SlideShare une entreprise Scribd logo
1  sur  9
ყ ა ზ ბ ე გ ი
IXკლასის მოსწავლე
ნინო კვიჟინაძე.
თრუსოსხეობა
თერგის ხეობა
მყინვარები:მყინვარწვერი და დევდორაკი.
გერგეტის სამება
 გერგეტის ყოვლაწმინდა სამების ტაძარი სტეფანწმინდისა და ხევის
ეპარქიაში, დაბა ყაზბეგის ჩრდილოეთით, მდინარე თერგის შენაკად
ჩხერის მარჯვენა ნაპირზე, მყინვარწვერის ფერხთით, ზღვის
დონიდან 2200-მ-ზე მთის მწვერვალზეა აღმართული.
 გერგეტის წმ. სამება ქართული ხუროთმოძღვრების გამორჩეული
ნიმუშია. ძველი წყაროებისა და არქიტექტურული სტილის
მიხედვით წმ. სამება საქართველოს ეკლესიის აღმავლობის ხანაში
XIV საუკუნეშია აგებული, როგორც სამონასტრო კომპლექსი. დღეს
შემორჩენილია გალავნით შემოზღუდული ყოვლადწმინდა სამების
სახელობის გუმბათოვანი ეკლესია, სამრეკლო და ტაძრის სამხრეთ
ფასადზე მიშენებული საბჭეო (ადგილი სადაც, მთის უძველესი
ჩვეულების თანახმად უნმიშვნელოვანესი გადაწყვეტილებების
მისაღებად უხუცესთა საბჭო იკრიბებოდა).
 გერგეტის წმ. სამების ტაძარი ხევში, სადაც ძირითადად
ბაზილიკური სტილის ტაძრებია აშენებული პირველი გუმბათოვანი
ეკლესიაა. ტაძარში არსებული ფრესკები და წმ. ტრაპეზი ეკლესიის
აგების დროინდელი უნდა იყოს. ტაძარს ორი შესასვლელი აქვს:
სამხრეთიდან და დასავლეთიდან. ეკლესია ორ სართულიანია, მეორე
სართული უცხო თვალისთვის შეუმჩნეველ დიდ სამალავს
წარმოადგენს, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ ტაძარს თავდაცვითი
ფუნქციაც ჰქონდა.
 ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით: მტერთა შემოსევების დროს
საქარტველოს ეკლესიის საგანძურს გადასარჩენად სწორედ გერგეტის
წმ. სამების ტაძარში გამოხიზნავდნენ ხოლმე. ამავე მიზნით აქ
გარკვეული დროის განმავლობაში ესვენა წმ. ნინოს ჯვარი.

მყინვარწვერი
სნოს ციხე
 სნოს ციხის ამგების ან მეპატრონის შესახებ
ისტორია დუმს. სნოს ციხე XVI საუკუნის
მიწურულში უნდა იყოს აგებული.
წყაროებში პირველად იხსენიება XVIII
საუკუნის 30-იან წლებში, როცა მას
დაღესტნელთა ლაშქარიი მოადგა. არაგვის
ერისთავი ბარძიმი ატყობინებს რუსეთში
მყოფ ვახტანგ VI-ს ქვეყნის პოლიტიკურ
მდგომარეობას და
ჩივის ლეკთა გამუდმებულ თავდასხმებზე.
ერთ-ერთი შემოსევის დროს ათი ათასი ლეკი
მოადგაო სნოსა და არშას. სნოს ციხე
კონტროლს უწევდა ხევიდან მიმავალ მოკლე
გზას, რომელიც
გადიოდა ხევსურეთზე, ფშავზე და
გუდამაყრის ხეობით მთიულეთზე.
გადმოცემის თანახმად, სნოს ციხე
ეკუთვნოდა შიოლა ღუდუშაურს, რისთვისაც
არაგვის ერისთავს აზნაურობა უბოძებია.
ალექსანდრე ყაზბეგი
 ალექსანდრე ყაზბეგი აღიზარდა
სტეფანწმინდაში, ხევის მმართველის მიხეილ
გაბრიელის ძე ჩოფიკაშვილისა (ყაზბეგის) და
ელისაბედ თარხნიშვილის ოჯახში.
მშობლებმა მიაბარეს თბილისში ჯერ ჰაკეს
(1859), შემდეგ კანონიჩის (1862)
პანსიონს.1863 წლიდან სწავლობდა
კლასიკურ გიმნაზიაში, 1867—1870 წლებში –
მოსკოვისსამეურნეო აკადემიაში.
სამშობლოში დაბრუნებულმა ხელი მიჰყო
მწყემსობას, რამაც მისი ახლობლების დიდი
უკმაყოფილება გამოიწვია. 1879 წლამდე
მეცხვარედ იყო და ზედმიწევნით გაეცნო
მოხევეთა ყოფას, გლეხი ხალხის სატკივარს,
მეფის ხელისუფალთა და ხალხის
ურთიერთობას (ეს პერიოდი ასახა
მოთხრობაში „ნამწყემსარის
მოგონებანი“, 1883).
 1
 ტრადიცსტუმარ-მასპინძლობის ტრადიციები ხევში
 (stumar-maspindzlobis tradiciebi xevshi)
 სტუმარ-მასპინძლობა ეთნოგრაფიული თემატიკიდან ყოფის უმნიშვნელოვანესი მოვლენაა.
ეს არის დღემდე ცოცხლად მოქმედი, თუმცა ახალი ეპოქის მოთხოვნილების შედეგად
ტრანსფორმირებული წესი.
მოხევეთა ცხოვრებაში, ისევე როგორც ზოგადად ქართველ ხალხში, პიროვნების პირადი
ღირსებისა და ოჯახის თუ გვარ-შთამომავლობის ავტორიტეტის შექმნილ ფაქტორებს შორის
სტუმართმოყვარეობასაც გარკვეული მნიშვნელობა ენიჭება. “სტუმარშინშეუყვანელი” კაცი
ხალხის თვალში დამცირებული იყო და ეს თვისება სასაყვედუროდ ითვლებოდა.
სტუმართმოყვარეობა, როგორც ადამიანის ღირსების ერთ-ერთი გამოხატულება,
მოითხოვდა მოქმედი ეტიკეტის დაცვას, სტუმრისადმი განსაკუთრებულ პატივისცემას.
ამაში იგულისხმებოდა საუკეთესო საჭმელ-სასმელის მირთმევა, გართობა, დაძინება,
იარაღის საიდუმლოდ შენახვა და ცხენის კვება. სტუმრის მიერ რაიმე საქმის გაკეთება ან
მასპინძლის მაგივრად მისი სადმე გაგზავნა დაუშვებელი იყო. ამ შემთხვევაში მნიშვნელობა
არ ჰქონდა სტუმრად ყოფნის ხანგრძლივობას და არც სტუმრის ვინაობას. ის მასპინძლის
მეგობარიც რომ ყოფილიყო, საოჯახო საქმეში მისი ჩართვა სტუმარ-მასპინძლობის ნორმების
დარღვევად ითვლებოდა.
ხევში დღემდე შენარჩუნებული ჩვეულების მიხედვით ოჯახში მომსვლელი მეზობელი, თუ
სხვა სოფლის ან კუთხის მკვიდრი, რომელიმე მამაკაცის სახელს დაიძახებს. უმამაკაცო
ოჯახშიც კი მიუღებელია ქალის სახელის დაძახება. ის, რაც დღემდე სრულდება და უშუალო
დაკვირვებით შეიძლება აღვიქვათ, კიდევ უფრო მტკიცედ დაცული იყო წარსულში.
ტრადიციულად უფრო მიღებული იყო ოჯახის უფროსის სახელის შეკივლება ან ბავშვის
შეგზავნა.
სტუმრების მიღება ოჯახის უფროსის ფუნქციას შეადგენდა, ხოლო სამყოფოში (სახლის
მთავარ განყოფილებაში), სადაც კერა იყო მოწყობილი, მისალმება-მოკითხვების უფლებით
სარგებლობდა რძლებს შორის უფროსი დიასახლისიც. ძნელი არაა იმის მიხვედრა, რომ
ასეთი სიტუაცია დამახასიათებელი იყო დიდი ოჯახისათვის, რომლის შემადგენლობაში
რამდენიმე თაობა ერთ ჭერქვეშ ცხოვრობდა.
მცირერიცხოვან ოჯახში სტუმრის მიღებასა ზემოხსენებული წესის დაცვით სრულდებოდა
და მიმღების როლში ოჯახის უფროსი ფიგურირებდა. ასეთ ოჯახში მისულ სტუმარს
აუცილებლად შემოეგებებოდა ოჯახის უფროსი, სახლში შეიყვანდა, სკამზე დაჯდომას
შესთავაზებდა.
სტუმარს მასპინძელი ხონჩასთან მიიწვევდა. ხონჩა ერქვა მცირე ზომის სამფეხა მაგიდას —
სუფრას, რაც გამოიყენებოდა როგორც ოჯახის წევრის, ისე სტუმრის დასაპურებლად.
მოხევეები მასპინძლის მოვალეობას იმის ღრმა რწმენით ასრულებდნენ, რომ “სტუმარი
ღვთისაა”, ხოლო მასპინძელი მარტოოდენ ერთი ოჯახი კი არაა, არამედ ყველა ნათესავი და
მეზობელი, მთელი სოფელი. ბავშვობიდანვე ამ შეგნებით შთაგონებული მოხევე თავს
ვალდებულად თვლიდა სოფელში მოსული უცხო კაცისთვის მისალმებისთანავე
მასპინძლობა შეეთავაზებინა.
სტუმრის მიღება და დაცვა, უწმინდეს საზოგადოებრივ მოვალეობად ითვლებოდა.
მასპინძელს სტუმრის შენახვა ისეთ ვითარებაშიც ევალებოდა, როდესაც უკანასკნელი
დევნილი იყო მოსისხლე მტრის ან დამსჯელი ორგანოებისაგან.
სტუმრად მყოფი კაცი მასპინძლის სანათესაოს მტერიც რომ აღმოჩენილიყო, სახლიდან
მშვიდობიანად უნდა გაეცილებინა.
ხევის მცხოვრებთათვის დაუშვებელი იყო თემიდან მოკვეთილის სტუმრად მიღება.
 იები
ძმადნაფიცობის
ტრადიცია ხევში
მოხევეთა ზნე-ჩვეულების სისტემაში მნიშვნელოვანი
ადგილი განეკუთვნებოდა ნათესაური ურთიერთობების
ფორმებს. ამათგან აღსანიშნავია სისხლითი, მოყვრობითი და
ხელოვნური ნათესაობის კატეგორიები. მათ შორის, მესამე
სახის ნათესაობა იქმნებოდა ნათელ-მირონობით ან
ძმადგაფიცვის მეშვეობით. ძმადგაფიცვის წესი
სრულდებოდა სხვადასხვა ხასიათის საშუალებებით:
თითების გაჭრით და სისხლის შეზიარებით, სასმისში
ვერცხლის ჩათლით, ტყვიების გაცვლით.
ძმადგაფიცვა ხევში ერთგულებისა და ურთიერთგატანის
გარანტიას ქმნიდა და საგანგებო სიტუაციაში მასობრივ
ხასიათს ატარებდა. ვაჟების ძმადგაფიცვასთან ერთად ეს
პროცესი ფართოვდებოდა ქალების ჩართვითაც.
ალექსანდრე ყაზბეგის თხზულებებიდან ნათლად ჩანს, რომ
მთიელთა შორის ამ წმინდა ტრადიციის საფუძველი იყო
აღზრდის ხალხური სისტემა და მამაპაპური ჩვეულება,
რომელიც გამორიცხავდა უპირობისა და ღალატის
შესაძლებლობას.
ალ. ყაზბეგის თხზულებებშიც ნათლად ჩანს, რომ
ძმადგაფიცვის წესი ქართველ და ვაინახ (საერთო
სახელწოდებაა ჩეჩნებისა და ინგუშებისა) მთიულთა
ცხოვრებაში საყოველთაოდ გავრცელებული იყო, რაც
ადამიანთა ურთიერთობის განმტკიცების საშუალებას
წარმოადგენდა და თანაც დანათესავების ერთ-ერთ
კატეგორიას განეკუთვნებოდა. ყველა ვითარებაში მისი
შესრულება მხარეთა სურვილით ხორციელდებოდა და
ფიცის ნიშნად ტყვიების გაცვლის ან ჯოხის დაჭდევის წესი
გამოიყენებოდა, მაგრამ საგნობრივ განსხვავებას არსებითი
მნიშვნელობა არ ენიჭებოდა, ვინაიდან ტყვიაც ან ჭიდიანი
ჯოხიც ფიცის განმტკიცების ემბლემა იყო კავკასიელ
მთიელთა ცხოვრებაში. საყოველთაოდ მოქმედი ეს
ჩვეულება იმდენად ფესვმაგარი და შეურყეველი იყო, რომ
მის შესრულებას ხელს არ უშლიდა არც ეთნიკური და არც
სარწმუნოებრივი კუთვნილება. ამის დამადასტურებელია
თუნდაც ის გარემოება, რომ ვაინახები ხატობას ქართველ
მთიელთა ხატობის ანალოგიურად აწყობდნენ და
ალკოჰოლურ სასმელსაც კი იყენებდნენ. ეს იმაზე
მიგვანიშნებს, რომ გამაჰმადიანებულ მოსახლეობაში
ქრისტიანული დღესასწაულის ნაკვალევი ჯერ კიდევ არ იყო
გამქრალი.
ალპინიზმი

Contenu connexe

En vedette

Anil sharma amrapali platinum dream valley
Anil sharma amrapali platinum dream valleyAnil sharma amrapali platinum dream valley
Anil sharma amrapali platinum dream valley
Amrapali Group
 

En vedette (10)

Anil sharma amrapali platinum dream valley
Anil sharma amrapali platinum dream valleyAnil sharma amrapali platinum dream valley
Anil sharma amrapali platinum dream valley
 
Amrapali Group's Success Story
Amrapali Group's Success StoryAmrapali Group's Success Story
Amrapali Group's Success Story
 
Anil sharma amrapali dream valley
Anil sharma amrapali dream valleyAnil sharma amrapali dream valley
Anil sharma amrapali dream valley
 
Anil Sharma Amrapali - Dream Valley
Anil Sharma Amrapali - Dream ValleyAnil Sharma Amrapali - Dream Valley
Anil Sharma Amrapali - Dream Valley
 
Anil sharma amrapali Golf Homes
Anil sharma amrapali Golf HomesAnil sharma amrapali Golf Homes
Anil sharma amrapali Golf Homes
 
Daftar isi go
Daftar isi goDaftar isi go
Daftar isi go
 
Presentasi remastering grombyangOS
Presentasi remastering grombyangOSPresentasi remastering grombyangOS
Presentasi remastering grombyangOS
 
Adc (analog to digital converter)
Adc (analog to digital converter)Adc (analog to digital converter)
Adc (analog to digital converter)
 
Ecg2
Ecg2Ecg2
Ecg2
 
Управление проектами в Администрации Ленинградской области
Управление проектами в Администрации Ленинградской областиУправление проектами в Администрации Ленинградской области
Управление проектами в Администрации Ленинградской области
 

Kazbegi

  • 1. ყ ა ზ ბ ე გ ი IXკლასის მოსწავლე ნინო კვიჟინაძე.
  • 4. გერგეტის სამება  გერგეტის ყოვლაწმინდა სამების ტაძარი სტეფანწმინდისა და ხევის ეპარქიაში, დაბა ყაზბეგის ჩრდილოეთით, მდინარე თერგის შენაკად ჩხერის მარჯვენა ნაპირზე, მყინვარწვერის ფერხთით, ზღვის დონიდან 2200-მ-ზე მთის მწვერვალზეა აღმართული.  გერგეტის წმ. სამება ქართული ხუროთმოძღვრების გამორჩეული ნიმუშია. ძველი წყაროებისა და არქიტექტურული სტილის მიხედვით წმ. სამება საქართველოს ეკლესიის აღმავლობის ხანაში XIV საუკუნეშია აგებული, როგორც სამონასტრო კომპლექსი. დღეს შემორჩენილია გალავნით შემოზღუდული ყოვლადწმინდა სამების სახელობის გუმბათოვანი ეკლესია, სამრეკლო და ტაძრის სამხრეთ ფასადზე მიშენებული საბჭეო (ადგილი სადაც, მთის უძველესი ჩვეულების თანახმად უნმიშვნელოვანესი გადაწყვეტილებების მისაღებად უხუცესთა საბჭო იკრიბებოდა).  გერგეტის წმ. სამების ტაძარი ხევში, სადაც ძირითადად ბაზილიკური სტილის ტაძრებია აშენებული პირველი გუმბათოვანი ეკლესიაა. ტაძარში არსებული ფრესკები და წმ. ტრაპეზი ეკლესიის აგების დროინდელი უნდა იყოს. ტაძარს ორი შესასვლელი აქვს: სამხრეთიდან და დასავლეთიდან. ეკლესია ორ სართულიანია, მეორე სართული უცხო თვალისთვის შეუმჩნეველ დიდ სამალავს წარმოადგენს, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ ტაძარს თავდაცვითი ფუნქციაც ჰქონდა.  ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით: მტერთა შემოსევების დროს საქარტველოს ეკლესიის საგანძურს გადასარჩენად სწორედ გერგეტის წმ. სამების ტაძარში გამოხიზნავდნენ ხოლმე. ამავე მიზნით აქ გარკვეული დროის განმავლობაში ესვენა წმ. ნინოს ჯვარი. 
  • 6. სნოს ციხე  სნოს ციხის ამგების ან მეპატრონის შესახებ ისტორია დუმს. სნოს ციხე XVI საუკუნის მიწურულში უნდა იყოს აგებული. წყაროებში პირველად იხსენიება XVIII საუკუნის 30-იან წლებში, როცა მას დაღესტნელთა ლაშქარიი მოადგა. არაგვის ერისთავი ბარძიმი ატყობინებს რუსეთში მყოფ ვახტანგ VI-ს ქვეყნის პოლიტიკურ მდგომარეობას და ჩივის ლეკთა გამუდმებულ თავდასხმებზე. ერთ-ერთი შემოსევის დროს ათი ათასი ლეკი მოადგაო სნოსა და არშას. სნოს ციხე კონტროლს უწევდა ხევიდან მიმავალ მოკლე გზას, რომელიც გადიოდა ხევსურეთზე, ფშავზე და გუდამაყრის ხეობით მთიულეთზე. გადმოცემის თანახმად, სნოს ციხე ეკუთვნოდა შიოლა ღუდუშაურს, რისთვისაც არაგვის ერისთავს აზნაურობა უბოძებია.
  • 7. ალექსანდრე ყაზბეგი  ალექსანდრე ყაზბეგი აღიზარდა სტეფანწმინდაში, ხევის მმართველის მიხეილ გაბრიელის ძე ჩოფიკაშვილისა (ყაზბეგის) და ელისაბედ თარხნიშვილის ოჯახში. მშობლებმა მიაბარეს თბილისში ჯერ ჰაკეს (1859), შემდეგ კანონიჩის (1862) პანსიონს.1863 წლიდან სწავლობდა კლასიკურ გიმნაზიაში, 1867—1870 წლებში – მოსკოვისსამეურნეო აკადემიაში. სამშობლოში დაბრუნებულმა ხელი მიჰყო მწყემსობას, რამაც მისი ახლობლების დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. 1879 წლამდე მეცხვარედ იყო და ზედმიწევნით გაეცნო მოხევეთა ყოფას, გლეხი ხალხის სატკივარს, მეფის ხელისუფალთა და ხალხის ურთიერთობას (ეს პერიოდი ასახა მოთხრობაში „ნამწყემსარის მოგონებანი“, 1883).  1
  • 8.  ტრადიცსტუმარ-მასპინძლობის ტრადიციები ხევში  (stumar-maspindzlobis tradiciebi xevshi)  სტუმარ-მასპინძლობა ეთნოგრაფიული თემატიკიდან ყოფის უმნიშვნელოვანესი მოვლენაა. ეს არის დღემდე ცოცხლად მოქმედი, თუმცა ახალი ეპოქის მოთხოვნილების შედეგად ტრანსფორმირებული წესი. მოხევეთა ცხოვრებაში, ისევე როგორც ზოგადად ქართველ ხალხში, პიროვნების პირადი ღირსებისა და ოჯახის თუ გვარ-შთამომავლობის ავტორიტეტის შექმნილ ფაქტორებს შორის სტუმართმოყვარეობასაც გარკვეული მნიშვნელობა ენიჭება. “სტუმარშინშეუყვანელი” კაცი ხალხის თვალში დამცირებული იყო და ეს თვისება სასაყვედუროდ ითვლებოდა. სტუმართმოყვარეობა, როგორც ადამიანის ღირსების ერთ-ერთი გამოხატულება, მოითხოვდა მოქმედი ეტიკეტის დაცვას, სტუმრისადმი განსაკუთრებულ პატივისცემას. ამაში იგულისხმებოდა საუკეთესო საჭმელ-სასმელის მირთმევა, გართობა, დაძინება, იარაღის საიდუმლოდ შენახვა და ცხენის კვება. სტუმრის მიერ რაიმე საქმის გაკეთება ან მასპინძლის მაგივრად მისი სადმე გაგზავნა დაუშვებელი იყო. ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არ ჰქონდა სტუმრად ყოფნის ხანგრძლივობას და არც სტუმრის ვინაობას. ის მასპინძლის მეგობარიც რომ ყოფილიყო, საოჯახო საქმეში მისი ჩართვა სტუმარ-მასპინძლობის ნორმების დარღვევად ითვლებოდა. ხევში დღემდე შენარჩუნებული ჩვეულების მიხედვით ოჯახში მომსვლელი მეზობელი, თუ სხვა სოფლის ან კუთხის მკვიდრი, რომელიმე მამაკაცის სახელს დაიძახებს. უმამაკაცო ოჯახშიც კი მიუღებელია ქალის სახელის დაძახება. ის, რაც დღემდე სრულდება და უშუალო დაკვირვებით შეიძლება აღვიქვათ, კიდევ უფრო მტკიცედ დაცული იყო წარსულში. ტრადიციულად უფრო მიღებული იყო ოჯახის უფროსის სახელის შეკივლება ან ბავშვის შეგზავნა. სტუმრების მიღება ოჯახის უფროსის ფუნქციას შეადგენდა, ხოლო სამყოფოში (სახლის მთავარ განყოფილებაში), სადაც კერა იყო მოწყობილი, მისალმება-მოკითხვების უფლებით სარგებლობდა რძლებს შორის უფროსი დიასახლისიც. ძნელი არაა იმის მიხვედრა, რომ ასეთი სიტუაცია დამახასიათებელი იყო დიდი ოჯახისათვის, რომლის შემადგენლობაში რამდენიმე თაობა ერთ ჭერქვეშ ცხოვრობდა. მცირერიცხოვან ოჯახში სტუმრის მიღებასა ზემოხსენებული წესის დაცვით სრულდებოდა და მიმღების როლში ოჯახის უფროსი ფიგურირებდა. ასეთ ოჯახში მისულ სტუმარს აუცილებლად შემოეგებებოდა ოჯახის უფროსი, სახლში შეიყვანდა, სკამზე დაჯდომას შესთავაზებდა. სტუმარს მასპინძელი ხონჩასთან მიიწვევდა. ხონჩა ერქვა მცირე ზომის სამფეხა მაგიდას — სუფრას, რაც გამოიყენებოდა როგორც ოჯახის წევრის, ისე სტუმრის დასაპურებლად. მოხევეები მასპინძლის მოვალეობას იმის ღრმა რწმენით ასრულებდნენ, რომ “სტუმარი ღვთისაა”, ხოლო მასპინძელი მარტოოდენ ერთი ოჯახი კი არაა, არამედ ყველა ნათესავი და მეზობელი, მთელი სოფელი. ბავშვობიდანვე ამ შეგნებით შთაგონებული მოხევე თავს ვალდებულად თვლიდა სოფელში მოსული უცხო კაცისთვის მისალმებისთანავე მასპინძლობა შეეთავაზებინა. სტუმრის მიღება და დაცვა, უწმინდეს საზოგადოებრივ მოვალეობად ითვლებოდა. მასპინძელს სტუმრის შენახვა ისეთ ვითარებაშიც ევალებოდა, როდესაც უკანასკნელი დევნილი იყო მოსისხლე მტრის ან დამსჯელი ორგანოებისაგან. სტუმრად მყოფი კაცი მასპინძლის სანათესაოს მტერიც რომ აღმოჩენილიყო, სახლიდან მშვიდობიანად უნდა გაეცილებინა. ხევის მცხოვრებთათვის დაუშვებელი იყო თემიდან მოკვეთილის სტუმრად მიღება.  იები ძმადნაფიცობის ტრადიცია ხევში მოხევეთა ზნე-ჩვეულების სისტემაში მნიშვნელოვანი ადგილი განეკუთვნებოდა ნათესაური ურთიერთობების ფორმებს. ამათგან აღსანიშნავია სისხლითი, მოყვრობითი და ხელოვნური ნათესაობის კატეგორიები. მათ შორის, მესამე სახის ნათესაობა იქმნებოდა ნათელ-მირონობით ან ძმადგაფიცვის მეშვეობით. ძმადგაფიცვის წესი სრულდებოდა სხვადასხვა ხასიათის საშუალებებით: თითების გაჭრით და სისხლის შეზიარებით, სასმისში ვერცხლის ჩათლით, ტყვიების გაცვლით. ძმადგაფიცვა ხევში ერთგულებისა და ურთიერთგატანის გარანტიას ქმნიდა და საგანგებო სიტუაციაში მასობრივ ხასიათს ატარებდა. ვაჟების ძმადგაფიცვასთან ერთად ეს პროცესი ფართოვდებოდა ქალების ჩართვითაც. ალექსანდრე ყაზბეგის თხზულებებიდან ნათლად ჩანს, რომ მთიელთა შორის ამ წმინდა ტრადიციის საფუძველი იყო აღზრდის ხალხური სისტემა და მამაპაპური ჩვეულება, რომელიც გამორიცხავდა უპირობისა და ღალატის შესაძლებლობას. ალ. ყაზბეგის თხზულებებშიც ნათლად ჩანს, რომ ძმადგაფიცვის წესი ქართველ და ვაინახ (საერთო სახელწოდებაა ჩეჩნებისა და ინგუშებისა) მთიულთა ცხოვრებაში საყოველთაოდ გავრცელებული იყო, რაც ადამიანთა ურთიერთობის განმტკიცების საშუალებას წარმოადგენდა და თანაც დანათესავების ერთ-ერთ კატეგორიას განეკუთვნებოდა. ყველა ვითარებაში მისი შესრულება მხარეთა სურვილით ხორციელდებოდა და ფიცის ნიშნად ტყვიების გაცვლის ან ჯოხის დაჭდევის წესი გამოიყენებოდა, მაგრამ საგნობრივ განსხვავებას არსებითი მნიშვნელობა არ ენიჭებოდა, ვინაიდან ტყვიაც ან ჭიდიანი ჯოხიც ფიცის განმტკიცების ემბლემა იყო კავკასიელ მთიელთა ცხოვრებაში. საყოველთაოდ მოქმედი ეს ჩვეულება იმდენად ფესვმაგარი და შეურყეველი იყო, რომ მის შესრულებას ხელს არ უშლიდა არც ეთნიკური და არც სარწმუნოებრივი კუთვნილება. ამის დამადასტურებელია თუნდაც ის გარემოება, რომ ვაინახები ხატობას ქართველ მთიელთა ხატობის ანალოგიურად აწყობდნენ და ალკოჰოლურ სასმელსაც კი იყენებდნენ. ეს იმაზე მიგვანიშნებს, რომ გამაჰმადიანებულ მოსახლეობაში ქრისტიანული დღესასწაულის ნაკვალევი ჯერ კიდევ არ იყო გამქრალი.