SlideShare une entreprise Scribd logo
1  sur  50
“გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება” ქართული ჰაგიოგრაფიის გამორჩეული
ძეგლია,მისი ერთადერთი ხელნაწერი XIXს_ში იქნა აღმოჩენილი,ნაწარმოების
დასასრულს ვკითხულობთ,რომ ავტორი ამ ჰაგიოგრაფიული ნაწარმოების არის
გიორგი მერჩულე,რომელიც სარწმუნოების, რჯულის საკითხებში განსწავლული
პირი გახლდათ,ის არ ყოფილა გრიგოლ ხანძთელის თანამედროვე,არამედ
წმინდანის ცხოვრება 90 წლის შემდეგ მოწაფეების და მოწაფის მოწაფეების
ნაამბობზე დაყრდნობით აღუწერია,ხანძთაში.
გრიგოლ ხანძთელი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული
პიროვნებაა, რომელმაც ტაო-კლარჯეთში ქართლის ნაცვალი ცენტრი შექმნა მაშინ,
როცა თბ0ლისში არაბეთის ამირა იჯდა. სამხრეთ საქართველოში მის მიერ
დაწყებული დიდი საეკლესიო აღმშენებლობა საქართველოს გაერთიანებისა და
გამთლიანების საფუძველი უნდა გამხდარიყო.
გრიგოლ ხანძთელი იყო „ქვეყნისა კაცი და ზეცისა ანგელოცი „იყო უდაბნოთა
ქალაქთმყოფელი იმ უდაბნოსი,რომელსაც ტაო–კლარჯეთი ეწოდა.ის იყო
პიროვნება, რომელმაც ხორციელ პატივს, გამხდარიყო ეპისკოპოსი,ამჯობინა
ფარულად განშორებოდა ადგილს.სადაც ის ბავშვობიდან იზრდებოდა და როგორც
აბრაამი განაშორა ღმერთმა ურწმუნო ქვეყანას, ისე გრიგოლი გამოიყვანა მორწმუნე
და ღვთსმოსავი ქვეყნიდან იმ მიზნით, რომ უდაბნოში გამოებრწყინა დაუშრეტელ
სანთელს.რომელიც მაღალ და ბრწყინვალე სასანთლეზე იკაშკაშებდა.
გრიგოლის ღვაწლად ითვლება ის ძალისხმევა,რომელიც მან მოახმარა ეკლესია–
მონასტრების მშენებლობას.
VIII-IX ს.ს-ის დიდი საეკლესიო მოღვაწე და განმანათლებელი მეუდაბნოე, კლარჯეთის სავანეთა
კეთილად განმგებელი, წინამძღვარი და ხანძთისა და შატბერდის მონასტერთა აღმაშენებელი, ღირსი
მამა გრიგოლ ხანძთელი (758-861 წ.წ.) წარჩინებული დიდგვაროვნების შვილი იყო. ყრმა გრიგოლი
სამეფო კარზე იზრდებოდა ქართლის ერისმთავრის ნერსეს ცოლის, კეთილმორწმუნე დედოფლის
მეთვალყურეობით, რომელმაც იშვილა იგი. გასაოცარი იყო მისი მისწრაფება სწავლა-
განათლებისადმი, ამასთან ერთად გრიგოლმა წარმართული ფილოსოფიაც საფუძვლიანად შეისწავლა
და რაც კეთილი იყო მასში - შეიწყნარა, ხოლო რაც ბოროტი და ქრისტიანისათვის მიუღებელი, -
განიშორა. ასე ღმრთისათვის სათნოდ ცხოვრობდა სამღვდელო ჭაბუკი, რომელიც შესახედავად იყო
გამხდარი, ახოვანი, დიდტანოვანი, სახით მშვენიერი, მშვიდი და ზეციური სათნოებით
სხივდაფენილი.
გიორგი მერჩულის ცხოვრების წლები ზუსტად
არ არის ცნობილი. ფიქრობენ, რომ მას,დიდი
ცოდნისა და მწერლური გამოცდილების
მქონეს, „გროგილ ხანძთელის ცხოვრება
„მოხუცებულობისას“ უნდა დაეწერა. იგი უნდა
დაბადებულიყო მე-9 საუკუმის 80-იან
წლებში.(ის მოესწრო 861 წელს გარდაცვლილი
გრიგოლის არამარტო მოწაფეთა
მოწაფეებს,არამედ უშუალო
მოწაფეებსაც,გამოუყენებია „ჭეშმარიტად
თხრობილი მოწაფეთაგან და მოწაფის
მოწაფეთაგან მის წმინდისა“ )და უნდა
გარდაცვლილიყო მე-10 საუკუნის 60-იან
წლებში. მერჩულე,რომელიც „რჩეულ“,
“სჯულ“ ფუძიდან მე-ე აფიქსებით ნაწარმოები
სახელია,აღნიშნავს გიორგის არა გვარს ან
სადაურობას,არამედ ხელობა-
პროფესიას,იმას,რომ ის ყოფილა რჩეულის
(შჯულის,სჯულის) მცოდნე,თეოლოგი.
გიორგი მერჩულე
“გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების“ დაწერის დრო ზუსტად არის
დადგენილი, თვით ნაწარმოებში დაცული ცნობების საფუძველზე.
თხზულებაში ნათქვამია: „ხოლო იყო გარდაცვალებაი ნეტარისა
მამისა ჩვენისა გრიგოლისი რიცხუსა წელიწადთა მისთასა
ასდამეორესა წელსა, ქრონიკონსა ოთხმეოცდაერთსა. არამედ
(=მაგრამ)გარდაცვალებითგან მისით დაიწერა ცხორებაი ესე მისი
შემდგომად ოთხმეოცდაათისა წლისა,დასაბამითგან გარდასულთა
წელთა ექუს ათას ხუთასორმეოცდამეათოთხმეტესა წელსა...“ (
83).აქ სამი ზუსტი ქრონოლოგიური ცნობაა მოცემული:ერთი
გრიგოლის გარდაცვალებისა და მეორე ნაწარმოების
დაწერისა.მასში ნათქვამია, რომ გრიგოლი გარდაცვლილა წელთ-
აღრიცხვის ქრონიკონუი სათვალავის 81-ე წელს.რადგან
ქრონიკონის სისტემა 532 წლიან ციკლს მოიცავდა და ძველების
ანგარიშით 780 წელს დამთავრებულა 12 ასეთი მოქცევა- ციკლი
,გრიგოლი გარდაცვლილა მე-13 მოქცევის 81-ე წელს, ე.ი 780+81=861
წელს.ნაწარმოები კი დაწერილა გრიგოლის გარდაცვალებიდან
(861წლიდან) 90 წლის შემდეგ, ე.ი 951 წელს (861+90).
მართალია,თხზულება დაწერილია x საუკუნის შუა წლებში
ტაო-კლარჯეთის მძლავრ კულტურულ
ცენტრში,ხანძთაში მაგრამ,სამწუხაროდ,არა თუ მისი
ავტოგრაფი,არამედ გადანაწერი პირებიც კი არ
შემორჩენილა საქართველოშინაწარმოები დაცულია
ერთადერთ მოგვიანო ხანის (დაახლოებით 11 საუკუნის
დასასრულის) ხელნაწერ კრებულში (157-
229ფურცლებზე),რომელიც ინახება იერუსალიმის
საპატრიარქო წიგნსაცავის ქართულ ხელნაწერთა
ფონდში მე-2 ნომრით.ამ ხელნაწერს პირველად 1845წელს
გაეცნო ნიკოლოზ ჩუბინაშვილი.
„გრიგოლ ხანძთლის ცხოვრების“ შემცვლელი ხელნაწერი
ადგილზე (იერუსალიმში) შეისწავლა ნიკო მარმა
1902წელს.
ოპიზას სამონასტრო კომპლექსი მდებარეობს თურქეთში,
ართვინის პროვინციაში ისტორიულ მხარე კლარჯეთში, VIII საუკუნის 30-იან
წლებში არაბმა მხედართმთავარმა მურვან ყრუმ დააქცია შავშეთი და
კლარჯეთი. არაბთა შემოსევას დაერთო ქოლერის ეპიდემია, დააცარიელა
კლარჯეთი და, სავარაუდოდ ამის გამო იყო დანგრეული ოპიზა. 750-60-იან
წლებში მონასტერი კვლავ აღდგა. VIII საუკუნის 80-იანი წლების დასაწყისში
აქ ქართლიდან მოვიდა მამა გრიგოლი და თავის მოწაფეებთან საბასთან,
თეოდორესთან და ქრისტეფორესთან ერთად ორი წელი გაატარა. მისივე
ცნობით, მოკლე დროში ამ მხარეში კიდევ თორმეტი მონასტერი აღაშენეს.
აღდგენილ ოპიზის სავანეს სათავეში ამბა გიორგი ჩაუდგა. ოპიზაში იყო
საოქრომჭედლო სახელოსნო, რომლის წარმომადგენლები იყვნენ XII საუკუნის II
ნახევრის ცნობილი ოსტატები ბეშქენ და ბექა ოპიზრები.
ხანძთის მონასტერი VIII საუკუნეში დაარსა გრიგოლ ხანძთელმა.
ხანძთის მონასტერი იყო ქართული განათლებისა და მწიგნობრობის
უმნიშვნელოვანესი ცენტრი VIII-X საუკუნეებში. ხანძთაში მოღვაწე
პირთაგან წმ. გრიგოლ ხანძთელის გარდა, აღსანიშნავია: არსენ დიდი,
ქართლის კათალიკოსი, გიორგი მერჩულე, რომელმაც სწორედ აქ,
ხანძთაში დაწერა 951 წელს „ცხოვრება გრიგოლ ხანძთელისა“, ეფრემ
მაწყვერელი.
ხანძთაში შეიქმნა ბევრი უნიკალური ხელნაწერი სახელგანთქმული
ხანძთის ოთხთავის ჩათვლით. ხანძთის კომპლექსი მდებარეობს
თურქეთში, ართვინის პროვინციაში, ისტორიულ კლარჯეთში..
შატბერდის მონასტერი მდებარეობს ისტორიულ კლარჯეთში, ართვინის
ვილაიეთში, არტანუჯის სამხრეთით 18 კმ-ზე, მაღალმთიან სოფელ
ოქუმუშლართან (ძველი ბოსელთა). „დიდებულ ლავრად“ წოდებული ტაძარი
აშენდა უშუალოდ გრიგოლ ხანძთელის მიერ. შატბერდის მონასტერი
კლარჯეთის მთავრის ბაგრატ I კურაპალატის (830-876) შემწეობით აიგო 836
წელს. იგი საქართველოს სინად წოდებულ კლარჯეთის „თორმეტ უდაბნოთა
შორის“ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია.
შატბერდის ტაძარი ბერთას ხეობაშია. როცა აშოტ კურაპალატმა გრიგოლ
ხანძთელისგან ხანძთის ქება მოისმინა „შეწირა ადგილნი კეთილნი და
შატბერდისა ადგილი აგარაკად ხანძთისა.“ შატბერდი საგანმანათლებლო კერად
იქცა. აქ გადაიწერა სახარება და შატბერდის კრებული, რომელიც იმ დროს
სასწავლო წიგნად ითვლებოდა, რადგან შეიცავდა საღვთისმეტყველო,
საბუნებისმეტყველო, ფილოსოფიურ თხზულებებს.
უბისის ისტორია IX საუკუნიდან იწყება და იგი გრიგოლ
ხანძთელის სახელთანაა დაკავშირებული. მამა გრიგოლი
აფხაზთა მეფის დიდი მოწადინებით, ეკლესიის ასაგებად
საგანგებო ადგილს არჩევს “და მოვლენ ქვეყანანი,
საგონებელნი სამონასტრედ”. გიორგი მერჩულე უბისის
დაარსების შესახებ შემდეგს მოგვითხრობს: “მაშინ მამამან
გრიგოლ სარწმუნოებისა მეფისა აღაშენა მონასტერი და
უწოდა სახელი მისი უბეი”.
ტაძარი X-XI საუკუნის სამნავიანი ბაზილიკაა. შედგება 4 ტაძრის და 1
სამლოცველოსაგან . რამდენიმე საუკუნის წინ აქ იყო მამათა მონასტერი. ტაძარი
იყო ნახევრად დანგრეული და მიწით დაფარული.ტაძართან გაკეთდა მისასვლელი
გზა და აღდგენითი სამუშაოები ჩატარდა.2009 წელს ტაძრის აღდგენა დასრულდა
და 2009 წლის 17 დეკემბერს მეუფე იობმა აკურთხა მთავარი ტაძარი უფლის
ფერისცვალების სახელზე. მოქმედებს ასევე 2 ტაძარი წმიდა მოწამეების წმ.
ბარბარე და წმ. იულიანას და წმ. მარიამ მეგვიპტელის სახელობის
ტაძრები.მომავალში ამოქმედდება წმ. გიორგის სახელობის ტაძარი და ასევე
ღვთისმშობლის სახელობის სამლოცველო.
წყაროსთავის ტაძარი მდებარეობს თურქეთში, არტაანის პროვინციაში,
ჩილდირის რაიონში, ისტორიულ მხარე ჯავახეთში, სოფელ
წყაროსთავთან, კარწახის ტბის მახლობლად. მემატიანე ჯუანშერის (XI ს.)
ცნობით, ტაძარი ააგო მეფე ვახტანგ გორგასალის ძემ - მირდატმა, თავისი
ძმის დაჩის გამეფების შემდეგ, როდესაც მან უბოძა მას ჯავახეთი. ტაძრის
აშენების ზუსტი თარიღი წყაროში დასახელებული არ არის, მაგრამ
შეიძლება დავადგინოთ, რომ ის აგებული იყო მეექვსე საუკუნეში,
არაუგვიანეს 523 წლისა. წყაროსთავი ერთ-ერთი საეპისკოპოსო ტაძარი იყო
უძველესი საქართველოში. მისი ეპარქია მოიცავდა ტერიტორიას მდ.
მტკვრის აღმოსავლეთით: არტაანიდან, ყარსის მთამდე. ამჟამად ძეგლი
აღარ არსებობს, 70-იან წლებში იგი მთლიანად დაანგრიეს.
იშხნის მონასტერი მდებარეობს თურქეთში, ართვინის პროვინციაში,
იუსუფელის რაიონში, ისტორიულ მხარე ტაოში, ოლთისის წყლის
ხეობაში, სოფელ იშხანში (იშჰან) . ცნობილია, რომ ტაოს იმ ნაწილში,
სადაც იშხანი მდებარეობს, ძირძველ ქართველებთან ერთად სომხებიც
ცხოვრობდნენ. სავარაუდოდ, ტაძარი არაბებმა მურვან ყრუს შემოსევის
დროს დაანგრიეს. იშხანი IX საუკუნის I ნახევარში გრიგოლ ხანძთელის
დედის დისწულის და მისივე მოწაფის, საბას (საბან) მიერ აშენდა . საბამ
ტაძარი ააგო ძველი ეკლესიის ნანგრევებზე, რომლიდანაც გადარჩენილი
საკურთხევლის ნახევრადწრიული აბსიდი, ნერსე კათალიკოსის
პატივსაცემად, მთლიანად ახალ შენობაში მოაქცია.
 იშხანის ტაძარმა, მიუხედავად გადაკეთებისა და ნგრევისა, მრავალი წარწერა
შეინარჩუნა. ზოგიერთი მათგანი საკმაოდ ვრცელია და დიდი ისტორიული
მნიშვნელოა აქვს.
 იშხნის მონასტერში ილარიონ იშხნელის დაკვეთით გადაიწერა სახარება,
შემდგომში ე.წ. მესტიის სახარება.
.
მიძნაძორის მონასტერი მდინარე კარჩხალას ხეობაში წყაროსთავიდან 7-ოდე კმ-ზე
მდებარეობს. სოფელი ახალთა (თურქულად იენიქოი,, რაც ქართული
ტოპონიმის თარგმანია), რომლის განაპირასაც მოექცა ნამონასტრალი, ამჟამად
შეადგენს სოფელ ალაბალიქის ერთ-ერთ უბანს. ნამონასტრალის ადგილს
უწოდებენ ქილისალარს. შემონახულია ძველი სახელწოდებაც – თურქული
გამოთქმით `მიზნაზოლ~ (Mიზნაზოლ). `მიძნაძორ/მიჯნაძორ~ სომხური
წარმომავლობის ტოპონიმია და ხეობას~ ნიშნავს.
მიძნაძორი აშოტ I კურაპალატის დროს, IX საუკუნის დასაწყისში, დავით დიდი
მიძნანძოროელის მიერაა დაარსებული. მიძნაძორი, როგორც ჩანს, თავიდანვე
კლარჯეთის ერთ-ერთი გამორჩეულად მნიშვნელოვანი სავანე იყო. მიძნაძორის
მონასტერი გაშენებულია დაფერდებულ მინდორზე , მდინარე კარჩხალას
მარცხენა ნაპირზე. ამჟამად აქ შემონახულია ძლიერ დანგრეულ ნაგებობათა
მცირე ნაშთები. მონასტრის ეკლესიისაგან გადარჩენილია მხოლოდ
ჩრდილოეთის მკლავი, დასავლეთის მკლავის ჩრდილოეთ კედელი და
სამკვეთლოს ნაწილი. შენობის მთელი სამხრეთ ნაწილი და საკურთხევლის
აფსიდი გამქრალია. ეკლესიის არქიტექტურული კომპოზიციის სრულად
წარმოდგენა ხერხდება ნ. მარის აღწერის მონაცემების მოშველიებით – მისი
მოგზაურობის დროს, 1904 წელს შენობა შედარებით უკეთეს მდგომარეობაში
იყო. კერძოდ, ჯერ კიდევ განირჩეოდა საკურთხევლის აფსიდის კვალი.
თორთუმის წყლის მარცხენა შენაკადზე, ხახულის წყლის ხეობაში არის
სოფელი, რომელსაც ხახულს ეძახიან. სოფლის ბოლოს არის ხახულის
ტაძარი. მაჰმადიანებს მთელი ტაძარი ჯამედ გადაუკეთებიათ, რასაც ტაძარი
დანგრევისაგან გადაურჩენია. როგორც ექვთიმე თაყაიშვილი აღნიშნავს:
„ტაძარი გამუსლიმანებულ ქართველებს მიზგითად გადაუკეთებიათ,
ამგვარად ზრუნვის საგნად გაუხდიათ და კარგად შეუნახავთ.“
სამშენებლო წარწერა ხახულის ტაძრის კედლებზე არ არის. მაგრამ `ქართლის
ცხოვრება~ გვაწვდის ცნობას, რომლის მიხედვითაც ხახულის ტაძარი ააშენა
დავით კურაპალატმა. უფრო დაწვრილებით ცნობას გვაწვდის ვახუშტი
ბატონიშვილი: „ხევზედ, შიფაქლუს მთის კალთას, არის ეკლესია-მონასტერი
ხახულისა, ყოვლად-წმიდის ღვთისმშობლისა.. ეს აღაშენა დავით
კურაპალატმან, დავით მეფის მამობილმან.
ხახულის კარედი მოხატულობა
სამონასტრო კომპლექსი პარხალი მდებარეობს თურქეთში, ართვინის
პროვინციაში, იუსუფელის რაიონში, ისტორიულ პარხალში, დაბა
იუსუფელის ) ჩრდილო–დასავლეთით 27 კმ–ში მდებარე ისტორიულ სოფელ
პარხალთან, მდ. ჭოროხის მარცხენა შენაკადის პარხლისწყლის ხეობაში.
პარხალის ეკლესია ააგო დავით III კურაპალატმა (აშენდა 973 წელზე ცოტა ადრე).
ამ პერიოდში შატბერდის მონასტერში მოღვაწე იოანე ბერაიმ გადაწერა და
პარხალს შესწირა სახარება, რომელიც ლიტერატურაში პარხლის ოთხთავის
სახელითაა ცნობილი. პარხლის მოღვაწეთაგან განსაკუთრებით აღსანიშნავია
გაბრიელ პატარაჲ (X-XI სს.), პარხლის ოთხთავისა და პარხლის მრავალთავის
გადამწერი. პარხალში გადაიწერა „შუშანიკის წამება“, უძველესი ნუსხა X ს-სა.
ოსმალთა მიერ (XVIს.) დაპყრობის შემდეგ ბაზილიკა მეჩეთად გადააკეთეს.
პარხალი
ოთხთა კომპლექსი მდებარეობს თურქეთში, ართვინის პროვინციაში, ართვინის
რაიონში, ისტორიულ პარხალში, დაბა იუსუფულის დასავლეთით 14 კმ–ში
მდებარე, ისტორიულ სოფელ ოთხთადან (დორთქილისე) 5 კმ-ში. ოთხთა
ჭოროხის აუზში, ოთხთას წყლის ხეობაში მდებარე X საუკუნის ძეგლია. იგი
პარხალთან ერთად გვიანი ხანის ბაზილიკების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი
ნიმუშია, რომელიც პროპორციებით ძალიან განსხვავდება ძველი ქართული
ბაზილიკებისგან.
ოთხთაზე ასეთი ლეგენდა არსებობს: ეკლესია უცნობი მეფის ასულს, ვინმე
თამარს აუშენებია. მამამისს ყველა შვილი ისლამზე მოუქცევია თამარის გარდა.
ქალს ტაძრის შენებისას ფული შემოლევია, ამიტომ თმა შეუკვეცავს, გაუყიდია
და ასე დაუმთავრებია მშენებლობა.
თამარს ისეთი თეთრი რაში ჰყოლია, ოთხივე ეკლესიის შემოვლა ერთ დღეში
შეეძლო. გადმოცემის თანახმად, ტაძარში თამარის ხელის ანაბეჭდიცაა
შემორჩენილი.
ოთხთა ეკლესია
მონასტერი სოფელ ტბეთის შუაგულში დგას, გაშლილ
ადგილას და დღესაც, დანგრეული და გაძარცული, დიდ
შთაბეჭდილებას ახდენს მნახველზე. თავისი სულიერ,
კულტურულ-ისტორიული და არქიტექტურული
მნიშვნელობით გამოირჩევა ტბეთის კათედრალი. აქ
მოღვაწეობდა არაერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი:
ჰაგიოგრაფი სტეფანე, ჰიმნოგრაფი იოანე მტბევარი, ბაგრატ
IV-ის აქტიური მხარდამჭერი, ბიზანტიელთა წინააღმდეგ
ბრძოლის ერთ-ერთი ხელმძღვანელი საბა მტბევარი.
ტბეთი ძველი საეპისკოპოსო ცენტრია. სუმბატ დავითის-ძის მიხედვით,
„აშოტ ერისთავთა-ერითავმან, ძემან გურგენ კურაპალატისამან, რომელსა
ეწოდა კუხი, აღაშენა ტბეთი შავშეთს და განასრულა იგი ყოველთა
განგებითა, და დასუა პირველად ეპისკოპოსად სანატრელი სტეფანე“. X
საუკუნის დასაწყისში აგებული ტაძარი შემდგომ რამდენჯერმე აღდგა თუ
გადაკეთდა. საბოლოო სახით ის წარმოადგენდა ჯვრული გეგმის დიდ
ნაგებობას ოთხ ბურჯზე დაყდრნობილი გუმბათით. ამ შენობამ კარგ
მდგომარეობაში მოატანა XX საუკუნის დასაწყისამდე და, როგორც ჩანს,
შუახანებამდეც. 1961 წელს შავშეთის კაიმაკამის წაქეზებით ნაგებობა
სოფლელებმა ააფეთქეს, რის შედეგადაც ჩაინგრა გუმბათი და გუმბათქვეშა
კონსტრუქცია ბურჯებითურთ.
ოშკის ტაძარი მდებარეობს თურქეთში, ერზერუმის პროვინციაში,
უზუნდერეს რაიონში, ისტორიულ მხარე ტაოში, მდინარე
თორთომის ხეობაში, ისტორიულ სოფელ ოშკში. მიუხედავად
ოშკის მნიშვნელობისა მთელი გვიანი შუა საუკუნეები, ტაძარი
უცნობი იყო ქართული სინამდვილისთვის, სამხრეთ საქართველოს
თურქეთის მიერ დაპყრობის გამო. ქართულ ისტორიულ წყაროებში
თითქმის არ არის ცნობები ოშკის მონასტრის მშენებლობაზე.
ნაწილობრივ ამ ხარვეზს ავსებს ტაძრის კედლებზე მოთავსებული
ასომთავრული წარწერები. ოშკის მონასტერი აშენებულია
სამკუთხა ფორმის გრძელ ფერდობზე, რომელიც ხევებითაა
შემოზღუდული.
ბანას ტაძრის სამხრეთ–აღმოსავლეთ კლდეებში არის ქვაბულები,
ჩაშენებული კედლებით. ერთ–ერთში პატარა დარბაზული ეკლესიაა.
ბანა ტაოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კულტურულ-საგანმანათლებლო
ცენტრი იყო. ბანაში დამზადებული წიგნებიდან ჩვენამდე მოაღწია
საბაწმინდის ტიბიკონმა, გადაწერილმა მეფის ასულ ქეთევანისათვის 1511
წელს.
ბანა ერთი პერიოდი სამეფო საძვალეც იყო. უკანასკნელად იქ მეფე ვახტანგ
IV და მისი მეუღლე დაუკრძალავთ. ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით,
რომელიც პროვინცია ფანასკერტის აღწერისას აღნიშნავს „...მოერთვის
ჭოროხს მდინარე ბანა-ფანასკერტისა, გამომდინარე ყალნუ მთისა და
მომდინარე აღმოსავლეთიდამ დასავლეთად. .ამ წყალზედ, მთაში არს ბანა,
აწ უწოდებენ ფანაქს. ეკლესია გუმბათიანი, დიდი, მშვენივრად ნაგები,
კეთილ მშვენიერ ადგილს აღაშენა მეფემან ადარნასემან და დაფლულნი
არიან მეფენი.
“ქართლის ცხოვრების” მიხედვით, ციხე ვახტანგ გორგასლის ბრძანებით აუგიათ.
VIII საუკუნის I ნახევარში არტანუჯის ციხე არაბმა სარდალმა მურვან
ყრუმ დაანგრია. IX საუკუნეში განაახლა აშოტ I კურაპალატმა. მანვე დააარსა აქ
ქალაქი და ააგო ეკლესია. X საუკუნეში გამაგრებული და დიდი რაბათის
(წინაქალაქი) მქონე არტანუჯი, მნიშვნელოვანი სავაჭრო ცენტრი იყო. აქ
საქონელი მოდიოდა, აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოდან, სომხეთიდან,
სირიიდან და სხვა.დღეისათვის შემორჩენილია უზარმაზარ კლდეზე
დაშენებული ციხის გალავნის ნაწილები, ციხის ტერიტორიაზე - ეკლესიისა და
სასახლის ნაშთები. ციხის ქვემოთ ნაქალაქარია, რომლის ადგილზეც
თანამედროვე ქალაქ არტანუჯის (თურქ. არდანუჩ) ერთი უბანია. ნაქალაქარის
ტერიტორიაზე არის ეკლესიის ნანგრევები, ძველი სავაჭრო დუქნები, გალავნის
ნაშთები...
VIII-IX სს-ში გრიგოლ ხანძთელმა გარკვეული აზრით
ხელახლა შექმნა „მწიგნობრობა ქართული“, დააფუძნა რა „
ფრიად ქვეყნად აღრიცხულ“ ქართლში წინაათონური ეპოქის
ყველაზე მნიშვნელოვანი სულიერი კერა, ტაო-კლარჯეთის
საღვთისმეტყველო სკოლა. მის სახელს უნდა
უკავშირდებოდეს უდიდესი სულიერი საუნჯის,
იერუსალიმის საღვდელმსახურო ტიპიკონის ქართულად
თარგმნა და, აგრეთვე, რჩეული საეკლესიო
დღესასწაულებისადმი მიძღვნილი საგალობლების კრებულის-
„იადგარის“ პირველი წერილობითი ჩამოყალიბება.
გრიგოლ ხანძთელი იმ რანგის დიდმოღვაწეების
რანგში დგას, რომლებიც ეპოქებს ქმნიან.
შესაბამისად, ჩვენ შევეცადეთ გვესაუბრა გრიგოლ
ხანძთელის ეპოქაზე და გვემოგზაურა მის
ნაკვალევზე.
 http://ka.wikipedia.org
 http://www.virtualtao-klarjeti.com
 http://www.tao-klarjeti.ge
 http://wapedia.mobi/ka
 htthttp://www.virtualtao-klarjeti.com
 http://tao-klarjeti.ge/khandzta.html
 ვახტანგ როდონაია,ქართული ენა და ლიტერატურა
 გრივერ ფარულავა, „გრიგოლ ხანძეთილის
ნაკვალევზე“
 ზ.სარჯველაძე,კ.დანელია,ე.გიუნაშვილი „გრიგოლ
ხანძთელის ცხოვრება“
 კორნელი კეკელიძე, „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება“

Contenu connexe

Tendances

გრიგოლ ხანძთელი
გრიგოლ ხანძთელიგრიგოლ ხანძთელი
გრიგოლ ხანძთელიnazibrolamemarnishvili
 
შუშანიკის წამება (ლიტ.ჯგუფი)
შუშანიკის წამება (ლიტ.ჯგუფი)შუშანიკის წამება (ლიტ.ჯგუფი)
შუშანიკის წამება (ლიტ.ჯგუფი)irmabochorishvili
 
ბრინჯაოს ხანა საქართველოში..
ბრინჯაოს ხანა საქართველოში..ბრინჯაოს ხანა საქართველოში..
ბრინჯაოს ხანა საქართველოში..fiqria sidamonize
 
ფრაზეოლოგიზმები
ფრაზეოლოგიზმებიფრაზეოლოგიზმები
ფრაზეოლოგიზმებიlela64
 
სულხან-საბა ორბელიანი, ბიოგრაფიული მიმოხილვა
სულხან-საბა ორბელიანი, ბიოგრაფიული მიმოხილვასულხან-საბა ორბელიანი, ბიოგრაფიული მიმოხილვა
სულხან-საბა ორბელიანი, ბიოგრაფიული მიმოხილვაNona Chabashvili
 
ნიკო ლორთქიფანიძე ,,შელოცვა რადიოთი"
ნიკო ლორთქიფანიძე ,,შელოცვა რადიოთი"ნიკო ლორთქიფანიძე ,,შელოცვა რადიოთი"
ნიკო ლორთქიფანიძე ,,შელოცვა რადიოთი"tamarkakachia
 
სულხან–საბა ორბელიანი
სულხან–საბა ორბელიანისულხან–საბა ორბელიანი
სულხან–საბა ორბელიანიirma
 
შუშანიკის წამება Presentation
შუშანიკის წამება Presentationშუშანიკის წამება Presentation
შუშანიკის წამება PresentationNona Chabashvili
 
No Bulling! არა ბულინგს!
No Bulling! არა ბულინგს!No Bulling! არა ბულინგს!
No Bulling! არა ბულინგს!Inga Gogaladze
 
ბერძნული პოლისები და მმართველობის ფორმები
ბერძნული პოლისები და მმართველობის ფორმები ბერძნული პოლისები და მმართველობის ფორმები
ბერძნული პოლისები და მმართველობის ფორმები fiqria sidamonize
 
ბახტრიონის აღება
ბახტრიონის აღებაბახტრიონის აღება
ბახტრიონის აღებაdemiraeliashvili
 
აფხაზეთი
აფხაზეთიაფხაზეთი
აფხაზეთიTB
 
პრეზენტაცია (2)
პრეზენტაცია (2)პრეზენტაცია (2)
პრეზენტაცია (2)ekanadiradze84
 
ქვის, ბრინჯაოს და რკინის ხანა
ქვის, ბრინჯაოს და რკინის ხანაქვის, ბრინჯაოს და რკინის ხანა
ქვის, ბრინჯაოს და რკინის ხანაetodevrisashvili
 
ნიკო ლორთქიფანიძის "გული"
ნიკო ლორთქიფანიძის "გული"ნიკო ლორთქიფანიძის "გული"
ნიკო ლორთქიფანიძის "გული"marine
 

Tendances (20)

გრიგოლ ხანძთელი
გრიგოლ ხანძთელიგრიგოლ ხანძთელი
გრიგოლ ხანძთელი
 
ნიკოლოზ ბარათაშვილის ბიოგრაფია და "ფიქრნი მტკვრის პირას"
ნიკოლოზ ბარათაშვილის ბიოგრაფია და "ფიქრნი მტკვრის პირას"ნიკოლოზ ბარათაშვილის ბიოგრაფია და "ფიქრნი მტკვრის პირას"
ნიკოლოზ ბარათაშვილის ბიოგრაფია და "ფიქრნი მტკვრის პირას"
 
შუშანიკის წამება (ლიტ.ჯგუფი)
შუშანიკის წამება (ლიტ.ჯგუფი)შუშანიკის წამება (ლიტ.ჯგუფი)
შუშანიკის წამება (ლიტ.ჯგუფი)
 
ბრინჯაოს ხანა საქართველოში..
ბრინჯაოს ხანა საქართველოში..ბრინჯაოს ხანა საქართველოში..
ბრინჯაოს ხანა საქართველოში..
 
ფრაზეოლოგიზმები
ფრაზეოლოგიზმებიფრაზეოლოგიზმები
ფრაზეოლოგიზმები
 
იაკობ მანსვეტაშვილის "მოგონებანი" და გიორგი შატბერაშვილის "საუკუნო საგზალი...
იაკობ მანსვეტაშვილის "მოგონებანი"    და გიორგი შატბერაშვილის "საუკუნო საგზალი...იაკობ მანსვეტაშვილის "მოგონებანი"    და გიორგი შატბერაშვილის "საუკუნო საგზალი...
იაკობ მანსვეტაშვილის "მოგონებანი" და გიორგი შატბერაშვილის "საუკუნო საგზალი...
 
დიდი ქართველი მეფეები
დიდი ქართველი მეფეებიდიდი ქართველი მეფეები
დიდი ქართველი მეფეები
 
სულხან-საბა ორბელიანი, ბიოგრაფიული მიმოხილვა
სულხან-საბა ორბელიანი, ბიოგრაფიული მიმოხილვასულხან-საბა ორბელიანი, ბიოგრაფიული მიმოხილვა
სულხან-საბა ორბელიანი, ბიოგრაფიული მიმოხილვა
 
ნიკო ლორთქიფანიძე ,,შელოცვა რადიოთი"
ნიკო ლორთქიფანიძე ,,შელოცვა რადიოთი"ნიკო ლორთქიფანიძე ,,შელოცვა რადიოთი"
ნიკო ლორთქიფანიძე ,,შელოცვა რადიოთი"
 
სულხან–საბა ორბელიანი
სულხან–საბა ორბელიანისულხან–საბა ორბელიანი
სულხან–საბა ორბელიანი
 
"მიწის ყივილი"
"მიწის ყივილი""მიწის ყივილი"
"მიწის ყივილი"
 
შუშანიკის წამება Presentation
შუშანიკის წამება Presentationშუშანიკის წამება Presentation
შუშანიკის წამება Presentation
 
No Bulling! არა ბულინგს!
No Bulling! არა ბულინგს!No Bulling! არა ბულინგს!
No Bulling! არა ბულინგს!
 
ავთანდილის ანდერძი
ავთანდილის ანდერძიავთანდილის ანდერძი
ავთანდილის ანდერძი
 
ბერძნული პოლისები და მმართველობის ფორმები
ბერძნული პოლისები და მმართველობის ფორმები ბერძნული პოლისები და მმართველობის ფორმები
ბერძნული პოლისები და მმართველობის ფორმები
 
ბახტრიონის აღება
ბახტრიონის აღებაბახტრიონის აღება
ბახტრიონის აღება
 
აფხაზეთი
აფხაზეთიაფხაზეთი
აფხაზეთი
 
პრეზენტაცია (2)
პრეზენტაცია (2)პრეზენტაცია (2)
პრეზენტაცია (2)
 
ქვის, ბრინჯაოს და რკინის ხანა
ქვის, ბრინჯაოს და რკინის ხანაქვის, ბრინჯაოს და რკინის ხანა
ქვის, ბრინჯაოს და რკინის ხანა
 
ნიკო ლორთქიფანიძის "გული"
ნიკო ლორთქიფანიძის "გული"ნიკო ლორთქიფანიძის "გული"
ნიკო ლორთქიფანიძის "გული"
 

Similaire à გრიგოლ ხანძთელის ნაკვალევზე

New microsoft power point presentation
New microsoft power point presentationNew microsoft power point presentation
New microsoft power point presentationmarina 77
 
საქართველოს მართლმადიდებლური-ეკლესიის-ავტოკეფალიის-აღდგენის-3
საქართველოს მართლმადიდებლური-ეკლესიის-ავტოკეფალიის-აღდგენის-3საქართველოს მართლმადიდებლური-ეკლესიის-ავტოკეფალიის-აღდგენის-3
საქართველოს მართლმადიდებლური-ეკლესიის-ავტოკეფალიის-აღდგენის-3Nino Bidzinashvili
 
ქართლის ცხოვრება-ბაკურ გელაშვილი
ქართლის ცხოვრება-ბაკურ გელაშვილიქართლის ცხოვრება-ბაკურ გელაშვილი
ქართლის ცხოვრება-ბაკურ გელაშვილიbakurgelashvili
 
ნანა იაშვილი
ნანა იაშვილინანა იაშვილი
ნანა იაშვილიtreningikaspi
 
ათონის ივერთა მონასტერი
ათონის ივერთა მონასტერიათონის ივერთა მონასტერი
ათონის ივერთა მონასტერიTamuna Bostoganashvili
 
ნინო ხაჩიძე-კახეთი
ნინო ხაჩიძე-კახეთინინო ხაჩიძე-კახეთი
ნინო ხაჩიძე-კახეთიbakurgelashvili
 
ნეკრესიდან სამებამდე
ნეკრესიდან  სამებამდენეკრესიდან  სამებამდე
ნეკრესიდან სამებამდეekachexani
 
კ.შამათავა 10-5.pptx
კ.შამათავა 10-5.pptxკ.შამათავა 10-5.pptx
კ.შამათავა 10-5.pptxBesik Machitadze
 

Similaire à გრიგოლ ხანძთელის ნაკვალევზე (9)

New microsoft power point presentation
New microsoft power point presentationNew microsoft power point presentation
New microsoft power point presentation
 
ასურელი მამები
ასურელი მამებიასურელი მამები
ასურელი მამები
 
საქართველოს მართლმადიდებლური-ეკლესიის-ავტოკეფალიის-აღდგენის-3
საქართველოს მართლმადიდებლური-ეკლესიის-ავტოკეფალიის-აღდგენის-3საქართველოს მართლმადიდებლური-ეკლესიის-ავტოკეფალიის-აღდგენის-3
საქართველოს მართლმადიდებლური-ეკლესიის-ავტოკეფალიის-აღდგენის-3
 
ქართლის ცხოვრება-ბაკურ გელაშვილი
ქართლის ცხოვრება-ბაკურ გელაშვილიქართლის ცხოვრება-ბაკურ გელაშვილი
ქართლის ცხოვრება-ბაკურ გელაშვილი
 
ნანა იაშვილი
ნანა იაშვილინანა იაშვილი
ნანა იაშვილი
 
ათონის ივერთა მონასტერი
ათონის ივერთა მონასტერიათონის ივერთა მონასტერი
ათონის ივერთა მონასტერი
 
ნინო ხაჩიძე-კახეთი
ნინო ხაჩიძე-კახეთინინო ხაჩიძე-კახეთი
ნინო ხაჩიძე-კახეთი
 
ნეკრესიდან სამებამდე
ნეკრესიდან  სამებამდენეკრესიდან  სამებამდე
ნეკრესიდან სამებამდე
 
კ.შამათავა 10-5.pptx
კ.შამათავა 10-5.pptxკ.შამათავა 10-5.pptx
კ.შამათავა 10-5.pptx
 

გრიგოლ ხანძთელის ნაკვალევზე

  • 1.
  • 2. “გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება” ქართული ჰაგიოგრაფიის გამორჩეული ძეგლია,მისი ერთადერთი ხელნაწერი XIXს_ში იქნა აღმოჩენილი,ნაწარმოების დასასრულს ვკითხულობთ,რომ ავტორი ამ ჰაგიოგრაფიული ნაწარმოების არის გიორგი მერჩულე,რომელიც სარწმუნოების, რჯულის საკითხებში განსწავლული პირი გახლდათ,ის არ ყოფილა გრიგოლ ხანძთელის თანამედროვე,არამედ წმინდანის ცხოვრება 90 წლის შემდეგ მოწაფეების და მოწაფის მოწაფეების ნაამბობზე დაყრდნობით აღუწერია,ხანძთაში. გრიგოლ ხანძთელი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული პიროვნებაა, რომელმაც ტაო-კლარჯეთში ქართლის ნაცვალი ცენტრი შექმნა მაშინ, როცა თბ0ლისში არაბეთის ამირა იჯდა. სამხრეთ საქართველოში მის მიერ დაწყებული დიდი საეკლესიო აღმშენებლობა საქართველოს გაერთიანებისა და გამთლიანების საფუძველი უნდა გამხდარიყო. გრიგოლ ხანძთელი იყო „ქვეყნისა კაცი და ზეცისა ანგელოცი „იყო უდაბნოთა ქალაქთმყოფელი იმ უდაბნოსი,რომელსაც ტაო–კლარჯეთი ეწოდა.ის იყო პიროვნება, რომელმაც ხორციელ პატივს, გამხდარიყო ეპისკოპოსი,ამჯობინა ფარულად განშორებოდა ადგილს.სადაც ის ბავშვობიდან იზრდებოდა და როგორც აბრაამი განაშორა ღმერთმა ურწმუნო ქვეყანას, ისე გრიგოლი გამოიყვანა მორწმუნე და ღვთსმოსავი ქვეყნიდან იმ მიზნით, რომ უდაბნოში გამოებრწყინა დაუშრეტელ სანთელს.რომელიც მაღალ და ბრწყინვალე სასანთლეზე იკაშკაშებდა. გრიგოლის ღვაწლად ითვლება ის ძალისხმევა,რომელიც მან მოახმარა ეკლესია– მონასტრების მშენებლობას.
  • 3.
  • 4. VIII-IX ს.ს-ის დიდი საეკლესიო მოღვაწე და განმანათლებელი მეუდაბნოე, კლარჯეთის სავანეთა კეთილად განმგებელი, წინამძღვარი და ხანძთისა და შატბერდის მონასტერთა აღმაშენებელი, ღირსი მამა გრიგოლ ხანძთელი (758-861 წ.წ.) წარჩინებული დიდგვაროვნების შვილი იყო. ყრმა გრიგოლი სამეფო კარზე იზრდებოდა ქართლის ერისმთავრის ნერსეს ცოლის, კეთილმორწმუნე დედოფლის მეთვალყურეობით, რომელმაც იშვილა იგი. გასაოცარი იყო მისი მისწრაფება სწავლა- განათლებისადმი, ამასთან ერთად გრიგოლმა წარმართული ფილოსოფიაც საფუძვლიანად შეისწავლა და რაც კეთილი იყო მასში - შეიწყნარა, ხოლო რაც ბოროტი და ქრისტიანისათვის მიუღებელი, - განიშორა. ასე ღმრთისათვის სათნოდ ცხოვრობდა სამღვდელო ჭაბუკი, რომელიც შესახედავად იყო გამხდარი, ახოვანი, დიდტანოვანი, სახით მშვენიერი, მშვიდი და ზეციური სათნოებით სხივდაფენილი.
  • 5. გიორგი მერჩულის ცხოვრების წლები ზუსტად არ არის ცნობილი. ფიქრობენ, რომ მას,დიდი ცოდნისა და მწერლური გამოცდილების მქონეს, „გროგილ ხანძთელის ცხოვრება „მოხუცებულობისას“ უნდა დაეწერა. იგი უნდა დაბადებულიყო მე-9 საუკუმის 80-იან წლებში.(ის მოესწრო 861 წელს გარდაცვლილი გრიგოლის არამარტო მოწაფეთა მოწაფეებს,არამედ უშუალო მოწაფეებსაც,გამოუყენებია „ჭეშმარიტად თხრობილი მოწაფეთაგან და მოწაფის მოწაფეთაგან მის წმინდისა“ )და უნდა გარდაცვლილიყო მე-10 საუკუნის 60-იან წლებში. მერჩულე,რომელიც „რჩეულ“, “სჯულ“ ფუძიდან მე-ე აფიქსებით ნაწარმოები სახელია,აღნიშნავს გიორგის არა გვარს ან სადაურობას,არამედ ხელობა- პროფესიას,იმას,რომ ის ყოფილა რჩეულის (შჯულის,სჯულის) მცოდნე,თეოლოგი. გიორგი მერჩულე
  • 6. “გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების“ დაწერის დრო ზუსტად არის დადგენილი, თვით ნაწარმოებში დაცული ცნობების საფუძველზე. თხზულებაში ნათქვამია: „ხოლო იყო გარდაცვალებაი ნეტარისა მამისა ჩვენისა გრიგოლისი რიცხუსა წელიწადთა მისთასა ასდამეორესა წელსა, ქრონიკონსა ოთხმეოცდაერთსა. არამედ (=მაგრამ)გარდაცვალებითგან მისით დაიწერა ცხორებაი ესე მისი შემდგომად ოთხმეოცდაათისა წლისა,დასაბამითგან გარდასულთა წელთა ექუს ათას ხუთასორმეოცდამეათოთხმეტესა წელსა...“ ( 83).აქ სამი ზუსტი ქრონოლოგიური ცნობაა მოცემული:ერთი გრიგოლის გარდაცვალებისა და მეორე ნაწარმოების დაწერისა.მასში ნათქვამია, რომ გრიგოლი გარდაცვლილა წელთ- აღრიცხვის ქრონიკონუი სათვალავის 81-ე წელს.რადგან ქრონიკონის სისტემა 532 წლიან ციკლს მოიცავდა და ძველების ანგარიშით 780 წელს დამთავრებულა 12 ასეთი მოქცევა- ციკლი ,გრიგოლი გარდაცვლილა მე-13 მოქცევის 81-ე წელს, ე.ი 780+81=861 წელს.ნაწარმოები კი დაწერილა გრიგოლის გარდაცვალებიდან (861წლიდან) 90 წლის შემდეგ, ე.ი 951 წელს (861+90).
  • 7. მართალია,თხზულება დაწერილია x საუკუნის შუა წლებში ტაო-კლარჯეთის მძლავრ კულტურულ ცენტრში,ხანძთაში მაგრამ,სამწუხაროდ,არა თუ მისი ავტოგრაფი,არამედ გადანაწერი პირებიც კი არ შემორჩენილა საქართველოშინაწარმოები დაცულია ერთადერთ მოგვიანო ხანის (დაახლოებით 11 საუკუნის დასასრულის) ხელნაწერ კრებულში (157- 229ფურცლებზე),რომელიც ინახება იერუსალიმის საპატრიარქო წიგნსაცავის ქართულ ხელნაწერთა ფონდში მე-2 ნომრით.ამ ხელნაწერს პირველად 1845წელს გაეცნო ნიკოლოზ ჩუბინაშვილი. „გრიგოლ ხანძთლის ცხოვრების“ შემცვლელი ხელნაწერი ადგილზე (იერუსალიმში) შეისწავლა ნიკო მარმა 1902წელს.
  • 8.
  • 9.
  • 10.
  • 11. ოპიზას სამონასტრო კომპლექსი მდებარეობს თურქეთში, ართვინის პროვინციაში ისტორიულ მხარე კლარჯეთში, VIII საუკუნის 30-იან წლებში არაბმა მხედართმთავარმა მურვან ყრუმ დააქცია შავშეთი და კლარჯეთი. არაბთა შემოსევას დაერთო ქოლერის ეპიდემია, დააცარიელა კლარჯეთი და, სავარაუდოდ ამის გამო იყო დანგრეული ოპიზა. 750-60-იან წლებში მონასტერი კვლავ აღდგა. VIII საუკუნის 80-იანი წლების დასაწყისში აქ ქართლიდან მოვიდა მამა გრიგოლი და თავის მოწაფეებთან საბასთან, თეოდორესთან და ქრისტეფორესთან ერთად ორი წელი გაატარა. მისივე ცნობით, მოკლე დროში ამ მხარეში კიდევ თორმეტი მონასტერი აღაშენეს. აღდგენილ ოპიზის სავანეს სათავეში ამბა გიორგი ჩაუდგა. ოპიზაში იყო საოქრომჭედლო სახელოსნო, რომლის წარმომადგენლები იყვნენ XII საუკუნის II ნახევრის ცნობილი ოსტატები ბეშქენ და ბექა ოპიზრები.
  • 12.
  • 13.
  • 14. ხანძთის მონასტერი VIII საუკუნეში დაარსა გრიგოლ ხანძთელმა. ხანძთის მონასტერი იყო ქართული განათლებისა და მწიგნობრობის უმნიშვნელოვანესი ცენტრი VIII-X საუკუნეებში. ხანძთაში მოღვაწე პირთაგან წმ. გრიგოლ ხანძთელის გარდა, აღსანიშნავია: არსენ დიდი, ქართლის კათალიკოსი, გიორგი მერჩულე, რომელმაც სწორედ აქ, ხანძთაში დაწერა 951 წელს „ცხოვრება გრიგოლ ხანძთელისა“, ეფრემ მაწყვერელი. ხანძთაში შეიქმნა ბევრი უნიკალური ხელნაწერი სახელგანთქმული ხანძთის ოთხთავის ჩათვლით. ხანძთის კომპლექსი მდებარეობს თურქეთში, ართვინის პროვინციაში, ისტორიულ კლარჯეთში..
  • 15.
  • 16. შატბერდის მონასტერი მდებარეობს ისტორიულ კლარჯეთში, ართვინის ვილაიეთში, არტანუჯის სამხრეთით 18 კმ-ზე, მაღალმთიან სოფელ ოქუმუშლართან (ძველი ბოსელთა). „დიდებულ ლავრად“ წოდებული ტაძარი აშენდა უშუალოდ გრიგოლ ხანძთელის მიერ. შატბერდის მონასტერი კლარჯეთის მთავრის ბაგრატ I კურაპალატის (830-876) შემწეობით აიგო 836 წელს. იგი საქართველოს სინად წოდებულ კლარჯეთის „თორმეტ უდაბნოთა შორის“ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია. შატბერდის ტაძარი ბერთას ხეობაშია. როცა აშოტ კურაპალატმა გრიგოლ ხანძთელისგან ხანძთის ქება მოისმინა „შეწირა ადგილნი კეთილნი და შატბერდისა ადგილი აგარაკად ხანძთისა.“ შატბერდი საგანმანათლებლო კერად იქცა. აქ გადაიწერა სახარება და შატბერდის კრებული, რომელიც იმ დროს სასწავლო წიგნად ითვლებოდა, რადგან შეიცავდა საღვთისმეტყველო, საბუნებისმეტყველო, ფილოსოფიურ თხზულებებს.
  • 17.
  • 18.
  • 19. უბისის ისტორია IX საუკუნიდან იწყება და იგი გრიგოლ ხანძთელის სახელთანაა დაკავშირებული. მამა გრიგოლი აფხაზთა მეფის დიდი მოწადინებით, ეკლესიის ასაგებად საგანგებო ადგილს არჩევს “და მოვლენ ქვეყანანი, საგონებელნი სამონასტრედ”. გიორგი მერჩულე უბისის დაარსების შესახებ შემდეგს მოგვითხრობს: “მაშინ მამამან გრიგოლ სარწმუნოებისა მეფისა აღაშენა მონასტერი და უწოდა სახელი მისი უბეი”.
  • 20. ტაძარი X-XI საუკუნის სამნავიანი ბაზილიკაა. შედგება 4 ტაძრის და 1 სამლოცველოსაგან . რამდენიმე საუკუნის წინ აქ იყო მამათა მონასტერი. ტაძარი იყო ნახევრად დანგრეული და მიწით დაფარული.ტაძართან გაკეთდა მისასვლელი გზა და აღდგენითი სამუშაოები ჩატარდა.2009 წელს ტაძრის აღდგენა დასრულდა და 2009 წლის 17 დეკემბერს მეუფე იობმა აკურთხა მთავარი ტაძარი უფლის ფერისცვალების სახელზე. მოქმედებს ასევე 2 ტაძარი წმიდა მოწამეების წმ. ბარბარე და წმ. იულიანას და წმ. მარიამ მეგვიპტელის სახელობის ტაძრები.მომავალში ამოქმედდება წმ. გიორგის სახელობის ტაძარი და ასევე ღვთისმშობლის სახელობის სამლოცველო.
  • 21.
  • 22. წყაროსთავის ტაძარი მდებარეობს თურქეთში, არტაანის პროვინციაში, ჩილდირის რაიონში, ისტორიულ მხარე ჯავახეთში, სოფელ წყაროსთავთან, კარწახის ტბის მახლობლად. მემატიანე ჯუანშერის (XI ს.) ცნობით, ტაძარი ააგო მეფე ვახტანგ გორგასალის ძემ - მირდატმა, თავისი ძმის დაჩის გამეფების შემდეგ, როდესაც მან უბოძა მას ჯავახეთი. ტაძრის აშენების ზუსტი თარიღი წყაროში დასახელებული არ არის, მაგრამ შეიძლება დავადგინოთ, რომ ის აგებული იყო მეექვსე საუკუნეში, არაუგვიანეს 523 წლისა. წყაროსთავი ერთ-ერთი საეპისკოპოსო ტაძარი იყო უძველესი საქართველოში. მისი ეპარქია მოიცავდა ტერიტორიას მდ. მტკვრის აღმოსავლეთით: არტაანიდან, ყარსის მთამდე. ამჟამად ძეგლი აღარ არსებობს, 70-იან წლებში იგი მთლიანად დაანგრიეს.
  • 23.
  • 24.
  • 25. იშხნის მონასტერი მდებარეობს თურქეთში, ართვინის პროვინციაში, იუსუფელის რაიონში, ისტორიულ მხარე ტაოში, ოლთისის წყლის ხეობაში, სოფელ იშხანში (იშჰან) . ცნობილია, რომ ტაოს იმ ნაწილში, სადაც იშხანი მდებარეობს, ძირძველ ქართველებთან ერთად სომხებიც ცხოვრობდნენ. სავარაუდოდ, ტაძარი არაბებმა მურვან ყრუს შემოსევის დროს დაანგრიეს. იშხანი IX საუკუნის I ნახევარში გრიგოლ ხანძთელის დედის დისწულის და მისივე მოწაფის, საბას (საბან) მიერ აშენდა . საბამ ტაძარი ააგო ძველი ეკლესიის ნანგრევებზე, რომლიდანაც გადარჩენილი საკურთხევლის ნახევრადწრიული აბსიდი, ნერსე კათალიკოსის პატივსაცემად, მთლიანად ახალ შენობაში მოაქცია.
  • 26.  იშხანის ტაძარმა, მიუხედავად გადაკეთებისა და ნგრევისა, მრავალი წარწერა შეინარჩუნა. ზოგიერთი მათგანი საკმაოდ ვრცელია და დიდი ისტორიული მნიშვნელოა აქვს.  იშხნის მონასტერში ილარიონ იშხნელის დაკვეთით გადაიწერა სახარება, შემდგომში ე.წ. მესტიის სახარება. .
  • 27.
  • 28.
  • 29. მიძნაძორის მონასტერი მდინარე კარჩხალას ხეობაში წყაროსთავიდან 7-ოდე კმ-ზე მდებარეობს. სოფელი ახალთა (თურქულად იენიქოი,, რაც ქართული ტოპონიმის თარგმანია), რომლის განაპირასაც მოექცა ნამონასტრალი, ამჟამად შეადგენს სოფელ ალაბალიქის ერთ-ერთ უბანს. ნამონასტრალის ადგილს უწოდებენ ქილისალარს. შემონახულია ძველი სახელწოდებაც – თურქული გამოთქმით `მიზნაზოლ~ (Mიზნაზოლ). `მიძნაძორ/მიჯნაძორ~ სომხური წარმომავლობის ტოპონიმია და ხეობას~ ნიშნავს. მიძნაძორი აშოტ I კურაპალატის დროს, IX საუკუნის დასაწყისში, დავით დიდი მიძნანძოროელის მიერაა დაარსებული. მიძნაძორი, როგორც ჩანს, თავიდანვე კლარჯეთის ერთ-ერთი გამორჩეულად მნიშვნელოვანი სავანე იყო. მიძნაძორის მონასტერი გაშენებულია დაფერდებულ მინდორზე , მდინარე კარჩხალას მარცხენა ნაპირზე. ამჟამად აქ შემონახულია ძლიერ დანგრეულ ნაგებობათა მცირე ნაშთები. მონასტრის ეკლესიისაგან გადარჩენილია მხოლოდ ჩრდილოეთის მკლავი, დასავლეთის მკლავის ჩრდილოეთ კედელი და სამკვეთლოს ნაწილი. შენობის მთელი სამხრეთ ნაწილი და საკურთხევლის აფსიდი გამქრალია. ეკლესიის არქიტექტურული კომპოზიციის სრულად წარმოდგენა ხერხდება ნ. მარის აღწერის მონაცემების მოშველიებით – მისი მოგზაურობის დროს, 1904 წელს შენობა შედარებით უკეთეს მდგომარეობაში იყო. კერძოდ, ჯერ კიდევ განირჩეოდა საკურთხევლის აფსიდის კვალი.
  • 30.
  • 31. თორთუმის წყლის მარცხენა შენაკადზე, ხახულის წყლის ხეობაში არის სოფელი, რომელსაც ხახულს ეძახიან. სოფლის ბოლოს არის ხახულის ტაძარი. მაჰმადიანებს მთელი ტაძარი ჯამედ გადაუკეთებიათ, რასაც ტაძარი დანგრევისაგან გადაურჩენია. როგორც ექვთიმე თაყაიშვილი აღნიშნავს: „ტაძარი გამუსლიმანებულ ქართველებს მიზგითად გადაუკეთებიათ, ამგვარად ზრუნვის საგნად გაუხდიათ და კარგად შეუნახავთ.“ სამშენებლო წარწერა ხახულის ტაძრის კედლებზე არ არის. მაგრამ `ქართლის ცხოვრება~ გვაწვდის ცნობას, რომლის მიხედვითაც ხახულის ტაძარი ააშენა დავით კურაპალატმა. უფრო დაწვრილებით ცნობას გვაწვდის ვახუშტი ბატონიშვილი: „ხევზედ, შიფაქლუს მთის კალთას, არის ეკლესია-მონასტერი ხახულისა, ყოვლად-წმიდის ღვთისმშობლისა.. ეს აღაშენა დავით კურაპალატმან, დავით მეფის მამობილმან.
  • 33.
  • 34. სამონასტრო კომპლექსი პარხალი მდებარეობს თურქეთში, ართვინის პროვინციაში, იუსუფელის რაიონში, ისტორიულ პარხალში, დაბა იუსუფელის ) ჩრდილო–დასავლეთით 27 კმ–ში მდებარე ისტორიულ სოფელ პარხალთან, მდ. ჭოროხის მარცხენა შენაკადის პარხლისწყლის ხეობაში. პარხალის ეკლესია ააგო დავით III კურაპალატმა (აშენდა 973 წელზე ცოტა ადრე). ამ პერიოდში შატბერდის მონასტერში მოღვაწე იოანე ბერაიმ გადაწერა და პარხალს შესწირა სახარება, რომელიც ლიტერატურაში პარხლის ოთხთავის სახელითაა ცნობილი. პარხლის მოღვაწეთაგან განსაკუთრებით აღსანიშნავია გაბრიელ პატარაჲ (X-XI სს.), პარხლის ოთხთავისა და პარხლის მრავალთავის გადამწერი. პარხალში გადაიწერა „შუშანიკის წამება“, უძველესი ნუსხა X ს-სა. ოსმალთა მიერ (XVIს.) დაპყრობის შემდეგ ბაზილიკა მეჩეთად გადააკეთეს.
  • 36.
  • 37. ოთხთა კომპლექსი მდებარეობს თურქეთში, ართვინის პროვინციაში, ართვინის რაიონში, ისტორიულ პარხალში, დაბა იუსუფულის დასავლეთით 14 კმ–ში მდებარე, ისტორიულ სოფელ ოთხთადან (დორთქილისე) 5 კმ-ში. ოთხთა ჭოროხის აუზში, ოთხთას წყლის ხეობაში მდებარე X საუკუნის ძეგლია. იგი პარხალთან ერთად გვიანი ხანის ბაზილიკების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნიმუშია, რომელიც პროპორციებით ძალიან განსხვავდება ძველი ქართული ბაზილიკებისგან. ოთხთაზე ასეთი ლეგენდა არსებობს: ეკლესია უცნობი მეფის ასულს, ვინმე თამარს აუშენებია. მამამისს ყველა შვილი ისლამზე მოუქცევია თამარის გარდა. ქალს ტაძრის შენებისას ფული შემოლევია, ამიტომ თმა შეუკვეცავს, გაუყიდია და ასე დაუმთავრებია მშენებლობა. თამარს ისეთი თეთრი რაში ჰყოლია, ოთხივე ეკლესიის შემოვლა ერთ დღეში შეეძლო. გადმოცემის თანახმად, ტაძარში თამარის ხელის ანაბეჭდიცაა შემორჩენილი.
  • 39.
  • 40. მონასტერი სოფელ ტბეთის შუაგულში დგას, გაშლილ ადგილას და დღესაც, დანგრეული და გაძარცული, დიდ შთაბეჭდილებას ახდენს მნახველზე. თავისი სულიერ, კულტურულ-ისტორიული და არქიტექტურული მნიშვნელობით გამოირჩევა ტბეთის კათედრალი. აქ მოღვაწეობდა არაერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი: ჰაგიოგრაფი სტეფანე, ჰიმნოგრაფი იოანე მტბევარი, ბაგრატ IV-ის აქტიური მხარდამჭერი, ბიზანტიელთა წინააღმდეგ ბრძოლის ერთ-ერთი ხელმძღვანელი საბა მტბევარი.
  • 41. ტბეთი ძველი საეპისკოპოსო ცენტრია. სუმბატ დავითის-ძის მიხედვით, „აშოტ ერისთავთა-ერითავმან, ძემან გურგენ კურაპალატისამან, რომელსა ეწოდა კუხი, აღაშენა ტბეთი შავშეთს და განასრულა იგი ყოველთა განგებითა, და დასუა პირველად ეპისკოპოსად სანატრელი სტეფანე“. X საუკუნის დასაწყისში აგებული ტაძარი შემდგომ რამდენჯერმე აღდგა თუ გადაკეთდა. საბოლოო სახით ის წარმოადგენდა ჯვრული გეგმის დიდ ნაგებობას ოთხ ბურჯზე დაყდრნობილი გუმბათით. ამ შენობამ კარგ მდგომარეობაში მოატანა XX საუკუნის დასაწყისამდე და, როგორც ჩანს, შუახანებამდეც. 1961 წელს შავშეთის კაიმაკამის წაქეზებით ნაგებობა სოფლელებმა ააფეთქეს, რის შედეგადაც ჩაინგრა გუმბათი და გუმბათქვეშა კონსტრუქცია ბურჯებითურთ.
  • 42.
  • 43. ოშკის ტაძარი მდებარეობს თურქეთში, ერზერუმის პროვინციაში, უზუნდერეს რაიონში, ისტორიულ მხარე ტაოში, მდინარე თორთომის ხეობაში, ისტორიულ სოფელ ოშკში. მიუხედავად ოშკის მნიშვნელობისა მთელი გვიანი შუა საუკუნეები, ტაძარი უცნობი იყო ქართული სინამდვილისთვის, სამხრეთ საქართველოს თურქეთის მიერ დაპყრობის გამო. ქართულ ისტორიულ წყაროებში თითქმის არ არის ცნობები ოშკის მონასტრის მშენებლობაზე. ნაწილობრივ ამ ხარვეზს ავსებს ტაძრის კედლებზე მოთავსებული ასომთავრული წარწერები. ოშკის მონასტერი აშენებულია სამკუთხა ფორმის გრძელ ფერდობზე, რომელიც ხევებითაა შემოზღუდული.
  • 44.
  • 45.
  • 46. ბანას ტაძრის სამხრეთ–აღმოსავლეთ კლდეებში არის ქვაბულები, ჩაშენებული კედლებით. ერთ–ერთში პატარა დარბაზული ეკლესიაა. ბანა ტაოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი იყო. ბანაში დამზადებული წიგნებიდან ჩვენამდე მოაღწია საბაწმინდის ტიბიკონმა, გადაწერილმა მეფის ასულ ქეთევანისათვის 1511 წელს. ბანა ერთი პერიოდი სამეფო საძვალეც იყო. უკანასკნელად იქ მეფე ვახტანგ IV და მისი მეუღლე დაუკრძალავთ. ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით, რომელიც პროვინცია ფანასკერტის აღწერისას აღნიშნავს „...მოერთვის ჭოროხს მდინარე ბანა-ფანასკერტისა, გამომდინარე ყალნუ მთისა და მომდინარე აღმოსავლეთიდამ დასავლეთად. .ამ წყალზედ, მთაში არს ბანა, აწ უწოდებენ ფანაქს. ეკლესია გუმბათიანი, დიდი, მშვენივრად ნაგები, კეთილ მშვენიერ ადგილს აღაშენა მეფემან ადარნასემან და დაფლულნი არიან მეფენი.
  • 47.
  • 48. “ქართლის ცხოვრების” მიხედვით, ციხე ვახტანგ გორგასლის ბრძანებით აუგიათ. VIII საუკუნის I ნახევარში არტანუჯის ციხე არაბმა სარდალმა მურვან ყრუმ დაანგრია. IX საუკუნეში განაახლა აშოტ I კურაპალატმა. მანვე დააარსა აქ ქალაქი და ააგო ეკლესია. X საუკუნეში გამაგრებული და დიდი რაბათის (წინაქალაქი) მქონე არტანუჯი, მნიშვნელოვანი სავაჭრო ცენტრი იყო. აქ საქონელი მოდიოდა, აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოდან, სომხეთიდან, სირიიდან და სხვა.დღეისათვის შემორჩენილია უზარმაზარ კლდეზე დაშენებული ციხის გალავნის ნაწილები, ციხის ტერიტორიაზე - ეკლესიისა და სასახლის ნაშთები. ციხის ქვემოთ ნაქალაქარია, რომლის ადგილზეც თანამედროვე ქალაქ არტანუჯის (თურქ. არდანუჩ) ერთი უბანია. ნაქალაქარის ტერიტორიაზე არის ეკლესიის ნანგრევები, ძველი სავაჭრო დუქნები, გალავნის ნაშთები...
  • 49. VIII-IX სს-ში გრიგოლ ხანძთელმა გარკვეული აზრით ხელახლა შექმნა „მწიგნობრობა ქართული“, დააფუძნა რა „ ფრიად ქვეყნად აღრიცხულ“ ქართლში წინაათონური ეპოქის ყველაზე მნიშვნელოვანი სულიერი კერა, ტაო-კლარჯეთის საღვთისმეტყველო სკოლა. მის სახელს უნდა უკავშირდებოდეს უდიდესი სულიერი საუნჯის, იერუსალიმის საღვდელმსახურო ტიპიკონის ქართულად თარგმნა და, აგრეთვე, რჩეული საეკლესიო დღესასწაულებისადმი მიძღვნილი საგალობლების კრებულის- „იადგარის“ პირველი წერილობითი ჩამოყალიბება. გრიგოლ ხანძთელი იმ რანგის დიდმოღვაწეების რანგში დგას, რომლებიც ეპოქებს ქმნიან. შესაბამისად, ჩვენ შევეცადეთ გვესაუბრა გრიგოლ ხანძთელის ეპოქაზე და გვემოგზაურა მის ნაკვალევზე.
  • 50.  http://ka.wikipedia.org  http://www.virtualtao-klarjeti.com  http://www.tao-klarjeti.ge  http://wapedia.mobi/ka  htthttp://www.virtualtao-klarjeti.com  http://tao-klarjeti.ge/khandzta.html  ვახტანგ როდონაია,ქართული ენა და ლიტერატურა  გრივერ ფარულავა, „გრიგოლ ხანძეთილის ნაკვალევზე“  ზ.სარჯველაძე,კ.დანელია,ე.გიუნაშვილი „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება“  კორნელი კეკელიძე, „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება“