SlideShare une entreprise Scribd logo
1  sur  46
***
,რამდენჯერ უნდა მირტყა სახეში
.თავი რამდენჯერ გამიტყდა ღმერთო
,ცრემლი გამიშრა და ია ხელში
.გამჭკნარ ფოთლებში დარდით გაერთო
ანტონ გაგუა
***
,ქარმა თებერვალი მხრებზე მოიკიდა
.ტალღებს ეხეთქება ზღვასთან განთიადი
,მთვარეს არ ეგონა დარდს თუ მოიმკიდა
.მე კი უნებურად მზისკენ გავტრიალდი
,ცივი მკლავებიდან სუსხი მომერია
.არ მაქვს მოსაყოლი თითქმის არაფერი
,შენი სინამდვილე ნეტავ რომელია
, .საით გაიტაცეს ვისი ან რა ფერი
,ჩემ წინ უფსკრულია თეთრი მოსასხამით
.სხეულს მიკაწრავენ ცხელი მარწუხები
,კიდევ მერამდენე დილა მოკვდა შხამით
.ღმერთო ჩემი ტანჯვით ნუთუ არ წუხდები
, ,მარტო შემატოვეს იღბალს წასალეკად
.კივის მგლოვიარე ქართა პროცესია
,მნათე ამოვარდა ზარის დასარეკად
.შენთან განშორება ვიცი რომ წესია
ანტონ გაგუა
***
,შენ მიჩვეული სარკმელთან ლოდინს
.გაყინულ წვიმის ითვლიდი რითმებს
,მზე გამეპარა არ ვიცი როდის
.მთვარე დილამდე დარჩენას ითმენს
,ახლა ფერადი დილაა მხოლოდ
.ზღვასთან ცისკარი მოკვდა დუმილში
,დარჩენის ნაცვლად რა უნდა მთხოვოთ
.არ დავბრუნდები წასვლას ნუ მიშლი
, ,ნაპირთან სახლში ზამთარი მოთქვამს
.როგორც შეშლილი სონეტი ღამის
,არავინ მოდის სიტყვები რომ თქვას
, .ხან ვის მივყვები მოველი ხან ვის
ანტონ გაგუა
.შენი თმების გროვაში გამომთვრალა აპრილი
.სულს მიწეწავს წვიმიდან წამოშლილი სურნელი
, ,უჩვეულოდ გავჩუმდი ხუნდები მაქვს გაყრილი
.ვიცი ჩემზე ღმერთია მშველელი და მზრუნველი
,ჩასაფრებას მიპირებს გაცვეთილი ფლიდები
.მზე უდროოდ დაეშვა უგულოა და ყალბი
,მარადიულ სტრიქონებს გჩუქნიდი და გპირდები
.რომ სხვა ყველა ოცნება უძღებია და ხარბი
,ჩვენი დამშორებელი ახლა ბნელი ღამეა
.ცივ ოთახში წუთები უკითხავად მიქრიან
,თვალს ვუსწორებ ალიონს ვიცი სითამამეა
.შენთან ვრჩები იცოდე წასვლა არ მიფიქრია
ანტონ გაგუა
***
,იქნებ შეგეშინდა გეთქვა მიყვარხარო
.ღამეს სიძულვილი უფრო მოერია
,მინდა საკნის კედლებს თავი მივახალო
.სიტყვებს ერთგულება თუ გამოელია
,ქარი აიშალა უცხო სტრიქონებით
.მზესთან საუბარში ღამე მომეპარა
,ჩემში ჩარჩენილი აზრით და გონებით
.შენი სული იყო ჩუმად რომ მებარა
,ისევ ძველებურად წვიმას ველოდები
.ცივი კედლებიდან ჟონავს მოგონება
,დღისით დამშორდი და ღამე მეორდები
.ახლა უკვდავება წამი გეგონება
ანტონ გაგუა
***
,მთვარემ წინ წაიგდო მწუხრის აჩრდილები
.ზღვასთან მიყრუებულ სახლში ჩავიკეტე
,კივის თოლიები ფრთებში დაჭრილები
.დილის მოლოდინში გული გავიკეთე
,ვამსხვრევ სიჩუმეში ნაცნობ მელოდიას
.ფერებს ახამებენ ნორჩი კესანები
შენ კი ძველებურად ისევ მელოდი და
.მარტო დარჩენილი ცისკარს ესალმები
,ახალ ემოციას გული ეუფლება
.დუმილს მპატიობენ რა დროს ყვირილია
,ძლიერ მიყვარხარო ქარი მეუბნება
.ასე მერამდენე ღამე მიილია
,კვდება ნაცრისფერი ზამთრის ელეგია
.საკნის სარკმელიდან წუთებს ვეზიდები
,ზღვასთან ჩაკეტილი სახლი დილეგია
.ცისფერ ოცნებასთან ჩემი შეჭიდების
ანტონ გაგუა
შობა
- ,მახარობლებმა დაიმღერეს ალილო შობა
.სარკმელს სანთლების ეფერება თბილი ალერსი
,მახსოვს სილაღით ანთებული ჩემი ბავშვობა
.ღმერთთან შეხვედრის მოლოდინი უზენაესი
,ანგელოზებმა მოიმარჯვეს ბაირაღები
, .ოსანნა მაღალჩინებულო დიდება გამჩენს
.ცოდვამ დაახმო სამოთხეში ვაშლის ბაღები
, .ვგავარ სიმშვიდით დაჯერებულს ედემში დამრჩენს
ანტონ გაგუა
,მაგ ტუჩებით ამოსუნთქვა შემომაკლდა
.იანვარი მინაწილებს სიცივეს
,ხელში თეთრი შროშანები შემომაკვდა
.დავიტირებ შენთან ყოფნის სიმცირეს
,ქარი ტოვებს ღამენათევ სარეცელს
.განთიადზე მზემ დაჰკიდა ცისკარი
,მარტოსული ზღვას შევხვდები ალეწილს
.მიტოვებულ ტრამალებზე ცრის ქარი
,ნუ მეტყვი რომ სიყვარული აკრძალეს
.რომ მიჯნურებს დასცინიან ფლიდები
,ვერ ვიჯერებ ერთგულება დაკრძალეს
, .მაინც გეტყვი უკვდავებას გპირდები
ანტონ გაგუა
,ვიდრე გაზაფხულს მორთავს აპრილი
.დეკემბერში ვარ გამოჩხერილი
,ზღვასთან შეგხვდები ვნებააყრილი
.სადაც მზე იყო ამოწვერილი
,სადაც შეშლილი იცდიდა მთვარე
.ქარი კიოდა უცხო მხარიდან
,მოსვლა და წასვლა ვერ დავითვალე
.მაინც არ ვიცი შენგან რა მინდა
,მაინც ლოდინი მიტაცებს დილის
.შეცდომებს მითვლის ცოდვა წყეული
,ღამე უნდობელ სიბნელეს ტირის
.განთიადამდე გადმოღწეული
,მე ვიცი მოვალ გრძნობებით სავსე
.გულზე შეგაბამ ცისფერ კესანეს
.ისევ ნაპირთან და ისევ ზღვაზე
, .ღმერთია შენში მე ვარ მესამე
ანტონ გაგუა
სანამ მზე ამოვიდა
.იამ ფერი იცვალა
ახლა ასე შორიდან
.მარტი გარდაიცვალა
დუმს წითელი ტიტები
.თავგანწირვის ლოდინში
,ღმერთო ისევ მჭირდები
.ღალატისთვის ბოდიში
,არ მაცლიან სიხარულს
.ბნელი ქუჩის ლანდები
,და არც მარტო სიარულს
ვიდრე გავიბლანდები
ამ უკუნით ღამეში
.ფეხს ითრევდა ცისკარი
! ,ღმრთო სულ არ გამეშვი
.ახლა ცივი ქრის ქარი
,ხმელ თითებში ჩაფლული
.შენი თმებით ვთბებოდი
და ოცნება ზღაპრული
,ვიდრე არ მოვკვდებოდი
მახსენებდა სიცივეს
.ფრთები მხრებზე დაყრილი
და წუთების სიმცირეს
.ზღვასთან მზე გადახრილი
ანტონ გაგუა
.სიმარტოვე მხოლოდ ძლიერებს შეუძლიათ სანამ შენი არსებობა შენს
.გადაწყვეტილებებზეა დამოკიდებული მანამდე ძლიერი ადამიანი ხარ მასაში
.გათქვეფილ უინტერესო ადამიანებს მუდამ თავისუფლების შიში ჰკლავთ
ანტონ გაგუა
,შეფაკლულ ღაწვებზე ცრემლებმა დაღარა
.გვალვისგან დამსკდარი წითელი ტუჩები
,ზამთარმა ქუჩებში გაშალა ჭაღარა
,მე კი შენ მკლავებში თუ შევიყუჩები
,ითოვოს რამდენიც მოუნდეს გვირილებს
.მე მინდა სხეულზე მოგხვიო თითები
,თუ შენი სიშორე დღეს ტკივილს გვირიგებს
არ მინდა გეგონოს ჭორი და მითები
,რომ მოვალ შეშლილი წასული ღამიდან
.ფერადი სიტყვებით მოგახვევ სტრიქონებს
,ნაპირთან დარჩენილს სხვა მეტი რა მინდა
.დღეს დილა გაცრეცილ ოცნებას იგონებს
,აპრილმა ჩაიცვა იების სურნელი
.სასჯელი მგონია სიცოცხლე უშენოდ
,მოვკვდები დარდისგან და შენზე მზრუნველი
.იქნება როგორმე ამ ტანჯვას ვუშველოთ
ანტონ გაგუა
,ახლა ჩემ ქუჩაზე მარტი დააბერეს
.ტანზე სიცივე მაქვს უშნოდ მორეული
,იებს გაზაფხულზე მოვლილს და ნაფერებს
.ქარი მოეხვია ცივი შორეული
,მწუხრი შებინდების ტკივილს მინაწილებს
.მთვარემ მოსაყოლი თითქოს დაასრულა
,ღამე უჩვეულო ფიქრებს მიაცილებს
, .ისევ ნაწილობრივ ისევ არასრულად
,წვიმა დაიღალა მიწის ამოცნობით
.სიო მარტოსული მინდვრებს შეერია
,ვიცი დავბერდები შენთის ამ ოცნებით
.დილა ასე ძვირფას წუთებს შეელია
ანტონ გაგუა
, ,დეკემბერის დილას ავიჩემე მკაცრი სიცივე
.ამ ალიონზე მზის სხივები გახუნდა თითქოს
, ,ერთი ნაპირი მეგულება ერთი ვიცი მე
, .გაყინულ სახლში მოჩვენება დარჩენას ითხოვს
,ახლა მარტოა მარტის თვეში გაზრდილი ია
.არც ენძელების სურნელი მაქვს შემოხვეული
,შენ მოლოდინში ყველა კარი დავტოვე ღია
.სიმარტოვეა სუნთქვასავით შემოჩვეული
, ,რაღას მაწვალებ ამ ცისფერი კედლების შიგნით
.ჩემ ფანჯარასთან გაზაფხული მოკლეს წამებით
.მწუხრი მომადგა უწინდელი ზღაპრების წიგნით
.ჭაღარა თმებით დავარცხნილი და ნაწნავებით
, , ,მცივა ზამათარი არ იშურებს გაყინულ წვიმას
, .სველია ჩრდილებს აყოლილი ცახცახა ტანი
, ,ეს ღამე შენზე მომიყვება უამრავ წვრილმანს
.სიმარტოვეა ამ ამბების ჩემთან მომტანი
ანტონ გაგუა
,შენ მოხვალ წითელი ფერებით აპრილში
.ახლა თუ წყეული ზამთარი ამშორდა
,ერთხელაც მოდი და დარჩენას არ გიშლი
.მე სხვისი ოცნების მისხალიც არ მშურდა
,დღეს ქარმა მოგლიჯა ბებერი ფესვები
.უმზეოდ თბებიან საკანში ჩიტები
, ,მარტო ვარ ამ წყეულ ფიქრებში ვეშვები
! ! .მარტო ვარ მარტო ვარ უსაზღვროდ მჭირდები
,კედელზე დავხატე ცისფერი აფრები
.ზღვა შენი თვალებით მაგუებს სიმშვიდეს
,ბავშვობას მაგონებს პატარა ზღაპრები
.არ მინდა სიჩუმეს დღეს ვინმე მიშლიდეს
ანტონ გაგუა
,დღეს დეკემბერმა სუნთქვა აკრძალა
.ხმელი ფოთლებით გამევსო თმები
,ღამემ ჩვეული ზიზღით დაკრძალა
.შენთვის მოძღვნილი ცისფერი მთები
ანტონ გაგუა
,ვინ იცის იქნებ ლოთობაც მელის
.ან სიგარეტის კვამლით დახრჩობა
,ახლა მე შენი სიშორე მშველის
.სიშორე როგორც ჩემი ბავშვობა
,ვიცი რომ შენი სურნელი მომკლავს
.კოცნით დავფარე შეშლილი სახე
.ამ წვიმას შავი ღრუბელი მოჰავს
, ,ისევე როცა პირველად გნახე
,იდუმალ საკანს ათბობდა მთვარე
,მზეზე დავკიდე სხივები ყველა
,თუ გულისცემა ვერ დავითვალე
.გარდაცვალება თუ შემეშველა
,უკვდავებამდე რაღა დამრჩება
.მკლავს თავგანწირვა შლეგი სურვილით
,მწუხრი სიბნელეს ვერ გადარჩება
.ამოუცნობი ლტოლვის წყურვილით
ანტონ გაგუა
, .მე მინდა შენ მთვარე იყო რომელსაც ხელს ვერასოდეს შევახებ უბრალოდ ბნელ
ღამეს გამინათებ და იმედს მომცემ რომ მზის სხივებით ხარ ასე განათებული და
,შენგან მიზიდულ სხივებს მეც მინაწილებ შენი თვალებიდან გულში
, ...გატარებულს ჩემს სულამდე რომ აღწევს
ანტონ გაგუა
, .ახლა შენს თმებში გახლართული ჩემი თმებია
.ფერი ვიცვალე არ მგონია მოვკვდე უშენოდ
,ამ სტრიქონებში ბევრი სისხლი და რითმებია
.იქნებ განწირულ უკვდავებას ასე ვუშველოთ
, ,იქნებ წვიმაა შენი ცრემლი მეც რომ მატირებს
, .აზიდულ ტანზე რომ გეხვევა დილის ნამია
,მზე ამოგორდა განთიადთან გაინაპირებს
, .ეს ერთი წამიც უკვდავების ერთი წამია
, ,ნუ მომატყუებ რომ მზეს მთვარე შეეფერება
.ზამთარს ზაფხული არასოდეს არ ჰყვარებია
,შენი თითები ძველებურად ვერ მეფერება
.რაც ჩემთან დარჩა შენი თმები და თვალებია
, ,სხვა სურნელია დილაობით ზღვა რომ მომახვევს
, .დარდით დაღლილი დაიხრება შეშლილი მთვარე
, ,ვუცდი ერთხელაც შენი სუნთქვა ჩემსას რომ აჰყვეს
.თავგანწირული უკვდავება შენში ვითვალე
ანტონ გაგუა
,ბავშვობასავით მემახსოვრება
.შენი პირველი კანის შეხება
,რა უაზროა ახლა ცხოვრება
.ვიდრე სიკვდილი შემეჩეხება
,მარადისობის გზაგასაყარზე
.შენი თვალები მიმაცილებენ
,მთვარემ სიბნელე გაიგდო მხარზე
,ვნებები ცოდვას მინაწილებენ
,განცდები ახლა დარდად ქცეული
.გადახიზნული უცხო მხარეში
,გაღმერთებული შენი სხეული
.და არა როგორც ცხენის თარეში
,უფრო დიდია ვიდრე სიბილწე
მოკრძალებული და ისე სუფთა
,რომ შენში ახლა ისე მივიწევ
.გარდაცვალება ახლოა სულთან
,თუმცა არ ვიცი როდისღა წავალ
.ამომეწურა თითქოს წუთები
, ,შენ რომ გელოდა ისევ ის ცა ვარ
.ვიცი ოდესღაც ჩაგეხუტები
ანტონ გაგუა
,გნატრობდი როგორც გიჟი სიმშვიდეს
.როგორც საკუთარ სხეულის სუნი
,არ ვფიქრობ ამას ღმერთი მიშლიდეს
.რომ შენ დაგითმო უკვდავი სული
,გნატრობდი როგორც მშიერი ლუკმას
, .წყლის ერთი წვეთი გამომშრალ ყელში
,ნუ ჩამომითვლი წესებს და დოგმას
.მე კესანები მიჭირავს ხელში
,გიცდიდი ყოველ დილით ნაპირთან
, .ყოველ დაისში დაგყვები ზღვასთან
,დღეს შეყვარებას ქარი დამპირდა
.უკვდავების და სიკვდილის ზღვართან
, ,დაგიცდი როგორც მარტი წვიმაში
.ცივი კალთებით მიმიღებს მიწა
,მე შეგიყვარე ყველა წვრილმანში
.შენთან სიცოცხლეს ბავშვივით ვიცავ
ანტონ გაგუა
,ღმერთთან შენზე პასუხები მელოდება
.რას მიპირებს მარტოობა წყეული
,ნოემბერი უჩვეულოდ მეორდება
.მელოდება დაფლეთილი სხეული
,მხოლოდ ერთი პასუხია საჭირო
.თავგანწირვას ნუ მომთხოვენ ფლიდები
,აქ დავრჩები დამწყვდეული სახლში რომ
დაბრუნდე და
.უკვდავებას გპირდები
,ჩუმი ხმებით გავაცილე მაისი
.არ მგონია გაზაფხული დაბერდეს
, ,სად შეხვდები უკვდავებას რა იცი
,ახლა ღმერთთან გელოდები
,და ჟღერდეს
,ისე როგორც უჩვეულო და უცხო
.როგორც მშვიდი გახელდება მდინარე
,მთვარემ ღამეს კეკლუცობა დაუწყო
.ახლა სევდა ოცნებაა მძინარე
, ,გათენდება ქარიც ალბათ იქროლებს
.ან წვიმაში თმებზე შემოგაკვდები
,ღმერთთან ალბათ დამითმობენ იმ როლებს
.ბნელ საკანში როცა შემოვაკლდები
,ამ სიცოცხლის გამოცლილი წუთები
.გამაყოლეთ როგირც ბავშვის გადია
,გადაჭედეს შეღებილი ყუთები
, .ნუ მეტყვი რომ წლები ისე გადიან
,ვერ შევხედავ ამღერებულ გაზაფხულს
.ან ოქტომბრის ბადაგით ვერ დავთვრები
, ,არ დაგტოვებ ალეწილს და დაზაფრულს
, .როგორც ქურდი შეფარულად გავქრები
ანტონ გაგუა
,გიცდიდი როგორც მიჯნური ღამეს
.როგორც ზღვა შენთან შერთვას ელოდა
,დღეს ნოემბერი ვერ შემიხამეს
.დაყრილ ფოთლებზე ქარი მღეროდა
,აღარ მჯეროდა მოსვლა აპრილის
.ვერც შემოდგომის ვიგრძენი წასვლა
, ,წვიმს უმოწყალოდ გზაზე დაყრილი
, .უცხო ფერების მომინდა წასმა
, ,კედლებზე სადაც ეხატა ღამე
.დავხატავ დილის ცვარიან ტიტებს
,ვერ გავაკვირვებ ვინმეს
და რამე
, .რომ მკითხონ რატომ ვიმტვრევდი თითებს
,ვიტყვი უბრალოდ არ მინდა მოვკვდე
.მარტივი როგორც კეკლუცი მარტი
,ასე შეშლილი ღმერთთან რომ მოვხვდე
, , .რა ვუთხრა რისთვის რატომ მიყვარდი
! ,არ ვიცი ალბათ პასუხი ჩემთვის
.ღმერთთან შეხვედრას გამიადვილებს
,შენი სულის და სამყაროს შერთვის
.ამ უკვდავების სხვა სინამდვილეს
ანტონ გაგუა
. ,სიძლიერის აბსოლიტური განმარტება არ არსებობს ზოგადად სიძლიერე
.სირთულეების გადალახვის შესაძლებლობაა შეიძლება გარეგნულად ძალიან
,მიამიტი და უსუსური ჩანდე მაგრამ შინაგანად შენი სამყარო ღმერთამდე
.მიდიოდეს
ანტონ გაგუა
,ქარი ქურდივით წრიალებს თმებში
.ნაძალადევად მომახვევს სურნელს
, ,წვიმა აშლილი ურჩი და თქეში
, .წვეთებში იწვევს ბრძენსა და სულელს
, ,მე შენთან ვრჩები შენი სხეულით
, .გამომწყვდეული კანკალით თრთოლვით
,ვიდრე ზამთარი მოვა წყეული
.და სინამდვილეს დაფარავს თოვლით
,ვიდრე ჰაერი შენი ტუჩებით
.მასუნთქებს ცისკარს ტიტების მტვერით
,მე შენ მკლავებში შევიყუჩები
.მახსოვს ალერსით რომ გამოვთვერით
,მახსოვს აპრილი ფოთლებს რომ შობდა
.საშემოდგომოდ ვითვლიდი წუთებს
,ია კეკლუცი მარტთან მრუშობდა
, .დღეს ნოემბერი სიყვითლეს უტევს
,თუ უშენობა არ მიწერია
.ფიქრებმა ღამე თუ გადაკვეთეს
,და რაც აქამდე დამიწერია
.გიძღვნი ჰაერით გაჟღენთილ წვეთებს
ანტონ გაგუა
,იმ დღეს სასთუმალზე მედო შენი გული
, .ჰაერს მასუნთქებდი ტკბილი ტუჩებიდან
,ნოემბერი იყო თოვლით შენიღბული
,მოვკვდე მაგ მკლავებში
,შევიყუჩები და
, .აპრილს შეგადარებ ახლად ამღერებულს
.რა დროს შემოდგომის ხმელი ფოთოლია
, ,რითმებს შენ სხეულში ჩემთვის აძგერებულს
.ზღვასთან ელოდება ქარი და თოლია
,სხეულს დამიკაწრავს ვნება გალეშილი
.შლეგი ქარიშხალი თმებზე დამეკიდა
,ხელში შემაჩეჩეს დანა გალესილი
.ნეტავ კესანები შენთვის არ მეყიდა
,ბებერ ემოციას მარტი მიაცილებს
, .დუმილს მპატიობენ ზამთარს მიეძინა
,ახლა გაზაფხული სუნთქვას მინაწილებს
.მთვარეს განთიადი გულზე მიეწვინა
ანტონ გაგუა
,შენი სურნელი წამართვა ქარმა
.ვნებამ მომხვია უცხო ალერსი
,ცოლი დატოვა შეშლილმა ქმარმა
.ჩემთვის დარჩები უზენაესი
,ტანი შევმოსე შიშველ განთიადს
.მზე დავასახლე გულში მალულად
,საკანში ვირჩევ დუმილს და წყვდიადს
.ცოდვებად მოხვალ თუ სიყვარულად
,ისე წმინდაა ახლა საღამო
.შენი თვალებით ანათებს მთვარე
,ან ცოდვა როგორ შეგისაბამო
.რომ გაგაგცილე ცრემლები ვღვარე
,ახალ გრძნობებში სიჩუმეს ვმარხავ
.თმებში სურნელი შემრჩა თითების
.ღმერთთან დავრჩები და იქვე გნახავ
,წითლად დაფენილ სველი ტიტების
,მოგახვევ ტანზე სურნელს არეულს
.ღამის სიღრმეში ოცნება გაქრა
,ასე ალეწილს და გადარეულს
.დილასთან უფრო მომინდა გაყრა
ანტონ გაგუა
, ,სიტყვებით გავზომე გრძნობების სამყარო
.საკანში დამწყვდეულ სიჩუმეს ვნებდები
,ყვითელი ფოთლები ცეცხლშიც რომ ჩავყარო
, .შენ მაინც არ მოხვალ უშენოდ ვბერდები
, ,ზვარებში გავლეწე წითელი მტევნები
, .თმებზე მაქვს სურნელი ბადაგის ნარჩენის
, ,მთვარემაც რომ მომთხოვოს ვერ დავედევნები
, .აქ შენი სუნია ამ სახლში დარჩენის
, .ნუ მომთხოვ გავზომო ვნებები ველური
, .ან გრძნობებს ამოვდო მხეცური სადავე
,არ ვცდილობ გაცდუნო და სიტყვა გველური
, .მოგხვიო სხეულზე ცოდვების სათავე
,აქ შენი ტოლია ოქტომბრის დღეები
.მწიფე და ყვითელი საღამო დაეშვა
,გაძარცვეს ოდესღაც მდიდარი ტყეები
, .ზამთარი აიკლო ჭინკების თარეშმა
,დღეს შენი სურნელი ზაფხულის ხვატია
.უწინდელ დარდივით მზე ზღვაზე დავარდა
,ბნელ საკნის კედლებზე აპრილი ხატია
.ამ ღამეს მთვარემ რომ გადაინავარდა
ანტონ გაგუა
,მე შენ გეძებდი ვნებების ომში
.გამომწყვდეული მარტო და სუსტი
, ,როცა მეგონა სიცოცხლეს მოვრჩი
.ახლა განთიადს შეშლილი ვუცდი
,შენი თმა ჰქონდა სამყაროს თავზე
.კანი შეგმოსეს ხავერდის ფერით
, ,ხან მთვარეს ჰგავდი იყავი თან მზე
.ზღვა ხმაურობდა ნაცნობი ბგერით
,ახლა თავს ვწირავ მწუხრის ლოდინში
.სიზმრებად მაინც ვნახო ცისკარი
,მარტო ყოფნისთვის ღმერთო ბოდიში
.შენი სულია ჩემში მისხალი
ანტონ გაგუა
,ღმერთები მაღლა აგებენ კარვებს
.ფრთები მოირგეს ანგელოზებმა
,არ ვიცი სევდას რა გამიქარვებს
, .ცალკე დარდი მკლავს ცალკე ოცნება
,მთვარე ფერების დაიწყებს წასმას
.ღამის სიღრმეში უცნობი ფიქრის
,დავიღუპები თუ მომთხოვ წასვლას
.გათენებული ცისკარი მიკვირს
,შენი ფერი აქვს ოქტომბერს ახლა
.წვიმის სუნით ხარ დასველებული
,ღმერთებთან ზევით და მზეზე მაღლა
.უკვდავებაა დასვენებული
, ,რომ შენი ხმაა ზღვის ამღერება
.სურნელს ირგებენ შენში ტიტები
,და შენი სახე დღეს ამ ხელებმა
.დახატეს როგორც ღმერთის თითები
ანტონ გაგუა
,შენთვის საკმარ მოძღვრებას
.ღმერთი მომცემს სულ
,მთვარე სულში მოძვრება
.უკვდავება მსურს
,აგიშენებ სასახლეს
.ზღვა ნაპირთან დუმს
,მზე განდიადს ანახლებს
.და ოცნებას ჩუმს
,არ მასვენებს სიშორე
.ახალ ვნებას ვკლავ
,გრძნობა ჩამოვიშორე
.ზღვასთან გიცდი კვლავ
,მოდი როგორც აპრილი
.ენძელებად თოვს
,დღეს სიყვითლე დაყრილი
.ისევ წასვლას მთხოვს
,თუ დარჩები ამ ღამეს
.მთვარე მინდვრებს რთავს
,ოცნებებმა დამღალეს
.ვნებას ვართმევ თავს
,თუ მიკრძალავ დარჩენას
,ნუ წამართმევ მზეს
,ამ ქარში გადარჩენას
.და ოცნებას ძველს
ანტონ გაგუა
,წვიმაში მწვანე ყვავილს სათუთად
, .ფესვებთან ეწვა ხმელი ფოთლები
,ახლა სიშორეს ვირჩევ საკუთრად
.და ზღვასთან წასვლას დაველოდები
,იქნებ ტირილი მოგწყურდა ჩემი
.მოსვლა ხომ მაინც გაგილამაზე
,უკიდურესად უცვლელი ვრჩები
.სიძულვილს ცლიდა ქარი რაფაზე
,მეხოტბე გავხდი უცნობი დარდის
.მზეს ყოველ დილით ველოდი ზღვასთან
,ოთახში ჩუმი აჩრდილი დადის
.ფიქრები ახლა მღალატობს სხვასთან
, ,ამდენი წასვლით მზე დაიღალა
, .დარჩენას მთხოვდა ცივი ფიფქები
,მწუხრი ღამისკენ გადაიხარა
.მარტო ვარ ახლა და არ ვიქნები
,მოსვლის ლოდინში გამომწყვდეული
.დაფლეთილი ვარ ღრუბლების მსგავსად
, ,წვიმას აპირებს მარტო წყეული
.სიმარტოვესთან დარჩენის ფასად
ანტონ გაგუა
,შენი თვალებით მზე ამანათებს
.ტანზე ოქტომბერის სურნელი აგდის
.ვშლი გამოგზავნილ ძველ ამანათებს
.ვიდრე სიკვდილი დარჩენას მაცდის
ანტონ გაგუა
, ,მე ვწერდი უსუსურ ფოთლების შრიალზე
, .ხეების ფესვებთან ყვავილებს რომ ეცვა
,ოქტომბერს მოეცვა ყვითელი სინაზე
.მე შენი თვალებით სამყარო მომეცვა
,ვინ იცის ზამთარი რა ფერად ითოვებს
.ამ ბოლო ღამეში ერთხელაც გავჩერდი
,სიცოცხლის სანაცვლოდ სიკვდილი ითხოვეს
.გათენდა და მაინც ვერაფერს ვარჩევდი
,ამ ცივი ღამიდან გამომყვა სითეთრე
.დილამდე ნატეხი წუთებში ვათიე
,შენობებს დაეტყო სხეულის სიმკვეთრე
, .ოცნება რომელიც მე ზურგით ვათრიე
,დამტოვებს ერთხელაც წყეული სიშავე
.ცისკარის ლოდინში სხვა ფერი ჩავიცი
,აქ შენთან დარჩენით თუ რამეს გიშავებ
, .მე ყოფნა იცოდე სხვაგვარად არ ვიცი
.ანტონ გაგუა
,დღეს შენი სურნელი ქარივით ავრიე
.თმებში მაქვს გაჩრილი უცნობი კივილი
,თუ შხამის სანაცვლოდ შარბათი დავლიე
.აქ შენი დარჩენა იქნება ტკივილი
,გათლილი თითები მიწეწავს გონებას
.ხეებზე შემოსვევს დაღლილი საღამო
, ,შეშლილი რითმების მიწევს გაგონება
.და შენი ჩურჩული ვერ შეუსაბამო
,ნუ მეტყვი ვიყავი და ისე აგრიე
.რომ გულზე დაგკიდე უცნობი ფიქრები
,ტიროდა მდინარე შეშლილი და მღვრიე
.მე წავალ ვიცი და შენ აქვე იქნები
ანტონ გაგუა
,შენ რომ გულზე გეწვინა
.ჩემი იყო ის მთვარე
,ნეტავ არ დამეძინა
.წასვლა ვერ დავითვალე
,სიო სიმწრით სუნთქავდა
.ფერი ედო ცისკარის
,არ მეგონა თუ მყავდა
.ბედისწერა მისხალი
,ვიშორებდი ფოთლებში
.შემოდგომის სიყვითლეს
,გავაცილე და თმებს შლის
.დაბრუნებას იტვირთეს
,წინ ზამთარი მომელის
.გაყინული თითებით
,ვერ გავიგე რომელის
.დაბრუნებას მპირდებით
,წავა როგორც წავიდა
.ქარი მონაქროლები
დილას მოვასწარი და
.უცხო მომაქვს როლები
,მომაქვს შენი ტუჩებით
.აკრეფილი სიტყვები
,ჩუმად გავიყუჩებით
.შემიყვარდი გიტყდები
,ალეწილი ღაწვებით
.შემოდგომა მწიფდება
,მზეო სანამ დაწვები
.შენი ცქერა მჭირდება
,თურმე ჩემთვის მღეროდა
.გაზაფხულზე ენძელა
,მე კი სულ არ მჯეროდა
.განშორება ეძნელა
,ახლა ტანზე მაცვია
.ოქტომბერის სურნელი
,ალეწილი ღაწვია
.უკვდავების მსურველი
,მოდი ოღონდ მოდი და
.როგორც გინდა ისეთი
.უცხო სიტყვებს მოვზიდავ
.შენთვის მე რომ ვიწერდი
ანტონ გაგუა
,ყვითელი ფერებით ამღერდა საღამო
, .სურნელი აშალა ქარებმა ნაპირთან
,მომინდა შენ თვალებს მზეს შეუსაბამო
.წვიმა კი უშენოდ სიცოცხლეს დამპირდა
,დაყარეს ფოთლები გამხმარი და სველი
.სხეულზე სიცივე ცეცხლივით მომედო
,უმწეოდ დარჩენილს მთვარე მყავს დამცველი
, .უკუნით ღამეში აჩრდილი მომენდო
, ,ფიქრებში გავთანგე აშლილი ვნებები
,ფოთლები შრიალით მუსიკას უკრავენ
, ,დაკრძალეს აპრილი ოქტომბერს ვნებდები
, .დღეს ახალ სოცოცხლეს იმედებს უკლავენ
, .გახუნდა საღამო მთვარეც კი შეღებეს
.ცისკარი აჩრდილებს ქურდივით ამხელდა
, ,მზემ ტანი აზიდა თვალებში შეხედეს
.სხივები ჩვეული სინაზით ამღერდა
,ოქტომბერს გლოვისგან შავები ჩაეცვა
.საფლავთან ცრემლები დაცალეს გოდებით
,ყვითელი ფოთლები მებაღეს დაეწვა
.აპრილის მოსვლამდე ნუ მომაგონდებით
,ამაღამ ტირილსაც თუ აღარ დამაცლით
, .ნუ მოხვალ სათქმელი უშენოდ ვიცი და
,ოდესღაც მოვყვები ამ ამბავს დამარცვლით
.რომ ღამე აჩრდილთან შეხვედრას მიშლიდა
ანტონ გაგუა
, ,იქნებ მაპატიო ჩემი უმწეობა
.ვეღარ შევეგებო შენთვის გათენებას
,სევდამ შეიფერა ბნელში უმზეობა
.მთვარე აპირებდა ღამის გაჭენებას
, ,იქნებ მაპატიო მთები ვერ გაჩუქე
, .მინდვრებს ვერ ავართვი შენთვის კესანები
, .მზე რომ დაიხრება მაშინ შენ აშუქებ
, .ცისკარს მარტოსული ცრემლით ვესალმები
, .იქნებ მაპატიო ისე შეგიყვარე
.შენთვის განწირული გული დამითმია
.მახსოვს უკვდავების ბაღში შემიყვანე
.ახლა მარტოობამ ისევ დამითრია
ანტონ გაგუა
.დღეს ოქტომბერი იცვლის სამოსელს
.ტანზე ჩაიცვა ყვითელი ფერი
,ჩამომითვლიან წუთს მესამოცეს
.გამოიცალა ძლივს სექტემბერი
,ღამეში ვწევარ სიტყვებით მთვრალი
.მზე დამეკიდა გულზე მძივებად
.მთვარეს მოუკრავს ქალისთვის თვალი
.ხმაზე დაეტყო დღეს შეცივება
, ,ძველი ფერებით ვცოცხლობ რაც დამრჩა
.აღარაფერი მაკვირვებს ახლა
,თუ სექტემბერი სიკვდილს გადარჩა
.მე თავგანწირვით მომინდა დაღლა
ანტონ გაგუა
, .და ასე ხარბად დავეწაფე გაფანტულ წვიმას
, .ვარ მგლოვიარე შენი თმებით შევიშრე სისხლი
, ,მწუხრი მიყვება აჩემებულ ჭორსა და წვრილმანს
, .ღამემ გაშალა შავ ფერებში ღვარძლი და ზიზღი
, ,ფერებს იშორებს სექტემბერი ფოთლების ხარჯზე
.ქარის სუნთქვაა ახლა ჩემი აკვიატება
, .თუ თვალებიდან ანთებული ღამეში ხარ მზე
.და გათენებას უსაშველოდ აგვიანდება
, ,მოდი ახალი სინამდვილით დამღალა ქარმა
, .ძველი პერანგი შემოიცვა ტანზე საღამომ
.ცივი წვეთებით დაასველა მზე ნიაღვარმა
, .დღე ასე ერთი უჩვეულოდ შეუსაბამო
ანტონ გაგუა
,შენ რომ ტანზე გეცვა მე ვარ ის სხეული
.თეთრი მკლავებიდან სუნი ამეკიდა
, .შორი ოცნება ხარ ჯერ ვერ მიღწეული
, .ახალ ჰორიზონტზე მთვარე დაეკიდა
,წვიმას მოყოლილი ცრემლი მომერია
,წყეულ სიშორეში წლები დავითვალე
, ,ვეძებ გამეტებით ჩემი რომელია
.ყვითლად შეუღებავთ ახლა შავი მთვარე
,ბებერ ხეებიდან ფოთლებს ჩამოცლიან
,ქარი მიაცილებს დღეებს გამეტებით
, .ვიცი უკვდავებას აღარ დამაცლიან
.ჭორში ახლართული უცხო ფრაგმენტები
,ახლა უფსკრულია ჩემი სინამდვილე
.თვალებს მიფარავენ ყალბი მოფერებით
.ლამის სირთულეში შემრჩა სიადვილე
.ღამე მესალმებ ყელის მოღერებით
.დილა მენატრება ტალღებს აყოლილი
, ,ზღვაზე დამტვრეული ნავი დამეკარგა
,ჩემი რითმებიდან შენთვის მოყოლილი
.ცისკარს ყვავილები უცხოდ დაექარგა
ანტონ გაგუა
,მხატვრობაში აბსტრაქციის აუცილებლობა ფერებისა და გეომეტრიული
.ფიგურების საშუალებით სამყაროს აღქმამ განაპირობა თუ შენთვის სამყარო
( )მხოლოდ ორ ფერშია მოქცეული თეთრი და შავი მაშინ ვერასოდეს შესძლებ
. .სრულად მის აღქმას რაც შეეხება გეომეტრიულ ფიგურებს შენი სამყარო შენივე
,სივრცეშია მოქცეული და თუ ვინმე შენს საზღვრებს გადმოლახავს შენთან
,მოხვდება და შენი არსებობით იარსებებს ეს ნიშნავს რომ ერთგანცდილ სამყაროში
, . ...ცხოვრობ ეს ფერწერაა ფერწერა რომელსაც განგება აფერადებს
ანტონ გაგუა
, ,დღეს სამარე ვარ შენი სხეულის
, .მზე მიაცილებს ამ პროცესიას
,ვნების კალთებში გამომწყვდეული
.აქ უწესობა თითქოს წესია
,აქ მთვარე მეფობს გახუნებული
.ღრუბლები ცლიან გაყინულ წვიმას
,ცეცხლისგან ვნებით გახურებული
.მზე მიყვებოდა უამრავ წვრილმანს
,მასაზრდოებენ ახლა სიტყვები
.შეძრწუნებული ტირის ცისკარი
,ახლა მგონია რასაც მიყვები
.ჩემი სულია ერთი მისხალი
,ახლა შეშლილი ჩამოწვა მწუხრი
.მე მოგიყვები ახალ ბალადებს
,ღამემ ლანდებთან მოყარა მუხლი
.ნეტავ ეს მაინც დამიფარავდეს
,რომ არსებობა მყოფნის ამ ღამის
.სიმყუდროვისკენ ვიზიდავ წამებს
,დამრიგებელი წყევლის ბალღამის
.დღეს გათენებას ვერ გამიწამებს
ანტონ გაგუა
,ღამემ დაჰკიდა ბაირაღები
,წვიმის სურნელით გამოთვრა დილა
,დღეს შემოდგომით დავიდაღები
.მზე უჩვეულოდ გამოკვეთილა
,ვტიროდი წასულ ფერისცვალებას
.ამღვრეული ვარ როგოც არაგვი
.ვეღარ ვეღირსე მე მიცვალებას
.შენი სულია ჩემი ალაგი
,თუ უკვდავებას მჩუქნი მეწვიე
.ვინ გაიმარჯვა შენთან ჭიდილით
,დროს უდროობით წამოვეწიე
.ქარში უმწეო დავრჩი ჩიტივით
ანტონ გაგუა
,ახლა სიჩუმეში ვზივარ მგლოვიარე
, .ფიქრებს ვეზიდები ღამე წყვდიადია
,დილის მოლოდინში გზები მოვიარე
, .ქარმა წაიყოლა რაც კი დიადია
,წვიმა ჩამოცლილი ცრემლის სადარია
.დილით სექტემბერმა ნისლი დაიხურა
, ,აქ რომ ხალხი იყო ახლა სად არიან
, .ვინც კი ჩემთან იყო კარი გაიხურა
, ,იქნებ წასვლა გინდა წვალობ შეგამჩნიე
.ვიცი უშენობა ისევ მომისაჯეს
,ჩემი ამოსუნთქვა ისე შეგაჩვიე
, .წამებს გავიხსენებ შენთან რომ იტანჯეს
, ,ჩემთვის ახლობელი დადგა შემოდგომა
.ფოთლებს აშრიალებს სიო წამოშლილი
,ჩიტმა დამიპირა მხარზე შემოჯდომა
, .ვიდრე წვიმა მოვა ცრემლად ჩამოცლილი
ანტონ გაგუა
,ისე ველოდი შენთან შეხვედრას
.ცახცახით ვწერდი ახალ სტრიქონებს
, ,და როცა მთვარე მზეს ვერ შეხედავს
.ახალ ოცნებას გამოიგონებს
ანტონ გაგუა
,ახლა სიტყვები უფრო ძვირია
.უფრო შეშლილი კივის ქარები
,მზე უჩვეულოდ ამოწვდილია
.სიმარტოვეში მივექანები
,ახლა დუმილმა დაკარგა ფასი
.ფერი იცვალა მწუხრმა ჩვეულად
,წვიმამ მიწასთან გამართა ვალსი
.ზღვა მარტოობას გადაჩვეულა
,შენთან შეხების შიში მაწვალებს
.მთვარეზე ზევით აყავხარ ფიქრებს
,ვიდრე სიკვდილი არ მანაცვალებს
.ჭადარი ბებერ ტოტებით იქნევს
, ,ჩამოყრილ ფოთლებს ვკრეფდი წვალებით
.ყვითელ სამარეს ვუერთებ განცდებს
,მზეს თუ ჩავხედავ შენი თვალებით
, .იქნებ სიკვდილი ამშორდეს ამცდეს
ანტონ გაგუა
, ,გადაჭრეს თოკები აშლილი აფრების
, .ქარს მიაქვს სურნელი ნაწრთობი ღამიდან
, ,სიყრმიდან მოყოლილ ფერადი ზღაპრების
.ერთგული დავრჩი და სხვა მეტი რა მინდა
, ,ახლა წინ მეშლება ვნებების არია
, .გრძნობებში ირევა უცნობი სამყარო
,თუ ჩემი ფიქრები დღეს ქარიშხალია
.ვიმეტებ წერილებს უფსკრულში ჩავყარო
, ,გაწვიმდა ქარებმა ღრუბლები აყარა
- .შავ თეთრი სამოსით ირევა საღამო
,აცოცდა მთვარე და მზემ თავი დახარა
, .მე შენი სურნელი შემომრჩა საამო
ანტონ გაგუა
, ,წახვედი ჩუმად მოუხედავად
.მე კი აქ ვრჩები გამეტებული
,არდაბრუნების მიუხედავად
.მაქვს მოლოდინი გამეფებული
ანტონ გაგუა
ნუ მიცდი მოვალ და
,ფეხებთან მოვკვდები
,შენში ვარ ჩაკლული
.სხვა მეტი რა მინდა
,სიკვდილის მერეც თუ
,კვლავ შენთან მოვხვდები
,ზმანებას დაგარქმევ
.წასული ღამიდან
, ,სხვა ფერი სხვა სუნი
,სხვა გულის ფეთქვაა
,ზღვა ფერებს ახამებს
.ცის სილაჟვარდეში
,მიყვარხარ ესეც ხომ
,მზის ამოხეთქვაა
,სისხლისგან ვიცლები
.სევდით და დარდებში
ანტონ გაგუა
,ღამე ქუჩებში ითვლიდა წუთებს
.წყვდიადი ეცვა სამოსად მთვარეს
,მიწაში ყრიდნენ დაჭედილ ყუთებს
.ძლივს განთიადი ჩამოატარეს
,ბედნიერების დაკარგვის შიში
.თავგანწირული ვატყობ მეწვია
,მიყვარდე ამას როგორ დამიშლი
.მზე შემოდგომის წამომეწია
,ქარი თმებიდან აგიშლის სურნელს
.შორს სიახლოვით ტკბება ცისკარი
,შენ უიმედოს მიწოდებ სულელს
.მე შენი ყოფნა მყოფნის მისხალი
, ,რომ მოკვდე ახლა შიში მაწვალებს
, .ბედს ვეგუები შენი დარჩენის
, ,მზე განთიადის სხვას მანაცვალებს
.კმაყოფილი ვარ ამ განაჩენის
, ,ოღონდ ვიცოდე აქ ხარ და შორე
.სხვა სურნელება გიფარავს სხეულს
,მე ჩემი მოსვლა გადავაშორე
.დღეს სიმარტოვეს შემოვრჩი წყეულს
ანტონ გაგუა
,მე მენატრებიან პერსონაჟები რომლებიც ჩაყვითლებულ ფურცლებში
.გამოკეტილან და მარადისობაში ითვლიან წუთებს მენატრებიან გმირები თავისი
,რაინდობით რომლებიც მწერლებმა აამხედრეს და დაუღალავად იბრძვიან
. - ,სიმართლის ძებნაში მეცოდებიან მოკლული ანა მარია და ჯულიეტა დედისიმედი
, .და სუსქია რომლებიც დაუნდობლად გაიმეტეს ამავე მწერლებმა მეცოდებიან
მეფეები რომლებიც მხოლოდ ფურცლებზე ცხოვრობენ და ადგილი ვერ იპოვნეს
. ,ჩვენ გულებში მეცოდება ღირსება წართმეული ლილე რომელსაც მხოლოდ მიწის
.მიყრის შემდეგ დაარქვეს დიდებული ქალი მეცოდება მზე რომელსაც არავინ
,უმადლის რომ გათენდა თუნდაც ღამეში და მხოლოდ ხატიას თვალებში
. ,ცოცხლობს მეცოდება არასერიოზული კაცი რომელიც გიჟად შერაცხეს სიმართლის
.გამო მენატრება ასფალტზე დაგროვილი წვიმის გუბეებში ფეხშიშველა სირბილი
.და მიწიდან ავადნილი სურნელი მეცოდება ჟულიენ სორელი რომელიც კათოლიკე
,მღვდელმა გაწირა იმისთვის რომ დიდგვაროვანი ქალის ღირსება არ
( ).შელახულიყო თუნდაც შელახულის მენატრება სასკოლოდ ნაყიდი ახალი
, ,წიგნების სურნელი და მაინც რამდენჯერ ამოვიკითხე საკუთარი თავი წიგნებსა
, , -თუ ფილმებში მუსიკასა თუ ფერწერაში იქნებ ანა მარიაც იმიტომ მოკლა ავტორმა
, ,რომ ამ სამყაროში ასეთი სიფაქიზის ადგილი არაა და მხოლოდ წიგნებში უნდა
, ,ცხოვრობდნენ მხოლოდ წიგნებშია თავგანწირვის წყურვილი მხოლოდ წიგნში
,ვხვდებით დემეტრე თავდადებულს რომელსაც არრა შერჩენია თავგანწირვის
... , ,გარდა მადლობა შენ უფალო რომ წიგნში მაინც დაგვიტოვე ეს ყველაფერი რომ
,წიგნში მაინც შეგვიძლია განმარტოვება საკუთარ სინდისთან საკუთარ თავში
.აღმოჩენილ რაინდულ თუ ლაჩრულ თვისებებთან საკუთარი თვალით
, ,"დანახული გათენებული დილის მოლოდინსაც ხომ გალაკტიონის გათენდა
" . .დროშები ჩქარა ალამაზებს ვინ იცის ვინ ვიქნებოდით წიგნის გარეშე ალბათ
,საძოვარს მიშვებული ფარა რომელსაც ფუნქცია დაჰკარგვია და იქნებ უუნაროდ
, ,დარჩენილი კიკუს გადარჩენაც შეგვძლებოდა მაგრამ არა ეს სამყარო მხოლოდ
, ,გათენებიდან დაღამებამდე დროში გამომწყვდეული ძალისხმევაა სადაც წუთები
, , ,უნდა გააცილო იმის მოლოდინში რომ ყველაფერი მერე იქნება მერე როცა
დასასრულის დასაწყისი იქნება და მარადისობაში გამომწყვდეულ პერსონაჟებს
. :თვალს გავუსწორებთ ბოლოს ერთი პატარა კუპლეტი გამახსენდა
***
,გიჟის ხალათი გერჩიოს
.მგოსნის და მხატვრის ხალათს
,საყვარელ ქალის ღალატი
.შვიდფერი მუზის ღალატს
:მურმან ლებანიძე
, ,და ბოლოს წიგნის წაკითხვა არც ვალდებულებაა და არც მოვალეობა წიგნი
, .მდგომარეობაა რომელიც შენში სინდისივით უნდა ცოცხლობდეს
ანტონ გაგუა
, .ასე რატომ შემიყვარე თუ მკლავდი
, .ჩემთან ცოცხლობს ახლა მელანქოლია
,არ მეგონა სევდას ასე ვუყვარდი
.საფიქრალი თურმე ჯერ არ მქონია
,ახლა ფართო მკლავები აქვს სამარეს
.ახალ ფერად შეუღებავთ ცისკარი
,შენ რომ გიძღვნის ბედისწერა ამ ალერსს
.მე რომ შენთვის გავიმეტე ის არი
,თუ მიტირებს მთვარემ გამომიტიროს
.მე კი დილას ძველებურად მოვუცდი
,მოლბერტიდან ჩამოხსნიან იმ ტილოს
, .ახალგაზრდა უდროოდ რომ მოვხუცდი
ანტონ გაგუა
.შენ ყოველი წაკითხული წიგნის პერსონაჟი ხარ ბევრჯერ ამოვიკითხე საკუთარი
, , , , ,თავი ვიყავი ჟულიენ სორელი დომენიკო დონ კიხოტი არქიფო სეთური პრინცი
, ,ჰარი მოღალატე შადიმანი რაინდი თუ გმირი და საბოლოოდ მივხვდი რომ
,საკუთარ არსებობაში ბევრი თვისებისა თუ დამოკიდებულების აღმოჩენის
, ,შესაძლებლობა მომცა და მივხვდი რომ წიგნი აუცილებლობა კი არაა არამედ
, ,მდგომარეობაა რომელიც უფრო სულის სარკეა ვიდრე დანომრილი ფურცლების
.გროვა
ანტონ გაგუა
,ბებერ აგვისტოს ფერები მოწყდა
, .სიჩუმით მთვრალმა მოვრთე ყვირილი
,გათენებამდე მინდოდა მოცდა
, - .ვინ დამაცადა მოთქმა ტირილი
,ფოთლებს არიგებს ძველი ჭადარი
.საშემოდგომოდ ვიმზადებ ადგილს
,ფერი ავისხი შენი სადარი
.და სირთულეში ვარჩევდი ადვილს
,რომ მყვარებოდა შემოღამება
.ალბათ ზამთარში გავცვლიდი ტიტებს
,ახლა რაც ასე შემეხამება
.აგვისტო ცხელი სიშლეგით მიტევს
,თავგანწირული შევრჩი სამყაროს
.და გამეტებით გარბის წუთები
,იქნებ ქვესკნელში უნდა ჩაყაროს
.გადაჭედილი გრძელი ყუთები
,რომ სიცოცხლეში ცოცხლობს წყვდიადი
.დაბადებიდან ამეკრა ზურგზე
,ერთიც აშალა მზემ განთიადი
.და დილას შენი თვალებით ვუმზერ
ანტონ გაგუა
, ,ფეხდაფეხ მივსდევ გაცრეცილ წარსულს
.წინ ჩამოცლილი წუთები მიძღვის
,და გრძნობას ჩემგან უდროოდ წასულს
.ჩამოვაცალე ფიქრები სიძვის
, ,მე მოვალ ზღვასთან თეთრი ღამიდან
.ზაფხულში წვიმად ჩამოვიცლები
, ,მოვკვდები შენთვის სხვა რაღა მინდა
.უბრალოდ შენთვის გამოვიცვლები
, ,დუმილით მშვიდი ჩამოწვა დილა
.აჩრდილებს შავი ეცვა სამოსი
,ღრუბელი ცრემლად ჩამოწვეთილა
, .მე ფერი მეცვა სააქაოსი
ანტონ გაგუა
,ფერი ვიცვალე და რაც ვიწვალე
.თავგანწირვამდე მივედი თითქმის
,რაც ამაცალეს და მანაცვალეს
.გამოვიცალე სხვა რაღა ითქმის
,უხერხულია ახლა ტირილი
.შემაძრწუნებლად გაჰკივის ქარი
, ,ვდუმდე ვაჯობე ვიდრე ყვირილი
.ცრემლი დაეშვა და ნიაღვარი
,თმები გაშალა დღეს ნოემბერმა
.ყვითლად შეღებეს ფოთოლი ნუშის
,დარდმა ტკივილმა და სევდამ ბევრმა
.მოლბერტზე ფერი შეცვალა ტუშის
,გვიან ღამეა და სუნი მიწის
.მიშფოთებს გრძნობით დავარცხნილ წუთებს
, ,რა დროს წასვლაა უშენოდ მიჭირს
.და ღამეს თეთრი სიმშვიდე უტევს
, ,მე შენ მოსვლამდე სიცოცხლეს ვითმენ
.ცხოვრებამ მწარედ გამრიყა გაღმა
,სიცოცხლით სავსე გაზაფხულს ვითრევ
.იქნებ იხაროს იების ბაღმა
ანტონ გაგუა
,მე მივეჩვიე წასვლას და ლოდინს
,.დამშვიდობება უცხოა თითქოს
? ,კიდევ შეგხვდები ვინ იცის როდის
.ზღვა თოლიებთან დარჩენას ითხოვს
,მე მივეჩვიე უმზეოდ ღამეს
.მთვარესთან ვრჩები შეურიგალი
,და ვიდრე ახალს მიყვება რამეს
.სარკმელთან კივის შავი გრიგალი
, ,მე მივეჩვიე დაცინვას ტკივილს
.ცინიზმიც უხვად ჩამოარიგეს
,ზღვაზე თოლია ატეხავს კივილს
.მენავე ნიღაბს რატომ არ ირგებს
,მე მივეჩვია ფერისცვალებას
, .რამდენჯერ მოკვდა ჩემ წინ აპრილი
,ამ გაზაფხულზე მწვანე თვალებას
.კიდევ შევხვდები ვნებააყრილი
ანტონ გაგუა
, .მე დავბრუნდები ნაპირთან ქოხში
, .ჩამოძენძილი სიტყვებით მთვრალი
,გადაცრეცილი ვით ძველი გროში
, .ავქვითინდები დუმილით მწყრალი
,შენი გული მომაბარა უფალმა
- .სულს მიშფოთებს სევდა მელანქოლია
, ,ზღვაზე სიომ წამოშლილმა თუ ქარმა
.დამანახა ხვედრად მე რა მქონია
,მომახვია უცხო მხარის სურნელი
,იასამანს დავამტვრიე კვირტები
? ,დაბრუნდება მოუთმენლად სულ ველი
, .სულო ჩემო უკვდავებას გპირდები
ანტონ გაგუა
, ,მე დავბრუნდები სულ სხვა ნაპირთან
.სხვა სურნელებით შევიმოსები
,გადამავიწყდა ვინ რას დამპირდა
, .ვინ გვირილები ან მიმოზები
,მე დავბრუნდები შენი თვალებით
.შენი გულიდან მზე გაბრწყინდება
,მოგაგნებ სუნით და ნაკვალებით
.დაგეძებ ვიცი და არ მწყინდება
,მე დავბრუნდი და სად ხარ არ ვიცი
, .სხვა ფერი ადევს ზღვაზე განთიადს
,შენი სხივები ტანზე ჩავიცვი
, .მზე უკვდავებას დამპირდა დიადს
ანტონ გაგუა
,მე შენზე წერას
,ბედისწერას დავარქმევ ახლა
.თუ უშენობით მიწერია გარდაცვალება
,იქნება შეგხვდე ჯოჯოხეთში
.ან ღმერთთან მაღლა
, .ზღვასთან ცისკარი მელოდება ლამაზ თვალება
ანტონ გაგუა
,მაჯაზე ამდის შენი სურნელი
.ყელში გული მაქვს გამოჩხერილი
,დღეს თავგანწირვის არ ვარ მსურველი
.სევდიანი ვარ და მოწყენილი
, ,მტკივა სიჩუმით დაღლილი ღამე
.ქარი შეისვამს ფრთებზე ოცნებას
,რაც ძველებურად ვერ შეგიხამე
.სარკმელში ძველი მთვარე მოძვრება
ანტონ გაგუა
,მლაშე ცრემლები გისველებს ტუჩებს
.შენს სილამაზეს ტირილიც შვენის
,მწვანე ფოთლებით ჩამოცლილ ქუჩებს
.შეძრწუნებული სიმშვიდე შველის
ანტონ გაგუა
,აფრებს ჩამოშლიან ძველი ხომალდები
.ვიდრე ყმუილისგან ქარი დაიღლება
, ,მიკვირს სიჩუმეში ადრე ხომ არ ვკვდები
, .მწუხრზე ნაწამები მთვარე დაიხრება
, ,ისევ გათენებას უცდის განთიადი
, .ცისკრის მოლოდინში ძილი მომერია
, ,ჩემთვის მიუწვდომი ფიქრი ხარ დიადი
, .ნეტავ შენი მხარე ახლა რომელია
ანტონ გაგუა
, ,ბედს ვეჭიდები იქნება ამცდეს
.სიმარტოვისკენ გარბის წუთები
,გაუცხოეუბულს ვიშორებ განცდებს
.სანაპიროსთან ვერ მივცურდები
, ,თუ ახლა მოხვალ გიცდი შეშლილი
, .იქნება დაგხვდე სხვა დროს წასული
, ,სველი თითებით თმებში შეჭრილი
, .ზღვამ ამაცალა გული და სული
ანტონ გაგუა
,რომ გნახე თოვდა
,იების მტვერი
,მონობას მთხოვდა
.ნაცნობი მტერი
,კესანებს ეცვა
.სამოსად ლურჯი
,და მკერდზე მეწვა
.ოცნება მუნჯი
ანტონ გაგუა
, ,ქარი შეიშალა როგორც ოფელია
,დუმილს ვამჯობინებ
.გრძნობა გამოცლილი
,დროის მოსაჯულე წუთისოფელია
.დაუნდობელი და დარდში გამოცდილი
ანტონ გაგუა
, ,ღამე ძველი პერანგივით ჩავიცვი
.ფერებისგან გამოცალეს ქუჩები
, , ,რატომ ვუცდი რაც არ მოვა არ ვიცი
, .წასვლა რატომ აიჩემე თუ რჩები
, ,მზემ გამასწრო განთიადი არ მოდის
.მწუხრი ჩვეულ სევდას გამოიმეტებს
,გაცრეცილი ძველი მთვარე ამოდის
.გაძარცვული ვეჭიდები იმედებს
,გულზე შენი გულისცემა მეწვინა
.ზღვამ სიჩუმე გამორიყა ნაპირთან
,ნუ გგონია მარტოობა მეწყინა
.ბედისწერა უშენობას დამპირდა
ანტონ გაგუა
,გახუნებული ამოძვრა მთვარე
.დაეხეტება ვიწრო ქუჩებში
,რაც სიმარტოვის წუთები ვღვარე
.ამოვიკითხე უცხო ტუჩებში
,მზის სიახლოვე მაშინებს ახლა
.ალიონს მაინც ვუცდი ჯინაზე
,უკვდავებაში და ცაზე მაღლა
.შემეფეთება შენი სინაზე
,დღეს ვარდისფერი გათენდა დილა
, .ზღვამ გამორიყა ურჩი სიმშვიდე
,რაც უკვე ზევით გადაწყვეტილა
.მიწაზე რატომ უნდა მიშლიდე
,აქ ჩემთან თეთრი მეფობს სიცივე
.მაისი მხოლოდ წვიმას იმეტებს
,თავგანწირული ვკვდები ვიცი მე
.მარადისობის ვიკრებ იმედებს
ანტონ გაგუა
,მზემ გადმოჰკიდა დილა წვალებით
.პატარძალივით კეკლუცობს მთვარე
,სანაპიროზე მწვანე თვალებით
.დაღონებულმა ცრემლები ვღვარე
,გნატრობდი როგორც გვალვაში წვიმას
.ზამთარს ცოლივით შეერთო თოვა
,ახლა საღამო მიყვება წვრილმანს
.სიომ სანაცვლოდ გრიგალი მთხოვა
,თუ შემშლის შენი სურნელი იყოს
.თმებში ჩაგიქსოვ იებს კონებად
,შენი სხეული ჩემია თითქოს
.შენი სულია ჩემი გონება
,დღეს სინამდვილით გამოთვრა ღამე
.ლანდებს ზიდავენ ბნელში ჭინკები
.სიმყუდროვეში ზღვა შეგიხამე
.შხამით შეავსეს ბროლის ჭიქები
,მოდი ზაფხულში ჩამოღვრილ წვიმად
.მარადისობად მოდით წამებო
,ეს სიყვარული მიღირდა იმად
უკვდავებაში თან რომ წამეღო
ანტონ გაგუა
,ახლა ქარია
,და მიხარია
,რომ სიზმარია
.რაც იყო გუშინ
,ისევ ღამეა
,თუ კი რამეა
,რაც გამახარებს
.ჩაგიკრა გულში
,ნეტავ არ მეთქვა
,ან გულის ფეთქვა
,არ ამყოლოდა
.მაჯაზე ცემა
,შენი ფერია
,რაც ნაფერია
,შენი თვალების
.შემშალა ცრემლმა
,ამბავს მიყვება
,დღე დღეს მიყვება
,ალბათ საჩემოს
.დახატავს ფერებს
,არ მავიწყდება
.სად დაიწყება
,სანამ მიწყდება
.შევარჩევ ბგერებს
ანტონ გაგუა
,რაც უშენობით წუთები ვთვალე
.სად გაიყოლებს დღეები ნეტავ
,დაძველებული შემომრჩა მთვარე
, .მზეს ახლებურად თვალებში ვხედავ
, ,დღეს ფერი ედო ზღვას ძლიერ ლურჯი
.უცხო მხარიდანი მიტევდა სევდა
, ,ვდგავარ უფსკრულთან შეშლილი მუნჯი
, .და უშენობა ლანდივით მსდევდა
,შენი სულია შრიალი ქარის
.ცხარე ცრემლებით იტირებს წვიმა
,უცნობი ჯიშის და უცხო გვარის
, .ზღვა გადაცურა უცნობმა წყვილმა
ანტონ გაგუა
,ზამთარივით გამეყინა სხეული
.აპრილს ტანზე შეეტმასნა სიცივე
,ირონია მომაგებეს წყეული
, .მხოლოდ შენი უკვდავება ვიცი მე
,დაცემული ვეგებები აღდგომას
, .მეღირსება ვიცი ფერისცვალება
,სიკვდილამდე ველოდები მარტო მას
.უშენობით ისევ მელის წვალება
,ვიდრე სურნელს მომაგებებს მაისი
.აპრილია ახლა ჩემი მფარველი
,სად წაგიყვანს მარტოობა რა იცი
.უკვდავებამ დამტოვა და არ ველი
ანტონ გაგუა
!!! ,დამანებეთ მარტოობის ამარა ვარ
, .შევიშალე წვეთებს ვითვლი ცრემლებში
!!! .დამანებეთ ერთი გიჟი ავარა ვარ
, .აპრილიდან გახუნებულ ფერებს ვშლი
ანტონ გაგუა
,თავხედობენ ნაზამთრალი კვირტები
,აპრილს მხრებზე კესანები ეყარა
,თუ დარჩები უკვდავებას გპირდები
.უშენობა უშნოდ გადამეყარა
,არც ფერადი გაზაფხული მიშველის
,ზამთარში ვარ გაჩხერილი უმზეოდ
, ,სული ბორგავს შეშლილი და შიშველი
.ისევ ზღვასთან დამტოვებენ უმწეოდ
,მერამდენედ მოიმღერა აპრილმა
,ახლა ფერებს ჩამოცლიან ცისკარზე
, ,კესანებმა ტრამალებზე დაყრილმა
.უკვდავების მიმაყენა ჭიშკარზე
ანტონ გაგუა
,ჩემ ფანჯარასთან კეკლუცობს წვიმა
.ფურისულები ფეთქავენ სიმწრით
,სიო ჩურჩულით ყვებოდა წვრილმანს
, .შეძრწუნებული ნანახი სიზმრით
ანტონ გაგუა
,ზღვა ხარ ვრცელი და უძირო
.მე ნაპირთან გიცდი წყნარად
,ვარ დაღლილი და უძილო
.განთიადი შემხვდა მწყრალად
,თეთრი ღამე გავაცილე
.არ მტოვებენ აჩრდილები
,ფერი ფერთან დავაწყვილე
- .უგზო უკვლოდ აჭრილები
,ჩემი ცრემლის შესადარი
.ახლა წვიმა არის თქეში
,ჩაენაცვლა მზეს ავდარი
, .მე დავბერდი მარტის თვეში
,ამბებს ჰყვება ქარი ზღვაზე
, .გატრუნული ვუსმენ მშვიდი
,შენით გაგიჟების ზღვარზე
.თმებში ჩაკრულ კონებს ვშლიდი
ანტონ გაგუა
,მთვარემ შეიხსნა გულზე პერანგი
.სიო ჭალებში ფარულად დარბის
,მწუხრი ქურდვით დაძრწის ვერაგი
, .ზღვა მენატრება მეწილე დარდის
,თითქოს ღრუბლებში მზე დაიკარგა
, .ბნელ სამეფოში ვარ მასპინძელი
,ცა ვარსკვლავებით ვერ დაიქარგა
.ღამეს ბადაგი ვერ ვასვი ძველი
,ვერ დავიხურე ცისკარი ქუდად
.ქვრივი ქალივით ტიროდა მარტი
,ახლა ცხოვრებამ მაქცია ქურდად
.სხვისი მგონიხარ და შემიყვარდი
ანტონ გაგუა
,მარტმა თმებში ჩაიქსოვა ენძელა
,მწვანე ფერი გადაეკრა მიდამოს
,ზამთარს მწარე ბედისწერა ეწერა
, .იქნებ წასვლას შეეგუოს იწამოს
,იასამანს დავამტვრიე კვირტები
,ქარმა უცხო მომაყარა სურნელი
, ,მარადისად მეყვარები გპირდები
.უკვდავების ძველებურად მსურველი
,გათენებას მოუთმენლად მოვუცდი
,გადმოღვრილი შევაგროვე ცრემლები
,გაზაფხულის მოლოდინში მოვხუცდი
.სევდის მწარე სინამდვილეს ვევლები
,ძველი მთვარე ვერცხლისფერად ანთია
,თავგანწირვას უშედეგოდ ვლამობდი
,სიხარულით შევეგებე განთიადს
, , !მზეო ზღვასთან გელოდები ამოდი
ანტონ გაგუა
, .ახლა მე შენთვის გაზაფხულად გადავიქეცი
, .ყოჩივარდებით ან იებით მოგირთავ დღეებს
, ,ზამთარს უნდოდა დაჩოქება არ წავიქეცი
, .მზე ძველებურად იასამნის ანათებს ტყეებს
, .მე შენთვის სიოდ ავაქროლე დღეს განთიადი
, .ჟუჟუნა წვიმით დაგინამე წმინდა სხეული
კესანებივით უსუსური და თან დიადი
, .ზამთრის სიცივეს გამოვლილი გადაღწეული
, ,მარტი მესტუმრა მარტოობა მივანდე თითქოს
, .ახალ ფერებში მოურთია მიწას მიდამო
,ჩემთან რჩება და საიმისოდ არაფერს ითხოვს
, .ოღონდ მიყვარდეს მარადისად ოღონდ ვიწამო
ანტონ გაგუა
,სხვა მხარეში ანათებდა ჩემი მზე
.შეღამებას არიგებენ ჭინკები
,ღვინის ნაცვლად შხამიანი შევივსე
.ნაპირამდე გამოცლილი ჭიქები
,შენი სუნი მენატრება აპრილო
.ნაცრისფერი გადამეკრა თვალებზე
- ,კესანებო უგზო უკვლოდ დაყრილო
.სულ ნურაფერს შემახსენებ ვალებზე
, ,დღეს ზამთარი ჭირვეული წყეული
,სიცივისგან განწირული კიოდა
,უმზეობით გათოშილი სხეული
.გაზაფხულო უშენობით მტკიოდა
ანტონ გაგუა

Contenu connexe

Tendances

Οδύσσεια σε εικόνες
Οδύσσεια σε εικόνεςΟδύσσεια σε εικόνες
Οδύσσεια σε εικόνεςMatoula Mk
 
κιλκίς έως 1912
κιλκίς έως 1912κιλκίς έως 1912
κιλκίς έως 1912georbal
 
Μαθηματικά στο νηπιαγωγείο
Μαθηματικά στο νηπιαγωγείο Μαθηματικά στο νηπιαγωγείο
Μαθηματικά στο νηπιαγωγείο Eleni Anastasopoulou
 
Το Σχολείο μέσα από την Νεοελληνική Λογοτεχνία
Το Σχολείο μέσα από την Νεοελληνική ΛογοτεχνίαΤο Σχολείο μέσα από την Νεοελληνική Λογοτεχνία
Το Σχολείο μέσα από την Νεοελληνική Λογοτεχνία6lykeiovolou
 
ΙΛΙΑΔΑ Χ Ο ΘΑΝΑΤΟΣ ΤΟΥ ΕΚΤΟΡΑ
ΙΛΙΑΔΑ Χ Ο ΘΑΝΑΤΟΣ ΤΟΥ ΕΚΤΟΡΑΙΛΙΑΔΑ Χ Ο ΘΑΝΑΤΟΣ ΤΟΥ ΕΚΤΟΡΑ
ΙΛΙΑΔΑ Χ Ο ΘΑΝΑΤΟΣ ΤΟΥ ΕΚΤΟΡΑΕΛΕΝΗ ΜΟΥΤΑΦΗ
 
Η Αστραδενή στο νέο σχολείο της (απόσπασμα από την Αστραδενή)
Η Αστραδενή στο νέο σχολείο της  (απόσπασμα από την Αστραδενή)Η Αστραδενή στο νέο σχολείο της  (απόσπασμα από την Αστραδενή)
Η Αστραδενή στο νέο σχολείο της (απόσπασμα από την Αστραδενή)Ηλιάδης Ηλίας
 
To mayro kyma
To mayro kymaTo mayro kyma
To mayro kymademistefi
 
Οι Σεληνίτες
Οι ΣεληνίτεςΟι Σεληνίτες
Οι ΣεληνίτεςMaria Michali
 
ΒΙΒΛΙΟΠΑΡΟΥΣΙΑΣΗ: "Τα ξύλινα σπαθιά"
ΒΙΒΛΙΟΠΑΡΟΥΣΙΑΣΗ: "Τα ξύλινα σπαθιά"ΒΙΒΛΙΟΠΑΡΟΥΣΙΑΣΗ: "Τα ξύλινα σπαθιά"
ΒΙΒΛΙΟΠΑΡΟΥΣΙΑΣΗ: "Τα ξύλινα σπαθιά"Elias Nalbantis
 
Νεοελληνική Γλώσσα β γυμνασίου, 5η ενότητα: Εργασία και επάγγελμα
Νεοελληνική Γλώσσα β γυμνασίου, 5η ενότητα: Εργασία και επάγγελμαΝεοελληνική Γλώσσα β γυμνασίου, 5η ενότητα: Εργασία και επάγγελμα
Νεοελληνική Γλώσσα β γυμνασίου, 5η ενότητα: Εργασία και επάγγελμαvserdaki
 
Ντίνος Δημόπουλος: Τα δελφινάκια του Αμβρακικού ήΣαρλό, το αθάνατο νερό
Ντίνος Δημόπουλος: Τα δελφινάκια του Αμβρακικού ήΣαρλό, το αθάνατο νερόΝτίνος Δημόπουλος: Τα δελφινάκια του Αμβρακικού ήΣαρλό, το αθάνατο νερό
Ντίνος Δημόπουλος: Τα δελφινάκια του Αμβρακικού ήΣαρλό, το αθάνατο νερόΚατερίνα Προκοπίου
 
Особливості сучасних форм, методів роботив ДНЗ з розвитку мовлення дошкільнят
Особливості сучасних форм, методів роботив ДНЗ з розвитку мовлення дошкільнятОсобливості сучасних форм, методів роботив ДНЗ з розвитку мовлення дошкільнят
Особливості сучасних форм, методів роботив ДНЗ з розвитку мовлення дошкільнятОльга Трифонова
 
σχέση σχολείου οικογένειας
σχέση σχολείου οικογένειαςσχέση σχολείου οικογένειας
σχέση σχολείου οικογένειαςxristina81
 
ΞΕΝΙΤΕΜΕΝΟ ΜΟΥ ΠΟΥΛΙ
ΞΕΝΙΤΕΜΕΝΟ ΜΟΥ ΠΟΥΛΙΞΕΝΙΤΕΜΕΝΟ ΜΟΥ ΠΟΥΛΙ
ΞΕΝΙΤΕΜΕΝΟ ΜΟΥ ΠΟΥΛΙStella Sigourtsidou
 
Present მანანა
Present მანანაPresent მანანა
Present მანანაmananajanelidze
 
лялькотерапия на сайт
лялькотерапия на сайтлялькотерапия на сайт
лялькотерапия на сайтpunkoff34
 
Τα Ψηφιακά Κόμικ (Comics)
Τα Ψηφιακά Κόμικ (Comics)Τα Ψηφιακά Κόμικ (Comics)
Τα Ψηφιακά Κόμικ (Comics)EduComics Project
 
6. νέα παιδαγωγική περιληπτικό φυλλάδιο 1
6. νέα παιδαγωγική περιληπτικό φυλλάδιο 16. νέα παιδαγωγική περιληπτικό φυλλάδιο 1
6. νέα παιδαγωγική περιληπτικό φυλλάδιο 1Dimitra Stefani
 

Tendances (20)

Οδύσσεια σε εικόνες
Οδύσσεια σε εικόνεςΟδύσσεια σε εικόνες
Οδύσσεια σε εικόνες
 
κιλκίς έως 1912
κιλκίς έως 1912κιλκίς έως 1912
κιλκίς έως 1912
 
"Κοντά στις ράγες", Αλ. Κουρέτα
"Κοντά στις ράγες", Αλ. Κουρέτα"Κοντά στις ράγες", Αλ. Κουρέτα
"Κοντά στις ράγες", Αλ. Κουρέτα
 
Μαθηματικά στο νηπιαγωγείο
Μαθηματικά στο νηπιαγωγείο Μαθηματικά στο νηπιαγωγείο
Μαθηματικά στο νηπιαγωγείο
 
Το Σχολείο μέσα από την Νεοελληνική Λογοτεχνία
Το Σχολείο μέσα από την Νεοελληνική ΛογοτεχνίαΤο Σχολείο μέσα από την Νεοελληνική Λογοτεχνία
Το Σχολείο μέσα από την Νεοελληνική Λογοτεχνία
 
ΙΛΙΑΔΑ Χ Ο ΘΑΝΑΤΟΣ ΤΟΥ ΕΚΤΟΡΑ
ΙΛΙΑΔΑ Χ Ο ΘΑΝΑΤΟΣ ΤΟΥ ΕΚΤΟΡΑΙΛΙΑΔΑ Χ Ο ΘΑΝΑΤΟΣ ΤΟΥ ΕΚΤΟΡΑ
ΙΛΙΑΔΑ Χ Ο ΘΑΝΑΤΟΣ ΤΟΥ ΕΚΤΟΡΑ
 
Η Αστραδενή στο νέο σχολείο της (απόσπασμα από την Αστραδενή)
Η Αστραδενή στο νέο σχολείο της  (απόσπασμα από την Αστραδενή)Η Αστραδενή στο νέο σχολείο της  (απόσπασμα από την Αστραδενή)
Η Αστραδενή στο νέο σχολείο της (απόσπασμα από την Αστραδενή)
 
To mayro kyma
To mayro kymaTo mayro kyma
To mayro kyma
 
Οι Σεληνίτες
Οι ΣεληνίτεςΟι Σεληνίτες
Οι Σεληνίτες
 
ბიულერბიუელი ბავშვები ასტრიდ ლინდგრენი
ბიულერბიუელი ბავშვები   ასტრიდ ლინდგრენიბიულერბიუელი ბავშვები   ასტრიდ ლინდგრენი
ბიულერბიუელი ბავშვები ასტრიდ ლინდგრენი
 
ΒΙΒΛΙΟΠΑΡΟΥΣΙΑΣΗ: "Τα ξύλινα σπαθιά"
ΒΙΒΛΙΟΠΑΡΟΥΣΙΑΣΗ: "Τα ξύλινα σπαθιά"ΒΙΒΛΙΟΠΑΡΟΥΣΙΑΣΗ: "Τα ξύλινα σπαθιά"
ΒΙΒΛΙΟΠΑΡΟΥΣΙΑΣΗ: "Τα ξύλινα σπαθιά"
 
Νεοελληνική Γλώσσα β γυμνασίου, 5η ενότητα: Εργασία και επάγγελμα
Νεοελληνική Γλώσσα β γυμνασίου, 5η ενότητα: Εργασία και επάγγελμαΝεοελληνική Γλώσσα β γυμνασίου, 5η ενότητα: Εργασία και επάγγελμα
Νεοελληνική Γλώσσα β γυμνασίου, 5η ενότητα: Εργασία και επάγγελμα
 
Ντίνος Δημόπουλος: Τα δελφινάκια του Αμβρακικού ήΣαρλό, το αθάνατο νερό
Ντίνος Δημόπουλος: Τα δελφινάκια του Αμβρακικού ήΣαρλό, το αθάνατο νερόΝτίνος Δημόπουλος: Τα δελφινάκια του Αμβρακικού ήΣαρλό, το αθάνατο νερό
Ντίνος Δημόπουλος: Τα δελφινάκια του Αμβρακικού ήΣαρλό, το αθάνατο νερό
 
Особливості сучасних форм, методів роботив ДНЗ з розвитку мовлення дошкільнят
Особливості сучасних форм, методів роботив ДНЗ з розвитку мовлення дошкільнятОсобливості сучасних форм, методів роботив ДНЗ з розвитку мовлення дошкільнят
Особливості сучасних форм, методів роботив ДНЗ з розвитку мовлення дошкільнят
 
σχέση σχολείου οικογένειας
σχέση σχολείου οικογένειαςσχέση σχολείου οικογένειας
σχέση σχολείου οικογένειας
 
ΞΕΝΙΤΕΜΕΝΟ ΜΟΥ ΠΟΥΛΙ
ΞΕΝΙΤΕΜΕΝΟ ΜΟΥ ΠΟΥΛΙΞΕΝΙΤΕΜΕΝΟ ΜΟΥ ΠΟΥΛΙ
ΞΕΝΙΤΕΜΕΝΟ ΜΟΥ ΠΟΥΛΙ
 
Present მანანა
Present მანანაPresent მანანა
Present მანანა
 
лялькотерапия на сайт
лялькотерапия на сайтлялькотерапия на сайт
лялькотерапия на сайт
 
Τα Ψηφιακά Κόμικ (Comics)
Τα Ψηφιακά Κόμικ (Comics)Τα Ψηφιακά Κόμικ (Comics)
Τα Ψηφιακά Κόμικ (Comics)
 
6. νέα παιδαγωγική περιληπτικό φυλλάδιο 1
6. νέα παιδαγωγική περιληπτικό φυλλάδιο 16. νέα παιδαγωγική περιληπτικό φυλλάδιο 1
6. νέα παιδαγωγική περιληπτικό φυλλάδιο 1
 

En vedette

SIAM Annual Meeting 2012: Streaming Graph Analytics for Massive Graphs
SIAM Annual Meeting 2012: Streaming Graph Analytics for Massive GraphsSIAM Annual Meeting 2012: Streaming Graph Analytics for Massive Graphs
SIAM Annual Meeting 2012: Streaming Graph Analytics for Massive GraphsJason Riedy
 
Chronique Homo digitalus: Promouvoir et Vendre un President 2.0
Chronique Homo digitalus: Promouvoir et Vendre un President 2.0Chronique Homo digitalus: Promouvoir et Vendre un President 2.0
Chronique Homo digitalus: Promouvoir et Vendre un President 2.0Aboubacar Sadikh ndiaye
 
Cerec-Inlays und Cerec-Teilkronen nach Jahren noch „in Betrieb“
Cerec-Inlays und Cerec-Teilkronen nach Jahren noch „in Betrieb“Cerec-Inlays und Cerec-Teilkronen nach Jahren noch „in Betrieb“
Cerec-Inlays und Cerec-Teilkronen nach Jahren noch „in Betrieb“Sacha Karmoll
 
formation Community management #ndadjetweetup.pps
formation Community management #ndadjetweetup.ppsformation Community management #ndadjetweetup.pps
formation Community management #ndadjetweetup.ppsAboubacar Sadikh ndiaye
 
Conference sur le e business, m-business et s-business
Conference sur le e business, m-business et s-businessConference sur le e business, m-business et s-business
Conference sur le e business, m-business et s-businessAboubacar Sadikh ndiaye
 
Junior League of Kansas City, Missouri 100th Anniversary Spotlight 1914-1932
Junior League of Kansas City, Missouri 100th Anniversary Spotlight 1914-1932Junior League of Kansas City, Missouri 100th Anniversary Spotlight 1914-1932
Junior League of Kansas City, Missouri 100th Anniversary Spotlight 1914-1932Julie Randolph
 
Proceso para elaborar material didacti con Prezi
Proceso para elaborar material didacti con PreziProceso para elaborar material didacti con Prezi
Proceso para elaborar material didacti con Prezi78160
 
Evaluación de Conformidad y Manual de Procedimientos sujetos a Reglamentación...
Evaluación de Conformidad y Manual de Procedimientos sujetos a Reglamentación...Evaluación de Conformidad y Manual de Procedimientos sujetos a Reglamentación...
Evaluación de Conformidad y Manual de Procedimientos sujetos a Reglamentación...Germán Lynch Navarro
 
2013全球移动游戏产业白皮书(中国篇)
2013全球移动游戏产业白皮书(中国篇)2013全球移动游戏产业白皮书(中国篇)
2013全球移动游戏产业白皮书(中国篇)Wayne Wu
 
Fight club trailer analysis
Fight club trailer analysisFight club trailer analysis
Fight club trailer analysiskirstysals
 
Chìa khóa 3 button
Chìa khóa 3 buttonChìa khóa 3 button
Chìa khóa 3 buttonLity241
 
Evaluación de Conformidad y Manual de Procedimientos sujetos a Reglamentación...
Evaluación de Conformidad y Manual de Procedimientos sujetos a Reglamentación...Evaluación de Conformidad y Manual de Procedimientos sujetos a Reglamentación...
Evaluación de Conformidad y Manual de Procedimientos sujetos a Reglamentación...Germán Lynch Navarro
 
Juan Carlos Briquet Amor de madre
Juan Carlos Briquet Amor de madreJuan Carlos Briquet Amor de madre
Juan Carlos Briquet Amor de madreJuan Carlos Briquet
 
Людиновокабель
ЛюдиновокабельЛюдиновокабель
Людиновокабельjournalrubezh
 
GIT501- Konumsal Matematik Yöntemler- derse giriş
GIT501- Konumsal Matematik Yöntemler- derse girişGIT501- Konumsal Matematik Yöntemler- derse giriş
GIT501- Konumsal Matematik Yöntemler- derse girişarifcagdas
 
Mathematics lesson plans adding and subtracting fractions by math ed kku sec2
Mathematics lesson plans   adding and subtracting fractions by math ed kku sec2Mathematics lesson plans   adding and subtracting fractions by math ed kku sec2
Mathematics lesson plans adding and subtracting fractions by math ed kku sec2chatruedi
 
28Mar2015nf5_granjatíoisidro
28Mar2015nf5_granjatíoisidro28Mar2015nf5_granjatíoisidro
28Mar2015nf5_granjatíoisidroceiphoyaandrea
 

En vedette (20)

SIAM Annual Meeting 2012: Streaming Graph Analytics for Massive Graphs
SIAM Annual Meeting 2012: Streaming Graph Analytics for Massive GraphsSIAM Annual Meeting 2012: Streaming Graph Analytics for Massive Graphs
SIAM Annual Meeting 2012: Streaming Graph Analytics for Massive Graphs
 
Chronique Homo digitalus: Promouvoir et Vendre un President 2.0
Chronique Homo digitalus: Promouvoir et Vendre un President 2.0Chronique Homo digitalus: Promouvoir et Vendre un President 2.0
Chronique Homo digitalus: Promouvoir et Vendre un President 2.0
 
BLOGGING FOR DUMMIES
BLOGGING FOR DUMMIESBLOGGING FOR DUMMIES
BLOGGING FOR DUMMIES
 
Cerec-Inlays und Cerec-Teilkronen nach Jahren noch „in Betrieb“
Cerec-Inlays und Cerec-Teilkronen nach Jahren noch „in Betrieb“Cerec-Inlays und Cerec-Teilkronen nach Jahren noch „in Betrieb“
Cerec-Inlays und Cerec-Teilkronen nach Jahren noch „in Betrieb“
 
formation Community management #ndadjetweetup.pps
formation Community management #ndadjetweetup.ppsformation Community management #ndadjetweetup.pps
formation Community management #ndadjetweetup.pps
 
Conference sur le e business, m-business et s-business
Conference sur le e business, m-business et s-businessConference sur le e business, m-business et s-business
Conference sur le e business, m-business et s-business
 
Recommandation Letter UN
Recommandation Letter UNRecommandation Letter UN
Recommandation Letter UN
 
Junior League of Kansas City, Missouri 100th Anniversary Spotlight 1914-1932
Junior League of Kansas City, Missouri 100th Anniversary Spotlight 1914-1932Junior League of Kansas City, Missouri 100th Anniversary Spotlight 1914-1932
Junior League of Kansas City, Missouri 100th Anniversary Spotlight 1914-1932
 
Proceso para elaborar material didacti con Prezi
Proceso para elaborar material didacti con PreziProceso para elaborar material didacti con Prezi
Proceso para elaborar material didacti con Prezi
 
Evaluación de Conformidad y Manual de Procedimientos sujetos a Reglamentación...
Evaluación de Conformidad y Manual de Procedimientos sujetos a Reglamentación...Evaluación de Conformidad y Manual de Procedimientos sujetos a Reglamentación...
Evaluación de Conformidad y Manual de Procedimientos sujetos a Reglamentación...
 
2013全球移动游戏产业白皮书(中国篇)
2013全球移动游戏产业白皮书(中国篇)2013全球移动游戏产业白皮书(中国篇)
2013全球移动游戏产业白皮书(中国篇)
 
Fight club trailer analysis
Fight club trailer analysisFight club trailer analysis
Fight club trailer analysis
 
Chìa khóa 3 button
Chìa khóa 3 buttonChìa khóa 3 button
Chìa khóa 3 button
 
Evaluación de Conformidad y Manual de Procedimientos sujetos a Reglamentación...
Evaluación de Conformidad y Manual de Procedimientos sujetos a Reglamentación...Evaluación de Conformidad y Manual de Procedimientos sujetos a Reglamentación...
Evaluación de Conformidad y Manual de Procedimientos sujetos a Reglamentación...
 
Juan Carlos Briquet Amor de madre
Juan Carlos Briquet Amor de madreJuan Carlos Briquet Amor de madre
Juan Carlos Briquet Amor de madre
 
Людиновокабель
ЛюдиновокабельЛюдиновокабель
Людиновокабель
 
GIT501- Konumsal Matematik Yöntemler- derse giriş
GIT501- Konumsal Matematik Yöntemler- derse girişGIT501- Konumsal Matematik Yöntemler- derse giriş
GIT501- Konumsal Matematik Yöntemler- derse giriş
 
Mathematics lesson plans adding and subtracting fractions by math ed kku sec2
Mathematics lesson plans   adding and subtracting fractions by math ed kku sec2Mathematics lesson plans   adding and subtracting fractions by math ed kku sec2
Mathematics lesson plans adding and subtracting fractions by math ed kku sec2
 
Mapa analisis
Mapa analisisMapa analisis
Mapa analisis
 
28Mar2015nf5_granjatíoisidro
28Mar2015nf5_granjatíoisidro28Mar2015nf5_granjatíoisidro
28Mar2015nf5_granjatíoisidro
 

პოეზია.

  • 1. *** ,რამდენჯერ უნდა მირტყა სახეში .თავი რამდენჯერ გამიტყდა ღმერთო ,ცრემლი გამიშრა და ია ხელში .გამჭკნარ ფოთლებში დარდით გაერთო ანტონ გაგუა *** ,ქარმა თებერვალი მხრებზე მოიკიდა .ტალღებს ეხეთქება ზღვასთან განთიადი ,მთვარეს არ ეგონა დარდს თუ მოიმკიდა .მე კი უნებურად მზისკენ გავტრიალდი ,ცივი მკლავებიდან სუსხი მომერია .არ მაქვს მოსაყოლი თითქმის არაფერი ,შენი სინამდვილე ნეტავ რომელია , .საით გაიტაცეს ვისი ან რა ფერი ,ჩემ წინ უფსკრულია თეთრი მოსასხამით .სხეულს მიკაწრავენ ცხელი მარწუხები ,კიდევ მერამდენე დილა მოკვდა შხამით .ღმერთო ჩემი ტანჯვით ნუთუ არ წუხდები , ,მარტო შემატოვეს იღბალს წასალეკად .კივის მგლოვიარე ქართა პროცესია ,მნათე ამოვარდა ზარის დასარეკად .შენთან განშორება ვიცი რომ წესია ანტონ გაგუა *** ,შენ მიჩვეული სარკმელთან ლოდინს
  • 2. .გაყინულ წვიმის ითვლიდი რითმებს ,მზე გამეპარა არ ვიცი როდის .მთვარე დილამდე დარჩენას ითმენს ,ახლა ფერადი დილაა მხოლოდ .ზღვასთან ცისკარი მოკვდა დუმილში ,დარჩენის ნაცვლად რა უნდა მთხოვოთ .არ დავბრუნდები წასვლას ნუ მიშლი , ,ნაპირთან სახლში ზამთარი მოთქვამს .როგორც შეშლილი სონეტი ღამის ,არავინ მოდის სიტყვები რომ თქვას , .ხან ვის მივყვები მოველი ხან ვის ანტონ გაგუა .შენი თმების გროვაში გამომთვრალა აპრილი .სულს მიწეწავს წვიმიდან წამოშლილი სურნელი , ,უჩვეულოდ გავჩუმდი ხუნდები მაქვს გაყრილი .ვიცი ჩემზე ღმერთია მშველელი და მზრუნველი ,ჩასაფრებას მიპირებს გაცვეთილი ფლიდები .მზე უდროოდ დაეშვა უგულოა და ყალბი ,მარადიულ სტრიქონებს გჩუქნიდი და გპირდები .რომ სხვა ყველა ოცნება უძღებია და ხარბი ,ჩვენი დამშორებელი ახლა ბნელი ღამეა .ცივ ოთახში წუთები უკითხავად მიქრიან ,თვალს ვუსწორებ ალიონს ვიცი სითამამეა .შენთან ვრჩები იცოდე წასვლა არ მიფიქრია ანტონ გაგუა ***
  • 3. ,იქნებ შეგეშინდა გეთქვა მიყვარხარო .ღამეს სიძულვილი უფრო მოერია ,მინდა საკნის კედლებს თავი მივახალო .სიტყვებს ერთგულება თუ გამოელია ,ქარი აიშალა უცხო სტრიქონებით .მზესთან საუბარში ღამე მომეპარა ,ჩემში ჩარჩენილი აზრით და გონებით .შენი სული იყო ჩუმად რომ მებარა ,ისევ ძველებურად წვიმას ველოდები .ცივი კედლებიდან ჟონავს მოგონება ,დღისით დამშორდი და ღამე მეორდები .ახლა უკვდავება წამი გეგონება ანტონ გაგუა *** ,მთვარემ წინ წაიგდო მწუხრის აჩრდილები .ზღვასთან მიყრუებულ სახლში ჩავიკეტე ,კივის თოლიები ფრთებში დაჭრილები .დილის მოლოდინში გული გავიკეთე ,ვამსხვრევ სიჩუმეში ნაცნობ მელოდიას .ფერებს ახამებენ ნორჩი კესანები შენ კი ძველებურად ისევ მელოდი და .მარტო დარჩენილი ცისკარს ესალმები ,ახალ ემოციას გული ეუფლება .დუმილს მპატიობენ რა დროს ყვირილია ,ძლიერ მიყვარხარო ქარი მეუბნება .ასე მერამდენე ღამე მიილია ,კვდება ნაცრისფერი ზამთრის ელეგია
  • 4. .საკნის სარკმელიდან წუთებს ვეზიდები ,ზღვასთან ჩაკეტილი სახლი დილეგია .ცისფერ ოცნებასთან ჩემი შეჭიდების ანტონ გაგუა შობა - ,მახარობლებმა დაიმღერეს ალილო შობა .სარკმელს სანთლების ეფერება თბილი ალერსი ,მახსოვს სილაღით ანთებული ჩემი ბავშვობა .ღმერთთან შეხვედრის მოლოდინი უზენაესი ,ანგელოზებმა მოიმარჯვეს ბაირაღები , .ოსანნა მაღალჩინებულო დიდება გამჩენს .ცოდვამ დაახმო სამოთხეში ვაშლის ბაღები , .ვგავარ სიმშვიდით დაჯერებულს ედემში დამრჩენს ანტონ გაგუა ,მაგ ტუჩებით ამოსუნთქვა შემომაკლდა .იანვარი მინაწილებს სიცივეს ,ხელში თეთრი შროშანები შემომაკვდა .დავიტირებ შენთან ყოფნის სიმცირეს ,ქარი ტოვებს ღამენათევ სარეცელს .განთიადზე მზემ დაჰკიდა ცისკარი ,მარტოსული ზღვას შევხვდები ალეწილს .მიტოვებულ ტრამალებზე ცრის ქარი ,ნუ მეტყვი რომ სიყვარული აკრძალეს .რომ მიჯნურებს დასცინიან ფლიდები ,ვერ ვიჯერებ ერთგულება დაკრძალეს , .მაინც გეტყვი უკვდავებას გპირდები
  • 5. ანტონ გაგუა ,ვიდრე გაზაფხულს მორთავს აპრილი .დეკემბერში ვარ გამოჩხერილი ,ზღვასთან შეგხვდები ვნებააყრილი .სადაც მზე იყო ამოწვერილი ,სადაც შეშლილი იცდიდა მთვარე .ქარი კიოდა უცხო მხარიდან ,მოსვლა და წასვლა ვერ დავითვალე .მაინც არ ვიცი შენგან რა მინდა ,მაინც ლოდინი მიტაცებს დილის .შეცდომებს მითვლის ცოდვა წყეული ,ღამე უნდობელ სიბნელეს ტირის .განთიადამდე გადმოღწეული ,მე ვიცი მოვალ გრძნობებით სავსე .გულზე შეგაბამ ცისფერ კესანეს .ისევ ნაპირთან და ისევ ზღვაზე , .ღმერთია შენში მე ვარ მესამე ანტონ გაგუა სანამ მზე ამოვიდა .იამ ფერი იცვალა ახლა ასე შორიდან .მარტი გარდაიცვალა დუმს წითელი ტიტები .თავგანწირვის ლოდინში ,ღმერთო ისევ მჭირდები .ღალატისთვის ბოდიში
  • 6. ,არ მაცლიან სიხარულს .ბნელი ქუჩის ლანდები ,და არც მარტო სიარულს ვიდრე გავიბლანდები ამ უკუნით ღამეში .ფეხს ითრევდა ცისკარი ! ,ღმრთო სულ არ გამეშვი .ახლა ცივი ქრის ქარი ,ხმელ თითებში ჩაფლული .შენი თმებით ვთბებოდი და ოცნება ზღაპრული ,ვიდრე არ მოვკვდებოდი მახსენებდა სიცივეს .ფრთები მხრებზე დაყრილი და წუთების სიმცირეს .ზღვასთან მზე გადახრილი ანტონ გაგუა .სიმარტოვე მხოლოდ ძლიერებს შეუძლიათ სანამ შენი არსებობა შენს .გადაწყვეტილებებზეა დამოკიდებული მანამდე ძლიერი ადამიანი ხარ მასაში .გათქვეფილ უინტერესო ადამიანებს მუდამ თავისუფლების შიში ჰკლავთ ანტონ გაგუა ,შეფაკლულ ღაწვებზე ცრემლებმა დაღარა .გვალვისგან დამსკდარი წითელი ტუჩები ,ზამთარმა ქუჩებში გაშალა ჭაღარა ,მე კი შენ მკლავებში თუ შევიყუჩები ,ითოვოს რამდენიც მოუნდეს გვირილებს .მე მინდა სხეულზე მოგხვიო თითები
  • 7. ,თუ შენი სიშორე დღეს ტკივილს გვირიგებს არ მინდა გეგონოს ჭორი და მითები ,რომ მოვალ შეშლილი წასული ღამიდან .ფერადი სიტყვებით მოგახვევ სტრიქონებს ,ნაპირთან დარჩენილს სხვა მეტი რა მინდა .დღეს დილა გაცრეცილ ოცნებას იგონებს ,აპრილმა ჩაიცვა იების სურნელი .სასჯელი მგონია სიცოცხლე უშენოდ ,მოვკვდები დარდისგან და შენზე მზრუნველი .იქნება როგორმე ამ ტანჯვას ვუშველოთ ანტონ გაგუა ,ახლა ჩემ ქუჩაზე მარტი დააბერეს .ტანზე სიცივე მაქვს უშნოდ მორეული ,იებს გაზაფხულზე მოვლილს და ნაფერებს .ქარი მოეხვია ცივი შორეული ,მწუხრი შებინდების ტკივილს მინაწილებს .მთვარემ მოსაყოლი თითქოს დაასრულა ,ღამე უჩვეულო ფიქრებს მიაცილებს , .ისევ ნაწილობრივ ისევ არასრულად ,წვიმა დაიღალა მიწის ამოცნობით .სიო მარტოსული მინდვრებს შეერია ,ვიცი დავბერდები შენთის ამ ოცნებით .დილა ასე ძვირფას წუთებს შეელია ანტონ გაგუა , ,დეკემბერის დილას ავიჩემე მკაცრი სიცივე .ამ ალიონზე მზის სხივები გახუნდა თითქოს
  • 8. , ,ერთი ნაპირი მეგულება ერთი ვიცი მე , .გაყინულ სახლში მოჩვენება დარჩენას ითხოვს ,ახლა მარტოა მარტის თვეში გაზრდილი ია .არც ენძელების სურნელი მაქვს შემოხვეული ,შენ მოლოდინში ყველა კარი დავტოვე ღია .სიმარტოვეა სუნთქვასავით შემოჩვეული , ,რაღას მაწვალებ ამ ცისფერი კედლების შიგნით .ჩემ ფანჯარასთან გაზაფხული მოკლეს წამებით .მწუხრი მომადგა უწინდელი ზღაპრების წიგნით .ჭაღარა თმებით დავარცხნილი და ნაწნავებით , , ,მცივა ზამათარი არ იშურებს გაყინულ წვიმას , .სველია ჩრდილებს აყოლილი ცახცახა ტანი , ,ეს ღამე შენზე მომიყვება უამრავ წვრილმანს .სიმარტოვეა ამ ამბების ჩემთან მომტანი ანტონ გაგუა ,შენ მოხვალ წითელი ფერებით აპრილში .ახლა თუ წყეული ზამთარი ამშორდა ,ერთხელაც მოდი და დარჩენას არ გიშლი .მე სხვისი ოცნების მისხალიც არ მშურდა ,დღეს ქარმა მოგლიჯა ბებერი ფესვები .უმზეოდ თბებიან საკანში ჩიტები , ,მარტო ვარ ამ წყეულ ფიქრებში ვეშვები ! ! .მარტო ვარ მარტო ვარ უსაზღვროდ მჭირდები ,კედელზე დავხატე ცისფერი აფრები .ზღვა შენი თვალებით მაგუებს სიმშვიდეს ,ბავშვობას მაგონებს პატარა ზღაპრები
  • 9. .არ მინდა სიჩუმეს დღეს ვინმე მიშლიდეს ანტონ გაგუა ,დღეს დეკემბერმა სუნთქვა აკრძალა .ხმელი ფოთლებით გამევსო თმები ,ღამემ ჩვეული ზიზღით დაკრძალა .შენთვის მოძღვნილი ცისფერი მთები ანტონ გაგუა ,ვინ იცის იქნებ ლოთობაც მელის .ან სიგარეტის კვამლით დახრჩობა ,ახლა მე შენი სიშორე მშველის .სიშორე როგორც ჩემი ბავშვობა ,ვიცი რომ შენი სურნელი მომკლავს .კოცნით დავფარე შეშლილი სახე .ამ წვიმას შავი ღრუბელი მოჰავს , ,ისევე როცა პირველად გნახე ,იდუმალ საკანს ათბობდა მთვარე ,მზეზე დავკიდე სხივები ყველა ,თუ გულისცემა ვერ დავითვალე .გარდაცვალება თუ შემეშველა ,უკვდავებამდე რაღა დამრჩება .მკლავს თავგანწირვა შლეგი სურვილით ,მწუხრი სიბნელეს ვერ გადარჩება .ამოუცნობი ლტოლვის წყურვილით ანტონ გაგუა , .მე მინდა შენ მთვარე იყო რომელსაც ხელს ვერასოდეს შევახებ უბრალოდ ბნელ ღამეს გამინათებ და იმედს მომცემ რომ მზის სხივებით ხარ ასე განათებული და ,შენგან მიზიდულ სხივებს მეც მინაწილებ შენი თვალებიდან გულში , ...გატარებულს ჩემს სულამდე რომ აღწევს
  • 10. ანტონ გაგუა , .ახლა შენს თმებში გახლართული ჩემი თმებია .ფერი ვიცვალე არ მგონია მოვკვდე უშენოდ ,ამ სტრიქონებში ბევრი სისხლი და რითმებია .იქნებ განწირულ უკვდავებას ასე ვუშველოთ , ,იქნებ წვიმაა შენი ცრემლი მეც რომ მატირებს , .აზიდულ ტანზე რომ გეხვევა დილის ნამია ,მზე ამოგორდა განთიადთან გაინაპირებს , .ეს ერთი წამიც უკვდავების ერთი წამია , ,ნუ მომატყუებ რომ მზეს მთვარე შეეფერება .ზამთარს ზაფხული არასოდეს არ ჰყვარებია ,შენი თითები ძველებურად ვერ მეფერება .რაც ჩემთან დარჩა შენი თმები და თვალებია , ,სხვა სურნელია დილაობით ზღვა რომ მომახვევს , .დარდით დაღლილი დაიხრება შეშლილი მთვარე , ,ვუცდი ერთხელაც შენი სუნთქვა ჩემსას რომ აჰყვეს .თავგანწირული უკვდავება შენში ვითვალე ანტონ გაგუა ,ბავშვობასავით მემახსოვრება .შენი პირველი კანის შეხება ,რა უაზროა ახლა ცხოვრება .ვიდრე სიკვდილი შემეჩეხება ,მარადისობის გზაგასაყარზე .შენი თვალები მიმაცილებენ ,მთვარემ სიბნელე გაიგდო მხარზე ,ვნებები ცოდვას მინაწილებენ
  • 11. ,განცდები ახლა დარდად ქცეული .გადახიზნული უცხო მხარეში ,გაღმერთებული შენი სხეული .და არა როგორც ცხენის თარეში ,უფრო დიდია ვიდრე სიბილწე მოკრძალებული და ისე სუფთა ,რომ შენში ახლა ისე მივიწევ .გარდაცვალება ახლოა სულთან ,თუმცა არ ვიცი როდისღა წავალ .ამომეწურა თითქოს წუთები , ,შენ რომ გელოდა ისევ ის ცა ვარ .ვიცი ოდესღაც ჩაგეხუტები ანტონ გაგუა ,გნატრობდი როგორც გიჟი სიმშვიდეს .როგორც საკუთარ სხეულის სუნი ,არ ვფიქრობ ამას ღმერთი მიშლიდეს .რომ შენ დაგითმო უკვდავი სული ,გნატრობდი როგორც მშიერი ლუკმას , .წყლის ერთი წვეთი გამომშრალ ყელში ,ნუ ჩამომითვლი წესებს და დოგმას .მე კესანები მიჭირავს ხელში ,გიცდიდი ყოველ დილით ნაპირთან , .ყოველ დაისში დაგყვები ზღვასთან ,დღეს შეყვარებას ქარი დამპირდა .უკვდავების და სიკვდილის ზღვართან , ,დაგიცდი როგორც მარტი წვიმაში
  • 12. .ცივი კალთებით მიმიღებს მიწა ,მე შეგიყვარე ყველა წვრილმანში .შენთან სიცოცხლეს ბავშვივით ვიცავ ანტონ გაგუა ,ღმერთთან შენზე პასუხები მელოდება .რას მიპირებს მარტოობა წყეული ,ნოემბერი უჩვეულოდ მეორდება .მელოდება დაფლეთილი სხეული ,მხოლოდ ერთი პასუხია საჭირო .თავგანწირვას ნუ მომთხოვენ ფლიდები ,აქ დავრჩები დამწყვდეული სახლში რომ დაბრუნდე და .უკვდავებას გპირდები ,ჩუმი ხმებით გავაცილე მაისი .არ მგონია გაზაფხული დაბერდეს , ,სად შეხვდები უკვდავებას რა იცი ,ახლა ღმერთთან გელოდები ,და ჟღერდეს ,ისე როგორც უჩვეულო და უცხო .როგორც მშვიდი გახელდება მდინარე ,მთვარემ ღამეს კეკლუცობა დაუწყო .ახლა სევდა ოცნებაა მძინარე , ,გათენდება ქარიც ალბათ იქროლებს .ან წვიმაში თმებზე შემოგაკვდები ,ღმერთთან ალბათ დამითმობენ იმ როლებს .ბნელ საკანში როცა შემოვაკლდები
  • 13. ,ამ სიცოცხლის გამოცლილი წუთები .გამაყოლეთ როგირც ბავშვის გადია ,გადაჭედეს შეღებილი ყუთები , .ნუ მეტყვი რომ წლები ისე გადიან ,ვერ შევხედავ ამღერებულ გაზაფხულს .ან ოქტომბრის ბადაგით ვერ დავთვრები , ,არ დაგტოვებ ალეწილს და დაზაფრულს , .როგორც ქურდი შეფარულად გავქრები ანტონ გაგუა ,გიცდიდი როგორც მიჯნური ღამეს .როგორც ზღვა შენთან შერთვას ელოდა ,დღეს ნოემბერი ვერ შემიხამეს .დაყრილ ფოთლებზე ქარი მღეროდა ,აღარ მჯეროდა მოსვლა აპრილის .ვერც შემოდგომის ვიგრძენი წასვლა , ,წვიმს უმოწყალოდ გზაზე დაყრილი , .უცხო ფერების მომინდა წასმა , ,კედლებზე სადაც ეხატა ღამე .დავხატავ დილის ცვარიან ტიტებს ,ვერ გავაკვირვებ ვინმეს და რამე , .რომ მკითხონ რატომ ვიმტვრევდი თითებს ,ვიტყვი უბრალოდ არ მინდა მოვკვდე .მარტივი როგორც კეკლუცი მარტი ,ასე შეშლილი ღმერთთან რომ მოვხვდე , , .რა ვუთხრა რისთვის რატომ მიყვარდი
  • 14. ! ,არ ვიცი ალბათ პასუხი ჩემთვის .ღმერთთან შეხვედრას გამიადვილებს ,შენი სულის და სამყაროს შერთვის .ამ უკვდავების სხვა სინამდვილეს ანტონ გაგუა . ,სიძლიერის აბსოლიტური განმარტება არ არსებობს ზოგადად სიძლიერე .სირთულეების გადალახვის შესაძლებლობაა შეიძლება გარეგნულად ძალიან ,მიამიტი და უსუსური ჩანდე მაგრამ შინაგანად შენი სამყარო ღმერთამდე .მიდიოდეს ანტონ გაგუა ,ქარი ქურდივით წრიალებს თმებში .ნაძალადევად მომახვევს სურნელს , ,წვიმა აშლილი ურჩი და თქეში , .წვეთებში იწვევს ბრძენსა და სულელს , ,მე შენთან ვრჩები შენი სხეულით , .გამომწყვდეული კანკალით თრთოლვით ,ვიდრე ზამთარი მოვა წყეული .და სინამდვილეს დაფარავს თოვლით ,ვიდრე ჰაერი შენი ტუჩებით .მასუნთქებს ცისკარს ტიტების მტვერით ,მე შენ მკლავებში შევიყუჩები .მახსოვს ალერსით რომ გამოვთვერით ,მახსოვს აპრილი ფოთლებს რომ შობდა .საშემოდგომოდ ვითვლიდი წუთებს ,ია კეკლუცი მარტთან მრუშობდა , .დღეს ნოემბერი სიყვითლეს უტევს ,თუ უშენობა არ მიწერია .ფიქრებმა ღამე თუ გადაკვეთეს
  • 15. ,და რაც აქამდე დამიწერია .გიძღვნი ჰაერით გაჟღენთილ წვეთებს ანტონ გაგუა ,იმ დღეს სასთუმალზე მედო შენი გული , .ჰაერს მასუნთქებდი ტკბილი ტუჩებიდან ,ნოემბერი იყო თოვლით შენიღბული ,მოვკვდე მაგ მკლავებში ,შევიყუჩები და , .აპრილს შეგადარებ ახლად ამღერებულს .რა დროს შემოდგომის ხმელი ფოთოლია , ,რითმებს შენ სხეულში ჩემთვის აძგერებულს .ზღვასთან ელოდება ქარი და თოლია ,სხეულს დამიკაწრავს ვნება გალეშილი .შლეგი ქარიშხალი თმებზე დამეკიდა ,ხელში შემაჩეჩეს დანა გალესილი .ნეტავ კესანები შენთვის არ მეყიდა ,ბებერ ემოციას მარტი მიაცილებს , .დუმილს მპატიობენ ზამთარს მიეძინა ,ახლა გაზაფხული სუნთქვას მინაწილებს .მთვარეს განთიადი გულზე მიეწვინა ანტონ გაგუა ,შენი სურნელი წამართვა ქარმა .ვნებამ მომხვია უცხო ალერსი ,ცოლი დატოვა შეშლილმა ქმარმა .ჩემთვის დარჩები უზენაესი ,ტანი შევმოსე შიშველ განთიადს
  • 16. .მზე დავასახლე გულში მალულად ,საკანში ვირჩევ დუმილს და წყვდიადს .ცოდვებად მოხვალ თუ სიყვარულად ,ისე წმინდაა ახლა საღამო .შენი თვალებით ანათებს მთვარე ,ან ცოდვა როგორ შეგისაბამო .რომ გაგაგცილე ცრემლები ვღვარე ,ახალ გრძნობებში სიჩუმეს ვმარხავ .თმებში სურნელი შემრჩა თითების .ღმერთთან დავრჩები და იქვე გნახავ ,წითლად დაფენილ სველი ტიტების ,მოგახვევ ტანზე სურნელს არეულს .ღამის სიღრმეში ოცნება გაქრა ,ასე ალეწილს და გადარეულს .დილასთან უფრო მომინდა გაყრა ანტონ გაგუა , ,სიტყვებით გავზომე გრძნობების სამყარო .საკანში დამწყვდეულ სიჩუმეს ვნებდები ,ყვითელი ფოთლები ცეცხლშიც რომ ჩავყარო , .შენ მაინც არ მოხვალ უშენოდ ვბერდები , ,ზვარებში გავლეწე წითელი მტევნები , .თმებზე მაქვს სურნელი ბადაგის ნარჩენის , ,მთვარემაც რომ მომთხოვოს ვერ დავედევნები , .აქ შენი სუნია ამ სახლში დარჩენის , .ნუ მომთხოვ გავზომო ვნებები ველური , .ან გრძნობებს ამოვდო მხეცური სადავე
  • 17. ,არ ვცდილობ გაცდუნო და სიტყვა გველური , .მოგხვიო სხეულზე ცოდვების სათავე ,აქ შენი ტოლია ოქტომბრის დღეები .მწიფე და ყვითელი საღამო დაეშვა ,გაძარცვეს ოდესღაც მდიდარი ტყეები , .ზამთარი აიკლო ჭინკების თარეშმა ,დღეს შენი სურნელი ზაფხულის ხვატია .უწინდელ დარდივით მზე ზღვაზე დავარდა ,ბნელ საკნის კედლებზე აპრილი ხატია .ამ ღამეს მთვარემ რომ გადაინავარდა ანტონ გაგუა ,მე შენ გეძებდი ვნებების ომში .გამომწყვდეული მარტო და სუსტი , ,როცა მეგონა სიცოცხლეს მოვრჩი .ახლა განთიადს შეშლილი ვუცდი ,შენი თმა ჰქონდა სამყაროს თავზე .კანი შეგმოსეს ხავერდის ფერით , ,ხან მთვარეს ჰგავდი იყავი თან მზე .ზღვა ხმაურობდა ნაცნობი ბგერით ,ახლა თავს ვწირავ მწუხრის ლოდინში .სიზმრებად მაინც ვნახო ცისკარი ,მარტო ყოფნისთვის ღმერთო ბოდიში .შენი სულია ჩემში მისხალი ანტონ გაგუა ,ღმერთები მაღლა აგებენ კარვებს .ფრთები მოირგეს ანგელოზებმა
  • 18. ,არ ვიცი სევდას რა გამიქარვებს , .ცალკე დარდი მკლავს ცალკე ოცნება ,მთვარე ფერების დაიწყებს წასმას .ღამის სიღრმეში უცნობი ფიქრის ,დავიღუპები თუ მომთხოვ წასვლას .გათენებული ცისკარი მიკვირს ,შენი ფერი აქვს ოქტომბერს ახლა .წვიმის სუნით ხარ დასველებული ,ღმერთებთან ზევით და მზეზე მაღლა .უკვდავებაა დასვენებული , ,რომ შენი ხმაა ზღვის ამღერება .სურნელს ირგებენ შენში ტიტები ,და შენი სახე დღეს ამ ხელებმა .დახატეს როგორც ღმერთის თითები ანტონ გაგუა ,შენთვის საკმარ მოძღვრებას .ღმერთი მომცემს სულ ,მთვარე სულში მოძვრება .უკვდავება მსურს ,აგიშენებ სასახლეს .ზღვა ნაპირთან დუმს ,მზე განდიადს ანახლებს .და ოცნებას ჩუმს ,არ მასვენებს სიშორე .ახალ ვნებას ვკლავ ,გრძნობა ჩამოვიშორე
  • 19. .ზღვასთან გიცდი კვლავ ,მოდი როგორც აპრილი .ენძელებად თოვს ,დღეს სიყვითლე დაყრილი .ისევ წასვლას მთხოვს ,თუ დარჩები ამ ღამეს .მთვარე მინდვრებს რთავს ,ოცნებებმა დამღალეს .ვნებას ვართმევ თავს ,თუ მიკრძალავ დარჩენას ,ნუ წამართმევ მზეს ,ამ ქარში გადარჩენას .და ოცნებას ძველს ანტონ გაგუა ,წვიმაში მწვანე ყვავილს სათუთად , .ფესვებთან ეწვა ხმელი ფოთლები ,ახლა სიშორეს ვირჩევ საკუთრად .და ზღვასთან წასვლას დაველოდები ,იქნებ ტირილი მოგწყურდა ჩემი .მოსვლა ხომ მაინც გაგილამაზე ,უკიდურესად უცვლელი ვრჩები .სიძულვილს ცლიდა ქარი რაფაზე ,მეხოტბე გავხდი უცნობი დარდის .მზეს ყოველ დილით ველოდი ზღვასთან ,ოთახში ჩუმი აჩრდილი დადის .ფიქრები ახლა მღალატობს სხვასთან
  • 20. , ,ამდენი წასვლით მზე დაიღალა , .დარჩენას მთხოვდა ცივი ფიფქები ,მწუხრი ღამისკენ გადაიხარა .მარტო ვარ ახლა და არ ვიქნები ,მოსვლის ლოდინში გამომწყვდეული .დაფლეთილი ვარ ღრუბლების მსგავსად , ,წვიმას აპირებს მარტო წყეული .სიმარტოვესთან დარჩენის ფასად ანტონ გაგუა ,შენი თვალებით მზე ამანათებს .ტანზე ოქტომბერის სურნელი აგდის .ვშლი გამოგზავნილ ძველ ამანათებს .ვიდრე სიკვდილი დარჩენას მაცდის ანტონ გაგუა , ,მე ვწერდი უსუსურ ფოთლების შრიალზე , .ხეების ფესვებთან ყვავილებს რომ ეცვა ,ოქტომბერს მოეცვა ყვითელი სინაზე .მე შენი თვალებით სამყარო მომეცვა ,ვინ იცის ზამთარი რა ფერად ითოვებს .ამ ბოლო ღამეში ერთხელაც გავჩერდი ,სიცოცხლის სანაცვლოდ სიკვდილი ითხოვეს .გათენდა და მაინც ვერაფერს ვარჩევდი ,ამ ცივი ღამიდან გამომყვა სითეთრე .დილამდე ნატეხი წუთებში ვათიე ,შენობებს დაეტყო სხეულის სიმკვეთრე , .ოცნება რომელიც მე ზურგით ვათრიე
  • 21. ,დამტოვებს ერთხელაც წყეული სიშავე .ცისკარის ლოდინში სხვა ფერი ჩავიცი ,აქ შენთან დარჩენით თუ რამეს გიშავებ , .მე ყოფნა იცოდე სხვაგვარად არ ვიცი .ანტონ გაგუა ,დღეს შენი სურნელი ქარივით ავრიე .თმებში მაქვს გაჩრილი უცნობი კივილი ,თუ შხამის სანაცვლოდ შარბათი დავლიე .აქ შენი დარჩენა იქნება ტკივილი ,გათლილი თითები მიწეწავს გონებას .ხეებზე შემოსვევს დაღლილი საღამო , ,შეშლილი რითმების მიწევს გაგონება .და შენი ჩურჩული ვერ შეუსაბამო ,ნუ მეტყვი ვიყავი და ისე აგრიე .რომ გულზე დაგკიდე უცნობი ფიქრები ,ტიროდა მდინარე შეშლილი და მღვრიე .მე წავალ ვიცი და შენ აქვე იქნები ანტონ გაგუა ,შენ რომ გულზე გეწვინა .ჩემი იყო ის მთვარე ,ნეტავ არ დამეძინა .წასვლა ვერ დავითვალე ,სიო სიმწრით სუნთქავდა .ფერი ედო ცისკარის ,არ მეგონა თუ მყავდა .ბედისწერა მისხალი
  • 22. ,ვიშორებდი ფოთლებში .შემოდგომის სიყვითლეს ,გავაცილე და თმებს შლის .დაბრუნებას იტვირთეს ,წინ ზამთარი მომელის .გაყინული თითებით ,ვერ გავიგე რომელის .დაბრუნებას მპირდებით ,წავა როგორც წავიდა .ქარი მონაქროლები დილას მოვასწარი და .უცხო მომაქვს როლები ,მომაქვს შენი ტუჩებით .აკრეფილი სიტყვები ,ჩუმად გავიყუჩებით .შემიყვარდი გიტყდები ,ალეწილი ღაწვებით .შემოდგომა მწიფდება ,მზეო სანამ დაწვები .შენი ცქერა მჭირდება ,თურმე ჩემთვის მღეროდა .გაზაფხულზე ენძელა ,მე კი სულ არ მჯეროდა .განშორება ეძნელა ,ახლა ტანზე მაცვია .ოქტომბერის სურნელი
  • 23. ,ალეწილი ღაწვია .უკვდავების მსურველი ,მოდი ოღონდ მოდი და .როგორც გინდა ისეთი .უცხო სიტყვებს მოვზიდავ .შენთვის მე რომ ვიწერდი ანტონ გაგუა ,ყვითელი ფერებით ამღერდა საღამო , .სურნელი აშალა ქარებმა ნაპირთან ,მომინდა შენ თვალებს მზეს შეუსაბამო .წვიმა კი უშენოდ სიცოცხლეს დამპირდა ,დაყარეს ფოთლები გამხმარი და სველი .სხეულზე სიცივე ცეცხლივით მომედო ,უმწეოდ დარჩენილს მთვარე მყავს დამცველი , .უკუნით ღამეში აჩრდილი მომენდო , ,ფიქრებში გავთანგე აშლილი ვნებები ,ფოთლები შრიალით მუსიკას უკრავენ , ,დაკრძალეს აპრილი ოქტომბერს ვნებდები , .დღეს ახალ სოცოცხლეს იმედებს უკლავენ , .გახუნდა საღამო მთვარეც კი შეღებეს .ცისკარი აჩრდილებს ქურდივით ამხელდა , ,მზემ ტანი აზიდა თვალებში შეხედეს .სხივები ჩვეული სინაზით ამღერდა ,ოქტომბერს გლოვისგან შავები ჩაეცვა .საფლავთან ცრემლები დაცალეს გოდებით ,ყვითელი ფოთლები მებაღეს დაეწვა
  • 24. .აპრილის მოსვლამდე ნუ მომაგონდებით ,ამაღამ ტირილსაც თუ აღარ დამაცლით , .ნუ მოხვალ სათქმელი უშენოდ ვიცი და ,ოდესღაც მოვყვები ამ ამბავს დამარცვლით .რომ ღამე აჩრდილთან შეხვედრას მიშლიდა ანტონ გაგუა , ,იქნებ მაპატიო ჩემი უმწეობა .ვეღარ შევეგებო შენთვის გათენებას ,სევდამ შეიფერა ბნელში უმზეობა .მთვარე აპირებდა ღამის გაჭენებას , ,იქნებ მაპატიო მთები ვერ გაჩუქე , .მინდვრებს ვერ ავართვი შენთვის კესანები , .მზე რომ დაიხრება მაშინ შენ აშუქებ , .ცისკარს მარტოსული ცრემლით ვესალმები , .იქნებ მაპატიო ისე შეგიყვარე .შენთვის განწირული გული დამითმია .მახსოვს უკვდავების ბაღში შემიყვანე .ახლა მარტოობამ ისევ დამითრია ანტონ გაგუა .დღეს ოქტომბერი იცვლის სამოსელს .ტანზე ჩაიცვა ყვითელი ფერი ,ჩამომითვლიან წუთს მესამოცეს .გამოიცალა ძლივს სექტემბერი ,ღამეში ვწევარ სიტყვებით მთვრალი .მზე დამეკიდა გულზე მძივებად .მთვარეს მოუკრავს ქალისთვის თვალი
  • 25. .ხმაზე დაეტყო დღეს შეცივება , ,ძველი ფერებით ვცოცხლობ რაც დამრჩა .აღარაფერი მაკვირვებს ახლა ,თუ სექტემბერი სიკვდილს გადარჩა .მე თავგანწირვით მომინდა დაღლა ანტონ გაგუა , .და ასე ხარბად დავეწაფე გაფანტულ წვიმას , .ვარ მგლოვიარე შენი თმებით შევიშრე სისხლი , ,მწუხრი მიყვება აჩემებულ ჭორსა და წვრილმანს , .ღამემ გაშალა შავ ფერებში ღვარძლი და ზიზღი , ,ფერებს იშორებს სექტემბერი ფოთლების ხარჯზე .ქარის სუნთქვაა ახლა ჩემი აკვიატება , .თუ თვალებიდან ანთებული ღამეში ხარ მზე .და გათენებას უსაშველოდ აგვიანდება , ,მოდი ახალი სინამდვილით დამღალა ქარმა , .ძველი პერანგი შემოიცვა ტანზე საღამომ .ცივი წვეთებით დაასველა მზე ნიაღვარმა , .დღე ასე ერთი უჩვეულოდ შეუსაბამო ანტონ გაგუა ,შენ რომ ტანზე გეცვა მე ვარ ის სხეული .თეთრი მკლავებიდან სუნი ამეკიდა , .შორი ოცნება ხარ ჯერ ვერ მიღწეული , .ახალ ჰორიზონტზე მთვარე დაეკიდა ,წვიმას მოყოლილი ცრემლი მომერია ,წყეულ სიშორეში წლები დავითვალე , ,ვეძებ გამეტებით ჩემი რომელია
  • 26. .ყვითლად შეუღებავთ ახლა შავი მთვარე ,ბებერ ხეებიდან ფოთლებს ჩამოცლიან ,ქარი მიაცილებს დღეებს გამეტებით , .ვიცი უკვდავებას აღარ დამაცლიან .ჭორში ახლართული უცხო ფრაგმენტები ,ახლა უფსკრულია ჩემი სინამდვილე .თვალებს მიფარავენ ყალბი მოფერებით .ლამის სირთულეში შემრჩა სიადვილე .ღამე მესალმებ ყელის მოღერებით .დილა მენატრება ტალღებს აყოლილი , ,ზღვაზე დამტვრეული ნავი დამეკარგა ,ჩემი რითმებიდან შენთვის მოყოლილი .ცისკარს ყვავილები უცხოდ დაექარგა ანტონ გაგუა ,მხატვრობაში აბსტრაქციის აუცილებლობა ფერებისა და გეომეტრიული .ფიგურების საშუალებით სამყაროს აღქმამ განაპირობა თუ შენთვის სამყარო ( )მხოლოდ ორ ფერშია მოქცეული თეთრი და შავი მაშინ ვერასოდეს შესძლებ . .სრულად მის აღქმას რაც შეეხება გეომეტრიულ ფიგურებს შენი სამყარო შენივე ,სივრცეშია მოქცეული და თუ ვინმე შენს საზღვრებს გადმოლახავს შენთან ,მოხვდება და შენი არსებობით იარსებებს ეს ნიშნავს რომ ერთგანცდილ სამყაროში , . ...ცხოვრობ ეს ფერწერაა ფერწერა რომელსაც განგება აფერადებს ანტონ გაგუა , ,დღეს სამარე ვარ შენი სხეულის , .მზე მიაცილებს ამ პროცესიას ,ვნების კალთებში გამომწყვდეული .აქ უწესობა თითქოს წესია ,აქ მთვარე მეფობს გახუნებული .ღრუბლები ცლიან გაყინულ წვიმას ,ცეცხლისგან ვნებით გახურებული
  • 27. .მზე მიყვებოდა უამრავ წვრილმანს ,მასაზრდოებენ ახლა სიტყვები .შეძრწუნებული ტირის ცისკარი ,ახლა მგონია რასაც მიყვები .ჩემი სულია ერთი მისხალი ,ახლა შეშლილი ჩამოწვა მწუხრი .მე მოგიყვები ახალ ბალადებს ,ღამემ ლანდებთან მოყარა მუხლი .ნეტავ ეს მაინც დამიფარავდეს ,რომ არსებობა მყოფნის ამ ღამის .სიმყუდროვისკენ ვიზიდავ წამებს ,დამრიგებელი წყევლის ბალღამის .დღეს გათენებას ვერ გამიწამებს ანტონ გაგუა ,ღამემ დაჰკიდა ბაირაღები ,წვიმის სურნელით გამოთვრა დილა ,დღეს შემოდგომით დავიდაღები .მზე უჩვეულოდ გამოკვეთილა ,ვტიროდი წასულ ფერისცვალებას .ამღვრეული ვარ როგოც არაგვი .ვეღარ ვეღირსე მე მიცვალებას .შენი სულია ჩემი ალაგი ,თუ უკვდავებას მჩუქნი მეწვიე .ვინ გაიმარჯვა შენთან ჭიდილით ,დროს უდროობით წამოვეწიე .ქარში უმწეო დავრჩი ჩიტივით
  • 28. ანტონ გაგუა ,ახლა სიჩუმეში ვზივარ მგლოვიარე , .ფიქრებს ვეზიდები ღამე წყვდიადია ,დილის მოლოდინში გზები მოვიარე , .ქარმა წაიყოლა რაც კი დიადია ,წვიმა ჩამოცლილი ცრემლის სადარია .დილით სექტემბერმა ნისლი დაიხურა , ,აქ რომ ხალხი იყო ახლა სად არიან , .ვინც კი ჩემთან იყო კარი გაიხურა , ,იქნებ წასვლა გინდა წვალობ შეგამჩნიე .ვიცი უშენობა ისევ მომისაჯეს ,ჩემი ამოსუნთქვა ისე შეგაჩვიე , .წამებს გავიხსენებ შენთან რომ იტანჯეს , ,ჩემთვის ახლობელი დადგა შემოდგომა .ფოთლებს აშრიალებს სიო წამოშლილი ,ჩიტმა დამიპირა მხარზე შემოჯდომა , .ვიდრე წვიმა მოვა ცრემლად ჩამოცლილი ანტონ გაგუა ,ისე ველოდი შენთან შეხვედრას .ცახცახით ვწერდი ახალ სტრიქონებს , ,და როცა მთვარე მზეს ვერ შეხედავს .ახალ ოცნებას გამოიგონებს ანტონ გაგუა ,ახლა სიტყვები უფრო ძვირია .უფრო შეშლილი კივის ქარები ,მზე უჩვეულოდ ამოწვდილია
  • 29. .სიმარტოვეში მივექანები ,ახლა დუმილმა დაკარგა ფასი .ფერი იცვალა მწუხრმა ჩვეულად ,წვიმამ მიწასთან გამართა ვალსი .ზღვა მარტოობას გადაჩვეულა ,შენთან შეხების შიში მაწვალებს .მთვარეზე ზევით აყავხარ ფიქრებს ,ვიდრე სიკვდილი არ მანაცვალებს .ჭადარი ბებერ ტოტებით იქნევს , ,ჩამოყრილ ფოთლებს ვკრეფდი წვალებით .ყვითელ სამარეს ვუერთებ განცდებს ,მზეს თუ ჩავხედავ შენი თვალებით , .იქნებ სიკვდილი ამშორდეს ამცდეს ანტონ გაგუა , ,გადაჭრეს თოკები აშლილი აფრების , .ქარს მიაქვს სურნელი ნაწრთობი ღამიდან , ,სიყრმიდან მოყოლილ ფერადი ზღაპრების .ერთგული დავრჩი და სხვა მეტი რა მინდა , ,ახლა წინ მეშლება ვნებების არია , .გრძნობებში ირევა უცნობი სამყარო ,თუ ჩემი ფიქრები დღეს ქარიშხალია .ვიმეტებ წერილებს უფსკრულში ჩავყარო , ,გაწვიმდა ქარებმა ღრუბლები აყარა - .შავ თეთრი სამოსით ირევა საღამო ,აცოცდა მთვარე და მზემ თავი დახარა , .მე შენი სურნელი შემომრჩა საამო
  • 30. ანტონ გაგუა , ,წახვედი ჩუმად მოუხედავად .მე კი აქ ვრჩები გამეტებული ,არდაბრუნების მიუხედავად .მაქვს მოლოდინი გამეფებული ანტონ გაგუა ნუ მიცდი მოვალ და ,ფეხებთან მოვკვდები ,შენში ვარ ჩაკლული .სხვა მეტი რა მინდა ,სიკვდილის მერეც თუ ,კვლავ შენთან მოვხვდები ,ზმანებას დაგარქმევ .წასული ღამიდან , ,სხვა ფერი სხვა სუნი ,სხვა გულის ფეთქვაა ,ზღვა ფერებს ახამებს .ცის სილაჟვარდეში ,მიყვარხარ ესეც ხომ ,მზის ამოხეთქვაა ,სისხლისგან ვიცლები .სევდით და დარდებში ანტონ გაგუა ,ღამე ქუჩებში ითვლიდა წუთებს .წყვდიადი ეცვა სამოსად მთვარეს ,მიწაში ყრიდნენ დაჭედილ ყუთებს
  • 31. .ძლივს განთიადი ჩამოატარეს ,ბედნიერების დაკარგვის შიში .თავგანწირული ვატყობ მეწვია ,მიყვარდე ამას როგორ დამიშლი .მზე შემოდგომის წამომეწია ,ქარი თმებიდან აგიშლის სურნელს .შორს სიახლოვით ტკბება ცისკარი ,შენ უიმედოს მიწოდებ სულელს .მე შენი ყოფნა მყოფნის მისხალი , ,რომ მოკვდე ახლა შიში მაწვალებს , .ბედს ვეგუები შენი დარჩენის , ,მზე განთიადის სხვას მანაცვალებს .კმაყოფილი ვარ ამ განაჩენის , ,ოღონდ ვიცოდე აქ ხარ და შორე .სხვა სურნელება გიფარავს სხეულს ,მე ჩემი მოსვლა გადავაშორე .დღეს სიმარტოვეს შემოვრჩი წყეულს ანტონ გაგუა ,მე მენატრებიან პერსონაჟები რომლებიც ჩაყვითლებულ ფურცლებში .გამოკეტილან და მარადისობაში ითვლიან წუთებს მენატრებიან გმირები თავისი ,რაინდობით რომლებიც მწერლებმა აამხედრეს და დაუღალავად იბრძვიან . - ,სიმართლის ძებნაში მეცოდებიან მოკლული ანა მარია და ჯულიეტა დედისიმედი , .და სუსქია რომლებიც დაუნდობლად გაიმეტეს ამავე მწერლებმა მეცოდებიან მეფეები რომლებიც მხოლოდ ფურცლებზე ცხოვრობენ და ადგილი ვერ იპოვნეს . ,ჩვენ გულებში მეცოდება ღირსება წართმეული ლილე რომელსაც მხოლოდ მიწის .მიყრის შემდეგ დაარქვეს დიდებული ქალი მეცოდება მზე რომელსაც არავინ ,უმადლის რომ გათენდა თუნდაც ღამეში და მხოლოდ ხატიას თვალებში . ,ცოცხლობს მეცოდება არასერიოზული კაცი რომელიც გიჟად შერაცხეს სიმართლის .გამო მენატრება ასფალტზე დაგროვილი წვიმის გუბეებში ფეხშიშველა სირბილი .და მიწიდან ავადნილი სურნელი მეცოდება ჟულიენ სორელი რომელიც კათოლიკე ,მღვდელმა გაწირა იმისთვის რომ დიდგვაროვანი ქალის ღირსება არ ( ).შელახულიყო თუნდაც შელახულის მენატრება სასკოლოდ ნაყიდი ახალი
  • 32. , ,წიგნების სურნელი და მაინც რამდენჯერ ამოვიკითხე საკუთარი თავი წიგნებსა , , -თუ ფილმებში მუსიკასა თუ ფერწერაში იქნებ ანა მარიაც იმიტომ მოკლა ავტორმა , ,რომ ამ სამყაროში ასეთი სიფაქიზის ადგილი არაა და მხოლოდ წიგნებში უნდა , ,ცხოვრობდნენ მხოლოდ წიგნებშია თავგანწირვის წყურვილი მხოლოდ წიგნში ,ვხვდებით დემეტრე თავდადებულს რომელსაც არრა შერჩენია თავგანწირვის ... , ,გარდა მადლობა შენ უფალო რომ წიგნში მაინც დაგვიტოვე ეს ყველაფერი რომ ,წიგნში მაინც შეგვიძლია განმარტოვება საკუთარ სინდისთან საკუთარ თავში .აღმოჩენილ რაინდულ თუ ლაჩრულ თვისებებთან საკუთარი თვალით , ,"დანახული გათენებული დილის მოლოდინსაც ხომ გალაკტიონის გათენდა " . .დროშები ჩქარა ალამაზებს ვინ იცის ვინ ვიქნებოდით წიგნის გარეშე ალბათ ,საძოვარს მიშვებული ფარა რომელსაც ფუნქცია დაჰკარგვია და იქნებ უუნაროდ , ,დარჩენილი კიკუს გადარჩენაც შეგვძლებოდა მაგრამ არა ეს სამყარო მხოლოდ , ,გათენებიდან დაღამებამდე დროში გამომწყვდეული ძალისხმევაა სადაც წუთები , , ,უნდა გააცილო იმის მოლოდინში რომ ყველაფერი მერე იქნება მერე როცა დასასრულის დასაწყისი იქნება და მარადისობაში გამომწყვდეულ პერსონაჟებს . :თვალს გავუსწორებთ ბოლოს ერთი პატარა კუპლეტი გამახსენდა *** ,გიჟის ხალათი გერჩიოს .მგოსნის და მხატვრის ხალათს ,საყვარელ ქალის ღალატი .შვიდფერი მუზის ღალატს :მურმან ლებანიძე , ,და ბოლოს წიგნის წაკითხვა არც ვალდებულებაა და არც მოვალეობა წიგნი , .მდგომარეობაა რომელიც შენში სინდისივით უნდა ცოცხლობდეს ანტონ გაგუა , .ასე რატომ შემიყვარე თუ მკლავდი , .ჩემთან ცოცხლობს ახლა მელანქოლია ,არ მეგონა სევდას ასე ვუყვარდი .საფიქრალი თურმე ჯერ არ მქონია ,ახლა ფართო მკლავები აქვს სამარეს .ახალ ფერად შეუღებავთ ცისკარი ,შენ რომ გიძღვნის ბედისწერა ამ ალერსს .მე რომ შენთვის გავიმეტე ის არი
  • 33. ,თუ მიტირებს მთვარემ გამომიტიროს .მე კი დილას ძველებურად მოვუცდი ,მოლბერტიდან ჩამოხსნიან იმ ტილოს , .ახალგაზრდა უდროოდ რომ მოვხუცდი ანტონ გაგუა .შენ ყოველი წაკითხული წიგნის პერსონაჟი ხარ ბევრჯერ ამოვიკითხე საკუთარი , , , , ,თავი ვიყავი ჟულიენ სორელი დომენიკო დონ კიხოტი არქიფო სეთური პრინცი , ,ჰარი მოღალატე შადიმანი რაინდი თუ გმირი და საბოლოოდ მივხვდი რომ ,საკუთარ არსებობაში ბევრი თვისებისა თუ დამოკიდებულების აღმოჩენის , ,შესაძლებლობა მომცა და მივხვდი რომ წიგნი აუცილებლობა კი არაა არამედ , ,მდგომარეობაა რომელიც უფრო სულის სარკეა ვიდრე დანომრილი ფურცლების .გროვა ანტონ გაგუა ,ბებერ აგვისტოს ფერები მოწყდა , .სიჩუმით მთვრალმა მოვრთე ყვირილი ,გათენებამდე მინდოდა მოცდა , - .ვინ დამაცადა მოთქმა ტირილი ,ფოთლებს არიგებს ძველი ჭადარი .საშემოდგომოდ ვიმზადებ ადგილს ,ფერი ავისხი შენი სადარი .და სირთულეში ვარჩევდი ადვილს ,რომ მყვარებოდა შემოღამება .ალბათ ზამთარში გავცვლიდი ტიტებს ,ახლა რაც ასე შემეხამება .აგვისტო ცხელი სიშლეგით მიტევს ,თავგანწირული შევრჩი სამყაროს .და გამეტებით გარბის წუთები ,იქნებ ქვესკნელში უნდა ჩაყაროს .გადაჭედილი გრძელი ყუთები
  • 34. ,რომ სიცოცხლეში ცოცხლობს წყვდიადი .დაბადებიდან ამეკრა ზურგზე ,ერთიც აშალა მზემ განთიადი .და დილას შენი თვალებით ვუმზერ ანტონ გაგუა , ,ფეხდაფეხ მივსდევ გაცრეცილ წარსულს .წინ ჩამოცლილი წუთები მიძღვის ,და გრძნობას ჩემგან უდროოდ წასულს .ჩამოვაცალე ფიქრები სიძვის , ,მე მოვალ ზღვასთან თეთრი ღამიდან .ზაფხულში წვიმად ჩამოვიცლები , ,მოვკვდები შენთვის სხვა რაღა მინდა .უბრალოდ შენთვის გამოვიცვლები , ,დუმილით მშვიდი ჩამოწვა დილა .აჩრდილებს შავი ეცვა სამოსი ,ღრუბელი ცრემლად ჩამოწვეთილა , .მე ფერი მეცვა სააქაოსი ანტონ გაგუა ,ფერი ვიცვალე და რაც ვიწვალე .თავგანწირვამდე მივედი თითქმის ,რაც ამაცალეს და მანაცვალეს .გამოვიცალე სხვა რაღა ითქმის ,უხერხულია ახლა ტირილი .შემაძრწუნებლად გაჰკივის ქარი , ,ვდუმდე ვაჯობე ვიდრე ყვირილი .ცრემლი დაეშვა და ნიაღვარი
  • 35. ,თმები გაშალა დღეს ნოემბერმა .ყვითლად შეღებეს ფოთოლი ნუშის ,დარდმა ტკივილმა და სევდამ ბევრმა .მოლბერტზე ფერი შეცვალა ტუშის ,გვიან ღამეა და სუნი მიწის .მიშფოთებს გრძნობით დავარცხნილ წუთებს , ,რა დროს წასვლაა უშენოდ მიჭირს .და ღამეს თეთრი სიმშვიდე უტევს , ,მე შენ მოსვლამდე სიცოცხლეს ვითმენ .ცხოვრებამ მწარედ გამრიყა გაღმა ,სიცოცხლით სავსე გაზაფხულს ვითრევ .იქნებ იხაროს იების ბაღმა ანტონ გაგუა ,მე მივეჩვიე წასვლას და ლოდინს ,.დამშვიდობება უცხოა თითქოს ? ,კიდევ შეგხვდები ვინ იცის როდის .ზღვა თოლიებთან დარჩენას ითხოვს ,მე მივეჩვიე უმზეოდ ღამეს .მთვარესთან ვრჩები შეურიგალი ,და ვიდრე ახალს მიყვება რამეს .სარკმელთან კივის შავი გრიგალი , ,მე მივეჩვიე დაცინვას ტკივილს .ცინიზმიც უხვად ჩამოარიგეს ,ზღვაზე თოლია ატეხავს კივილს .მენავე ნიღაბს რატომ არ ირგებს ,მე მივეჩვია ფერისცვალებას
  • 36. , .რამდენჯერ მოკვდა ჩემ წინ აპრილი ,ამ გაზაფხულზე მწვანე თვალებას .კიდევ შევხვდები ვნებააყრილი ანტონ გაგუა , .მე დავბრუნდები ნაპირთან ქოხში , .ჩამოძენძილი სიტყვებით მთვრალი ,გადაცრეცილი ვით ძველი გროში , .ავქვითინდები დუმილით მწყრალი ,შენი გული მომაბარა უფალმა - .სულს მიშფოთებს სევდა მელანქოლია , ,ზღვაზე სიომ წამოშლილმა თუ ქარმა .დამანახა ხვედრად მე რა მქონია ,მომახვია უცხო მხარის სურნელი ,იასამანს დავამტვრიე კვირტები ? ,დაბრუნდება მოუთმენლად სულ ველი , .სულო ჩემო უკვდავებას გპირდები ანტონ გაგუა , ,მე დავბრუნდები სულ სხვა ნაპირთან .სხვა სურნელებით შევიმოსები ,გადამავიწყდა ვინ რას დამპირდა , .ვინ გვირილები ან მიმოზები ,მე დავბრუნდები შენი თვალებით .შენი გულიდან მზე გაბრწყინდება ,მოგაგნებ სუნით და ნაკვალებით .დაგეძებ ვიცი და არ მწყინდება ,მე დავბრუნდი და სად ხარ არ ვიცი
  • 37. , .სხვა ფერი ადევს ზღვაზე განთიადს ,შენი სხივები ტანზე ჩავიცვი , .მზე უკვდავებას დამპირდა დიადს ანტონ გაგუა ,მე შენზე წერას ,ბედისწერას დავარქმევ ახლა .თუ უშენობით მიწერია გარდაცვალება ,იქნება შეგხვდე ჯოჯოხეთში .ან ღმერთთან მაღლა , .ზღვასთან ცისკარი მელოდება ლამაზ თვალება ანტონ გაგუა ,მაჯაზე ამდის შენი სურნელი .ყელში გული მაქვს გამოჩხერილი ,დღეს თავგანწირვის არ ვარ მსურველი .სევდიანი ვარ და მოწყენილი , ,მტკივა სიჩუმით დაღლილი ღამე .ქარი შეისვამს ფრთებზე ოცნებას ,რაც ძველებურად ვერ შეგიხამე .სარკმელში ძველი მთვარე მოძვრება ანტონ გაგუა ,მლაშე ცრემლები გისველებს ტუჩებს .შენს სილამაზეს ტირილიც შვენის ,მწვანე ფოთლებით ჩამოცლილ ქუჩებს .შეძრწუნებული სიმშვიდე შველის ანტონ გაგუა ,აფრებს ჩამოშლიან ძველი ხომალდები
  • 38. .ვიდრე ყმუილისგან ქარი დაიღლება , ,მიკვირს სიჩუმეში ადრე ხომ არ ვკვდები , .მწუხრზე ნაწამები მთვარე დაიხრება , ,ისევ გათენებას უცდის განთიადი , .ცისკრის მოლოდინში ძილი მომერია , ,ჩემთვის მიუწვდომი ფიქრი ხარ დიადი , .ნეტავ შენი მხარე ახლა რომელია ანტონ გაგუა , ,ბედს ვეჭიდები იქნება ამცდეს .სიმარტოვისკენ გარბის წუთები ,გაუცხოეუბულს ვიშორებ განცდებს .სანაპიროსთან ვერ მივცურდები , ,თუ ახლა მოხვალ გიცდი შეშლილი , .იქნება დაგხვდე სხვა დროს წასული , ,სველი თითებით თმებში შეჭრილი , .ზღვამ ამაცალა გული და სული ანტონ გაგუა ,რომ გნახე თოვდა ,იების მტვერი ,მონობას მთხოვდა .ნაცნობი მტერი ,კესანებს ეცვა .სამოსად ლურჯი ,და მკერდზე მეწვა .ოცნება მუნჯი ანტონ გაგუა
  • 39. , ,ქარი შეიშალა როგორც ოფელია ,დუმილს ვამჯობინებ .გრძნობა გამოცლილი ,დროის მოსაჯულე წუთისოფელია .დაუნდობელი და დარდში გამოცდილი ანტონ გაგუა , ,ღამე ძველი პერანგივით ჩავიცვი .ფერებისგან გამოცალეს ქუჩები , , ,რატომ ვუცდი რაც არ მოვა არ ვიცი , .წასვლა რატომ აიჩემე თუ რჩები , ,მზემ გამასწრო განთიადი არ მოდის .მწუხრი ჩვეულ სევდას გამოიმეტებს ,გაცრეცილი ძველი მთვარე ამოდის .გაძარცვული ვეჭიდები იმედებს ,გულზე შენი გულისცემა მეწვინა .ზღვამ სიჩუმე გამორიყა ნაპირთან ,ნუ გგონია მარტოობა მეწყინა .ბედისწერა უშენობას დამპირდა ანტონ გაგუა ,გახუნებული ამოძვრა მთვარე .დაეხეტება ვიწრო ქუჩებში ,რაც სიმარტოვის წუთები ვღვარე .ამოვიკითხე უცხო ტუჩებში ,მზის სიახლოვე მაშინებს ახლა .ალიონს მაინც ვუცდი ჯინაზე ,უკვდავებაში და ცაზე მაღლა
  • 40. .შემეფეთება შენი სინაზე ,დღეს ვარდისფერი გათენდა დილა , .ზღვამ გამორიყა ურჩი სიმშვიდე ,რაც უკვე ზევით გადაწყვეტილა .მიწაზე რატომ უნდა მიშლიდე ,აქ ჩემთან თეთრი მეფობს სიცივე .მაისი მხოლოდ წვიმას იმეტებს ,თავგანწირული ვკვდები ვიცი მე .მარადისობის ვიკრებ იმედებს ანტონ გაგუა ,მზემ გადმოჰკიდა დილა წვალებით .პატარძალივით კეკლუცობს მთვარე ,სანაპიროზე მწვანე თვალებით .დაღონებულმა ცრემლები ვღვარე ,გნატრობდი როგორც გვალვაში წვიმას .ზამთარს ცოლივით შეერთო თოვა ,ახლა საღამო მიყვება წვრილმანს .სიომ სანაცვლოდ გრიგალი მთხოვა ,თუ შემშლის შენი სურნელი იყოს .თმებში ჩაგიქსოვ იებს კონებად ,შენი სხეული ჩემია თითქოს .შენი სულია ჩემი გონება ,დღეს სინამდვილით გამოთვრა ღამე .ლანდებს ზიდავენ ბნელში ჭინკები .სიმყუდროვეში ზღვა შეგიხამე .შხამით შეავსეს ბროლის ჭიქები
  • 41. ,მოდი ზაფხულში ჩამოღვრილ წვიმად .მარადისობად მოდით წამებო ,ეს სიყვარული მიღირდა იმად უკვდავებაში თან რომ წამეღო ანტონ გაგუა ,ახლა ქარია ,და მიხარია ,რომ სიზმარია .რაც იყო გუშინ ,ისევ ღამეა ,თუ კი რამეა ,რაც გამახარებს .ჩაგიკრა გულში ,ნეტავ არ მეთქვა ,ან გულის ფეთქვა ,არ ამყოლოდა .მაჯაზე ცემა ,შენი ფერია ,რაც ნაფერია ,შენი თვალების .შემშალა ცრემლმა ,ამბავს მიყვება ,დღე დღეს მიყვება ,ალბათ საჩემოს .დახატავს ფერებს ,არ მავიწყდება
  • 42. .სად დაიწყება ,სანამ მიწყდება .შევარჩევ ბგერებს ანტონ გაგუა ,რაც უშენობით წუთები ვთვალე .სად გაიყოლებს დღეები ნეტავ ,დაძველებული შემომრჩა მთვარე , .მზეს ახლებურად თვალებში ვხედავ , ,დღეს ფერი ედო ზღვას ძლიერ ლურჯი .უცხო მხარიდანი მიტევდა სევდა , ,ვდგავარ უფსკრულთან შეშლილი მუნჯი , .და უშენობა ლანდივით მსდევდა ,შენი სულია შრიალი ქარის .ცხარე ცრემლებით იტირებს წვიმა ,უცნობი ჯიშის და უცხო გვარის , .ზღვა გადაცურა უცნობმა წყვილმა ანტონ გაგუა ,ზამთარივით გამეყინა სხეული .აპრილს ტანზე შეეტმასნა სიცივე ,ირონია მომაგებეს წყეული , .მხოლოდ შენი უკვდავება ვიცი მე ,დაცემული ვეგებები აღდგომას , .მეღირსება ვიცი ფერისცვალება ,სიკვდილამდე ველოდები მარტო მას .უშენობით ისევ მელის წვალება ,ვიდრე სურნელს მომაგებებს მაისი
  • 43. .აპრილია ახლა ჩემი მფარველი ,სად წაგიყვანს მარტოობა რა იცი .უკვდავებამ დამტოვა და არ ველი ანტონ გაგუა !!! ,დამანებეთ მარტოობის ამარა ვარ , .შევიშალე წვეთებს ვითვლი ცრემლებში !!! .დამანებეთ ერთი გიჟი ავარა ვარ , .აპრილიდან გახუნებულ ფერებს ვშლი ანტონ გაგუა ,თავხედობენ ნაზამთრალი კვირტები ,აპრილს მხრებზე კესანები ეყარა ,თუ დარჩები უკვდავებას გპირდები .უშენობა უშნოდ გადამეყარა ,არც ფერადი გაზაფხული მიშველის ,ზამთარში ვარ გაჩხერილი უმზეოდ , ,სული ბორგავს შეშლილი და შიშველი .ისევ ზღვასთან დამტოვებენ უმწეოდ ,მერამდენედ მოიმღერა აპრილმა ,ახლა ფერებს ჩამოცლიან ცისკარზე , ,კესანებმა ტრამალებზე დაყრილმა .უკვდავების მიმაყენა ჭიშკარზე ანტონ გაგუა ,ჩემ ფანჯარასთან კეკლუცობს წვიმა .ფურისულები ფეთქავენ სიმწრით ,სიო ჩურჩულით ყვებოდა წვრილმანს , .შეძრწუნებული ნანახი სიზმრით
  • 44. ანტონ გაგუა ,ზღვა ხარ ვრცელი და უძირო .მე ნაპირთან გიცდი წყნარად ,ვარ დაღლილი და უძილო .განთიადი შემხვდა მწყრალად ,თეთრი ღამე გავაცილე .არ მტოვებენ აჩრდილები ,ფერი ფერთან დავაწყვილე - .უგზო უკვლოდ აჭრილები ,ჩემი ცრემლის შესადარი .ახლა წვიმა არის თქეში ,ჩაენაცვლა მზეს ავდარი , .მე დავბერდი მარტის თვეში ,ამბებს ჰყვება ქარი ზღვაზე , .გატრუნული ვუსმენ მშვიდი ,შენით გაგიჟების ზღვარზე .თმებში ჩაკრულ კონებს ვშლიდი ანტონ გაგუა ,მთვარემ შეიხსნა გულზე პერანგი .სიო ჭალებში ფარულად დარბის ,მწუხრი ქურდვით დაძრწის ვერაგი , .ზღვა მენატრება მეწილე დარდის ,თითქოს ღრუბლებში მზე დაიკარგა , .ბნელ სამეფოში ვარ მასპინძელი ,ცა ვარსკვლავებით ვერ დაიქარგა .ღამეს ბადაგი ვერ ვასვი ძველი
  • 45. ,ვერ დავიხურე ცისკარი ქუდად .ქვრივი ქალივით ტიროდა მარტი ,ახლა ცხოვრებამ მაქცია ქურდად .სხვისი მგონიხარ და შემიყვარდი ანტონ გაგუა ,მარტმა თმებში ჩაიქსოვა ენძელა ,მწვანე ფერი გადაეკრა მიდამოს ,ზამთარს მწარე ბედისწერა ეწერა , .იქნებ წასვლას შეეგუოს იწამოს ,იასამანს დავამტვრიე კვირტები ,ქარმა უცხო მომაყარა სურნელი , ,მარადისად მეყვარები გპირდები .უკვდავების ძველებურად მსურველი ,გათენებას მოუთმენლად მოვუცდი ,გადმოღვრილი შევაგროვე ცრემლები ,გაზაფხულის მოლოდინში მოვხუცდი .სევდის მწარე სინამდვილეს ვევლები ,ძველი მთვარე ვერცხლისფერად ანთია ,თავგანწირვას უშედეგოდ ვლამობდი ,სიხარულით შევეგებე განთიადს , , !მზეო ზღვასთან გელოდები ამოდი ანტონ გაგუა , .ახლა მე შენთვის გაზაფხულად გადავიქეცი , .ყოჩივარდებით ან იებით მოგირთავ დღეებს , ,ზამთარს უნდოდა დაჩოქება არ წავიქეცი , .მზე ძველებურად იასამნის ანათებს ტყეებს
  • 46. , .მე შენთვის სიოდ ავაქროლე დღეს განთიადი , .ჟუჟუნა წვიმით დაგინამე წმინდა სხეული კესანებივით უსუსური და თან დიადი , .ზამთრის სიცივეს გამოვლილი გადაღწეული , ,მარტი მესტუმრა მარტოობა მივანდე თითქოს , .ახალ ფერებში მოურთია მიწას მიდამო ,ჩემთან რჩება და საიმისოდ არაფერს ითხოვს , .ოღონდ მიყვარდეს მარადისად ოღონდ ვიწამო ანტონ გაგუა ,სხვა მხარეში ანათებდა ჩემი მზე .შეღამებას არიგებენ ჭინკები ,ღვინის ნაცვლად შხამიანი შევივსე .ნაპირამდე გამოცლილი ჭიქები ,შენი სუნი მენატრება აპრილო .ნაცრისფერი გადამეკრა თვალებზე - ,კესანებო უგზო უკვლოდ დაყრილო .სულ ნურაფერს შემახსენებ ვალებზე , ,დღეს ზამთარი ჭირვეული წყეული ,სიცივისგან განწირული კიოდა ,უმზეობით გათოშილი სხეული .გაზაფხულო უშენობით მტკიოდა ანტონ გაგუა