SlideShare une entreprise Scribd logo
1  sur  16
Télécharger pour lire hors ligne
1
1
რეზიუმე
ტუბერკულოზი ფართოდ გავრცელებული დაავადებაა, რომელიც მილიონობით
ადამიანის სიკვდილს იწვევს მსოფლიო მასშტაბით. ტუბერკულოზის მკურნალობა
კომპლექსურია და როგორც წესი, საჭიროებს დიდი ხნის მანძილზე რამდენიმე
ანტიბიოტიკის ერთდროულად მიღებას. რთული მკურნალობის კურსის გამო
პაციენტებს უჭირთ მკურნალობაზე დამყოლობა და მკურნალობის ბოლომდე მიყვანა,
განსაკუთრებით კი რეზისტენტული ტუბერკულოზით დაავადებულ პაციენტებს.
მკურნალობაზე ცუდი დამყოლობა აფერხებს ქვეყნების ჯანდაცვის სისტემებს მიაღწიონ
მკურნალობის სასურველ გამოსავლებს და შეამცირონ დაავადების გავრცელება
საზოგადოებაში. მიმდინარე კვლევის ფარგლებში ჩვენ შევისწავლეთ მკურნალობაზე
დამყოლობის ფაქტორები რეზისტენტული ტუბერკულოზით დაავადებულ პაციენტებში
საქართველოში. დოკუმენტი შეჯამებული სახით წარმოგიდგენთ კვლევის საფუძველზე
გენერირებულ მტკიცებულებებს, რომელიც დაეხმარება პოლიტიკის შემქმნელებს
ეფექტური სტრატეგიების შემუშავებაში, რათა გააუმჯობესონ მკურნალობის
შედეგები რეზისტენტული ტუბერკულოზით დაავადებულ პაციენტებში. კვლევის
შედეგები შესაძლოა საინტერესო აღმოჩნდეს რეგიონის იმ ქვეყნებისთვისაც, სადაც
ტუბერკულოზის, როგორც დაავადების ტვირთი მაღალია საზოგადოებაში.
საკითხის აქტუალობა
• ტუბერკულოზი კვლავ საზოგადოებრივი ჯანდაცვის მნიშვნელოვან პრობლემად
(გამოწვევად) რჩება მსოფლიო მასშტაბით. დათვლილია, რომ 2015 წელს
10.4 მილიონი ადამიანი დაავადდა ტუბერკულოზით და მათგან 1.4 მილიონი
გარდაიცვალა. ინფექციურ დაავადებებს შორის ტუბერკულოზს ადამიანთა
სიკვდილიანობის კუთხით წამყვანი ადგილი უკავია
1
.
• საქართველოში ტუბერკულოზით ავადობის ახალი შემთხვევების მაჩვენებელმა 100,000
მოსახლეზე 74.7 შეადგინა. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში საქართველოში
ტუბერკულოზის გავრცელებას კლების ტენდენცია აქვს, კვლავ მაღალია
რეზისტენტული ტუბერკულოზის გავრცელების მაჩვენებელი, რომელიც ფილტვის
ტუბერკულოზის ახალი შემთხვევების 11.6%-ს, ხოლო წარსულში ნამკურნალები
შემთხვევების 38.8%-ს შეადგენს
2
.
• რეზისტენტული ტუბერკულოზით (DR-TB) დაავადებულებს შორის მაღალია
შეწყვეტილი მკურნალობის მაჩვენებელი, რაც საფრთხეს უქმნის რეზისტენტული
ფორმების გავრცელებას საზოგადოებაში.
1
ტუბერკულოზის გლობალური ანგარიში 2016, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია
2
სტატისტიკური ცნობარი “ჯანმრთელობის დაცვა საქართველოში” 2015, დკსჯეც
2
13
მადლიერების გამოხატვა
დოკუმენტი მომზადებულია ლელა სულაბერიძისა და ივდითი
ჩიქოვანის მიერ.
საერთაშორისო ფონდი კურაციო მადლობას უხდის
ფილტვისა და ტუბერკულოზის დაავადებათა ეროვნული
ცენტრის თანამშრომლებს კვლევის საველე სამუშაოების
ხელშეწყობისთვის. მკვლევართა გუნდი მადლობას უცხადებს
ასევე კვლევაში მონაწილე რესპონდენტებს დათმობილი
დროისთვის.
კვლევა დაფინანსებულია ჯანმრთელობის მსოფლიო
ორგანიზაციასთან არსებული ტროპიკული დაავადებების
კვლევითი ცენტრის მიერ (TDR/WHO). პუბლიკაციაში
მოყვანილი მოსაზრებები ეკუთვნის ავტორებს და შესაძლოა
არ ასახავდეს TDR/WHO-ს მოსაზრებებს.
საავტორო უფლებები დაცულია. შედეგების ციტირება ნებადართულია წინასწარი
თანხმობის გარეშე, მაგრამ აუცილებლად წყაროს მითითებით.
© საერთაშორისო ფონდი კურაციო 2016
14
ეპიდემიოლოგიური მიმოხილვა
საქართველოში, ბოლო ათწლეულის მანძილზე ტუბერკულოზის შემთხვევების კლება
შეინიშნება.
გრაფიკი 1. ტუბერკულოზის შემთხვევები 100,000 მოსახლეზე საქართველოში,
2005-2015 წწ
წყარო: სტატისტიკური ცნობარი “ჯანმრთელობის დაცვა საქართველოში” 2015, დკსჯეც
2016 წლიდან საქართველო აღარ მიეკუთვნება DR -ტუბერკულოზის გავრცელების
თვალსაზრისით მაღალი ტვირთის მქონე ქვეყნების ჯგუფს. თუმცა ამ ტიპის ტუბერკულოზის
გავრცელება კვლავ მაღალია ახალ და ადრე ნამკურნალებ შემთხვევებში.
გრაფიკი 2. რეზისტენტული ტუბერკულოზი ახალ და ადრე ნამკურნალებ
შემთხვევებში(%) საქართველოში, 2015წ
ყველა შემთხვევა ახალი შემთხვევა
ახალ შემთხვევებში ადრე ნამკურნალებ შემთხვევებში
წყარო: სტატისტიკური ცნობარი “ჯანმრთელობის დაცვა საქართველოში” 2015, დკსჯეც
ტუბერკულოზისშემთხვევები
100,000მოსახლეზე
15
რეზისტენტული ფორმით დაავადებულ პაციენტებში წარმატებული მკურნალობის
გამოსავლის თვალსაზრისით საქართველოს მაჩვენებლები არასახარბიელოა.
გრაფიკი 4. წარმატებული მკურნალობის გამოსავალი (%), 2015წ
წყარო: ტუბერკულოზის გლობალური ანგარიში 2016, ჯანმო
“ჯანმრთელობის დაცვა საქართველოში” 2015, დკსჯეც
რეზისტენტული ტუბერკულოზის გავრცელება მაღალია საქართველოში აღმოსავლეთ
ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებთან შედარებით.
გრაფიკი 3. რეზისტენტული ტუბერკულოზი ახალ და ადრე ნამკურნალებ
შემთხვევებში(%), 2015წ
წყარო: ტუბერკულოზის გლობალური ანგარიში 2016, ჯანმო
“ჯანმრთელობის დაცვა საქართველოში” 2015, დკსჯეც
ყველა შემთხვევა ახალი შემთხვევა
1
როგორც ბოლო წლების ტენდენცია აჩვენებს რეზისტენტული ტუბერკულოზით
დაავადებულ პაციენტებში ყოველი მესამე წყვეტს მკურნალობას.
გრაფიკი 5. M/XDR-TB მკურნალობის გამოსავლები (%) 2011-2013წწ
კოჰორტებში საქართველოში
წყარო: ტუბერკულოზის და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრი, 2015
კვლევის შესახებ
2016 წელს საერთაშორისო ფონდმა კურაციომ ჩაატარა თვისებრივი კვლევა
რეზისტენტული ტუბერკულოზით დაავადებულ პირებში მკურნალობაზე დამყოლობის
ბარიერებისა და ხელშემწყობი ფაქტორების შესასწავლად.
კვლევა ჩატარდა ჩაღრმავებული ინტერვიუების და ფოკუსური ჯგუფური დისკუსიების
(ფჯდ) ტექნიკის გამოყენებით თბილისში, აჭარისა და სამეგრელოს რეგიონებში.
საკვლევ აუდიტორიას წარმოადგენდა პაციენტები, სამედიცინო პერსონალი, დარგის
სპეციალისტები:
• DR-TB პაციენტები, რომლებმაც შეწყვიტეს მკურნალობა,
• DR-TB პაციენტები, რომლებიც ამჟამად მკურნალობენ მაგრამ არღვევენ რეჟიმს
ე.წ. “ურჩი” პაციენტები
• DR-TB პაციენტები, რომლებმაც წარმატებით დაასრულეს მკურნალობა.
• ფტიზიატრები, DOT
3
-ექთნები, პჯდ ექთნები, ეპიდემიოლოგები.
ჩაღრმავებული ინტერვიუები ჩატარდა ასევე ძირითად ინფორმანტებთან. მონაცემთა ანალიზისთვის
გამოვიყენეთ კვლევის კონცეპტუალური ჩარჩო, სხვადასხვა ტიპის ფაქტორები დაჯგუფებულია
6
წარმატებული შეწყვეტილი გარდაცვლილი უშედეგო შეუფასებელი
3
DOT - უშუალო მეთვალყურეობით მკურნალობა
4
Munro, S. A. et al (2007). Patient Adherence to Tuberculosis Treatment: A Systematic Review of Qualitative
Re search. PLoS Medicine, 4(7), e238. http://doi.org/10.1371/journal.pmed.0040238
სტრუქტურულ, ინდივიდუალურ, სოციალურ და ჯანდაცვის სისტემურ ფაქტორებად
4
.
მიმდინარე დოკუმენტი შეჯამებული სახით აღწერს ტუბერკულოზის მკურნალობაზე დამყოლობის
იმ ფაქტორებს, რომლებიც ზემოხსენებული კვლევის ფარგლებში შევისწავლეთ და გვთავაზობს
რეკომენდაციებს არსებული ხარვეზების გადასაჭრელად.
1
კვლევის კონცეპტუალური ჩარჩო
კვლევის შედეგები
კვლევამ გამოავლინა სხვადასხვა ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენენ
მკურნალობაზე დამყოლობაზე რეზისტენტული ტუბერკულოზით დაავადებულ
პაციენტებში. შედეგები დაჯგუფებულია სტრუქტურულ, სოციალურ, პერსონალურ და
ჯანდაცვის სისტემურ ფატორებად კვლევის კონცეპტუალური ჩარჩოს მიხედვით.
სტრუქტურული ფაქტორები
სოციალურ-ეკონომიკური ფაქტორების გამო პაციენტები ვერ ახერხებენ
მკურნალობის ბოლომდე მიყვანას. მიუხედავად იმისა, რომ მკურნალობა უფასოა,
ისინი ვერ ახერხებენ სამსახურის გაცდენას. შესაბამისად, არჩევანის პირობებში
სამსახურს მეტ უპირატესობას ანიჭებენ ვიდრე მკურნალობას.
“...შევწყვიტე მკურნალობა რადგან ოჯახში ერთადერთი მამაკაცი ვარ,
ორი გაუთხოვარი და მყავს და მშიერს ვერ ვამყოფებდი ოჯახის წევრებს.
უნდა მემუშავა და მკურნალობა და სამსახურის შეთავსება ძალიან
რთულია...”
მეთვალყურეობიდან დაკარგული პაციენტი
პაციენტებში, რომლებიც დასაქმებული არიან მკურნალობის რეჟიმი
წინააღმდეგობაში მოდის სამუშაო გრაფიკთან. შრომის კოდექსის მიხედვით
დროებითი შრომისუუნარობის პერიოდი ნაკლებია ვიდრე ტუბერკულოზის
მკურნალობის ინტენსიური ფაზის დასრულებისთვის განსაზღვრული პერიოდი.
გარდა ამისა, დასაქმებული პაციენტების ნაწილი სტიგმის გამო და სამუშაოს
დაკარგვის შიშით არ ამხელს დაავადების არსებობის შესახებ ინფორმაციას
67
1
დამსაქმებელთან. შესაბამისად სამუშაო გრაფიკის და მკურნალობის რეჟიმის
შეთავსება პრობლემაა ასეთი ტიპის პაციენტებთან
თავის მხრივ მუშაობა და თანამშრომლებთან კომუნიკაცია კი ხელს უწყობს
პაციენტებს მკურნალობასთან დაკავშირებული ცუდი შეგრძნებების გადალახვაში.
როგორც წარმატებით მკურნალობა დასრულებული პაციენტები აღნიშნავენ
მუშაობის პროცესში ისინი ნაკლებად ამახვილებენ ყურადღებას წამლის მიერ
გამოწვეულ მოვლენებზე და კოლეგებთან ურთიერთობა ეხმარებათ ამ მოვლენების
გადალახვაში.
ფინანსური პრობლემების გამო დაბალი სოციალური სტატუსის მქონე პაციენტებში
ჭირს დამატებითი კვლევების ჩატარება და გვერდითი მოვლენების მართვისთვის
მედიკამენტების შეძენა.
ფულადი წახალისების სისტემა კარგად მუშაობს პაციენტებში. განსაკუთრებით
დაბალი ეკონომიკური სტატუსის მქონე პაციენტებისთვის.
““…როდესაც გვერდითი ეფექტებიცაა, რა თქმა უნდა დამატებითი
ხარჯებია, როდესაც დამატებით გიწევს მედიკამენტების შეძენა. მაგრამ
დამატებითი მოტივაციაა პაციენტისთვის ეს ვაუჩერი, ვინაიდან ზოგს
საერთოდ არ აქვს ფინანსები და ესეც ეხმარება…”
წარმატებით მკურნალობა დასრულებული პაციენტი
ფულადი ჯილდოს სახით არსებული ვაუჩერის გარდა პროგრამის ფარგლებში
რეზისტენტული ტუბერკულოზით დაავადებულ პაციენტებს ეძლევათ სატრანსპორტო
ვაუჩერიც. ტრანსპორტირების ვაუჩერის მოცულობა პაციენტის საცხოვრებელი
ადგილიდან DOT-ცენტრამდე საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილებისთვის
საჭირო თანხის ოდენობით განისაზღვრება. აღნიშნული ვაუჩერი დადებით გავლენას
ახდენს მკურნალობის დამყოლობაზე.
სოციალური ფაქტორები
როგორც პაციენტები აღნიშნავენ ოჯახის და გარშემომყოფების მხარდაჭერას დიდი
მნიშვნელობა აქვს მკურნალობის პროცესში. ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან
კომუნიკაცია ეხმარება პაციენტებს მარტოობის შეგრძნების და გაღიზიანებადობის
შემცირებაში და ასევე აძლევს მათ სტიმულს არ გააცდინონ ვიზიტები სამედიცინო
დაწესებულებებში.
“...ოჯახის წევრების თანადგომა ძალიან მნიშვნელოვანია, გრძნობ რომ
მარტო არ ხარ. ყოფილა შემთხვევა, როდესაც დამზარებია წასვლა,
მაგრამ მეუღლე მაძალებდა…”
წარმატებით მკურნალობა დასრულებული პაციენტი
ოჯახის წევრებისა და მეგობრების მხრიდან უყურადღებობა მკურნალობის
დამყოლობაზე უარყოფითად აისახება. როდესაც ოჯახის წევრი ჩართულია
პაციენტის მკურნალობის პროცესში და უწევს მის ვიზიტებს ზედამხედველობას,
პაციენტები მეტად გრძნობენ პასუხისმგებლობას საკუთარი თავისა და ოჯახის
წინაშე. წარმატებით მკურნალობა დასრულებული პაციენტები აღნიშნავენ ოჯახის
მხარდაჭერის შესახებ.
პაციენტების უმრავლესობის გადაწყვეტილებაზე არ შეწყვიტონ წამლების მიღება
დიდ ზეგავლენას ახდენს სხვადასხვა პაციენტის მიერ მათთვის გამოცდილების
გაზიარება. პაციენტების უმრავლესობა იხსენებს, რომ მათზე განსაკუთრებულ
ზეგავლენას საკუთარი თვალით ნანახი უარყოფითი შინაარსის მაგალითები
8
1
ახდენდა. ასევე აღნიშნავენ, რომ მკურნალობაზე დამყოლობაზე დადებითად
მოქმედებს წარმატებული ისტორიების და სხვადასხვა პაციენტის მიერ ამა თუ იმ
გვერდითი მოვლენის ან დისკომფორტის მოხსნის პირადი მაგალითების გაზიარება.
“…არ მინდოდა არცერთი დღის გაცდენა, მას შემდეგ, რაც ვნახე, თუ
რა მდგომარეობაში იყვნენ ისეთი რომლებიც მალავდნენ და ყრიდნენ
მედიკამენტებს…”
წარმატებით მკურნალობა დასრულებული პაციენტი
“… მე მაგალითად ვეძებდი პაციენტებს, რომლებსაც დამთავრებული
ჰქონდა მკურნალობა და მაინტერესებდა როგორ იყვნენ და რამდენი
ხანი იყო გასული მკურნალობიდან…”
წარმატებით მკურნალობა დასრულებული პაციენტი
თანასწორთა ზეგავლენა უარყოფითი კუთხით წარმოჩინდა ისეთ შემთხვევებში,
როდესაც პაციენტები ამა თუ იმ არასასურველი მედიკამენტის მიღებისგან
ცდილობდნენ თავის დაღწევას და ამ მხრივ ერთმანეთს უზიარებდნენ პერსონალის
მოტყუების სხვადასხვა მეთოდს.
მიუხედავად იმისა, რომ არცერთ პაციენტს არ დაუსახელებია სტიგმა მკურნალობის
შეწყვეტის მთავარ განმაპირობებელ ფაქტორად, პაციენტების ნაწილმა აღნიშნა,
რომ სტიგმის გამო მალავდნენ ინფორმაციას ავადმყოფობის შესახებ და
ერიდებოდნენ გარშემომყოფებთან კომუნიკაციას.
9
პერსონალური ფაქტორები
დაავადების რაობის, მიმდინარეობის, მკურნალობის რეჟიმის თავისებურებების,
შესაძლო გვერდითი მოვლენების არსებობის შესახებ პროვაიდერები ინფორმაციას
სისტემატურად აწვდიან პაციენტებს. თითქმის ყველა პაციენტი ადასტურებს,
რომ სამედიცინო პერსონალისგან ტუბერკულოზის შესახებ დეტალური
ინფორმაცია მიიღეს. მიუხედავად ამისა ინფორმაციის დეფიციტი გამოვლინდა
მეთვალყურეობიდან დაკარგული და ურჩი პაციენტების ჯგუფში. მათი მეოთხედი
აღნიშნავს რომ ტუბერკულოზის სიმპტომების ალაგების და ფიზიკური მდგომარეობის
გაუმჯობესების ფონზე აცდენდნენ ვიზიტებს DOT ცენტრებში ან სრულიად შეწყვიტეს
მკურნალობა. გამოვლინდა ასევე მკურნალობის შეწყვეტის და შემდგომ განახლების
შემთხვევები ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების ფონზე.
“...თავდაპირველად 2 თვე კარგად ვიარე ტუბ-კაბინეტში, ყოველდღე
დავდიოდი, ვიღებდი მედიკამენტებს და მერე უკეთ გავხდი. 2 თვის
შემდეგ თავს კარგად ვგრძნობდი და შევწყვიტე მკურნალობა...”
მეთვალყურეობიდან დაკარგული პაციენტი
როგორც წარმატებით მკურნალობა დასრულებული პაციენტები აღნიშნავენ
მკურნალობის დასრულების ერთერთი მთავარი მოტივატორი ოჯახის წევრებზე
ზრუნვა იყო. ამ პაციენტებს დაავადების სიმძიმის და მასთან დაკავშირებული
რისკების მართებული აღქმა აქვთ და ცდილობენ მკურნალობა მიიყვანონ ბოლომდე,
რათა თავიანთ ოჯახის წევრები და მეგობრები დაიცვან დაავადების ტვირთისგან.
110
ჯანდაცვის სისტემის ფაქტორები
უფასო მკურნალობა და პროგრამის მართვა
პაციენტების მხრიდან დადებითად არის შეფასებული ტუბერკულოზის ეროვნული
პროგრამის არსებობა საქართველოში. ბევრი ხაზს უსვამს, თუ რაოდენ
ძვირადღირებულია ტუბერკულოზის სამკურნალო მედიკამენტები, რომლებიც მათ
პროგრამის ფარგლებში უფასოდ ეძლევა.
სამედიცინო სერვისის და მედიკამენტების უფასოდ მიღების შესაძლებლობასთან
ერთად ყველა რესპონდენტი აღნიშნავს სამკურნალო მედიკამენტის უწყვეტად
მიღების შესაძლებლობას DOT-ცენტრებში. დარგის სპეციალისტები და
პროვაიდერები აღნიშნავენ პროგრამის გამართულად მუშაობის შესახებ, კერძოდ
ხაზს უსვამენ ლაბორატორიული ქსელის შეუფერხებლად მუშაობას, მედიკამენტებით
მომარაგების უწყვეტობას და პროგრამის მონიტორინგის გამართულ სისტემას.
სამედიცინო პერსონალი
პაციენტების უმრავლესობის მხრიდან არაერთხელ გაესვა ხაზი სამედიცინო
პერსონალის დადებით როლს ხანგრძლივი და რთული მკურნალობის პროცესში.
პაციენტები აღნიშნავენ ექიმების და ექთნების ყურადღებას. ყურადღებიანი
სამედიცინო პერსონალი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს პაციენტის ქცევაზე და
სტიმულს აძლევს მათ მკურნალობის კურსი მიიყვანონ ბოლომდე.
“...ექიმები და ექთნები კეთილგანწყობილები არიან პაციენტების
მიმართ. ყველას მიმართ თანაბრად ყურადღებიანები იყვნენ და
მოტივაციას გვაძლევდნენ, რომ წამლები დაგველია. ძალიან დიდი
ადგილი უკავიათ მკურნალობის პროცესში ექთნებს, მორალურად
გეხმარებიან და ასევე გაძლევენ დამატებით რჩევებს...”
წარმატებით მკურნალობა დასრულებული პაციენტი
დარგის სპეციალისტების მხრიდან გამოიკვეთა, რომ ტუბერკულოზის კაბინეტებში
დასაქმებული სამედიცინო პერსონალის ასაკობრივ სტრუქტურაში ვლინდება
ახალგაზრდა კადრების სიმცირე, რაც დარგში სიახლეების მიმღებლობის
და დანერგვის სირთულეს ქმნის. აღნიშნულს კი თავისმხრივ განაპირობებს
ახალგაზრდა სამედიცინო კადრებში დარგით ნაკლები დაინტერესება დაბალი
ანაზღაურებისა და რისკის შემცველი საქმიანობის გამო.
პერსონალის ფინანსური მოტივაცია
სერვისის მიმწოდებლები აღნიშნავენ დაბალი ანაზღაურების პრობლემებს. მათი
ხელფასი საშუალო ხელფასზე დაბალია ქვეყანაში. როგორც ისინი აღნიშნავენ
მხოლოდ “პროფესიული მოტივაციის” ხარჯზე მუშაობენ. ტუბერკულოზის ეროვნული
პროგრამის ფარგლებში მთავრობის დადგენილების მიხედვით ყოველთვიური
ანაზღაურება ექიმ-ფტიზიატრისთვის განსაზღვრულია ანაკლებ 360 ლარით, ხოლო
“…ხელფასები ძალიან დაბალია. ძალიან ცუდია, როდესაც ექთანს
პირველად ჯანდაცვაში ერიცხება 450 ლარი და ფთიზიატრს 360. ეს
ჩვენთვის დემოტივატორია…”
ფტიზიატრების ფჯდ
10
დაბალი ანაზღაურების პრობლემა ეპიდემიოლოგებთანაც გამოიკვეთა. ისინი
აღნიშნავენ დატვირთული სამუშაო რეჟიმის შესახებ და ჩივიან, რომ მათი შრომა
შესაბამისად არ არის დაფინანსებული.
კვლევამ გამოავლინა აგრეთვე, რომ პროგრამული ვალდებულების
შესასრულებლად პროვაიდერებს არ აქვთ სრული ფინანსური მხარდაჭერა. ექიმებს
და ექთნებს პაციენტთან კომუნიკაციის ხარჯების დაფარვა საკუთარი ჯიბიდან
უხდებათ, რაც ყოველთვიურად ხელფასის არც თუ ისე მცირე ნაწილს შეადგენს.
ხშირი კომუნიკაცია კი როგორც ზემოთ ვნახეთ დადებითად მოქმედებს პაციენტზის
ქცევაზე მკურნალობაზე დამყოლობის კუთხით.
“…როცა პაციენტი არ მოდის წამლის დასალევად ჩვენ უნდა მოვიძიოთ,
თუ სად არის, რატომ არ მოვიდა. ჩვენი ხელფასი მიდის ტელეფონზე
ბალანსის შევსებაში, რადგან პაციენტებთან მუდამ გვჭირდება
ტელეფონით კავშირი…”
ფტიზიატრების და ექთნების ფჯდ
ტუბერკულოზის ეროვნული პროგრამის ფარგლებში მეთვალყურეობიდან დაკარგულ
პაციენტებთან მკურნალობაზე დამყოლობის საკითხებზე მუშაობა ეპიდემიოლოგიურ
სამსახურს ევალება. კვლევამ გამოავლინა ეპიდემიოლოგიური სამსახურის
მიერ დაკარგული პაციენტების მოძიების სისტემა არაეფექტურად მუშაობს.
ეპიდემიოლოგები პაციენტებთან დასაკავშირებლად ძირითადად სატელეფონო
კომუნიკაციას ეყრდნობიან, რადგან პაციენტების მოსაძიებლად ტრანსპორტირების
ხარჯები არ იფარება.
“... მე თუ მექნება იმის საშუალება რომ ხელმეორედ გადავურეკო,
მოვიზიდო. წახალისება თუ იარსებებს. გზის ფულს თუ მოგვცემენ.
მაგალითად 10 ლარს გზის ფულად აი მაშინ მოვლენ...”
ეპიდემიოლოგების ფჯდ
დაბალ ანაზღაურებასთან ერთად დღესდღეობით პროგრამას არ გააჩნია
წახალისების ფინანსური და სხვა ტიპის მექანიზმები სერვისის მიმწოდებლებისთვის.
…ჩვენთვის არ არსებობს თუნდაც განკურნებულ პაციენტთან
დაკავშირებული პატარა საჩუქარიც. ადრე, ტუბერკულოზის
საერთაშორისო დღეს იმართებოდა კონფერენცია, სადაც ფტიზიატრები
ვხვდებოდით ერთმანეთს საქართველოს მასშტაბით, ვცვლიდით
ინფორმაციას და საღამოს იმართებოდა ვახშამი. ეს იყო მადლიერების
ერთგვარი გამოხატვა, ახლა აღარც ეს აღარ არის…
რაიონის ფტიზიატრების ფჯდ
111
1
სამედიცინო დაწესებულებების გეოგრაფიული განაწილება და
ინფრასტრუქტურული პირობები
პირველად ჯანდაცვაში სერვისების ინტეგრაციამ შეამცირა სერვისზე გეოგრაფიული
ხელმისაწვდომობის ბარიერი სოფლად მცოვრები პაციენტებისთვის. თუმცა
როგორც პაციენტები და დარგის სპეციალისტები აღნიშნავენ სერვისზე წვდომის
გეოგრაფიული ბარიერი წარმოჩინდა თბილისის პაციენტებისთვის პაციენტებისთვის.
ტრანსპორტირება DOT-კაბინეტებამდე პრობლემას წარმოადგენს, რადგან
თბილისში ამჟამად მხოლოდ ოთხი DOT-წერტილი ფუნქციონირებს, რომლებიც
ქალაქის მასშტაბით არათანაბრად არის განლაგებული
... მიუხედავად იმისა რომ ვუნაზღაურებთ ტრანსპორტის ხარჯებს,
გლობალური ფონდის პროექტის ფარგლებში, ყოველდღიურად 3-4
საათის დახარჯვა წინ და უკან პრობლემაა პაციენტებისთვის, ესეც
გაიცემა მხოლოდ MDR-პაციენტებისთვის ...
დარგის სპეციალისტი
რეგიონებში მცხოვრები პაციენტებისთვის გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის
ბარიერი იქმნება გვერდითი მოვლენების მართვასთან დაკავშირებით, რადგან
ხშირ შემთხვევაში პაციენტები თბილისში მოდიან სერვისის მისაღებად. რეგიონებში
სტაციონარების ინფრასტრუქტურული მოუწესრიგებლობის გამო სერვისზე
გეოგრაფიული წვდომის ბარიერი გამოიკვეთა ასევე იქ მცხოვრებ პაციენტებშიც.
ამორტიზებული შენობა-ნაგებობით სტაციონარში არასახარბიელო სანიტარული
პირობების გამო, რომელიც არის განპირობებული პაციენტს უხდება თბილისში
ჩამოსვლა.
საყურადღებოა, ასევე, DOT-ცენტრების ინფრასტრუქტურული პრობლემები,
როგორიცაა, რეგიონებში არასაკმარისი ფართი ხარისხიანი ამბულატორიული
სერვისის მიწოდებისთვის. ინტეგრირებულ დაწესებულებებში მიუხედავად
გაუმჯობესებული პირობებისა, ხშირ შემთხვევაში საერთაშორისო სტანდარტები,
როგორიცაა მაგალითად, კაბინეტების უზრუნველყოფა მუდმივი ბუნებრივი ან
მექანიკური ვენტილაციით და ულტრაიისფერი ნათურებით, არ არის დაცული.
ამბულატორიული მკურნალობის ეტაპზე ცენტრებში არასაკმარისი სივრცის ან
ცუდი სანიტარული პირობების გამო პაციენტებს არ აქვთ საშუალება გაესაუბრონ
სხვა პაციენტებს, გაუზიარონ გამოცდილება, რაც დაეხმარება მათ სირთულეების
დაძლევაში. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ პირადი გამოცდილების გაზიარება
დადებითად მოქმედებს მკურნალობის პროცესზე.
…პირობები უნდა გაუმჯობესდეს, რომ პაციენტს არ დაეზაროს კაბინეტში
შესვლა. წამალს რომ დავლევდი ეგრევე მოვდიოდი სახლში. იქ
გაჩერების და სხვებთან საუბრის თავი და სურვილი არ მქონდა…
მეთვალყურეობიდან დაკარგული პაციენტი
12
1
DOT რეჟიმის სირთულეები
პაციენტები აღნიშნავენ უშუალო მეთვალყურეობით მიმდინარე მკურნალობის
რეჟიმის სირთულეს. სამკურნალო დაწესებულებაში მედიკამენტების დიდი
რაოდენობით, ყოველდღიურად და ხანგრძლივი დროის მანძილზე მიღება
სირთულეს წარმოადგენს პაციენტებისთვის. აღნიშნულით გამოწვეულ ‘’აბების
ტვირთი’’ მკურნალობის შეწყვეტის ერთერთი მთავარი მიზეზი ხდება პაციენტებში.
მიუხედავად იმისა, რომ რეზისტენტული ტუბერკულოზით დაავადებულ პაციენტებს
ტრანსპორტირების თანხა ვაუჩერის სახით ეძლევათ, მკურნალობის ახალ სქემაში
ჩართული პაციენტებისთვის ტუბერკულოზის სამკურნალო ცენტრებში დღეში
2-ჯერ ვიზიტი სირთულესთან არის დაკავშირებული. ახალი სქემა გულისხმობს
ანტიტუბერკულოზური მედიკამენტების მიღებას ინფუზიების სახით, რომელიც
აუცილებლად სტაციონარის პირობებში სრულდება.
… დილით წამლების მიღება არ მიჭირს, მაგრამ საღამოსაც რომ
მიწევს მოსვლა, მერე ვხდები ცუდად. დღეში ორჯერ მიწევს მოსვლა და
მანქანით დავდივარ, ხან მამა და ხან მეგობრები მომყვებიან…
ურჩი პაციენტი
გვერდითი მოვლენები და მათი მართვის სისტემური ხარვეზები
გვერდითი მოვლენები, სიხშირე და მათი მართვა მნიშვნელოვნად განაპირობებს
მკურნალობაზე დამყოლობას. კვლევაში მონაწილე პაციენტთა დიდი ნაწილი
აღნიშნავს მკურნალობასთან დაკავშირებული ფიზიკური თუ ფსიქიკური გვერდითი
მოვლენების არსებობას. მეთვალყურეობიდან დაკარგული ყველა პაციენტი
მკურნალობის შეწყვეტის ერთერთ ძირითად მიზეზად გვერდით მოვლენას ასახელებს.
…წამლების მიღების შემდეგ თავდაპირველად უფრო ადვილად
გამოვდიოდი მდგომარეობიდან. რაც პროგრამაში იყო ყველაფერს
მაძლევდნენ - ღებინებისთვის, ღვიძლისთვის - მაგრამ ბოლოს უკვე
ძალიან მიჭირდა და აღარაფერი აღარ მშველოდა…
მეთვალყურეობიდან დაკარგული პაციენტი
დარგის სპეციალისტების განმარტებით, ანტი-ტუბერკულოზური მედიკამენტებით
გამოწვეული გვერდითი მოვლენების ეფექტური მართვა სამედიცინო
პერსონალისგან სხვადასხვა სისტემის ცოდნას მოითხოვს.
ეროვნული პროგრამა რეზისტენტული პაციენტებისთვის გვერდითი მოვლენების
მართვისთვის რამდენიმე მედიკამენტს აფინანსებს. გარდა ამისა არის რიგი
კვლევები და ექიმ-სპეციალისტების კონსულტაციები, რომლისთვისაც პაციენტები
ვიწრო ექიმ-სპეციალისტების დახმარებას მიმართავენ.
თბილისში მცხოვრები პაციენტებისთვის სპეციალისტების მომსახურება უფრო
ხელმისაწვდომია ცენტრში არსებული შესაძლებლობის გამო. ტუბერკულოზის და
ფილტვის დაავადებათა ეროვნულ ცენტრს დაქირავებული ჰყავს
ექიმ-სპეციალისტები (კარდიოლოგი, ნევროლოგი, ფსიქიატრი, გასტროენტეროლოგი,
ენდოკრინოლოგი და სხვ.), რომლებიც გვერდითი მოვლენების მართვაში
მნიშვნელოვან როლს ასრულებენ. გარდა ამისა უკეთესი გათვითცნობიერებულობის
შედეგად პაციენტები უფრო მეტად იყენებენ საყოველთაო ჯანდაცვის სერვისებს.
რეგიონებში კი პაციენტები პირდაპირ მიმართავენ ექიმ-სპეციალისტებს, ან მოდიან
თბილისში, რაც დამატებით ხარჯებთან არის დაკავშირებული.
13
11414
სერვისის მიწოდების რისკები
2011 წელს ტუბერკულოზის სერვისების მართვის ვერტიკალური სისტემა გადავიდა
ინტეგრირებულ მოდელზე. შედეგად, ტუბერკულოზის საქმიანობის წარმოების
ვალდებულება დაეკისრათ კერძო მიმწოდებლებს რეგიონებში. კვლევამ
გამოავლინა სერვისის მიწოდების უწყვეტობასთან დაკავშირებული რისკები.
როგორც დარგის სპეციალისტები აღნიშნავენ, პროვაიდერებისთვის რეგულაციებით
ვალდებულების შესრულების პერიოდი 2018 წლამდეა განსაზღვრული. სიტუაციას
ამძაფრებს მოტივაციის არარსებობა ინსტიტუციონალურ და ინდივიდუალურ
დონეებზე. კერძოდ, დაწესებულების ხელმძღვანელის დონეზე გამოიკვეთა
მათი ნაკლები ინტერესი აწარმოოს არამომგებიანი საქმიანობა, როგორიცაა
ტუბერკულოზის სერვისები და ხოლო სერვისის მიმწოდებლებში - ნაკლები
დაინტერესება გააუმჯობესონ მაჩვენებლები შედეგზე მიბმული მექანიზმების
არარსებობის გამო.
რეკომენდაციები
კვლევამ წარმოაჩინა რომ ტუბერკულოზის მკურნალობის დამყოლობაზე მოქმედი
სტრუქტურული, სოციალური, ინდივიდუალური და ჯანდაცვის სისტემური ფაქტორები
ერთმანეთთან მჭიდროდ ურთიერთქმედებენ და შესაბამისად პრობლემების
მოგვარებას მულტისექტორული ხედვა და მიდგომა სჭირდება. ქვემოთ მოცემული
რეკომენდაციები ეფუძნება კვლევის შედეგებს:
• საკანონმდებლო/ნორმატიული ცვლილებები
• შრომის კოდექსში დროებითი შრომისუუნარობის ხანგრძლივობის გადახედვა
ტუბერკულოზის მკურნალობასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით
• კერძო მიმწოდებლებთან სერვისის მიწოდების უწყვეტობის მიზნით
რეგულაციური ნორმატივების შემუშავება/დახვეწა
პაციენტთა უმრავლესობა აღნიშნავს ისეთ პრობლემებს როგორიცაა, შფოთვა,
გაღიზიანებადობა, უძილობა, დეპრესია და სხვა, რომელთა მართვას ფსიქოლოგის/
ფსიქიატრის ჩართულობა სჭირდება. ფსიქოლოგიური დახმარების გაძლიერების
საჭიროებაზე მიუთითებენ ასევე ექიმები და დარგის სპეციალისტები.
...ფსიქოლოგიურად სჭირდებათ გაძლიერება პაციენტებს. ზოგჯერ ისე
იღლება, რომ საერთოდ აღარ უნდა წამლის დალევა…
ურჩი პაციენტის მეუღლე
…ზოგიერთი ძალიან იკეტება და უფრო უჭირს ფსიქოლოგიურად ამ
ყველაფრის გადატანა, ასეთ ადამიანებს სჭირდებათ ფსიქოლოგის
დახმარება…
წარმატებით მკურნალობა დასრულებული პაციენტი
1
• თანასწორგანმანათლებელთა ჩართვა მკურნალობის პროცესში პაციენტებისთვის
გამოცდილების გაზიარების მიზნით სხვადასხვა სტრატეგიების გამოყენებით
(ჯგუფების ჩამოყალიბება, სოციალური მედია და სხვა)
• საკომუნიკაციო გზავნილების დახვეწა დამყოლობაზე მოქმედი ბარიერების
გათვალისწინებით
• გადაწყვეტილებების მიღების პროცესში პაციენტთა და სერვისის მიმწოდებელთა
ჩართულობის გაზრდა
• სერვისის მიმწოდებლის მოტივაციის გაზრდა შედეგზე მიბმული ანაზღაურების
მექანიზმების დანერგვით:
• სამედიცინო პერსონალის წახალისება
• სამკურნალო დაწესებულების ხელმძღვანელობის/მფლობელების
დაინტერესება
• დაკარგული პაციენტების მოძიების ეფექტურობის გაზრდა ეპიდემიოლოგიური
სამსახურის მიერ ოპერაციული ხარჯების და ფინანსურ-ეკონომიკური მოტივაციის
უზრუნველყოფის გზით
• თბილისში დამატებითი DOT-ცენტრების შექმნა და ტუბერკულოზის სერვისების
ინტეგრაცია პჯდ-ში სერვისზე გეოგრაფიული ბარიერების შემცირების მიზნით
• DOT რეჟიმის გამარტივების მიზნით მსოფლიოში ინოვაციური მიღწევების
დროული დანერგვა საქართველოში
• გვერდითი მოვლენების ეფექტურ მართვაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება
• ტელემედიცინის შესაძლებლობების გამოყენება გეოგრაფიული ბარიერების,
პაციენტის ფინანსური და დროითი ხარჯის შესამცირებლად და კლინიკური
ხარისხის გასაუმჯობესებლად
• ფსიქიკური ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება პჯდ-ში
ინტეგრაციის გზით
• გვერდითი მოვლენების სამართავი მედიკამენტების ანაზღაურება
სოციალურად შეჭირვებული პაციენტებისთვის
• ახალგაზრდა კადრების მოზიდვის მიზნით პოსტდიპლომური განათლების
სისტემაში ფთიზიატრია-პულმონოლოგიაში ფინანსური ბარიერის შემცირება/
მოხსნა
15
116

Contenu connexe

Similaire à პოლიტიკის ნარკვევი: რეზისტენტული ტუბერკულიოზით დაავადებულ პაციენტებში მკურნალობაზე დამყოლობის ბარიერები და ხელშემწყობი ფაქტორები საქართველოში

Ncdc air pollution Georgia - conference presentation
Ncdc air pollution Georgia - conference presentationNcdc air pollution Georgia - conference presentation
Ncdc air pollution Georgia - conference presentationGela Kvashilava
 
Géorgien 1 buklet 1
Géorgien 1 buklet 1Géorgien 1 buklet 1
Géorgien 1 buklet 1soshepatites
 
იციცხლე და ნება მიეცი იცოცხლოს
იციცხლე და ნება მიეცი იცოცხლოსიციცხლე და ნება მიეცი იცოცხლოს
იციცხლე და ნება მიეცი იცოცხლოსMarika Chkhetiani
 
12.06 23 გზა ჯანმრ-----27.06.22-სასკოლო პროექტი 160.docx
12.06 23 გზა ჯანმრ-----27.06.22-სასკოლო პროექტი 160.docx12.06 23 გზა ჯანმრ-----27.06.22-სასკოლო პროექტი 160.docx
12.06 23 გზა ჯანმრ-----27.06.22-სასკოლო პროექტი 160.docxTinatin Khutsishvili
 
Hepatitis C - Harm Reduction
Hepatitis C - Harm ReductionHepatitis C - Harm Reduction
Hepatitis C - Harm ReductionHepatitisC
 
Hepatitis c global policy_part2
Hepatitis c global policy_part2Hepatitis c global policy_part2
Hepatitis c global policy_part2HepatitisC
 

Similaire à პოლიტიკის ნარკვევი: რეზისტენტული ტუბერკულიოზით დაავადებულ პაციენტებში მკურნალობაზე დამყოლობის ბარიერები და ხელშემწყობი ფაქტორები საქართველოში (7)

Ncdc air pollution Georgia - conference presentation
Ncdc air pollution Georgia - conference presentationNcdc air pollution Georgia - conference presentation
Ncdc air pollution Georgia - conference presentation
 
Géorgien 1 buklet 1
Géorgien 1 buklet 1Géorgien 1 buklet 1
Géorgien 1 buklet 1
 
იციცხლე და ნება მიეცი იცოცხლოს
იციცხლე და ნება მიეცი იცოცხლოსიციცხლე და ნება მიეცი იცოცხლოს
იციცხლე და ნება მიეცი იცოცხლოს
 
შიზოფრენია
შიზოფრენიაშიზოფრენია
შიზოფრენია
 
12.06 23 გზა ჯანმრ-----27.06.22-სასკოლო პროექტი 160.docx
12.06 23 გზა ჯანმრ-----27.06.22-სასკოლო პროექტი 160.docx12.06 23 გზა ჯანმრ-----27.06.22-სასკოლო პროექტი 160.docx
12.06 23 გზა ჯანმრ-----27.06.22-სასკოლო პროექტი 160.docx
 
Hepatitis C - Harm Reduction
Hepatitis C - Harm ReductionHepatitis C - Harm Reduction
Hepatitis C - Harm Reduction
 
Hepatitis c global policy_part2
Hepatitis c global policy_part2Hepatitis c global policy_part2
Hepatitis c global policy_part2
 

პოლიტიკის ნარკვევი: რეზისტენტული ტუბერკულიოზით დაავადებულ პაციენტებში მკურნალობაზე დამყოლობის ბარიერები და ხელშემწყობი ფაქტორები საქართველოში

  • 1. 1
  • 2. 1 რეზიუმე ტუბერკულოზი ფართოდ გავრცელებული დაავადებაა, რომელიც მილიონობით ადამიანის სიკვდილს იწვევს მსოფლიო მასშტაბით. ტუბერკულოზის მკურნალობა კომპლექსურია და როგორც წესი, საჭიროებს დიდი ხნის მანძილზე რამდენიმე ანტიბიოტიკის ერთდროულად მიღებას. რთული მკურნალობის კურსის გამო პაციენტებს უჭირთ მკურნალობაზე დამყოლობა და მკურნალობის ბოლომდე მიყვანა, განსაკუთრებით კი რეზისტენტული ტუბერკულოზით დაავადებულ პაციენტებს. მკურნალობაზე ცუდი დამყოლობა აფერხებს ქვეყნების ჯანდაცვის სისტემებს მიაღწიონ მკურნალობის სასურველ გამოსავლებს და შეამცირონ დაავადების გავრცელება საზოგადოებაში. მიმდინარე კვლევის ფარგლებში ჩვენ შევისწავლეთ მკურნალობაზე დამყოლობის ფაქტორები რეზისტენტული ტუბერკულოზით დაავადებულ პაციენტებში საქართველოში. დოკუმენტი შეჯამებული სახით წარმოგიდგენთ კვლევის საფუძველზე გენერირებულ მტკიცებულებებს, რომელიც დაეხმარება პოლიტიკის შემქმნელებს ეფექტური სტრატეგიების შემუშავებაში, რათა გააუმჯობესონ მკურნალობის შედეგები რეზისტენტული ტუბერკულოზით დაავადებულ პაციენტებში. კვლევის შედეგები შესაძლოა საინტერესო აღმოჩნდეს რეგიონის იმ ქვეყნებისთვისაც, სადაც ტუბერკულოზის, როგორც დაავადების ტვირთი მაღალია საზოგადოებაში. საკითხის აქტუალობა • ტუბერკულოზი კვლავ საზოგადოებრივი ჯანდაცვის მნიშვნელოვან პრობლემად (გამოწვევად) რჩება მსოფლიო მასშტაბით. დათვლილია, რომ 2015 წელს 10.4 მილიონი ადამიანი დაავადდა ტუბერკულოზით და მათგან 1.4 მილიონი გარდაიცვალა. ინფექციურ დაავადებებს შორის ტუბერკულოზს ადამიანთა სიკვდილიანობის კუთხით წამყვანი ადგილი უკავია 1 . • საქართველოში ტუბერკულოზით ავადობის ახალი შემთხვევების მაჩვენებელმა 100,000 მოსახლეზე 74.7 შეადგინა. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში საქართველოში ტუბერკულოზის გავრცელებას კლების ტენდენცია აქვს, კვლავ მაღალია რეზისტენტული ტუბერკულოზის გავრცელების მაჩვენებელი, რომელიც ფილტვის ტუბერკულოზის ახალი შემთხვევების 11.6%-ს, ხოლო წარსულში ნამკურნალები შემთხვევების 38.8%-ს შეადგენს 2 . • რეზისტენტული ტუბერკულოზით (DR-TB) დაავადებულებს შორის მაღალია შეწყვეტილი მკურნალობის მაჩვენებელი, რაც საფრთხეს უქმნის რეზისტენტული ფორმების გავრცელებას საზოგადოებაში. 1 ტუბერკულოზის გლობალური ანგარიში 2016, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია 2 სტატისტიკური ცნობარი “ჯანმრთელობის დაცვა საქართველოში” 2015, დკსჯეც 2
  • 3. 13 მადლიერების გამოხატვა დოკუმენტი მომზადებულია ლელა სულაბერიძისა და ივდითი ჩიქოვანის მიერ. საერთაშორისო ფონდი კურაციო მადლობას უხდის ფილტვისა და ტუბერკულოზის დაავადებათა ეროვნული ცენტრის თანამშრომლებს კვლევის საველე სამუშაოების ხელშეწყობისთვის. მკვლევართა გუნდი მადლობას უცხადებს ასევე კვლევაში მონაწილე რესპონდენტებს დათმობილი დროისთვის. კვლევა დაფინანსებულია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან არსებული ტროპიკული დაავადებების კვლევითი ცენტრის მიერ (TDR/WHO). პუბლიკაციაში მოყვანილი მოსაზრებები ეკუთვნის ავტორებს და შესაძლოა არ ასახავდეს TDR/WHO-ს მოსაზრებებს. საავტორო უფლებები დაცულია. შედეგების ციტირება ნებადართულია წინასწარი თანხმობის გარეშე, მაგრამ აუცილებლად წყაროს მითითებით. © საერთაშორისო ფონდი კურაციო 2016
  • 4. 14 ეპიდემიოლოგიური მიმოხილვა საქართველოში, ბოლო ათწლეულის მანძილზე ტუბერკულოზის შემთხვევების კლება შეინიშნება. გრაფიკი 1. ტუბერკულოზის შემთხვევები 100,000 მოსახლეზე საქართველოში, 2005-2015 წწ წყარო: სტატისტიკური ცნობარი “ჯანმრთელობის დაცვა საქართველოში” 2015, დკსჯეც 2016 წლიდან საქართველო აღარ მიეკუთვნება DR -ტუბერკულოზის გავრცელების თვალსაზრისით მაღალი ტვირთის მქონე ქვეყნების ჯგუფს. თუმცა ამ ტიპის ტუბერკულოზის გავრცელება კვლავ მაღალია ახალ და ადრე ნამკურნალებ შემთხვევებში. გრაფიკი 2. რეზისტენტული ტუბერკულოზი ახალ და ადრე ნამკურნალებ შემთხვევებში(%) საქართველოში, 2015წ ყველა შემთხვევა ახალი შემთხვევა ახალ შემთხვევებში ადრე ნამკურნალებ შემთხვევებში წყარო: სტატისტიკური ცნობარი “ჯანმრთელობის დაცვა საქართველოში” 2015, დკსჯეც ტუბერკულოზისშემთხვევები 100,000მოსახლეზე
  • 5. 15 რეზისტენტული ფორმით დაავადებულ პაციენტებში წარმატებული მკურნალობის გამოსავლის თვალსაზრისით საქართველოს მაჩვენებლები არასახარბიელოა. გრაფიკი 4. წარმატებული მკურნალობის გამოსავალი (%), 2015წ წყარო: ტუბერკულოზის გლობალური ანგარიში 2016, ჯანმო “ჯანმრთელობის დაცვა საქართველოში” 2015, დკსჯეც რეზისტენტული ტუბერკულოზის გავრცელება მაღალია საქართველოში აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებთან შედარებით. გრაფიკი 3. რეზისტენტული ტუბერკულოზი ახალ და ადრე ნამკურნალებ შემთხვევებში(%), 2015წ წყარო: ტუბერკულოზის გლობალური ანგარიში 2016, ჯანმო “ჯანმრთელობის დაცვა საქართველოში” 2015, დკსჯეც ყველა შემთხვევა ახალი შემთხვევა
  • 6. 1 როგორც ბოლო წლების ტენდენცია აჩვენებს რეზისტენტული ტუბერკულოზით დაავადებულ პაციენტებში ყოველი მესამე წყვეტს მკურნალობას. გრაფიკი 5. M/XDR-TB მკურნალობის გამოსავლები (%) 2011-2013წწ კოჰორტებში საქართველოში წყარო: ტუბერკულოზის და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრი, 2015 კვლევის შესახებ 2016 წელს საერთაშორისო ფონდმა კურაციომ ჩაატარა თვისებრივი კვლევა რეზისტენტული ტუბერკულოზით დაავადებულ პირებში მკურნალობაზე დამყოლობის ბარიერებისა და ხელშემწყობი ფაქტორების შესასწავლად. კვლევა ჩატარდა ჩაღრმავებული ინტერვიუების და ფოკუსური ჯგუფური დისკუსიების (ფჯდ) ტექნიკის გამოყენებით თბილისში, აჭარისა და სამეგრელოს რეგიონებში. საკვლევ აუდიტორიას წარმოადგენდა პაციენტები, სამედიცინო პერსონალი, დარგის სპეციალისტები: • DR-TB პაციენტები, რომლებმაც შეწყვიტეს მკურნალობა, • DR-TB პაციენტები, რომლებიც ამჟამად მკურნალობენ მაგრამ არღვევენ რეჟიმს ე.წ. “ურჩი” პაციენტები • DR-TB პაციენტები, რომლებმაც წარმატებით დაასრულეს მკურნალობა. • ფტიზიატრები, DOT 3 -ექთნები, პჯდ ექთნები, ეპიდემიოლოგები. ჩაღრმავებული ინტერვიუები ჩატარდა ასევე ძირითად ინფორმანტებთან. მონაცემთა ანალიზისთვის გამოვიყენეთ კვლევის კონცეპტუალური ჩარჩო, სხვადასხვა ტიპის ფაქტორები დაჯგუფებულია 6 წარმატებული შეწყვეტილი გარდაცვლილი უშედეგო შეუფასებელი 3 DOT - უშუალო მეთვალყურეობით მკურნალობა 4 Munro, S. A. et al (2007). Patient Adherence to Tuberculosis Treatment: A Systematic Review of Qualitative Re search. PLoS Medicine, 4(7), e238. http://doi.org/10.1371/journal.pmed.0040238 სტრუქტურულ, ინდივიდუალურ, სოციალურ და ჯანდაცვის სისტემურ ფაქტორებად 4 . მიმდინარე დოკუმენტი შეჯამებული სახით აღწერს ტუბერკულოზის მკურნალობაზე დამყოლობის იმ ფაქტორებს, რომლებიც ზემოხსენებული კვლევის ფარგლებში შევისწავლეთ და გვთავაზობს რეკომენდაციებს არსებული ხარვეზების გადასაჭრელად.
  • 7. 1 კვლევის კონცეპტუალური ჩარჩო კვლევის შედეგები კვლევამ გამოავლინა სხვადასხვა ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენენ მკურნალობაზე დამყოლობაზე რეზისტენტული ტუბერკულოზით დაავადებულ პაციენტებში. შედეგები დაჯგუფებულია სტრუქტურულ, სოციალურ, პერსონალურ და ჯანდაცვის სისტემურ ფატორებად კვლევის კონცეპტუალური ჩარჩოს მიხედვით. სტრუქტურული ფაქტორები სოციალურ-ეკონომიკური ფაქტორების გამო პაციენტები ვერ ახერხებენ მკურნალობის ბოლომდე მიყვანას. მიუხედავად იმისა, რომ მკურნალობა უფასოა, ისინი ვერ ახერხებენ სამსახურის გაცდენას. შესაბამისად, არჩევანის პირობებში სამსახურს მეტ უპირატესობას ანიჭებენ ვიდრე მკურნალობას. “...შევწყვიტე მკურნალობა რადგან ოჯახში ერთადერთი მამაკაცი ვარ, ორი გაუთხოვარი და მყავს და მშიერს ვერ ვამყოფებდი ოჯახის წევრებს. უნდა მემუშავა და მკურნალობა და სამსახურის შეთავსება ძალიან რთულია...” მეთვალყურეობიდან დაკარგული პაციენტი პაციენტებში, რომლებიც დასაქმებული არიან მკურნალობის რეჟიმი წინააღმდეგობაში მოდის სამუშაო გრაფიკთან. შრომის კოდექსის მიხედვით დროებითი შრომისუუნარობის პერიოდი ნაკლებია ვიდრე ტუბერკულოზის მკურნალობის ინტენსიური ფაზის დასრულებისთვის განსაზღვრული პერიოდი. გარდა ამისა, დასაქმებული პაციენტების ნაწილი სტიგმის გამო და სამუშაოს დაკარგვის შიშით არ ამხელს დაავადების არსებობის შესახებ ინფორმაციას 67
  • 8. 1 დამსაქმებელთან. შესაბამისად სამუშაო გრაფიკის და მკურნალობის რეჟიმის შეთავსება პრობლემაა ასეთი ტიპის პაციენტებთან თავის მხრივ მუშაობა და თანამშრომლებთან კომუნიკაცია კი ხელს უწყობს პაციენტებს მკურნალობასთან დაკავშირებული ცუდი შეგრძნებების გადალახვაში. როგორც წარმატებით მკურნალობა დასრულებული პაციენტები აღნიშნავენ მუშაობის პროცესში ისინი ნაკლებად ამახვილებენ ყურადღებას წამლის მიერ გამოწვეულ მოვლენებზე და კოლეგებთან ურთიერთობა ეხმარებათ ამ მოვლენების გადალახვაში. ფინანსური პრობლემების გამო დაბალი სოციალური სტატუსის მქონე პაციენტებში ჭირს დამატებითი კვლევების ჩატარება და გვერდითი მოვლენების მართვისთვის მედიკამენტების შეძენა. ფულადი წახალისების სისტემა კარგად მუშაობს პაციენტებში. განსაკუთრებით დაბალი ეკონომიკური სტატუსის მქონე პაციენტებისთვის. ““…როდესაც გვერდითი ეფექტებიცაა, რა თქმა უნდა დამატებითი ხარჯებია, როდესაც დამატებით გიწევს მედიკამენტების შეძენა. მაგრამ დამატებითი მოტივაციაა პაციენტისთვის ეს ვაუჩერი, ვინაიდან ზოგს საერთოდ არ აქვს ფინანსები და ესეც ეხმარება…” წარმატებით მკურნალობა დასრულებული პაციენტი ფულადი ჯილდოს სახით არსებული ვაუჩერის გარდა პროგრამის ფარგლებში რეზისტენტული ტუბერკულოზით დაავადებულ პაციენტებს ეძლევათ სატრანსპორტო ვაუჩერიც. ტრანსპორტირების ვაუჩერის მოცულობა პაციენტის საცხოვრებელი ადგილიდან DOT-ცენტრამდე საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილებისთვის საჭირო თანხის ოდენობით განისაზღვრება. აღნიშნული ვაუჩერი დადებით გავლენას ახდენს მკურნალობის დამყოლობაზე. სოციალური ფაქტორები როგორც პაციენტები აღნიშნავენ ოჯახის და გარშემომყოფების მხარდაჭერას დიდი მნიშვნელობა აქვს მკურნალობის პროცესში. ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან კომუნიკაცია ეხმარება პაციენტებს მარტოობის შეგრძნების და გაღიზიანებადობის შემცირებაში და ასევე აძლევს მათ სტიმულს არ გააცდინონ ვიზიტები სამედიცინო დაწესებულებებში. “...ოჯახის წევრების თანადგომა ძალიან მნიშვნელოვანია, გრძნობ რომ მარტო არ ხარ. ყოფილა შემთხვევა, როდესაც დამზარებია წასვლა, მაგრამ მეუღლე მაძალებდა…” წარმატებით მკურნალობა დასრულებული პაციენტი ოჯახის წევრებისა და მეგობრების მხრიდან უყურადღებობა მკურნალობის დამყოლობაზე უარყოფითად აისახება. როდესაც ოჯახის წევრი ჩართულია პაციენტის მკურნალობის პროცესში და უწევს მის ვიზიტებს ზედამხედველობას, პაციენტები მეტად გრძნობენ პასუხისმგებლობას საკუთარი თავისა და ოჯახის წინაშე. წარმატებით მკურნალობა დასრულებული პაციენტები აღნიშნავენ ოჯახის მხარდაჭერის შესახებ. პაციენტების უმრავლესობის გადაწყვეტილებაზე არ შეწყვიტონ წამლების მიღება დიდ ზეგავლენას ახდენს სხვადასხვა პაციენტის მიერ მათთვის გამოცდილების გაზიარება. პაციენტების უმრავლესობა იხსენებს, რომ მათზე განსაკუთრებულ ზეგავლენას საკუთარი თვალით ნანახი უარყოფითი შინაარსის მაგალითები 8
  • 9. 1 ახდენდა. ასევე აღნიშნავენ, რომ მკურნალობაზე დამყოლობაზე დადებითად მოქმედებს წარმატებული ისტორიების და სხვადასხვა პაციენტის მიერ ამა თუ იმ გვერდითი მოვლენის ან დისკომფორტის მოხსნის პირადი მაგალითების გაზიარება. “…არ მინდოდა არცერთი დღის გაცდენა, მას შემდეგ, რაც ვნახე, თუ რა მდგომარეობაში იყვნენ ისეთი რომლებიც მალავდნენ და ყრიდნენ მედიკამენტებს…” წარმატებით მკურნალობა დასრულებული პაციენტი “… მე მაგალითად ვეძებდი პაციენტებს, რომლებსაც დამთავრებული ჰქონდა მკურნალობა და მაინტერესებდა როგორ იყვნენ და რამდენი ხანი იყო გასული მკურნალობიდან…” წარმატებით მკურნალობა დასრულებული პაციენტი თანასწორთა ზეგავლენა უარყოფითი კუთხით წარმოჩინდა ისეთ შემთხვევებში, როდესაც პაციენტები ამა თუ იმ არასასურველი მედიკამენტის მიღებისგან ცდილობდნენ თავის დაღწევას და ამ მხრივ ერთმანეთს უზიარებდნენ პერსონალის მოტყუების სხვადასხვა მეთოდს. მიუხედავად იმისა, რომ არცერთ პაციენტს არ დაუსახელებია სტიგმა მკურნალობის შეწყვეტის მთავარ განმაპირობებელ ფაქტორად, პაციენტების ნაწილმა აღნიშნა, რომ სტიგმის გამო მალავდნენ ინფორმაციას ავადმყოფობის შესახებ და ერიდებოდნენ გარშემომყოფებთან კომუნიკაციას. 9 პერსონალური ფაქტორები დაავადების რაობის, მიმდინარეობის, მკურნალობის რეჟიმის თავისებურებების, შესაძლო გვერდითი მოვლენების არსებობის შესახებ პროვაიდერები ინფორმაციას სისტემატურად აწვდიან პაციენტებს. თითქმის ყველა პაციენტი ადასტურებს, რომ სამედიცინო პერსონალისგან ტუბერკულოზის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს. მიუხედავად ამისა ინფორმაციის დეფიციტი გამოვლინდა მეთვალყურეობიდან დაკარგული და ურჩი პაციენტების ჯგუფში. მათი მეოთხედი აღნიშნავს რომ ტუბერკულოზის სიმპტომების ალაგების და ფიზიკური მდგომარეობის გაუმჯობესების ფონზე აცდენდნენ ვიზიტებს DOT ცენტრებში ან სრულიად შეწყვიტეს მკურნალობა. გამოვლინდა ასევე მკურნალობის შეწყვეტის და შემდგომ განახლების შემთხვევები ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების ფონზე. “...თავდაპირველად 2 თვე კარგად ვიარე ტუბ-კაბინეტში, ყოველდღე დავდიოდი, ვიღებდი მედიკამენტებს და მერე უკეთ გავხდი. 2 თვის შემდეგ თავს კარგად ვგრძნობდი და შევწყვიტე მკურნალობა...” მეთვალყურეობიდან დაკარგული პაციენტი როგორც წარმატებით მკურნალობა დასრულებული პაციენტები აღნიშნავენ მკურნალობის დასრულების ერთერთი მთავარი მოტივატორი ოჯახის წევრებზე ზრუნვა იყო. ამ პაციენტებს დაავადების სიმძიმის და მასთან დაკავშირებული რისკების მართებული აღქმა აქვთ და ცდილობენ მკურნალობა მიიყვანონ ბოლომდე, რათა თავიანთ ოჯახის წევრები და მეგობრები დაიცვან დაავადების ტვირთისგან.
  • 10. 110 ჯანდაცვის სისტემის ფაქტორები უფასო მკურნალობა და პროგრამის მართვა პაციენტების მხრიდან დადებითად არის შეფასებული ტუბერკულოზის ეროვნული პროგრამის არსებობა საქართველოში. ბევრი ხაზს უსვამს, თუ რაოდენ ძვირადღირებულია ტუბერკულოზის სამკურნალო მედიკამენტები, რომლებიც მათ პროგრამის ფარგლებში უფასოდ ეძლევა. სამედიცინო სერვისის და მედიკამენტების უფასოდ მიღების შესაძლებლობასთან ერთად ყველა რესპონდენტი აღნიშნავს სამკურნალო მედიკამენტის უწყვეტად მიღების შესაძლებლობას DOT-ცენტრებში. დარგის სპეციალისტები და პროვაიდერები აღნიშნავენ პროგრამის გამართულად მუშაობის შესახებ, კერძოდ ხაზს უსვამენ ლაბორატორიული ქსელის შეუფერხებლად მუშაობას, მედიკამენტებით მომარაგების უწყვეტობას და პროგრამის მონიტორინგის გამართულ სისტემას. სამედიცინო პერსონალი პაციენტების უმრავლესობის მხრიდან არაერთხელ გაესვა ხაზი სამედიცინო პერსონალის დადებით როლს ხანგრძლივი და რთული მკურნალობის პროცესში. პაციენტები აღნიშნავენ ექიმების და ექთნების ყურადღებას. ყურადღებიანი სამედიცინო პერსონალი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს პაციენტის ქცევაზე და სტიმულს აძლევს მათ მკურნალობის კურსი მიიყვანონ ბოლომდე. “...ექიმები და ექთნები კეთილგანწყობილები არიან პაციენტების მიმართ. ყველას მიმართ თანაბრად ყურადღებიანები იყვნენ და მოტივაციას გვაძლევდნენ, რომ წამლები დაგველია. ძალიან დიდი ადგილი უკავიათ მკურნალობის პროცესში ექთნებს, მორალურად გეხმარებიან და ასევე გაძლევენ დამატებით რჩევებს...” წარმატებით მკურნალობა დასრულებული პაციენტი დარგის სპეციალისტების მხრიდან გამოიკვეთა, რომ ტუბერკულოზის კაბინეტებში დასაქმებული სამედიცინო პერსონალის ასაკობრივ სტრუქტურაში ვლინდება ახალგაზრდა კადრების სიმცირე, რაც დარგში სიახლეების მიმღებლობის და დანერგვის სირთულეს ქმნის. აღნიშნულს კი თავისმხრივ განაპირობებს ახალგაზრდა სამედიცინო კადრებში დარგით ნაკლები დაინტერესება დაბალი ანაზღაურებისა და რისკის შემცველი საქმიანობის გამო. პერსონალის ფინანსური მოტივაცია სერვისის მიმწოდებლები აღნიშნავენ დაბალი ანაზღაურების პრობლემებს. მათი ხელფასი საშუალო ხელფასზე დაბალია ქვეყანაში. როგორც ისინი აღნიშნავენ მხოლოდ “პროფესიული მოტივაციის” ხარჯზე მუშაობენ. ტუბერკულოზის ეროვნული პროგრამის ფარგლებში მთავრობის დადგენილების მიხედვით ყოველთვიური ანაზღაურება ექიმ-ფტიზიატრისთვის განსაზღვრულია ანაკლებ 360 ლარით, ხოლო “…ხელფასები ძალიან დაბალია. ძალიან ცუდია, როდესაც ექთანს პირველად ჯანდაცვაში ერიცხება 450 ლარი და ფთიზიატრს 360. ეს ჩვენთვის დემოტივატორია…” ფტიზიატრების ფჯდ 10
  • 11. დაბალი ანაზღაურების პრობლემა ეპიდემიოლოგებთანაც გამოიკვეთა. ისინი აღნიშნავენ დატვირთული სამუშაო რეჟიმის შესახებ და ჩივიან, რომ მათი შრომა შესაბამისად არ არის დაფინანსებული. კვლევამ გამოავლინა აგრეთვე, რომ პროგრამული ვალდებულების შესასრულებლად პროვაიდერებს არ აქვთ სრული ფინანსური მხარდაჭერა. ექიმებს და ექთნებს პაციენტთან კომუნიკაციის ხარჯების დაფარვა საკუთარი ჯიბიდან უხდებათ, რაც ყოველთვიურად ხელფასის არც თუ ისე მცირე ნაწილს შეადგენს. ხშირი კომუნიკაცია კი როგორც ზემოთ ვნახეთ დადებითად მოქმედებს პაციენტზის ქცევაზე მკურნალობაზე დამყოლობის კუთხით. “…როცა პაციენტი არ მოდის წამლის დასალევად ჩვენ უნდა მოვიძიოთ, თუ სად არის, რატომ არ მოვიდა. ჩვენი ხელფასი მიდის ტელეფონზე ბალანსის შევსებაში, რადგან პაციენტებთან მუდამ გვჭირდება ტელეფონით კავშირი…” ფტიზიატრების და ექთნების ფჯდ ტუბერკულოზის ეროვნული პროგრამის ფარგლებში მეთვალყურეობიდან დაკარგულ პაციენტებთან მკურნალობაზე დამყოლობის საკითხებზე მუშაობა ეპიდემიოლოგიურ სამსახურს ევალება. კვლევამ გამოავლინა ეპიდემიოლოგიური სამსახურის მიერ დაკარგული პაციენტების მოძიების სისტემა არაეფექტურად მუშაობს. ეპიდემიოლოგები პაციენტებთან დასაკავშირებლად ძირითადად სატელეფონო კომუნიკაციას ეყრდნობიან, რადგან პაციენტების მოსაძიებლად ტრანსპორტირების ხარჯები არ იფარება. “... მე თუ მექნება იმის საშუალება რომ ხელმეორედ გადავურეკო, მოვიზიდო. წახალისება თუ იარსებებს. გზის ფულს თუ მოგვცემენ. მაგალითად 10 ლარს გზის ფულად აი მაშინ მოვლენ...” ეპიდემიოლოგების ფჯდ დაბალ ანაზღაურებასთან ერთად დღესდღეობით პროგრამას არ გააჩნია წახალისების ფინანსური და სხვა ტიპის მექანიზმები სერვისის მიმწოდებლებისთვის. …ჩვენთვის არ არსებობს თუნდაც განკურნებულ პაციენტთან დაკავშირებული პატარა საჩუქარიც. ადრე, ტუბერკულოზის საერთაშორისო დღეს იმართებოდა კონფერენცია, სადაც ფტიზიატრები ვხვდებოდით ერთმანეთს საქართველოს მასშტაბით, ვცვლიდით ინფორმაციას და საღამოს იმართებოდა ვახშამი. ეს იყო მადლიერების ერთგვარი გამოხატვა, ახლა აღარც ეს აღარ არის… რაიონის ფტიზიატრების ფჯდ 111
  • 12. 1 სამედიცინო დაწესებულებების გეოგრაფიული განაწილება და ინფრასტრუქტურული პირობები პირველად ჯანდაცვაში სერვისების ინტეგრაციამ შეამცირა სერვისზე გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის ბარიერი სოფლად მცოვრები პაციენტებისთვის. თუმცა როგორც პაციენტები და დარგის სპეციალისტები აღნიშნავენ სერვისზე წვდომის გეოგრაფიული ბარიერი წარმოჩინდა თბილისის პაციენტებისთვის პაციენტებისთვის. ტრანსპორტირება DOT-კაბინეტებამდე პრობლემას წარმოადგენს, რადგან თბილისში ამჟამად მხოლოდ ოთხი DOT-წერტილი ფუნქციონირებს, რომლებიც ქალაქის მასშტაბით არათანაბრად არის განლაგებული ... მიუხედავად იმისა რომ ვუნაზღაურებთ ტრანსპორტის ხარჯებს, გლობალური ფონდის პროექტის ფარგლებში, ყოველდღიურად 3-4 საათის დახარჯვა წინ და უკან პრობლემაა პაციენტებისთვის, ესეც გაიცემა მხოლოდ MDR-პაციენტებისთვის ... დარგის სპეციალისტი რეგიონებში მცხოვრები პაციენტებისთვის გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის ბარიერი იქმნება გვერდითი მოვლენების მართვასთან დაკავშირებით, რადგან ხშირ შემთხვევაში პაციენტები თბილისში მოდიან სერვისის მისაღებად. რეგიონებში სტაციონარების ინფრასტრუქტურული მოუწესრიგებლობის გამო სერვისზე გეოგრაფიული წვდომის ბარიერი გამოიკვეთა ასევე იქ მცხოვრებ პაციენტებშიც. ამორტიზებული შენობა-ნაგებობით სტაციონარში არასახარბიელო სანიტარული პირობების გამო, რომელიც არის განპირობებული პაციენტს უხდება თბილისში ჩამოსვლა. საყურადღებოა, ასევე, DOT-ცენტრების ინფრასტრუქტურული პრობლემები, როგორიცაა, რეგიონებში არასაკმარისი ფართი ხარისხიანი ამბულატორიული სერვისის მიწოდებისთვის. ინტეგრირებულ დაწესებულებებში მიუხედავად გაუმჯობესებული პირობებისა, ხშირ შემთხვევაში საერთაშორისო სტანდარტები, როგორიცაა მაგალითად, კაბინეტების უზრუნველყოფა მუდმივი ბუნებრივი ან მექანიკური ვენტილაციით და ულტრაიისფერი ნათურებით, არ არის დაცული. ამბულატორიული მკურნალობის ეტაპზე ცენტრებში არასაკმარისი სივრცის ან ცუდი სანიტარული პირობების გამო პაციენტებს არ აქვთ საშუალება გაესაუბრონ სხვა პაციენტებს, გაუზიარონ გამოცდილება, რაც დაეხმარება მათ სირთულეების დაძლევაში. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ პირადი გამოცდილების გაზიარება დადებითად მოქმედებს მკურნალობის პროცესზე. …პირობები უნდა გაუმჯობესდეს, რომ პაციენტს არ დაეზაროს კაბინეტში შესვლა. წამალს რომ დავლევდი ეგრევე მოვდიოდი სახლში. იქ გაჩერების და სხვებთან საუბრის თავი და სურვილი არ მქონდა… მეთვალყურეობიდან დაკარგული პაციენტი 12
  • 13. 1 DOT რეჟიმის სირთულეები პაციენტები აღნიშნავენ უშუალო მეთვალყურეობით მიმდინარე მკურნალობის რეჟიმის სირთულეს. სამკურნალო დაწესებულებაში მედიკამენტების დიდი რაოდენობით, ყოველდღიურად და ხანგრძლივი დროის მანძილზე მიღება სირთულეს წარმოადგენს პაციენტებისთვის. აღნიშნულით გამოწვეულ ‘’აბების ტვირთი’’ მკურნალობის შეწყვეტის ერთერთი მთავარი მიზეზი ხდება პაციენტებში. მიუხედავად იმისა, რომ რეზისტენტული ტუბერკულოზით დაავადებულ პაციენტებს ტრანსპორტირების თანხა ვაუჩერის სახით ეძლევათ, მკურნალობის ახალ სქემაში ჩართული პაციენტებისთვის ტუბერკულოზის სამკურნალო ცენტრებში დღეში 2-ჯერ ვიზიტი სირთულესთან არის დაკავშირებული. ახალი სქემა გულისხმობს ანტიტუბერკულოზური მედიკამენტების მიღებას ინფუზიების სახით, რომელიც აუცილებლად სტაციონარის პირობებში სრულდება. … დილით წამლების მიღება არ მიჭირს, მაგრამ საღამოსაც რომ მიწევს მოსვლა, მერე ვხდები ცუდად. დღეში ორჯერ მიწევს მოსვლა და მანქანით დავდივარ, ხან მამა და ხან მეგობრები მომყვებიან… ურჩი პაციენტი გვერდითი მოვლენები და მათი მართვის სისტემური ხარვეზები გვერდითი მოვლენები, სიხშირე და მათი მართვა მნიშვნელოვნად განაპირობებს მკურნალობაზე დამყოლობას. კვლევაში მონაწილე პაციენტთა დიდი ნაწილი აღნიშნავს მკურნალობასთან დაკავშირებული ფიზიკური თუ ფსიქიკური გვერდითი მოვლენების არსებობას. მეთვალყურეობიდან დაკარგული ყველა პაციენტი მკურნალობის შეწყვეტის ერთერთ ძირითად მიზეზად გვერდით მოვლენას ასახელებს. …წამლების მიღების შემდეგ თავდაპირველად უფრო ადვილად გამოვდიოდი მდგომარეობიდან. რაც პროგრამაში იყო ყველაფერს მაძლევდნენ - ღებინებისთვის, ღვიძლისთვის - მაგრამ ბოლოს უკვე ძალიან მიჭირდა და აღარაფერი აღარ მშველოდა… მეთვალყურეობიდან დაკარგული პაციენტი დარგის სპეციალისტების განმარტებით, ანტი-ტუბერკულოზური მედიკამენტებით გამოწვეული გვერდითი მოვლენების ეფექტური მართვა სამედიცინო პერსონალისგან სხვადასხვა სისტემის ცოდნას მოითხოვს. ეროვნული პროგრამა რეზისტენტული პაციენტებისთვის გვერდითი მოვლენების მართვისთვის რამდენიმე მედიკამენტს აფინანსებს. გარდა ამისა არის რიგი კვლევები და ექიმ-სპეციალისტების კონსულტაციები, რომლისთვისაც პაციენტები ვიწრო ექიმ-სპეციალისტების დახმარებას მიმართავენ. თბილისში მცხოვრები პაციენტებისთვის სპეციალისტების მომსახურება უფრო ხელმისაწვდომია ცენტრში არსებული შესაძლებლობის გამო. ტუბერკულოზის და ფილტვის დაავადებათა ეროვნულ ცენტრს დაქირავებული ჰყავს ექიმ-სპეციალისტები (კარდიოლოგი, ნევროლოგი, ფსიქიატრი, გასტროენტეროლოგი, ენდოკრინოლოგი და სხვ.), რომლებიც გვერდითი მოვლენების მართვაში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ. გარდა ამისა უკეთესი გათვითცნობიერებულობის შედეგად პაციენტები უფრო მეტად იყენებენ საყოველთაო ჯანდაცვის სერვისებს. რეგიონებში კი პაციენტები პირდაპირ მიმართავენ ექიმ-სპეციალისტებს, ან მოდიან თბილისში, რაც დამატებით ხარჯებთან არის დაკავშირებული. 13
  • 14. 11414 სერვისის მიწოდების რისკები 2011 წელს ტუბერკულოზის სერვისების მართვის ვერტიკალური სისტემა გადავიდა ინტეგრირებულ მოდელზე. შედეგად, ტუბერკულოზის საქმიანობის წარმოების ვალდებულება დაეკისრათ კერძო მიმწოდებლებს რეგიონებში. კვლევამ გამოავლინა სერვისის მიწოდების უწყვეტობასთან დაკავშირებული რისკები. როგორც დარგის სპეციალისტები აღნიშნავენ, პროვაიდერებისთვის რეგულაციებით ვალდებულების შესრულების პერიოდი 2018 წლამდეა განსაზღვრული. სიტუაციას ამძაფრებს მოტივაციის არარსებობა ინსტიტუციონალურ და ინდივიდუალურ დონეებზე. კერძოდ, დაწესებულების ხელმძღვანელის დონეზე გამოიკვეთა მათი ნაკლები ინტერესი აწარმოოს არამომგებიანი საქმიანობა, როგორიცაა ტუბერკულოზის სერვისები და ხოლო სერვისის მიმწოდებლებში - ნაკლები დაინტერესება გააუმჯობესონ მაჩვენებლები შედეგზე მიბმული მექანიზმების არარსებობის გამო. რეკომენდაციები კვლევამ წარმოაჩინა რომ ტუბერკულოზის მკურნალობის დამყოლობაზე მოქმედი სტრუქტურული, სოციალური, ინდივიდუალური და ჯანდაცვის სისტემური ფაქტორები ერთმანეთთან მჭიდროდ ურთიერთქმედებენ და შესაბამისად პრობლემების მოგვარებას მულტისექტორული ხედვა და მიდგომა სჭირდება. ქვემოთ მოცემული რეკომენდაციები ეფუძნება კვლევის შედეგებს: • საკანონმდებლო/ნორმატიული ცვლილებები • შრომის კოდექსში დროებითი შრომისუუნარობის ხანგრძლივობის გადახედვა ტუბერკულოზის მკურნალობასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით • კერძო მიმწოდებლებთან სერვისის მიწოდების უწყვეტობის მიზნით რეგულაციური ნორმატივების შემუშავება/დახვეწა პაციენტთა უმრავლესობა აღნიშნავს ისეთ პრობლემებს როგორიცაა, შფოთვა, გაღიზიანებადობა, უძილობა, დეპრესია და სხვა, რომელთა მართვას ფსიქოლოგის/ ფსიქიატრის ჩართულობა სჭირდება. ფსიქოლოგიური დახმარების გაძლიერების საჭიროებაზე მიუთითებენ ასევე ექიმები და დარგის სპეციალისტები. ...ფსიქოლოგიურად სჭირდებათ გაძლიერება პაციენტებს. ზოგჯერ ისე იღლება, რომ საერთოდ აღარ უნდა წამლის დალევა… ურჩი პაციენტის მეუღლე …ზოგიერთი ძალიან იკეტება და უფრო უჭირს ფსიქოლოგიურად ამ ყველაფრის გადატანა, ასეთ ადამიანებს სჭირდებათ ფსიქოლოგის დახმარება… წარმატებით მკურნალობა დასრულებული პაციენტი
  • 15. 1 • თანასწორგანმანათლებელთა ჩართვა მკურნალობის პროცესში პაციენტებისთვის გამოცდილების გაზიარების მიზნით სხვადასხვა სტრატეგიების გამოყენებით (ჯგუფების ჩამოყალიბება, სოციალური მედია და სხვა) • საკომუნიკაციო გზავნილების დახვეწა დამყოლობაზე მოქმედი ბარიერების გათვალისწინებით • გადაწყვეტილებების მიღების პროცესში პაციენტთა და სერვისის მიმწოდებელთა ჩართულობის გაზრდა • სერვისის მიმწოდებლის მოტივაციის გაზრდა შედეგზე მიბმული ანაზღაურების მექანიზმების დანერგვით: • სამედიცინო პერსონალის წახალისება • სამკურნალო დაწესებულების ხელმძღვანელობის/მფლობელების დაინტერესება • დაკარგული პაციენტების მოძიების ეფექტურობის გაზრდა ეპიდემიოლოგიური სამსახურის მიერ ოპერაციული ხარჯების და ფინანსურ-ეკონომიკური მოტივაციის უზრუნველყოფის გზით • თბილისში დამატებითი DOT-ცენტრების შექმნა და ტუბერკულოზის სერვისების ინტეგრაცია პჯდ-ში სერვისზე გეოგრაფიული ბარიერების შემცირების მიზნით • DOT რეჟიმის გამარტივების მიზნით მსოფლიოში ინოვაციური მიღწევების დროული დანერგვა საქართველოში • გვერდითი მოვლენების ეფექტურ მართვაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება • ტელემედიცინის შესაძლებლობების გამოყენება გეოგრაფიული ბარიერების, პაციენტის ფინანსური და დროითი ხარჯის შესამცირებლად და კლინიკური ხარისხის გასაუმჯობესებლად • ფსიქიკური ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება პჯდ-ში ინტეგრაციის გზით • გვერდითი მოვლენების სამართავი მედიკამენტების ანაზღაურება სოციალურად შეჭირვებული პაციენტებისთვის • ახალგაზრდა კადრების მოზიდვის მიზნით პოსტდიპლომური განათლების სისტემაში ფთიზიატრია-პულმონოლოგიაში ფინანსური ბარიერის შემცირება/ მოხსნა 15
  • 16. 116