრობლემები რომლებიც დღეისათვის ქვეყანაში დაგროვდა, პირდაპირ მიგვითითებს სტრუქტურული რეფორმის გადაუდებელ ამოცანებზე: რეფორმების კოორდინაციის ცენტრის ჩამოყალიბება, რომელიც საზოგადოების აქტიური ჩართულობით განახორციელებს განვითარების სტრატეგიის სრულყოფას, ინდიკატორების სისტემის ჩამოყალიბებას და დარგობრივი რეფორმების განვითარების სტრატეგიასთან შესაბამისობის მონიტორინგს; ბიზნეს-გარემოს გაჯანსაღების ღონისძიებათა კომპლექსი, რომელიც მოხსნის ყველაზე აქტუალურ პრობლემებს. ამ კუთხით ორი უმთავრესი ინიციციატივა იქნება სასამართლოში ბიზნეს-დავების პალატის შექმნა, სადაც მოსამართლეები თემატურ მომზადებას გაივლიან 16 Global Competitiveness Index, World Economic Forum. 14
  • 15. და პარლამენტში დეპუტატთა „სწრაფი რეაგირების“ ჯგუფის შექმნა, რომლიც დაჩქარებული წესით გაიტანს სესიაზე განსახილველად სადაო დეფინიციებს და ძალიან მჭირდო ვადებში უზრუნველყოფს ორმაგი და არაცხადი მნიშვნელობის მქონე მუხლების გასწორებას; სახელმწიფოს ხელთ არსებული ინფორმაციის კონსოლიდაციისა და დახვეწის მიზნით საჯარო მონაცემთა ცენტრალური საცავის შექმნა. ასევე სტატისტიკური მონაცემების რეალობასთან მიახლოების მიზნით, საყოველთაო აღწერისათვის მზადება, მათ შორის მცირე ჯგუფებში ტესტირების გზით. (ორივე შემთხვევაში ვითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ამ კუთხით გარკვეული სამუშაოები უკვე გაწეულია); შემდეგი სპეციალური ჯგუფების დაუყოვნებლივ ამოქმედება: o ფუნქციონალური და ინსტიტუციონალური ცვლილებების მოსამზადებელი ჯგუფები რომლთა მიზანი იქნება 4 წლიანი სამოქმედო გეგმის ჩამოყალიბება; o სახელმწიფო აქტივების მართვის ჯგუფი, რომელიც უზრუნველყოფს სახელმწიფო აქტივების იდენტიფიკაციას და მათი ოპტიმალური მართვის პროცესს; o ფისკალური ოპტიმიზაციის ჯგუფი, რომელიც იმუშავებს რეზერვების მოძიებაზე, ბიუჯეტის როგოც შემოსულობების, ასევე გადასახდელების ნაწილში; o ინტელექტუალური რესურსების ჯგუფი, რომელიც იმუშავებს პროფესიონალური გადამხზადების საკითხებზე და ასევე, მოახდენს უცხოეთში მყოფი ქართველი პროფესიონალების მოძიებას; რისკების მართვის სისტემის შექმნა, რომელიც რეფორმების კოორდინაციის ცენტრთან კავშირში მოახდენს მიმდინარე პროცესების რისკების ანალიზს და უზრუნველყოფს რეფორმების პროცესის ოპტიმიზაციას. პირველ წელს გაწეული მოსამზადებელი სამუშაოებიმნიშვნელოვანწილად წარმოაჩენს პრობლემის რეალურ სიღრმეს, რომელიც რეალური სტატისტიკის არარსებობისა და მთავრობის მიერ საკუთარი აქტივობების უკანონო გასაიდუმლოების გამო ჯერაც არ არის სრულად გამოვლენილი. მომდევნო პერიოდში უზრუნველყოფილი უნდა იქნას რეფორმის გააზრებული და თანმიმდევრული მიმდინარეობა, რომლის ფარგლებშიც უნდა მოხდესუკეთესი ეკონომიკური განვითარების მიღწევა. 1.2. რეალური სექტორი, სტიმულირების პოლიტიკა და განვითარების მდგრადი წყაროები „ვარდების რევოლუციის“ შემდგომ პერიოდში, სახელმწიფომ ერთის მხრივ მნიშვნელოვნად გააუმჯობესა საგადასახადო ადმინისტრირება და, აგრეთვე, გაცილებით მეტი უცხოური კრედიტი და გრანტი ასახა ბიუჯეტში, ვიდრე წინა პერიოდში. ამან გამოიწვია ბიუჯეტის მრავალჯერადი ზრდა და ასევე საგარეო დავალიანებების მნიშვნელოვანი ზრდა. მეორეს მხრივ, სახელმწიფოს მიერ ჩატარებულმა პრივატიზაციის პროცესმა და ასევე უცხოური კაპიტალის შემოსვლამ, რომელიც უმეტეს წილად წარმოადგენდა აქტივების ერთი ხელიდან მეორე ხელში გადანაცვლებას და ფოკუსირებული იყო ეკონომიკის ორ, სამ სექტორზე (მშენებლობა, ვაჭრობა, ფინანსური სექტორი) იყო კიდეც გარკვეული ზრდის მასტიმულირებელი ფაქტორი. ასევე, კომერციული ბანკების მიერ, თითქმის, ათჯერ გაიზარდა ამ წლების განმავლობაში ეკონომიკის დაკრედიტება, ძირითადად, 15
  • 16. უცხოეთიდან შემოსული საკრედიტო რესურსების საშუალებით. ეს ნიშნავს იმას, რომ ეკონომიკური ზრდის ყველა ფაქტორის აბსოლუტური უმრავლესობა იყო საგარეო, უმეტეს წილად, ატარებდა ფინანსური ინექციების როლს და მოწყვეტილი იყო ეკონომიკის რეალურ სექტორს. ფინანსური ინექციების ძალზედ მცირე ნაწილი იქნა მიმართული ისეთ სფეროებში, რომელიც წარმოების მოცულობის გაფართოვებაზე/წარმოების ზრდაზე იქნებოდა ორიენტირებული და ძირითადად განაპირობა მოხმარების ტემპების ზრდა გაცილებით მეტად, ვიდრე ეკონომიკის წარმოების უნარის ზრდა. თუ მოხმარებას უფორო მკვეთრად ვზრდით, ვიდრე საწარმოო შესაძლებლობებს, აუცილებელ კანონზომიერებას წარმოადგენს, რომ ეს პოლიტიკა მიგვიყვანს ჩიხამდე და, ასევე, სხვადასხვა ტიპის კრედიტორულ დავალიანებებამდე, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ, რადგან თვითონ ეს მოხმარება უმეტესწილად უზრუნველყოფილია ქვეყნის დავალიანებების ზრდით, და არა მწარმოებლურობის. კიდევ ერთი მახასიათებელი ჩვენი ეკონომიკისა არის ის, რომ მნიშვნელოვნად გაიზარდა იმპორტის მოცულობა ექსპორტთან შედარებით, რის გამოც უცხოური ინექციების და შემოსული სახსრების შემოსული ნაწილი ისევ უცხოეთში გაიწოვა იმპორტის გზით ისე, რომ ქვეყნის რეალურ სექტორზე მნიშვნელოვანი კვალი არ დაუტოვებია. ეს განსაკუთრებით შეეხება ვაჭრობის, მშენებლობის, ფინანსური სექტორის და სახელმწიფო სექტორის ხარჯების ცალკეულ მსხვილ მიმართულებებს. როდესაც ეკონომიკური განვითარებაზე ვსაუბრობთ, უპირველეს ყოვლისა, მნიშვნელოვანია, თუ რამდენად გაიზარდა ქვეყნის უნარი აწარმოოს მეტი სასოფლო-სამეურნეო, სამრეწველო საქონელი და მომსახურება. არც სახელმწიფო პოლიტიკა, არც უცხოური ინვესტიციები და არც კომერციული ბანკების მიერ გამართული საკრედიტო დაფინანსება არ ითვალისწინებდა სოფლის მეურნეობის განვითარებას. შესაბამისად, საქართველოს რეგიონების აბსოლუტურ უმრავლესობაში, სადაც მოსახლეობის 47% ცხოვრობს და სამუშაო ძალის 54%, რომლებიც დაკავშირებულნი არიან უშუალოდ სოფლის მეურნეობასთან, მდგომარეობა გაუარესდა. დღეს დამუშავებულია გაცილებით ნაკლები სასოფლო სამეურნეო სავარგულები (1990 წელს ნათესი კულტურების ფართობი შეადგენდა 701.9 ათ. ჰა-ს, 2000 წელს - 610.8 ათ. ჰა-ს და 2008 წელს - 329.3 ათ ჰა-ს), ვიდრე რამდენიმე წლის წინ და დღეს იწარმეობა გაცილებით ნაკლები სოფლის მეურნეობის პროდუქცია (2011 წელს 2003 წელთან შედარებით ფულად გამოხატულებაში (ოფციალური ინფლაციის გათვალისწინებით) 20 % ით ნაკლები პროდუქცია იქნა წარმოებული სოფლის მეურნეობაში და ეს კლებადი ტენდენცია გრძელდება ყოველწლიურად და ამასთან ინფლაციის უფრო ადექვატური ასახვის შემთხვევაში შემცირება სავარაუდოდ უფრო მეტია), ვიდრე რამდენიმე წლის წინ, ხოლო სურსათის მოხმარებაში მნიშვნელოვნად გაზრდილია იმპორტირებული პროდუქციის წილი სამამულო პროდუქციასთან შედარებით. მხოლოდ ეს ფაქტორიც კი საკმარისია, ითქვას, რომ, სულ მცირე, მოსახლეობის ნახევრისთვის „ეკონომიკურ ზრდას“ მდგომარეობა არ გაუმჯობესებია და, პირიქით, გააუარესა. ამის თქმის საფუძველს იძლევა, აგრეთვე, ის გარემოება, რომ ეკონომიკის სხვა სექტორებში, კერძოდ, მრეწველობაში არ დაფიქსირებულა მნიშვნელოვანი განვითარება (რეალურად ქართული მრეწველობა ისევ რამდენიმე საბჭოთა პერიოდიდან შემორჩენილ საწარმოს მოიცავს მათ შორის ფეროშენადნობები ზესტაფონში, ოქროს და სპილენძის წარმოება ბოლნისში, „აზოტის“ ქარხნის პროდუქცია რუსთავში და ა.შ.). ასევე მნიშვნელოვანია შრომის ბაზარზე ჩამოყალიბებული ტენდენცია, რომელიც უმუშევრობის ზრდას, თვითდასაქმებულების და დაქირავებულების 16