2. 3Na2SO3 + 2H3PO4 2Na3PO4 + 3H2SO3 (H2O + SO22 )
3K2CO3 + 2H3PO44 2K3PO4 + 3H2CO3 (H2O + CO22 )
Fe2O3 + 6HNO3 2Fe(NO3)3 + 3H2O
FeO + 2HNO3 3 Fe(NO3)2 + H2O
CaO + 2HNO3 3 Ca(NO3)2 + H2O
CuO + 2HNO3 Cu(NO3)2 + H2O
Al2O3 + 6HNO3 2Al(NO3)3 + 3H2O
KOH + HNO3 K NO3 + H2O
Gr(OH)2 + 2HNO3 Cr(NO3)2 + 2H2O
Gr(OH)3 + 3HNO3 Cr(NO3)3 + 3H2O
Na2S + 2HNO3 2NaNO3 + H2SS
Na2SO3 + 2HNO3 2NaNO3l + H2SO3 (H2O + SO22 )
K2CO3 + 2HNO3 2KNO3 + H2CO3 (H2O + CO22 )
ამფოტერული ოქსიდები და ჰიდროქსიდები
ამფოტერულია ოქსიდი, რომელიც რეაგირებს როგორც მჟავეებთან (ფუძე
ოქსიდების მსგავსად), ისე ტუტეებთან (მჟავური ოქსიდების მსგავსად).
ამფოტერული ოქსიდებია: ZnO, Al2O3, BeO, Cr2O3, SnO2, PbO2 და ა.შ.
ამფოტერულ ოქსიდებს შეესაბამება ამფოტერული ჰიდროქსიდები: Zn(OH)2,
Al(OH)3, Be(OH)2, Cr(OH)3, Sn(OH)4, Pb(OH)4. ეს ჰიდროქსიდები რეაგირებენ
როგორც მჟავებთან, ისე ტუტეებთან. მჟავებთან ისინი შედიან რეაქციაში
როგორც მეტალთა ჰიდროქსიდები (ფუძეები), ხოლო ტუტეებთან – როგორც
მჟავები.
ZnO-ს შეესაბამება ჰიდროქსიდი, რომელიც შეიძლება განვიხილოთ როგორც
ფუძე Zn(OH)2 და როგორც მჟავა H2ZnO2.
ასე რომ როცა ZnO შედის რეაქციაში მჟავასთან ის ავლენს ფუძე ოქსიდის
თვისებას.
ZnO + 2HNO3 Zn(NO3)2 + H2O
როცა რეაგირებს ტუტესთან (მაგ: NaOH) მიიღება Na-ის და შესაბამისი მჟავას
(H2ZnO2 2 ZnO2 (II) ) მარილი. ე.ი. ZnO აქ ავლენს მჟავური ოქსიდის თვისებას.
2NaOH + ZnO 2 Na2ZnO2 + H2O
ნატრიუმის
ცინკატი
როცა Zn(OH)2 რეაგირებს მჟავასთან ის იქცევა როგორც მეტალის
ჰიდროქსიდი
Zn(OH)2 + 2HCl + ZnCl2 +2H2O
3. ხოლო როცა ეს ნივთიერება რეაგირებს ტუტესთან, მაშინ ის იქცევა როგორც
მჟავა.
H2ZnO2 + 2KOH K2ZnO2 + 2H2O
კალიუმის
ცინკატი
ანალოგიურად: ამფოტერულ ოქსიდს Al2O3-ს შეესაბამება ამფოტერული
ჰიდროქსიდი, რომელიც შეგვიძლია განვიხილოთ როგორც ფუძე Al(OH)3 და
როგორც მჟავა H3AlO3, რომელიც შეიძლება ადვილად გარდაიქმნას შედარებით
უფრო ძლიერ მჟავად HAlO2-ად შემდეგი გარდაქმნის საფუძველზე.
H3AlO3 HAlO2 + H2O
შესაბამისად
a. Al2O3 + 6HCl 2AlCl3 + 3H2O
b. Al2O3 + 2KOH 2KAlO2 + H2O
a. ამ რეაქციაში Al2O3 ავლენს ფუძე ოქსიდის თვისებას.
b. ამ რეაქციაში Al2O3 ავლენს მჟავური ოქსიდის თვისებას.
a. Al(OH)3 + 3HCl 2AlCl3 + 3H2O
b. H3AlO3 + KOH KAlO2 + 2H2O
a. ამ რეაქციაში Al(OH)3 ავლენს ფუძის თვისებას.
b. ამ რეაქციაში Al(OH)3 ავლენს მჟავის თვისებას.
საშინაო დავალება :
1. დაწერეთ: ა) Al2O3-ის და Al(OH)3-ის
ბ) ZnO-ს და Zn(OH)2-ის
ურთიერთქმედების რეაქციები შემდეგ მჟავებთან და ტუტეებთან: HNO3,,
HBr, LiOH, Ba(OH)2.
2. წინა გაკვეთილის მასალის გამეორებისათვის დავწეროთ შემდეგ
რეაქციათა ტოლობები:
3.
გაითვალისწინეთ, რომ ყველა რეაქცია არ მიდის.